ცრემლებით მოწმენდილი ცა ნაწილი 1
რამდენი ტკივილი გადავიტანე შენგან მოყოლებული გულით გთხოვ ეს ამბავი დამავიწყე.შენ შორს ხარ მე შენგან განსხვავებით უკიდეგანო სივრცეში.ვცხოვრობ არ ვწუწუნებ შენ პატარა წრუწუნას ჭკუა გაქვს რადგან სოროში ცხოვრობ.ნაწყვეტი მართას დღიურიდან ეს ამბავი ერთ პატარა სოფელ გაღმა სოფელში დაიწყო.გაღმა სოფლის კორპუსებიან დიდ ოჯახში ცხოვრობდნენ ღარიბი ცოლ ქმარი ჰყავდათ უმშვენიერესი ვაჟიშვილი ისინი ერთადერთ ვაჟიშვილზე ფიქრობდნენ გაზე როგორ დაეყენებინათ რომ ცუდ წრეში არ მოხვედრილიყო.6 7 წლის ასაკში ის მშობლებმა სასულიერო სასწავლებელში მიიყვანეს.მას სახელად გიორგი დაარქვეს.მათ სურსათ,სანოვაგე არ ქონდათ მაგრამ დიდად ეს ამბავი არ აწუხებდათ. უნდოდათ რეალურ სამყაროში ეცხოვრათ ცოლ ქმარს ერთი ვაჟიშვილის ერთი ვაჟიშვილის გარდა მეტი არავინ არ ყავდათ.მზე რომ მიიწურა დემნამ თავისი ვაჟიშვილი თავისთან იხმო და უთხრა რასაც ეხლა გეტყვი ჩემი სიტყვა შენთვის კანონი იქნება წადი შეშა დაჩეხე და შინ მოიტანე.დანაპირებს თუ არ შემისრულებ სახლში არ შემოგიშვებ სადაც გინდა იქ იხეტიალე! მკვახედ მიაძახა.ბიჭს ცოტა არ იყოს შეეშინდა.მამის სიტყვები გაახსენდა.იცოდა ბიჭი შეშას თუ არ მიიტანდა.მამა თავის დანაპირებს აუცილებლად აუსრულებდა.ბიჭიც იძულებული შეიქმნა ტყეში შეშის დასაპობად წასულიყო.შეშის დაპობა რომ დაასრულა შეშა ურიკაზე დააწყო და შინისკენ გასწია.მას გზაში წვიმამ მოუსწრო.სველი შეშა გარეთ ჭიშკართან დააბინავა დანარჩენი კი სარდაფში შეინახა.ზოგი მამას ცხვირწინ დაუყარა.მამამ ჰკითხა რას შვრები გაგიჟდი შეშას აქეთ იქით რატომ ყრი? მან საკადრისი პასუხი გასცა არ გეყო ძაღლივით ენაგადმოგდებული რომ მატარებ რა უნდა გელაპარაკო.შენ ხომ კაცი არახარ დემონი,ადამიანებს ცოცხლად ჭამ შვილს იძულებულს ხდი შენ მოსამსახურედ აქციო.კიდევ რა გინდა ფეხქვეშ გაგეგო? ბილიკ-ბილიკ იები და ვარდები ხომ არ დაგიფინო.მან სასტიკად განუცხადა გავიზარდე პატარა აღარ ვარ სამაგისოდ ჭკუაც მეყოფა ვინმეს ჭკუაზე ვიარო მე არავის მონა არ ვარ და არც ვიქნები.ეს გასაგებად გითხარი.მინდა იცოდე.შენი კაპრიზები დიდიხანია უკვე ყელში ამომივიდა ამას ვერ ხედავ.რადგან ჩვევად გექცა თუ ვინმე კარებზე დაგიკაკუნებს უნდა გაიქცე..მე იმისთვის არ დავბადებულვარ შენ მოჯამაგირედ დაგიდგე. გიორგის დედა მართა რომელიც ძალიან ცუდად ყავდა მისი სიცოცხლე ბეწვის ხიდზე ეკიდა მას მხოლოდ ხერხემალი,და თირკმელები,სტკიოდა.ერთხელ ოთახიდან ხმაური შემოესმა გავიდა და ქმარს უყვირა გაჩუმდი! ნუ ყვირიხარ თავი მტკივა რა აურზაური ატეხე აქ რინგია თუ ბურთის მოედანი.ხუთ წუთში სუფრას გავშლი და რომ დაგიძახებთ მოდით მართამ სუფრა გაშალა მამა შვილი სუფრას მიუსხდნენ მართამ დემნას უთხრა დავიღალე შენთან ჩხუბით ეს გაღმა სოფელია აქ მეზობლები ცხოვრობენ ჩვენს ზევით მაგდა ცხოვრობს თავის ოჯახით დილაადრიანად დათვივით რომ ღრიალებ სირცხვილია გააღვიძებ დემნას რათქმაუნდა ეს არ ესიამოვნა მართას საყვედურმა გააღიზიანა თავისი გუდა ნაბადი აიკრა და ქალაქში სამუდამოდ გადასახლდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.