შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 4


24-04-2018, 23:49
ავტორი ana_aneta
ნანახია 5 329

-წაგიყვან გინდა. ხმა არ გამიცია. გაბრაზებული ვიყავი.-ანაბელ დამელაპარაკე. კარგი რა რა მოხდა მერე, ერთი თუ გაკოცე. ბელზ!მე იატაკს დავშტერებოდი და ხმას ისევ არ ვცემდი. სიმართლე რომ ვთქვა ძალიან გაბრაზებული არ ვიყავი, მაგრამ ჩემი რა მიდიოდა ცოტას გავებუტებოდი, ცოტას ვაწუწუნებდი. რუგზაკი მხარზე გადავიკიდე და სასტუმროს ეზო გადავჭერი. ცოტას ფეხხით ვაპირებდი გავლას, მარშუტკების სადგური აქვე იყო. მეც მაგარი ვარ, მანქანით მაინც წამოვსულიყავი. გარეთ ძალიან კარგი ამინდი იყო. ლურჯშუშებიანი სათვალე მოვირგე და უკვე შეძულებულ დაღმართს ჩავუყევი ფრთხილად.წამში დამეწია და პატარა ჩანთის გამორთმევა გადაწყვიტა. მე გავუძალიანდი.
-ჩემითაც მოვერევი როგორმე.
-რანაირი გოგო ხარ რა. მე ვიფიქრე ჩემ ტკბილ გოგოს არ დავღლითქო, შენ კიდევ როგორ მექცევი. თავი გვერდით გადახარა და თვალები ისე ააფახულა გამეცინა. -აჰა ანუ შევრიგდით ჰო.
-არა რათქმაუნდა. ჩანთის წინა ჯიბიდან ყურსასმენები ამოვაძრე და ტელეფონს შევუარეთე. ამის მერე დაახლოებით ნახევარი საათი მისი ხმა არ გამიგია. უკვე სადგურთან ვიდექი და თბილისის მარშუტკას ვეძებდი თვალით.
-მოიცა შენ რა მართლა ამით აპირებ წასვლას?
-ვაიმე, აბელიკო შენ რა მარშუტკაში არ მჯდარხარ?
-ვმჯდარვარ, მაგრამ მანქანით წაგიყვან. ამით რატო უნდა იჯაყჯაყო.
-როგორმე მივხედავ ჩემ საქმეს.
რამოდენიმე წუთის შემდეგ მის მანქანაში ვიჯექი კიდევ უფრო გაბრაზებული. ის კი კიდევ უფრო გამხიარულებული. მთელი გზა წიგნს ვკითხულობდი. ის კი პერიოდულად გადმომხედავდა ხოლმე. უცებ დამარტყა თავში.
-ჩემგან რა გინდა?
-საინტერესო შეკითხვაა. საერთოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და იმაზე ადრე ვერ მიიღებ სანამ მომენტი არ იქნება.
-ნამდვილი პლატონი ხარ.
-ჯერ ადრეა, მაგრამ არ იდარდო, ყველაფერს ძალიან მალე გაიგებ.
-პირდაპირი პასუხი რომ გამცე არა?
-ყველაფერს აქვს თავისი დრო. ხელი საჭეს მოუჭირა და მკაცრი მზერა გზისკენ გადაიტანა.ახლა უფრო დამაინტერესა, აშკარად რაღაც აქვს ჩაფიქრებული, ან საწოლისკენ გზას ასე არაორდინალურად მიყვებოდა. ისე უარს არ ვიტყოდიი. ანაბელ გეყოფა. ჩემი თავი დავამშვიდე და ისევ წიგნს მივუბრუნდი.
სახლში არ წავსულვარ. გოგოებმა დამირეკეს გზაში. ჩვენ კაფეში შევიკრიბეთ. ორივე გაყურსული იჯდა და მე შემომცქეროდა.
ანა: რა?
ნინო: რა რა გოგო მოყევი ყველაფერი.
ანა: მოგიყევით უკვე, ვიცეკვეთ და სასტუმროში რომ მოვდიოდით, ქუსლი გამეჭედა ქვებს შორის, მოვიდა დამეხმარა, ზურგზე შემომიგდო და სასტუმრომდე მიმაკუსკუსა.
ლიკა:გოგო შენ ნორმალური თუ ხარ? ასეთმა ტიპმა ზურგით გატარა და შენ ასე ცივად ყვები. მე დავდნებოდი.
ანა: გზაში რომ მოვდიოდით ვკითხე ჩემგან რა გინდათქო და ძალიან ორაზროვანი პასუხი გამცა.
ნინო:რაოო?
ანა: როცა დრო მოვაოო და რაღაცეები დამიწყო, ყველაფერს მალე გაიგებო.
ლიკა: ეხლა არ მითხრა რომ გზაშიც არ გილაპარაკიათ.
ანა: არა. რაღაც სხვაშია საქმე.
ლიკა: ნუ იგონებ ხოლმე რა რაღაცეებს, გული მიგრძნობს, დამესიზმრა და რაღაცეები.
ანა: და როდის შევმცდარვარ?
ნინო: ანას ვეთანხმები, აბა გოგო რას ეთამაშება, ტკბილოო, თბილოო, მერე სხვებს კოცნის და ეუბნება, ჩემები არ არიანო..
ანა: რაღაც ძალიან შორიდან მივლის და ეგ მაკვირვებს მე. კაი შევეშვათ თქვენ რას შვრებოდით?
ნინო: მე ნიკამ რო დამპატიჟა ხო იცით? ორივემ თავი დავუქნიეთ. ჰოდა ყავა დავლიეთ, ვილაპარაკეთ. და მითხრა რომ მოვიცლი კინოში წავიდეთო. აუუ იცით რა საყვარელია. თან იმ აბელივით გარყვნილად კი არ ლაპარაკობს.
ანა: კაი კაი, არამგონია მაგაზე ნაკლები იყო, უბრალოდ ალბათ ჯერ თავს იკავებს. უკვე გვიანი იყო. ანგარიში გავასწორეთ და დავიშალეთ. სახლში მისული, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი, ტანსაცმელი გავიძრე და საწოლში შევძვერი. დაძინება მინდოდა, მიუხედავად იმისა რომ თითქმის წოლის მეტი არაფერი მიკეთებია, მაინც დაღლილად ვგრძნობდი თავს.
-გძინავს?აბელის მესიჯმა დაიწრიპინა.
-ვაპირებდი, მაგრამ არ მაცალე როგორც ყოველთვის.
-არ გინდა ხვალ სადმე წავიდეთ?
-სად?
-საღამოს flowers ში წავიდეთ? გაწყობს?
-და რატომ?
-როგორც მახსოვს გამებუტე, მე კიდევ არ მინდა რომ ჩემზე ნაწყენი იყო.
-კარგი, ვეცდები რომ დრო გამოვნახო.
-ნუ მატყუებ, ვიცი რომ ისედაც გცალია.
-ახლავე გამოვნახავ საქმეს.
-კარგი კარგი, ძილინებისა ტკბილო. საღამოს შვიდზე გამოგივლი სამსახურში. პასუხი არ გამიცია, ტელეფონი გადავაგდე და დავიძინე.
დილით ადრე გავიღვიძე. ვიბანავე, გარდერობთან დიდი დრო გავატარე, მიუხედავად იმისა რომ აბელთან არაფერს ვაპირებდი და დიდი ალბათობით არც ის აპირებდა, მაინც ძალიან მინდოდა კარგ ფორმაში ყოფნა. ამინდის პროგნოზს გადავხედე. მზე და თბილი ამინდი იყო გამოცხადებული. დიდხანს ვიტრიელე და ბოლოს არჩევანი. მდოგვისფერ, როლინგზე და შავ მოკლე კაბაზე შევაჩერე, წინ ღილებით იკვრებოდა, ფეხზე ჩემი ახალი მარტინსები ჩავიცვი. თმა გავიშრე, კარგად გავისწორე, წითელი ტუჩსაცხი წავისვი და ვუალააა. მართლა კარგად გამოვიყურებოდი. შენ აღარ ხუმრობ ანა. ამ ბოლო დროს ძაან კარგი ხარ. ჩემს თავზე გამეცინა. ნახაზები და ნოუთბუქი მოვათავსე ჩანთაში და ჭიშკართან დეყენებული მანქანისაკენ გავეშურე. ჩემი ეჭვიანი მეზობლების მზერაც ავირტყი და სამსახურისკენ დავიძარი.
რათქმაუნდა შესვლისთანავე მივიღე შენიშვნა მოკლე კაბაზე, მაგრამ ჩემთვის არ სცხელოდა ამიტომ მალე გამეცალა. ისეთი დამღლელი დღე იყო. აბელი სულ გადამავიწყდა. მთელი დღე ჯერ ნახაზებს ვარჩევდით მერე კი ობიექტზე წავედით. დამკვეთებს ვუსმედით, მათ იდეებს ვისმედით და ჩვენსას ვუზიარებდით. ორნი იყვნენ, ერთი ძაან სოპლელი, მეორე კი ძალიან დახვეწილი და ბოლოს დახვეწილი სასტუმროს აშენება გადაწყდა მარნისა და აგურის კედლის მაგივრად..
საღამოს უკვე ჩემი სამსახურის წინ იყო, მანქანას მიყრდნობოდა. ბაცის ცისფერი პერანგი ეცვა. ღილები ისე ჰქონდა შეხსნილი რომ გულ-მკერდი მოუჩანდა. ახელოები ოდნავ ჰქოდა გადაკეცილი. შავი, ოდნავ თავისუფალი, კლასიკური შარვალი ეცვა კოჭამდე და სათვალე ეკეთა. ისეთი კაცია ნაკლს ვერ უპოვიდი, მაგრამ. არსებობდა ერთი მაგრამ, რამდენად იყო ეს კაცი ჩემთვის? ან რა დავიმსახურე რომ ეს ზევსის შვილი დამეცა თავზე. ლაღად ჩავირბინე კიბეზე. ფეხის წვერიდამ თმის ღერამდე შემათვალიერა.
-ვაააა. ძალიან კარგად გამოიყურები. კმაყოფილმა გავიღიმე და კიბის ბოლო საფეხურიდან ძირს ჩამოვხტი. ისიც მორჩა ჩემს თვალიერებას და მანქანის კარი გამიღო. სულ რამდენიმე წუთში უკვე კაფეში ვიჯექით. უკვე დაბინდებული იყო. ალგ-ალაგ განათებული სარკმლებიც იჭერდა ჩვენს მზრას.აივნის მოაჯირი ფერადი ყვავილებით იყო მორთული. ადგილი ნამდვილად კარგი შეურჩევია. მიმტანმა მენიუ წინ დაგვიდო და დაგვტოვა.
-რა ავიღოთ. ვიცი რომ ცეზარი გიყვარს და კიდევ ტკბილეული.
-შენ რა ჩემი დაქალები დდაკითზე?
-მთლად ასეც ნუ იტყვი.
-კარგი რა სერიოზულად? ამხელა კაცი ხარ?
-შენი გოგოების დაკითხვა ნამდვილად არ მჭირდება. სხვა უკეთესი და უფრო მოლაპარაკე წყაროები მყავს. აქ არაფრის გაგება არაა რთულითქო, ხომ გითხარი უკვე. ნაგლად ჩაიცინა.
-რატომ აკეთებ ამას? ხომ შეგეძლო უბრალოდ გეკითხა? თავი გადახარა და ისე დამაკვირდა.
-ასეთი რაღაცეებით ყველა იხიბლება, მაგრამ შენ აშკარად არა. მომწონს. თავისთვი თქვა ჩურჩულით მაგრამ მე გავიგონე.ორივემ კრევეტების სალათი და შოკოლასის ნამცხვარი შევუკვეთეთ. გამიკვირდა რომ დაემთხვა. -ღვინოს დალევ?
-არა, არ ვსვავ.
-საერთოდ? რატომ?
-მალე მეკიდება. ერთ ჭიქაში. გაეცინა.
-არ მითხრა რომ მთვრალი, იგინები და მეზობლებს თვლი. ორივეს გაგვეცინა. მერე პაუზა იყო როგორც ყოველთვი ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.მიმტანმა დაგვირღვია იდილია. უნდა ავღნიუშნო რომ აბელი ძალიან თავაზიანი იყო ყველას მიმართ. ამან ძალიან გამაკვირვა. ქართველი კაცების უმეტესებას, თან ასეთი მონაცემებით მსგავსი რამეები არ სჩვევია.
-არქიტექტორობა რატომ გადაწყვიტე?
-არ ვიცი უბრალოდ ლამაზი სახლები ყოველთვის მომწონდა, თან მთელი ბავშვობა მაინტერესებდა სხვის სახლებში რა ხდებოდა, როგორ ცხოვრობდნენ, ვინმე თუ უყვარდათ სძულდათ..
-საინტერესოა.უცნაური ხარ. შენი ნახატი ვნახე.
-როდის?
-მეორე დღეს. იმ დღის მერე. ხომ გახსოვს? თავი დავუქნიე. -ძალიან ლამაზი იყო. დიდი ემოცია მოდიოდა, არ მეგონა ასეთი ნიჭიერი თუ იყავი.
-მადლობა.
-მე ცივი და სასტიკი მგონნიხარ, მკვახე მკვახე გამონათქვამებით, შენ კიდევ მგრძნნობიარე და ნაზი ყოფილხარ.
-ძალიანაც ნუ დაირწმუნებ თავს ამ ყველაფერში. გამიცინა და თავი ისევ გვერძე გადახარა. -შენ რას აკეთებ?
-სასტუმრო გვაქვს რამოდენიმე და მამული საფრანგეთში, ოღონდ ჯერ რთულადაა მანდ საქმე. ბიზნეს სკოლაში ვსწავლობდი. საფრანგეთში, სორბონში, ხელოვნების ისტორია ავირჩიე დამატებით საგნად. მე გამეღიმა.მიყვარს მხატვრობა, ქანდაკება, მაგრამ შენსავით გრძნობით ვერ ვსაუბრობ კლიმტზე.ისევ სიჩუმე. -ყველაზე მეტად რა გინდა ცხოვრებაში. ისეთი სერიოზული იყო.
-არ ვიცი, დიდად არ დავფიქრებულვარ ამ საკითხზე, ჯერ ახალგაზრდა ვარ დაა..-ალბათ ყველა იმ ოცნების ახდენა რაც გეგმაში მაქვს.
-და რაზე ოცნებობ თუ საიდუმლო არაა.
-მხოლოდ ერთს გეტყვი, მინდა რომ პროფესიულად ბევრად წინ წავიდე. ამ ეტაპზე მხოლოდ ამაზე ვზრუნავ.
-და უეცრად დატეხილ მოულოდნელობებს არ ითვალისწინებ ხოლმე მაგ შენს გეგმებში?
-არავითარი მოულოდნელობა არ არსებობს. თუ იარსებებს როგორმე მოვაგვარებ. რაღაც გულჩამწყდარმა გაიღიმა. არ მჯერა ვუყვარვარ? არაა რა სისულელეებზე ვფიქრობ. რაღაც სხვაშია საქმე. მასზე არ უნდა დავდნე! კიდევ ერთხელ გავაფრთხილე თავი.
-ყველას ასე ჰგონია რომ სიტუაციას მართავს, მაგრამ სწორედ იმ დროს ეცლებათ სადავეები ხელიდან როცა ყველაზე ნაკლებად ელიან.მიხვდა რომ დავიძაბე. მეკი მივხვდი რომ რაღაცას ძალიან ნელა და მოხერხებულად მაპარებდა.- დაბადების დღე როდის გაქვს.
-აგვისტოში. 15 აგვისტოს. შენ?
-5 მოემბერს. მორიელი ასეც ვფიქრობდი.-ზოდიაქოთი ვერ ვეწყობით. ორივე გაგვეცინა. -არაუშავს, მთავი ხომ ურთიერთგაგებაა.
-რომელიც ვერ გავარკვიე გვაქვს თუ არა. უკვე ათი საათი იყო. ღმერთო სამი საათი ისე გავიდა ვერაფერი გავიგეთ. -უნდა წავიდე.
-ადრეა არაა?
-არაა. ხვალ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს.
-კარგი. ანგარიში გაასწორა. რამოდენიმე წუთში უკვე მანქანაში ვისხედით. -სად მიდიხარ. ბებიაშენთან წაგიყვანო?
-კარგი წამიყვანე. არ ვაპირებდი იქ წასვლას მაგრამ სახლამდე თავს ვერ მივაყვანიებდი. ღმერთო შემჭამდნენ ალბათ. კიდევ კარგი იქაც მქონდა ტანსაცმელი, თორემ ხვალაც ამ კაბით რომ მივსულიყავი ანდრეა ალბათ თავს ჩამოიკიდებდა. მანქანაში დამის წამთვლიმა, სითბომ და დაღლილობამ მაინც თავისი ქნა, მაქსიმალურად ყოჩაღად დავიჭირე თავი. არ მინდოდა ჩამძინებოდა.
-მოვედით. ჩურჩულით თქვა. მანქანა დააპარკინდა და სადარბაზოს კართან შედგა, კოდი სწრაფას აკრიფა და უზარმაზარი კარი გამოაღო ჯერ მე შემატარა, თვითონაც უკან მომყვა. ლიფტში ვიღაცას ნათურა გაეტეხა. ესღა მაკლდა, ცალკე ლიფტის და ცალკე სიბნელის მეშინოდა, ეხლა კი ორივე ერთად მაქვს.
-მე მეშინია და ფეხიღ ავალ.
-კარგი აქ არ ვარ რამ შეგაშინა. ტელეფონით გავანათოთ. აბა ექვსი საერთულის ფეხით გავლას ეხუმრები. მართალი იყო. ლიფტი გამოვიძახეთ და ჩაბნელებულ კაბინაში შევედით. მესამე სართულზე გაიჭედა.
-ყველაფერი შენი ბრალია, ეხლა რა უნდა ვქნათ, რა გინდოდა ხომ მივდიოდი ფეხით.
-კარგი დამშვიდდი, ასე იჭედება ხოლმე რამ გადაგრია. ზურგი ვაქციე და კარს მივაჩერდი.
თვითონ ჩუმად ქირქილებდა. -იცი რა საყვარელი იყავი. დავეჯღანე და ისევ ადგილს დავუბრუნდი. ცოტა ხანს ისევ ჩუმად იყო. -გეტრის სათავე ჩამოგცურებია დაბლა. ეტყობა რეხინმა უმტყუნა.
-ფანტაზიებში ნუ გადაეშვები.
-წარმოუდგენელია არ გადაეშვა. ფეხზე დავიხედე. გეტრის სათავე კაბის ბოლოსთან იყო ჩამოსული. ღმერთო არადა სულ ახალია, ასე როგორ მოეშვა. -გაისწორე.
-არ ვაპირებ შენი სექსუალი ფანტაზიები უფრო გავაღვივო.
-ისედაც საკმაოდა გაღვივებული. მოულოდნელად ლიფტი დაიძრა და ჩვენ სართულზე გაიღო. საბედნიეროდ. -ღამემშვიდობისა ტკბილო. ლოყაზე ნაზად მაკოცა და უკან დაიწია. შემდეგში გეტრებს მიხედე. უნებურად გამეღიმა. კიდევ დაიწია და ფოსოზე მაკოცა. კარზე დავაკაკუნე. კარი ბებომ გამიღო.
-ანი შენ ხარ საყვარელო.მე თავი დავუქნიე. სად იყავი ასე გვიან.
-გოგოებთან ერთად. კაფეში. ვიცრუე, არ მომწონდა მაგრამ არც ის მინდოდა აბელზე გაეგოთ.
-რამდენი ხანია შენი გოგოები არ მინახავს. ერთხელ მოიცალეთ და მოდით. თქვენ საყვარელ ნამცხვარს გავაკეთებ.
-კარგი ბე. ბებომ სამეზობლოს ამბები მომიყვა, ცოა ვილაპარაკეთ და ორივეს სავარძელზე მიგვეძინა. შუაამეს გამეღვიძა ბებოც შევაღვიძე და საწოლებსი მოვთავსდით. აბელის მესიჯი იყო.
-გძინავს.
-ეხლა გამეღვიძა. შენ რატომ გღვიძავს ამ დროს.
-ვერ ვიძინებ.
-რამე გაწუხებს?
-ისევ შენ გეტრზე ვფიქრობ. იდიოტი. მაღვიძარის დრო დავაყენე. ტელეფონიც გავთიშე და მეც გავითიშე.
სამსახურში ისევ უამრავი საქმე იყო. იქ ანდრეა მიბურღავდა ტვინს. სახლში დედაჩემი და თათა. მართლა მინდოდა გაქცევა. მხოლოდ აბელთან ვდუნდებოდი. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ბუნებრივი გახდა. აპრილიც ილეოდა ჩვენ შეხვედრებს მოვიმატეთ, რამდენჯერმე უხასიათობის გამო ვუთხარი უარი, არ მოეწონა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მაინც არ მინდოდა ღრმად შემეტოპა, არ ჩანდა ის ტიპი რომელიც ერთ ქალთან გაჩერდება, მე კიდევ რომ შემყვარებოდა და მივეტოვებინე ალბათ გავნადგურდებოდი, ამიტომ ჯერ მხოლოდ ვაკვირდებოდი, სულ მოულოდნელ შემოთავაზებებზე და ცხოვრების უცნაურობაზე მასაუბრებოდა. აი ეს კი ძალიან მაკვირვებდა. რაღაცაზე მიმანიშნებდა? არ ვიცი მაგრამ მე ვერ ვიგებდი ვერაფერს..
ზუსტად მახსოვს ის კვირა დღე. გარეთ საშინლად წვიმდა. როგორც იქნა ხატვისთვის მოვიცალე, მისმა ზარმა გამაწყვეტინა მუშაობა. ანერვიულებული ჩანდა. მთხოვა ხვალ საღამოს მასთან მივსულიყავი სახლში. რაღაც ძალიან სერიოზულზე უნდა გვესაუბრა.. ამ სიტყვების შემდეგ ვერაფერს დავუდე გული. რა უნდა ეთქვა ასეთი სერიოზული, მე არც მისი მეგობარი ვიყავი, არც მისი შეყვარებული რომ ჩემთვის რამე მნიშვნელოვანი გაენდო ჩემთვის. ანდაც სახლში რატომ მიბარებს სადმე სხვაგან ვერ ვილაპარაკებდით. არაუშავს ამაზე არ ვღელავდი დიდად. ჩემები იქვე იყვნეე, თან არამგონია მაინცდამაინც ჩემზე იძალადოს ეგეთი დაუკმაყოფილებელი ნამდვილად არ ჩანდა. ეს სულელური ფიქრები თავიდან მოვიშორე და ისევ იმაზე ფიქრს დავუბრნდი თუ რა იყო ასეთი, სერიოზული და მნიშვნელოვანი, რომ ჩემთვის უნდა ეთქვა თან ასე აღელვებდა. თანაც ძილს უფრთხობდა მასაც და მეც. მეს ცოდნა ამ ყველაფრის მე კი არცოდნა...


ესეც ახალი თავი. მიხარი რომ მოგწონთ. წინასთან შედარებით პატარაა მაგრამ შემდეგი უფრო მოცულობით იქნება. აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები. <3



№1 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან დამაინტერესა აბელის სათქმელმაა ვხვდებოდი რაღაცის რომ მალავდა იმედია ეს მათ ურთიერთობას არ აურევს მოკლედ ველოდები შემდეგი თაავს❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილუ

იმედია კიდევ რამდენიმე დღე არ მოგვიწევს ლოდინი...
დამაინტრიგებელი თავი იყო....
საოცარია, კარგია,❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგია...

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

ვაუ ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა იმედია მალ მალე დადებ ხოოო

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

მესამე თავი ვერ ვნახე არ მიგდება და როგოე ვნახო?

ძალიან მომწონს და საინტერესოდ მიდის..ცოდა უფრო დიდი თავები რომ იყოს ბევრად კარგი იქნება..იმედია მალე დადებ შემდეგ თავს..და ამდენი ლოდინი არ დაგვჭირდდება..

 


№6 სტუმარი ana

როდის დადებ უკვე რამდენი დღეა ველოდები

 


№7  offline წევრი khatia khatia

კაია ძაააანნნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№8 სტუმარი ნაირა

ძალიან კარგია ????????????????????????????????მაგრამ მესამე თავი ვერ ვიპოვეე????

 


№9 სტუმარი mariami

ნაირა
ძალიან კარგია ????????????????????????????????მაგრამ მესამე თავი ვერ ვიპოვეე????

ვერც მე ვიპოვნე ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent