შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

27 შაბათი (1 თავი)


16-06-2016, 22:42
ავტორი luza
ნანახია 1 548

უნივერსიტეტიდან რომ ჩამოდიხარ , გზად ერთი მოსახვევია. მანდ სულ ყავილები იყიდება, ფერადები და უსაზღვროდ ლამაზები. თითქოს რა, უბრალოდ მცენარეები , მაგრამ მე ისე მაბედნიერებენ ხოლმე , რომ მათ გარესე რ შემიძლია. სამი წელია ვსწავლობ უკვე და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე ყიდვა, ხან რა საქმე მაქვს ხან რა და მათთან ვერ შევჩერდი ორიდე წუთით.
როგორც წესი მედიცინის სტუდენტები შაბათობითაც ვსწავლობთ.
დღესაც შაბათია, 2 ზე დავამთავრე ლექციები, ერთი სული მაქვს სახლამდე მივაღწიო. ვიფიქრე 73-ს გავყვები და მალე მივალტქო მაგრამ გადავიფიქრე. ჩავუყევი ქვევით გზას, ყურსასმენები მოვირგე და როგორც ყოველთვის ჩემი მელოდრამული მუსიკის ფონზე სრულიად უაზრო ინტერესებით განვაგრძე სვლა. ფეხებმა მათთან მიმიყვანა, ჩემი ლამაზი ყვავილები, ისევ ისე, ბევრნი და ფერადები იყვნენ. გამიხარდა მათი ნახვა, უცებ მზეც კი უფრო თბილი მომეჩვენა.ვიდექი და ვუყურებდი, არ მინდოდა წასვლა, არც ფული მქონდა რომ მეყიდა, და ასე გზის მეორე მხარეს ხის ძირში დიდ ქვაზე ვიჯექი და ვუყურებდი მათ. არ მახსოსვ რამდენ ხანს გასტანა ამ იდილიამ. დრო ისე გამეპარა ვერც კი მივხვდი რომ მოსაღამოვდა. ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე და საათს დავხედე 6-ის ნახევარ იყო. ვააახ გავიფიქრე და ცოტა ხმამაღლადაც ეტყობა, რადგანაც იმავე წამს გავიგონე ხმა, რომელიც კითხვის ნიშნებით სავსე ტონით მომმართავდა: ბატონოო?! გავხედე, ასე 30 წლამდე მამაკაცი იდგა ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით და მიყურებდა.სწრაფად მოვიხსენი ყურსასმენები და მისკენ მივბრუნდი.
-არა , არა თქვენ არააფერი, უბრალოდ ჩემთვის გავიფიქრე რაღაც, უკაცრავად.
-აჰ, კარგით.
ჩემსკენ აღარ გამოუხედავს, მიტრიალდა, მანქანას ჩაჰკირკიტებდა, ეტყობა გაფუჭდა , ქვებარდიურზე ჰყავდა შეყენებული. ახლა შევნიშნე რომ სულ მოტხვრილი იყო, თეთრ პერანგზე შავი და ყვითელი ლაქები დამჩნეოდა და დიდის ამბით ატრიალებდა მანქანის რაღაც ნაწილს. ავდექი, ჩანთა გადავიკიდე და წამოვედი.
გაჩერებამდე გამოვედი, ტაბლოს რომ ავხედე სახე მომეღრიცა, 21-ს 10 წუთი ეწერა. ძალიან კი მეზარებოდა მაგრამ რაღას ვიზამდი. ჩამოვჯექი და უაზროდ დავიწყე გარემოს თვალიერება. არა მაინც რამდენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს შეხვდები რა. ზოგი სწრაფი ნაბიჯით მიიკვლევდა გზას, არავის და არაფერს ზედ რომ არ უყურებდა ისე, ზოგიც ტელეფონში ჩამძვრალი ნელ-ნელა და სახეზე უაზრო ღიმილით მოძრაობდა. ამასობაში გვერდით მოხუცი ქალბატონი მომიჯდა, ჩანთაში რაღაცას ეძებდა და ვერაფრით პოულობდა, თან რარაცეებს ბუტბუტებდა , გამეცინა, გაოცებულმა გამომხედა, შემრცხვა და ეგრევე სხვა მხარეს გავიხედე. გავიხედე და ჩვენი "ხელოსანი" შემრჩა ხელთ. ეტყობა ვერ შეაკეთა მანქანა. მანაც შემნიშნა, ერთი ამაყოლა თვალი და შეტრიალდა. დეგენერატი-გავიფიქრე რატომღაც, არ მომეწონა .



№1  offline წევრი მოლურჯო

ვერაფერი ვერ გავიგე
ცოტა დიდი თავები
ნაკლები შეცდომა
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent