შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზესა და მთვარეს შორის (3)


29-04-2018, 16:19
ავტორი april
ნანახია 1 205

სიძულვილი უფრო ძლიერი გრძნობაა თუ სიყვარული?ამაზე ხშუირად დავფიქრებულვარ ,ალბათ იმაზეა დამოკიდებული მოცემულ მომენტში რას უფრო გრძნობ.ახლა არ ვიცი იაკობის სიკვდილი უფრო მინდა თუ ჩემი ძმის კვლავ ხილვა.მის მწვანე თვალებში ირონია და სიზღის გარდა არაფერი ჩანს.დუმილით ამ გრძნობას უფრო ამძაფრებს.როგორ შეუძლია გაჩუმებელი იყოს მაშინ როცა სათქმელი ამდენია...
-ალბათ იცი ჭორი შენი ძმის გარდაცვალების შესახებ
-რას გულისხმობ
-ავიაკატასტროფა ჰო სიჩქარის გადაჭარბება
-პრდაპირ თქვი რაც სათქმელი გაქვს
-შენი ძმა ნარკომანი იყო,ეს თავადაც იცოდი
-რას ბოდიალობ
-შენ ძმას ჩემი 50 000 მართებს
-ქარაგმებით საუბარს შეეშვი
-ის ფული უნდა ამოვიღო.შენ ოჯახს გადასცემ რო თუ ერთ კვირაში ამ ფულს არ მოიტანენ მეორე შვილსაც დაკარგავენ
მეცინება მის დაუდევა სიტყვებზე ნუთუ ის არ იცის მათ როგორ ვკიდივარ
-შენ ადგილზე არ გავიცინებდი
-ჩათვალე რომ მაგ ფულს ვერასდროს მიიღებ
-დარტო
-ჩემი მშობლები მეზობლის ბავშვზე უფრო იდარდებენ ვიდრე ჩემზე
-მაშინ შენ მოგიწევს მაგ ფულის მოტანა
-და რატო უნდა გავაკეთო ეგ
-იმიტო რო თუ ფულს არ მოიტან შენ ოჯახს მიმდევრობით დავხოცავ ყველას
-არ მანაღვლებს
-ძალიან კარგად განაღვლებს და მორჩი გულქვა გოგოს თამაშს,ბავშვობიდან გიცნობ,ვიცი როგორიც ხარ
-დიდი დრო გავიდა შევიცვალე
-მე მასე არ ვფიქრობ
ვხვდები რო გამარჯვებული ამჯერად ისაა ამიტომ ვჩუმდები მზერას არარსებულ ჩემ ძმას ვაპყრობ,ნეტავ ახლა აქ იყოს ,ჩემთან.სახლის წინ მანქანას აჩერებენ,მშვენივრად ვგრძნობ ამას,მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრები.
-ხომ იცი რომ მაგდენ ფულს ვერ მოგიტან
-ვიცი
იმდენად ირონიული გამოხედვა აქვს ზიზღი უკვე პიკს აღწევს ვხვდები,რომ საუბარს აზრი აღარ აქვს მანქანიდან გადავდივარ და სახლისკენ პირდაპირი მნიშვნელობით მივრბივარ.უკვე გვიანია სავარაუდოდ ყველას ძინავს
-ლიზი
ფიქრი დასრულებული არ მაქვსდათო მეძახის.
-ცოტა დამაგვიანდა ბოდიში
-სად იყავი
-საქმეები გამომიჩნდა
-ყველაფერი რიგზეა
-კი,რატო მეკითხები
-აღელვებული ჩანხარ
-სულაც არა
ლაპარაკს აღაც ვაცდი ოთახში შევდივარ და კარს ვკეტავ,მარის კვლავ იქ სძინავს.მის გაღვიძებას ვცდილობ ,მაგრამ წარუმატებლად სრულდება.კარგი რა გაეწყობა დივანზე დავიძინებ,ნუ ამას ძილს ვერ დავარქმევ უფრო ვიწექი და მთელი ღამე იმის გააზრებაში ვიყავი თუ რა მოხდა და რა შარში ვარ ყოველ წამს.თითქოს მაგნიტივით ვიზიდავ ყველა უბედურებას.უეცარდ თავში მშვენიერი აზრი მომდის.ოღონდ გათენდეს ,მალე გათენდი რა .არა ვერ მოვითმენ.საათს ვაკვირდები 5ის ნახევარია.თავში მისამართს ვიხსენებ და თან ვიცვამ.ფეხით მიწევს გასვლა დიდუბემდე.ცოტა დავიღალე მაგრამ ღირს.ლიფტით მეცხრე სართულზე ავდივარ და ზარს ვრეკავ.იმედი მაქვს ისევ აქ ცხოვრობს.რამდენიმე წუთში კარს პირსახოცშემოხვეული ბიჭი მიღებს ,ველოდები თვალების სრესას როდის მორჩება რო დავრწმუნდე მართლა ისაა თუ მეხსიერება მღალატობს
-ირაკლი ქავჟარაძე ?
-დიახ და თქვენ ვინ ბრძანდებით
აიი ამას ქვია შვებით ამოსუნთქვა.
-ლიზი ვარ
ხელს თავზე იდებს და ცოტათი გაკვირვებულ სახეს იღებს
-დემეს და ვარ
-ლიზი
-აჰამ
-შემოდი მანდ ნუ დგახარ
ვუღიმი და მის სახლში შევაბიჯებ ყველაფერი ძველებურად მხვდება,ცოტათი სასიამოვნოა
-ძალიან გაზრდილხარ ვერ გიცანი მაპატიე.ბოლოს რომ გნახე
-ხო მაშინ 10 წლის ვიყავი
-ზუსტად.ჰო მართლა შენი ძმის გამო
-არაა საჭირო ვიცი რო შენც ჩემზე არანაკლებ განიცადე
-მართალია.
ორი წამით ჩუმდება
-წავალ ჩავიცვამ,მანამდე რამე მიირთვი არ მოგერიდოს
-კარგი
გაუნძრევლად ყოფნის ოცდამესამე წუთს მისი სახე წინ მესახება.როგორც იქნა,მოვიდა
-აბა ახლა გისმენ რამ შეგაწუხა
-ბოდიში ასეთ დროს რომ შეგაწუხე მაგრამ სასწრაფოდ დახმარება მჭირდება შენ გარდა კი ვერავინ დამეხმარება
-რაშია საქმე
-ცოტა მეუხერხულება ამ ყველაფერში შენი გარევა რო მიწევს მაგრამ ფული მჭირდება
-კარგი.რამდენი?
-50 000
ორი წამით მაშტერდება ოდნავ ეღიმება და მომდგარ სიტყვებს უკანვე აბრუნებს
-შეიძლება გავიგო ამდენი რაში გჭირდება?
-არ შემიძლია ამის თქმა მაპატიე
-ნუ შენი ნებაა
-ანუ
-ხვალ ჩემთან მოდი სამსახურში და ჩეკს მოგცემ მისამართი აიი აქ წერია
ბარათს მაწვდის
-დაგიბრუნებ გპირდები
ბარათს ვიღებ ვემშვიდობები და სახლიდან გავდივარ,უკვე მზეც ამოვიდა მთვარე კი გაქრა,მე სადღაც შუაში ვარ გაჭედილი და ეს არაა სასიამოვნო.ბინაში დაბრუნებულს მარი გაღვიძებული მხვდება
-გამარჯობა მზეთუნახავო
-გაგიმარჯოს
-როგორ გრძნობ თავს
-უკეთ
-მიხარია
-ჩაის დალევ
-არა მადლობა
-ჭამე რამე
-ჯერ არა,მაგრამ არ მშია მაინც
-ბოდიში რაც გუშინ გავაკეთე
-არაუშავს მაინც არ მეძინა
-ეგ არ მიგულისხმია
-ვიცი
-მე
-დაივიწყე მორჩა აღარ გაიმეორებ იგივეს ხო ასეა
-კიკი მართალია
-დათო სადარის
-ძინავს
-ხო მას კიდე 3 საათი სჭირდება
-ყველაფერს ძილი ურჩევნია
-არცშენ ხარ ნაკლები
ლოყაზე ვჩქმეტ
-ხო მართლა იმაზე რა არის ახალი
-ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს
-მაქსიმუმ 1 თვე
-კარგია
მთელ დღეს კომპიუტერთან ვატარებ ანგარიშებს ვამოწმებ ინფორმაციას ვანახლებ.ვერ ვგრძნობ ისე მეძინება თვალებს რომ ვახელ უკვე დღეა,ამდენი ხანი ცხოვრებაში არ მიძინია.თავს ვიწესრიგებ ვსაუზმობ და მანქანის გასაღებს დათოს ჯიბიდან ჩუმად ვაცლი,ისე არ უყვარს როცა მე ვატარებ,მართვის მოწმობა არ ამიღია ჯერ მეზარება
ირაკლისთან სამსახურში შევაბიჯებ.მარკეტების ქსელი აქვს გახსნილი პარალელურად სოციალური მუშაკის როლიც შეთავსებული აქვს თუ სწორად მახსოვს
-ვის ეძებთ
წინ გამომწვევი ჩაცმულობის გოგო მიდგება
-და შენ ვინ ხარ
-მე აქ ვმუშაობ
-ჰო მეც
გვერდს ვუვლი და კაბინეტში შევდივარ წარწერით ადვოკატი ირაკლი ქავჟარაძე,კარს ვაღებ.
ირაკლი მაგიდასთან მხვდება
-გამარჯობა ლიზი გეტყოდი რო შემოსულიყავი მაგრამ უკვე შემოსული ხარ
-ხო მართალია მაპატიე უხეშობისთვის
-არაუშავს ჩეკი მაგიდაზე დევს
მაგიდასთან მივდივარ და ფურცელს ვიღებ
-აქ 25 000ა
-ვიცი
-მეხუმრები
-არა
-ვერ მიგიხვდი
-მეტის მოცემა ამ დროისთვის არ შემიძლია
-კი მაგრამ თავიდანვე რატო არ მითხარი
-ახლა გავიგე მეც
-კარგი რა ეს ისეთი
-არ აიღებ
ჩეკს ჯიბეში ვიდებ და კაბინეტს სასწრაფოდ ვტოვებ,ბანკიდან თანხა გამომაქვს და ბებოსთან მიმაქვს.ყოველგვარი კითხვების გარეშე ფულს ინახავს ეს უკვე 2 წელია ასე ხდება.ის ჩემი საიმედო ბანკის ფუნქციას ასრულებს
-ეხლა იაკობის ნახვა დამრჩა
გარეთ გასულს ეს აზრი მიტრიალებს
-და მე რომ აქვარ
უკავ გიჟივით ვტრიალდები
-ხმამაღლა ვფიქრობდი ხომ
-მასე გამოდის
-შენ რა მითვალთვალებ
-კი
-რა თავხედი ხარ
-ფული ?
-1 კვირაში მის შოვნას ვერ შევძლებ
-სხვა გზა არ გაქვს
-იცი რას გეტყვი ,იაზვობას თუ არ მორჩები ვერც ფულს მიიღებ და ვერც დანარჩენს იმიტომ რომ ჩემ ოჯახს რამე თუ დაუშავდება ჩემი ხელით მოგკლავ აქედან გამომდინარე ფულიც არ შეგრჩება და არც სიცოცხლე თუ მოითმენ ორივე შენი იქნება
-ძალიან სულელი ხარ ,მაგრამ მამაციც ამავდროულად
-ვიცი
-რამდენი ხანი გჭირდება?
-1 თვე
-კარგი იყოს 1 თვე მაგრამ იცოდე შენ მე ვერ გამექევი მუდამ ვიცი რა დროს რას აკეთებ
-მაშინ ისიც გეცოდინება ჩემი მანიკური სად დავტოვე 2 დღეა ვეძებ
ოდნავი ღიმილი მერე ისევ ირონია
-ათვლა დაიწყო



№1  offline წევრი talia

Umagresia.zalian saintereso da idumalia,tavebi ufro gazarde ar myofnis gtxov.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent