შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭების სასტავი (თავი მეექვსე)


24-04-2018, 22:37
ავტორი Mariami 1408
ნანახია 3 278

გოგონი რას ჩაფიქრდი?-გამომაფხიზლა ნუცის ხმამ
-არ ჩავფიქრებულვარ-თქვი და ყავა მოვსვი
-აცადე დემეტრეზე ფიქრობს-ჩაგვერთო გვანცა
-აუ ვაჩეს რო მიხედო არ გინდა?-ვუთხარი და საგამოცდო საკითხები ჩანთაში ჩავდე
-მაიცა თქვენ რატო იჩხუბეთ?-მიუბრუნდა კითხვებით ნუცი
-მისი ბრალი იყო
-ჩემი ბრალი არ იყო-არსაიდან გამოჩნდა ვაჩე
-მობრძანდა ვაჟბატონი-თქვა გვანცამ და ყავა მოსვა
-გვანცა ნუ უხეშობ-შენიშვნა მისცა ნუციმ
-აი ხო ხედავ შენი დაქალი რა კარგი გოგოა-აღნიშნა ვაჩემ
-ხოდა წადით პაემანზე-თქვა ირონიული ტონით გვნცამ
-ჩემს დაქალს ეჭვიანობის წიკები დაეწყო-გადავიჩურჩულე ჩემთვის
-ეხლა მოგხვდება რაღაცა(გვანცა)
-კარგი გვრიტებო, თქვენ აქ დარჩით მე და ნუცი კი წავალთ-ვთქვი,ვაჩეს თვალი ჩავუკარი და ნუცი წამოვათრიე. უნივერსიტეტიდან გამივედით და გზას გავუყევით
-ნუცი ოდესმე ვინმე გყვარებია?-მივუბრუნდი დაქალს
-არა, არასოდეს არა და მინდა რომ ვინმე შემიყვარდეს-თქვა ნუციმ და დანანებით გააქნია თავი
-ისე ბექა კაი ვარიანტია-ვთქვი სიცილით და თავში ჩანთაც მომხვდა
-შენ? გიყვარს დემეტრე?
-არა არ მიყვარს-ვთქვი მთელი სიმკაცრით-მან ბევრი რამ უნდა გამოასწოროს თავის ცხოვრებაში, უნდა გამოასწოროს თავისი ხასიათი, უნდა გამოასწოროს ის რომ ყოველდღე ვიღაცასთან ჩხუბობს
-მაგრამ თუ შეგიყვარდა მაგი მეორე ხარისხოვანი გახდება ხომ იცი?
-ვიცი და სწორედ მაგის მეშინია-ვთქვი და თავი დავღუნე. სახლამდე ჩუმად მივედით და ჩუმადვე შევედით. ვისადილეთ შემდეგ კი დედას და მამას დავურეკეთ, ბევრი ველაპარაკეთ და ბოლოს დასაწოლად მოვემზადეთ. სააბაზანოში ვიყავი და თავს ვიწესრიგებდი როდესაც ჩემი ტელეფონი აზუზუნდა, უცხო ნომერი იყო
-გისმენთ
-ანი ჩამოდი, დემეტრე ვარ
-არსადაც არ ჩამოვალ ამ შუა ღამეს-ვუთხარი კატეგორიული ტონით
-რომ გეუბნები ჩამოდი, თორემ მე ამოვალ-თქვა და გამითიშა.
ოთახში შევედი და ქურთუკი ჩავიცვი
-სად მიდიხარ?-მომიბრუნდა კითხვებით ნუცი
-ისა..მოკლედ ამ ყველაფერს თუ გვანცას ეტყვი ჩემი ხელით მიგახრჩობ, დემეტრემ დამირეკა და უნდა ჩავიდე-ვუთხარი და თმა კოსად შევიკარი
-კაი სიხარულო, მოკითხვა გადაეცი სიძეს
-სიძეს მოგცემ ეხა შენ-ვთქვი და კარები გავიხურე. სწრაფად გავედი ეზოში და დემეტრესაც მალევე მივაგენი
-რა მოხდა?-ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე
-წამოდი, ჩაჯექი მანქანაში
-არსადაც არ წამოვალ ამ შუა ღამეს
-წამოხვალ-თქვა და მანქანაში სულ ძალით ჩამტენა, თან კარი ჩამიკეტა. დაახლოებით თხუტმეტი წუთი მიყავდა ჩუმად მანქანა, ხანდახან გამომხედავდა და დააკვირდებოდა ჩემს შეშინებულ სახეს და ისევ გაბრუნდებოდა..
სადღაც უკაცრიელ ადგილას მომიყვანა, შიშისგან გული კინაღამ წამივიდა
-დემეტრე უკვე მაშინებ აქ რამინდა?-ვთქვი ხმა აკანკალებულმა
-მე და შენ უნდა ვისაუბროთ-თქვა წყნარად და სიგარეტს მოუკიდა
-ნუ ეწევი!-ვუთხარი მკაცრად
-მინდა და ვეწევი-თქვა და კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა-იმ დღეს გვანცას რომ გაბრაზებული ელაპარაკებოდი და რომ გეგონა ვითომ დერეფანში არავინ იყო მე ყველაფერი გავიგონე-თან სგარეტი გადააგდო-შენ მართლა ფიქრობ რომ თავ დაჯერებული იდიოტი ვარ ან თუ ვინმეს ვცემ ამის მიზეზი არ მაქვს?-ნელ-ნელა აუწია ტონს
-დემეტრე მე...
-არ დამიმთავრებია-შემაწყვეტინა-არ ფიქრობ რომ რაიმე მიზეზი გვაქვს მე და ჩემს სასტავს? შენ გგონია მსიამოვნებს ის ამბავი რო ჩვენი გამიჩენისას უნივერსიტეტში ალიაქოთი ტყდება? გგონია მსიამოვნებს ეხლა შენს თვალებში შიშს რომ ვხედავ?
-ხო და რა მოხდა? რატომ არ შეგიძლია უბრალოდ ნორმალური ადამიანი იყო?
-მე ყველაფრის მიზეზი მაქვს
-მითხარი, მითხარი ეგ მიზეზი-ავუწიე ტონს
-უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვიყავით მე და ჩემი სასტავი-თქვა და კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოუკიდა-ნორმალური ადამიანები, მამიკოს კარგი ბიჭები, შენ იცი ჩვენი სასტავის შემადგენლობა მაშინ კიდევ ერთი ძმაკაცი გვყავდა ალექსანდრე-ხმა გაებზარა-ყველასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ მე და ალექსანდრეს ნამდვილი ძმური ურთიერთობა გვაკავშირებდა. მოკლედ მაგ პერიოდში ერთი სასტავი დაგვიპირისპირდა.ერთ საღამოს ჩხუბი ატყდა საქმის გარჩევა და ასე შემდეგ, ეგ დღე ჩემთვის, ჩვენთვის,ალექსანდრესთვის საბედისწერო იყო. მაგ საღამოს ალექსანდრემ ჩემთვის თავი გაწირა...ზუსტად ერთი წელი ვგლოვობდი, თუმცა ძმაკაცებმა წამომაყენეს ფეხზე, ცხოვრება დამიბრუნეს ხალისი შემმატეს. ის სასტავი ისევ არ გვეშვება, სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ ყოველდღე ვიღაცასთან მიწევს ჩხუბი-თქვა და სიგარეტი გადააგდო. უხმოდ მივიდა მანქანამდე და უხმოდვე ჩაჯდა.
დავრჩი გაშეშებული...ჯერ ვერ გავაანალიზე ყველაფერი რაც დემეტრემ მომიყვა. ყველაზე მეტად ჩემს თავზე გავბრზდი რომ ამ სასტავს ისე ვსჯიდი არაფერი ვიცოდი, გაბრაზებული ვიყავი იმაზე რომ დემეტრეს ამხელა ტკივილი მიაყენეს, იმაზე რომ მეც ამხელა ტკივილი მივაყენე.
უხმოდ ჩავჯექი მანქანაში და უხმოდვე მივედი სახლში. გადმოსვლისას ერთხელ შევხედე დემეტრეს და სახლში შევედი.
ოთახში ნუცი დამხვდა, ვეღარ მოვითმინე და ბღავილი დავიწყე
-რა მოხდა ანი, რა დაგემართა-წამოვარდა ფეხზე ნუცი და იქვე ჩამომაჯინა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ტირილს უფრო ვუმატე
-კაი დაწყნარდი მისმინე შენ ხომ არ იცოდი
-ხო და ეგაა საქმე, არ ვიცოდი და ისე გავსანჯე ადამიანები-ვუთხარი და სლუკუნი გავაგრძელე
-ანი...-ვგრძნობდი რომ ნუცი სიტყვებს ვერ პოულობდა იმისთვის რომ დაავეწყნარებიე
-ყველაფრის მიზეზი ქონია დემეტრეს და არ ვიცოდი რა დებილი ვარ-დავიწყე ღრიალი. ნუცის გაფითრდა, ასე ბოლოს მაშინ დამემართა როდესაც თოკას მანქანა დაეჯახა მეტჯერ ასეთ ისტერიკაში არ ვყოფილვარ.
ნუციმ დამაწყნარებელი დამალევინა და დაახლოებით ნახევარ საათში მის მუხლებზე დამეძინა...
ნუციმ ანი დააწვინა თვითონ კი სააბაზანოში შევიდა რათა წყალი შეესხა სახეზე. შეეცოდა მისი მეგობარი, გრძნობდა რომ ანი ძალიან ცუდად იყო. გვანცას დაურეკა და მასთან საუბარი გააბა
-გვანცუ როგორ ხარ?
-კარგად ნუცი შენ?
-მეც კარგად, მაგრამ ანი არაა
-რა მოხდა-იკითხა ანერვიულებულმა გვანცამ
-მოკლედ..-ნუციმ ყველაფერი დაწვრილებით უამბო გვანცას
-ანუ ვაჩე...ანუ ის...ანუუ-ხმა აუკანკალდა გვანცას-რა დებილი ვარ
-ანის ისტერიკა დაეწყო როგორც მაშინ იმ ამბავზე ძლივს დავაწყნარე
-კაი არ ინერვიულო რაღაცას მოვიფიქრებ ოკეი?
-ოკეი-უთხრა ნუციმ და გაუთიშა.
არ ეძინებოდა ნუცის და საშინლად მოუნდა შოკოლადი. აი ასეთია ნერვიულობის დროს მუდამ ჭამა უნდება.
შუა ღამეზე შოკოლადისთვის მაღაზიაში ჩავიდა.
გამყიდველს უცბად გადაუხადა ფული და სახლისკენ დაიძრა როდესაც გვერდიდან ვიღაც ამოუდგა და გადაულაპარაკა
-ასე გვიან სიარული არ შეიძლება ბრაზიანო-თქვა უცნობმა. გაკვირვებულმა გაიხედა ნუციმ და ბექა დაინახა.
არაფერი უთქვია ისე ჩაუარა გვერდი
-ბრაზიანო სად მიდიხარ
-სახლში
-ისე მე ბექა ვარ
-ნუცი
-ლამაზი სახელია-თქვა ბექამ და გაიკრიჭა
-მადლობა-თქვა ნუციმ და სახლში შესვლა დააპირა
-ტკბილი ძილი-გასძახა ბექამ
-ტკბილი ძილი-იჩურჩულა ნუციმ.
იმ ღამეს ნუცის ტკბილად დაეძინა თვითონაც არ იცის რა არის ამის მიზეზი...
მეორე დილით თოკას ზარმა გამაღვიძა
-ანი რას შვები?
-არაფერს დავიწყებულო შენ?-ვთქვი და თავი წამოვწიე
-რავი არაფერს, აუ ვერ გამოვდივარ მაქეთ
-ხო და ნუ გამოხვალ
-რა გჭირს შენ?-იკითხა თოკამ
-არაფერი-ვუთხარი უხასიათოდ და ტელეფონი გავუთიშე.
ზლაზვნით წამოვდექი, ნუცი უკვე წასულიყო უნივერსიტეტში.
პირველ სართულზე ჩავედი და ყავა გავიკეთე როდესაც კარზე ზარის ხმა გავიგონე. კარი გავაღე და წინ დემეტრე დამიდგა...
პს. აბა გავაგრძელო? რას ფიქრობთ? იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი ნატ

რათქმანდაგააგრძელეე და მალე დადეე

 


№2  offline წევრი .M.A.R.I.

ძალიან მომწონს innocent კარგად წერ <3 (პატარ-პატარა შეცდომები არის ხოლმე,მარამ გამოსწორებადია) ისე და... ცოტაარიყოს ადვილი მისახვედრია რა მოხდება და ცოტა შეცვალე რამე... innocent <3

უპს კიდე.. ცოტა გაზარდე თავები.. მუღამში რომ შევდივარ მაშინ მთავრდება rage <3

 


№3  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargi iyoo male dade chemo tkbilo axali tavi :)

 


№4  offline წევრი talia

Umagresi,ar meyo didi tavebi minda.

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

აუცილებლად გააგრძელეე მომწონს ძალიან❤

 


№6 სტუმარი სტუმარი shalo

pm gaasuftave

 


№7  offline წევრი mariam m.k

Am saitze didi xania ar wamikitxavs eseti kargi istoria ver vxvdebi ratom at agrdzeleb momeons magram gagrdzele

 


№8 სტუმარი mariami

magaria ❤ male dade ra shemdegi tavi ❤ moutmenlad veli ????

 


№9  offline წევრი .M.A.R.I.

მალედადე რა <3 რამდენიხანია ველიიოდები 3:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent