შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მატარებელი (მეორე თავი)


23-04-2018, 21:40
ავტორი მერედითი
ნანახია 1 183

შემდეგი 30 წუთის განმავლობაში ისე ტკბილად მეძინა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ არ მძინებია.შემდეგ ხმამ გამაღვიძა, რომელიც 3 ენაზე ყვიროდა რაღაცეებს რაც ნაღდად არ მაინტერესებდა. ძილი ვერ შევიბრუნე და გამოვფხიზლდი. გვერდით ისევ გაბრიელი მეჯდა, რომელსაც ეძინა. ამოვიღე წიგნი და დავიწყე კითხვა. მაშინ ვკითხულობდი ალბათ მეათასედ ჯონ გრინის „ბედის ვარსკვლავის ბრალიას“. მბეზრდება და რავქნა! ჩავრთე ADELE-SOMEONE LIKE YOU და დავიწყე კითხვა. სიმღერები და გვერდები ერთმანეთს მისდევდა. ამ დროს ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა და გავიხედე. ახალგაღვიძებული გაბრიელი ხელით თვალებს იფშვნეტდა და მიყურებდა.
-რას კითხულობ?
-ჯონ გრინის „ბედის ვარსკვლავის ბრალიას“-ვუპასუხე და წინასწარ ვიცოდი გაგებაში არ იქნებოდა რა მოთხრობა არის ან ვინ არის ჯონ გრინი, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი:
-კარგი რომანია...მე ფილმი ვუყურე და ძალიან მომეწონა
-მიხარია რომ იცი, მაგრამ წიგნის წაკითხვასაც გირჩევ -ვუთხარი და გავუღიმე
-სიამოვნებით, მაგრამ არ შემიძლია...
-მოიცა, ეგ როგორ?კითხვა არ იცი? -ვკითხე და გამეცინა
-არაა ვიცი კითხვა, უბრალოდ თავისუფალი დრო მაქვს ძალიან ცოტა და საკითხავად ადგილის მოძებნა მიჭირს, სრული სიჩუმე არსად არ არის...
-მე მუსიკის მოსმენასთან ერთად ვკითხულობ, მაგრამ მუსიკის გარეშე ან საერთოდ ხმაურშიც შემიძლია თავისუფლად ვიკითხო. ბიბლიოთეკა არ გიცდია?
-მოხუცი ბიბლიოთეკრის ინტერესიანი სახე იმის მიმართ თუ რას ვკითხულობ მაშინებს-თქვა და გულიანად გაეცინა. მეც ბევრი ვიცინე და ვუთხარი:
-ისეთ ადგილას შეგიძლია დაჯდომა სადაც ინტერესიანი თვალები ვერ მოგაგნებენ, დიდ ბიბლიოთეკაშიი იარე და კუთხეში დაჯექი ხოლმე... უამრვი ხეხია მაგრამ უბრალოდ გეზარება-ვუთხარი და ისე შვხედე თითქოს დედა ვიყავი და შვიოლს ვარიგებდი და ვცდილობდი დამნაშავედ ეგრძნო თავი
-კარგი ევა დეიდა ყური ამიწიე ბარემ და კუთხეში დამაყენე -მითხრა და ორივეს ისე ხმამაღლა გაგვეცინა მთელი ვაგონი უკან იყურებოდა.
-კარგი ვაღიაროთ რომ საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა გვაქვს ორივეს-თქვა და სარკასტული მზერა შმომაგება
-აბა რაა-ვუთხარი და ვეცადე მიმეღო ისეთი სახე, თითქოს სარკაზმის დედოფალი ვიყავი, მაგრამ ეს სახე უფრო ჰგავდა ისეთ სახეს თითქოს მაიმუნმა გასინჯა ლიმონი და მჟავე გემოსგან დაიმანჭა.
-მიმიკებით საუბარი ვიცი ჩემი არ არის-ვთქვი და ამოვიოხრე, მაგრამ გამეცინა და უნდა მეთქვა რაღაც როდესაც გაბრიელის სახე შევამჩნიე. მიყურებდა და თან ისე თვალს არ მაშორებდა და მიღიმოდა. გავწითლდი და შევეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.არც მომიწია, რადგან მატარებელი გაჩერდა პირველ გაჩერებაზე.
ხალხი ამოვიდა და გამოაცხადეს, რომ მატარებელი აქ 10 წუთი გაჩერდებოდა. ყავის საყიდლად გავედით, დამპატიჟა და მიყიდა კაპუჩინო. შემდეგ გავედი მოსაწესრიგებლად. დაბრუნებისას სავარძელზე არ დამხვდა. არც ჩემი ტელეფონი დამხვედრია. ერთდრულად გავბრაზდი და შემეშინდა. გავუბრაზდი ჩემს თავს, ასეთი გულუბრყვილო როგორ ვარ და როგორ ადვილად როგორ მივენდე უცხოს. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დავიჯერე. შემეშინდა ტელეფონი დავკარგე და რა მეშველება-თქო. დავიწყე თვალებით გაბრიელის ბაქანზე ან ვაგონში ძებნა. მეზობელ ვაგონში გადავედი და ვცდილობდი მომეძებნა, მაგრამ მივხვდი რომ უკვე გვიანი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ის ჩქარა დარბოდა უკვე ამ ქალაქში იქნებოდა და ეძებდა გზას თბილისში დასაბრუნებლად.
„რა მაგარი მეზღაპრე ყოფილა!ბებიისა და სკოლის ამბავი მაგრად გამოუვიდა“-ვფიქრობდი და ადგილს ვუბრუნდებოდი. უიმედოდ ბაქანს გავსცქეროდი, უიმედოდ ველოდი. მოვკალათდი ადგილზე და ჩანთის შემოწმება დავიწყე, იქნებ კიდევ რამე მიპარა მაგ არამზადამ.არაფერი! ყველაფერი ადგილზე იყო. ვერ მოუსწრია. მის ადგილს გავხედე ზიზღით და მისი ქურთუკი დავინახე. გაზაფხული იყო და მზეც ანათებდა, მაგრამ მთლად ასეც არ ცხელოდა. იქნებ არ მოუპარია? მაგრამ სად არის ან თვითონ ან ტელეფონი? სანამ ეჭვები მღრღნიდა მატარებელმა ნელ-ნელა დაძვრა დაიწყო. ვიჯექი და გავყურებდი ბაქანს. ვფიქრობდი თუ როგორ მივენდე და ვაღიარებდი როგორი სასიამოვნო შარლატანი ყოფილა. მაგრამ! დავინახე! ვიღაც მორბოდა! ვინ? შორიდან ვერ გავარჩიე...



№1 სტუმარი მარი. ელ❤

მომწონს მალე დადეეე❤❤❤

 


№2  offline წევრი მერედითი

მადლობაა❤❤ მალე იქნება მესამე თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent