შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი ბედნიერება {3 თავი}


26-04-2018, 00:37
ავტორი Avrora-Gallagher
ნანახია 1 755

გული საშინლად ამეწვა, მაგრამ ისიც ხომ კარგად ვიცოდი რომ, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებდა. მაგრამ ანამარია ყველაფრის თავი და თავი შენ ხარ, შენ მიუშვი გულთან ესე ახლოს, ამიტომ შენივე ბრალია...
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კი ვერც გამეგო რას ვაკეთებდი, გაუჩერებლად ვტიროდი, სანამ ნენე არ მოვიდა.
-ანამარია! ეს რაგჭირს?! რადღეში ხარ?!.
-არაფერი მკითხო! საერთოდ არაფერი!.
-კარგი, დაწყნარდი, წამომყევი სახლში წავიდეთ.
-გთხოვ მალე, მალე წავიდეთ. ვეუბნები და ცრემლებს ვიმშრალებ, რადგან არ მინდოდა ვინმეს შევრმჩნიე, აცრემლიანებული თვალებით.
უკვე წვეულებაც დამთავრებული იყო და ყველანი სახლში წამოვედით. მისვლის თანავე, ტანსაცმელი გავიხადე და სააბაზანოში შევედი. ცივი წყლის ქვეშ დავდექი. ყველა დარდი და ემოცია წყალს გავატანე. სააბაზანოდან გამოვედი და საწოლზე თავით დავემხვე, მწარედ ავქვითინდი, არა მარტო ალექსზე! არამედ ნათიაზეც და დათაზეც. ეს ყველაფერი ერთად მაღრჩობდა, მაგრამ არც ესეთი სუსტი ვარ. გადავწყვიტე არავისზე და არაფერზე არ მეფიქრა. თუმცა ალექსსაც რას ვერჩი, მას არანაირი გრძნობა არააქვს ჩემს მიმართ და რის გაკეთებას ელოდების მისგან ანამარია! ვფიქრობ ჩემთვის. მოსახერხებელ პოზაში ვწვები და ვცდილობ როგორმე დავიძინო.
დილით ტელეფონზე ზარის ხმამ გამაღვიძა, ნენე რეკავდა.
-ანამარია, რაშვები? ხომ არ გაგაღვიძე?
-არა! რასამბობ...ნორმალურად, შენ რასშვები?
-რავი არაფერს, გუშინდელის მერე მაინტერესებდა როგორ იყავი.
-ჰო, ეგ არაფერი, შევეშვათ მაგ თემას. შენ არ მოხვალ დღეს?
-აუ, შენ მოდი რა, მიდი მიდი გთხოვ.. მეხვეწება ნენე.
-კარგი, დიდი სიამოვნებით. ვეუბნები, ტელეფონს ვთიშავ და საწოლიდან ვდგები.
ტანსაცმელს ვიცვამ და თან ვემზადები ნენესთან წასასვლელად, რადგან მერე მომზადება მეზარებოდა. საწოლს ვალაგებ და ოთახიდან გავდივარ. ლიზი სახლში არიყო, ალბათ უკვე წავიდა სამსახურში, ვიფიქრე და სამზარეულოში გავედი. სალათი გავაკეთე და დაგემოვნებას შევუდექი. როდესაც ჭამას მოვრჩი პირველი საათი იყო დაწყებული. ფეხზე ჩავიცვი, ტელეფონი ავიღე, სახლის კარები დავკეტე და ნენეს სახლისაკენ ავიღე გეზი. ჩემი სახლიდან მის სახლამდე მანძილი ძალიან ცოტა იყო. ნენესთან მისვლა სულ მიხაროდა, რადგან თამრიკო დეიდა," ნენეს დედა" , ძალიან თბილი ქალია. მამა კი საფრანგეთში ყავს, გარკვეული საქმის გამო. ნენესთან მალევე მივედი კარზე ზარი დავრეკე, როცა ნენემ დამინახა და სიხარულისგან შემომახტა, რის შემდეგაც ორივე ერთად მოვხვდით იატაკზე გაწოლილები.
ფეხზე ავდექით ჯობია, აბა ესეთი გაშხლართულები იატაკზე რამდენ ხანს ვიქნებით. ვდგები და თან ვიძახი;
-ვაი ნეკნები, მემგონი ჩამიმტვრიე. ვუბრუნდები ნენეს და სახეს ვუმანჭავ.
-ოჰ, ქალბატონო, არაუშავს. ეგ რა არის.. ახლა ისეთი ამბავი მაქ მოსაყოლიი, ნეტა იცოდე რა.
-ნენე, თქვი დროზე.
-მიშო...
-ჰო,რა თქვი!
-ლიზიმ რომ მომიყვანა სახლში. კარები როდესაც გავაღეე დაააა..,
-ნენე მოგკლავ!
-კარგი კარგი.. მოკლედ კარები გავაღე და ვარდების თაიგული დამხვდა. მასში კონვერტი იყო ჩადებული, უეცრად დავწვდი კონვერტს.. სიყვარულით მიშოსგან.. ეს ეწერა ადგილზე გავშრი. მაგრამ მე ვინ ვგონივარ, ესე ადვილად შევურიგდები რადგანაც ვარდები მაჩუქაა?? სულაც არა.
-ნენე შენს ადგილზე რომ ვიყო, მაგ ვარდებს უკან მივუტანდი და გულზე დავადებდი. ვეუბნები ნენეს და მონსტრის სახეს იღებს.
-ჯანდაბას მიშო რა!
-ჯანდაბას. ნენეს ვუყურებ და ჩემთვის მეცინება, რადგან ცდილობს რომ გრძნობები დამალოს. მაგრამ მე ხო ვიცი რომ, მას მიშო სიგიჟემდე უყვარს.
-ანამარია, რაიმე ფილმს უყუროთ, გინდა?
-კიკი. ჩართე რაიმე ახალი რაც მე არვიცი. ვეუბნები და თან ნენეს ტელეფონი რეკავს.
-ჰო ალექს გისმენ...კი მცალია როგორ არა... მოდი.. ამბობს და ტელეფონს თიშავს. სახელი ალექსის გაგონებაზე კი ათასმა აზრმა გამირბინა თავში.
-ნენე რა უნდოდა ალექს?
-რა და ბავშვებს შეკრება გვინდა რაღაც საქმესთან დაკავშირებითო და დავილაპარაკოთ თუ გეცლებაო.
-ანუ აქ მოვაა??
-კი.
-და ახლა?
-ანამარია, რადაგემართა! ჰო აქმოვა. მეუბნება ნენე გაბრაზებული.
-კარგი, მე წავედი! ვეუბნები და კარებისკენ მივდივარ.
-ანამარია, სად მიდიხარ გადაირიე?
-კარგი რა, ახლა ალექსანდრეს ნახვა საერთოდ არ მაწყობს.
-ჩემი ხათრით, გთხოვ და ცოტახანში წადი, ა კაი?
-იცოდე მხოლოდ შენს გამო. ვეუბნები და თბილად ვუღიმი. კარებზე ვიღაცამ ზარი დარეკა, ნენე უეცრად მოწყდა ადგილს და კარების გასაღებად წავიდა.
-მოდი ალექს, გეგა, შემოდით.. გეგა ნენეს ამხანაგი იყო..
-აბა რაშვები ნენე? ეკითხება ალესანდრე.
-რავი, მოვიწყინე მარტო ყოფნით, ანამარია რომ არა არვიცი რაა, ალბათ გავგიჟდებოდი.
-ანამარია, აქ არის?. ეკითხება გეგა. უეცრად ნენეს აღარ დავაცადე სიტყვის თქმა და გეგას ვუთხარი:
-გამარჯობა ბიჭებო.
-პრივეტ.მეუბნება ალექსი. მისი ხმის გაგონებაზე უცნაურად შევიშმუშნე და მათთან ერთად დავჯექი. ალექსი ყურადღებასც კი არ მაქცევდა. ერთხელაც კი არ გამოუხედავს ჩემსკენ. მთელი ამ დროის განმავლობაში თავიანთ საქმეზე საუბრობდნენ. მე კი ჩემთვის ჩუმათ ვიყავი და მათ ვუსმენდი. თავი იქ ზედმეტად ვიგრძენი. ავდექი და ვთქვი:
-ნენე კარგად. ჩემი წასვლის დროა. კარგად. დავემშვიდობე და ალექსიც ამყვა.
-ნენე ჩვენც წავალთ, კარგად იყავი , კარგად.. ეუბნება ალექსანდრე და გეგა.
სახლიდან გავედი, უკვე ღამე იყო, ქუჩაში ბიჭები იყვნენ, მაგრამ მათკენ საერთოდ არ გამიხედია, ჩემთვის წყნარად მოვდიოდი, სანამ ფეხის ხმა არ გავიგონე. მივხვდი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა, შემეშინდა და ფეხს ავუჩქარე, მანაც აუჩქარა მკლავში მწვდა და მისკენ მიმინრუნა. ხელში ალექსანდრე შემრჩა.
-ანამარია! შეგეშინდა?
-კი, შემაშინე! ვუბღვირე და ხელი გავაშვებინე.
-და ასე რატო მიბრაზდები? მეუბნება და გვერძე ლოყას ტეხავს, რაზეც ჭკუა მეკეტება.
-ალექსანდრე, რას ელოდები ჩემგან? ვიცი ჩემთან რა ურთიერთობაც გინდა, მაგრამ მაგ გოგოების კატეგორიაში არ შევდივარ, გაიგე. ბოლო ხმაზე ვყვირივარ, რაზეც მას ეცინება, მე კი ლამისაა და მოვკვდე.
-ანამარია, ეგრე თუ ფიქრობ ძალიან ცდები. მეუბნება და ახლოს იწევა ჩემთან.
-იცი რას გეტყვი? წადი ახლა შენს გოგოსთან.. და მე თავი დამანებე.
-რაა?
-ჰო რაიყო? გაგიკვირდა? რავი გუშინ კარგად კოცნიდი?..
-შენ რა ეჭვიანობ?. მეუბნება და ლოყაზე მკოცნის, რაზეც მთელი სიბრაზე მავიწყდება. ყურადგება მასზე გადამაქვს. წასვლა დავაპირე, უეცრად მაჯაში მწვდა, და მისკენ მიმიბრუნა.
-რაიმეს გრძნობ ჩემს მიმართ?
-არაფერს, უბრალოდ ერთი აუტანელი პიროვნება ხარ და მორჩა. ვეუბნები და მეორე ლოყაზეც მკოცნის. რაზეც მას ეცინება, რადგან სულ ავწითლდი. მემშვიდობება და მიდის...



№1 სტუმარი leverii

kargia personajebi momwons????????veli gagrdzelebas

 


№2  offline წევრი Avrora-Gallagher

leverii
kargia personajebi momwons????????veli gagrdzelebas


მადლობაა❤️❤️

 


№3 სტუმარი მარიეტა

ეს რა იყოოო რაა :** მომდევნო მინდა :**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent