შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 12)


28-04-2018, 14:08
ნანახია 1 768

საწოლზე ფეხმორთხმით ვზივარ და თავზე ხელს ვიჭერ (საინტერესოა, რისი მეშინია:იქნებ ტვინის არალეგალურად გადმოსხმის, თუმცა წესით ტვინი არ იბერება და არ სკდება, მხოლოდ მისი უჯრედები ივსება და ხვეულები მეტად იხვევა, როცა ადამიანი ჭკვიანდება).
მინდა, შეწყდეს ხმაური, მუსიკა და გუგუნი. ვიღაც ძალიან მაგარს შუა ღამით დისკოსთვის ცხელა და უბერავს თავის პონტში.
აივანზე სირბილით გავდივარ და პირველი სართულიდან მეცხრემდე ანთებული შუქების კოლონიას ვათვალიერებ, თუმცა აი დეტალიც, რომელიც არა და არ უნდა გამომეპაროს: მერვე სართულის ფანჯრიდან შუქიც ისე უსირცხვილოდ ანათებს, როგორც მუსიკა გამოდის. არა, სხვა გზა ნამდვილად არ დამიტოვა!
მოკლე ბრეტელებიან პიჟამაზე სპორტულ ჟაკეტს ვიცვამ. ნუ, მთლად უსარგებლოც არ არის, რაღაცას დამიფარავს. მერვე სართულზე ისე ავრბივარ, თავს დაწინაურებულ, პირველ ადგილზე გასულ ათლეტად ვგრძნობ და სისხლში ადრენალინი სიბრაზესავით მაწვება. მოვიდა დროც, როცა მოსიარულე ლიფტს გავასწარი და კარზე გაბმულად ვაკაკუნებ.
მერე, დაღლილი ჩემს გვერდით კედელს ვეყუდები და თვალებს ვხუჭავ. როგორ ვერ ამიტანია უსინდისობის ნაკადი! თვალდახუჭულს კი, გულში ლანძღვის მაგივრად კარის გაღების ხმა რომ მესმის, თვალს ვახელ და უკვე ნახევრად ჩაცმული (ანუ ნახევრად გახდილი) ანდრო მიდგას წინ. (ჰო, ეს ის თავზეხელაღებული და მაინც, უსასრულოდ თავმოყვარე ტიპია, მე რომ მაბამს და მაინც ვახერხებ მისგან გაქცევას). ბინიდან კი ემი ვაინჰაუსი რომანტიულ-დრამატულად მღერის, კიარადა, ისე ჟღერს მისი ხმის ტემბრი, მელოდია სისხლში მიჯდება. ძარღვებში სასიამოვნოდ ვრცელდება ნაცცნობი მუსიკა და თვალის დაბურული გარსით ანდრიას მოლივლივე ფიკურას მივჩერებივარ.
-მოგენატრე?-იღიმი და ვერ ვხვდები, ირონიულია ეს ღიმილი, თუ უბრალო და გულწრფელი.
ძალიან მინდა, იმდენად უბრალო იყოს, რომ ჩემი ღიმილის ნაცვლად, ვაინჰაუსივით ამატიროს. მაგრა, ძვირი სიამოვნებაა ადამიანისგან ამდენის მიღება. ძვირი სიამოვნებაა, რადგან მას იმაზე მეტად შეუძლია აგატიროს და გაგაღიმოს, ვინც გიყვარს, ვიდრე მას, ვისაც უყვარხარ.
-მე... იმისთვის მოვედი, რომ...
თვალებშ მაჩერდება და ნერწყვს ვყლაპავ. ვხვდები, რომ ვეღარ გავაგრძელებ.
აფორიაქებისკენ მიდრეკილება დიდი ხანია აღარ გამჩენოდა, სანამ ანდროს გავიცნობდი. ე კი რას ცვლის? არაფერს, თუ მთელ ცხოვრებას?
-იმისთვის, რომ?-მიახლოვდება. მასთან ერთად გრილი ნიავი (სასიამოვნო და არსაიდან წარმოქმნილი) და თბილი ჰანგებიც იძვრიან და ჩემკენ მოიწევენ, როგორც გემი პატარა ნავისკენ.
-მუსიკა...არ მაძინებს.-როგორც იქნა! მოხდა ეს სასწაულიც და ვთქვი, მაგრამ ის არ ჩერდება, უფრო მეტად მიახლოვდება და უკვე ვეღარ ვგრძნობ, როდის ჩერდება ჩემი გული და როდის იწყებს ორჯერ მეტი სისწრაფით ცემას. ეგ კი არა, სრულიად გამოთიშული ვარ სამყაროს, სადაც ფერებს, გემოს და სუნს აღვიქვამდი.
და მერე, წელზე ხელებს მხვევს, მავიწყდება, რომ ჩემს ხელს ერთ დროს პიჟამაზე შემოხვეული უმნიშვნელოვანესი ჟაკეტი ეჭირა. ნუთუ ჩემს ბედს ამჯერად ეს ჟაკეტი გადაწყვეტს?
-მგონი, მუსიკა არ შეგვაწუხებს-ტუჩს ილოკავს და პიჟამას ათვალიერებს-რადგან ძილს ჯერ არ აპირებ.
-ანდრია-ვჩურჩულებ და ვცდილობ, თავიდან დავეხსნა მასაც და ჩემს დაბინდულ გონებასაც, რომელიც მგონი ამ ქაოსში ჩაიძირა და ამოყვინთვა უჭირს. ანდრია უფრო მაგრად მიჭერს და მეორე ხელს თმაში მიცურებს.
-ჰო-შეცვლილი ხმით მეკითხება და თმაზე ხელს მისვამს.
-არ გინდა.
-რა არ მინდა?-ეშმაკურად მიღიმის და ტუჩებზე მაკვირდება.
-კარგად იცი.
-არა, არ ვიცი-უდანაშაულო ბავშვის სახით აქნევს თავს.
საძაგელი! საზიზღარი! ყველა გზა ჩემი ხელით მოვიჭერი, ყველა გზა ჩემი ენით ჩავხერგე და ახლა ისღა დამრჩენია, გონებას მივანდო თავის დახსნა სიტუაციიდან, რომელიც სინამდვილეში სულაც არ მაწუხებს.
აბა, რა მაწუხებს? ალბათ ის, რომ ვიცი, მალე გამოვააშკარავდები, თუმცა, ჩემი თავის წინაშე უფრო, ვიდრე ანდრიასთან. სულ ესაა რაც მაღელვებს? მაშ, დაე გამოვააშკარავდე, დაე ჩემმმა დაუფიქრებლობამ გამოიწვიოს ამ ამბის ფატალურად და ნიჰილისტურად დასრუულება, თუ აე მიწერია ჩემი გრძელი ენის წყალობით!
-ნუ მაწვალებ-კვნესასავით გამომდის.
ეღიმება. ის კი არ ღელავს, ჩემი აღელვება ამშვიდებს, ჩემი წამებით ტკბება, სადიზმით შეპყრობილი იდიოტი! (იდიოტი-განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე დებილი).
მაგრამ, მაინც. მინდა, წამოზრდილ წვერზე თითები დავუსვა და მერე, ლოყაზე ტუჩებით შევეხო. სველი ტუჩებით. თბილ ლოყაზე. გლუვ, ხორბლისფერ კანზე. ვარდისფერი ტუჩის ზედა ფენით.
ნამდვილად აღარ მემორჩილება საღად აზროვნების უნარი და დროა, თავს მანამ ვუშველო, სანამ ჩემი როლისთვის ტექსტი ამომწურვია.
-ანდრო, მე...
-შენ?
გამომცდელად მიყურებს, თითქოს იცის, რას ვეტყვი მაშინ, როცა მე არ ვიცი. თითის წვერებზე ვიწევი (ისე მსუბუქად, როგორც შემიძლია) და კისერზე ხელებს ვაყრდნობ. თითებქვეშ კი დაუჯერებლად რეალურად ვგრძნობ მის ამოძრავებულ, მდუღარე სისხლის ნაკადს. "კლანჭებს" (რომლის წყალობითად ბაბაიაგას უფრო ვგავარ, ვიდრე ვინმე ვნებიანს) კისერში ვარჭობ და ტუჩებით ვეცემი. ნამდვილად უკონტროლო და გოგოსთის შეუფერებელი ქცევაა, მაგრამ როგორია, თავი დაიმშვიდო, როცა გაღელვებენ? კონტროლიდან გამოყვანამდე, ადვილია სხვა გააგიჟო, თუმცა კონტროლის დაკარგვის შემდეგ თავის შეკავება თითქმის შეუძლებელია. წესით, ჩემი უმსგავსო საქციელის უნდა მრცხვენოდეს, მაგრამ არ მრცხვენია, და მინდა გითხრათ, თავს მშვენივარდ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ანდრიას ტუჩები ჩემი სიველურისგან დავალურჯე.
ჰაერი რომ მელევა და სუნთქვა აღარ შემიძლია, ვშორდები და ორივე ღრმად ვსუნთქავთ გახსნილი ბაგეებით. მიყურებს და ეცინება. მერე, ტანჯული სახით ისვამს ხელს კისერზე და თითებზე სისხლი ამჩნევია.
-იმედია, სისხლის დანავაზე გული არ მიგდის-მაფრთხილებს და ბინაში ხელჩაკიდებული შევყავარ.
-ჯანდაბა!-ვჩურჩულებ, როგორ მოვახერხე? წესით, სექსუალურ ძალადობაზე ლეგალიზაცია ჯერ არ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ანდროს გავაბრაზებ (ოდესმე), მაგალითად ისე, როგორც თვითონ მაბრაზებს ხოლმე, შეუძლია თავისუფლად შეიტანოს განაცხადი პოლიციაში ჩემი დაჭერის მიზნით და აი მერე... მერე ალბათ ავიყვან დებილ ადვოკატს, რომელიც ვერაფრით გაამართლებს ჩემს უმიზნო, პარადოქსიულ ქცევას, რომლითაც ანდროს სისხლის კვალი დავატყე ჩემს ფრჩხილებს და მინიმუმ... 2 წელს მომისჯიან.
რათქმაუნდა, ეს უბრალოდ ანდროს გაბოროტების შემდეგი რეაქციის მოლოდინია. თუმცა, სინამდვილეში, ალეთ ველური როგორ ვარ, თვითონაც ვერ ვხვდები.
-კარგი, ძალიანაც ნუ იდარდებ, შენი დასამუშავებელია.
ანდროს სიტყვებზე კი, თვალები ნამდვილად შუბლზე ამდის. ამას უფრო ნაკლებად მოველოდი, ვიდრე ჩივილს.
-ხო მაგრამ... მე რომ არ ვიცი?
-რამეს იზამ.-იღიმის და ტუჩზე მოწყვეტით მკოცნის. მგონი, სულ ოდნავ, შეფხიზლება მჭირდება!
ანდრო თვითონ მიდის საჭირო ნივთების მოსატანად. ალბათ, ჩემს ხელში სიკვდილი აქვს გადაწყვეტილი, რადგან ამდენად მენდობა. რატომ მენდობა იმაზე მეტად, ვიდრე მე ვენდობი საკუთარ თავს?
სავარძლის წინ ჩაფიქრებული ვდგები და დაბინდული თვალებით ვაკვირდები კომფორტულ ტილში, დაბალი შუქით განათებულ მისაღებ ოთახს.
დაბალ შუშის მაგიდაზე დიდი დინამიკები აწყვია და ამჯერად შარლოტა კარდინის დირთი იწყება (სულ თავისით). რატომ მგონია, რომ სიტუაცია მეორდება და მე ისევ სასტუმროს მისაღებში ვარ, სადაც ვხედავ, როგორ კოცნის ანდრია მიმტანს?
ანდრო "საჭირო მომენტში" მოდის სპირტით და ბამბით ხელში და დივანზე ჯდება, მე კი თავისთან მიხმობს. დამიჯერეთ, როცა რამე არ იცი, თავს ამაზე უხერხულად ვერასდროს იგრძნობ. თუმცა, მისგან იმხელა ენერგია მოდის, არ შემიძლია, უბრალოდ ვიდგე და საქმეზე ვკონცენტრირდე.
-ბამბა დაასველე-მითითებას მაძლევს, მაგრამ ისეთი ხმით, რომ მგონია ბრძანებას გასცმეს. ჩემს თითებს ელექტრომაგნიტურად ეხება და მუხტი ჩემზე გადმოდის, მერე კი მთელ სხეულში ვრცელდება მისი ტალღა. მელოდია სუსტად ჩამესმის, რადგან ყურები დაგუბებული მაქვს და გარშემო ყველაფერს ბუნდოვნება დაჰკრავს, სანამ სპირტ ანდრო არ ხდის თავს და მისი სუნი საკმარისია იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გამოვფხიზლდე.
სპირდს ბამბაზე მისხავს და მაწვდის. გვერდ ვუვლი და მის უკან ვდგები. კისერზე რამდენიმე ნაკაწრი და ჩემი წვეტიანი ფრჩილით ჩაჭრილი სისხლიანი კანი მოუჩანს. სინანულის და შიშის გრძნობა მეუფლება, მაგრამ გვიანია, ძალიან გვიანი. იმაზე გვიანი, ვიდრე მე აღვიქვამ. ახლა დროს, ჩემს გაფუჭებულს მევე მივხედო, როგორც ანდრია მეტყოდა.
ანდროს კანს თითებით ვეხები და მერე ბამბასაც ვადებ. არ სიამოვნებს. არ იმჩნევს, მაგრამ ვიცი სტკივა და ეწვის.
-ცოტა მოითმინე და მითხარი, თუ ძალიან გატკენ-ვაფრთხილებ და საქმე დასრულებული არ მაქვს, რომ მაჯაში ხელით მიჭერს. ინერციით ვიწევი მისკენ და ზედ ვეკრობი. "რატომ?რახდება?"-თავში მხოლოდ ეს ორი კითხვა მიტრიალებს. ის კი, არ დგება, მაგრამ ხელზე მექაჩება და ეს იმის საშუალებას აძლევს, მისკენ დამხაროს.
-ანა-ჩურჩულებს ჩემს ტუჩებთნ-მიდი, მოიშორე სირცხვილის გრძნობა, ხელს რომ გიშლის და ემოცია გაანთავისუფლე.
მისი სიტყვები ჭკუიდან მშლიან. ნაწილობრივ მინდა, რომ გაჭრილს კანში ხელმეორედ ჩავარჭო ბასრი ფრჩხილები , მაგრამ მეორე მხრივ აუტანელი ვნება მტანჯავს მის მიმართ და ეს ის ვნება, რომელიც ან მან უნდა დააოკოს, ან მან გაამწვაოს.
ყელზე დაბერილ ძარღვებს ხელით ვეხები და ცხელ კანს ჩემს თითებქვეშ ისე ვგრძნობ, როგორც ლეოპარდი შველის სისხლის სითბოს. ნამდვილად ვააშკარავებ ჩემს თავს, როცა მეორე ხელს წვერზე ვუსვამ (ოცნება მიხდება, როგორც იქნა, შევეხე) და ვთბები. სულ სხვა შეგრძნება ყოფილა! საერთოდაც, გრძნობას ვერ ივარაუდებ და ვერც წინასწარ წარმოიდგენ, ამას კი გზადაგზა ვხვდები.
ანდრო ჩემს ტუჩს ეტანება, მსუბუქად კბენს და მერე სველ ენას ატარებს ზედ. "არ გინდა."-გონება ანდროს ეჩურჩულება. "მინდა"-ეს კი ჩემივე პასუხია. ვერ ვხვდები, როგორ და როდის ინთება ჩემში ადრენალინის მოძღვავება და მთელი ძალით ვკოცნი. სუნთქვასაც ვერ ვალეგულირებ, მაგრამ არ ვჩერდები და ანდროს გაღიმებულ (ტუჩებქვეშ ვგრძნობ, როგორ იღიმის) ტუჩებს გიჟივით შეუსვენებლად ვუკოცნი.
ვერც ვხვდები, როგორ ვუჯდები კალთაში მოუხერხებლად და ორივე ხელს მის მხრებზე ვაწყობ. ვრძნობ. ერთი დარტყმა. მეორე დარტყმა. მერე, გამოტოვება. და შემდეგ, უფრო მატულობს პულსის ცემა და ვეღარ ვითვლი. ანდრიას სახეზე თვალის ქვემოთ გაჩენილ ჭორფლებს ვითვლი. ხელში მისი თმა მიჭირავს და ვქაჩავ, უმოწყალოდ ვახრევინებ თავს უკან, თუმცა ჩემს ტუჩებს მაინც არ წყდება. ხელებს ჩემს პერანგზე მონოტონურად, თუმცა სასიამოვნოდ ათამაშებს. მერე, შიგნითაც აღწევს და წელიდან ცივ ხელს ზემოთ ასრიალებს. ვკანკალებ. დახუჭული თვალები თავისით მეხსნება და ანდრიას გახელილ თვალებს ვაწყდები. მის გუგებში სურვილი ჩანს, კიდევ ვნება და თავდაუღწეველი სიგიჟე, რომელიც ალბათ ჩემგან გაყვა. კიდევ რა გაყვა ჩემგან? იქნებ მტაცებლისებრი მზერა, ან ველური, არარეალური რეალობა? თვალებში ყველაფერს ვერ დაინახავ, რადგან ყველაფერი ვერ ამოაღწევს გულიდან თვალებამდე, რადგან გული გაცილებით ქვემოთაა და თანაც, თუ მოინდომებ, ვინმეს ის გრძნობა გაანდო, რომელსაც გულში ინახავ (გამომწყვდეული რაპუნცელივით), ისეთი სისწრაფით დაგიწყებს ცემას, შეგეშინდება, ინფარქტი არ დაგემართოს. ასე რომ...
-ისუნთქე-ჩურჩულებს შეხსნილი ბაგეებით და ტუჩის კუთხეში ეღიმება.
ჩემს ძირს დაგდებულ ჟაკეტს ვაშტერდები და მხოლოდ ახლა მეწვის საფეთქლები. მანამდე სად იყავი სირცხვილო, ანდრიას რომ გაგიჟებული კოცნიდი? მანამ სად იყავი, თამამად რომ დაატარებდი თითებს ანდროს სახეზე?
ანდრო კი ხედავს როგორ მეცვლება სახე და ყურთან ახლოს მისი ჩაცინება მესმის.
ფეხზე ვდგები და ჟაკეტს იატაკიდან ვიღებ. აღარ ისმის მუსიკა. ჩვენი გულის ცემის რიტმი ისმის და მგონი, მუსიკაზე უფრო მელოდიურადაც.
ანდროც დგება და ხელს მხვევს. მე ხომ წასვლას ვაპირებ?!
-რას აკეთებ?-თვალებს მისკენ ვატრიალებ.
-წავიდეთ-ცხვირზე თითს მკრავს პატარა ბავშვივით და კარისკენ მივდივართ.
-შენც მოდიხარ?-თვალები აშკარად ზომაზე მეტად მიფართოვდება, რადგან კვლავ საყვარლად იღიმის.
-ჩაგაცილებ.
და ერთად ჩავდივართ მეექვსე სართულზე, მერე კი მაფრთხილებს:
-ნინისთან მოგიწევს დარეკვა, ლაშიკოსთან რჩება და თუ არ გინდა, რომ დაკითხვა მოგიწყოს, ჩემთან სტუმრობაზე არაფერი უთხრა.
თვალებში მიყურებს. ორივე ჩემი სახლის წითელი ხისგან გამოთლილ კართან ვდგავართ. მე უკვე ვგრძნობ, როგორ მაციებ და შიშველი ფეხები ერთიანად მეხორკლება.
-სახლში შედი-ბრძანებასავით გამოსდის და მერე თავისებურად ამაყი, თუმცა მაინც მოთბო ხმით ამატებს-და ჩემზე დიდხანს ნუ იფიქრებ, შეგიყვარდები!
ამ წამიდან ვიწყებ მასზე ფიქრს. თუმცა, სანამ ლიფთის ღილაკს მიაჭერდეს, გაღიზიანებული ვაკოწიწებ:
-ამპარტავანო!
-ვნებიანო-ტუჩებს არტისტიზმით ილოკავს, როგორც გამოცდილი მოღალატე, რომელიც საყვარლის ბინიდან სახლში დატოვებულ ცოლს უბრუნდება და მე ვიცი, რომ შეუძლებელია, ეს ამბავი შეცვალო, რადგან იცი, რომ მას ვერავინ შეგიცვლის, და კიდევ ერთი: ანდროს შენ არ უყვარხარ, და შეუძლებელია შეუყვარდეს ქალი, რომელსაც იყენებს.
ლიფტის კარი იღება და სანამ მთელ რიგ ლოგიკურ აზრებს ვალაგებ, ჩემი ცარიელი, ჩემსავით მარტოსული სახლის წინ მარტოს მტოვებს. მერე კი, ვუფიქრდები და ვხვდები, რომ მასთან ყოფნისასაც მარტო ვიყავი, უბრალოდ ამჯერად ფიზიკურადაც მარტო ვარ.


მოთმინებისთვის, მოლოდინისთვის, იმედებისთვის და ჩემი მოთხრობის კითხვისთვის უღრმესი მადლობა. და რაც შეეხება შემდეგ თავს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ვიცი, როდის დავდებ: გთხოვთ, არ გამაკრიტიკოთ დაგვიანებულის გამო, უდაკავებულესი ვარ ( წარმოიდგინეთ მეცხრე კლასის მოსწავლის დავალებები). ასე რომ, ველი კომენტარებს და ძალიან მიყვარხართ. heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგი ბავშვი ხარ შენ:დდ მართლა საოცრად მომწონს შენი წერის სტილი, მიუხედავად იმისა ჯერ პატარა ხარ. ისე კარგად გადმოსცემ, თან საოცარ შედარებებს აკეთებ, რომ ჩემს საუკეთესო ავტორების რიგში შემყავხარ. ძირითადად თინეიჯერების ნაწერს არ ვკითხულობ, ძალიან პრიმიტიული ნაწერია უმრავლესობა, მაგრამ შენ ძალიან შემაყვარე თავი და შენი ისტორიებიც. მინდა გისურვო ბევრი წარმატება და რამდენი ხანიც გინდა დაგელოდები❤

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორი იდეალური მოთხრობაა, აქამდე სად ვიყავი! ძალიან შემიყვარდა. იდეალურად არის გადმოცემული ის, რასაც მკითხველი აღიიქვამს. მომწონს პერსონაჟი ასე რომ აღიქვამს ანდროს. რა თქმა უნდა, ანდროს გრძნობები ა აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს ასეთი გოგონები, რაღაცნაირად განსწხვავებული პერსონაჟია დადებითი კუთხით და დიდი მადლობა, ასეთ მოთხრობას რომ ქმნი!ჩემს ეგოს აკმაყოფილებს, სულ მინდოდა ასეთი გოგო პერსონაჟი:დ ისტორიის აღწერა ხოკ ძალიან საინტერესოა. ასე, რომ, წავედი, სხვა თავებსაც ჩავუჯდე

 


სტუმარი ქეთი
კარგი ბავშვი ხარ შენ:დდ მართლა საოცრად მომწონს შენი წერის სტილი, მიუხედავად იმისა ჯერ პატარა ხარ. ისე კარგად გადმოსცემ, თან საოცარ შედარებებს აკეთებ, რომ ჩემს საუკეთესო ავტორების რიგში შემყავხარ. ძირითადად თინეიჯერების ნაწერს არ ვკითხულობ, ძალიან პრიმიტიული ნაწერია უმრავლესობა, მაგრამ შენ ძალიან შემაყვარე თავი და შენი ისტორიებიც. მინდა გისურვო ბევრი წარმატება და რამდენი ხანიც გინდა დაგელოდები❤

ძალიან გამახარე heart_eyes სტიმულს მაძლევ რომ გავაგრძელო და დიდი მადლობა ამისთვის <3

სტუმარი მარიამი
როგორი იდეალური მოთხრობაა, აქამდე სად ვიყავი! ძალიან შემიყვარდა. იდეალურად არის გადმოცემული ის, რასაც მკითხველი აღიიქვამს. მომწონს პერსონაჟი ასე რომ აღიქვამს ანდროს. რა თქმა უნდა, ანდროს გრძნობები ა აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს ასეთი გოგონები, რაღაცნაირად განსწხვავებული პერსონაჟია დადებითი კუთხით და დიდი მადლობა, ასეთ მოთხრობას რომ ქმნი!ჩემს ეგოს აკმაყოფილებს, სულ მინდოდა ასეთი გოგო პერსონაჟი:დ ისტორიის აღწერა ხოკ ძალიან საინტერესოა. ასე, რომ, წავედი, სხვა თავებსაც ჩავუჯდე

მადლობ შეფასებისთვის blush იმედი მაქვს, შემდეგი თავებიც ასევე მოგაწონებენ თავს (სცენარი წინასწარ მოფიქრებული მაქვს).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent