შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა 1


27-04-2018, 17:06
ნანახია 1 401

ახლა სრულიად უცნობ ქუჩაზე ვდგავარ...სწორად მიმიხვდით. დავიკარგე.
დაახლოებით 15 წუთია მე და ჩემი დაქალი-ელენე, „სამეგობროს" „დავემშვიდობეთ" და სრულიად უაზროდ, ქუჩიდან-ქუჩაზე დავდივართ სადაც ორი გაჩერებაა, რომელზეც მხოლოდ ერთი ავტობუსი ჩერდება, სხვა არანაირი ნიშანი და სწრაფად მიმავალი მანქანებით გადატვირთული გზა...ჰოომ, ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ჩემნაირი „ნორმალური" თუ აღმოჩნდება. ახლა კი იმას ავხსნი, თუ როგორ დავიკარგეთ თბილისში, ამ ერთი ციდა ქალაქში, რომლის თითქოს ყველა უბანი ზეპირად ვიცოდით:

*Flashback*
დილის 9:45.
-ელეე!!-ღრიალით დავახტი ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომელიც კივილით წამოხტა და საწოლიდან ინერციით გადამაგდო.-აუჩ!
ელენემ თვალები მოისრისა და ძირს გათხლაშულს ჩამომხედა.
-დილა მშვიდობისა.-გავეკრიჭე.
-აქ რა გინდა?
-მადლობა კარგად ვარ, არაფერი მტკენია-წამოვდექი.-გიომ შემომიშვა. პ.ს. შენც გმადლობ, რომ ამაყენე.-შევუბღვირე ელენეს უფროს ძმას, რომელიც ოთახის ზღურბლზე იდგა და ხითხითებდა. ელენემ მობეზრებული გამომეტყველებით გიოს ბალიში ესროლა და საწოლზე გადაწვა.
-მე რას მერჩი?-სიცილით უკანვე ესროლა გიომ.
-შენ შემოუშვი ეს ტვინის კიბო.
-აბა გარეთ დამეტოვებინა?
-ჰო.
-კარებს ჩამოიღებდა.
-ჰეით! მეც აქ ვარ!-გაბუსხულმა გულზე ხელები დავიკრიფე.
-კაი, ჰო. ვიხუმრეთ!-გიო ოთახში შემოვიდა და ელენეს საწოლზე ჩამოჯდა. თან მის გვერდით ხელი დაატყაპუნა და ამით მანიშნა „შენც მოდიო". თვალები ღიმილით გადავატრიალე და ისევ ელენეს დავახტი.
-ძროხა, ადე!-ამოიზმუვლა ელენემ.
-როგორ ვუყვარვარ არა?-ავხედე გიოს.
-ნუ იტყვი.-ირონიულად მიპასუხა გიომ.
-ჰო კაი ავდგები ოღონდ ჯერ ამომასუნთქე!-დაიკნავლა ელენემ.
-უი...-კინაღამ დამავიწყდა, რომ ჯერ კიდევ ზედ ვეწექი.
-აბა, რამ შეგაწუხა ამ დილაადრიან?-მკითხა გიომ.
-უფრო სწორად, რატომ შემაწუხე ამ დილაადრიან?-მთქნარებით ჩაერთო ელენე.
-შემდეგში გამახსენე, რომ დილას ასეთი უჟმურია.-ვითომ ჩუმად გადავულაპარაკე გიოს. ელენემ კი ხმაურით ჩაახველა.
-ესეიგი,-განვაგრძე-დღეს ვხვდები ჩემს ყოფილ დაქალებს. არ ვიცი რა აიტეხეს, მაგრამ გინდა თუ არა შევხვდეთ ვენდისშიო.
-მერე?
-მერე მარტო ჰო არ წავალ?-ლეკვის თვალებით შევხედე ორივეს.
-აუუ! თავის იარაღს ჩვენს დასათანხმებლად იყენებს!-გიომ დრამატულად გაიხედა გვერდზე.
-მოიცა. მოიცა. მარიამმა გთხოვა შეხვედრა?-როგორც ჩანს ელენეს ტვინი აუმუშავდა.
-იმ მარიამმა?-გიომაც პირი დააღო.
-ჰოო. და მეთქი რამეს ჰომ არ მიჩალიჩებსთქო...
-მოვდივართ-ერთდროულად წამოიძახა და-ძმამ.
-ოქეი! მაშინ მოემზადეთ და 12-ზე ვენდისში მივდივართ.
-აუ, მერე 9-ზე რისთვის ამაგდე?-წაიბუზღუნდა ელენემ.
-უკვე 10-ია.-სხვათაშორის თქვა გიომ და მეც მადლიერად გავხედე.
-ჰოო, მაშინ გადამირჩი.-წამოდგა ელენე და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. მე და გიო კი ნელ-ნელა, უკუსვლით გავედით ოთახიდან. ვიცოდით, რომ იქ კარგი ამბავი არ დატრიალდებოდა. რადგან მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ვენდისში მივდიოდით, ელენე მაინც 50-ჯერ გადაიფიქრებდა თუ რა უნდა ჩაეცვა. ამიტომ სამზარეულოში გავედით და საუზმის მომზადება გადავწყვიტეთ. ამასობაში ელენეც თავზე წამოგვადგა.
-მმმ. აბა რას მაჭმევთ?
-ბუს კვერცხებს.-სრული სერიოზულობით უპასუხა გიომ.
-ჰა!ჰა! მაგრად გამეცინა.
-აბა ქათმის კვერცხი არ გვაქვს და...-მაცივრიდან თავი გამოვყავი.
-ეეე!
-მალე აგერჩია გენაცვალე ტანსაცმელი და მოგემზადებინა რამე.-წავკბინე.
-ნაჰ. მე საერთოდ არ მშია. ვენდისში რომ მივალთ იქ შევჭამ რამეს და თქვენი არ ვიცი.-სწერვულად მიპასუხა ელენემ.
ვინმეს რომ დაენახა ეს სიტუაცია, იფიქრებდა ესენი მოსისხლე მტრები არიან და შანსს არ უშვებენ ერთმანეთის დასაკბენადო. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ასე ვხუმრობდით.
-მე და გიოს ყბები არ გვაქვს თუ რატომ ამოგვაგდე პონტიდან?-ამ სიტყვებით და ღიმილით „განიმუხტა" სიტუაცია.

12:00
გიომ მანქანით ვენდისში მიგვიყვანა. თვითონ მანქანიდან არ გადმოვიდა, რადგან პირადად არავის იცნობდა. ამიტომ გარეთ დაგველოდა. მე კი ღრმად ჩავისუნთქე, „რაც არ უნდა იყოს მაგრად დავიჭერ თავს"-გავიფიქრე და ელენესთან ერთად შენობაში შვედი. შესვლისთანავე ჩემი ყოფილი დაქალების ხმა მომესმა.-აქ ვართ!
მე და ელენემ სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარით და ყველა გადავკოცნეთ. კატო. ნინუცა. მარიამი.
-წადით ჯერ თქვენთვის საჭმელი შეუკვეთეთ და მერე ვილაპარაკოთ-ყალბი ხმით თქვა მარიმ.
-კაი.-ჩვენც მხრები ავიჩეჩეთ. მაინც ორივეს გვშიოდა. თუმცა რატომღაც (ნეტა,რატომ) მადა დავკარგეთ. მე-ფრი, ელენემ კი-კოლა შეუკვეთა და მალევე დავბრუნდით მათთან.
არ ვიცი ასე უცბად როგორ, ან საიდან, მაგრამ უკან მიბრუნებულს ლუკა (ჩემი ყოფილი ლოვე) დაგვხვდა ვიღაც გოგოსთან ხელგადახვეული. ადგილზე გავშეშდი. ლუკასაც ღიმილი სახეზე შეახმა.
გამწარებული ელენე კი მარისკენ დაიძრა.
-არ გინდა ელე! რა სისულელეა!-ღიმილნარევად გავხედე ჩემს გოგოს. ლუკამ მზერა მომარიდა. მე კი პირიქით-წინ დავუჯექი. მოკლედ და ღიმილით მოვიკითხე. მის გვერდით მჯდარი გოგონა-თათიაც გავიცანი. შემდეგ კი მარიამს მივუბრუნდი.
-მგონი დღევანდელი შეხვედრით ყველამ ისიამოვნა, არა?-გავუღიმე და წამოვედი. ელენემ კი თავისი კოლა აიღო და მაგიდაზე დააგდო, ისე, რომ ყველა იქ მჯდომს გადაავლო.
-ღორებს ჩემგან სალამი!-და ისიც გამომყვა.
საშინლად გაბრაზებული ვიყავითქო ვერ ვიტყვი. მერე რა, რომ მე და ლუკა 2 თვეა-დავშორდით. მერე რა, რომ მის დას (მარიამს, რომელიც ადრე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო) ვეზიზღები. მე საკუთარ თავზე გავბრაზდი, რადგან მარიამს ვაფიქრებინე, რომ ჩემ მანიპულირებას შეძლებდა (რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდა). მას საშუალება მივეცი, რომ ეს სცენა დაედგა.
არ ვიცი სად, მაგრამ ძალიან სწრაფად მივდიოდი. ვიცოდი, რომ ელენე მომყვებოდა. ის ახლა ყველაზე მეტად მიგებდა და ხვდებოდა, რომ არ მინდოდა გრძნობებს ავყოლოდი. თავდახრილი მივდიოდი, როცა ვირაცას მხარი ძალიან ძლიერად გავკარი და კინაღამ ტროტუარიდან გადავვარდი.
-ფრთხილად!-ვისაც დავეჯახე მან მხარში ხელი ჩამავლო და წონასწორობა შემანარჩუნებინა.
-ბოდიში!-ჩამწყდარი ხმით ვუთხარი.
-კარგად ხარ?-მკითხა უცნობმა ბიჭმა.
ელენე ცოტა მოშორებით მოდიოდა და ეს რომ დაინახა, ეგონა ის ბიჭი საქმეს მირჩევდა. ამიტომ სანამ ბიჭს რამეს ვუპასუხებდი, მომვარდა, ხელკავი გამომდო და უცნობს დაუსისინა:
-მოკეტე და წინ იარე!
გამოშტერებულმა ბიჭმა ხმაც ვერ ამოიღო. რამოდენიმე წამს იმავე ადგილას იდგა და როდესაც თვალს მივეფარეთ მხოლოდ მაშინ მოეგო გონს და გზა დაბნეულმა განაგრძო.
მე კი უკვე ცახცახი დავიწყე. ელენეს ამაზე გული აუჩუყდა და ჩასახუტებლად შემომაბრუნა. მაგრამ როგორც კი ჩემი გადაწითლებული სახე დაინახა მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. მთელი ეს დრო სიცილით ვიხეოდი და უკვე უჰაერობისაგან გული მიმდიოდა. რადგანაც უკვე სამშვიდობოს ვიყავით ისეთ ხმაზე ავხარხარდი, რომ ალბათ იმ ბიჭმაც გაიგონა.
-"მოკეტე და წინ იარე!"?!?!-ისტერიულად ვიცინოდი.-იმ ბიჭს მე თვითონ დავეჯახე....მან კი...ტროტუარიდან გადავარდნა ამაცილა თავიდან. ვაიმეე ცუდად ვარ!!-ისეთ დღეში ვიყავი, გამვლელებს უეჭველი შეურაცხადი ვეგონე. ელენემ კი თავში ხელი წამომარტყა.
-გეყოფა.-უნდოდა მკაცრად გამოსვლოდა, მაგრამ ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მასაც ეცინებოდა. ორივეს გადაგვავიწყდა 10 წუთის წინ გადამხდარი კიდევ ერთი საშინლად უხერხული სიტუაცია, რომელიც ყოფილთან შეხვედრისას ხშირად წარმოიქმნება.
და ჰო! სწორედ აქედან გრძელდება ჩვენი ამბავი. ასე დავიკარგეთ ამდენ ბოდიალში. მერე კი გაგვახსენდა, რომ გიო ვენდისთან გვიცდიდა. დავურეკეთ და უახლოესი კორპუსის მისამართით მოვაგნებინეთ. მანქანაში ჩავუხტით და ელენემ მაშინვე ჩემი ამბავი მოყვა, რაზეც გიო ძალიან გაბრაზდა. უნდოდა უკან შებრუნებულიყო და ლუკასთვის თავ-ყბა დაელეწა. მაგრამ მე დავუშალე და სამაგიეროდ, ელენეს "სთორი" მოვუყევი, რამაც ყველა აგვახარხარა.
-საბოლოოდ ყველა უჭმელი დავრჩით-ხვნეშით დასძინა გიომ.
-წამო, რა, მაკში! ვენდისი მაინც არ მიყვარს...-დავიწყე.
-ჰოო წავიდეთ, შიმშილისგან კუჭი მიხმება!-დაამატა ელენემ.
მაკდონალდსში შევედით და მეორე სართულზე დავჯექით. სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობდით და კარგადაც ვერთობოდით, როცა შემთხვევით გვერდით მაგიდისკენ გავიხედე და კოლა გადამცდა. სასწაულად ამიტყდა ხველა. გიო და ელენე ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. მე კი თან ვიცინოდი, თან ვახველებდი და თან ცრემლები მცვიოდა.
-გვერდით გაიხედეთ.-ძლივს ამოვიხრიალე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent