შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისარტყელის 7ელფერი 1


29-04-2018, 00:50
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 440

ფანჯრის რაფაზე განუწყვეტლივ ეცემა წვიმის მსხვილი წვეთი..

თითქოს ერთი წვეთია, რომელიც განუწყვეტლივ თამაშობს მაშო დადეშქელიანის ნერვებზე.
მაგრამ წვიმის წვეთი რაა იმასთან რასაც მისი ნერვები უძლებს.
შია მაგრამ ადგომა ძალიან ეზარება.
თუმცა ახლა, რომ ადგეს არანორმალურად ჩათვლიან.
ღამის 3 საათზე ესე უბრალოდ მოგშივდეს განა შეიძლება?
ოთახი პატარაა..
თუმცა დალაგებული და სისუფთავის სუნით გაჟღენთილი..
მაშო ისევ საწოლზე წამომჯდარია.
წვიმს..
ალბათ ირგვლივ ყველაფერი ძალიან დასველდა.
ანდა შეიძლება არც დასველებულა თუმცა მაშო ასე ფიქრობს.
ხვალ 8ზე უნდა წავიდეს კიდევ ერთხელ იმ სახლში..
წინასწარ ეწურება გული.
იქ ის უნდა ნახოს.
არ უნდა გგონია უნდა?
იცის რომ მორიგი ხრიკების მსხვერპლი გახდება..
მაგრამ გულს ერთი რამით იმშვიდებს ხვალ ხომ ორშაბათია?
ამიტომ ის წასული იქნება.
ასე ხუთის შვიდ წუთზე უკვე მშვიდი გაწონასწორებული სუნთქვის ხმა ერწყმის წვიმის წკაპა-წკუპს!
დიდხანს ეძინა.
თვალი, რომ გაახილა საათი 11 საათსა და 7 წუთს უჩვენებდა.
-დავაგვიანე!
ამოიკნავლა და რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა.
კარი ჩაკეტა და თავპირისმტვრევით გაუდგა გზას.
მალე მიუახლოვდა ნაცნობ ეზოს და შავი სეზანი, რომ დაინახა მიხვდა ის არსად წასულა.
გაბრაზდა...
ესეიგი მოატყუა..
კარს მიუახლოვდა და მისი წვრილი ხელი ზარის ღილაკს მიაჭირა..
კარის გაღებამაც არ დააყოვნა და მალევე გაიღო კარი..
როგორც ყოველთვის ახლაც მომღიმარი ნანა დახვდა.
-ნანა დეიდა
-მოდი შვილო!
ეს ქალი აგიჟებდა. უბრალოდ საოცრება იყო..
სამზარეულოში შევიდა და წინსაფარი მოირგო.
-დღეს სტუმრები ეყოლებათ!
-მართლაა?
გაიკვირვა მაშომ და ორცხობილა ჩაკბიჩა.
-კი. ბატონ დამიანეს ეყოლება უფრო სწორად.
არასასიამუვნოდ გასცრა.
თუმცა არ შეიმჩნია.
-შვილო მე მოვამზადებ ყველაფერს შენკი ემილის,ნოეს და დამიანეს ოთახები დაალაგე.
ბოლო სახელი, რომ კიდევ ერთხელ გაიგო ლუკმა გადასცდა.
-რამოხდა შვილო?
აფორიაქდა ნანა
-არაფერი საქმეს მივხედავ.
ჩაილაპარაკა შესაბამისი ნივთები აიღო და გრძელ კიბეს აუყვა, რომელზეც საგულდაგულოდ შერჩეული შინდისფერი ხალიჩა ეგო.
ნაცნობი შავი კარის დანახვისას ტანში გასცრა.
გაახსენდა დამიანე და მისი სხეული, როგორ ურცხვად იდგა ფილფანი მის წინაშე ჩაცმას არ ჩქარობდა.
-რაზე ფიქრობ მაშო რაზე? ამისდროა?
საკუთართავს გაუბრაზდა და კარზე რამდენიმეჯერ გაუბედავად დააკაკუნა.
ხმა არავინ გასცა..
-ესეიგი ოთახში არაა! გაუხარდა და კარი შეაღო.
ერთიანად ჩასწყდა, როცა დამიანე და მის გვერდით მწოლიარე დაინახა.
არ იცოდა რა დაემართა თუმცა ეტკინა.
გამოსვლას აპირებდა დამიანემ, რომ დაუძახა
-ვდგებით უკვე დაალაგე!
ხმა იმდენად ირონიული იყო, ამაზე უფრო მეტად გაბრაზდა.
-ეს შენი მოსამსახურეა დამუსი?
წიკვინამაც გაიღვიძა.
-ხო
-შესწორება მისი მოსამსახურე არა ამ სახლის მოსამსახურე ვარ აქ კი ბატონი ნოეა როგორც ვიცი ჯერ მთავარი.
ანუ გამოდის ბატონ ნოეს ვემსახურები.
მისი მშვიდი ტონი აგიჟებდა დამიანეს. ჭკუიდან გადაჰყავდა იმ ფაქტს, რომ არ ბრაზობდა.
-ენა ამოვიდგითო?
ისევ ეს ირონია.
-ბატონო დამიანე შემიძლია გავიდე. თუ ადგომას არ აპირებთ ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო თქვენ გელოდოთ.
-დაკავებული გოგო ხარ? გადაიხითხითა ქერამ.
-შენ არ გელაპარაკები!
მკაცრი იყო დადეშქელიანი.
ფილფანის გაკვირვებული მზერაც კი დაიმსახურა მაგრამ ვის რაში აინტერესებდა? აიღო მისი ნივთები და კარ მოიხურა.
ამაყი, შეუვალო მაშო კარს იქით დატოვა. ახლა კი ცრემლევს თავისუფლება მისცა.
რა ატირებდა ვერ გეტყვით თუმცა კარგად არ იყო.
რაღაც სტკიოდა შიგნით.
სააბაზანოსკენ გაიქცა და კარი მიიჯახუნა.
სარკეში ჩაიხედა....
იქ დანახული ვერ ოცნო.
ლაღი მაშო ვერსად დაინახა და მიხვდა, როგორ შეიცვალა ყელაფერი.
პირი დაიბანა და ეცადა ჩაწითლებული თვალები დაემალა.
თუმცა მისი ცისფერები ისე იმჩნევდნენ ტირილს, რომ დამალვას ვერ ახერხებდა.
სააბაზანო დატოვა და კიბეებს ჩაუყვა.
სტკიოდა..
თანაც იმდენად რამდენადაც არასდროს.
მაგრამ რა?
რატომ მიიტანა გულთან დამიანე და ის ქალი?
რომ წარმოიდგინა ის საწოლი რა ბინძური იყო სახე დამანჭა.
მას უნდა შეეცვალა ის თეთრეული ამაზე უფო მაგრად დამანჭა სახე.
კარის ხმა გაიგონა. იცოდა ახლა ქვემოთ ჩამოვიდოდნენ და სპეციალურად დადგა კიბეზე შემდეგ კი საფეხურები აიარა.
გვერდი ისე ჩაუარა ფილფანსა და მის თოჯინას გვერდით არ გაუხედავს.
ოთახის კარი შეაღო და ყველაფერი ამოტრიალებული დახვდა.
-რა დავაშავე?
ამოიკვნესა და საწოლს თეთრეული შეუცვალა.
მერე ოთახი საგულდაგულოდ დაალაგა და გადაღლილი ჩავიდა სამზარეულოში სადაც ნანას ყელაფერი მოესწრო.
რა სურნელია!
სასიამუვნოდ დახუჭა თვალები მაშომ და სკამზე ჩამოჯდა.
-დაიღალე შვილო?
-ძალიან
-მოდი რამე შეჭამე
-არ მშია! თავი გააქნია და სამზარეულო დატოვა.
საღამო იყო ალბათ ასე 7 საათი. კარზე ზარი გაისმა.
ნანა არ ჩანდა ამიტომაც მაშო მივიდა კართან და გააღო.
დამია ე იყო იმ თოჯინასთან და 5 სხვა გოგოსთან ერთად ოღონდ მათ შეყვარებულებიც თან ახლდნენ მხოლოდ ერთი შემოვიდა "თავის პონტში"
-ძალიან გვშია სუფრა გააწყე!
ბრძანება გასცა დამიანემ
-ახლავე!
მკვახედ უპასუხა და სამზარეულოში შევიდა.
საჭმელებით დატვირთული პოდნოდი აიღო და სუფრა გააწყო შემდეგ კი სასადილო დატოვა.

---
პირველი თავია იმედია მოგეწონებათ!????



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ცუდად აპირებ ამ ისტორიის დამთავრებას?

 


№2  offline წევრი jina

Momewona, kargi gogo xar, tumca sjobs susti ar iyos masho, dzalianac nu daamcireb, magram es chemi azria, shen rogorc piqrob ise ganavitare movlenebi <3 male dade shemdegi

 


№3  offline წევრი ლელა1306

მეტი თავი რატო არ გიდევს. ან სხვა საიტზეც ხომ არ ხარ დარეგისტრირებული? რომ ვნახო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent