შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭების სასტავი (თავი მეხუთე)


22-04-2018, 15:40
ავტორი Mariami 1408
ნანახია 3 471

-ღმერთო ოღონდ თოკა არ იდგეს იმ კარის უკან, გევედრები ოღონდ ეგ არ იყოს-ჩავიჩურჩულე ანერვიულებულმა
-თოკა ვინ არის?-გამომიყვანა ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ
-შეყვარებული-ვთქვი და გამეცინა
-ხოდა ეხლავე გავუღებ კარებს-თქვა დემეტრემ და კარისკენ დაიძრა
-გაჩერდი რას აკეთებ წამოდი, წამომყევი, ხომ არ გაგიჟდი ვერაა ეს დალაგებული-დავიწყე ჩურჩულით ყვირილი და დემეტრეს ხელი ჩავკიდე
-ეს უკვე პროგრესია მგონი მის საძინებელში მივყავარ-დაიწყო ფხუკუნი დემეტრემ
-დემეტრე გაჩერდი თორე გაგაჩერებ-ვუთხარი და ჩემს ოთახში შევიყვანე
-აქ იყავი სანამ მე არ ამოვალ, გარდერობს არ შეეხო-ვითხარი კონტროლიორივით და ქვემოთ სწრაფი ნაბიჯებით ჩავედი.
გამიმართლა თოკა არ იყო მაგრამ ჩვენი მეზობელი ქალბატონი ეთერი მოსულიყო, მას რომ დემეტრე აქ ენახა მთელ თბილისს მოდებდა
-ქალბატონო ეთერი რამე მოხდა?
-არა საყვარელო უბრალოდ ნამცხვარი მოგიტანე-თქვა გვერძე გამწია და ჩემს სახლში თვალების ცეცება დაიწყო
-დედა არ არის ბიცოლასთანაა
-ანი ვიღაც ბიჭი დავინახე ფანჯრიდან როგორ შემოვიდა თქვენს სახლში და...-თქვა და მეორე სართულისკენ აიხედა
-არა არა არვინ არ ყოფილა-წამოვიკივლე მე და ქალბატონი ეთერი მისაღებში დავსვი. ვიფიქრე უკვე ყველა საფრთხემ ჩაიარა და დავაჯერე რომ არავინ არისთქო როდესაც ზემოდან მსხვრევის ხმა მოისმა
-ეს რა იყო?-თქვა ქალბატონმა ეთერიმ და ფეხზე წამოდგა
-ალბათ ქარის გამოა-ვთქვი და გავიცინე თან ქალბატონი ეთერი თავის ადგილას დავსვი
-შვილო გათხოვებას არ აპირებ?-იმდრნად მიულოდნელად მკითხა წყალი გადამცდა გვერძე ოთახიდან კი ფხუკუნი შემოისმა. პასუხის გაცემას ვაპირებდი როდესაც ოთახში დემეტრე შემოვიდა
ღმერთო მიშველე-გავიფიქრე ჩემთვის
-ეს ვინ არის?-იკითხა ეთერიმ ეშმაკური თვალებით თითქოს გამომიჭირა
-ეს ჩემი საქამროა-წამოვვარდი უცბად ფეხზე და დემეტრეს გვერძე დავდექი
-მართლა?-მკითხა დემეტრემ. გავბრუნდი და თვალები დავუბრიალე
-ხო დემეტრე მართლა მართლა
-კარგი შვილებო მე ვერაფერი გავიგე მაგრამ უნდა წავიდე საჭმელი მაქვს გაზზე, ისე კარგი წყვილი ხართ-თქვა და კარი გაიხურა
-შენ ნორნალური თუ ხარ რა გითხარი?-დავუწყვე ყვირილი დემეტრეს
-მოიცა საყვარელო არ ვიცოდი ჩემი საცოლე თუ იყავი-თქვა სიცილით
-ეგ...ისე ვთქვი
-ისე უთქვია თურმე-თქვა და სიცილი დაიწყო. ხელი მოვკიდე და გარეთ გავიყვანე კარი კი ცხვირ წინ მივუხურე
-ყოჩაღ შენ, საქმრო როგორ გააგდე გარეთ-მომესმა დემეტრეს ხმა
-მომშორდი აქედან
-მივდივარ საყვარელო შეხვედრამდე-თქვა უფრო ირონია შეპარული ხმით.
სიცილით წავედი მისაღებში და ტელევიზორის წინ მოვკალათდი.
დემეტრეზე ფიქრები არ მანებებს თავს, რაუნდა რას გადამეკიდა?
ის დღე ისე გავიდა არავინ მოსულა უბრალოდ ერთხელ ველაპარაკე გვანცას და მეორე დღისთვის მოვემზედა...
მეორე დილით სწრაფად წამოვდექი და მაშინვე აეროპორტისკენ წავედი, ჩემი და გვანცას დაქალი ნუცი ჩამოდის ლონდონიდან. უკვე კარგა ხანია იქ არის და ეხლა რატომღაც ჩამოსვლა გადაწყვიტა.
ტაქსით მივედი აეროპორტში და სასურველ რეისს დაველოდე. დაახლოებით ნახევარ საათში გამოჩნდა მომღიმარი ნუცი. ისე შევახტი და ისე გავიშხლართეთ ძირს თითქოს გარშემო ხალხი საერთოდ არ იყოს
-მომენატრე დაოოო-ვკიოდი აეროპორტში
-მეც ჩემო გადარეულო-არ მრჩებოდა ნუცი. შემდეგ დიდი ხვევნა კოცნის შემდეგ ავდექით და სახლის გზას დავადექით
-აბა როგორი იყო ლონდონი?-ვკითხე ტაქსიში ნუცის
-რავი აბა კაი იყო რა
-დაამუღამე ინგლისური?-ვკითხე სიცილით
-აf ქორს-მიპასუხა სიცილით ნუციმ. სახლში გიჟებივით შევვარდით ჩემოდნები იქვე მივყარეთ და ჩემს ოთახში ავედით. უი იმის თქმა დამავიწყდა რომ ნუცის მშობლები არ ყავს. პატარა იყო ავტოკატასტროფაში რომ დაიღუპნენ, იმის შემდეგ ნუცი ჩემთან ცხოვრობს დედაჩემს და მამაჩემს ისევე უყვართ ნუცი როგორც მე. შემდეგ ნუციმ თავისით მიაღწია ყველაფერს და სასწავლებლად, უნივერსიტეტის ერთი კურსის ჩასაბარებლად ლონდონში წავიდა.
ნუცი წინ დავიჯინე და აქ დაიწყო ჩვენი ჭორიკნობა
-აბააა გოგონი ვინმე ლონდონელი არ დაგევასა?
-ანი ხომ იცი რომ უცხოელები არ მომწონს
-რა ვიცი მე ვთქვი ეშველა ამ ქაჯსთქო-ვუთხარი სიცილით და თავში საჩუქრად ბალიშიც მომხვდა
-შენ ახალი ამბები იცი?-წამოვჭერი თემა
-რა?
-მოკლედ...-დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი გვანცაზე და ვეჩეზე ასევე ჩემზე და დემეტრეზე და ცუდი ბიჭების სასტავზეც მივაყოლე რაღაცეები
-აუუ რა მაგარია დაქალები მითხოვდება-დაიწყო კივილი ნუციმ
-ნუცი ნუ ხარ დებილი-ვუთხარი და თავში ბალიში ჩავარტყი
-აუ რა კაი წყვილი ხართ შენ და დემეტრე და დემე რა საყვარელია-თქვა ნუციმ
-რაიყო ხომ არ შეგიყვარდა?
-იეჭვიანე სიხარულო? ნუ ღელავ არ აგახევ ბიჭს-დაიწყო ყროყინი ნუციმ
-გეყო და კიდევ ჩემი ბიჭი არ არის
-კაი ხო ჩუმად ვარ-თქვა და თავისი ბარგის ამოლაგება დაიწყო.
პირველ სართულზე ვიყავით და ვსადილობდით როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. გვანცა იყურებოდა საყვარელი ღიმილით ნუცის დანახვისას კი კივილით შეახტა საწყალ გოგოს..
შევიკრიბეთ სამი დაქალი
-აბა როგორ გყავს ვაჩე?-იკითხა ნუციმ
-სად მოასწარი ქალბატონო მოყოლა-გამომხედა თვალების ბრიალით
-შენ რომ ვაჩესთან იყავი მე ამას ვეტლიკინებოდი-ვთქვი და თავში წიგნიც მომხვდა. იმის შემდეგ კიდებ ბევრი ვიტლიკინეთ და საბოლოოდ ორივე ჩემთან დარჩნენ..
მეორე დილით სამივენი უნივერსიტეტის გზას დავადექით.
შესვლისთანავე ჩვენი აუდიტორია მოვნახეთ და ადგილები დავიკავეთ
-აბა ნუცი ვინმე არ მოგეწონა ჩვენს უნივერსიტეტში?-კითხა გვანცამ
-გოგო შენ არ ხარ ნორმალური, რა დროს მოწონებაა-გაიცინა ნუციმ
-ყველა შენ კი არ გგავს-მივანიშნე გვანცას ვაჩეზე რომელიც იქვე იდგა და ჩვენ თვალს არ გვაშორებდა
-ნაჩხუბრები ხართ-დაასკვნა ნუციმ
-საიდან გამოიცანი?
-იმნაირი თვალებით გიყურებს-გაეცინა ნუცის და ჩვენთან მოახლოებულ ბექას გახედა, ხო ბექას იმ სასტავიდან
-გამარჯობა ლამაზო შეიძლება შენი გაცნობა?-იკითხა ბექამ და თავისი მწვანე თვალები ნუცის შეანათა
-არ შეიძლება-უპასუხა ნუციმ მტკიცედ
-კარგად დაფიქრდი, ამ უნივერსიტეტში ყველა ჩემზე გიჟდება
-მითუმეტეს ნამდვილად არ მინდა იმ ყველაში შევდიოდე-თქვა ნუციმ და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა. ბექას სახეზე გაკვირვება გამოეხატა, აქამდე არასდროს არავის უთქვამს უარი ნუცის გარდა.
ლექცია დაიწყო და ბატონმა ვახომაც დაიწყო საუბარი. გვერდიდან ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობდი, გავიხედე და დემეტრე დავინახე. ყურადღება არც მივაქციე ისე შემოვბრუნდი
-ახლა არ თქვა რო ეს არის დემეტრე-გადმომიჩურჩულა ნუციმ
-ხო ეგაა-ჩაგვერთო ლაპარაკში გვანცა
-გოგო რა ნაირად გიყურებს შეხედე, ლონდონში ერთი შემოხედვა უნდოდა მასე და უკვე ცოლ-ქმარი ხდებოდნენ
-ხო და ეს ლონდონი არაა საქართველოა-ავატრიალე თვალები
-ამ ჯიუტის ტვინში არაფერი შევა-თქვა გვანცამ
-შენ შენს ვაჩეს მიხედე, შენ კი შენს ბექას
-არა ვითარი ჩემი ბექა-გადაატრიალა უაზროდ თვალები და ისევ ლექციის მოსასმენად გაბრუნდა.
ლექციამ ჩაიარა თუ არა ნუცი და გვანცა სადღაც გაქრნენ ამიტომ მეც კაფეტერიაში ჩასვლა გადავწყვიტე. ყავას ვსვამდი და საგამოცდო საკითხებს ვკითხულობდი როდესაც წინ დემეტრე დამიჯდა
-გამარჯობა მომავალო ცოლო
-რით ვერ დაივიწყე ეგ ამბავი-ისე ვუთხარი ფურცლებიდან თავი არ ამიწევია
-რავი აბა სულ თავში მიტრიალებს რომ ლამაზი ქორწილი გვექნება
-გვექნება არა, გექნება სხვა გოგოსთან
პასუხის გაცემას აპირებდა როდესაც ჩვენს მაგიდას ნუცი და გვანცა მოუახლოვდნენ
-სად გაქრით-ვუთხარი გაბრაზებულმა
-რავი გოგო ნუცის გავყევი წიგნი უნდოდა-თქვა გვანცამ და ნუცისთან ერთად სკამზე დაჯდა. ორივენი დემეტრეს მიაჩერდნენ, მივხვდი რომ ერთმანეთის გაცნობა უნდოდათ
-ეს გვანცაა ეს კი ნუცი, გოგოებო ეს დემეტრეა
-სასიამოვნოა-ერთხმად თქვეს გოგოებმა
-ჩემთვისაც, კარგია უკვე რო შეგირჩევია მეჯვარეები ქორწილისთვის-თქვა დემეტრემ სიცილით თან გაკვირვებულ გვანცას და ნუცის მიუბრუნდა
-ღმერთო ეს მომაშორებინე-ავწიე ხელები ცაში
-ვერ მომიშორებ საცოლევ-თქვა ლოყაზე მაკოცა და თავის სასტავს შეუერთდა.
გაშეშებული დავრჩი ამ კოცნით, ერთი გავხედე მომღიმარ ნუცის და გვანცას და ვითომც არაფერი თავი ისევ ფურცლებში ჩავრგე. შიგნით კი გული ამოვარდნაზე მქონდა...



№1  offline წევრი მარიმარიამი

აუ მაგარია აღარ დააგვიანო kissing_heart

 


№2  offline წევრი blondeangel631

მაგარი იყო ისე ეს თორიკინე გამოაჩინე დაგვანახე როგორი ბიჭია შემდეგს ველი heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariammi

Aurakargia

 


№4  offline წევრი tatiko.1995

ra kargi iyo velodebi shemdeg tavs

 


№5  offline წევრი crazy girl sofi

დღეს დავიწყე კითხვა მომეწონა უბრალოდ ძალიან სწრაფად განვითარე მომენტები და მგონი მალე მივა ფინლისკენც ეცადე რომ უფრო შეანელო მოვლენების განვითარება მომწონს დემეტრეს და ანიკოს წყვილი თუმცა ვფიქრობ რომ დემეტრე ზედმეტდ მალე დაუახლოვდა ჩვენს გოგოს .. გვანცაზე და ვაჩეზეც დაწერეხოლმე ვრცლად და ნუცი & ბექაზეცც დაიწყეეე ❤️❤️

 


№6 სტუმარი მია

ძალიან მაგარია , მალე დადე ... :инноцент: აუ კიდე ერთი სათხოვარი მაქვს :დდ ანუ უკვე ყველა ვხდებით ვინ ვისთან დარჩება :დ და ეგრე არ ქნა რამე შეცვალე... ან ისე არ დაამთავრო როგორც ვფიქრობთ :лаугхинг: არა ისე ცუდი წყვილები არაა მაგრამ.. რავი გაითვალისწინე მაგრამ ახლა ძალიან ცუდადაც არ დაამთავრო :დ :блуш:

 


№7  offline წევრი .M.A.R.I.

ძალიან მომწონს .. innocent

 


№8  offline წევრი mariam m.k

Zan sayvareli istoria tan winazec avgnishne chamzvdomi da lamaziatqo...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent