შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება, თავი 5


28-04-2018, 00:31
ავტორი ana_aneta
ნანახია 5 041

მთელი დღე ძალიან აფორიქებული ვიყავი. საქმეს გულს ვერ ვუდებდი. გოგოებისთვის არაფერი მითქვამს. არ მომასვენეს და ვუთხარი რომ თათამ მომიშალა ნერვები. წამსაუწუმ საათს დავჩერებოდი. რა ჯანდაბა მჭირს? უბრალოდ რაღაცის თქმა უნდა რა მანერვიულებს? ცოტა ხნით დავიმშვიდებდი თავს, მარამ ისევ ღელვა ამიტანდა. ვიცოდი რომ კარგი არაფერი იქნებოდა, ალბათ ამიტომაც ვღელავდი.
რვის ნახევარზე უკვე მისი სახლის კარის წინ ვიდექი და გამწარებული ვრეკავდი ზარს. ფეხის ხმა გავიგონე კარგს მიღმა. პულსაცია უფრო ამიჩქარდა.
-არ მეგონა ამ ციცქნა არსებას ასეთი ხმაურის გამოწვევა თუ შეგეძლო. თბილად გამიღიმა აბელმა და სახლში შემიშვა. მისაღებში უკვე ნაცნობ ადგილას ჩამოვჯექი და მხოლოდ მერე დავიწყე მისი თვალიერება. წელს ზემოთ შიშველი იყო. ძალიან მაგარი ტანი ჰქონდა, მაგრამ ახლა კონცენტრაცია მჭირდებოდა.
-იქნებ რამე ჩაგეცვა. გაეცინა.
-სამწუხაროდ მაისური არ მაქვს. ქვედა ტუჩუ გამობზიკა.
-არ მჯერა და საერთოდ არ ვაპირებ შიშველს გიყურო.
-მოგიწევს მიეჩვიო.
-რა მომიწევს ეგ შენი განსასაზღვრი არაა, ახლა კი გთხოვ ჩაიცვი და საქმეზე გადავიდეთ. ისედაც ინტერესით ვკვდები მთელი დღეა.
მაისური არ ჩაიცვა, მაგრამ დასერიოზულდა. დივანის წინ მდგომ მაგიდაზე ჩამოჯდა და ერთ ხანს უსიტყვოდ მიყურებდა. მერე უცებ პირდაპირ საქმეზე დაიწყო საუბარი ყოველგვარი შესავლის გარეშე.
-ცოლად გამომყევი.
-რაააააააააააააა? ჯერ სერიოზულად შევხედე და მერე ისტერიკული სიცილი ამიტყდა. როცა ამისუნთქვა მოვახერხე, მის სახეს კარგად დავაკვირდი, აღელვებული იყო და აშკარად პასუხს ელოდა.-შენ რა სულ გააფრინე?ისევ გამეცინა. -ერთმანეთს არც კი ვიცნობთ.
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ...
-გიყვარვარ? მისი წინადადება დავამთავრე. ეს სისულელეები სხვებს დაჯერე. ეხლა მოდი ნამდვილი მიზეზი მითხარი.
-არავითარი მიზეზი არ არსებობოს, მინდა რომ დავქორწინდეთ.
-კარგი თუ ასეა, მაშინ მე უარს გეუბნები და დავიშალოთ.
-ასე არ გამოვა.
-აბა როგორ? მომიტაცებ?
-მშვენიერი იდეაა.
-ნუ სულელეობ რა, ზრდასრული ადამიანები ვართ, უკეთესადაც შეგვიძლია საუბარი და პრობლემის მოგვარება. ცოტა ხანს ორივე ჩუმად ვიჯექით, მერე ისევ თვითონ დაიწყო საუბარი.
-ცოლი მჭირდება. მე ისევ სიცილი ამიტყდა, თვითონაც გაეცინა.
-არ მითხრა რომ გეი ხარ?თავი გვერძე გადახარა როგორც ჩვევია ხოლმე.
-თუ გინდა მაგაში ახლავე დაგარწმუნებ.
-არა მადლობა.
-მოკლედ საქმე ასეა. მე ცოლი მჭირდება, შენზე ეჭვს არავინ აიღებს იმიტომ რომ ასე თუ ისე ყველამ იცის რომ მომწონხარ და...
-და ამ ყველაფერსაც იმიტომ აკეთებდი რომ ყველაფერი აამდე მოსულიყო.
-არაა. ცდები.
-არ მჯერა. შენ კი გჭირდება ცოლი მაგრამ იქნებ მითხრა მე რატო მჭირდება ქმარი?
-ვიცი რომ რძალთან და დედასთან, ცუდი ურთიერთობა გაქვს.
-ეს არ ნიშნავს რომ....
-შენ მშვიდად იქნები, როგორც ეხლა ცხოვრობ ისევ ისე იცხოვრებ, მე ხელს არაპერში არ შეგიშლი, პირიქით. უბრალოდ მეგობრებთან და ოფიციალურ შეხვედრებზე ერთად უნდა გამოვჩნდეთ ხოლმე, ცოტას წავითამაშებთ და ეგაა.
-ეგაა აბა რა. მიზეზს მაინც არ მეუბნები.
-დამთანხმდები რომ გითხრა მიზეზი
-არ ვიცი. მაგრამ აუცილებლად უნდა მითხრა, ისე არაფერი გამოვა.
-არ ვიცი.
-არავის არ ვეტყვი.
-ვიცი.ხომ გახსოვს საფრანგეთში რომ ვიყავი წასული რამდენჯერმე. მე თავი დავუქნიე. მოლედ ბაბუაჩემი ომის დროს საფრანგეთში გაიქცა და ფრანგი მოიყვანა ცოლად, გაღარიბებული ლორდის შვილი. ბებიაჩემს მემკვიდრეობით ვენახი და პატარა სასტუმრო დარჩა, ბურგუნდიაში. ბაბუაჩემმა ბევრი იშრომა და ეს ადგილი ნამდვილ ოაზისად აქცია. მამაჩემს და მას არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ამიტომ ქონებას ის ვერ მიიღებს. დავრჩით ჩვენ და ჩვენი ნახევარძმა. მამაჩემს მეორე ცოლი ჰყავს ნანა და შვილი რეზი.ნანას არასოდეს ვუყვარდით მე და ლუკა. არც ცუდად გვექცეოდა და არც კარგად. ბაბუაჩემი შარშან გარდაიცვალა. ანდერძი დატოვა, ძალაში კი მისი სიკვდილიდან ერთ წელში შევა. ანუ ნოემბერში. იქ რომ ვიყავი ჩემი წყაროებით გავრკვიე რომ ვისაც ოჯახი ექნება სწორედ მას გადაეცემა ყველაფერი. ეს მხოლოდ მე და ლუკამ ვიცით. ნანას თვალი უჭირავს იმ სასტუმროზე, მაგრამ ეს ყველაფერი არ იცის, მამაჩემა კი უთხრა რომ მისი გათვლებით უმცროსი შვილიშვილი მიიღებდა ქონებას, ანუ რეზი.
-და რეზიმ რომ გაიგოს და მოიყვანოს ცოლი?
-ვერ გაიგებს. არც კი ეჭვობენ და ფიქრობენ რომ სხვა პირობები იქნება ანდერძში, ჰქონიათ რომ ან რეზი მიიღებს ყველაფერს ან სამივეზე განაწილდება.
-და უბრალოდ რომ ადგეს და მოიყვანოს?
-ჯერ არავინ ყავს სერიოზული, თან პატარაა, ძალიან გარყვნილია, ისეთი მეც რომ გამიკვირდა. რამდენიმე გოგოესთან ერთად აქვს სექსი, ოთახამდეც კი ვერ მიდის, პირდაპირ ბარის ტვალეტში ხმარობს ყველას.
-დავიჯერო შენ არ გქონია ჰო. სწერვა სახით ავხედე მე.
-მქონია მაგრამ აქ საქმე რაოდენობაში არაა, საქმე იმაშია ამას როგორ აკეთებ.ტვალეტში სექსი არასოდეს მქონია. საზიზღრობაა. თან აგვისტოს მერე მოყვანილი ცოლი არ ითვლება.
-რა მოთხოვნებია რა არის. უბრალოდ მიეცა ვინმესთვის.
-ბაბუაჩემმა იქ ბევრი შრომა და სიყვარული ჩადო. ბებიაჩემი ადრე გარდაიცვალა, მან კი ის ადგილი მის ხსოვნას მიუძღვნა, ამიტომ არის ეს მოთხოვნა, რომ დაქორწინებულებს გადაეცეთ ეს ყველაფერი.
-შენ მე არ გიყვარვარ და ამით წინააღმდეგობაში მოდიხარ ბაბუაშენთან
-ეს მთავარი არაა, მთავარი ისაა რომ მე მივიღო ეს სასტუმრო და არა რეზიმ.
-ისედაც გაქვს ყველაფერი და რატომ ხარ ასე ქონებაზე გადარეული, მართალია როცა ბევრი გაქვს კიდევ უფრო მეტი გინდა..
-არ ხარ მართალი. მე შემიძალია მივხედო იქაურობას ის კი გააპარტახებს. თან აქ არც სიყვარულია პრობლემა რომ გავშორდებით, ნამდვილ ცოლს მოვიყვან და მასთან ერთად ავიშენებ სიყვარულის ბუდეს იქ. ამაზე რაღაცნაირად გული ჩამწყდა. მე ამდენ ხანს მხოლოდ სათამაშო ვიყავი და მომავალშიც ასე იქნება.
-ვინმე გიყვარს და მერე აპირებ მასზე დაქორქინებას თუ... ძალიან არეული შეკითხვა დავსვი, ფაქტობრივად თავი გავიყიდე.
-არავინ არ მიყვარს ანა.არც მომწონს და არც გვერძე დავდივარ.
-რატომ მე?
-ჭკვიანი ხარ. ლამაზი..
-ჩემზე ჭკვიანი და ლამაზი გოგო ბევრია, ყველას ადვილად შეაბავდი.
-საქმეც მაგაშია, შებმული და შეყვარებული გოგო არ მჭირდება. შენ კიდე ზედაც არ მიყურებ. ამიტომ არაპერი გართულდება.
-და ლუკას არაფერი უნდა.
-ლუკას ეს სფერო არ აინტერესებს, საკუთარი კლინიკა აქვს და სულ ფეხებზე კიდია ვენახი და სასტუმრო, თან ეგ ძაიან მფრძნობიარეა და ეგრე არ მოიყვანს ცოლს. პტინციპში თუ არავინ შეუყვარდა არც არავის მოიყვანს.
-შენ კიდე უგულო ცივი და უგრძნობი ხარ და ვერავის შეიყვარებ.
-არაა ასე, ოჯახი მინდა.
-კარგი ამას არ აქვს მნიშვნელობა, სახლში უნდა წავიდე ჩემები ინერვიულებენ.
-და ამაზე რა მოიფიქრე?
-უარი! მკაცრად ვუთხარი. -მე შენი სათამაშო არ ვარ.
-ანა დაპიქრდი! დრო მაისის ბოლომდეა.
-ვერაფერს შეგპირდები. დავემშვიდობე და კიბეზე დავეშვი.
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი, სულ დღევანდელზე ვფიქრობდი. თავი ფილმში მეგონა. გამიგია, მაგრამვერასოდეს მოვიფიქრებდი ასეთი რამე მე თუ დამემართებოდა. არც ისეთი საშინელი იყო ჩემი ცხოვრება რომ ავმდგარიყავი და მასთან გავქცეულიყავი.იქნებ მანიაკია? ან საშინელი ხასიათი აქვს? მაგრამ ამას არ ჰქონდა ამ წუთას მნიშვნელობა, რადგამ მე ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებდი. ნუ ამ ეტაპზე მაინც. საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი ერთი თვე და ერთი კვირა იყო დარჩენილი, არ ვიცი რა უნდა შეცვლილიყო ამ თვეში ისეთი რომ დავთანხმებიდი. მთავარი მაინც ის იყო, რატომ მე? რატომ? რატომ? ვერ გიგებდი. ვერაფერს ვერ ვიგებდი. ვცადე თავიდან ამომეგდო ეს ფიქრები, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
დილით გვიან გავითვიძე. ტანსაცმელი ჩავიცვი და აბურდული თმით შევაბიჯე სამზარეულოში , სადაც რძალ-დედამთილი ტკბილად საუბრობდნენ ბავშვის ოთახის მოწყობაზე. მე და თათა საერთოდ არ ვკონტაქტობდით. მინდოდა კარგი ურთიერთობა გვქონოდა, მაგრამ რას ვიზამთ არ გამოგვივიდა. მისი ბრძნული დასკვნით მე მასზე და ბავშვზე ცუდ გავლენას ვახდენდი. ეს ყველაპერი საშინლად მტკენდა გულს. დედაჩემიც მას იყო აყოლილი და იმით ამართლებდა, რომ ორსულებს უცნაური აზრები აწუხებთ და ყურადღება არ მიმექცია მისთვის.
-შენი რჩევა გვჭირდება როგორც დიზაინერის. წამოიწყო დედაჩემმა.შენი აზრით როგორი უნდა იყო ბავშვი ოთახი.
-არ გვინდა დედა, ინტერნეტში მოძებნოთ, მაგას არაპერი აინტერესებს ჩვენი. დაახეთქა თათამ.
-იქნებ ის მაინც მითხრათ გოგოა თუ ბიჭი.
-თურმე არ შეიძლება, ცუდ აურიან ადამიანს მოაწყობინო ბავშვის ოთახი.
-და საიდან დაასკვენი რომ ცუდი აურა მაქვს? გავბრაზდი მე.
-არავინ შენ არ გეკარება და აბა რა ჰქვია მაგას? უფრო სწორად შენი და შენი დაქალების ენაზე.
-თათა ენა მოუკელი და ჭკუას მოუხმე.
-ჰო მართლა, მე მინდა რომ შენი ოთახი გადავაკეთოთ ბავშვის ოთახად. ახლოსაა თან ძალიან მყუდრო და კარგია.
-თუ მომკლავ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ამის უფლებას არ მოგცემ. დედა უთხარი რამე. მეც მაგარ ვინმეს ვთხოვე.
-მოვიფიქრებთ რამეს და ცადე არ გაანერვიულო რა. კიდევ მის მხარეს რომ იჭერს. ცოტაც და ცრემლები წამსკდებოდა.
-სამი ოთახი სრულიად თავისუფალია და თქვენ მაინცდამაინც ჩემსას მიახტით? რა გინდა ბოლოსდაბოლოს რა? ვიცი რო გეზიზღები, ხომ ხედავ რომ თავს გარიდებ და შემეშვი. არ მოგცემ შემ ოთახს, ფეხებზე თ ყველა. ცეცხლს წავუკიდებ და შენ არ მოგცემ. არ მიყვირია, მაგრამ არაფერი მაკლდა. მინდოდა ყველაფერი დამელეწა. ამდენია ხანია ვითმენ და ხმა არაფერზე ამომიღია, ეს უკვე ძალიან ზედმეტი იყო. ისევ ოთახში დავბრუნდი. ბეიბიასთან წასვლა არ მინდოდა, ისიც შეწუხებული მყავდა უკვე, არ მინდოდა ენერვიულათ. ისე ალბათ აბელთან გადასვლით ნერვებს დავიმშვიდებდი. მაგრამ არა!
მთელი კვირა ყოველ საღამოს თათასთან და დედაჩემთან დავაში ვატარებდი. მე ოთახს არ ვთმობდი ისინი კი პოზიციებს. ძალიან განერვიულებული ვიყავი. ძალიან. ბუნებით მშვიდი ვარ ამიტომ ეს მგდონარეობა ჩემთვის ძალიან არაბუნებრივი იყო. უკვე მაისი დაიწყო.
აბელის შემოთავაზებიდა ერთი კვირა გავიდა, ის კი ყოველდღე გაუთავებლად მწერდა თუ რას ვაპირებდი რას ვფიქრობდი, მეც არ მბეზრდებოდა და ყოველდღე უარს ვეუბნებოდი.
ორშაბათ დილას დედაჩემი დამაცხრა თავს.
-ანა, დღეს საღამოს თათას მშობლები მოდიან და..
-არ გინდატ რომ მე სახლში მოვიდე და იდილია დაგირღვიოთ.
-რეებს ბოდიალობ თუ იცოდე. უბრალოდ მინდა თათას არ ეკამათო, რას იფიქრებს ის ხალხი.
-ფეხებზე რაც უნდათ ის იფიქრონ. აიი სადაა ცუდად საქმე, ეს მე არ ვიყავი, ასე არასოდეს ვლაპარაკობდი, ყველაფრის მიუცხედავად. აშკარად დეპრესიის ზღვარზე დავდიოდი და დიდი ალბათობით მალე გადავვარდებოდი კიდეც.
-კარგი დამშვიდდი და ეცადე სახლში იყო რვისთვის. ნუ თუ ადრე მოხვალ და დამეხმარები მთლად უკეთესი.
-შენი საყვარელი რძალი დაგეხმარება, მე ხომ გამოუსადეგარი ვარ.
-კარგი მორჩი დილიდან შხამის ნთხევას და ადექი არ დაგაგვიანდეს. ეს მითხრა და ოთახი დატოვა.
სამსახურში უხასიათოდ წავედი. ანდრეამ ნერვები მომიშალა. მერე მთელი დღე ვხაზავდი და ვშლიდი. ბოლოს კი ისევ ცარიელი ფურცელი მეჭირა ხელში. აი ამაზე ნაკლებად არ უნდა დაიწყო კვირა. გოგოები კარგ ხასითზე იყვნენ, ნინა ნიკას ხვდებოდა, ლიკა გიგის, მე კიდევ ჩემი რძლის ნათესავებს. ამაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ახალგაზრდა ლამაზმა გოგომ?
დედაჩემის თხოვნა შევასრულე და ზუსტად რვა საათზე ვითომ ბედნიერი სახით ვიჯექი მაგიდასთან. თათას მშობლებს მისი მეგობრებიც მოეყვანათ, დეიდაჩემიც მოვიდა და ყველანი მაგიდასთან შევიკრიბეთ. თათას დედამ დეტალურად გამომკითხა ყველაფერი. მერე პირადზე გადავიდა და ისიც დაამტა რომ საქმე კარგია, მაგრამ ოჯახი, ნასკების რეცხვა და საჭმლის კეთება სულ სხვაა, მეც თავს ვუკრავდი და ვუღიმოდი. სხვა რა გზა მქონდა.
ბევრი ილაპარაკეს და ბოლოს ყველაფერი ისევ ბავშვის ოთახთან მივიდა.
-აუუ იცი რომელი ოთახი მომწონს?
-რომელი დე?
-აი ბუხრის უკან რომ არის. ძალიან მყუდროა და კომფორტული. დედაჩემმა თადარიგი დაიჭირა და თვალები დამიბრიალა. აი ულამაზესი გამოვა.
-სხვათაშორის ეგ ჩემი ოთახია და არსად არ ვაპირებ გადასვლას და გინდა თუ არა ამას უნდა მიეჩვიო. ეს თემა აღარ განიხილება. მკაცრად ვუთხარი მე.
-რატომ უხეშობ ანა. დედამისმა ისე გაკვირვებულმა გადმომხედა, მეგონა მე ვართმევდი მის შვილს ოთახს.
-ოთახი ჩემის და მორჩა.
-არაფერიც არ მორჩა, ისე კარგად გამობრძანდები იქიდან როგორც დაგიბარებია, ხომ უნდა მიხვდე რომ აქ შენი ადგილი არაა. მე მინდა ოთახი და მივიღებ კიდეც რადგან რაც მინდა იმას ყოველთვი ვიღებ. ხმა არავის ამოუღია.
-არა ვერ მიიღებ და მორჩა. ფეხზე წამოხტა და ყველას თვალწინ ფორთოხლის წვენი სახეში შემომასხა და აქვითინდა, ისტერიკასში ჩაიგდო თავი.
-ნახე რა დღეში ჩამაგდო? რამე რომ დამემართოს? ყველა მას ამშვიდებდა, მე კი ვიჯექი ასე გაოგნებული, შეურაჭყოფილი და ფორთოხლით გაწეპილი. ცრემლები წამსკდა. ავდექი და სააბაზანოსკენ წავედი. პირი დავიბანე. ოთახში დავბრუნდი ტანსაცმელი ჩავალაგე და სახლიდან გავედი. ყურადღება არავის მოუქცევია. მანქანაში ჩავჯექი მაგრამ დაქოქვა ვერ მოვახერხე. საშინელი ქვითინი ამივარდა. ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. თავი დავიმშვიდე და წამში მოვწყდი ადგილიდან.
სასტუმროში გადავწყვიტე წასვლა. ოთახი ავიღე და პირდაპირ აბაზანაში შევედი. დიდხანს ვიწექი ცხელ აბაზანაში. ჭერს ვუყურებდი და ვფიქრობდი რამოდენიმე დღე კი შეიძლება დავრჩე აქ მაგრამ მერე... ბინა რომ მექირავა და ცალკე გადავსულიყავი დედაჩემი გაიგლიჯავდა ყველაფერს და მაინც მომიწევდა სახლში დაბრუნება. ბებიასთან რომ გადავედი მაშინაც ასე მოიქცა, მე კი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და დარწმუნებული ვარ ვერც ეხლა გავუწევდი. იმ სახლში დაბრუნება კი ჩემთვის ნამდვილი კოშმარი იქნებოდა. უცებ დამარტყა თავში. აბელი.ქმრის სახლიდან ხომ მაინც არავინ წამომიყვანს. ცოტა ხნის შემდეგ ამოვედი, ხალათი ნახევრად შიშველ სხეულზე შემოვიცვი და აბელს დავურეკე.
-რა ხდება ან?
-ხომ არ გეძინა?
-არაა. რამე გინდოდა?
-შეგიძლია სასტუმროში მოხვიდე. მისამართს მოგწერ.
-ვაა პირდაპირ სასტუმროში? ეს უკვე მომწონს.
-ნუ მაიმუნობ .
-კარგი, კარგი. ნახევარ საათში უკვე კარზე აკაკუნედა. სწრაფად გავაღე და შიგნით შემოვუშვი. -ხალათით ხარ ჰო? კარგია რაც მალე შევეჩვევით ერთმანეთს მით უკეთესი.
-ზუსტად მაგაზე სალაპარაკოდ დაგიბარე.
-ჰოო?
-თანახმა ვარ.ოღონდ. არავითარი სექსუალური გამონათქვამები ჩემს მიმართ, არავითარი აქ არ წახვიდე, ის არ ჩაიცვა და რაღაცეები, არც მე ჩავერევი შენს ცხოვრებაში და არც შენ ჩაგრევ. მგონი მოვრჩი. უი არაა. არავითარი ნაშები სახლში.
-ყველაფერი მაწყობს. როდის დავქორწინდეთ.-ხვალვე გინდა?
-ჯერ პროექრი უნდა ჩავაბაროთ.
-აუუ კარგი რაა.
-ათში ვაბარებთ და თერთმეტში დავქორწინდეთ გინდა?
-კარგი მოვილაპარაკეთ. მოიცა. თეთრი კაბა არ გინდა?
-დიდად არაა.
-აუუუ ჩაიცვი რა გთხოვ ძალიან მოგიხდება. თან უფრო ნამდვილს ემსგავსება ქორწილი მერე სადმე ავღნიშნოთ.
-გოგოებს როგორ უნდა ვუთხრა არც კი ვიცი.
-მე ვიცი პირდაპირ მათ თვალწინ გთხოვ ხელს.
-არაა. დაოკდი. მე თვითონ ვეტყვი, მაგრამ დამიჯერე ყველაფერს მიხვდებიან. რაღაცნაირად გადმომხედა. ჩევენს იქით არაფერი გავა. შენი მხრიდან ვინ იცის?
-ნიკამ და ჩემმა ძმამ. საწოლზე გაწვა.
-იმედია აქ არ აპირებ დარჩენას?
-რატომაც არაა, პირველი ღამე არ გინდა.
-აბელ წადი, ძილი მინდა.
-მართალი ხარ. მაგისთვის კიდევ ბევრი დრო გვექნება. აუუ ის გეტრი ჩაიცვი რაა, ისეთი ლამაზი სათავე ჰქონდა.
-ნუ სულელობ. ხომ გახსოვს არავითარი სექსუალური შევიწროვება და ფანტაზიები.
-თორემ ვერ გაუძლებ და ტანსაცმელს შემომახევ ჰო.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ის სახლში წავიდა მე კი საწოლში შევძვერი, ჩემი გადაწყვეტილებით დაშოკილი და დაძინება ვცადე....

მეორე დღეს ოფისში შევედი თუ არა კარი გადავკეტე რომ არავინ შემოსულიყო და გოგოების წინ დავჯექი.
ნინო: რამე ხდება? ეჭვის თვალით გადმომხედა ნინომ.
ანა: კი. მე და აბელი ვქორწინდებით.
რაააააააააააააააააააააააააააააააააააააა? ორივე ერთხმად წამოიყვირა ძალიან უცნაური რეაქცია ჰქონდათ. არც გაუხარდათ, არც ეწყინათ. უფრო გაუკვირდათ. ცოტახანს გაოცებულები შეყურებდნენ ერთმანეთს.
ანა“ ჰა ეხლა ამიღეთ ხმა?
ლიკა: რას ხდება ანა? ზუსტად ვიცი რომ ის ტიპი არ გიყვარს. ამას რატომ აკეთებ. აშკარად ნინოსაც იგივეს კითხვა უნდოდა. ხომ ვამბობდი მიხვდებიანთქო. ეხლა ვიჯექი და ვფიქრობდი მეთქვა თუ არაა.
ნინა: თუ რამე ხდება ან გაწუხებს ჯობია ახლავე თქვა და დაისვენო.
ანა: აბელმა ცოლობა შემომთავაზა ერთი კვირის წინ. მე არ დავთახმდი, მაგრამ სახლში საშინელი წნეხი მაქვს, ვეღარ ვუძლებ, ცრემლები წამსკდა. გუშინ თათან მისი მშობლების და მათი მეგობრების თვალწინ სახეში წვენი შემასხა და კაციშვილმა არ დამიცვა. ხომ იცი რომ ეს არ დამთავრდება.
ლიკა: მესმის მაგრამ ხომ იცი შენც რომ გათხოვება გამოსავალი არაა.
ანა: არის ჩემთვის თავის დაძვრენის საუკეთესო შანსია ამ ეტაპზე.
ლიკა: ფოფო და მოძალადე და მანიაკი რო რმოჩნდეს?
ნინა: რეებს სულელობ გოგო რა მოძალადე. ჩემი დის დაქალის ქმარი მაგისი მეგობარია და ამ გოგომ ისე აქო, ისეთი საყვარელი და თბილიაოო..
ანა: არც მე მგონია მოძალადე, კი მიჭირს მაგრამ... უარესად ამეტირა.
ნინა: არ იდარდო ხომ იცი რომ ჩვენ სულ შენ გვერდით ბიქნებით. და მგონია რომ აბელი არავის დააჩაგვრინებს შენს თავს.
ლიკა: ქორწილი როდისაა?
ანა: 15 მაისს ვიფიქრე და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ლიკა: და კაბა ან რამე არ გინდა?
ანა: მას უნდა რომ მეცვას. გულს არ დავწყვეტ, რამე სადა მოკლე კაბა ვიყიდოთ და ეგაა. მარტოჩვენ და მისი მეგობრები ვიქნებით. ჩემებს არ ვეუბნები თორემ შეიძლება გათხოვებაც დამიშალონ.
ყველაფერი მოვაგვარეთ დავგეგმეთ, დღე დავთქვით და მხოლოდ ისღა დაგვრჩენოდა ქორწილის დღეს დავლოდებოდით.

-----------
ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებთ. თუ უფრო იაქტიურებთ და მეტად მეტყვით თქვენს აზრს კომენტარებში მადლობელი ვიქნები, რადგან ორჯერ მეტი მოტივაცია მაქვს თქვენი შეფასებების შემდეგ. მადლობა. <3



№1 სტუმარი kati

Momwons da gelodebi moutnenlad.tatas gawewva ise minda,rom xekebi meqaveba...ogond martla.ver vitan MIS msgavs adamianebs.

 


№2 სტუმარი მარიკა))

ძალიან კარგია.. ეცადე მალე დადო და არ შეწყვიტო...

 


№3 სტუმარი სტუმარი Nita

Rogor shevukvardi mafiozs ar agrzeleb?????????

 


№4  offline წევრი annabelle

იცოდე რომ არ გააგრძელო ნამდვილად მოგკლავ :დ ძალიან მომწონს ❤️ მსუბუქად წერ და მალე იკითხება.და სულ მეტი და მეტი მინდახოლმე ❤️მალე დადე.წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

ვაა რა კარგი თავია უყურე შან აბელს მე მაინც მგონია უყვარს კიდევაც ანა ვნახოოთ გელოდები სულმოუთქმელად არ დააგვიანო რააა

 


№6 სტუმარი Ksksodo

Verv vitan tatastko ver vityvi erti uzrdeli da gaunatlebeli gogoa romelsac araferi uswavlia cxovrebashi me ufro dedis da zmis pozicia makvirvebs rogor sheizleba am idiotizms ukuro da da ejvi ar shegeparos am gogos fsiqikashi an das da shvils sheuracxopas akenebdnen. Da shen mis dasacavad erti sityvac ar tkva an am anas ra ashinebs vitom saxlidan wasvla da calke kofna roca adamianebistvis umnishvnelo xdebi agarc unda gadardebdes ras da ratom fikroben an ras gaaketeben ar vici su ar akvs am gogos tavdacvis. unari. Imedia abeli mainc ar gaamwarebs

 


№7 სტუმარი nia

შემიყვარდა ეს ისტორია და ანა და აბელი ლამაზი წყვილია. თათას შუაზე გავგლეჯდი! როგორი უტიფარი გოგოა! ანას ოჯახსაც ზედ მივაყოლებდი!
მალე მინდა ახალი თავიიი

 


№8 სტუმარი სტუმარი nina

dzalian magaria ubralod es tata moashore ra an es dzma rato arafers ambobs egeti deda saertoda ra sayolia an deda an dzma

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან საყვარლები არიანნ მალე ველოდები შემდეგსს

 


№10  offline წევრი თუთა პირველი

Aii imedia qorwilis mere anas saxlshi gadavlen da im autanel gogos sicocxles gaumwareben :D :D :D :D :D

 


№11 სტუმარი Gvanca

Meeqvse ver vnaxe

 


№12  offline წევრი khatia khatia

აუუუ რა ძროხააა ეს თათა თუ ვიღაცა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent