მომეცი ხელი ...8...
დახურულ კარებთან, ნათელ ოთახში ვდგევარ. ოთახში რომლის შემადგენლობაში მხოლოდ საწოლი, გარდერობი, საწოლის მოპირდაპირედ მდგარი სარკეა. ტუმბოები, რომელიც საწოლს გვერდით უდგანან ერთგულების ნიშნად... და რაც მთავარია ჟანგბადი. ოთახში ღია ფანჯრიდან შემოსული ჰაერი, რომელიც ამდენია, მაგრამ მაინც მეცოტავება, არ მყოფნის. დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ნერვებსაც მიშლის და ფიქრებსაც. უაზროდ გაღიმებული ვჯდები საწოლზე და ვფიქრობ ნიკაზე,იმ ძლივს გალეულ 14 დღეზე და მათ სიძლიერეზე. კარგია თუ ცუდი წარმოსახვის უნარი რომ გვაქვს?! ან ფაქტების განახლების, გონებაში კადრებად გავლის შესაძლებლობა?! -მაპატიე ცის, რომ უთქმელად მომიწია წასვლა... -დამწუხრებული და გახარებული ემოციებით შერწყმული მზერა მომანათა -მთავარია აქ ხარ- ოდნავ გავუღიმე და ვეცადე ჩემი დაჟინებული მზერა, მისთვის შემაწუხებელი არ ყოფილიყო. -შენ შეიცვალე - ჩუმად ჩაიცინა -შევიცვალე?! რატომ? როგორ? -ალბათ ხვდებით რაც გავიფიქრე -ნუ აღელდი. მე ესეთიც მომწონხარ. ემოციებს აღარ მალავ... ან ვეღარ -ხო, ეგ ალბათ ამ სიხარულის ბრალია- დივანზე ჩამოვჯექი -მაგრამ მაინც თავს იკავებ! -დაასკვნა და გვერდით მომიჯდა -დაჩი და მერი სად გაქრნენ?!-ვეცადე თემა შემეცვალა -დაჩი კი არა ბაჩო! -ისევ ჩაიცინა - სამზარეულოში არიან. -კარგი... -ხელები მუხლებზე დავილაგე და სახეზე შევხედე. ძალიან მინდოდა შევხებოდი, მოვფერებოდი და მეთქვა რომ მიყვარს და აღარ მინდა წავიდეს. მეთქვა რომ ჩემი სიცოცხლის შესავსები ძალა გახდა... მაგრამ თავს რატომ ვიკავებ? მისი მეშინია. მეშინია რომ ეს დღეები მასზე სხვანაირად იმოქმედებდა. ოდნავ გავუღიმე და ვეცადე მოხერხებულად დავმჯდარიყავი. -იცი, ერთის მხრივ კარგი იყო ჩემი წასვლა- უცნაურია რომ მხოლოდ ის ხედავდა ამაში სიკარგეს -ვითომ?! -ორაზროვნად ვუპასუხე -შენ ასე არ ფიქრობ? ცოტა დრო მქონდა მაგრამ რაღაცები გადავაფასე. - მკაცრად შემომხედა -ცოტა დრო გქონდა?- ცოტა ხმამაღლა ვიკითხე. ჩაიცინა და თავი ხელებში ჩარგო -რატომ იცინი? -შევცდი! იმაზე მეტად ჩაიკეტე, ვიდრე იყავი. ემოციების კონტროლი ისწავლე? ლექსო ვეღარ გშველიდა? არ გამხიარულებდა? -არ მითხრა რომ ის საუბარი თავიდან უნდა დავიწყოთ. არ მინდა რამე ასახსნელი მქონდეს! -მე ის არ მინდა რაიმეს ახსნა დაგჭირდეს მაშინ, როცა მეც ვიცი. -კარგი ახლა მართლა დავიძაბე, მოდი თავიდან დავიწყოთ. რა მოგიტანა ამ ორმა კვირამ? -იცი რა ძნელია, პერიმეტრს გიკონტროლებდნენ და საზღვრებს გიწესებდნენ მაშინ, როცა სხვაგან იცი რომ გელოდებიან? ან უბრალოდ იმედი გაქვს შენზე ძილის წინ მაინც იფიქრებენ? -შენ ის თუ იცი, რა ძნელია ყოველ დილით პირველად ტელეფონს იმის იმედით ესალმებოდე, რომ იქ რაღაც დაგხვდება. 14 დღე ისე გავიდეს თითქოს 14 წელია. და მერე, როცა ნახავ მხოლოდ მაშინ მიხვდე, თურმე მარტო კი არ გენატრებოდა, უბრალოდ... ან ყველაზე ელემენტარული ის იფიქრო "მოვა ნეტავ?!" -შენ რა ეჭვი გეპარებოდა? -გაფართოებული თვალებით შემომხედა და შემდეგ დაფიქრდა-მოიცადე, შენ მარტო მოგენატრე კი არა...-სიხარულის ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, მე კიდე ნერვები აღარ მქონდა. -უბრალოდ... -უბრალოდ რა ცისა? ეს დღეები არც მე მიმდოდა ყოფილიყო, მაგრამ ამ დღეების დამსახურებაა რომ მომენატრე, რომ ვიფიქრე და რომ... მიყვარხარ.- მთელი სამყარო ჩემი მეგონა ჩემი გულის გარდა, რომელსაც იმაზე ძლიერად დაეწყო ფეთქვა ვიდრე ჭირდებოდა. სუნთქვა შემეკრა და მკერდთან რაღაც ოდნავ მეტკინა -ნიკა...-ნელ-ნელა გავხედე და აღარ ვეცადე ჩემი ემოციები შემეკავებინა. ხელები კისერზე შემოვაწყე და ძლიერად ჩავეხუტე -მოდი ჩემთან- კალთაში ჩამიჯინა და მხარზე მომაკრო ტუჩები. -ნიკა... მე, მეც... -უაზროდ მეღიმებოდა და ლაპარაკი მიჭირდა -ვიცი -გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა. -არაფერიც არ იცი- თავი მის მხრებში ჩავმალე -ხო, შენ ხომ იცი? შენ არ დაგავიწყდეს და ესეც მეყოფა. -რა არ დამავიწყდეს, რომ გიყვარვარ? -არა, ნუ ეგეც მაგრამ დასაწყისისთვის ჯობია ის არ დაგავიწყდეს, შენ რომ მპასუხობ. ადამინს იმიტომ კი არ ენდობი, იცავ, გენატრება და გაინტერესებს, გადარდებს და ღელავ რომ უყვარხარ. ამას იმიტომ აკეთებ რომ შენ გიყვარს! -არ მიფიქრია მაგაზე მაგრამ მეც იმიტომ მიყვარხარ რომ შენც გიყვარვარ-სახეზე შევხედე -მასე რომ იყოს ცალმხრივი გრძნობით აღარავინ დაიტანჯებოდა.-თვალი ჩამიკრა და ამჯერად ყელზე ოდნავ შემეხო ტუჩებით -ცისაა, კარზე ზარია და დამავალებ თუ გააღებ-განწირულ ყვირილს უფრო გავდა მერის ნათქვამი ვიდრე დაძახილს, ნიკას მოვშორდი და მერე გამახსენდა რომ სამზარეულოში იყო -გოგო, მერამდენედ უნდა დაგიმტკიცოს მაგ გაზქურამ და სამზარეულოს ინვენტარმა რომ არცერთს მოწონხარ?! სანამ ყველაფერს არ გადაწვავ? შეხედე, საწყალი ტაფა გაშავდა ისე გთხოვს ოღონდ ხელი გამიშვიო-სიცილს ძლივს ვიკავებდი. მისაღებს მოვშორდი და კარისკენ წავედი როცა მერის სიტყვები დამეწია -გავმხიარულდით და უკვე ტაფებთანაც ვსაუბრობთ?!-აშკარად იგრძნობოდა ფარული ირონია მის ხმაში. თავი ღიმილით გადავაქნიე და კარი გავაღე -შენ აქ რა გინდა? -სიურპრიზიიი... გაიწიე შემოვიდე-ეგრევე მაჯახა ძამიკომ -წინასწარ რატომ არ დამირეკე?-კარებშივე გავაჩერე -დაგირეკო?! -ისე შეიცხადა დავფიქრდი ხომ სწორად ის ვთქვი რასაც ვფიქრობდი-თქო. კარებში შემოვატარე და მიხურვას ვაპირებდი მეორე პიროვნებაც რომ "შემოძვრა" -შენ რაღა გინდა აქ? -დაპატიჟებული ვარ -გამიღიმა და მისაღებისკენ დაიძრა. უკან სწრაფად ავედევნე ორივეს. -ესენი ვინ არიან?-შესვლა არ მაცადა თემომ. ანალოგიური კითხვის ნიშნიანი თვალები მომაპყრო ნიკამაც. -კარგით, გაიცანით. თემო ეს ნიკა და ლექსოა, დაჩი კი არადა ბაჩო სამზარეულოშია და მერის კი იცნობ. ბიჭებო, თემო ჩემი... -შეყვარებული ვარ-ამაყად დაამთავრა ჩემი გამოსვლა საკუთარმა სისხლმა და ხორცმა. -მართლა?-ისე გაკვირვებულმა ვიკითხე ყველას გაეცინა. -კარგი რა გიტყდება საყვარელო- გამიღიმა და ნიკაპზე ხელი მომიჭირა. -თემო, ძალიან ბავშვურია.-სახე დავმანჭე -იმიტომ გქონდა გაკვირვებული სახე? აბა ბიჭებო რომელია თქვენგან ჯარში? არცერთი?-ისე შინაურულად ჰკითხა ლამის მე გავეცი პასუხი. -ეეე, მეც არ გამიკვირდა ასეთი გამოცდილი კინკლაობაში და სხვისი ნერვების მოსპობაში როგორ არის-თქო. თურმე გამოცდილება ქონია-თავისთვის ჩაიბურდღუნა ლექსომ -წეხან შენ დამეჯახე კიბეზე ხომ? -გამახსენდა ნაცნობი აღნაგობა -ნუ გაცლას ვაპირებდი მაგრამ ისე მოქროდი-მხრები აიჩეჩა "კოლეგამ" და დივანზე, ნიკას გვერდით ჩამოჯდა. ეს უკანასკნელი კი იდაყვებით საკუთარ მუხლებს ეყრდნობოდა და ისე მიღიმოდა თითქოს იქ მარტო მე ვიყავი. ოდნავ გავიღიმე მეც მაგრამ თემოს დაძახილმა ისე შემშინა, შევხტი -მერიემ გამობრწყინდები და მნახავ თუ შემოვიდე და დალაგებაში მოგეხმარო?!-კი არ დაიძახა, დაიღრიალა -აქ ვართ ადამინო. -ბუზღუნით გამოვიდა და თავისი ნამცხვარი მაგიდაზე დადო.-ე თემო, მე ლექსო მეგონე. როგორ გამიხარდი-ხელებ დასვრილმა გადაკოცნა და ჩაეხუტა -ხელსახოცები აღარ დაგრჩა? -ირონიულად აღნიშნა ჩემმა ძმამ და დასვრილ ხელებზე მიუთითა. ყოვლის მცოდნე თემომ ნამცხვრის დეგუსტაციის შემდეგ ისიც აღნიშნა რომ ჩემს ნახელავს გავდა. -ხო, ფენებია ცისას გაკეთებული. კრემი მე ვითავე. არ შემარჩინო შე გამყიდველო არაფრის თქმა-დააყარა ლოცვები მერიმ -გოგო ამ ნამცხვრის მონატრემაბ მომიყვანა აქ და ეგ როგორ დამეტოვა-თვალი ჩაუკრა და ნიკას მხარზე ხელი დაცხო.- რა თქვი ძმა, ჯარში რამდენი ხანი უნდა იყო? -ჯარში? რომელ ჯარში? -მხრები ავიჩეჩე და თავიც გავყიდე. თვალები ძლივს მოვარგე თავის ფორმას, თემოსთვის რომ რაიმე გამეგებინებინა. თუმცა ნიკას რაიმეს დავუმალავდი?! -ერთი თვეც და დავამთავრებ-ღიმილით აღნიშნა და გამომხედა -ცისა შეიძლება დავილაპარაკოთ? -კი -ნელა ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი, თემოს ოდნავ თავი დაუკრა და ჩემი ოთახისკენ დაიძრა. -ცის, დროა წავიდე, სახლში არ მივსულვარ, პირდაპირ აქეთ წამოვედი. -ღიმილით მომმართა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია -ხო, რა თქმა უნდა, მესმის -გავუღიმე და მის ხელებს ზემოდან ჩემი ხელები დავადე -ძალიან მომენატრე- ჩუმად ამოიჩურჩულა და ჩამეხუტა -მეც... და მადლობა რომ დღეს მოხვედი -სულელო... ისე, ცისა, მინდა ჩემი მშობლები გაგაცნო -ეს ახლა მოფიქრე?!- წარბები შევკარი,გულწრფელად გამიკვირდა -არა, არვიცი... უბრალოდ მინდა რომ გაგაცნო -მე ... არ ვიცი ნიკა... -ცოტა დავიბენი -არ ვიცი, ურთიერთობა ახლა დავიწყეთ, ძალიან მომენატრე და მიყვარხარ, მაგრამ მაინც დრო მჭირდება ამ გრძნობას მივეჩვიო. თან მეშინია იცი?... ყველაფერი სწრაფად და ზედმეტად კარგად მიდის... -სწრაფად როგორ მიდის, მომენატრე-ისევ გაიღიმა -ხო მაგრამ... არ ვიცი, სერიოზული ურთიერთობა გვაქვს და ერთი წუთი არ ვფიქრობ რომ ერთმანეთს რომელიმე ვატყუებთ მაგრამ მშობლების გაცნობით ოფიციალური ვიქნებით, მე კი ეს მაშინებს- განერვიულებული ვცდილობდი სწორად ამეხსნა ჩემი უარი. -მოიცადე, გეშინია რომ არ მოეწონები? -ისევ იღიმის -კარგი რა, ნუ დამცინი -ავბუზღუნდი -და დედაჩემის შეყვარებული უნდა იყო? -ოჰ... მაგრამ დედა და მამაა, რატომ არ გესმის ჩემი მღელვარება?-სუნთქვა გამიხშირდა და შემეტყო კიდეც -კარგი ხო, როცა შენ იქნები მზად, მაშინ იყოს -ღიმილით მომიახლოვდა და თვალებში შემომხედა -მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ -ოდნავ გავუღიმე და ტუჩები, კანქვეშ მფეთქავ არტერიას მივადე. -ახლა უნდა წავიდე -დაიჩურჩულა -აჰაამ... კარგი- იგივე ინტონაციით ვუთხარი -სახლში უნდა მივიდე -ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და ვგრძნობდი რომ ჰაერიც იმუხტებოდა -ხო... მესმის... - ძლივს ამოვიჩურჩულე -მელოდებიან - შუბლით ოდნავ შემეხო შუბლზე -მართალი ხარ -ოდნავი გაღიმებით ვეცადე სურვილის დაფარვას -ცისა, მინდა რომ გაკოცო -სახე ისევ ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა -ნებართვას ვინ იღებს? - იცით როგორი მომენტი მქონდა? საშინლად მომწონდა მისი ეს "ძალიან თავისებურობა", მაგრამ თან მინდოდა ცოტა უკითხავადაც რომ მოქცეულოყო. რატომ? ალბათ გასამართლებლად სათქმელი მექნებოდა -მე, მე ვიღებ ნებართვას -ოდნავ დაიხარა... იმდენად ველოდი და იმდენად მინდოდა კოცნა, თვალები უნებურად დამეხუჭა, სუნთქვა უარესად გამიხშირდა - მიყვარხარ -ტუჩებთან დაიჩურჩულა და ოდნავ, ძალიან ნელა მაკოცა. ეს იყო... წარმოდგენაზე მაღლა, ყველაზე ძვირფასი და მეხსიერებაში დასაჭერი, შესანახი წუთები. ეს არ იყო უბრალოდ კოცნა და ამას მეც კი ვხვდებოდი... ეს რაღაც გრძნობებზე მეტი იყო. გაფრთხილება, ზრუნვა, სიამაყე, სიყვარული, ფარული, ძლიერი მონატრება და სურვილით ცოტათი ჩამცხრალი ჯერ კიდევ დიდი მონატრება. ახლა გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ცრემლებიც ვაგრძნობინე მის ტუჩებს?! მას კი არ გაკვირვებია, არც მომშორებია. -მიყვარხარ -კიდევ ერთხელ დაიჩურჩულა და ძლიერად ჩამეხუტა -არ დაგავიწყდეს! -არ დავივიწყებ რომ მიყვარხარ-მის ყელში თავჩარგულმა ამოვილაპარაკე და გავუშვი... გავუშვი დროებით. სხვა, მისთვის ძვირფას ხალხთან, იმედიანად და ემოციებით დახუნძლული, ან დაცლილი... არვიცი ის როგორ გრძნობდა თავს, მაგრამ მე... მე ვიდექი ჩემს ოთახში, საძინებლის ავეჯთან, ჩემს ფიქრებთან და ემოციებთან ერთად, რომლებმაც დაცლაც მოასწრეს და ახალი ენერგიით ავსებაც. ვიყავი გაბრუებული და ბედნიერი. ვგრძნობდი ღია ფანჯრიდან შემოპარულ სუფთა ჰაერს, რომელიც ასე ბლომად იყრიდა ჩემს ოთახში თავს, მაგრამ მე მაინც მეცოტავებოდა... არ მყოფნიდა! ________ ვეღარაფერს ვეღარ გეტყვით :((( გასამართლებლად მხოლოდ იმას დაგიწერთ რომ დასასრულში სხვა აზრები "მიძვრებიან" გონებაში,მე კიდევ არ მიყვარს მსგავსი მომენტები და ვებრძვი :დდდ მადლობა ვინც კიდევ, მაინც ელოდებით ❤❤❤ მიყვარხართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.