შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა 4


30-04-2018, 17:17
ნანახია 1 483

-ეი, ხელი გამიშვი!-მისი საქციელით გაკვირვებულმა ამის თქმაღა მოვახერხე. პირველად ვნახე "მისტერ დასტოინს" ასე დაეკარგოს სიმშვიდე.
-რაზე დაუძახე ალექსანდრეს?
-რა შენი საქმეა?-გავწიწმატდი.
-არის.
-ოჰო? როდის მერე?
-ამიერიდან.-ეს თქვა და კედელთან მიმიმწყვიდა.
-არა მგონია ყველაფერი ეგრე მარტივად მუშაობდეს.
-ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას, მარიამ!
ჩემი სრული სახელის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. "ახლა რომ ვიცი ეს ისე დამადებილებს, რომ რაღაც სასწაულს გავაკეთებ." გავიფიქრე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
-ჰმ. ვფიქრობ კარგი მოთმინების უნარი....გაქვს.-პირი დახურული არ მქონდა, რომ უკვე ვინანე ჩემი სიტყვები. არ ვიცი ჩემი ტვინი რამ დაახშო და ეს რა ძალამ მათქმევინა. მაგრამ აშკარად ცეცხლზე ნავთი დავასხი.
-ჰოო?-თქვა და ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა.
-......ჰო.-ძლივს ვიპოვე ძალა, რომ ეს ორი ასო ამომეთქვა.
-კარგი. მაშინ შედეგებზე პასუხი არ მომთხოვო.-თქვა და მაკოცა.
ეს არ იყო ისეთი კოცნა, როგორიც ბანალურ ფილმებშია ხოლმე, ვითომ რომ მხოლოდ ბიჭი გამოხატავს თავის გრძნობას და გოგო მხოლოდ შუა კოცნაში წყვეტს მუშტების რტყმას.სისულელეა. ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უაზრო კინკლავის შედეგი და ვაღიარებ, წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია. ტვინი ერთბაშად გამეთიშა და მხოლოდ ამ მომენტის შენარჩუნებაზე ვფიქრობდი. არც დარეკილი ზარი მადარდებდა, არც ის, რომ რამდენიმე მოსწავლემ დაგვინახა. ბოლოს ძლივს ჩამოვეხსენით ერთმანეთს. სახეზე აბრდღვიალებული ვიყავი.არ ვიცოდით ერთმანეთისთვის რა გვეთქვა, თუმცა, მგონი სათქმელიც არაფერი იყო. უხერხულად წამოვედით და ორივე ელენეს და ალექსანდრეს, ანუ ახლად დაბადებულ წყვილს შევეჩეხეთ შევეჩეხეთ. ალექსანდრეს უკვე ელენესთვის ხელი ჰქონდა გადახვეული.
-ოჰო! ესენი ნახე რა დღეში არიან!-ირონიულად ჩაულაპარაკა ელენეს. ელენემ კი სიცილი დაიწყო.
მე და ნიკა თავიდან ვერ მივხვდით, თუ როგორ შეგვამჩნიეს, მაგრამ მერე ერთმანეთს შევხედეთ და ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით სახეზე გვეწერა. მე სულ გადაწითლებული და ახურებული ვიყავი. ნიკას კი თმები ისე აბურდვოდა, თითქოს საწოლიდან ახალი ამდგარი ყოფილიყო. "ჰოომ...ნეტა ხელების თმაში შეცურება როდისღა მოვასწარი." ეს იყო პირველი იდიოტობა რაც თავში მომივიდა. მაგრამ მერე რეალობაში დავბრუნდი და უფრო მეტად მომეკიდა სახეზე ცეცხლი. ისტერიულად მოხარხარე ელენეს ხელი ჩავავლე და კალსში წავათრიე.
-ღმერთო! ღმერთო! ღმერთო! ღმერთოოო!!-სირცხვილისგან არ ვიცოდი რა მექნა.
-კაი დამშვიდდი, მარი. რა გჭირს?-მომღიმარი ელენე მშვიდად უყურებდა ჩემს ქოთქოთს.
-რა "რა მჭირს?"?! ფაქტიურად უცნობ ბიჭს ვაკოცე რომელმაც ამ დილით მანქანით სკოლაში მომიყვანა. ზედმეტად არანორმალურად ჰომ არ გეჩვენება?!-ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი.
-სადაც მე ორი კვირის გაცნობილ ბიჭთან პაემანზე ვიყავი, რომელსაც პირველ შეხვედრაზე უაზროდ ვეუზრდელე და ახლა ერთად ვართ, იქაც შენ, რა. რატო პანიკიორობ, როდის იყო მე და შენ ნორმალურები გვერქვა?
ამაზე გამეცინა და ცოტა დავმშვიდდი. დიანას ჩავაკითხეთ და ასე ერთ დასვენებაზე მომხდარი ამბები გავაცანით. გაოგნებულმა დაინამ არ იცოდა ჯერ გახარებოდა თუ თმებით ვეთრიეთ ორივე. :დ
-პრინცპიშიი სამივეს გამოგვიჩდა მიჯნურები.-ბოლოს ესღა თქვა.
-შეენც დიანა??-მე და ელენეს გაკვირვების დრო დადგა.
-ჰოომ....3 კვირაა ვხვდებით...
აი აქ კი გადაგვეკეტა.ესეც ჩვენს დღეში ყოფილა. სამივე ასეთი დაბდურები აღმოვჩნდით და სამივეს ასე ერთად დაგვეჯახა ბედისწერა. თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ჯერ კიდევ არეული იყო... არ ვიცოდი ამის მერე რა უნდა გამეკეთებინა. ნიკას აქამდე სულ არაფრის გამო ვაიგნორებდი და ახლა რაღა უნდა მექნა... მოკლედ...ისევ შარში ვარ!

იმ ინციდენტის მერე ნიკას იშვიათად თუ მოვკრავდი თვალს. მაისი დაიწყო და გამოცდებისთვის სერიოზული მზადება წავიდა. ბავშვები შაბათ-კვირას სკოლაში ვერჭეთ და თითო საგანს თითო საათიან მეცადინეობას ვუძღვნიდით. ჰო, თან ნიკა და ალექსანდრე აბიტურიენტები არიან და ჩვენზე უარეს დღეში იქნებოდნენ. ამიტომ არ მინდოდა ნიკასთვის თავი მომებეზრებინა მომხდარზე ლაპარაკით. დერეფანში ისევ ხშირად ვხვდებოდი. მის დანახვაზე ოდნავ წამოვხურდებოდი და მის დაჟინებულ მზერას თვალს წამიერად გავუსწორებდი.
ელენე მშვენიერ მდგომარეობაში იყო. ყოველ კვირის ბოლოს ერთ მთლიან დღეს ალექსანდრეს უთმობდა და ათას ადგილას დადიოდნენ.(რა საყვარელი წყვილია)
სკოლაშიც ერთმანეთს აშტერდებოდნენ, მაგრამ დისტანციას იკავებდნენ. სკოლის შემდეგ კი ალექსანდრე ჩემთან და ელენესთან ერთად დაახლოებით 15 წუთი პარკში სეირნობდა. მერე კი ელენეს სახლში აცილებდა. მე კი მათ გვერდით მოწყენილი სახით დავიარებოდი და აშკარად მურმანის ეკალივით ვიყავი.
-არ ხარ მურმანის ეკალი.-უცებ თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო ელენემ.
-ჰო. მე და ელენეს კარგად გვესმის რატომაც ხარ მოწყენილი. არ იდარდო, ისიც ეგრეა.-ღიმილით მითხრა ალექსანდრემ.
-რა? ვიზე ლაპარაკობთ?-ვითომ ვერ მივხვდი, არადა ალექსანდრეს სიტყვებმა ძალიან გამახარა. განსაკუთრებით ბოლო ორმა სიტყვამ. ელენემ და ალექსანდრემ ერთმანეთში მზერა გაცვალეს და სეირნობა განვაგრძეთ.
ბოლო დღეებში კი ნიკა საერთოდ აღარ მოსულა სკოლაში. რამაც გული ძალიან დამწყვიტა. არ მინდა, იფიქროთ, რომ კოცნის გამო გავხდი მასზე დამოკიდებული....არა. მასზე შეხვედრის წამიდან გავხდი დამოკიდებული, მაგრამ იმ კოცნამ უცნაური გამბედაობა და ძალა შემმატა, რის გამოც ახლა ჩემი ტვინი სულ ნიკაზე ფიქრობდა.
კატის გამოცდებზე მე, დიანამ და ელენემ კარგი ქულები გამოვიტანეთ და გიორგისთან და ალექსანდრესთან ერთად აღვნიშნეთ. გიორგიმ და ალექსანდრემ ერთმანეთი გაიცნეს და კარგად ჩაძმაკაცდნენ. გიო უკვე მეორე კურსელი იყო, ხოლო ალექსანდრე (და ნიკაც) სექტემბერში, უნივერსიტეტში პირველ კურსზე დაიწყებდნენ სწავლას.
მე და ელენეს გული გვწყდებოდა, რომ მე-12 კლასს ბიჭების გარეშე გავატარებდით, მაგრამ ალექსანდრემ თქვა, რომ მასაც და ნიკასაც ჯავახიშვილში ჩაბარება ჰქონდათ გადაწყვეტილი (ისევე, როგორც მე და ელენეს). ამან ორივე სასწაულად კარგ ხასიათზე დაგვაყენა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent