მარგიანის სასტავი. (1)
ხომ იცით ყველა სკოლასა თუ უნივერსიტეტში იხილავ სასტავს , რომელზეც მთელი სკოლა/უნივერსიტეტი აფანატებს. სასტავები რაღაც დამახასიათებელი ნიშნით ყოველთვის განსხვავდებიან ერთმანეთისგან, აი მაგალითად გეტყვით კატეგორიებს როგორი თავშიავარდნილი სასტავი შეიძლება იხილოთ: 1.სულ ჩხუბზე, რომ არიან და ხანდახან მოწყენილობისგან ერთმანეთსაც , რომ ცემენ. 2.სიტყვით , რომ ილანძღებიან და საქმე-საქმეზე, რომ მივა გარბიან. 3.მამიკოს მდიდარი ბიჭები თავიანთ სიდებილეს "საყვარლად", რომ იყენებენ და გოგოებს ცოცხლად კლავენ თავიანთი სიმპაწიურობით. 4.ბიჭები, რომლებიც სხვებს ჩაგრავენ. მხოლოდ მათ ვისაც ერევიან. ჰო, ეს 4 კატეგორია ახლა გამახსენდა თორემ ბევრად მეტია კიდევ და კიდევ ერთი , მთავარი პოპულარული სასტავის კატეგორიაა, ისეთნი როგორნიც არიან ჩემს უნივერსიტეტში: მარგიანის სასტავი. 4 ბიჭი-ოთხივე საოცრად სიმპატიური, გამორჩეული მსოფლიო მხედველობით, ბიჭები რომლებიც არ იწევენ მაშინვე საჩხუბრად-ბიჭები რომლებიც სიტყვით აგვარებენ და არა იმიტომ, რომ ძლიერები არ არიან, არა პირიქით უბრალოდ მოწინააღმდეგეებს ინდობენ და მხოლოდ მაშინ მიმართავენ ფიზიკურ ძალას თუ საქმე სერიოზულ დონემდე მივა.ბიჭები რომლებსაც არ რცხვენიათ იყვნენ განათლებულები და ოთხივე საოცარი გონებით გამოირჩევა. ბიჭები, რომლებსაც არ ეშლებათ ზრდილობა-ჯენტლმენობის წესები , ბიჭები რომელთა დანახვაზეც ყველა გოგოს გულყრა ემართება და კაპლს საჭიროებს, ნუ მოკლედ ნამდვილად კარგი ბიჭები! ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეგი კიკნაძე, ანდრია მატაბელი, სანდრო წიკლაური და..ჰო, ალბათ მიხვდით , რომ ბოლო ლუკმად მათე მარგიანი შემოვინახე. ერთადერთი სვანი სასტავიდან, რომელიც ყველაზე მეტად იზიდავს გოგონებს , საოცრად დასტოინი, სიმპატიური, ძალიან განათლებული და მოკლედ..აი ხომ იცით თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცებს , რომ ელიან გოგონები? მალე თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს კი არა რეინჯ როვერზე ამხედრებულ მათე მარგიანს ინატრებენ . მოკლედ ეს 4 საოცარი ბიჭი და უნივერსიტეტის მილიონი გოგო ერთმანეთს ვერ ეწყობიან. გოგონები დასდევენ, რომელიმე ბიჭმა თუ გაუღიმა ეგრევე ექთანთან ჩაყავთ ისეთ დღეში ვარდებიან..არც ანდრიას, არც მათეს , არც სანდროსა და არც გეგის სრულიად არ აინტერესებთ გოგონები, რომლებიც ხანდახან მართლა დამშეულ ლეკვებს მოგაგონებენ. წეღან გითხარით და აღვნიშნე ყველა გოგოს ეს 4 ბიჭი მოწონს , როგორც უნივერსიტეტისა და ამ გოგოებისათვის მსოფლიოს ყველაზე სიმპატიური ოთხეული. მოგატყუეთ, ყველა გოგოს არა. არსებობს ერთი გოგონა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს ოთხეული, იმდენად არ აინტერესებს, რომ მათ ,რომ ხედავს ლამისაა უნივერსიტეტიდან გაიქცეს , რომ აკიდებულ გოგოებს და დამშეულ თვალებს გასცდეს. გაიცანით, სალი წულუკიანი. *** ზედგენიძის ლექცია გვქონდა და როგორც ყოველთვის ვუსმენდით წარდგენილი პროექტების დებილურ ისტორიებს, რომლებიც ჩემი აზრით, არავის აინტერესებდა რადგან უკვე მეათასეჯერ ხელ-ახლა წარვადგინეთ ტექნიკური ხარვეზების გამო! მაგიდის ქვეშ ტელეფონს ვმალავ და ნინას ვწერ შეტყობინებას. "პოსტ სემინარზე მოდი თორემ წიკლაურს მოგიგზავნი იცოდე!" ჰო, ალბათ მოტვინეთ, რომ ჩემს დაქალ ნინას სანდრო წიკლაური მოწონს. არა , განა რამეს ვერჩი? არ არიან ცუდი ბიჭები უბრალოდ მოსაბეზრებელია უნივერსიტეტში მათ გარდა არაფერზე , რომ არ საუბრობენ. "მაგან , რომ მომაკითხოს მერე პატარას წავიმაიმუნებთ და საერთოდ აღარ მოვალთ უნიში" ჰო, რას ველოდი ამ შტერისგან?! პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი აუდიტორიის კარი, რომ გაიღო და ჰოი! ჰო,ჰო რაც იფიქრეთ ზუსტად ეგაა. -უი, მათე , როგორ ხარ? სერიოზულად?! შეეენც ზედგენიძე?! მასწავლებლებიც თვალებს უჟუჟუნებენ! შემოდის თუ არა ყველა გოგო პოზას იცვლის და მერხზე ჩამოდებულ ჩაძინებულ თავებს მაღლა სწევენ, თმებს ისწორებენ და ისე იწყებენ მოქცევას , რომ მარგიანის ყურადღება ზედგენიძიდან მათზე გადაიტანონ. ფუ, რა საზიზღრობაა, იქცევიან ისე როგორებიც არ არიან სინამდვილეში მხოლოდ იმიტომ , რომ ამ ბიჭმა უბრალოდ გაუღიმოს! თვალებს ვატრიალებ და ტელეფონს ვუბრუნდები. "სიყვ, იცი ახლა ვინ შემოაღო აუდიტორიის კარები?" აქამდე ნელა მპასუხობდა და როგორც კი მიხვდა , რომ საქმე ოთხეულიდან რომელიმეს ეხებოდა მომწერა მაშინვე! "უეჭ სანდრომ ჰო?" "ნწუ, მარგიანმა." "მიდი მერე ქალო, მიაქციე ყურადღება მე რას მწერ" "არა იყოს, გოგოები საკმაოდ აქცევენ ყურადღებას, ლამისაა დავტოვო ლექცია, უბრალოდ მერე ისე გამოვა , თითქოს თურქული დრამა მოვაწყე" "გვეარა ვენერას ლექციებზე და გვასწავლიდა როგორ არ უნდა დაგვეფრთხო ბიჭი!" "გაგიჟდი გოგო? დაფრთხეს ერთი ამისიც, რად მინდა?!" "წავედი, მეძინება. სანდრო რო შემოვა მერე გამაღვიძე" ისევ მიმატოვა! ჰო, პრინციპში რა მანერვიულებს ? მე მაინც არ შემომხედავს მარგიანი ამდენი გოგოა და ამდენი ეპრანჭება და რაღა ჩემსკენ გამოყოფს თავის ?! ჰო, კი ვანგად არ გამოვდგები, ავწიე თავი და პირდაპირ მაგის თვალებს შევეჩეხე. თვალები მობეზრებულად ავატრიალე და ისევ ტელეფონს მივუბრუნდი. -მათე, სადაც გინდა იქ დაჯექი,-ეუბნება ზედგენიძე და ხელში ადნება , არა კაცო გარდატეხის ასაკში ჰორმონების მოზღვავება და რამე მესმის , მაგრამ ეს ქალი ლამის 80 წლისაა და რაღა დროს ამის გორმონებია?! მარგიანი თავს ქინდრავს, ჩუმად ხითხითებს(აჰა! დამართა გოგოებს გულის პრანჭვები!) და მე მიჯდება გვერდით, მე! -გამარჯობა,-მესალმება და მიღიმის. ოჰო, გენაცვა 32ივე კბილში! მომინდომა აქ ჰოლივუდის ღიმილი. -გამარჯობა,-ვეუბნები ძალიან ჩვეულებრივად, თითქოს ახლა ყველა ჩვენსკენ არ იყურებოდესო და პროექტს ვუყურებ. -შენი თმა და ლოყები სხვათაშორის ერთი ფერისაა,-ისევ ჭიხვინებს?! -მაჩვების დანახვაზე იცის ხოლმე გაწითლება ლოყებმა და თმები შეიძლება ბუნებრივია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყავისფერი , რომც იყოს მაინც გაწითლდებოდა.-გაბუსხული ვპასუხობ და ნინას ვწერ. "ფეხებზე , შენი მომავალი შეყვარებულის ძმაკაცი ჩემი ძმაკაცი არ არის!" ესეცჩემი ნაჯღაპნი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.