შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეიხის გოგო10


27-04-2018, 12:57
ავტორი qari
ნანახია 3 678

საშინლად დაღლილს მეღვიძება,თავის ტკივილი მკლავს.როგორღაც ლოგინში ვჯდები და თავზე ვიჭერ ხელებს რომ იქნებ რამენაირად შევიმსუბუქო ტკივილი.ოთახს თვალს ვალვლებ.საკმაოდ დიდი და მდიდრულად მოწყობილია თუმცა ვერ ვცნობ აქაურობას...გონებას ვძაბავ და იმ ყველაფერს ვიხსენებ რაც თავს გადამხდა,თუმცა რამდენი დროა გასული არ ვიცი.შეშინებული ვდგები დაკარებს ვვარდები მაგრამ დაკეტილია.სასოწარკვეთა მიბყრობს და ბოლო ხმამდე ვიწყებ ყვირილს რომ აქედან გამომიშვან.ყვირილი ხავილში გადამდის...საკმაოდ დიდი ხანია ვყვირი მაგრამ არავინ მოდის.ან იქნებ ასეც სჯობდეს?მააქვს კი ამ ბოლოდტოინდელი,მოვლენების მერე,იმის ძალა რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდე?საკუთარ თავში რწმენას ვეძებ...მინდა იმის დასტური რომ, მე,ეს,შემიძლია,მაგრამ, საპასუხოდ ვერაფერს ვიღებ.იქვე კარებთან ვეშვები ძირს და უაზრო ტირილს ვიწყებ.ნეტა სავაშმა თუ იცის უკვე?მიპოვის?ან საერთოდ რა უნდათ ჩემგან?!ღმერთო როგორ დავიღალე ამ ყველაფრით!აღარ შემწევს ძალა რომ ამ ყველაფერს უბრალოდ გავუძლო....
სხეულის საშინელი ტკივილი მაღვიძებს.ოთაღს თვალს ვავლებ.ჯანდაბა!ისევ აქ ვარ.იატაკზე ჩამძინებია.სხეულის ყველა წერტილი მწიწკნის.თავს როგორღაც ვაიძულებ დაბუჟებულ სხეულს როგორღაც ვერევი და ფეღზე ვდგები.ფანჯარასთან მივდივარ შავ უზარმაზარ ფარდას გვერდზე ვასრიალებ.მაშინვე თვალს მჭრის მზის სხივი.რამდენიმე წამით თვალი უნებლიედ მეხუჭება და რომ ვახელ უზარმაზარ ეზოს ვხედავ.უამრავი მამაკაცებით შემორტყმულს.სავარაუდოდ დაცვაა.მე სულ რომ ამ ოღახიდან გავიდე ამ დაცვას ვერ დავაღწევ თავს.თვალს ერთ მამაკაცზე ვაჩერებ რომელიც მე მომშტერებია.თეთრ ანაფორაშია გამოწყობილი...ერთ გაფიქრებას იმასაც ვიფიქრებ რომ შემთხვევით რომისპაპი ხომ არაათქო...მაგრამ შემდეგ იმ.წვეულებას ვიხსენებ...მიტივტივდება ის კადრები...და ვაანალიზებ რომ მეჰმედია.კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ის მიღიმის და მე შეშინებული სასწრაფოდ ფარდას ვწევ.ღმერთო ახლა რა ვქნა?!ისიც კი არ ვიცი რა განზრახვააქვს...ჩემგან საერთოდ რა უნდა?ნერვიულად ოთახში ბოლთას ვცემ, რომ,უცებ კარი ხმაურით იღება და, ოთახში მეჰმედი შემოდის.ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ შიშით ოდნავ მაგრამ მაინც ვკივი.ერთხანს მიყურებს არაფრის მთქმელი მზერით...ვიყინები.მთელს ტანში საზარელი სიცივე მივლის.უცებ თავში სავაშის კაბინეტში ნანახი წერილი მიტივტივდება და ერთიანად ვფითრდები.ნუთუ მომკლავს?
-ვხედავ გამოფხიზლებულხარ!
ღმერთო!იმდენად ცივი ხმააქვს, რომ ,დაძაბულობისგან,შიშისგან ვცბები.ჩემსკენ ნელი აუჩქარებელი ნაბიჯით ეშვება...ინსტიქტურად მეც უკუსვლით ნელნელა მივდივარ.ბოლოს კედელს ვეჯახები და კედლის სიცივე მთელს სხეულში ავის მომასწავლებლად მივლის.მიახლოვდება,ერთი ხელით კედელს ებჯინება.
ღმერთო.სადაცაა გული, გამისკდება.მეორეთი კი ფეხიდან ზევით ასრიალებს.გულს ყელთან ვგრძნობ.ვცდილობ რამეს ჩავებღაუჭო მაგრამ გაყინული კედლის გარდა არაფერი მხვდება.ნელნელა ხელი ზევით,სულ უფრო ზევით ააქვს.საჩვენებელ თითს ღოყაზე ფრთხილად მისვამს და თავისთვის ჩავარდნილი ცივიბხმით ლაპარაკობს.
-მმ...რა გლუვია...
გამიშვი გთხოვ...ბოლოხმამდე ყვირის ჩემი ქვეცნობიერი.უცნაურია მაგრამ ვერ ვინძრევი.ვერცკი ვეწინააღმდეგები...მახსოვს სავაშთან რა ძლიერი ვიყავი.ყოველი შეხების დროს ჯილდიდ სილას იღებდა.მაგრამ ახლა...ახლა დამფრთხალი თაგვი ვარ....უფრო წრუწუნა...მეშინია მზარავს მისი შეხება.მაშინ სიკვდილი მინდოდა.სიცოცხლის გასაგრძელებლად სტიმული არ მქონდა.მაგრამ ახლა მინდა ხანგრძლივი სიცოცხლე მინდა.მინდა დავტკბე სავაშის მკლავებში.რას არ მივცემდი ახლა ამ წამ მის შეხებას რომ ვგრძნობდე და არა ამ ნაგავის ტორებს.მოულოდნელად ლოყებზე მიჭერს და თავს მისწორებს.ერთხანს თვალებში მაკვირდება.
-ვიცი ერთად ბედნიერები ვიქნებით!
ექოსავით ჩამესმის მისი ამაზრზენი ხმა.რაა?!რას ნიშნავს ბედნიერები ვიქნებით?!ღმერთო არა!მეგონა ჩემს მოკვლას აპირებდა...ოღონდ ეს არა.არა და არა.ხელი გამიშვი ცხოველო.მთელს სხეულში სიბრაზის ძლიერი ტალღა მივლის და მთელი ძალით ვაწვები.მოულოდნელობისგან თავს ვეღარ იკავებს და ბარბაცით მცილდება.გაოგნებული მიყურებს.ახლა ასე გამწარებული და შეშინებული რომ არ ვიყო მის გამომეტყველებაზე გულიანად გადავიხარხარებდი.
-ვხედავ ულაყიც ყოფილხარ!იცი რას შვრება ულაყი?როცა მტაცებელი ცხოველი მოდის ის დგება და უშიშრად წიხლებს უქნევს რათა ჯოგს საშუალება ჰქონდეს გაქცევისა.მაგრამ მარტო დარჩენილი ის პირდაპირ მტაცებლის ხახაში ვარდება.
საერთოდ ვერ ვხვდები რას ბოდავს დამფრთხალი ვაკვირდები.ის ლაპარაკს აგრძელებს და ისევ ჩემსკენ მოდის.
-ასეა.ასე.შენ რაც არ უნდა იბრძოლო სავაშის გარეშე აღარავინ ხარ!ახლა მე მეკუთვნი.
ჯანდაბა!აი თურმე რას ყბედობს.
-არა ბატონო თუ თქვენს ციტატას მივყვებით ახლა მე სიკვდილი მელის.აი კუთვნებით კი სავაშის საკუთრებავარ!
როგორღაც ვარღვევ ჩემს დაძაბულ პირს და სათქმელს თავს ვადებ.გაოგნებული მიყურებს მაგრამ ბოლოს ზიზღი მთელს სახეს უყინავს.
-მზად ხარ სავაშის გამო მოკვდე?!
არცკი დავფიქრდებოდი იდიოტო!
-დიახ!
არაფრის მთქმელ გამომეტყველებას იღრბს.ტუჩებს ბრეცს.
-ეს ხომ მარტო სიტყვებია.დარწმუნებული ვარ როცა ფაქტის წინაშე დადგები მუხლებში ჩამივარდები.
უცბათ არ ვიცი საიდან მაგრამ ხელში იარაღს იჭერს რაღაცას ატკაცუნებს და პირდაპირ შუბლზე მიმიზნებს.ჰოო მართლაც საშინელი მომენტია შიშისგან გულის რევის სპაზმა მივლის.ეს მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი და აზრადაც არ მომივიდოდა თავში რომ მე ოდესმე ვინმე იარაღს დამიმიზნებდა.ცრემლების ზღვა მაწვება თვალებზე ჯებირებს არღვევს და უზარმაზარ ტალღებათ იღვრება.შიშის ცახცახი მივლის მთელს სხეულში.მუხლებს ვეღარ ვიმორჩილებ,მეკვეთება და მუხლებზე ვეცემი.თვალებს ძლიერად ვხუჭავ.არ მინდა ეს კადრი კიდევ ოდესმე ვნახო.ლაჩარი ის ისე ამაყად მიშვერს იარაღს...მხრებშია გაშლილი და მსუბუქად სუნთქავს.რათქმაუნდა ახლა პირიქით რომ ყოფილიყო მეც ასე ვიქნებოდი.უფრო მშვიდად და დაცულად ვიგრძნობდი თავს.მთელ ამ საშინელებაში ვცდილობ რომ კარგი დავინახო.ვცდილობ და გამომდის კიდეც.მართალია სიკვდილის საშინლად მეშინია მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ სწრაფად და სავარაუდოდ უმტკივნეულოდ მოვკვდები.უბრალოდ ერთი ტყვია და სამუდამოდ წავალ ამ ქვეყნიდან.ქვითინს ვეღარ ვიკავებ...პირზე ხელებს ძლიერად ვიკავებ.არ მინდა ასე ლაჩრულად წავიდე ამ ქვეყნიდან.მაგრამ იმას მილიონჯერ სჯობს რომ ამ პირუტყვთან არ ვიქნები.ვერ შემეხება და ვერ იოცნებებს ჩემზე.თითქოს მთელი არსებით შევეგუე იმ ფაქტს რომ რაღაც ერთ წუთში მე უკვე აღარ ვიარსებებ.წამის მეასედში ათასი რამე გავიაზრე და განვიცადე მაგრამ ჩახმახის გამოკვრას რატომღაც აგვიანებს...მოულოდნელად სახეში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ.ექოსავით ჩამესმის ტყლაშუნის ხმა.თავს ვეღარ ვიკავებ და გერდით ვეცემი.თავს იატაკზე ვარტყამ.დარტყმა იმდენად ძლიერია რომ მთელს ოთახში ისმის ხმა და,მე ამის მეტს ვერც ვერაფერს ვისმენ და ვერც ვერაფერს ვგრძნობ.
-დე!მა!სად ხართ?დეეე!
-ჩუუ..აქ ვართ საყვარელო აქ.
-მა.მეშინია...მაპატიე მაგრამ ძლიერი არ ვარ.მეშინია და ვიცი ვეღარ ვუძლებ.
-არა.არა.საყვარელო შენ ძლიერი ხარ.ჩვენ შენით ვამაყობთ.
-მაგრა...
-ნიტა.შენ კარგათ იქნები.იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე შენ გგონია.
-დე.მენატრებით.ძალიან მენატრებით.უთქვენოთ ნამდვილი ჯოჯოხეთია ყოველი დღე.
-ვიცით.ვიცი ძვირფასო მაგრამ უნდა გაუძლო.შენ სანდო ხელში ხარ.ძალიან გვიყვარხარ.ჩვენ სულ თქვენს გვერდით ვართ.
-მაგრამ...მაგრამ თქვენ მე ზურგი მაქციეთ.მაშინ...რატომ?რატომ მიბრაზდებოდით მაშინ როცა, ძალიან მჭირდებოდით....თქვენ ყოველთვის გარბოდუთ, ჩემგან...თქვენ მიბრაზდებოდით.მე გიორგი არასდროს დამვიწყებია!
-დამშვიდდი.დამშვიდდი!ჩვენ ყველაფერი ვიცით.ვიცით რომ ამ ყველაფერს გაუძლებთ.გვიყვარხარ...
-დე...მა...არ დამტოვოთ....არ დამტოვოთ...ოღონდ ახლა არ დამტოვოთ....გთხოვთ...დე....გთხოვთ....მეშინია...ძაკიან გთხოვთ.
მინდა მათა გავეკიდეო მაგრამ არ გამომდის რაღაც ძალა უკან მითრევს.ვემუდარრბი რომ არ დამტოვონ ვტირივარ ბოლო ხმაზე მაგრამ მათ ჩემი მგონი საერთოდ არ ესმით.რაღაც ძლიერი კი უფრო და უფრო მითრევს...
მესმის ჩურჩული მაგრამ ვერ ვარჩევ ვერაფერს.მინდა თვალები გავახილო მაგრამ.იმდენად დამძიმებული მაქვს, ვერ ვატან, თავს ,ძალას.საშინელ თავის ტკივილს ვგრძნობ.ყველაფერი მიტივტივდება გონებაში.მე ხომ მან დამარტყა.ჯანდაბა მე არ მომკვდარვარ მე ცოცხალივარ.
როგორღაც ვახერხებ და თვალებს ვახელ.პირველი რაც მხვდება ეს დღის სინათლეა და მჭრის თვალს მაგრამ თვალებს აღარ ვხუჭავ.მეშინია,რომ ვეღარ გავახელ.
-აბა.მითხარი სავაშისთვის თავ განწირვა ღირდა?
ინსტიქტურად თავს გვერძზე ვაბრუნებ საიდანაც ხმა მესმის.არაადამიანურ ტკივილს ვგრძნობ.თითქოს თავი შუაზე მაქვს გახლეჩილი.
-დიახ!
პირი გამომშრალი მაქვს მაგრამ როგორღაც მაინც ვახერხებ ამოლუღლუღებას.
-რას ვიზამთ გაუმართლა სავაშს.
თითქოს დანანებითაცკი ამბობს.
-თქვენ ყოველთვის სავაშის ნამცეცებით იკვებებით...თქვენ არარაობა ხართ!
-მართალიხარ...ყოველთვის ნამცეცებით ვიკვებებოდი.მაგრამ ახლა მე ხელში მისი გემრიელი ლუკმა მიჭირავს!
ბოროტი ხარხარი ჩამესმის ყურებში და მოულოდნელობისგან ვცბები.
-მაგრამ სამწუხაროდ მარტო სავაშის გემრიელი ლუკმა არ ხარ...მეც მეგემრიელები.
მინდა წამოვდგე და ერთი ძლიერი სილა ვტკიცო.მინდა მაგრამ ვერცკი ვინძრევი.ჯანდაბა!ხელებზე წვეთოვანი მიდგას.აქამდე არცკი შემინიშნავს.-ყოველყვის თვალყურს ვადევნებდი.ის ეთდაიგივე ქალთან არასდროს არ მიდიოდა....მაგრამ შემდეგ დაიწყო ერთ ქალთან სიარული და იმ ქალთან მეცკი არ მიშვებდნენ.რამხელა ფული შევთავაზე მაგრამ უმიზეზოდ.სავაშმა მას დაცვაცკი მიუჩინა ბორდელში.ძალიან ჩამაფიქრა ამ ფაქტმა.შემდეგ კი სულ გამაოცა ბორდელიდან პირდაპირ სახლში რომ მიიყვანა.აი მაშინ კი იმედი მომეცა რომ ჩემი დროც მოვიდა.იმ იდიოტს,როგორც იქნა, ვიღაც შეუყვარდა.მის ცხოვრებაში, გაჩნდა ძვირფასი,ადამიანი, რომელიც თავის ჭკუაზე, ატარებდა.მივხვდი რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ, შეეძლო და,მის გამო მზად იყო ყველაფეტი გაეკეთებინა.ასე დაამსგავსე შეყვარებულ იდიოტს.რისთვისაც მადლობას გიხდი.ვიცი ახლა იმის შიშით ცახცახებს რომ რამე არ დაგიშაო.მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რაარის?მეცკი შემიყვარდა.
იმდენად გაოცებული ამბობს ბოლო ფრაზას რომ თითქოს ამ წუთას ამოხსნა ეს ფაქტი.ღმერთო ნამდვილი მანიაკია...ჭკუიდანაა შეშლილი.
-შენ უბრალოდ სავაშის გემოვნებით ცხოვრობ!მე ის მიპოვის და...
გაღიზიანებული ხელის აქნევით მაწყვეტინებს სიტყვას.თვალებში არაფრის მთქმელი სიცივე უდგება.
-სავაშ წარმოდგენა არააქვს სად ვართ.ასე რომ შეეგუე მის გარეშე სიცოცხლეს.შენ მე შემიყვარებ.მეც თითქმის, იმდენივე ფული,მაქვს რამდენიც, სავაშს.უბრალოდ შეიხის სტატუსის გარეშე!
-ფული არაფერ შუაშია!არასოდეს! გესმის,არასოდეს!არ დავივიწყებ სავაშს!მე ის ადამიანი შემიყვარდა და არა მისი ფული.ის ადამიანია გესმის და იმ სათუთი სულის გამო დღეს შენ ცოცხალი ხარ და უნდა უმადლოდე!
მისი ხარხარი ყურებში შხუილით ჩამესმის და თავი კიდევ უფრო ძლიერად მტკივდება.
-მე მისი სათუთი სულის გამო კიარა.მისი ლაჩრობის გამოვარ დღეს ცოცხსლი.იმდენად ლაჩარია რომ მაშინ ჩახმახს ხელი ვერ გამოკრა.მაპატიე შენ იდეალს რომ გიმსხვრევ მაგრამ თვალი ვინმემ ხო უნდა აგიხილოს.
-მეცოდები.
-თანაგრძნობა!დასაწყისისთვის ესეც კმარა.
-ის აუცილებლად მოვა.
-უკვე 3დღეა აქ მყავხარ მაგრამ...
ვითომ დანანებით ოთახს თვალს ავლებს.დგება და მიდის.
სიმწრით.შიშით,თვალები მეცრემლება.ვიცი რომ მოხვალ.ვიცი რომ გიყვარვარ.ვიცი რომ ძალღონეს არ დაიშურებ და მაინც მიპოვნი.ვიცი ახლა საკუთარ თავს ადანაშაულებ ჩემს, გაუჩინარებას.ვიცი რა სასოწარკვეთილიც იქნები,რა უმწეოდ იგრძნობ თავს.იმასაც ინსნებ საერთოდ რომ,შემიყვარე და,შენს ცხოვრებაში შემომიშვი.შენს გამო არა ჩემს გამო.ღმერთო ერთხელ,სულ ერთხელ ჩახუტება რომ, შემეძლოს.რომ შემეძლოს, დავამშვიდო.რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ ვუთხრა,როგორ მიყვარს და, მზად ვარ,მის,გამო ამ, ყველაფერს გავუძლო.რას არ მივცემდი.პირი საშინლად მაქვს გამომშრალი და შარდის ბუშტის სისავსეც მაწუხებს.ვენიდან წვეთოვანს ვიხსნი და ვდგები.სისუსტეს ვგრძნობ და როგორცკი ფეხზე ვსწორდები თავბრუ მესხმის.ვცდილობ ლოგინის თავს დავეყრდნო რომ არ წავიქცე.ერთხანს ასე გაუნძრევლად ვარ სა ვცდილობ როგორღაც  წონასწორობა აღვიდგინო.სააბაზანომდე ბარბაცით მივდივარ.ბუნებრივ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებ და ისისაა გამოვედი ოთახში რომ,აჰმედი გაცოფებული ვარდება ოთახში.თვალს მავლებს და ჩემსკენ დიდი ნაბიჯებით ეშვება.ღმერთო ახლა რა დავაშავე?!შეშინებული სააბაზანოს კარს ვეკვრები და სახელურს ვებღაუჯრბი.ჩრმს წინ ჩერდება და სიბრაზისგან აბრდღვიალებული სახით მაკვირდება.თვალის დახამხსმებას ვერ ვასწრებ რომ ლოყაზე ტყლაშუნით მხვდება მისი ტორი.ტკივილი ჩემი სხეულის ყველა წერტილში ისახება.იმდენად ძლიერი დარტყმაა წონასწორობას ვკარგავ და რომ არა სახელური კიდევ წავიქცეოდი.ტკივილისგან თვალები მეცრემლება და მის სახეს ვეღარ ვხედავ.
-როგორ შეეხმიანე!
მისი ღრიალი მთელს სახლში ექოსავით ისმის.ვერ ვხვდები რას მეკითხება.თვალებს ვახამხამებ რომ ცრემლებისგან გავთავისუფლო და შევხედო.
ის მკლავებზე ძლიერად მავლებს ხელს და მარყევს.
-მითხარი როგორ მოახერხე და შენს, ს..რ სავაშს როგორ აუხსენი სად ვართ!
გაოცებული ვუყურებ.1წუთი მსინც მჭირდება იმის გააზრება თუ რას მეკითხება...და ღმერთი მან იცის!ის მოდის.სიხარულისგან.ამ ბოლო დროინდელი მოვლენებისგან ისტერიული სიცილი მივარდება.თავს ვერ ვერევი რომ გავჩერდე.ისევ მოულოდნელად ძლიერად მარტყამს სახეში.
-ტყუილად ნუ გიხარია.არ ვიცი როგორ შეეხმიანე მაგრამ ამ შეცდომას აღარ დავუშვებ!
-განა..შენ...არ..თქვი...ვერასდროს...გვიპოვნისო!
ვცდილობ ისტერიკას მოვერიო.ცოტა გამომდის კიდეც მაგრამ სიცილს ბოლომდე ვერ ვწყვეტ.ხარხარ ხარხარში.წყვეტილ წყვეტილ ვეუბნევი.
-მართალია და ვერც გვიპოვნის!სანამ ის აქ მოვა ჩვენ წავალთ.მივდივართ!
გასცემს ბრძანებას და ოთახიდან რასაც ქვია მათრევს.რადგან მე იმდენად მისუსტებულივარ ფეხებს მყარად ვერცკივადგამ.ეზოში როგორცკი გავდივართ არც კი ვიცი როგორ მაგრამ ვახერხებ და ისევ ვეცემი.ისევ ის საშინელი ტკივილი მახსენებს თავს რომელსაც აქამდე როგორღაც ვაიგნორებდი.უხეშად მკიდებს ხელს,მაყენებს და მანქანაში მსვამს.თვითონაც გვერძზე მიჯდება.მძღოლს ანერვიულებული უყვირის რომ რაც შეიძლება ჩქარა მოშორდნენ აქაურობას და,შემდეგ ისევ მე მიბრინდება.თვალს მავლებს სა წეღანდელი მხეცის მერე მზრუნველი ხმით მეჩურჩულება.
-ცოტა სახვევი გაგსვრია თავზე.სახეც გაგტალახიანებია მაგრამ არაუშავს.როგორცკი მივალთ სახლში ჩემი ხელით გამოგიცვლი.
სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ეს ფსიქიკურად ავანტყოფია.
-იმედია სახლამდე ვერც მივაღწეცთ და სავაში დაგვეწევა.
-რატომ ხართ ქალები ასეთი ჯიუტები?ნუთუ ასე ძნელია დაივიწყო და მე შემიყვარო?მეხომ შემიყვარდი.მიუხედავად იმისა რომ ,შენი თავის მოჭრა და სავაშთან საჩუქრად გაგზავნა, უდიდეს სიხარულს მომიტანს.თავს ვერევი და ვცდილობ ეს არ გავაკეთო.რადგან მიყვარხარ.
ტანში მცრის.
-და შენ ამას სიყვარულს ეძახი?
თითით დაბინტულ თავზე ვანიშნებ.
-ან ამას.
ახლა ჩალურჯებულ მხრებს და ხელებზე მივუთითებ.
-ეს უბრალოდ აღალვების ნიადაგზე მოხდა.დაივიწყე.
-შენ...შენ...ფსიქიკურად...უბრალოდ ავადმყოფი ხარ.
იმ ზიზღს ვერ ვმალავ რასაც ამ წუთას მის მიმართ ვგრძნობ ალბათ ეს სახეზეც ნათლად მაწერია.რადგან დამბრთხალიცკი მიყურებს.
-ასეთი თვალებით ნუ მიყურებ გთხოვ...აი ნახავ...მალე შეგიყვარდები.ჩემი ხელით მოგიშუშებ მაგ იარებს...გპირდები.
-გთხოვ.უბრალოდ გამოშვი.
-არა!
მისი ღრიალი მთელს ავტომობილში ექოსავით გაისმის.შიშისგან ვიბუზები.წეღანდელი მამაცი ნიტასგან აღარაფერი რჩება.მძღოლი სიჩქარეს უმატებს და მოულოდნელობისგან ორივე ავტომატურად სავარძელს ვენარცხებით.
-რახდება?
დამფრთხალი და გაღიზიანებული უბრუნდება მძღოლს.
-ბატონო...უკან გაიხედეთ...
მძღოლიც არანაკლებ დამფრთხალი აბამს სიტყვას თავს.ორივე ინსტიქტურად უკან ვიხედებით.ჯანდაბა!ის მანქანების კოლონა რომელიც ჩვენ დასაცავად მოგვყვებოდა ყველა გაჩერებულია ყველას საბურავიაქვს დაშვებული და სავარაუდოდ შიგ მსხდომნი ან დაჭრილები არიან ან მკვდრები.ღმერთო არა.მხოლოდ ერთი მანქანაღა გადარჩენია და მხოლოდ ერთი მანქანა მოგვდევს საშინელი სისწრაფით.აჰმედი მძღოლს უყვირის რომ რაც შეიძლება სწრაფად იაროს რომელიღაცა დასახლებამდე.შეშინებულია...ღმერთო ახლახა ვაანალიზებ რაც ხდება...სავაში...ის მანქანა რომელიც მოგვდევს სავაშია!გულშუ იმედი,სიხარული,აღტაცება და შიში ერთად მიგროვდება...
-არა,ქალბატონო,არა!თუ გგონია რომ შენი პრინცი მოვა და გადაგარჩენს...და ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ ცდებით!
მისი სიტყვები სადღაც ბუნდოვნად ჩამესმის და მაშინვე ვეგები გონს.
-მან მე მიპოვნა!
ჩემთვის თვალცრემლიანი ვბუტბუტებ.ჰო მიხარია.მიხარია იმიტომ რომ ვხვდები მისთვის რა ძვირფასივარ!მთელი ძალისხმევა დახარჯა რომ სულ რაღაც სამდღეში მე მას ვეპოვნე.ეს ხომ უბრალოდ თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს და,ეს მან შეძლო.ამ საშინლად დაძაბულ მომენტში.ამ საშინლად დახუთუთულ,შიშით გაჟღენთილ გარემოში რატომღაც საშინელი სიმშვიდე მიბყრობს.
-გესმის!ან ჩემთან იქნები ან არადა ორივე ერთად მოვკვდებით!არ გავახარებ.შენი სიკვდილი სამუდამოდ დასტანჯავს მის სულს...
-რატომ...რატომ ხარ ასეთი ბოროტი?!რა დაგიშავე?!მე ხომ საერთოდ არცკი გიცნობ?
-შენ იმ ჯამიდან ჭამ,საჭმელს სადაც....
სროლის ხმა ისმის და მოულოდნელად მანქანა წონასწორობას კარგავს.უცნაურია ასეთ ექსტრემალურ სგარემოში არასდროს არ ვყოფილვარ.რამდენიმე წრის შემდეგ რაღაცას ვეჯახებით და ვჩერდებით.უცებ ძლიერი ხმა ისმის და უზარმაზარი ბალიშები იშლება...სანამ მე ამ ყველაფერს აღვიქვამ მანამ მკიდებს ხელს და მანქანიდან მათრევს.ჯანდაბა ლითონის სიცივეს ვგრძნობ საფეთქელთან და მაშინვე ვფხიზლდები.
-ასე ჩემო პატარავ, ასე,ახლა მხოლოდ უკან სვლით ვივლით და რასაც გეტყვი ყველაფერს დამიჯერებ თორემ არცკი დავფიქრდები ტვინს ისე მიგასხმევინებ!
აცახცახებული მიმათრევს.თვალებით ვეძებ.მინდა კიდევ ერთხელ შევავლო თვალი ჩემს შეიხს.თუნდაც უკანასკნელად,მჯერავს ვიცი რომ მის დანახვისას ამ საცოდავ გამაღიზიანებელ შიშს დავძლევ.თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ მის სახეს კიდევ ერთხელ შევავლებ თვალს.
-მეჰმედ!შეჩერდი!
და აი ისიც...თვალებს გამალებით ვახამხამებ რომ ცრემლებიდან გავინთავისუფლო და რამენაირად შევხედო მას.ღმერთო რა სხვანაირია!თითქოს დასუსტებული...მოუწესრიგებელი...განადგურებული და სასოწარკვეთილი.არა!არა და არა!იმ ჩემი სავაშისგან საერთოდ არაფერია დარჩენილი.ღმერთო ნუთუ ასე ჩემს გამოა?!ეს ჩემი ბრალია!ჩემი ბრალია ასე გატეხილი რომაა.ის საკუთარ თავს საერთოდ არ ჰგავს.ჰო...ვიცი მას რომ არ გავყოლოდი...იქ რომ დავრჩენილიყავი სადაც მან მთხოვა ვერ გაბედავდა იმდენ ხალხში ჩემს მოტაცებას.ახლახა ვაანალიზებ ჩემს ტუტუცურ საქციელს თუმცა გვიან!ძალიან გვიან!მისი მზერა...ის თითქოს თვალებით მეფერება...ჩემს დანახვაზე შეშდება და თავზე ხელს ისმევს.
-შენი დედაც!რა გაუკეთე შე ავადმყოფო!
-ცოტა გონს მოვაგე.ესაა და ეს!ისე ვაღიარებ სავაშ.ძალიან უყვარხარ!მზადაა შენს გამო მოკვდეს!ისე უშიშრად ელოდა შენს გამო ტყვიას რომ მომაჯადოვა კიდეც.იმდენად მომაჯადოვა რომ მზად ვარ ეს სურვილი შევუსრულო!
-მეჰმედ...შენთვისვე აჯობებს ნიტა გაუშვა.თუ გინდა რომ კიდევ ერთხელ გადაგარჩინო სიკვდილს!
-არა.შეიხო არა!შენ არავინ გთხოვა მაშინ გადარჩენა!
-კი მთხოვა თანაც როგორ...აი ზუსტად ასეთი შეშინებული და დამფრთხალი იყავი...ნიტა გაუშვი!
-არა!ის ჩემია ჩემი.ან ერთად ვიცოცხლებთ ან ერთად დავიღუპებით!
ძლიერად ძალიან ძლიერად მიჭერს მკლავს ყელში.მეეჭვება ამას აანალიზებდეს.ცოტაც და გავიგუდები ჰაერი მინდა.მინდა ჩავისუნთქო ეს წყეული ჰაერი.მინდა შევივსო ფილტვები.ვექაჩები ორივე ხელით ვექაჩები ხელზე რომ რამენაირად გავაშვებინო ხელი.არაფერია შეშინებულ...სასოწარკვეთილ ადამიანზე ძლიერი.ისიც მეც და სავაშიც ვიბრძვით სიცოცხლისთვის...არვიცი ამ ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს...სავარაუდოდ მე ვმარცხდები რადგან ჟანგბადის უკანასკნელ ჰაერს ვუშვებ ფილტვებიდან.აღარ ვიცი რა ხდება.ყურებში ჩემივე შეშინებული გულის ცემა ჩამესმის.თვალები მებინდება...
ვცდილობ რომ გავიღიმო.არ მინდა სავაშს ასეთი დავამახსოვრდე.შეშინებული და განადგურებული.მინდა პირი გავარღვიო და უკანასკნელად ვუთხრა თუ რა ძლიერად მიყვარს.მინდა იმ ყველაფრისთვის რაც მან ჩემთვის გადაიტანა პატიება ვთხოვო.მინდა მაგრამ არ გამომდის.ვხვდები რა ახლოსაა სიკვდილი....ბევრჯერ მინატრია...ბევრჯერ მაგრამ არა ახლა...ფაქტის წინაშე მყოფი ვფრთხები...დიახ მე ყველაზე უსუსური...შეშინებული და სულელი ვკვდები.
საიდანღაც...ძალიან შორიდან ჩამესმის გამაყრუებელი ხმა.ასევე შორიდან ვგრძნობ რაღაც სიმძიმეს.რამდენიმე წამში ჩემდა გასაკვირვად იმ,ნანატრ ჰაერს ვისუნთქავ...ღმერთო.ჩქარჩქარა ვსუნთქავ.გამომშრალ ყელში ნანატრ ჰაერს.ხველა მივარდება მაგრამ ვცდილობ რომ რაც შეიძლება ხარბათ ჩავისუნთქო ჰაერი და ავივსო ეს მოღალატე ფილტვები.სავარაუდოდ ეს გამომდის რადგან ტვინიც აზროვნებას იწყებს...შეგრძნებებს გაორმაგებულად ვგრძნობ...ვგრძნობ რაღაც თბილი...ბლანტი სითხე როგორ მითბობს გაყინულ სხეულს.რომელსაც რაღაც ლითონის...სპეციფიკური სუნი ასდის.ვგრძნობ რომ ძალიან მძიმედ მაწვება ზევიდან რაღაც.თვალებს ვახელ.ვახელ და ვაწყდები მეჰმედის თვალებს.მის თვალებში...მისთვალებში ნათლად სჩანს შიში...და ღმერთო!სიკვდილი.მისთვალებში სიკვდილია ჩამდგარი.სუნი უფრო და უფრო ძლიერდება ნესტოები მეწვის...გულის რევის სპაზმა მივლის.სხეული უფრო და უფრო მითბება...ვიკვირდები და ვხედავ თუ როგორ თქრიალით ედინება მეჰმედის საფეთქელიდან სისხლი ჩემს სხეულზე...პანუკური ზიზღი და შიში ერთად მივლის.ვცდილობ გაქცევას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის ვერცკი ვინძრევი....ყურებში ჩამესმის არაადამიანური კივილის ხმა...ეს...ეს რაღაც საშინელებაა...ვცდილობ ყური დავუგდო...გავერკვე ეს ხმები საიდან მესმის..ვცდილობ და ვგრძნობ რომ ამ ხმებს მე გამოვცემ...ამ ხმაში.ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი.მეშინია.არ გავგიჟდე...სადღაც ჩემს სამაყაროში ვიკეტები.ვცდილობ კედლის გარღვევას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის.მინდა შევჩერდე მინდა ჰაერი ისევ ჩავისუნთქო...
-ჩუ...ჩუ...გაჩერდი...გაჩერდი...ჩემთან ხარ...ჩუ...გთხოვ...ჩუუ...მაპატიე....ჩუუ.
ასევე შორიდან ჩამესმის სავაშის განადგურებული ხმა.თვალებს გამალებით ვაცეცებ მინდა დავინახო მინდა შევხედო.მინდა გავერკვე რა ხდება მაგრამ ამაოდ.ვგრძნობ რომ სიბნელე და სიჩუმე ერთად მითრევს.თითქოს ზღვაში ვტივტივებ.ჩემი სხეული ისეთი მსუბუქია...და მე ვჩუმდები..
.
თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ რომ რამენაირად გავახილო.ქუთუთოები საშინლად დამძიმებული მაქვს.თუმცა ვახერხებ და ვახელ.ჯანდაბა.დღის სინათლე თვალს მჭრის.ხელზე სიმძიმეს ვგრძნობ და შეშინებული ისევ ის ყველაფერი მახსენდება.ღმერთო ნუთუ ისევ მეჰმედი...მიცვალებული მაწევს?ვცდილობ გავინძრე.თავს ოდნავ ვწევ და სავაშს ვხედავ.ჩემს საწოლის გვერდით სავარძელზე ზის,ჩასძინებია და თავი ჩემს მკლავზე უდევს.ღმერთო მაშინვე მშვიდდები,მაგრამ ვახერხებ და მას ვაღვიძებ.
-ჰეი!როგორ ხარ?
ჯერ კიდევ ძირ-ბურანში მყოფი,საოცრად თბილი ბარიტონით მეკითხება.არ ვიცი მაგრამ რატომღაც ვირცხვენ.ალბათ იმ ყველაფრის მერე რაც ჩემს გამო მოხდა ლოგიკურიცაა.
-კარგათ.
-როგორ შემაშინე!
სასოწარკვეთილი ჩურჩულებს,თავს ვეღარ იკავებს და ტუჩებზე მვარდება.მკოცნის.მისი ცხელი ტუჩები...ღმერთო მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის.ვტკბები ვნეტარებ საერთოდ არ ვიმჩნევ რომ ამ კოცნაში.ტკივილი, შიში და სასოწარკვეთა ისახება.არ ვიმჩნევ რადგან მე აღარცკი მეგონა თუ ოდესმე კიდევ ამ კოცნას,ამ ცხელ,გლუვ ტუჩებს კიდევ შევიგრძნობდი...
მცილდება და ჰაერს ღრმად ისუნთქავს.ერთხანს არეული მზერით დამყურებს.
-შენ...შენ...ყველაზე უპასუხისმგებლო,ქალიხარ....მე შენ მიყვარხარ!მიყვარხარ...რამე რომ... რამე...რომ...მოგსვლოდა და ეს ტუჩები კიდევ ერთხელ რომ არ დამეგემოვნებინა გეფიცები...გეფიცები მე ჩემი ხელით მოგკლავდი ისევ.
პირველად ვხედავ ასე დაბნეულს და არეულს...ზუსტად ვიცი არც კი იცის რას ლაპარაკობს.
-სავაშ დაწყნარდი.მე აქ ვარ!ცოცხალი და უვნებელი!
მისი მწარედ ჩაცინება მესმის.
-უვნებელი?!უვნებელიი!თავი შუაზე გაქვს გაპობილი,მთელი სხეული დალირჯებული,6საათი უგონოდ იყავი,ტვინის შერყევა გაქვს და ბედავ და კიდევ ამბობ უვნებელიოო!
ხმა ნელნელა უმაღლდება და ბრაზისგან უკანკალებს.ყვირის,ბრაზობს მაგრამ ჩემზე არა!საკუთარ თავს უბრაზდება,ამ ყველაფერს ვერ პატიობს.
-ჰო!მეც მიყვარხარ!
ჩემი სიტყვების გადამკიდე გამომეტყველება ეცვლება.მზერა უთბება და შედარებით მშვიდად მიყურებს.
-ვიცი!
მიღიმის და თბილად,სათუთად მკოცნის შუბლზე.მე როგორც ყოველთვის მისი ტუჩების შეხებისას,მთელს ტანში ნანატრი ჟრუანტელი მივლის.
-გიო?
-ნუ გეშინია.სახლშია.
-იცის?
-არა რათქმაუნდა!ვუთხარი რომ რაღაც საქმე გქონდა და ცოტახნით გაემგზავრე.კი ინერვიულა და შეეშინდა რომ...რომ კიდევ ერთხელ მიატოვე მაგრამ დავამშვიდე და დავარწმუნე...
-ჩემი საბრალო ალბათ რა აღარ იფიქრა..
-მეც შემეშინდა!შემეშინდა რომ ვეღარასოდეს გნახავდი.ეს უბრალოდ უდიდესი ტკივილი იყო ამას სიტყვებით ვერ აგიღწერ.
-დამშვიდდი მე აქ ვარ,თქვენთან.
-არვიცოდი იმ ავადმყოფს რა ჰქონდა ჩაფიქრებული...რას არ მივცემდი.რას ოღონდ ამ ყველაფრის გადატანა არ მოგწეოდა...
-არ გინდა სავაშ მე კარგათ ვარ!
-მაპატიე!გთხოვ.
ის არცკი მისმენს.თვალებშიცკი ვერ მუყურებს.
-ვიცი საშინელება იყო...არცკი ვიცოდი გადავრჩებოდითუ არა.მაგრამ შენი იმედი არასდროს არ დამიკარგავს...ვიცოდი.მჯეროდა რომ აუცილებლად მიპოვნიდი და გადამარჩენდი.თანაც...თანაც რომ დამეჯერებინა და იქ დავრჩენილიყავი სადაც მთხოვე ეს ყოველივე არ მოხდებოდა.ასე რომ ჩემი ბრალია და ამ ყველაფრისთვის მე მაპატიე!
უბრალოდ გაოცებული მიყურებს!მიყურებს.პირს აღებს რაღაცის სათქმელად მაგრამ ისევ ხურავს და ისევ აღებს.
-ოდესმე მითქვამს რომ მაგრად მიყვარხარ?რომ შენით უბრალოდ მონუსხული ვარ?
მეღიმება.თვალებზე ცრემლების ტალღა მაწვება.საერთოდ აღარ მანაღვლებს რომ საშინლად მტკივა თავი,სხეული.არ მანაღვლებს რომ ცოტახნის უკან მე ვიღაცის სისხლში ვცურავდი.ამ წამს არაფერი არ მანაღვლებს უბრალოდ მისი თბილი მზერით.მისი ხავერდოვანი ხმით ნათქვამ სიტყვა "მიყვარხათი" ვნეტარებ.ვნეტარებ რომ ამ მამაკაცს მე ვუყვარვარ.რომ ის ჩემზე ზრუნავს და ჩემს გამო ღრლავს ამ ყველაფრისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.ეს გრძნობა ალბათ ნარკოტიკზე უფრო ძლიერია.მე მას ვუყვარვარ და მეც მ სიგიჟემდე,ჩემს სიცოცხლეზე მეტადაცკი მიყვარს.



№1  offline წევრი qari

Saally Saally
როგორ გელოდებოდი?? კარგი იყო ძალიან როგორც ყოველთვის. იმედია ასე აღარ დააგვიანებ

მაპატიეთ ჩემო კარგო ვეცდები არ დავაგვიანოო.

 


№2 სტუმარი A

უკვე იმედი მქონდა გადაწურული რომ კვლავ გააგრძელებდი. გთხოვ ასე აღარ დააგვიანო რა. უმაგრესი იყო ემოციური. წარმატებები

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Ramdeni xania gelodebiii, nu daagvianeb gtxov, zalian kargia, yochagg, rasayvarlebi ariannn

 


№4  offline წევრი natia-natia

რამდენხანს ველოდი ძაან გამახარე და მაგარი თავი იყო <3

 


№5 სტუმარი Nati

dzaan mgariaa didxans ar gvalodino ra

 


№6 სტუმარი სალი ????

ძალიან მომწონს ????????

 


№7 სტუმარი სტუმარი კიბო

მალე დადებ?

 


№8 სტუმარი Tako

ამით დამთავრდა???

 


№9 სტუმარი 1

აღარ დებ??????

 


№10  offline წევრი masho777

Rodis dadeb?

 


№11  offline წევრი qari

დავდებ მალეე.ბოდიშს გიხდით რომ გალოდინებთ რაა.

 


№12 სტუმარი

ოდესმე დაიდება???

 


№13 სტუმარი ......

qari
დავდებ მალეე.ბოდიშს გიხდით რომ გალოდინებთ რაა.

მალე აღარ მოვიდა?!

 


№14  offline წევრი nathali lifhonava

აუუ აღარ აგრძელებ?!
კარგით რა?
ეს რა უაზრობაა
უკვე სურვილიც მიქრება
ამ საიტზე ისტორიების წაკითხვის
დავიღალე ხალხნო
შუა გზაზე რატო წყვეტთ?!
ვერ ვხვდები უბრალოდ!
აღარ შეიძლება ასე
თუ დაიწყებთ ბოლომდე მიიყვანეთ
თქვენი საქმე!!
უკვე სურვილი გამიქრა ამ ისტორიის წაკითხვის
აღარც მახსოვს რამდენი ხანი
გელოდები
თითქმის ორი თვეა რაც მეთერთმეტე თავს
ველი!
მაგრამ უშედეგოდ!
მაინტერესებს:
ეს ისტორია ოდესმე დასრულდება?!
იმედია დაიდება და
ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება!
უბრალოდ გთხოვ დაასრულო
ჩემი რჩეული ისტორია
<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№15 სტუმარი არავინ

როდის დადეებ??????????

 


№16 სტუმარი სტუმარი lia

ra xdeba???ratom miatove wera???

daamtavre da dagvasvene.

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინო

აღარ აგრძელებ

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

გააგრძელეეე რაა

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამი

გაააგრძელე რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent