შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ანგელოზი 2


30-04-2018, 00:57
ავტორი black angel555
ნანახია 2 802

არ ვიმჩნევ დაბნეულობას და უცბად მოვდივარ გონს და საქმიანი ტონით მივმართავ :გამარჯობათ ბატონო გიგა!!მიხარია რომ გადაწყვიტეთ ჩვენთან თანამშრომლობა იმედია ერთობლივად ვიმუშავებთ და რაც მთავარია გუნდურად -ვამთავრებ სიტყვით გამოსვლას და მას ვუყურებ ინტერესით.
ჯერ მაკვირდება მერე ირონიული ღიმილით მეუბნევა :
მე ვერ გეტყვით იგივეს ქალბატონო ნია,აქ მხოლოდ დედაჩემის თხოვნით ვარ რადგან თქვენმა უფროსმა სთხოვა და დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.მე პირადად დარწმუნებული ვარ ეს საქმე საშინლად წამგებელი იქნება,ნამდვილად არ მხიბლავს თქვენ კომპანიასთან თანამშრომლობა,მაგრამ აქ ყველა თანამშრომელი თუ თქვენაირი სექსუალური ქალბატონია აუცილებლად დავინტერესდები.-მეუბნევა და თავხედურად თვალს მიკრავს.
მის საქციელზე საშინლად ვბრაზდები და ვეუბნები მკაცრი ტონით:ვინ ხართ ასე თავხედურად ლაპარაკს რომ მიბედავთ ვინ მოგცათ ამის უფლება?...აქ საქმეზე ბრძანდებით და კეთილი ინებეთ და საქმეზე ვილაპარაკოთ და თქვენი უაზრო რეპლიკები თქვენთვის შეინახეთ-გაცოფებული თვალებით ვუყურებ-
ის ჩემ სიტყვებზე მხოლოდ იცინის მაგიდაზე ხელებით ეყრდნობა,ჩემკენ იხრება და ირონიული ღიმილით მეუბნევა:ქალბატონო ნია ვინ ვარ და ის ვინც თქვენ კომპანიას ჭირდება და კიდევ მე გაგა გელოვანი ვარ და ჩემთან მეორედ მასეთი ტონით საუბარი აღარ გაბედო გასაგებია ?!!!და კიდევ გაბრაზება საშინლად გიხდება საკმაოდ სექსუალურს გხდის ეგ შავი თვალები უფრო გიმუქდება და შავ ანგელოზს ემსგავსები
მე ვიბნევი მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემს მისი სუნამოს სუნი საშინლად მაბრუებს ,თუმცა ეს სულ რამდენიმე წამით ხდება თავი ხელში ამყავს და კვლავ ამაყი ტონით ვპასუხობ:ბატონო გაგა ჩემთან ეგეთები არ გაგივათ,თქვენაირები საკმაოდ ყრიან,რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და გონიათ მთელი სამყარო მათია და ყველა ქალი დადნება შეიძლება თქვენ სიტყვებზე,მაგრამ არა მე....ასე რომ ჯობია თქვენ ადგილს დაუბრუნდეთ და კონტრაქტს გაეცნოთ და ვუღიმი.
ჩემ სიტყვებზე მხოლოდ ეღიმება თავისთვის რაღაცას ამბობს მაგრამ მე ვერ ვიგებ.კონტრაქტს მართმევს და წამით მისი ხელი ჩემ ხელს ხვდება და უცბად ელვასავით ტალღა მარტყავს და სწრაფად მიმაქ ხელი უკან,ის ჩემ საქციელს ამჩნევს და ტუჩს ტეხავს ირონიულად....
კვლავ სავარძელში ბრუნდება და იწყებს კონტრაქტის თვალიერებას.მე ამით ვსარგებლობ და მის დაკვირვებას ვიწყებ საშინლად სიმპატიურია უნდა ვაღიარო,მაგრამ საშინელი თავხედი..ნავარჯიშები სხეული აქვს ეტყობა რომ სპორტს მისდევს....სახეზე ვაკვირდები დაბალზე აქვს წვერი რომელიც საშინლად უხდება,წითელი მსხვილი ტუჩები აქვს.ღმერთო რა სიმპატიურია ვეუბნები საკუთარ თავს....ამ დროს გაგა თავს წევს და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება,მას კვლავ ირონიულად ეცინება და მეუბნევა:რა იყო ქალბატონო ნია ისე მოგეწონეთ,რომ ერთი წამით ვერ მწყვეტთ თვალს....მე სახეზე საშინლად ვწითლდები და მის სიტყვებზე ვბრაზდები თან...ბატონო გაგა უკვე ძალიან....სიტყვა ჰაერში მიწყდება კაბინეტში ქალბატონი ლია შემოდის და ღიმილით გვესალმება და გვეუბნევა:მიხარია ერთმანეთი,რომ გაიცანით ,გიგა დედა როგორ არის? დიდი ხანია აღარ მინახია-
გიგა იღიმის ხელს ართმევს და მიმართავს:მადლობა,კარგადა ქალბატონი ლია.....მერე მე მიყურებს და ამბობს:დიახ მეტად სასიამოვნო ქალბატონი ბრძანდება ქალბატონი ნია აღარ იცის რითი მასიამოვნოს პირდაპირ,ცდილობს უცხოდ არ მაგრძნობინოს თავი...ამ სიტყვებს ამბობს და მე მიყურებს თან და ეღიმება...
ღმერთო რა თავხედია,ნამდვილი ხეპრე, კლოუნი,სიამოვნებით ვცემდი ეხლა.ცოფებს ვყრი თვალებიდან ისეთი გაბრაზებული ვარ...მაგრამ ხო არ შევიმჩნევ და ვიღიმი მეც და ნაზად ვეთანხმები მის ნათქვამს:დიახ ქალბატონო ლია მეტად სასიამოვნოა ბატონი გეგას გაცნობა,ამ წუთას კონტრაქტის პირობებს ეცნობოდა ხო ასეა ბატონო გაგა....დიახ ქალბატონო ნია...,მაგრამ ერთი მეტად მნიშვნელოვანი პუნქტი მინდა დავამატო ისე მე კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ ქალბატონებო....
ქალბატონი ლია კრთება და საწყლად მიმართავს:მაინც რა პუნქტი გნებავთ დაამატოთ გეგა?
გეგა ჯერ მე მიყურებს მერე კი ამბობს:მინდა სამი თვის მანძილზე სანამ ერთობლივ პროექტზე ვიმუშავებთ ქალბატონი ნია ჩემ კომპანიაში გადმოვიდეს სამუშაოდ,თქვენი კომპანია საკმაოდ შორსა და მე ვერ ვივლი აქ ყოველ წუთას მე კი მინდა პროექტი გავაკონტროლო....მე საშინლად ვბრაზდები და ვეუბნევი...რა სითავხედეა ბატონო გეგა როგორ ბედავთ,მე....სიტყვას შუაში მაწყვეტინებს ქალბატონი ლია და მთხოვს გავყვე მის კაბინეტში...მე გაბრაზებული ვუყურებ გაგას და მივყვები ქალბატონ ლიას.....
.....გაგა....ფიქრები...
სავარძელში ვჯდები ნიას კაბინეტს თვალს ვავლებ და მეცინება რომ ვიხსენებ მის გაბრაზებულ თვალებს..ასეთი შავი თვალები პირველად ვნახე....შემოვიდა თუ არა დამაინტერესა მაგრამ მისმა სიტყვა-პასუხმა,ამპარტავნობამ უფრო აზარტში შემიყვანა....სულ მალე მოგამტვრევ ქალბატონო ნია მაგ ამპარტავნობას,როგორ უხდება გაბრაზება რომ შეხედო ანგელოზს გავს მაგრამ თვალებში რომ ჩახედავ მმის უკუნე ბნელით მოცულ თვალებში იკარგები,მალე ჩემი შავი ანგელოზი გახდები პატარა,წინ კაი მხიარულება მელოდება შენგან-იძახის გიგა და კმაყოფილი ღიმილით მაგიდაზე დადებულ ნიას ფოტოს უყურებს......

-----------
მოგწონთ გაგავგრძელო?:)



№1  offline წევრი black angel555

სახელი მიწერია არასწორედ ბოდიშით მკითხველო ძაან დაღლილი ვიყავი რომ დავწერე წუხელ :)

 


№2  offline წევრი mariammeladze123

ძალიან ბევრი და კავშირია შენს მოთხრობაში, და კიდევ მინახია არა მინახავს. ისე მშვენიერი მოთხრობაა წარმატებები :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent