შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოურჯულებელი (სრულად)


27-04-2018, 16:16
ავტორი abezara98
ნანახია 49 915

თავი 1
ეს ზაფხული ანასტასიასთვის უცნაურად დაიწყო. მშობლებმა ჯერ სახლიდან გასვლა აუკრძალეს 23 წლის გოგოს საღამოს 9-ის მერე, შემდეგ კი საერთოდ ხევსურეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში გაუშვეს ბებიასთან. მართალია, ანა ბებიამისზე გიჟდება ისე უყვარს, მაგრამ მშობლებისგან მსგავსი საქციელი მაინც ძალიან უცნაური იყო. მთელი თვე ისე გავიდა, რომ თბილისში არ ჩასულა. მხოლოდ ბებიას ეგზავნებოდა იქვე მდებარე რაიონში პროდუქტებზე, მშობლებს და დას ელაპარაკებოდა სკაიპით, ხოლო მეგობრებს - მობილურით. დაიწყო ივლისი. ანა იმ დღეს მოუსვენრად იყო. მთელი 3 წლის მანძილზე თუ არ ჯდებოდა ცხენზე, მას შემდეგ, რაც ის ამბავი გადახდა, ახლა ერთიანად შემოუტია სურვილმა და იქვე მომუშავე ერთ-ერთ ბიჭს სთხოვა იმ წელს ჩამოყვანილი, ჯერ კიდევ გაუხედნავი ცხენის შეკაზმვა. ბიჭს გაუკვირდა, ანა გააფრთხილა, რომ ცხოველი გაუხედნავი იყო, მაგრამ ვერაფრით გადაათქმევინა.
ცხენი მთლიანად შავი იყო, თუ არ ჩავთვლით მის შუბლზე არსებულ ერთადერთ თეთრ ლაქას. ანას ბავშობიდანვე ძალიან უყვარდა ცხენები და იმ ზამთარს, როგორც კი ეს ცხენი დაინახა, მამამისს მაშინვე აყიდინა. თვითონვე სურდა მისი დამორჩილება და გახედვნა. ანაც ხომ ბუნებით დაუმორჩილებელი პიროვნება იყო. მოკლედ, ბიჭმა გამოუყვანა შეკაზმული ცხენი, რომელსაც ძლივს აკავებდა და ანას წინ დაუდგა. გოგოს უკვე მოესწრო გამოცვლა და ჯირითისთვის შესაფერისი სამოსი მოერგო ტანზე. ამხედრდა თუ არა ცხენზე, ცხოველი მაშინვე ყალყზე შედგა და ანას ჩამოგდება მოისურვა, მაგრამ გოგო პირველად არ ხედნიდა ცხენს და თავის შემაგრებაც მოახერხა. დაცვა უკვე ჭიშკარს უღებდა, როცა სახლიდან ოდნავ წელში მოხრილი, მთლიანად თმაგაჭაღარავებული ქალი გამოვიდა. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, როცა ანა ცხენზე შემჯდარი დაინახა, მაგრამ გულში პირიქით უხაროდა.
-ანა, ჩემო ლამაზო, - დაუძახა ქალმა და ანამაც უკან მიიხედა.
-რა მოხდა, ბებო? - ჰკითხა და გაუღიმა.
-მამაშენმა დარეკა. გთხოვა, რომ სახლიდან დიდი ხნით არ გასულიყავი. დღეს მისი მეგობრის შვილი ჩამოვა ჩვენთან სტუმრად.
-და რა უნდა?
-არ ვიცი, ბებო, ეგ აღარ უთქვამს. მხოლოდ მთხოვა, ეცადეთ არ გააგიჟოთო.
-ეგ შენ დაგიბარა თუ მე? - სიცილით ჰკითხა გოგომ და მოუსვენარ ცხენს ფაფარზე ნაზად ჩამოუსვა ხელი.
-აბა, თუ გამოიცნობ, - მხიარულად უპასუხა ქალმა და გაიცინა, - ბებო, მალე დაბრუნდი, კარგი?
-ნუ ნერვიულობ, თამრო, - გაეკრიჭა ანა და სადავეები მოუშვა. ცხენსაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე ადგილს მოსწყდა.
ანა ნელ-ნელა ეზიდებოდა აღვირს და ცხოველს მორჩილებას აჩვევდა, მაგრამ, აი, მაშინ კი ვეღარ შეაკავა, როცა იქვე, მათ სახლს უკან მდებარე ტყესთან ახლოს ჩაიქროლეს და იქ კი ვიღაცამ თოფი გაისროლა. ამ ხმაზე ცხენი დაფრთხა, უფრო გახელდა და პირდაპირ სამანქანო გზისკენ გაჭენდა. გადაკვეთა თუ არა გზა და კინაღამ მანქანას შეუვარდა, მაშინვე მეორე მხარეს მდებარე მინდვრისკენ გაქანდა. ანას გულში კი ეშინოდა, მაგრამ მშველელს არ ეძახდა. ცდილობდა, თვითონ დაემორჩილებინა. აღვირს ექაჩებოდა, მაგრამ უშედეგოდ.
უეცრად ცხოველს წინ არსაიდან სწორედ ის მანქანა გადაეღობა, რომელსაც კინაღამ ფეხქვეშ შეუვარდა. ცხენი ისევ ყალყზე შედგა და გაჩერდა. ანა ამას არ მოელოდა, ვეღარც ვერაფერს მოეჭიდა და ცხენიდან გადმოვარდა. ცხოველმა კი, ვითომ არაფერი დაეშავებინოს, იქვე მშვიდად დაიწყო ბალახის ძოვა.
მანქანის კარი გაიღო და იქიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა და ანასთან სწრაფად მივიდა.
-კარგად ხართ? ხომ არაფერი დაგშავებიათ? - ბოხი ხმით ჰკითხა გოგოს და მასთან ჩაიმუხლა, რომ წამოდგომაში მიხმარებოდა.
გოგოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგარამ ყურადღება არ მიაქცია, ახლა მხოლოდ მთელს სხეულში გავრცელებულ ტკივილზე იყო კონცეტრირებული. განსაკუთრებით კი მარცხენა ფეხი აწუხებდა, რომელიც დაცემისას ცუდად მოჰყვა სხეულის ქვეშ. ანამ თვალები გაახილა და მზერის დასაწმენდად რამდენჯერმე დაახამხამა. ხელში კი თავზე დამდგარი, ჩამუხლული ღმერთკაცი შერჩა. გოგომ ნელა აატარა მზერა სხეულზე და ბოლოს სახეში შეხედა. აი, აქ კი გაოცდა. ბიჭს ზუსტად ისეთი ზღვისფერი თვალები ჰქონდა, როგორიც მის ძმას. ანას გული შეეკუმშა, თითქოს ძლივს მოშუშებული ჭრილობა ხელახლა გაეხსნა.
-გოგონა, რამე იტკინეთ? - ისევ იკითხა ბიჭმა და გოგონას დასახმარებლად ხელი გაიშვირა, მაგრამ ანა მაშინვე ფეხზე წამოვარდა, ყურადღება არ მიაქცია მტკივან ტერფს და ბიჭს შეუყვირა:
-რა უფლებით გადამიდექი წინ და კინაღამ მეც და ჩემი ცხენიც მოგვკალი?
ბიჭი გაოცებული უყურებდა მასზე ერთი თავით დაბალ გოგონას, რომელიც იმის ნაცვლად, რომ მადლობა ეთქვა გადარჩენისთვის, უყვიროდა და ლანძღავდა. შემდეგ კი ვერც მან მოითმინა და თვითონაც ყვირილით უთხრა:
-უკაცრავად? მადლობა მითხარი, რომ გზაზე დროზე დავამუხრუჭე და არ გაგიტანე. მერე კი, ცხენის გაჩერებაში მოგეხმარე. თუ ჯირითი არ იცი, ცხენზეც არ უნდა დაჯდე.
ანამ ეს რომ გაიგო, თაფლისფერი თვალები იმხელაზე გაუფართოვდა, ბიჭს კინაღამ სიცილი წასკდა. გოგო გაცოფდა, მაგრამ ბიჭს არაფერი უთხრა. მამაკაცს ზურგი აქცია და კოჭლობით თავისი ცხენისკენ გაემართა. ბიჭი იდგა და უყურებდა, როგორ იწვალა გოგონამ ცხენზე შეჯდომისას, შემდეგ კი ისე რომ, მისკენ არც გამოუხედავს, ცხოველს დეზები შემოჰკრა და გაჭენდა. ამჯერად ცხენი აღარ ეურჩებოდა. ბიჭმა მანამ უყურა ცხენზე ამხედრებულ ქალბატონს, სანამ თვალს არ მოეფარა, შემდეგ კი თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ, მაგრამ გაღიმებული ჩაჯდა მანქანაში და გზა გააგრძელა. მთელი დარჩენილი გზა იმ პატარა, მყვირალა გოგოზე ფიქრობდა. ცხენზე მჯდარი ნამდვილ ამორძალს რომ ჰგავდა წელამდე ცხენის კუდად შეკრული ყავისფერი თმით, მკაცრი იერით, თაფლისფერი თვალებით და მარწყვივით ტუჩებით, რომლთა დანახვაზეც ბიჭს მაშინვე მათი კოცნა მოუნდა. მოიცადეთ, კოცნა?! ბიჭმა თავი გააქნია აზრების გასაფანტავად და მანქანა ერთ-ერთი სახლის ეზოში გააჩერა.
ანასტასიას არ ახსოვდა, სახლამდე როგორ მივიდა. მხოლოდ ბიჭის თვალებზე ფიქრობდა, რომლებიც ასე საოცრად ჰგავდნენ მისი ძმის, ანდროს თვალებს. არა, ეს შეუძლებელი იყო. ანდრო ერთადერთი და განუმეორებელი იყო ოჯახში, რომელსაც დედისგან ზღვისფერი თვალები დაჰყვა.
ეზოში შესულს ისევ ბებია გამოეგება და როცა შეამჩნია, რომ გოგო კოჭლობდა, მაშინვე მოჰყვა ქოთქოთს.
-რა არის ახლა ბებო ეს? არა, ხომ გითხრეს გაუხედნავიაო, რატომ არასდროს არავის უსმენ? ანასტასია შენ გელაპარაკები, - ელაპარაკებოდა თამრო თან ტასოს ოთახში შესული, გოგოს ტანსაცმლის გახდაში ეხმარებოდა.
-კარგი რა, ბებო. არაფერი მოხდებოდა, ვიღაც იდიოტი რომ არ გადამდგომოდა წინ მანქანით.
-და, როგორც შენ ამბობ, იმ ვიღაც იდიოტმა, ჩამოგაგდო ცხენიდან? - ჰკითხა ქალმა და გოგონას დაშავებულ ფეხს დახედა. ანასტასიას ფეხის გადატყავებასა და დასისხლიანებასთან ერთად მისი ღრძობაც მოეხერხებინა.
-დიახაც, მისი ბრალია. რას მიხტებოდა წინ მანქანით? - თავისას არ ეშვებოდა ტასო.
-შენი გამოსწორება არ იქნება, - ჩაილაპარაკა ქალმა და სააბაზანოდან გამოტანილი წამლების ყუთი ანასტასიას საწოლზე დადო, - მიდი, წამოწექი, მე კი შენს ფეხს მივხედავ, - დაუყვავა ბოლოს და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა.
ანაც დაემორჩილა. მართალია, სპირტიანმა ბამბამ ჭრილობა ასწვა, მაგრამ სახის შეჭმუხვნის მეტი, არაფრით შეუმჩნევია ეს. თამრომ გადატყავებული მუხლი ბინტით გადაუხვია, შემდეგ კი არაყი მოიტანა, ნაღრძობი ფეხი კარგად დაუზილა და მაგრად შეუხვია.
-მორჩა, შეგიძლია ჩაიცვა, - ფეხზე წამოდგა ქალი და იქაურობის მილაგებას შეუდგა, - ოღონდ დიდხანს ფეხზე არ იდგე და ხშირად არ იმოძრავო. ისე, საერთოდაც თუ იწვები, კარგი იქნება.
-აუ, კარგი რა თამროო, მასე როგორ შეიძლება? მაგრამ, მადლობა, საუკეთესო ხარ, ბებო, - უთხრა გოგონამ და ქალს ორივე ლოყაზე აკოცა.
-გადი იქით, შე მაიმუნო! - ვითომ გაუბრაზდა შვილიშვილს და სააბაზონოში ტანსაცმლით შესულ გოგონას უთხრა:
-ასე ნაღრძობი ფეხით უნდა დახვდე იმ ბიჭს?
-ხო, რა მოხდა, მერე? აღარ მოვეწონები თუ რა?
-ქაჯი ყოველთვის ქაჯად დარჩება, - თამრომ ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა.
სწორედ ამ დროს გაჩერდა ავალიანების ეზოში მანქანა და იქიდან ანასტასიასთვის ნაცნობი ბიჭი გადმოვიდა. მამაკაცმა ინტერესით მოავლო მზერა ეზოს გარშემო მოსიარულე დაცვას, იქვე მოფუსფუსე რამდენიმე ბიჭს, შემდეგ კი 3 სართულიან სახლს ახედა. ერთ-ერთ ფანჯარაში გოგოს სილუეტი გამოჩნდა, მაგრამ მაშინვე გაქრა და ბიჭმა ვერ მოახერხა მისი დანახვა.
მამაკაცი სახლისკენ წავიდა და კარზე უნდა დაეკაკუნებინა, როცა იგი გაიხსნა და სახლიდან გაღიმებული მოხუცი ქალი გამოვიდა.
-თამრიკო ბებო, როგორ ხართ? - გაუღიმა ბიჭმა და გადაეხვია.
-ვაიმე, რეზი, შენ? - გაუკვირდა ქალს და ბიჭი გულში ჩაიკრა, - როცა ირაკლიმ დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობრის შვილი აპირებდა ჩამოსვლას, არ უთქვამს, რომ ის შენ იქნებოდი. როგორ გამახარე, შენ ხომ არ იცი, - უცებ მიაყარა ქალმა და ბიჭს ორივე ლოყაზე აკოცა.
-შემოდი, შვილო სახლში, გარეთ რას უდგეხარ.
ქალმა გაღიმებული ბიჭი დივანზე ჩამოსვა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და კითხვების მთელი კორიანტელი დააყარა:
-რეზი, ბებო, როგორ ხარ? როგორ მიდის შენი ამბები? ცოლი ხომ არ მოგიყვანია?
რეზიც გაღიმებული უსმენდა ალაპარაკებულ ქალს და ყველა კითხვაზე ღიმილით პასუხობდა:
-კარგად ვარ, თამრიკო ბებო, კარგად. ბიზნესის ამბებსაც არა უშავს რა, ჯერ-ჯერობით კარგად მიდის. ნუ ბოლო დროინდელ მოვლენებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც მალე გამოსწორდება, - ამ სიტყვებზე მოიღუშა, მერე კი ისევ გაუცინა ქალს და უთხრა, - არც ცოლი მომიყვანია, მაგ ამბავს გამოგაპარებდით?! თქვენ უნდა გაგულავოთ ჩემს ქორწილში, პირველ რიგში!
-ჩემი გულავი არ გაიშვა არსად, ბებო, - გაიცინა თამრომ და კიბეებზე კოჭლობით ჩამომავალ შვილიშვილს გახედა.
-მოდი, ანასტასია, ნახე ვინ უნდა გაგაცნო, ბე, - უთხრა ქალმა და დივნიდან წამოდგა.
რეზიც ადგა და რადგან ზურგით იდგა კიბეებისკენ, შებრუნება მოუხდა. ხელში კი წეღანდელი ინციდენტის ის მყვირალა გოგო შერჩა, რომელსაც ახლა ხელი მოაჯირისთვის ეკიდა და მშვიდად ჩამოდიოდა, თან იატაკს უყურებდა, რომ ფეხი არ დასცდენოდა. როგორც იქნა ბოლო კიბეც ჩამოიარა და მათკენ გახედვაც ინება ქალბატონმა. თქვენ ანასტასიას სახე უნდა გენახათ, როცა ბებიამისის გვერდით მდგარი ორმეტრიანი ბიჭი დაინახა და მასში ის ზღვისფერთვალება ბიჭი ამოიცნო. ტასო დაიბნა, გაბრაზდა და ბრაზისგან სახე მთლიანად გაუწითლდა და პომიდვრისფერი გაუხდა.
-ტასო, ბებო, ხომ კარგად ხარ? - მის გაწითლებულ სახეს შეხედა ქალმა და მაშინვე მისკენ წავიდა.
-კი, ბებო, არაფერი მიჭირს, - უპასუხა გოგომ და უკვე მის გვერდით მდგარ ქალს გაუღიმა, - უბრალოდ ფეხი მტკივა.
-კარგი, ჩემო სიცოცხლე, წამოდი დაჯექი, - ქალმა ხელი მოჰკიდა და დივნისკენ წაიყვანა.
-მართლა, ბებო, - დაიწყო ქალმა, როცა ანასტასია კომფორტულად მოთავსდა და და ფეხები დივანზე შემოალაგა, - გაიცანი, ეს რეზი ლიპარტელიანია, დილით რომ გითხარი, ჩვენთან დარჩება-მეთქი.
-გასაგებია, - ჩაილაპარაკა ტასომ და მერე მეორე დივანზე დამჯდარ ბიჭს გახედა, - გეტყოდი სასიამოვნოა შენი გაცნობა-მეთქი, მაგრამ მოგატყუებდი. მე კი ტყუილები არ მიყვარს.
-ანასტასია, რა ზრდილობაა ეს? - თვალები დაუბრიალა ქალმა.
-ბები, ეს ის იდიოტია...
ქალმა სიტყვის თქმაც აღარ დააცადა, მაშინვე მკაცრად უთხრა:
-სიტყვები ანასტასია ავალიანო! შეურაცხყოფას ნუ აყენებ ჩვენს სტუმარს!
-კარგი, ხო, ბოდიში, - ხელები დანებების ნიშნად ასწია ტასომ და მის ამ საქციელზე რეზის გაეცინა, ანასტასია კი მოიღუშა.
-მოკლედ, ეს ის პატივცემული ბატონია, ვის გამოც ახლა ამ დღეში ვარ, - თქვა ამრეზით გოგომ და მკვლელი მზერით გახედა ბიჭს.
-მთლად შენი მოსისხლე მტერიც რომ იყოს, გიკრძალავ ამ სახლში მსგავსი სიტყვებით საუბარს! - ქალმა თითი დაუქნია და ანასტასიას დასჯილი ბავშვის სახეზე ახარხარებულ ბიჭს მიუბრუნდა, - მის ნაცვალდ ბოდიშს მე გიხდი.
-არა, რა ბოდიში, თამრიკო ბებო, გეკადრებათ? - უთხრა ბიჭმა და ქალს ჩაეხუტა, - ხომ იცით, პატარა გაბუტული ბავშვის სიტყვები არ მწყინს მე, - თქვა და ბავშვზე ანასტასიას გახედა.
ტასოს ვეღარ გაეგო, იმან უფრო გააბრაზა, ბებიამისმა რეზის მხარე რომ დაიჭირა თუ ის, რომ ამ ვაჟბატონმა პატარა ბავშვი უწოდა.
-ბებო, შეგიძლია წყალი მომიტანო? - საწყალი თვალებით გახედა ანამ ქალს და თამროც წამოდგა.
-წამალსაც წამოგიღებ, გინდა?
-კარგი იქნება. მადლობა, ბე, - გასძახა სამზარეულოსკენ მიმავალ ქალს და როცა ის თვალს მიეფარა, ჯერ კიდევ მოღიმარ რეზის მიუბრუნდა და ძალიან ხმადაბლა უთხრა, - მისმინე, გორილა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მამაჩემმა გამოგგზავნა აქ თუ თვით ღმერთმა, მაგრამ, გაფრთხილებ, გზაზე კიდევ ერთხელ გადამიდგები და მაგ ორმეტრიან ხელებს დაგამტვრევ.
რეზის მის სიტყვებზე გულში ეცინებოდა, სახეზე კი სერიოზულობის ნიღაბი აიფარა და ტუჩზე კბენაც კი მოუხდა სიცილის შესაკავებლად, როცა ეს გამხდარი გოგო ხელების დამტვრევით დაემუქრა. საუბრის დროს კი მართლა ამორძალს დაემსგავსა.
-ახლა შენ მისმინე, პატარა ქალბატონო, - მეტი ეფექტის მოსახდენად ანასტასიასკენ გადაიხარა და პირდაპირ თვალებში შეხედა, - აქ ჩემი ნებით ჩამოვედი და კიდევ იმიტომ, რომ ირაკლი ბიძიას დიდ პატივს ვცემ და მისი თხოვნა გავითვალისწინე. სულ არ მაინტერესებს შენი მოთხოვნები. გავაკეთებ ჩემს საქმეს და წავალ. და თუ შენ არ გადამეღობები წინ, ჩემი საქმის კეთებისას, კარგს იზამ.
-დაიწყეთ ლაპარაკი? - წყლიანი ჭიქითა და წამლით ხელში შემოვიდა თამრო და ორივე მათგანმა მზერა ქალზე გადაიტანა, - აი, ბებო, გამომართვი.
ანასტასიამ წამალი დალია და ნელა წამოდგომა დაიწყო.
-ბე, მე ავალ ჩემს ოთახში, დავისვენებ, როგორც შენ მითხარი და თვალში ზედმეტად არ შევეჩხირები ვიღაც-ვიღაცეებს.
-ანასტასია, რა გითხარი წეღან? - იწყინა ქალმა და გოგონას წამოდგომაში მიეხმარა.
-ხანდახან თავს ვერ ვიკავებ, ხო იცი არა? - საწყლად შეხედა ქალს.
-ვაიმეე, ანასტასია ავალიანო, შენ ვინც არ გიცნობს, ვაიმეე... - გაეცინა ქალს და რეზის მოუბრუნდა, - რეზი, შვილო, არ მინდა, შეგაწუხო, მაგრამ... - ქალი ცოტა ხანს ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჭინკებათამაშებული თვალებით ჯერ თავის გვერდით მდგარ შვილიშვილს შეხედა, შემდეგ კი უკვე ფეხზე წამომდგარ რეზის და თქვა, - შეგიძლია, ანასტასიას თავის ოთახში ასვლაში დაეხმარო? თან შენს ოთახსაც გიჩვენებ გზაში.
-რაა? - ანსტასიას თვალები მაშინდელივით გაუდიდდა, - არა! - წამოიძახა მაშინვე.
-რა პრობლემაა, - თქვა ბიჭმა და ანასტასიასკენ დაიძრა.
-არ მომიახლოვდე! მოკარება არც კი გაბედო! - ხმამაღლა თქვა ტასომ, მაგრამ ტყუილად. ეს სიფრიფანა გოგო გაუწევდა წინააღმდეგობას ახლა ამხელა ორმეტრიან ახმახს?!
ბიჭმა 2 წამში მოიქცია ხელებში გოგონას სხეული და გულზე მიიკრა. არც ერთმა მათგანმა არ შეიმჩნია ტანზე დაყრილი ეკლები, თამრიკომ კი თავისთვის ჩაიცინა და კიბეებისკენ წავიდა.
-ნუ ხვანცალებ, თორე გამივარდები, - შეუბღვირა რეზიმ და თამროს უკან მიჰყვა.
-ხოდა, დამსვი, მაშინ! - არც ანასტასიას დაუკლია ბღვერა.
-ჯადოსნური სიტყვა მითხარი და დაგსვამ, - თითქოს პატარა ბავშვს ელაპარაკებოდეს, ისე უთხრა.
-ჰაჰ, იოცნებე, - უთხრა გოგომ და გაბუტულმა გულზე გადაჯვარედინებული ხელები დაიკრიფა, - მომინდომა ჯადოსნური სიტყვა. მე შენთვის ვიძახდი. არ გინდა, ნუ გინდა. ხოდა, იწყვიტე ახლა წელი ჩემი ტარებით.
-შენც არ მყავდე ახლა სუმოისტის წონის, - შეეპასუხა რეზი და სიტყვა აღარ ათქმევინა გოგოს.
ამასობაში კი ავიდნენ ტასოს ოთახში. ბიჭმა ფრთხილად დააწვინა საწოლზე.
-წამოდი, რეზი, ახლა შენს ოთახს გაჩვენებ. ანასტასიას ოთახის გვერდითაა, - თქვა ქალმა და იქვე მდებარე ოთახის კარი გააღო, - შენი ბარგიც აქაა. იმედია, მოგეწონება.
-მადლობა, თამრიკო ბებო, - თბილად გაუღიმა ბიჭმა და ოთახის კარი მიხურა.
-შენ კი ქალბატონო, - მიუბრუნდა ანასტასიას, - ჩუმად იყავი და რეზი არ შეაწუხო!
-რეზი არ შეაწუხო, - გაჯავრებით გაიმეორა ბებიას სიტყვები და უკვე დახურულ კარს ენა გამოუყო, - ვინ ჯანდაბაა ასეთი, რომ არ უნდა შევაწუხო! თან მე მეუბნებიან ამას. ამ ვაჟბატონსაც, რომ ყველაფერზე აქვს პასუხი! მე შენ გაჩვენებ სტუმრობას, რეზიკო! ანასტასია ავალიანი არ უნდა გადაგემტერებინა! - ჩაილაპარაკა და ბოროტულად გაიცინა.
მის სიცილს კი გვერდითა ოთახიდან კედელზე კაკუნი მოჰყვა, თან მოგუდული ხმაც გაიგო:
-ქალბატონო ანასტასია, გააჩუმეთ ენა და მაცადეთ ძილი, თორემ მოვალ და შენთვის არ ვიცი რამდენად სასიამოვნო, მაგრამ ჩემთვის კი ნამდვილად სასიამოვნო ხერხით დაგადუმებ!
ანასტასია გაბრაზდა, თან როგორ, წითელ წიწაკას დაემსგავსა. რეზი ხვდებოდა ამ ყველაფერს და გოგოს წითელი სახის წარმოდგენისას სიცილ-სიცილში ჩაეძინა. რა იცოდა, წინ რა ელოდა!

თავი 2
ანასტასიამ მთელი ღამე ვერ დაიძინა. საწოლში წრიალებდა და თვალებს დახუჭავდა თუ არა, რეზის თვალებს ხედავდა. მეტი ვეღარ მოითმინა. ფრთხილად წამოდგა, კარადიდან ორი ზომით დიდი პერანგი და ჯინსის შორტი გამოიღო, გადაიცვა და ფეხშიშველი მივიდა კართან. ცოტა ხანს იყოყმანა, ნამდვილად სურდა ამის გაკეთება თუ არა, მაგრამ, ბოლოს ვეღარ გაუძლო, იქვე მდებარე ტუმბოდან სხვენის გასაღები ამოიღო და ასე ფეხშიშველი გავიდა დერეფანში. სულ რამდენიმე წამით შეყოვნდა რეზის ოთახის კართან, მერე კი დენდარტყმულივით გავარდა კიბეებისკენ. მხოლოდ სხვენის კარებთან შეჩერებისას შეახსენა ფეხის ტკივილმა თავი და ლამის იქვე ჩაიკეცა, მაგრამ კბილი კბილს დააჭირა და გასაღები საკეტს მოარგო. ოთახში შესვლამდე ღრმად ჩაისუნთქა და კარი შეაღო. თითქმის 3 წლის მანძილზე არც ამ ოთახს გაჰკარებია, მაგრამ ახლა რაღაც ძალამ აიძულა აქ ამოსვლა. კარი ძალიან ფრთხილად მიხურა და შიგნიდან გადაკეტა, შემდეგ სინათლე აანთო და ოთახს თვალი მოავლო. კედლების გარდა ნახატები იატაკებზეც ეწყო. ოთახის შუაში კი მოლბერტი იდგა პატარა სკამთან ერთად. ანასტასიამ ფარდები გადასწია და ერთ-ერთი ფანჯარა გამოაღო. გარედან ნიავი შემოიჭრა და ფარდები ააფრიალა. ტასოს უამრავი ის მოგონება ამოუტივტივდა თავში, რომელიც ამ ოთახთან აკავშირებდა. ადრე აქ მარტო არასდროს შემოსულა. ახლა კი...
გოგონამ ლოყაზე ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და მოლბერტთან მივიდა. საღებავებიც იქვე ეწყო. აკანკალებული ხელით ფუნჯი ძლივს აიღო, მაგრამ მოხვია თუ არა თითები ნივთს, კანკალი მაშინვე შეწყვიტა. ანასტასიამ ერთი ხელის მოსმით მოხაზა კონტური, შემდეგ კი საღებავებით ხატვა დაიწყო. მთელი ღამე ზღვისფერ თვალებს ხატავდა რამდენიმე ტილოზე, შემდეგ კი ერთმანეთს ადარებდა. საკუთარ თავშიც კი ვერ გაერკვია ანდროს თვალებს ხატავდა თუ რეზის. რეზის? ამ ფიქრებმა გოგონა შეაკრთო. რა თქმა უნდა, ანდროს თვალებს ხატავდა, აბა, რეზისთან მას რა ესაქმებოდა?
ანასტასიას ისე დაათენდა, ვერც კი გაიგო. საღებავებით დასვრილი კვლავ მოლბერტთან იჯდა და თვალებს ხატავდა, ოღონდ უკვე სხვადასხვა ხედით. მზე კარგად რომ ამოიწვერა, გოგონამ ცოტა ხნით გადადო ფუნჯი გვერდით და გამოღებულ ფანჯარასთან მივიდა. უყურებდა ჰორიზონტს და დათოვლილ მთებს. არ ახსოვს რამდენ ხანს იდგა ასე და სივრცეში იყურებოდა, შემდეგ ისევ მოლბერტთან მივიდა კოჭლობით და კვლავ ხატვა დაიწყო.
რეზის დილაადრიან გაეღვიძა. როგორც სჩვეოდა სწრაფად წამოდგა, ჩაიცვა და სავარჯიშოდ წავიდა. მთელი საათი დარბოდა, ბოლოს კი გაოფლილი და სუნთქვაარეული შევიდა ეზოში. სახლისკენ მიდიოდა, როცა ზემოთ აიხედა, თვითონაც არ იცოდა რატომ და სხვენის ფანჯრიდან მომზირალი ანასტასია დაინახა. გოგონა მონუსხული გაჰყურებდა სივრცეს და ისეთი საყვარელი იყო ამ დროს, თვითონ რეზი დარჩა მისით მონუსხული. ბიჭი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ტასომ ფანჯარას ზურგი აქცია და ოთახში გაუჩინარდა.
რეზი სწრაფად მოემზადა, შხაპი მიიღო, გამოიცვალა და კარგ გუნებაზე მყოფი პირველ სართულზე ჩავიდა. თამრო ერთ მოსამსახურე გოგოსთან ერთად სამზარეულოში მოფუსფუსე დახვდა.
-გაიღვიძე, ჩემო ბიჭო? - ღიმილით ჰკითხა ქალმა და კრემის თქვეფა განაგრძო.
-მე უკვე დიდი ხანია მღვიძავს, სავარჯიშოდაც ვიყავი, - უპასუხა ბიჭმა და იქვე დაჭრილი სტაფილოდან ერთი ნაჭერი აიღო და შეჭამა.
-კარგად გეძინა?
-მშვენივრად, ძალიან კარგი და კომფორტული ოთახი დამითმეთ. ბალიშზე თავი დავდე თუ არა, ეგრევე გავითიშე და დილამდე არც გამღვიძებია.
-ანუ კარგად გამოგიძინია. ძალიან კარგი. ისაუზმე ჩემო ბიჭო და მერე, თუ არ შეწუხდები, ჩემს ქალბატონსაც აუტანე საუზმე, კარგი?
-რა შეწუხებაა, თამრიკო, - საყვარლად გაუღიმა ბიჭმა და თამრიკოს მიერ წინ დადებული საუზმის ჭამას შეუდგა.
-ისე, რას ამზადებთ თუ საიდუმლო არაა? - ინტერესეთ ჰკითხა ბიჭმა ქალს, რომელსაც კრემის გაკეთება დაესრულებინა და ახლა შოკოლადს ადნობდა.
-არა, რა საიდუმლო, - ჩვეული ღიმილით უპასუხა ქალმა, - ტორტს ვაცხობ ანასტასიათვის. ძალიან უყვარს ჩემი გაკეთებული. მითუმეტეს დღეს დაბადების დღე აქვს და სურპრიზი იქნება.
-დღეს ანასტასიას დაბადების დღეა? - გაუკვირდა ბიჭს და წვენი მოსვა.
ქალი დანაღვლიანდა, ხელის ზურგით თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია ბიჭს.
-რამე არასწორად ვთქვი? - თამროს ცრემლების დანახვაზე აღელდა რეზი.
-არა, არა, დამშვიდდი, შენ არაფერ შუაში ხარ. ეს გრძელი ისტორიაა, რომელიც ცუდად მთავრდება და რომელმაც ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მოუშუშებელი დაღი დაგვასვა.
-მაპატიეთ, არ მინდოდა, - ისევ მოიბოდიშა რეზიმ და იქვე დადებული ლანგარი აიღო.
სამზარეულოდან გადიოდა, როცა რაღაც გაახსენდა და თამრიკოს მიუბრუნდა.
-თამრიკო ბებო, ანასტასიას საუზმე თავის ოთახში ავუტანო თუ სხვენზე?
ქალი კითხვამ გააოცა და ხელიდან თეფში გაუვარდა, რომელიც იატაკზე 1000 ნაწილად დაიფშვნა.
-შეუძლებელია, - ამოიჩურჩულა ქალმა და გაკვირვებულ რეზის შეხედა.
-რა არის შეუძლებელი? ან თეფში რატომ დაგივარდათ? - იკითხა ცოტათი შეშფოთებულმა ბიჭმა და ქალს სკამზე დაჯდომაში მიეხმარა.
-შეუძლებელია, ანასტასია იმ ოთახში იყოს ასული. უკვე 3 წელია იმ ოთახს არ გაჰკარებია.
-რა? რატომ? რა მოხდა?
-ხომ გითხარი, ეს გრძელი და მტკივნეული ისტორიაა. მიდი, შვილო, აუტანე, თავის ოთახში იქნება.
-კი, მაგრამ, აშკარად დავინახე სხვენის ფანჯრიდან უყურებდა სივრცეს.
-რაა? როდის?
-დღეს დილით ვარჯიშიდან რომ დავბრუნდი, მაშინ შევამჩნიე.
-წარმოუდგენელია. არ მჯერა, - ქალს ცრემლები კვლავ წამოუვიდა, ოღონდ ახლა სიხარულის, - ეგ დადგი მაგიდაზე და გამომყევი. მინდა დავრწმუნდე, რომ სიმართლეს მეუბნები.
რეზიმ გაოცებულმა დადგა ლანგარი მაგიდაზე და თამრიკოს უკან გაჰყვა. ქალმა ჯერ ტასოს ოთახი შეამოწმა და როცა იქ არავინ დახვდა, მაშინვე ეზოსკენ გაიქცა. ცოტა სასაცილო სანახავი იყო, როგორ ცდილობდა უკვე ასაკში შესული ქალი მანძილის შესამოკლებლად ორ-ორ კიბეს გადახტომოდა და ქვემოთ ისე ჩასულიყო. ეზოში გასულმა თამრიკომ ჯერ სახლის გვერდით, ბაღში, დაკიდებული ჰამაკი შეამოწმა, მერე საჯინიბო და ბოლოს, შუა ეზოში გაჩერდა. ძალიან ნელა ააყოლა მზერა სახლს, თითქოს ეშინოდა იმის, რასაც ზევით დაინახავდა. რეზი მართალი აღმოჩნდა. სხვენის ერთ-ერთი ფანჯარა ღია იყო და თეთრი მოფრიალე ფარდაც მოჩანდა.
-თამრიკო ბებო, - რეზი გვერდით დაუდგა ქალს, - მშვიდობაა?
-მშვიდობაა? - გაიკვირვა ქალმა და სიცილ ტირილით უპასუხა,- მშვიდობა კი არა, ეს სასწაულია, ნამდვილი სასწაული.
-რატომ? რა ხდება?
-ანასტასიამ ხატვა კვლავ დაიწყო. ანდროს... -აქ ქალმა სიტყვა გაწყვიტა, - ამდენი ხნის შემდეგ, მან კვლავ დაიწყო ხატვა.
-ანასტასია ხატავს? - რეზი უფრო და უფრო ინტერესდებოდა.
-მარტო ხატავს? - შეიცხადა ქალმა და გაიღიმა, - ხატავს, ცეკვავს და ჯირითობს, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ყველაფერს შეეშვა.
-და თუ გკითხავთ რატომო, ისევ იმავეს მიპასხებთ, არა?
-ეჰ, შვილო, არ მინდა დაგამძიმო ამ ისტორიით. ჩვენი ოჯახიდან ყველამ მძიმედ გადავიტანეთ ეს ამბავი, ყველაზე მძიმედ კი ანასტასიამ.
-ოჰ, - მხოლოდ ეს აღმოხდა ბიჭს და დასევდიანებულმა ახედა სხვენის ერთადერთ ღია ფანჯარას.
-კარგი, აღარ გვინდა ეს მძიმე მოგონებები, - უფრო თავის თავს უთხრა ქალმა, ვიდრე რეზის და სახლიკენ წავიდა, - რეზი, - უკვე კართან მდგომმა გამოსძახა ბიჭს, - შენ დაისვენე, მოეწყვე და თუ გინდა სახლი დაათვალიერე. მე ანას მშობლებს დავურეკავ და ამ სასიხარულო ფაქტს შევატყობინებ. ღმერთო, როგორ გაუხარდებათ. მართლა, საღამოს არაფერი დაგეგმო, ანასტასიას სიურპრიზს ვუწყობთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ვერ იტანს, - ბოლო სიტყვები მხოლოდ ტუჩების მოძრაობით წარმოთქვა, თითქოს ეშინოდა, არავის გაეგო და სახლში შევიდა.
-ვინ ხარ ანასტასია ავალიანო ან ასეთი რა შეგემთხვა? - თავისთვის ჩაილაპარაკა რეზიმ და თავისი მანქანისკენ წავიდა.
უკვე ღამდებოდა, როცა ანასტასია კვლავ მოსწყდა ხატვას და ფანჯარაში გაიხედა. ჩამობნელებულმა ცამ ცოტა არ იყოს დააბნია. არადა ეგონა სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ხატვა. ყოველთვის ასე ხდებოდა. დაიწყებდა ხატვას და ვეღარ ჩერდებოდა. შეეძლო უსასრულოდ ეხატა ანდროსთან ერთად...
ანასტასია ფიქრებიდან შემოსასვლელი კარის დაკეტვის და სახლში შემოსული ხალხის ხმამ გამოარკვია. სიხარულით წამოფრინდა ფეხზე და მხოლოდ კართან მისულს გაახსენდა, რომ ფეხი სტკიოდა. არც კი სჯეროდა, რომ სინამდვილეში გაიგო თავისი გიჟების ხმა. სხვენი სწრაფად დატოვა, გამოსვლისას კარი ისევ ჩაკეტა, გასაღები შორტის ჯიბეში ჩაიცურა და ასე მოთხვრილი, თავზე არეული კოსით მოაჯირზე გვერდულად დაჯდა და ქვემოთ ჩასრიალდა. ნელ-ნელა ხმები უფრო კარგად ესმოდა და სახეც ებადრებოდა. უკვე პირველი სართულის მოაჯირზე მისრიალებდა, როცა მისაღებში შეყრილი ორმეტრიანი ბიჭები შეამჩნია, რომელბიც რეზის ისე ესალმებოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმაკაცს.
-მე არ მომაქცევთ ყურადღებას? - უყურადღებობით განაწყენებულმა წარმოთქვა და ფრთხილად ჩამოხტა მოაჯირიდან, მაგრამ ნატკენ ფეხზე დახტა და სიმწრისგან წამოიკვნესა.
-ანიკოოოო, - სიცილით გამოიქცა მისკენ ერთ-ერთი ბიჭი, მაგრამ, როგორც კი ტკივილისგან მოკეცილი ანა დაინახა, მაშინვე ხელში აიყვანა და ჰკითხა, - კარგად ხარ, გოგო? რამე გტკივა?
-ფეხი მაქვს ნაღრძობი და მაგ ანიკოს, მერე განანებ! - შეუბღვირა გოგონამ და ბიჭს კისერზე ჩამოეკიდა, - როგორ მომენატრეთ, გიჟებო!
-შენ ჩვენ უნდა გვკითხო. რომ დაგვყარე ასე 1 თვე უპატრონოდ, დაადე თავი და ხევსურეთში გაიხიზნე, არაა მაი სწორი საქციელი, დაია, - სიცილით უთხრა მეორემ და ახლა ის მივარდა ჩასახუტებლად.
-ხო, სულ ჩემი ნებით წამოვედი აქ, არავის გამოვუგზავნივარ, - სიცილით უთხრა ანამ და მასაც ჩაეხუტა.
-გაიწით ბიჭო იქით და დამანახეთ ეს ჩემი ბიძაშვილი! - წამოხტა მესამე ბიჭი და ახლა ის ჩაეფსკვნა ანას, - მოიწყინე, ხო, უჩვენოდ?
-ბებოს თურქული სერიალები მახალისებდა მხოლოდ, - გაიცინა ანამ და მეოთხე ახმახსაც მიადგა.
-მოდი აქ ბიჭო, შენ აღარ უნდა მნახო?
-მომიშვეს შენამდე, რო? - სიცილთ ჰკითხა ბიჭმა და გადაეხვია.
-ვაიმე, თქვენ ხომ არ იცით, როგორ გამახარეთ! - წამოიძახა გოგომ და ოთხივე ბიჭს ერთად ჩაეხუტა. მერე იქვე მჯდომი რეზი შენიშნა და სახე დაუსერიოზულდა.
-ჰეი, გორილა, - მიმართა რეზის, - რახან შენც აქ რჩები და ესენიც, გაიცანი, ეს ლაშაა, ეს ნიკა, ეს ჩემი გიჟი ბიძაშვილი დათო, ეს კიდევ სანდრო, - ოთხივე სათითაოდ ჩამოუთვალა და ბიჭებს შორის კომფორტულად მოთავსდა, - თქვენ კიდევ, გაიცანით ეს გორ... - ამ დროს დაინახა, რომ თამრიკო სამზარეულოდან გამოდიოდა და სწრაფად გადააკეთა, - ეს პატივცემული ყმაწვილი, რეზი ლიპარტელიანი, მამიკოს მეგობრის შვილია.
-ვიცნობთ ერთმანეთს, - თქვა ნიკომ და რეზის თვალი ჩაუკრა, - და მოიცა, ეს გორილა რა იყო ან უცებ გადაკეთება, პატივცემული ყმაწვილი? კარგად ხარ? - ზემოდან დახედა გოგოს და გაიცინა.
-შენ კიდე გაშინებს თამრო? - მიზეზს მიხვდა დათო და სიცილი აუტყდა.
-ისე იძახი, თითქოს ბებიაშენიც არ იყოს და არ იცნობდე! - შეუბღვირა დათოს და მერე ბიჭებს მიუბრუნდა, - მოიცადეთ! ამ არსებას იცნობთ?
-ეჰ, ანიკო, ანიკო, ბერდები და ჭკუა არ გემატება, - თქვა ლაშამ და ანას გამოქანებული ბალიში აიცილა, - ეს ის რეზია, ამასწინათ რომ გეუბნებოდი, ამერიკიდან ჩამოდის და ჩვენი ბავშვობის მეგობარია-მეთქი.
-მართლა? - ტასოს თვალები შუბლზე აუვიდა და რეზის ეჭვით გახედა, - მაშინ მე რატომ არ ვიცნობ?
-ოოოო, კარგი რაა, ხან შენ იყავი საზღვარგარეთ, ხან - ეს. ერთად ვერ დაგამთხვიეთ და რანაირად გაიცნობდი? - ამოილაპარაკა დათომ.
-ნუ რეზის ერთხელ ყავხარ ნანახი,- ამოილაპარაკა ნიკამ და ბიჭებს გადახედა.
-შანსი არაა, ამისთანა ქაჯი დამამახსოვრდებოდა, - წარმოთქვა რეზიმ და ამრეზით შეხედა ანასტასიას, არადა გულში სულ სხვაგვარად ფიქრობდა.
-ვერ დაგამახსოვრდებოდა. აღარ გახსოვს, ესპანეთიდან ახალი ჩამოსული იყავი. ჩვენი ნახვა გინდოდა, ჩვენ კი მაგ დროს საავადმყოფოში ვიყავით, ამ, როგორც შენ თქვი, ქაჯთან ერთად, რადგან ფეხი ჰქონდა მოტეხილი და რამდენიმე ნეკნი გაბზარული. დალურჯებულ სახესა და ტანზე აღარაფერს ვამბობ. შენც ადექი და საავადმყოფოში დაგვადექი. მხოლოდ ერთხელ შეხედე ქალბატონს და მაშინაც იგივე რეაქცია გქონდა. მაშინაც ქაჯი გეგონა, - ამოილაპარაკა სულმოუთქმელად და რეზის სიცილი დააყარა.
-კარგი, კარგი. აბა, მითხარით, აქ რამ ჩამოგიყვანათ? - იკითხა ანასტასიამ, - რა, ლეკიანობა დაიწყო და მამაჩემმა თქვენც აქ გამოგხიზნათ?
-გაეხსნა ახლა ამას შუტკა, - თქვა ლაშამ და ანას მოეხვია, - მოიცადე! - უცებ უკან დაიწია და გოგონას სამოსს მხოლოდ ახლა დააკვირდა.
-რა? რა მოხდა? რამე მაცხია? - გაუკვირდა ტასოს და მანაც თავის მაისურს დახედა. ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შეამჩნია, მხოლოდ საღებავის ლაქები და ასე გაკვირვებული შეჰყურებდა ბიჭებს.
-რეზი, მიდი, სწრაფად თერმომეტრი მომირბენინე თუ ძმა ხარ, რა! - წარმოთქვა სერიოზულად ლაშამ.
-რა თერმომეტრი ბიჭო? სულ გადაირიე? - უცებ გამოერკვა უკვე ფეხზე წამომდგარი რეზი და ისევ დივანზე დაეშვა.
-სიცხე უნდა გავუზომო ანიკოს, ხო კარგადაა.
-ლაშა, რა გჭირს, მეტყვი? - ხმა ამოიღო ანამ და შუბლზე მიდებული ლაშას ხელი სწრაფად მოიშორა.
-სიცხე არ აქვს, აბა, სარეცხის მანქანა გაგიფუჭდათ? - ისევ აგრძელებდა ვერსიების ჩამოთვლას.
-არაფერი არ გაგვფუჭებია. რა გინდა ლაშა? ამათ გაჭამეს რამე?
-არა, რა მაჭამეს, გოგო.
-აბა, შენმა ცოლმა გაგიჩალიჩა ვითომ? - ფიქრიანი მზერა მიაპყრო ლაშას, - გაგწირა ქეთუშამ ბიჭო?
-ნუ სულელობ, გოგო! - შეუბღვირა ლაშამ და მერე ბიჭებს მიუბრუნდა, - ამას ხომ ყველანი ხედავთ?
ბიჭებმა მხოლოდ თავი დაუქნიეს. ამ დროს კი სამზარეულოდან თამროსთან ერთად მუცელგამობერილი გოგო გამოვიდა ვაშლის ჭამით. ანა დაინახა თუ არა, ვაშლი ხელიდან გააგდო, მისკენ გამოიქცა, მხოლოდ დივანთან მისული გაჩერდა და გაკვირვებულმა შესძახა:
-ანასტასია, შენ რა ხატვა დაიწყე?
-მეც მიხარია შენი დანახვა, ქეთი, - საუბარი უცებ გადაიტანა სხვა თემაზე, - მაგრამ აქ საიდან გაჩნდით? - კიდევ ერთხელ იკითხა ტასომ და შეშმუშნულ ბიჭებს გახედა.
-ანასტასია, იცი დღეს რა რიცხვია? - ჰკითხა სანდრომ და გვერდით დაუდგა.
-მე რა ვიცი, კალენდარს ვგავარ? - შეუბღვირა გოგონამ, - ან ეგ ამასთან რა კავშირშია?
ამ დროს ოთახში შუქი ჩაქრა, შემდეგ კი სამზარეულოდან ტორტით ხელში თამრო გამოვიდა. ტორტზე 24 სანთელი ენთო.
-დაბადების დღეს გილოცავთ, ანიკო! - დაიძახა ლაშამ.
გოგონა დაბღვერილი უყურებდა ჯერ მეგობრებს, შემდეგ კი ბებიას. სხვა გზა არ იყო. სანთლებს სული შეუბერა ყველანაირი სურვილის ჩაფიქრების გარეშე. თამრომ შუქი აანთო, გოგონას გადაეხვია და ხელში პატარა ყუთი მიაჩეჩა.
-დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიცოცხლე.
-თამრო, თუ ეს შენი მოფიქრებულია, - დაიწყო გოგონამ, მაგრამ სიტყვა აღარ დაამთავრებინეს.
ბიჭები ანასტასიას მისცვივდნენ და ყველამ სათითაოდ გადასცა საჩუქარი. ქეთიც მათ შორის იყო. მხოლოდ რეზი არ დაძრულა ადგილიდან.
-ჩვენ, შენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს, - მხიარულად თქვა დათომ და თავისი ტელეფონიდან თავი ასწია, - ჩვენ რა, მე, ლაშას და ქეთოს. თან მარტო შენთვის არა, ნუ კიდევ ვიღაც-ვღაცებისთვის ამ სახლში, - ეშმაკურად ჩაიცინა და სანდროს გახედა.
შემდეგ ფეხზე წამოდგა, კარისკენ წავიდა და გამოაღო. ყველა გაკვირვებული უყურებდა დათოს, მაგრამ ბიჭი ისევ ისე ეშმაკურად იცინოდა. კარის გამოღება და სახლში კიდევ 2 გიჟის შემოჭრა ერთი იყო.
-ანუშკიი, - დაიყვირეს გოგოებმა ერთად და ანასტასიას მისცვივდნენ.
-ამან ანუშკიო, იმან ანიკოო, ანასტასია მქვია ხალხო მე! - წაიბუზღუნა თავისთვის და გოგონებს გადაეხვია.
სახლში შემოცვენილი გოგონებიდან ერთი ანასტასიას და, ნინი, იყო, ხოლო მეორე - ნინის მეგობარი - გვანცა. ორივე მათგანი უკვე 3 წელია ამერიკაში სწავლობდა და მათი დანახვა ანასტასიას ნამდვილად ძალიან გაუხარდა. გოგოებმა ყველანი გადაკოცნეს, რეზიც გაიცნეს (ნუ ნინი იცნობდა ისედაც, ამაზე მერე) და ყველანი ერთად დასხდნენ მისაღებში.
-არა, აღიარეთ, ვისი იდეა იყო ეს ყველაფერი? რომელ თქვენგანს მობეზრდა სიცოცხლე და მოისურვა თავისი ფეხით ეშაფოტზე გასვლა? - იკითხა ბოლოს ტასომ, როცა ყველა თამროს გამომცხვარ ტორტს შეექცეოდა.
-სიმართლე ითქვას... - დაიწყო ლაშამ.
-იცი, ანა, - გააგრძელა სანდრომ.
-რა? რა უნდა ვიცოდე? - იკითხა ტასომ და დასჯილი ბავშვებივით თავდახრილ ბიჭებს გახედა.
-ჩემი იდეა იყო, ბებოს სიცოცხლე, - თქვა თამრომ და ბიჭები აშკარა სიკვდილისგან დაიხსნა.
-შენი? - გაუკვირდა ანასტასიას, - არ მჯერა. ხელს აფარებ ამათ, ხო?
-გეკადრება, ანასტასია? - ვითომ ნაწყენმა შეიცხადეს ბიჭებმა.
ამ დროს კარზე დააკაკუნეს და ყველასგან გასაოცრად რეზი წამოდგა.
-თქვენ იყავით, მე გავაღებ, - თქვა და კარისკენ წავიდა.
რამდენიმე წუთში უკან შემობრუნდა, თან პატარა ყუთი და წითელი ვარდების თაიგული მოჰქონდა. ანასტასიას წინ დადგა და მიაწოდა.
-დღეს გავიგე, რომ იუბილარი იყავი, ამიტომ ეს მოკრძალებული საჩუქარი ჩემგან, - გაღიმებულმა გადასცა გოგონას საჩუქრები და ლოყაზე აკოცა.
ანასტასიას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და სიტყვაც ვერ თქვა.
-დაბადების დღეს გილოცავ, ტასო, - ღიმილით უთხრა რეზიმ და დივანზე უნდა დამჯდარიყო, როცა გოგონას სახე დაინახა.
ანასტასია თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და სახე გაჰფითრებოდა. მისი მიცემული საჩუქრები ძირს დაყარა, ბიჭს მივარდა და ისეთი სილა გააწნა, ხუთივე თითი დაატყო ლოყაზე.
-კიდევ ერთხელ დამიძახებ მაგ სახელს რეზი ლიპარტელიანო და ჩემი ხელით მოგკლავ, - ძალიან ხმადაბლა უთხრა ბიჭს, ზურგი აქცია და სიბრაზისგან მხრებათრთოლებული თავისი ოთახისკენ წავიდა.

თავი 3
რეზი დაბნეული იდგა ოთახის შუაგულში და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა მოხდა სულ რამდენიმე წუთის წინ მის თავს. გაურკვევლობიდან ბიჭების სიცილმა გამოარკვია, რომლებიც აშკარად მასზე იცინოდნენ.
-ნეტა ვიცოდე რა გაცინებთ? - შეუბღვირა ბიჭებს და დივანზე მოწყვეტით დამჯდარმა ახლაღა შეიგრძნო თუ როგორ ეწვოდა და უხურდა ლოყა.
-შენი სახე უნდა გენახა, - სიცილით იძახდა ლაშა, - ვაიჰ, აღარ შემიძლია. ნეტა გადამეღო!
-დამშვიდდი ლაშიკო, - კისკისის დროს ამოილაპარაკა ქეთიმ, - ტყუილად არ მოგიყვანივარ ჭკვიანი ქალი ცოლად.
-ვამბობ რაა, საუკეთესო რძალია-მეთქი, - თქვა სანდრომ და ქეთის გახედა, - საძმაკაცო ამაყობს შენით რძალო, ამას არ დაგივიწყებთ!
-შენ თავს მიხედე რაა, - სანდროს შეუბღვირა ნინიმ და ფეხზე წამოდგა, - წავალ, დავხედავ, როგორაა.
-არ გინდა, ბებოს სიცოცხლე, - კიბეებთან გააჩერა თამრიკომ, - დაწყნარდება და გადაუვლის. აბა, ვინ მომეხმარება ალაგებაში? - იკითხა და მისაღებ ოთახში შეკრებილებს გადახედა.
-რატომღაც ძალიან მეძინება, - ფეხზე წამოხტა დათო და ურცხვად დაამთქნარა, - თამრიკო ბებო, ჩემი ოთახი ხომ ისევ იქაა?
დათო პასუხსაც არ დალოდებია, პირდაპირ გაეშურა პირველ სართულზე მდებარე საძინებლისკენ.
-ჩემი ცოლი ორსულადაა და ვერ მოგეხმარებათ, მე კი მას საძინებლამდე მისვლაში უნდა დავეხმარო, - დაიძვრინა თავი ლაშამაც და ქეთი წამოაგდო, - მაპატიე, თამროო, აი, ბიჭები დაგეხმარებიან, - გამოსძახა უკვე მეორე საძინებელში შესულმა.
-ოხ, თქვე მაიმუნებო, - სიცილით თქვა და თეფშების ერთმანეთში ჩალაგება გააგრძელა, - წადით, ხო, წადით. მე მივალაგებ. ტყუილად ნუ ცდილობთ მიზეზების მოფიქრებას.
-აი, საუკეთესო ხარ, თამროო, - კიბეებიდან ჩამოსძახა ნინიმ და თან გვანცას მიათრევდა.
რეზიმ მთელი ღამე ვერ დაიძინა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა დააშავა. მერე რა მოხდა თუ ანასტასიას სრული სახელის ნაცვლად მოფერებით ტასო დაუძახა? ამდენ მოზუზუნე ფიქრს ვეღარ გაუძლო და ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული, სავარჯიშოდ გავიდა. მზე კარგად იყო ამოწვერილი, როცა მთლიანად გაოფლილი უკან დაბრუნდა. სწრაფად მიიღო შხაპი, მოწესრიგდა და პირველ სართულზე ჩავიდა. თამრო ისევ სამზარეულოში ფუსფუსებდა, ხოლო დანარჩენ სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მალე ერთ-ერთი ოთახიდან ქეთი გამობაჯბაჯდა და რეზის გვერდით ჩამოუჯდა.
-აუუ, რეზიკო, შეგიძლია ვაშლის წვენი მომიტანო? მე მეზარებაა, - ისე საწყლად და საყვარლად შეხედა ქალმა, რომ ახლა სახლის სახურავიდან გადახტომაც რომ ეთხოვა, იმასაც შეუსრულებდა.
რეზი წამოდგა და სამზარეულოდან წვენთან ერთად ტორტის ნაჭრითაც დაბრუნდა.
-ეგეც მე? - გაუკვირდა ქეთის და მომღიმარ ბიჭს სწრაფად გამოართვა ორივე.
-შენი ქმარი სადაა, მე რომ მასრულებინებ აქ დავალებებს? - სიცილით ჰკითხა და გამობერილ მუცელზე მოეფერა.
-ნინი, გვანცა და ბიჭები მდინარეზე გავიდნენ. ანასტასიას ნაღრძობი ფეხის გამო ჩვენც სახლში ხომ არ გამოვიკეტებითო, - თან ჭამდა და თან ლაპარაკობდა.
-აა, ახლა გასაგებია, რატომაა სახლში სიწყნარე.
რეზი ცოტა ხანს ფიქრობდა, ეკითხა თუ არა ქეთისთვის, ის რაც, მთელი ღამე არ ასვენებდა, ბოლოს კი მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და კითხვა დაუსვა:
-ქეთი, შემთხვევით, ხომ არ იცი, გუშინ რა ვაწყენინე ტა... ანასტასიას? - სწრაფად გადააკეთა გოგოს სახელი.
-ამას შევჭამ და მოგიყვები, - უთხრა ქეთიმ და ბოლო ლუკმაც გაიქანა ყბაში, - უჰ, საუკეთესო ხარ, თამრიკო! - გასძახა ქალს სამზარეულოში, - ისე ამ ტორტის რეცეპტი უნდა გამოვართვა.
-ქეთი, რა დროს ტორტის რეცეპტია? - ჰკითხა ბიჭმა, - სხვათა შორის, ჯერ კიდევ მტკივა ლოყა, - საწყლად თქვა ბიჭმა და ლოყაზე ხელი ჩამოისვა.
-მწარე ხელი აქვს არა? - სიცილით ჰკითხა გოგომ და რეზის ლოყაზე შეხედა, რომელზეც თუ კარგად დააკვირდებოდით, შეგეძლოთ კვლავ დაგენახათ ტასოს ხუთივე თითი.
-მერედა როგორი.
-ვიცი, - ისევ გაუცინა გოგომ.
-იცი? - გაუკვირდა ბიჭს და გაფართოებული თვალებით შეხედა ქალს.
-მართალია საკუთარ თავზე არ გამომიცდია, მაგრამ გადმოცემით ვიცი ბიჭებისგან, მითუმეტეს კი - ჩემი ქმრისგან. სანამ დამეგობრდებოდნენ, ანასტასია ვერც ერთს ვერ იტანდა და ერთი კვირა ისე არ ჩაივლიდა რომელიმე მათგანი რომ არ ეცემა.
-მოიცადე, მოიცადე, - გააწყვეტინა ბიჭმა, - ის ქაჯი ამათ სცემდა? - ჰკითხა და სიცილი აუვარდა, - რატომ არ მიკვირს?! - სიცილს აგრძელებდა რეზი, - მორჩა ლაშიკოო, ჩემი ყბიდან ვეღარ ამოხვალთ ვერც ერთიი!
-სცემდა რომელია, მაგრამ ეს ბავშვობაში.
-და მერე რა მოხდა?
-იცი, რეზი, მე ანასტასიას მხოლოდ სადღაც 1 წელია ვიცნობ და მასზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, იმას მოგიყვები.
-კარგი, ეგეც მაწყობს, მაგრამ ასე ცოტა ხანი რატომ?
-ლაშამ ჩვენს ქორწილში გამაცნო მხოლოდ, როცა რესტორანში მივედით. მანამდე მეუბნებოდა, ანასტასია რომ გაგაცნო შანსი არაა, ცოლად აღარასდროს გამომყვები და ეგ არ მაწყობსო, - სიცილით გაიხსენა გოგონამ მოგონებები.
-მართლა აღარ გაყვებოდი? - გაუკვირდა ბიჭს.
-სიმართლე გითხრა არ ვიცი. იმასაც ვერ გეტყვი ანასტასია უფრო გადარეულია თუ თქვენი საძმაკაცოს ბიჭები. წარმოგიდგენია, ქორწილში ტანზე მომდგარი შავი ტყავის შარვლით და მაისურით მოვიდა, საქორწინო საჩუქრად კი ტყავის მათრახი გადმოგვცა, - ამაზე ქეთის მთლიანად გაუწითლდა სახე. რეზიმ კი თავი ვეღარ შეიკავა და გადაიხარხარა.
მართლა წარმოიდგინა, როგორ მიდიოდა ტყვავის სამოსში გამოწყობილი ტასო ახლადდაქორწინებულ წყვილთან და ლამაზად შეფუთული ყუთით, რომელსაც თავზე დიდი ბანტი აჯდა, მათრახს ჩუქნიდა.
-ისე, უნდა ვაღიარო, მაინც ყველაზე სექსუალურად გამოიყურებოდა. ნუ, პატარძალს ვერა, მაგრამ მეჯვარეებს და შეკრებილ ხალხს კი მაინც სჯობნიდა თავისი სილამაზით. თეთრ ყვავს ჰგავდა იმ ხალხში, მაგრამ მაინც ყველასგან გამოირჩეოდა.
ქეთი ცოტა ხნით მოგონებებში გადაეშვა და სახეზე ღიმილაკრული მიაჩერდა კედლის ერთ წერტილს.
-ხო, სად გავჩერდი? - მალევე გამოერკვა და რეზის გახედა.
-შენს ქორწილზე ლაპარაკობდი.
-მართალია, მართალი, - გაიღიმა ქეთიმ და ისევ ჩაფიქრდა, - რა შემიძლია გითხრა ანაზე? ყველაზე ჯიუტი არსებაა ვინც კი შემხვედრია. მის სახეზე რეალური, გულწრფელი ღიმილი მხოლოდ რამდენჯერმე მაქვს ნანახი. ერთ-ერთი ის შემთხვევა იყო, როცა გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, - ქეთას ისევ გაეღიმა.
-გულწრფელი ღიმილი? - გაუკვირდა ბიჭს.
-ხო, ანასატასია იშვიათ შემთხვევებში იღიმის რეალურად. თუ დააკვირდები, ნახავ, რომ მისი ღიმილი მხოლოდ ირონიულია, თვალებში კი სევდა უდგას.
-და რატომ, რა ხდება?
-როგორც ვიცი,ანასტასია ადრეც ასეთი ქაჯანა და გიჟი იყო, - დაიწყო ქეთამ.
-რატომ არ მიკვირს? - ირონიულად ჩაიღიმა რეზიმ თავისთვის.
-მისმენ? - გაუჯავრდა ქალი და განაგრძო, - მართალია, ახლაც გიჟია, მაგრამ, მმმ... ასე ვთქვათ, „დასტოინად“ გიჟი.
-ეს „დასტოინად“ გიჟი რაღაა? - გაიკვირვა ბიჭმა.
-მაგაში ვგულისხმობ იმას, რომ სიგიჟეს კი ჩაიდენს რაიმეს, თუმცა ათასში ერთხელ და თუ ჩაიდენს, ისეთს, რომ ყველას აალაპარაკებს.
-ვერ მივხვდი, - ამოილაპარაკა ბიჭმა.
-თავიდან ვერც მე ვხვდებოდი, არაუშავს, - გაიცინა ქეთიმ და ბიჭს გახედა, - ცოტა ხანი მოითმინე და თავად გახდები ყველაფრის მოწმე. ეს ზაფხული ისე არ ჩაივლის, რაიმე არ ჩაიდინოს ანამ.
-რა დამამშვიდე, - ამოილაპარაკა ირონიულად ბიჭმა, - სხვა არაფრის თქმა შეგიძლია?
-მხოლოდ იმის, რომ ანას ეს ირონიული ღიმილი, სიგიჟეები და კიდევ ათასი რამ, როგორც ვიცი, ანდრეას გარდაცვალების შემდეგ დასჩემდა. თითქოს ცდილობს თავის ნაჭუჭში ჩაიკეტოს, ხალხს მხიარულ პიროვნებად აჩვენებს თავს, სინამდვილეში კი ყველაზე მეტად მას სტკივა.
-ისევ ეს იდუმალებით მოცული ანდრეა, - თქვა რეზიმ გაბარზებით, მაგრამ თვითონაც ვერ მიხვდა თუ რა აბრაზებდა, - იცი ვინ იყო?
ქეთიმ ნაღვლიანად დაუქნია თავი.
-ანდრეა... ანდრეა ავალიანი ანასტასიას უფროსი ძმა იყო, - ამილაპარაკა ქეთიმ.
-ძმა? - გაუკვირდა რეზის და თითქოს გულზე მოეშვა, - და რა დაემართა მას?
-ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. ანდრეა უკვე 2 წლის გარდაცლილი იყო, როცა მე ლაშას გავყევი ცოლად. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ანა ძალიან შეიცვალა ძმის დაკარგვის შემდეგ.
-წარმოდგენაც არ მინდა, რა დღეში იქნებოდა, - ჩაილაპარაკა თავისთვის და გულში ტასო შეეცოდა კიდეც.
-მართალია, თან მითუმეტეს, ისიც საგულისხმოა, რომ ანდრეა მისი ტყუპისცალი იყო.
-და შემთხვევით იმასაც ხომ ვერ მეტყვი, რატომ გამარტყა გუშინ?
-ტასოს მხოლოდ ანდრეა ეძახდა, - სევდიანად ამოილაპარაკა ქეთიმ.
************
ამ ყველაფერთან ერთად, არ შეიძლება არ ვახსენოთ ის, თუ რა ხდებოდა მდინარეზე ამ დროს. ბიჭებმა დილით გაიღვიძეს თუ არა, ჯერ ტასოს შეუცვივდნენ ოთახში, დააფეთიანეს, ნერვები მოუშალეს და იქიდან პირდაპირ მდინარეზე წავიდნენ. გოგონების წაყვანას არც ფიქრობდნენ, მაგრამ, ვერ მივართვით. ეზოში ნორმალურად გამოსულებიც არ იყვნენ, რომ მოფრიალე სარაფნებსა და მზის სათვალეებში გამოწყობილი მოცინარი გვანცა და ნინი დაინახეს.
-ჩვენ გარეშე აპირებდით გართობას? - თავზე ქორივით დაადგათ ნინი.
-ამათ ხო ვერაფერს გამოაპარებ, - ამოიბუზღუნა სანდრომ და ჭიშკრისკენ დაიძრა.
-რა გინდა, შე ჩემა, წამოვიდნენ, ბავშვებსაც ხომ უნდათ ჭყუმპალაობა, - თქვა სიცილით ნიკამ და მუხლამდე ყვავილებიან სარაფანში მდგარი გვანცა ხარბად აათვალიერა, - ცოდოები არიან, მარტო იმ გიჟთან!
-ეგ გიჟი იქნება, რომ გამოგივარდება და მიგბეგვავს, - შეეპასუხა ნინი და სანდროს ამრეზით აუარა გვერდი.
-არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, - სიცილით თქვა ლაშამ და კი მიიღო ნიკასგან თავში წამოთაქება.
დათომ გოგოებს ხელი გადახვია, ჯერ ნინის აკოცა ყელში, შემდეგ კი გვანცას დაუკოცნა ლოყები. გვანცამ საყვარლად გადაიკისკისა და ლოყები აუწითლდა. ნიკას კი ამ დროს ეჭვიანობის ტალღამ წამოუარა. ძალიან მოუნდა დათოს ნაცვლად თვითონ ყოფილიყო. მხოლოდ მას გადაეხვია გვანცასთვის ხელი, მხოლოდ მას ეკოცნა მისთვის და გოგოც მხოლოდ მისთვის გაწითლებულიყო. აზრების გასაფანტად თავი გააქნია და ჭიშკარში გასულ ბიჭებს უკან გაჰყვა.
-რამდენჯერ გითხარი, წვერი გაიპარსე და ისე მაკოცე-თქო? - იდაყვი გაჰკრა ნინიმ დათოს და მანაც მოხვია ხელი.
-კი, როგორ არა, სულ შენ გამო მოვიპარსავ ამ შვილივით ნაზარდ წვერს, - შეეპასუხა ბიჭი.
-შვილივით ახლა, 9 ვაჟკაცი ხერხეულიძე არ გეზრდებოდეს შენც სახლში! შვილივით ნაზარდი, - გამოაჯავრა ნინიმ, - გვანცა მორცხვია და ვერ გიბედავს, მაგრამ, მე, ხომ იცი, რა კარგი გოგო ვარ, პირდაპირ გეუბნები სიმართლეს! დაგვეჩხვლიტა ლოყები!
-კი, კი, კარგი გოგო ხარ, ნამდვილად, - ამოილაპარაკა თავისთვის სანდრომ და ნინის გახედა.
-საიდანღაც წრიპინი მესმის და ვერ ვხვდები რა ხმაა, ვინმეს თუთიყუში გყავთ და მიმალავთ? - ყველას მოავლო მზერა და ბოლოს სანდროს მიაჩერდა, - უი, სანდრიკო, შენც აქ ხარ?
ბიჭებმა ხარხარი ატეხეს, სანდრო კი იდგა და იბღვირებოდა. ასე მის ნერვებზე თამაში მხოლოდ ნინის თუ შეეძლო.
-კაი, შე ჩემა, რას იბღვირები, ტოო?! - ხელი გადახვია ლაშამ და წაათრია.
ამ სიცილ-ხარხარში მიაღწიეს კიდეც მდინარემდე. გოგოები იქვე ნაპირთან ჩამოსხდნენ და უკვე მხოლოდ საცურაო შორტში გამოწყობილ აპოლონებს გახედეს, რომლებიც მდინარისკენ გარბოდნენ. გვანცას მზერა ნიკაზე გაუშტერდა და ნაპირიდან წყალშიც კი გაჰყვა.
-სიმპატიურია არა? - ფხუკუნით გაჰკრა ხელი ნინიმ დაქალს და მანაც ნიკას შეხედა, რომელმაც ჩაყვინთა და დიდხანს აღარ ამოსულა ზემოთ.
-ჰა, ვისზე ამბობ? - ჰკითხა გამოფხიზლებულმა გვანცამ და გაწითლდა.
-ვისზე და თამროს მეზობელ ჟორაზე. ვისზე უნდა ვამბობდე? ქალბატონო, ხვდებით ახლა ვის ელაპარაკაებით? - ხმა დაისერიოზულა ნინიმ, - შენ რა უნდა გამომაპარო? - ჰკითხა და ცალი ცარბი ასწია.
-კარგი, ხო, - ამოღერღა გვანცამ და ისევ გაწითლდა, - მომწონს, თან ძალიან.
-მერე? ასე უნდა იჯდე და უყურო? ადექი, უფრო ხშირად დაენახე, რამე გააკეთე! ცოტა გაეშმაკდი, ასეთი მორცხვი და ნაზი როდემდე უნდა იყო, გოგო?
-სულ გადაირიე შენ, ხო? - ჰკითხა კიდევ უფრო გაწითლებულმა გვანცამ და შვებით ამოისუნთქა, როცა დაინახა, როგორ ამოყვინთა ნიკამ.
-გაგიმართლა. ნიკა თბილი, საყვარელი და კარგი ბიჭია, ყველაფერთან ერთად სიმპატიურიც.
-ვინ არის თბილი, საყვარელი, კარგი ბიჭი და ამასთანავე სიმპატიურიც? - ნინის ყურთან თქვა სანდრომ, ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა, და წელზე შეუცურა ხელი.
გოგომ წამოიკივლა, გაწითლდა და სწრაფად მოიშორა ბიჭის ხელები.
-შენ ნამდვილად არა, იდიოტო! - შეუბღვირა სანდროს და რაც შეიძლებოდა შორს გაიწია მისგან.
ბიჭმა მხოლოდ ჩაიცინა და ნინის გაწევის საშუალება არ მისცა. გვანცა კი წამოდგა და მდინარის ნაპირს გაუყვა.
-ხელს არ შეგიშლით, ისაუბრეთ, - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი დაქალს და სეირნობა გააგრძელა.
-ოხ, გვანცა, ოხ გვანცა, მე შენ გაჩვენებ ხელის არ შეშლას! - ჩაიბურტყუნა ნინიმ, - მაგრამ რას ვერჩი, წეღან არ ვეუბნებოდი, ცოტა გაეშმაკდი-თქო? - აგრძელებდა საკუთარ თავთან საუბარს, შემდეგ კი მასზე აკრულ სანდროს გახედა, - მომშორდი, იდიოტო! სულ დამასველებ!
-თითქოს როცა გეხები, სულ არ სველდებოდე, - გველურად ჩაურტყა ნინის და ააწითლა კიდეც გოგო, - რატომ უნდა გავიწიო? მე მომწონს. საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს, - ჩაიცინა ბიჭმა და ნინის მხარზე ჩამოადო თავი.
-ნებითა შენითა თუ?..
-ძალითა შენითა, - გოგოს ყელთან ამოილაპარაკა ხმადაბოხებულმა სანდრომ და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა.
ნინის ტანში გასცრა, ჟრუანტელმა დაუარა, გააკანკალა, გააცხელა, გაბრუვდა და ის ადგილი აეწვა, სადაც წამის წინ ბიჭმა აკოცა.
-სანდროოო, - ხმაგაბზარულმა ამოთქვა და ძლივს ამოისუნთქა.
-ნინიიი, - მიბაძა ბიჭმა ნინის ხმას და ახლა ყურის ძირში აკოცა, თან გოგოს რეაქციებით ტკბებოდა.
-გაჩერდი, გთხოვ, არ გინდა, - თითქმის ხმაჩამწყდარმა ამოილაპარაკა გოგომ.
ბიჭმა უხმოდ მოაშორა ხელები, წამოდგა და ისევ მდინარისკენ წავიდა. ნინი უყურებდა სანდროს დაჭიმულ სხეულს და მიხვდა, რომ ბიჭი გაბრაზებული იყო, თანაც ძალიან. წყალში ჩასვლისას თვალი მოსჭრა ბიჭის დაკუნთულმა სხეულმა, რომელზეც წყლის წვეთები შეუჩერებლივ დასრიალებდნენ და გულში გაუღვივდა სურვილი, კიდევ ერთხელ, თუნდაც სულ ერთი წუთით, მათ ადგილას ყოფილიყო. გონებაში წამოუტივტივდა წინა წლის მოგონებები, სანდროს მიერ წარმოთქმული გამაბრუებელი სიტყვები, კოცნა, მისი ალერსი... ნინიმ ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და ირგვლივ მიმოიხედა. გვანცას ეძებდა. იპოვა კიდეც. გოგონა კარგად შორს წასულიყო. თავისთვის მშვიდად მისეირნობდა თან ნიკას მზერასაც მიიყოლებდა.
-ახლა მაცადე შენ, - ჩაილაპარაკა ეშმაკური ღიმილით ნინიმ და მერე გვანცას რომ გაეგონა, მთელ ხმაზე დაუყვირა, - გვანცააა!
გოგონამ შეშინებულმა მოიხედა, თან ისე სწრაფად, რომ თავის შეკავება ვეღარ შეძლო, სველ ქვებზე ფეხი აუსრიალდა და მდინარეში ჩავარდა. ნინის თავიდან გაეცინა გვანცას მოუხერხებლობაზე, მაგრამ მალევე დაუსერიოზულდა სახე და უკვე ნაპიზე ამომავალ ნიკას დაუყვირა:
-ნიკააა, სწრაფად, დაეხმარე! ცურვა არ იცის, თან ნახე რა სწრაფი დინებაა!
დაფეთებული ნიკა მაშინვე იქით გაიქცა, სადაც გვანცა ჩავარდა. დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ. ბიჭმა სწრაფად ისკუპა მდინარეში და შეშინებული გოგოსკენ გაცურა, რომელიც წყალში ყურყუმელაობდა.
-არა, რა გაცინებს? - მიუბრუნდა შეშფოთებული დათო ნინის.
-შენ ის არ იცი, რაც მე, ასე რომ მაცადე!
-შენ კი იმ ინფორმაციას არ ფლობ, რასაც მე, - ეშმაკურად ჩაიცინა დათომ და ნინის მზერაც დაიჭირა.
ბიძაშვილებმა მხოლოდ რამდენიმე წამს უყურეს ერთმანეთს, მერე ორივეს ეშმაკურად გაეღიმათ და ისევ წყალში მყოფებზე გადაიტანეს ყურადღება.
ნიკამ როგორც იქნა მიაღწია გვანცამდე და გოგონას ხელები ძლიერად შემოხვია წელზე. გვანცა თითქმის სულ გაყინულიყო, მაგრამ, როგორც კი ბიჭი შეეხო, მაშინვე გათბა და თითქოს სხეულში ლავა ჩაეღვარა. როგორც კი საკუთარ მკლავებში დაიგულა, მაშინვე ამოისუნთქა და აცახცახებულ გოგოს დახედა.
-კარგად ხარ? - ჰკითხა ბიჭმა და ცალი ხელით გაცურა ნაპირისკენ, მეორე ხელით კი უფრო ძლიერ იკრავდა გოგოს.
-კკკკიიიი, - კბილების კაწკაწით უპასუხა გოგონამ.
როგორც იქნა ნაპირზეც ამოვიდნენ. ნიკამ ხელისგაუშვებლად შემოახვია გვანცას ლაშას მიერ მიწოდებული პისახოცი. შემდეგ სულ ორი წამით მოშორდა. თვითონაც გამშრალდა, მაისური გადაიცვა და გვანცასთან დაბრუნდა, რომელიც ნინის გვერდით იჯდა და კანკალებდა.
-მგონი აჯობებს სახლში დავბრუნდეთ, თორემ გამეყინება დაქალი და დამრჩება ობლად...
-ნნნიიინნნიიი, - სიტყვა აღარ დაასრულებინა გვანცამ და ხელები შემოიხვია, რომ გამთბარიყო.
-კარგი, წავიდეთ, - წამოდგნენ უკვე გამშრალებული ბიჭებიც.
-ნიკა, - მიუბრუნდა ნინი ნიკუშას, - შეგიძლია გვანცა წამოიყვანო? ცოდოა, საწყალი გაიყინა და გაუჭირდება სიარული, - ბოლო სიტყვები ეშმაკური ღიმილით წარმოთქვა და გვანცას თვალი ჩაუკრა.
ნინის სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, გოგოს რომ მიეჭრა ნიკა, ისე სწრაფად აიყვანა და გულზე მიიკრა, რომ გვანცამ გააზრებაც ვერ მოასწრო. წამის წინ გაყინული ბალახებზე იჯდა და კანკალებდა, ახლა კი ნიკას მკერდზე იყო აკრული და ისე სცხელოდა, მეტი რომ არ შეიძლება.
-თუ გაწუხებ, დამსვი, ჩემით წამოვალ, - ამოიკნავლა გვანცამ და ძლივს გაუსწორა მზერა ნიკას.
ბიჭმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და უფრო მეტად მიიკრა გოგო გულზე.
-ისეთი მძიმე ხარ, მომწყდა წელი შენი ტარებით, - გაეხუმრა და დახედა.
გვანცას თვალები გაუფართოვდა. მგონი, მართლა დაიჯერა, ის რაც ნიკამ უთხრა და მისი მკლავებისგან დახსნა მოინდომა, როცა საკუთარ თავს შეატყო, რომ ახლა ატირდებოდა. ბიჭს მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება, როცა გვანცას ამღვრეული თვალები დაინახა და თავისი ნათქვამი ძალიან ინანა.
-ჰეი, ვიხუმრე. საერთოდ არ ხარ მძიმე. ბუმბულის წონა ხარ. ხელები მომხვიე, თუ გინდა, უკეთესად თუ... - ბიჭი დაიბნა და სიტყვაც ვეღარ თქვა.
გვანცა კი ისე დაემორჩილა, ვერც კი გაიაზრა. ხელები მაშინვე შემოხვია კისერზე, თავი კი მის ყელში ჩამალა. წამებში იგრძნო ბიჭის დაჭიმული სხეული, დაბერილი ძარღვები, არეული სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა, რომელიც გვანცას გულივით სწრაფად სცემდა. ასე კომფორტულად მოთავსებულ გვანცას კი ჩაეძინა ბიჭის მკლავებში. ნიკას გაეღიმა ამის დანახვაზე, შუბლზე ფრთხილად აკოცა და როცა სახლში შევიდნენ, ყველას ანიშნა გაჩუმებულიყო. თვითონ კი ნელა ავიდა კიბეებზე და ძალიან ფრთხილად დააწვინა გოგო საწოლზე. შემდეგ პლედიც გადააფარა და ცოტა ხანს უყურა, თუ როგორ მშვიდად ეძინა ქალბატონს.
-მართლა ანგელოზი ხარ, - ჩაილაპარაკა ბიჭმა, დაიხარა, შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა და უკვე გადიოდა, როცა ბოლო სიტყვებიც ჩაილაპარაკა, - ჩემი ანგელოზი.
**************
მოსაღამოვებული იყო, როცა ანასტასიას ოთახში გვანცა და ნინი შევიდნენ. ბიჭები ქვემოთ თამროს ეხმარებოდნენ. ზოგი ხორცს ჭრიდა, ზოგს კი შეშა მოჰქონდა. ნინის ხელში ის ვარდების თაიგული ეჭირა, გუშინ რეზიმ რომ აჩუქა ტასოს. ვარდები ლამაზად იწონებდნენ თავს ვაზიდან. გვანცა კი აშკარად უფრო დატვირთული მოდიოდა, რადგა მას მოჰქონდა ყველა გაუხსნელი საჩუქარი, რაც ანასტასიამ მიიღო გუშინ. თავად ქალბატონი ტასო კი რაფაზე იჯდა და ეზოს გადაჰყურებდა.
-ანუშკიი, - დაიძახა ნინიმ და ყვავილების ზემოდან გამოხედა, - ეს სად დავდგა?
-მოაშორე აქედან! - ძალიან მშვიდად უთხრა და დას გახედა, - ხომ, იცი, ვერ ვიტან ვარდებს.
-ოოო, კარგი რაა, ანუშკი, ანა, ანიკოო, - საყვარლად ეძახდა ნინი და მუდარით სავსე თვალებით შეჰყურებდა.
ანასტასიამ უცებ თვალი მოჰკრა ეზოში შემომავალ რეზის, რომელსაც შეშა მოჰქონდა. ამდენი ნაჭერი როგორ დაიჭირა ხელში, პირდაპირ გასაკვირია. უკან კი კუდებივით მოცინარი ლაშა და დათო მოსდევდნენ. რა თქმა უნდა, ხელცარიელები.
-ნინი, გადავიფიქრე, აქ მომიტანე, - უცებ წარმოთქვა და დას გახედა.
-მშვენიერი არჩევანია, დაო, - ანასკენ წავიდა ნინი, - ყვავილებს მოუხდებათ მზის სხივები და ისე მალე აღარ დაჭკ...
სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო ისე გამოსტაცა ანასტასიამ ხელიდან ვაზა, გამოაღო ფანჯარა და რეზის ესროლა.
-ანასტასია! - გაბრაზებულმა წამოიყვირა გოგომ, გვანცა კი გაოცებული უყურებდათ, - შენ სულ გაგიჟდი, გოგო? მოხვდა? ვინმეს მოარტყი? ვაიმე, თუ ჩემს სანდ... - და უცებ გადააკეთა, - ლაშასთვის რომ მოგერტყა, ტოვებდი ბავშვს მამის გარეშე?
-ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო, თანაც რეზის დავუმიზნე და არა ლაშას, ხოლო შენი სანდრო საერთოდ არაა ეზოში, - უკვე მშვიდად ამოილაპარაკა, სიბრაზისგან გადალურჯებულ ნინის და დაქალის სახეზე აკისკისებულ გვანცას გახედა და რატომღაც გაიღიმა.
ეზოში კი, აი, რა ხდებოდა. რეზის უკვე წელი სწყდებოდა ამდენი შეშის ტარებით, ის ორი მაიმუნი კი საერთოდ არაფერში ეხმარებოდა. მხოლოდ მას უწყობდნენ შეშას, თვითონ კი ხელცარიელები მოაბიჯებდნენ. ჭიშკარს გასცდა თუ არა, ანასტასიას ოთახის ფანჯარა ისე სწრაფად გაიღო და იქიდან მისივე ნაჩუქარი ვარდებიანი ვაზა გადმოფრინდა მისივე მიმართულებით, რეზიმ ვერაფრის გააზრება მოასწრო. ესმოდა რაღაც წუილი, რომელიც აშკარად ახლოვდებოდა. მხოლოდ ბოლო წამს გაიაზრა რაც ხდებოდა და რეფლექსურად გაიწია გვერდით. ყვავილებიანი ვაზა კი იმ ადგილას დაიმსხვრა, სადაც წამის წინ რეზი იდგა. ბიჭმა ინტიქტურად ახედა ანასტასიას ფანჯარას, რომელიც უკვე დახურული იყო. გოგო კი ფანჯრისკენ ზურგით იჯდა. დახურული ფანჯარაც კი ვერ ფარავდა გაოცებული ნინის კივილს. ამასობაში ბიჭებიც გამოფხიზლდნენ.
-ვაიმე, რეზიკუნა, - ამოილაპარაკა დამწუხრებულმა ლაშამ, - ვიზიარებ. გახსოვდეს ძმაო, რომ მუდამ შენს გვერდით ვიდექი და ერთი, კარგი, მოზრდილი და ლამაზი ვენოკი ჩემზე იყოს. თუ გინდა ამის მსგავსი ვარდებისგან გავაკეთებინებ, - და ხელით ეზოში მიმობნეული ვარდებისკენ მიანიშნა.
-სულ გამო***დი? - დაუცაცხანა დათომ ძმაკაცს და რეზის გახედა სერიოზული სახით, - ისე, ლაშა მართალია. ანასტასია არ უნდა გადაგეკიდებინა. დაყარე ეგ შეშა თუ ძმა ხარ, რაა, და მოდი აქ.
რეზიმ მართლა დაყარა შეშა და დათოსთან მივიდა, რომელიც ტელეფონში რაღაცას გულმოდგინედ ეძებდა.
-აი, ნახე, - ლაშასკენ მიაბრუნა ტელეფონი და რეზის ფოტო დაანახა, - მგონი კარგია, არა?
-კი, მშვენიერი ფოტოა, - დაეთანხმა ლაშაც, - ახლა მე გავიქცევი და ამას გავადიდებინებ.
-რა ფოტო, რის გადიდება? - ამოილაპარაკა, როგორც იქნა, რეზიმ.
-აი, შეხედე, - ახლა რეზისკენ შეაბრუნა ტელეფონი დათომ, - მგონი კარგად ხარ ამ ფოტოზე. მოგწონს საფლავის ქვისთვის თუ უკეთესს ამოგვარჩევინებ?
-გაა**ით რა, - ამოილაპარაკა რეზიმ და ახარხარებულ ბიჭებს ზურგი აქცია.
გულში უკვე მიეღო გადაწყვეტილება, რომ იმ საქმის მოგვარების შემდეგ, რაც ირაკლიმ დაავალა, ანასტასია ავალიანს მიხედავდა და „მოარჯულებდა“.

თავი 4
იმ საღამოს კარგად მოილხინეს. მართალია, ანასტასია თავის ოთახში იყო და ბიჭებთან ერთად არ სვამდა, მაგრამ დაბლა მყოფები მაინც კარგად გაერთნენ და დათვრნენ. ღამის 3 საათი ხდებოდა უკვე, როცა ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს. ქეთის, რა თქმა უნდა, დიდი ხანია ეძინა. სამაგიეროდ მისი ქმარი არ აპირებდა არსად წასვლას, მითუმეტეს დაძინებას, სანამ ყველას არ გამოათრობდა. ბოლოს ლაშაც კარგად შეზარხოშებული ადგა და არეული ნაბიჯებით გაბანცალდა თავისი ოთახისკენ. ჩუმად შევიდა, გაიხადა და ძალიან ფრთილად მიუწვა ცოლს გვერდით, რომ არ გაეღვიძებინა. რათ გინდა რა, სულ ტყუილად. ქეთას ისეთი ფრთხილი ძილი აქვს, ერთი ხმამაღალი ამოსუნთქვაც კი კმარა მის გასაღვიძებლად. თვალები არც გაუხელია, ისე გადატრიალდა ლაშასკენ და თავი მხარზე დაადო.
-რომელი საათია? - ჰკითხა ჯერ კიდევ მძინარემ.
-ოთხის ნახევარია, ადრეა ჯერ, დაიძინე, - ჩუმად უთხრა და შუბლზე აკოცა, - თუ სასმლის სუნი გაწუხებს, გადავწვები.
-დაეტიე იქ, სადაც ხარ, - ამოილუღლუღა ქეთიმ და ქმარს ტუჩებზე წაეტანა.
ლაშას გაეცინა ცოლის ქცევაზე, ცალი ხელი წელზე შეუცურა და თავისკენ მისწია, მეორეთი კი გამობერილ მუცელზე მოეფერა.
-მამი, როდის გამოძვრები მაქედან? მოენატრა მამიკოს დედიკო, - ჩუმად ლაპარაკობდა და თან მუცელზე ეფერებოდა ქალს, - ქეთი, არ მეტყვი, ბიჭია თუ გოგო?
-და შენ რომელი გინდა?
-არ ვიცი... არ მიფიქრია, ალბათ, ბიჭი!
-ხოდა, არაფერსაც არ გეტყვი! - გაუჯავრდა ქალი.
-ანუ გოგოა? - ქეთის საქციელზე გაეცინა კაცს.
-არა!
-ოოოო, მამიკო, ხედავ, დედიკო ცუღლუტობს, - აგრძელებდა საუბარს ლაშა, - არ უნდა, რომ მითხრას, რომელი ზიხარ მანდ! აუ, მალე გამოდი, რაა! მინდა, რომ ხელში დაგიჭირო და მოგეფერო.
ქეთის ლაშას საუბარზე გაეღიმა, გულში სითბო ჩაეღვარა და რამე რომ არ წამოსცდენოდა ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა. კიდევ უფრო კომფორტულად მოთავსდა, ქმარს მკერდზე დაადო თავი და უთხრა:
-დღეს რეზიმ მკითხა რაღაცები ანასტასიაზე.
-მერე? - ცოტა არ იყოს დაიძაბა კაცი.
-მხოლოდ ის მოვუყევი, რაც ვიცოდი.
-მაინც რა უთხარი? - სცადა ხმა ეკონტროლებინა, მაგრამ ქეთიმ მაინც შეამჩნია და წამოჯდა.
-ლაშა, რამე დავაშავე და ვერ ვხვდები? - ხელები გადაიჯვარედინა და ქმარს გახედა.
-გააჩნია რეზის რა უთხარი.
-ხომ გითხარი, მხოლოდ ის, რაც ანასტასიაზე ვიცი. ის რომ ანდრეა მისი ტყუპისცალი ძმა იყო და ქორწილში, რომ მათრახი გვაჩუქა, - ქეთი წამოწითლდა და გვრდით გაიხედა.
ლაშას კი სიცილი აუტყდა.
-არა, მათრახი რაღამ გაგახსენა? - უთხრა სიცილით და ცოლს ხელები შემოხვია, - მოდი ჩემთან, დამშვიდდი. ტყუილად ნუ ნერვიულობ. არ გიბრაზდები.
-ნამდვილად? - ამოისრუტუნა ქალმა და კაცის ყელში ჩარგო თავი.
-არ მითხრა, რომ ტირი, - უთხრა ლაშამ და საკუთარი თავი კარგად გამოლანძღა გულში, - ქეთი, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, - საალერსო სიტყვებს ეუბნებოდა და სახეს უკოცნიდა.
ქალიც დამშვიდდა, ქმარს უკეთესად აეკრა სხეულზე და ისევ დაიძინა. ლაშამ ცოტა ხანს უყურა საყვარელ ქალს, სახეზე ეფერებოდა, შუბლზე რამდენჯერმე აკოცა, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვითონაც მშვიდად დაიძინა.
აი, სხვა საძინებლებში კი ასეთი სიმშვიდე სრულიადაც არ სუფევდა. სუფრიდან როგორც კი წამოიშალნენ, ნინი ნიკას მიეჭრა და გვერდით გაიყვანა.
-ნიკუუუშ, - გააგრძელა მისი სახელი ნინიმ და გაიცინა, - რაღაც უნდა გთხოვო.
-რა ხდება ნინი? - გაუკვირდა ნიკას და გოგოს დახედა, - მშვიდობაა?
-ნიკუშ, შეგიძლია ოთახი გამიცვალო? რაღაც ცუდად ვარ და ახლა მეორეზე ასვლის თავი, ნამდვილად არ მაქვს. ჩემს ოთახს აივანიც კი არ აქვს, პირველი სართულიდან კი, თუ რამე, ადვილად გავალ ეზოში. თან ჩემს ბიძაშვილთან პირველად დავიძინებ თუ უკანასკნელად?
-კი, მაგრამ... - დაიწყო ნიკამ, მაგრამ ნინიმ არ დაასრულებინა.
-არავითარი მაგრამ. ახლა ავალ, ჩემს ნივთებს ჩამოვიტან და ჩემს დათუჩასთან დავიძინებ, - კიბეებისკენ გაიქცა ნინი.
-მაგრამ მე ხომ სანდროსთან ერთად ვარ ოთახში? - ამოილაპარაკა თავისთვის ბიჭმა, მხრები აიჩეჩა და თავისი ნივთების ასაღებად ოთახისკენ წავიდა.
-ნინიი, - ამოილაპარაკა უკვე საწოლში მწოლიარე გვანცამ, - რატომ დაბოდიალობ? დამაძინე!
-5 წუთიც გვანცი, 5 წუთიც. გავალ და მალე დავბრუნდები, კარგი? - ეშმაკურად ჩაიცინა ნინიმ, თავისი ნივთები მოაგროვა და ოთახი დატოვა.
კიბეებზე ჩადიოდა, როცა უკვე დასაძინებლად გამოწყობილი, ნახევრადშიშველი ნიკა შემოხვდა. ერთი აათვალიერა, ეშმაკურად ჩაიცინა და ნიკას ოთახისკენ წავიდა.
-ესეც შენ, ქალბატონო, სიურპრიზი, - ჩაილაპარაკა თავისთვის და ოთახში შევიდა, სადაც შუქი ჩამქვრალი დახვდა. ხოლო კაცი კი საწოლში იწვა.
შუქის აუნთებლად გავიდა სააბაზანოში, გამოიცვალა და დაუფიქრებლად შეწვა საწოლში. გონს მაშინაც ვერ მოვიდა, როცა ბიჭისკენ გადატრიალდა, თავისთვის ასე ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი შეიგრძნო და ჟრუანტელმაც დაუარა ტანში.
-დათიკო, - ყურადღება არ მიაქცია არც ერთ „ფაქტს“, - რა იყო? სანდროს სუნამოს როდის აქედან ხმარობ? დღეს შენთან ერთად დავიძინებ რაა, ჩვენი გეგმის განხორციელება დავიწყე გვრიტებთან დაკავშირებით.
ბიჭთან უფრო ახლს მიიწია და მოეხვია. სანდრო სუნთქვაშეკრული უყურებდა ნინის და ვერ გაეგო რა ხდებოდა, მაგრამ, როცა გოგო მოეხვია და თავი შიშველ მკერდზე დაადო, ბიჭმაც აღარაფერი თქვა და ხელები მაგრად შემოხვია გამჭვირვალე პენუარში გამოწყობილი გოგოს წელს. ნინის წელი რომ აეწვა, გულისცემა აუჩქარდა და სუთქვაც შეეკრა, მაშინ კი ინება და თვალები გაახილა. ხელში კი მომღიმარი სანდრო შერჩა. გოგომ წამოიკივლა და მისი ხელებისგან სცადა თავის დახსნა, მაგრამ ამაოდ. ბიჭის მკლავები თითქოს გისოსებად ქცეულიყო.
-შენ დათო არ ხარ!
-კაი კაცო, რას მეუბნები?!
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-მე? მე რას ვაკეთებ აქ? თუ შენ რა გინდა აქ? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ბიჭმა და შეუმჩნევლად შეისუნთქა გოგოს სურნელი, რომელსაც ალკოჰოლის სუნიც ერთვოდა და უფრო მეტად აბრუებდა კაცს, - ისე კარგია ჩემს სურნელს თუ სცნობ.
გოგომ მის კომენტარს წაუყრუა და შეძლებისდაგვარად გასწორდა საწოლში.
-მოიცადე! - წამოიძახა ნინიმ, - ნიკასთან ერთად ერთ ოთახში შენ გძინავს? აი, რატომ. მეც არ ვთქვი, რატომ...
-რატომ, რა? - ეშმაკურად გაიცინა ბიჭმა და გოგოს უკეთესად შემოხვია ხელები.
-რა შენი საქმეა? და საერთოდ, მომაშორე ხელები! დათოსთან წავალ.
-ვერსადაც ვერ წახვალ, - მკაცრად გახედა სანდრომ, - შენი ფეხით მოხვედი აქ და როგორ ფიქრობ, ახლა გაგიშვებ?
-რა გინდა სანდრო? - ამოილაპარაკა ბიჭის სიახლოვით გაბრუებულმა ნინიმ და ახედა.
სანდრო არც დაფიქრებულა, ისე დააცხრა გოგოს ტუჩებზე და მანამ კოცნიდა, სანამ სუნთქვა არ შეეკრა და ჟანგბადის მარაგის შევსება არ დასჭირდა. ნინის უკვე თვალები დახუჭვოდა და ბიჭის კოცნით ტკბებოდა. სანდრო ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, ნიკაპზე კბილები მოსდო და მერე სველი კოცნის კვალი დაუტოვა. გოგომ ვეღარ გაუძლო და წამოიკვნესა. ბიჭს მის რეაქციაზე გაეღიმა, ხელები პენუარის ქვეშ შეუცურა და შიშველ წელზე მოუჭირა.
-სანდრო, გაჩერდი, - ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა ნინიმ და უღონოდ ჰკრა ხელი მკერდზე.
სანდრო გოგოს ყელს მოსწყდა და ჯერ კიდევ მასზე ზემოდან მოქცეულმა, თვალებში ჩახედა. ნინი სანდროს თვალებში ათამაშებულ ჭინკებს ხედავდა და მისი კიდევ ერთხელ კოცნის სურვილი ჰკლავდა, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა.
-სანდრო, არ გვინდა, გთხოვ. ორივე მთვრალები ვართ და მოდი ისეთს ნურაფერს ჩავიდენთ, რასაც მერე ორივე ვინანებთ.
სანდრომ ამოიოხრა და გვერდით გადაწვა.
-არ წახვიდე, გთხოვ, - საწოლიდან წამომდგარ გოგოს ხელი დაუჭირა და სახეში შეხედა.
გოგო ხმისამოუღებლად დაუბრუნდა საწოლს, მაგრამ სანდროსგან მოშორებით, კიდეზე დაწვა და ბიჭს ზურგი აქცია.
-გადავარდები მასე, - უთხრა ბიჭმა და ნინისკენ გადაბრუნდა.
-მერე შენ რა? თითქოს ძალიან განაღვლებდეს, - ამოილაპარაკა გოგომ, სანდროსკენ გადაბრუნდა და ბიჭს პირდაპირ ცხვირით აეკრა შიშველ მკერდზე.
-და თუ მანაღვლებს? - ჰკითხა ბიჭმა, წელზე ხელი შეუცურა და სხეულზე აიკრა.
-დავიძინოთ, - ბიჭის ხელები მოიშორა, ზურგი აქცია და ისევ კიდისკენ გაჩოჩდა.
-დავიძინოთ, რა პრობლემაა, - თქვა სანდრომ, ხელები ახლა მუცელზე შეუცურა, ზურგიდან აეკრა, სახე გოგოს თმებში ჩარგო და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
გოგოს კანი დაეხორკლა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და დაძინება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
-მოისვენებ? მეძინება, - ამოიზმუვლა ბიჭმა და გოგოს კანზე ცხვირი გაუხახუნა.
-მეც კი მეძინება, მაგრამ ერთი სულიერის გამო ვერ ვახერხებ, - ცოტა ხანს კიდევ იყო გაშეშებული, ბოლოს კი დანებდა, - კარგი, ხო. შენ გაიმარჯვე. გაიწიე იქით და მომეცი ნორმალურად დაწოლის საშუალება.
სანდრო ოდნავ ჩაცოცდა თავის მხარეს და გოგოს ადგილი გაუთავისუფლა, მაგრამ ხელები წამითაც არ მოუშორებია. ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა, ბიჭს მკერდზე დაადო თავი, ხელი პრესზე შემოხვია და თვალები დახუჭა.
-კომფორტულად ხარ? - ღიმილით ჰკითხა ბიჭმა და ხელები გოგოს წელზე გადაიტანა.
-დაიძინე, სანდრო! - ამოილაპარაკა უკვე ძილბურანში მყოფმა ნინიმ და ახლა მან გაუხახუნა ბიჭს კანზე ცხვირი, - ძალიან მიყვარხარ, - ამოიბუტბიტა ძილში და ფეხები სანდროს ფეხებში ახლართა.
სანდრომ გაღიმებულმა აკოცა შუბლზე საყვარელ ქალს და მალე მასაც წაართვა ძილმა თავი.
ნიკა კი გულაჩქარებული მიდიოდა და არ იცოდა, შესულიყო თუ არა ოთახში. ბოლოს მაინც გაბედა შესვლა. გვანცა კარისგან ზურგშექცევით იწვა და მშვიდად სუნთქავდა. ოთახში ნაბიჯების ხმის გაგონებაზე, არც მოუხედავს, ნამძინარევმა ამოილაპარაკა:
-ნინი, მოხვედი? შუქი ჩააქრე რა, ძალიან გთხოვ და მალე დაწექი.
შუქი, რომ ჩაქრა და საწოლის მეორე მხარეც ჩაიზნიქა, მაშინ იკადრა ქალბატონმა გადატრიალება.
-აუ, ნინი, ძალიან მცივა, მგონი მდინარეში ჩავარდნის გამო გავცივდი და შეგიძლია, ჩამეხუტო?
ნიკა გაკვირვებული უყურებდა მისკენ გამოჩოჩებულ მობუზულ გოგოს და არ იცოდა რა ექნა. ბოლოს ხმის ამოღება გადაწყვიტა, მაგრამ გვანცას სიტყვებმა გააჩერა.
-ნინ, ნიკას სურნელს რატომ ვგრძნობ?
-იმიტომ, რომ მე ვარ, - გაეპასუხა ბიჭი და გაეღიმა.
-ნინი, ნუ მეღადავები რა, ისედაც ძალიან დაღლილი ვარ, - ამოილაპარაკა გოგომ და კიდევ უფრო მიიწია ბიჭთან. ნიკა კი ლამის საწოლიდან გადავარდნილიყო, - აუუ, ჩამეხუტე რაა, ძალიან მცივა.
ნიკამაც ინება გოგოსთვის ხელის მოხვევა, როცა დაინახა თუ როგორ კანკალებდა. გვანცა სასიამოვნო სურნელმა გააბრუა, მალევე გათბა, შემდეგ კი მარჯვენა მხარე ისე აეწვა, რომ გაოცებულმა ჭყიტა თვალები, საწოლში წამოჯდა და ნახევრადშიშველ ბიჭს თვალებგაფართოებული მიაჩერდა.
-მეჩვენება, ღმერთო, ნამდვილად მეჩვენება, - ამოილაპარაკა გოგომ და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, მერე ხელზე იჩქმიტა და რომ ემწარა, წამოიკივლა, - ეს სიზმარი არაა, ხომ?
-როგორც ჩანს, - უპასუხა გოგოს ქცევით გაოცებულმა ბიჭმა.
-აქ... აქ რა გინდა? - გაიოცა გვანცამ და სახეზე აწითლდა, - არ მიპასუხო, უკვე ვხვდები. ნინის ნაჩალიჩარია, არა?
ბიჭი გააოცა გოგოს გამჭრიახობამ და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია.
-რაო, რა გითხრა? რა მოიმიზეზა? - აშკარად ბრაზობდა და ყურადღებასაც არ აქცევდა იმ ფაქტს, რომ ბიჭის წინ დათუნიებიანი პიჟამათი იჯდა თმაარეული და თვალებდასიებული.
ტუჩებიც საყვარლად დაებრიცა და ახლა პასუხის მოლოდინში ნიკას შეჰყურებდა. ბიჭს იმდენად მოუნდა ამ ვარდისფერი ტუჩების მოჭმა, რომ სურვილს ძლივს სძლია.
-თავს ცუდად ვგრძნობ, ჰაერი მჭირდება და ოთახი გამიცვალეო, - უთხრა ბიჭმა და გოგოს შეხედა, - დაწექი, გთხოვ, წეღან გაკანკალებდა და უარესად არ გახდე. მე დივანზე გადავწვები.
-კარგი, - თქვა გოგომ და საბანში გაეხვა.
ნიკა სწრაფად წამოდგა და ოთახის ბოლოში მდგარ დივანზე გაწვა, მაგრამ დივანი პატარა იყო და ამ ორმეტრიან ბიჭს ფეხები სასაცილოდ გადმოჰკიდებოდა ჰაერში. გოგონას მალე ისევ აუვარდა კანკალი, ბიჭი კი წელსზემოთ შიშველი იწვა დივანზე და სიცივეს საერთოდ ვერ გრძნობდა.
-ნნიკკა, - ამოთქვა ძალიან ხმადაბლა გოგომ და ბიჭს გახედა, - თუ გინდა... მმმ... საწოლზე დაწექი, ცოდო ხარ დივანზე, წელი გეტკინება, - თქვა და ისევ გაწითლდა.
-არაუშავს, არ მინდა შეგაწუხო, თან რამდენიმე საათში გათენდება და ჩემს ოთახში დავბრუნდები, - უპასუხა ბიჭმა და შეეცადა უკეთესად მოთავსებულიყო დივანზე.
-გთხოვ, - 5 წუთში ისევ თქვა გოგომ და უკვე ემბრიონის ფორმაში მწოლიარემ გახედა ბიჭს.
ნიკას გაეღიმა გვანცას აწითლებულ სახეზე და ნელა წავიდა საწოლისკენ. სწრაფად ასწია საბანი და ისევ კიდეზე მოთავსდა. გოგონა კი ისევ კანკალებდა. ბიჭი ფრთხილად შეეხო გვანცას და მისი გაყინული ხელები თავის ტორებში მოიქცია.
-სულ გაყინულხარ, - შეიცხადა ბიჭმა და გოგოსკენ მიიწია.
ისედაც გაწითლებული გვანცა, სულ მთლად პომიდვრისფერი გახდა, მაგრამ ისე სციოდა, თავმოყვარეობას სძლია და ბიჭს ჩახუტების საშუალება მისცა. ნიკას გააკანკალა, როცა გოგოს სიფრიფანა სხეული გვერდიდან აიკრა. ბიჭმა ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორე კი მის თმაში ახლართა და შუბლზე გავარვარებული ტუჩები მიაკრა, ნუ გვანცას ასე მოეჩვენა. თითქოს გახურებული შანთი დაადესო, ისე აეწვა შუბლი.
-დაიძინე, დაღლილი ხარ, - უთხრა ბიჭმა და შეამჩნია, თუ როგორ უკლო გოგონამ კანკალს.
-მადლობა, - დაიჩურჩულა ბიჭის ყელში თავჩარგულმა გოგომ, ნიკას თბილი სუნთქვა მიაფრქვია და ჭიანჭველების არმიის თავდასხმაც გამოიწვია ორივეს სხეულში, - მადლობა ყველაფრისთვის.
გვანცას სულ რამდენი წუთში სუნთქვა უფრო ღრმა გაუხდა, ტუჩები დაუმრგვალდა და ასე ნიკაზე აკრულს ჩამოეძინა. აი, ბიჭმა კი მთელი ღამე გოგონას ყურებაში გაატარა და თავზე ისე დაათენდა, ვერც კი გაიგო. თითქოს გვანცას მშვიდ ძილს დარაჯობდა და მზად იყო, მთელი ცხოვრება ეს საქმე ეკეთებინა.
************
მთელი ერთი კვირა ხმა არ გაუცია ანასტასიას რეზისთვის. ბიჭიც მშვიდად ასრულებდა თავის საქმეს და ხშირად იკეტებოდა-ხოლმე ბიჭებთან ერთად კაბინეტში. თუ ადრე ამთავრება მუშაობას, ეზოში დიდი სიფრთხილით გადიოდა და ზურგზეც კი თვალებს ისხამდა, რომ „შემთხვევით“ გადმოვარდნილი ყვავილებიანი ქოთანი ან ვაზა არ დასცემოდა თავზე (ანასტასიამაც სწორედ ასე აუხსნა გაგიჟებულ თამროს, რომელიც ოთახში აუვარდა და ჩხუბი დაუწყო, რაფიდან ვდგებოდი და შემთხვევით გავკარი ხელიო), მაგრამ გოგოს იმ დღის შემდეგ აღარაფერი უსვრია. საერთოდაც მხოლოდ ერთხელ გამოვიდა ოთახიდან, ისიც შუაღამეს კარგად გადაცილებული რომ იყო მაშინ, ისევ იმავე სახატავ ფორმაში და კვლავ სხვენში გამოიკეტა. საჭმელიც არ უჭამია იმ დღეს და თუ რამე დასჭირდებოდა, რეზის გარდა, ნებისმიერს ავალებდა. ხო, ავალებდა, კი არ სთხოვდა. რეზის ეს ფაქტი აკვირვებდა, მაგრამ იმდენი სამუშაო ჰქონდა, ყურადღებას სხვა რამეს ვეღარ უთმობდა. დანარჩენები კი უკვე მიჩვეულები იყვნენ ანასტასიას ქცევებს და არც არაფერი უკვირდათ.
ბოლოს, როგორც იქნა ანასტასიას ფეხი მოურჩა და სირბილით ჩაიარა კიბეები. ყველანი სამზარეულოში იყვნენ შეკრებილები და საუზმეს მიირთმევდნენ, საღებავებით დასვრილი ტანსაცმლით ტასო რომ შევარდა და ბიჭებს ხელი გადახვია.
-ოჰო, ამას ვის ვხედავთ?! - გაიკვირვა დათომ და ბიძაშვილს წელზე ხელი მოხვია, - როგორ მოხდა, რომ გვიკადრეთ, ქალბატონო ანა?
-გეყოფა რა, - ხელი წამოარტყა და ბიჭის თეფშიდან რამდენიმე ლუკმა მოიპარა.
-ეეეე, რას შვრები, მშიერს მტოვებ, ტო? - აღშფოთდა ბიჭი და ტასოს ხელით უბიძგა, - გადი, გოგო, იქით!
ანასტასია შემთხვევით წაბორძიკდა და სამზარეულოში ახლახან შემოსულ რეზის პირდაპირ ზურგით შეასკდა. გოგოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, როცა კისერზე მიფრქვეული ცხელი სუნთქვა და მუცელზე შემოხვეული დაძარღვული ხელების შეხება იგრძნო.
-ოჰ, გამარჯობა სნაიპერო! - გაიცინა რეზიმ, გოგოს ხელი უშვა და მაგიდას მიუჯდა.
-სნაიპერია, აბა, როგორ?! - აიტაცა უცებ ნინიმ, - ვაზას ვაზაში აჯენს!
-ნინი! - შეუბღვირა ანასტასიამ და ბიჭებს მიუბრუნდა, - აბა, დღეს რა გეგმები გვაქვს? არ აღვნიშნოთ ჩემი გამოკეთება? ან არ გავერთოთ?
-ეგ კარგი იდეაა! - აჰყვა ლაშა, - შენი და რეზის ცოცხლად გადარჩენა ხომ უნდა დავასველოთ, არა?
-ერთი კვირაა წვეთი არ დაულევია და ვეღარ ძლებს, რა, - თქვა პირგამოტენილმა ქეთიმ და კიდევ ერთხელ დაიმატა საჭმელი.
-ეგ რა შუაშია, ქეთუშ? - გამოექომაგა ძმაკაცს ნიკა.
-აუუ, მართლა, რაა, რამე ვქნათ, თორე ამოვიდა ყელში ასე ჯდომა, - თქვა ისევ ნინიმ და წვენი მოსვა.
-ეს შენ ხარ უსაქმურად თორემ ჩვენ საქმე თავზე საყრელად გვაქვს, - უთხრა ნინის თვალებამოღამებულმა სანდრომ და სახეზე ხელი ჩამოისვა.
-აჰა, ისევ მესმის წრიპინი და ვერ ვხვდები საიდან, - თქვა ნინიმ და ოთახში მყოფებს თვალი მოავლო, - არა, მართლა, კითხვა მაქვს, რომელიმეს გყავთ თუთიყუში, რომელმაც ლაპარაკი იცის და მიმალავთ?
-თუთიყუში იქნება, თუ წამოგიფრინდა და დაგდო ბეჭებზე, - ამოიზმუვლა სანდრომ და მაგიდაზე ჩამოდო თავი.
-აი, კიდევ ისმის წრიპინი, - არ ჩერდებოდა გოგო, - ეს ფრინველი თუ დავიჭირე, გავპუტავ! ამატკივა თავი.
-გაჩუმდი და მიხვდები, რომ რაც თავს გატკივებს, შენივე ხმაა, - თავი არც აუწევია, ისე უპასუხა და გააჩუმა ამხელა არქეოლოგი ქალი.
ანასტასია გაკვირვებული უყურებდა სანდროს და ნინის კამათს და გულში ეღიმებოდა. რა თქმა უნდა, სახეზე ერთი ნერვიც კი არ შეტოკებია. „მათ შორის რაღაც მოხდა“ - გაიფიქრა ანასტასიამ და გასასვლელად შეტრიალდა, როცა ნინიმ წამოიძახა:
-მოდით, ბილიარდი ვითამაშოთ!
„მოდით, ბილიარდი ვითამაშოთ!“, „ბილიარდი ვითამაშოთ!“, „ბილიარდი, ბილიარდი, ბილიარდი“ - მეორდებოდა ანასტასიას თავში და გეგონებოდათ გოგოს უროს ურტყამდნენო, ისე იყო.
-ნინი! - გაბრაზებულმა დაუყვირა დას და თვალები დაუბრიალა.
-რა, ანასტასია? რა? უკვე 3 წელი გავიდა! - უცებ წამოენთო ნინი და თვალები აუწყლიანდა, - ბოლოს და ბოლოს შეიგნე, რომ ანდრო ცოცხალი აღარაა და აღარ დაბრუნდება! - ბოლო ხმაზე ყვიროდა გოგო და თვალებიდან ცრემლები სდიოდა, - შენს გარდა სხვასაც ენატრება, სხვასაც სტკივა, მაგრამ არა! შენ ხომ დიდი ანასტასია ავალიანი ხარ! როგორ შეიძლება! ყველა შენ უნდა გაგეგოს ფეხქვეშ! ყველამ შენს დაკრულზე უნდა იცეკვოს! მაგრამ მე ამას არ ვაპირებ! - უთხრა და ოთახიდან გაიქცა.
ბიჭები თავჩახრილები ისხდნენ და ხმასაც ვერ იღებდნენ, გვანცაც მათ მსგავსად აზრზე ვერ მოდიოდა, რეზი გაკვირვებული იყო, ხოლო ქეთი დასევდიანებული ისევ განაგრძობდა ჭამას. აი, თავად ანასტასია კი - განადგურებული იყო. ხვდებოდა, რომ თავის პატარა დაიკოს გული ატკინა, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა, რომ მისულიყო და დაემშვიდებინა. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ გვანცა წამოდგა.
-წავალ, ვნახავ, როგორაა, - ძალიან ხმადაბლა თქვა გოგომ, რომელსაც დაქალის მსგავსად მორეოდა ცრემლები და გასვლა დააპირა.
-არ გინდა, - კართან გააჩერა სანდრომ და თვითონ წამოდგა, - მე ვნახავ, - მერე ანასტასიასთან გაჩერდა, მხარზე ხელი მოუჭირა და შეძლებისდაგვარად გაუღიმა, - ნინის ხომ იცნობ, ცხელ გულზე გითხრა ყველაფერი, დამშვიდდება და...
-სანდრო, ნინი მართალია, მართლა ჩემი ბრალი იყო, - მხოლოდ სანდროს გასაგონად ამოილაპარაკა და თვალებში შეხედა, - დაამშვიდე, გთხოვ, მასაც ვერ დავკარგავ... - ბოლო სიტყვებზე ხმა საერთოდ ჩაუწყდა და თავჩახრილი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
სანდროც უკან გაჰყვა. მეორე სართულამდე ერთად ავიდნენ, მერე კი ანასტასიამ მარჯვნივ გაუხვია და თავის ოთახში შეიკეტა, ხოლო სანდრომ მარცხენა მხარეს მდებარე პირველივე ოთახის კარზე დააკაკუნა და პასუხს დაელოდა. რამდენჯერმე ისევ დააკაკუნა, მაგრამ ისევ არ იყო პასუხი. ბოლოს მოთმინება ამოეწურა და ოთახის კარი ლამის შეგლიჯა. ოთახში შესულს კი საწოლზე მუცელზე მწოლი, ბალიშზე აქვითინებული ნინი დახვდა.

თავი 5
ბიჭმა სწრაფად გადაკვეთა მანძილი და საწოლზე ჩამოჯდა. ნინის ყურადღებაც კი არ მიუქცევია იმისთვის, თუ ვინ შევიდა ოთახში. უბრალოდ ამოილაპარაკა:
-მარტო მინდა ყოფნა, გადი აქედან, ვინც არ უნდა იყო!
სანდრომ ყურიც კი არ ათხოვა გოგოს სიტყვებს, სწრაფად შეუცურა ხელი მუცელზე, მეორე ფეხებში და სულ რამდენიმე წამში ნინი მის კალთაში იჯდა. გოგომ მოულოდნელობისგან წამოიკივლა და გაუაზრებლად შემოხვია ხელები ყელზე. ნინიმ თავი მის ყელში ჩამალა და ტირილი გააგრძელა. სანდრო კი თმაზე ეფერებოდა და შიგადაშიგ შუბლზე აკრობდა ცხელ ტუჩებს. მალე შეამჩნია, რომ გოგოს მის მკლავებში ჩასძინებოდა. ეცადა ფრთხილად გადაეწვინა საწოლზე, მაგრამ ნინი შეიშმუშნა, ხელები უკეთესად მოხვია და ცხვირი ყელზე გაუხახუნა. სანდროს ნინის სხეულზე მოხვეული ხელები დაეჭიმა, ძარღვები დაებერა და სუნთქვა გაუხშირდა.
-დავიჯერო ასე ძლიერ ვმოქმედებ შენზე? - მის ყელში ამოილაპარაკა გოგომ და თბილი ჰაერი მიაფრქვია.
-მეგონა გეძინა, - ძლივს ამოთქვა სანდრომ და კიდევ უფრო დაიძაბა.
-მეძინა, მაგრამ... - გოგომ აღარ დაამთავრა და რბილი ტუჩები სანდროს მფეთქავ არტერიას მიაკრო.
ბიჭს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში, გოგო უფრო მეტად მიიკრა სხეულზე და დაბოხებული ხმით უთხრა:
-ნინი, ნუ მიწვევ, თორემ...
გოგომ სიტყვის თქმაც კი არ აცადა ისე დააცხრა ტუჩებზე. სანდრომ თავიდან ვერ გაიაზრა რა მოხდა, მერე კი კოცნაში აჰყვა და უფრო მომთხოვნიც კი გახადა. ხელები ტანზე აუსრიალა, საწოლზე გადააწვინა, თვითონ კი ზემოდან მოექცა და ტუჩებიდან ყელზე გადავიდა.
-ძალიანაც ნუ გაგიტკბება, - ამოილაპარაკა გოგომ და სანდროსგან თავი დაიხსნა, - ისე, კარგი კოცნა გცოდნია, დასახვეწი ნამდვილად არ გვა... არ გაქვს, - უკვე კართან მდგომმა უთხრა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
-ოხ, ნინი, მე შენ გაჩვენებ კარგ კოცნას! სულ თუ არ დაგანატრო ჩემი თავი, ნახავ შენ! - თავისთვის თქვა სანდრომ და ისიც უკან გაჰყვა.
უკვე კიბეებზე ჩადიოდა, როცა ანასტასია გამოვიდა თავისი ოთახიდან. გოგოს გამოცვლა მოესწრო და თავიც მოეწესრიგებინა. ტანზე მოტკეცილი ღია ფერის ჯინსი, ბრეტელებიანი გამოყვანილი მაისური და სანდლები ეცვა, თმა კი ცხენის კუდად შეეკრა.
-რა ქენი, სანდრო? ისევ ხომ არ ბრაზობს ჩემზე? - სევდიანად ჰკითხა ანასტასიამ და სანდროს შეხედა.
-იცი... ჩვენ შენზე... - მაგრამ სიტყვა ვეღარ დაამთავრა, ქვემოთ მოკისკისე ნინი რომ დაინახა.
-მადლობა, სანდრო, მისი ხასიათზე მოყვანა მხოლოდ შენ შეგიძლია, - ოდნავ გაუღიმა ტასომ და გაოცებულ ბიჭს ლოყაზე აკოცა.
-ვაო, ანიკოო, - აათვალიერა ლაშამ ანასტასია და ხელი ტელეფონზე მოლაპარაკე რეზის გაჰკრა, რომელიც ზურგშექცევით იდგა და ანასტასიას შემოსვლა არც კი გაუგია.
-რა გინდა, შე ჩემა, რა გამიწყალე გული? - ტელეფენი გათიშა და შემობრუნდა, ლაშა კი უცებ ანასტასიას ამოეფარა და ბიჭსაც მზერა ტასოზე გაუშეშდა.
იმედოვნებდა, რომ ვერავინ შეამჩნია, როგორ მძიმედ გადააგორა ნერწყვი და გოგო თავიდან ბოლომდე აათვალიერა. ეს ტანსაცმელი ტასოს ყველა ღირსებას ერთიანად კარგად გამოჰკვეთდა. გამხდარი და გრძელი ფეხები, წვრილი წელი, კარგად გამოკვეთილი მკერდი, სავსე ბაგეები, რომელთა კოცნის სურვილიც უკვე მერამდენედ აღეძრა გულში, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, გვერდზე გაიხედა და ისე თქვა:
-ვაა, სნაიპერაც მოსულა.
ნინიმ გადაიკისკისა, ტასო კი ერთიანად აწითლდა სახეზე, მაგრამ რეზის ყურადღებაც არ მიაქცია და ნინის გასაღები გაუწოდა.
-ეს... - გაოცებულმა შეხედა დამ და ხელის კანკალით გამოართვა გასაღები, - ეს... ეს...
-იძახე ახლა ერთი და იგივე, და ამის მერე კიდევ მე ვარ თუთიყუში, - უთხრა სანდრომ და გასაღები გამოართვა, ისე რომ ოდნავადაც არ შეხებია, - რას მიყურებთ, აეყარენით ახლა და წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ!
-კი, მაგრამ სამუშაო? - გაიკვირვა რეზიმ.
-კარგი ერთი, რეზი, - დაუბღვირა ლაშამ, - ნუ გაგვწყვიტე წელში მუშაობით. მე შვილი მაინც მრჩება და ამათ რაღა ქნან? - ბიჭებზე ანიშნა ხელით და გაიცინა, - ისე, ამათ რას ვერჩი, შენც არ გყავს არც ცოლი და მითუმეტეს არც შვილი. ასე რომ, ხმა არ გავიგო, - მაშინვე გააჩუმა რეზი, - წავედით, ცოტა ხანს დასვენება არც ერთს არ გვაწყენს!
სათამაშო ოთახი იქვე პირველ სართულზე იყო, ამიტომ შორს წასვლა არ დასჭირვებიათ. სანდრომ კარი გახსნა და პირველი შევიდა. ოთახში ბილიარდის მაგიდის გარდა პინგ-პონგის მაგიდაც იდგა, ოთახის ბოლოში კი ბოულინგის კეგლებიც შენიშნა რეზიმ.
-აბა, როგორ გადავნაწილდეთ? - იკითხა დათომ და ოთახში მყოფები გადათვალა, - ჩვენ ცხრანი ვართ, მაგრამ არამგონია ქეთომ თამაში მოახერხოს, არ გეწყინოს ქეთა, - გაუღიმა გოგოს და განაგრძო, - ასე კი რვანი ვრჩებით. ისე ცუდია, ერთი კარგი მოთამაშე გამოგვაკლდა.
-არჩევანი-არადანმა რომ აარჩიოს? - იკითხა ჩუმად გვანცამ.
-არა, ხომ ვამბობ, ჭკვიანი გოგო მყავს! - შეაქო დაქალი ნინიმ და ეშმაკური მზერით გახედა ნიკას.
-მაშინ არჩევანი მე ვარ! - ყველას დაასწრო ლაშამ და ცოლს იქვე პუფში ჩაჯდომაში დაეხმარა, - არადანი კი ჩვენი რეზიკო იყოს.
-კარგი, - თქვა რეზიმ, ისე რომ ტელეფონიდან თავი არც კი აუწევია.
-რახან ყველანი თანახმანი ხართ, - შესავალი გააკეთა ლაშამ და მერე ფიქრიანი მზერა მოავლო ოთახში მყოფებს, - ანიკო, მოდი ჩემთან!
რეზის გაუკვირდა, ლაშამ ტასო რომ აარჩია პირველივეზე. იცოდა, რომ ლაშა კარგად თამაშობდა ბილიარდს, აი ტასო კი მისი სუსტი აღნაგობის გამო სუსტად მიიჩნია.
-სანდრო, - წამოთქვა დაუფიქრებლად და მხოლოდ მერე გაიგონა ბიჭის ხმა.
-ანასტასია და ნინი ერთ გუნდში არ გაუშვაა! - მაგრამ დააგვიანდა.
-ნინი, მოდი აქ, საყვარელო, - სიცილით მოხვია ხელი ლაშამ გოგოს და რეზის შეხედა, - თქვენი ჯერია. ისე გვანცა როგორი მოთამაშეა? - ჩუმად ჰკითხა გოგოს და რეზის ყურადღებაც არ მიაქცია, რომელმაც თავის გუნდში დათო აიყვანა.
-გვანცამ თამაში საერთოდ არ იცის, - ასევე ჩურჩულით უპასუხა ნინიმ, მერე კი მოწინააღმდეგე გუნდს გახედა და თქვა, - საკამოდ არასამართლიანი განაწილებაა.
-ვითომ რატომ? - მაშინვე ჰკითხა სანდრომ.
-კარგი, რეზი ახალია ჩვენთან და არ იცის, მაგრამ, აი, თქვენ ორმა ხომ იცით, არა? - და თავით დათოსა და სანდროზე ანიშნა, - ჩვენ ზედმეტად კარგად ვთამაშობთ ბილიარდს, მითუმეტეს, თუ მე და ჩემი დაიკო ვართ ერთ გუნდში, ჩვენი დამარცხების შანსიც კი არ გაქვთ!
-მაგასაც ვნახავთ! - არ შეეპუა სანდრო.
-ჰეი, ჰეი, გვრიტებო, - მათ შორის ჩადგა ლაშა, - სანამ ერთმანეთს დახოცავთ, მოდით ჯერ ვითამაშოთ. ჩემს გუნდში მე ვიყვან... - ლაშა დაფიქრდა და დარჩენილ წყვილს, ნიკას და გვანცას გახედა. უნდოდა მართლა „უძლეველი“ გუნდი შეეკრა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა, - გვანცა, მოდი.
-კი, მაგრამ... - ამოილუღლუღა გვანცამ, - მე თამაშიც კი არ ვიცი.
-შენ დამშვიდდი ფერია, - გაუღიმა ლაშამ, - ამ ორს კარგად არ იცნობ, - თავით ხელიხელ გადახვეულ დებზე ანიშნა და გაიცინა, - ერთხელ მოგვატყუეს, სამი-სამზე ვთამაშობდით და ისე მოგვიგეს, აზრზეც კი ვერ მოვედით, ტოო.
-კარგი, რახან ნიკა მე დამრჩა, დავიწყოთ, - თქვა რეზიმ და თავის ჯოხს ცარცი წაუსვა.
-მოიცა, მოიცა, - თქვა უცებ ნიკამ და გაიცინა, როცა ყველა გაკვირვებული მას მიაშტერდა, - რას მიყურებთ მასე გაკვირვებულები? მუღამი არ შევძინოთ ცოტა?
-აუუ, კიი, რაა, - აჰყვა მაშინვე ნინი.
-სურვილებზე რას იტყვით? ანუ მოგებულ გუნდის თითო წევრს თითო სურვილი ჰქონდეს მოწინააღმდეგე გუნდთან, - თქვა დათომ ფიქრის შემდეგ.
-მაწყობს, - თქვა ნინიმ და ეშმაკურად ჩაიცინა, - მოემზადეთ ჩემი სურვილის ასასრულებლად.
-კარგი, როგორც ჩანს ყველა თანახმაა, მაშინ დაიწყეთ, - თქვა ქეთიმ.
ანასტასიამ თავისიანებს გადასცა უკვე გაცარცული ჯოხები და ლაშამაც გახსნა თამაში. პირველივე ტყორცნაზე დაშალა და 2 ბურთი ჩააგდო. მაგრამ, მერე ქეთამ დაუძახა, ლაშა, წვენი მომიტანეო, ზუსტად მაშინ, როცა უტყამდა და ხელი შეუშალა. კაციც კარისკენ წავიდა, მაგრამ ქეთიმ მაშინვე გააჩერა, როცა რეზიმ პირველი ბურთი მოათავსა ლუზაში.
-იცი, საყვარელო, რაღაც გადამინდა წვენი, - თან რეზის ჩაუკრა თვალი.
-ვერ გავიგე, გოგო, შენ შენი ქმრისკენ ხარ თუ ამათკენ? - გაუჯავრა ცოლს და ვითომ ნაწყენი სახე მიიღო.
-კარგი ერთი რა, ლაშა, - საყვარლად გაუღიმა ქეთიმ, - თქვენი გუნდი მაინც მოიგებს და ამათკენ რომ ვიყო რა დაშავდება?
ამასობაში კი რეზიმ კიდევ ერთი ბურთი ჩააგდო, შემდეგი კი ააცილა. ამის დანახვაზე ტასომ და ნინიმ ერთმანეთს გადახედეს და ეშმაკურად ჩაიცინეს.
-ჰეი, გორილა, - მიმართა ბიჭს, დაკუნთულ მკლავში ხელი ჩაავლო და უკან გასწია, - თუ თამაში არ იცი, პროფესიონალებს გვაცადე რა.
-მართლა, დეიდა? - გაიოცა რეზიმ, - ბილიარდსაც თუ ისევე თამაშობ, როგორი სნაიპერიც ხარ, მაშინ... - და სიტყვისდაუმთავრებლად ჩაიცინა.
მართალია, რეზის ანასტასიას კომენტარზე რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ ტასო გააბრაზა ბიჭის სიტყვებმა. „დამაცადე, ეგ სიტყვები თუ არ განანო!“ - გაიფიქრა თავისთვის და ამოჩემებულ მთლიანად შავ ბურთს, რვიანს ესროლა. მაგარამ რვიანის ნაცვლად ლუზაში წითელი სამიანი ჩავარდა.
-ანგარიშს ითვლი, იმედია, - გველურად გაუღიმა რეზის და კიდევ ერთი ბურთი მოათავსა ლუზაში.
-შენით ვამაყობთ ანუშკიი, - დას ამხნევებდა ნინი და იცინოდა.
ანასტასიამ რამდენჯერაც რვიანს ესროლა, ლუზაში იმდენჯერ სულ სხვა ბურთი ჩავარდა. ხუთით ორს იგებდნენ, როცა ანასტასიას კიის დარტყმისას შემთხვევით გაედო დათო და გოგოს დარტყმა გააფუჭებინა.
-ეეე, არ ითვლება! - მაშინვე გააპროტესტა ნინიმ, მაგრამ ანასტასიამ გააჩერა.
-ნინი, აცადე ბავშვებს, გაერთონ!
ნინიც შეეშვა და დას დაუდგა გვერდით. სანდრომ მხოლოდ ერთი ბურთის ჩაგდება მოახერხა, მეორე გააფუჭა და ნინის ჯერიც დადგა. გოგომ ეშმაკური ღიმილით შეხედა სანდროს და ბილიარდის მაგიდასთან ისე დაიხარა, ბიჭს მისი მკერდის დანახვა კარგად შეეძლო. სანდროს სუნთქვა შეეკრა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა გოგო წელში გასწორდა.
-ისუნთქე, შე ჩემა, - ჩუმად უთხრა რეზიმ და მხარზე ხელი დაჰკრა.
-არა, ხედავ რას მიკეთებს? მგონი უნდა, რომ ჭკუაზე გადამიყვანოს და გამაგიჟოს! - თქვა გაბრაზებულმა ბიჭმა და ნინის გახედა, რომელსაც მეორე ბურთის ჩაგდებაც მოესწრო და ახლა ბოლო ბურთის ჩაგდებას აპირებდა, - ამათ როგორ უნდა მოგვიგონ? - ამოილაპარაკა და ნინისკენ დაიძრა.
სანდრო ზუსტად იმ დროს ამოუდგა ნინის უკან, როცა გოგო დარტყმისთვის ემზადებოდა. გოგომ კიი დაუმიზნა და უნდა დაერტყა, როცა მოშიშვლებულ ზურგზე გახურებული ხელის შეხება იგრძნო, რომელიც ხერხემალს ძალიან ნელა მიუყვებოდა. ნინის სუნთქვა შეეკრა და იმის ნაცვლად, რომ ბოლო ბურთი ჩაეგდო და თამაში დაესრულებინა, თეთრი ბურთი ჩააგდო ლუზაში და ამით მოწინააღმდეგე გუნდის სიცილი გამოიწვია.
-როგორც ჩანს, ჩემი ჯერია, - მხიარულად თქვა დათომ და მაგიდისკენ წავიდა.
-მოვკლავ ამ საცოდავს, - თავისთვის ჩაილაპარაკა ნინიმ და დათოს მაგიდასთან ადგილი დაუთმო.
ბიჭმა მიყოლებით 2 ბურთი ჩააგდო, შემდეგ კი გვანცას ჯერი დადგა.
-აბა, შენ სროლა არ მოგიწევსო? - საყვარლად ჰკითხა გვანცამ ლაშას და მაგიდისკენ წავიდა.
-აქ ბრძოლა წესების გარეშეა, როგორც ჩანს, - თქვა ქეთიმ და გაიცინა.
-ხალხო, მართლა არ ვიცი თამაში, - ამოილაპარაკა გვანცამ.
-კარგი, - თქვა ნინიმ და ოთახში შეკრებილი ხალხი მოათვალიერა, - ნიკუშ, არ გინდა დაეხმარო?
-ჰა? მე? - გაიკვირვა ნიკამ და ჯერ ეშმაკურად მომღიმარ ნინის გახედა, მერე კი აწითლებულ გვანცას.
-ხო, შენ. თუ არ იცი და არ შეგიძლია, სხვას ვთხოვ, - მხრები აიჩეჩა ნინიმ და დაელოდა.
-კარგი, ხო, - თქვა ნიკამ და გვანცასთან მივიდა, - ასე დაძაბული ნუ ხარ, მოადუნე მკლავი და შენც მოეშვი, - რჩევებს აძლევდა გოგოს და უკნიდან აკრული ცდილობდა ხელების სწორად დაჭერა ესწავლებინა.
ამ დროს კი ნინი თავისთვის ფხუკუნებდა და დათოს ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
-ახლა კი დაუმიზნე და დაარტყი, - ყურთან ახლოს უთხა ნიკამ და გოგოს ცხელი სუნთქვა მიაფრქვია, - გვანცა, ისუნთქე, - გვერდულად გაუღიმა ბიჭმა და მოშორდა.
გვანცას შეამცივნა, როცა იგრძნო, რომ ბიჭი მის სხეულზე აღარ იყო აკრული. ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ჰაერიც კი ნიკას სურნელით იყო გაჯერებული. ბურთს დაუმიზნა და დაარყა, თუმცა ააცილა.
-არაუშავს, გვანცა, - გაამხნევა ანასტასიამ და გოგოს მოეხვია, - თავიდან მეც შენსავით ვიყავი.
ნიკამ ანგარიში გაათანაბრა და უკვე ბოლო ბურთს დასდევდა ყველა ჩასაგდებად. ბოლო კი ანასტასიას ამოჩემებული რვიანი იყო. ვერც ნიკამ, ვერც ლაშამ და ვერც რეზიმ ვერ მოახერხეს ბურთის ჩაგდება. ისევ ანასტასიას ჯერი დადგა. ყველა დაძაბული იყურებოდა.
-მიდი, ნასწია, ჩააგდე და ერთი კვირა სახლს მე დაგილაგებ, - გაამხნევა თავისი ჭკუით ლაშამ.
-მოკეტე, - კბილებში გამოსცრა გოგომ და მაგიდისთან დაიხარა, უკეთ რომ დაემიზნებინა.
ანასტასიამ ჯოხი უკან გასწია და დარტყმისთვის მოემზადა, მაგრამ უცებ სანდრომ ხმამაღლა დააცემინა და გოგონა შეკრთა.
-არა, განა ხელის შეშლა მინდოდა, - ჩაიცინა ბიჭმა და ტასოს გახედა.
-თუ გინდა, რომ მთელი გადამირჩე, შენი ხმა არ გავიგო, - დის ნაცვლად შეეპასუხა ნინი და დას ზურგზე ხელი ჩამოუსვა გასამხნევებლად, - მიდი, ანასტასია, უჩვენე ამათ, ვინაა აქ უფროსი!
გოგომ ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა რომ ოთახში სრულიად მარტო იყო. სწორედ ისე იქცეოდა, როგორც ანდრეამ ასწავლა. თავში მოგონებები წამოუტივტივდა, თუ როგორ ასწავლიდათ მას და ნინის ანდრეა თამაშს. გოგომ კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და ბურთს კიი მიარტყა. თეთრი ბურთი თავიდან სულ სხვა მიმართულებით წავიდა და ისე ჩანდა, რომ ბურთი რვიანს საერთოდ არ მოხვდებოდა და რეზის გაუკვირდა კიდეც რატომ უხაროდა ლაშას და მის გუნდს უყვიროდა, ჩემი სურვილის შესასრულებლად მოემზადეთო. მერე კი დაინახა, რომ თეთრი ბურთი კუთხეს მოხვდა და რვიანი პირდაპირ მოათავსა ლუზაში.
-ანასტასია, ეგ დარტყმა აუცილებლად უნდა მასწავლო, - თვალი ჩაუკრა ნინიმ დას და ბიჭებს მიუბრუნდა, - ახლავე გაგაცნოთ ჩემი სურვილი თუ სხვა დროისთვის გადავდოთ?
ამ დროს კი ოთახში თამრო შემოვიდა. ხელში შეფუთული ყუთი ეჭირა და ანასტასიას უღიმოდა.
-რა ხდება, ბებო? - ჰკითხა გაკვირვებულმა გოგომ და თამროს გახედა.
-საჩუქარი მოგიტანეს. ახლახან გამოვართვი ფოსტალიონს.
-კი, მაგრამ, დაბადების დღე ერთი კვირის წინ მქონდა. ნეტა ვის გავახსენდი, თან ასე გვიან?
-გამომართვი და ნახე, - ჩაიცინა ქალმა, საჩუქარი ტასოს მიაჩეჩა და გავიდა.
ანასტასიამ საჩუქარს ქაღალდი შემოაცალა და ხელში უბრალო თეთრი ყუთი შერჩა. კიდევ უფრო გაკვირვებულმა ახადა თავსახური და მაშინვე გახედა ნინის, რომელიც ჯერ გვანცას ამოეფარა, მერე კი სანდროს.
-ნინიიი!
-კარგი, რა, ანასტასია, - გამოხედა სანდროს ზურგს უკნიდან და გაიღიმა, - იცი, რამდენ ხანს ვეძებე ამერიკაში? ძლივს ვიშოვე, ნაღდი ლუდოვიკოებია.
-კარგი, ყავის სერვიზი მესმის, მაგრამ, აი, ეს წერილი რაღა საჭირო იყო? - ანასტასიამ ყუთიდან პატარა ბარათი ამოაძვრინა და ააფრიალა.
ბიჭებს ეცინებოდათ და აღარ იცოდნენ სად წასულიყვნენ. აი, რეზი კი თავიდან ვერ ხვდებოდა, მაგრამ მერე მასაც გაეცინა.
-აუუ, მაჩვენე რა, ამჯერად რაღა დაგიწერა? - ჰკითხა დათომ სიცილით და ანასტასიასთან მივიდა.
-უფანტაზიო, რომ იქნები ადამიანი, - თქვა ანასტასიამ და ბარათი დათოს გაუწოდა, - იგივე წერია, რაც წინა წელს. ლექსი მაინც დამიწერე ან ახალი მოიფიქრე, სიტყვები გადაანაცვლე წინადადებაში, რავიცი, გამაოცე. არა! „როდის თხოვდები და ამ სერვიზით აპირებ დედამთილს ყავა დაალევინო?“. იზრდები და ტვინი არ გემატება, - ანასტასია ცდილობდა არ გაეღიმა და ნინისკენ წავიდა.
-ვაიმეე, მიშველე სანდრო! გიკლავენ ცო... - სიტყვა უცებ გადააკეთა, - გიკლავენ ძმაკაცის ბიძაშვილს!
ანასტასიამ ნინის ყველა სიტყვა დაიჭირა და ეჭვები უფრო გაუძლიერდა. ამასობაში კი ნინი რეზისკენ გაიქცა, რადგან სანდრომ აშკარად ამჯობინა გზიდან ჩამოცლა.
-ნინი, შენ გგონია, ეგ გორილა შემაჩერებს, ახლა რომ ამოფარებიხარ? - ჰკითხა და რახან რეზის სხეული მთლიანად ფარავდა ნინის, ბიჭს შეხედა და ისევ ზღვისფერ თვლებს წააწყდა.
-მართალი ხარ! ვერ შეგაჩერებს, - უპასუხა გოგომ და ახლა კარისკენ გადაინაცვლა.
-მანდ გაჩერდი! - უკვე კართან მისულს უთხრა და დას გახედა, - ჩემი სურვილის ასრულებას მოვითხოვ, - მოიფიქრა უცებ და წაგებულ გუნდს მიუბრუნდა, რომლებიც ჯერ კიდევ იცინოდნენ ანასტასიას საჩუქარზე.
-რა გინდა, რომ გავაკეთოთ? - უხალისოდ იკითხა დათომ და გოგოს მიაჩერდა.
-გააკეთოთ - არა. მინდა, რომ მხოლოდ სანდრომ გააკეთოს, - გაიღიმა ანასტასიამ.
-ეს უკვე აღარ მომწონს, - ამოილაპარაკეს ნინიმ და სანდრომ ერთდროულად.
ამას კი ანასტასიას გველური ჩაცინება მოჰყვა.
-სანდრო, მინდა, რომ ნინის აკოცო, - წყნარად თქვა გოგომ და გაოცებულ ბიჭს შეხედა.
-ვაკოცო? სულ გადაირიე? ამ... ამ... ამას როგორ ვაკოცო? რომ მომწამლოს?
-დამშვიდდი, არაფერი მოგივა.
-მაშინ კარგი, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და შოკირებული ნინის წინ დადგა.
-ოოო, არა, სანდრიკო, - გააჩერა ბიჭი, როცა დაინახა, რომ ნინის ლოყაზე აკოცა და მოშორებას აპირებდა, - ლოყაზე კოცნა არ ითვლება. ტუჩებში აკოცე.
-ანასტასია, ეს ნამდვილად შენ ხარ? - იკითხა ლაშამ და გოგოს შეხედა, - რას სთხოვ, ხვდები?
-მოკეტე, თორემ სანდროს ნინის ნაცვლად შენთვის ვაკოცნინებ! - იმავე ტონით უთხრა ბიჭს და ღიმილი სახეზე შეაყინა.
-სამაგიეროს მიხდი, არა? - ჰკითხა ნინიმ დას, - კარგი, რაა. ანასტასია, ეს ხო ლუდოვიკოებია. მადონას სერვისზეც კი არ გქონია ასეთი რეაქცია!
-სანდრო ასრულებ ჩემს სურვილს თუ არა? - ნინის ყურადღებაც არ მიაქცია, ისე ჰკითხა.
-რახან ასე გინდა, - თქვა ნინიმ, სანდროს პერანგში ჩაავლო ხელი და თავისკენ დაქაჩა.
ერთმანეთის ტუჩებს შეეხნენ თუ არა, ბიჭმა მაშინვე შემოხვია წელზე ხელები და უფრო მომთხოვნი გახადა კოცნა. ნინიმ კისერზე შემოხვია ხელები და კოცნაში აჰყვა. ორივენი გაითიშნენ და აღარც კი ახსოვდათ სად იყვნენ. ტასო მათ თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და როცა წყვილი აღარ მოშორდა ერთმანეთს, როგორღაც მათ შორის ჩაეკვეხა.
-კარგი, გეყოთ, გვრიტებო! ჩემს ნათლულს მუცელშივე ნუ გააგებინებთ, როგორ კეთდება ბავშვი, - ჩაიცინა და პირღია ნინის, შემდეგ კი აწითლებულ გვანცას გახედა, - ნინი, გვანცა და ქეთო, თუ გინდა შენც, სწრაფად ჩემს ოთახში. ნუ პირველი ორი ბრძანებაა, ქეთო, შენ თუ არ შეწუხდები, წამოდი, დამჭირდები.
-რამე დააშავეს? - იკითხა ქეთიმ და გაიღიმა.
-სწორედ მაგის გარკვევას ვაპირებ. გმადლობთ, მშვენიერი თამაშისთვის, - მიუბრუნდა ბიჭებს, - შენც გეხება, გორილა. დიდი ხანია ძლიერი მოწინააღმდეგე აღარ მყოლია.
ბიჭები პირღია შეჰყურებდნენ ჯერ კარიდან გამავალ ტასოს, რომელმაც წინ „გაირეკა“ გოგოები, მერე კი რეზის გახედეს.
-რა ჩაიდინე ამისთანა? - ჰკითხა ნიკამ.
-რაზე ამბობ? - მიუბრუნდა გაოცებული რეზი და ბილიარდის ჯოხების დალაგება დაიწყო.
-არა, თქვენც ხომ გაიგონეთ? - მიუბრუნდა ახლა ბიჭებს.
ბიჭებმა თავი დაუქნიეს და მათაც დაიწყეს ოთახის მილაგება.
-ღმერთო, არ მჯერა, რომ ეს ჩვენი ანასტასია იყო. უკვე ვფიქრობდი, რომ მას ასეთს ვეღარასდროს ვნახავდი! რეზი, რა გაუკეთე ამ გოგოს ასეთი?
-ნორმალურად ამიხსნი?
-რა შეუგნებელი ვიღაც ხარ, ტოო, - თქვა სანდრომ, - არც დაკვირვებიხარ, ხო, ანასტასიას ბოლოდროინდელ ქცევებს?
-და რატომ უნდა დავკვირვებოდი?
-ანასტასია მთელი სამი წელია ასეთი აღარ გვინახავს, - ახსნა დაიწყო დათომ, - მას შემდეგ რაც... ნუ არ გვინდა ახლა მაგაზე. მოკლედ, რაც შენ გამოჩნდი, ჩვენმა გოგომ ისევ დაიწყო ხატვა და თუ არ ვცდები ჯირითიც იმ დღეს, როცა შენ ჩამოხვედი. ახლა კი, ახლა მან შენ ბილიარდში ძლიერ მოწინააღმდეგედ გაღიარა. ასეთები კი მისთვის მხოლოდ ნინი და ანდრო იყვნენ. ნუ ნინი ახლაცაა.
-და რისი თქმა გსურს მაგით?
-ანასტასიასთან ურთიერთობა გააგრძელე. მოგვენატრა ჩვენი მხიარული და გიჟი გოგო და მისთვის გულის ტკენა არც კი გაბედო, თორემ... - ბოლო სიტყვები მუქარით უთხრა ლაშამ და თითები გაატკაცუნა, - მართალია, ანდრო აღარ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვყავართ.
-და ვინ გითხრათ, რომ ანასტასიასთან რაიმე სახის ურთიერთობა მსურს?
-შუბლზე გაწერიათ, - სიცილით თქვა ლაშამ.
-თ? - გაუკვირდა რეზის.
-თ. სწორედაც, რომ თ! - თქვა და ბიჭებს გახედა, - შენც, სანდრიკოსაც და ნიკასაც. სამივეს შუბლზე გაწერიათ, რომ მაგარ შარში ხართ.
-შარში? რას ბოდავ, შე ჩემა? - იკითხა ნიკამ.
-ცოტაც მოითმინეთ და მიხვდებით, - მერე კი დათოს გახედა, - ეჰ, ნეტავ, ჩემი დათუჩაც დამეყენებინა სწორ გზაზე და მერე თუნდაც მომკლა, აღარ დავეძებ.
-მოკეტე რაა, - შეეპასუხა დათო, - ესენი აღარ გყოფნის და მეც გადმომწვდი?
-კარგი, გვეყო, - თქვა რეზიმ და კარისკენ წავიდა, - მგონი საკმარისად დავისვენეთ. ახლა კი წამობრძანდით ბატონო ლაშა და დარჩენილი საქმეების გაკეთებაში დამეხმარეთ.
-ოოოოო, გაახსენდება ხოლმე რაა, - ამოიბუზღუნა ლაშამ და რეზის უკან მიჰყვა, - ისე, რეზი, შენ ნანახი გაქვს ანასტასიას მზითევი?
-რა მზითევი, შენ შიგ ხომ არ გაქვს? მე რატომ უნდა მენახა? რაში მაინტერესებს?
-ხოდა, წამოდი, გაჩვენებთ.
-წამოდი, წამოდი, მართლა მაგარია! - მხარზე ხელი დაჰკრა დათომ და წინ უბიძგა.
-ნორმალურები არ ხართ თქვენ, - თავი გადააქნია რეზიმ და ბიჭებს აედევნა.
მალე გაჩერდნენ მისაღებში მდგარ ერთ-ერთ კარადასთან.
-და-და-დაააააამ, - წაიმღერა სანდრომ და კარადის ორივე კარი ფართოდ გამოხსნა.
-რა არის ეს? - გაიკვირვა რეზიმ და კარადაში რიგებად დალაგებულ ყავის სხვადასხვანაირ ჭიქებს დააკვირდა.
-ნინის მიერ ნაჩუქარი ანასტასიას მზითევი, - სიცილით თქვა ნიკამ.
-ვერ მივხვდი.
-მოკლედ, - დაიწყო ახსნა სანდრომ, - სანამ პატარები იყვნენ და მათი მშობლები დაბადების დღეს უხდიდნენ სანათესაოს გარემოში, სტუმრები სულ ყავის ჭიქებს სჩუქნიდნენ ხოლმე. ხოდა, გოგოებმა ტრადიცია არ დაივიწყეს და ახლა ყოველ დაბადების დღეზე ახალ-ახალ ყავის სერვიზს სჩუქნიან ერთმანეთს. ნუ, ჩემ... ნუ, ნინი უფრო კრეატიულია და სადღაც 5 წელია საჩუქარს ბარათებსაც აყოლებს, „როდის თხოვდები“ წარწერით.
-ნეტა არ ბეზრდებათ? - გაუკვირდა რეზის და სიცილი დაიწყო.
-მაგას ვერ გავარკვევთ, სანამ ერთ-ერთი არ გათხოვდება, - უპასუხა დათომ და კარებები დახურა, - ახლა კი-საქმე. გვეყოს გართობა!

თავი 6
ანასტასიამ სამივე მათგანი შეიყვანა თავის ოთახში, თვითონ სწრაფად გადაიღო ნაყინი ჭიქებში, წვენი ჩამოასხა, შოკოლადებიც დააწყო ლანგარზე და ოთახში შებრუნდა.
-აბა, გისმენთ ქალბატონო ნინი, - მიმართა დას, როცა ყველას ჩამოურიგა ნაყინი და წვენი, ლანგარი მაგიდაზე დადო, თვითონ კი საწოლზე მოთავსდა და პირველი კოვზი ნაყინი გაიქანა ყბაში.
-რაზე ამბობ? - ჰკითხა პირგამოტენილმა დამ.
-რა ხდება შენსა და სანდროს შორის?
ნინის ნაყინი გადასცდა და ხველა აუტყდა. გვანცამ სწრაფად გაუწოდა წვენი და გოგო მოასულიერა.
-რა უნდა ხდებოდეს? - ანასტასიას მზერა დააიგნორა და ნაყინის ჭამა განაგრძო.
-არა, ხედავ ქეთი? - ქალს გახედა და გაუღიმა, - ხედავ? ეს ცდილობს მომატყუოს, - მერე წამოდგა, ქეთის მუცელს მოეფერა და დაიჩურჩულა, - ნათლია, გესმის? ნინი ბებია ჩემს გასულელებას ცდილობს.
-ბებიას მოგცემ მე შენ! - დაუყვირა დას და ბალიში გაუქანა.
-მაშინ, მოყევი რა ხდება სინამდვილეში და შენთვისვე აჯობებს თუ არაფერს გამოტოვებ! - უთხრა ტასომ, გამოქანებული ბალიში დაიჭირა და საწოლზე ბალიშიანად დაბრუნდა.
-რა გინდა, რომ იცოდე? - უცებ მოეშვა ნინი.
-ყველაფერი, - უთხრა გოგომ და დას გახედა.
-კარგი, მაგრამ, ჯერ მინდა, შემპირდე, რომ არ მეჩხუბები.
-საჩხუბარი მექნება?
-დიდი ალბათობით, კი. ვიცი, არ მოგეწონება, რაც გავაკეთეთ.
-რაიო? - წამოიძახა აქამდე ჩუმად მყოფმა ქეთიმ.
-მოიცადე, ქეთი, - გააჩერა ტასომ, - თუ გაგიჟებაა, სჯობს, მე გავგიჟდე. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. გისმენთ, ნინი!
-ჯანდაბას, მაინც აღარ შემიძლია ამის დამალვა, - ამოიოხრა გოგომ, - თითქოს ეს საიდუმლო მალე მიმაჭ....ტს მიწას და გამსრესს. მოკლედ, მე და სანდრო... - ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, წვენი მოსვა და გააგრძელა, - მე სანდროს ცოლი ვარ.
-რა თქვი, გოგო? - წამოიყვირა ანასტასიამ და თავჩახრილ დას შეხედა.
-ანასტასია, ჩუმად, - მიუთითა ქეთიმ ღია კარზე და მანაც სწრაფად მიხურა.
-ნინი, - შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, - მითხარი, რომ მეღადავები და მხოლოდ ჩემს გასამასხარავებლად მოიგონე.
-ანასტასია, შენი აზრით, მეხუმრება? - ჰკითხა გოგომ და თვალი თვალში გაუყარა, - ხო, მე და სანდრო დაქორწინებულები ვართ, მაგრამ ეს ამბავი ვაჟბატონმა არც კი იცის.
-რას ბოდავ? მოვიდა, შენზე დაქორწინდა და ახლა ამბობ, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის?
-მაცადე, მოგიყვები ყველაფერს. მოკლედ, წინა წელს, კლუბში წავედით. სადღაც ერთი თვე იყო გასული თქვენი ქორწილიდან, - გოგომ ქეთის გახედა, - იმ ღამით ძალიან დავთვერით. ბარმენმა რაღაც აბებიც კი მოგვცა, ყველამ დავლიეთ, გვანცას, ქეთის და ლაშას გარდა. მერე კი... მერე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი. მხოლოდ ის ვიცი, რომ თავს ძალიან ბედნიერად და ლაღად ვგრძნობდი, მას შემდეგ რაც ანდრო წავიდა, - ნინიმ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და გააგრძელა, - დილით სადღაც სასტუმროში გამეღვიძა. გვერდით სანდრო მეწვა. ორივენი შიშვლები ვიყავით.
-და მე სად ვიყავი ამ დროს? - მწარედ ჩაილაპარაკა ტასომ და დას გახედა.
-შენ საქართველოშიც კი არ ყოფილხარ მაგ დროს, - უპასუხა გვანცამ, - მახსოვს, წინა დღეს გაგაცილეთ იტალიაში რაღაც კონფერენციაზე.
-გააგრძელე, - შედარებით მშვიდად უთხრა დას.
-მოკლედ, პირველს მე გამეღვიძა. სწრაფად მოვწესრიგდი და მხოლოდ სახლში მისულმა ჩავიხედე ჩანთაში. იქ კი ქორწინების მოწმობა აღმოვაჩინე და ორივეს ბეჭდებიც ვიპოვე, - ნინი უცებ წამოდგა, ოთახიდან გავიდა და ხელში თავისი პატარა ჩანთით დაბრუნდა.
ჩანთიდან ფურცელი და ორი ოქროს ბეჭედი ამოიღო და ანასტასიას გაუწოდა.
-არ მჯერა, - ამოილაპარაკა ქეთიმ და ინტერესით დახედა ფურცელს.
-მგონი, აჯობებს დაიჯერო, - უთხრა ნინიმ და სავარძელში ჩაჯდა, - თავიდან მეც არ მჯეროდა, მაგრამ იუსტიციაშიც გადავამოწმე. ნამდვილად ცოლ-ქმარი ვართ.
-მოიცადე, წეღან თქვი, რომ სანდრომ არაფერი იცის, - თქვა უცებ გვანცამ, - თუ ცოლად მოგიყვანა, როგორ არაფერი იცის?
-უბრალოდ აღარ ახსოვს. მე მხოლოდ მაგ საბუთით და ბეჭდებით გავიხსენე, ამასაც თუ გახსენება ჰქვია, მაგრამ, მთავარია ვიცი. იმ დღეს ორივე ისეთი ნასვამები ვიყავით, საერთოდ რამე რომ გვახსოვდეს, მადლობა უნდა ვთქვათ.
-დარწმუნებული ხარ, რომ სანდრომ არაფერი იცის? - ჩაეკითხა ქეთი, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინების მოწმობას ჩაჰკირკიტებდა.
-მთელი წელია სიტყვა არ დასცდენია ამის შესახებ, - მხრები აიჩეჩა გოგომ.
-და რას აპირებ ახლა? - ხმა ამოიღო ტასომაც.
-არ ვიცი, - ნინის თვალები აუწყლიანდა.
ანასტასიას აღარ შეეძლო მკაცრი დის როლის შესრულება, როცა მისი საყვარელი პატარა დაიკო ტიროდა. მაშინვე ნინისთან გაჩნდა და გულში ძლიერად ჩაიკრა.
-ჰეი, დამშვიდდი. არაფერია სანერვიულო. მე შენთან ვარ. ჩვენ ვართ შენთან. ერთად მოვაგვარებთ ამას.
-როგორ? მივალთ და გამოვუცხადებთ, სანდრო ნინი შენი ცოლია და წაიყვანე, სახლში ვეღარ ვუძლებთ-თქო? - გახუმრება სცადა ნინიმ.
-ნუ, მთლად მასეც არა, - უთხრა ტასომ და გაუღიმა, - რამეს მოვიფიქრებ. ხომ, მიცნობ, არა?
-და რომ გაიგებს და გაყრა მოინდომოს? - გაანდო ყველაზე დიდი შიში გოგომ.
-მოიცადე, - თქვა ქეთიმ, - შენ რა გინდა მასთან ერთად ყოფნა?
-მინდა? - გაუკვირდა ნინის, - სიგიჟემდე მინდა, მაგრამ მისგან ვერ ვგრძნობ იმავეს. მთელი წელი იმიტომ არ ვიღებდი ხმას, რომ მინდოდა, სანდრო მოსულიყო და ერთხელ მაინც ეთქვა, რომ სულ ცოტათი მაინც მოვწონვარ.
-მოსწონხარ? - გაიცინა ქეთიმ, - დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ კაცი შენზე გიჟდება. მას შემდეგ, რაც ამერიკაში დაბრუნდი, სანდრო ლაშასთან მოდიოდა და თითქმის აიძულებდა, რომ შენთან დაერეკა-ხოლმე.
-რაა? - თავი წამოყო ნინიმ, - მაგიტო მირეკავდა ასე ხშირად ლაშა? მეც არ ვთქვი რა ეტაკა-მეთქი?
-დიდი ხანია გიყვარს? - იკითხა ტასომ.
-ალბათ. მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, როცა პირველად დავინახე და მომეწონა. მერე კი ანდრომ მოიყვანა ჩვენთან და თავისი ძმის სახელით გაგვაცნო. მეც რაღა მექნა? ხმას ვერ ვიღებდი. სანდროც არაფერს ამბობდა. მხოლოდ ისე მიყურებდა, როგროც ძმაკაცის უმცროს დას, რომელიც მხოლოდ დასავით უნდა გიყვარდეს.
-ჩემი დატანჯული გოგო, - თავზე ხელი გადაუსვა ქეთიმ.
-არ გეთანხმები, ნინი, - თქვა უცებ ტასომ და დას შეხედა, - შენზე დიდი დრო ბიჭებთან ერთად მე მაქვს გატარებული და სხვანაირად ვფიქრობ. ეს შენ გგონია, რომ სანდრო დასავით გიყურებდა, მაგრამ მასე არაა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაელაპარაკა ანდრეას შენზე. მე მხოლოდ ის გავიგონე, როგორ უთხრა, შენზე უკეთეს სიძეს ვერც ვინატრებდიო. ჩემნაირი რეაქცია კი არ ჰქონია.
-რაა? - გაიკვირვა ნინიმ, - და აქამდე არაფერი მითხარი?
-შენ მითხარი შენი გათხოვების ამბავი? - ცალი წარბი აზიდა და ისე გახედა ნინის.
-კარგი, ხო, ბარი-ბარში ვართ, - თქვა გოგომ და მერე მოულოდნელად ტაში შემოჰკრა, - მოიცა, ანუ რა გინდა, თქვა, რომ სანდროს ვუყვარვარ?
-აქამდე თუ ვერ მიხვდი მაგას, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. შენი აზრით, მართლა, იმ ყავის სერვიზის ჩუქების გამო ვაკოცნინე შენთვის?
-ოხ, ანასტასია, შენ ვინც არ გიცნობს! - აკისკისდა ნინი და დას მოეხვია, - სანდროს ვუყვარვარ, ხალხოო! არ მჯერა.
-და ახლა რას გააკეთებ? - იკითხა გვანცამ.
-ხმას არ ამოვიღებ, სანამ თავისი ფეხით არ მოვა და არ მეტყვის, რომ ვუყვარვარ.
-სულ გაგიჟდა, - ხელი ჩაიქნია ქეთიმ, - მაგდენ ხანს რომ მეცადა, ეს აქ ვერ იჯდებოდა, - და ხელი გამობერილ მუცელზე გადაისვა.
-ქეთი, თუ შეიძლება, ნუ უბიძგებ ჩემს დას მაიმუნობისკენ! - შეუბღვირა ქალს ანასტასიამ.
-მეე? - გაკვირვებული სახე მიიღო ქეთიმ, - როგორ გეკადრება. არაფრის დიდებით, - მერე კი ნინის გახედა და ჩურჩულით უთხრა, - მე შენკენ ვარ.
-კარგი, - დაიწყო ისევ ტასომ, - რახან ჩემი დის ამბავი გავიგეთ, სანამ რაიმეს მოვიფიქრებ, მინდა, რომ მეორე ეჭვმიტანილზე გადავიდე, - თქვა და აფორაჯებულ გვანცას გახედა.
-მოიცადეთ, - თქვა უცებ ქეთიმ, - გვანცა რა შუაშია?
-ჰაჰ, - ჩაიცინა ნინიმ და დაქალის გვერდით დაჯდა, - ჩემი დაქალი არაფერ შუაშია. ყველაფერში დამნაშავე ნიკაა, როგორ შეიძლება ასეთი სიმპატიური და კარგი იყოს?
-ნინი! - წამოიძახა გვანცამ და გაწითლდა.
-რა? - გაიკვირვა გოგომ და გადაიკისკისა, - მე შენზე ვზრუნავ. ზედმეტი ლაპარაკისგან გიხსენი და არაფრის!
-ნინი, შეეშვი ბავშვს და აცადე, იქნებ რისი თქმა უნდა? - შეეშველა ქეთი.
-ჩემზე რომ გაიგეთ ყველაფერი, კარგი იყო? ახლა გვანცას დროა.
-გვანცა, ნიკა მოგწონს? - საუბარში ჩაერია ტასო და გოგოს გახედა.
გვანცამ მხოლოდ თავი დაუქნია და აწითლდა.
-ვიცოდი რაა, - ტაში შემოჰკრა ტასომ, - ვხვდებოდი. როგორც კი ერთად დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი. თან ეს ნინის გველური გამოხტომები, ყველაფერზე ნიკას რომ ეძახდა, რაც კი შენ შეგეხებოდა.
ნინიმ დას თვალი ჩაუკრა და რაღაც ანიშნა. ანასტასიამაც თავი დაუკრა, რომ მიხვდა და მერე დაელაპარაკებოდა. კაბინეტში კი ბიჭები ლეპტოპებთან ისხდნენ და მთელი მონდომებით მუშაობდნენ.
მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოახერხეს რეზისგან „თავის დახსნა“, მაგრამ ახლა გოგოებს აღარ ეცალათ მათთვის. ნუ, ქეთი ისედაც სულ ან სამზარეულოში იყო, ან საძინებელში და მათთვის ნამდვილად არ სცხელოდა. აი, ტასოს კი იმ დღეს გოგოები აეყოლიებინა და ცხენებით სასეირნოდ წაიყვანა. ეზოდან გადიოდნენ, როცა ეზოში თამრო შემოვიდა პროდუქტებით ხელდამშვენებული, უკან კი ერთ-ერთი მოსამსახურე მოჰყვებოდა, ისიც პროდუქტებით დატვირთული.
-გოგოებო, სადმე მიდიხართ? - ჰკითხა თამრომ და ჯერ თავის შვილიშვილებს გახედა, რომლებიც გვანცას ასწავლიდნენ ცხენზე სწორად დაჯდომას, შემდეგ კი სახლიდან გამომავალ ბიჭებს შეხედა.
-კი, ბებო, - უთხრა ნინიმ და ახლა თვითონ მოთავსდა ცხენზე, ანასტასიას კი უკვე მოესწრო თავის შავ ბედაურზე შეჯდომა.
-ანასტასია, - შეშფოთებით გახედა თამრომ, - ისევ მაგ ცხენზე ჯდები? კიდევ რომ გადმოგაგდოს?
-დაშვიდდი, არაფერი მოხდება, ეს ორი დღეა ვწვრთნიდი და უკვე დამჯერი გახდა, - გოგომ სიყვარულით ჩამოუსვა ხელი ფაფარზე.
-ბებო, შორს არ წახვიდეთ, რაღაც ეს დღეებია სახსრები მაწუხებს და ვგრძნობ, რომ ამინდი გაფუჭდება. მალე მობრუნდით.
-სახსრების ტკივილი ამინდის ცვლილების კი არა რევმატიზმის ბრალია, ბე, - უთხრა ნინიმ, ცხენს დეზები შემოჰკრა და ეზოდან ჭენებით გავიდა. გავიდა და თან სანდროს მზერაც გაიყოლა.
-ნუ ღელავ, ორივეს მივხედავ, - ბიჭების გასაგონად უფრო თქვა ტასომ, ვიდრე ბებიამისის დასამშვიდებლად და ისიც უკან მიჰყვა ეზოდან გასულ გოგონებს.
თავიდან ნელა მიდიოდნე და გვანცას ჯირითს ასწავლიდნენ, მერე, ცოტა ალღო რომ აუღო, ჩორთით სიარულზე გადავიდნენ და ბოლოს უკვე მინდორზე ერთად დააჭენებდნენ ცხენებს. მალე ამინდი მართლა შეიცვალა, ქარი ამოვარდა და ცაზე ავისმომასწავებელი შავი ღრუბლები გამოჩნდა.
-მგონი თამრო მართალი იყო, - შეშფოთებით ამოილაპარაკა ნინიმ და დას გახედა.
ანასტასია კი მას სულაც არ აქცევდა ყურადღებას, ცხენზე დაძაბული იჯდა და ტყის ერთ-ერთ ყველაზე ახლოს მდებარე ნაწილს მისჩერებოდა.
-ანასტასია, - დაუძახა ნინიმ და გვერდით ამოუდგა.
გვანცაც ნელ-ნელა მიდიოდა მათკენ.
-ნინი, - დაძაბული ხმით უთხრა გოგოს, ისე რომ თვალი არ მოუცილებია ტყისთვის, - გვანცა აქედან წაიყვანე, სწრაფად! ოღონდ ისე, რომ არ შეაშინო. მე ნუ დამელოდებით.
-ანასტასია, რა... - გაოცდა ნინი, შემდეგ კი მანაც გაიხედა ტყის იმ ნაწილისკენ, საითაც ანასტასია იყურებოდა.
-აღარ წავიდეთ? - იკითხა უკვე დების გვერდით დამდგარმა გვანცამ და მოიბუზა, - ცოტა არ იყოს, აცივდა, - და ქარისგან სახეზე გადმოყრილი ურჩი ქერა კულულები ხელით გადაიწია.
-გინდა, შევეჯიბროთ, ვინ მიასწრებს სახლამდე? - დაქალისკენ არც კი გაუხედავს, ისე ჰკითხა ნინიმ.
-რამე ხდება? - გაოცდა გვანცა, როცა ორივეს დაძაბულ სახეს მიაჩერდა.
-არაფერი, - ნაძალადევად გაუღიმა ანასტასიამ და დას მზერით რაღაც ანიშნა.
-აბა, შემეჯიბრები თუ აქვე დამნებდები? - კიდევ ერთხელ გამოიწვია დაქალი და ცხენი მოაბრუნა.
გვანცა ვერაფერს ხვდებოდა. მანაც მოაბრუნა ცხენი და ნინის ამოუდგა.
-სამ თვლაზე, - თქვა გოგომ და გვანცას ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი, - ერთიი...
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ გვანცამ ადგილს მოსწყვიტა ცხენი და ნინი გაკვირვებული დატოვა.
-სულ წავიდა ხელიდან ეს გოგო, - ამოიბურტყუნა თავისთვის და თავი გადააქნია.
-მგონი, თვითონ უთხარი, რომ ცოტა გაეშმაკებულიყო, - ჩაიცინა ანასტასიამ, - გირჩევნია, წახვიდე.
-მე ვუთხარი, ნიკასთან გაეშმაკდი-თქო და არა ჩემთან. კარგი, მგონი, მართალი ხარ. ანა... - გოგომ ბოლოჯერ შეხედა დას, - მითხარი, რომ დაბრუნდები.
ტასომ დასამშვიდებლად გაუღიმა, უმცროს დას შუბლზე აკოცა და უთხრა:
-გვანცას მიხედე და უსაფრთხოდ მიდით სახლში.
ნინიც წავიდა. ანასტასია კი ცხენიდან ჩამოხტა და ტყისკენ გაუძღვა ცხოველს. იმდენად მოიღრუბლა, რომ ჩამობნელებულიყო და მალე აღარაფრის გარჩევა იქნებოდა შესაძლებელი. ციდან ნელ-ნელა წვიმის სქელი წვეთებიც იწყებდნენ ცვენას. ანასტასია კი მშვიდად წელში გასწორებული მიაბიჯებდა ტყისკენ.
-გირჩევნია, გამოჩნდე. ვიცი, რომ აქ ხარ, - დაიძახა გოგომ და ერთ-ერთ ხესთან გაჩერდა.
-ოჰო, როგორი დაკვირვებული თვალი გქონია, - გაიცინა კაცმა და ერთ-ერთი ხის უკნიდან დამოვიდა.
-შენი დამქაშებიც გამოიყვანე, ამდენი დრო არ მაქვს, - ყურადღება არ მიუქცევია კაცის კომენტარისთვის, ისე უპასუხა.
-შენ აღარ ხუმრობ, ხომ იცი, - ისევ გაიცინა კაცმა და ზურგს უკან ვიღაცებს რაღაც ანიშნა.
მალე ტყის სიბნელეს კიდევ 2 კაცი გამოეყო და მათ უფროსს ამოუდგნენ უკან. ანასტასია როგორც ამჩნევდა, სამივე მათგანი შეიარაღებული იყო.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებთ? - იკითხა გოგომ და ხელები გულზე დაიკრიფა.
-არ იცი? დავიჯერო, ვერ ხვდები? - კაცმა მისკენ გადმოდგა ნაბიჯი, ანასტასიას კი წარბიც არ შეუხრია.
-ისევ იმ იდიოტმა გამოგგზავნათ თუ იპოვე მასზე უფრო ჭკვიანი პატრონი?
-ნუთუ არ დაიღალე ამ მალვით, ანასტასია? - კაცმა მისი სახელი კბილებში გამოსცრა და ტასოს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, - ხომ იცი, რომ მაინც მოგიწევს ჩვენთან ერთად წამოსვლა?
-და რას გააკეთებთ, უარს თუ გეტყვით შემოთავაზებაზე?
კაცმა გველურად ჩაიცინა და ბიჭებს ხელით ნიშანი მისცა.
-არა და, როგორ მინდოდა, მთელი მიმეყვანე მასთან. არაუშავს, ჩალურჯებულ სახეზე არაფერს გვეტყვის. ის თქვენია ბიჭებო.
ანასტასიამ მაშინვე მოიშორა ხელები გულიდან და მისკენ წამოსულ ტიპებს გახედა. ცდილობდა ისე დამდგარიყო, რომ ზურგიდან მაინც ყოფილიყო დაცული. ბიჭებიდან ერთ-ერთმა მაშინვე იარაღი მოიმარჯვა და გოგოს დაუმიზნა. ტასოსაც ეს უნდოდა. მაშინვე ეცა ხელში, გადაუგრიხა და ფეხი უკნიდან მუხლში ჩაარტყა. ბიჭი ტკივილსგან ოთხად მოიკეცა და ანასასიას მიმართულებით შეიგინა. გოგომ კი მეორე მათგანზე გაამახვილა ყურადღება. ორწუთიანი ბრძოლის შემდეგ ანასტასიას გახეთქილი ტუჩი ამშვენებდა, ხოლო მეორე ბიჭი გათიშული ეგდო ტკივილისგან აყვირებული ბიჭის გვერდით. ტასომ იარაღის კონდახი ჩაარტყა პირველ ბიჭს და ისიც გათიშა.
-ილეთები დაგიხვეწავს, ტასო, - სიძულვილით წარმოთქვა კაცმა მისი სახელი და იარაღი პირდაპირ გულში დაუმიზნა, - ერთ ნაბიჯსაც გადმოდგამ და გესვრი. დააგდე იარაღი, სწრაფად! - დაიყვირა კაცმა და ჩაწითლებული თვალებით გახედა გოგოს.
ტასომ ნელა დადო ბალახზე იარაღი და ხელებაწეული დადგა კაცის წინ.
-ძალიან კარგი, მორჩილი უფრო საყვარელი ხარ, - გადაიხარხარა კაცმა.
მერე კი სიბნელეს კიდევ ერთი კაცი გამოეყო და ტასოსკენ წავიდა. კაცმა ხელები ჩამოაწევინა და ზურგს უკან დაუჭირა.
-როგორ ვერ მივხვდი, - ზიზღით თქვა ტასომ და მკვლელი თვალებით გახედა მის წინ მდგარ კაცს.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არასდროს მენდო? - ჰკითხა კაცმა, თან იარაღს არ უშვებდა ხელს, - ისე, მხოლოდ ეს გამსკდარი ტუჩი არ კმარა. შენ ჩემი ბიჭები გათიშე. ნეტა რამეს მეტყვიან ფეხში რომ დაგჭრა ან... - კაცმა ლულით კეფა მოიქექა და ფიქრი განაგრძო, - ვითომ ორივე ხელის გამოყენება გჭირდება?
-ხომ, იცი, მე თუ რამე მომივა, შენი პატრონი თუ არა, ჩემი გიპოვიან, თუნდაც ჯოჯოხეთში რომ იყო და მერე რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე.
-ვინ მიპოვის? შენი ანდრიკო? რომელიც დიდი ხანია საფლავში წევს. თუ შენი რომელიმე ნაბი***რი მეგობარი? - კაცმა მკლავი აიკაპიწა და გოგოს ნაიარევი დაანახა, - აი, რა შეუძლიათ მათ. მხოლოდ წამება. ხოდა, ახლაც არაფერი დაშავდება, მე თუ ამოვიყრი ჯავრს და შენ გაწამებ.
კაცმა გოგოს გაარტყა და მერე რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია. კარგად შეათვალიერა ტანზე გამოყვანილ შავ შარვალსა და მწვანე მაისურში მდგარი გოგო და დაფიქრდა.
-არჩევანის უფლებას გაძლევ, - ირონიულად გაუცინა ტასოს, - ხელი თუ ფეხი?
-წადი შენი, - უთხრა გოგომ და სახეში შეაფურთხა.
-ახ, შე პატარა ბო*ო, - დაიყვირა კაცმა და იარაღის გასროლამ წვიმას გამოქცეული ფრინველების ტოტებიდან წამოშლა გამოიწვია.
ტასომ მის უკან მდგომს ფეხზე ფეხი დაადგა, მისი დაბნეულობით ისარგებლა, ყბაში იდაყვი აარტყა და როცა იგრძნო, რომ კაცმა ოდნავ უშვა ხელი, მიტრიალდა და ფეხებს შორის ამოარტყა მუხლი. ეს იმდენად სწრაფად გააკეთა, რომ მეორემ აზრზე მოსვლა მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ შეძლო. ამ დროს კი ტასო უკვე ხეს ეფარებოდა. კაცმა რამდენჯერმე გაისროლა და ისიც ხეს ამოეფარა, რადგამ საპასუხოდ გოგომაც ესროლა.
-ტასიკო, - ეძახდა კაცი და თან მჭიდს ამოწმებდა.
-თუ ადამიანის მოტაცების ტრა*ი არ გაქვს, ამ საქმეს უნდა შეეშვა, - უთხრა გოგომ და კაცს ისე უცებ ჩაარტყა კონდახი, რომ მან მხოლოდ ამოიგმინა და გათიშული დაეცა ძირს.
ანასტასიამ თვალი მოავლო გარემოს და მხოლოდ ახლაღა იგრძნო საშინელი ტკივილი და წვა მკლავის არეში. წვიმაც გახშირდა და უკვე კოკისპირულად ასხამდა. ანასტასიამ ცოტა ხანს უყურა 4 გათიშულ კაცს, შემდეგ კი იარაღი ქამარში ჩაიმაგრა, ძლივს მიათრია 2 ერთ ხესთან, ორიც მეორე ხესთან და ერტ-ერთის დახეული პერანგით ერთმანეთზე და ხეზე მიაბა. მერე მეორესაც შემოახია მაისური და მისი ნაკუწები პირში ჩასჩარა ოთხივეს. ერთ-ერთმა რომ ამოიზმუვლა, ტასო მისკენ მიბრუნდა და უკვე სრულიად გალუმპულმა სახეში ისეთი მუშტი გაუქანა, რომ კაცს წარბი გაუსკდა.
-კარგად მომისმინე, - მკაცრად თქვა გოგომ, - აქედან თავს რომ დაიხსნი, შენს უფროსს გადაეცი, შემეშვას, თორემ, ანდროს საფლავს გეფიცებით, თავბედს ვაწყევლინებ!
ტასომ იარაღები ერთ-ერთი ხის ფუღუროში შემალა და, მიუხედავად იმისა, რომ მკლავი ისე სტკიოდა, რომ ყვირილი უნდოდა, წელში გამართულმა განაგრძო სიარული. მისი ცხენი კარგა ხნის გაქცეული იყო. გოგომ ფიქრიანი მზერა მოავლო გარემოს. ამ მდგომარეობაში სახლში მისვლას ვერ მოასწრებდა, თან ასეთ წვიმაში. გოგომ აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი და ჯანმრთელი ხელი დაზიანებულ მკლავზე მოიხვია. მიბმულ კაცებს რომ დასცილდა კარგად, მხოლოდ მაშინ მისცა თავს წამოკვნესის და სისუსტის გამოვლინების საშუალება. გოგო ისევ ტყეში შევიდა. აქვე ახლოს პატარა ქოხი ეგულებოდა, სადაც, კიდევ კარგი, ამ 2 დღის განმავლობაში პროდუქტები, თავისი რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და შეშა მოიმარაგა. ანასტასია უკვე გაორებულად ხედავდა ყველაფერს, მაგრამ სიარულს მაინც არ წყევტდა. ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე სქელი ხის ძირას ჩაიკეცა და გონება დაკარგა.

თავი 7
სახლამდე მისვლას სულ ცოტა ეკლდათ, როცა ნინიმ და გვანცამ გასროლის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი წვიმამაც დაუშვა და ორივენი გაილუმპნენ. ცოტა ხანში ისევ მოესმათ რამდენიმე გასროლის ხმა და შეშფოთებულმა გვანცამ დაქალს გახედა.
-ნინი, - დაიწყო და სველი თმა სახიდან გადიწია, - ეს სროლის ხმა იყო?
-მგონი, - უემოციოდ დაუქნია თავი და გოგოს გამხნევება სცადა, - ალაბთ მონადირეები იყვნენ.
-წვიმაში ნინი? თანაც ხმა თითქოს იქიდან მოდიოდა, სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავით.
-......
-ანასტასია რატომ არ წამოვიდა ჩვენთან ერთად?
-დამშვიდდი, არაფერი მოუვა, - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, ვიდრე გვანცასთვის და ჭიშკარიც შეაღო.
ცხენები საჯინიბოში დატოვეს და სახლში სირბილით შეცვივდნენ. ბიჭები სამზარეულოში იყვნენ და რაღაცაზე იცინოდნენ, როცა ნინის და გვანცას შესვლა დააფიქსირეს.
-ნინი, - მაშინვე ფეხზე წამოიჭრა რეზი, როცა ანასტასია მათთან ერთად ვერ დაინახა, - შენი და სადაა?
-დამშვიდდით, - ხელის აწევით გააჩერა ყველა და გაიღიმა, მაგრამ მის თვალებში შეშფოთება იკითხებოდა, - უბრალოდ წვიმამ მოგვისწრო და ანასტასია ჩამოგვრჩა. მალე მოვა, ნუ ღელავთ.
-დარწმუნებული ხარ? - ჩაეკითხა რეზი.
-შენ ანასტასიას არ იცნობ, - უპასუხა გოგომ და გვანცასთან ერთად კიბეებისკენ დაიძრა, - ახლა კი, გვაცადეთ. შუა ზაფხულში ფილტვების ანთებას ნამდვილად ვერ ავიკიდებთ!
გოგოებმა მალევე გამოიცვალეს, თმაც გაიშრეს და ქვემოთ ჩადიოდნენ, როცა ეზოდან ცხენის ჭიხვინის ხმა მოესმათ.
-აი, ხომ გეუბნებოდით, - დაიწყო ნინიმ, მაგრამ მალევე გაჩუმდა.
ბიჭებმა საწვიმრები მოიცვეს და ეზოში ისე გავიდნენ. ანასტასიას ცხენი ჭიშკარს გამოსცდენოდა და მასთან მისულ ბიჭებს ახლოსაც არ იკარებდა. ნინის თვალში მოხვდა ცხენის ერთ-ერთ ფეხზე წყალთან ერთად ჩამომავალი წითელი სითხე და დაუფიქრებლად გავარდა გარეთ.
-მიმიშვით, - დაუყვირა ბიჭებს და ცხენთან ძალიან ნელა მივიდა.
ბოლოს როგორღაც მოახერხა ცხოველის დამშვიდება. თავლაში შეიყვანა და დათოსთან ერთად ჭრილობაც გადაუხვია. სახლში ორივენი შეშფოთებულები დაბრუნდნენ.
-ნინი, - მაშინვე დაიწყო სანდრომ, როგორც კი გოგო სახლში დაბრუნდა, - სიმართლე გვითხარი, რა მოხდა? ანასტასიაზე უკეთესი მხედარი არ მეგულება და ასე უბრალოდ ჩამოგრჩათ? ან რატომ დაბრუნდა უკან მხოლოდ მისი ცხენი და თანაც დაჭრილი?
-ჯანდაბა ანასტასია შენს თავს! - ჩაიბურტყუნა გოგომ და გვანცას გახედა, - გვანც, შეგიძლია პირსახოცი ჩამომიტანო და ჩაიც მომიმზადო?
გოგომ მხოლოდ თავი დაუქნია და კიბეებისკენ წავიდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. მასაც სურდა გაეგო რა მოხდა. გვანცა როგორც კი მიეფარა თვალს, ნინიმ სანდროს შეხედა და ხმადაბლა თქვა:
-ვახო დაბრუნდა.
-რაა? - იმხელაზე წამოიძახეს სანდრომ და დათომ, რომ გოგო შეხტა, - შენ ნორმალური ხარ გოგო? - გააგრძელა ყვირილი სანდრომ, - ეს აქამდე ვერ გვითხარი?
-მოიცადეთ, - საუბარში ჩაერია რეზი, - ეს ის ვახოა, ვინც მე მგონია?
-კი, ეგაა, - დაეთანხმა დათო და გაბრაზებულმა გახედა ბიძაშვილს, - ნინი, ყველაფერი უნდა გვითხრა. შეიძლება ანასტასიას საფრთხე ემუქრებოდეს.
გოგომ აწყლიანებული თვალებით შეხედა ბიჭებს, შემდეგ რეზის გაუსწორა მზერა და თქვა:
-მინდორზე ვიყავით, როცა ანასტასია უცებ გაჩერდა და ტყეს დაუწყო ყურება, - ამ დროს კიბეებზე გვანცა ჩამოვიდა და მეგობარს მხრებზე მოახვია პლედი თან გასამშრალებლად პირსაწმენდი გაუწოდა, - მადლობა. ჩაისაც ხომ მომიტან? - აწყლიანებული თვალებით გახედა გვანცასაც და გოგოსაც სხვა რა გზა ჰქონდა? სამზარეულოსკენ წავედა.
-გვანცას რატომ არაფერს ეუბნები? - დაინტერესდა ნიკა და საზარეულოსკენ მიმავალ გოგოს მზერა გააყოლა.
-გინდა ტყუილად შევაშინო? თან ანამ მთხოვა, რომ ისე მომეყვანა სახლამდე, რომ არაფერი ეეჭვა.
-ახლა მაგის დროა? - აენთო ისევ სანდრო და გოგო ლამის გაბურღა მზერით, - ანასტასიას შეიძლება ახლა რამე სჭირდეს და შენ აქ მოკალათებული არ გვეუბნები არაფერს. იცოდე, მას რომ რამე მოუვიდეს, შენი ბრალი იქნება!
-შენი აზრით, მე არ ვღელავ? - ყვირილითვე უპასუხა სანდროს და მერე დაუწია ხმას, - ჩემი დაა და შენზე მეტად მე მტკივა და მე მეშინია მის გამო! თუ დამაცდი, დამავალებ. მოკლედ, ანასტასიამ ვახო დაინახა და მაშინვე მითხრა, რომ მე და გვანცა უნდა წამოვსულიყავით, თან წვიმას იწყებდა. თითქმის მოსულები ვიყავით, როცა რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ.
-მოიცადე, ანასტასიას ცხენიც თან ჰყავდა, ხომ? - გააჩერა გოგო ლაშამ.
ნინიმ თავი დაუქნია და დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა.
-მაშინ გასაგებია რატომ მოსდიოდა მის ცხენს სისხლი, - თქვა დათომ და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, - თუ ანას ცხენი დაიჭრა... წარმოდგენა არ მინდა თვითონ ანა როგორაა. ჯანდაბა! ამის დე** შე****! რა დროს ეს წვიმა იყო!
-სად მიდიხარ? - გაოცებულმა წამოიძახა ნინიმ და უკვე კართან მდგომ რეზის შეხედა.
-შენი დის მოსაძებნად. სხვა გზა არაა, - უპასუხა რეზიმ და აღელვებულმა მოიცვა საწვიმარი.
სახეზე არ ეტყობოდა, მაგრამ თვითონაც ძალიან ღელავდა. მართალია, ტასოს მხოლოდ რამდენჯერმე დაელაპარაკა და მისგან ერთი ნორმალური სიტყვაც კი არ ახსოვდა, მაგრამ ახლა ისე ღელავდა, რომ სახლში გაჩერება უბრალოდ არ შეეძლო.
-დაიცადე, - ფეხზე წამოვარდა სანდროც, - ჩვენც წამოვალთ.
-არა, - გააჩერა ბიჭმა და კარი გამოაღო, - აჯობებს მარტო თუ მოვძებნი. უფრო სწრაფად ვიმოძრავებ, თანაც თქვენც რომ ვერ დაგინახავთ თამრო, ინერვიულებს.
-რეზი, - ბიჭთან მიირბინა ნინიმ და ახედა, - გთხოვ, იპოვე და სახლში დააბრუნე, - გოგო ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა, - სანამ წახვალ, მინდორთან ახლოს, ტყეში, ანასტასიას სახლი აქვს. შეიძლება წვიმას იქ შეაფარა თავი, - თავის გასამხნევებლად უფრო თქვა და ისევ რეზის შეხედა, - იქაც მოძებნე. ტყის აღმოსავლეთ ნაწილშია.
ბიჭმა მხოლოდ თავი დაუქნია, ბიჭებს თვალებით რაღაც ანიშნა, საწვიმრის კაპიუშონი წამოიფარა და გარეთ გავარდა. „სად ჯანდაბაში ხარ, ტასო, სად?“ - ფიქრობდა რეზი და უკვე კარგად ატალახებულ გზაზე მთელი სიჩქარით მიჰქროდა.
ანასტასიას თავბრუ ეხვეოდა და ბურანიდან გამოფხიზლებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. გოგომ რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას იკეცებოდა. ბოლოს დანებდა და ერთ-ერთ ხეს ზურგმიყრდნობილი ისევ ბურანში გადაეშვა. ეგონა ეჩვენებოდა, როცა ამ წვიმაში თავისი სახელი ჩაესმა. ვიღაც ბოლო ხმაზე ყვიროდა ტასოს, მაგრამ გოგოს ხმის ამოღების თავიც კი არ ჰქონდა. ანასტასია ცოტა გამოფხიზლდა, როცა სიცივე უეცარმა სითბომ შეცვალა და სიმსუბუქე იგრძნო.
-ტასო, ჩემი ტასო, - ესმოდა ბიჭის ჩურჩული და თვალების გახელა სცადა, - აქ ვარ, შენს გვერდით, - ჩურჩულს აგრძელებდა ბიჭი, მერე კი ცხელი ტუჩები საფეთქელზე მიაკრო.
გოგო საბოლოოდ გაითიშა. გონზე ისევ მკლავის საშინელმა ტკივილმა მოიყვანა. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს და მხოლოდ მზერის დაწმენდის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თავის პატარა ტყის სახლში იყო. „აქამდე როგორ მოვედი?“ - გაიფიქრა თავისთვის და ოდნავ წამოიწია. მაინცდამაინც დაშავებულ ხელს დაეყრდნო და სიმწრისგან დაიკვნესა. სწორედ ამ დროს გაიღო სახლის კარი და ოთახში რეზი შემოვიდა.
-შენ აქ რას აკეთებ? - მაშინვე ჰკითხა ბიჭს და ეცადა ხმაზე არაფერი შესტყობოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-შენ რა ადგომას აპირებდი? - გაუჯავრდა ბიჭი და 2 ნაბიჯში საწოლთან გაჩნდა, თან გოგოს მკლავს ათვალიერებდა, - სულ გადაირიე? ყოჩაღ, ისევ სისხლი წამოგივიდა!
რეზიმ ყურიც არ ათხოვა ტასოს სიტყვებს, რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა, ერთ-ერთი პატარა კარადიდან საჭირო ნივთები გადმოიღო და ჭრილობა ხელახლა დაუმუშავა.
-შენი ხმა არ გავიგო და საწოლიდან ადგომაც კი არ სცადო! - მკაცრად უთხრა გოგოს და ის ზღვისფერი თვალები დაუბრიალა.
თვითონ სისხლიანი ბამბები მოაგროვა, ერთ პარკში ჩაყარა და იქაურობა მიალაგა. მერე ისევ გარეთ გავიდა და შეშა შემოიტანა. ბუხარიც მალევე აანთო და ახლა საჭმლის მომზადებას შეუდგა. ამ დროში კი ტასომ რამდენჯერმე ჩათვლემა და გამოფხიზლებაც კი მოასწრო. როცა რეზი მისკენ დაიხარა და მხრებზე ხელი მოხვია, გოგოს გასცრა და კანკალი აუვარდა.
-რა გინდა? - ჰკითხა ბიჭს ჩახლეჩილი ხმით და უკან დაწევა მოინდომა, რადგან ის ადგილები ისე უხურდა, სადაც რეზი ეხებოდა, გეგონებოდათ ცხელ შანთს ადებენო.
-მაცადე, დაგეხმარო წამოჯდომაში, - ბიჭმა სწრაფად გაუსწორა ბალიში, მერე კი ერთი ხელის მოსმით წამოაჯინა, ისე რომ ზედმეტადაც არ შეხებია, - ახლა ჭამე, - ლანგარი მუხლებზე დაუდო ტასოს და თვითონ იქვე მაგიდასთან ჩამოჯდა.
გოგომ გაოცებით შეხედა ცხელ წვნიანს და მერე ჭამით გართულ რეზის გახედა, რომელიც ყურადღებასაც არ აქცევდა.
-ნუ გეშინია, მოწამლული არ არის, - მისკენ არც გაუხედავს, ისე უთხრა და უკვე დაცარიელებული მათლაფა ნიჟარაში მოათავსა.
-ეს შენ მოამზადე? - გაიკვირვა ტასომ და როგორც კი ხელი აამოძრავა, მაშინვე გავრცელდა მთელს სხეულში ტკივილი.
-ჯანდაბა, - ჩაილაპარაკა ბიჭმა და სკამი საწოლთან ახლოს მიაჩოჩა, - სულ დამავიწყდა, რომ მარჯვენა ხელი დაიშავე. ჰე, აბა, ახლა ასე დიდხანს უნდა მიყურო? გააღე პირი და თქვი აააა, - გაუცინა და თვითონ შეაჭამა ტასოს მთელი თეფში.
მერე წამოდგა, დასვრილი ჭურჭელი სწრაფად ამორეცხა და დასაწკრიტად იქვე დაალაგა.
-არ მომიყვები, რა ჯანდაბა მოხდა? - ჰკითხა მას შემდეგ რაც ყველა საქმე მოილია და ისევ ტასოს წინ ჩამოჯდა სკამზე.
-შენი საქმე არ არის, - შეუბღვირა გოგომ და ფანჯრიდან გაიხედა.
მერე სწრაფად დაიხედა ტანზე და როცა მიხვდა, რომ სველის ნაცვლად მშრალი ტანსაცმელი ეცვა, თანაც სულ სხვა, ტანსაცმელი რა, ღამის პერანგი, რომელიც მაინცდმაინც მკერდთან იყო გამჭვირვალე, მაშინვე რეზის გახედა და ჰკითხა:
-ტანსაცმელი შენ გამომიცვალე?
-არა, შენით მოახერხე, - ტასოს სახეზე გაეცინა ბიჭს, - სხვას ვინმეს ხედავ აქ ჩვენგარდა?
-ჯანდაბა ანასტასია შენს თავს! - ამოიბურტყუნა გოგომ და ოდნავ აწითლდა სახეზე.
-კაი, რაა. ახლა არ მითხრა ასეთ რაღაცებზე ვჭედავო, - მშვიდად განაგრძო ბიჭმა, - ისეთს რას ვნახავდი, რაც აქამდე არ მინახავს თან ბევრად უფრო უკეთესი?
-უზრდელო! - ტასომ სწრაფად წამოავლო ხელი ბალიშს (ოღონდ მარცხენა, რა თქმა უნდა) და რეზის სახეში გაარტყა.
-უიმე, - შეიცხადა ბიჭმა და ბალიში შეათამაშა, - თუ ხვდები, რომ უკვე მეორედ გადაგარჩინე. შენ კი იმის ნაცვლად მადლობა მითხრა, მლანძღავ და რაღაცებს მესვრი.
-მერე ვინ გთხოვა ჩემი გადარჩენა? - არ დაიბნა ტასო და მაინც შეეპასუხა.
-არაა ეგ შენი საქმე! - უცებ გაუმკაცრდა ხმა რეზის და იმ ზღვისფერ თვალებში სიცივე ჩაუდგა.
ცოტა ხანს ასე უხმოდ უბღვერდნენ ერთმანეთს, მერე კი ტასომ იკადრა და ისევ წვიმას გახედა, რომელიც ფანჯარას მთელი ძალით ეხეთქებოდა.
-ვაიმე, -წამოიძახა უცებ და რეზიც მაშინვე მის გვერდით გაჩნდა.
-რა? რა მოხდა? გტკივა რამე? ჭრილობა გაგეხსნა? - ეკითხებოდა დაფეთებული და თან მკლავს ძალიან ფრთხილად უსინჯავდა.
-რა? - გაუკვირდა ტასოს და მკლავიდან მთელს ორგანიზმში გავრცელებული სასიამოვნო ჟრუანტელი დააიგნორა, - რა დაფეთებული დევი გამეჩითე აქ? - სიცილი აუტყდა უცებ, - არა, ეს დაფეთებული დევი საიდანღა მოვიფიქრე? აბა, ამ ახმახ ორმეტრიან კაცს სხვა რა გიწოდო? - ანასტასია სიცილს არ წყვეტდა და რეზიზე იცინოდა, რომელიც ისევ თავის სკამს დაუბრუნდა და იქიდან უბღვერდა.
-შეწყვეტ სიცილს და მეტყვი რამ წამოგიარა? - კბილებს შორის გამოსცრა ბიჭმა.
-აი, 5 წუთიც რაა, - იცინოდა გოგო და სულს ძლივს ითქვამდა.
რეზის ქეთის ნათქვამი გაახსენდა. ტასო რეალურად ხშირად არ იცინისო და გოგოს დააკვირდა. გულში სითბო ჩაეღვარა, როცა მიხვდა, რომ გოგო ახლა მართლა იცინოდა და თვალებიც კი რაღაც სხვანაირად უბრწყინავდა.
-უჰ, კარგი იყო, - ისევ გაეღიმა გოგოს და მერე სახე დაუსერიოზულდა, - რეზი, - პირველად მიმართა ბიჭს სახელით, - შენი ტელეფონი მათხოვე.
-რაში გჭირდება? - გაიოცა ბიჭმა და შარვლის ჯიბიდან მობილური ამოიღო.
-საყვარელთან უნდა დავრეკო. რაში უნდა მჭირდებოდეს? ნინის და ბებოს ტყუილად ვერ ვანერვიულებ. უნდა გავაგებინო, რომ ზოოპარკიდან გაქცეული გორილა მიზის წინ და სამაშველო რაზმი გამომიგზავნონ.
-ძალიან სასაცილოა, - ბიჭმა მობილური ისევ ჯიბეში ჩაიცურა.
-ჰეი, რას აკეთებ? - გული მოუვიდა ტასოს, - მომეცი ეგ დაწყევლილი ტელეფონი. ბოლო-ბოლო პატიმრებს აქვთ ერთი ზარის განხორციელების უფლება და მე რა დავაშავე?
-ჯადოსნური სიტყვა არ გითქვამს, ტასიკოო, - გაეკრიჭა რეზი და ანასტასიას ცვლილებას დააკვირდა.
-კარაქიანი პური არ გინდა ჯარისკაცებად დაჭრილი ან იხვის ტოლმა? - გაეპასუხა გოგო და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გაიაზრა თუ რა დაუძახა ბიჭმა, - ჩემს დაბადების დღეზე გარკვევით ვერ აგიხსენი, რომ ტასო და მსგავსი სახელები არ უნდა დამიძახო? - უკვე ყვირილზე გადავიდა.
-ისე ტოლმაზე უარს არ გეტყოდი. გავიგე კარგი მზარეული ყოფილხარ, - გაუცინა ბიჭმა და ტასოს სიტყვები დააიგნორა.
-მობილურს მომცემ თუ არა? - არ მშვიდდებოდა ტასო.
-არა, - იმდენად გადაიხარა გოგოსკენ, ლამის შუბლებით შეეხნენ ერთმანეთს.
ტასოს სუნთქვა გაუხშირდა და თვალის დახამხამებაც კი ვერ შეძლო. მანამდე ვერ დაირეგულირა სუნთქვა, სანამ ბიჭი არ მოშორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ისე, ასეთი წყნარი უფრო მომწონხარ, - გაიკრიჭა რეზი, - და ზრდილობიანად რომ გეთხოვა, გეტყოდი, უკვე დავრეკე და იციან, რომ ჩემთან ერთად ხარ და არაფერი გიჭირს.
-კი, როგორ არა, არაფერი მიჭირს, - ჩაილაპარაკა გოგომ თავისთვის და მკერდთან მიტანილ მუხლებს თავი დააყრდნო.
-რამე მითხარი? - თითქოს ვერ გაიგონა, ისე ჰკითხა.
-გაა*ვი, - მუხლებიდან თავი არ აუწევია, უთხრა და მარცხენა ხელი თმაში ახლართა.
-რა სიტყვებია, ანასტასია? - გაიოცა ბიჭმა, - თამრიკო ბებო გხედავდეს ახლა, ხომ გაუსკდებოდა გული?! აფერუმ, შენს ქალობას! - შეიცხადა და შეეცადა არ გასცინებოდა.
-შენღა მაკლდი ზუსტად თამრიკოს სიტყვებით სრული ბედნიერებისთვის.
-არ მეტყვი რა მოხდა იქ და რატომ ხარ დაჭრილი? - შეაპარა ბიჭმა და სკამი უფრო ახლოს მიაჩოჩა.
-სხვის საქმეში ცხვირს ნუ ჩაყოფ, - უბრალოდ უთხრა გოგომ და შემდეგ გახედა, - აღარ დამიბრუნებ მაგ ბალიშს? დაძინება მინდა.
ბიჭმა ბალიში თავის ადგილას დააბრუნა, ტასოსაც მიეხმარა წამოწოლაში, შემდეგ კი თვითონ გადაიძრო მაისური, შარვალიც იქვე სკამზე გადაკიდა და საწოლში დაწოლას აპირებდა, ტასოს ხმამ რომ გააჩერა.
-არ მითხრა, რომ ჩემ გვერდით უნდა დაწვე!
-ოთახში თუ ხედავ დივანს ან მეორე საწოლს, მითხარი და აუცილებლად იქ დავწვები, - არ შეეპუა ბიჭი და საბანი ასწია.
-იცოდე, ზედმეტად რომ შემეხო, ჩემი ხელით დაგახრჩობ, - თითი დაუქნია ბიჭს, კიდისკენ ჩაჩოჩდა და ლამის კედელს აეკრო ცხვირით.
-როგორ გაყინულხარ, გოგო?! - შეიცხადა რეზიმ, როცა თავისი ტერფები ანასტასიას გაყინულ ფეხებს შეახო, - მოიწიე აქეთ, არ ვიკბინები, - გაიცინა და სწრაფად შეუცურა ხელი მუცელზე, მერე ფრთხილად გადმოაბრუნა თავისკენ და სხეულზე აიკრო.
გოგოს სხვა გზა აღარ ჰქონდა. თავი რეზის მკერდზე მოათავსა და ბიჭის გამაბრუებელი სურნელი ღრმად გადაუშვა ფილტვებში. ყურით მის მკერდს ეხებოდა და გრძნობდა, როგორი გახშირებული ჰქონდა ბიჭს გულისცემა. თითქოს ეს ფაქტი ესიამოვნა და თავისთვის ჩაიღიმა. ასე გაღიმებული მალევე გადაეშვა სიზმრების სამყაროში, რეზი კი თითებს დაატარებდა ანასატასიას თმაში და მძინარე ქალის ბავშვურ გამომეტყველებაზე ეღიმებოდა. ბოლოს შუბლზე მიაკრა გახურებული ტუჩები, ხელები უკეთ შემოხვია წვრილ წელზე და თვითონაც დაიძინა.
****************
დილით ტასოს რომ გაეღვიძა, საწოლში მარტო იწვა და აშკარად სციოდა. არადა ღამის განმავლობაში სულ არ უგრძვნია სიცივე. შეეცადა უკეთ გახვეულიყო საბანში და ძილი შეებრუნებინა, მაგარამ ამაოდ.
-სად ხარ რეზი? - საწოლში ფრთხილად წამოჯდა და ბიჭს დაუძახა.
ბიჭს ადგომა და თავის მოწესრიგება მოესწრო და აშკარად კარგ ხასიათზეც იყო.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო? - გაეკრიჭა ბიჭი და როცა პასუხად კვლავ ბალიში მიიღო, გადააკეთა, - უი, მზეთუნახავი კი არა, ბოროტი დედინაცვალი ყოფილხარ შენ!
-მორჩი მასხარაობას და დამეხმარე, - შეუბღვირა ბიჭს და ფეხები საწოლიდან გადმოყო.
-მოიცადე, მოიცადე, რას აკეთებ? - სწრაფად მიეჭრა ქალს და მაშინვე გააჩერა.
-ადგომა მინდა. ჩემი ტანსაცმელი მომაწოდე და თუ არ შეწუხდები სააბაზანომდე მიმიყვანე.
-წასვლას აპირებ სადმე და მე არ ვიცი?
-გორილა, ძალიან ნუ გამითამამდი, - გოგომ სწრაფად მოიშორა საბანი და ფეხზე წამოდგა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და რეზის მკლავებში აღმოჩნდა.
-ჩემს მკლავებში აღმოჩენა თუ გინდოდა ვერ მითხარი? ამისთვის თავის დაჭრა ნამდვილად არ იყო საჭირო, - გაიკრიჭა ბიჭი და ანასტასია სხეულზე უფრო მჭიდროდ მიიკრო.
-ხო, ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი ვახოსთან ჩხუბისას, - გაუაზრებლად წამოისროლა სიტყვები და მისი მკლვებისგან გათავისუფლება სცადა.
-მოისვენე და ნუ ფართახალებ, - ზემოდან დახედა ბიჭმა და ერთი ხელი მუხლებში შეუცურა, მეორე ბეჭებზე მოხვია და სწრაფად აიყვანა ხელში.
-ძვლებს თუ არ ჩამიმტვრევ, დამავალებ, - სიტყვა რომ ვეღარ თქვა, ესღა მოიფიქრა ტასომ.
-ხელებს თუ შემომხვევ, დამავალებ, თუ არ გინდა, რომ დამივარდე. სულაც არ ხარ მსუბუქი.
-დეგენერატო, - გულზე მოხვდა ტასოს, - სულაც არ ვარ მსუქანი.
-ბუმბულივით ხარ, 200 კილოიანი ბუმბულივით, - გაიცინა რეზიმ და გოგო სააბაზანოს კართან ჩამოსვა, - შეხვალ შენით თუ შემოგყვე?
-უზრდელი, საკუთარ თავში დარწმუნებული თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ! - დაუყვირა ბიჭს და სააბაზანოს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
-დაგიკაკუნებ და ტანსაცმელს შემოგაწვდი, - უდარდელად მიუგო ბიჭმა და კარადიკენ წავიდა.
როცა ტასო მოწესრიგდა, ბიჭმა ისევ ხელში ააფრიალა ქალი და უკვე გასწორებულ საწოლზე დასვა, მერე ფეხებზე პლედი გადააფარა და საჭმელიც თვითონ შეაჭამა.
-როგორც ხედავ, ისევ წვიმს და მე და შენ ვერსადაც ვერ წავალთ, - უთხრა რეზიმ, როცა ყველა საქმე მოილია.
გოგომ ერთი შეხედა, მერე კი თავი გაატრიალა და წვიმას გახედა. გარეთ დატრიალებულმა საშინელმა ამინდმა და წვიმამ მოგონებები წამოუშალა და გაუაზრებლად თქვა:
-მაშინაც ასეთი ამინდი იყო.
-რა თქვი? - გაუკვირდა რეზის, როცა ანასტასიას გაბზარული ხმა გაიგონა.
-ანდროს დაღუპვის დღესაც ზუსტად ასეთი ამინდი იყო, - გაიმეორა გოგომ, ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ფანჯრისთვის.
-თუ გინდა, ნუ მომიყვები, - უთხრა ბიჭმა და საწოლზე მის გვერდით მოთავსდა.
-ვიცი, ანდროს ამბავი მას შემდეგ გაინტერესებს, რაც ჩვენთან ჩამოხვედი. ისიც ვიცი, რა მოგიყვა ქეთიმ და უფრო დაგაბნია, ვიდრე პასუხები გაგცა, მაგრამ ასე იყო საჭირო.
-........
-ანდრეა ავალიანი ჩემი უფროსი ძმა იყო, - დაიწყო რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ და მკერდზემიკრულ მუხლებს ნიკაპით დაეყრდნო, - სულ 2 წუთით დამასწრო დაბადება და მას შემდეგ ამ ფაქტს სულ სათავისოდ იყენებდა. შენზე დიდი ვარ და უნდა დამიჯერო, თითქმის სულ ეს ფრაზა მესმოდა, სანამ ნინი არ დაიბადა. მაშინ მხოლოდ 3 წლისები ვიყავით, მაგრამ მშობლებზე უფრო მეტად მგონი ჩვენ გვიხაროდა ეს ამბავი. ნინი მუდამ ჩვენი ნებიერა გოგო იყო. ორივე ისე ვზრუნავდით მასზე, თითქოს მისი მშობლები ჩვენ ვყოფილიყავით. მე და ანდროს ყოველთვის იმაზე უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვიდრე რომელიმე ტყუპს ოდესმე ჰქონია. თუ ერთ-ერთი ჩვენგანი ავად ხდებოდა, მეორეც ავტომატურად ცუდად ვიყავით ხოლმე. მერე იყო სკოლის პერიოდი, სადაც ანდრეა მეგობრების გაჩენას ცდილობდა, მე კი მათზე ვეჭვიანობდი და ლაშაც, სანდროც და ნიკაც დალურჯებულები დადიოდნენ. მართალია, სანდრო და ნიკა ჩვენზე პატარები იყვნენ, მაგრამ მაინც არ ვინდობდი არც ერთს. ზუსტად სკოლის ეგ პერიოდი აქვთ ჩარჩენილი ცუდად ჩემს ბიჭებს. მერე ჩვენთან დათოც გადმოვიდა და ასე შეიკრა ერთი დიდი „კამანდა“. მგონი მეხუთე კლასში გავაცნობიერე, რომ ბიჭები ანდროს თავს სულაც არ მართმევდნენ და მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია. ნუ, გვიჩხუბია რა, მე აღარ მიცემია ისინი. ორივეს ბავშვობიდანვე გვქონდა ხელოვნებისადმი მიდრეკილება. მშობლები ყველაფერზე გვატარებდნენ. ორივე ჩვენგანი ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვხატავდით და რას აღარ ვაკეთებდით. ბოლოს ამოუწურავი ენერგიის გამო ჯირითიც კი ვისწავლეთ და მას შემდეგ ყოველ კვირას მამას აქ ამოსვლას ვაიძულებდით ჩვენი ცხენები რომ გვენახა. - ტასომ ღრმად ჩაისუნთქა და რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ისევ გააგრძელა, - 17 წლამდე ისე მივედით, ერთი საიდუმლო არ გვქონია ერთმანეთთან. მერე კი, ანდრეა თითქოს უფრო ჩაკეტილი გახდა. ნაკლებ დროს ატარებდა ჩემთან და ყველაზე ხშირად მამას კაბინეტში ჩაკიტილს ვხედავდი-ხოლმე. სწორედ მაგ პერიოდში გადამეკიდა ერთი მამიკოს ბიჭი, გიორგი შონია. თავს არ მანებებდა და ყოველ წუთას მიმეორებდა თუ როგორ ძლიერ ვუყვარავარ და თუ მისი არ გავხდები, თავს მოიკლავს. რამდენჯერმე სცემეს ბიჭებმა ჩემგამო, მაგრამ დღემდე ვერ მოვიცილე თავიდან. სწორედ მისი გამოგზავნილი იყო ვახო, გუშინ რომ ვეჩხუბე. მერე კი იყო ჩემი თაყვანისმცემლების მოგერიების პერიოდი. ნინიც სწორედ მაშინ გაემგზავრა ამერიკაში და სკოლა იქ დაამთავრა. მერე კი უნივერსიტეტშიც იქვე მოეწყო. ჩვენს 21-ე დაბადების დღეზე ის დაწყევლილი მანქანა აჩუქეს ანდრეას, მე კი - რადგან მანქანები არც ისე ძალიან მიყვარდა, აქ ეს სახლი ამიშენეს. ახლა ვფიქრობ, რა იქნებოდა იმ დღეს მისთვის ის სპორტული მანქანა რომ არ ეჩუქებინათ. ზუსტად 15 აგვისტოს გადავწყვიტეთ, რომ ბებოსთან ამოვსულიყავით.ნეტა კისერი მომეტეხა და ეს აზრი არ გამჩენოდა. რაიონს მოახლოვებულები ვიყავით, როცა წვიმა დაიწყო. ანდრეამ მანქანის შენელება გადაწყვიტა, მაგრამ რატომღაც არ გამოუვიდა. მერე კი საჭის დამორჩილებაც ვერ შეძლო და ხევში გადავცვივდით... - ტასოს ხმა ჩაუწყდა და თვალიდან ჩამოგორებული ეული ცრემლი მოიწმინდა, - გონს საავადმყოფოში მოვედი, მაგრამ ანდროს ვეღარ ვგრძნობდი. როგორც მერე ბიჭებმა მითხრეს, 1 თვე კომაში ვიყავი. ანდრეა კი მანქანასთან ერთად აფეთქებულა. მე რანაირად გადავრჩი დღემდე არ ვიცი. მერე იყო ჩემი დეპრესიის 3 თვე, როცა არც ერთს არ ვცემდი ხმას. სრულიად გამოვიკეტე და სადაც კი რაიმე ანდრეას ნივთი მქონდა ყველაფერი მის ოთახში გამოვკეტე. აღარც ხატვა მაინტერესებდა, არც მუსიკა და საერთოდ არაფერი. ჩვენს სახატავ ოთახში აქამდე მის გარეშე არასდროს შევსულვარ. მხოლოდ შენი ჩამოსვლის პირველივე დღეს გავაღე ის კარი და მას შემდეგ სულ ერთხელღა დავბრუნდი იმ ოთახში.
გოგოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად სცვიოდა ცრემლები და გაკვირვებული უყურებდა მინაში მკრთალად აღბეჭდილ საკუთარ ანარეკლს. რეზი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა და უსმენდა. ახლა კი გოგო თავისკენ ფრთხილად შეაბრუნა და გულში ჩაიკრა. დიდხანს არ გაუშვია ხელი და ანასტასიაც გაყურსული ეხვეოდა და ბიჭის გულისცემას უგდებდა ყურს.
-მაპატიე, მაშინ რომ გაგარტყი, - ამოილაპარაკა ჩახლეჩილი ხმით და ბიჭს თაფლისფერი თვალებით ახედა.
-ჩავთვალოთ, რომ არაფერი მომხდარა, - გაუღიმა რეზიმ და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია,- მაგრამ, ძალიან მწარე ხელი კი გქონია.
ამაზე ორივეს გაეცინა და რამდენიმე წამს იცინოდნენ.
-უბრლოდ, შენ პირველი იყავი ანდროს სიკვდილის შემდეგ, ვინც ტასო დამიძახა.
-სხვა არავინ გეძახის მასე? - დაინტერესედა ბიჭი.
-სხვა არავინ. მხოლოდ ანდრეა და... შენ.
ბიჭს გაეღიმა და ტასოს შუბლზე მიაწება ტუჩები.

თავი 8
მეორე დღეს პირველს ანასტასიას გამოეღვიძა. ნახევრად რეზის სხეულზე იყო გაწოლილი და ფეხებიც მის ფეხებში ჰქონდა ახლართული. გოგოს ის მხარე უხურდა და ეწვოდა, რომლითაც ბიჭზე იყო აკრული. რეზის ხელები მისი წვრილი წელისთვის შემოეხვია და როგორც ჩანს, სულაც არ აპირებდა მალე გაღვიძებას. გოგოს ღამის პერანგი კი საგრძნობლად აკეცილიყო და საჯდომს ასცდენოდა. ანასტასიამ ცოტა ხანს უყურა მძინარე რეზის და მის აწითლებულ ლოყებსა და ოდნავ შეღებულ ტუჩებზე მხოლოდ ერთი სურვილი უჩნდებოდა, მაგრამ თავს შეეწინააღმდეგა და ბიჭის მკლავებისგან დახსნა სცადა. იმდენი იფართხალა, რომ ბოლოს რეზი აღმოჩნდა მის სხეულზე ნახევრად გაწოლილი. თავი კი პირდაპირ ანასტასიას მკერდზე მოათავსა. გოგოს მისი ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა და მთელს ტანზე ეკლები აყრიდა, მაგრამ ყურადღება არ მოაქცია, მარცხენა ხელი როგორღაც გაითავისუფლა და ბიჭი შეანჯღრია. რად გინდა რა, გგონიათ გაიღვიძა? ნურას უკაცრავად. ერთი ამოიზმუვლა, ხელები უკეთესად მოხვია გოგოს, ანუ ერთი ხელი ანასტასიას საჯდომზე მოათავსა, მეორე მის მუცელზე, ცხვირი კანზე გაუხახუნა და ძილი განაგრძო. ბიჭის ამ მოქმედებამ გოგონას ტანზე უფრო მეტი ეკალი წარმოქმნა და პულსაციაც საგრძნობლად გაიზარდა.
-ჯანდაბა, რეზი, გაიღვიძე, - ვეღარ მოითმინა ტასომ და ბიჭს თმა მოჰქაჩა.
-რა გინდა ანასტასია? - ძილისგან დაბოხებული ხმით იკითხა ბიჭმა, ისე რომ თვალიც არ გაუხელია.
-აბა, ახლა თუ მიხვდები, რომ უნდა გაიღვიძო ან მინიმუმ წოლის სტილი შეცვალო.
-რაა? რატომ? მომწონს მე. ასე კომფორტულად ვარ. ვერ მეტყვი ეს ბალიში ასეთი რბილი და კომფორტული როდიდან გახდა?
-აბა თუ გაახილო თვალები და მიხვდე, რაზე წევხარ! - შეუღრინა გოგომ და სახეზე ახურდა.
ბიჭმა ცოტა ხანს კიდევ ინებივრა წოლით და ზანტად გაახილა თვალები. მერე კი გველნაკბენივით მოშორდა გოგოს და ფეხზე წამოვარდა, მაგრამ ფეხები საბანში აეხლართა და იატაკზე მოადინა ბრაგვანი.
-ვაი, წელი, - წამოიკნავლა ბიჭმა და წამოდგომა სცადა.
-მეტის ღირსი ხარ! - მიაძახა გოგომ და შეეცადა არ გასცინებოდა, - თავის დროზე რომ გაგეხილა თვალები, არაფერი მოგივიდოდა.
-ოჰო, დილიდან შხამს ვანთხევთო? - გაიკრიჭა რეზი და თავისი ტანსაცმლიანად სააბაზანოსკენ წავიდა.
სანამ რეზი სააბაზანოდან გამოვიდა, ანასტასიამ როგორღაც მოახერხა ჩაცმა და საწოლის გასწორებაც.
-ისე, ეგენი ნამდვილად შენებია თუ გაიკეთე? - უკნიდან ამოუდგა გოგოს და ყურში ჩასჩურჩულა, თან ხელები მუცელზე შეუცურა.
-უზრდელი რომ ხარ მითქვამს შენთვის ოდესმე? - სუნთქვაგახშირებულმა ჰკითხა ანასტასიამ, ბიჭის ხელები მოიშორა და ახლა თვითონ წავიდა სააბაზანოსკენ.
-ყოველ დღე მეუბნები და მგონი ტრადიციად გექცა უკვე, - გაიცინა ბიჭმა და საჭმლის გაკეთება დაიწყო.
ტასო სააბაზანოს კარს იყო მიყუდებული და სამზარეულოში მოფუსფუსე რეზის მისჩერებოდა, როცა ბიჭმა დაუძახა.
-კიდევ დიდხანს უნდა მათვალიერო თუ მოხვალ და ისაუზმებ?
-თვითკმაყოფილი იდიოტი, - რეზის გასაგონად ჩაიბურტყუნა და მაგიდასთან დაჯდა.
-მესმის, - ღიმილით უთხრა ბიჭმა და საჭმელი მაგიდაზე დააწყო.
-ვიცი, - ირონიული ღიმილითვე მიუგო გოგომ და ჩაი მოსვა.
-მართლა მაინტერესებს, - წამოიწყო ისევ რეზიმ, როცა საუზმობას მორჩნენ და ანასტასიას ჭრილობაც გადაუხვია.
-რა?
-ესენი მართლა შენებია თუ ხელოვნურია? - გაეკრიჭა გოგოს და ხელით ჯერ მკერდზე, შემდეგ კი საჯდომზე ანიშნა.
გოგომ თვალები აატრიალა და ფანჯარაში გაიხედა.
-ჩემებია, - უთხრა ბოლოს და საწოლიდან წამოდგა, - და მეორედ მსგავს კითხვას დამისვამ და არ ვიცი რას გიზამ!
-ოჰო, წინსვლა მაქვს, - ისევ გაიღიმა ბიჭმა, - მოკვლით უკვე აღარ მემუქრები! მალე ალბათ იმ ეტაპამდეც მივალ, როცა მეტყვი, რომ კოცნით დამახრჩობ.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს, - ურეაქციოდ უპასუხა გოგომ და კარადიდან თბილი ჟაკეტი გამოიღო, - არ მოდიხარ? - უკვე კარში მდგომმა გახედა ბიჭს.
-სანამ წავალთ, ერთი რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთო, - გოგოს ყურთან დაიჩურჩულა რეზემ და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
სწრაფად შეუცურა ხელები მუცელზე, თავისკენ მიაბრუნა, ისე რომ, ანასტასია ჯერაც არ მოსულიყო გონს, მის ბაგეებს წაეტანა. გოგომ უნებურად მინაბა თვალები, როცა ტუჩებზე რბილი ბაგეების შეხება იგრძნო და საერთოდ გაითიშა, როცა რეზიმ უფრო მომთხოვნად, მთელი ვნებით დაუკოცნა ჯერ ზედა, მერე კი ქვედა ტუჩი. ბოლოს ქალის ქვედა ტუჩს კბილები მოსდო და თავისკენ დაქაჩა. ანასტასიამ მეტს ვეღარ გაუძლო და უნებური კვნესა აღმოხდა.
-ახლა შეგვიძლია წავიდეთ, - კმაყოფილმა ჩაიცინა რეზიმ, თავის საწვიმარს ხელი დაავლო და კარიდან პირველი თვითონ გავიდა.
ტასო რამდენიმე წუთს გაოგნებული იდგა კარში და დაწითლებულ და დაბუჟებულ ტუჩებზე მხოლოდ ენის წვერის გადასმას ახერხებდა. თან რეზის კოცნისგან მთელს სხეულში გავრცელებულ სასიამოვნო იმპულსებს აღიქვამდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაქსიმუმ 1 წუთს გაგრძელდა. მერე გამოერკვა, საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა, ტყეში შესულ მომღიმარ ბიჭს სირბილით წამოეწია, სილა გააწნა და უთხრა:
-2 მეტრზე მეტად მომიახლოვდები და მოგკლავ, - მერე ამაყად აქცია ზურგი და სწრაფი ნაბიჯებით გასწია სახლისკენ.
რეზიმ მტკივან ლოყაზე ხელი მოისვა და გოგოს ქცევაზე გაეღიმა. ცოტა ხანს უყურა როგორ ამაყად მიდიოდა ანასტასია და ყოველ მის ნაბიჯში რამხელა ბრაზი ჩანდა.
-თურმე როგორი ტკბილი ყოფილხარ, ჩემო ამორძალო. აქამდე სად ვიყავი? - ენისწვერი გადაისვა ტუჩებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ანასტასიას გემო და ასე გაღიმებული გაედევნა გოგოს.
*************
ეზოში ნორმალურად შესულიც არ იყო, როცა სახლიდან ნინი გამოვარდა და დას მთელი ძალით მოეხვია.
-ასე აღარასდროს მოიქცე, გაიგე? - დაუყვირა ანასტასიას და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
მერე კი რეზისკენ გაექანა და მასაც ჩაეხუტა. ანასტასიამ ამის დანახვაზე ცხვირი აიბზუა და სახლში შევიდა.
-რა სჭირს იმას? - იკითხა დათომ, როცა ანასტასიამ კიბეები აიარა და არავის არ შეხედა ზედ.
-როგორც ყოველთვის ჩემზეა გაბრაზებული, - უდარდელად აიჩეჩა მხრები რეზიმ და ბიჭებს გადაეხვია.
-ოღონდ თქვენ ორნი ერთმანეთთან ადამიანურად მოლაპარაკე მანახა და მერე თუნდაც მომკლა, - თქვა ნინიმ და ისიც უკან გაჰყვა ანასტასიას.
-დეგენერატი, იდიოტი, რეგვენი, კრეტინი, უსინდისო, - ისროდა სალანძღავ სიტყვებს და თან პირსახოცშემოხვეული კარადიდან თავის ტანსაცმელს იღებდა, როცა ოთახის კარი გაიღო და ნინი შემოვიდა.
-ვის ლანძღავ ასე გულმოდგინედ? გინდა, მეც დაგეხმარები? - გაიცინა გოგომ და საწოლზე წამოგორდა.
-ნინი, მომწყდი თავიდან. ახლა შენი ნერვები ნამდვილად არ მაქვს, - შეუღრინა დას და პირსახოცი მოიშორა ტანიდან.
-ვაუუ, რა ტანზე ხააარ! თქვენი გაცნობა შეიძლება ლამასო? - იცინოდა ნინი და თან ტასოს აკვირდებოდა, რომელიც გაბრაზებული ცდილობდა მაიურის მკლავში თავი გაეყო, - და ამის მერე იტყვი, რომ არაფერი მომხდარა?
ნინი წამოდგა, მაისური გახადა და ნორმალურად ჩააცვა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუმეორა შეკითხვა:
-ანასტასია, მორჩი ოთახისთვის საპატიო წრეების დარტყმას და მითხარი რა მოხდა შენსა და რეზის შორის!
-არა, მაგას მე ვინ ვგონივარ? - ისევ ბობოქრობდა გოგო, - როგორ გამიბედა?!
-თუ მეტყვი რა ქნა, იქნებ მეც აგყვე ქოთქოთში?
-მაკოცა, გესმის, მაკოცა მაგ ერთუჯრედიანმა. მაგ იმბეცილმა, მაგ... მაგ...
ნინის გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, მერე კი იმდენი იცინა, სანამ მუცელი არ ასტკივდა.
-რეზიკო ნახე რაა. ეგ ყოფილა პიროვნება. თვით დიადი ანასტასია ავალიანის ნერვების შეტოკება შეძლო ბიჭმა. რეზიკოო, სად ხარ, ბიჭო? - ყვირილით წამოვარდა ფეხზე, - შენს ფერხთით მუხლი უნდა მოვიყარო და თაყვანი გცე!
-ნინი! - დაუყვირა გოგოს და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დაებერტყა, - ვაი, მკლავი. ჯანდაბა!
-რა? როგორც იქნა გეღირსა პირველი კოცნა და ვერ ვხვდები ასე რამ გაგაბრაზა? - გვერდით მიუწვა დას და ზემოდან დახედა, - იმაზე ბრაზობ, რომ მოგეწონა. აღიარე, რომ მოგეწონა! - შეუჩნდა ნინი და იქამდე არ მოეშვა, სანამ სასურველი პასუხი არ გაიგო.
-ჯანდაბა. მომეწონა, თანაც როგორ! - აღმოხდა გოგოს და თითები უნებურად მოისვა ტუჩებზე, ნინიმ კი მის ამ საქციელზე ჩაიცინა, - მინდოდა, რომ აღარასდროს მომშორებოდა. ჯანდაბა! არ ვიცი რა ვთქვა. პირველი კოცნა ასეთი არასდროს წარმომედგინა!
-შენი მესმის, - დანაღვლიანდა უცებ ნინი, - ნერვები მეშლება, როცა სანდრო ასე ახლოს მყავს და ამავე დროს ასე შორს.
-ახლა ერთი კარგი შურისსაძიებელი იდეა არ გვაწყენდა, - თქვა ტასომ და დისკენ გადაბრუნდა.
-აჰამ, ნამდვილად კარგი იქნებოდა, - დაეთანხმა ნინიც და თავი ბალიშებში ჩარგო.
-რაზე ფიქრობთ ასე გამალებით დები? - ოთახში შემოვიდა გვანცა და ორივეს შუაში ჩაუწვა.
-ვფიქრობთ ბიჭები როგორ გავამწაროთ, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრეთ. შენ ხომ არ გაქვს რაიმე იდეა? - ჰკითხა დაქალს ნინიმ და მკერდზე დაადო თავი, - დედა, გვანცა, ესენი ამხელები არ მახსოვს და დილით ერთი სულიერი ხომ არ ეთამაშათ შემთხვევით?
გვანცა გაწითლდა, გალურჯდა და ცისარტყელას ყველა ფერი მიიღო.
-რაებს ეუბნები, გოგო? - გაუჯავრდა ანასტასია და გვანცას დამშვიდება სცადა, - ყურადღებას ნუ მიაქცევ. ბავშვობაში კალათბურთის ბურთის ნაცვლად ეს ჩავტენეთ კალათში და მას შემდეგ ასეა.
-მაგის შემდეგ სიმაღლის შიში მაქვს, - შეუბღვირა ნინიმ დას.
-რა ვიცი, რა ვიცი, კი მოგწონდა კალათში ჯდომა და...
მათ კინკლაობაზე გვანცას გაეცინა და მერე უეცრად გონება გაუნათდა.
-მე ვიცი რაც უნდა ვქნათ! - წამოიძახა ეშმაკური ღიმილით და შემდეგ თავისი გეგმა ორივეს გააცნო.
-ხომ ვამბობდი, ეს გოგო სულ წავიდა ხელიდან-მეთქი? - გაიცინა ნინიმ და დაქალს მოეხვია, - ვიცოდი, რომ ჭკვიანი იყავი, მაგრამ ეშმაკუნაც თუ იქნებოდი, რას ვიფიქრებდი?
-ძალიან კარგი გეგმაა, - შეაქო ტასომ და მაშინვე წამოდგა, - მე წავალ და გეგმის განსახორციელებლად პირველი პუნქტისთვის აუცილებელ მასალას ვიშოვი.
-წამო, წამო, ჩვენც მივხედოთ გეგმის სხვა პუნქტებს, - უცებ წამოაგდო დაქალი ნინიმ და ოთახიდან გასულ ანასტასიას უკან გაჰყვნენ.
************
-რამე ხდება და არ ვიცით? - იკითხა ვახშმობისას დათომ და ეშმაკურად მომღიმარ დებს გადახედა.
-არა, რა უნდა ხდებოდეს? - მამა აბრამის ბატკნის სახე მიიღო ნინიმ და გაოცდა.
-აბა, ასე დამპლურად რატომ იცინით? - ჩაერია მათ საუბარში სანდროც.
-ბოლოს ასე რომ იცინოდით ორივე, ჩვენს წვნიანში ჭიანჭველები აღმოჩნდნენ სრულიად შემთხვევით და მთელი კვირა მუცლის ტკივილით ვკვდებოდით, - ჩაერთო ლაშაც და თავის საჭმელს დახედა.
-თქვენ გეჩვენებათ რაღაცები და მერე ჩვენ ვართ დამნაშავეები, - თქვა ტასომ და ჭამა განაგრძო.
-მართალი ხარ, ამ დღეებში ისეთი არაფერი ჩაგვიდენია, რაც რაიმე ცუდის ჩადენისკენ გიბიძგებდათ, ხომ ასეა? - იკითხა ნიკამ.
-ჭამეთ და ტყუილ ბრალდებებს შეეშვით, - დაიბღვირა ნინიმ და მანაც განაგრძო ჭამა.
ვახშმობის შემდეგ ნინიმ, ანასტასიამ და გვანცამ სამზარეულო მიალაგეს, შემდეგ კი სამივე ტასოს ოთახში შეიკეტა და მოვლენების განვითარებას დაელოდნენ.
-აბა, სამივეს მზად გვაქვს მობილურები? - იკითხა ნინიმ.
-ჩემი მობილური დამჯდარია, - უთხრა ნინიმ და ანასტასიას გახედა, - დამტენი მათხოვე, რაა.
-ნახე, მანდ უჯრაში იდება, - მიუთითა ერთ-ერთ ტუმბოზე და ოდნავ გაღებული კარიდან დერეფანში დაიჭყიტა.
-მტკვარი, რიონი ვარ, მტკვარი, - დაიბოხა ხმა ნინიმ, - რა ხდება, მშვიდობაა თქვენს კვადრატში?
-რიონი მოეშვი სისულელეების ლაპარაკს და მოემზადე. შენს კვადრატში მოძრაობა შეინიშნება, - აჰყვა ისიც და ნინი მაშინვე მივარდა კარს.
-კარგი, წავედი მე გვრიტებო. აგენტი 007 მოქმედებაზე გადადის.
ნინი უკან გაჰყვა კიბეებზე ჩამავალ სანდროს და როცა ბიჭი თავის ოთახში შევიდა ისიც შეჰყვა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ჯიბიდან ქილა ამოიღო და საწოლს სწრაფად გადააძრო პლედი. შემდეგ ქილა გადმოაპირქვავა და პლედი ისევ თავის ადილას დააბრუნა. როცა გაიგო, რომ სანდრო შხაპის მიღებას მორჩა და გამოსვლას აპირებდა, ერთ-ერთ სქელ ფარდას ამოეფარა და კამერა ჩართო. სანდრო პირსახოცშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან ისე, რომ ოთახში თუ ვინმე იყო, არც კი შეუმჩნევია. ნინი კი ჩუმად იცინოდა, როცა შეამჩნია რა ფორმაში იყო ბიჭი. სანდრომ კარადა გამოხსნა, სარკეში არც კი ჩაუხედავს, სწრაფად ამოიცვა საცვალი, პირსახოცი გასარეცხების კალათაში ჩააგდო და საწოლში შეწვა. ნინიმ გულში სამამდე დაითვალა და სანდროც მაშინვე წამოვარდა. ბიჭი აქეთ-იქით დახტოდა და ცდილობდა სხეულიდან ჭიანჭველები მოეცილებინა. ბოლოს ისევ სააბაზანოში შევარდა და ძალიან მალე დაჭრილი მხეცის მაგვარი ხმა გაისმა.
-ნინიიიი! ანასტასიაააა! - ყვიროდა ბიჭი სააბაზანოდან, - ჩემი ხელით დაგხოცავთ თუ ცოცხალი გადავრჩი!
ნინი კისკისით შეიჭრა სააბაზანოში, სადაც სრულიად შიშველი სანდრო სარკის წინ იდგა და თმიდან ვარდისფერი საღებავის მოცილებას ამაოდ ცდილობდა.
-უი, ბოდიში, - გოგომ ვიდეო გამორთო და სააბაზანოდან გამოსვლას შეეცადა, მაგრამ სანდრომ ხელი ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა.
-სადმე გეჩქარება, ქალბატონო? - გამოსცრა კბილებში და გოგო თავისკენ დაქაჩა.
ნინი ცდილობდა სანდროს ტანის გარდა ნებისმიერი რამისთვის შეეხედა, მაგრამ ბოლოს მაინც მისი სხეულისკენ აპარებდა თვალს.
-აბა, აბა, თვალები ზემოთ! - ორი თითი მიიტანა საკუთარ თვალებთან და გოგოს შეხედა, - შემთხვევით, ხომ ვერ მეტყვი აქ რა ჯანდაბა მოხდა? - და ხელი ჯერ საკუთარი თმისკენ, შემდეგ კი საწოლისკენ გაიშვირა.
-წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ, - მხრები აიჩეჩა გოგომ და ბიჭის სიახლოვით აჩქარებული გულისცემის და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
-არ იცი, არა? არ იცი! მაშ, კარგი. რახან არ იცი, მაშინ წამოდი, გაჩვენებ, - ბიჭმა სწრაფად მოიხვია სხეულზე პირსახოცი, ნინი მხარზე გაიდო და საწოლისკენ დაიძრა.
-სანდრო, რას აკეთებ? - წამოიკივლა გოგომ და აფართხალდა, - არც კი გაბედო! არ გააკეთო! არა, სანდრო, გთხოვ, - ბოლოს ხვეწნაზე გადავიდა და თვალებაცრემლიანებულმა ახედა გაბრაზებულ ბიჭს.
-შენ და შენს დას არ შეგეცოდეთ, როცა შამპუნში ვარდისფერი საღებავი ჩამისხით და საწოლში ჭიანჭველები ჩამიყარეთ? - დაუყვირა გოგოს და მხრებში ჩაფრენილი ხელებით ოდნავ შეანჯღრია, - სამაგიეროს გადახდის ღირსი ხომ ხართ ორივე?
-სანდროო, - ამოისრუტუნა ტირილამდე მისულმა გოგომ და ახლა შრეკის კატის თვალებით დაუწყო ცქერა ბიჭს (არა, ამ გოგოს ოსკარი ეკუთვნის ასე კარგად შესრულებული როლისთვის).
-ჯანდაბა, როგორ ვერ გიტანთ, - ჩაიბურტყუნა სანდრომ და ხელი თმაში შეიცურა, - თმას რა ვუყო ახლა? ასე ლაშას რომ დავენახო სიცოცხლის ბოლომდე მომიწევს მისი კომენტარების მოსმენა!
-გადაიხოტრე! - მიაწოდა იდეა გამოცოცხლებულმა ნინიმ, - თან ძალიან მოგიხდება!
-ვახ, ჩემი, - მოსცილდა გოგოს და სააბაზანოსკენ წავიდა, - გირჩევნია სადმე ოთახი გამოგვიძებნო მე და ნიკას და რომ გამოვალ აქ აღარ დამხვდე, თორემ მერე ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ! - თითის ქნევით დაემუქრა გოგოს და სააბაზანოში მიიმალა.
***********
-გვანცა, შენი გამოსვლის ჯერია, - უთხრა ანასტასიამ გოგოს და კარები ფართოდ გამოუღო.
გვანცამ მაშინვე გამოაერთა მობილური და კიბეებზე ჩამავალ ნიკას აედევნა.
-ნიკა, - დაუძახა ბიჭს.
-გვანცა? - გაუკვირდა ნიკას და ერთ-ერთ კიბეზე მდგომი შემოტრიალდა, მაგრამ უცებ აუსხლტა ფეხი, ჰაერში ხელები ააფართხალა და გაოცებულმა გახედა კამერით ხელში მდგარ გოგოს.
ნიკამ, რა თქმა უნდა, თავი ვერ შეიკავა კიბეებზე, რომელზეც ზეთი დაესხათ გოგოებს და აყირავებული პირდაპირ ზურგით დაებერტყა პირველი სართულის ხალიჩას.
-ვაი, - ამოიკვნესა და თვალები მაგრად დახუჭა, - ცოცხალი ვარ?
გოგომ სწრაფად ჩამოირბინა კიბეები, მობილურს ინახავდა, როცა ვერც მან მოზომა, ზეთზე ფეხი აუსხლტა, მხოლოდ ერთი შეკივლება მოასწრო და ნიკას ზემოდან დაეცა.
-მკლავ, გოგო? - ძლივს ამოთქვა ბიჭმა და მთლიანად აფორაჯებულ გვანცას ახედა, რომელიც წამოსადგომად ფართხალებდა.
-მე... - ძლივს წაილუღლუღა გვანცამ.
-შენც იმ ორ ქაჯს აჰყევი, ხომ?
-სიმართლე თუ გინდა, ანასტასია და ნინი არაფერ შუაში არიან. ყველაფერი ჩემი მოფიქრებულია.
ნიკას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. მერე გოგოს ერთი ხელი თეძოებზე მოხვია, მეორე წელზე და მისიანად წამოდგა.
-ღმერთო ჩემო, ამას შენგან ნამდვილად არ მოველოდი! - თავი გადააქნია ბიჭმა და გოგო ძირს ჩამოსვა, მაგრამ ხელები არც ერთი წამით მოუშორებია მისი სხეულისგან, - მე რაღას მერჩოდით?
-შენ?
-ხო, მე, - გოგოს დაბნეულობაზე გაეღიმა ნიკას და სახით უფრო ახლო მიიწია გვანცასთან.
გვანცამ ყელში გაჩხერილი ნერწყვის გორგალი ძლივს გადააგორა და უთხრა:
-ნიკა, გამიშვი. წავალ იმ ზეთს მოვწმენდ, თორემ კიდევ ვიღაც ასრიალდება და... - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კიბეებზე ჩამომავალი დათოს ხმა გაიგეს.
-გვრიტებო, რას აკეთ... - სიტყვა ვეღარ დაასრულა ისე მოსრიალდა და პირდაპირ სახით გაეკრა ხალიჩას.
ბიჭი ძლივს წამოიწია ფეხზე და გაბრაზებულმა გახედა მოცინარ წყვილს.
-რა გაცინებთ ნეტა ვიცოდე! - დაიყვირა და ფეხზე წამოდგომას შეეცადა.
-აი, ვისი ალეწვა უნდა დაგეფიქსირებინა კამერით, - სიცილით თქვა ნიკამ და გვანცას დათოზე ანიშნა.
-მართლა, ნიკა, - უკვე საკუჭნაოდან გამოსძახა ბიჭს, - დღეს შენ დათოს ოთახში იძინებ.
-რაა? რა ხდება?
-ისეთი არაფერი. თუ ჭიანჭველების არ გეშინია. შენი ნებაა, - მხრები აიჩეჩა გვანცამ და იატაკი მოაპრიალა.
-ღმერთო, რა შეგცოდეთ ამისთანა? - ჭერს ახედა დათომ.
-ჯერ სად ხართ. ჯერ სად ხართ! - ჩაილაპარაკა გვანცამ და საკუჭნაოს კარი დახურა.
***********
დილის 5 საათი ხდებოდა, როცა ანასტასიამ ნინის კოსმეტიკის ჩანთას დაავლო ხელი და რეზის ოთახს მიაშურა. ბიჭი ზურგზე იწვა და ისე ეძინა. საბანიც მხოლოდ წელამდე ეფარა და ნავარჯიშები სხეულის დანახვისას ანასტასიას სუნთქვა შეეკრა. მაშინვე გაუჩნდა სურვილი, მისულიყო და მთელი სხეული დაეკოცნა მისთვის, მაგრამ თავი გააქნია და საქმეს შეუდგა. პირველ შეხებაზე ბიჭი თითქოს გამოფხიზლდა და გვერდი იცვალა, მაგრამ ტასომ ისე დაასრულა საქმე, რომ რეზის არ გაღვიძებია. კმაყოფილმა შეხედა თავის ნამუშევარს, რამდენიმე სელფიც გადაიღო მასთან ერთად და ოთახის კარი გამოიხურა. ახლა მხოლოდ ბიჭის გაღვიძებაღა რჩებოდა. იცოდა, რომ რეზი ყოველ დილით სავარჯიშოდ გადიოდა და მალე გაიღვიძებდა, ამიტომ სწრაფად მიაშურა თავის საძინებელს.
რეზი 7 საათზე ადგა და სავარჯიშოდ წავიდა. რაიონამდე ძუნძულით ჩაირბინა და უკანაც ძუნძულით დაბრუნდა. გაკვირვებული იყო. გამვლელები ჩერდებოდნენ და გაშტერებულები უყურებდნენ. ზოგი სინანულით თავს აქეთ-იქით აქნევდა, ზოგი კი - იდგა და ჩუმად იცინოდა. როცა სახლში შევიდა, ყველა უკვე ამდგარი დახვდა. ბიჭები მთელს სახლში დაბორიალობდნენ, აი, გოგოები კი ჩალაგებულ ჩანთებს მისაღებში აწყობდნენ. კიბეებზე ადიოდა, როცა თავგადახოტრილი სანდრო მიეჭრა.
-თქვენი გაცნობა შეიძლება მშვენიერო ქალბატონო? - ჰკითხა და სიცილი ძლივს შეიკავა.
-რას ბოდავ, შე ჩემა? - გაუკვირდა რეზის და ბოთლიდან წყალი მოსვა.
-უი, რეზი, შენ ხარ? მერე ვერ მითხარი? აღარ დაგკერავდი! - ვითომ ეწყინა ბიჭს და სინანული გამოესახა სახეზე. (არა, ესეც კაი მსახიობია, რაა!)
-ამ დილაადრიან რა მოწიე ასეთი?
-არა, რა მოვწიე, - შეიცხადა ბიჭმა, - პროსტა ისეთი ლამაზი ხართ, თქვენს შარმს ვეღარ გავუძელი და გასაცნობად მოვედი, - ბიჭმა რეზის ხელი თავის ტორებში მოიქცია, ნაზად ეამბორა და გაუღიმა, - მე სანდრო ვარ და თქვენს სახელს ვერ მაჩუქებთ?
რეზიმ გველნაკბენივით გამოსტაცა ხელი და სანდროს მკვლელი თვალებით შეხედა.
-გაა**ი! - დაუყვირა და კიბეებზე სვლა გააგრძელა.
-კარგით რაა, ზურგს ნუ შემაქცევთ, მე მართლა მჭირდებით! - სანდრომ დაუჩოქა და ხელები მისკენ გაიშვირა, - თქვენს გარეშე მოვკვდები! მხოლოდ სახელი მაჩუქეთ!
კიბესთან კი ყველა დანარჩენი შეკრებილიყო და სანდროს დადგმაზე ხარხარებდა. ანასტასიაც კი იცინოდა.
-კარგი, ამის მესმის, დებილია და თავი რაღაცას მიარტყა, მაგრამ თქვენ რაღა დაგემართათ? - შეუღრინა ქვევით მყოფებს.
-აუუ, შენ ძმობას ვფიცავარ, თავიდან მეც ნაშა მეგონე და შენი დაკერვა მინდოდა, - სიცილით უთხრა ლაშამ და აკისკისებულ ცოლს მოეხვია.
-რა ხდება აქ? რა შეკრება გაგიმართიათ? ან ეს რა ჩანთებია? - სამზარეულოდან გამოვიდა თამრო და ჯერ შეკრებილ საზოგადოებას შეხედა, მერე მუხლებზე დამხობილ სანდროს, ბოლოს კი - რეზის და მაშინვე შეიცხადა, - ვაიმე, რეზი, შვილო, რა გჭირს? - და ქალსაც შეეპარა სახეზე ღიმილი.
-თქვენც, თამრიკო ბებო? - გაბრაზდა რეზი, - ჯერ იყო და ხალხი ისე მიყურებდა თითქოს უცხოპლანეტელი ვიყავი, ახლა თქვენი ქცევა. ვინმე მეტყვის აქ რა ხდება?
-სავარჯიშოდ რომ წაბრძანდი, სარკეში მაინც თუ ჩაიხედე? - ჰკითხა დათომ და ღრმად ჩაისუნთქა, - ვაიმე, დედა, კარგი იყო.
-რა სარკე? რა... - და უცებ მოწყდა ადგილს, სააბაზანოში შევარდა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა, - ტასოოო!
გოგომ როგორც კი გაიგონა ბიჭის ღრიალი, მაშინვე მოწყდა ადგილს და გარეთ გავარდა, იქიდან კი უკანა ეზოსკენ წავიდა და მერე საერთოდ ტყისკენ გადაინაცვლა. რეზიმ კი ამასობაში რის ვაი ვაგლახით მოიშორა მთელი მაკიაჟი სახიდან (არა, ისე კი უხდებოდა, რომ არ გცოდნოდათ, რომ ბიჭია, თქვენც ნაშა გეგონებოდათ) და ასე ჩამოირბინა კიბეები.
-სად ჯანდაბაშია? - შეუყვირა ბიჭებს და მათაც ეზოსკენ გაიშვირეს ხელი.
-მგონი ანასტასიას დაერხა, - თქვა ლაშამ და ეზოში გავარდნილ რეზის გააყოლა თვალი, - რა დააშავა ამ ბიჭმა ასეთი, შენმა დამ რომ ეს გაუჩალიჩა?
ნინიმ მხოლოდ ეშმაკურად ჩაიცინა.
-შეეშვით მაგათ. თავიანთ თავებს თვითონ მიხედავენ, - უთხრა ბიჭებს, - წამო, გვანცა, ჩალაგება დავასრულოთ. ხვალ ამ დროისთვის პლიაჟზე უნდა ვეგდო და ვიხრუკებოდე!
რეზიმ ანასტასიას ტყეში მიაგნო. გოგო ისევ გარბოდა, მაგრამ ამხელა ორმეტრიან კაცს გაექცეოდა? ბიჭმა ორ ნაბიჯში დაიჭირა და მაშინვე ხეზე ააკრა.
-არა, მითხარი ახლა რა გიყო? - გაბრაზებულმა დაილაპარაკა რეზიმ და გოგოს სახეზე ცხელი სუნთქვა მიაფრქვია.
-რა... - ძლივს ამოილაპარაკა სირბილით და რეზის სიახლოვით გულაჩქარებულმა გოგომ და თვალებში შეხედა ბიჭს.
-რა ჯანდაბა გინდა ჩემგან ანასტასია?
-მე... - ცხოვებაში პირველად იყო დაბნეული და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
-ჩემი საჯაროდ გამასხარავება მხოლოდ კოცნის გამო გააკეთე, არა? იმის გამო გაბრაზდი, რომ პირველი კოცნა მოგპარე! - ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ბიჭს, მაგრამ საუბარს მაინც მკაცრი ტონით აგრძელებდა, - სულ გადაირიე? ხალხს მგონი ცისფერი ვეგონე! ამის შემდეგ რისი ღირსი ხარ?
-......
-ვერაფერს მეუბნები, არა? - ხმას აუწია ბიჭმა და გოგოსთან უფრო ახლოს მიიწია.
ანასტასია ზურგით ხეს ეყრდნობოდა, ხოლო რეზი მთლიანად ანასტასიაზე იყო აკრული და გოგოს მაჯებს ხელს არ უშვებდა.
-რეზი, ხელი გამიშვი, - როგროც იქნა, წინადადებას მოუყარა თავი ქალბატონმა და მკვლელი მზერა ესროლა ბიჭს.
-და რომ არ გაგიშვა, რას იზამ? - ბოხი ხმით ამოილაპარაკა გოგოს ყურთან დახრილმა და ცხელი ჰაერის ნაკადი კიდევ ერთხელ შეაფრქვია ქალს, ამჯერად ყელში.
ანასტასიას ყველა კუნთი დაეჭიმა, კანი დაეხორკლა და ძლივს დარეგულირებული სუნთქვა ისევ გაუხშირდა. ბიჭის ასეთი სიახლოვეც აბნევდა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. მისი სურნელი ხომ საერთოდ რაღაც საოცრება იყო, რომელიც უფრო მეტად აბრუებდა. ბიჭმა ერთი ხელი ყელზე შეუცურა და ცერა თითი ჯერ ღაწვზე, შემდეგ ლოყაზე, ბოლოს კი ტუჩებზე გადაუსვა. ამ ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებდა. გოგოს კი ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში და ტანზე ეკლებმა დააყარა. ანასტასიას თვალები მიელულა და გატრუნული იდგა კოცნის მოლოდინში, მაგრამ რეზი არაფერს აკეთებდა, მხოლოდ ხელები გაუთავისუფლა და დაძარღვული მკლავი წელზე შეუცურა.
-ჯანდაბა, - ამოილაპარაკა ჩაწყვეტილი ხმით ტასომ, - რას მმართებ ამისთანას?
გოგომ ფეხის წვერებზე აიწია, გათავისუფლებული ხელები ბიჭის თმაში ახლართა და თავისკენ დაქაჩა. მოწყურებულივით დაეტაკა ბიჭს ტუჩებზე და სასიამოვნო მოულოდნელობისგან გამოწვეული ბიჭის ოხვრასაც მოჰკრა ყური. ტასოს გაეღიმა და უფრო მომთხოვნად დაუწყო კოცნა. არც ბიჭი ჩამორჩა და ამ ორმა გადარეულმა ლამის ტუჩები დააჭამეს ერთმანეთს. მხოლოდ უჟანგბადობის გამო მოსწყდნენ ერთმანეთს და სუნთქვაარეულმა ტასომ დაკბენილ და დაწითლებულ ტუჩებზე ენის წვერი გადაიტარა.
-მე რას გმართებ თუ შენ რას მიშვრები? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ბიჭმა და ტუჩები ყელზე მიაკრა.
გოგოს უნებური კვნესა აღმოხდა და ბიჭს ლამის ხელებში ჩაადნა.
-შენი მორჯულება ასეთი მარტივი გზით თუ შეიძლებოდა, აქამდე ვერ მითხარი, გოგო? - ჰკითხა ბიჭმა, როცა ტასოს სხეულს მოშორდა და მთლიანად ახურებულ ქალს შეხედა.
-იდიოტი ხარ! - შეუბღვირა გოგომ და მერე გაიღიმა, - გემრიელი იდიოტი.
-ნეტა, შენ ვისზე რას ამბობ? - ჰკითხა გვერდული ღიმილით ბიჭმა და კიდევ ერთხელ მოწყვეტით აკოცა.
-მოიცა, ანუ გინდა თქვა, რომ იდიოტი ვარ? - უცებ მოშორდა რეზის და სახე გაუმკაცრდა, - დეგენერატო! - დაუყვირა და გაბრაზებული წავიდა სახლისკენ.
-ღმერთო, ეს გოგო შემიწირავს! - აღმოხდა რეზის და სახეზე ხელი ჩამოისვა, - მე ხომ მხოლოდ მისი ტუჩების სიტკბოება ვიგულისხმე?!
გოგოს ერთხელაც არ მოუხედვას უკან. ბიჭი კი დიდხანს იდგა და უყურებდა ამაყად მიმავალ ქალს, რომელსაც წელამდე თმა ოდნავ არეოდა, მაგრამ მაინც ნამდვილი ქალღმერთივით გამოიყურებოდა.
-ჯანდაბა, რეზი, - თქვა ბოლოს თავისთვის, - ლაშა მართალი იყო, მაგარ შარში ხარ!

თავი 9
სახლში დაბრუნებულებმა მალევე შეკრეს ბარგი, თამრიკოს დაემშვიდობნენ, რომელმაც მათ ასე მალე წასვლაზე ცოტა კი იქოთქოთა, მერე ცრემლებიც გადმოღვარა და იმავე საღამოს ჩავიდნენ ბათუმში. ამჯერად ლაშას სახლში დაბინავდნენ. მართალია, ანასტასიას ხევსურეთის სახლისხელა არ იყო, მაგრამ როგორღაც მოთავსდნენ. იმ ღამით კარგად გამოიძინეს და მეორე დღეს გათენებულიც არ იყო, ნინიმ ქვაბების რახუნით რომ წამოყარა ყველანი ფეხზე (ნუ, ქეთი დაინდო) და პლიაჟისკენ სულ კისრისტეხით გაიქცა. სწრაფად მოიშორა სხეულიდან სარაფანი და მაშინვე ზღვაში შეცურა.
-გიჟია ეს გოგო, - მძინარე ხმით ამოილაპარაკა გვანცამ და დაღლილი მიესვენა ქოლგის ქვეშ მდგარ ერთ-ერთ შეზლონგზე, - იცოდეთ, არავინ გამაღვიძოთ!
ბიჭებიც ნელ-ნელა გამოფხიზლდნენ და ზღვაში შეცურეს. პლიაჟიც გაივსო დამსვენებლებით და ფეხის დასადგმელი ადგილიც კი აღარ დარჩა. ნინი უკვე კარგად იყო დაშორებული ნაპირს და ფეხებს ნელა აქნევდა წყალში, როცა მარჯვენა ტერფზე რაღაც გლუვისა და ცივის შეხევა იგრძნო. თავიდან თითქოს ესიამოვნა, მაგრამ შემდეგ ის ადგილი ისე აეწვა, კივილი ვერ დაფარა.
-ვაი, ფეხი, - აღმოხდა გოგოს და ცრემლები წამოუვიდა.
გოგო ცდილობდა ნაპირისკენ გაეცურა, მაგრამ ფეხი ძალიან აწუხებდა, თან დინებაც ძლიერი იყო და არაფერი გამოსდიოდა. მხოლოდ იმასღა ახერხებდა, რომ თავი შეეკავებინა და მოვარდნილ ტალღებს არ ჩაეძირათ. ნინიმ გაოცებისგან შეჰკივლა, როცა არსაიდან მის წინ სანდრომ ამოყვინთა და ლამის შეასკდა.
-უი, ბოდიში, - უკან დაიხია ბიჭმა.
-სანდროო, - ამოისრუტუნა გოგომ და ბიჭს აწყლიანებული თვალებით შეხედა.
-ნინი, კარგად ხარ? - მაშინვე მასთან მიცურა ბიჭმა და წელზე ხელები შეუცურა.
გოგოს წყლის ქვეშაც კი დასცხა და უცებ გადაავიწყდა ფეხის წვაც და საერთოდ ყველაფერი. მხოლოდ ის და სანდრო დარჩნენ. ნინიმ მოწოლილი აზრების გასაფანტად თავი გაიქნია და ისევ ბიჭს შეხედა.
-ნინი, ხმა გამეცი, რა მოგივიდა? - შეშფოთებული უყურებდა კაცი და თან აკვირდებოდა.
-სანდრო, ფეხი, ჩემი ფეხი..
-ფეხი რა, ნინი? ფეხი გაგიშეშდა?
-არა, - უარის ნიშნად გაიქნია თავი, - რაღაც მომედო ფეხზე. რაღაც გლუვი და სლიკინა, მერე კი ჭინჭრით დასუსხულივით ამეწვა.
-აქ მხოლოდ შენ თუ გადააწყდებოდი მედუზებს, - თვალები აატრიალა ბიჭმა და მაშინვე ნაპირისკენ გაცურა ისე, რომ ნინისთვის ხელი არ მოუშორებია.
ნაპირზე ასვლისას მაშინვე ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრო. ასე ბავშვივით ატატებული მიიყვანა შეზლონგამდე და ანასტასიას გვერდით დააწვინა. მერე კი გოგოს ფეხს დახედა. იმ ადგილას სადაც მედუზა შეეხო კანი მთლიანად გაწითლებული ჰქონდა.
-რა მოგივიდა, ნინი? - მაშინვე თავზე დაადგა ანასტასია და დის ტკივილისგან დამანჭულ სახეს დახედა.
-მედუზამ დასუსხა, - მაშინვე უპასუხა სანდრომ და იქვე მიგდებული პირსახოცით სწრაფად გაიმშრალა ტანი.
მალევე გადაიცვა მაისური, შორტიც მოირგო და ნინისკენ მიბრუნდა.
-სადაა შენი სარაფანი? - ჰკითხა და ნინის ნივთებს თვალი მოავლო.
-აქვეა, მოიცა, - ანასტასიამ მალევე მიაწოდა კაბა და სანდრომაც ნინის ერთი ხელის მოსმით გადააცვა. მერე ისევ ხელში აიყვანა და თავისი მანქანისკენ დაიძრა.
-სად მიგყავარ? - მაშინვე იკითხა ნინიმ.
-ექიმთან, - მოკლედ მოუჭრა გოგოს და მანქანაში შესვა.
-მოიცადეთ, მეც წამოვალ, - უკან მოთავსდა ანასტასია, თან ნინის ნივთები მოჰქონდა.
-არ გინდა, დარჩი, - გაუღიმა მეგობარს სანდრომ, - მე მივხედავ. უბრალოდ ექიმს გავასინჯებ და მაქსიმუმ საათში უკან მოგიყვან.
-კარგი, - თქვა გოგომ და ისევ უკან გადმოვიდა, - ნინის ნივთებს აქ ვტოვებ. გამაგებინე, როგორ იქნება.
-კარგი, - თავი დაუქნია სანდრომ და მანქანა ადგილს სწრაფად მოსწყვიტა.
-რა დაემართა? - უკან დაბრუნებულს ჰკითხეს ზღვიდან ამოსულმა ბიჭებმა და უკვე გამოფხიზლებულმა გვანცამ.
-მედუზამ დასუსხა და სანდრომ ექიმთან წაიყვანა, - სახეზე სიმშვიდის ნიღაბი აიფარა, არადა ყველაზე მეტად ის ღელავდა, - მგონი სჯობს, დავბრუნდეთ, არა?
-მართალი ხარ, - უთხრა დათომ და თავის ნივთებს ხელი დაავლო, - თან არც გვისაუზმია,ისე წამოგვყარა შენმა დამ.
-წამო, წამო და საუზმეს ჩემს თავზე ვიღებ, - გაიღიმა ანასტასიამ, მაგრამ თვალებში ისევ შეშფოთება ედგა.
სახლში მალე დაბრუნდნენ. ანასტასიამ მართლა მშვენიერი საუზმე მოამზადა და ყველამ გემრიელად ისაუზმა. მერე ჭურჭელი ბიჭებს დაარეცხინა და ამაზეც იხალისა, მაგრამ ნინიზე მაინც ღელავდა. ამ დროს კი ნინის ექიმი სინჯავდა. მერე ფრთხილად გაუწმინდა დასუსხული ადგილი, თხლად გადაუხვია ფეხი და დერეფანში მომლოდინე სანდროსთან გავიდა, რომელსაც ნერვიულობისგან მთელი კოლოფი სიგარეტი დაეხარჯა, ახლა კი დერეფანში სცემდა ბოლთას.
-დამშვიდდით, ყველაფერი კარგადაა, - ექიმს გაეღიმა კაცის ქცევაზე, რომელიც მაშინვე მიეჭრა, როგორც კი პალატიდან გამოსული დაინახა, - თქვენი მეუღლე მშვენივრადაა.
-მეუღლე? - გაუკვირდა სანდროს.
-ხო, მეუღლე არაა? აბა, ასე რატომ იღელვებდით? - გაიკვირვა ექიმმა.
სანდრომ ყურადღება არ მიაქცია კაცს და მაშინვე ის ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ნინის ნახვა და სახლში როდის წაიყვანდა.
-შეგიძლიათ შეხვიდეთ. მე დანიშნულებას დაგიწერთ, როგორ უნდა გადაუხვიოთ ფეხი და კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღე ზღვას არ გაეკარება და მზის აბაზანებისგანაც შეიკავებს თავს.
-გასაგებია, გმადლობთ ექიმო, - ხელი ჩამოართვა კაცს და პალატის კარი შეაღო, - შეიძლება, ჭიანო?
-ოჰ, მოვიდა მედუზთმმუსვრელი, - არც ნინიმ დააკლო ირონია.
-რაო, ფეხი აღარ გვტკივაო და დავიწყეთ შხამის გადმონთხევა? - იქვე სკამზე ჩამოჯდა და კარგად დააკვირდა ფეხშეხვეულ ქალს, რომელიც ასეთ მდგომარეობაშიც კი სილამაზის ეტალონი იყო მისთვის, - ეტყობა ის მედუზაც მოშხამე და მაგიტო დაგსუსხა. ისე, უნდა წავიდე და მოვძებნო, ცოცხალი თუა? - ფიქრიანი მზერა სტყორცნა გოგოს.
ამ დროს ექიმიც შემოვიდა და სანდროს ფურცელი გაუწოდა.
-აბა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, - უთხრათ კაცმა ღიმილით, როცა სანდრომ ისევ ხელში აიყვანა ნინი და პალატის კარიც გაუღოთ.
-მადლობა, ექიმო ყველაფრისთვის და ნახვამდის, - თავი დაუკრა სანდრომ და საავადმყოფოდან გამოვიდა.
-აუუ, ძალიან მშია, სადმე გავჩერდეთ რაა, - აწუწუნდა ნინი, როცა მანქანაში ჩასხდენ და სახლისკენ წავიდნენ.
-მოშივდა თურმე ქალბატონს, - გამოაჯავრა სანდრომ, - მაშინ არ გშიოდა, დილაადრიან რომ წამოგვყარე და პლიაჟზე გამოგვაქციე?
-აუუ, სანდროოო, - გააგრძელა ბიჭის სახელი და ლეკვის თვალებით შეხედა, - გთხოოვ, სადმე გავჩერდეთ.
-ღმერთო, შენ მიშველე, - ამოილაპარაკა სანდრომ და მანქანა ერთ-ერთ ბუნგალოსთან გააჩერა, - შენით წამოხვალ თუ?..
-შენი აზრით?
ბიჭმა მაშინვე ააფრიალა ხელში ნინი და ბუნგალოსკენ წავიდა. მალე ორივენი ბარის მაღალ სკამებზე ისხდნენ და მადიანად მიირთმევდნენ შემწვარ თევზს. ნინი თან ჭამდა და თან სანდროს მოყოლილ ისტორიებზე იცინოდა. მერე კი ნინისთან ვიღაც ნახევრადშიშველი ბიჭი მივიდა. სანდროს ისედაც არ სიამოვნებდა, როცა ნინის ზედმეტად ათვალიერებდნენ და თვალებით აშიშვლებდნენ, მაგრამ ახლა სულ გადაირია. ნინი მაშინვე მოეხვია ბიჭს და საუბარი გაუბა, თან სანდროს დაბერილ ძარღვებსა და მის რეაქციებზე ჩუმად იცინოდა.
-უი, მართლა, - სანდროს არსებობაც გაიხსენა ნახევარი საათის შემდეგ, - სანდრო, გაიცანი დიტო, ჩემი ნაცნობი. დიტო ეს სანდროა.
-სასიამოვნოა, - კბილებში გამოსცრა სანდრომ და ხელის ჩამორთმევის დროს ლამის ძვლები ჩაულეწა ბიჭს.
დიტომ სახე დამანჭა და რაც შეეძლო სწრაფად გამოსწია ხელი უკან. თან მეორე ხელით ნატკენი მტევანი დაისრისა.
-მგონი, ჩემი წასვლის დროა, - თქვა დიტომ და წამოდგა.
-აქამდე თუ ვერ მიხვდი მაგას, - თავისთვის ჩაილაპარაკა სანდრომ და ბიჭს ახედა, - ნახვამდის!
-თუ სადმე მიდიხარ, ჩვენ გაგიყვანთ, - მაშინვე ჩააკვეხა სიტყვა ნინიმ და სანდროს დაბღვერილ სახეზე თავისთვის ჩაიცინა.
-არა, იყოს, არაა საჭირო, - სანდროს მკვლელ მზერას ვეღარ გაუძლო და ნინი გადაკოცნა, - გამიხარდა შენი ნახვა.
-ჭკვიანი ბიჭი ყოფილა, - თქვა სანდრომ და მიმავალ ბიჭს მზერა გააყოლა.
-ის კია ჭკვიანი, მაგრამ შენ ხარ დეგენერატი! - შეუბღვირა გოგომ, - რა იყო, რომ ჩაულეწე ძვლები და დატოვე ხელის გარეშე? იქნებ და რაში სჭირდებოდა ის ხელი?
-ნინი! - შეუბღვირა გოგოს და ისევ ხელშიატატებული წაიყვანა მანქანისკენ.
როგორღაც სახლამდე მშვიდად მიაღწიეს. სანდრომ ნინი მაშინვე თავის საძინებელში შეიყვანა და საწოლზე ჩამოსვა.
-სანდრო, აქ რა მინდა? - გაიკვირვა გოგომ.
-აბა, სად გინდა? - ნინის დაბნეულობაზე ტუჩის კუთხე ჩატეხა და აფთიაქში ნაყიდი წამლები იქვე ტუმბოზე დააწყო.
-ჩემს ოთახში რომ წამიყვანო, არა?
-არა და საკითხი დახურულია. ექიმმა მე მითხრა, როგორ უნდა მომევლო შენთვის, რომ კანი არ გაგიღიზიანდეს და მალე შეძლო გავლა. ამიტომ აქ რჩები.
-მე თუ აქ ვრჩები, რეზი სად დაიძინებს ან შენ?
-რეზი იპოვის თავის ადგილს, აი, მე კი არსად წამსვლელი არ ვარ.
-რააა? - თვალები შუბლზე აუვიდა გოგოს.
-რა იყო? პირველად დავიძინებ შენს გვერდით თუ უკანასკნელად? დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ამიტომ ახლა გავალ და შენს ნივთებს შემოგიტან. ტყუილად ნუ იწუწუნებ, მიღებული განაჩენი გასაჩვრებას არ ექვემდებარება.
-უსინდისო! - თქვა გოგომ, როცა სანდრო კარს უკან მიიმალა, - თვითონ ჩემთან ძილი უნდოდეს, დააბრალა ახლა ექიმის დანიშნულებას. შენ ვინ უნდა მოატყუო, სანდრო?
ნივთების შემოტანის შემდეგ თავიდან გადაუხვია და ცოტა ხნით ყინულებიც დაადო, მერე კი გოგოები შეუშვა მასთან. ქეთა უკვე ძლივს მოძრაობდა, მაგრამ მაინც ავიდა ნინისთან და მასთან დარჩა საღამომდე. მერე ივახშმეს და გოგოებიც საკუთარ ოთახში შეიკეტნენ. კლუბში მიდიოდნენ და ხომ უნდოდათ მომზადება? ნინი მათ ფუსფუსს ნაღვლიანად შესცქეროდა და გული სწყდებოდა, რომ მას სახლში სანდროსთან ერთად დარჩენა უწევდა. მერე კი გამხიარულდა და გვანცას მიეხმარა კაბის არჩევაში. ნინიმ ბოლოს საკუთარი გარდერობიდან ამოურჩია ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და სექსუალური კაბა, რადგან, როგორც თვითონ ეძახდა, გვანცას მონაზვნური სამოსის გარდა კარადაში სხვა არაფერი მოეპოვებოდა. კაბას ზურგი საერთოდ არ ჰქონდა, მთლიანად მოტმასნილი იყო სხეულზე, კისერზე წვრილი ზონრით იკვრებოდა და მკერდთანაც დიდი ჭრილით ბოლოვდებოდა. მთლიანად შავი ფერის ნაჭერს მკერდს ქვემოთ ვერცხლისფერი ნაჭერი გასდევდა, რომელიც მარცხენა მხარეს ბანტით ბოლოვდებოდა და, ასე ვთქვათ, ქამრის ფუნქციას ითავსებდა. მართალია, ვერ ვხვდები ამ კაბას ქამარი რა ჯანდაბაში სჭირდებოდა, მაგრამ მაინც. მთლიანობაში ძალიან სექსუალური კაბა იყო და არა ვულგარული. ნინიმ სულ ძალით ჩააცვა გვანცას და როცა სააბაზანოდან შავ მაღალქუსლებზე შემდგარი, თმაგაშლილი გვანცა გამოვიდა, აღფრთოვანება ვერ დამალა.
-ვაოო, ვახ ჩემი, მგონი მეტყველების უნარი დავკარგე. წარმომიდგენია, ნიკა რა დღეში ჩავარდება. მგონი, დღეს გვერდიდან ვერ მოიცილებ. არა, რაა, ასეთი საოცრება როგორ ვარ, პირდაპირ მიკვირს. ვგიჟდები ჩემო თავო შენზე, - თქვა და საკუთარ ხელებს ეამბორა.
-რა თავმდაბალი ხარ, ნინი, - გაიცინა გვანცამ და დიდ სარკეში საკუთარ ანარეკლს შეავლო თვალი.
სარკიდან თითქოს სულ სხვა, სექსუალური ქალი უყურებდა, რომელსაც გრძელი ჩამოსხმული ფეხები, წვრილი წელი და ქერა თმა ამშვენებდა. კაბა ისეთი იყო, იფიქრებდით გვანცას ტანზე შეკერესო. მკერდი და საჯდომიც რომ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ამის დანახვაზე გვანცა აწითლდა და ნინის მიუბრუნდა.
-აუ, არ მინდა, რაა. ძალიან მოკლეა.
-გოგო, - დაიყვირა ნინიმ, - გინდა გადამრიო? არც კი გაბედო და არ გამოიცვალო! - მერე კი ეშმაკური ღიმილით დაამატა, - თუ რამე, ნიკას შეცდენას ეცდები, ეცადე კაბა არ შემოგახიოს და მთლიანი დამიბრუნო. ერთი იდიოტის გამოსაწვევად მჭირდება.
-ნინი! - წამოიძახა მთლიანად აფორაჯებულმა გვანცამ, რომელსაც მაკიაჟიც კი ვეღარ უფარავდა გაწითლებულ ლოყებს.
-მართალი ხარ, - არ ჩერდებოდა ნინი, - ეს კაბა შენთვის დაიტოვე. გჩუქნი. მე სხვას ავარჩევ იმ იდიოტის მოსარჯულებლად, - გაუცინა საყვარლად და კიდევ ერთხელ აათვალიერა დაქალი, - არა, დღეს აუცილებლად მოხდება რაღაც, მე კი აქ უნდა ვიჯდე იმ ნეარდენტალელთან ერთად და ყველაფერს დავაკლდე. შენ რა კიდევ აქ ხარ, გოგო? წადი, დროზე!
გვანცამ პატარა ჩანთაში ჩააწყო საჭირო ნივთები, მხარზე გადაიკიდა, მობილური ხელში დაიჭირა და კიბეებს ნელა ჩაუყვა.
-გვანცაა, - მოესმა დათოს ხმა, - აღარ მოდიხარ?
-აქ ვარ, - ამოილაპარაკა წყნარად და ბიჭებს შეხედა.
ნიკა ზურგით იდგა, მაგრამ როგორც კი გვანცას ხმა გაიგო, მაშინვე შემობრუნდა და გაშრა.
-ვა... ვაუ... ვახ... - ისროდა დათო კომენტარებს და თვალებგაფართოებული შესცქეროდა გოგოს, - ვაი, დედა, გული, - თქვა და მარჯვენა მხარეს მიიჭირა ხელი, - კაპლი არ გვაქვს, სანდრიკო?
-გული მარცხნივაა, შე იდიოტო, - უთხრა სანდრომ და მერე გვანცას მიუბრუნდა, - არ მითხრა, რომ ეს კაბა შენია, თორემ გავგიჟდები.
-არა, - თავი გააქნია გოგომ და გაიღიმა, - ნინიმ მათხოვა.
-ვახ ჩემი, სად გადავრჩი, - ჩაილაპარაკა თავისთვის და სამზარეულოში შებრუნდა.
-რა ლამაზი ხარ, გვანცაა, - ისევ დაიწყო ლაპარაკი დათომ, - შეიძლება, ჩემი მკლავი შემოგთავაზოთ? - გაუღიმა გოგოს და ხელი გაუწოდა. გვანცამ ერთ წამს ნიკას შეხედა, რომელიც ჯერ კიდევ გაოცებული და გაშეშებული შეჰყურებდა მას, შემდეგ კი დათოს დასთანხმდა და მასთან ერთად გავიდა გარეთ.
-ჩემ გარეშე იპარებით? - კიბეზე დაეშვა ტასო და გაშეშებულ ნიკას რომ შეხედა და შემდეგ უკვე გარეთ გასულ წყვილს, მაშინვე გაიცინა, - ისუნთქე ნიკუშ.
ანასტასიაც საოცრად გამოიყურებოდა. საშუალო სიმაღლის კრემისფერ მაღლებზე შემდგარი გოგონა, რომელსაც მოკლე შავი ტყავის ქვედაბოლო და კრემისფერი ზედა ეცვა, რომელსაც მკლავები გადმოჰკიდებოდა და ტასოს ჭრილობას ფარავდა.
-ნიკა, ნიკაა, - დაუძახა რამდენჯერმე და ხმა რომ არ გასცა, თავში წამოარტყა, - გამოფხიზლდი, ბიჭო!
-ვაი, თავი. რა იყო, გოგო, მკლავ? არ იცი, რომ მწარე ხელი გაქვს?
ანასტასიამ გაუცინა და გარეთ გავიდა.
-ვისი მანქანით მივდივართ? - იკითხა და ნიკას მანქანასთან გაჩერდა.
-ჩემი და დათოს მანქანებით, - უპასუხა მექანიკურად ბიჭმა და დათოს მანქანაში ჩასკუპებულ გოგოს გახედა.
-კარგი, მაშინ მე შენი მანქანით წამოვალ, - გაიღიმა ტასომ და წინა სავარძელზე მოთავსდა, - ის ერთუჯრედიანი არ მოდის?
-რომელი ერთუჯრედიანი, რეზიკო? - გაიცინა ბიჭმა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა, - კლუბში მოვა პირდაპირ.
-უჰ, როგორ გამახარე!
-ანასტასია, რა დაგიშავა ასეთი? - გაოცდა ბიჭი და დათოსთან „გონკაობა“ დაიწყო.
-შენ გირჩევნია გზას უყურო და არა მეზობელ მანქანაში მჯდარ გოგოს, - წაკბინა ტასომ და პასუხს თავი აარიდა.
კლუბთან ორივემ ერთდროულად გააჩერა მანქანა. შიგნით შესულებს რეზი უკვე მისული დახვდათ. ერთ-ერთ მაგიდასთან იჯდა და ვისკის მიირთმევდა. ტასოს თვალები ბიჭის ტანზე დარჩა. ღმერთო ჩემო, როგორ უხდებოდა ეს სპორტულ-კლასიკური სტილის შერწყმა. გოგომ მაშინვე ბარს მიაშურა და კოქტეილი სულმოუთქმელად გადაუშვა ყელში. მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდა მაგიდას, სადაც ყველანი მოთავსებულიყვნენ და ცარიელი ადგილი მხოლოდ რეზის გვერდითღა დარჩენილიყო. გოგომ მაშინვე მეორე კოქტეილი მოსთხოვა მიმტანს და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდა.
-ლაშა რატომ არ წამოვიდა? - იკითხა რეზიმ და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა ჭიქიდან.
-ქეთიმ არ გამოუშვა, - გაიცინა დათომ და ოთახს თვალი მოავლო, - და სასეირნოდ წავიდნენ.
ამ დროს მათ მაგიდას ვიღაც ბიჭი მოუახლოვდა და ტასოს დააცქერდა.
-შეიძლება ვიცეკვოთ? - ჰკითხა და ხელი გაუწოდა.
-რა თქმა უნდა, - უყოყმანოდ დაეთანხმა გოგოც და მასთან ერთად წავიდა.
რეზი უყურებდა თუ როგორ ცეკვავდა ტასო და ძარღვები ნელ-ნელა ებერებოდა. მითუმეტეს მაშინ დაიძაბა, როცა შენიშნა თუ როგორ მოურიდებლად დაიწყო ბიჭმა ანასტასიას სხეულზე ხელების ფათური, მაგრამ შემდეგ გოგომ რაღაც ჩასჩურჩულა ყურში, მაცდურად გაუღიმა და ბიჭიც მაშინვე გაჩერდა. რეზის გაეცინა ამ ფაქტზე და ლამის ნერწყვების ყლაპით დაიხრჩო, როცა ანასტასიამ იმაზე უფრო სექსუალური მოძრაობა გააკეთა, რასაც აქამდე აკეთებდა.
-მგონი შენს შეყვარებულს ცოცხალი ვერ გადავურჩები, - უთხრა სიცილით ტასოს და მოძრაოაბაში აყვა.
-შეყვარებულს? - გაიკვირვა გოგომ და გაიცინა, - არ მყავს შეყვარებული.
-არა? აბა, ის ბიჭი ვინაა, შენ გვერდით რომ იჯდა და თვალს არ გვაშორებს მას შემდეგ, რაც ვცეკვავთ. თან ისეთი სახით მიყურებს, რომ მგონია, აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევ.
-დამშვიდდი, არ მივცემ შენი ლამაზი ცხვირის გატეხვის უფლებას.
-ცხვირის გარდა არაფერი მაქვს ლამაზი? - შეიცხადა ბიჭმა და თავი გადააქნია, - შენ მე ახლა გული გამიტეხე.
-კარგი ბიჭი ჩანხარ, - გაუღიმა ტასომ და ამჯერად ნელ მუსიკას ააყოლა სხეული.
-ვჩანვარ რაა, არ ვარ თუ? - გაიჯგიმა ბიჭი და ხელები ტასოს წელზე მოათავსა.
ამ დროს კი ნიკას და დათოს გოგოების ბრბო ესეოდათ. რეზიმ კი ყველა გააქცია, ვინც კი მასთან მივიდა. გვანცამ ამდენს ვეღარ გაუძლო, კოქტეილი მთლიანად გადაუშვა ყელში და ალკოჰოლით გაბრუებულმა მელოდიას ააყოლა სხეული. მარტო ცეკვავდა, მაგრამ მაინც ყველა იქ მოცეკვავე წყვილს სჯობდა. როცა სხეულზე შეცურებული ხელები იგრძნო, თვალები გაახილა და ვიღაც უცხო ბიჭი შერჩა ხელში. გოგომ უხმოდ გააგრძელა მასთან ცეკვა და უსიამოვნო ჟრუანტელს ყურადღება არ მიაქცია. როცა ბიჭმა ცოტა მეტი მოინდომა, გოგო მაშინვე მოშორდა და საპირფარეშოში შევიდა. იქ ის ორი გოგო საუბრობდა, ვინც ყველაზე მეტი „მოახერხა“ და დათო და ნიკა „დაკერა“. გვანცამ სახეზე წყალი შეისხა და გამოსვლას აპირებდა, როცა გოგოებმა გააჩერეს.
-მოიცა, შენ ის გოგო არ ხარ, დათუჩასა და ნიკუშასთან ერთად რომ იჯექი?
-კი, - მოკლედ უპასუხა გვანცამ.
-შეგიძლია გვითხრა, საწოლში როგორები არიან?
გვანცას გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა და პირი დააღო.
-მე არ..
-კარგი რაა, შეგიძლია გვენდო. დავიჯერო არ წოლილხარ არც ერთთან? - გააჩერა იმ გოგომ, რომელიც ნიკას ეკიდებოდა ყელზე.
-მართალი ხარ, - დაუფიქრებლად თქვა გვანცამ და ჯერ ერთს შეხედა, მერე კი მეორეს, - ნიკა ცისფერია და გვერდით ბიჭი რომ იჯდა, რეზი, ხომ დაინახეთ? მაგასთან აქვს რომანი. აი, დათოსთან კი შეგიძლიათ მაგრად გაერთოთ. თან თუ ჯგუფურები გევასებათ, - ჩაიცინა გოგომ და სიცილით დატოვა ოთახი.
ისევ ცეკვა გააგრძელა და შორიდან ადევნებდა თვალს თუ როგორ უთხრა გოგომ გაყოლაზე უარი ნიკას და ორივე დათოს მიუცუცქდა. თავისთვის იცინოდა, როცა ისევ იგრძნო შიშველ ზურგზე ხელების შეხება. ისევ ის ბიჭი იყო.
-მგონი ცეკვა დავასრულეთ, ხომ? - თავის დახსნა სცადა გვანცამ, მაგრამ ბიჭმა არ გაუშვა.
-კიდევ ერთი ცეკვა. დავიჯერო ვაბშე არ გევასები?
-შემეშვი! - დაუბღვირა გვანცამ და ისევ სცადა უკან გაწევა.
-კარგი რაა, არ გინდა ამ უკარებას როლის თამაში.
-მგონი გასაგებად გითხრა, რომ შენთან ცეკვა არ უნდა, - ყურთან ახლოს გაიგო სასიამოვნო ბარიტონი და მაშინვე იგრძნო მხურვალე ხელების შეხება წელზე.
-შენ ვაბშე ვინ გეკითხება?
-გირჩევნია შენს ადგილს დაუბრუნდე და ამ გოგოს შეეშვა, თუ გინდა, რომ აქედან მთელმა გააღწიო, - იმდენად ხმადაბლა და მუქარით თქვა, რომ შეშინებული ბიჭი მაშინვე გაეცალათ.
ნიკამ კი გვანცა სხეულზე აიკრა, ხელები უკეთესად მოათავსა მის შიშველ წელზე და მასთან ერთად დაიწყო ცეკვა.
-კარგად ხარ? - ჰკითხა და თავი ააწევინა, - რამე ხომ არ დაგიშავა?
-ყველაფერი კარგადაა. უკვე კარგადაა, - უპასუხა გოგომ, ბეჭებზე შემოხვია ხელები და თავი მის მკერდზე მოათავსა.
ბიჭს ესიამოვნა გოგოს ჩახუტება და უფრო მეტად მიიკრა სხეულზე.
-ძალიან ლამაზი ხარ, - უთხრა ყურში, როცა მელოდია დამთავრდა და ახალი, უფრო ენერგიული ჩაირთო, - სახლში ვეღარ გითხარი.
-მადლობა, - გაწითლდა გოგო, - არც შენ გამოიყურები ცუდად.
-ყველაფერზე როგორ წითლდები? - გვერდულად გაუღიმა ნიკამ და დაადებილა გოგო.
-რამე მითხარი? - ძლივს მოსწყდა ბიჭის მწვანე თვალებს და გაბრუებულმა ჰკითხა.
-ყველაფერზე როგორ წითლდები-მეთქი, - გაუმეორა ბიჭმა და კვლავ გაუღიმა.
-მასე ნუ მიცინი, - ამოთქვა გოგომ. გრძნობდა, როგორ აბრუებდა ნიკას სურნელი, რომელსაც ალკოჰოლის სუნიც შერეოდა, - თორემ მოვკდები. თანაც ყველაფერზე არ ვწითლდები. მხოლოდ მაშინ, როცა შენთან ვარ, - თქვა და მხოლოდ მერე გაიაზრა რა წამოაყრანტალა.
ნიკას გაეღიმა გვანცას სიტყვებზე და გულში სითბოს ჩაღვრა იგრძნო, როცა გოგომ ბოლო სიტყვები უთხრა.
-ხომ გითხარი, მასე ნუ მიცინი-მეთქი? - თქვა გვანცამ და თავი გააქნია.
-და რას გააკეთებ? - გამოიწვია ბიჭმა და უარესად გააბრუა ქალი, როცა შიშველ ზურგზე ხელების სრიალი დაიწყო.
იგრძნო როგორ დაეხორკლა გოგოს კანი და მაცდურად მომზირალი ტუჩები ოდნავ გაეპო. გვანცას თითქოს ლავა ჩაეღვარა მთელს სხეულში. ახურდა და გამშრალ ტუჩებზე ენის წვერი გადაისვა. ბიჭმა კი თავი ვეღარ შეიკავა, ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა. მაშინვე ააკრა კედელს, ცალი ხელი თმებში შეუცურა, მეორე მის წელზე მოათავსა, თავი ააწევინა და მოწყურებული დაეტაკა გოგოს ტუჩებს. კოცნიდა და ვეღარ შორდებოდა. უფრო და უფრო მეტი სურდა. პიკი იყო, როცა გვანცამ ყელზე შემოხვია ხელები და კოცნაში აჰყვა. ბიჭმა წელზე ხელი მოუჭირა და მეორე ხელი შიშველ ფეხზე აასრიალა. გოგოს უარესად დაეხორკლა კანი და კვნესა აღმოხდა, როცა ნიკამ ქვედა ტუჩზე უკბინა. ბოლოს სუნთქვაარეული მოშორდა გოგოს ტუჩებს, მაგრამ ერთი მილიმეტრით არ მოშორებია მის სხეულს.
-მე, მაპატიე, - დაიწყო ნიკამ, როცა აწითლებულ გვანცას შეხედა, რომელიც მზერას არიდებდა, - თავი ვეღარ შევიკავე.
გოგომ გაოცებულმა შეხედა და ოდნავ გაუღიმა.
-არ მითხრა, რომ ნანობ, - თქვა ხმაგაბზარულმა გოგომ და თვალები აემღვრა.
-ვნანობ? - გაოცდა ბიჭი, - არასდროს. ვთვლი, რომ ამაზე სწორი გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ მიმიღია.
-ხოდა, მაშინ ნურც მებოდიშები, - საყვარლად გაუღიმა გვანცამ და კიდევ ერთხელ წაეტანა სასურველ ბაგეებს.
-ასე არ შეიძლება, - ამოიოხრა ბიჭმა, როცა გოგოს ბაგეებს ისევ მოსცილდა, - ერთხელაც იქნება, შემომეჭმები. რატომ ხარ ასეთი გემრიელი?
-იქნებ მინდა, რომ შემოგეჭამო?
-რაა? - გაოცდა ბიჭი და თვალები შუბლზე აუვიდა, - გვანცა, გაიმეორე რა თქვი.
გოგომ მზერა კვლავ აარიდა და თავი დახარა. ნიკამ კი ფრთხილად ააწევინა თავი და თვალებში ჩახედა, თან თბილი ხმით ეჩურჩულებოდა.
-გვანცა, ჩემო ლამაზო. გაიმეორე რაც წეღან მითხარი.
-მე... - ყელი გაუშრა გოგოს და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, - მე... ღმერთო, ნიკა, მასე ნუ მიყურებ და ნუ მიღიმი, თორემ აზრებს ვეღარ ვუყრი თავს და ვითიშები.
ბიჭმა სიცილით ჩაიკრა გულში სიფრიფანა სხეული და ტუჩები თავზე მიაწება.
-ასეც ვერ მეტყვი? - ყურთან უჩურჩულა და იქვე დაუტოვა სველი კოცნის კვალი.
როცა გვანცამ მის ხელებში კრუტუნი დაიწყო, სიცილით დაიხია ოდნავ უკან და უთხრა:
-ნამდვილი ფისო ხარ, რომელიც ჩემს მკლავებში ინაბება და კრუტუნს იწყებს.
-არ დაგავიწყდეს, რომ ფისოებს კლანჭებიც აქვთ და კაწვრაც კარგად იციან.
-ვაიმე, რატომ ხარ ასეთი საყვარელი? - ისევ გულში ჩაიკრა გოგო და ხელი დიდხანს აღარ გაუშვია.
-ნიკა, - ამოთქვა კაცის მკერდში თავჩარგულმა ქალმა, - მინდა, რომ ეს იცოდე, - ხმა დაუსერიოზულდა და ნიკაც დაიძაბა,- უბრალოდ აღარ შემიძლია ამის საიდუმლოდ შენახვა. ვიცი, შეიძლება ამან ჩვენი მეგობრობა გაანადგუროს, მაგრამ მაინც უნდა გითხრა.
-რა ხდება, გვანცა? - გაოცდა ბიჭი და მაშინვე წამოსცდა თავისი ყველაზე საზარელი ფიქრები, - ვინმე გიყვარს?
-კი, - გოგომ თავი დაუქნია და უფრო მოიბუზა მის მკლავებში.
ბიჭი კი ერთიანად დაიძაბა და აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ მერე გვანცას სიტვები გაიგონა და სიხარულისგან მეცხრე ცაზე აფრინდა.
-შენ მიყვარხარ, - ძალიან ჩუმად ამოილაპარაკა გოგომ, თითქოს დანაშაულს აღიარებსო და ცრემლები წამოუვიდა, - ვიცი, ვიცი, არ უნდა მეთქვა. ყველაფერი გავაფუჭე და...
მაგრამ სიტყვის თქმა აღარ დასცალდა, როცა ნიკამ თავი ააწევინა და ცრემლები კოცნით ამოუშრო, მერე კი ისე ნაზად აკოცა ტუჩებზე, თითქმის არც შეხებია.
-ეგ სიტყვები აღარ გაიმეორო, - მკაცრად უთხრა და მერე ტუჩის კუთხე ჩატეხა, - ნუ, შეგიძლია მხოლოდ რომ გიყვარვარ ის ნაწილი დატოვო და რაც შეიძლება ხშირად გამიმეორო.
გოგო გაოცებული შესცქეროდა ბიჭს და კიდევ ვერ გაეაზრებინა, რა ხდებოდა მის თავს.
-მიყვარხარ, ჩემო კნუტო, - გოგოს ტუჩებთან დაიჩურჩულა და მოწყვეტით აკოცა, - და ყოველთვის ასე იქნება. დღეიდან მხოლოდ ჩემი ხარ და სხვას უფლებასაც კი არ მივცემ ზედმეტად შემოგხედოს და, მითუმეტეს, შეგეხოს.
ორივენი ბედნიერები დაბრუნდნენ კლუბში. ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ბედნიერებისგან ისე ანათებდნენ, შუქი რომ ჩაგექროთ, ეს ორი გაანათებდა მთელს კლუბს. დათო იმ გოგონებთან ერთად გამქრალიყო სადღაც. აი, რეზი და ანასტასია კი ისევ ისე ჯიქურ უცქერდნენ ერთმანეთს და ყოველ სიტყვაზე იკბინებოდნენ.
სახლში გვიან დაბრუნდნენ. სანდროს და ნინის და ლაშას და ქეთოს უკვე ტკბილად ეძინათ. ანასტასიამ ყოველი შემთხვევისთვის შეიხედა სანდროს ოთახში და შეამოწმა სუნთქავდა თუ არა ბიჭი. მერე სანდოს ტანზე სუროსავით შემოხვეულ დას დახედა, გაეღიმა და კარი ფრთხილად გაიხურა. სააბაზანოდან გამოდიოდა, როცა ოთახში რეზი შემოვიდა. გოგოს მხოლოდ მოკლე გამჭვირვალე პენუარი ეცვა და თავზე შემოხვეულ პირსახოცით თმას იმშრალებდა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - შეუღრინა ბიჭს და საწოლისკენ დაიძრა.
-თუ ვერ ხვდები, განგიმარტავ, - თქვა რეზიმ და ოთახის კარი მიხურა, - შენს დას ჩემს ოთახში სძინავს. აქამდე შენთან ერთად ეძინა. ასე რომ, რახან სხვაგან თავისუფალი ადგილები არ გვაქვს, დღეს აქ ვიძინებ.
-არა, არა და არა! - დაიყვირა გოგომ.
-შენი აზრი სულ არ მაინტერესებს, - მშვიდად თქვა ბიჭმა და საწოლში შეწვა.
-ხო, რა თქმა უნდა, მე ხომ იდიოტი ვარ, - წაკბინა ბიჭს.
-არასწორად გაიგე ჩემი სიტყვები.
-ხოო, მაინც რა გავიგე არასწორად?
-ღმერთო, რა შეგცოდე ასეთი, სასჯელად ეს რომ გამომიგზავნე? - თვალები მაღლა აღაპყრო და ამოიჯუჯღუნა, - ან ირაკლი ბიძია, შენ რაღას მერჩოდი?
-მეც იმავეს თქმა შემიძლია შენზე.
-დაწვები თუ არა?
-არა!
-ხოდა, ძალიან კარგი. მთლიან საწოლზე უკეთესად მოვთავსდები, - რეზიმ ანასტასიას ბალიში ჩაბღუჯა და მისი სურნელი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში.
-ჯანდაბა! - დაიწივლა გოგომ და სხვა გზა რომ აღარ დარჩა, საწოლს მიუხალოვდა, - როგორ ვერ ვიტან საკუთარი ნათქვამის უკან წაღებას! გორილა, გაიწიე თუ არ გინდა, რომ გადაგაგდო.
ბიჭმა მხოლოდ ჩაიცინა და ტასოს ადგილი გაუთავისუფლა. გოგო კიდეზე მოთავსდა, რეზის ზურგი აქცია და თვალები მაგრად დახუჭა. ბიჭს მის სიჯიუტეზე ისევ გაეცინა, ამჯერად ხმამაღლა, მუცელზე შეუცურა ხელები, თავისკენ დაქაჩა, მკერდზე ზურგით აიკრა გოგო და სახე მის თმაში ჩამალა.
-შენი ხმა არ გავიგო და დაიძინე, - უთხრა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ქალს კისერში.
ტასოს აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ მთელს სხეულში დავლილი ჟრუანტელი დააიგნორა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.
ამ დროს კი ნიკა გაღიმებული ამოდიოდა კიბეებზე. მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვა. გვანცას ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ოთახში თავი შეყო.
-შეიძლება შემოვიდე? - ჰკითხა უკვე საწოლში მწოლ გოგოს და გაუღიმა.
-რამე მოხდა, ნიკა? - გაიოცა გოგომ და წამოჯდა.
-კი. საშინელება.
-რა? რამე გჭირს? - მაშინვე წამოვარდა, ოთახში შემოსულ ბიჭს მივარდა და მთელს სხეულზე აატარა მზერა.
-ჩემი ყურადღებიანი გოგო, - გაიცინა ბიჭმა და დათუნებიან პიჟამაში გამოწყობილი გოგო გულში ჩაიკრა, - ასეთი მიამიტი უნდა იყო სულ?
-აბა, ვერ გავიგე რა ხდება, - საყვარლად ამოიბუზღუნა გოგომ და ტუჩები დაბრიცა.
ბიჭმა ვეღარ მოითმინა, ტუჩებზე წაეტანა და მერე გოგოსთან ერთად წავიდა საწოლისკენ.
-ნიკა, არ მეტყვი, რა ხდება და აქ რა გინდა?
-ვერ ხვდები? - გაიღიმა ბიჭმა და გვანცა დააწვინა საწოლზე, მერე მოუარა და მეორე მხარეს მიუწვა.
-თავიდანვე ვერ მითხარი ჩემ გვერდით თუ გინდოდა ძილი? რას გამიხეთქე გული? - გაიღიმა გოგომ და ბიჭს ჩაეხუტა.
-გახსოვს, პირველად ერთად რომ გვეძინა? - გაახსენდა ბიჭს და გვანცას ხელები მოხვია.
-რა დამავიწყებს, - გაეცინა გვანცას, - ჯერ საწყლად დივანზე რომ იწექი და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ რომ მოხვედი და ჩამეხუტე.
-ისევ თქვენს სამსახურში, დედოფალო.
-ჯილდოს იმსახურებთ, - გაიცინა გოგომ და მოწყვეტით აკოცა, - მორჩა, გეყოფა დღეისთვის.
ნიკამ სხეულზე აიკრა სიფრიფანა სხეული, ხელები მჭიდროდ მოხვია წელზე და მასთან ერთად ტკბილად დაიძინა.

თავი 10
დილით ქეთას კივილმა შეძრა მთელი სახლი და ყველა დააფეთიანა.
-რა ხდება? - ჩამოვიდა ხალათმოცმული ანასტასია, რომელიც თვალებს ძლივს ახელდა.
-ააააააააააააააა, - ბოლო ხმაზე კიოდა ქეთი და ღრმად სუნთქვას ცდილობდა, - დამეწყოოო!
-ვაიმეე, - უცებ მოვიდა გონს ანასტასიაც, - ლაშაა, სწრაფად საავადმყოფოში! ჩემი ნათლული იბადება!
-შენი ნათლული თუა, ჩემი შვილია, - გაუცინა ქალს, მერე კი ტკივილისგან წელში მოხრილი ცოლი აიყვანა ხელში და მანქანისკენ გაიქცა, - შენთან ვარ, ქეთი. სანერვიულო არაფერია! მალე მივალთ.
-ვაიმეეე, ლაშაააა, - კივილს არ წყვეტდა ქალი, - სწრაფააააად.
ქეთი მაშინვე სამშობიარო ბლოკში გააქანეს. 10 წუთიც არ იყო გასული, როცა საავადმყოფოში უკვე მოწესრიგებული ანასტასია, რეზი, დათი, ნიკა, გვანცა და სანდრო ხელში აყვანილი ნინითი შემოლაგდნენ. სულ მალე კი დაქანცული ლაშა გამოვიდა დერეფანში და მომლოდინე მეგობრებს ჩაეხუტა. თან სიხარულის ცრემლებს იწმენდდა.
-ჰეე, ამოღერღე ბიჭო! - შეუძახა სანდრომ და ხელი მხარზე დაჰკრა.
-ბიჭის მამა ვარ, ბიჭის! - დაიყვირა ბოლო ხმაზე.
-გილოცავ, შე ჩემა, - გადაეხვია რეზი.
-დედიკოს და ჩემი ნათლულის ნახვას როდის შევძლებთ? - მაშინვე იკითხა ტასომ.
-დღეს მხოლოდ მე მაქვს მაგის უფლება, - სახეზე ხელი ჩამოისვა ლაშამ, - დანარჩენები ხვალ ნახავთ ჩემს ვაჟკაცს.
-ამ ამბავს დასველება არ უნდა? - უცებ წამოყო თავი ნიკამ, რომელიც გვანცას ეხვეოდა.
-გეკადრება? - შეიცხადა დათომ, - სხვაგვარად როგორ შეიძლება? როგორც კი გამოწერენ ბავშვს და შენს ცოლს, ეგრევე ვქეიფობთ!
მეორე დღეს ანასტასია არავის დალოდებია. დილაადრიან გავარდა და თავზე დაადგა წყვილს. ქეთას ხელში ეჭირა პატარა არსება, რომელიც საყვარლად ღუღუნებდა და ხელებს ამოძრავებდა. ლაშა კი გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა მათ. გოგო კართან შეჩერდა და ბედნიერი აკვირდებოდა ოჯახს.
-ნახე, პატარავ, შენი ნათლია მოვიდა, - ღიმილით უთხრა ქეთიმ ბავშვს და ღინღლიან თავზე აკოცა, - შემოდი, ანასტასია. არ გინდა, გაიცნო?
გოგომ გაუბედავად გადადგა ნაბიჯი მათკენ და ბავშვს უფრო ახლოდან დააკვირდა.
-აშკარად ქეთის ჰგავს, მაგრამ თვალები შენი აქვს, - გაიღიმა და ზურგსუკან დამალული ფუმფულა დათუჩა გამოაძვრინა, - ესეც პირველი საჩუქარი ნათლიისგან. შეიძლება დავიჭირო?
-რა თქმა უნდა, - გაუღიმა ქეთიმ და ბავშვი ანასტასიას გადაუწვინა მკლავებში.
-ეეე, ასე როგორ შეიძლება? - წამოიძახა ლაშამ, - ჯერ მეც კი არ მჭერია ხელში!
-შენ გეხვეწე წეღან, მაგრამ მეშინია არაფერი ვატკინოო და არ დაიჭირე. ხოდა, იყავი ახლა მასე, - გაუჯავრდა ქეთი და გაღიმებულ ანასტასიას შეხედა.
ტასომ ხელშიდაჭერისთანავე ღრმად შეისუნთქა ბავშის სურნელი და გაღიმებულმა აკოცა პაწაწო ხელებზე. აქეთ-იქით დადიოდა ბავშვთან ერთად, თან მშობლებს ელაპარაკებოდა, როცა პალატაში დანარჩენები შემოლაგდნენ.
-შე უნამუსო ქალო, - მაშინვე დაიწყო ქოთქოთი ნინიმ, - არა, უჩვენოდ როგორ წამოხვედი?
-ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, შენ კი არა, ეს გორილაც კი ვერ გამიფუჭებს ხასიათს, - გაღიმებულმა მიუთითა რეზიზე და ისევ ბავშვს დახედა, - პატარა, ნახე ნინი ბებია და სანდრო პაპა მოვიდნენ.
ყველას სიცილი აუტყდა. ნინი და სანდრო კი გაბრაზებულები უყურებდნენ ტასოს.
-ბავშვი არ გეჭიროს ხელში, გაჩვენებდი ვინ არის ბებია, - კბილებში გამოსცრა გოგომ, მერე კი ყვავილების თაიგული იქვე ტუმბოზე დადო, - მე არ მომიყვან?
-მოიცათ, ახლა, რა ყველამ სათითაოდ უნდა დაიჭიროთ ხელში? - აღშფოთდა ლაშა, - ბავშვია, თოჯინა კი არა!
-ოჰ, გაიღვიძა მამობრივმა ინსტინქტმა შენში? - გაიცინა ნიკამ.
-მგონი, აჯობებს დედიკოს დავუბრუნო და იქნებ სახელიც გვითხრათ?
წყვილმა ერთმანეთს გადახედა, როცა ტასომ ქეთის ჩაუწვინა ბავშვი ხელებში.
-მე ვუთხრა თუ შენ ეტყვი? - დაიმორცხვა ქეთიმ.
-მითხარით, რომ ჩემს ნათლულს სერაპიონს არ არქმევთ და მეტი არაფერი მინდა!
-სერაპიონს არა, ბეჟანის ვარქმევთ, - სერიოზულად თქვა ლაშამ.
-მართლა? არ ხუმრობთ? - შეიცხადა ნინიმ, - ვაიმე, საწყალო ჩემო ბიჭო, არ ჰყვარებიხარ მშობლებს, ბეჟანობისთვის რომ გაგიმეტეს!
-გოგო! - გააჩუმა ტასომ, - ხუმრობს, მართლა ბეჟანს კი არ არქმევს.
-მაშინ ამოღერღეთ! - გაბრაზდა დათო.
-მოკლედ... - დაიწყო ლაშამ, - მზად ხართ?
-ლაშა, ახლა მოგკლავ და ერთი დღის ბავშვს დაგიობლებ, - სრული სერიოზულობით უთხრა ნინიმ.
-მე და ჩემმა საყვარელმა მეუღლემ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შვილს და ანასტასიას ნათლულს ვარქმევთ...
-ანდრეას, - დააბოლოვა ქმრის სიტყვები და ანასტასიას სევდიან და ამასთანავე ბედნიერ თვალებს შეხედა.
-საუკეთესოები ხართ, მართლა და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი შვილის ნათლია ვიქნები, - აწყლიანებული თვალებით შეხედა წყვილს, ჯერ ლაშას გადაეხვია მაგრად, შემდეგ ქეთი ჩაიკრა გულში ფრთხილად, პატარა ანდრეას აკოცა და პალატა დატოვა.
რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდნენ და სულ სხვა რეჟიმზე გადაერთნენ. ბავშვი ხან ვის ეწვინა მკლავებში და ხან ვის. მერე კი კარგად იქეიფეს, ანდრიას დაბადება და გვანცასა და ნიკას წყვილი დალოცეს და მეორე დღეს თბილისს დაუბრუნდნენ.
თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ანასტასია ნინის მის ბინაში დაადგა თავს და ეშმაკური ღიმილით შევიდა მისაღებში.
-ასე რატომ მიცინი? - მაშინვე ჰკითხა დაეჭვებულმა ნინიმ და დას უკან მიჰყვა.
-გინდა დავნიძლავდეთ? მიდი, ყავა მომიდუღე და გეტყვი.
ნინიმ როგორც კი მოისმინა ყველაფერი, მაშინვე უარზე დადგა. შემდეგ კი ანასტასიამ მაინც მოახერხა მისი დაყოლიება. მასაც სხვა რა გზა ჰქონდა? ანასტასიას დაენიძლავა და თან დაჰპირდა, ნახე თუ არ მოგიგოო.
-მერე, მეც ეგ მინდა, - გაუცინა დას და თვალი ჩაუკრა.
ნინიმ მაშინვე დაურეკა სანდროს და თავისთან მისვლა სთხოვა. ბიჭი გაკვირვებული იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაოცდა, როცა ნინიმ მობილურზე მისწერა.
„სანდროო, ვარდები გამომიყოლე. სიყვარული უნდა ამიხსნა“, ბიჭმა მაშინვე გააჩერა მანქანა და მონაწერს დააკვირდა.
„სულ გაგიჟდი? მორჩა, დამსახურში ვბრუნდები! მეც არ ვთქვი, რა სასწაული მოხდა ამისთანა, ჩემი ნახვა, რომ მოუნდა-მეთქი?“ - მიწერა და მანქანა მოაბრუნა.
„სანდრო, მანქანა მოაბრუნე და 5 წუთში ჩემთან გაჩნდი, თორემ სამსახურში დაგადგები და შენი თანამშრომლების თვალწინ აგახსნევინებ სიყვარულს!“
სანდრომ უნებურად უკან გაიხედა, მანქანაში ხომ არ ზის ნინიო და მისგან კიდევ ერთი შეტყობინება მოუვიდა:
„არ მინდოდა, სიურპრიზი გამემხილა, მაგრამ, მაიძულე. თუ მოხვალ და სიყვარულს ამიხსნი, ანასტასია 1 კვირით ეგვიპტეში გაგვიშვებს. მე კი ძალიან მინდა, ჩემი ერთ-ერთი საოცნებო ქვეყნის ნახვა. წარმოიდგინე პირამიდები, ნილოსი... თუ 5 წთ-ში აქ არ გაჩნდები, მოგკლავ. აბა, გკოცნი, საყვარელო “.
სანდროს თვალები შუბლზე აუვიდა ამ ესემესის წაკითხვისას. ცოტა ხანს ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, მერე კი მართლა ნინის სახლში წავიდა.
ანასტასია, რა თქმა უნდა, არსად წასულა. როგორ დამიმტკიცებ, სანდრიკომ ნამდვილად აგიხსნა სიყვარული თუ არა, ჩემი თვალით თუ არ ვნახეო. სამზარეულოდან შოკოლადები და წვენი გამოიტანა თავისთვის და სეირის საყურებლად მოემზადა. ისიც შეამჩნია, როგორ ემესიჯებოდა ნინი სანდროს და ეშმაკურად ჩაიცინა.
-მგონი, შენი უფლისწული მოსვლას არ აპირებს, - გამომწვევად თქვა ტასომ და წამოდგა.
-კარგი, რა ანასტასია, ჯერ მხოლოდ ნახევარი საათი გავიდა, რაც დავირეკე. არ იცი, ქალაქში როგორი საცობებია? - ნინის უკვე თვითონაც ეპარებოდა ეჭვი, რომ სანდრო მოვიდოდა, მაგრამ უცებ ზარის ხმა გაიგო და კარის გასაღებად სიხარულით გავარდა, თან ანასტასიას უყვიროდა, ხომ გეუბნებოდიო.
ტასო გულში იცინოდა ნინის ფორიაქზე, სახეზე კი მხოლოდ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
ნინიმ ლამის გამოგლიჯა კარი და გაღიმებული სანდროს დანახვისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ნინიმ თვალი მოჰკრა ჰოლში გამომავალ დას და სანდროს მაშინვე ღიმილით ჩაეხუტა.
-მმმ, ვარდებზე მერე დაგელაპარაკები! თამაშში ამყევი! - ყურთან უჩურჩულა და სველი კოცნის კვალი იქვე დაუტოვა. ანასტასიას გასაგონად კი ხმამაღლა უთხრა:
-შემოდი, სანდრო.
-ჰმ, სანდრო, შენ ხარ? - ჰკითხა ტასომ და ისევ მისაღებში დაბრუნდა.
ორივენი უკან მიჰყვნენ და ერთად ჩამოსხდნენ დივანზე.
-აბა, გისმენთ, - დაიწყო ტასომ, - ნინიმ მითხრა, რომ ჩემთვის რაღაც გქონდათ სათქმელი.
-მართალია, - თქვა ნინიმ და მორცხვად გახედა ბიჭს (არა, ისე ამ გოგოს ოსკარი ეკუთვნის რა ასეთ თამაშში), - იცი, მე და სანდრო...
-ანასტასია, მე ნინი მიყვარს, უბრალოდ მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება და სწორედ ეს გვინდოდა გვეთქვა შენთვის, - ისე გულწრფელად თქვა ბიჭმა, რომ ნინის გული გაუთბა და ბიჭის თითებში ახლართა თავისი თლილი თითები.
-კაი, კაცო?! - გაიკვირვა გოგომ, - მართლა? არ მატყუებთ? მეგონა, რაიმე ახალს მეტყოდით. ერთმანეთი რომ გიყვართ, ეგ დიდი ხანია ვიცი.
ნინი გაშრა და საცოდავად გახედა სანდროს. სანდრომაც სიტუაციით მეც ხომ უნდა ვისარგებლოო და ანასტასიას უთხრა:
-მართალი ხარ, მაგრამ, მე მხოლოდ ამის თქმას არ ვაპირებდი.
-არა? - ნინიმ შეხედა და თვალები დაუბრიალა.
-ნინი, მე და შენ ხომ დიდი ხანია ვგეგმავდით ამას. ვიცი, რომ ანასტასიასი გერიდება და ამიტომ მე ვეტყვი, - ბიჭმა მომაკვდინებლად გაიღიმა, - ანასტასია, ჩვენ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და მინდა, რომ ნინი ხვალვე გადმოვიდეს ჩემთან. მის გარეშე თითქოს სახლი ცარიელია.
ნინი გამწვანდა, გალურჯდა, გაწითლდა და ყველანაირი ფერი მიიღო რაც კი შეიძლებოდა. ანასტასია და სანდრო კი ამაზე ხალისობდნენ.
-ვაიმე, როგორ გამახარეთ, თქვენ ხომ არ იცით, - გაიღიმა ტასომ და ჯერ ნინის გადაეხვია, მერე კი სანდროს.
-ანასტასია როგორც კი წავა, ჩემი ხელით დაგახრჩობ, - ღიმილით უთხრა ნინიმ სანდროს და მერე ტასოს გახედა.
-აბა, ჩემო ძვირფასო დაიკო, გინდა დაგეხმარო ტანსაცმლის ჩალაგებაში? - ჰკითხა ტასომ და უდარდელად დაუბრუნდა თავის ადგილს.
-რა ტანსაცმლის? - გაოცდა ნინი.
-სანდრო, შენთვის არ მითქვამს, ხო? - ყურადღება არ მიაქცია დას და პიდაპირ სიძეს ახედა, - ორივეს ეგვიპტეში გიშვებთ ერთი კვირით. ხვალ მიემგზავრებით.
-კი, მაგრამ... - დაიწყო ნინიმ.
-მართლა? საუკეთესო ცოლის და ხარ!
-დამშვიდდი ნინი, ჩამოსულს შენი ბარგი უკვე სანდროსთან დაგხვდება, თუ მაგაზე ღელავ. იმედი მაქვს, საჩუქარს ჩამომიტანთ, - საყვარლად გაუღიმა ორივეს.
-კი, აუცილებლად, ამის მუმიას, - მშვიდად თქვა ნინიმ და ხელით სანდროზე ანიშნა.
ანასტასიამ დის კომენტარს წაუყრუა და წამოდგა.
-ჩემი ნუ გრცხვენიათ, შეგიძლია ერთმანეთს აკოცოთ. ოღონდ მალე. მერე ეს ბიჭი გაუშვი, მასაც აქვს ბარგი შესაკრავი.
-და შენ უნდა გვიყურო? - გაიკვირვა ნინიმ.
-პირველი იქნება თუ უკანასკნელი? - გაიღიმა გოგომ და სანდროს ხელით უბიძგა ნინისკენ.
ბიჭმა ძალიან ფრთხილად შეახო ტუჩები ნინის ტუჩებს, გოგოც აჰყვა. მალე კი ერთმანეთს ველურებივით ჰკოცნიდნენ. ნინი მალევე გამოერკვა, ბიჭის ქვედა ტუჩს კბილები ჩაასო და მანამ არ გაუშვა, სანამ სისხლის გემო არ იგრძნო. ბიჭს გაუღიმა და წამოდგა.
-აბა, სანდრიკო, დღეისთვის გეყოფა. იმედია, ხვალ არ ჩაგეძინება ან რაიმე არ მოხდება, რომ შემთხვევით ფრენაზე არ დააგვიანო.
ბიჭმა ენისწვერი გადაისვა ტუჩებზე და გოგოს გვერდულად გაუღიმა.
-დამშვიდდი, ჩემო სიცოცხლე, მაღვიძარას დავაყენებ, თუ არა და ანასტასია ჩემ გარეშე მაინც არ გაგიშვებს. ასე არაა, ანა?
-ანასტასია, მართალია რასაც ეს არსება ამბობს?
-ისე ეგ აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, - ამოილაპარაკა ტასომ და დას გაუღიმა, - მართალია.
-მე მიკეთებ ამას? - ჰკითხა უკვე აშკარად გაცხარებულმა, - შენს საკუთარ დას?
-ნუ გახდები ახლა დრამის დედოფალი, შენი ჭირი მე, რაა.
-შენ საერთოდ ხმა არ ამოგეღება. არა, როგორ მიშვებს შენთან ერთად? ისა და ანასტასია, - დაიწყო ცოტა ფიქრის შემდეგ, - და რამე მოხდება, ამის გარეშე რომ ჩამოვიდე, ან შემთვევით აეროპორტში დამრჩეს?
-ნინი, გირჩევნია ბარგს მიხედო და ნუ აცდენ ამ ბიჭსაც, - მშვიდად უპასუხა დას და ნინის ოთახში შევიდა, - ჩემოდანი სად გაქვს? - გამოსძახა ოთახიდან.
-ოოოო, ჯანდაბას თქვენი თავი. ეგვიპტის ნახვისთვის რას არ ჩაიდენს კაცი.
****************
აეროპორტში მათი რეისიც გამოაცხადეს და რახან ანასტასია დას დიდად არ ენდობოდა, სტამბულამდე ლაშაც გააყოლა. (ნუ, ლაშას საქმე ჰქონდა და მაინც მიდიოდა).
-ლაშა, აბა, შენ იცი, - არიგებდა ასვლამდე ტასო, - სიძეს მიმიხედე. მე იმას არ ვენდობი, - და თითით ექსკავატორზე მდგომი ნინი დაანახა, - სადმე არ დამიტოვოს. შეეცადე, დარწმუნდე, რომ თვითმფრინავში ორივე იჯდება. თორემ ჩემი დის ამბავი რომ ვიცი, შეიძლება აეროპორტში დატოვოს ან შუა ფრენისას გადმოაგდოს უპარაშუტოდ. შენ ცოლ-შვილზე მე ვიზრუნებ.
-და კაიროში რომ ჩავლენ, იქ რაღას იზამ? იქაც მე ხომ არ გეყოლები?
-ეჰ, ლაშა, ლაშა, ამდენი ხანია მიცნობ და კიდე ვერ გამიცანი კარგად? - დანანებით ჩაილაპარაკა ტასომ და თავი გადააქნია, - შენ მთავარია სტამბულამდე მიადევნე ყურადღება და მერე კაიროში საკუთარ თავს თვითონ მიხედავენ, - უთხრა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-მართლა? - გაუკვირდა ბიჭს.
-რა თქმა უნდა, არა! შენი აზრით ნინის ვენდობი? შენ შენს საქმეს მიხედე. კაირო უკვე ჩემი პრობლემაა. აბა, ახლა წადი, თორემ გაგასწრო თვითმფრინავმა და როგორც კი ჩახვალთ, გამაგებინეთ!
ანასტასიამ ლაშაც გააცილა, რომ დარწმუნდა თვითმფრინავიდან ვერავინ ჩამოვიდოდა, ტაქსი გააჩერა და ნინის ბინაში წავიდა. იქ მალევე მორჩა დის ნივთების ჩალაგებას, ბარგი ისევ ტაქსიში ჩადო, კარი გამოიკეტა და ახლა სანდროსთან სახლში წავიდა. ნინის ნივთები ბიჭის ოთახში შეიტანა, ამოალაგა და მხოლოდ ამის შემდეგ კმაყოფილი ღიმილით წავიდა დედამისთან.
-დედაა, - დაიძახა ეზოში შესულმა და ქალმაც სამზარეულოდან გამოყო თავი.
-რამე მოხდა, ანასტასია?
-ზუსტად 10 დღე გაქვს ქორწილის დასაგეგმად და გასამზადებლად, შეძლებ? - პირდაპირ კითხა ქალს და გაუღიმა.
-მასეთები მომისწრია? - გაუღმა ქალმაც და მხოლოდ მერე კითხა, - ვისი ქორწილია?
-ნინისი, - დედამისის რეაქციას დაელოდა და როცა ქალი მოსასულიერებელი არ გაუხდა, უთხრა, - სიურპრიზს ვუწყობთ მე და სანდრო. სიძემ მთელი გულით გთხოვა, რომ ამ საქმეს ხელი შენ მოკიდო. მე რაშიც დაგჭირდები, ყველაფერს შეგისრულებ. სიძის კოსტიუმიც და საპატარძლო კაბაც ჩემზე იყოს.
-არ მეგონა ნინიზე გადარეული შვილი თუ მყავდა, მაგრამ, აი, - თავი გადააქნია ქალმა, - ჯერ ეგვიპტეში გაუშვი ორივე და ახლა უწყობ ქორწილს? ნორმალური თუ ხარ, შენ?
-ნიძლავი მქონდა წაგებული და მაგის გამო გავუშვი ეგვიპტეში. აი, საქორწინო საჩუქრად უფრო მაგარი რამ მაქვს დაგეგმილი.
-რა? მადონას სერვიზს აჩუქებ, წარწერით დედამთილს ამ მზითევით უფრო მოეწონებიო?
-კარგი, რა, დედა. რაღა დროს მადონას სერვიზია. დაბადების დღე ხომ არ აქვს? ახლა უფრო პამპერსების შეკვრაზე ვფიქრობ.
-რაააა? - ქალს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.
-დამშვიდდი, ჯერ არ არის ორსულად, მაგრამ ხომ იქნება, არა?
-მასე, ღმერთმა დაგვიფაროს, ოდესმე ხომ მოვკვდებით და ბარემ პირდაპირ კუბო ვაჩუქოთ, არ გინდა?
-და მერე იკითხავ, ვის ჰგავს ნინი, ასეთი გიჟიო.
************
-შენი აზრით, ანასტასიამ დაიჯერა ის ფარსი? - ჰკითხა სანდრომ, როცა სტამბულიდან აფრინდნენ.
-არამგონია, მაგრამ ახლა ეგ ფაქტი სულ არ მაინტერესებს. მთავარია, ჩემს საოცნებო ქვეყანაში მივდივარ.
-და არც კი გაინტერესებს, რა შეიძლება ჰგონდეს მომზადებული ჩვენთვის შენს დას?
-კარგი რა, სანდრო. ანასტასია საქართველოშია, ჩვენ კი მალე ეგვიპტეში ვიქნებით. არა, მითხარი, რა შეიძლება მოახერხოს იმ სიშორიდან?
-მართალი ხარ, - უთხრა გოგონას, მაგრამ გულში სულაც არ სჯეროდა თავისი ნათქვამის.
ნინიმ საძილე აბი დალია და დარჩენილი გზა სანდროს მხარზე თავჩამოდებულმა გაატარა. თითქოს რეფლექსებში ჰქონდა გამჯდარი, ბიჭის სურნელს ხანდახან ღრმად ისუნთქავდა და კანზე ცხვირს უხახუნებდა. სანდროს კი ამ დროს თავისი ემართებოდა. თითქოს სხეულში ათასობით ჭიანჭველა იწყებდა მარშით სიარულს და გაჩერება არ სურდათ.
ნინიმ ტრაპზე ფეხი დადგა თუ არა, ღრმად ჩაისუნთქა ეგვიპტის ჰაერი და გაიღიმა. ყველანაირი პროცედურის გავლის შემდეგ, როგორც იქნა ტაქსიში ჩასხდნენ და ანასტასიას მიერ ნათქვამ სასტუმროშიც მივიდნენ. სასტუმროს ძველეგვიპტური სასახლის ფორმა ჰქონდა, ხოლო ბოძებად ანტიკური ღმერთების გამოსახულებები ეყენა. გოგონა აღტაცებული შესცქეროდა ქანდაკებებს და სანდროს, რომელიც ტაქსისტთან ერთად ბარგს მოათრევდა, თითოეული მათგანის სახელს ეუბნებოდა:
-შეხედე, აი, ოსი, მის გვერდით ისიდა, ჰორუსი, ბასტეტი, ანუბისი, ნახე, სანდრო, სეთიც კი გამოუსახავთ.
გოგონა მთელი ემოციით ლაპარაკობდა თითოეულზე და სანდროს ერთი სული ჰქონდა ეკოცნა. ნინი, როგორც იქნა, მორჩა ლაპარაკს და ჰოლშიც შევიდნენ. სასტუმროს იატაკი მთლიანად მარმარილოს ფილებს დაეფარა, რომელზეც ძველეგვიპრუტი იეროგლოფები და სხვადასვა სცენები იყო გამოსახული. ნინი ძლივს მოსწყდა მათ თვალიერებას და ალბათ არც მორჩებოდა, სანდროს მისთვის ხელი რომ არ ჩაევლო და სარეგისტრაციო მაგიდასთან არ მიეყვანა.
-მოგესალმებით სასტუმრო მემფისი. რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ჰკითხა ძველებურ სამოსში გამოწყობილმა ბიჭმა და წყვილს გადახედა.
-ჩვენს სახელზე ნომრები უნდა იყოს დაჯავშნილი.
-თქვენი პასპორტები თუ შეიძლება, - ბიჭმა სწრაფად შეიყვანა სახელები და შემდეგ გაღიმებულმა მიაწოდა ნომრის გასაღები, - აი, ინებეთ თქვენი ნომრის გასაღები და გილოცავთ.
-რას? - ორივემ ერთდროულად შეიცხადა და გაკვირვებულებმა გახედეს რეგისტრატორს.
-დაქორწინებას. თქვენი ნომერი ახლად დაქორწინებულთა ლუქსია. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ.
-უკაცრავად, რა თქვით? - უკვე ბრაზის გადმოსანთხევად ემზადებოდა ნინი.
-რა ასე არ არის? - საწყლად იკითხა ბიჭმა.
სანამ ნინი რამეს იტყოდა, სანდრომ იკითხა:
-ერთი თავისუფალი ოთახის ქირაობა გვინდა კიდევ.
ბიჭმა რაღაც აკრიფა, შემდეგ კი შეწუხებულმა გახედა წყვილს და უთხრათ:
-ახლა ტურისტული სეზონია გახსნილი და სამწუხაროდ ყველა სხვა ნომერი დაჯავშნილია.
-ანუ მე და ამას ერთ ოთახში მოგვიწევს ძილი? - შეიცხადა ნინიმ და მკვლელი მზერით გახედა რეგისტრატორს.
-პირველი იქნება თუ რა, - ჩაიალაპარაკა ქართულად სანდრომ და მერე რეგისტრატორს მიუბრუნდა, - იმედია, დივანი მაინც დგას ჩვენს ოთახში.
-რა თქმა უნდა, - მხიარულად დაუქნია თავი და ერთ-ერთი მოსამსახურე ბიჭი იხმო თავისთან, - ჰასანი მიგაცილებთ თქვენს ოთახამდე და ბარგის წამოღებაშიც დაგეხმარებათ.
სადღაც 20 წლის ბიჭმა მკვირცხლად მოჰკიდა ხელი 2 ჩემოდანს და წყვილს კიბეებისკენ გაუძღვა. რახან სასტუმრო სულ 3 სართულისგან შედგებოდა, ლიფტიც არ ჰქონდათ, კიბეებით მოუხდათ ბოლო სართულზე ასვლა. ბიჭმა ჩემოდნები ოთახის შუაგულში დატოვა, სტუმრებს თავი დაუქნია და ხმისამოუღებლად წავიდა. სანდრო და ნინი კი ვარდის ფურცლებით მორთულ ოთახში მარტო დარჩნენ. ვარდისავე ფურცლებით გამოეყვანათ გული საწოლზე, ხოლო მაგიდაზე ხილი და ყინულში ჩადებული შამპანიური იწონებდა თავს. ოთახის ერთი მხარე, რომელიც აივანზე გადიოდა, მთლიანად მინის იყო და თეთრი გამჭვირვალე ფარდები ფარავდა. ხედი კი ნამდვილად საოცრება იყო. ხელის გულივით მოჩანდა გიზას პირამიდები, ხოლო ცოტა აქეთ, ნილოსი მიედინებოდა თავისთვის ძალიან მშვიდად. ნინიმ სწრაფად გამოხსნა აივნის კარი და გარეთ გავიდა. აივანიც კი ძველებური სტილის იყო. გოგო მოაჯირს დაეყრდნო და დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა.
-რაო, რას მეუბნებოდი, ანასტასია თბილისშია და ვერანაირ სიურპრიზს ვერ მოგვიწყობსო? - აივანზე გამოვიდა წელსზემოთ შიშველი სანდრო და გოგოს გვერდით მოაჯირს ზურგით მიეყრდნო.
ნინის ხმაც არ გაუცია, სწრაფად გადაიტანა ყურადღება ისევ პირამიდებზე და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი.
-მე აუზზე ვიქნები, - სწრაფად მოშორდა გოგოს და თავისი ბარგისკენ დაიძრა.
სანდრომ სააბაზანოში სწრაფად გამოიცვალა, პირსაწმენდი მხარზე გადაიკიდა, ტელეფონი და სათვალე აიღო და უხმოდ დატოვა ოთახი. ნინიმ მხოლოდ სანდროს გასვლის შემდეგ ამოისუნთქა. თითქოს აქამდე სუნთქვაშეკრული იდგა ან ჰაერი არ ჰყოფნიდაო. თავისი ტანსაცმელი სწრაფად ამოალაგა, საცურაო კოსტიუმიზე გამჭვირვალე სარაფანი გადაიცვა, ქუდი და მზის სათვალე მოირგო, მობილური მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ჩააგდო პირსახოცსა და კრემებთან ერთად, დამლაგებელს ოთახის ვარდის ფურცლებისგან გათავისუფლება სთხოვა და თვითონაც აუზზე ჩავიდა. ცარიელ შეზლონგზე პირსახოცი გაშალა, სარაფანი გადაიძრო და წამოწილილი ეგვიპტის მზეს მიეფიცხა. სანდრო კი ამ დროს აუზში იყო და ცურავდა. ნინი რომ დაინახა, თანაც ისეთ საცურაო კოსტიუმში, რომელიც ყველა მის ღირსებას თითქმის ვერ ფარავდა და ძალიან სექსუალურად წარმოაჩენდა, კინაღამ ნერწყვების ყლაპვით დაიხრჩო. მერე კი თვალი მოჰკრა ერთ-ერთ მზისგან გარუჯულ კაცს, რომელსაც უკვე მოესწრო ნინის მეზობელ შეზლონგზე წამოწოლა და გოგონასთან საუბრის გაბმა. ბიჭი ნერვებმა აიტანა და ლამის მაშინვე მიეჭრა წყვილს. აი, პიკი მაშინ იყო, როცა გოგო მუცელზე დაწვა და იმ კაცს მზისგან დამცავი კრემი მიაწოდა. კაცმაც დიდი სიამოვნებით გამოართვა, ცოტაოდენი ხელებზე დაისხა და გოგონას ბეჭებს ნაზად შეეხო. სანდრო მაშინვე ამოვიდა აუზიდან და მკვლელი მზერით დაადგა მოსაუბრე წყვილს. ნინი მისგან ზურგით იყო შებრუნებული და ვერც კი შეამჩნია ბიჭის მისვლა. ის გარუჯული ტიპი თან კრემს უსვამდა ზურგზე და თან რაღაცას ელაპარაკებოდა, ნინი კი ამაზე იცინოდა. ნინიმ მხოლოდ მაშინღა ამოიხედა, როცა თავზე ჩრდილი დაადგა და კაცის ხელები მისთვის კარგად ნაცნობმა ხელებმა ჩაანაცვლა.
-ხელები მომაშორე და აუზს დაუბრუნდი, - უხეშად მიმართა ბიჭს ქართულად, არადა სულ სხვა რამეს ფიქრობდა და გრძნობდა.
სანდრომ არაფერი უპასუხა, კრემის წასმა დაამთავრა, გახურებული ტუჩებით უცებ აკოცა მხარზე და თავისი შეზლონგისკენ გაემართა. ნინის თითქოს გული დასწყდა, ბიჭმა რომ არაფერი უთხრა, არ ეჩხუბა და ასე დატოვა. გოგოს ჯერ კიდევ ეწვოდა და უხურდა ის ადგილი, სადაც სანდრომ აკოცა. მერე კი დაინახა, რომ ბიჭმა თავისი ნივთები აიღო და ნინის გვეედით მდგომ შეზლონგზე გადმოალაგა.
-ის ვინ იყო? - ჰკითხა ბიჭმა მკაცრად და სათვალე მოირგო.
ნინიმ თვალი ააყოლა სანდროს ნავარჯიშებ სხეულს, რომელზეც წყლის წვეთები დასრიალებდნენ და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში.
-ვინ ის? - არაფერი შეიმჩნია გოგომ და შეზლონგზე უკეთესად მოთავსდა.
-ნინი, გეკითხები და მიპასუხე, ვინ ჯანდაბა იყო ის ს**ი, ხელებს რომ გიფათურებდა?
-ააა, ალიზე მეკითხები? - ვითომ ახლა გაახსენდა, სათვალე ოდნავ ჩამოიცურა ცხვირზე და ისე შეხედა ბიჭს, - ისეთი არავინ. უბრალოდ არაბი შეიხია, დუბაიში ფლობს რამდენიმე კუნძულს, აი, ხომ იცი, პალმის ფორმა რომ აქვს და კიდევ ნავთობმაგნატია. და, ხო, ხელებს არ მიფათურებდა, ადამიანურად დამეხმარა ზურგზე კრემის წასმაში.
-სხვა ვერავინ ნახე, არა?
-მაინც ვინ უნდა მენახა? - გაიოცა გოგომ და ბიჭის გაბრაზებულ სახეს მზერა მოაშორა, - გეყოფა რა, სანდრო. მე აქ დასასვენებლად ჩამოვედი და არა შენთან საჩხუბრად.
-ხოდა, ნუ მომიშლი ნერვებს და არც გეჩხუბები!
-აჰა, ისევ აგრძელებ! - თვალები აატრიალა გოგომ და სათვალე გაისწორა ცხვირზე, - გარუჯვის სურვილიც კი აღარ მაქვს, - წამოვარდა ფეხზე, სწრაფად აიღო თავისი ნივთები და სასტუმროსკენ წავიდა.
მთელი დღე ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. ღამითაც სანდრომ დივანზე დაიძინა, ხოლო ნინიმ იმხელა საწოლში. მეორე დღეს კი ქარავნით უნდა წასულიყვნენ გიზის პირამიდების მოსანახულებლად. დილით პირველმა ნინიმ გაიღვიძა და დივანზე მოკუნტულ ბიჭს რომ გახედა, გულში თავისი თავი კარგად გამოლანძღა გუშინდელისთვის. მერე სწრაფად მოწესრიგდა, საუზმე ოთახში შეუკვეთა და სანდროც გააღვიძა. როგორღაც მშვიდად ისაუზმეს, შემდეგ კი სასტუმროდან გავიდნენ და ერთ-ერთ მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც აქლემები იდგნენ და წყნარად იღეჭებოდნენ.
-თუ ყველანი აქ ვართ, - დაიწყო სახედაფარულმა კაცმა აქცენტიანი ინგლისურით და ეს ხმა ნინის საიდანღაც ეცნო, - შეგვიძლია წავიდეთ.
მამაკაცმა აქლემები დააჩოქა და ყველა ტურისტს მიეხმარა დაჯდომაში. როცა საქმე ნინისა და სანდროზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 1 აქლემიღა იყო დარჩენილი.
-კი, მაგრამ, ასე როგორ შეიძლება? - აღშფოთდა ნინი.
-თქვენთვის ადგილი სასტუმროდან დაჯავშნეს და რადგან ცოლ-ქმარი ხართ, არამგონია, პრობლემა იყოს ერთ აქლემზე დაჯდომა, - უპასუხა ისევ იმ სახეახვეულმა კაცმა, რომელმაც არაბ ბედუინს ნინის ნათქვამი უთარგმა, შემდეგ კი იმ კაცის ნათქვამიც გადმოუთარგმნა წყვილს.
-აი, ის აქლემი ხომ თავისუფალია? - ხელი გაიშვირა ერთ-ერთი აქლემისკენ.
-მასზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგსვამთ თუ ბატონი ალი არ მოვა, - გაეპასუხა კაცი.
ბატონი ალი მალევე გამოჩნდა და ნინის გაუღიმა. გოგომაც ღიმილით უპასუხა და კაცის შეთავაზებას, მასთან ერთად დამჯდარიყო აქლემზე, დასთანხმდა. სანდრო საშინლად გაბრაზდა, ნინის ხელი ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა, მაგრამ გოგომ მაშინვე გამოსტაცა ხელი და ალისთან ერთად წავიდა აქლემისკენ. გაავებული სანდრო სულ ცოფებს ყრიდა და ისე შეჯდა აქლემზე. ცხოველი წამოდგომას აპირებდა, როცა მასთან ნინიმ მიირბინა, სწრაფად ჩაუჯდა კალთაში, ხელები წელზე შემოხვია, თავი მის ყელში ჩარგო და ტუჩები მფეთქავ არტერიაზე მიაკრო.
-ოჰ, დაბრუნდით? რაო ალიმ, არ მიგიღო? - ჰკითხა და გოგოს შეუბღვირა.
-კარგი, რაა, სანდრო, - ამოიბუზღუნა გოგომ და კნუტის თვალებით ახედა ბიჭს, - იმ დეგენერატმა ხელების ფათური დამიწყო. მეც მაშინვე ვუთხარი, რომ შენი ცოლი ვარ და მხოლოდ გაეჭვიანებდი. ახლა იქნებ მაკოცო, რომ დარწმუნდეს, მართლა გიყვარვარ?
-მეტი საქმე არ მაქვს. წადი და იმ შენს შეიხს აკოცე!
-ბოდიში რომ მოგიხადო? - ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ჰკითხა კაცს.
-რაც გინდა ის ქენი!
-კარგი, ანუ ის ვქნა, რაც მინდა, ხომ? - ჰკითხა ბიჭს და გაუცინა.
-ხომ გითხარი, უკვ....
ნინიმ სიტყვის თქმაც არ დააცადა, ტუჩებზე ეცა და ვნებიანად აკოცა.
-აი, ასე, ის გავაკეთე, რაც მინდოდა, - კმაყოფილმა მოხვია ხელები კისერზე და თავი მხარზე ჩამოადო.
-ოხ, ნინი. ოხ, ნინი! - ამოიოხრა ბიჭმა, ქალი უკეთესად მოიქცია მკლავებში და გზას გახედა.
როგორც იქნა პირამიდებამდეც მიაღწიეს. ნინი აჟიტირებული ჩამოხტა სანდროს მუხლებიდან და გიდს არც კი დალოდებია, მაშინვე ნაგებობებისკენ გაიქცა.
-დამელოდე, გოგო, - გამოუდგა უკან ქალს და გიდის ხმაც მოესმა, რომელმაც მათ უფლება მისცათ თვითონ დაეთვალიერებინათ ღისშესანიშნაობა და 3 საათში აქვე შეკრებილიყვნენ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ.
ნინი ისევ ჩაირთო და აღარც გაჩუმდა. ყველაფერი მოუყვა ბიჭს, რაც კი გიზის პირამიდებზე და სფინქზე გაეგო.
-იცი, რატომ არ აქვს სფინქსს ცხვირი? - უცებ მიუბრუნდა ბიჭს და ლამის შეასკდა.
სანდრომ ხელი შეაშველა და თავი უარის ნიშნად გადააქნია.
-იმიტომ, რომ სტა პრაცენტი სომეხი იყო.
ბიჭს ამაზე სიცილი წასკდა და იქამდე იცინოდა, სანამ ნინიმ ერთ-ერთ პატარა პირამიდასთან არ მიიყვანა, შემდეგ სადღაც შეძვრა და სანდროც თან გაიყოლა.
-ნინი, - ამოილაპარაკა დახშული ხმით, - რას აკეთებ? - ვიწრო კედლებს მზერა მოავლო და ცივმა ოფლმა დაასხა.
-პირამიდების შიგნიდან ნახვას ვაპირებ.
ცოტა ხანს იარეს, მერე კი ეგვიპტური იეროგლიფებით მოხატულ ოთახში აღმოჩნდნენ. ქალში ისევ არქეოლოგმა გაიღვიძა. სანდრო მაშინვე დაავიწყდა და სივრცეს ხარბად აკვირდებოდა. თითქმის ყველა კედელი დეტალურად დაათვალიერა, თან თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცებს. ამ დროს კი სანდრო ძლივს იდგა ფეხზე.
-ნინი... - ბიჭმა ჰაერი სტვენით ჩაისუნთქა და მთლიანად გაფითრებულმა და გაოფლილმა შეხედა ქალს.
-ვაიმე, სანდრო, - მაშინვე დაავიწყდა ეგვიპტეც, გიზაც და საერთოდ ყველაფერი. მხოლოდ ცუდად მყოფი სანდრო დარჩა მისთვის, - რა გჭირს, სანდრო? - გოგოს ხმაში სინანული გაისმა, - ხმა გამეცი, ნუ მაშინებ, რაა.
-მე... - ძლივს ამოთქვა ბიჭმა და ოთახს მოავლო მზერა.
-ოო, არა, შენ ხომ კლაუსტოფობია გჭირს! - თქვა თავისთვის, ბიჭს მიეჭრა და სახეზე ჩამოუსვა თავისი თლილი თითები, - სანდრო, სანდრო, შემომხედე. მე მიყურე, გთხოვ.
გოგომ სასოწარკვეთილმა დაიწყო ფიქრი, მერე კი ერთი აზრი მოუვიდა. ბიჭის ხელები წელზე მოიხვია, თვითონ ფეხისწვერებზე აიწია და სანდროს ტუჩებს ჯერ ნაზად, შემდეგ კი ვნიბიანად წაეტანა. ნინი აკვირდებოდა კაცის ცვლილებებს და ნელ-ნელა უკან ახევინებდა.
-სან, - დაიჩურჩულა სუნთქვაგახშირებულმა, - თვალები დახუჭე და უკან გამომყევი, კარგი?
სანდრო დაემორჩილა გოგოს სიტყვებს, ზურგს უკან დაუდგა, ხელები მუცელზე მოხვია, თვალები დახუჭა და ნინის მიენდო. გოგომ სანდროს ხელებს თავისი ხელები მოხვია და გასასვლელისკენ წავიდა.
-შეგიძლია თვალები გაახილო, - დაიჩურჩულა კაცის ყურთან და მისკენ შებრუნდა, - მოვედით.
კაცმა ნელა გაახილა თვალები, ფრთხილი მზერა მოავლო მზისგან განათებულ უდაბნოს და შემდეგ თავის მკლავებში მოქცეულ ქალს დახედა, რომელიც შეწუხებული თვალებით უცქერდა. ბიჭი ნინისკენ მიიწია და ტუჩებში აკოცა.
-მადლობა, - ამოიჩურჩულა მის ბაგეებზე მიწებებულმა.
-რატომ მაკოცე? - გაიოცა ნინიმ, როცა მოშორდა.
-ალი დავინახე და, - მხრები აიჩეჩა სანდრომ და ორი ნაბიჯით მოშორდა.
გოგომ გაიცინა კაცის საქციელზე და გვერდიდან აეკრა. როცა ბიჭმა კითხვისნიშნებიანი მზერა ესროლა, მანაც მხრები აიჩეჩა და უთხრა:
-მეც ალი დავინახე.
*************
რამდენიმე დღე ისევ კინკლავსა და კამათში გაატარეს, თან კაიროს და საერთოდ მის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ. რატომღაც ამ გასეირნებებსა და ექსკურსიებზე ძალიან ხშირად ჩნდებოდა ალი და ნინის გვერდიდან არ სცილდებოდა. მერე კი სანდრო ამაზე ეჩხუბებოდა ქალს. ნინიც წამოენთებოდა-ხოლმე და იწყებდნენ გაუთავებელ კამათს. უკან დაბრუნებამდე 2 დღეღა იყო დარჩენილი, როცა საღამოს სანდრო გამოეწყო და კლუბში წავიდა. ნინი კაიროს მუზეუმიდან დაბრუნდა და როცა ოთახში არავინ დახვდა, რეგისტრატურაში დარეკა და ყველაფერი გაარკვია.
-ე.ი. ჩემ გარეშე აპირებდი გართობას, არა? - ხმამაღლა ლაპარაკობდა და თან საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა სარკეში, - ვაა, რა გოგო ვარ! მე შენ გაჩვენებ სეირებს!
მართლა ძალიან ლამაზი იყო. ლამაზი და ამავე დროს სექსუალურიც. თან ეს შავი კაბა ყველა მის ღირსებას კარგად გამოჰკვეთდა. მართლა აასრულა გვანცასთვის მიცემული სიტყვა. ისეთი კაბა იპოვა, რომლითაც სანდროს თავბრუს დაახვევდა და გააგიჟებდა. კაბა მთლიანად შავი და მუხლს კარგად აცდენილი იყო. წინ დახურული, ზურგზე კი საშუალო ზომის ჭრილი ჰქონდა. გრძელ მკლავებსა და გვერდებზე არსებულ ჭრილებზე აღარაფერს ვამბობ. თმა მაღლა აიწია, მსუბუქი მაკიაჟი და საშუალო ზომის მაღლები მოირგო და მართლა ქალღმერთივით გამოიყურებოდა.
მობილური პატარა ხელჩანთაში ჩააგდო და თვითონაც იმ კლუბისკენ გაეშურა, სადაც მისი ქმარუკა იმყოფებოდა. შესვლისთანავე მოათვალიერა იქაურობა და როცა სანდრო ერთ-ერთ მაგიდასთან მარტო მჯდომი დაინახა, დამშვიდდა. სწრაფად გადაკვეთა მანძილი ბარამდე და ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. მაშინვე შეუკვეთა კოქტეილი და დალევა ახალი დაწყებული ჰქონდა, ალიმ რომ დაიკავა მის გვერდით ადგილი. კაცმა მაცდურად გაუღიმა ნინის და მანაც მოსვა სასმელი.
-აქ მარტო ხარ? - მაშინვე ჰკითხა კაცმა და როცა სასურველი პასუხი მიიღო, გოგოს შებმა გააგრძელა, - მე რომ შენი ქმრის ადგილას ვიყო მარტო არსად გაგიშვებდი.
-მენდობა და ჩემი სჯერა, - ყალბად გაუღიმა კაცს და კიდევ ერთი ყლუპი გადაუშვა ყელში.
-ვიცეკვოთ? - ხელი გაუწოდა და ხარბი მზერა ააყოლა მთელს სხეულზე.
-რატომაც არა, - გაუღიმა ნინიმაც და მას შემდეგ წამოდგა, როცა სასმელი ბოლომდე დაცალა.
საცეკვაო მოედნისკენ მიმავალი წამით გადააწყდა სანდროს დაბღვერილ მზერას, ოდნავ გაუღიმა და ალისთან ერთად დაიწყო ცეკვა. გოგო ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, მარტო სანდროსი კი არა, მგონი ყველა იქ მყოფის ყურადღება მიიქცია. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად შურით უყურებდნენ, აი, კაცები კი თვალებით სჭამდნენ. ნინიმ ყურადღება არავის მიაქცია და სექსუალურად ცეკვა განაგრძო. ალისაც უფრო მეტის იმედი მიეცა და მაშინვე აასრიალა ხელები ქალის მოშიშვლებულ ზურგზე. ნინის უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და მაშინვე მოსცილდა.
-ბოდიში, 2 წუთით დაგტოვებ, - უთხრა სახეზე აკრული ყალბი ღიმილით და გარეთ გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.
სანდრომ მზერა გააყოლა ჯერ გარეთ გასულ ნინის, შემდეგ კი ისიც კარგად დაინახა, როგორ გავიდა ალი. ბიჭი ამაზე უფრო მეტად დაიძაბა, სწრაფად დალია ბოლო ყლუპიც და თავადაც მათ მიჰყვა. გარეთ გასული კი ისეთ სცენას შეესწრო, ლამის იქვე მოკლა კაცი.
-ვიცი, ვიცი, რომ ჩემთან გინდა, - ეუბნებოდა ალი და თან ძალით ეხვეოდა ქალს, ნინი კი საწყლად ფართხალებდა, - ყველაფერს მოგცემ, კუნძულს გაჩუქებ, მხოლოდ 1 ღამით გახდი ჩემი.
-ხელი გამიშვი და მომწყდი თავიდან! - დაუყვირა გოგომ და კიდევ ერთხელ სცადა კაცის ხელებიდან თავის დახსნა, მაგრამ უშედეგოდ.
-კარგი, რაა. ისე იქცევი, თითქოს არ გინდივარ, - გაიცინა კაცმა და როცა აფართხალებული გოგო ვერ გააჩერა, სახეში გაარტყა, - არც ახლა მოისვენებ?
სწორედ ამ დროს გამოვიდა გარეთ სანდრო და როცა ეს დაინახა, მაშინვე მივარდა კაცს, ნინი ხელებიდან გამოჰგლიჯა, ზურგს უკან ამოიყენა და ისეთი გაატყა სახეში, კაცს თვალებიდან ნაპერწკლები გასცვივდა. ალიმ მთვრალი სიცილი შეაგება და სანდრო კიდევ უფრო გაახელა.
-მაგარი ცოლი გყოლია. შენ რომ არ გამოსულიყავი, საწოლშიც კი ჩავიწვენდი.
სანდრომ ვეღარ მოითმინა და იქამდე ურტყა, სანამ გონება არ დაკარგა კაცმა. მერე კი მობუზულ ნინის შეხედა, ხელი მოხვია და სულ სირბილით მიიყვანა სასტუმრომდე. კარი დახურა თუ არა, კაცმა მაშინვე უშვა ხელი და კედელს მთელი ძალით მიარტყა მუშტი.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე, ნინი, რამდენჯერ? - ყვიროდა და აქეთ-იქით დადიოდა, - ხომ გითხარი, არ გაეკარო-მეთქი? დამიჯერა ვინმემ?
-სანდრო, მე... - დაიწყო გოგომ, მაგრამ მიხვდა, რომ დამნაშავე იყო და თავჩაღუნული ჩამოჯდა საწოლზე.
-რა შენ, რა შენ, ჰა? მიპასუხე! ახლა აღარ გსურს ლაპარაკი თუ რა ხდება? საერთოდ რატომ დავთანხმდი ამ სულელურ შემოთავაზებას? ოხ, ანასტასია!
ნინის თვალები აუწყლიანდა და დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა. მერე კი თვალი მოჰკრა სანდრო დასისხლიანებულ ხელს და მაშინვე ფეხზე წამოხტა, კაცთან მიიჭრა და თავის პატარა ხელებში ფრთხილად მოიქცია სანდროს ტორი.
-ახლა რაღა ჯანდაბა გინდა, ნინი? - მჯაცრად ჰკითხა კაცმა და გაბრაზებულმა დახედა, - არ გეყო, რაც გამამწარე?
-შენს ხელს მივხედავ და მერე რამდენიც გინდა, იმდენი მეჩხუბე, - მშვიდად უთხრა გოგომ და სააბაზანოში მიიმალა.
უკან წამლების ყუთით დაბრუნდა, სანდრო სავარძელში ძალით ჩასვა, თვითონ მის წინ მუხლებზე დაეშვა და ძალიან ფრთხილად დაუწყო ხელის დამუშავება. სპირტით წმენდის დროს სულს უბერავდა, რომ ძალიან არ ასწვოდა კაცს. მერე მალამო მოუსვა და ბინტით ფრთხილად გადაუხვია. მერე სწრაფად მიალაგა იქაურობა და დასჯილი ბავშვივით, ისევ თავდახრილი ჩამოჯდა საწოლზე. ბიჭმა სწრაფად აქცია ზურგი და სააბაზანოში შეიკეტა. ნინი არც განძრეულა, ასე იჯდა და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს იმშრალებდა. ბოლოს, გადაწყვეტილება მიიღო. მაშინვე წამოდგა ფეხზე და სააბაზანოსკენ გაეშურა. კარზე უნდა დაეკაკუნებინა, როცა ოთახიდან ნახევრადშიშველი სანდრო გამოვიდა და პირდაპირ ცხვირით შეასკდა მკერდზე. დაბნეულმა ახედა კაცს და სხეულში დავლილი ჟრუანტელის უგულვებელყოფა უშედეგოდ სცადა. მერე კი ფეხისწვერებზე აიწია და კაცის ტუჩებს თავისი ტუჩები მიაკრა. სანდრო გაშეშდა და აზრზეც ვერ მოსულიყო. წამის წინ თუ ქალზე გაბრაზება ახრჩობდა, ახლა მხოლოდ მისი მოფერება სურდა, მაგრამ როგორღაც მოიკრიბა ძალა, გოგო უკან გასწია და მკაცრად ჰკითხა:
-რას აკეთებ, ნინი?
-იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა, - მის ყურთან დაიჩურჩულა გოგომ და ჯერ ყურის ბიბილოზე უკბინა, მერე კი გამობერილ ძარღვზე მიაკრა რბილი ტუჩები და კოცნით გაიკვლია გზა ნიკაპისკენ.
-ნინი, გაჩერდი, - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და მძიმედ ამოიოხრა, როცა ნიკაპზე ჯერ კბენა, შემდეგ კი სველი კოცნა იგრძნო.
-ვიცი, დებილი ვარ, სულელი და ნამდვილი იდიოტი, - ვნებამორეული ხმით ეჩურჩულებოდა გოგო და ხელებს ბიჭის ზურგსა და გამოკვეთილ პრესზე ასრიალებდა, - არც იმ ნაბ****თან უნდა დამეჭირა საქმე, მაგრამ ამას მხოლოდ შენს საეჭვიანოდ ვაკეთებდი. მინდოდა, მიმხვდარიყავი, რამდენად გიყვარვარ და პირველს გეღიარებინა, მაგრამ ძალიან შორს შევტოპე და ისე გაგაბრაზე, აღარ მგონია ჩემთან რაიმენაირი ურთიერთობის სურვილიღა გქონდეს, - ამოიჩურჩულა აწყლიანებული თვალებით და თავად მოშორდა ბიჭს, - მართლა ნამდვილი იდიოტივით ვიქცეოდი და ბოდიში, მაგრამ სანდრო, მე შენს გარეშე არაფერი ვარ. შენ გარეშე უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ. მიყვარხარ სიგიჟემდე და ახლა თუ არ ჩამეხუტები მაინც, ალბათ მოვკვდები.
კნუტის თვალებით ახედა ბიჭს, რომელიც გაშეშებული ადგილიდან ვერ იძვროდა და ისევ თავად მოეხვია. სასიამოვნო ჟრუანტელი და სხეულში ლავის ჩაღვრა იგრძნო, როცა ბიჭმაც მოხვია ხელები და გულში მაგრად ჩაიკრა.
-ანუ ჩემს საეჭვიანოდ იქცეოდი ასე და ძალიან გიყვარვარ, არა? - დაიჩურჩულა გოგოს ტუჩებთან და განაბულ ნინის გონება თითქმის სულ დააკარგვინა.
ნინის ტუჩები დაებურცა და კოცნის მოლოდინში თვალები მინაბა, მაგრამ სანდრო ასე მარტივად აპატიებდა? ტუჩების გარდა ყველგან კოცნიდა. სახეზე ერთი ადგილიც კი არ გამორჩენია. ბოლოს ისევ ნინიმ ვერ მოითმინა და ველურივით ეძგერა ბიჭს. ლამის ტუჩები დააჭამა ისე ჰკოცნიდა. ბიჭმა მაშინვე ააკრა კედელზე და ხელები თეძოებზე მოუჭირა. გოგომ წამოიკვნესა და ბიჭს ქვედა ტუჩზე უკბინა.
-ველურო, - გაიცინა სანდრომ და გოგოს ყელის დალაშქვრას შეუდგა, თან ხელებს არ აჩერებდა და უკვე კაბის შიგნით დაასრიალებდა, - ეს კაბა აღარასდროს ჩაიცვა, - ამოიჩურჩულა გოგოს ტუჩებთან, - მხოლოდ ჩემთვის შეიძლება, მაგრამ გარეთ - აღარასდროს!
-კარგი, - ამოიკვნესა გოგომ და ფრჩხილებით მთელი ზურგი დაუკაწრა ბიჭს.
-ნამდვილი ველური ხარ, - გაუმეორა ბიჭმა და კაბის ნელ-ნელა გახდას შეუდგა, - რომ გამომეცხადე ამ კაბით და გადამრიე, პირველ რიგში მაგიტო ხარ მოსაკლავი, - უკვე მუცლამდე ჰქონდა აკეცილი კაბა და ისე ეჩურჩულებოდა, - მეორე მიზეზად კი ის შემიძლია გითხრა, რომ ამ კაბის შიგნით მხოლოდ ქვედა საცვალი გეცვა და მთელი საღამო მოშიშვლებული მკერდით დატანტალებდი!
გოგომ ხმა აღარ ამოაღებინა, ტუჩებზე დააცხრა და მას შემდეგ ამოიღო ხმა, როცა ერთმანეთს ჟანგბადის მარაგის შესავსებად მოსწყდნენ.
-მოშიშვლებული მკერდით არა, ის! უბრალოდ ბიუსჰალტერი არ მეცვა, - ჩავარდნილი ხმით თქვა და კვნესა ვეღარ შეიკავა, როცა სანდრომ ერთი ხელის მოძრაობით მოაშორა კაბა და შიშველ მკერდზე ტუჩები დააკრო.
კაცმა მუცელზე შეისვა და საწოლზე ისე დაეშვნენ, კოცნაც კი არ შეუწყვეტიათ. მერე კი თვითონაც მოიშორა ყველანაირი საფარი და ქალის სხეულის დეტალურად შესწავლას შეუდგა.
**************
დილით პირველს სანდროს გამოეღვიძა და მაშინვე იგრძნო თბილი ჰაერის შემოფრქვევა ყელში. ნინის მასზე აკრულს ეძინა და გაღვიძებას არ აპირებდა. ბიჭმა ცოტა ხანს უყურა, მერე კი ვეღარ მოითმინა და წუხანდელი ღამის შემდეგ, დასიებულ და დაწითლებულ ტუჩებზე ჯერ ფრთხილად, შემდეგ კი მთელი ვნებით აკოცა. ნინის მაშინვე გამოეღვიძა და კოცნაში ისიც აჰყვა, მერე კი მთლიანად შიშველი მოექცა კაცს ზემოდან და მანამ არ მოშორდა, სანამ სრულიად არ გამოაცალა ძალა.
-ღმერთო, რას მიშვრები? - ძლივს ამოთქვა გოგომ და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირება სცადა, - შხაპის მიღების თავიც კი არ მაქვს. მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა და შენით ვერ ვძღები, - ეუბნებოდა და თან სველი კოცნის ნაკვალევს უტოვებდა ყელზე, მერე კი იქვე უკბინა და უკვე მასზე მოქცეულ კაცს ღიმილით ახედა.
-ნაკვალევი დამრჩება, - გაიცინა სანდრომ და გამობურცულ ტუჩებზე წაეტანა.
-არაუშავს, დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ხარ და სხვა ვერავინ შეგეხება, - თან ელაპარაკებოდა და თან ეფერებოდა ნინი.
როცა ისევ მოსწყდა ქალის დაცვარულ სხეულს მზე უკვე ზენიტში იყო და გარესამყაროს სწვავდა. ნინი ძლივს წამოდგა ფეხზე და სააბაზანოსკენ წავიდა.
-მიდი, შენ საუზმე შეუკვეთე, მე კი წყალს გადავივლებ, - გამოსძახა უკვე ოთახთან მდგომმა და კედელს მიეყრდნო, - ნუ, სადილი უფრო გამოდის, მაგრამ მაინც, - გაიცინა და კარი გამოაღო, - რა გამიკეთე, სანდრო? ფეხზე ვეღარ ვდგავარ!
უკან მალევე გამოვიდა და კარადიდან გამოღებული სანდროს პერანგი მოიცვა შიშველ სხეულზე. კაცმა მაშინვე მოავლო ხელი და მუხლებზე დაისვა.
-ჭამე! - უბრძანა და თავადაც დაიწყო საჭმლის დაგემოვნება.
ზოგჯერ თავის მუხლებზე დამჯდარ ქალბატონსაც გადახედავდა ხოლმე, რომელიც მშვიდად მიირთმევდა და სითბო ეღვრებოდა გულში. ბოლოს, როგორც იქნა დაასრულეს და სანდრომ მაშინვე აკოცა.
-მოდი დღეს საერთოდ არ გავიდეთ არსად, რაა, - მაშინვე შესთავაზა გოგომ, როცა პერანგის ქვეშ ასრიალებული ხელები იგრძნო და თანხმობის კოცნაც მიიღო, - სან, ორი წამით, მოიცადეეეე, აჰჰ, გაჩერდი!
-რა ხდება, ნინი? - გაუკვირდა ბიჭს და სულ რამდენიმე მილიმეტრით მოშორდა ქალის სხეულს.
-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. გითხრა რაა, გაგახსენო.
-მართლა? - ჩაიცინა ბიჭმა და ყელის დალაშქვრა განაგრძო, - შემთხვევით, ის ხომ არა, ჩემი ცოლი რომ ხარ უკვე წელიწადნახევარია და ამას მიმალავდი?
-რააააა? - გაოცებისაგან თვალები შუბლზე აუვიდა გოგოს და მაშინვე მოშორდა.
-სად გამექეცი?
-შენ... შენ... შენ გახსოვდა, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით და არაფერს მეუბნებოდი?
-შენგან განსხვავებით, მთვრალსაც კარგად მახსოვს სად რას ვაკეთებ.
-შე უნამუსო, დეგენერატო, დამპალო! - ბალიშს ხელი წამოავლო და ბიჭს დაარტყა.
-მაგ ბალიშის ნაცვლად, შეგიძლია შენი ბურთები მირტყა, - სიცილით უთხრა გოგოს და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, - უფრო სასიამოვნო სასჯელი იქნება ორივესთვის!
-შე უზრდელო! - სერიოზული ხმით დაუყვირა გოგომ, მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა ტუჩის კუთხეში, - რაებს მიბედავ? სულ გამითამამდი. ასე, გაგიცინებთ ერთს კაცი, გაკოცებთ და მაშინვე თავზე გვასხდებით!
-რაებს გიბედავ, ვითომ წეღან თვითონ არ მაკვნესებდი, - აჰყვა სანდროც და აწითლებული ლოყები დაუკოცნა.
-ვგიჟდები შენზე, სანდროო, - ამოიჩურჩულა ვნებისგან ათრთოლებული ხმით ქალმა და კაცის სხეულს აეკრო.
-მეც მიყვარხარ, ნინი, - გაეპასუხა ბიჭიც და ისევ მისი სხეულის შესწავლა დაიწყო.

თავი 11
აეროპორტში მხოლოდ ანასტასია რომ დახვდათ, ორივეს გაუკვირდა. ჯერ ნინი მოეხვია, მერე კი სიძე მიუშვა ცოლის დასთან.
-ჰე, აბა, მითხარით ახალი ამბავი! - ვეღარ მოითმინა ტასომ და მაშინვე მიახალა წყვილს.
-რა უნდა გითხრათ? - გაიოცა ნინიმ.
-ხო, მართალია ნინი. რაზე ლაპარაკობ, ანასტასია? - თავი გაისულელა სანდრომაც.
-მასე არა? კარგი. მაშინ თქვენს თავებს დააბრალეთ ის, რაც მოგივათ!
-მოიცადე, მოიცადე. რამე ხდება და არ ვიცით? - ერთდროულად ჰკითხეს, რაზეც ტასომ გაიცინა და საჭეს მიუჯდა.
-სხვათა შორის, კაიროს ამბავი ჯერ არ მიპატიებია შენთვის! - შეუბღვირა ნინიმ და უკანა სავარძელზე სანდროსთან ერთად მოთავსდა.
-მოიცადე, ვერ მივხვდი! - წამოიძახა ტასომ მოულოდნელად დაამუხრუჭა, - თქვენ რა კიდევ არ ხართ ერთად?
-ნუ დაგვხოცავ, რაა, - შეევედრა ნინი, - ჯერ სახლში მიგვიყვანე მშვიდობიანად და მერე ვილაპარაკოთ.
-აქედან ფეხსაც კი არ მოვიცვლით, სანამ არ მეტყვით, შერიგდით თუ არა! - გაჯიუტდა ანასტასია.
-ჯანდაბა, კი, ანასტასია, კი! შევრიგდით! - დაუყვირა გოგომ, - დაკმაყოფილდი? შეიძლება ახლა წაგვიყვანო სახლში?
-შეგვიძლია წავიდეთ, - ისე თქვა გოგომ, ვითომც არაფერი მომხდარაო და მშვიდად განაგრძო მართვა.
-მოიცადე, სად მივდივართ? - გაიოცა სანდრომ, როცა ანასტასიამ თავისი მშობლების სახლისკენ აიღო გეზი.
-ჩემებთან მიმყავხართ, - უბრალოდ თქვა და მხრები აიჩეჩა, - დედამ და მამამ ხომ უნდა იცოდნენ რომ დაქორწინებულები ხართ.
-რაა? - თვალები შუბლზე აუვიდა ბიჭს, - შენ რა, იცოდი და არაფერი დამიშავე? ხომ კარგად ხარ, ანასტასია?
-რაო, ცოლი მყავს და ჭკუაზე აღარ ვარო? - გველურად გაუცინა და ეზოში გააჩერა მანქანა, - კიდევ ერთი ახალი ამბავი, - სანამ სახლში შევიდოდნენ, მანამ უთხრათ, - ზეგ თქვენი ქორწილია და ნინი ეს დღეები ჩვენთან დარჩება.
-მოიცადე, რა თქვი?
-რა ქორწილი, ანასტასია? - შეიცხადა ნინიმაც, - ჩვენ ხომ ისედაც დაქორწინებულები ვართ?
-ნუ გაგიჟდებით ახლა! მამამ და დედამ ეგ ხომ არ იციან. თან ნინის შენთან გადმოსვლა ხომ უნდა ახსნათ, არა? ხო, მართლა, სადაა შენი ნიშნობის ბეჭედი?
-ნიშნობის ბეჭედი? - გაიკვირვა ორივემ.
-ღმერთო, რა შეგცოდე? ნუთუ, ხალხი დებილდება დაქორწინების შემდეგ? თუ ასეა საერთოდ არ გავთხოვდები!
-გოგო! - თვალები დაუბრიალა ნინიმ.
-უიმეე, უჟმური! მოიცადეთ, აჰა, გამომართვით, ესეც კი ჩემი მოსაგვარებელია, რაა. რანაირი სიძე ხარ, შეგირცხვა ნამუსი! - უცებ მიაყარა ყველაფერი, ნინის ბრილიანტისთვლიანი ლამაზი ბეჭედი გაუწოდა და სანდროც გამოლანძღა, - ახლა შეგვიძლია შევიდეთ.
*************
ქორწილის დღეც დადგა. ყველანი ღელავდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად ნინი. ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა ყველაფერი. ანასტასია კი ამის საშუალებას არ აძლევდა. დილიდან მოყოლებული დის ნერვებზე უკრავდა და ამაზე ხალისობდა. ჯვრისწერა როგორღაც გადააგორეს და როცა ხელისმოწერაზე დადგა საქმე, აქ აღელდა ნინი.
-დამშვიდდით, მატჩის ბიუროს ქალს ველაპარაკე უკვე. უბრალოდ ცერემონიას ჩაატარებს, თქვენ კი ვითომ ხელს მოაწერთ, რომ დედამ და მამამ არაფერი გაიგონ, - უცებ მიაყარათ ტაძრიდან გასვლისას და დათოს ჩაუსკუპდა მანქანაში.
ცერემონიამაც თითქმის შესანიშნავად ჩაიარა. თითქმის, რადგან როცა რეგისტრატორმა ქალმა ცერემონია დაასრულა და პატარძალს მიუბრუნდა, ჰკითხა:
-გვარს ხომ არ შეიცვლით?
-არა, მადლობა, ჩემს გვარზე დავრჩები, - ყველასგან გასაოცრად უპასუხა სანდრომ და ქალი შოკში ჩააგდო.
-არა, მადლობა, იყოს, - გაიღიმა გოგომ, მერე კი ყველასგან შეუმჩნევლად უჩქმიტა ქმარს და ყურში უჩურჩულა, - ამისთვის მარტო რომ დავრჩებით, მაშინ გადაგიხდი!
როგორც იქნა, რესტორნამდეც მიაღწიეს. აქ კი დაიწყო მამაპაპური ქორწილი. ყველა ერთობოდა, მითუმეტეს სიძე-პატარძალი. ანასტასიას კი თითქმის მთელი ქორწილის განმავლობაში პატარა ანდრეა არ გაუშვია ხელიდან. მხოლოდ ცეკვის დროს უწვენდა ხელში ქეთის, მერე კი ისევ თვითონ აიყვანდა ხოლმე. უკვე კარგად შეღამებული იყო, ხალხიც ნელ-ნელა იშლებოდა და მხოლოდ ახალგაზრდები რჩებოდნენ, როცა ანასტასიამ ჩაძინებული ბავშვი ლაშას გადაუწვინა მკლავებში, თვითონ კი გარეთ გავიდა ჰაერის ჩასასუნთქად. 2 კვირა ხდებოდა რაც რეზი არ ენახა და თითქოს სუნთქვაც კი აღარ შეეძლო. ქორწილშიც დაპატიჟა, მაგრამ ბიჭი აქაც არ მოსულა. გოგომ ღრმად ჩაისუნთქა და როცა მსუბუქმა ნიავმა მასთან ნაცნობი სასიამოვნო სურნელი მიიტანა, თავისთვის გაიღიმა.
-კიდევ დიდხანს უნდა იდგე მანდ და მიყურო? - არც შებრუნებულა, ისე ჰკითხა ბიჭს და მოაჯირს ხელებით დაეყრდნო.
რეზიმ კიდევ ერთხელ კარგად აათვალიერა ლურჯ ფრიალა ატლასის კაბაში გამოწყობილი სხეული, შემდეგ კი ნელა მიუახლოვდა ქალს და დაძარღვული ხელები მუცელზე შემოხვია. ანასტასიას ბიჭის ცხელი სუნთქვა კისერში ეფრქვეოდა და კანს უბუსუსებდა. კაცის ხელებს საკუთარი ხელები შემოხვია და თავი მის მხარს მიაყრდნო.
-მომენატრე, - ამოიჩურჩულა ბიჭმა, ცხელი ჰაერი კიდევ ერთხელ მიაფრქვია გოგოს და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა, მერე კი სწრაფად შეაბრუნა თავისკენ და გულში მაგრად ჩაიკრა, - ასეთი უფრო მომწონხარ.
-როგორი? - გაეღიმა გოგოს და თავიც კი არ აუწევია, უბრალოდ ხელები შემოხვია და ჩაეხუტა.
-ჩემს მკლავებში განაბული და ჩემი მონატრებით შეშლილი.
-თვითკმაყოფილი იდიოტი რომ ხარ, მითქვამს შენთვის აქამდე? - ჰკითხა ანასტასიამ და თვალებში შეხედა.
-მოდი, დავფიქრდები, - ფიქრიანი მზერა შეაგება ქალს და ისე გაუღიმა, ლამის ჩაადნა ხელებში, - მგონი გითქვამს ერთი-ორჯერ.
-ახლა ასე იდგები თუ გააკეთებ იმას, რის გამოც მოხვედი აქ?
-რის თუ ვის გამო? - შეუსწორა რეზიმ და მისკენ გადაიხარა, - არ მკითხავ, ვის გამო მოვედი?
-ვის გამო მოხვედი? - თუთიყუშივით გაიმეორა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში.
-აბა, თუ გამოიცნობ, - ყურთან უჩურჩულა და იქვე მიაკრა გახურებული ტუჩები.
-რეზიი, ნუ მაწამებ! - ძლივს ამოთქვა ტასომ.
-როგორ გიყვარს ყველანაირი მხიარულების ჩაშლა, - ამოიოხრა დამწუხრებულმა ბიჭმა, - არადა იქნებ რა მქონდა დაგეგმილი?
რეზიმ თავი გადააქნია და გოგოს ატრიალებულ თვალებზე საყვარლად გაიცინა.
-ჯანდაბა, რეზი! - გაიბუსხა ქალი და სისხლისფერი ტუჩები დაბრიცა, - მოვკვდები ახლა რომ არ მაკოცო!
ბიჭმა გვერდულად გაიღიმა და მაშინვე დაეწაფა ქალის დაბურცულ ტუჩებს. მთელი ვნებით კოცნიდა და თან ხელებს დააცურებდა ანასტასიას მოშიშვლებულ ზურგზე. მათ კოცნაშიც კი ჩანდა მონატრება. ერთმანეთს მხოლოდ ჟანგაბის მარაგის შესავსებად მოშორდნენ. გოგო აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა, თან აწითლებული ლოყებით შესცქეროდა ბიჭს.
-ამ საღამოს ვინმემ გითხრა, რომ საოცრად გამოიყურები? - ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და დაწითლებულ ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა.
-ნწ, - თავი გააქნია გოგომ და გაიღიმა, - პატარძლისა და მისი მეჯვარის შემდეგ მე ვინმე შემომხედავდა?
-მე კი მგონია, რომ ყველაზე ლამაზი ხარ!
-ერთხელაც ისევ შენ თუ შემიწირავ, რეზი!
-ისევ თქვენს სამსახურში, ტასო!
მისი ნათქვამი „ტასო“ თითქოს სულ სხვანაირად ჟღერდა. გაახსენდა ანდრეა, მისი ზღვისფერი თვალები და მისგან დაძახებული „ტასო“, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. რეზის ხმის გაგონებისთანავე სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა და თავს ვერ აკონტროლებდა. მხოლოდ მასთან ყოფნასა და მის კოცნაზე ფიქრობდა. გოგოს თავის ფიქრებზე გაეღიმა და თავი გადააქნია.
-მგონი შესვლის დროა, - უცებ მოხვია კაცმა წელზე ხელი და კარისკენ უბიძგა.
-მგონი, მართალი ხარ.
-მოიცა, შენ რა ჩემს ხელს არც კი მოიშორებ, ისე შეხვალ? - გაიკვირვა ბიჭმა და ერთი თავით დაბალ გოგოს შეხედა.
-მე ხელს არ მიშლის და შენ? - მაცდურად გაუღიმა და სწორედ მაშინ აკოცა, როცა დარბაზში შევიდნენ.
თვით ნეფე-პატარძალსაც კი ყბა ჩამოუვარდათ და ასე პირღიები შესცქეროდნენ წყვილს. მერე კი ნინიმ პირდაპირ მიაჭრათ და მაშინვე კითხვები დააყარათ:
-ერთად ხართ? მითხარით, რომ ერთად ხართ და ეს დაძმური კოცნა არ ყოფილა.
-ძმად რომ მიმაჩნდეს, ტუჩებში ვაკოცებდი? - თვალები აატრიალა ტასომ.
-მოიცადეთ, - წამოიძახა უცებ, - და რეზი შენ თანახმა ხარ?
-უარზე ყოფნის ეტყობა რამე? - ისევ ტასო გაეპასუხა.
-აცადე, გოგო, იქნებ მასაც სურს აზრის დაფიქსირება? არ დამიმყარა ოჯახში უცებ მატრიარქატი? - შეიცხადა ნინიმ.
-იცი, აჯობებს წახვიდე და ტორტი გაჭრა ან რა ვიცი მე, თაიგული ისროლო!
-თაიგული მართლა რომ არ მქონდეს სასროლი, ხომ იცი, ვერ მომიშორებდი, - ნინიმ თაიგული დაუქნია, მერე კი დარბაზის შუაგულისკენ წავიდა, - აბა, ქალბატონებო, ვისაც ჯერ არ გიპოვიათ მეორე ნახევრები, დაეწყვეთ! - დაიძახა გოგომ და ზურგით დადგა.
ცოტა ხანს დაიცადა, კარგად გადაავლო თვალი და სროლას აპირებდა, უცებ რომ შემოტრიალდა და დატოვა ასე ხახამშრალები.
-რა მოხდა? კარგი, ხოო, ვისვრი! - გაიცინა და ისევ სასროლად მოემზადა.
უცებ მის გვერდით საიდანღაც ნიკა გაჩნდა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და მაშინვე გაეცალა.
-შენ რომ არ გეთქვა, მაგას ისედაც ვაპირებდი! - მიაწია სიტყვები და თაიგული პირდაპირ გვანცას ჩაუგდო მკლავებში, - ოჰო, შემდეგი ჩემი საოცარი მეჯვარე თხოვდება, როგორც ჩანს! - ტაში შემოჰკრა და გაიცინა, გვანცა კი სახეზე აწითლდა.
-ნინი, არ გინდა, ჩემი საჩუქარი ნახო? - უცებ ჩაავლო ხელი დას და ცოტა მოფარებული ადგილისკენ წაიყვანა.
-მეც მათრახს მჩუქნი თუ მთლიან ოთახს „საწამებელი“ იარაღებით სავსეს?
-წამოდი, წამოდი და ნახავ!
-მოიცადე, მაშინ ქმარუკასაც წამოვიყვან.
-კარგი, - მხრები აიჩეჩა ტასომ და დაიცადა, მერე კი დარბაზში ახლახან შემოსულ მაღალ ბიჭს ხელი დაუქნია და თავისთან იხმო.
-აბა, სად არის ჩვენი საჩუქარი? - მაშინვე იკითხა ნინიმ, თან სანდროს არ უშვებდა ხელს.
-მოვიდა უკვე, - გაიცინა გოგომ.
-მოიცა, ცოცხალია და დადის? - გაოცდა სანდრო.
-კი, შენ წარმოიდგინე, დავდივარ, - გაიცინა უკვე ტასოს უკან მდგომმა კაცმა და ხელები გაშალა, - აბა, არ გადამეხვევით?
-თორნიკე, არ მჯერა, შენ ხარ? - წამოიძახა ნინიმ და მაშინვე გაიქცა ბიჭისკენ.
-არა, გეჩვენება, - გაეღიმა ტასოს და დარბაზს მოავლო თვალი, - აქ დამელოდეთ, ბიჭებს მოვიყვან.
-არამგონია დაგჭირდეს, - გაეცინა სანდროს და თოკოს მოკითხვის შემდეგ უთხრა ქალს, - ვერ ხედავ, რეზის მოჰყავს უკვე. მომწონს ქვისლის შემართება, - და გადაიხარხარა.
ანასტასიამ ირონიულად გაუღიმა და ხელზე უჩქმიტა.
-აუ, მეტკინა, - ნატკენ ადგილას მოისვა ხელი და ნინის გახედა, - შენი და დააწყნარე, რაა, თორემ მოგიკლა ქმარი!
-მაგას მარტო რეზი ამშვიდებს, - გაუცინა ნინიმ, - თუ გინდა, ნატკენს მოგირჩენ, - ყურში ვნებიანად უჩურჩულა და როცა სანდროს დაჭიმული სხეული დაინახა, ტუჩები ლოყაზე მოაკრო.
-სანამ ისინი მოსულან, - თქვა უცებ ტასომ, - თქვენს ეგვიპტურ ტურნეზე უნდა გითხრათ რაღაც.
-ის სახეშეხვეული ბედუინი შენ იყავი, არა? - მაშინვე ჰკითხა ნინიმ და თორნიკეს თვალებში შეხედა.
-მეგონა ვერ მიცნობდი, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ყოველთვის ყველაზე დასტოინი მეგონე, - არ ჩერდებოდა ნინი, - ამისგან უარესსაც კი მოველოდი, - ხელი დისკენ გაიშვირა, - მაგრამ შენ რაღამ აგაცანცარა ეს ამხელა ბუმბერაზი კაცი?
-შენი და ყველას გადაიყვანს ჭკუიდან, ჩემზე უფრო დასტოინ რეზისაც კი, - გაიღიმა თორნიკემ და უკვე მოსულ ბიჭებს გადაეხვია.
-შე არასწორო, - მაშინვე წამოიწყო ლაშამ, - არ უნდა გეთქვა, ჩამოსვლას თუ აპირებდი?
-არც ვაპირებდი, ამან მაიძულა, - ხელი გაიშვირა ტასოსკენ.
-ერთი წუთით, - წამოიძახა ანასტასიამ, როცა რეზი და თორნიკე ერთმანეთს კარგი ნაცნობებივით გადაეხვივნენ, - თქვენ საიდანღა იცნობთ ერთმანეთს?
-ოოოო, ეს გრძელი ამბავია, ჩემო ტასიკოო, - გაეცინა რეზის და ქალს წელზე ხელი მოხვია.
-რაა? - თვალები შუბლზე აუვიდა თორნიკეს, - შენ ახლა მას ტასო დაუძახე, წელზე ხელი მოხვიე და ამან მინიმუმ არაფერი ჩაგარტყა და მაქსიმუმ არ მოგკლა?
-ზოგჯერ სასწაულებიც ხდება, - გაიცინა ლაშამ და მხარზე ხელი დაარტყა კაცს, - წამო, წამო, ჩემს ცოლ-შვილს გაგაცნობ.
ქალი იდგა და უყურებდა თითქმის ერთად შეკრებილ ოჯახს და იღიმოდა. თითქმის იმიტომ, რომ ანდრეა არ იყო მათთან ერთად. უეცრად გულში რაღაც უცნაური სითბო ჩაეღვარა და აღელდა. ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ეს გრძნობა, რადგან ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ იგრძნო მსგავსი რამ. ახლა კი ეს შეუძლებელი იყო. მაშინვე ყველაფერი თორნიკეს ჩამოსვლას, ნინის ქორწილს და ოჯახის გაერთიანებას გადააბრალა და უცნაურად აკვიატებული აზრები თავიდან მოიშორა.
-ანასტასია, - როცა ყველამ ნახა და გაიცნო თორნიკე, მერე ჰკითხა ნინიმ, - მხოლოდ დათუჩას ძმა იყო ჩვენი საქორწინო საჩუქარი?
-რა, არ მოგეწონა?
-ოხ, შე საჩუქრის ჟმოტო, ქალო!
-ოხ, შე საჩუქრებზე დახარბებულო ქალო, - არ ჩამორჩა ანასტასიაც.
-მართლა სხვა არაფერს გვჩუქნი?
-რა გინდა, ნინი?
-მეე? მე არაფერი! ისე, გიორგი ბიძიას და სოფო ბიცოლას უთხარი მათი შვილი რომ დაბრუნდა? ან დედამ და მამამ თუ იციან?
-სიურპრიზს ვუკეთებ.
-შენ ხომ არაფერი გეშველება, - ჩაიქნია ხელი ნინიმ, - ერთხელაც იქნება შეგვიწირავ შენი სიურპრიზებით.
***************
ქორწილის მეორე დღესვე გააცილეს ნინი, სანდრო და გვანცა ამერიკაში. გვანცას და ნინის სწავლა ეწყებოდათ, ხოლო სანდრო ცოლს მარტო ხომ არ გაუშვებდა? ამიტომ მთელი თავისი საქმეები ბიჭებს გადააბარა და წავიდა. რეზი და ანასტასია კი თითქმის ყოველ დღე ნახულობდნენ ერთმანეთს და მაინც არ ჰყოფნიდათ. ნოემბერი იწურებოდა, როცა ანასტასიამ შემზარავი ამბავი გაიგო. მამამისს თითქმის მთელი თავისი ცხოვრების ნაშრომი ჩამოენგრა თავზე. მასზე გამოქვეყნებული ცნობები ქვეყნის ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში იყო და ყველგან ერთსა და იმავეს წერდნენ. რომ მან ყველაფერს ხალხის მოტყუების გზით მიაღწია და ამ ყველაფერს ისეთი დოკუმენტაცია ერთვოდა თან, რომ ეჭვსაც კი ვერ შეიტანდი. ტასომ როგორღაც გადააგორა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მამამისი დამნაშავე არ იყო და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ გოგოს ის ფაქტი აეჭვებდა, რომ ირაკლიც და მისი ტყუპისცალი გიორგიც არაფერს აკეთებდნენ. ბიჭებიც საეჭვოდ დუმდნენ. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მიიღო, როცა გაიგო, რომ ეს საბუთები რეზიმ მიაწოდა ერთ-ერთ ჟურნალისტს და მერე მათ გავრცელებაზე იმ ჟურნალისტმა თავად იზრუნა.
-ეს რატომ გააკეთე? - იმ საღამოსვე მიუვარდა ბიჭს სახლში და სახეში გაზეთები შეაყარა.
ქაღალდები ნელ-ნელა დაეშვა იატაკზე და სხვადასხვა ადგილას მიმოიფანტა.
-მითხარი, რატომ ჩაიდინე? - ყვიროდა გოგო და მუშტებს მკერდში უშენდა, - რატომ? რა დაგიშავა მამაჩემმა ასეთი?
-ტასო, ტასო, დაწყნარდი!
-არ შემეხო, არც კი გაბედო ჩემთან მოკარება! - უცებ მოსცილდა ბიჭს, - ცხოვრებაში აღარასდროს ახსენო ჩემი სახელი! გეფიცები, განანებ ამას!
-ტასო, შენ არ გესმის, - დაიწყო ისევ ბიჭმა.
-რა, რა არ მესმის? - დაუყვირა კაცს, - იცი, რამ მატკინა გული ყველაზე მეტად, მას შემდეგ რაც ანდრო დავკარგე? შენმა ორპირობამ! სინდისიც კი არ გყოფნის, გამოდიხარ ტელევიზიით და აქედან ვიგებ, რომ თურმე ყველაფერი შენი გაკეთებულია! მეზიზღები, მძულხარ! მთელი ჩემი ოჯახი, ადამიანები რომლებიც მიყვარს, გენდობოდნენ, შენ კი, შენ... როგორ გამოიყენე ჩვენი ნდობა! თავი შემაყვარე, მერე კი უნამუსოდ გადამიარე!
გოგო ისევ აგრძელებდა ყვირილს, რეზის კი მხოლოდ მისი ნათქვამი „თავი შემაყვარე“ ესმოდა. ბიჭმა წამში დაფარა მანძილი და ანასტასიას ცრემლებით დანამულ ბაგეებს დააკვდა. გოგო ჯერ გაინაბა, მაგრამ მალევე მოშორდა და მთელი ძალით გააწნა სილა.
-აღარსდროს, აღარასდროს გაბედო და არ მომეკარო! კიდევ ერთხელ მაკოცებ და შენს თავს დააბრალე რაც მოგივა!
ქალმა კარი გამოიჯახუნა და წავიდა. რეზიმ მაშინვე მოიფრიალა ყველაფერი რაც კი მსხვრევადი იყო და კედელს მიეყუდა.
-ჯანდაბა, ტასო, შენ რომ სიმართლე იცოდე! შენ რომ გესმოდეს ჩემი, - ამოილაპარაკა გოგოს სიტყვებით გულმოკლულმა კაცმა და იქვე შემთხვევით გადარჩენილი სასმელი პირდაპირ ბოთლიდან დალია.
**************
ანასტასიამ მეორე დღესვე სთხოვა მამამისს, რომ მთელი საქმეები მისთვის გადმოებარებინა. ქალი არ აპირებდა ჩუმად მჯდარიყო და არაფერი ეკეთებინა. ირაკლი თავიდან წინააღმდეგი იყო, ტასოს ეუბნებოდა, რომ არ ესმოდა საქმის სირთულე და ახლა საჭიროც კი იყო დუმილი, მაგრამ ანასტასიას ამის გაგონებაც კი არ სურდა. ამის შემდეგ, რეზის ერთხელაც არ შეხვედრია. მთელ დღეებს თავის ნათლულთან ატარებდა და თავისი სიმშვიდით ყველას აოცებდა.
ნინის და გვანცას ზამთრის არდადეგები დაეწყოთ და საქართველოშიც დაბრუნდნენ. სამაგიეროდ ანასტასია გაემგზავრა ვაშინგტონში, რადგან სამსახურეობრივი შემოთავაზება მოუვიდა და გოგომაც უარი აღარ თქვა. ყველაფერი მოაგვარა, ბარგი შეკრა და ისე წავიდა, რომ არავის დამშვიდობებია.

თავი 12
აგვისტოს ბოლო დღეები იწურებოდა. ქალაქში ბუღი იდგა და ყველა სიცხისგან შეწუხებული ჩრდილს აფარებდა თავს ან სახლში კონდიციონერის წინ იჯდა და ასე გრილდებოდა. კესო დოლიძე, 24 წლის ახალგაზრდა ქალი, ვაშინგტონის ქუჩებს მიუყვებოდა და სამსახურისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა. თითქმის 9 წელი იწურებოდა მას შემდეგ, რაც სამშობლო დატოვა და მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ვაშინგტონში გადმოვიდა. კესომ თავისი სურვილი აისრულა, ექიმი გახდა და ახლა მედსტარის საავადმყოფოში მთავარ ქირურგად მუშაობს. მისი მშობლები კი ისევ საქართველოში დაბრუნდნენ.
ქალმა მოზომილი ნაბიჯებით გადაჭრა გზა და ყველა გამვლელის მზერა თან გაიყოლა. მისი წითელი თმები მზეზე ბრწყინავდნენ და ქალს საოცარ მომხიბვლელობას მატებდნენ. როგორღაც მიაღწია საავადმყოფომდეც და ამოისუნთქა, როცა ნაცნობი წამლების და სისუფთავის სურნელი იგრძნო. მაშინვე გადახედა დღის განრიგსა და დაგეგმილ ოპერაციებს. მიყოლებით რამდენიმე უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებდა. თავისი საქმის პროფესიონალი იყო და ყველაფერს აკეთებდა. ბევრჯერ გადაურჩენია მომაკვდავი პაციენტი და ახლაც არ აპირებდა მათი სიკვდილისთვის დათმობას.
გოგომ სწრაფად გამოიცვალა, ლურჯი სამოსი მოირგო და თითქმის ერთი კვირის აკვიატებულ გრძნობას ისევ არ მიაქცია ყურადღება. პირველი 2 ოპერაცია ყველანაირი გართულების გარეშე ჩაატარა და ცოტა ხანს დასასვენებლად ჩამოჯდა, როცა ჩოჩქოლი ატყდა, ამას კი ჯერ მედდების, შემდეგ - ექიმების სირბილი მოჰყვა. ყველანი რატომღაც კომაში მყოფი პაციენტების სართულისკენ გარბოდნენ. „ალბათ, რომელიმე პაციენტი გარდაიცვალა“, გაიფიქრა ნაღვლიანად ქალმა და თავი კედელს მიაყრდნო.
-კესო, - დაუძახა ერთ-ერთმა მედდამ, - წამოდი, ეს უნდა ნახო.
-რა ხდება, კარლა?
-შენმა პაციენტმა გაიღვიძა, - ახარა შუა ხნის ასაკის პუტკუნა ქალმა და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
კარლასთან ერთად აირბინა კიბეები და ერთ-ერთ პალატასთან შეჩერდა. შიგნით ტევა აღარ იყო. ყველა ახლადგამოღვიძებულ პაციენტს დაჰფოფინებდა თავს, რადგან კაცმა მთელი ამდენხნიანი კომის შემდეგ გამოიღვიძა. კარლამ კი კესოს პაციენტი იმიტომ უწოდა, რომ ეს ბიჭი იყო პირველი ვისაც კესომ ამ საავადმყოფოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარა, თანაც წარმატებით და მას შემდეგ ხშირად დადიოდა მის მოსანახულებლად-ხოლმე. ბიჭი კესოს მოსვლამდეც დიდი ხნით ადრე დაეწვინათ საავადმყოფოში, მაგრამ მისი არც სახელი იცოდნენ, არც ასაკი და არც მნახველები ჰყავდა. ამიტომ ჯონ დოუს სახელით გაატარეს და იცდიდნენ. მისი მკურნალობის ფული კი ჩვეულებრივ ირიცხებოდა. ოღონდ არავინ იცოდა, ვინ და რატომ აკეთებდა ამას.
კესო კარის ჩარჩოს მიეყრდნო და იქიდან ადევნებდა თვალს. კაცის ყურადღება კი მაშინვე მიიპყრო წითელთმიანმა ქალმა და თავიდან ფეხებამდე ძალიან ნელა და დაკვირვებით შეათვალიერა, შემდეგ ტუჩებზე ღიმილისმაგვარმა ემოციამ გადაურბინა და მალევე გახედა სხვა ექიმებს. ქალი კი მთლიანად ააფორიაქა მისმა ერთმა შეხედვამაც კი. შორიდან ვერ გაარჩია ბიჭის თვალების ფერი და მოურიდებლად მიაშტერდა. ბიჭმა კიდევ რამდენჯერმე გამოხედა ისევ იმ ღიმილნარევი მზერით, მერე კი ექიმების კითხვებზე დაიწყო პასუხების გაცემა.
-ინგლისურად საუბრობთ? - ჰკითხა ერთ-ერთმა კაცმა და ოთახში პირველად გაიჟღერა პაციენტის ხმამ.
-რა თქმა უნდა, - უაქცენტოდ თქვა ბიჭმა და თვალის კუთხითაც კი დააფიქსირა, როგორ დაუარა კესოს ჟრუანტელმა მისი ბოხი ხმის გაგონებისას, - ვსაუბრობ როგორც ინგლისურ, ასევე გერმანულ, არაბულ და ქართულ ენებზე.
გოგო გაკვირვებული შეაცქერდა, როცა კაცმა ქართული ახსენა.
-თქვენი სახელი? - კითხვა ისევ იმ ექიმმა დაუსვა.
კაცის სახელის გაგონებაზე ხომ საერთოდ გაოცდა. თითქმის პირღია შეჰყურებდა საწოლში წამომჯდარ კაცს და ურცხვად არ სწყვეტდა მზერას.
-შეუძლებელია შენ იყო, - მხოლოდ ეს ამოიჩურჩულა ქართულად კესომ და პალატას ზურგი აქცია.
ამ სახელის და გვარის მქონე მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა, იმასაც ძალიან დიდი ხნის წინ. ამ ყველაფერმა თითქოს მივიწყებული გრძნობები წამოუშალეს და გული თავიდან აუფართხალდა. ფიქრობდა, რომ დაავიწყდა, ბავშვურ გატაცებად მიაჩნდა, მაგრამ ახლა ისევ რატომ გაახსენდა თავისი პირველი სიყვარული და მისგან მოპარული პირველი კოცნა? ქალმა ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და პირდაპირ საოპერაციოში შევიდა.
კესომ მორიგეობა ღამის ცვლაშიც გააგრძელა და გაოგნებული დარჩა, როცა მასთან კარლა მივიდა და ახლადგამოღვიძებული პაციენტის დანაბარები გადმოსცა. კაცს მისი ნახვა სურდა.
-უთხარი, რომ არ მცალია და ვერ ვნახავ. მოიფიქრე რამე, ვითომ გადაუდებელი ოპერაციები მაქვს, ახლა არ შემიძლია მასთან შეხვედრა, - სთხოვა ქალს და თავის კაბინეტში შევიდა.
მთელი ღამე თეთრად გაათენა. ყოველ საათში გადიოდა შემოვლაზე და როცა კაცის პალატაში უწევდა შესვლა, ხან ვის შეაგზავნიდა და ხან ვის. ამ ყველაფერს კი სულელური მიზეზებით ხსნიდა. ბოლოს კარლამ ვეღარ მოითმინა და კაბინეტში შეაკითხა.
-რა ხდება, კესო? - მზრუნველი ხმით ჰკითხა ქალს და თბილი თაფლისფერი თვალებით შეხედა, - ასეთ აფორიაქებულს პირველად გხედავ.
-ნეტავ, თავად ვიცოდე, რა ხდება ჩემს თავს, - ამოიოხრა გოგომ და დივანზე ჩამომჯდარ ქალს თავი კალთაში ჩაუდო.
ქალმა ნაზად გადაუსვა თავზე ხელი და ჭინკებათამაშებული თვალებით დახედა კესოს.
-იცი, მგონი მაგ შენს „არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს“ იმ ბიჭის სახელი ჰქვია.
-საერთოდაც არა, - გველნაკბენივით წამოვარდა ფეხზე ქალი და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
-კი, კი, მასეა, - ღიმილით უთხრა კარლამ, - მეც მასე მემართებოდა, პირველად რომ შევხვდი პედროს.
-შენს ქმარს? - თვალები შუბლზე აუვიდა კესოს.
-ზუსტად.
-და ამით რისი თქმა გინდა? - გულისცემამ ლამის ორასს მიაღწია.
-არაფრის, საერთოდ არაფრის, - ისევ გაიღიმა ქალმა და წამოდგა, - მიდი და ნახე ის ბიჭი, არ იკბინება. თან ძალიან სიმპათიურია. პედრო რომ არ მყავდეს, ანა და მიგელი, ამასთანავე ერთი 25 წლით ახალგაზრდაც რომ ვიყო, ხელიდან არ გავუშვებდი, ისეთია, - ქალი ოცნებაში წავიდა და ტუჩი მოიკვნიტა.
-ოოო, კარლა, კარგი რაა, - ამოიბუზღუნა გოგომ, - ეგ მინდოდა კიდე მე?
-წადი და ნახე, იქნებ რა უნდა გითხრას, - გაუღიმა ქალმა და გასვლისას თავისთვის ჩაილაპარაკა, - და დაგაყენოს საშველი.
მთელი ნახევარი საათი დააბოტებდა კესო აქეთ-იქით და ვერ გადაეწყვიტა ასულიყო თუ არა მის სანახავად. მერე შემოვლაზე წავიდა და გზაში გადაწყვეტილებაც მიიღო. ბიჭის პალატა ბოლოსთვის შემოიტოვა და როცა ბოლო პაციენტიც ნახა, მუხლებისკანკალით წავიდა 415-ე პალატისკენ. დერეფანში გაუხვია და თვალები გაუფართოვდა, როცა წვეთოვანით მდგომ ბიჭს ლამის შეასკდა.
-აქ რას აკეთებთ? რატომ ადექით? - მასში ექიმი ჩაირთო და არც კი დაჰკვირვებია იმ ფაქტს, რომ ქართულად უყვიროდა.
ბიჭმა მხოლოდ ჩაიცინა და გაბრაზებული გოგო თავიდან ბოლომდე კარგად აათვალიერა.
-თქვენ გეძებდით, - ისევ ის ბოხი ხმა და უკვე მთელს ტანში მოსიარულე ჭიანჭველების არმია, - ხომ გაგიგონია ანდაზა, თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთანო? - გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა.
-დამეყრდენით, სწრაფად! - მკაცრად უთხრა კესომ და როცა კაცის ხელი მხარზე მოეხვია მთელს სხეულში ჯერ ჟრუანტელმა დაუარა, მერე ეკლებმა დააყარა, გააცია, გააცხელა, მოკლედ ყველაფერი დაემართა რაც კი შეიძლება მოსვლოდა, - თქვენი დიდხანს ფეხზე დგომა ჯერ არ შეიძლება!
-მოსულიყავი ჩემს სანახავად და ფეხზეც არ ავდგებოდი, - ისევ მხიარულ ნოტაზე აგრძელებდა ბიჭი და ქალს გონებას უარესად ურევდა.
როგორღაც მიაღწიეს პალატამდე. კესომ სწრაფად დააწვინა საწოლზე და პლედი გადააფარა, შემდეგ იქვე მგომ კარადასთან მივიდა, ერთ-ერთი უჯრიდან ნემსით წამალი ამოიღო და სწრაფად შეიყვანა წვეთოვანში.
-რას აკეთებ? - გაიკვირვა ბიჭმა და თვალები მიელულა, - კი, მაგრამ, ჩვენ ხომ არ გვილაპარაკია?
-ახლა თქვენს ორგანიზმს დასვენება უფრო სჭირდება, ვიდრე ჩემთან საუბარი!
-მასე არ ვფიქრობ, კესო, - ბოლო სიტყვები ლამის ჩურჩულით ამოთქვა და ძილმა წაიღო.
მისი ნათქვამი „კესო“ თითქოს სულ სხვანაირად მოხვდა ქალის ყურს და მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელის სახით გავრცელდა. ცოტა ხანს უყურებდა მძინარე კაცს და შემდეგ კი იმ ფაქტს დაუფიქრდა, რომ ასე ახლოს იყო მასთან და მისი თვალების ფერი ჯერაც ვერ გაარკვია, რადგან თვალების გარდა ყველგან უყურებდა. ინსტიქტურად გადაისვა თითები ტუჩებზე და ახლაღა მიხვდა, რომ ბიჭმა მას სახელით მიმართა. კესო დაეჭვებული უყურებდა და მის ამოცნობას ცდილობდა, მაგრამ მოგონებები თითქმის გაცრეცილიყვნენ. თანაც ბიჭი ახლა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იყო. კომას მისი სხეული გაელია და იმდენად იყო გამხდარი, რომ მის თითოეულ ძვალს ადვილად დაითვლიდით, მაგრამ ტუჩები იმდენად მიმზიდველი და წითელი იყო, კესომ ძლივს გადააგორა ნერწყვი. გოგომ მისკენ ხელი გასწია და სულ ოდნავ შეეხო ხელზე, შემდეგ კი თითები ბიჭის თლილ თითებში ახლართა და ისეთმა მუხტმა დაუარა მთელს სხეულში, გეგონებოდათ დენის წყაროს მიუერთესო. კესო დამდუღრულივით გახტა უკან და მთელი სისწრაფით დატოვა ჯერ პალატა, შემდეგ კი საერთოდ საავადმყოფო, რადგან მისი ცვლა დასრულდა.
სახლში მისულმა ხელის კანკალით ძლივს შეაღო კარი, საწოლზე მუცლით დაეცა ვარსკვლავის ფორმაში და თავი ბალიშებში ჩარგო. სიზმარშიც რომ არ მოასვენა? დაფეთებულმა ჭყიტა თვალები და აჩქარებული გულისცემის დარეგულირება სცადა.
-რას მერჩი? ვერ ვიყავი მშვიდად ჩემთვის? - ამოიკნავლა საცოდავად და საათს შეხედა.
შემდეგ შხაპი მიიღო, ისადილა და ისევ დასაძინებლად წავიდა. მეორე დღემდე, უფრო სწორად ღამემდე, მორიგე არ იყო და კარგად გამოძინებას აპირებდა, მაგრამ რად გინდა? კაცმა სიზმარში ისევ მიაკითხა და არ მოასვენა. კესომ კვლავ დაფეთებულმა გაიღვიძა და მთლიანად ოფლში მოცურავემ გვერდი იცვალა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! - ყვიროდა გოგო და უშედეგოდ ცდილობდა ძილის შებრუნებას, - მივსულიყავი, იქნებ რა უნდოდა ეთქვა? იდიოტი რომ იქნები ადამიანი! სიზმარში მაინც მომასვენოს! არა, მოდის აქაც და იმ თავის საოცარ ღიმილს მანათებს, მერე კი იმ მოსაჭმელი ტუჩებით მკოცნის! აააააააა! გავგიჟდები ახლა! არა, მაინც არ მოვალ შენ სანახავად, ვაჟბატონო!
გოგომ კიდევ ერთი ბრუნი გააკეთა საწოლში, მერე კი ტუმბოდან დამამშვიდებელი ამოიღო და სწრაფად გადაყლაპა. შემდეგ კი დილამდე უსიზმროდ ეძინა.
************
სამსახურში საღამოს 9 საათზე მივიდა და ისევ ოპერაციების განრიგს უყურებდა, როცა კარლას ხმა მოესმა.
-იმედგაცრუებული ვარ შენით, კესო!
-რაა, რამე დავაშავე? - შეიცხადა ქალმა და მომზადება დაიწყო.
-ისე გაწერეს ბიჭი, შენ ერთხელაც კი არ ნახე! არადა, როგორც კი გამოფხიზლდა, მაშინვე შენ გიკითხა!
-არაუშავს, გადაიტანს როგორმე, - უდარდელად აიჩეჩა მხრები, - და როდის გაწერეს?
-ოჰ, დავინტერესდით? - გაიოცა ქალმა, - რა საჭიროა იცოდე?
-კარგი რაა, კარლა! მითხარი, გთხოვ.
-დღეს დილით, - ამოიოხრა ქალმა, - უნდა გენახა როგორი დანაღვლიანებული გადიოდა აქედან. მასეთებს მხოლოდ ბედნიერება და ღიმილი უხდებათ და არა სევდა!
-რა დარწმუნებული ხარ, რომ ვინმე მკვლელი ან ნარკომანი არ არის?
-ინტუიციით ვგრძნობ. იცინე, ხო, იცინე და ჩემს ინტუიციას ჯერ არ უმტყუნია. შენ კი, ქალბატონო, გეუბნები, შეიძლება შენი ბედი გაუშვი ხელიდან!
-ჩემი ბედი არა, ის! - ხელი აიქნია ქალმა და საოპერაციოში შევიდა.
რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ ქანცგაწყვეტილი გამოვიდა, როცა კარლამ მოირბინა მასთან.
-კესო, ჩქარა, სასწრაფომ შემოიყვანა ახლახან. დაჭრილია, სისხლდენას ვერ ვუჩერებთ, - უყვიროდა ქალი, თან სასწრაფოს განყოფილებისკენ მიარბენინებდა.
-ვინ, კარლა, ვინაა დაჭრილი? რა ხდება?
-შენი პაციენტი, ისაა დაჭრილი, - მიახალა ქალმა და კმაყოფილმა ჩაიცინა, როცა დაინახა, როგორ ეცვალა ფერები კესოს სახეზე და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
-აბა, ჩემი ინტუიცია არასდროს ცდებაო? დაჭრილია ე.ი. არაა მთლად სუფთა სინდისის მქონე!
-მე მასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი, - უთხრა ქალმა და კესო ერთ-ერთი ჩამოფარებული ფარდის შიგნით შეაგდო, - აქაა და მიხედე.
გოგომ სწრაფად მოავლო მზერა ოთახს და როცა საწოლზე მშვიდად გაწოლილ ბიჭს შეხედა, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი სჭირდა, ამოისუნთქა. აი, მერე კი წამოენთო და ბიჭს ჩხუბი დაუწყო.
-რა გინდა? რას გადამეკიდე? არ შემეშვები? რა საჭირო იყო ამ ფარსის მოწყობა?
-რატომ ფარსის? - გაიოცა ბიჭმა და გაჭრილი თითი დაანახა, რომლიდანაც წვეთ-წვეთად სდიოდა სისხლი, - ვერ ხედავ ჩემს ჭრილობას?
-ამას ექიმი, მითუმეტეს ქირურგი არ სჭირდება! მედდაც მშვენივრად მიხედავს, - შეეცადა მშვიდად ეთქვა, მაგრამ მხრების ცახცახით მიახვედრა ბიჭი, რომ ისევ გაბრაზებული იყო.
-ჭრილობასაც არ გადამიხვევ? - კნუტის თვალებით ახედა ბიჭმა და კესომ ახლა ნამდვილად შეძლო მისი თვალების ფერის გარჩევა.
-არა, ეს შეუძლებელია, - თავი გააქნია ქალმა, - ის ვერ იქნები! აქ მაინც დამასვენე! - აღმოხდა ბოლოს სასოწარკვეთილს.
-აქ? რას გულისხმობ, ვერ ვხვდები. კიდევ სადმე გაწუხებ? - გაიოცა ბიჭმა და ისე გაუღიმა, გოგო ლამის იქვე ჩამოიღვენთა და დადნა.
-ჯანდაბა. მაჩვენე ხელი, დაგიმუშავებ ჭრილობას და მერე გაქრი აქედან!
-ცოტა ფრთხილად, მეწვის, სხვათა შორის, - უთხრა ბიჭმა და სპირტიანი ბამბის გადასმისას შეკრთა.
-ასე გაჭრა როგორ მოახერხე? მოიცადე! შემთხვევით ძალით ხომ არ გადაისვი დანა? შენ რა მაზოხისტი ხარ?
-საჭმლის მომზადებისას გადავისერე. არც ისეთი კარგი მზარეული ვარ, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა, - და კი, მაზოხისტი ვარ, ოღონდ არა იმ გაგებით, რა გაგებითაც შენ გგონია.
-მზადაა, შეგიძლია წახვიდე, - კესო წამოდგა და გასასვლელად მოემზადა, როცა ბიჭმა მაჯაზე დაქაჩა და თავისკენ შეაბრუნა.
გოგო მთელი სხეულით აეკრა კაცს და თავის შესაკავებლად მკლავებზე ჩაებღაუჭა. იმას აღარ ვიტყვი, რომ ორივეს ჟრუანტელი უვლიდათ ამ მცირეოდენი შეხებისგანაც კი და არც ერთი არ აპირებდა გაწევას.
-მოიცადე, არ გაინტერესებს, იქნებ რა მქონდა სათქმელი, ასე უცებ რომ გარბიხარ?
პირდაპირ ყურთან უჩურჩულა ბიჭმა და გოგოს ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ყელში. კესოს ოფლმა დაასხა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ისევ კაცი მოვიდა გონს, გოგოსგან 2 ნაბიჯით უკან დაიწია და ქალს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
-სწრაფად მითხარი, საქმეები მაქვს, - გამტყდარი ხმით ამოთქვა კესომ და ბიჭს გახედა.
-მინდა, რომ სარეაბილიტაციო კურსი შენ გამატარო, - ძალიან წყნარად უთხრა ბიჭმა და ქალის პასუხს დაელოდა.
-მე? - თვალები შუბლზე აუვიდა გოგოს, - მე რა შუაში ვარ? თანაც მშვენიერი ექიმები გვყვანან მაგისთვის.
-მე მინდა, რომ შენ იყო ჩემი ექიმი, - უკან არ იხევდა ბიჭი.
-მაპატიე, მაგრამ, არა! - მოუჭრა გოგომ და მაშინვე გავარდა.
-ოხ, კესო, კესო, - სიცილით თქვა ბიჭმა და ისიც გამოვიდა, - საერთოდ არ შეცვლილხარ. ისევ ისეთი ჯიუტი ხარ, როგორიც ადრე იყავი. მაინც დაგითანხმებ, აი, ნახავ!
მთელი 2 კვირა კუდში დაჰყვებოდა, ეხვეწებოდა, ხანაც კარლას მიუგზავნიდა ხოლმე, მაგრამ კესო არ ტყდებოდა, ხოლო ბიჭი ამაზე უფრო ხალისობდა. მერე კი მთელი 2 კვირა აღარ გამოჩენილა და კესომ თითქოს ამოისუნთქა. სექტემბერი იწურებოდა. ამინდიც აირია. ახლა თითქმის ყოველ დღე წვიმდა და ძვლების გამყინავი ქარი ქროდა. კესომ ცვლა დაამთავრა და სახლში ბრუნდებოდა, როცა თავისი კორპუსის წინ ჩაკეცილი კაცი დაინახა. მაშინვე მივარდა და როცა მასში საკუთარი მოუშორებელი ჭირი ამოიცნო, ჯერ გაბრაზდა, შემდეგ კი როცა კარგად დააკვირდა და იმასაც მიხვდა, რომ კაცი ცუდად იყო, როგორღაც ბინამდე აათრია. ბიჭს მაღალი სიცხე ჰქონდა და აბოდებდა. ყოველ მეორე წუთს კესოს სახელს იძახდა და დარჩენას სთხოვდა. გოგომ თავის საწოლში ჩააწვინა, სწრაფად მოაშორა სველი ტანსაცმელი და აი, მანდ დასცხა. ამ ერთი თვის მანძილზე კაცი საკმაოდ მოკეთებულიყო და ისეთი გამხდარიც აღარ იყო. ნავარჯიშები სხეული, დაძარღვული ხელები, პრესზე გამოკვეთილი კუბიკები, განიერი მხრები და ყელზე გამოკვეთილი ადამის ვაშლი პირდაპირ სთხოვდნენ ქალს, რომ ეკოცნა და აღარასდროს მოშორებოდა. კესოს ლამის სულმა სძლია და მართლა არ დააკვდა კაცის ყელს, მერე კი გაახსენდა, რომ ცუდად იყო და მაშინვე გადააფარა საბანი, ისე რომ ბიჭს მხოლოდ თავიღა მოუჩანდა. მთელი ღამე არ დაუძინია. ყოველ საათში უმოწმებდა სიცხეს და ცივ კომპრესებს ადებდა. გამთენიისას დამშვიდდა კაცი, კესომაც ამოისუნთქა და რადგან იმდენად გადაღლილი იყო, რომ უბრალოდ დივნამდე მიღწევის თავიც არ ჰქონდა, თანაც ბიჭზე ნერვიულობას ძალა სულ გამოეცალა, უბრალოდ მიუწვა გვერდით და ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩასთვლიმა. აზრზე სახეზე ჩამოსმულმა ხელმა მოიყვანა, რომელმაც მთელს სხეულს სითბო გაუგზავნა და ახალი ენერგიით დამუხტა. ზანტად გაახილა თვალები და მასზე მოშტერებულ თვალებში ჩაიკარგა.
-დილამშვიდობისა, - გაუღიმა ბიჭმა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
გოგოს გააჟრჟოლა, იმდენად, რომ ეს კაცმაც კარგად შენიშნა და თავისთვის ეშმაკურად ჩაიცინა. კესოს რამდენიმე წუთი დასჭირდა გამოსაფხიზლებლად, მერე კი გველნაკბენივით წამოფრინდა საწოლიდან და ახლაღა დააკვირდა ბიჭის სილუეტს, რომელსაც საბანი მუცლამდე ეფარა და ლოყები სიცხისგან ასწითლებოდა.
-რას აკეთებ? არ შეიძლება ასე წოლა, - მაშინვე მივარდა და საბანი გადააფარა.
-ვისთვის არ შეიძლება, ჩემთვის თუ შენთვის? - ჩაიცინა ბიჭმა და ჭინკებათამაშებული თვალებით ახედა ქალს.
-რა თქმა უნდა, შენთვის, - გაბზარული ხმით უთხრა კესომ და სახეზე აწითლდა, - საერთოდ, იცი, რომ წუხელ ლამის სიცხემ შეგიწირა? ძლივს დაგიგდე!
-ძალიან დიდი მადლობა, გარეთ რომ არ დამაგდე და მიპატრონე, - საწოლიდან წამოიწია ბიჭი და თავისი ტანსაცმლისკენ გაიწია.
-რას აკეთებ? - გაოცდა ქალი.
-ისედაც ძალიან შეგაწუხე. სახლში მივდივარ, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მაისური გადაიცვა.
-ჯანდაბა, - ამოიოხრა კესო, - ვერსადაც ვერ წახვალ, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები. ან საერთოდ რატომ მოგინდა შუაღამისას ჩემი კორპუსის წინ წვიმაში ბოდიალი? არ იცი, რომ კომიდან ახალი გამოსული ხარ და ჯერ კიდევ სუსტი იმუნიტეტი გაქვს?
-არაუშავს, როგორმე გადავიტან.
-მანდ გაჩერდი და ფეხი არ გადაადგა, - მიაძახა უკვე კართან მდგარ ბიჭს და თვითონაც სწრაფად მოიცვა ქურთუკი, - როგორ ვერ გიტან. მაშინაც ასეთი დეგენერატი იყავი და ჩემს ნერვებზე თამაში კარგად გამოგდიოდა, - თავისთვის ბურდღუნებდა გოგო და სწრაფად ალაგებდა ჩანთაში საჭირო ნივთებს.
-უკაცრავად, რამე მითხარი? - თითქოს ვერაფერი გაიგო, ისე შეხედა ქალს, მისი თვალები კი საპირისპიროს გამოხატავდნენ.
-არაფერი, - მიახალა გოგომ და ჩანთა შეკრა, - ახლა შეგვიძლია წავიდეთ.
-თ? სადმე დაგპატიჟე და არ მახსოვს?
-ღმერთო, ვითომ ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევა იქნება ერთ სულიერს თუ შემთხვევით დავაგორებ კიბეებიდან და მოვკლავ? - ზემოთ აიხედა ქალმა და ჩაიბუზღუნა.
-მოიცა, - უცებ გაუნათდა გონება ბიჭს, - რა გინდა, თქვა, რომ თანახმა ხარ?
-არ მეგონა კომის შემდგომ პერიოდში გონებასუსტები თუ ხდებოდნენ, ამის შემდეგ გავითვალისწინებ.
ბიჭი გახარებული გადაეხვია კესოს და მთელი სახე დაუკოცნა. ქალი ამ დროს რას გრძნობდა? მისი გონება სრულიად გასულიყო არა მარტო მომსახურების ზონიდან, არამედ ამ პლანეტიდანაც და მხოლოდ მუცელში აცეკვებულ პეპლებსღა გრძნობდა. კაცმა სწრაფად გააჩერა ტაქსი, ჯერ კესოს მიეშველა ჩაჯდომაში, შემდეგ კი თვითონაც მიუჯდა გვერდით და მძღოლს მისამართი უკარნახა.
სამმა თვემ თითქმის თვალის დახამხამებასავით ჩაირბინა. კესო ყველაფერს აკეთებდა, რაც მასზე იყო დამოკიდებული. ექიმობასთან ერთად კი მზარეულობაც შეითვისა, რადგან ბიჭი საშინელი მზარეული აღმოჩნდა. პურის დაჭრაც კი არ შეეძლო ისე, რომ ხელი არ გაეჭრა. გოგო ამაზე თითქმის სულ დასცინოდა, მერე კი კაცის დაბღვერილ სახეზე კვდებოდა სიცილით, რომელიც შეკრული წარბებით და გულზე დაკრეფილი გადაჯვერედინებული ხელებით საყვარლად ბუზღუნებდა. ბიჭი ამ სამი თვის განმავლობაში ისეთ ფორმაში ჩადგა, კესოს უბრალოდ სუნთქვაც კი ეკვროდა მისი დანახვისას. ერთხელ, შემთხვევით მის ოთახში იმ დროს შევიდა, როცა კაცი პირასხოცშემოხვეული გამოდიოდა სააბაზანოდან და, აი, მანდ ლამის სული განუტევა. მთელი დღე გათიშული დაიარებოდა და ბიჭი მის დაბნეულობაზე ხალისობდა. ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ თეფში ხელიდან გაუვარდა და ნამსხვრევების აკრეფისას თითები დაისერა.
-კესო, კესო, ხომ კარგად ხარ? - ხმაურზე შემოვარდა დაფეთებული ბიჭი და როცა ქალის სახეზე ჩამოგორებული ცრემლები დაინახა, მაშინვე გულში ჩაიკრა, - ჩუუ, არაფერია. შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ, უბრალო ნაკაწრის გამო არ უნდა ტიროდე, - ეჩურჩულებოდა და პერიოდულად თავზე უსვამდა ხელს.
მერე როგორღაც დაამშვიდა, თეფშის ნამსხვრევები თავად მოხვეტა, გოგოს ჭრილობებიც დაუმუშავა და ერთად დასხდნენ ფილმის საყურებლად. ფილმის ნახევარიც კი არ იყო გასული, როცა გოგოს ჩამოეძინა და ბიჭის მხარზე ჩამოდო თავი. კაცმა ფრთხილად გამორთო ტელევიზორი, კესო გულზე მიიკრა და ხელში აყვანილმა შეიყვანა საძინებელში. ისე ფრთხილად და ჩუმად აკეთებდა ყველაფერს, რომ ქალს არ გაღვიძებოდა. მერე კი მთელი ღამე უყურებდა მძინარეს და ხანდახან ხელის გულებზე ჰკოცნოდა. მისი ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როცა შეატყო, რომ ქალი იღვიძებდა.
************
-აი, გამომართვი, - გაუწოდა კესომ კიდევ ერთი წამალი და კაცის დამანჭულ სახეზე გაიცინა, - ეს ბოლოა. ამით შენი სარეაბილიტაციო კურსი დასრულებულია.
ბიჭმა უხმოდ გამოართვა აბი, ასევე უხმოდ დალია და ნაღვლიანი მზერა გააყოლა ქალს, რომელსაც ჩალაგება უკვე დაეწყო.
-რამე გინდოდა? - შეეცადა გაეღიმა, მაგრამ არც თუ ისე კარგად გამოუვიდა.
-არ მინდა, რომ წახვიდე, - უკვე კართან იდგნენ და ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ.
-ხომ იცი, რომ დარჩენა არ შემიძლია?
-რატომ, კესო, რატომ? - აღმოხდა ბიჭს და ქალისკენ გადაიხარა.
-არ შემიძლია და მორჩა, - ხმა გაიმკაცრა ქალმა, არადა შინაგანად ყველაფერი ეწვოდა და მალე ალბათ ცრემლებადაც დაიღვრებოდა.
-კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გსურს. ამჯერად მხოლოდ, - საყვარლად გაუღიმა კაცმა და ტუჩის კუთხეში აკოცა, ისე, რომ ოდნავ ტუჩსაც შეეხო, - ამჯერად გამექეცი, მაგრამ მალე ასე აღარ იქნება, - ჩაილაპარაკა თავისთვის და ფანჯრიდან მანამ უცქირა ქალს, სანამ კესო ტაქსიში არ ჩაჯდა და მანქანა თვალს არ მიეფარა.

თავი 13
ბიჭი სეირნობიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ერთ-ერთი ჩაბნელებული ჩიხიდან ქალის კივილის ხმა მოესმა. ეგონა, რომ მოეჩვენა და ეს კესო ვერ იქნებოდა. მაინც გაიქცა ჩიხისკენ და როგორც კი ქალის წითელ თმას მოჰკრა თვალი, მაშინვე დაებინდა გონება. ვიღაც იდიოტს ქალი კედელზე აეკრა და ჩანთის წართმევას ცდილობდა, როცა ბიჭმა საყელოში ჩაავლო ხელი და კესოს სხეულს მოაშორა. მერე კი იმდენი ურტყა, სანამ მთლად დასისხლიანებული ბიჭი უგონოდ არ დაეცა ძირს.
-კესო, - მაშინვე მივარდა კედელთან ჩაკეცილ ქალს, რომელსაც გონება დაეკარგა და ხელში აიტაცა, - შენთან ვარ, ჩემო ლამაზო და არავის მივცემ უფლებას, რამე დაგიშავოს, - ეჩურჩულებოდა და ხანდახან თავზე ჰკოცნიდა.
არ ახსოვს სახლში როგორ მივიდა ან კარი როგორ შეაღო. მხოლოდ გონებადაკარგული კესო ახსოვდა, რომლის გაშვებასაც აღარ აპირებდა. სწრაფად დააწვინა დივანზე, თვითონ კი სააბაზანოში გავარდა და იქიდან წამლების ყუთით გამოვიდა. ქალი შეიშმუშნა, როცა ნესტოები მძაფრმა სუნმა ასწვა და თვალბი ნელა გაახილა. გაოცებული დარჩა, როცა ხელში მის წინ ჩამუხლული ანერვიულებული კაცი დახვდა, რომელსაც ნიშადური ეჭირა ხელში.
-კარგად ხარ? - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ბიჭმა და სახეზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელი. თითები მის გახეთქილ ტუჩთან გააჩერა და ძალიან ნაზად გადაუსვა.
-უკვე კი, - ოდნავ გაუღიმა გოგომ და ბიჭის ხელს ლოყით მიეკრო.
-რამე ხომ არ დაგიშავა იმ ნაბი***მა? - კბილებს შორის გამოსცრა ბიჭმა და ზღვისფერი თვალები საოცრად აუკიაფდა.
-ვერ მოახერხა. მადლობა.
ბიჭმა მხოლოდ გაუღიმა და წამოდგა. კესომ ახლაღა შეამჩნია ბიჭის მტვრიანი ტანსაცმელი და გადაყვლეფილი ხელები. მასში ექიმმა გაიღვიძა და სწრაფად წამოიჭრა ფეხზე.
-მოიცადე, - დაუძახა, მაგრამ წონასწორობა დაერღვა და დივანზე დაეშვა.
ბიჭი მაშინვე მასთან გაჩნდა და ხელები სახეზე ჩამოუსვა.
-კესო, კესო, ხომ კარგად ხარ? - შეშფოთებულმა ჰკითხა და მისკენ გადაიხარა.
ქალმა მის თვალებში (რომელზეც ასე გიჟდებოდა დანახვის პირველივე დღიდან) ტკივილი ამოიკითხა, რომელიც მისი მდგომარეობით იყო გამოწვეული და გულში სითბო ჩაეღვარა.
-დამშვიდდი, უბრალოდ შოკის გამოა, - გაუღიმა კაცს და მისი ხელები აიღო, - ახლა მხოლოდ შენს ხელებზე ვღელავ. მაცადე, მოგხედო.
გოგომ სწრაფად გაუწმინდა გადაყვლეფილი ადგილები, მალამოც წაუსვა და გადაუხვია კიდეც.
-აი, ასე, - საყვარლად გაუღიმა ბიჭს და დასვრილი ბამბები აკრიფა.
-არ გინდა, შეეშვი. მე ავალაგებ, შენ დაისვენე, - მანაც ღიმილით უპასუხა და ყველაფერი მიალაგა, - რამე ხომ არ გინდა?
-მხოლოდ ძილი და ამ ყველაფრის დავიწყება.
ბიჭმა ოდნავ დაუქნია თავი და წამოდგომაში მიეხმარა. გოგოც მკლავზე დაეყრდნო და როცა წონასწორობის დაცვა შეძლო ხელიც გაუშვა, რადგან მთელს სხეულში ეკლები აყრიდა ბიჭის შეხებისგან.
-წამოდი, ჩემს მაისურს მოგცემ და ბარემ იქვე დაიძინე. მე მეორე ოთახში გავალ.
ბიჭმა კარადიდან ერთ-ერთი მაისური გამოიღო და კესოს მისცა. გოგო სააბაზანოში შევიდა, სწრაფად გადაიცვა მაისური და ცოტა ხანს ცხვირი შიგ ჩარგო. სასიამოვნო სურნელმა გააბრუა და უნებურად გაიღიმა. ასე გაღიმებული დაბრუნდა ოთახში, თავისი ტანსაცმელი სკამზე დააწყო და სავარძელში მჯდომ კაცს აწითლებულმა შეხედა. ბიჭი თავის მაისურში გამოწყობილ გოგოს უყურებდა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ნელა ააყოლა მის სწორ და გრძელ ფეხებს თვალი, შემდეგ მაისურს აჰყვა და როცა მკერდამდე ავიდა, ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში. მერე კი გოგოს აწითლებულ და დარცხვენილ სახეს მოჰკრა თვალი და მზერა მაშინვე მოაშორა. ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა და თქვა:
-კიდევ ერთხელ მადლობა არ მითხრა, თორემ არ ვიცი რას ვიზამ, - გაუღიმა და წამოდგა, - თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე.
-არ წახვიდე, რაა, - ამოიკნავლა გოგომ და ბიჭს ზურგიდან აეკრო.
კაცს მთელს სხეულზე ეკლებმა დააყარა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. გოგოსკენ შებრუნდა, ძლიერად მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა.
-კარგი, არსად წავალ, - დაიხარა და შუბლზე მიაკრა გახურებული ტუჩები, - ოღონდ მაცადე, მეც გამოვიცვლი და დავიძინოთ, კარგი?
გოგომ თავი დაუქნია და ორი ნაბიჯით მოსცილდა. სააბაზანოში შევიდა, ხოლო კესომ ყველანაირი სინათლე ჩააქრო და საწოლში შეწვა. ბიჭი მალევე დაბრუნდა ოთახში. თავის საწოლში მწოლ გოგოს შეხედა და გაეღიმა. ოთახს ფანჯრებიდან შემოსული სინათლე ოდნავ ანათებდა, მაგრამ კესომ კარგად გაარჩია მისი ნახევრადშიშველი სხეული, რომელსაც მხოლოდ ნაცრისფერი სპორტული შარვალი ფარავდა, წელზემოთ კი მთლიანად შიშველი იყო და ამ განათებაზეც კი არჩევდა ბიჭის დაკუნთულ ბეჭებს, მკლავებს და პრესის კუბიკებს. გოგომ ხმამაღლა გადაყლაპა ნერწვი და კიდევ ერთხელ გამოიწვია ბიჭის გაღიმება. კაციც შეწვა საწოლში და კესოსკენ გადაბრუნდა. გოგო თითქმის კიდეზე იწვა, ამიტომ სწრაფად შეუცურა ხელი მუცელზე, თავისკენ გადმოაბრუნა და სხეულზე აიკრა. იგრძნო გოგოს აჩქარებული გულისცემა და ოდნავშეღებულ ბაგეებზე დახედა.
-ასე უკეთესია, - გაუღიმა და თავზე აკოცა, - დავიძინოთ, კარგი?
გოგომ მხოლოდ თავი დაუქნია და ხელები ბიჭის მკერდზე მოათავსა. სულ მალე ჩაეძინათ, მაგრამ კესოს მალევე გამოეღვიძა. როცა საწოლში სიცარიელე იგრძნო, გააჟრჟოლა და შეშინებული წამოდგა.
-სად ხარ? - ჩუმად დაუძახა და დერეფანში გავიდა.
გასვლა და ბიჭის მკერდზე ცხვირით შესკდომა ერთი იყო. გოგომ შეჰკივლა და უკან გადაქანდა. კაცმა კი მაშინვე მოხვია წელზე ხელი და სხეულზე მიიკრა.
-შეგაშინე? - გაუცინა გოგოს, - ბოდიში. წყლის დასალევად ავდექი. არ მეგონა თუ გაიღვიძებდი.
-საწოლი ცარიელი იყო და შემეშინდა, - დაუფირებლად წამოსცდა გოგოს და ბიჭის ზღვისფერ თვალებში ჩაიძირა.
კაცმა სახე ახლოს მიუტანა და დააკვირდა, შემდეგ კი ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა, ისე, რომ გამსკდარ ტუჩსაც შეეხო. ორივეს გააკანკალა. გოგომ ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და სტვენით ჩაუშვა ფილტვებში ჰაერი. ჟანგბადი მთლიანად ბიჭის სურნელით იყო გაჟღენთილი და გოგო უფრო მეტად გაბრუვდა. ბიჭმა მეორე ხელი კეფაზე შეუცურა და თავი ააწევინა. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და არც ერთი არ ინძრეოდა. მერე კი კაცმა სწრაფად დაფარა მანძილი და თავისი ტუჩები გოგოს მთრთოლვარე ბაგეებს დააწება. ქალმა ამოიკვნესა, როცა ტუჩებზე რაღაც რბილი და ფაფუკი შეეხო, მერე კი თვითონაც აჰყვა, ხელები ყელზე შემოხვია, ფეხისწვერებზე აიწია და ბიჭს ქვედა ტუჩზე უკბინა. ბიჭმა ამოიგმინა, გოგო მუცელზე შეისვა და კედელზე ააკრა. კესომ მაშინვე შემოხვია ფეხები წელზე და ბიჭს თმაში ჩააფრინდა. კაცი ჰაერის მარაგის შესავსებად მოსწყდა ქალის ბაგეებს და ტუჩები მის ყელზე გადაიტანა. სველი კოცნის კვალს უტოვებდა ნიკაპზე, ყბაზე, ყელზე და ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევდა. როცა გოგოს გამოკვეთილ ლავიწზე ჯერ უკბინა, შემდეგ კი სველი კოცნით მოურჩინა, კესოს შეუკავებელი კვნესა აღმოხდა, ბიჭს თავი ააწევინა და ისევ ტუჩებზე ეძგერა. კაცმა ფეხის კვრით დახურა საძინებლის კარი და გოგოსთან ერთად დაეშვა საწოლზე. ხელები მაისურის ქვეშ შეუცურა და წელზე აასრიალა. თან გოგოს რეაქციებს აკვირდებოდა. სულაც არ უნდოდა მისი შეშინება, მაგრამ კესოს ასეთი არაფერი ეტყობოდა. ბიჭმა წამში გადააძრო მაისური და მალე მთლიანად შიშველი ქალი აიკრა სხეულზე. თვითონაც მოიშორა შარვალი და კესოს ფეხებს შორის მოექცა. წამითაც არ წყვეტდა ქალის სხეულის შესწავლას. სველი კოცნით მიუყვებოდა კესოს ყელიდან მუცლისკენ გზას და გოგოს აგიჟებდა. ტუჩებს კბილებს ანაცვლებდა და სასიამოვნოდ ჩაესმოდა ქალის შეუკავებელი კვნესა. პირველ ბიძგს თვალიდან გამოპარული ეული ცრემლი მოჰყვა, რომელიც კოცნით ამოუშრო, მერე კი ისე ეპყრობოდა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო. ბოლოს დაცვარული სხეული გულში ჩაიკრა და მასთან ერთად გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
დილით პირველს კესოს გამოეღვიძა. ბიჭის მკერდზე ედო თავი და შიშველ წელზე მისი ხელები ეხვეოდნენ. გოგომ გაღიმებულმა ახედა მძინარე კაცს და მაშინვე მისი კოცნის სურვილმა შეიპყრო. ხელები ამოსწია საბნიდან და ბიჭს ჯერ წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა, მერე კი ტუჩებზე გადაატარა ძალიან ფრთხილად.
-გინდა, რომ შემომეფშვნა? - დაბოხებული ხმით ჰკითხა ბიჭმა და ჭინკებათამაშებული მზერით დახედა, თან ხელებს უმისამართოდ დაასრიალებდა ქალის სხეულზე.
ქალმა ძლივს გადააგორა ნერწყვი გამშრალ ყელში და დაბუჟებულ, დაკბენილ და დასიებულ ტუჩებზე ენისწვერი გადაისვა. როგორც იქნა ეღირსა ნანატრი კოცნა და ლამის ხელებში ჩაადნა ბიჭს.
-მიდი, შენ შხაპი მიიღე, მე საუზმეს მოვამზადებ, - თბილად უთხრა ქალს და კიდევ ერთხელ აკოცა.
გოგო ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, მაგრამ მხოლოდ ახლაღა იგრძნო, როგორ სტკიოდა ყველაფერი. წონასწორობის დასაცავად ცოტა ხანს საწოლის თავს იყო ჩაბღაუჭებული, მერე კი ნელა გადადგა ნაბიჯები და სააბაზანოში მიიმალა. სარკეში ჩახედვისას სულ მთლად აწითლდა სახეზე და თავისი თმის ფერსაც კი გადაასწრო. სხეული სულ მთლად დაკბენილი დალურჯებული და დაწითლებული ჰქონდა. სწრაფად დადგა ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ, რომელმაც ტკივილი მალე დაუამა და სიამოვნებით იხსენებდა წუხანდელ ღამეს. როცა ოთახში შემობრუნდა, დაინახა, რომ კაცს საწოლის გასწორებაც მოესწრო და ოთახის მილაგებაც. გოგომ სწრაფად მოიშორა ტანზე შემოხვეული პირსახოცი, ქვედა საცვალი ამოიცვა, კარადიდან ბიჭის ერთ-ერთი პერანგი გამოიღო და ღილები დაუდევრად შეიკრა. ასე გაღიმებული გავიდა და დაინახა გაზქურასთან სახეშეწუხებულად მოფუსფუსე წელზევით შიშველი კაცი. კარის ჩარჩოს მიეყრდნო და გაღიმებული უყურებდა რამდენიმე წამს, შემდეგ კი სწრაფად დაფარა მანძილი, ზურგიდან აეკრო და ბეჭებზე აკოცა.
-ასე თუ გააგრძელებ, დამეწვება და დარჩები მშიერი, - გოგომ იგრძნო, რომ ბიჭი იღიმოდა და თავადაც ღიმილი გადაეფინა სახეზე.
-გამოდი და მიმიშვი, - უთხრა ქალმა და ხელის მსუბუქი მოძრაობით უკან გასწია კაცი.
ახლა ბიჭი აეკრო კესოს ზურგიდან, ხელები მუცელზე შემოხვია და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
-მგონი, სულაც არ ხარ მშიერი, - სიცილით თქვა ქალმა და მზადება გააგრძელა, - ძალიან კარგი, მხოლოდ ჩემთვის მოვამზადებ.
-უკვე გითხარი, რომ ჩემი პერანგები და მაისურები საოცრად გიხდება? - ვნებამორეული ეჩურჩულებოდა ბიჭი და თან ყელს უკოცნოდა.
ქალმა კვნესა ვეღარ შეიკავა და თავი მხარზე მიაბჯინა ბიჭს.
-გადი აქედან, თორემ მართლა დაიწვება და ორივენი დავრჩებით მშივრები, - ჩავარდნილი ხმით ამოილაპარაკა გოგომ და ნერწყვი ძლივს გადაუშვა გამშრალ ყელში.
-კარგი, ვჩერდები, - საყვარლად გაიღიმა ბიჭმა და ხელებაწეული იქვე მაგიდასთან ჩამოჯდა, მერე კი თავისი თლილი თითები, რომელსაც სულ რამდენიმე საათის წინ ასე ოსტატურად დაასრიალებდა ქალის სხეულზე, ზედაპირზე აათამაშა.
კესომ, როგორც იქნა, დაასრულა მზადება და თეფშებიც დაალაგა მაგიდაზე. შემდეგ საჭმელი გადმოიღო ორივესთვის და როცა სკამზე დაჯდომას აპირებდა, უცებ მოხვია ბიჭმა ხელი და თავის კალთაში ჩაისვა. მოულოდნელობის გამო გოგომ წამოიკივლა და ძლიერად შემოხვია ხელები ბიჭის ყელს. ამაზე კი ბიჭს გაეცინა და გახურებული ტუჩები დააკრო გოგოს შუბლს.
-კარგად ხარ, კესო? - იმდენად თბილი და მზრუნველი ტონით ჰკითხა ბიჭმა, რომ გოგო გაიყურსა და პირისკენ წაღებული ლუკმაც კი გაუშეშდა ჰაერში.
-კი, რატომ მეკითხები? - ძლივს გამოერკვა ქალი.
-მართლა კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა ან მე ხომ არაფერ...
-გეყოფა! - უცებ აწითლდა სახეზე კესო, - თავს მშვენივრად ვგრძნობ და არაფერი გიტკენია ჩემთვის, - ბოლო სიტყვებზე უფრო მეტად აწითლდა და სახე მის ყელში ჩამალა.
-ჩემი მორცხვი გოგო, - სიცილით ამოილაპარაკა კაცმა და ხელები მაგრად შემოხვია ქალს, - მგონი, დაამთავრე ჭამა, ხომ?
-აჰამ, - ჩუმად ამოილაპარაკა კესომ.
-ძალიან კარგი, - უფრო მეტად დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა ბიჭმა და ქალის ბაგეებს წაეტანა.
კესომ თავი ვერ შეიკავა, მაშინვე აენთო და უფრო მომთხოვნად დაუწყო კოცნა, მერე კი ჯერ მისაღებში მდგარი ყავის მაგიდა, შემდეგ დივანი და ბოლოს ისევ საძინებელი აითვისა კაცთან ერთად.
***********
ანასტასიამ სახლის კარი თავისი გასაღებით გააღო და ბარგიანად ბინაში შევიდა. ცოტა გაკვირვებული დარჩა, როცა ოთახებს თვალი მოავლო და ყველაფერი დალაგებული და სუფთა დახვდა. ბარგი თავის ოთახში შეიტანა და მაშინვე გამოვიდა ოთახიდან, წყალს სვამდა, როცა ანდროს ოთახიდან ხმაური მოესმა. ჭიქა არც კი დაუდგამს, ისე გაუყვა გზას და ფრთხილად შეაღო კარი.
-კესო, მოხვედი? - გაისმა ბიჭის ასე ნაცნობი ხმა და ტასოს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.
ანასტასიამ ოთახში შეიხედა და როცა იქ ანდრეა დაინახა ერთი შეჰკივლა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ლამის კარებთან ჩაიკეცა. ბიჭი ხმაურზე შემოტრიალდა და როცა ხელში ტასო შერჩა კესოს ნაცვლად, ცოტა იმედები გაუცრუვდა.
-შეუძლებელია, შენ... - სიტყვებს თავს ვერ უბამდა ტასო და ბიჭისკენ მიიწევდა, - მითხარი, რომ მეჩვენები. მითხარი, რომ ჰალუცინაციები დამეწყო. არა, ეს ცხადი ვერ იქნება.
ბოლოს მომღიმარი ბიჭის წინ გაჩერდა. თითებს უსვამდა სახეზე, მკლავებზე და ბოლოს ხელზე უჩქმიტა, მერე სახეშიც კი გაარტყა.
-მართლა რეალური ხარ! - დაიყვირა გოგომ და ბიჭს რასაც ჰქვია ზედ შეახტა, თან ცრემლები სდიოდა და თან იცინოდა, - ღმერთო არ მჯერა, შენ ცოცხალი ხარ!
ბიჭმა სიცილით შემოხვია ხელები დას და გულში ჩაიკრა.
-ტასო, ჩემო ტასო, როგორ მომენატრე!
გოგომ მთელი სახე დაუკოცნა, შემდეგ კი ყელზე ჩამოეკიდა და თავი მის ყელში ჩამალა. ღრმად ჩაუშვა ფილტვებში ასე მონატრებული სურნელი და გაიტრუნა. სწორედ ტასოს ანდრეას ჩაკოცნის დროს შემოვიდა სახლში კესო და როცა ერთმანეთს მიხუტებული წყვილი დაინახა, ცოტა არ იყოს, გაბრაზდა.
-დავბრუნდი, - ხმა ვეღარ მოთოკა და წყენისა და ეჭვიანობის ნოტებმა მაინც გაიჟღერა.
-კესო, - ყურებამდე გაიკრიჭა ანდრეა და ტასოს უბიძგა ოდნავ მაინც მოშორებოდა.
გოგომ თავი მხარზე ჩამოადო, ბიჭმა კი წელზე მოხვია ხელი და თქვა:
-ტასო, გაიცანი, ეს კესოა. კესო, ეს კი ტასოა, ჩემი ტასო.
კესოს გულზე მოხვდა „ჩემი ტასო“ და თვალებმა უცნაურად გაილევეს. ტასოს მხოლოდ ეს ერთი გაელვებაც კი ეყო, რომ მიმხვდარიყო რა ხდებოდა იქ. გოგომ საყვარლად გაუღიმა და ხელი გაუწოდა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, კესო, - თბილად უთხრა ქალს და კარგად შეათვალიერა, - ანასტასია.
-ჩემთვისაც. კესარია, მაგრამ მირჩევნია კესო დამიძახო, - გოგომ ეჭვიანობის ნოტები მაინც ვერ დაფარა ხმაში, ანასტასიას კი ამაზე გაეღიმა.
ტასოს მსგავსად, კესოც ათვალიერებდა ქალს და უბრალოდ ერთი ნაკლიც კი ვერ უპოვა. არადა სურდა რაღაც ნაკლი მაინც ჰქონოდა, რომ ანდრეასთვის შესაფერისად არ მიეჩნია, მაგრამ სულ ტყუილად. ხმაც და ღიმილიც როგორი თბილი ჰქონდა და ანდრეას გვერდით სულ სხვანაირად ანათებდნენ მისი თვალები.
-მასზე მერე დაგელაპარაკები, - ყურში უთხრა ანდრეას და ორივე ხელი მოხვია ყელზე.
-მგონი, აჯობებს მე დაგტოვოთ, აშკარად სალაპარაკო გაქვთ, - საწყლად გაიღიმა კესომ და გასასვლელისკენ წავიდა.
-მოიცადე, - დაუძახა ანასტასიამ და გაუღიმა, - დღეს ჩამოვფრინდი, ძალიან დაღლილი და მოშიებული ვარ და არ გინდა სადილზე დაგვეწვიო? შენ არ იცი მე როგორი მზარეული ვარ. ამას კი კვერცხის შეწვასაც კი ვერ ანდობ, - ხელით ანდრეაზე ანიშნა და საყვარლად გაიცინა.
გოგოს გული გადაუქანდა. როგორ შეიძლება ტასო ასეთი ლამაზი და საყვარელი ყოფილიყო?
-არა, მადლობა, წასასვლელი ვარ, - გაიღიმა და ამჯერად მართლა გამოვიდა ბინიდან.
მთელი ქუჩა მხრებშიგამართულმა ამაყად გაიარა, გრძნობდა, რომ ანდრეას მზერა მიაცილებდა. მხოლოდ კუთხეში გახვევის შემთხვევ მისცა თავს სისუსტის უფლება და მოწყვეტით ჩამოჯდა იქვე მდგომ სკამზე. სივრცეში იყურებოდა და ისიც კი ვერ გაიგო, როგორ შემოაღამდა.
-მოსცილდი ფანჯარას და მაგიდის გაშლაში დამეხმარე, - გამოსძახა სამზარეულოდან და პურის დაჭრას შეუდგა.
ჩუმად მიირთვეს, შემდეგ ტასომ აალაგა, თეფშები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩააწყო და თვითონ დივანზე მჯდომ ანდროს ჩაუჯდა კალთაში.
-ღმერთო, ჯერ კიდევ არ მჯერა, - მაგრად მოხვია ხელები ბიჭს და თავი მხარზე ჩამოადო, - გთხოვ, მითხარი, რომ სიზმარი არაა და როცა გავიღვიძებ, გამქრალი არ დამხვდები.
ანდრეამ გაიცინა და ისე ჩაეხუტა გოგოს, ლამის ძვლები ჩაულეწა.
-ჩემი გადარეული გოგო! დამშვიდდი, არ გავქრები.
-როგორ გადარჩი? ან ცოცხალი თუ იყავი, აქამდე ვერ გაგვაგებინე? იცი, რა დღეში ვიყავით შე უნამუსო?! - უცებ გამოფხიზლდა გოგო და ანდროს მკლავზე მაგრად უჩქმიტა.
-ვაი, ტასოო! - მტკივან ადგილას ხელი მოისვა ბიჭმა, - ხორცს ნუ მაცლი, გოგო! და მადლობელი დაგრჩები, ცოცხალს თუ დამტოვებ.
-მასე აღარ იხუმრო, - დასერიოზულდა გოგო და აწყლიანებული თვალებით შეხედა ბიჭს.
-კარგი, რა იყო?! არ მითხრა, რომ გაგაბრაზე, - ეშმაკურად შეხედა ბიჭმა და გოგოს უცებ შეუღიტინა, - გაიცინე, გაიცინე, თორემ აღარ შეგეშვები!
-ვაიიჰ, - უცებ წასკდა სიცილი ტასოს და ბიჭის ხელებში დაიკლაკნა, - ანდრეააა, გაჩერდი! გეყოს! ვაიმეეე, კარგიი, ხოოო! უჰ, - ძლივს ამოისუნთქა და ისევ სიცილი წასკდა, - აღარ მეტყვი, რატომ ხარ ცოცხალი?
-რა იყო, გეწყინა? - გაიცინა ანდრომ და როცა დის დაბღვერილ სახეს შეხედა, უცებ დასეროზულდა, - კარგი, ხო. აღარანაირი ხუმრობები ამ თემაზე, - ხელები დანებების ნიშნად აწია ბიჭმა, - კომაში ვიყავი, მაგრამ აქ როგორ მოვხვდი, აზრზე არ ვარ! მხოლოდ სამი თვის წინ გამოვფხიზლდი.
-რაა? - გაოცდა ტასო, - და არც კი გაგხსენებივართ, არა?
-რას ბოდავ, გოგო? უბრალოდ, სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. 3 თვიანი რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი და გუშინ დავასრულე, - ამაზე თავისთვის ჩაიღიმა ბიჭმა, - თან ექიმმა ამიკრძალა შორ მანძილზე მგზავრობა.
-და მე რომ არ ჩამოვსულიყავი, ვერც გავიგებდით, რომ ცოცხალი ხარ! - გაბრაზდა გოგო და გადაჯვარედინებული ხელები გულზე დაიკრიფა.
-ოოო, ტასოო, ახლა ატ**კებ, - გაუღიმა და გაბრაზებულ გოგოს ლოყაზე აკოცა.
-ჯანდაბა შენ თავს, ანდრეა ავალიანო, არ შემიძლია შენზე დიდხანს გაბრაზება! - წამოიძახა გოგომ და ძმას მოეხვია, - რომ იცოდე, რამდენი რამ გამოტოვე.
-მერე? რისთვის ხარ აქ? დაიწყე. როგორ არიან ჩვენები? დედა და მამა რას შვრებიან? ჩვენი ნებიერა გოგო როგორაა? ტასოოო, ამოიღე ხმა!
-ილაპარაკე რაა, ცოტა კიდე. მგონი, ნელ-ნელა ვიჯერებ რომ მართლა შენ ხარ.
ბიჭმა თვალები აატრიალა და ტასოს შუბლზე აკოცა.
-კიდევ არ გჯერა?
-არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა გოგომ, - კარგი, ხოო. მოგიყვები. იცოდე, არ შემაწყვეტინო!
ტასომ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი, რაც კი ამ სამი წლის მანძილზე გამოტოვა.
-ლაშას და ქეთის პატარა ანდრეა ჰყავთ. იცი, რა მაგარი ნათლული მყავს? - თვალებში სითბო ჩაუდგა გოგოს და ძმას ახედა.
-ლაშამ რა ცოლი მოიყვანა? - გაოცდა ანდრეა, - და შვილიც ჰყავს? ხო, ჯანმრთელადაა, არ დამიმალო, პირდაპირ მითხარი!
-ჰაჰაჰა, გავიცინეთ, გვეყო! - დაუბღვირა ტასომ, - ჯერ სად ხარ! ნინისა და სანდროზე გადავდივარ.
-უი, მართლა, დაადგათ მაგათ საშველი?
-საშველი? - ჩაიცინა გოგომ, - ცოლად გავაყოლე სანდროს!
-რა თქვი, გოგო?
-ოოო, კაი, რაა. ახლა არ ჩართო აზიატი ძმა. ხო, გავათხოვე ნინი, თანაც სანდროზე. ქორწილის სურათებს მერე გაჩვენებ, თან ჩემს ნათლულსაც ნახავ! იცი რა მაგრად ეცვა ქორწილში? პატარა კაცი იყო, ნამდვილი. მაგრამ რად გინდა? თითქმის სულ ეძინა.
-ვაიმე, კარგი რაა.
-მოიცადე, არ დამისრულებია. ნიკამ ახლახან სთხოვა ცოლობა გვანცას.
-გვანცა ვინღაა?
-ნინის მეგობარია. ამერიკაში ერთად სწავლობდნენ. ნუ, მერე ნინიმ არქეოლოგიაზე ჩააბარა, გვანცა კი IT-ის ამთავრებს.
-შენ რაღას შვრები? დაბერდი ქალო და აღარ აპირებ გათხოვებას?
-ვაიმეე, ანდრეაა! - ისე წამოიძახა ბიჭი მაშინვე დაეჭვდა.
-რა ანდრეა, რა? მიდი, აღიარე, არავინ გყავს?
-მოდი, მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ. ძალიან გრძელი ისტორიაა.
-რა ჰქვია, ის მაინც მითხარი, სიძეს ხომ უნდა ვიცნობდე, არა?
-სიძეს, კი, როგორ არა, - მწარედ ჩაიცინა გოგომ.
-ანასტასია, არაფერს მეტყვი? ტასოო, ტასუნაა, - სახეზე ეფერებოდა დას და მანაც თავი ვეღარ შეიკავა. ყველაფერი მოუყვა, - მოიცადე, მოიცადე. რეზი ლიპარტელიანია ჩემი სიძე?
-ანდრო, მისი სახელი არ მიხსენო, თორემ...
-თორემ რა, ტასუნა, - გაიღიმა ბიჭმა, - შენს უფროს ძმას ემუქრები?
გოგომ თვალები აატრიალა და ბიჭის მხარზე დადო თავი.
-2 წუთით ხარ ჩემზე დიდი და ტვინი წაიღე და შენ რომ მართლა ჩემზე დიდი ყოფილიყავი წლებით, წარმოდგენაც არ მინდა, რას იზამდი.
-ეჰ, - ხელი ჩაიქნია ბიჭმა, - კარგად ვერ დაუტკბიხარ რეზის.
-ვაიმეე, ანდრეაა!
-კარგი, ხოო. ვჩუმდები. კიდევ ერთხელ გაიმეორებ „ვაიმე, ანდრეა“-ს და რქები ამოგივა, - გაიცინა ბიჭმა და ტასოც გააღიმა.
-აბა, ახლა კესოზე მომიყევი, - თავისთვის საიტერესო თემას მიადგა გოგო.
-რა უნდა მოგიყვე? მთავარი ქირურგია საავადმყოფოში და ჩემი დაჟინებული თხოვნის გამო ეს 3 თვიანი სარებილიტაციო კურსი მან ჩამიტარა.
-მეტი არაფერი? - წარბი ასწია ტასომ და ძმას დაწვრილებული თვალებით შეხედა.
-რა გინდა, რომ გითხრა, ტასო?
-როდის აპირებ, რომ უთხრა? - მაშინვე ჰკითხა.
-რა უნდა ვუთხრა? - თავი გაისულელა ბიჭმა.
-თვითონაც კარგად იცი, რაზეც გეუბნები!
-ღმერთო, რა კარგი იყო ეს 3 თვე შენ გარეშე. ნერვებს მაინც არ მიშლიდა არავინ. ჩემთვის ვცხოვრობდი და ერთ ზედმეტ კითხვასაც კი არ მისვამდნენ.
-სწორედ მაგითვის ვართ უმცროსი დები. მუდამ თქვენს სამსახურში, - საყვარლად გაუცინა გოგომ და ლოყები გაუწელა, - აბა, იმას მაინც როდის ეტყვი, რომ შენი და ვარ და არა ცოლი, შეყვარებული ან საყვარელი? დარწმუნებული ვარ, ჰგონია, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ვარ!
-ნუ სულელობ ერთი.
-ღმერთო, რა სულელები ხართ, ეს კაცები! - თვალები აატრიალა გოგომ, - ვერ დაინახე, როგორ მიყურებდა ერთმანეთი რომ გაგვაცანი, თან დაამატე ეს ჩემი ტასოაო?
-ჩვეულებრივად გვიყურებდა, ტასო, ჩვეულებრივად!
-მართლა სულელი ხარ! - ტასო ძმის მუხლებიდან ადგა და ტელეფონი ამოიღო, - მიდი, მისი ნომერი მითხარი.
-რა? - გაოცდა ანდრეა, - რაში გჭირდება მისი ნომერი?
-უნდა დავკერო. რაში უნდა მჭირდებოდეს, იდიოტო? მიდი, მიდი, მითხარი და არ ინანებ, გპირდები. ხომ გჯერა შენი უმცროსი დის? - გაუცინა ბიჭს.
ამ დროს კი რაღაცის იატაკზე დაცემის ხმა გაისმა და ორივემ კარისკენ გაიხედა. დერეფანში კესო იდგა და თვალებგაბრწყინებული უცქერდა და-ძმას.
-კესო? რამე მოხდა? - გაოცდა ანდრეა.
-შენ მისი და ხარ? - სიხარული ვერ დამალა ხმაში და მათკენ წავიდა.
-კი, სამწუხაროდ ასეა, - გაეცინა ტასოს და თავის ქნევით გახედა ძმას, - მხოლოდ 2 წუთითაა ჩემზე დიდი და აღარ იცის რა ქნას. დეგენერატია ნამდვილი. ყველა კარგი თვისება მე მერგო მემკვიდრეობით, ამასთანავე ტვინიც. ამას კი მხოლოდ სიმპატიური გარეგნობა გამოჰყვა მშობლებისგან.
-ტასო! - აღშფოთდა ბიჭი.
-მე დაგტოვებთ, ანდრეას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა შენთვის. ასე არაა, ძამიკო? - თავისი ოთახისკენ წავიდა გოგო. გზაში კესოსთან გაჩერდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
კესომ ჯერ გაფართოებული თვალებით შეხედა ტასოს, მერე საყვარლად გაუცინა და ბიჭისკენ მხოლოდ გოგოს საძინებელში გაუჩინარების შემდეგ მიბრუნდა.
-რა გითხრა? - მაშინვე დაინტერესდა ბიჭი.
-არაა ეგ შენი საქმე! - ოთახიდან გამოსძახა ტასომ, - კესო მაინც არ გეტყვის!
-ჩამოვიდა და ტერორში მამყოფებს, რაა! - ამოიბუზღუნა ბიჭმა და ტუჩები საყვარლად დაებრიცა.
კესომ ცოტა ხანს უყურა, მერე კი მიეჭრა და თავისი ინიციატივით, პირველად, დააცხრა ანდრეას ბაგეებს. ბიჭი რამდენიმე წამს ვერ იაზრებდა, რა ხდებოდა მის თავს. მერე კი ქალს წელზე ძლიერად მოხვია მკლავები და თვითონაც აჰყვა კოცნაში.
-ეს რისთვის დავიმსახურე? - დაიჩურჩულა კესოს ტუჩებთან და კიდევ ერთხელ მოწყვეტით აკოცა.
გოგომ ხელები ყელზე შემოხვია და ბიჭის მკლავებში გაინაბა.
-მგონი, რაღაცის თქმა გინდოდა ჩემთვის, - გაახსენდა უცებ და ანდრეას საყვარლად ახედა, - თანაც რაღაც მნიშვნელოვნის.
-მართლა? რაღაც არ მახსენდება, - ჩაფიქრდა ბიჭი, - იქნებ, კიდევ ერთხელ მაკოცო და გამახსენდეს?
გოგომ საყვარლად გაიცინა და ბიჭის ბაგეებს წამით შეეხო.
-ოოოო, რა იყო ეს? - ამოიბუზღუნა ანდრომ და თვითონ წაეტანა კესოს ტუჩებს.
მანამ არ მოეშვა, სანამ სულ არ დაუწითლა. ბოლოს სუნთქვაარეული მოსცილდა და ქალთან ერთად დაეშვა დივანზე. იმდენი მოახერხა, რომ კესო თავის კალთაში ჩაისვა. გოგო სახეზე აწითლდა და მაშინვე თვალი ტასოს საძინებლისკენ გაექცა.
-წუხელ ასე არ გაწითლებულხარ და ახლა ტასოსი გრცხვენია? - გაუცინა ბიჭმა და გოგო ლამის დაადნო.
-ანდრეა!
-დამშვიდდი, ტასო მანამ არ გამოვა იმ ოთახიდან, სანამ არ დავუძახებთ. თუ დაგამშვიდებ, იმასაც გეტყვი, რომ ძალიან მოსწონხარ.
-მართლა? - გაუხარდა გოგოს და თვალები საყვარლად ააფახულა.
-რატომ ხარ ასეთი საყვარელი, რატომ? - ეკითხებოდა ბიჭი და მთელს სახეს უკოცნიდა, გოგო კი კისკისებდა.
-ღმერთო, დავიტანჯე თქვენი ლოდინით, - თავზე წამოადგათ ტასო, - როდის იტყვით, რომ ერთმანეთი გიყვართ და დამასვენებთ? - გადაჯვარედინებული ხელები გულზე დაიკრიფა და კედელს მიეყრდნო, - ანდრეა მართალია, ძალიან მომწონხარ, რძალო, მაგრამ მას ჩემზე მეტად, - გაუცინა და ხელით ძმაზე ანიშნა.
ტასოს სიტყვებმა ორივე გააშეშა. კესომ მზერა იატაკს გაუსწორა, ანდრეამ კი ლამის მზერით გაბურღა და.
-კარგი, კესო გოგოა და ვერ გიტყდება პირველი, მაგრამ შენ რაღა გჭირს ანდრეა?
-ანასტასია, გადი, გთხოვ, - კბილებში გამოსცრა ბიჭმა.
ტასომ ზურგი ისე აქციათ, ვითომ აქ არაფერიაო და წვენიანი ჭიქით თავის ოთახში შევიდა.
-ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს, - ამოიბურდღუნა თავისთვის და ოთახის კარი მიხურა.
-ანდრეა, - ძლივს თქვა გოგომ და დარცხვენილმა ახედა ბიჭს, - ის რაც... ის რაც შენმა დამ თქვა... - გამშრალ ყელში ძლივს გადაუშვა ნერწყვი, - მართალია?
ანდრომ თბილი მზერით დახედა და გაუღიმა.
-მართალია, მინდოდა ეს სიტყვები სულ სხვა ვითარებაში და ჩემგან მოგესმინა, მაგრამ რას ვიზამთ. ასეთი უტაქტო და მყავს და ახლა მხოლოდ ერთს გკითხავ, - ბიჭმა სწრაფად ამოიღო პატარა კოლოფი ჯიბიდან და გოგოს მუხლებზე დაუდო, - შეგიძლია მთელი დარჩენილი ცხოვრება გაუძლო მას და მასზე კიდევ უფრო დეგენერატ ჩემს მეორე დას?
-ანდრეა, მე... - გოგოს ხმა აუკანკალდა და მთლიანად აცახცახდა.
ძლივს მოახერხა ყუთის გახსნა და ძალიან სადა და ლამაზი ნიშნობის ბეჭედი დაინახა. თვალებიდან ცრემლები გაუაზრებლად წამოუვიდა. ბეჭდისკენ გაიწვდინა აკანკალებული ხელი და მხოლოდ ორი თითი გადაატარა ძვირადღირებულ ნივთს. ანდრეა კი სულგანაბული იჯდა და ქალის პასუხს ელოდა.
-კესო, - ძლივს ამოთქვა ბიჭმა, როცა დუმილი დიდხანს გაგრძელდა, - მითხარი რამე, გთხოვ, - ბოლო სიტყვებზე ხმა ჩაუწყდა და თვალებში სევდა ჩაუდგა, - ძალიან ვიჩქარე, არა?
ანდრეა უცებ წამოდგა, კესო დივანზე დასვა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. მხოლოდ მაშინღა გამოერკვა, როცა ქალის წვრილი ხელები შემოეხვია ყელზე და ცრემლიანი სახე მის მკერდში ჩამალა. ბიჭმაც სწრაფად შემოხვია ხელები წელზე და სხეულზე აიკრა.
-ეს პასუხი როგორ გავიგო? - გაიცინა ბიჭმა, ნიკაპი 2 თითით ააწევინა და თვალებში ჩახედა.
-მგონი დროა საქართველოში დავბრუნდეთ და შენი ოჯახისწევრები გამაცნო, - საყვარლად გაუღიმა ქალმა და ბიჭის ბაგეებს წაეტანა.
ანდრეა თან ჰკიცნიდა და თან ჰაერში ატრიალებდა გოგოს.
-კესო, ჩემი კესო, - იძახდა გახარებული და წამითაც არ შორდებოდა საყვარელი ქალის სხეულს.
-გეღირსათ? მითხარით, რომ დამაყენეთ საშველი და ყველაფერი უთხარით ერთმანეთს, - თვალებზე ხელაფარებული შემოვიდა ტასო და კარებშივე გაჩერდა, - მოვიშორო ხელები?
-გეყოფა მაიმუნობა, აღარ უნდა დასერიოზულდე? - ამოიგმინა ბიჭმა და თვითონ ჩამოაწევინა ხელი.
-გამატარე ერთი, შენი ჭირი მე, რძალს უნდა ჩავეხუტო და გავაფრთხილო, არ შეცდეს და არ გამოგყვეს ცოლად, თუ არ უნდა, რომ ნინიმ და დანარჩენებმა გადარიონ.
-წეღან თავს იკლავდი ჩვენს ერთად ყოფნაზე და ახლა აღარ გინდა, რომ ცოლად გამომყვეს? - თვალები დაქაჩა ბიჭმა და ერთმანეთს მიხუტებულ გოგოებს გაოცებულმა შეხედა, - ნეტავ, შენ ვის სიგიჟეზე საუბრობ, აქეთ გადამირევ-ხოლმე ყველას.
-გამასწარი აქედან, - უთხრა ანასტასიამ და ძმას ბალიში გაუქანა.
-ისე მართლა უნდა დავფიქრდე, მინდა თუ არა შენნაირი მული მყავდეს, - სერიოზული სახით თქვა კესომ და ადგილზე მიყინული და-ძმის დანახვისას გულში გადაიხარხარა. სახეზე კი ერთი კუნთიც არ შესტოკებია.
-რა თქვი, გოგო? - ორივემ ერთდროულად წამოიძახა.
კესომ სიცილი ვეღარ შეიკავა და დივანზე დაეშვა.
-ხედავ, როგორ გამითამამდა? - გაიოცა ტასომ, - არადა, ვგეგმავდი სწერვა მულის სახე მხოლოდ ქორწილის შემდეგ გამომევლინა.
-ისევ თქვენ თუ შემიწირავთ, - ამოიოხრა ანდრეამ და გოგოებს შორის დაებერტყა დივანზე.
მერე ორივეს მოხვია ხელები და გულზე მიიხუტა.
-დღეს ანდრეასთან მე ვწვები, დაგასწარი, - წამოიძახა ანასტასიამ და გაოცებული წყვილის სახეზე გაიცინა, - კარგი, ხოო. ვიხუმრე, რა იყოთ?
-არა, ხოა ღირსი აქვე გავგუდო? - კესოს შეხედა ბიჭმა და ვითომ სერიოზულად ჰკითხა.
-ნამდვილად, - ასეთივე სერიოზულობით დაეთანხმა ქალიც.
-გაფრთხილებთ, ძალიან ხმამაღლაც ნუ იკვნესებთ, - უცებ წამოდგა დივნიდან და თავისი ოთახისკენ გაიქცა, - მართალია სახლს სქელი კედლები აქვს, მაგრამ ფრთხილი ძილი მაქვს და მარტივად ვფხიზლდები.
-ტასოო! - დაიყვირა ანდრეამ, მაგრამ გოგო ოთახის კარს უკან მიმალულიყო. მერე კი აწითლებულ კესოს შეხედა და მის სახეზე გაეცინა, - ტასოს კომენტარები მხოლოდ ზღვაში წვეთია. მაშინ რაღას იზამ, როცა დანარჩენებს გაგაცნობ?
-ანდრეა, სულაც არაა სასაცილო! - გაბრაზდა გოგო.
-ღმერთო, როგორ მიყვარხარ და მაბედნიერებ, შენ ხომ არ იცი!
უცებ მივარდა, ტუჩები დაუკოცნა, მერე მუცელზე შეისვა და თავისი საძინებლისკენ გაეშურა. ფეხით მიაჯახუნა კარი და ქალის სხეულს მოწყურებულივით დაეწაფა.

თავი 14
ახალი წელიც ერთად გაატარეს. კესო გაოცებული უყრებდა და-ძმას, რომელიც დიდი მონდომებით რთავდა ნაძვის ხეს და ერთმანეთს ეკამათებოდა ეს სათამაშო ამ ადგილას რამ დაგაკიდებინაო. ანასტასია და კესო დამეგობრდნენ, ისე, რომ ანდრეა ხშირად წუწუნებდა, ამ ბოლო დროს საქმროს უფლებებს ძალიან ზღუდავ და ერთხელაც იქნება შენს საყვარელ მულს მოვისვრი აქედანო. ყველაზე სასაცილო მაინც ანასტასიას რეაქცია იყო. ახალი წლის პირველი წუთები დაიწყო, როცა სკაიპით დაურეკა ოჯახს და დღესასწაული მიულოცა. აივანზე იდგა წყვილთან ერთად და ისე ელაპარაკებოდა, მაგრამ ანდროს შესახებ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია.
-მოიცადე, - მოისმა ნინის ყვირილი, როცა კადრში გამოჩენილი წყვილის კოცნა შეამჩნია, ტასომ კი მაშინვე შეაბრუნა თავისკენ მობილური, - ანასტასია, ვინ არიან შენთან ერთად?
-ისეთი არავინ, ჩემი მეგობარია თავის საქმროსთან ერთად, - მხრები აიჩეჩა გოგომ და სიტუაციიდან ისე გამოძვრა, ტყუილის თქმაც არ მოუწია.
-როდის აქედან ეპატიჟები მეგობრებს მაგ ბინაში, თან თავიანთი საქმროებით? - დაწვრილებული თვალებით ჰკითხა დას.
-რატომ ხარ ინტრიგანი, ნინი? - თემა შეცვალა ანასტასიამ, ანდრეა კი დის საქციელზე ჩუმად ფხუკუნებდა და ხელებში მოქცეულ კესოს ეჩურჩლებოდა, ხომ გითხარი, გიჟი ოჯახის მყავსო.
-არ ვარ მე ინტრიგანი და ნორმალურად დამანახე წყვილი, თორემ მგონია, რომ... არა, არაფერი, დაივიწყე, - თქვა გოგომ, - როდის ბრუნდები?
-არ ვიცი, ვნახოთ, გააჩნია, რამდენი ხანი დასჭირდება კე... დამჭირდება. რაღაც არ მომწონს ეს სამსახური, ვერც ხალხს შევეწყვე.
-კარგი, მალე დაბრუნდი, რაა. სიურპრიზი გვაქვს მე და სანდრიკოს.
-მართლა? - გაოცდა ქალი, - მეც მაქვს თქვენთვის სიურპრიზი, თანაც ისეთი, ვერანაირი სიურპრიზი რომ ვერ შეედრება. თან ისეთი ყველა მეტყველების უნარს რომ დაკარგავთ, - გაიცინა და დას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, - აბა, თქვენ იცით, ჭკვიანად მოიქეცით და გკოცნით ყველანი.
-ყველანი თუ ყველას? - ისევ დაიწვრილა ნინიმ თვალები.
-ნუ, როგორც არის. რა მნიშვნელობა აქვს? - უდარდელად აიქნია ხელი და სკაიპი გამორთო, მერე კი დაბღვერილი სახით მიუბრუნდა წყვილს, - თქვენ კიდე ვერ მოითმინეთ? ნინიმ ლამის ყველაფერი გაიგო.
-კარგი, რაა, ტასო! - შეიცხადა ანდრეამ.
-მართალი ხარ, კესო არაფერს შუაშია. შენ ხარ დეგენერატი! - გაბრაზდა ქალი და ძმას ბალიში გაუქანა, - მოდი აქ, ჩემი ხელით უნდა დაგახრჩო! კესოს ტყუილად ეფარები, ხომ იცი, ჩემგან ვერ დაგიხსნის!
კესო კი მათ ჩხუბზე იდგა და კისკისებდა. მერე და-ძმაც აჰყვა და ასე სამ ხმაში იცინოდნენ გიჟებივით.
-ვაიმე, ვგიჟდები თქვენზე, - თქვა ტასომ და ორივეს ჩაეხუტა, - მოდი აქ, ხო, მოდი, არაფერს დაგიშავებ, - უთხრა ძმას და უკეთესად მოხვია ხელი ანდრეასაც.
კესომ სამსახურის საქმის მოგვარებას 2 კვირა მოანდომა, მერე ტასოს საქმეების გამო შეყოვნდნენ კიდევ ერთი კვირა და ბოლოს იანვრის მიწურულს დაბრუნდნენ საქართველოში. ჩამოფრენა და ნინისთან დარეკვა ერთი იყო.
-ნინიკოო, სად ხართ? - ჩაჰყვირა მობილურში დას.
-რა გაყვირებს გოგო? მეძინა, - ამოიბუზღუნა ნინიმ.
-შენ ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან მძინარა გამიხდი, - აღშფოთდა ტასო, - და ხო მშვიდობაა?
-მშვიდობაა, მშვიდობა. მოიცადეეეე, შენ რა ქართული ნომრიდან მირეკავ? ჩამოფრინდი? მითხარი, რომ ჩამოფრინდი! - დაიკივლა ქალმა და გვერდით მწოლი ქმარიც კი გამოაფხიზლა.
-ჩამოვფრინდით და მითხარი ახლა სად ხართ, რომ პირდაპირ დაგადგეთ. ისე შეგიძლია ყველა შემიკრიბო?
-ჩამოფრინდით? ვინ ჩამოიყვანე შენთან ერთად?
-ნუ ხარ შენ სულსწრაფი და მითხარი სად ხართ!
-ყველანი თამრიკოსთან ვართ და აქ ამოდი.
-ყველანი? სულ, სულ ყველანი?
-შენ წამრმოიდგინე და თორნიკე, გიორგი ბიძია და სოფო ბიცოლაც კი აქ არიან.
-ჩემი ნათლულიც მანდაა?
-არა მარტო, - გაიცინა გოგომ.
-მაგაში კიდევ ვინ იგულისხმე?
-ჩამოდი და თვითონ გაიგე!
-ისე, მაგ სახლში მაგდენი როგორ დაეტიეთ? კლავთ თამრიკოს?
-ბებოსთან არიან? - ჩუმად ჰკითხა ანდრეამ და თვალები გაუბრწყინდა.
ტასომ მხოლოდ თავი დაუქნია, მერე კი მალევე გათიშა და ტაქსი გააჩერა.
-ჯერ სახლში მივიდეთ, ცოტა მოვწესრიგდეთ და მერე დავადგეთ იმათ, - მაშინვე უთხრა წყვილს და მძღოლს მისამართი უკარნახა.
-რა ლამაზია, - აღმოხდა კესოს, როცა დიდი სახლის ეზოში გადმოვიდნენ.
-შენ გაზაფხულზე უნდა ნახო, - გაეღიმა ტასოს, - როცა ეზო აყვავებული და ამწვანებულია.
-ოჰო, ინტერიერი შეგიცვლიათ, - გაიკვირვა ანდრეამ, როცა სახლში შევიდნენ, - ტასო, გაფრთხილებ, ჩემს ოთახშიც თუ რაიმე შეცვალა ქარიშხალმა ნინიმ, არ ვიცი რას გიზამთ, - უცებ თქვა ბიჭმა და თავისი ოთახისკენ წავიდა, - გოგო, რატომაა ჩემი ოთახი ჩაკეტილი?
-დამაცადე, რომ მეთქვა? - ხელი წამოარტყა კაცს და ოთახის კარი შეაღო, - ავარიის შემდეგ ყველა შენი ნივთი აქ შემოვიტანე და გამოვკეტე, - უცებ დანაღვლიანდა ტასო, - არ გვინდა, რაა, ახლა ამაზე.
-ჩემი პატარა დაიკო, - ხელები მოხვია ქალს და ასე ჩახუტებულები დაბრუნდნენ პირველ სარტულზე.
-ცოტა ვეჭვიანობ, ხო, იცი, შენ, - გაიცინა ტასომ და ძმას მოშორდა.
-რაზე? - გაეცინა ბიჭსაც და კესოსთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.
-სულ ყოველ წამს რძალს ეხუტები და მე აღარ გახსოვარ.
-შენ შენი ქმარი ჩაგეხუტოს, - მიახალა ბიჭმა და კესოც აიყოლია სიცილში.
-ოჰ, საცოლე მყავს და ჭკუაზე აღარ ვარო?! - თვალები აატრიალა ტასომ, - არ ვთხოვდები მე!
-ჰაა? არაა?! მითხარი, რომ იხუმრე! აუუ, შენ რა გაგიძლებს მთელი სიცოცხლე ასეთ მწარეს?
-გავიცინეთ, გვეყო!
-არა, რეზის მისამართი მითხარი. უნდა დავადგე და ვთხოვო, ცოლად მოგიყვანოს. თუ არა და საჩუქრის სახით შეგფუთავ და მის კართან დაგტოვებ. მარა შენნაირი მწარე საჩუქარი ვის რაში უნდა?
-ანდრეა! - ისე დაუყვირა გოგომ, კესო შეხტა.
-ვაი, შემეშინდა, ანასტასია, - გულზე ხელი მიიდო ქალმა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ბოდიში, ჩემო ლამაზო, მაგრამ შენმა იდიოტმა საქმრომ ასე თუ გააგრძელა, ალბათ ქორწილამდე დაგაქვრივებ!
-ოოოო, ნუ ხარ, რა, შხამიანი კალია! - დაუბღვირა ანდრეამ.
-შხამიანი კალია? - გაეცინა კესოს, - ეგ რაღაც ახალი ჯიშია?
-ბავშვობაში შემარქვა ამ დეგენერატმა, - ამოიბურდღუნა ტასომ, - იცოდა, რომ კალიების მეშინოდა და ყოველ წამს მაგ სახელს მეძახდა. 17 წლის მერე კი შხამიანი კალია გავხდი. დღემდე აზრზე ვერ მოვდივარ, რატომ.
-გინდა გითხრა? - წარბები აუთამაშა ბიჭმა.
-აუუ, მე მაინტერესებს, - ტაში შემოჰკრა კესომ.
-მიდი, ხო, გვითხარი. შენ წარმოიდგინე, მეც კი დამაინტერესე! - თვალები აატრიალა ტასომ.
-ჯერ ეს ერთი, შხამიანი კალია მე კი არა, ლაშამ შეგარქვა.
-რააა? - თვალები შუბლზე აუვიდა ქალს, - მოვკლავ მაგ საცოდავს!
-იყუჩე ტასო! - ხელი აღმართა ანდრეამ, - ჯერ არ დამიმთავრებია. შხამიანი კი იმიტომ შეგერქვა, რომ ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელს, ვინც კი შენთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა, თავიდან იცილებდი, ისე, რომ შენთვის მეორეჯერ შემოხედვის სურვილიც კი ეკარგებოდათ. ისე ეგ კარგი იყო. ნაკლები ბიჭის ცემა მიწევდა, - ჩაიცინა ანდრეამ.
-ოხ, ლაშა, ლაშა, - ამოიბურდღუნა ტასომ, - ჩამოვალ მანდ და დასაკლავი ქათამივით წაგაწყვეტ თავს!
ერთ საათში უკვე ხევსურეთის გზაზე მიაქროლებდა ტასო თავის მანქანას. თავიდან ანდრეამ მოინდომა საჭესთან დაჯდომა, მაგრამ ანასტასიამ კატეგორიულად აუკრძალა, შენს საჭესთან დანახვას კიდევ ერთხელ ვერ გადავიტანო და უკანა სავარძელზე მოათავსა კესოსთან ერთად.
-რა ხდება ბებოსთან? - გზაში ჰკითხა ანდრეამ, - ცხენები კიდევ გვყავს? ჩვენი ოთახი რა მდგომარეობაშია? აუუ, ცოტა აუჩქარე, რაა, მომენატრა იქაურობა!
-მოიცადე, ბიჭო. ასეთი აჟიტირებული მას შემდეგ არ მახსოვხარ, რაც პირველად გოგოს აკოცე, - გაიცინა ტასომ და სარკეში თვალი მოჰკრა კესოს აწითლებულ ლოყებს.
-ანასტასია!
-რაა? რა ვთქვი ასეთი? - უცოდველი კრავის სახით გამოხედა წყვილს, მერე კი მზერა ისევ გზაზე გადაიტანა, - რაც შეეხება შენს კითხვებს. ცხენები კიდევ გვყავს, თან მერედა რამდენი!
-ცხენები გყავთ? - გაუხარდა კესოს, - იცი როგორ მიყვარს ჯირითი?
-მართლა? - გაეცინა ტასოს, - ძალიან კარგი, იმიტომ, რომ თითქმის ყველანაირი ჯიშის ცხენი გვყავს ბებოსთან.
-აუ, რა მაგარია, - ბავშივით გაუხარდა ქალს და ნამდვილად პატარა ბავშვს დაემსგავსა, რომელსაც სასურველ საჩუქარს სჩუქნიან.
-რატომ ხარ ასეთი საყვარელი? - გაიღიმა ანდრეამ და ქალს მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
-ჰმმმ, - ჩაიბურდღუნა ტასომ, - შეყვარებულები.
-რა იყო, გშურს? - ენა გამოუყო ძმამ.
-კესო, რაღაცას შემისრულებ?
-კი, თუ შევძლებ.
-მაგას წამოარტყი, რაა, ჩემი ხათრით!
-ვერაა, ზედმეტად საყვარელია.
-რძალიც რომ ამ უნამუსოსკენ იქნება! როცა ჩავალთ, გამახსენეთ, რომ წამოვარტყა.
-ცოლი ჩემია და, აბა, სხვა ვისკენ უნდა იყოს?
-ხოდა, - ყურადღება არ მიაქცია ძმის სიტყვებს, - რაც შეეხება ჩვენს ოთახს, შენ გარეშე მხოლოდ რამდენჯერმე შევედი. ისიც წინა ზაფხულს.
-წინა ზაფხულს? - თვალები აუციმციმდა ანდრეას.
-ხოო, წინა ზაფხულს, - სევდა გაკრთა ტასოს თვალებში, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ძველი ანასტასია დაბრუნდა.
-და თუ საიდუმლო არაა, ვის ან რას ხატავდი? – „ვის“ კარგად გამოკვეთა ბიჭმა და ისევ დის რეაქციებს დააკვირდა.
-რა გინდა, ანდრეა?
-შენი კარგად ყოფნა, რა უნდა მინდოდეს? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ხოდა ისეთ კითხვებს ნუ დამისვამ, რაზე პასუხის გაცემაც არ მსიამოვნებს!
რამდენიმე საათში ააღწიეს სოფელში. მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, ანასტასიამ კარგად აათვალიერა ორივე, ანდროს ტანსაცმელი გაუსწორა და უკანა კარისკენ უბიძგა, თან დაარიგა, მანამ არ გამოჩენილიყო, სანამ არ დაუძახებდა, თვითონ კი კესოს ჩაჰკიდა ხელი და პირდაპირ შეაჭრა სახლში. ორივეს ქურთუკები ჰოლში დატოვა და გაღიმებული შევიდა მისაღებში, სადაც ყველა შეკრებილიყო.
-აბა, როგორ ხართ, ოჯახო? - როცა ყველა გადაკოცნა, მერე შებრუნდა კესოსკენ და მასთან ერთად დადგა, - მინდა ჩვენი რძალი გაგაცნოთ.
-რძალი? - ეჭვნარევი მზერით შეხედა დას ნინიმ და მერე კესო აათვალიერა, - ანასტასია, შენ რა ორიენტაცია შეიცვალე ამერიკაში ყოფნისას?
-რას ბოდავ, ნინი?
-შენ არ გეწყინოს, - გაუღიმა კესოს, - ქმარი რომ არ მყავდეს, მეც კი დავფიქრდებოდი ლესბოსელობაზე, - სიცილით თქვა და სანდროს მიეხუტა.
-ნინი, რა სიტყვებია? - მაშინვე დაუბრიალა თვალები დედამისმა.
-აბა, სხვა რა ვიფიქრო? - მხრები აიჩეჩა გოგომ, - მოიცადეთ! - წამოიძახა და იქ მჯდომ ხალხს მოავლო მზერა, - დათოო! - დაიძახა უცებ, - მოდი აქ, ბიჭო!
-რა, რა ხდება? მშვიდობაა? - თავპირისმტვრევით გამოვარდა თავისი ოთახიდან და ლამის კისერი მოიტეხა, როცა ხალიჩას წამოედო, - ვახ, ანასტასია ჩამოსულა. როგორ ხარ, ბიძაშვილო?
-მე კარგად, აი, თქვენ კი გააფრინეთ, მგონი!
-მეე? რა შემატყვე? - შეიცხადა ბიჭმა.
-არ უნდა გეთქვა ცოლი თუ მოგყავდა? - დაახეთქა უცებ ნინიმ, - ანასტასიასგან უნდა ვიგებდეთ ამას?
-მართლა ცოლი მოგყავს? - გაუხარდა სოფოს და შვილს გადაეხვია, - როგორ გამახარე, დეე!
-რა ცოლი, თქვენ ხომ არ გაგიჟდით? - ძლივს ამოიბურდღუნა დათომ და ძმის მკლავებს დაუსხლტა.
-აბა, თუ დამაცადონ ახსნა! - თვალები აატრიალა ტასომ და კესოსთან ერთად სამზარეულოსკენ წავიდა.
-ვაიმე, დედა, - მოესმა უცებ თეფშის მსხვრევის ხმა და თამრიკოს წამოკივლება.
-ხო მშვიდობაა, დედა? - მაშინვე ფეხზე წამოცვივდნენ ირაკლი და გიორგი.
-ისხედით თქვენ, - გააჩერა ორივე ტასომ, - მე და კესო მივხედავთ ბებოს.
სამზარეულოში კი თამრიკო შვილიშვილს ეხვეოდა და სახეს უკოცნიდა. ანდრეაც გაღიმებული უყურებდა ქალს და ცდილობდა თვალიდან წამოსული ცრემლები მოეშორებინა ბებიასთვის.
-შენ გენაცვალოს შენი ბებო! ჩემი სიხარული, ჩემი ცხოვრება! - თმაზე უსვამდა ხელებს თამრო და იცინოდა.
-ბებო, მე არ ჩამეხუტები? - ჰკითხა სამზარეულოში შესულმა ტასომ.
-შენი ხელი ურევია ამაში, არა? - თითი დაუქნია თამრიკომ ანასტასიას, - ჩემი გიჟი გოგო! - უთხრა სიცილით და ჩაეხუტა, - არ მეგონა, დღეს კიდევ რამე თუ გამახარებდა.
-რას გულისხმობ, თამრიკო? - ჰკითხა ანდრეამ ხმადაბლა და ბებოს მკლავები მოხვია.
-მოიცადე, რაა, - ხელი აიქნია ტასომ, - ახლა არაა მაგის დრო. ბებო, ნახე ვინ უნდა გაგაცნოო! - გაიცინა გოგომ და აწითლებული კესო დაანახა ქალს.
-ვინაა, ბებია ეს ანგელოზივით გოგო?
-ვინაა და შენი რძალია, - გაიცინა ტასომ და ჭიქაში გახსნილი კაპლი მიაწოდა ქალს.
-ცოლი მოიყვანე ბიჭო? - შეიცხადა ქალმა, მერე ანასტასიას მიწოდებული წამალი სუმოუთქმელად დალია და ორივეს ჩაეხუტა, - თქვენ ხომ არ იცით, როგორ გამახარეთ.
-ერთი,ორი, სამი... - მისაღებში იხედებოდა და ითვლიდა.
-რას ითვლი, ბებია? - შეიცხადა ქალმა.
-რამდენი ჭიქა კაპლი უნდა გავამზადო, შეწუხებული ხალხი რომ მოვაბრუნო. რას მეკრიჭები შენ? ვერ ხედავ რამდენნი არიან? ნიშადური მაინც წამოიყოლე, რა იცი, რა ხდება, - გაიცინა და ისევ გააგრძელა თვლა, - თუ გვანცას და ქეთოს გამოვრიცხავთ, ათნი არიან.
-არ მჯერა. არ მჯერა რომ ცოლი მოიყვანე და მალე შვილთაშვილი მეყოლება! - იძახდა თამრიკო და ბედნიერი ეხუტებოდა წყვილს.
-თქვენ რა იცით, რომ... - სიტყვა გაუწყდა კესოს.
-რა რა იცის, კესო? - გაკვირვებული შემობრუნდა ანასტასია, - მოიცა, შენ...
-ორსულად ხარ? - გახარებულმა წამოიძახა ანდრეამ და სიფრიფანა სხეულს მთელი ძალით მოეხვია, - არ მჯერა.
-მაცადე, ბიჭო, მიმიშვი რძალთან! - დაუყვირა ანდრეას და თითქმის ძალით მოაცილა ქალის სხეულს, - მსოფლიოში საუკეთესო რძალი ხარ! რაო, ვინ ზის, აქაო, ვინო? - მერე კესოს მუცელს მოეფერა და ლოყები დაუკოცნა გოგოს.
-როგორ ხარ, კესო? რამე ხომ არ გინდა? თავბრუ ხომ არ გეხვევა? - მაშინვე დაფეთდა ანდრეა და გოგო ბარის მაღალ სკამზე ჩამოსვა.
-დამშვიდდი, არაფერი მიჭირს, - ღიმილით უთხრა გოგომ.
-არა, ამხელა გზაზე არ უნდა წამოგვეყვანე. ჯერ თვითმფრინავით მგზავრობა, მერე მანქანით. დაიღლებოდი.
-შეეშვი, ბებია, - სიხარულის ცრემლებს იწმენდდა ქალი და ისიც კესოს ეხუტებოდა, - თუ რამე უნდა ბავშვს, თვითონ გვეტყვის.
-ვახ, რა მაგარი ამბავია, - სიხარულით ადგილზე ცმუკავდა ტასო, - აუუ, იმათ მე ვეტყვი, რომ ბებია და პაპა ხდებიან, რაა, - ხელი ჯერ მშობლებისკენ გაიშვირა, მერე კი ბიძასა და ბიცოლასკენ.
-არამგონია, გაოცდნენ, - სიცილით უთხრა ქალმა.
-რაა? რატომ?
-ნინიმ გვახარა უკვე, რომ ორსულადაა და მაგიტომ, - სიხარულით აუციმციმდა თვალები ქალს და უმცროს შვილიშვილს გახედა.
-რაა? - თვალები გაუფართოვდა ტასოს, - და ამ ამბავს მე ახლა უნდა ვიგებდე?
-ანასტასიაა! - მოესმა მამის ხმა მისაღებიდან, - გამოდი და როგორც აგვრიე, ისე გაგავრკვიე ახლა!
-მოვდივარ, მამიკო, მოვდივარ! - სიცილით გაფრინდა სამზარეულოდან, - ბებო, 10 ჭიქა კაპლიც გამომიყოლე, რომ გამოხვაალ! - მიაძახა თამროს და დას მივარდა, - შენ უნამუსო, არ უნდა გეთქვა აქამდე, დეიდა რომ ვხდებოდი?
-ჯერ მხოლოდ 2 თვის ვარ და ამათაც 1 კვირის წინ ვუთხარი.
-ანასტასია, - ახლა დედამ გააჩერა, - არ იტყვი რა ხდება? თუ არც თორნიკეს და არც დათოს არ მოჰყავთ ცოლი და შენც ნორმალური ორიენტაციის ხარ, ვინაა ის გოგო, რძლად რომ გაგვაცანი ან 10 ჭიქა კაპლი რაში გჭირდება?
-მოკლედ რაა, შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი! მაცადეთ, ჯერ ჩემს დიშვილს მოვეფერო და აგიხსნით.
-ანასტასია! - დაუყვირა დედამ და გოგოც მაშინვე მოსცილდა დას.
-კარგი, ხოო. უიმეე, მოუთმენლებო! გახსოვთ, როცა გითხარით, თქვენთვის ისეთი სიურპრიზი მაქვს, ვერც კი წარმოიდგენთ-მეთქი?
-კიი, - ყველამ ერთხმად უპასუხა.
-სადაც რძალი გაგაცანით, სიძეც ხომ უნდა გაჩვენოთ? - ჩაიცინა გოგომ და თამრიკოს ლანგარი გამოართვა, რომელმაც მართლა 10 ჭიქა კაპლი გამოიტანა, - მოსცილდი ბიჭო, ჩემს რძალს და გამოდი, დაენახე ხალხს!
ყველამ სამზარეულოსკენ გაიხედა, საიდანაც ანდრეა გამოვიდა კესოსთან ერთად.
-ვაიმეე, არ მეგონა ორსულობისას ჰალუცინაციებიც თუ ეჩვენებოდათ, - წამოიკივლა ნინიმ და სანდროს ხელებში მიესვენა.
-ნინი, ნინი, - მაშინვე მისცვივდნენ სადრო და ტასო და ანდროს მიწოდებული ნიშადურით მოაბრუნეს გოგოს.
-დეე, მაა, არ ჩამეხუტებით, - საყვარლად გაუცინა ბიჭმა მშობლებს და ხელები გაშალა.
-სოფო ბიცოლა, გამომართვით, - ტასომ წამალი მიაწოდა ფერდაკარგულ ქალს, - თქვენც, გიორგი ბიძია.
-ანასტასია, - გოგოსთან მივიდნენ ქეთი და გვანცა, - ეს ანდრეაა?
-კი, კიი, ეგაა, - სიხარულით შეჰკივლა გოგომ და ქეთის თავისი ნათლული გამოართვა, - შენ ხომ არ იცი, როგორ მომენატრეე, გოჭუნაა და რამდენი საჩუქარი ჩამოგიტანეე! - ბავშვს კოცნიდა და იქ დატრიალებული ამბავი საერთოდ აღარ აინტერესებდა.
როგორღაც ყველამ დაიჯერა, რომ მათ წინ ნამდვილად ანდრეა იდგა, ცოცხალი და საღსალამათი და მერე ხელახლა ჩავარდნენ შოკში, როცა გაიგეს, რომ კესოც ორსულად იყო. ანასტასიამ ძმა და რძალი დანარჩენებს შეატოვა ხელში, თვითონ ნათლულთან ერთად ავიდა თავის ოთახში და საღამომდე მას ეთამაშებოდა. ბოლოს, პატარა ბატონმა ტირილი რომ დაიწყო და ვეღარაფრით დაამშვიდა, ფრთხილად აიყვანა და პირველი სართულისკენ წავიდა. კიბეებიდანვე დაუძახა ქეთის.
-ქეთაა, შია ანდრეას და მიშველეე, - ბავშვის რწევით შევიდა მისაღებში, სადაც თამრიკოს სუფრის გაშლა მოესწრო და პატარა დედამისს გადაუწვინა ხელებში.
მხოლოდ ნათლულის ქეთისთვის დაბრუნების შემდეგ მოავლო იქაურობას მზერა და სათქმელი სიტყვა შუაზე გაუწყდა.
-ქეიფობთ, ოჯა.... - ზიზღნარევი მზერა აატარა რეზის, რომელიც მამამისს ელაპარაკებოდა, - ამას აქ რა უნდა? - კბილებში გამოსცრა და ბიჭებს გადახედა.
-მამა, დაჯექი და აგიხსნი ყველაფერს, - ირაკლიმ მიუთითა რეზის გვერდით დარჩენილ ცარიელ ადგილზე და გაუღიმა.
-რატომღაც მადა არ მაქვს, - ცხვირი აიბზუა ტასომ და კიბეებისკენ წავიდა.
-იდიოტი, დეგენერატი, უსინდისო! - ბუტყუნებდა თავისთვის და კიბეებზე ადიოდა, - რა ნამუსით გაბედა აქ მოსვლა? თან მამას გვერდით მოკალათდა და მასთან ერთად ლოცავს ანდრეას!
კიბეების შუაში იყო ასული, როცა ხალიჩას ფეხი წამოსდო, ჰაერში აფართხალდა, მერე კი თავი ვეღარ შეიკავა და უკან გადმოქანდა. მხოლოდ ერთი ამოიკნავლა, ვაიო და ბრაგვანით დაეცა იატაკზე.

თავი 15
-ტასო, ტასო, როგორ ხარ? - ჩაესმოდა ბურანში მყოფ გოგოს ხმები და სახეზე ხელების შეხებასაც გრძნობდა.
იცოდა, რომ ერთი მხრიდან ანდრეა იდგა და ის ეძახდა, ხოლო მეორე მხრიდან - რეზი. „ჰაჰ, მხრებზე დასმული ანგელოზივით და ეშმაკივით არიან, ოღონდ ორივე ანგელოზი არაა. რეზიმ დაცემული ანგელოზობისთვის გასწირა თავი“, - გაიფიქრა გოგომ და გამორკვევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მერე კი ვიღაცამ აიტაცა და რამდენიმე წამიანი სიარულის შემდეგ საწოლზე დააწვინა. გონზე მძაფრმა სუნმა მოიყვანა. მაშინვე სახე დამანჭა და თვალები ზანტად გაახილა. თავის ოთახში იწვა და თავზე მხოლოდ ანდრეა და დედამისი ედგნენ.
-ოჰ, გამოფხიზლდა, როგორც იქნა, - ამოისუნთქა ქალმა და შვილს თავზე ნაზად გადაუსვა ხელი, - ხომ კარგად ხარ, დეე?
-კი, ნორმალურად, - თქვა ტასომ და ყურადღება არ მიაქცია თავის ტკივილს.
-ნუ გაქვს, გოგო, მასეთი მჟავე სახე, თორემ ვინ მოგიყვანს შენ ცოლად? - გაიხუმრა ანდრეამ და მეორე მხრიდან მიუწვა დას, - კესომ გაგსინჯა და დაადგინა, რომ ისევ ისეთი დარტყმული ხარ, როგორც აქამდე იყავი.
-ანდრეაა, - ამოიბუზღუნა გოგომ.
-მე გავალ და გავაგებინებ იმათ, რომ არაფერი გიჭირს, თორემ მოკვდა ერთი სულიერი ნერვიულობით, - უცებ წამოდგა ფეხზე ბიჭი და ოთახიდან გაიძურწა.
ტასომ კი დედას ჩაუდო კალთაში თავი და ამოისრუტუნა.
-დედას სიხარულო, რამე მოხდა? - თმაზე ხელს უსვამდა ქალი და ნაზად ეფერებოდა.
-არაფერი, დეე, საერთოდ არაფერი.
-ვის ატყუებ, ანასტასია? მე თუ შენს თავს?
-მე თვითონაც არ ვიცი ეგ, - ამოიოხრა გოგომ და უფრო მეტად მიეკრა ქალს, - აუუ, თავი მტკივაა.
-მოიცადე, წამალს მოგიტან, - უცებ წამოდგა ქალი და გავიდა, უკან კი წყლის ჭიქითა და წამლით დაბრუნდა.
-მადლობა, დეე, - ისევ ჩაეხუტა ქალს და გაინაბა.
-ჩემი გიჟი გოგო, - ეფერებოდა ტასოს, - მიდი, მითხარი, რა ხდება შენსა და იმ ბიჭს შორის.
-მაინც შეამჩნიე, ხო?
-მგონი გავიწყდება, ხო, ვის ელაპარაკები? - გაეღიმა ქალს.
-სულელი ვარ, დედა, - დაიწყო ტასომ, - დებილი და გამოთაყვანებული.
-ვაიმე, რას ბოდავ, გოგო?
-ხოო, მასეთი ვარ. ის იდიოტი, რომ შემიყვარდა, მაგიტომ.
-ვიცოდი, არა, ვიცოდი, - გაიცინა ქალმა და გულში მაგრად ჩაიკრა შვილი, - მისი დანახვისას სულ სხვანაირად გიბრწყინავს თვალები. ახლა გაბრაზებული ხარ, მაგრამ მაინც, როგორც კი დაინახავ, გადასხვაფერდები-ხოლმე. აი, ნახავ, ყველაფერი დალაგდება.
-ვითომ? რაღაც არამგონია. იმ უნამუსომ, იმ დეგენერატმა, იმ... იმ... იმ... დამპალმა რა გაუკეთა მამას და თქვენ კიდევ იცავთ! რატომ ვერ ხედავთ ჩემგარდა ვერავინ მის ნამდვილ სახეს?
-მგონი, შენ ხარ ის ერთადერთი, ვინც მართლა ვერ ხედავს რეზის ნამდვილ სახეს.
-არა, რა გააკეთა და კიდევ უნამუსოდ მოდის აქ და ანდრეას დაბრუნებას ჩვენთან ერთად აღნიშნავს!
-ანასტასია, გეყოფა და, სხვათა შორის, რეზი მას შემდეგ აქაა, რაც თამრიკოსთან ჩამოვედით.
-რაა? - თვალები შუბლზე აუვიდა გოგოს, - აქ რა ჯანდაბა უნდა?
-მამაშენმა სთხოვა მოსვლა. თავიდან უარზე იყო, მაგრამ, მერე როგორღაც დაითანხმა.
-რაღაც იცით ყველამ და მიმალავთ. ასეა, არა?
-ანასტასია, არც მე ვიცი შენზე მეტი, მაგრამ ვხვდები, რომ რეზი ძალიან კარგი ბიჭია, სწორედ ისეთი, შენ რომ შეგეფერება.
-დედა! - წამოიძახა აწითლებულმა ტასომ, - მეჩვენება თუ მაჭანკლობ?
-ნუ სულელობ ერთი! - გაიცინა ქალმა და წამოდგა, - მხოლოდ ერთს გეტყვი, ადექი და დაელაპარაკე იმ ბიჭს. შენც აღარ გაწვალდები!
-მეტი საქმე არ მაქვს! - თავი შეაბრუნა გოგომ და უცებ გაუნათდა გონება, - დეე, შეგიძლია ნინი და გვანცა ამოუშვა?
-კარგი დედიკო, მაგრამ, ხომ მშვიდობაა? სახლის განადგურებას ხომ არ აპირებთ?
-არა, დამშვიდდი, მაქსიმუმ ერთი ოთახი შევიწიროთ, - გაიცინა ტასომაც და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა.
5 წუთში ოთახის კარები შემოხსნეს და გოგოს საწოლზე წამოწვნენ.
-რა ხდება, ანუშკი? - ჰკითხა ნინიმ, - თავი ძლიერად დაარტყი და ახლა ჩვენს გახსენებას ცდილობ?
-არა, საქმე მაქვს თქვენთან, თანაც ძალიან მიშვნელოვანი.
-ოჰო, ვინმეს მოკვლა გინდა და ჩემი დახმარება გჭირდება? - წარბები აუთამაშა დას და გაიცინა.
-ნუუ, მთლად მაგდენიც არა, - თავი გადააქნია ტასომ.
-ვაიმე, ეს ამბავი უკვე არ მომწონს, გვანცა, შენ რას ფიქრობ?
-დააცადე შენს დას ლაპარაკი, იქნებ და რისი თქმა უნდა?
-აი, მართალია ბავშვი, - ხელი მოხვია გვანცას ტასომ, - იქნებ და რა უნდა გთხოვოთ?
-გვთხოვო? - თვალები შუბლზე აუვიდა ნინის, - ანასტასია, ხომ კარგად ხარ? ძლიერად დაარტყი თავი?
-ნინი გეყოფა, რაა.
-კარგი, ხოო, ვჩუმდები, - გოგომ ხელები დანებების ნიშნად ასწია.
-მოკლედ, გვანცას დახმარება უფრო მჭირდება, ვიდრე შენი.
-აჰა, გვანცასი ანუ, კარგი, - განაწყენებულმა გოგომ გადაჯვარედინებული ხელები გულზე დაიკრიფა და ცხვირი აიბზუა.
-ოოო, ნინი, კარგი, რაა, - დას გადასწვდა ტასო, - შენც ძალიან მჭირდები. ის დეგენერატი უნდა გაართო.
-ვინ დეგენერა... აააა, რეზი?
-ხოო, ეგ, - თავი დაუქნია გოგომ, - შენ კი გვანცა, როგორც IT-შნიკი ისე მჭირდები. მე იმ უსინდისოს ლეპტოპს მოვიტან და...
-არა, არა და არა, - წამოიძახა გვანცამ, - არ მომწონს ეს იდეა. მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია.
-გთხოვ, რაღაც მაინტერესებს და უნდა დავრწმუნდე.
-ანასტასია ხვდები ახლა რას გვთხოვ? - თვით ნინიც კი გაოცებული იჯდა.
-კარგი რაა, გთხოოვ, - ყელი გამოუწია ნინის და ისე შეევედრა, - მე, ხომ თქვენთვის არასდროს არაფერი მითხოვია? ძალიან მჭირდება ეს. მინდა ჩემი ეჭვები გადავამოწმო.
-ოოოო, ჯანდაბა, - მალევე დანებდა ნინი, - მიდი, მითხარი, მე რა მევალება.
-მოიცადე, ჯერ ეს დამრჩა მოსალბობი, - ახლა გვანცასკენ მიბრუნდა და მას დაუწყო საწყალი თვალებით ყურება.
-გვანცა, დათანხმდი, თორემ ჩემს შვილს არ მოგანათლინებ, - დაემუქრა ბოლოს ნინი და გოგოს თვალები გაუფართოვდა.
-კარგი, - ამოღერღა ნირწამხდარმა.
-ხოდა ძალიან კარგი, - ტაში შემოჰკრა ტასომ და ტკივილისგან სახე დაემანჭა, - არაფერია, კარგად ვარ. ახლა, ნინი, შენ ჩახვალ და შეეცდები ის გორილა რაც შეიძლება დიდხანს გყავდეს ქვემოთ. როგორც კი თავის ოთახში ამოსვლას დააპირებს, მაშინვე მოგვწერე.
-კარგი, - მაშინვე წამოდგა ნინი და ოთახიდან გავიდა.
-ახლა, კი მე გავალ და მისი ოთახიდან ლეპტოპს მოვიტან.
ანასტასია მალევე დაბრუნდა უკან და საწოლზე კომფორტულად მოთავსებულ გვანცას გაუწოდა.
-ახლა შენი დახმარება მჭირდება.
-ვერ მეტყვი, რატომ ვაკეთებ ამას? - ამოიოხრა გოგომ და კომპიუტერი ჩართო, რამდენიმე კომბინაციის აკრეფის შემდეგ კი უკვე თვითონაც ინტერესით შესცქეროდა ეკრანს და სისტემაში შესვლას ცდილობდა, - ეს უკვე საინტერესოა, - თქვა და კიდევ რამდენიმე კომბინაცია აკრიფა.
-რა ხდება? რამეს მიაგენი?
-არა, ჯერ ვერა. ძლიერი დაცვის სისტემა უყენია და თუ პაროლი არ იცი, ისე ვერ შეხვალ, - განუმარტა გვანცამ და სავარაუდო პაროლების აკრეფას შეუდგა.
-გორილა სცადე ან კიდევ თვითკმაყოფილი იდიოტი, - მიაწოდა აზრები ანასტასიამ.
-არა, - თავი გადააქნია გოგომ, - მხოლოდ ის გავიგე, რომ პაროლი 9 ასოსგან ან სიმბოლოსგან შედგება.
-მართლა?
-ჰო, მოიცა, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ პროგრამას ვცდი, იქნებ გამოგვადგეს, - გოგომ ჯიბიდან ფლეშკა ამოიღო და კომპიუტერს მიუერთა, - ახლა მხოლოდ დაცდაღა დაგვრჩენია.
გვანცამ ლეპტოპი წინ დაიდო და ტასოსთან ერთად შეაცქერდა ეკრანზე გამოსულ პროგრამას, რომელიც პაროლის ამოცნობას ცდილობდა.
-ისე, შენ და ნინი საიდან იცნობთ გორილას? - ჰკითხა 5 წუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ.
-პირველ კურსზე ვიყავით, როცა ნინიმ ძალით წამათრია რაღაც წვეულებაზე. მეოთხე კურსელები მართავდნენ. ნუ, მე რეზიზე ადრეც მქონდა ხმები გაგონილი. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს კურსზე და მასზე ლეგენდები დადიოდა.
-არ მეგონა, - გაიკვირვა ტასომ.
-როცა წვეულებაზე მივედით, უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო. ჩემმა კურსელებმა მაშინვე დამავლეს ხელი და ყვიროდნენ, წამო ლეგენდა ამთავრებს წელს სწავლას და მივულოცოთო. ნინიც დაინტერესდა მისით. მითუმეტეს, როცა გაიგო, რომ ქართველი იყო. პირდაპირ მიაჭრა რეზის, რომელიც ვიღაც გოგოს კოცნიდა და ხელი ჩამოართვა, მე ნინი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობაო.
-ვიღაც გოგოს კოცნიდა? - თვალები შუბლზე აუვიდა ტასოს, გვანცამ კი გაიცინა.
-შენ მხოლოდ ეგ გაიგონე, არა?
-არა, არა, - საკუთარ ეჭვიანობაზე გაბრაზდა ტასო და თავი გადააქნია, - გააგრძელე.
-მოკლედ, მერე მთელი საღამო ერთად ვერთობოდით. ჩემი „ზემლიაკი“ ხალხი გიპოვეთ და ხომ არ დაგკარგავთო, - ისევ გაიცინა გვანცამ და ეკრანზე გამოტანილ რამდენიმე დამთხვევას შეხედა, - მაშინაც ძალიან კარგი ბიჭი იყო და მე თუ მკითხავ, ანასტასია, ის არც ახლაა ცუდი. უბრალოდ მის საქციელს რამენაირი ახსნა მოეძებნება.
-არ მაინტერესებს. მან მამაჩემი დაამცირა და ახლა რას ცდილობს, ვეღარ ვხვდები, - ამოიოხრა გაბრაზებულმა და ტელეფონისკენ გააპარა თვალი.
-არ არსებობს, - თვალები გაუნათდა გვანცას და უკვე მუხლებზე მოთავსებული კომპიუტერის კლავიატურაზე სწრაფად აკრიფა პაროლი, - ვერც კი წარმოიდგენ პაროლად რა უყენია, - ეშმაკური მზერით შეხედა ტასოს და უკვე განბლოკილი კომპიუტერი მას გადაულოცა, - ახლა შეგიძლია თავისუფლად მოძებნო ყველაფერი რაც გაინტერესებს.
„ნეტავ, რა გიყენია პაროლად ასეთი, რომ გვანცა ასე მიყურებს და მიღიმის?“ - გაიფიქრა თავისთვის და საქაღალდეების თვალიერებას შეუდგა. მერე კი თავისთვის საინტერესო მასალებსაც გადააწყდა. აქ ყველაფერი იყო მამამისის საქმიანობის, მისი კომპანიის, თანამშრომლებისა და ქონების შესახებ. მერე კი კომპანიის საბუთებს გადააწყდა. იმ საბუთებს, წესით მამამისის გარდა სხვას ხელი რომ არ უნდა მიუწვდებოდეს. შემდეგ კი გაოცებული ადარებდა ამ საბუთების ასლებს ერთმანეთს, სადაც მონაცემები იყო შეცვლილი და სწორედ ეს საბუთები იყო გამოქვეყნებული პრესაში.
-ვერაფერს ვხვდები, - ჩაილაპარაკა შოკში მყოფმა გოგომ და კვლავ გააგრძელა საბუთების თვალიერება, - საიდან მას ეს საუთები ან ეს ყალბი დოკუმენტების გამოქვეყნება რაღა იყო?
გვანცამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ანასტასიას ამღერებულ მობილურს უპასუხა.
-გისმენ ნინი, - სპიკერზე ჩართო და ორივემ კარგად გაიგონა ნინის ხმა.
-გორილა კიბეებზე ამოდის, - ჩუმად თქვა გოგომ.
-ნინი, თუ იმის თქმა გინდა, რომ რეზი მოდის, უბრალოდ გვითხარი, - უთხრა გვანცამ.
-რეზი კიბეებზე ამოდის, - ისევ ჩურჩლით თქვა და მერე ორივემ კარგად გაიგონეს ნინის ძახილი, - რეზიკო, იცი რაღაც ატმის კამპოტი მომინდა და შეგიძლია სამზარეულოდან გამომიტანო? შენ იჯექი სანდრო, მე ვისაც დავავალე, იმან მინდა, რომ მომიტანოს, - მერე კი ტელეფონი გათიშა.
-ვამაყობ შენით, ნინი, - გაიცინა ტასომ, საქაღალდეები სწრაფად დახურა, კომპიუტერიც გამორთო და რეზის საძინებელში შევიდა.
კომპიუტერი თავის ადგილას დააბრუნა თუ არა, ფეხის ხმაც გაიგო და შეშფოთებული იმით, რომ გასვლას ვეღარ ასწრებდა, ფარდის უკან დაიმალა. კარგად დაინახა, როგორ შემოვიდა ოთახში რეზი და გულმა გაორმაგებულად დაუწო ძგერა. ბიჭმა მაშინვე ერთი ხელის მოსმით გადაიძრო პერანგი და ასე წელზევით შიშველმა დაიწყო ოთახში სიარული. „მე კიდევ ეს მინდოდა კიბეზე დაგორების მერე?“, გაიფიქრა ტასომ და შეეცადა ხელით ახურებული სახე დაენიავებინა, მაგრამ მაშინვე გაჩერდა, როგორც კი რეზი მისი მიმართულებით შეტრიალდა და ფანჯრისკენ წამოვიდა.
-რატომ ვგრძნობ, ტასო, შენს სურნელს? - ხმამაღლა იკითხა ბიჭმა და გოგოს ეგონა, რომ რეზი გამოიჭერდა, მაგრამ ბიჭმა თავი გადააქნია, წვერმოზრდილ სახეზე ხელები ჩამოისვა და მოწყვეტით ჩამოჯდა საწოლზე, - რა თქმა უნდა, შენ ხომ ამ სახლში ხარ. უკვე ყველგან შენი სურნელია გამეფებული.
თავის თავთან მოსაუბრე ბიჭმა ტასო დაზაფრა და მაშინვე მოუნდა მასთან მისვლა, მისი ჩახუტება. „არა, შენ ამას არ იზამ!“ - შეუძახა საკუთარ თავს და ისევ ბიჭს შეაცქერდა, რომელიც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რაღაცნაირად შეცვლილიყო. ფიზიკურად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ანასტასია ამ ნახევრადჩაბნელებულ ოთახშიც კი კარგად არჩევდა ბიჭის თვალებში ჩაგუბებულ ტკივილს და სევდას. ტასომ მჩხვლეტავი ტკივილი იგრძნო გულის არეში, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ადგილიდან ფეხი იქამდე არ მოუცვლია, სანამ რეზი არ წამოდგა და სააბაზანოში შევიდა, მაგრამ კარი ღია დატოვა. ანასტასიამ ღრმად ჩაისუნთქა რეზის სუნამოს სუნით გაჟღენთილი ჰაერი, ტანში გასცრა და გული უფრო მეტად მოეწურა. ხვდებოდა, რომ უკვე ვეღარ უძლებდა მონატრებას. როგორღაც მოიკრიბა გამბედაობა, კარგად დაზვერა სიტუაცია და სულ სირბილით გადაჭრა ოთახი. კარში გაძვრომისას სააბაზანოდან თავის მშრალებით რეზი გამოვიდა და თითქოს ქალის სილუეტს მოჰკრა თვალი. მაშინვე აუჩქარდა გულისცემა, მაგრამ მერე თავი გააქნია და თავისთვის ჩაიბურდღუნა:
-მგონი მოჩვენებები დამეწყო იმდენს ვფიქრობ შენზე!
ამ დროს კი ტასო გულამოვარდნილი შევარდა საკუთარ ოთახში და კარი იმდენად ფრთხილად მიხურა, რომ თვითონაც კი ვერ გაიგო ხმა.
-ამდენ ხანს სად იყავი, ქალბატონო? - ნინის ხმის გაგონებაზე შეშინდა და შეხტა.
-ვაი, ნინი, შემაშინე! - გულზე ხელი მიიჭირა და ღრმად ჩაისუნთქა.
-რა მოხდა, ანასტასია? - მშვიდად ჰკითხა გვანცამ და სავარძელში მოწყვეტით დამჯდარ მეგობარს გახედა.
-კომპიუტერს რომ ვაბრუნებდი უკან, მაშინ შემოვიდა და ლამის გამომიჭირა.
-კაიი? - გაიოცა ნინიმ, - და შენ რა ქენი? აკოცე, გააბრუე და ისე გამოვარდი?
-ვაკოცე არა კიდე რა უნდა. მაგ გორილას ცხოვრებაში აღარასდროს ვაკოცებ! - წამოიძახა ხმამაღლა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ რეზი ისევ მის გვერდით ოთახში იყო დაბინავებული, თანაც ოთახებს შორის კედელი იმდენად თხელი იყო, რომ ხმა კარგად ისმოდა და მაშინვე ჩურჩულით განაგრძო, - ფარდის უკან ვიყავი დამალული და იქამდე ვერ წამოვედი, სანამ ვაჟბატონი სააბაზანოში არ შევიდა, მაგრამ, მგონი, გამოსვლისას დამინახა, - მერე კი ყველაფერს მოყვა.
-ვაიმე, ანასტასია, რა დღეში ხარ! - იციოდა ნინი და თან წვენს მიირთმევდა.
-დამცინე, ხო, დამცინე, მეტის ღირსი ვარ შენგან!
-კი, ნამდვილად, - დაეთანხმა და, - კარგი იყო, მე და სანდროს რაც გაგვიკეთე? ხოდა, ახლა შენი ჯერია, დაიკოოო!
-და, არ გაინტერესებს, წეღან რატომ ვიყავი ასეთი გაოცებული, - უცებ მიუბრუნდა გვანცა ნინის, - აი, მაშინ შენ რომ შემოხვედი და ეს კიდე რეზის ოთახში რომ იყო?
-აუუ, კიიიი, მიდი, დროზე მითხარი! - აჟიტირდა უცებ ნინი.
-ვერასდროს გამოიცნობ რა ჰქონდა რეზის პაროლად დაყენებული.
-არ მითხრა, არაა, - თვალები გაუდიდდა და დაუმრგვალდა ნინის, - არ მითხრა, რომ ის ეყენა, რაც მე მგონია!
-ნუ, გააჩნია, რა გგონია, - მხრები აიჩეჩა გვანცამ.
ნინიმ თავისთვის თითებზე სწრაფად გადაითვალა რაღაც მერე კი ეშმაკური მზერით ჯერ ანასტასიას შეხედა, მერე კი გვანცას და ცალი წარბი მაღლა ასწია.
-ანასტასია? - თქვა ნინიმ.
-რა იყო, ნინი? - ჰკითხა დას ტასომ.
გვანცამ მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად და წამოდგა.
-რამე გინდოდა, ნინი? - კითხვა გაუმეორა დას.
-არა, არაფერი. უბრალოდ ბატი ხარ!
ანასტასიას რაღაცის თქმა უნდოდა, როცა პირველი სართულიდან ზარის ხმა შემოესმათ.
-ნეტავ ვინ უნდა იყოს აქ და ასეთ ამინდში? - გაოცდა ნინი და მაშინვე პირველი სართულისკენ გაიქცა. გვანცაც მას გაჰყვა, ტასომ კი ამოიოხრა და საწოლზე გაწვა ვარსკვლავის ფორმაში.
*********
კარზე რამდენჯერმე გაისმა ზარის ხმა, მერე კი დააკაკუნეს კიდევაც.
-მე გავაღებ, - წამოიმართა თორნიკე და თამრიკო გააჩერა, - შენ იჯექი, ბე, დაიღლებოდი.
-ჩემი ჯელტმენი ბიჭი, - ხმა გაინაზა დათომ და თვალიდან არარსებული კურცხალი მოიწმინდა.
-მასხარა, - გამოსძახა უკვე დერეფანში გასულმა ბიჭმა და სწრაფად გამოხსნა კარი.
ხელში კი სიცივისგან მობუზული ქალი შერჩა. ბიჭმა გაოცებით აათვალიერა გათოშილი სხეული და მზერა ჯერ მის წითლად მომზირალ ტუჩებზე შეაჩერა, მერე კი თაფლისფერ თვალებში შეხედა.
-ანასტასიასთან ვარ, - დაილაპარაკა ქალმა თავისი წკრიალა ხმით და კარში გაჩხერილ ორმეტრიან ბიჭს შეაცქერდა, - იმედია, სახლშია.
-ანასტასიასთან? - გაიოცა თორნიკემ და უკან გაიწია, - კი, აქააა. შემოდი, თორემ სულ გაიყინები.
გოგომ სწრაფად შეაბიჯა სახლში, თოვლისგან დასველებული ქურთუკი და კაშნე იქვე დაკიდა და მასზე მიშტერებულ ბიჭს შეაცქერდა.
-იქნებ მითხრა, ვინ ხარ? - ცოტა უხეშად გამოუვიდა თორნიკეს და ქალი შეკრთა, მაგრამ არ დაბნეულა.
-მისი მეგობარი ვარ და სასწრაფო საქმე მაქვს.
-ანასტასიას მეგობარი ხარ? - გაოცება კიდევ ერთხელ ვერ დამალა თორნიკემ.
-ხო, რა, არ შეიძლება? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ქალმა, გრძელი სწორი ყავისფერი თმა უკან გადაიყარა და ბიჭს ზურგი აქცია, - დამავალებ თუ მასთან მიმიყვან.
-თორნიკეე, - კიბეებიდან მოისმა ნინის ხმა, - ვინ იყო?
-მოვალ ნინი და გაიგებ, - გასძახა მანაც და გოგოს ხელით ანიშნა წინ წასულიყო.
მისაღებ ოთახში შესულს ყველა იქ მჯდომის მზერა შეეჩეხა და ქალი რატომღაც აწითლდა სახეზე, მერე კი მათ შორის ანდრეა რომ დაინახა, თავისთვის ჩაიღიმა, მასთან მივიდა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
-გამარჯობა, მიხარია, რომ ცოცხალი ხარ, ანდრეა.
ბიჭმა გაოცებულმა ახედა და სწრაფად ჩამოართვა ხელი. დანარჩენები კი ისევ გაოგნებულები შესცქეროდნენ.
-მადლობა, მაგრამ, გიცნობ?
-არა, - უარის ნიშნად გააქნია ქალმა თავი, - მე ანასტასიას მეგობარი ვარ.
-მართლა? - გაიოცა ანდრომ, - და აქამდე რატომ არ უხსენებიხარ?
-არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ქალმა და თორნიკეს მიუბრუნდა, - შეგიძლია მასთან მიმიყვანო? სასწრაფო საქმე მაქვს.
-წამომყევი, - თქვა და კიბეებისკენ შებრუნდა, თან ფუტკრებივით აზუზუნებული ფიქრების ჩახშობა სცადა, რომლებიც ამ ქალის გამო იყვნენ გამოწვეულნი.

თავი 16
კიბეებზე მიაბიჯებდა და ხანდახან ზურგს უკანაც აპარებდა მზერას. ეს გოგო საიდანღაც ეცნობოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან. ქალს თავისზე 2 ზომით დიდი ყელიანი სვიტერი და მოტკეცილი შავი ჯინსი ეცვა, ფეხზე კი მუხლამდე ჩექმები. ამ ტანსაცმელშიც კი შეამჩია თორნიკემ თუ რა მოხდენილი სხეული ჰქონდა. ფიქრებში გაერთო და წარმოიდგინა თავის მკლავებში მოქცეული გოგო ტანზე გამოყვანილ მუხლს აცდენილ კაბაში, მერე კი ასევე თავის მკლავებში ოღონდ ახლა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი. აი, აქ კი უცებ გაჩერდა და თავდახრილი ქალი პირდაპირ მკერდით შეასკდა.
-მაპატიე, ჩავფიქრდი, - ძლივს ამოღერღა თორნიკემ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
გოგომ მხოლოდ წამით შეხედა, მერე კი სახე გვერდით მიაბრუნა და კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს გაუსწორა მზერა. თორნიკემ კი დრო იხელთა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალი და ანასტასიას კარზე მიუკაკუნა.
-ანა, შენთან არიან, - თავი შეყო ოთახში და საწოლზე გაშოტილ ბიძაშვილს დააკვირდა.
-ვინაა? - ბალიშიდან თავი არც აუწევია, ისე ჰკითხა ტასომ.
-ამბობს, რომ შენი მეგობარია და შენთან საქმე აქვს.
-მერე, რას დაყუდებულხარ კარში, შემოუშვი, - საწოლიდან წამოდგა და კარისკენ გაიხედა.
თორნიკემ უკან დაიხია და გვერდით მდგომ ქალს ანიშნა ოთახში შესულიყო.
-ლიკა? - თვალები გაუფართოვდა ანასტასიას, - ლიკა, შენ ხარ? არ მჯერა! - წამოიძახა ტასომ და მთელი ძალით მოეხვია მონატრებულ მეგობარს.
-მომენატრე ანა, - გოგონამაც შემოხვია ხელები და ცოტა ხანს ასე იდგნენ.
ბოლოს გონს ისევ ტასო მოეგო, კარებში მდგარ გაკვირვებულ თორნიკეს უცნაური მზერა შეავლო, მერე კი გვერდით მდგარ მეგობარს გადახედა.
-თოკო, მოდი, ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო, - ხელი დაუქნია და ოთახში შეიპატიჟა ბიძაშვილიც, - ლიკუნა, გაიცანი ეს თორნიკეა, ჩემი ბიძაშვილი. თოკო, ეს კი ლიკა ასათიანია, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი.
-სასიამოვნოა, - გაიღიმა კაცმა და ქალის წვრილი ხელი თავის ტორში მოიქცია.
თითქოს ორივეს დენმა დაარტყაო, მაშინვე გაუშვეს ერთმანეთს ხელი და გვერდით გაიხედეს.
-ჩემთვისაც, - ამოილუღლუღა ლიკამ.
-თორნიკე ახლა დაგვტოვებს და მე და შენ მშვიდად დავილაპარაკებთ, - სიტუაცია განმუხტა ტასომ და ბიძაშვილს კარისკენ უბიძგა, - კარი გაიხურე, თოკოო.
კაცმა ოთახი დატოვა, მაგრამ არსადაც არ წასულა. იქვე რეზის ოთახში შევიდა და გაოცებული ძმაკაცი ხელის აწევით გააჩუმა. ტასო კი ამ დროს ლიკასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე და გოგოს კიდევ ერთხელ მოეხვია.
-არ მჯერა, კიდევ არ მჯერა, რომ საქართველოში, მითუმეტეს, აქ ხარ, - ოდნავ უკან გასწია და ისე დააკვირდა მეგობარს.
-ხო, 2 კვირაა რაც დავბრუნდი, - გაიღიმა ლიკამ, - ახლა კი აქ სერიოზულ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი.
-რამე ხდება? არ მითხრა, რომ თხოვდები და ჩემს თორნიკეს უპატრონოდ მიტოვებ! - შეიცხადა ტასომ და მეგობრის აწითლებულ ლოყებზე გაიცინა.
-რა ვთხოვდები, გოგო, გადაირიე? და ის არაფერ შუაშია, - ნიკაპით იქითკენ ანიშნა, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ კაცი იდგა.
-უჰ, მომეშვა გულზე, - ამოისუნთქა ტასომ, - წარმომიდგენია, რა დაგემართებოდა ის რომ ნახე, თან ჩემს ოთახამდეც მაგან ამოგაცილა.
-კარიც მაგან გამიღო, - თავი ჩახარა ქალმა, - ხმა ძლივს ამოვიღე, რომ დავლაპარაკებოდი.
-ვაიმე, ჩემი საწყალი გოგო, - ისევ გულში ჩაიკრა დაქალი და თავზე მოეფერა, - როგორ დამიტანჯა იმ დეგენერატმა! გინდა, ყურებს დავაჭრი.
ლიკამ გაიცინა და უთხრა:
-არა, რა ყურებს დააჭრი, ანა, გაგიჟდი? მომწონს მე მაგის ყურები!
-ვაიმეე, - ახლა ტასომ გაიცინა, - პირველად მესმის გოგოსგან, რომ ბიჭის ყურები მოსწონს! ახლა ცუდად გავხდები!
-კარგი, მოიცა, სირცხვილია, რამხელა ხმაზე იცინი! - შეიცხადა ლიკამ.
-მართალი ხარ, - უცებ დასერიოზულდა ტასოც, - თანაც ის კედელი ძალიან თხელია და ერთი სულიერის ოთახში გადის ხმა.
-ანასტასია, რაღაც მინდა გითხრა, აქ ტყუილად არ ამოვსულვარ.
-გისმენ, ლიკუნა. არა, კი ვიფიქრებდი, თორნიკეს სანახავად ამოვიდოდა-მეთქი, მაგრამ შენ საერთოდ არ იცოდი, საქართველოში თუ იყო ვაჟბატონი!
-კარგი, მაცადე, - შეუბღვირა ლიკამ, - მოკლედ, ვიცი ეს ადრევე უნდა მეთქვა შენთვის, მაგრამ ვერ გავბედე. თან არც ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა.
-ვაიმე, ლიკა, ნუ დამტანჯე!
-ანასტასია, გახსოვს, მე და შენ 2 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. მაშინ მე უკვე რაღაც უცნაური ამბავი მქონდა თავს გადახდენილი. ჩვენს გაცნობამდე 1 წლით ადრე, მე აქ ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ვიყავი სტუმრად ზაფხულში. უკან ვბრუნდებოდით, როცა გზაზე უგონოდ მყოფი ბიჭის სხეულს წავაწდით. მთლიანად სისხლში ცურავდა და დამწვრობებიც ეტყობოდა. არ ვიცი, იმ გზაზე საიდან აღმოჩნდა. პირდაპირ საავადმყოფოში წავიყვანეთ. ნახევარი წელი იწვა საქართველოში. კომაში იყო. მერე კი რაღაც გართულდა. ზუსტად არ ვიცი, რა. ამერიკაში მოგვიხდა მისი გადაყვანა. მას შემდეგ, რაც ამერიკაში გადავიყვანეთ, ვეღარ მოვახერხეთ მისი ნახვა. დუბაიში მომიწია გამგზავრება საქმეებზე მთელი 2 წლით, ჩემი მეგობარი კი საქართველოში დაბრუნდა. მერე კი გავიგე, რომ ის ბიჭი კომიდან გამოვიდა და აღმოჩნდა, რომ საერთოდაც შენი ტყუპისცალი ძმაა.
ტასო თავიდან გაოცებული შეჰყურებდა მეგობარს, მერე კი სახიდან ნელ-ნელა მისდიოდა ფერი. ლიკა გაჩუმდა და დამნაშავესავით ჩახარა თავი.
-ანასტასია, გეფიცები არაფერი ვიცოდი. მხოლოდ მაშინ გავიგე მისი ვინაობა, როცა ამერიკაში ჩავედი და ვიკითხე, - ლიკას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და მუშტით შეიმშრალა.
-ნუ ტირი, - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება გოგომ და ლიკას ჩაეხუტა, - ტყუილად ნუ ტირი. საპატიელებელი არაფერი გაქვს. პირიქით, მადლობა როგორ გადაგიხადო, არც კი ვიცი. შენ ანდრეა გადამირჩინე და ახლა აღარაფერს დავეძებ.
-მართლა? არ ბრაზდები ჩემზე, აქამდე რომ არ გითხარი? - იმედიანი თვალებით ახედა ლიკამ.
-არა, რატომ უნდა გავბრაზდე? - გაიღიმა ტასომ.
-საუკეთესო ხარ და ვამაყობ, რომ შენი მეგობარი ვარ, - სრუტუნით ჩაეხუტა დაქალს.
-ხო, ჩემი მეგობარი და რძალი, - სიცილით უთხრა ტასომ და გოგო ერთიანად ააწითლა.
-სისულელეა, - ამოიოხრა ლიკამ, - არამგონია, ოდესმე დავაინტერესო. საერთოდ ვერ მამჩნევს.
-შენ მაგაზე ნუ იდარდებ. მე მოგხედავთ ორივეს.
-იცი, ვფიქრობ, რომ მაგის დრო საერთოდ არ გექნება. ახლა უფრო მნიშვნელოვან ამბავს გეტყვი, - ღრმად ჩაისუნთქა და ამოსუნთქვას სიტყვებიც ამოაყოლა, - ვახო ისევ შენს გატაცებას გეგმავს. ამჯერად ნამდვილად გემუქრება საფრთხე. აქ შენს გასაფრთხილებლად მოვედი.
-ჰაჰ, - ირონიულად ჩაიცინა ტასომ, - იცი, რამდენჯერ სცადა ჩემი მოტაცება და თავისი უფროსისთვის მიყვანა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი? მითუმეტეს, ანდრიას გარ... გაქრობის შემდეგ გააქტიურდა.
-არა, ანა, მასე ადვილად ნუ უყურებ ამ ყველაფერს. ახლა მართლა აღარ აპირებს შენს ხელიდან გაშვებას.
-რაც უნდა ის უქნია, - ხელი აიქნია ტასომ.
-ანასტასია, მომის...
მაგრამ სიტყვა კარების, რასაც ჰქვია, შემოგლეჯვამ გააწყვეტინა. ტასომ ჯერ ლიკას გადახედა, მერე კი მკვლელი თვალები შეანათა უკვე ოთახში შემოსულ ბიჭებს.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებთ? - ყინულივით ცივმა ხმამ გაიჟღერა და სათითაოდ აათვალიერა თითოეული მათგანი.
-ტასო, - წამოიწყო ანდრეამ, - მართალია, რაც გავიგეთ?
-და რა გაიგეთ, მაინც?
-ის, რომ გიორგი არ გეშვება და ვახოს ისევ გიგზავნის?
-ეგ არც ერთ თქვენგანს არ ეხება, - გაბრაზებას ვერ მალავდა ტასო, - საერთოდ ვინ მოგცათ უფლება, ჩემს ოთახში შემოვარდნის? კარგი, ანდრეა ძმაა და მესმის, მაგრამ თორნიკე ან ეს... ეს არსება რაღას აკეთებენ აქ?
-არა, რაა, ნამდვილად ღირსი ხარ, რომ ვახომ მოგიტაცოს, - თავი ვეღარ შეიკავა რეზიმ.
-ეეე, სიძე, რას ბოდიალობ შენ? - სიცილით იკითხა თორნიკემ და რეზის მხარზე ხელი დაჰკრა.
-რა უწოდე ამ არსებას? - წამოდგა ფეხზე და თორნიკეს წინ დაუდგა ხელებგადაჯვარედინებული.
-უი, უი, - ხელი მიირტყა ტუჩებზე თორნიკემ და ჩაიცინა, - მგონი ზედმეტი წამომცდა.
-ტასო, მოეშვი თორნიკეს და მითხარი რა ჯანდაბა ხდება, - ჩაერია ანდრეა და გაკაპასებული დისგან იხსნა ბიძაშვილი, რომელსაც თვალები დივანზე დასკუპებული ლიკასკენ გაურბოდნენ.
-ხომ გითხარი, არა? - ამოიბუზღუნა ანასტასიამ, - სანერვიულო არაფერი. ვიღაც ვახოს ნამდვილად არ მივცემ ჩემი დაჩაგვრის უფლებას.
-ხო, ვიღაც ვახო იყო, მაშინაც მკლავში რომ დაგჭრა და ჩემი მისახედი გახდი, - ისევ ამოიღო ხმა რეზიმ და ჯიუტად შეხედა ტასოს.
-რა ქნა? - თვალები შუბლზე აუვიდა ანდრეას და დას მიეჭრა, - ანასტასია, ახლავე მომიყევი ყველაფერი!
-ვიღაცებს ენა დაგრძელებიათ, - ამოისისინა გოგომ და ჰიტლერივით გაიშვირა ხელი კარისკენ, - სამივე მიბრძანდით აქედან, ახლავე და მაცადეთ ლიკასთან ლაპარაკი და ისე, რომ იცოდეთ, სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა.
-მაპატიე, ძმა, მაგრამ, - რეზიმ ანდრეას შეხედა, მერე კი უცებ მიტრიალდა ტასოსკენ, გოგო მხარზე ჩანთასავით გადაიკიდა და კიბეებისკენ წავიდა.
-რა... - გაოცდა ტასო და მაშინვე აფართხალდა, - დამსვი, იდიოტო!
-საკუთარი თავი დაადანაშაულე იმაში, რაც დაგემართება, - შეუღრინა ბიჭმა და მისაღებში მსხდომ გაკვირვებულ სახეებს გაღიმებულმა შეხედა, - ბოდიშს გიხდით, ირაკლი ბიძია, ჩემი ასეთი საქციელისთვის, მაგრამ...
-მამაა, მამაა, მიშველეე, - გამწარებული ყვიროდა ანასტასია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა, - ანდრეა, ძმა არ ხარ? შენ მაინც ქენი რამე! - კიბეებზე ჩამომავალ ძმას ახედა, რომელიც ეშმაკურად უღიმოდა, - თორნიკე, ლაშა, დათო! სანდრო, იცოდე სიძედ დაგბრაკავ! - ბოლო ძალებით იძახდა და ფართხალებდა.
-ვერაფერსაც ვერ მიზამ, - ენა გამოუყო სანდრომ და ნინის მიეხუტა, - მე ნინი დამიცავს!
-ცოცხალი გადავრჩებოდე და მოგხედავთ მერე! - უკვე ეზოდან ყვიროდა.
რეზიმ სწაფად შესვა თავის მანქანაში ტასო და მაშინვე კარებები ჩაკეტა, რომ არსად გაჰქცეოდა. მერე სახლში შებრუნდა, ქურთუკები აიღო, ირაკლის რაღაც უთხრა, დანარჩენებს თავის დაკვრით გამოემშვიდობა და მანქანაში თავისი ადგილი დაიკავა. ძრავა აამუშავა და ადგილს მთელი სისწრაფით მოსწყდა.
ამ დროს კი გაოცებული ლიკა ჩამოუყვა კიბეებს და მისაღებში შეკრებილ ხალხს როგორც კი მოავლო მზერა, მაშინვე თვალები შუბლზე აუვიდა, როცა თორნიკეს უკან მდგარი ქალი შეამჩნია. არადა, მოსვლისას აქ არ დაუნახავს.
-სოფიო დეიდა, თქვენ აქ რას აკეთებთ? - გაკვირვებულმა შესძახა და მასსავით გაოცებულ ქალს გადაეხვია.
-ლიკა, ჩემო ლამაზო, შენ რა გინდა აქ? - გოგო გულში ჩაიკრა, მერე კი უკან გასწია და კარგად შეათვალიერა, - ღმერთო, რამხელა გაზრდილხარ და როგორ გალამაზებულხარ!
-არც თქვენ გეტყობათ რაიმე, ისევ ისე გამოიყურებით, - გაუცინა ლიკამ და ქალს მოშორდა.
-დედა, - ძლივს ამოიღო ხმა თორნიკემ, - არ გვეტყვი, რა ხდება?
-კი, კი, ახლავე, - ქალმა ხელი გადახვია ლიკას და მასთან ერთად დაჯდა დივანზე, - დასხედით, რა ყვავებივით გვადგახართ თავზე.
-შოკში ვართ, სოფო ბიცოლა, - გაიცინა ანდრეამ და კესოს მიუჯდა გვერდით, - ჩემს სიცოცხლეს რაიმე ხომ არ უნდა? - ჰკითხა და წელზე შეუცურა ხელი.
-არა, - საყვარლად გაუღიმა კესომ და თავი მხარზე ჩამოადო, - ანასტასიას რა მოუვიდა? ხო მშვიდობაა?
-თავის თავს დააბრალოს, - ბოროტულად ჩაიცინა ანდრეამ და მამამისს ახედა, - კარგი, რაა, მამა, ნუ გაქვს მასეთი სახე.
-ერთი შენი შვილი წაეყვანა სიძობის კანდიდატს ისე, როგორც ანასტასია წაიყვანა რეზიმ და მერე ვნახავდით, შენ რა სახე გექნებოდა! - შეუბღვირა კაცმა და მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში, - ეს გოგო გადამრევს მე!
-მისი პატარაობიდანვე ვხვდებოდით ორივე, რომ ანასტასიას თავს რაღაც მსგავსი მოხდებოდა, - ღიმილით უთხრა ირაკლის ცოლმა და სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარმა თავზე ნაზად გადაუსვა ხელი, - ჩემი გიჟი გოგო, რა მეგონა ერთ წელიწადში ყველა შვილს თუ დავაოჯახებდი.
-კი, კი, როგორ არა, - გაიცინა ნინიმ, - გზაში თუ არ დახოცეს ერთმანეთი, მაშინ შეიძლება კიდევ რაღაც გამოვიდეს.
-ეჰ, ჩემი საწყალი ქვისლი, - დანანებით ამოიოხრა სანდრომ, - წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდებს ანასტასია და იმედია, საღამოს ერთის მორგში მიკითხვა, ხოლო მეორის ციხიდან გამოყვანა არ დაგვჭირდება.
-ნუ სულელობ, ერთი რაა, - გაიცინა დათომ და სოფოს მიუჯდა გვერდით, - დე, არ გაგვაცნობ ამ ლამაზ არსებას, თავი ანასტასიას მეგობრად რომ წარგვიდგინა?
-დამაცადეთ? - გაიოცა ქალმა და ლიკას მიეფერა ოდნავ აწითლებულ ლოყებზე, - ისე, არ ვიცოდი, ანასტასიას თუ იცნობდი.
-მე კი წარმოდგენაც კი არ მქონდა, ანასტასიას ბიცოლა თუ იყავით, - საყვარლად ამოილაპარაკა გოგომ და თავი დახარა.
-კარგი, რახან ყველა ასე ძალიან მთხოვთ, მინდა გითხრათ, რომ ეს მშვენიერი გოგონა ჩემი მეგობრის შვილი, ლიკაა, - ამაყად თქვა სოფომ და თბილად გაუღიმა გოგოს, - ლიკუნა, ესენი კი ჩემი ბიჭები არიან თორნიკე და დათო. გახსოვს, პატარაობაში ერთადაც კი თამაშობდით.
თორნიკეს ამის გაგონებისას თვალები შუბლზე აუვიდა და გაოცებულმა შეხედა თავის ძმას.
-რატომღაც არ მახსენდება, - შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა ლიკამ და თორნიკეს მზერას სახე აარიდა.
-დაფიქრდი და გაიხსენებ. სულ ჩხუბობდით შენ და თორნიკე. დათო კი პატარა იყო, მაგრამ მაინც გაშველებდათ-ხოლმე. ერთხელ მახსოვს...
-მანდ გაჩერდი და აღარ გააგრძელო, - ერთდროულად წამოიძხეს დათომ და თორნიკემ და ოთახში შეკრებილების სიცილიც გამოიწვიეს.
-არა, რატომ, მოყვეს, მე მაინტერესებს, - სიცილით თქვა ანდრეამ.
-აუუ, მეც, მეც, - აცმუკდა ნინიც.
-ისე, ჩვენც გვაინტერესებს, - თავი წამოყვეს სანდრომ და ლაშამაც.
-თქვენც, ბრუტუსებო? - შეიცხადა თორნიკემ და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
-ამას ვერ გადავიტან, - წამოხტა დათო და ზურგი აქციათ.
-იცი, მგონი, აჯობებს წავიდე, - წამოდგა ლიკა.
-რას ამბობ, ლიკა, - არ დაანება სოფომ, - ასეთ ამინდში არსად არ გაგიშვებთ! თანაც ჩვენი ანასტასიას მეგობარი ხარ და ჩემი მონატრებული გოგო! შენთვის ოთახი აუცილებლად გამოიძებნება.
-იცით, არ მინდა შეგაწუხოთ, - მორცხვად მოავლო თვალი ოთახს და წამით მზერა თორნიკეზე გაუშეშდა.
-ლიკა, ახლა უკვე მაბრაზებ, - გაუბრაზდა სოფო.
-მართალია სოფო, შვილო, - ირაკლიც ჩაერთო საუბარში და წამოდგა, - ანასტასიას ოთახში მოისვენებ, მაინც არაა დამბრუნებელი უკან დღეს არც ერთი.
-მე აქ მხოლოდ ანასტასიას სანახავად ამოვედი და უკან ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ აქ ანასტასია აღარაა და...
-კარგი რაა, ლიკა, - ჩაერია ანდრეა, - ტასიკო თუ არაა აქ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მასზე უკეთესები და მხიარულები არ ვართ და შენს გართობას ვერ შევძლებთ.
-მე ეგ არ...
-ოოოო, ლიკა, - ჩაერია თორნიკეც და მისგან წარმოთქმულმა თავისმა სახელმა ტანში სასიამოვნო ტალღების გავრცელება გამოიწვია, - დარჩი, არ ვიკბინებით.
„შენგან შეჭმაზეც თანახმა ვარ“ - გაიფიქრა ლიკამ და თავისივე ფიქრებმა შეაკრთო. „ღმერთო, სულ გადამრევს და გადამიყვანს ჭკუიდან ეს ბიჭი“.
-კარგი, დავრჩები, მაგრამ მხოლოდ დღეს, ხვალ აუცილებლად უნდა დავბრუნდე თბილისში.
-ძალიან კარგი, - ტაში შემოჰკრა ნინიმ, - წამოდი, ცოტა შეჭამე რამე და მერე დაიძინე. დაღლილი იქნები. თან ხვალ თბილისში თორნიკეც მოდის და ერთად წადით.
-მართლა? - გაუკვირდა გოგოს და ნინის სამზარეულოსკენ გაჰყვა.
ცოტა ხანში ყველას დაემშვიდობა და ანასტასიას ოთახში ავიდა. სწრაფად მოიშორა ტანიდან ტანსაცმელი და სააბაზანოში შესული ცხელი წყლის ქვეშ დაეყუდა. დროის აღქმა სრულიად დაკარგა და მთელი დღის დაღლა მის ტანზე მოთარეშე წყლის წვეთებს გაატანა. მხოლოდ მაშინ გადაკეტა ონკანი და ტანზე პირახოცი მოიხვია, როცა თითები სულ მთლად დაუნაოჭდა და დაუწითლდა. ცოტა ხანს დაყოვნდა სააბაზანოში და თმები ნახევრად გაიშრო, მერე კი ასე პირასხოცშემოხვეული, რომელიც ძლივს უფარავდა საჯდომს, ოთახში გავიდა და თავისი ტანსაცმლისკენ აიღო გეზი, მაგრამ ადგილზე გაშეშდა და ოდნავ წამოიკივლა, როცა საწოლზე ჩამომჯდარი სილუეტი შენიშნა, რომელიც ხარბად უთვალიერებდა სხეულს და, რასაც ჰქვია, თვალებით ჭამდა და აშიშვლებდა.
-აქ რას აკეთებ? - შემცბარი ხმით იკითხა ლიკამ და პირსახოცი უფრო მჭიდროდ აიკრა სხეულზე.
-დედამ გამომაგზავნა, რამე ხომ არ სჭირდება, გაიგეო, - უპასუხა თორნიკემ და დინჯად წამოდგა საწოლიდან, მერე კი გოგოსკენ წავიდა.
-არა, მადლობა, არაფერი მინდა, - ჩამწყდარი ხმით ძლივს ამოილაპარაკა გოგომ და უკან დაიხია, - ხომ გაიგე, რაც გინდოდა. შეგიძლია წახვიდე, - ზურგით კედელს აეყუდა და ბიჭის სიახლოვით და სურნელით გაბრუებულმა თავი გვერდით გადახარა.
-არა, - თქვა ბიჭმა დაბოხებული ხმით და კიდევ უფრო მიუახლოვდა გოგოს.
-რას... - სიტყვა ვეღარ დაასრულა ლიკამ, როცა წელზე მოხვეული მწველი ხელების შეხება იგრძნო.
-ახლა ეს თუ არ გავაკეთე, მოვკვდები, - თავისკენ დაქაჩა ქალის სუსტი სხეული და ტანზე აიკრო.
მერე კი მთელი სიველურით დაეწაფა ლიკას ბაგეებს. მონდომებით უკოცნიდა ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა ტუჩს და მთლიანად თიშავდა მასზე აკრულ ქალს. ძლივს მოსწყდა ლიკას ათრთოლებულ ბაგეებს და ცერა თითი დაწითლებულ და დასიებულ ტუჩებზე გადაატარა. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, როცა შეიგრძნო თუ რამხელა ზეგავლენას ახდენდა ქალის სხეულზე.
-თვალები გაახილე, - დაბოხებული ხმით უთხრა გოგოს და ყელში აკოცა.
ლიკამ დაპროგრამებულივით შეასრულა ბრძანება და თავისზე 1 თავით მაღალ კაცს ამღვრეული თვალებით ახედა.
-თორნიკე, შენ...
-ჩუ, - ორი თითი მიადო კაცმა ტუჩებზე და გაუღიმა, - რეზის საძინებელში გადმოვბარგდი და თუ რამე დაგჭირდება, არ მოგერიდოს, შემოდი, ამ ოთახის გვერდითაა, - მომაკვდინებლად გაუღიმა, მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და ოთახიდან აორთქლდა.
-ღმერთო, რა იყო ეს? - ამოილაპარაკა ლიკამ და დაბნეულმა გადაიტარა დასიებულ ტუჩებზე თითები, - კარგად აღარ მხსომებია, ასეთი გასაგიჟებელი კოცნა რომ იცის.
ცოტა ხანს ისევ გაბრუებული დადიოდა, მერე კი პირსახოცი მოიშორა ტანიდან, საცვლები ამოიცვა და ასე შეწვა საწოლში. გათბობის მიუხედავად, ვერანაირად ვერ ჩათბა და აკანკალებული ხან საით გადაბრუნდა და ხან საით.
-ჯანდაბა, რატომ ცივა ასე ძალიან? - ამოიბურდღუნა თავისთვის და წამოდგა.
ნახევრად შიშველ სხეულზე სწრაფად გადაიცვა თავისი თბილი სვიტერი, რომელიც კაბასავით ადგა ტანზე და, მართალია, მის გრძელ ფეხებს ვერა, მაგრამ საჯდომს ფარავდა, კარი გამოაღო. ფრთხილად დააკაკუნა მეზობელი ოთახის კარზე და ყოველგვარი პასუხის დალოდების გარეშე შევიდა. თორნიკე საწოლში იწვა და საბანი მხოლოდ წელამდე ეფარა. თანაც ზემოდანაც არაფერი ეცვა. „ რა იყო, ღუმელი გაქვს ჩამონტაჟებული კანში თუ პინგვინი ან თეთრი დათვი ხარ? მე იქ ვიყინები და ამას აქ ასე სძინავს! შენ რა სპორტდარბაზში ცხოვრობ?! რატომ გაქვს ასეთი მიმზიდველი და ნავარჯიშები სხეული? არა, ხომ უნდა ჩაგქოლოს კაცმა ასეთი სიმპატიურობისთვის!“ - თავისთვის ფიქრობდა ლიკა და მხოლოდ მერეღა შეამჩნია, რომ კაცს სულაც არ ეძინა. პირიქით, გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა და ტუჩის კუთხეც შესამჩნევად ჩატეხა.
-აბა, რამ შეგაწუხა, ლიკუნა? - ღიმილშეპარული ხმით ჰკითხა კაცმა.
-ანასტასიას ოთახში ყინავს და ზედმეტი საბანი ხომ არ გექნება, რომ მათხოვო? - აკაწკაწებული კბილებით ძლივს ამოთქვა და მერეღა დააკვირდა, რომ შიშველი ტერფები ნელ-ნელა უცივდებოდა და კანკალს უმატებდა.
-მოდი აქ, - ბიჭმა ხელით თავისკენ ანიშნა და გოგომაც დაუფიქრებლად გადადგა ნაბიჯი მისკენ.
მოულოდნელად ლიკას საყრდენი გამოეცალა და ვერც კი გაიაზრა ისე აღმოჩნდა თორიკეს სხეულზე მოქცეული. გრძელი თმა სახეზე ჩამოეშალა და ფარდასავით დაეკიდა. თმის ბოლოები ბიჭს სახეზე ეცემოდა და მათი სურნელი მთლიანად თიშავდა.
-თორნიკე, რას აკეთებ? - აღმოხდა ლიკას და კაცის მკლავებისგან გათავისუფლება სცადა.
-შენს გათბობას ვცდილობ, - წარბშეუხრელად უპასუხა ბიჭმა და ხელებით უფრო მჭირდოდ აიკრა სხეულზე, - და ნუ ფართხალებ, არაფერს დაგიშავებ. როგორ გაყინულხარ, გოგო!
როცა იგრძნო, რომ ლიკა ოდნავ მოეშვა და მოდუნდა, ოდნავ წამოიწია, ხელი იქვე სკამზე დადებულ თავის მაისურს დაავლო და თვალისდახამხამებაში ჯერ ის მისი სვიტერი გადააძრო ქალბატონს, მერე კი თავისი მაისური ჩააცვა. ეს ისე სწრაფად გააკეთა, რომ ლიკამ გაპროტესტებაც კი ვერ მოახერხა.
-რა? - გაიოცა თორნიკემ, - დაგცხებოდა იმაში, - გაუცინა და გვერდიდან აიკრო ქალი.
ლიკას თავი მკერდზე დაიდო, ცალი ხელით საბანი გადააფარა, მერე ზურგზე მოხვია და გახურებული ტუჩები შუბლზე მიაკრა.
-დაიძინე ლიკუნა, აღარ მგონია, შეგცივდეს.

თავი 17
როგორც კი მანქანა ადგილს მოსწყდა და დათოვლილ გზაზე გავიდა, მგზავრის სავარძელში ჯერ კიდევ მოფართხალე ანასტასია უარესად აფართხალდა და რეზისკენ გაიწია.
-თუ არ გინდა, რომ გადავიჩეხოთ და მთელებმა ჩავაღწიოთ, გირჩევნია გაჩერდე! - შეუბღვირა გოგოს და მზერა ისევ გზაზე გადაიტანა.
-ახლავე გააჩერე მანქანა! - უყვიროდა ანასტასია.
-რამდენიც გინდა იყვირე, მაინც არ გავაჩერებ და ეგ ხელები გააჩერე! - ცალი ხელით საჭეს იყო ჩაფრენილი, მეორეთი კი ქალის ხელებს იგერიებდა.
-რეზი, გააჩერე-მეთქი!
-ოჰ, საინტერესოა, აქამდე ეს არსება და გორილა ვიყავი, თურმე გხსომებია ჩემი სახელი!
-ან მანქანას აჩერებ, ან ვხტები! - არ ნებდებოდა ტასო.
-ან ჩუმდები და ხელებს აჩერებ, ან გაგკოჭავ და ისე წაგიყვან, - არ ჩამორჩა ბიჭიც, - გასაგებია, მეორე ვარიანტს ირჩევ. ძალიან კარგი. სულ ვოცნებობდი შენს გაკოჭვაზე, - წარბები სასაცილოდ აუთამაშა ბიჭმა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.
ანასტასია მშვიდად ადევნებდა თვალს რეზის მოქმედებებს. გულში იცინოდა კიდეც, ფიქრობდა, რომ ბიჭი ეხუმრებოდა და მის დაბმას ვერ გაბედავდა, მაგრამ, როცა რეზიმ საბარგულიდან თოკი და რაღაც ნაჭერი ამოიღო, ცოტა არ იყოს, შეშინდა.
-შენ ამას არ იზამ, - მიახალა მაშინვე, კარი რომ გამოაღო ბიჭმა და ტასოსკენ დაიხარა.
-მერედა როგორ ვიზამ! - ეშმაკურად გაიცინა კაცმა, მაგრამ მალე სიმწრისგან წამოიყმუვლა.
ტასომ დრო იხელთა, რეზის ფეხზე მწარედ დააბიჯა ფეხი და როცა ბიჭი ტკივილიგან უკან გადაიწია, მაშინვე გადმოხტა მანქანიდან და გაიქცა.
-ოხ, ტასო, რას გიზამ, შენ ხომ არ იცი, - დაიყვირა რეზიმ და მისი ხმა რამდენჯერმე განმეორდა.
-ცოცხალმა მივაღწიო სახლამდე და მერე ვნახავთ რისი თავი გექნება, - თავისთვის ბურტყუნებდა ანასტასია, თან გარბოდა.
ძალიან მალე მუცელზე მოხვეულმა ხელებმა ჰაერში აიტაცა და ვერანაირმა ფართხალმა ვეღარ უშველა. ბიჭმა პირზე რაღაც ნაჭერი ააფარა და წამში ყველაფერი ჩამობნელდა.
-ნეტავ იცოდე, როგორ მომწონხარ ასე დადუმებული და წყნარი, - უკანა სავარძელზე გაწოლილ ანასტასიას გახედა და სიცილით დაძრა მანქანა, - რაო, აღარ ხარ ჩხუბის ხასიათზე? ღმერთო ჩემო, სასწაული, ანასტასია ავალიანი, პირველად თავის ცხოვრებაში, არ მეკამათება და ხმასაც კი არ იღებს. ვინმემ ეს დღე ისტორიაში ჩაწერეთ! - თავის სტიქიაში იყო რეზი.
მალე მანქანა ერთ-ერთ სასტუმროსთან გააჩერა, ნომერი აიღო და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა ტასოს წასაყვანად. გოგო ხელში აიყვანა და ოთახის კარი შეაღო, მერე კი საწოლზე მიაბა, პირიც აუკრა, ხელები დაისველა და სახეზე ჩამოუსვა. როცა დაინახა, რომ ქალი შეფხიზლდა, იქვე სავარძელში ჩაეშვა და ლაპარაკი მაშინ დაიწყო, როცა ქალი აფართხალდა და თავის დახსნა სცადა.
-ახლა ხომ მაინც მომისმენ? დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ხოდა, ძალიან კარგი! - ისევ გაიცინა რეზიმ, მერე კი სახე დაუსერიოზულდა, - მისმინე, ტასო, მე შენ არ მომიტყუებიხარ და ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია.
ტასომ თვალები აატრიალა, რაც რეზის არ გამორჩენია.
-თვალებს ნუ მიტრიალებ, თორემ, როცა დანიშნულების ადგილას მივალთ, დაგსჯი! ვაიმე, რა საყვარელი ხარ, ნეტავ შენი თავისთვის შეგახედა, - უცებ დაუთბა ხმა და საყვარლად გაიცინა, - ნამდვილი მამა აბრამის ბატკანი ხარ ამ წამებში, უცოდველი და მიამიტიც კი.
ანასტასიამ ისევ უკიმაყოფილოდ ამოიზმუვლა და თვალები აატრიალა.
-მორჩები მაგ თვალების ტრიალს და მომისმენ?! - მკაცრად თქვა ბიჭმა და მზერა ფანჯარას გაუშტერა, - ალბათ, გაინტერესებს ასე რატომ მოვიქეცი. თუ არ გაინტერესებს, მაინც მოგიწევს მოსმენა, სხვა გზა არ გაქვს, - თითქოს უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-ოოო, მორჩი ზმუილს, ტასო! ახლა უკვე მაბრაზებ! - შეუბღვირა ბიჭმა, - იმ ყველაფრის გაკეთება ირაკლი ბიძიას გამო მომიხდა. იცი, როცა დამირეკა და დახმარება მთხოვა, შენი ფაქტორი სულაც არ მქონია გათვალისწინებული. არადა, საქმეს იქამდე არ ვიწყებ, სანამ ყველაფერს ზედმიწევნით არ დავგეგმავ. მაგრამ შენ ჩემს გეგმაში მოულოდნელი ფაქტორი იყავი, - ამოიოხრა რეზიმ, - რომელმაც თავისი გამოჩენით თითქმის ყველაფერი არია. რატომ მიყურებ მასე გაკვირვებული? მოკლედ, ირაკლი ბიძიამ დახმარება თავისი კომპანიის საბუთებთან დაკავშირებით მთხოვა, თან ყურადღება უნდა მედევნებინა მაგ შენი გიორგის მამის საქმეებისთვის და ამასთანავე შენთვისაც, - რეზიმ გიორგის სახელი ისეთი ხმით წარმოთქვა, თითქოს რამე მწარე შეეჭამოს, - ხო, შენთვისაც, იმიტომ, რომ გიორგი ისევ გიპირებდა გატაცებას და ეს მამაშენმა ძალიან კარგად იცოდა. ყველაფრის მიზეზი კი ის გაუთავებელი მტრობაა, რომელიც მათი ახალგაზრდობიდან მოდის. მამაშენმა ყველაფერს ძალიან მარტივად მიაღწია, მისი კომპანია ბაზარზე უკონკურენტო იყო და იმდენიც კი მოახერხა, რომ საქართველოში გიორგის მამის კომპანია ჩაძირა. ირაკლიმ დახმარება შეთავაზა კიდევაც, რომ ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ მან ეს უარეს დამცირებად და, უფრო უარესი, დაცინვად მიიღო და მას შემდეგ ემტერება. მერე, ისე მოხდა, რომ გიორგიმ ამოგიჩემა და მამამისსაც კიდევ ერთხელ მოუნდა ირაკლის გამწარება. ჩემზე კარგად იცი, რამდენჯერ მოგინდომა ვახომ გატაცება, მაგრამ ხან ანდრეა უშლიდა ამას ხელს, ხან შენი მეგობრები, ხანაც შენვე. ბოლო და ყველაზე რეალური მცდელობა წინა ზაფხულს ჰქონდათ. შენი აზრით, რატომ გამოგგზავნა თამრიკოსთან? ბიძია ირაკლიმ ისიც გაიგო, რომ მის წინააღმდეგ რაღაცას ამზადებდნენ და ამიტომ მთხოვა მე დახმარება. უნდოდა ყველა მოეტყუებინა და, პირველ რიგში, გიორგი და მამამისი. უნდოდა მათ სცოდნოდათ, რომ მოახერხეს და ჩაძირეს. სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნე ის საბუთებიც, რომლებიც მე და შენმა ბიჭებმა გავაყალბეთ წინა ზაფხულს.
ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე კი ისევ გახედა გოგოს და ჰკითხა:
-რას დამუნჯდი, ტასო? ნუთუ, სათქმელი არაფერი გაქვს?
გოგომ თვალები დააწვრილა და „ახლა ნამდვილად მოგკლავ“ მზერა ესროლა.
-უი, მაპატიე, სულ დამავიწყდა, რომ შებოჭილი ხარ, - საყვარლად გაიცინა და თავისი თლილი თითები ფეხზე აათამაშა, - ყველაფერი რეალური იყო. არც ერთი წამი არ მითამაშია, მითუმეტეს შენთან. გეფიცები, ყველაფერი რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ, ნამდვილია.
ბიჭმა ცალი ხელი გადასწია და ტასოს სახიდან ფრთხილად მოაცილა წებოვანი ლენტი. გოგომ კი დრო იხელთა და მაშინვე კბილებით წაეტანა რეზის მტევანს.
-ააა, - წამოიყვირა ბიჭმა, რასაც ტასოს ჩაცინება მოჰყვა, - თხა, ქაჯი და ნამდვილი ველური ხარ! - იყვირა ბიჭმა და ატკიებული ხელი ჰაერში გაიქნია, - ღმერთო, შენთან ადამიანურად ლაპარაკიც კი არ ჭრის!
-მეტის ღირსი ხარ, - როგორც იქნა, ამოიდგა ენა გოგომაც, - მოიცადე, გავთავისუფლდე, - მაშინვე მუქარაზე გადავიდა, - გატყობ, ძალიან გინდა, გაგახსენო, როგორი მწარე ხელი მაქვს!
-ოხ, ტასო, ოხ, ტასო! - ამოიბურდღუნა რეზიმ, - მე აქ ლამის სიყვარული აგიხსენი და შენ რაზე მელაპარაკები?
-სიყვარული ამიხსნა ბიჭმა თურმე, - ცხვირი აიბზუა გოგომ, - კი, როგორ არა! და შენ გგონია, რომ იმ სულელურ მონაჩმახს დავიჯერებ?
-მაშინ რითი ახსნი იმას, რომ მამაშენთან ისევ ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორც ადრე? ან რატომ არ მაქცია არც ერთმა შენმა ძმაკაცმა ზურგი მას შემდეგ, რაც გავაკეთე?! მიპასუხე, ყველაფრის მცოდნევ!
-ნუ მიყვირი! შენი გაზრდილი კი არ ვარ! - ყვირილში არც ანასტასია ჩამორჩა.
-არა, როგორ გიძლებენ შენები, არ მესმის!
-ვერც ვერასდროს გაიგებ!
-აშკარად დადუმებული უფრო მომწონდი, - ჩაილაპარაკა რეზიმ და ხელი ისევ უკან წაიღო, რომ გოგოსთვის პირი ხელახლა აეხვია.
-გორილა, არც კი გაბედო! - თავი უკან გასწია ტასომ, - არ გაბედო! გეყოფა, რეზი!
-ოჰ, ანუ ნამდვილად გხსომებია ჩემი სახელი, სასიამოვნოა, იცი? - გაიღიმა ბიჭმა, მერე სავარძლიდან წამოდგა, გოგო ხელში აიყვანა და სასტუმრო უკანა კარიდან დატოვა, - ჩვენ გვეჩქარებოდა. რახან მომისმინე, აღარაფერს დავეძებ.
ცოტა ხანს ჩუმად მართავდა, ისე რომ ყურადღებას მის ლანძღვაში გართულ ქალსაც კი არ აქცევდა. ცოტა ხანში კი რაღაც შენიშნა და სერიოზული სახით გახედა უკან ადევნებულ მანქანებს.
-რა ხდება, გორილა? - კაცის შეშფოთებული სახის დანახვაზე, ცოტა არ იყო, თავადაც დაიძაბა ანასტასია.
-შენი ვახუნხულა და მისი ხალხი მოგვდევს.
-რეზი, გამხსენი და დაგეხმარები!
-არა, არა და არა! მაგაზე არც იოცნებო! შენი გახსნა ახლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება! ისევ მოინდომებ სადმე ჩვენს გადაჩეხვას და ვახუშტასაც ლანგრით მიართმევ საკუთარ თავს, რაც ნამდვილად არ შედის ახლა ჩემს გეგმებში და საერთოდაც არ მაწყობს!
-რეზი, მართლა გეუბნები, გამათავისუფლე და დაგეხმარები!
-აი, ისევ, - ხელი დრამატულად ჩაიქნია ბიჭმა, - ოდესმე მითქვამს შენთვის, რომ ქალებს ბევრი ლაპარაკი გიყვართ, თანაც უაზროდ?
-რას ბოდავ? ახლა მაგის დროა?
-რაო, შეშინდი ჩემო ტასიკო? დამშვიდდი, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, მითუმეტეს იმ ნაბი***რ გიორგის არ მივცემ უფლებას მოგეკაროს. შენ მხოლოდ ჩემი ხარ, ეს კარგად დაიმახსოვრე.
-მე ნივთი არ ვარ ვინმემ რომ მიმისაკუთროს, მითუმეტეს შენნაირმა გორილებმა! - შეუბღვირა ბიჭს.
-მაგაზე ოდნავ მოგვინებით ვისაუბროთ, - გაიცინა რეზიმ, - ახლა ცოტა დაკავებული ვარ.
ბიჭმა მთელი ძალით მიაჭირა გაზს და თუ აქამდე ნორმალური სიჩქარით ატარებდა მანქანას, ახლა გაფრინდა. მთელი გზა ფეხი აღარც აუშვია, სანამ თბილისში არ შემოვიდა და კარგად დაღამებულზე მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში არ ჩამოიტოვა. ანასტასიას კი ამ დროის განმავლობაში ხმაც აღარ ამოუღია. შედარებით კომფორტულად მოეწყო და სულ მალე ჩამოეძინა. რეზიმ ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში გააჩერა მანქანა და ფრთხილად გადმოიყვანა ჩაძინებული ქალი. სახლის კარი შეაღო და ფეხით მიხურა. შემდეგ კი კიბეები აიარა და ერთ-ერთ საძინებელში დააწვინა ანასტასია. შემოხვეული თოკებისგან გაათავისუფლა და იმდენად ფრთხილად გახადა ტანსაცმელი და თავისი მაისური გადააცვა, რომ გოგომ ვერაფერი გაიგო. ბოლოს საბანი გადააფარა, კარგად ამოუკეცა და თვითონ იქვე სავარძელში ჩაეშვა. სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი, ტექსტი აკრიფა და გაგაზავნა, მერე კი თავადაც გადაიფარა იქვე დადებული პლედი, რადგან სახლში ციოდა და ისევ ანასტასიას დააკვირდა. ტასოს პატარა ბავშვივით უდარდელად ეძინა და ამის შემხედვარე, ვერავინ იტყოდა, რომ მის უკან თავნება, მსოფლიოში ყველაზე ჯიუტი და მოურჯულებელი ქალი იმალებოდა. რეზი მთელი ღამე აპირებდა მისი ძილის მცველობას, მაგრამ დამღლელმა დღემ თავისი ქნა და მასაც მალევე ჩამოეძინა. სამაგიეროდ ანასტასაიამ ჭყიტა თვალები სულ რამდენიმე საათში და ძილიც ვეღარ შეიბრუნა. საწოლში წამოჯდა და ჯერ ოთახს მოავლო თვალი, რომელსაც გარედან შემომავალი ლამპიონების სინათლე სუსტად ანათებდა, მერე კი სავარძელში საწყლად მოკუნტულ ჩაძინებულ რეზის შეხედა და გულისცემა აუჩქარდა.
-არა, არა და არა, გეყოფა გულო! - ჩაიბურდღუნა თავისთვის და შიშველი ტერფები გაყინულ იატაკს შეახო.
საბანი მოიშორა თუ არა, სიცივე მთელს სხეულზე დაეტაკა და გააკანკალა, მაგრამ მაინც არ გაჩერებულა. ჯერ თავისი ტანსაცმელი მოძებნა და სააბაზანოში სწრაფად გამოიცვალა, მერე კი ხელი მაინც წაუცდა იმ მაისურზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ეცვა და მისი სურნელი ღრმად გადაუშვა ფილტვებში.
-ოჰ, თავისი მაისური ჩაუცმევია ბიჭს. ანუ მის სახლში ვართ. თან მას სძინავს და მე მღვიძავს, - თავისთვის თქვა ტასომ, მერე კი ეშმაკურად გაიღიმა, ფეხისწვერებზე მდგარმა გადაიარა ოთახი და ოდნავგამოღებული კარიდან გაძვრა დერეფანში.
პირველ სართულზე საჭირო ნივთები მოძებნა, ზოგს კი ადგილები შეუცვალა, მერე კი თავად შემოიხვია პლედი და მისაღებ ოთახში დივანზე ჩამომჯდარი დაელოდა როდის გაიღვიძებდა მისი უმაღლესობა რეზი ლიპარტელიანი.
მზის პირველი სხივები შემოიჭრა თუ არა ოთახში, რეზიმ მაშინვე გაახილა თვალები და მოჭუტული თვალებით მოავლო მზერა ოთახს. თვალები 200%-ით გაუფართოვდა, როცა მხოლოდ არეული საწოლი დაინახა. ფეხზე წამოიჭრა და დერეფანში გაიქცა.
-ტასო, ტასო სად ხარ? - ყვიროდა მთელს ხმაზე და მისი ხმა ექოდ ვრცელდებოდა ყველა ოთახში, - იცოდე, თუ სადმე წახვედი, ვერ გადამირჩები. მაინც დაგიჭერ და მერე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
-იყვირე, იყვირე, მალე ვნახავთ რისი თავი გექნება, - თავისთვის ჩაილაპარაკა ანასტასიამ, სხეულზე მოხვეული პლედი მოიშორა და სანახაობისთვის მოემზადა.
რეზიმ კიბეები ჩამოირბინა და მისაღებისკენ აპირებდა წასვლას, როცა ძალიან წვრილ ძაფს გამოედო, რომელმაც ჰაერში გამოკიდებული სათამაშო დაუშვა. კაცმა თვალი გააყოლა და დაინახა როგორ დაეცა ეს სათამაშო იქვე ერთ მწკრივში დაწყობილ დომინოებს, კენჭები გადაქანდნენ და ერთიმეორის მიყოლებით წაიქცნენ. დომინოს წაქცევას იქვე მიყუდებული დისკების კოლექციის გადაქცევა მოჰყვა, ბოლო წაქცეულმა დისკმა სათამაშო მანქანას უბიძგა, რომელზეც თოკი იყო გამობმული. თოკი დაიჭიმა და სანთებელა აანთო, ალმა კი პირდაპირ რეზის თავზე გადაჭიმული წვრილი თოკი გადაჭრა და კაცს მოულოდნელად წყლიანი ბუშტები დაეცა.
-ანასტასიააა! - დაიყვირა ბიჭმა და ორი თითით გასწია სხეულზე მიწებებული ტანსაცმელი, - მართლა ვერ გადამირჩები!
მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. როგორც კი მისაღებში შეაბიჯა, სადაც სიცილისგან მუცელატკივებული გოგო იატაკზე ხოხავდა, მაშინვე აუცდა ფეხი იატაკზე დაყრილ პატარა ბურთულებსა და სათამაშო მანქანებზე და პირდაპირ ბუმბულების გროვაში მოადინა ზღართანი.
-ვაიმე, დედა, - სულს ძლივს ითქვამდა ტასო, - აღარ შემიძლია, - გაწითლებულ სახეზე ხელით დაინიავა და სიცილისგან წამოსული ცრემლები შეიმშრალა, - ერთი შენი თავი დაგანახა, რას გავხარ, გორილა! მოიცა, არ გაინძრე!
უთხრა და იქვე ბუხრის თავზე დადებული პროფესიონალი დროზე დააყენა და რამდენიმე ფოტოს გადაღებაც მოასწრო, სანამ გვერდებდალილავებულმა რეზიმ ფეხზე წამოდგომა, მერე კი ბუმბულების ჩამობერტყვა მოასწრო.
-აი, ახლა კი დამერხა, - ჩაიბურტყუნა ტასომ და მთელი ძალით გაიქცა სამზარეულოსკენ, მაგრამ სულ დაავიწყდა, რომ ამ ოთახშიც ჰქონდა დაგებული მახე და ახლა თვითონ აღმოჩნდა იატაკზე განრთხმული.
-მე კიდე ეს მინდოდა? გუშინ არ მეყო კიბეზე დაგორება? - ხმამაღლა თქვა და წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ამ დროს რეზიც შემოვიდა ოთახში და სველ იატაკზე ფეხაცურებული გოგოს ზემოდან დაეცა.
-ვაიმე, გორილა, გავბრტყელდი ცომივით და მივეწებე იატაკს. გადადი ახლავე! მძიმე ხარ!
-არაუშვს, აქედანვე შეეჩვევი! - გაიცინა რაზიმ და ქალს თვალებში ჩახედა.
-მომცილდი ახლავე! - ამოიღმუვლა ტასომ და ხელებით მკერდზე მიაწვა კაცს.
-ნუ ფართხალებ!
-მომშორდი და აღარ ვიფართხალებ! არა, რაა, მართალია ის ანდაზა, ნუ დასცინი გორილას, გადაგხდება თავსაო, - ენა გამოუყო ტასომ და მოკრებილი ძალით კიდევ ერთხელ სცადა ბიჭის თავიდან მოშორება.
ამჯერად გამოუვიდა, კაცი გვერდით გადაწვა და ღრმად სუნთქვას მოჰყვა.
-ისე, ლამაზი სახლია. თან კარგი აკუსტიკაც აქვს, - თქვა მოულოდნელად ანასტასიამ და ბიჭს გახედა.
-მადლობა, - უპასუხა გაოცებულმა კაცმა და ქალს ურჩი კულული ყურს უკან გადაუწია.
-შენ რატომ იხდი მადლობას? მე ამ სახლის დამპროექტებელი, არქიტექტორი და მისი ამშენებელი მუშები შევაქე და არა შენ.
-არ შეგიძლია ერთხელ მაინც არ იყო ასეთი მწარე და ადამიანურად დამელაპარაკო? - ფეხზე წამოდგა რეზი და გოგოს მისახმარებლად ხელი გაუწოდა.
ანასტასიამ ცხვირი აიბზუა და თავისით წამოიწია, მაგრამ კვლავ მოსრიალდა და ისევ იატაკს აეკრო.
-კიდევ დიდხანს აპირებ ფაფხურს? - გოგოს უშედეგო მცდელობებზე ეცინებოდა და ბოლოს, როცა მობეზრდა, ორივე ხელი დაავლო და სხეულზე მჭიდროდ აიკრა.
-ხელი გამიშვი, გორილა, - შეუღრინა ტასომ და ბიჭის ხელებისგან თავდასახსნელად გაიბრძოლა.
-ნუთუ, არ მოგბეზრდა ამ უკარებას როლის თამაში და ჩემი თუ არა, საკუთარი თავის ტანჯვა?
-რას ბოდავ, რა ტანჯვა? მე მგონი, ამდენი დაცემისგან ტვინის შერყევა მიიღე!
-მართალი ხარ. ტვინის შერყევა მივიღე, მაგრამ არა დღეს! მაშინ შემერყა ტვინი და სულ მთლად გამოვსულელდი, როცა შენ შემიყვარდი.
-რას... - გაოცებულმა დაიწყო ტასომ, მაგრამ ვეღარაფერი თქვა, როცა გაიაზრა, რა უთხრა ბიჭმა.
ნერწყვი მძიმედ გადააგორა და თვალები დაბნეულმა ააფახულა. ნამდვილ პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელიც ახალი გარემოს შეცნობას ჯერ ახლა იწყებს და ყოველ ნაბიჯს ფრთხილად დგამს, რომ რაიმე არ მოიწიოს და ყოველი ახალის აღმოჩენით ოცდება.
-გორ... რეზი, გაიმეორე, რაც თქვი!
-რა, ის რომ ტვინშერყეული ვარ?
-არა, ეგ არა, - გაიცინა გოგომ და თავი უარის ნიშნად აქეთ-იქით გააქნია, - მაგის მერე.
-რა, ის, რომ შენ ჩემზე დიდი ტვინშერყეული ხარ?
-ოოოო, ეგ საერთოდ არ გითქვამს და ახლა იგონებ! - გაბრაზდა ანასტასია.
-აბა, ის, რომ მიყვარხარ და შენც ჭკუას კარგავ ჩემზე?
-აჰამ, - გაიბადრა გოგო და ბიჭის მკერდზე დაწყობილი ხელები კისერზე მოათავსა, მერე კი ფეხის წვერებზე აიწია და ბიჭს თავისი ინიციატივით აკოცა.
რეზი მაშინვე აჰყვა კოცნაში და იმდენად ხარბად დაეწაფა მონატრებულ ბაგეებს, რომ ლამის შემოეჭამა. სუნთქვაარეული მოშორდა და შუბლი შუბლზე მიადო ქალს, თან გაღიმებული შეჰყურებდა და სხეულიდან არ იცილებდა ტასოს.
-როგორ მომნატრებიხარ, - დაიჩურჩულა ანასტასიას ტუჩებზე და კიდევ ერთხელ ხანგრძლივად აკოცა, - არა, ხომ ხარ დასჯის ღირსი, ამდენ ხანს ამათ გარეშე რომ მამყოფე? - ჰკითხა და ცერა თითი გადაატარა დასიებულ ბაგეებზე.
-ყველანაირ სასჯელზე თანახმა ვარ, - ამოიჩურჩულა მონატრებული ტუჩების გემოსა და კაცის სურნელით გაბრუებულმა გოგომ და თავი მხარზე ჩამოადო, - მაგრამ, მხოლოდ მე ნუ დამაბრალებ ყველაფერს.
-ანუ ყველანაირ სასჯელზე ხარ თანახმა, არა? - ეშმაკურად აუთამაშა წარბები ქალს და გაიცინა, - ვნახოთ, რისი მოფიქრება შეგვიძლია.
-აღარასდროს მომშორდე, კარგი? - თავისი სუსტი ხელები უფრო მჭიდროდ შემოხვია კაცის მხრებს და მკერდზე აეკრო.
-გპირდები, - თავისი საოცარი ღიმილი შეანათა ტასოს და ძლიერად შემოხვია ხელები, - გპირდები, რომ რაც არ უნდა მოხდეს, აღარასდროს მოგცემ უფლებას ჩემგან წახვიდე.
-მიყვარხარ, რეზი, - ამოიჩურჩულა კაცის მკერდში ჩამალულმა და ფილტვებში ღრმად ჩაუშვა მისთვის ასე საყვარელი სურნელი.
-მეც, ჩემო შხამიანო კალიავ, - გაიცინა ბიჭმა და როგორც კი გაბრაზებულმა ანასტასიამ თავი წამოსწია, შუბლზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები.
-ჩემი ეგ ზედმეტსახელი შენ საიდანღა იცი?
-ოოო, ეს სახელმწიფო საიდულოებაა.
-არა, რაა, მოვკლავ ლაშას. მომიფიქრა ბიჭმა თავისი ჭკუით ზედმეტსახელი.
-კარგი, რაა, ტასო, - სიცილით თქვა კაცმა, - შეეშვი ბიჭებს. ისე, მართლა მოგეწონა აქაურობა?
-აჰამ, ძალიან, - თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და მხოლოდ ახლაღა შეხედა ბიჭს ტანზე, - ვაიმე, რეზი, - შეიცხადა და მაშინვე მოშორდა.
-რა, რა მოხდა, ტასო?
-პირველ რიგში, წადი და გამოიცვალე, გაცივდები ასე, - საყვარლად გაიცინა გოგომ და მერე საკუთარ ტანზე მიკრულ სვიტერს დახედა, - ხო, მეც არ მაწყენდა გამოცვლა, მაგრამ ტანსაცმელი არ მაქვს.
-უჰჰ, გული გამიხეთქე, გოგო! წამო, წამო, თან სახლს დაგათვალიერებინებ და ჩემს რომელიმე თბილ ზედასაც გავიმეტებ, - ხელი ჩაჰკიდა და კიბეებისკენ წავიდა, - ისე, არ დაგეზარა ამეების მოწყობა?
-თითქმის მთელი ღამე გავათენე და რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა, არა?
-გაგეკეთებინა თუ გაგეფუჭებინა? - გადაიხარხარა რეზიმ და იმ ოთახში შევიდა, სადაც სულ რამდენიმე საათის წინ ორივეს ეძინათ.
-ნუ, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, - მხრების აჩეჩვით ჰკითხა ბიჭს და როცა კაცი წელს ზევით გაშიშვლდა, გამომშრალ ტუჩებზე ენისწვერი გადაისვა.
-მასე ნუ აკეთებ, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, - დაბოხებული ხმით უთხრა რეზიმ და კარადისკენ მიბრუნდა.
-რეზი, მართლა, გათბობა არ არის ამ სახლში? გავიყინე!
-აი, ეს ჩაიცვი, - თავისი პერანგი და თბილი ჟაკეტი მიაწოდა ქალს და კარისკენ წავიდა, - მე გათბობას ჩავრთავ და იქაურობას დავალაგებ, შენ კი გამოიცვალე და საჭმელს მიხედე. შევთანხმდით?
-კარგი, - გაუღიმა ტასომ და კარში მდგომ ბიჭს მოწყვეტით აკოცა, მერე კი სწრაფად გამოიცვალა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
2 საათის შემდეგ სახლში საგრძნობლად თბილოდა და უკვე დანაყრებულები დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ.
-ერთი რამ არ მესმის, - თქვა რეზიმ და გვერდით მჯდომ ტასოს გახედა, - ვახო რაღას გერჩის?
-ჰაჰ, - ირონიულად ჩაიცინა გოგომ და თვალები აატრიალა, - ვახო მამაჩემის დაცვის უფროსი იყო, ჩემი და ანდრეას სრულწლოვანებამდე. მან გვასწავლა ჩხუბი და იარაღიდან სროლა. მერე კი, მერე ჩემ გამო დაჭრეს. ანდრეა ეჩხუბებოდა ვიღაც ერთ-ერთ ჩემს თაყვანისმცელემს და მათი გაშველებისას დაიჭრა. მას მერე რატომღაც გული აუცრუვდა ჩვენზე და, მითუმეტეს, მე შევძულდი. ცოტა ხანში კი საერთოდ წავიდა სამსახურიდან და მხოლოდ 1 წლის შემდეგ გავიგეთ, რომ გიორგისთან დაიწყო მუშაობა. ისე გიორგიზე გამახსენდა, გუშინ ჩამეძინა და როგორ დამთავრდა შენი შუმახერობა?
-თბილისამდე გვდიეს, მერე კი ჩამოვიტოვე. თანაც აღარ მოგიწევს ნერვიულობა არც ვახოზე და მითუმეტესეს არც გიორგიზე.
-რა ჩაიდინე, რეზი, - შეშფოთებული სახე მიიღო ტასომ, - მოკალი?
-თითქმის, - ჩაიცინა ბიჭმა და ხელი გადახვია ქალს.
-რას ნიშნავს, თითქმის? - ცალი წარბი აუწია და თვალები მოჭუტა, - რეზი, მიპასუხე!
-რა გინდა, ანასტასია? მთავარია, რომ აღარასდროს შეგაწუხებენ არც შენ და არც შენს რომელიმე ოჯახის წევრს. თან მთელი ეს კვირა ტყუილად კი არ ვიყავი მამაშენთან ერთად თამრიკოსთან. ნაცნობ ჟურნალისტს გადავეცით ყველანაირი კომპრომატი და დღე-დღეზე ისეთ სტატიას დაწერს, არც გიორგის და არც მამამისს აქ აღარ დაედგომებათ.
-ჩემი გმირი ხარ, - გაუცინა ტასომ და ლოყაზე მიაკრა ტუჩები.
-ლოყაზე მხოლოდ ნათესავებს ჰკოცნიან და, მგონი, მე შენი ნათესავი არ ვარ, ხომ?
-აბა, სად გინდა, რომ გაკოცო? - ჰკითხა გოგომ და ბიჭის ჭინკებითათამაშებულ ზღვისფერ თვალებს მიაშტერდა.
-აი, აქ, - თითი ტუჩებზე მიიდო და სასაცილოდ დაბზიკა.
-მოიცა, რაც ამდენ ხანს არ მიკოცნია შენთვის, დღეს უნდა აინაზღაურო? - სიცილით ჰკითხა ქალმა, სანამ აკოცებდა.
-არაა ცუდი აზრი, - უცებ გადააწვინა ტასო დივანზე, ზემოდან მოექცა და იმდენად მომთხოვნად და ვნებიანად აკოცა, რომ ლამის ჩაადნა ხელში.
-რეზი, - ამოიკვნესა გოგომ, როცა ბიჭმა ტუჩები მოშიშვლებულ ყელზე მიაკრა და მისი დალაშქვრა დაიწყო.
-გისმენ საყვარელო, - დახშული ხმით ამოილაპარაკა კაცმა და გამოკვეთილ ლავიწის ძვლებზე ჯერ კბილები მოსდო, მერე კი აკოცა.
გოგომ კვნესა ვეღარ შეიკავა და ბიჭის რბილ თმებში ახლართული თითები მის ზურგზე გადაიტანა, მერე კი პერანგის ღილებს დაეჯაჯგურა და დიდი წვალების შემდეგ გახსნა. მთელი ვნებით აკოცა ჯერ ყელზე, შემდეგ კი მხარზე და ხელების ტარებას მოჰყვა ზურგსა და გამოკვეთილ პრესზე.
-ტასო, - ამოიგმინა ბიჭმა და გოგოს ტუჩებს ჩააფრინდა, - თუ არ გაჩერდები...
-გაჩუმდი და მაკოცე, - უბრძანა გოგომ და ქვედა ტუჩზე იმდენად ძლიერ უკბინა, რომ სისხლი წამოუვიდა ბიჭს.
-გეუბნები, ველური ხარ-მეთქი და არ გჯერა, - გაიცინა რეზიმ, ქალი მუცელზე შემოისვა და კიბეები თვალისდახამხამებაში აირბინა.
საწოლზე ფრთხილად გადააწვინა და ხელები მთელს ტანზე აუსრიალა, მერე კი ფრთხილად გახადა ჯერ თავისი ჟაკეტი, მერე პერანგი და ბიუსჰალტერიდან მომზირალ მკერდს ამღვრეული თვალებით დახედა. სახე ისევ ქალის ყელში ჩარგო და სველი კოცნებით გაიკვალა გზა. ანასტასიას შეუკავებელი კვნესა წასკდა, როცა კაცის ცხელი ტუჩები მის მოშიშვლებულ მკერდს დაეწება და ბიუსჰალტერისგან წამებში გათავისუფლდა. ბიჭი თან მკერდს უკოცნიდა და თან ზედმეტი ნაჭრებისგან ათავისუფლებდა ქალს. ბოლოს უკანასკნელი ნაჭერიც მოიშორა თავისი სხეულიდანაც და ერთიანად დაჭიმულ ტასოს დასიებულ ტუჩებზე დააცხრა.
-მოდუნდი და მომენდე, - ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და გოგოს კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებში.
რეზის ქალის ოფლისგან დაცვარული სხეული მკერდზე ჰყავდა აკრული და თან ხელებს დაასრიალებდა, ტასო კი არეული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
-რეზი, ხელები გააჩერე! - ამოიკვნესა ქალმა და ცხვირი ბიჭის ყელს გაუხახუნა, მერე კი იქვე დაუტოვა სველი კოცნის კვალი.
კაცმა იმის ნაცვლად, რომ ქალის სიტყვები გაეგონა, ხელები ზურგს ამოაყოლა და ანასტასიას მკერდი მუჭში მოიქცია, მერე კი ორივე ძუძუზე აკოცა და თავი დაადო.
-იცი, მას შემდეგ ვოცნებობდი ამათ კოცნასა და მოფერებაზე, რაც მაშინ შენს სახლში მათზე მძინარემ გავიღვიძე.
-უზრდელი ხარ! - სიცილით უთხრა ტასომ და თავისი ხელები კაცის კისერს შემოხვია.
-მადლობა, - გაიცინა ბიჭმა და კიდევ ერთხელ დააკვდა ქალის მკერდს, როცა ტასოს კვნესა გაიგონა ნელა აუყვა ტუჩებით გზას და ქალის ბაგეებსაც მისწვდა.
ანასტასია მთლად გაბრუებული იწვა რეზის მკლავებში და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. ბიჭი კი ისევ არ აჩერებდა მოუსვენარ ხელებს და ქალის ტანზე დააცოცებდა.
-ახლა ნამდვილად მორჩი, - ჩამწყდარი ხმით ახედა ბიჭს და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა, - სააბაზანოში გავდივარ და იქ მაინც მომასვენე!
-დაკარგული დრო უნდა ავინაზღაუროთ! - უკან აედევნა კაციც და არც სააბაზანოში მოასვენა.
როგორღაც მოახერხეს და ისევ ჩაიცვეს, მერე კი ანასტასიას მომზადებული საჭმლით ივახშმეს და აგიზგიზებული ბუხრის წინ ხალიჩაზე ისხდნენ, როცა რეზი ფეხზე წამოდგა და ერთ-ერთი კარადიდან პატარა კოლოფი გამოიღო.
-ტასო, - ისევ ქალს მიუჯდა გვერდით და გაღიმებულმა გაუწოდა ყუთი.
-ეს რა არის რეზი? - გაიკვირვა ტასომ.
-გახსენი და ნახავ.
-იცოდე, ამაში თუ ჭია ზის ან რაიმე მაგის მსგავსი არსება, ვერ გადამირჩები! - თითის ქნევით დაემუქრა ქალი და ყუთი გამოართვა.
-მაგ სიტყვებს ვიმახსოვრებ და ამაღამ განანებ, - ჩახშული ხმით უთხრა ყურთან ძალიან ახლოს და იქვე დაუტოვა სველი კოცნის კვალი.
-რეზი, გაჩერდი, თორემ ამ ყუთს ვერ გავხსნი, - ამოიკვნესა გოგომ.
-მოდი, დაგეხმარები, - გაიცინა კაცმა და მიწოდებული კოლოფი ისევ უკან გამოართვა, შემდეგ კი ძალიან ფრთხილად ახადა თავი და ქალისკენ შემოაბრუნა.
-რეზი, ეს, ეს... - ამოილაპარაკა ქალმა და ვერცხლისფერ ძეწკვზე ჩამოკიდებულ ნივთს დახედა.
-მოგწონს? - ღიმილით ჰკითხა ბიჭმა და ყელსაბამი ყუთიდან ამოიღო.
-ძალიან, მაგრამ რა არის ეს? - ქალმა ხელში მოიქცია ძეწკვზე დაკიდებული გამოსახულება და ახლოდან დააკვირდა, სანამ ბიჭი კისერზე უკრავდა, - ვაიმე, რეზი, ვერ გადამირჩები! - სიცილით წამოიძახა და იქვე დადებულ ბალიშს წამოავლო ხელი.
-რა გინდა, ვერ გავიგე, - ვითომ გაიოცა ბიჭმა და ტასოს გამოქანებული ბალიში აიცილა.
-მართალი ხარ, შენ რას გერჩი, ლაშაა მოსაკლავი იმ სულელური ზედმეტსახელის მოფიქრებისთვის! - ამოიბურტყუნა ქალმა და ტუჩის კუთხეში ღიმილშეპარულმა კიდევ ერთხელ დახედა თავის ყელსაბამს, რომელსაც კალიის ფორმა ჰქონდა.
-მიხარია, რომ მოგეწონა, - ზურგიდან აეკრო ბიჭი, ხელები მუცელზე შეუცურა და ყელში აკოცა, - მაგრამ მადლობას ველოდები, იცი?
-ხოო? - ეშმაკურად ჩაიცინა ტასომ და თავით მხარზე მიეყრდნო კაცს, - მადლობა, რეზი.
-შე პატარა ეშმაკუნა! - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა და ტუჩების სულ ოდნავი შეხებით ჯერ ყელი გაიარა, მერე ლოყა, ბოლოს კი ტუჩებთან გაჩერდა, მაგრამ არ უკოცნია.
-ნუ მაწამებ, - გაბზარული ხმით ამოიოხრა გოგომ და მიბრუნება სცადა, მაგრამ ბიჭის ძლიერად მოხვეულმა ხელებმა ადგილზე გააშეშეს.
-მოიცა, მე კიდევ ერთი, არა ორი საჩუქარი მაქვს შენთვის.
-მოკლედ რაა. როგორც ლაშა იტყოდა, რა ოქრო ბიჭი ჩაგიგდე ხელში, რაა, - გაიცინა გოგომ და მზერა წამომდგარ რეზის გააყოლა, - რაც აქამდე ერთი ყვავილიც კი არ გიჩუქნია, ახლა ერთიანად მოგაწვა?
-აი, მაგ სიტყვებსაც განანებ ამ ღამით, - ეშმაკური სიცილით უთხრა ბიჭმა, იატაკზე ჩამოჯდა, ტასო კალთაში გადაისვა და ერთ-ერთი ნივთი მიაწოდა.
-რად მინდა, რეზი, ამმ.. გასაღები? - გაოცებულმა ახედა კაცს და ხელისგულზე დადებული ვერცხლისფერი ნივთი აათამაშა.
-ეს ამ სახლის, უფრო სწორად, ჩვენი სახლის გასაღებია.
-მეხუმრები?
-ტასო, ამ წამს სრულიად სერიოზული ვარ.
-და რა გინდა, მითხრა, რომ... - დაბნეულობისგან ხმა ჩაუწყდა ქალს.
-მინდა, რომ ამ სახლში ჩემთან ერთად იცხოვრო, ჩემთან და ჩვენს შვილებთან ერთად, - ღიმილით შეხედა ტასოს, მაგრამ თვალებში ისევ სრული სერიოზულობა ეხატა, - მინდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში შენ და ჩვენნაირი რამდენიმე პატარა მხვდებოდეს და აქაურობას უფრო მეტ მხიარულებას სძენდნენ. მინდა, რომ ჩემი ცოლი გერქვას და ყოველ დღეს შენი კოცნით ვიწყებდე და შენივე კოცნით ვამთავრებდე, - ამოილაპარაკა რეზიმ და გაოცებულ ქალს მუხლებზე დაუდო ბეჭდიანი კოლოფი, - ანასტასია, ცოლად გამომყვები?
-სიზმარში ვარ? - ძლივს ამოილუღლუღა გოგომ და გაფართოებული თვალებით ახედა კაცს, - თუ სიზმარში ვარ, გთხოვ, არ გამომაფხიზლო!
-ტასო, რაღაც ვერ გავიგე და ეს დადებითი პასუხი იყო თუ უარყოფითი? - გულისფანცქალით ჰკითხა ბიჭმა და ქალის სახე ხელებში მოიქცია.
-რეზი, დარწმუნებული ხარ?
-რაში?
-ამ ყველაფერში. არ მინდა, რომ...
-გაჩერდი, არ გააგრძელო! რახან გკითხე, მაგან დაგაბნია, ხო? - წამოენთო ბიჭი, - მოვალეობის მოხდის მიზნით გკითხე ეგ, თორემ ძალიან კარგადაც კი ვიცი, რომ მომყვები, - ერთი ამოსუნთქვით უთხრა და ბეჭედი თითზე მოარგო, - არ მინდოდა წინასაოჯახოდ გამომევლინა ჩემი ტირანული ხასიათი, მაგრამ შენ ხომ ვერაფერს ირგებ, - გაიცინა და ქალის ბაგეებს წაეტანა.
-და იქნებ, არ ვარ თანახმა? - ტუჩებზე დასჩურჩულა ტასომ და თავადაც აჰყვა კოცნაში.
-მინიმუმ 3 შვილი მინდა გვყავდეს, - ქალის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და გულში ჩაიკრა.
-და მზად ხარ, გაუძლო 3 ჩემნაირს? - გაიცინა გოგომ.
-დავიჯერო 1 მაინც არ დამემსგავსება?
-არა, - დამაჯერებლად გაიქნია ტასომ თავი, - ყველა მე მემგვანება და სიგიჟემდე გვეყვარები, - ოდნავ წამოიწია, ბიჭს აკოცა, მერე კი სწრაფად წამოდგა და ტელეფონს დახედა, - ნახე რაა, ერთს არ გავხსენებივარ! იქნებ ვკვდები ან ვთხოვდები, არც კი დაგირეკავენ!
-ან ქალიშვილობას კარგავ, - მთელი სერიოზულობით უთხრა ბიჭმა და როცა ტასოს აფორაჯებულ სახეს შეხედა, თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით ახარხარდა.
-რეზიი, ვერ გადამირჩები! - წამოენთო ქალი და კიბეებისკენ გაქცეულ ბიჭს ბალიშები ერთი-მეორის მიყოლებით გაუქანა.
-კარგი, ცოლო, ნუ დაანგრევ ჩვენს სახლს, თუ რამე, წამოდი და ჩვენს საძინებელში დახარჯე ასე მოზღვავებული ენერგია. შემიძლია, დაგეხმარო.
-არა, მართლა ვერ გადამირჩები! - კაცისკენ გაიქცა, მაგრამ რეზიმ კიბეების არბენა და ოთახში შეკეტვა მოასწრო, - ახლავე გამიღე! - აბრახუნებდა საძინებლის კარზე.
ბიჭმა იმდენად სწრაფად და მოულოდნელად გამოხსნა, რომ ტასომ თავი ვეღარ შეიკავა, გადაქანდა და პირდაპირ რეზის მკლავებში აღმოჩნდა. გაბრუებულმა და განაბულმა ახედა თავისზე მაღალ სხეულს და სულ გადაავიწყდა, წამის წინ, რომ მოკვლით ემუქრებოდა.
-რაო, რას მეუბნებოდი? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ბიჭმა და ცხელი ჰაერი პირდაპირ ყურზე მიაფრქვია.
ქალს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა ტანში და უღონოდ ჩამოყრილი ხელები კისერზე შემოხვია კაცის კისერს.
-არ მახსოვს, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ.
-სულ გამიფუჭდი შენ! - გაიცინა რეზიმ და წამორტყმაც მიიღო.
-კოცნა ვიგულისხმე, იდიოტო!
-იყოს ნება შენი, - გაიღიმა რეზიმ, სიფრიფანა სხეული უფრო ძლიერად აიკრა სხეულზე და სასურველ ბაგეებს მთელი სინაზით წაეტანა.

თავი 18
მეორე დილით ლიკა საოცარმა სიმყუდროვის შეგრძნებამ გამოაფხიზლა. ცხვირში საოცარი სურნელი უღიტინებდა და აბრუებდა. ცოტა ხნით თავს ნებივრობის უფლება მისცა, მაგრამ შემდეგ წუხანდელი გაახსენდა და გაოცებულმა ჭყიტა თვალები. რამდენჯერმე დახუჭა და ისევ გაახილა, იმის დასაჯერებლად, ნამდვილად ეღვიძა თუ არა.
-ღმერთო, გთხოვ, ოღონდ ეს სიზმარი იყოს და მეტი არაფერი მინდა. ოღონდ ახლა თორნიკეს შიშველ სხეულზე არ ვიწვე და მისი ხელები ჩემს წელს არ ეხვეოდნენ, გთხოვ, - ამოიჩურჩულა და კიდევ ერთხელ დახუჭა თვალები.
გახელას სიტუაცია სულაც არ შეუცვლია. ერთი ის ჰქონდა დასამშვიდებლად, რომ ბიჭს ჯერ კიდევ ეძინა. ცოტა ხანი, მისი სიახლოვით გაბრუებულმა, გაშტერებული უყურებდა, როგორ მშვიდად ეძინა ბიჭს, მერე კი დაიხარა, თავი მის ყელში ჩამალა და მფეთქავ არტერიაზე აკოცა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა წელზე მოხვეული ხელები უფრო მჭიდროდ შემოეხვივნენ და წამოდგომის საშუალება არ მისცეს.
-თორნიკე, - ამოიხრიალა გოგომ და თავი წამოსწია.
-კარგად გეძინა, ლიკუნა? - ძილისგან დაბოხებული ხმით ჰკითხა კაცმა და გაიღიმა.
-არ შემცივნია, - ამოილუღლუღა ქალმა და გასათავისუფლებლად გაფართხალდა, - ხელს არ გამიშვებ?
-რატომ, მე მომწონს შენი წოლის პოზა და ისიც, რომ ჩემს მაისურში გამოწყობილი ახალგაღვიძებულზე საოცრად გამოიყურები.
-ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? - შეუღრინა ქალმა და თავისი ხელები კაცისას დაადო, - და ხელები მოაშორე ჩემს საჯდომს! - მკაცრად უთხრა, როცა ბიჭის ხელებმა ქვემოთ ჩაცურება იწყეს.
-უჟმური, - ამოიოხრა თორნიკემ და ხელები უშვა, მაგრამ მერე ერთი აზრი მოუვიდა და მისი სხეულიდან ნახევრად წამომდგარი გოგონა ისევ საწყის მდგომარეობაში დააბრუნა.
-რას აკეთებ? - ძლივს ამოილაპარაკა კაცის მკერდს მთელი სახით აკრულმა ლიკამ და ყველასგან შეუმჩნევლად ჩაისუნთქა ბიჭის ასე მიმზიდველი და გამაბრუებელი სურნელი.
-იმას, რაც ჩემთან ერთად გაღვიძებულმა ყოველთვის უნდა გააკეთო, - დაბოხებული ხმით თქვა თორნიკემ და ნიკაპში ჩავლებული ხელით თავი ააწევინა, - დაიმახსოვრე ეს გაკვეთილი, რადგან მეორეჯერ აღარ გავიმეორებ და თუ დაგავიწყდება, დაგსჯი.
ლიკა გაოცებული უსმენდა კაცს და ვერ მოესაზრებინა, რა ხდებოდა მის თავს. ბიჭმა ცოტა ხანს უყურა ქალის თაფლისფერ თვალებს, მერე კი მისი სახე ორივე ხელში მოიქცია და ჯერ ძალიან ფრთხილად, შემდეგ კი მთელი ვნებით დააკვდა მის ტუჩებს. ლიკას კვნესა აღმოხდა, როცა ბიჭმა მას ქვედა ტუჩზე უკბინა და იმდენი მოახერხა, რომ ძლივს მოკრებილი თავშეკავების უნარი სრულიად გაუქრო და კოცნაში აიყოლია.
-ძალიან მარტივად ითვისებ და ეს მომწონს. ბევრი მუშაობა არ მომიწევს შენს დასახვეწად, - ჩურჩულით უთხრა და ბიბილოზე კბილები მოსდო.
ლიკამ კიდევ ერთხელ ამოიკვნესა და ჰაერი სტვენით ჩაუშვა ფილტვებში.
-ახლა კი, შენი წასვლის დროა, თუ არ გინდა, რომ თამრომ აქ აღმოგაჩინოს, - ისევ ჩურჩულით უთხრა კაცმა და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
*********
-ნინი, მოისვენე რაა, - ამოიბურდღუნა ნამძინარევი ხმით სანდრომ და ცოლს კანზე ცხვირი გაუხახუნა, - მეძინება.
-კარგი რაა, სან, - თაფლისფერი თვალები მიაპყრო კაცს და საყვარლად გაუღიმა, - არ შემიძლია, უნდა წავიდე და დავრწმუნდე, რომ იქ ნამდვილად ანდრეა წევს და ის ყველაფერი არ დამსიზმრებია.
-არ დაგსიზმრებია, ნინი, - გაუღიმა ბიჭმა და ტუჩებში მოწყეტით აკოცა, - და თანაც ჯერ მხოლოდ დილის 8 საათია. ეძინებათ.
-ოოო, პირველად არ იქნება, რომ გავაღვიძებ.
-დიახაც, პირველი იქნება, მგონი, კესო გავიწყდება.
-არაუშავს, კესოსაც გავაღვიძებ, - მხრები აიჩეჩა ქალმა.
-იქნებ და რაიმეს აკეთებენ?
-ბავშვი გააკეთეს უკვე და დავიჯერო კიდევ მაიმუნობენ? - თვალები გადაატრიალა ნინიმ.
-მასე, შენც ორსულად ხარ, მაგრამ წუხელ რამდენჯერ იძალადე ჩემზე? - სიცილით ჰკითხა სანდრომ, ასადგომად წამოწეულ ქალს ხელი მოხვია და სხეულზე აიკრო.
-დეგენერატო! - შეუბღვირა ნინიმ და კაცის ტუჩებს მისწვდა, - მაინც ვერ გადამარწმუნებ, - უკვე გაბრუებულ სანდროს ზედ ბაგეებზე დასჩურჩულა, სწრაფად წამოდგა, ხალათი მოიცვა და სიცილით გამოიხურა საძინებლის კარი.
-ჯიუტი თხა, - მოესმა ოთახიდან კაცის მოძახებული სიტყვები და გულიანად გადაიკისკისა.
მერე კი თვალი დერეფნის ბოლოში რეზის ოთახიდან გამოსულმა ქალის სილუეტმა მოსჭრა, რომელსაც აშკარად მამაკაცის მაისური ეცვა, ხოლო ხელში თავისი დახვეული სვიტერი ეკავა, რომელიც ანასტასიას ოთახში გაუჩინარდა. ნინიმ თავი გადააქნია და ანდრეას ოთახის კარზე დააკაკუნა.
-შეიძლება შემოვიდე? - პასუხს არ დალოდებია, ისე შეაჭრა ოთახში და ერთმანეთს მიხუტებულ კესოს და ანდრეას დააკვირდა.
-ისევ ჩემს გაღვიძებას გეგმავდი, ხო? - სიცილით ჰკითხა კაცმა და დას ხელით ანიშნა მასთან მისულიყო, - ჩემი ჭინკა გოგო კიდევ ვერ გაიზარდა.
-ცოტა ჩაიწიე რაა, - შეეხვეწა ნინი და საწოლის კიდეზე წამოწვა.
ანდრეამ თავით მძინარე კესოზე ანიშნა, რომელიც კაცის სხეულს ისე იყო აკრული, თითქოს მის თავს ვინმე ართმევდა და საწყლად გაუღიმა.
-ნახე, შენნაირი ვიპოვე, - სიცილით თქვა ბიჭმა და კესოს ჩამოყრილი თმები ძალიან ფრთხილად გადაუწია სახიდან.
-მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ, - ყელი ამაყად მოიღერა ქალმა და ძმას სასაცილოდ დაეჯღანა.
-მოდი აქ, ქაჯან, მოდი, - ხელი შედარებით გამოთავისუფლებულ ადგილას დაჰკრა და წამებში გვერდით მიწოლილ დასაც ჩაეხუტა, - ძალიან მოგენატრეთ, არა?
-მოგვენატრე? - თვალები შუბლზე აუვიდა ნინის, - მაგას მონატრება არ ჰქვია და კიდევ ერთხელ თუ ჩაიდენ მსგავს რამეს, გიპოვი და ჩემი ხელით მოგკლავ.
-ვაა, ტასო ორი მეჩითები უკვე, - გაიცინა ანდრეამ და გაბუსხულ დას ლოყაზე აკოცა, - სანამ აქ არ ვიყავი თავისი ფრაზების გაზეპირებას გთხოვდა თუ სპეციალურ გაკვეთილებს გიტარებდა?
-აშკარად ისევ ისეთი იდიოტი ხარ, როგორიც მახსოვდი, - თავი დანანების ნიშნად გადააქნია ნინიმ.
-მაგრამ შენ ეს იდიოტი გიყვარს, რადგან შენი ძმაა, - სიცილით თქვა ანდრეამ.
-უფროსის თქმა დაგავიწყდა, - გაეკრიჭა ნინიც, მერე კი დასერიოზულდა, - წეღან რეზის ოთახიდან გამოსული ლიკა დავინახე.
-მერე რა? - გაიოცა ბიჭმა.
-თუ არ გახსოვს, გეტყვი, რომ წუხელ არც რეზი და არც ანასტასია სახლში არ ყოფილან და ლიკას რა უნდოდა სხვის საძინებელში? ისე მაგ ორზე გამახსენდა, რას აკეთებენ, სად არიან, ხომ არ იცი?
-რაო, უფროს დაზე ზრუნვამ შემოგიტია? ეს რა ორსულობის რაიმე გვერდითი ეფექტია?
-ოოო, ანდრო, მართლა მაინტერესებს.
-რახან პოლიციას, სასწრაფოს ან სახანძროს არ დაურეკავს ჩვენთვის, ე.ი. ჯერ ცოცხლები არიან და ტასიკოს რეზი არ მოუკლავს. ისე, მიდი, ტელევიზორი ჩართე, მანდაც თუ არაფერი თქვეს, მართლა მშვიდობაა და დავიჯერებ, რომ სასწაულები არსებობს და სიძემ ჩვენი დაუმორჩილებელი დის მორჯულება ნამდვილად შეძლო.
-ისე, გჯერა შენ მაგის? - მოჭუტული თვალებით შეხედა კაცს.
-მართალი ხარ, ზედმეტად არარეალურია. მართლა ჩართე ტელევიზორი, შეიძლება სამოქალაქო ომი წამოიწყეს და თბილისში დაბრუნება ჯერ არ ღირს.
-მართლა იდიოტი ხარ, - თავის ქნევით წამოდგა ნინი და კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?
-სამზარეულოში. რატომღაც ძალიან მომინდა ოსტრი და ბებოს გავაკეთებინებ.
-ფუუ, ოსტრი, - წამოიძახა ახლადგაღვიძებულმა კესომ და ხელაფარებული გაიქცა სააბაზანოსკენ.
-მე დაგტოვებთ, - გაიღიმა ნინიმ და ისევ თავის ოთახს მიაშურა.
საუზმობისას თითქმის ყველა ნინის და კესოს კაპრიზებს ასრულებდა. ლაშა კი მაგიდასთან გაჯგიმული იჯდა და აქეთ-იქით სირბილისგან დაღლილ ანდრეას და სანდროს დასცინოდათ.
-ახია ჩემზე, - ამოიბურდღუნა სანდრომ და მაგიდის მოპრიალებულ ზედაპირზე თავი ჩამოდო, - დავცინოდი ამ ჩ**ისას, ქეთო როგორ გატრიალებს თავის ნებაზე-მეთქი და, აჰა, ახლა მე მიწევს ამის დაცინვის ატანა.
-მე საერთოდ არ დავცინოდი, მაგრამ, ხომ ხედავ, შენს დღეში ვარ, - საწყლად გაიცინა ანდრეამ და კესოს გავფრცქვნილი და დანაწევრებული ფორთოხლებიანი თეფში მიაწოდა, - არადა გუშინ სულ არაფერი უნდოდა. შენი ბრალია, ნინი. რომ შემომივარდი დღეს დილით და ოსტრი აიტეხე, გადაედო ამასაც და მაწამებთ!
-შენ შენ თავს მიხედე, - დაეჯღანა ნინი და სანდროს შვლის ნუკრის თვალებით შეხედა.
-რა მოგიტანო? - ამოიოხრა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.
-კივი მინდა, - 5 წუთიანი ფიქრის შემდეგ განუცხადა გოგომ და სანდროც სამზარეულოში გაუჩინარდა, - ისე, თორნიკე სადაა?
-სძინავს ალბათ, - მხრების აჩეჩვით ამოილაპარაკა ნიკამ, - ეტყობა რეზის საძინებელში ვერ მოისვენა, დილამდე იტრიალა და ახლა ჩაეძინა.
-რაა? - გაიოცა ნინიმ და ჭინკებათამაშებული თვალებით გახედა დათოს, - მგონი ძმა გითხოვდება, დათუჩა.
-რას ბოდავ? - ყურადღება არ მიაქცია ნინის სიტყვებს, ისე იკითხა და თამრიკოს გაკეთებული ოსტრი გადაიღო თეფშზე, - თუ ოდესმე ცოლს მოვიყვან, მინიმუმ ასეთი ოსტრის კეთება უნდა იცოსდეს.
-ანუ დათომ უცოლოდ ვკვდებიო, - ბიძაშვილის სიტყვები გადმოთარგმნა ანდრეამ და ჯერ კიდევ ეშმკაურად მომღიმარ დას გახედა.
-მე და ლიკა თბილისში მივდივართ, - შემოყო თავი ხსენებულმა ახალგაზრდამ და ყველას გაეკრიჭა, - უკან წამოსვლისას რამე წამოგიყოლოთ?
-აუ, მე მინდა, - მაშინვე თავი წამოყო ნინიმ, - შოკოლადის ნაყინი მინდა 2 არა, 3 ცალი და ინდაურის ხორცის სენდვიჩები.
-შენ, კესო, შენ არაფერი წამოგიღო? - თბილად გაუღიმა რძალს.
-არ გინდა, - ღიმილითვე უპასუხა ქალმა, - მე და ანდრეა ხვალ მოვდივართ მაინც.
-კარგი, მაშინ შეხვედრამდე ხალხო, - ხელი დაუქნია ყველას და გარეთ გააბიჯა.
ნინი მაშინვე ფანჯარას მივარდა და გაიხედა. კარგად დაინახა, როგორ გაუღო მანქანის კარი თორნიკემ ლიკას, გოგო უხერხული ღიმილით ჩაჯდა და ბიჭმაც მალევე დაიკავა მძღოლის ადგილი. მერე კი მანქანა მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს და დათოვლილ გზაზე გაქროლდა.
-რას ამბობდი წეღან? - ჩუმად ჰკითხა დათომ და ზურგს უკან ამოუდგა.
-ჩემთვის ვბოდავდი რაღაცას, - გაუცინა ნინიმ და ფანჯარას მოშორდა.
-ამ ზაფხულსაც ბოდავდი რაღაცებს და კი ხედავ, ახლა ერთად არიან და დაქორწინებას აპირებენ.
-შენ საქმეს მიხედე, დათუჩა, - ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა გაღიმებისას და სანდროს მოტანილ კივის დაგემოვნებას შეუდგა.
***********
ლიკა გაჩუმებული იჯდა და წამითაც არ აბრუნებდა თავს თორნიკესკენ, რომელიც რატომღაც ძალიან მხიარულ განწყობაზე იყო და მანქანაში გაჟღერებულ მუსიკას რიტმულად აყოლებდა საჭეზე ათამაშებულ თითებს. გოგომ სულ მალე იგრძნო მზერა, რომელმაც მთელი სხეული აუწვა. ბოლოს, როცა ვეღარ მოითმინა, თავი მიაბრუნა ბიჭისკენ და უყვირა:
-ჩემს თვალიერებას გზას უყურო, აჯობებს!
თორნიკემ მხოლოდ წარბები აზიდა გაოცების ნიშნად, უხმოდ გაატრიალა თავი და გზას მიაჩერდა. მერე კი ვეღარ მოითმინა, მანქანა ტყესთან ახლოს გადააყენა ისე, რომ გამვლელები ვერაფრის დიდებით ვერ დაინახავდნენ და ძრავა გამორთო.
-რა გჭირს, ლიკა? - ჰკითხა კაცმა და თავისი შავი თვალები შეანათა ქალს.
-რა გინდა, თორნიკე, ვერ ვხვდები, - ამოიოხრა გოგომ, - რას ნიშნავს შენი გუშინდელი ან დილანდელი ქცევა? სულაც არ ვარ ის გოგო, რომელსაც წაეთამაშები და მერე მიაგდებ.
-და რატომ გგონია, რომ მასეთად გთვლი?
-აბა, რა იყო შენი დილანდელი სიტყვები? ჯერ მაკოცე, მერე კი სიტყვის უთქმელად გამომიძახე შენი ოთახიდან.
-აჰა, ანუ მაგაზე ხარ გაბრაზებული, - გაიცინა კაცმა და ლიკა ერთი ხელის მოსმით ჯერ ღვედისგან გაათავისუფლა, მერე კი თავის კალთაში გადაისვა და მთელი ვნებით აკოცა.
-წამის წინ რაზე გელაპარაკებოდი და შენ რას აკეთებ? - გაცხარებულმა თქვა გოგომ და ხელი გასარტყმელად მოიქნია, მაგრამ ბიჭმა დაუჭირა და ისევ აკოცა, - თორნიკე, - ძლივს ამოთქვა კოცნებს შორის და გაიბრძოლა.
-რა გინდა, რომ გითხრა, ლიკა? - შეუბღვირა ბიჭმა და ქალის ყელის დაგემოვნებას შეუდგა, - გინდა, გაიგო, რას ვგრძნობ შენ მიმართ?
-კარგი იქნებოდა, - ამოიხრიალა ქალმა და თავი უკან გადასაწია, რომ ბიჭს უკეთესად ეკოცნა ყელზე.
-მიზიდავ, თანაც ძალიან, - თქვა ყრუ ხმით კაცმა და კანი კბილებს შორის მოიქცია, მერე კი სველი კოცნის კვალი დაუტოვა, რასაც ქალის კვნესა მოჰყვა, - და არც შენ ხარ ჩემ მიმართ გულგრილად განწყობილი. ამას შენი სხეული და თვალები მეუბნებიან და არა, შენი სიტყვები.
ქალმა მხოლოდ ღრმად ჩასუნთქვა მოასწრო, მერე კი ისევ იგრძნო ტუჩებზე მხურვალე ბაგეების შეხება და ჟრუანტელმა თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილამდე მოიარა მთელი სხეული. თავადაც აჰყვა კოცნაში და თავი ვეღარ შეიკავა კვნესისგან, როცა ბიჭის ცხელი ხელების შეხება სვიტერის ქვეშ შიშველ წელზე იგრძნო.
-თორ...ნიკეეე... - სუნთქვაარეულმა ამოიოხრა ლიკამ და თავისი გაყინული ხელებით ბიჭს თმა დაქაჩა.
-გამახსენდა, - კოცნებს შორის ამოთქვა კაცმა და ქალის სხეული კიდევ უფრო მჭიდროდ აიკრა, - ეს თვალები, შეხება, აბრეშუმივით კანი და შენი ტუჩების გემო.
-რა... რას გულისხმობ? - შეშინებული უკან გადაიწია გოგო და ზურგით საჭეს მიეყრდნო.
-გამახსენდი-მეთქი, - ჭინკებათამაშებული თვალებით ახედა ბიჭმა და მათი სხეულების სიშორით გაღიზიანებულმა თავისკენ დაქაჩა, - აღარ გახსოვს, დუბაი, ღამის კლუბი, შუა სცენაზე მოპარული კოცნა, მერე კი... - აქ სასაცილოდ აათამაშა წარბები და ისევ ლიკას ტუჩებს მისწვდა, - არ მითხრა, რომ არ გახსოვს.
გოგომ ეშმაკურად გაუღიმა, ხელებით ბიჭის ქურთუკს დაეჯაჯგურა და სხეულიდან მოაშორა, მერე კი თავისი ინიციატივით აკოცა ჯერ ტუჩებში, შემდეგ ყბაზე, ბოლოს კი მფეთქავ არტერიაზე და ყურთან ძალიან ხმადაბლა უჩურჩულა:
-იცი, სასტუმროში მომხდარი კარგად არ მახსოვს და იქნებ გახსენებაში დამხმარებოდი?
-დიდი სიამოვნებით, - ჩაიცინა ბიჭმა და ლიკას სხეულს ჯერ ქურთუკი მოშორდა, მერე სვიტერი და ვნებამორეული თორნიკე ქალის მკერდს დააკვდა.
**********
თორნიკემ მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა მანქანით მთავარ მაგისტრალზე გავიდნენ.
-თბილისში საქმეები გაქვს? - იკითხა კაცმა და მარჯვენა ხელში მოქცეულ ლიკას სიფრიფანა ხელს ტუჩები მიაკრა.
-რამდენიმე დღეში მოვაგვარებ და მერე ისევ გამგზავრება მიწევს ივნისამდე, - ამოიოხრა ქალმა და მხოლოდ მაშინ შეხედა თორნიკეს, როცა თითებზე ხელის მოჭერა იგრძნო.
-მერე რა? - გაუღმა კაცმა.
-რა მერა რა, თორნიკე? - შეიცხადა ქალმა.
-ტყუილად ნერვიულობ და გეგმასაც ტყუილად აწყობ, როგორ დამშორდე უმტკივნეულოდ. შენ ჩემი ხარ, სამუდამოდ ჩემი და ამას ვერაფერი შეცვლის.
-მე... - დაიბნა ქალი და კაცის სიტყვებით გამოწვეული სასიამოვნო ჟრუანტელი დააიგნორა.
-ხო, შენ, - გაიცინა თორნიკემ და ხელზე კიდევ ერთხელ აკოცა, - მოეშვი სულელურ ფიქრებს, ლიკა. დამშვიდდი და დატკბი დღევანდელი დღით. ისე, მანქანაში ს*ქსი პირველად მქონდა, - უთხრა და როცა ლიკას აწითლებული სახე დაინახა, გადაიხარხარა.
-რა გაცინებს? - გაბრაზდა ქალი, - არა, მითხარი, რა გაცინებს?
-შენი სახე უნდა ნახო, - სვენებ-სვენებით ამოილაპარაკა თორნიკემ და ისევ გაიცინა, - პამიდორი მიმიქარავს, ისეთი წითელი ხარ!
-ანუ მე დამცინი, - კიდევ უფრო გაბრაზდა ლიკა და ხელი გამოჰგლიჯა, - ვინმეს უთქვამს შენთვის, რომ იდიოტი ხარ?
-პირველი ხარ, - ისევ იცინოდა კაცი, - ისევე, როგორც მე ვიყავი მაშინ შენი პირველი.
-უზრდელი იდიოტი ხარ, - სახეზე უფრო მეტად ახურდა ქალი.
-ამ უზრდელ იდიოტს ძალიან მოსწონხარ და შენი დაპატიჟება სურს ვახშამზე თავისთან და წამოხვალ? - ლეკვის თვალებით გახედა.
-რა თქმა უნდა, - გაუაზრებლად დასთანხმდა და მხოლოდ მერე დაფიქრდა, რა უთხრა.
-და ჩემთან დარჩენაც რომ დავამატო მაგ შემოთავაზებას?
-მაშინ არა.
-ოოო, ლიკა, ახლა ჭედავ, შენ თავს ვფიცავარ.
-შენ წამოდი ჩემთან და თუ გემრიელ ვახშამს მომიმზადებ, ვნახოთ, შეიძლება დაგიტოვო კიდეც, - ეშმაკურად აუციმციმა თვალები კაცს და ლოყაზე ნაზად აკოცა.
-მაშინ ჩემთან გავიაროთ, რაღაცებს მოვაწესრიგებ, ტანსაცმელს ავიღებ და შენთან გადმოვდივარ, - სიცილით დასთანხმდა თორნიკე და ქალის თითებში თავისი თითები ახლართა.
**********
რამდენიმე თვის შემდეგ...
-ტასიკო, - ოთახის კარი გაიღო და კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ანდრეა შემოვიდა, - ეს ჰალსტუხი შემიკარი, რაა.
-ღმერთო ჩემო, - თვალები აატრიალა ქალმა და ძმასთან მივიდა, - ოდესმე არ უნდა ისწავლო? რა უნდა ამის შეკვრას?
-მოთმინების უანრი, რომელიც არ გამაჩნია, - გაეკრიჭა და თეთრ სადედოფლო კაბაში გამოწყობილი დაიკო კარგად შეათვალიერა, - ულამაზესი ხარ, ტასო, - თბილი ხმით უთხრა და ტუჩები შუბლზე მიაკრა, - რა გოგოს ვატან იმ ჩემ*სას?!
-ვაო, ანასტასია, - კარში ამჯერად სანდრო და ლაშა გამოჩნდნენ.
-ულამაზესი ხარ, - თქვა სანდრომ და ქალს ფთხილად გადაეხვია.
-და ძალიან სექსუალურიც, - დაამატა ლაშამ, - რა იყო, ეს კაბა ნინის გემოვნებით შეაკერინე თუ გინდა, რომ რეზიმ თავი ვერ შეიკავოს და რესტორანშივე მოაწყოს პირველი ღამე?
-ნუ ხარ შენ დეგენერატი, - თავში ხელი წამოარტყა ანდრეამ ძმაკაცს და ორივეს კარებისკენ უბიძგა.
-ისე, ანუშკას უფრო მწარე ხელი აქვს, - გაიცინა გალახულმა.
-და ენაც, - ამჯერად სანდრომ დაამატა.
-ღმერთო, ამათ ჭკუა მიეცი და მე კიდევ მოთმინების უნარი, - ამოიოხრა ანდრეამ და დას გაუღიმა, - წავალ, გავხედავ იმათ, თორემ გადაჭამეს ყველაფერი ნინიმ და კესომ.
-კარგი, - გაიღიმა ანასტასიამ და იქვე დადებულ გრძელ სარკეში შეათვალიერა თავისი ანარეკლი.
სარკიდან ულამაზესი ქალი უცქერდა. როგორც რეზი ეუბნებოდა ნამდვილი ქალღმერთი. ამ ქალღმერთს კი, ლაშას თქმისა არ იყოს, მართლა სექსუალური საქორწინო კაბა ეცვა ბარძაყამდე ჩახსნილი და წელს ზემოთ მთლიანად ნაქარგი ორნამენტებით მორთული, მაგრამ არა ძალიან გადატვირთული. ფეხზე გახსნილი თეთრი მაღალქუსლა ფეხსაცმელი მოერგო, ხოლო წელამდე სიგრძის თმა ახლა დაეხვია და მაღლა აეწია, თან ფატაც ჩაემაგრებინა შიგ.
საკუთარი თავის თვალიერება ქვედა სართულიდან ამოსულმა ხმებმა შეაწყვეტინა. ან სიძე მოვიდა, ან სპილოების ჯოგი. თუ ლაშას კომენტარებით ვიმსჯელებდით, ეს სპილოების ჯოგი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ანასტასიამ ღრმად ჩაისუნთქა, გაიღიმა და კიბეებზე ძალიან ნელა დაეშვა. ბედნიერებით გაბრუებული მხოლოდ რეზის გაბრწყინებულ თვალებს აღიქვამდა და მის ხელს ჩაჭიდებული მზად იყო ჯოჯოხეთშიც კი წასულიყო. კადრებივით ჩაირბინა ჯვრისწერამ და ხელისმოწერის ცერემონიამ. აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა რესტორანში მივიდნენ და ვიღაცამ თავიდან ფატა მოხსნა.
-არ ვიცეკვოთ? - წყნარი მუსიკის გაგონებისას ხელი გაუწოდა ახლა უკვე მისმა ქმარმა და დარბაზის შუაში გასულმა მჭიდროდ აიკრა სხეულზე, - უკვე გითხრეს რომ ულამაზესი ხარ? - უჩურჩულა და მასთან ერთად ააყოლა ტანი მუსიკის ჰანგებს.
-კი, თითქმის ყველამ, - თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და ზღვისფერ თვალებში შეხედა, - არც შენ გამოიყურები ცუდად, მაგრამ ყველა მაინც იმას იტყვის, რომ გოგო ჯობია.
-ნეტა, ოდესმე თუ მაინც მოეშვები ენამწარეობას? - თვალები აატრიალა ბიჭმა.
-შენ ასეთი შეგიყვარდი, ასე რომ, არა, - გაუცინა ტასომ და დატრიალდა.
ბრუნის დროს ჩახსნილი კაბა მთლიანად გაიშალა და ქალი ულამაზეს ყვავილს დაემსგავსა. რეზიმ მალევე დააბრუნა საწყისს მდგომარეობაში და მოშიშვლებულ წელზე მჭიდროდ მოხვია ხელები.
-ეს კაბა ჩემს გასაგიჟებლად აარჩიე, არა? - დაბოხებული ხმით ჰკითხა ბიჭმა.
-რატომ, რა არ მიხდება?
-საშინლად გიხდება, გაკვდება, უსექსუალურეს ქალად გაჩენს და მაგიჟებს, ისე მინდა კაბა მალე შემოგახიო.
-ვნახოთ, რისი მოფიქრება შეგვიძლია, - გაუცინა ქალმა და კიდევ ერთხელ დატრიალდა, მერე კი ცეკვა კოცნით დაასრულეს და თავიანთ მაგიდას დაუბრუნდნენ.
-მორჩა, დღეს აღარ იცეკვებ, - გადაუჩურჩულა რეზიმ და ტასოს მოშიშვლებულ ფეხზე ხელი აასრიალა.
-რაა, რატომ? - გაოცდა ქალი.
-მაინცდამაინც გინდა, რომ ნამდვილი ქართული ქორწილი გამოგვივიდეს, რომელიც ჩხუბით დაგვირგვინდება?
-რას ბოდავ, რეზი?
-იმას, რომ ისედაც ყველა შენ გიყურებს, რადგან მართლა ქალღმერთივით ლამაზი დედოფალი ხარ, მაგრამ როცა ცეკვავ, მაშინ ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი ოცნებობს ჩემს ადგილას ყოფნას და არ მინდა დღეს ვინმე მძიმე ტრამვებით გავუშვა.
-ოოოო, მოგცლია ერთი, - ხელი აიქნია ტასომ და კიდევ ერთხელ აკოცა ბიჭს, - ეს საკომპენსაციოდ.
-ისე, სადაა შენი ლიკუნა? - თვალი დარბაზს მოავლო რეზიმ და მერე ისევ ცოლს დააკვირდა, - მეჯვარედ ეგ არ გინდოდა?
-მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თორნიკეს ჩემზე მეტად უნდოდა და გადავიფიქრე. თანაც მაგ ორზე თორნიკეს 2 თვის წინ 1 კვირით ლიკასთან ჩასვლის გარდა აღარაფერი მსმენია. დავიჯერო, რამეზე იჩხუბეს?
-რაა? - თვალები შუბლზე აუვიდა რეზის, - თორნიკე და ლიკა? ლიკა და თორნიკე, ერთად?
-არ მთხრა, რომ არ იცოდი, - გაოცდა ტასო, - კაი, რეზიი?! მართლა არ იცოდი? მე შენ ყველაფრის მცოდნე პიროვნება მგონიხარ და ცხვირწინ რა ხდებოდა, მაგას ვერ ამჩნევდი? დედა, ეს ვის გავყევი ცოლად?
-ავღადავდით, ცოლო?
-რატომაც არა, ქმარო, - გაიცინა და კიდევ ერთხელ აკოცა ბიჭს, - კამერა გვიღებდა და, - მხრები აიჩეჩა, როცა რეზიმ გახედა.
-ხო, მხოლოდ კამერის გამო, თორე ისე არ გინდოდა ჩემი კოცნა, - ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა და ხელი ჩახსნილი გვერდიდან კაბის შიგნით შეაცურა.
-რეზიიი... - სუნთქვაგახშირებულმა ამოთქვა ტასომ და მუცელში ყველა კუნთი დაეჭიმა, - ხელი გააჩერე, სირცხვილია!
-საკუთარ თავს დააბრალე, - დაბოხებული ხმით უთხრა და ყელში აკოცა.
-აჰჰჰ, რეზი, ჯანდაბა შენ თავს, გაჩერდი, თორემ...
-რა იყო, მუქარები გამოგელია? - ჩაიცინა ბიჭმა კიდევ ერთხელ აკოცა ყელში.
-რასაც აქამდე გემუქრებოდი, ეტყობა დამიმთავრდა, - გაიცინა ტასომაც და შვებით ამოისუნთქა, როცა კაცმა ხელები მოაშორა.
ქორწილი თავისი ტემპით მიდიოდა. ორმა გაბერილმა გადაჭამა ყველაფერი და მერე ანასტასიას ეხვეწებოდნენ ტორტი მალე დაეჭრა, რადგან მხოლოდ ის დარჩათ გაუსინჯავი. ტასო კი რაღაცას ან ვიღაცას ელოდა და არაფრის დიდებით ჩქარობდა არც ტორტის გაჭრას და არც თაიგულის სროლას.
-თორნიკე, მეცეკვე, - ხელი ჩაავლო ბიძაშვილს და საცეკვაოდ წაიყვანა, როცა მობილურზე საუბარს მორჩა და გაღიმებულმა რაღაც გადაუჩურჩულა ქმარს, რომელმაც ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და ანასტასიას მეჯვარე გამოიცეკვა.
-და ანდრეას ეცეკვე ან დათოს, მე რომ მომახტი? - გაიოცა ბიჭმა, მაგრამ მაინც დაიწყო ცეკვა.
-ასაკის მიხედვით მივყვები, - გაუცინა ტასომაც და კაცის მოძრაობებს აჰყვა.
რამდენიმე წუთში რიტმული მუსიკა წყნარმა მუსიკამ შეცვალა და ტასომ მაშინვე ყელზე შემოხვია ხელები.
-მგონი, აჯობებს ეს ცეკვა შენს ქმართან ერთად შეასრულო, - თქვა თორნიკემ და ქალის ხელებისგან დახსნა სცადა.
-თოკო, რა იყო, გამირბიხარ? რეზის ისედაც ვეცეკვები, მაგრამ მაშინ, როცა ამ ცეკვას დავასრულებთ. მე ახლა შენთან მინდა ცეკვა და არ გამიტეხო, კარგი?
-ოოო, როგორ ვერ გიტან, ანასტასია, - თავი გადააქნია კაცმა და ხელები წელზე მოხვია, მერე კი თვალში სიძე მოხვდა, რომელიც მათგან ზურგით მდგომ ქალს ელაპარაკებოდა, ცოტა ხანში კი საცეკვაო მოედანს შეუერთდნენ, - ამას აქ რა უნდა?
-ვისზე მეკითხები, თოკო? - ტასომ კისერი წაიგრძელა და იქაურობას მოავლო თვალი.
-ვითომ ვერ ხვდები, არა? აბა, იქით გაიხედე, ვის ეცეკვება შენი ქმარი? - თავით რეზისკენ ანიშნა და გოგო მკლავზე გადაიწვინა.
-უიი, ლიკა მოსულა, - მხიარულად ამოილაპარაკა ტასომ და თორნიკეს შეხედა, - რა კარგი გოგოა, ამისრულა თხოვნა და მაინც ჩამოვიდა.
-ნამეტანი, - კბილებში გამოსცრა ბიჭმა და კარგად შეათვალიერა მონატრებული სხეული, - მე რომ ვთხოვე რაღაც, არ შემისრულა და შენი თხოვნა თავქუდმოგლეჯილმა შეასრულა.
-იმიტომ, რომ მე ვუყვარვარ, - გაიკრიჭა, - მაინც რა სთხოვე ამისთანა? - დაინტერესდა ტასო, ლიკასგან კი იცოდა, მაგრამ თორნიკეს ინტერპრეტაციაც აინტერესებდა.
-ანკარაში რომ ჩავაკითხე, მაშინ გავაფრთხილე, რომ იმ ს**თან ერთად არ გაფრენილიყო, მაგრამ გაიგონა? ცალ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. მაგაზე ვიჩხუბეთ და, საერთოდ, რატომ მალაპარაკებ ამაზე?
-ღმერთო და ამის გამო ხარ ჯერ კიდევ გაბრაზებული? არ მაინტერესებს, როგორც გინდა ისე შემოირიგე. იცოდე არ გაპატიებ ჩემი ლიკუნას ასე დატანჯვას, - უთხრა და რეზისთან მივიდა ისე, რომ ხელი არ გაუშვია თორნიკესთვის, - ქმარო, პარტნიორს ხომ არ გაუცვლიდი ჩემს ბიძაშვილს?
-დიდი სიამოვნებით, - გაიღიმა რეზიმაც და ტასო მოიმწყვდია თავის მკლავებში, - შენი აზრით, შერიგდებიან?
-ურჩევნია შემოირიგოს, თუ არადა რაც თავისი ცხოვრების განმავლობაში არ გამოუცდია, ჩემი გაბრაზება, ახლა ერთიანად დაიტეხს თავს.
-რაა? თორნიკეა ის ერთადერთი ბედნიერი, რომელსაც დიადი ანასტასია ავალიანი არ გაუბრაზებია?
-შენ წარმოიდგინე და მასეა, - გაიცინა ქალმა და თავი მხარზე ჩამოადო.
ტასო და რეზი საკუთარი მაგიდიდან ადევნებდნენ თვალს დარბაზის შედარებით ჩაბნელებულ კუთხეში მდგომ ლიკას და თორნიკეს წყვილს, რომლებიც გაცხარებით საუბრობდნენ რაღაცაზე, მერე კი აივანზე გავიდნენ და იქ გააგრძელეს კამათი.
-არა, ახლა მართლა დავხოცავ იმ ორს, - გადაულაპარაკა ქალმა და შამპანური მოსვა.
-და ერთადერთი პატარძალი იქნები, ვინც საკუთარ ქორწილში მომავალი რძალი და ბიძაშვილი მოკლა.
-რა გინდა, პრეცედენტს შევქმნი, - მხრები აიჩეჩა გოგომ და ფეხზე წამოდგა, როცა დარბაზში დაბრუნებული წყვილი შენიშნა, - მორჩა, ამას ვეღარ გავუძლებ. დროა, თაიგული ვისროლო.
-მაგაში იარაღას მალავ და მასე აპირებ თორნიკეს მოშორებას? - დაინტერესდა რეზი.
-სამწუხაროდ არა, ჩვეულებრივი ვარდებია.
-მაშინ ვიზრუნებ, რომ შენი ლიკუნაც დადგეს, - თვალი ჩაუკრა და ჯერ ლიკა დააყენა ძალით გოგონებთან ერთად, მერე კი ბიჭებთან გადაინაცვლა.
ტასომ მაშინვე ისროლა ყვავილები და პირდაპირ ლიკას ჩაუგდო ხელებში. ქალმა გაოცებულმა დახედა ვარდებს და თავი გადააქნია.
-გილოცავ, ლიკა, - მასთან მიიჭრა ანასტასია და გადაეხვია.
-ძალით გააკეთე, ხომ? - ჰკითხა გაბრაზებულმა გოგომ და თაიგული მაგიდაზე დააგდო.
-კარგი რაა, ლიკუნა, დღეს ჩემი დღეა და გამხიარულდი რაა.
-არა, საერთოდ რას გიჯერებდი და მოვდიოდი? უარესად მომშალა ნერვებზე და თვითონ კი დააბიჯებს გახარებული.
-ხოდა, იძიე შური და რამე მოიფიქრე, - თვალი ჩაუკრა და მათკენ წამოსულ ერთ-ერთ სტუმარზე ანიშნა, - ამას ეცეკვე, დანარჩენი თავისით მოხდება, - უთხრა და სიცილით წავიდა ბიჭებისკენ.
მათთან მისული ქმარს ჩაეხუტა და ხმამაღლა ჰკითხა:
-რეზი, ის ბიჭი მგონი შენი სტუმრებიდანაა, არა?
-რომელი? - თვალი მოავლო დარბაზს ბიჭმა.
-აი, ის, ჩემს ლიკას რომ ეცეკვება.
-აა, ეგ? კი, დედაჩემმა დაპატიჟა. მამაჩემის მეგობრის შვილია. მიშო ჰქვია. რა იყო?
-გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ლიკას რომ ძალიან მოსწონს, როცა საცეკვაოდ დაპატიჟა, თან ისიც დაამატა, რომ როგორც კი დარბაზში შემოვიდა, მაშინვე მოსჭრა მისმა სილამაზემ თვალი და მეც კი დამჩრდილა.
-ბოლო არ უთქვამს სიმართლე, - გაიცინა რეზიმ და ცოლთან ერთად გახედა თორნიკეს, რომელიც ვისკიან ჭიქას მთელი ძალით უჭერდა ხელს და ნელ-ნელა სვამდა სასმელს.
პიკი მაშინ იყო, როცა ლიკა მომდევნო სიმღერებზეც იმ ბიჭთან ერთად ცეკვავდა, ამას კი თორნიკე შორიდან უყურებდა და ძარღვები ნელ-ნელა უფრო მეტად ებერებოდა.
-არ გინდა, რამე გააკეთო? - ჰკითხა გვერდით ჩამომჯდარმა ანდრეამ და მანაც მოსვა სასმელი.
-რა, მივიდე და ჩავეჭრა?
-ტასოზე უფრო დიდი ხისთავიანი თუ შემხვდებოდა, რას ვიფიქრებდი, - სიცილით გადააქნია თავი კაცმა და თავისი მანქანისა და წყნეთის სახლის გასაღები ერთად გაუცურა ბიძაშვილს.
-ეს რა არის ანდრეა? - გაიოცა თორნიკემ და გასაღებები ხელში შეათამაშა.
-ჩემი საქორწინო საჩუქარი.
-მერე, მე რას მაძლევ? შენი დის ქორწილია და არა ჩემი.
-არა, - თავი უარყოფის ნიშნად გააქნია ანდრომ, - ტასომ თავისი საჩუქარი მიიღო, ეს შენია.
-რისი თქმა გსურს ამით?
-ტვინი გაანძრიე და ის გოგო არ დაკარგო! - მხარზე ხელი დაჰკრა და კესოს მიუბრუდა, - დამეღალა ჩემი ღიპუცა გოგო?
-ცოტა კი, წავიდეთ, რაა, - საყვარლად თქვა ქალმა და ანდრეასთან ერთად გასასვლელისკენ წავიდა.
თორნიკემ ცოტა ხანს უყურა დატოვებულ გასაღებებს, მერე კი სწრაფად წამოდგა მაგიდიდან, ჯერ კიდევ მიშიკოსთან მოცეკვავე ლიკას ხელი ჩაავლო და ქალის წინააღმდეგობის მიუხედავად, გასასვლელისკენ წაიყვანა.
-მგონი დაქალი გაგითხოვდა, - სიცილით შეხედა ცოლს და მასთან ერთად გააგრძელა ცეკვა.
-კიდევ კარგი, მაგას თუ მიხვდა თორნიკე.
-დავინახე ანდრეა ელაპარაკებოდა.
-აჰ, ახლა გასაგებია, ვისი იდეაცაა, - მხრები აიჩეჩა და ჯერ დატრიალდა, მერე კი რეზის მკლავზე გადაწვა.
-გახსოვს, პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, როგორ მიყვირე და გამომლანძღე? - გაახსენა რეზიმ სიცილით.
-არ მითხრა, ღირსი არ ვყოფილვარო.
-რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ. სიკვდილს გადაგარჩინე და შენ კი მიმალანძღე. მაგრამ მაშინაც კი ძალიან სექსუალურ და ყველაზე ლამაზ ქალად მიგიჩნიე.
-ახლა უნდა გავწითლდე და მადლობა გადაგიხადო?
-არა, უბრალოდ მითხარი, რომ გიყვარვარ, - გაუღიმა კაცმა და გულში ჩაიკრა.
-მიყვარხარ, რეზი ლიპარტელიანო, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და ერთი სული მაქვს, როდის გავა 8 თვე, რომ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი დავიჭირო ხელში და მასთან ერთადაც გითხრა, რომ სიცოცხლის ბოლომდე შენ მეყვარები.
-ტასო, შენ... - ენა ჩაუვარდა კაცს.
-კი, ორსულად ვარ და ძალიან მალე მეორე ჩემნაირის გაძლება მოგიწევს.
-მიყვარხარ, ტასო, - ამოიჩურჩულა ქალის ტუჩებთან და მთელი სინაზით აკოცა.
დასასრული



№1  offline მოდერი N1penguin

ახლა რომ შევხედე, გული გამისკდა კინაღამ, ამხელა მთლიანად მე წავიკითხე-მეთქი? შეკითხვა დამებადა laughing ძალიან ტკბილი და სახალისო ისტორიაა, მომეწონა თითოეული პერსონაჟი. კიდევ ველი, კიდევ... მოუყარე შენს მუზებს თავი და ამოგვასუნთქე. შენც დაისვენებ, მეც და ისიც, ქორწილში რომ დაპატიჟე ჩემთან ერთად sweat_smile sweat_smile heart_eyes

 


№2 სტუმარი mariami

gmertooo ❤❤ gavafrennn ❤❤ umagresia dzaan magaria sauketesoa shen dawere xoo?? ????????

 


№3  offline მოდერი abezara98

mariami
gmertooo ❤❤ gavafrennn ❤❤ umagresia dzaan magaria sauketesoa shen dawere xoo?? ????????

მიხარია, რომ მოგეწონაა heart_eyes კიი, ჩემი დაწერილია <3 kissing_heart

N1penguin
ახლა რომ შევხედე, გული გამისკდა კინაღამ, ამხელა მთლიანად მე წავიკითხე-მეთქი? შეკითხვა დამებადა laughing ძალიან ტკბილი და სახალისო ისტორიაა, მომეწონა თითოეული პერსონაჟი. კიდევ ველი, კიდევ... მოუყარე შენს მუზებს თავი და ამოგვასუნთქე. შენც დაისვენებ, მეც და ისიც, ქორწილში რომ დაპატიჟე ჩემთან ერთად sweat_smile sweat_smile heart_eyes

შენ როგორ ხარ, გოგო, ყველგან? joy ვცდილობ და ვნახოთ heart_eyes

 


№4  offline წევრი naida

მთელი ღამე გავათენე ამის კითხვაში.. ყოჩაღ, სასწაული იყო ????????❤️❤️

 


№5  offline მოდერი abezara98

naida
მთელი ღამე გავათენე ამის კითხვაში.. ყოჩაღ, სასწაული იყო ????????❤️❤️

ვაიმეე, ნამდვილად არ ვგეგმავდი, რომ ვინმესთვის ღამე გამეთენებინა joy მიხარია, რომ ასე ძალიან მოგეწონა heart_eyes

 


№6 სტუმარი kati

Srulad wakitxuli mainc ufro kargia.tavebad rom wavikitxe,kidev tavidan vapirebdi wakitxvas da sruladac rom Daido,siamovnebit chavujeqi.velodebi shemdeg istorias.

 


№7  offline მოდერი abezara98

kati
Srulad wakitxuli mainc ufro kargia.tavebad rom wavikitxe,kidev tavidan vapirebdi wakitxvas da sruladac rom Daido,siamovnebit chavujeqi.velodebi shemdeg istorias.

მადლობა და ვცდილობ მალე იყოს ახალი ისტორია heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი თამარი

ორი დღე გადავაბი ამის კითხვა :დდ და ახლა როცა საშინელ ნაბახუსევზე ვარ :დდდ თავი არ დავანებე მაინც ისე მომეწონა. ძალიან მაგარი ხარ და ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე. ^^^ წარმატებები შენ❤❤

 


№9  offline მოდერი abezara98

სტუმარი თამარი
ორი დღე გადავაბი ამის კითხვა :დდ და ახლა როცა საშინელ ნაბახუსევზე ვარ :დდდ თავი არ დავანებე მაინც ისე მომეწონა. ძალიან მაგარი ხარ და ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე. ^^^ წარმატებები შენ❤❤

მიხარია, ასე ძალიან რომ მოგეწონა, მაგრამ მთლად შენს ჯანმრთელობასაც ნუ ავნებ heart_eyes kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Sayvarlebi vaime ra kargi iyoo warmatebebiii dzaan tkbilebiii

 


№11  offline მოდერი abezara98

uchveulo
Sayvarlebi vaime ra kargi iyoo warmatebebiii dzaan tkbilebiii

მადლობაა ♡♡♡

 


№12 სტუმარი სტუმარი niini

ert erti sauketesoa daa vafreen kvelazee magaari garremoaaa da saswaulad magari motxroba andreaze imdeni vitire exxaaeg cocxaliikos dameti araferi minda tko da ki amisrulad txovna ❤️❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი abezara98

სტუმარი niini
ert erti sauketesoa daa vafreen kvelazee magaari garremoaaa da saswaulad magari motxroba andreaze imdeni vitire exxaaeg cocxaliikos dameti araferi minda tko da ki amisrulad txovna ❤️❤️❤️❤️

ვაიმეე, როგორ მახარებს მსგავსი კომენტარები, შენ ხომ არ იცი heart_eyes მიხარია, რომ მოგეწონა kissing_heart და, მეც ძალიან მწყდებოდა გული ანდრეას გამო და კი ხედავ smile

 


№14  offline წევრი Small-Lady

ახლაც ემოციებში ვარ.დავიწყე და თავი მანამ არ ამიწევია,სანამ ბოლოში არ გავედი.შესანიშნავია.არაჩვეულებრივადაა აღწერილი ყველაფერი.ამ საოცარ ისტორიაში შექმენი და ამაღელვებლად გადმოეცი რამდენიმე წყვილის ამბავი.ვფიქრობ ყველაზე მეტად რომელი წყვილი მომეწონა.თუმცა გამორჩევა არ შემიძლია.თითოეული პერსონაჟი განსხვავებული და მიმზიდველია.რაც მთავარია მკითხველამდე მოგაქვს ყველა ემოცია.ოჯახური სითბო,საოცარი და-ძმა და სიყვარული-ეს ყველაფერი შესანიშნავ ელფერს სძენს ამბავს.ეს ისტორია მუდამ N1 იქნება ჩემთვის.
მადლობა ავტორს ამ ამბისთვის,რომელმაც გული გამითბო და მასიამოვნა.❤❤❤

 


№15  offline მოდერი abezara98

Small-Lady
ახლაც ემოციებში ვარ.დავიწყე და თავი მანამ არ ამიწევია,სანამ ბოლოში არ გავედი.შესანიშნავია.არაჩვეულებრივადაა აღწერილი ყველაფერი.ამ საოცარ ისტორიაში შექმენი და ამაღელვებლად გადმოეცი რამდენიმე წყვილის ამბავი.ვფიქრობ ყველაზე მეტად რომელი წყვილი მომეწონა.თუმცა გამორჩევა არ შემიძლია.თითოეული პერსონაჟი განსხვავებული და მიმზიდველია.რაც მთავარია მკითხველამდე მოგაქვს ყველა ემოცია.ოჯახური სითბო,საოცარი და-ძმა და სიყვარული-ეს ყველაფერი შესანიშნავ ელფერს სძენს ამბავს.ეს ისტორია მუდამ N1 იქნება ჩემთვის.
მადლობა ავტორს ამ ამბისთვის,რომელმაც გული გამითბო და მასიამოვნა.❤❤❤

ნამდვილად არ მოველოდი მსგავს შეფასებას, იცი? flushed ღმერთო, იცი ახლა რა დამემართა? იმდენად გამახარე და გამაბედნიერე მსგავსი სიტყვებით, რომ მთელი დღე კი არა, მთელი კვირა და შეიძლება თვეც კი გამყვეს ეს ემოციები heart_eyes მერწმუნე, მე უფრო მახარებს ის ფაქტი, რომ შენ ასე ძალიან მოგეწონა, ამდენი ემოცია გამოიწვია და იმედია, გაგამხიარულა კიდეც sweat_smile მადლობა, საყვარელო, მსგავსი თბილი სიტყვებისთვის heart_eyes heart_eyes

 


№16 სტუმარი Maarx

აუუ ძაან კაი იყო...მომწონს შენი ისტორიები❤❤სამწუხაროდ ეს ბოლო იყო ყველა წავიკითხე...ისე ნელა ვკითხულობდი არ მინდოდა დასრულებულიყო❤????მადლობა დიდი????

 


№17  offline მოდერი abezara98

Maarx
აუუ ძაან კაი იყო...მომწონს შენი ისტორიები❤❤სამწუხაროდ ეს ბოლო იყო ყველა წავიკითხე...ისე ნელა ვკითხულობდი არ მინდოდა დასრულებულიყო❤????მადლობა დიდი????

ვაიმე, პირიქით, შენ დიდი მადლობა, რომ ასე ერთგულად მიყევი ყველაფერს და არ დაგეზარა heart_eyes heart_eyes ძალიან მიხარია, თუ მოგექონა, ვეცდები არ დავაგვიანო heart_eyes heart_eyes

 


№18 სტუმარი Maarx

<333333

 


№19  offline მოდერი abezara98

Maarx
<333333

heart_eyes heart_eyes

 


№20 სტუმარი სტუმარი მარი

ბრაავო, ბრავო, ბრავო. შესანიშნავი სცენარია რომანტიული კომედიისტვის, , რეჟისორი მოუხდებოდა kissing_heart kissing_heart

 


№21  offline წევრი sole_soul

ეს ერთი ისტორიაღა მქონდა დარჩენილი წასაკითხი და ესეც მოვახერხე. ძალიან მსუბუქად და კარგად საკითხავია blush პერსონაჟებიც ხომ მთლად სასწაულები heart_eyes შენი წერის სტილიც საკმაოდ მომწონს. ისტორიაც საინტერესო და ამაღელვებელი იყო heart_eyes

 


№22  offline მოდერი abezara98

სტუმარი მარი
ბრაავო, ბრავო, ბრავო. შესანიშნავი სცენარია რომანტიული კომედიისტვის, , რეჟისორი მოუხდებოდა kissing_heart kissing_heart

sole_soul
ეს ერთი ისტორიაღა მქონდა დარჩენილი წასაკითხი და ესეც მოვახერხე. ძალიან მსუბუქად და კარგად საკითხავია blush პერსონაჟებიც ხომ მთლად სასწაულები heart_eyes შენი წერის სტილიც საკმაოდ მომწონს. ისტორიაც საინტერესო და ამაღელვებელი იყო heart_eyes

სიმართლე რომ ითქვას, სულ სულ პირველი ისტორიაა ჩემი და ყველაზე გაუმართავი და ბავშვური მეჩვენება, მაგრამ ძალიან მიხარია, ასე რომ მოგეწონათ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent