ბედისწერა 2
ზუსტად ჩვენს გვერდით აღმოჩნდა ის ბიჭი, დღეს რომ დავეჯახე. ელენეს სახეზე ფერი გადაუვიდა. გიომ კი ფხუკუნი დაიწყო. ჩემ ხველაზე იმ მაგიდიდან ყველამ გამოგვხედა. ის ბიჭი ელენეს თვალს არ აშორებდა. ან როგორ მოაშორებდა, როცა ასეთი ფურორი მოახდინა ჩემმა "გადამრჩენელმა" დაქალმა. როგორც იქნა სული მოვითქვი და გიოსთან ერთად ელენესთვის ნამიოკების ჩარტყმა და ნერვების მოშლა დავიწყე. იმდენი მოვახერხეთ, რომ ელენე გადარეულივით წამოხტა და იქაურობას გაეცალა. მე და გიომ კი ჩვენი ნასუფრალი ავალაგეთ და აუჩქარებლად გავყევით უკან. შუა გზაში შემოვბრუნდი, ისევ გავაპარე თვალი იმ მაგიდისკენ და ყველა იქ მჯდომი იგივე პოზაში მოგვშტერებოდა. იმ ადამიანს შევავლე თვალი, რომელიც დღეს უცნობმა გოგომ პირღია დატოვა. მოკლე, ყავისფერი თმები და ყავისფერივე თვალები ჰქონდა. კარი გარეგნობის იყო. რა თქმა უნდა, იმ წამსვე, ელენესთვის შესაფერის პარამეტრებს დავუწყე ძებნა და ყველაფერი, რაც ჩემს დაქალს შეიძლებოდა გარეგნულად მოწონებოდა, ამ ადამიანში იყო. და აი, კიდევ ერთი შავგვრემანი ბიჭი შევამჩნიე. "უცნობთან" ერთად იჯდა და მუქი, მწვანე თვალებით დაჟინებით მიყურებდა. "ეს აშკარად პირველზე სიმპატიურია." ამის გაფიქრებაზე უნებურად ჩამეღიმა, მაგრამ ისე გამოვიდა, თითქოს ამ ბიჭს გავუღიმე. მანაც ცალყბად ჩაიღიმა. ამან თითქოს ადგილზე მიმალურსმნა, მაგრამ საკუთარ თავს შევუძახე "რას აკეთებ!", სახიდან ღიმილი ჩამოვიშორე და გიოს უკან ავეკიდე. შემდეგ საღამოს ლუკას (ყოფილის) მესიჯი მომივიდა, სადაც მომიბოდიშა თავისი დის საქციელისა და უხერხული სიტუაციის გამო. მე კი არაფერი ვუპასუხე. თუმცა, გამიკვირდა, რომ ჩემი ნომერი ისევ ჰქონდა. სკოლა.11:30 ზარის დარეკვისთანავე მე და ელენე კლასიდან გამოვცვივდით. არ გვიყვარდა კლასში ჯდომა. დერეფანში უფრო დაცულები ვიყავით თავის გატეხვისაგან ან თვალში პასტის მოხვედრისაგან (ჰო, ძალიან მაგარ კლასში ვართ). ასეთ აყალმაყალში ჯდომას, გვერჩივნა დიანასთვის (ჩვენი პარალელ-კლასელი და საუკეთესო მეგობარი) მეორე სართულზე აგვეკითხა და ერთად განგვეგრძო გზა. ყოველ შესვენებაზე როგორც შეგვეძლო, ბევრს დავდიოდით და მთელ სკოლას რამდენჯერმე შემოვივლიდით. 2800 მოსწავლიდან, ვისაც კი ვიცნობდით, უცებ გადავკოცნიდით და მოვიკითხავდით. -წავალ თმას გავისწორებ.-უკვე მესამედ თქვა ელენემ და საპირფარეშოსკენ მოკურცხლა. მე და დიანამ თვალები გადავატრიალეთ და ნელა გავყევით უკან. სანამ დანიშნულების ადგილას მივედით, ელენე მანამდე დავინახეთ. პერანგი სულ სველი ჰქონდა და ვიღაც ბიჭს უბღვერდა, რომელსაც უკვე დაცარიელებულუ ბოთლი ეკავა ხელში. -სამაგიეროს მიხდი?!-გააფთრებით შეხედა ელენემ ბიჭს, რომელიც ზუსტად იმ წამს ვიცანი. -თავად დამეჯახე.-უპასუხა ბიჭმა. მე კი დიანას ხელი ჩავავლე და უკან გავათრიე. -ეე, საით? მოვუსმინოთ მაინც...-წაიწუწუნასავით. მე კი თვალებანთებულმა ეშმაკური ღიმილით გავხედე და დავიწყე: -გახსოვს ორი დღის წინ ვენდისის (და მაკდონალდსის) ამბავი რომ მოგიყევით? -კი. -ჰო, და ის ბიჭია!! ჩვენი სკოლელი აღმოჩნდა!! -არ არსებობს! მე და დიანა ორივე აღტაცებული სახით ველოდებოდით ელენეს დაბრუნებას. როცა ჩვენამდე მოაღწია, მაშინვე სიცილი დავაყარეთ. -დამპლები ხართ!-დაგვიბღვირა ელენემ. -Karma is a bitch my dear.-ჩემი საყვარელი ფრაზაც ჩავაკვეხე. -აუ აზრზე ხართ? ვინ წარმოიდგენდა, რომ ალექსანდრე ასეთ ამბავში გაეხვეოდა.-სიცილით თქვა დიანამ. -ვიინ?-მე და ელენემ პირი დავაღეთ. -ჰო. ალექსანდრე ქვია. მეთორმეტე კლასელია. -ვაა, ალბათ მაგიტომ ვერ ვიცანით.-ჩაფიქრებულმა ვთქვი. ზარი დაირეკა. -კაარგი. დიდი შესვენებაც ფაფუ...დავიშალენით აწი.-თქვა ელენემ.-ახლა რა გვაქვს? -სამოქალაქო.-მანჭვით ვუპასუხე. -ოჰ. მაშინ ცოტა დავაგვიანოთ. და რამე მომახერხებინე ამისთვის.-სველ პერანგს დახედა ელენემ და ამოიოხრა. -მე დოდოს გაკვეთილი მაქვს.-საწყლად ამოთქვა დიანამ. -ვუაიმე ვიზიარებთ. -გაძლებას გისურვებთ. ვთქვით, ერთმანეთი გადავკოცნეთ და ჩვენ-ჩვენ კლასებში წავედით. რამდენიმე დღეა ელენე და ალექსანდრე დერეფანში ერთმანეთს ეჩეხებიან და იგნორით აგრძელებენ გზას. არა და, ერთმანეთი გაიცნეს, მოკლე დიალოგით მომხდარზე ერთი-ორი ბოდიშისმაგვარი სიტყვა ჩააგდეს და თითქოს ამით ყველაფერი უკეთესად უნდა განვითარებულიყო. მაგრამ ამათი საცოდაობით უკვე მე შევწუხდი. ალექსანდრე ელენეს გაცნობის სურვილით იწვის, ხოლო ელენე ბატივით დაბნეულია და ცდილობს არ შეიმჩნიოს. მე კი, ვიცი, რომ ორივეს ერთი და იგივე მოტივი ამოძრავებს. სწორედ ამიტომ ჩამოდის ალექსანდრე პირველ სართულზე, ხოლო ელენე მეორეზე ადის, იმ იმედით, რომ ერთმანეთს თვალს მოკრავენ. მაგნიტებივით არიან...ერთმანეთთან ახლოს ტრიალებენ. კიდევ ერთი არანორმალური მოვლენა, რაც ამ ბოლო კვირაში მოხდა არის ის, რომ იმ მწვანეთვალება ბიჭს, მაკდონალდიდან, სახელად ნიკას (ესეც დიანამ მითხრა), ელენესთან ერთად შევეჩეხე. თუმცა ელენე როგორ იცნობდა, როცა მაკში ალექსანდრეს გარდა არავისთვის შეუხედავს. მოკლედ, ესეც ჩვენი სკოლელი აღმოჩნდა. თან, ორივე მათგანი საკმაოდ "გაჩითული" სასტავიდან არის....და როგორც ჩანს ჩვენი კლასიდანაც ბევრი იცნობს და ეძმაკაცება. ეს მხოლოდ მე და ელენე ვყოფილვართ არაფრის აზრზე. დიანაც დიდხანს გვეღადავებოდა ჩვენს უცნაურობაზე, რადგან ამხელა სკოლაში, სადაც ხმები ძალიან მალე და ადვილად ვრცელდება, ჩვენ ამ ბიჭებს არ ვიცნობდით. *Flashback* დერეფანში დიანასა და ელენეს წინ უკუსვლით მივდიოდი და თან ჩემს გოგოებს რაღაცას ვუყვებოდი, როცა ვიღაცას ზურგით არც თუ ისე მსუბუქად მივეჯახე. -ბოდიში.-ჩავილაპარაკე. თავს ზემოდან დიდი ჩრდილი დამადგა, ამიტომ მე, იდიოტმა, შებრუნების ნაცვლად ზემოთ ავიხედე. და აი, ისევ ის მწვანე თვალები და შესამჩნევად მომხიბლავი ღიმილი. არ ვიცი ამას როგორ აკეთებს, მაგრამ მისმა გამოხედვამ უკვე მეორედ დამადებილა. თუმცა ელენეს და დიანას გამოცემულმა არაადამიანურმა ხმამ გამახსენა, რომ არც თუ ისე კარგ პოზაში ვიდექი. ამიტომ უცებ შემოვბრუნდი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. -ბოდიში.-ისევ გავიმეორე და ოდნავ სახეზე წამოვხურდი. პასუხის გაცემაც არ ვაცადე და გოგონებიანად სწრაფად გავიძურწე. -შემდეგში ძალიან გთხოვთ, მითხრათ, ვინმეს თუ ვეჯახები. -გავითვალისწინებთ.-თქვა ელენემ. -ჰმ. რამე ჰომ არ გაქვს სათქმელი ქალბატონო?-ეშმაკური ღიმილით შემომხედა დიანამ. -...აარა?-კითხვასავით გაიჟღერა ჩემმა პასუხმა. -ოჰ, როგორ არა!-ჩაერთო ელენემ.-შენი აზრით არ ვიცით ასე როდის იქცევი ხოლმე? ზოგადად უკან არ იხევ ხოლმე და ბოდიშის მოხდა შენი მხრიდან ძალიან უცნაურია. განსაკუთრებით, სკოლაში. ბოლოს ასეთი დაბნეული.... -აპ. აპ. მაგ თემას არ ვეხებით!-შევაწყვეტინე. არ მინდოდა ჩემი ყოფილის ხსენება. -მაშინ მხოლოდ პირველ კითხვაზე გვიპასუხე.-არ მეშვებოდა ელენე. -მაკში ალექსანდრესთან ერთად იჯდა. და...მეტი არაფერი. -"მეტი არაფერი."-გამომაჯავრა დიანამ. -ჰო! კარგით! ზუსტად არც მე ვიცი რა ხდება. მაინცდამაინც ის უნდა ვთქვა რომ რაღაც ხერხით მადებილებს? -აჰამ!-თავი დამიქნიეს გოგონებმა. ამოვიოხრე და გაბუტული კლასისკენ წავედი. ნამდვილად არ მინდოდა იმის აღიარება, რომ ერთხელ ნანახმა, სრულიად უცნობმა ბიჭმა ჩემზე იმაზე მეტი გავლენა მოახდინა, ვიდრე ვიფიქრებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.