მოურჯულებელი თავი 17
როგორც კი მანქანა ადგილს მოსწყდა და დათოვლილ გზაზე გავიდა, მგზავრის სავარძელში ჯერ კიდევ მოფართხალე ანასტასია უარესად აფართხალდა და რეზისკენ გაიწია. -თუ არ გინდა, რომ გადავიჩეხოთ და მთელებმა ჩავაღწიოთ, გირჩევნია გაჩერდე! - შეუბღვირა გოგოს და მზერა ისევ გზაზე გადაიტანა. -ახლავე გააჩერე მანქანა! - უყვიროდა ანასტასია. -რამდენიც გინდა იყვირე, მაინც არ გავაჩერებ და ეგ ხელები გააჩერე! - ცალი ხელით საჭეს იყო ჩაფრენილი, მეორეთი კი ქალის ხელებს იგერიებდა. -რეზი, გააჩერე-მეთქი! -ოჰ, საინტერესოა, აქამდე ეს არსება და გორილა ვიყავი, თურმე გხსომებია ჩემი სახელი! -ან მანქანას აჩერებ, ან ვხტები! - არ ნებდებოდა ტასო. -ან ჩუმდები და ხელებს აჩერებ, ან გაგკოჭავ და ისე წაგიყვან, - არ ჩამორჩა ბიჭიც, - გასაგებია, მეორე ვარიანტს ირჩევ. ძალიან კარგი. სულ ვოცნებობდი შენს გაკოჭვაზე, - წარბები სასაცილოდ აუთამაშა ბიჭმა და მანქანა გზიდან გადაიყვანა. ანასტასია მშვიდად ადევნებდა თვალს რეზის მოქმედებებს. გულში იცინოდა კიდეც, ფიქრობდა, რომ ბიჭი ეხუმრებოდა და მის დაბმას ვერ გაბედავდა, მაგრამ, როცა რეზიმ საბარგულიდან თოკი და რაღაც ნაჭერი ამოიღო, ცოტა არ იყოს, შეშინდა. -შენ ამას არ იზამ, - მიახალა მაშინვე, კარი რომ გამოაღო ბიჭმა და ტასოსკენ დაიხარა. -მერედა როგორ ვიზამ! - ეშმაკურად გაიცინა კაცმა, მაგრამ მალე სიმწრისგან წამოიყმუვლა. ტასომ დრო იხელთა, რეზის ფეხზე მწარედ დააბიჯა ფეხი და როცა ბიჭი ტკივილიგან უკან გადაიწია, მაშინვე გადმოხტა მანქანიდან და გაიქცა. -ოხ, ტასო, რას გიზამ, შენ ხომ არ იცი, - დაიყვირა რეზიმ და მისი ხმა რამდენჯერმე განმეორდა. -ცოცხალმა მივაღწიო სახლამდე და მერე ვნახავთ რისი თავი გექნება, - თავისთვის ბურტყუნებდა ანასტასია, თან გარბოდა. ძალიან მალე მუცელზე მოხვეულმა ხელებმა ჰაერში აიტაცა და ვერანაირმა ფართხალმა ვეღარ უშველა. ბიჭმა პირზე რაღაც ნაჭერი ააფარა და წამში ყველაფერი ჩამობნელდა. -ნეტავ იცოდე, როგორ მომწონხარ ასე დადუმებული და წყნარი, - უკანა სავარძელზე გაწოლილ ანასტასიას გახედა და სიცილით დაძრა მანქანა, - რაო, აღარ ხარ ჩხუბის ხასიათზე? ღმერთო ჩემო, სასწაული, ანასტასია ავალიანი, პირველად თავის ცხოვრებაში, არ მეკამათება და ხმასაც კი არ იღებს. ვინმემ ეს დღე ისტორიაში ჩაწერეთ! - თავის სტიქიაში იყო რეზი. მალე მანქანა ერთ-ერთ სასტუმროსთან გააჩერა, ნომერი აიღო და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა ტასოს წასაყვანად. გოგო ხელში აიყვანა და ოთახის კარი შეაღო, მერე კი საწოლზე მიაბა, პირიც აუკრა, ხელები დაისველა და სახეზე ჩამოუსვა. როცა დაინახა, რომ ქალი შეფხიზლდა, იქვე სავარძელში ჩაეშვა და ლაპარაკი მაშინ დაიწყო, როცა ქალი აფართხალდა და თავის დახსნა სცადა. -ახლა ხომ მაინც მომისმენ? დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ხოდა, ძალიან კარგი! - ისევ გაიცინა რეზიმ, მერე კი სახე დაუსერიოზულდა, - მისმინე, ტასო, მე შენ არ მომიტყუებიხარ და ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია. ტასომ თვალები აატრიალა, რაც რეზის არ გამორჩენია. -თვალებს ნუ მიტრიალებ, თორემ, როცა დანიშნულების ადგილას მივალთ, დაგსჯი! ვაიმე, რა საყვარელი ხარ, ნეტავ შენი თავისთვის შეგახედა, - უცებ დაუთბა ხმა და საყვარლად გაიცინა, - ნამდვილი მამა აბრამის ბატკანი ხარ ამ წამებში, უცოდველი და მიამიტიც კი. ანასტასიამ ისევ უკიმაყოფილოდ ამოიზმუვლა და თვალები აატრიალა. -მორჩები მაგ თვალების ტრიალს და მომისმენ?! - მკაცრად თქვა ბიჭმა და მზერა ფანჯარას გაუშტერა, - ალბათ, გაინტერესებს ასე რატომ მოვიქეცი. თუ არ გაინტერესებს, მაინც მოგიწევს მოსმენა, სხვა გზა არ გაქვს, - თითქოს უდარდელად აიჩეჩა მხრები. -ოოო, მორჩი ზმუილს, ტასო! ახლა უკვე მაბრაზებ! - შეუბღვირა ბიჭმა, - იმ ყველაფრის გაკეთება ირაკლი ბიძიას გამო მომიხდა. იცი, როცა დამირეკა და დახმარება მთხოვა, შენი ფაქტორი სულაც არ მქონია გათვალისწინებული. არადა, საქმეს იქამდე არ ვიწყებ, სანამ ყველაფერს ზედმიწევნით არ დავგეგმავ. მაგრამ შენ ჩემს გეგმაში მოულოდნელი ფაქტორი იყავი, - ამოიოხრა რეზიმ, - რომელმაც თავისი გამოჩენით თითქმის ყველაფერი არია. რატომ მიყურებ მასე გაკვირვებული? მოკლედ, ირაკლი ბიძიამ დახმარება თავისი კომპანიის საბუთებთან დაკავშირებით მთხოვა, თან ყურადღება უნდა მედევნებინა მაგ შენი გიორგის მამის საქმეებისთვის და ამასთანავე შენთვისაც, - რეზიმ გიორგის სახელი ისეთი ხმით წარმოთქვა, თითქოს რამე მწარე შეეჭამოს, - ხო, შენთვისაც, იმიტომ, რომ გიორგი ისევ გიპირებდა გატაცებას და ეს მამაშენმა ძალიან კარგად იცოდა. ყველაფრის მიზეზი კი ის გაუთავებელი მტრობაა, რომელიც მათი ახალგაზრდობიდან მოდის. მამაშენმა ყველაფერს ძალიან მარტივად მიაღწია, მისი კომპანია ბაზარზე უკონკურენტო იყო და იმდენიც კი მოახერხა, რომ საქართველოში გიორგის მამის კომპანია ჩაძირა. ირაკლიმ დახმარება შეთავაზა კიდევაც, რომ ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ მან ეს უარეს დამცირებად და, უფრო უარესი, დაცინვად მიიღო და მას შემდეგ ემტერება. მერე, ისე მოხდა, რომ გიორგიმ ამოგიჩემა და მამამისსაც კიდევ ერთხელ მოუნდა ირაკლის გამწარება. ჩემზე კარგად იცი, რამდენჯერ მოგინდომა ვახომ გატაცება, მაგრამ ხან ანდრეა უშლიდა ამას ხელს, ხან შენი მეგობრები, ხანაც შენვე. ბოლო და ყველაზე რეალური მცდელობა წინა ზაფხულს ჰქონდათ. შენი აზრით, რატომ გამოგგზავნა თამრიკოსთან? ბიძია ირაკლიმ ისიც გაიგო, რომ მის წინააღმდეგ რაღაცას ამზადებდნენ და ამიტომ მთხოვა მე დახმარება. უნდოდა ყველა მოეტყუებინა და, პირველ რიგში, გიორგი და მამამისი. უნდოდა მათ სცოდნოდათ, რომ მოახერხეს და ჩაძირეს. სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნე ის საბუთებიც, რომლებიც მე და შენმა ბიჭებმა გავაყალბეთ წინა ზაფხულს. ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე კი ისევ გახედა გოგოს და ჰკითხა: -რას დამუნჯდი, ტასო? ნუთუ, სათქმელი არაფერი გაქვს? გოგომ თვალები დააწვრილა და „ახლა ნამდვილად მოგკლავ“ მზერა ესროლა. -უი, მაპატიე, სულ დამავიწყდა, რომ შებოჭილი ხარ, - საყვარლად გაიცინა და თავისი თლილი თითები ფეხზე აათამაშა, - ყველაფერი რეალური იყო. არც ერთი წამი არ მითამაშია, მითუმეტეს შენთან. გეფიცები, ყველაფერი რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ, ნამდვილია. ბიჭმა ცალი ხელი გადასწია და ტასოს სახიდან ფრთხილად მოაცილა წებოვანი ლენტი. გოგომ კი დრო იხელთა და მაშინვე კბილებით წაეტანა რეზის მტევანს. -ააა, - წამოიყვირა ბიჭმა, რასაც ტასოს ჩაცინება მოჰყვა, - თხა, ქაჯი და ნამდვილი ველური ხარ! - იყვირა ბიჭმა და ატკიებული ხელი ჰაერში გაიქნია, - ღმერთო, შენთან ადამიანურად ლაპარაკიც კი არ ჭრის! -მეტის ღირსი ხარ, - როგორც იქნა, ამოიდგა ენა გოგომაც, - მოიცადე, გავთავისუფლდე, - მაშინვე მუქარაზე გადავიდა, - გატყობ, ძალიან გინდა, გაგახსენო, როგორი მწარე ხელი მაქვს! -ოხ, ტასო, ოხ, ტასო! - ამოიბურდღუნა რეზიმ, - მე აქ ლამის სიყვარული აგიხსენი და შენ რაზე მელაპარაკები? -სიყვარული ამიხსნა ბიჭმა თურმე, - ცხვირი აიბზუა გოგომ, - კი, როგორ არა! და შენ გგონია, რომ იმ სულელურ მონაჩმახს დავიჯერებ? -მაშინ რითი ახსნი იმას, რომ მამაშენთან ისევ ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორც ადრე? ან რატომ არ მაქცია არც ერთმა შენმა ძმაკაცმა ზურგი მას შემდეგ, რაც გავაკეთე?! მიპასუხე, ყველაფრის მცოდნევ! -ნუ მიყვირი! შენი გაზრდილი კი არ ვარ! - ყვირილში არც ანასტასია ჩამორჩა. -არა, როგორ გიძლებენ შენები, არ მესმის! -ვერც ვერასდროს გაიგებ! -აშკარად დადუმებული უფრო მომწონდი, - ჩაილაპარაკა რეზიმ და ხელი ისევ უკან წაიღო, რომ გოგოსთვის პირი ხელახლა აეხვია. -გორილა, არც კი გაბედო! - თავი უკან გასწია ტასომ, - არ გაბედო! გეყოფა, რეზი! -ოჰ, ანუ ნამდვილად გხსომებია ჩემი სახელი, სასიამოვნოა, იცი? - გაიღიმა ბიჭმა, მერე სავარძლიდან წამოდგა, გოგო ხელში აიყვანა და სასტუმრო უკანა კარიდან დატოვა, - ჩვენ გვეჩქარებოდა. რახან მომისმინე, აღარაფერს დავეძებ. ცოტა ხანს ჩუმად მართავდა, ისე რომ ყურადღებას მის ლანძღვაში გართულ ქალსაც კი არ აქცევდა. ცოტა ხანში კი რაღაც შენიშნა და სერიოზული სახით გახედა უკან ადევნებულ მანქანებს. -რა ხდება, გორილა? - კაცის შეშფოთებული სახის დანახვაზე, ცოტა არ იყო, თავადაც დაიძაბა ანასტასია. -შენი ვახუნხულა და მისი ხალხი მოგვდევს. -რეზი, გამხსენი და დაგეხმარები! -არა, არა და არა! მაგაზე არც იოცნებო! შენი გახსნა ახლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება! ისევ მოინდომებ სადმე ჩვენს გადაჩეხვას და ვახუშტასაც ლანგრით მიართმევ საკუთარ თავს, რაც ნამდვილად არ შედის ახლა ჩემს გეგმებში და საერთოდაც არ მაწყობს! -რეზი, მართლა გეუბნები, გამათავისუფლე და დაგეხმარები! -აი, ისევ, - ხელი დრამატულად ჩაიქნია ბიჭმა, - ოდესმე მითქვამს შენთვის, რომ ქალებს ბევრი ლაპარაკი გიყვართ, თანაც უაზროდ? -რას ბოდავ? ახლა მაგის დროა? -რაო, შეშინდი ჩემო ტასიკო? დამშვიდდი, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, მითუმეტეს იმ ნაბი***რ გიორგის არ მივცემ უფლებას მოგეკაროს. შენ მხოლოდ ჩემი ხარ, ეს კარგად დაიმახსოვრე. -მე ნივთი არ ვარ ვინმემ რომ მიმისაკუთროს, მითუმეტეს შენნაირმა გორილებმა! - შეუბღვირა ბიჭს. -მაგაზე ოდნავ მოგვინებით ვისაუბროთ, - გაიცინა რეზიმ, - ახლა ცოტა დაკავებული ვარ. ბიჭმა მთელი ძალით მიაჭირა გაზს და თუ აქამდე ნორმალური სიჩქარით ატარებდა მანქანას, ახლა გაფრინდა. მთელი გზა ფეხი აღარც აუშვია, სანამ თბილისში არ შემოვიდა და კარგად დაღამებულზე მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში არ ჩამოიტოვა. ანასტასიას კი ამ დროის განმავლობაში ხმაც აღარ ამოუღია. შედარებით კომფორტულად მოეწყო და სულ მალე ჩამოეძინა. რეზიმ ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში გააჩერა მანქანა და ფრთხილად გადმოიყვანა ჩაძინებული ქალი. სახლის კარი შეაღო და ფეხით მიხურა. შემდეგ კი კიბეები აიარა და ერთ-ერთ საძინებელში დააწვინა ანასტასია. შემოხვეული თოკებისგან გაათავისუფლა და იმდენად ფრთხილად გახადა ტანსაცმელი და თავისი მაისური გადააცვა, რომ გოგომ ვერაფერი გაიგო. ბოლოს საბანი გადააფარა, კარგად ამოუკეცა და თვითონ იქვე სავარძელში ჩაეშვა. სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი, ტექსტი აკრიფა და გაგაზავნა, მერე კი თავადაც გადაიფარა იქვე დადებული პლედი, რადგან სახლში ციოდა და ისევ ანასტასიას დააკვირდა. ტასოს პატარა ბავშვივით უდარდელად ეძინა და ამის შემხედვარე, ვერავინ იტყოდა, რომ მის უკან თავნება, მსოფლიოში ყველაზე ჯიუტი და მოურჯულებელი ქალი იმალებოდა. რეზი მთელი ღამე აპირებდა მისი ძილის მცველობას, მაგრამ დამღლელმა დღემ თავისი ქნა და მასაც მალევე ჩამოეძინა. სამაგიეროდ ანასტასაიამ ჭყიტა თვალები სულ რამდენიმე საათში და ძილიც ვეღარ შეიბრუნა. საწოლში წამოჯდა და ჯერ ოთახს მოავლო თვალი, რომელსაც გარედან შემომავალი ლამპიონების სინათლე სუსტად ანათებდა, მერე კი სავარძელში საწყლად მოკუნტულ ჩაძინებულ რეზის შეხედა და გულისცემა აუჩქარდა. -არა, არა და არა, გეყოფა გულო! - ჩაიბურდღუნა თავისთვის და შიშველი ტერფები გაყინულ იატაკს შეახო. საბანი მოიშორა თუ არა, სიცივე მთელს სხეულზე დაეტაკა და გააკანკალა, მაგრამ მაინც არ გაჩერებულა. ჯერ თავისი ტანსაცმელი მოძებნა და სააბაზანოში სწრაფად გამოიცვალა, მერე კი ხელი მაინც წაუცდა იმ მაისურზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ეცვა და მისი სურნელი ღრმად გადაუშვა ფილტვებში. -ოჰ, თავისი მაისური ჩაუცმევია ბიჭს. ანუ მის სახლში ვართ. თან მას სძინავს და მე მღვიძავს, - თავისთვის თქვა ტასომ, მერე კი ეშმაკურად გაიღიმა, ფეხისწვერებზე მდგარმა გადაიარა ოთახი და ოდნავგამოღებული კარიდან გაძვრა დერეფანში. პირველ სართულზე საჭირო ნივთები მოძებნა, ზოგს კი ადგილები შეუცვალა, მერე კი თავად შემოიხვია პლედი და მისაღებ ოთახში დივანზე ჩამომჯდარი დაელოდა როდის გაიღვიძებდა მისი უმაღლესობა რეზი ლიპარტელიანი. მზის პირველი სხივები შემოიჭრა თუ არა ოთახში, რეზიმ მაშინვე გაახილა თვალები და მოჭუტული თვალებით მოავლო მზერა ოთახს. თვალები 200%-ით გაუფართოვდა, როცა მხოლოდ არეული საწოლი დაინახა. ფეხზე წამოიჭრა და დერეფანში გაიქცა. -ტასო, ტასო სად ხარ? - ყვიროდა მთელს ხმაზე და მისი ხმა ექოდ ვრცელდებოდა ყველა ოთახში, - იცოდე, თუ სადმე წახვედი, ვერ გადამირჩები. მაინც დაგიჭერ და მერე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! -იყვირე, იყვირე, მალე ვნახავთ რისი თავი გექნება, - თავისთვის ჩაილაპარაკა ანასტასიამ, სხეულზე მოხვეული პლედი მოიშორა და სანახაობისთვის მოემზადა. რეზიმ კიბეები ჩამოირბინა და მისაღებისკენ აპირებდა წასვლას, როცა ძალიან წვრილ ძაფს გამოედო, რომელმაც ჰაერში გამოკიდებული სათამაშო დაუშვა. კაცმა თვალი გააყოლა და დაინახა როგორ დაეცა ეს სათამაშო იქვე ერთ მწკრივში დაწყობილ დომინოებს, კენჭები გადაქანდნენ და ერთიმეორის მიყოლებით წაიქცნენ. დომინოს წაქცევას იქვე მიყუდებული დისკების კოლექციის გადაქცევა მოჰყვა, ბოლო წაქცეულმა დისკმა სათამაშო მანქანას უბიძგა, რომელზეც თოკი იყო გამობმული. თოკი დაიჭიმა და სანთებელა აანთო, ალმა კი პირდაპირ რეზის თავზე გადაჭიმული წვრილი თოკი გადაჭრა და კაცს მოულოდნელად წყლიანი ბუშტები დაეცა. -ანასტასიააა! - დაიყვირა ბიჭმა და ორი თითით გასწია სხეულზე მიწებებული ტანსაცმელი, - მართლა ვერ გადამირჩები! მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. როგორც კი მისაღებში შეაბიჯა, სადაც სიცილისგან მუცელატკივებული გოგო იატაკზე ხოხავდა, მაშინვე აუცდა ფეხი იატაკზე დაყრილ პატარა ბურთულებსა და სათამაშო მანქანებზე და პირდაპირ ბუმბულების გროვაში მოადინა ზღართანი. -ვაიმე, დედა, - სულს ძლივს ითქვამდა ტასო, - აღარ შემიძლია, - გაწითლებულ სახეზე ხელით დაინიავა და სიცილისგან წამოსული ცრემლები შეიმშრალა, - ერთი შენი თავი დაგანახა, რას გავხარ, გორილა! მოიცა, არ გაინძრე! უთხრა და იქვე ბუხრის თავზე დადებული პროფესიონალი დროზე დააყენა და რამდენიმე ფოტოს გადაღებაც მოასწრო, სანამ გვერდებდალილავებულმა რეზიმ ფეხზე წამოდგომა, მერე კი ბუმბულების ჩამობერტყვა მოასწრო. -აი, ახლა კი დამერხა, - ჩაიბურტყუნა ტასომ და მთელი ძალით გაიქცა სამზარეულოსკენ, მაგრამ სულ დაავიწყდა, რომ ამ ოთახშიც ჰქონდა დაგებული მახე და ახლა თვითონ აღმოჩნდა იატაკზე განრთხმული. -მე კიდე ეს მინდოდა? გუშინ არ მეყო კიბეზე დაგორება? - ხმამაღლა თქვა და წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ამ დროს რეზიც შემოვიდა ოთახში და სველ იატაკზე ფეხაცურებული გოგოს ზემოდან დაეცა. -ვაიმე, გორილა, გავბრტყელდი ცომივით და მივეწებე იატაკს. გადადი ახლავე! მძიმე ხარ! -არაუშვს, აქედანვე შეეჩვევი! - გაიცინა რაზიმ და ქალს თვალებში ჩახედა. -მომცილდი ახლავე! - ამოიღმუვლა ტასომ და ხელებით მკერდზე მიაწვა კაცს. -ნუ ფართხალებ! -მომშორდი და აღარ ვიფართხალებ! არა, რაა, მართალია ის ანდაზა, ნუ დასცინი გორილას, გადაგხდება თავსაო, - ენა გამოუყო ტასომ და მოკრებილი ძალით კიდევ ერთხელ სცადა ბიჭის თავიდან მოშორება. ამჯერად გამოუვიდა, კაცი გვერდით გადაწვა და ღრმად სუნთქვას მოჰყვა. -ისე, ლამაზი სახლია. თან კარგი აკუსტიკაც აქვს, - თქვა მოულოდნელად ანასტასიამ და ბიჭს გახედა. -მადლობა, - უპასუხა გაოცებულმა კაცმა და ქალს ურჩი კულული ყურს უკან გადაუწია. -შენ რატომ იხდი მადლობას? მე ამ სახლის დამპროექტებელი, არქიტექტორი და მისი ამშენებელი მუშები შევაქე და არა შენ. -არ შეგიძლია ერთხელ მაინც არ იყო ასეთი მწარე და ადამიანურად დამელაპარაკო? - ფეხზე წამოდგა რეზი და გოგოს მისახმარებლად ხელი გაუწოდა. ანასტასიამ ცხვირი აიბზუა და თავისით წამოიწია, მაგრამ კვლავ მოსრიალდა და ისევ იატაკს აეკრო. -კიდევ დიდხანს აპირებ ფაფხურს? - გოგოს უშედეგო მცდელობებზე ეცინებოდა და ბოლოს, როცა მობეზრდა, ორივე ხელი დაავლო და სხეულზე მჭიდროდ აიკრა. -ხელი გამიშვი, გორილა, - შეუღრინა ტასომ და ბიჭის ხელებისგან თავდასახსნელად გაიბრძოლა. -ნუთუ, არ მოგბეზრდა ამ უკარებას როლის თამაში და ჩემი თუ არა, საკუთარი თავის ტანჯვა? -რას ბოდავ, რა ტანჯვა? მე მგონი, ამდენი დაცემისგან ტვინის შერყევა მიიღე! -მართალი ხარ. ტვინის შერყევა მივიღე, მაგრამ არა დღეს! მაშინ შემერყა ტვინი და სულ მთლად გამოვსულელდი, როცა შენ შემიყვარდი. -რას... - გაოცებულმა დაიწყო ტასომ, მაგრამ ვეღარაფერი თქვა, როცა გაიაზრა, რა უთხრა ბიჭმა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა და თვალები დაბნეულმა ააფახულა. ნამდვილ პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელიც ახალი გარემოს შეცნობას ჯერ ახლა იწყებს და ყოველ ნაბიჯს ფრთხილად დგამს, რომ რაიმე არ მოიწიოს და ყოველი ახალის აღმოჩენით ოცდება. -გორ... რეზი, გაიმეორე, რაც თქვი! -რა, ის რომ ტვინშერყეული ვარ? -არა, ეგ არა, - გაიცინა გოგომ და თავი უარის ნიშნად აქეთ-იქით გააქნია, - მაგის მერე. -რა, ის, რომ შენ ჩემზე დიდი ტვინშერყეული ხარ? -ოოოო, ეგ საერთოდ არ გითქვამს და ახლა იგონებ! - გაბრაზდა ანასტასია. -აბა, ის, რომ მიყვარხარ და შენც ჭკუას კარგავ ჩემზე? -აჰამ, - გაიბადრა გოგო და ბიჭის მკერდზე დაწყობილი ხელები კისერზე მოათავსა, მერე კი ფეხის წვერებზე აიწია და ბიჭს თავისი ინიციატივით აკოცა. რეზი მაშინვე აჰყვა კოცნაში და იმდენად ხარბად დაეწაფა მონატრებულ ბაგეებს, რომ ლამის შემოეჭამა. სუნთქვაარეული მოშორდა და შუბლი შუბლზე მიადო ქალს, თან გაღიმებული შეჰყურებდა და სხეულიდან არ იცილებდა ტასოს. -როგორ მომნატრებიხარ, - დაიჩურჩულა ანასტასიას ტუჩებზე და კიდევ ერთხელ ხანგრძლივად აკოცა, - არა, ხომ ხარ დასჯის ღირსი, ამდენ ხანს ამათ გარეშე რომ მამყოფე? - ჰკითხა და ცერა თითი გადაატარა დასიებულ ბაგეებზე. -ყველანაირ სასჯელზე თანახმა ვარ, - ამოიჩურჩულა მონატრებული ტუჩების გემოსა და კაცის სურნელით გაბრუებულმა გოგომ და თავი მხარზე ჩამოადო, - მაგრამ, მხოლოდ მე ნუ დამაბრალებ ყველაფერს. -ანუ ყველანაირ სასჯელზე ხარ თანახმა, არა? - ეშმაკურად აუთამაშა წარბები ქალს და გაიცინა, - ვნახოთ, რისი მოფიქრება შეგვიძლია. -აღარასდროს მომშორდე, კარგი? - თავისი სუსტი ხელები უფრო მჭიდროდ შემოხვია კაცის მხრებს და მკერდზე აეკრო. -გპირდები, - თავისი საოცარი ღიმილი შეანათა ტასოს და ძლიერად შემოხვია ხელები, - გპირდები, რომ რაც არ უნდა მოხდეს, აღარასდროს მოგცემ უფლებას ჩემგან წახვიდე. -მიყვარხარ, რეზი, - ამოიჩურჩულა კაცის მკერდში ჩამალულმა და ფილტვებში ღრმად ჩაუშვა მისთვის ასე საყვარელი სურნელი. -მეც, ჩემო შხამიანო კალიავ, - გაიცინა ბიჭმა და როგორც კი გაბრაზებულმა ანასტასიამ თავი წამოსწია, შუბლზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები. -ჩემი ეგ ზედმეტსახელი შენ საიდანღა იცი? -ოოო, ეს სახელმწიფო საიდულოებაა. -არა, რაა, მოვკლავ ლაშას. მომიფიქრა ბიჭმა თავისი ჭკუით ზედმეტსახელი. -კარგი, რაა, ტასო, - სიცილით თქვა კაცმა, - შეეშვი ბიჭებს. ისე, მართლა მოგეწონა აქაურობა? -აჰამ, ძალიან, - თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და მხოლოდ ახლაღა შეხედა ბიჭს ტანზე, - ვაიმე, რეზი, - შეიცხადა და მაშინვე მოშორდა. -რა, რა მოხდა, ტასო? -პირველ რიგში, წადი და გამოიცვალე, გაცივდები ასე, - საყვარლად გაიცინა გოგომ და მერე საკუთარ ტანზე მიკრულ სვიტერს დახედა, - ხო, მეც არ მაწყენდა გამოცვლა, მაგრამ ტანსაცმელი არ მაქვს. -უჰჰ, გული გამიხეთქე, გოგო! წამო, წამო, თან სახლს დაგათვალიერებინებ და ჩემს რომელიმე თბილ ზედასაც გავიმეტებ, - ხელი ჩაჰკიდა და კიბეებისკენ წავიდა, - ისე, არ დაგეზარა ამეების მოწყობა? -თითქმის მთელი ღამე გავათენე და რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა, არა? -გაგეკეთებინა თუ გაგეფუჭებინა? - გადაიხარხარა რეზიმ და იმ ოთახში შევიდა, სადაც სულ რამდენიმე საათის წინ ორივეს ეძინათ. -ნუ, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, - მხრების აჩეჩვით ჰკითხა ბიჭს და როცა კაცი წელს ზევით გაშიშვლდა, გამომშრალ ტუჩებზე ენისწვერი გადაისვა. -მასე ნუ აკეთებ, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, - დაბოხებული ხმით უთხრა რეზიმ და კარადისკენ მიბრუნდა. -რეზი, მართლა, გათბობა არ არის ამ სახლში? გავიყინე! -აი, ეს ჩაიცვი, - თავისი პერანგი და თბილი ჟაკეტი მიაწოდა ქალს და კარისკენ წავიდა, - მე გათბობას ჩავრთავ და იქაურობას დავალაგებ, შენ კი გამოიცვალე და საჭმელს მიხედე. შევთანხმდით? -კარგი, - გაუღიმა ტასომ და კარში მდგომ ბიჭს მოწყვეტით აკოცა, მერე კი სწრაფად გამოიცვალა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. 2 საათის შემდეგ სახლში საგრძნობლად თბილოდა და უკვე დანაყრებულები დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ. -ერთი რამ არ მესმის, - თქვა რეზიმ და გვერდით მჯდომ ტასოს გახედა, - ვახო რაღას გერჩის? -ჰაჰ, - ირონიულად ჩაიცინა გოგომ და თვალები აატრიალა, - ვახო მამაჩემის დაცვის უფროსი იყო, ჩემი და ანდრეას სრულწლოვანებამდე. მან გვასწავლა ჩხუბი და იარაღიდან სროლა. მერე კი, მერე ჩემ გამო დაჭრეს. ანდრეა ეჩხუბებოდა ვიღაც ერთ-ერთ ჩემს თაყვანისმცელემს და მათი გაშველებისას დაიჭრა. მას მერე რატომღაც გული აუცრუვდა ჩვენზე და, მითუმეტეს, მე შევძულდი. ცოტა ხანში კი საერთოდ წავიდა სამსახურიდან და მხოლოდ 1 წლის შემდეგ გავიგეთ, რომ გიორგისთან დაიწყო მუშაობა. ისე გიორგიზე გამახსენდა, გუშინ ჩამეძინა და როგორ დამთავრდა შენი შუმახერობა? -თბილისამდე გვდიეს, მერე კი ჩამოვიტოვე. თანაც აღარ მოგიწევს ნერვიულობა არც ვახოზე და მითუმეტესეს არც გიორგიზე. -რა ჩაიდინე, რეზი, - შეშფოთებული სახე მიიღო ტასომ, - მოკალი? -თითქმის, - ჩაიცინა ბიჭმა და ხელი გადახვია ქალს. -რას ნიშნავს, თითქმის? - ცალი წარბი აუწია და თვალები მოჭუტა, - რეზი, მიპასუხე! -რა გინდა, ანასტასია? მთავარია, რომ აღარასდროს შეგაწუხებენ არც შენ და არც შენს რომელიმე ოჯახის წევრს. თან მთელი ეს კვირა ტყუილად კი არ ვიყავი მამაშენთან ერთად თამრიკოსთან. ნაცნობ ჟურნალისტს გადავეცით ყველანაირი კომპრომატი და დღე-დღეზე ისეთ სტატიას დაწერს, არც გიორგის და არც მამამისს აქ აღარ დაედგომებათ. -ჩემი გმირი ხარ, - გაუცინა ტასომ და ლოყაზე მიაკრა ტუჩები. -ლოყაზე მხოლოდ ნათესავებს ჰკოცნიან და, მგონი, მე შენი ნათესავი არ ვარ, ხომ? -აბა, სად გინდა, რომ გაკოცო? - ჰკითხა გოგომ და ბიჭის ჭინკებითათამაშებულ ზღვისფერ თვალებს მიაშტერდა. -აი, აქ, - თითი ტუჩებზე მიიდო და სასაცილოდ დაბზიკა. -მოიცა, რაც ამდენ ხანს არ მიკოცნია შენთვის, დღეს უნდა აინაზღაურო? - სიცილით ჰკითხა ქალმა, სანამ აკოცებდა. -არაა ცუდი აზრი, - უცებ გადააწვინა ტასო დივანზე, ზემოდან მოექცა და იმდენად მომთხოვნად და ვნებიანად აკოცა, რომ ლამის ჩაადნა ხელში. -რეზი, - ამოიკვნესა გოგომ, როცა ბიჭმა ტუჩები მოშიშვლებულ ყელზე მიაკრა და მისი დალაშქვრა დაიწყო. -გისმენ საყვარელო, - დახშული ხმით ამოილაპარაკა კაცმა და გამოკვეთილ ლავიწის ძვლებზე ჯერ კბილები მოსდო, მერე კი აკოცა. გოგომ კვნესა ვეღარ შეიკავა და ბიჭის რბილ თმებში ახლართული თითები მის ზურგზე გადაიტანა, მერე კი პერანგის ღილებს დაეჯაჯგურა და დიდი წვალების შემდეგ გახსნა. მთელი ვნებით აკოცა ჯერ ყელზე, შემდეგ კი მხარზე და ხელების ტარებას მოჰყვა ზურგსა და გამოკვეთილ პრესზე. -ტასო, - ამოიგმინა ბიჭმა და გოგოს ტუჩებს ჩააფრინდა, - თუ არ გაჩერდები... -გაჩუმდი და მაკოცე, - უბრძანა გოგომ და ქვედა ტუჩზე იმდენად ძლიერ უკბინა, რომ სისხლი წამოუვიდა ბიჭს. -გეუბნები, ველური ხარ-მეთქი და არ გჯერა, - გაიცინა რეზიმ, ქალი მუცელზე შემოისვა და კიბეები თვალისდახამხამებაში აირბინა. საწოლზე ფრთხილად გადააწვინა და ხელები მთელს ტანზე აუსრიალა, მერე კი ფრთხილად გახადა ჯერ თავისი ჟაკეტი, მერე პერანგი და ბიუსჰალტერიდან მომზირალ მკერდს ამღვრეული თვალებით დახედა. სახე ისევ ქალის ყელში ჩარგო და სველი კოცნებით გაიკვალა გზა. ანასტასიას შეუკავებელი კვნესა წასკდა, როცა კაცის ცხელი ტუჩები მის მოშიშვლებულ მკერდს დაეწება და ბიუსჰალტერისგან წამებში გათავისუფლდა. ბიჭი თან მკერდს უკოცნიდა და თან ზედმეტი ნაჭრებისგან ათავისუფლებდა ქალს. ბოლოს უკანასკნელი ნაჭერიც მოიშორა თავისი სხეულიდანაც და ერთიანად დაჭიმულ ტასოს დასიებულ ტუჩებზე დააცხრა. -მოდუნდი და მომენდე, - ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და გოგოს კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებში. რეზის ქალის ოფლისგან დაცვარული სხეული მკერდზე ჰყავდა აკრული და თან ხელებს დაასრიალებდა, ტასო კი არეული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. -რეზი, ხელები გააჩერე! - ამოიკვნესა ქალმა და ცხვირი ბიჭის ყელს გაუხახუნა, მერე კი იქვე დაუტოვა სველი კოცნის კვალი. კაცმა იმის ნაცვლად, რომ ქალის სიტყვები გაეგონა, ხელები ზურგს ამოაყოლა და ანასტასიას მკერდი მუჭში მოიქცია, მერე კი ორივე ძუძუზე აკოცა და თავი დაადო. -იცი, მას შემდეგ ვოცნებობდი ამათ კოცნასა და მოფერებაზე, რაც მაშინ შენს სახლში მათზე მძინარემ გავიღვიძე. -უზრდელი ხარ! - სიცილით უთხრა ტასომ და თავისი ხელები კაცის კისერს შემოხვია. -მადლობა, - გაიცინა ბიჭმა და კიდევ ერთხელ დააკვდა ქალის მკერდს, როცა ტასოს კვნესა გაიგონა ნელა აუყვა ტუჩებით გზას და ქალის ბაგეებსაც მისწვდა. ანასტასია მთლად გაბრუებული იწვა რეზის მკლავებში და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. ბიჭი კი ისევ არ აჩერებდა მოუსვენარ ხელებს და ქალის ტანზე დააცოცებდა. -ახლა ნამდვილად მორჩი, - ჩამწყდარი ხმით ახედა ბიჭს და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა, - სააბაზანოში გავდივარ და იქ მაინც მომასვენე! -დაკარგული დრო უნდა ავინაზღაუროთ! - უკან აედევნა კაციც და არც სააბაზანოში მოასვენა. როგორღაც მოახერხეს და ისევ ჩაიცვეს, მერე კი ანასტასიას მომზადებული საჭმლით ივახშმეს და აგიზგიზებული ბუხრის წინ ხალიჩაზე ისხდნენ, როცა რეზი ფეხზე წამოდგა და ერთ-ერთი კარადიდან პატარა კოლოფი გამოიღო. -ტასო, - ისევ ქალს მიუჯდა გვერდით და გაღიმებულმა გაუწოდა ყუთი. -ეს რა არის რეზი? - გაიკვირვა ტასომ. -გახსენი და ნახავ. -იცოდე, ამაში თუ ჭია ზის ან რაიმე მაგის მსგავსი არსება, ვერ გადამირჩები! - თითის ქნევით დაემუქრა ქალი და ყუთი გამოართვა. -მაგ სიტყვებს ვიმახსოვრებ და ამაღამ განანებ, - ჩახშული ხმით უთხრა ყურთან ძალიან ახლოს და იქვე დაუტოვა სველი კოცნის კვალი. -რეზი, გაჩერდი, თორემ ამ ყუთს ვერ გავხსნი, - ამოიკვნესა გოგომ. -მოდი, დაგეხმარები, - გაიცინა კაცმა და მიწოდებული კოლოფი ისევ უკან გამოართვა, შემდეგ კი ძალიან ფრთხილად ახადა თავი და ქალისკენ შემოაბრუნა. -რეზი, ეს, ეს... - ამოილაპარაკა ქალმა და ვერცხლისფერ ძეწკვზე ჩამოკიდებულ ნივთს დახედა. -მოგწონს? - ღიმილით ჰკითხა ბიჭმა და ყელსაბამი ყუთიდან ამოიღო. -ძალიან, მაგრამ რა არის ეს? - ქალმა ხელში მოიქცია ძეწკვზე დაკიდებული გამოსახულება და ახლოდან დააკვირდა, სანამ ბიჭი კისერზე უკრავდა, - ვაიმე, რეზი, ვერ გადამირჩები! - სიცილით წამოიძახა და იქვე დადებულ ბალიშს წამოავლო ხელი. -რა გინდა, ვერ გავიგე, - ვითომ გაიოცა ბიჭმა და ტასოს გამოქანებული ბალიში აიცილა. -მართალი ხარ, შენ რას გერჩი, ლაშაა მოსაკლავი იმ სულელური ზედმეტსახელის მოფიქრებისთვის! - ამოიბურტყუნა ქალმა და ტუჩის კუთხეში ღიმილშეპარულმა კიდევ ერთხელ დახედა თავის ყელსაბამს, რომელსაც კალიის ფორმა ჰქონდა. -მიხარია, რომ მოგეწონა, - ზურგიდან აეკრო ბიჭი, ხელები მუცელზე შეუცურა და ყელში აკოცა, - მაგრამ მადლობას ველოდები, იცი? -ხოო? - ეშმაკურად ჩაიცინა ტასომ და თავით მხარზე მიეყრდნო კაცს, - მადლობა, რეზი. -შე პატარა ეშმაკუნა! - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა და ტუჩების სულ ოდნავი შეხებით ჯერ ყელი გაიარა, მერე ლოყა, ბოლოს კი ტუჩებთან გაჩერდა, მაგრამ არ უკოცნია. -ნუ მაწამებ, - გაბზარული ხმით ამოიოხრა გოგომ და მიბრუნება სცადა, მაგრამ ბიჭის ძლიერად მოხვეულმა ხელებმა ადგილზე გააშეშეს. -მოიცა, მე კიდევ ერთი, არა ორი საჩუქარი მაქვს შენთვის. -მოკლედ რაა. როგორც ლაშა იტყოდა, რა ოქრო ბიჭი ჩაგიგდე ხელში, რაა, - გაიცინა გოგომ და მზერა წამომდგარ რეზის გააყოლა, - რაც აქამდე ერთი ყვავილიც კი არ გიჩუქნია, ახლა ერთიანად მოგაწვა? -აი, მაგ სიტყვებსაც განანებ ამ ღამით, - ეშმაკური სიცილით უთხრა ბიჭმა, იატაკზე ჩამოჯდა, ტასო კალთაში გადაისვა და ერთ-ერთი ნივთი მიაწოდა. -რად მინდა, რეზი, ამმ.. გასაღები? - გაოცებულმა ახედა კაცს და ხელისგულზე დადებული ვერცხლისფერი ნივთი აათამაშა. -ეს ამ სახლის, უფრო სწორად, ჩვენი სახლის გასაღებია. -მეხუმრები? -ტასო, ამ წამს სრულიად სერიოზული ვარ. -და რა გინდა, მითხრა, რომ... - დაბნეულობისგან ხმა ჩაუწყდა ქალს. -მინდა, რომ ამ სახლში ჩემთან ერთად იცხოვრო, ჩემთან და ჩვენს შვილებთან ერთად, - ღიმილით შეხედა ტასოს, მაგრამ თვალებში ისევ სრული სერიოზულობა ეხატა, - მინდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში შენ და ჩვენნაირი რამდენიმე პატარა მხვდებოდეს და აქაურობას უფრო მეტ მხიარულებას სძენდნენ. მინდა, რომ ჩემი ცოლი გერქვას და ყოველ დღეს შენი კოცნით ვიწყებდე და შენივე კოცნით ვამთავრებდე, - ამოილაპარაკა რეზიმ და გაოცებულ ქალს მუხლებზე დაუდო ბეჭდიანი კოლოფი, - ანასტასია, ცოლად გამომყვები? -სიზმარში ვარ? - ძლივს ამოილუღლუღა გოგომ და გაფართოებული თვალებით ახედა კაცს, - თუ სიზმარში ვარ, გთხოვ, არ გამომაფხიზლო! -ტასო, რაღაც ვერ გავიგე და ეს დადებითი პასუხი იყო თუ უარყოფითი? - გულისფანცქალით ჰკითხა ბიჭმა და ქალის სახე ხელებში მოიქცია. -რეზი, დარწმუნებული ხარ? -რაში? -ამ ყველაფერში. არ მინდა, რომ... -გაჩერდი, არ გააგრძელო! რახან გკითხე, მაგან დაგაბნია, ხო? - წამოენთო ბიჭი, - მოვალეობის მოხდის მიზნით გკითხე ეგ, თორემ ძალიან კარგადაც კი ვიცი, რომ მომყვები, - ერთი ამოსუნთქვით უთხრა და ბეჭედი თითზე მოარგო, - არ მინდოდა წინასაოჯახოდ გამომევლინა ჩემი ტირანული ხასიათი, მაგრამ შენ ხომ ვერაფერს ირგებ, - გაიცინა და ქალის ბაგეებს წაეტანა. -და იქნებ, არ ვარ თანახმა? - ტუჩებზე დასჩურჩულა ტასომ და თავადაც აჰყვა კოცნაში. -მინიმუმ 3 შვილი მინდა გვყავდეს, - ქალის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და გულში ჩაიკრა. -და მზად ხარ, გაუძლო 3 ჩემნაირს? - გაიცინა გოგომ. -დავიჯერო 1 მაინც არ დამემსგავსება? -არა, - დამაჯერებლად გაიქნია ტასომ თავი, - ყველა მე მემგვანება და სიგიჟემდე გვეყვარები, - ოდნავ წამოიწია, ბიჭს აკოცა, მერე კი სწრაფად წამოდგა და ტელეფონს დახედა, - ნახე რაა, ერთს არ გავხსენებივარ! იქნებ ვკვდები ან ვთხოვდები, არც კი დაგირეკავენ! -ან ქალიშვილობას კარგავ, - მთელი სერიოზულობით უთხრა ბიჭმა და როცა ტასოს აფორაჯებულ სახეს შეხედა, თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით ახარხარდა. -რეზიი, ვერ გადამირჩები! - წამოენთო ქალი და კიბეებისკენ გაქცეულ ბიჭს ბალიშები ერთი-მეორის მიყოლებით გაუქანა. -კარგი, ცოლო, ნუ დაანგრევ ჩვენს სახლს, თუ რამე, წამოდი და ჩვენს საძინებელში დახარჯე ასე მოზღვავებული ენერგია. შემიძლია, დაგეხმარო. -არა, მართლა ვერ გადამირჩები! - კაცისკენ გაიქცა, მაგრამ რეზიმ კიბეების არბენა და ოთახში შეკეტვა მოასწრო, - ახლავე გამიღე! - აბრახუნებდა საძინებლის კარზე. ბიჭმა იმდენად სწრაფად და მოულოდნელად გამოხსნა, რომ ტასომ თავი ვეღარ შეიკავა, გადაქანდა და პირდაპირ რეზის მკლავებში აღმოჩნდა. გაბრუებულმა და განაბულმა ახედა თავისზე მაღალ სხეულს და სულ გადაავიწყდა, წამის წინ, რომ მოკვლით ემუქრებოდა. -რაო, რას მეუბნებოდი? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ბიჭმა და ცხელი ჰაერი პირდაპირ ყურზე მიაფრქვია. ქალს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა ტანში და უღონოდ ჩამოყრილი ხელები კისერზე შემოხვია კაცის კისერს. -არ მახსოვს, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. -სულ გამიფუჭდი შენ! - გაიცინა რეზიმ და წამორტყმაც მიიღო. -კოცნა ვიგულისხმე, იდიოტო! -იყოს ნება შენი, - გაიღიმა რეზიმ, სიფრიფანა სხეული უფრო ძლიერად აიკრა სხეულზე და სასურველ ბაგეებს მთელი სინაზით წაეტანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.