მარგიანის სასტავი (2)
დღე 2: მეორე დღეს უნივერსიტეტში ნინასთან ერთად მივედი და როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს , მიუხედავად იმისა, რომ ლექციები დაწყებული იყო ყველა გარეთ იყო. მე და ნინა ლიზასთან მივედით და რადგანაც ფაქტია , რომ უკვე დიდი ხნის მოსული იყო მას ვკითხეთ რა ჯანდაბა ხდებოდა აქ: -ვიღაც დებილები ყავს უნივერსიტეტს მოწვეული და რაღაცეებს ფორთხიალობენ , დებო. ხოდა ლექცია ცდება , ქვიზებიც ასე , რომ ტყუილად მოხვედით. -ღადაობ ხო?! აუუუ სალი! რისთვის ამაგდე ხო ვნახულობდი სიზმარში წიკლაურს ჩემთვის, ტკბილად! -ეგრე მეც ვნახულობდი ჯონი დეპს , მაგრამ რად გინდა?! -მარგიანი მამისმკვლელი თვალებით რატომ გიყურებს სალი?-დაინტერესებული მზერა მომაპყრო ლიზამ და ჩემს უკან თვალი გააპარა. -მერავიცი, არ ვიცნობ არ მიცნობს! სცენასთან ვიდექი და იმ სტუმრებს ვუსმენდი ლიზამ , რომ გვითხრა წეღან, ჰო რა გინდა, ვერაფერს იტყვი ნამდვილად მაგარს ბოდავენ უეჭველი მოწეულში არიან. -შენც იმას ფიქრობ , რომ გასულები არიან მომსახურეობის ზონიდან? ხმის ადრესატისკენ ვიყურები და მარგიანის დანახვაზე თვალებს ვატრიალებ, ჰო, სავარაუდოდ ახლა უნივერსიტეტის ყველა გოგო აქეთ იყურება და ხვალიდან ყველა ჩემი მტერი იქნება, შეიძლება დღეიდანაც კი! -გადი აქედან, დღეს ნუ მიშხამებ,-კისერს ვიგრძელებ და ნინას და ლიზას ვეძებ, რათქმაუნდა აქეთ იყურებიან რამე , რომ არ გამორჩეთ! -აქედან, რომ წავიდე შენ რა გეშველება? ხომ ვიცი უჩემოდ წამებიც ვერ ძლებ,-"სინანულით" აქნევს თავს და მეც ეგრევე მისკენ ვტრიალდები -წადი-თქო სანამ გადამკიდე მთელი უნივერსიტეტის გოგოები, საქმე არ გაქვს?! -მქონდა საქმეები და სანდროს ვთხოვე მოეგვარებინა, ისე სანდრო და ნინა უხდებიან ერთმანეთს ხო იცი,-მრავლისმეტყველად აქნევს თავს და ნინასკენ მანიშნებს. ნინა როგორცკი ხვდება , რომ მასზე ვლაპარაკობთ ეგრევე აცილებს მზერას მარგიანს და გეგას უწყებს ყურებას , რომელიც ჩვენგან ცოტა მოშორებით დგას და რატომღაც ეგეც ჩვენ გვაკვირდება! -კი , უხდებიან . ახლა წახვალ? -მე და შენც ვუხდებით, ეგეც იცი? -აქ კი რაღაც აგერია. მე თუ მკითხავ შენ მაგრად მოუხდებოდი მაშო კილაძეს, აი ზუსტად შესაფერისები ხართ,-ხელით ვანიშნებ უნივერსიტეტის ყველაზე "სვეცკი" გოგოსკენ და მობეზრებული ვუყურებ მაშოს, მოიცა ეგეც ჩვენ რატომ გვიყურებს?! და საერთოდ ყველა ჩვენსკენ რატომ იყურება, რამე მისვია სახეზე თუ მარგიანს აქვს რამე?! -რა იყო, მწყევლი ? სულ დაკარგე ადამიანობა ხო?! -მარტო მე ვამჩნევ , მარგიანო, რომ მთელი უნივერსიტეტი ჩვენ გვიყურებს?! -რატომ მეგონე ისეთი გოგო, რომელსაც ეგეთები კიდია? -მე . შენ იყავი ფრთხილად. ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და ნინასთან და ლიზასთან მივდივარ. -ეს რა იყო?!-თვალებგაფართოებული მეკითხება ლიზა რითაც ჩემს უკმაყოფილებას იწვევს. -მათე იყო, მარგიანი, კიდევ რა გაინტერესებთ? -კაი, გაფიცებ! რაზე ლაპარაკობდით? -ზოგად-საკაცობრიო თემებზე და იმაზე თუ რა როლს ასრულებს ტვალეტი ადამიანის ცხოვრებაში. -სერიოზულად, სალი! -სერიოზულად გეუბნები.-აუღელვებლად ვეუბნები და უკან ვიხედები, მარგიანი მიყურებს და ეგეც ჰაეროვან კოცნას მიგზავნის, ისევ მთელი უნივერსიტეტის ყურადღებას ვიქცევთ და ამჯერად მართლა არ მანაღვლებს, შეყვარებულები კი არ ვართ! საერთოდ, ნაცნობებიც კი არ ვართ და არც არასოდეს ვიქნებით! ლიზასთან და ნინაჩკასთან ვლაპარაკობ მოულოდნელად უკნიდან მაშო კილაძის მწივანა ხმა , რომ მესმის: -გაფრთხილებ, მარგიანს არ გაეკარო! უკვე იმის თქმას ვაპირებ კიდე მე უნდა გავეკარო, მომაშორეთ თავიდან-თქო, მარგიანი, რომ გვიახლოვდება: -მაააშოო, რა სიურპრიზია , რა გინდა სალისთან?-მეგობრულად ეკითხება და მხრებზე ხელს მხვევს. ჯერ მხრებზე გადახვეულ ხელს ვუყურებ და მერე მარგიანს ვაჩერდები პირდაპირ სერიული მკვლელის მზერით. -იცნობთ ერთმანეთს?-დაბოღმილი გვეკითხება კილაძე. მარგიანი ორი წამით მიყურებს და მაშინვე ვხედავ მის თვალებში ათამაშებულ ჭინკებს, ვაი, ოღონდ ის არ ქნას რასაც მე ვფიქრობ, ეგ არ უთხრას! -იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ შეყვარებულები ვართ დამაჯერებლად ეუბნება მათე. ნინას და ლიზას ყბა უვარდებათ მე კიდევ ხელი შეუმჩნევლად მიმაქვს მარგიანის ზურგისკენ და ისე ვბწკენ სახეზე ბორშისფერი ედება. -ისაა..დიდი ხანია ერთად ხართ?-დაბნეული გვეკითხება მკვდრისფერდადებული კილაძე. -1 თვეა.-ღიმილით ეუბნება მარგიანი. -იცი, მარგ..მათეს ვუყვარვარ ბაღიდან, ბაღელები ვიყავით , ხოდა ხან მომაკითხავდა და მეუბნებოდა რომეო და ჯულიეტა შექსპირმა კი არა მე დაგიწერე შენო , თან მიმტკიცებდა წარმოგიდგენია?! ხან დამავლებდა ხელს და მანქანაში ჩამტენიდა გიტაცებ უშენოდ მზე აღარ სუფევს ცის კამარაზეო, ერთხელ მახსოვს პაემანზე ვიყავი რა, ხოდა ძალიან მაგარი ბიჭი იყო ირაკლი ერქვა და ეს შემოგვივარდა ჩემია სალი და ხელი არ დაედოსო, ხოდა ირაკლიმ მაგრად ცემა, მაგის მერე ცოტახანი კიდევ ვხვდებოდი მაგ ბიჭს და მერე დავშორდი ხოდა საბოლოოდ არჩევანი , რომ აღარ დამრჩა ვინმე ხომ უნდა მყოლოდა და მარ..მათეს მოვეჭიდე მეთქი მეც მიყვარხარ-თქო.-თავს მხარზე ვადებ მარგიანს და მიკვირს , რომ ვულკანის ამოფრქვევის მოახლოებას ვერ ვგრძნობ, რაღაც მშვიდად ვარ და როცა მშვიდად ვარ მაშინ ვარ ყველაზე საშიში! -ხო , მე დავსვდევდი და ბოლოს ირაკლიმ , რომ მცემა შევეშვი სალის დევნას და ვიღაც გოგოსთან მქონდა შეხვედრები ხო ხვდები რა, ხოდა სალიმ ის გოგო თმებით ითრია და კაფელზე არტყმევინა თავი, მას მერე სულ ერთად ვართ,-ნამდვილი აბესალომი და ეთერი ვართ, არა?! -წავალ მე,-აი ასეთი მაშო კილაძე დედამიწასა და კოსმოსსაც კი არ ახსოვს! მაშო მიდის და ძლივს ვიკავებ თავს , რომ ამდენი ხალხის წინ მარგიანი წიხლ-ქვეშ არ დავიფინო და რამე არ ჩავარტყა ამ სიმპატიურ იდიოტ სახეში! -რავი რა გითხრათ, ნათლია მე ვარ,-თვალებს აპაჭუნებს ლიზა. -მაშინ მეჯვარე ვიქნები, ჯანდაბას.-ღრმად ოხრავს ნინა-ისე კარგი წყვილი ხართ ხომ იცი. -აქამდე რატომ არ გვითხარით ?!-გვიახლოვდება წიკლაური და ნინას გულის "ზჯკალკერკიარკკფრ" უკვე აქაც მესმის. -მოიცა, საიდან გაიგეთ?!-თვალებდაჭყეტილი ვეკითხები. -მაშომ მოსდო უკვე მთელ უნივერსიტეტს ! -აი ახლა თქვენი ძმაკაცი გაიტანეთ აქედან თორემ პირდაპირი რეისით გავაფრენ აბადონთან! ვიღაც სკეიტბორდით მოქრის და მარგიანს ოდნავ სცდება , რომ თავი არ წაუტეხოს: -ნელა საყვარელო, თავ-პირი არ წაილეკო.-ვუღიმი "თბილად" -მერე რა პრობლემაა, რისთვის ხარ ჩემი შეყვარებული?! დამპირდი , რომ რამე თუ მომივა სექსუალური მედდას ფორმას ჩაიცვამ და შენ მომივლი! -კი, მოგივლი! ისე მოგივლი , რომ მზის შუქს ვეღარასოდეს იხილავ , სიყვარულო!-ხელზე მუჯლუგუნს ვკრავ და ნინას და ლიზას ძალით მივათრევ სახლში, მაინც ყველა ლექცია ცდება და! დღე 3: - აი , რა საჭიროა ეს დებილური ივენთები?! ბოლოს ბოკუჩავა დალევს აეკიდება ვინმე ნა*ას , მერე იმ გოგოს შეყვარებული ვინმე ზორბა კაი ბიჭი აღმოჩნდება , ბოკუჩავას გაიგდებს დამხრჩვალი კატივით და ბოლოდ ყველაფერი პოლიციის შეყრით დამთავრდება! ოხ , ეს უნივერსიტეტი!-წუწუნებს ლიზა და თან ჩემს შავ მაღლებს ფეხზე ირგებს,-ისა და, ანდრია იქნება ხო? -რას გადაეკიდეთ ამ ოთხეულის ბიჭებს! გამოილია მსოფლიოში ბიჭების რაოდენობა?! იცით , რომ სტატისტიკურად მსოფლიოში მცხოვრები ბიჭების რაოდ.. -მოიცა, მოიცა! შენი შეყვარებული მათე მარგიანია და კიდევ ჩვენ გადავეკიდეთ ოთხეულის ბიჭებს?! -არ არის ჩემი შეყვარებული! საბოლოოდ მხოლოდ იმისთვის ვჭირდები , რომ თავის ჭკუაში გამომიყენოს, სექსი გვქონდეს და მერე მიმაგდოს და ვერ ხვდება , რომ ერთი თავისი ბოცვერის ღიმილით მე ვერ დამკერავს! არაფერს არ ვგრძნობ მაგ თხის მიმართ და ვსო ნუ! -კაი რა, ჟურნალიდან გადმოსულებს გვანან რა ბიჭები არიან!-ტუჩს იკვნეტს ლიზა. -მერე რა გინდა, ჩვენ არ ვგავართ ვოგის ჟურნალიდან გადმოსულ გოგოებს?! -ნუ შენ კი, ჟღალთმიანი, მწვანეთვალება, მაღალი, გამხდარი, ჭორფლიანი , ქათქათა და ულამაზესი ნამდვილად გავხარ ვოგიდან გადმოსულს , მაგრამ ჩემნაირ მსუქან ვირს მატაბელი არ შეხედავს!-ცხვირს იბზუებს ლიზა და წარბებს კრავს. -შენ და ნინა , რომ იტყვით რომ მე ვარ ლამაზი და თქვენ მახინჯები მანდ მაქვს თავი მოსაკლავი,-წარბებს ვწკიპავ და ნინას ვთხოვ მუქი შავი კაბის ელვა შესაკრავი შემიკრას, ფეხზეც შავ კაკუნებს ვიცმევ და მანტოს ვისხამ, ჩანთას ვიღებ, თმები რადგან ისედაც დახვეული მაქვს უბრალოდ მხრებზე ვიყრი და სახეზე მხოლოდ მუქ შინდისფერ კონტურს ვისვამ. -წავედით? გოგონები კმაყოფილები მიყურებენ და მპასუხობენ: -სხვათაშორის შენი ბიჭი იქ იქნება, საერთოდ, ოთხეულიდან ყველა იქნებაო გოგოები ამბობდნენ. -ჯერ ესერთიც , ჩემი არ არის! საერთოდ ბიჭიც არ არის, საიდუმლოდ მითხრა, რომ ზოოფილია და მთხოვა არავისთვის მეთქვა, ისიც მომიყვა წინა წელს კატას , რომ კერავდა და ბებიამისმა შეუსწრო, მაშინვე ინფაქტმა ხია ქალს ეს ვინ გამიზრდიაო! და მეორეც, ნუ დაღალეთ ეს ოთხეული ვაჰ! სახლის კარებს ვხურავთ და უცბად არც მეტი არც ნაკლები ჩვენი მეზობელი ლამარა გამოჩნდა, აი ესღა დააგვირგვინებდა დღევანდელ საღამოს: -დედა, დედა! სულ ნაირნაირი გოგონები, რა ლამაზები ხართ, კაცო! -მადლობა , ლამარა დეიდა,-ძალით უღიმის ნინა და დარწმუნებული ვარ გულით უკვე წიკლაურთან ზის. -ბიჭები გელოდებიან ხომ ქვემოთ? შეყვარებულები ხომ გყავთ? -მე და ლიზას არა და სალის კი კაცო.-თუ ვაპატიო! -მართლა, სალიკა? სალიკა და შენ დაგეცა მეტეორი! -დიახ,-ვიღრიჭები და ნინას ისე ვჩქმეტ დარწმუნებული ვარ სისხლჩაქცევას ვიხილავ ხვალ. -რა ჰქვია? რა შენი საქმეა?! -მათე. -რა გვარია? ახლა მოვკლავ ამ ქალს, რა მნიშვნელობა აქვს პოლიციის განყოფილებაში დამისვამენ ტრილიონ კითხვას თუ აგერ ლამარა დამისვამს სადარბაზოში! -მარგიანი. -უი დედა, მსმენია კაცო, თურმე ძალიან კარგი ბიჭი ყოფილა , ყველა გოგო შენატრისო, გაგიმართლა დედიკო, გაგიმართლა არ დაკარგო ეგ ბიჭი! ჩავიხუტებ გულში! -მადლობა, ლამარა დეიდა. ძლიმს გამოვექეცით და ამ მაღლებით რასაც ჰქვია ჩავრბივართ კიბეებზე. რომ ჩავდივართ უკვე ტაქსის გამოძახებას ვაპირებ ლიზას ხმა , რომ მესმის: -სალი, არ გამოიძახო ტაქსი. ლიზასკენ ინტერესით ვიყურები და..ოხ! აი ახლა ჩამისკდეს მიწა და ჩამიტანოს აბადონთან ან ჰადესსთან! მარგიანი ზის თავის ლენჩ ძმაკაცებთან ერთად! ვუბღვერ და უხეშად ვეკითხები: -შენ ამაზონში მყავხარ გამოწერილი?! რა გინდა აქ?! -შეყვარებულის წასაყვანად მოვედი, უფროსწორად შეყვარებულის და მისი უმშვენიერესი დაქალების.-გოგონებს უღიმის და მე ირონიულ მზერას მტყორცნის მარგიანი. -ჰოდა შეყვარებულის დაქალები წაიყვანე, მე შემეშვი.-ნიშნისმოგებით ვეუბნები და ტაქსს ველოდები. -სანდრო, დაჯექი საჭესთან და გოგოები წაიყვანე, ჩვენც მალე მოვალთ,-მანქანიდან გადმოდის მარგიანი და გვერდით მიდგება. ზედმეტი სიტყვების გარეშე მანქანას ძრავენ და მიდიან: -რას გადამეკიდე?! არ იყო საჭირო დარჩენა, გაიგო მსოფლიომ ვისი შეყვარებულიც ვარ და ეშინიათ უკვე ჩემთვის შემოხედვაც კი!-ვუღრენ მარგიანს და მანტოს უფრო მჭიდროს ვიკრავ სხეულზე. -შავ კაბაში ძალიან სექსუალური ხარ,-ქვედა ტუჩს კბილებს ასობს და მზერას ჩემს ტანზე აჩერებს: -ხო, შენთვის გამოვიპრანჭე და,-ირონიულად ვპასუხობ და ტაქსს ვაჩერებ, კარს მიღებს და მატარებს შემდეგ კი გვერდით მისკუპდება. -მართლა ძალიან სექსუალური ხარ, დღეს საღამოს რას აკეთებ?-სიცილით მეკითხება: -დორბლები იქით ყარე, დღეს საღამოს ერთ დებილ ბიჭთან ერთად უნივერსიტეტის შეკრებაზე მივდივარ და არ მცალია შენთვის. -ვეჭვიანობ იმ ბიჭზე,-გვერდულად ვუყურებ და უცბად ყველანაირი ირონიის გარეშე მართლა მეცინება: -მარგიანო, უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული ბიჭი ხარ, შენი ერთი სიტყვა და ყველა შენს გარშემო დაიწყებს ცეკვას, ყველა გოგო ოცნებობს , რომ ერთხელ მაინც გაუღიმო და შენ მაინცდამაინც ჩემზე , ერთადერთ გოგოზე რომელსაც არ მოწონხარ, გადაწყვიტე გეთქვა , რომ შენი შეყვარებული ვარ?! -ხშირად გაიღიმე ხოლმე,-დასერიოზულებული მეუბნება და დანიშნულების ადგილზე მისული გადადის და კარს მიღებს , რომ გადავიდე. ჰო, როგორც ჩანს ეს წელი სიურპრიზებით იქნება აღსავსე! კიდევ ერთი ნაჯღაპნი თავი. დაგვიანების რეალური მიზეზი არის ის , რომ როდესაც შემოვედი ზუსტად 1 მოწონება ჰქონდა ამ ისტორიას და ვიფიქრე საშინელება იყო-თქო, ხოდა აღარ შემოვდიოდი და გუშინ რაღაც ისტორიის წასაკითხად შემოვედი შეტყობინებები, რომ ამომიგდო ,სადაც ჩანს, რომ არც ისე ცუდი ნადღლეზნი გამომივიდა, რა ვიცი, თუ მომყვებით არ გავწყვეტ, ამჯერად არა. გპირდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.