შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობამდე მეყვარებით (სრულად)


24-04-2018, 22:39
ავტორი teona184
ნანახია 5 413

ჩემს ცხოვრებაში არსებობს ორი ადამიანი ამჯერად არცერთი გვერდით არ მყავს...
ბიჭი-ნიკა დევდარიანი და გოგო-ნატალია ლორთქიფანიძე. ეს ორი ადამიანი ყველაფერზე მეტად მიყვარს. ყველაფერი მეექვსე კლასში დაიწყო, კლასში შემოვიდა დაახლოებით 1.60 სიმაღლის ოდნავ პუტკუნა, მაგრამ მაინც გამხდარი, სწორი, გრძელი, მუქი ყავისფერი თმა ქონდა. ყველა მას მიაშტერდა მე კი შევხედე და ისევ გამოვიხედე ყურადღება, რომ არ მიმექცია.
პირველ მერხზე ვიჯექი ჩემს უკან დაჯდა და გვერდით მჯდომ ანას უთხრა:
-ნატალია ლორთქიფანიძე და წესები: არ მეძახით "ნატალი" და "ნატას"!
ღიმილით გამოიხედა ჩემსკენ როდესაც მისკენ შევტრიალდი და სიცილი დავიწყე
-რატო გადმოხვედი?
კითხა ანამ
-ბიჭმა სიყვარული ამიხსნა, მე ვცემე და...
მხრები აიჩეჩა და გაიღიმა
-ანუ გიფრთხილდეთ?
ნატალიას მერხთან გიორგი დადგა ნატალია რამდენიმე წამით მიაშტერდა მერე გამოფხიზლდა და თქვა
-რა თქმა უნდა!
ცინიკურად გაუღიმა და მკაცრი გამოხედვით ანიშნა "წადი აქედან"-ო.
თავიდან ლორთქიფანიძეზე არც ისე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ მეორე დღესვე მოახერხა ჩემზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა
-აუ ესეთი რამ არასდროს მინახია.
შემოვიდა კლასში ჩვენი ერთ-ერთი კლასელი და მე და ნატალიამ სრულიად შემთხვევით, ერთდროულად დავიყვირეთ
-მინახია არა მინახავს!
-მიანხია არა მინახავს!
და ორივემ სიცილი დავიწყეთ. ნატალიამ ერთ დღეში ბევრი მეგობარი გაიჩინა, მე კი მარტო ვიყავი.
გაკვეთილების შემდეგ ჩემთან მოვიდა და მკითხა
-სტადიონზე მოდიხარ
-ვერა არ მიშვებენ
ვთქვი და მხრები ავიჩეჩე
-რა? ვინ არ გიშვებს?
-ბებიაჩემი
-რა ქვია?
-ნანა
-დურეკე!
დავრეკე და ხელიდან გამომგლიჯა ტელეფონი დაახლოებით სამი წუთით ელაპარაკებოდა და მერე მოვიდა და თვალი ჩამიკრა
-წავედით
-მართლა?
ხტუნაობა დავიწყე სიხარულისგან
-მართლა მარიამ მართლა!
მითხრა და ფეხის წვერებზე აიწია რომ ჩამხუტებოდა
ჩემზე 7 სანტიმეტრით დაბალია.
ცოტა ხანში კარგი მეგობრები გავხდით თითქმის საუკეთესოები, ნატალიამ შეყვარებული ისე გაიჩინა არც უცემია აი ის გიორგი სულ ამაზე ვეხუმრებოდი ხოლმე. ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ვენდობოდი, ყველაფერს ვუყვებოდი, ძალიან გახსნილი გავხდი, მეგობრებიც გამიჩინე მაგრამ ნატალიას გარდა არავის არაფერს ვუყვებოდი. შემდეგ თეატრში შევედი და რეპეტიციების და იმის გამო რომ ჩემი სკოლა N26 სკოლაში იყო შესახლებული და მეორე სმენა იყო პირველ სმენაში მომიწია გადასვლა ანუ N10 სკოლიდან N26 სკოლაში გადასვლამ მომიწია. თავიდან მომეწონა კარგი ბავშვები იყვნენ კარგი სწავლა იყო, მაგრამ სამწუხაროდ მე და ნატალია ერთმანეთს ხშირად ვეღარ ვნახულობდით მიუხედავად იმისა, რომ ერთი სკოლა იყო ნაკლები დროის გამო ისე გადიოდა დღეები ვეღარც ვლაპარაკობდით. ამ პრობლემების და კიდევ სხვა რაღაც პრობლემების გამო შევწყვიტეთ მეგობრობა ეს ნატალიას იდეა იყო.
მას თვალს ვარიდებდი რადგან როცა ვხედავდი სულ მეტირებოდა ხოლმე, ყველაზე მეტად ის მჭირდებოდა რადგან მას თვალდახუჭული ვენიდობოდი...
მის გარეშე ძნელი იყო მინდოდა გვერდით მყოლოდა, რომ მისთვის ყველაფერი მომეყოლა ხოლმე, მაგრამ არა! დიდი ხანი ვიყავი ნატალიას გარეშე საბედნიეროდ მერვე კლასის პირველი სემესტრის დასასრულს, მისმა საუკეთესო მეგობარმა ანამ ძალით შეგვარიგა, მაგრამ ეს ისეთი ურთიერთობა აღარ იყო, ისეთი ურთიერთობა აღარ გვქონდა, მე ისევ ყველაფერს ვუყვებოდი, მაგრამ ის არა. ბევრი მეგობრები გაიჩინა და ასე ვთქვათ "დამიკიდა". შემდეგ ისიც ჩემს სკოლაში გადმოვიდა თავიდან მარტო ჩვენ ვიყავით მეგობრები, მაგრამ არა საუკეთესოები. ვწერდი არ მწერდა, ვურეკავდი არ მპასუხობდა და რასაც ვაკეთებდი იმის საპირისპიროს აკეთებდა. ყოველ ღამე ვტიროდი, მჭირდებოდა მარგამ, თითქოს არაფერი ყოფილა თითქოს ადრეც უბრალოდ კლასელები ვყოფილვართ...
რთული იყო მერე ოდნავ გაუმჯობესდა როცა ისევ ერთად დავიწყეთ სკოლაში სიარული. მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი არაფერი იცვლებოდა.
lX კლასში ვიყავი სკოლის პირველი დღე იყო 15 სექტემბერი შავი მუხლებამდე კაბა მეცვა, კისრის ქვემოთ, ტალღოვანი ყავისფერი თმა გაშლილი მქონდა, თითქმის არცერთი გაკვეთილი არ ჩაგვიტარდა.
გაკვეთილბის შემდეგ კიბეზე ჩამოვდიოდი, გამახსენდა რომ რვეული დარჩა და უკან ავრბოდი უცებ მყარ სხეულს რომ დავეჯახე, ავიხედე და პირდაპირ მუქ ყავისფერ თვალებს შევეჩეხე, მისი ოდნავ მოზრდილი თმა სახეზე შემეხო, ქერა მუქი ქერა თმა ქონდა...
რომ ვუყურებდი ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს აქამდეც ვიცნობდი, მომღიმარი იდგა და არ იძვროდა. ბოლოს მოვტვინე ხელით გავწიე და ავირბინე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ერთი ნახვით შემიყვარდა...
-რა? დებილი ხო არ ვარ რა შემიყვარდა 16 წლისაც არ გავმხდარვარ ჯერ!
ვუჩურჩულე ჩემს თავს.
იმ დღის შემდეგ ერთი თვე აღარ გამოჩენილა არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს მომენატრა
-არა რა მომენატრა არა
უცებ ოთახში ჩემი უფროსი და შემოვიდა
-ვის ელაპარაკები?
-ჩემ თავს
-მარიამ ნეტა ნორმალური იყო
თქვა ჩემი ჭიქა აიღო და გავიდა. საღამო იყო და სასეირნოდ წავედი ოდნავ ბუნდოვნად ჩანდა ყველაფერი რადგან სიბნელე იყო მაგრამ ახლოდან სახეებს ადვილად ვარჩევდი ჩემს ქუჩაზე განათება არ არის და ამის ბრალია ესეთი სიბნელეც. გზაზე გადავრბოდი უკვე ახლოს ვიყავი ტროტუართან მოულოდნელად თვალებში რომ დამიბნელდა და ერთ ადგილას გავშეშდი მანქანა დამეჯახებოდა ვიღაცის ძლიერ სხეულს ხელი რომ არ მოეხვია და ტროტუარზე არ "გადამხტარიყო". ის ვიღაც ზურგზე დაეცა და მე ზემოდან დავეცი მას. ბიჭი ყოფილა და თან ძალიან ნაცნობი, უცებ ამომიტივტივდა ერთი თვის წინ მომხდარი ისევ ისეთივე ღიმილით მიყურებდა
-იქნებ ადგე ამდენ ფიქრს?
მითხრა სიცილით მე სწრაფად წამოვდექი, ისიც შარვალი დაიფერთხა და შემომხედა
-ამის მერე ცოტა ფრთხილად იყავი
თქვა თვალი ჩამიკრა და წავიდა
-მადლობა
ძლივს ამოვღერღე ჩახლეჩილი ხმით და სასწრაფოდ სახლში გავიქეცი,
ნატალიას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი
-მორჩი სისულელეებს შეიყვარდა არა...
სიცილი დაიწყო და მერე მითხრა
-დამიჯერე მალე დაგავიწყდება მიდი დაიძინე!
გაიცინა
-მიყვარხარ
ვუთხარი მაგრამ აღარ მიპასუხა ტელეფონი გადავაგდე და ცრემლი წამომივიდა უკვე მასაც აღარ ესმის ჩემი არადა ადრე სულ ის მამშვიდებდა
-რა ბედნიერებაა!
ვთქვი ირონიით და საწოლზე გადავეშვი...
მეორე დღეს სკოლაში მივედი და პირდაპირ კარში შემეფეთა, მაგრამ ამჯერად მას არც დავუნახივარ მე შევამჩნიე და იმ მხარეს წავედი საითაც ის იყო გვერძე ჩავუარე მას კი რეაქცია არ ქონია. იმ დღეს შემთხვევით გავიგე, რომ ის ბიჭი ჩემი კლასელის დის კლასელია.
სასაცილოა, ვერ მოვითმინე მივედი ჩემს კლასელთან და სახელი და გვარე ვკითხე
-ნიკა დევდარიანი და რამე ხდება?
-არა არაფერი უბრალოდ... ჩემს მეგობარს ჭირდებოდა
-კარგი მარიამ
ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ადამიანი შემოვიდა რომელთანაც რა თქმა უნდა არაფერი გამომივა.
ხშირად ავდიოდი ხოლმე მის სართულზე სადაც მისი კლასი იყო
ერთ დღეს დავინახე როგორ ეწერა ჩემს გვერდით მყოფ XI-1 კლასს XI-2 კლასი, მოიცა მეთერთმეტე მეორეში ხომ ნიკაა? კლასის წინ ვიდექი უცებ ნიკამ რომ გამწია და კლასში შევიდა, აი ამ დროს კი დავრწმუნდი რომ მისი კლასი იყო.
კლასში შევედი და ნატალიას გვერძე ვჯდებოდი რომ მითხრა
-აქ ნია ჯდება
-ჩემს ადგილას ნია ვერ დაჯდება
ვთქვი და გაბრაზებულმა შევხედე მასზე გაბრაზებული ვიყავი და ვუთხარი
-იმის გამო რომ მთელი გაკვეთილი იჭორავო მასწავლებელს შენიშვნა მივაცემინო? ვერა
-რა შეცვლილი ხარ?
მკითხა ნატალიამ
-მე ვარ შეცვლილი? კარგი შეუძლია ნიას დაჯდეს!
ვთქვი გაბრაზებულმა და სულ უკან გადავედი ვიცი ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რა მე
მეტს ვერაეფს გავაკეთებდი რადგან ძალიან გავბრაზდი და შეიძლება რამე უარესი მომემოქმედებინა. დასვენებეზა ნატალია თავის "სასტავთან" ერთად იყო და მე დამიძახა
-წიკლ მოდი
-რა იყო
-წყალს ხო ამომიტან
ლარი გამომიწოდა, თვალები დავხუჭე ღრმად ამოვისუნთქე და უარი ვუთხარი
-მაპატიე, მაგრამ არა
-მარიამ
-ჰო
-რატო?
მკითხა გაბრაზეუბლმა
-ალბათ იმიტომ რომ შენთვის მხოლოდ მონას წარმოვადგენ ამჯერად, სხვები გაიჩინე ჩემზე უკეთესები და მხოლოდ წყლისთვის გჭირდები ხომ? ვერ ვხვდები ესე რატომ მექცევი.
ჩემსკენ წამოვიდა და აპირებდა რომ დაეყვირა რადგან აქამდე არასდროს გვიჩხუბია არ მოელოდა ჩემს ასეთ ნაბიჯს მაგრამ ბგერის ამოშვება არ დავაცალე პირიდან, ტუჩებზე ხელი ავაფარე და მშვიდად ვუთხარი
-გახსოვდეს შენი მონა კი არა მეგობარი ვარ!
ნატალიასგან ამას არ მოველოდი, მაგრამ უცებ ტირილი დაიწყო და საჭირო ოთახში გაიქცა მისი დაქალები გამოშტერებულები იდგნენ და უყურებდნენ ველოდებოდი როდის გაეკიდებოდნენ, მაგრამ როდესაც მივხვდი რომ არც ერთი ამას არ აპირებდა მასთან ასევე მე გავიქეცი
-ტირილი? ასე ცდილობ თავი შემაცოდო? ცოტა ზედმეტია
ვთქვი გამოვედი და მათ ვუთხარი
-თქვენი დაქალი დააწყნარეთ
ზარი დაირეკა და ბოლო გაკვეთილზე შევედი გაგვიცდა და გამოგვიშვა
-მარიამ!
გავიგონე ნატალიას ხმა და დავაიგნორე
-ერთად წავიდეთ?
ისევ დავაიგნორე
-არა ან კი მაინც თქვი
-არა
მივაძახე და სკოლიდან გამოვედი.
აღარვიცოდი ვისთვის უნდა მომეყოლა ჩემი საიდუმლოები. არ ვიცი ნატალია ასე რატომ შემიყვარდა ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის ჩემთან ერთად იყო სანამ თიკუნა და ნანკა გამოჩნდებოდენენ ანუ მისი საუკეთესო მეგობრები.
საღამოს ვსეირნობდი და ნიკა დავინახე მანქანაზე მიყუდებული იყო მასთან მადლობის სათქმელად მივედი
-მადლობა
-რისთვის ლამის თავი რო მოვიკალი არაფრის
გაიცინა და შემომხედა
-ჯობია წავიდე
-ნახვამდის მომაძახა მე კი წამოვედი წამოვედი და ვგრძნობდი მის მოშტერებას რამდენიმეჯერ შევხედე მაგრამ არც კი განძრეულა ასთერებული იყო და მიყურებდა. ყოველდღე ვხედავდი ნიკას და თითქმის ყოველდღე მაშტერდებოდა.
ერთ დღეს მთელი ოჯახი 5 დღით დასასვენებლად წავიდა ჩემს გარდა მე დავრჩი რომ გამოცდებისთვის მემეცადინა. საღამოს მაღაზიაში ჩავედი და ნიკა დავინახე უცნაურ მდგომარეობაში იყო ძირს იჯდა და მოხრილი იყო მივუახლოვდი და ძალიან ცუდად სუნთქავდა
-კარგად ხარ
-არა
-შეგიძლია წამოდგე?
ხელი გავიშვირე მისკენ
-მგონი კი
დამეყრდნო და სადარბაზოსკენ წავიყვანე
-კიბეზე ამოსვლლას შეძლებ? რადგან სხვა შემთხვევაში მომიწევს ხელში აგიყვანო
-შევძლებ მარა მირჩევნია ამიყვანო
-ცუდად ხარ და ცუდად ხუმრობ
შევხედე ღიმილით კიბეზე ავიყვანე და სახლში შევიყვანე ჩემს ლოგინზე დავაწვინე და წყლის მოსატანად მივდიოდი უცებ მუცელზე ხელი დაიდო მოიხარა და დაიყვირა
-კარგად ხარ?
ვკითხე და მაისური ავუწიე ჭრილობა ქონდა და ინფექცია იყო შეჭრილი
-სად გაიჭერი?
-რკინის მოაჯირზე
-და არავის უთხარი?
გაკვირვებულმა შევხედე
-ბავშვი ხო არ ვარ სპირტი წავისვი ნაკაწრია
-კი ნაკაწრი დიდი და ღრმა, სასწრაფოს გამოვიძახებ
-აუ არა
-კი
ვუთხარი და მკაცრად შევხედე
-კარგი ხო კარგი

აღარვიცოდი ვისთვის უნდა მომეყოლა ჩემი საიდუმლოები. არ ვიცი ნატალია ასე რატომ შემიყვარდა ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის ჩემთან ერთად იყო სანამ თიკუნა და ნანკა გამოჩნდებოდენენ ანუ მისი საუკეთესო მეგობრები.
სასწრაფო მალე მოვიდა ჭრილობა დაუმუშავეს და წვეთოვანი დაუდგეს ორი სათი აქ იყვნენ მერე მოხსნეს და წავიდნენ
-შეგიძლია წამოდგე? ლოგინი რომ გავშალო
-კი
-დაგეხმარები
ვუთხარი და დამეყრდნო სკამზე გადვსვი და ლოგინი გავუშალე, შემდეგ ისევ დავეხმარე დაწოლაში და მეც დავწექი
-შემეშინდა
ვთქვი ჩუმად
-რა საყვარელი ხარ
თქვა და ღიმილით გამომხედა, მე გადავბრუნდი და დავიძინე. დილით ჩანთას ვალაგებდი და ნიკას გაეღვიძა
-სად მიდიხარ?
-სკოლაში
-მე
-შენ არ მიდიხარ არ შეიძლება, საუზმე გვერძე გიდევს
ვუთხარი და სახლიდან გავედი. ისეთი არაფერი მომხდარა ჩვეულებრივი დღე იყო. სახლში მივედი და ნიკას ვკითხე
-როგორ ხარ?
-კარგად
მიპასუხა და ტელეფონი აიღო
-არ გშია
-კი ძაან
სამზარეულოში გამოვიდა აღარ მინდა ამდენი წოლაო ჭამა რომ დავამთავრეთ მითხრა
-სახლში უნდა წავიდე და თან უკვე კარგად ვარ
-დარწმუნებული ხარ
-კი
-კარგი
ვუთხარი და გავურიმე
-მადლობა
-მითხრა და ქურთუკი მოიცვა
-არაფრის
ვუთხარი და გავუღიმე
-ნახვამდის ვუთხარი და კარი გავუღე მან კი გასვლის დროს გადამკოცნა
-ანუ მეგობრები ვართ?
ვკიტხე მე
-რა თქმა უნდა
მე გავუღიმე და კარი დავკეტე.
მეორე დღეს კლასში ქერა, მაღალი და ძალიან ლამაზი გოგო შემოვიდა
და ჩემს ვერდით დაჯდა
-თეკლა
-მარიამი
ვთქვი და გავიღიმე
-კერძო სკოლაში დავდიოდი და ეხა აქ გადავწყვიტე გადმოსვლა
-კარგია
-ვთქვი და ისევ გავუღიმე
გაკვეთილები მალე დამთავრდა და სახლში მივდიოდი თეკლას ხმა რომ გავიგონე
-გინდა ერთად წავიდეთ?
-დიდი სიამოვნებით
გავუღიმე მე
-შეიძლება მეგობრები ვიყოთ?
-მკითხა მან
-რა თქმა უნდა
ვუპასუხე მე
-რაღაც მინდა გთხოვო
-რა?
ვკითხე ისევ ღიმილით
-დღეს შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე?
-დღეს? დღეს არ გაგიცანი?
-გთხოვ
მის სახეს ვერ დავემორჩილე და დავთანხმდი
-საღამოს მოვალ
-კარგი მისამართს მოგწერ, წავედი აქ უნდა შევუხვიო
-კარგი, ნახვამდის
საღამოს ლამაზად ჩავიცვი და თეკლასთან წავედი ის მეცვა რაც სკოლის პირველ დღეს კარზე ზარი დავრეკე და როდესაც კარი ნიკამ გააღო ყბა ჩამომივარდა
-მარიამ?
-თეკლა აქ ცხოვრობს?
-თეკლასთან ხარ? კი შემოდი
-ჩემი ძმა უკვე გაიცანი
შევედი თუ არა ეს კითხვა დამისვა თეკლამ
-კი გავიცანი
ვთქვი ღიმილით
-თეკლა წყალი მომიტანე
თქვა ნიკამ და მე მომიბრუნდა
-სკოლაში მაიგნორებ?
-არა, არა რას ამბობ?
თავი გააქნია და ჩაიცინა
-რამე მოხდა
-არა არაფერი
მიპასუხა და იგივე გააკეთა
-მადლობა თეკლა
უთხრა და ანიშნა დაჯექიო თეკლამ გაიღიმა და მითხრა ოთახში გავყოლოდი რაღაცეებზე მელაპარაკებოდა მე კი მხოლოდ ნიკაზე ვფიქრობდი
-და მერე... მარიამ მისმენ?
-რა? კი კი როგორ არა...
ეჭვით გამომხედა შემდეგ გაიღიმა და გააგრძელა როცა ლაპარაკი დაასრულა მივხვდი სახლში წასვლის დრო იყო
-მე წავალ უკვე გვიანია მადლობა
კარიდან გავედი თუ არა ნიკა შემეჩეხა
-გაგაცილებ
-არა მადლობა
-გვიანია და გაგაცილებ
მეორედ ვეღარ შევეწინააღმდეგე მერე დავინახე თეკლამ ჩემზე სასაცილოდ ანიშნა ამან კიდევ ანიშნა მოგკლავო ამაზე გამეცინა. ქურთუკი მომაწოდა ჩემი პატარა ჩანთა გადავიკიდე და გარეთ გავედით. ნიკა ღიმილით მიყურებდა მე კი რამდენჯერმე გაკვირვებულმა გავხედე
-ნიკა რა იყო?
-არაფერი
თქვა შემდეგ გაიცინა და გაიხედა
-დღეს რა ლამაზი ხარ
-მადლობა
-და საყვარელი
-მადლ...
და უცებ ლაპარაკი ნიკამ გამაწყვეტინა
-მართლა გიყვარვარ?

მე გავჩერდი და გავშტერდი დაახლოებით ერთი წუთის განვმალობაში ასე ვიდექი და შემდეგ ნიკამ გამომაფხიზლა
-არ იტყვი ეხა?
-რა? მიყვარხარ? მე შენ? საიდან მოიტანე?
ვთქვი და ძალით გავიცინე
-არა რა თქმა უნდა მიყვარხარ მაგრამ როგორც მეგობარი,ვაიმე რეებს ვბოდავ?
და ბოლოს ხმამაღლა დავიყვირე
-მიყვარხარ ხო მიყვარხარ!
და ცრემი წამომივიდა
-15 სექტემბრიდან მიყვარხარ
-მართლა? მაშინ კარგი ამბავი მაქვს, მეც მიყვარხარ
ჩამესმა ეს სიტყვები და უცებ საოცრად სასიამოვნო კოცნა ვიგრძენი
-მიყვარხარ მარიამ მიყვარხარ!
უცებ ხელში ამიყვანა და სადღაც სიბნელეში წამიყვანა იქ გაარძელა ჩემი კოცნა წელზე ხელი შემომხვია და ნაზი მოფერება დამიწყო თავი სიზმარში მეგონა მერე გავჩერდით აღარ მკოცნიდა მაგრამ მის ხელებში მომაქცია და ძალიან ძლიერად მეხუტებოდა ძალიან ძლიერად...
მერე სახლამდე მიმაცილა სადარბაზოს რომ მივუახლოვდით ნაზად მაკოცა და წავიდა…
მეორე დღეს ღიმილით წამვოდექი ლოგინიდან და მერე იმაზე ფიქრი დავიწყე მე და ნიკა შეყვარებულები ვიყავით თუ არა საინტერესოა?
სკოლასი რომ მივედი და ნიკამ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა ხელი მომკიდა და თავის მეგობრებისკენ წამიყვანა
-გაიცანით მარიამი
თქვა და ლოყაზე მაკოცა მგონი შეყვარებულები ვართ მე გავიცინე და ვთქვი
-გამარჯობა
-რა საყვარელია
-მე გიორგი ვარ
ხელი გამომიშვირა სამიდან ერთერთმა
-ეს სანდრო და ეს თორნიკე
-სასიამოვნოა
-ფრთიხლად ეე ჩემი გოგოა
წამოიძახა ნიკამ და მთელი ძალით მიმიხუტა მე ღიმილით ავხედე და ლოყაზე ვაკოცე
-ესეიგი შეყვარებულები ხართ
იკითხა ბექამ
-კი
წამოიყვირა ნიკამ და გაიცინეს
-მიყვარხარ
-მეც
ვუთხარი და გავიღიმე
-კაი წავედი ეხა კლაში შევიდე თორე ლუარა...
-შენც ეგ გასწავლის ხო?
გაიცინა და შუბლზე მაკოცა
კლასში შევედი და ყველა მე მაშტერდებოდა მერე ერთ-ერთი მომიახლოვდა და მეკითხება
-შენ და დევდარიანი ერთად ხართ?
-რა იყო?
ღიმილით დავჯექი ჩემს ადგილას და როცა არც ერთმა კლასელმა გაკვირვებული მზერა არ მომაცილა ხმამაღლა ვთქვი
-გაიხედეთ!
ეს დღე მალე გავიდა საღამოს სეირნობის შემდეგ სახლში მივდიოდი და პატარა არკაში დავინახე ნიკა ვიღაც გოგოს როგორ კოცნიდა
-ნიკა?
მივუახლოვდი და მისი სახელი ტირილით წარმოვთქვი
-მარიამ? ვაიმე
ნერვიულად შეიცურა თმაში ხელები და იმ გოგოს ხელი კრა ჩემთან მოვიდა და ხმამაღლა დაიყვირა მერე შემომხდა და თქვა
-მაპატიე მე მასთან იმის სათქმელად ვიყავი რომ მეთქვა ვშოდებოდით მაგრამ თვითონ მაკოცა
ხელი მომკიდა მე კი ხელი გავაშვებინე
-ყოჩაღ რომ ურთიერთობა ერთი დღითაც ვერ შინარჩუნე
ტაში დავუკარი და ტირილით წამოვედი
შევამჩნიე ის გოგო უკან როგორ გამომეკიდა გამაჩერა და კედელზე ამაყუდა
-ჩემო პატარა ლამაზო გოგოვ, მართლა გეგონა რომ ჩვენი დიდი სიყვარულის შორის ჩადგებოდი და ნიკა შენ აგირჩევდა? იოცნებე, იოცნებე.
მელაპარაკებოდა ირონიუოლად
-ვინ ხარ და როგორ მელაპარაკები?
-ნენე ვარ ლოლაძე ნიკას შეყვარებული ვარ ერთი წელია და ჩვენმა ოჯახებმა გადაწყვიტეს რომ როდესაც 20 წელი შეგვისრულდება და ზრდასრულები ვიქნბით დავქორწინდებით
-თქვენმა ოჯახებმა? რომელი საუკუნეა, ნახვამდის!
მის ირონიულ წინადადებებს მეც ირონიულად ვუპასუხე და წამოვედი მთელი გზა ვტიროდი მაგრამ სახლში ასვლისას შევეცადე დავმშვიდებულიყავი რომ არაფერი შეემჩნიათ...

სამი წლის შემდეგ
როგორც იქნა სკოლა დავამთავრე მაგრამ დღე არ გასულა ნიკაზე არ მეფიქრა, რაღაც საშინელებაა როცა ადამიანი გიყვარს და ხედავ როგორ კოცნის სხვას. უნივერსტეტის პირველი დღეა ბედნიერი შევდივარ შენობაში და ბედნიერებას ნაცნობი სახე აშხამებს ჩემს წინ ნიკა დგას თვალები დავხუჭე და დავაიგნორე გავიარე მან კი შემატრიალა და მითხრა
-შენი ცოლი სად არის? ხომ ხარ უკვე 20 წლის
-მინდა იცოდე რომ ნენე მართლა არავინ არ ყოფილა უფრო სწორად 17 წლის ვიყავი შემიყვარდა მან კი ჩემი გრძნობები გამოიყენა და ჩემი მთელი მანქანების სახლის გაყიდვა უნდოდა მაგრამ როდესაც ამას მივხვდი მასთან დაშორებას ვცდილობდი და უცებ მაკოცა ამ დროს შენ დაგვინახე და...
-არ გისმენ და არ მოგისმენ არასდროს
ხელი გავაშვებინე და აუდიტორიისკენ წავედი...
ძალიან სწრაფად გადის დრო ძალიან სწრაფად და უმნიშვნელოდ. დღეს უნივერსტეტში ბიძაჩემმა უნდა გამომიაროს სოფელში მივდივართ მე ჩემი ბიძაშვილი და ბიძაჩემი ორი დღით. მანქანაში ჩავჯექი და რა თქმა უნდა მე და ბექამ შეუჩერებლად დავიწყეთ ლაპარაკი ბექა ჩემზე ერთი წლით პატარაა და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით ძმასავითაა.
მერე ბექას ჩაეძინა და მე ნატალიაზე დავიწყე ფიქრი მენატრება მჭირდება მინდა დავჯდე და ყველაფერი მოვუყვე მაგრამ არა, ჩემთან არ არის და მისთვის არაფერი ვარ, როცა ვიხსენებ დროს ერთად რომ ვმღეროდით, ვცეკვავდით, ღამეებს ვათენებდით ბებიაჩემი რომ გვეჩხუბებოდა ხოლმე სახლში მალე შემოდითო, მთელს ზაფხულს ერთად ვატარებდით სულ ერთმანეთთან ვრჩებოდით და ყველაფერი რამდენიმე წუთში გაქრა, მომენატრა... ფიქრებში ვიყავი გადართული და უცებ ბრახ...
ვიღვიძებ და ვაცნობიერებ რომ საავამდყოფოში ვარ აქეთი იქით ვიყურებ და ვერავის ვხედავ მინდა ექიმს დავუძახო, რომ გავიგო რა ხდება ხელი მტკივა, ხელზე დავიხედე და თაბაშირში მქონდა ალბათ ხელი მოვიტეხე უცებ ექიმი შემოვიდა
-გამარჯობა თავს როგორ გრძნობ?
-რა მოხდა?
-არ გახსოვს?
-არა, არაფერი არ მახსოვს
ვთქვი დაშევეცადე გამეხსენებინა მაგრამ ვერ შევძელი
-ავარიაში მოყევი ხელის მოტეხილობა გაქვს და მოგვიწევს თირკმელი ამოგაჭრათ, დაახლოებით ორ საათში ჩაგიტარდებათ ოპერაცია
დავფიქრდი და რაღაცეები გამახსენდა მაგრამ მაინც ბუნდოვნად
-კარგით მადლობა
ვთვი და ჩემი ტელეფონის ძებნა დავიწყე
-უკაცრავად ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახავთ?
მივაძახე ექიმს
-დაკარგულ ნივთებში ვნახავთ
-მადლობა
ვთქვი და შევეცადე დამეძინა...
რომ გავიღვიძე ოპერაცია უკვე გაკეთებული მქონდა და ნარკოზიდან კარგად გამოსვული არ ვიყავი, უცებ კარი ნიკამ შემოაღო და შემოვიდა
-ნიკა, ნიკა, ნიკა...
ვყვიროდი და ვიცინოდი
-თავი რას მიარტყი
მკითხა ღიმილით
-შენ, მოიცა რა გქვია? გოგა ხო ხო თიკა
-არც თიკა მქვია და არც გოგა მარიამ ნიკა ვარ
-ააა ნიკა ხარ. მიყვარხაარ!
მიყურებდა და იცინოდა
-რა გაცინებს დებილი ხარ
-იმედია რომ გამოფხიზლდები მერეც გეყვარები
-აბა რა
კიდევ ვაგრძელებდი სისულელეების ლაპარაკს, ნელ-ნელა ვფიხზლდებოდი და საბოლოოდ რომ ამოვფხიზლდი და დავინახე ნიკა როგორ იცინოდა
-რა გაცინებს? ან საერთოდ აქ რა გინდა?
ვკითხე მე
-სხვათაშორის შენ სანახავად მოვედი და ნარკოზში სიყვარული ამიხსენი
-ნარკოზში!
დავაკონკრეტე მე
-კაი ეხა არ გინდა თავის მართლება დამპირდი ფხიზელსაც მეყვარებიო
მიყურებდა ღიმილით
-ეგ რა კარგი რამე მითქვამს
ვთქვი და გაბრაზებული გამომეტყველებით შევხედე, უცებ კარი გაიღო და ნატალია შემოვიდა თვალები გამიფართოვდა მის დანახვაზე ალბათ პალატა შეეშალა
-მარიამ მაპატიე
გვერდით მომიჯდა და ნიკას ანიშნა გადიო თვალზე ცრემლი მომადგა
-გაპატიო? და რატომ უნდა გაპატიო? ისევ წყალი რომ ამოგიტანო ხოლმე თუ ამჯერად ნიას და ნანკას უნდათ წ....ბი?
-მარიამ ვიცი როგორ საშინლად გექცეოდი უფრო სწორად მივხვდი, საშინელება გამიკეთეს თიკამ, ნიამ და ნანკამ და მერე მივხვდი რამხელა შეცდომა დავუშვი შენ რომ ხელიდან გაგიშვი, მინდა იცოდე რომ შენ არასდროს დაიგივიწყებ, რაც არ უნდა მოხდეს, სულ ჩემი მარიამი იქნები, ძალიან მიყვარხარ და ძალიან გთხოვ მაპატიე
-მომენატრე
ტირილი დავიწყე და ჩავეხუტე, ამ დროს ნიკა ყვავილებით შემოვიდა და ღიმილით მიყურებდა თვალს არ მაცილებდა, გავხედე და ჩუმად ვუთხარი მოდი
-მე დაგტოვებთ
თქვა ნატალიამ და გავიდა
-კარგად ხარ?
-თავიდანვე ასე რომანტიულად შემოსულიყავი
სიცილით შემომხედა და თქვა
-და რომანტიკა ჩემი საქმე რომ არ არის? არ მოგატყუებ ყვავილებიც კი არ არის ჩემი არჩეული სანდროს ავარჩევინე
-რა საყვარელი ხარ!
ვუთხარი და გავიღიმე
-ანუ მაპატიე?
-ვერ შევძლებდი დიდი ხნით გაბრაზებას
-საერთოდ არ არის 4 წელი დიდი ხანი საერთოდ
სიცილი დაიწყო ნიკამ, მეც ავყევი
-ჩემთვის ცოტაა
ორივე ვიცინოდით მოულოდნელად საოცარი კოცნა რომ ვიგრძენი მეც ავყევი და ორივე გაუჩერებლად ვკოცნიდით ერთმანეთს მერე ნიკა მომიწვა და ამ დროს ნატალია შემოვიდა
-ნებას დამრთავთ შემოვიდე?
სიცილით თწვა და დაჯდა
-ვინ გაცდის ნების დართვას
მითხრა ნიკამ მე გავიცინე და ნატალიას შევხედეთ
-ხშირად უნდა მოვყვე ავარიაში
ვთქვი ღიმილით და ნიკას ჩავეხუტე
-რა სულელი ხარ
მიპასუხა და გაიცინა
-მეც აქ ვარ რომ იცოდეთ!
დაიყვირა ნატალიმ.
ერთ კვირაში სახლში გამომწერეს კალიასკით დავყავარ ნიკას არ მჭირდება მაგრამ რაღაცით ხომ უნდა გავერთოთ. დრო ძალიან მალე გადიოდა ნიკა სულ ჩემთან იყო ხოლმე. რამდენიმე თვეში ნიკა ჩემს ოთახში შემოვიდა და მეუბნება
-საქმე მაქვს ჩაიცვი მივდივართ
ისეთი სერიოზული სახე ქონდა მეგონა მეტყვის არ მიყვარხარო ან ვკვდებიო
-რა ხდება?
-ჩაიცვი და გაიგებ
მალევე ჩავიცვი და მანქანით სადღაც წავედით მანქანა რომ გააჩერა თვალებზე რაღაც ამაკრა მანქანიდან გადამიყვანა და სადღაც მივყავდი
-მოკვლას ხომ არ მიპირებ?
ვკითხე სიცილით
-არა
მიპასუხა სერიოზული სახით თვალებიდან ნაჭერი მომხსნა და დავინახე უზარმაზარი, ულამაზესი სახლი
-ნიკა ეს?
ვკითხე გაოცებისგან გაგიჟებულმა
-ეს ჩვენი სახლია ჩემო პატარა
-არარსებობს
ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა ნიკა ჩემსკენ წამოვიდა და ღიმილით თქვა
-მარიამ წიკლაურო მიყვარხარ
-ნიკა დევდარიანო მიყვარხარ
და მაკოცა ძალიან ძლიერად ჩამეხუტა და მაკოცა მერე საძინებელში გამიყვანა და საწოლზე დამაგდო მკოცნიდა და მეფერებოდა მაიკა ერთი ხელის მოსმით გადამაძრო და თვითონაც გადაიძრო
-მიყვარხარ მარიამ მიყვარხარ
-მე შენ...
საღამოა მე ნიკა და ნატალია სამზარეულოში რაღაცეებს ვამზადებდით. და მე ნამცხვარს ვთქვიფავდი ნიკა მოვიდა და წელზე ხელები მომხვია კისერში კოცნა დამიწყო ნატალია სადღაც გავიდა და უცებ სამი ბალიშით ხელში შემოვარდა ერთი ბალიში ნიკას თავში ჩაარტყა, მერე ნატალია მე ჩავარტყი ნიკამ მე და ვინ ვის ურტყავდა ვერ ვიგებდით უცებ მე და ნიკამ კოცნა დავიწყეთ ნატალიამ გაბრაზებულმა შემოგვხედა შემდეგ ორივეს სახეები გაგვაწევინა ჩაგვეხუტა...
_______________________________

ვიცი ძალიან პატარაა, ორ დღეში დაწერილი. იმედია მოგეწონებათ, გთხოვთ რა შენიშვნაც გექნებათ მითხარით <3



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგი იყო... სხვა ისტორიებიც დადეე heart_eyes

 


№2  offline წევრი teona184

სტუმარი ნინი
ძალიან კარგი იყო... სხვა ისტორიებიც დადეე heart_eyes

მადლობა <3

 


№3  offline წევრი niakonia6

უმაგრესიაააა❤️❤️❤️????

 


№4  offline წევრი teona184

niakonia6
უმაგრესიაააა❤️❤️❤️????

მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent