შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომისთვის განწირული (სრულად)


30-04-2018, 20:59
ავტორი N1penguin
ნანახია 11 280

ნანა მაჩაბელი ადრეულ ასაკშივე შეეგუა იმედგაცრუებას. 14 წლის იყო, როცა წვივის ძვალი დაიზიანა. უთხრეს, რომ სუსტი ძვლების გამო ცეკვას ვეღარ გააგრძელებდა. აი ასე გადაიქცა უამრავ კონკურსში გამარჯვებული ბალერინა ნანა მაჩაბელი უბრალო ნანა მაჩაბლად. თითქოს ყველაფერი დაავიწყდათ, ყველამ ზურგი აქცია. დარჩა მარტო თავის ოცნებებთან და მტკივან ფეხთან.
ბალეტისთვის თავის დანებება ძალიან გაუჭირდა. პატარაობიდანვე ბალერიონობაზე ოცნებობდა და ასე უცებ როგორ დაივიწყებდა ყველაფერს? შეეგუა იმ აზრს, რომ სცენაზე ვერ გამოვიდოდა და მაყურებელს ვერ ასიამოვნებდა თავისი სანახაობით. თუმცა, როდესაც ნერვიულობას იწყებს, დასამშვიდებლად გაჭიმვებს აკეთებს. ქუჩებში სეირნობისას კი ვერასდროს ვერ უვლის გულგრილად იმ მაღაზიებს, სადაც საბალეტო აქსესუარები იყიდება. ზოგჯერ ნოსტალგია ძლიერ შემოუტევს და თავი ისევ ბალერინა ჰგონია. პუანტები მუდამ მის საწოლთან აწყვია. ზოგჯერ მათთან ჩახუტებულსაც კი სძინავს.
გახდა სტუდენტი და რამდენიმე კურსელს დაუახლოვდა. მარიანამ შეუძლებელი შეძლო და ნანას ნორმალური ცხოვრება დაანახა.
-რაო, დონაძეზე რას ამბობენ, როგორი ლექტორიაო? - იკითხა ნანამ და მარიანას გვერდით ჩამოჯდა.
-გამოგწურავს და ტვინს გამოგილაყებსო.
-აუუ, მართლა? სხვა ვერავინ შეგვირჩიეს?
-ერთი სემესტრი გაუძელი, - გაიღიმა მარიანამ და წიგნების ამოლაგებას შეუდგა.
ამას მოჰყვა ლექტორისა და ბავშვების გაცნობა და პირველი ლექციაც.
-მორჩა, ოფიციალურად მეზიზღება ეს საგანი, - ნანა უკვე ვეღარც აზროვნებდა.
-წამო, წამო ინგლისურზე, - მარიანამ ხელი ჩაჰკიდა და სასწრაფოდ აარბენინა ორი სართული.
ინგლისურის ლექციის ნახევარს ვერ მოუსმინა. მარიანას გახედა და დაინახა, რომ მესენჯერში სწერდა ვიღაცას. თავადაც აიღო მობილური.
„შენ ხო ადამიანი ვერ გაგაგდებინებს მაგ მობილურს ხელიდან“ - მისწერა მარიანას და დაელოდა როდის უპასუხებდა.
„გააგდე მობილური ხელიდან!“ - ორწუთიანი ლოდინის შემდეგ ხელახლა მისწერა.
„დამანებე გოგო თავი :D :D :D“
„უსმინე ლექტორს! დაგემტვრა თითები, დაისვენე ცოტა“
უშედეგო ბრძოლის შემდეგ ნანამ ისარგებლა ლექტორის რექტორთან მობილურზე საუბრით და მარიანას მოულოდნელად წაართვა მობილური. ორივე გადაბჟირდა ამ საქციელზე.
-დამიბრუნეე, - საწყლად გაასავსავა ხელები მარიანამ და საცოდავი სახით შეხედა ნანას.
-დაიმსახურე?
-ერთსაც მივწერ და მოვრჩები.
-იცოდე, გიყურებ.
ინგლისური როგორც იქნა დაუმთავრდათ და მარიანას მანქანისკენ აიღეს გეზი.
-გმირთა მოედნამდე ხო? - ჰკითხა მარიანამ.
-პირველად მიგყავარ არა? - გაიცინა ნანამ და მარიანას გვერდით მოთავსდა.
ღვედი შეიკრა და სიმღერები ჩართო. თან ტანი ააყოლა ჰანგებს.
-თავი შენ მანქანაში გგონია ხომ? - გაიკრიჭა მარიანა და ფანჯრები ჩამოსწია.
-მყინავ ქალოო? აწიე დროზე.
-ეე, ნახე, ნათია. მოიცა, ესეც წავიყვანოთ. ნათიი, - მანქანა შეანელა და გოგონას დაუძახა. - წამო, გმირთა მოედნამდე გაგიყვან.
-უიი, მადლობა, - გაიღიმა ნათიამ.
-აბა, გადახტი, ნანა და ნათია შეუშვი.
-რა პრობლემაა, ასე ძალიან თუ გინდა ეს კარი გააგლიჯონ სხვა მანქანებმა, - გაიკრიჭა ნანა.
-კარგი, ხოო, მე გადავალ, - მარიანამ მანქანა გააჩერა, გადავიდა და სკამიც გადასწია, რომ უკან შეეშვა ნათია.
-აი რატომაა ცუდი მარჯვენასაჭიანი მანქანა, თანაც ორკარიანი, - ჩაჯდომისას მიახალა ნანამ.
-მოისვენე, თორემ გადაგაგდებ. და ეგ წიგნი ქვემოთ შედე რაა. დანახვა აღარ მინდა. ნათი, შენ საით მიდიხარ? ერთი გზა ხომ არ გვაქვს?
-მარჯანიშვილთან უნდა გავიდე.
-აა, არა, მე სხვა მხარეს მივდივარ. გაწყობს გმირთა მოედანი დიდის ამბით რომ გაგაჩერე?
-კი, კი, დამშვიდდი, - გაიღმა ნათიამ და ისიც აჰყვა სიმღერას.
-ერთნაირები ხართ, - ჩაიდუდღუნა მარიანამ და გოგოებს გახედა. - ვაიმე, ნანა, დროზე აიღე ჩემი მობილური და ნახე ვინ მომწერა, - წამოიკივლა, როცა მესენჯერის ხმა გაიგო.
-და ვის უნდა მოეწერა? - ბოროტულად გაიცინა ნანამ. - რამეს არ მეუბნები, მარიანა?
-ოო, ნახე რაა.
-ვაჟაა. მოიცა, მოიცა, ეს ის ვაჟაა? აკი აღარ მივწერო?
-მე არც მიმიწერია, თავად მწერს.
-მოიცა, გუშინ იმიტო დაიძინე ისე გვიან? ინგლისურზეც ამას სწერდი ხოო?
-ვაჟა ვინაა? - დაინტერესდა ნათიაც.
-ჩემი მეგობარია.
-ხო, ხო, მეგობარი, - ჩაიცინა ნანამ. - მარიანას ბიძა და ვაჟას ბიძა ძმაკაცები არიან და სტუდენტი რო გახდა, გააცნეს ერთმანეთს. ორივე საქართველოს უნივერსიტეტში მოხვდით და მიხედავთ ერთმანეთსო.
-რა მომწერა?
-უნივერსიტეტთან გელოდებიო. რატო გელოდება?
-რაღაცა უნდა მივცე.
-რა? რა სჭირდება?
-ვაიმეე, რამდენ კითხვას სვამ, ნანა? გეყოს.
-კარგი, ახლა მოგეშვები, მაგრამ მაინც მოგიწევს ჩემთვის ყველაფრის მოყოლა.
-თქვენი გაჩერებაა, აბა, კარგად.
ნანა და ნათია სწრაფად გადავიდნენ მარიანას მანქანიდან და გზა გააგრძელეს. ნანა უხალისოდ აუყვა აღმართს და პირველივე გაჩერებაზე დადგა, რომ ავტობუსს გაჰყოლოდა. რა თქმა უნდა, ავტობუსი ჯავახიშვილის სტუდენტებით გაიჭედა.
გზაში ნანას ისევ თვალები დარჩა საბალეტო აქსესუარების ვიტრინაზე. აი, კოლგოტი, პუანტები და ტუტუ აცვია მანეკენს, რომელიც კატურ ნაბიჯს აკეთებს.
სახლში ასვლისთანავე ოთახში შეიკეტა და ფეხების ვარჯიში დაიწყო. პუანტებს დაავლო ხელი და სცადა „ენ პოინტე“ ეცეკვა, მაგრამ ორ წამში იატაკზე დაეცა მუხლებით.
-დედი, კარგად ხარ? - გაიგონა შეშფოთებული დედამისის ხმა, რომელიც უკვე მისი ოთახისკენ მორბოდა.
-კი, დეე, უბრალოდ საწოლს გამოვკარი ფეხი.
-კაი დეე, ნახევარ საათში ცირაც დაბრუნდება სკოლიდან და ჭამეთ ხოო?
-კაი.
პუანტებს დააჩერდა და ნახევარი საათი ისევ მუხლებზე იდგა, სანამ ცირას ხმა არ მოესმა.
-ეს გამოცდები შემიწირავს მე.
-უჰ, ისე წუწუნებ, თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, - ოთახიდან გამოვიდა ნანა.
-ოჰ, დიდი ხანია სტუდენტი ვართო? შენ ჩემზე უარეს დღეში იყავი.
-გეგონოს. მე-11 კლასის კატზე თუ ნერვიულობ, ეროვნულებზე რაღას იზამ? ან ქვიზები, სემინარები, შუალედურები და ფინალურები რომ გექნება მერე რაღას იზამ?
-ვაიმეე, ჯერ მარტო ერთი სემესტრი გავიდა, რაც მაგ რეჟიმში ხარ და უკვე ჭკუაზე აღარ ხარ? აბა, დიდო დაო, რა რჩევებს მომცემთ?
-ვაიმეე, დედა, გაიყვანე ცირა აქედან, სტუდენტ ბავშვს ნერვებს მაგლეჯს.
-აჰა, ისევ, დავუკვირდი და მივხვდი, რომ ყოველ წინადადებაში უსვამ ხაზს შენს სტუდენტობას.
-ვაიმეე, გახდები სტუდენტი და თავადაც ასეთი იქნები.
-დედა, გთხოვ, დამაკვირდი და არ მომცე უფლება, რომ ამისნაირი სტუდენტი გავხდე, - დედამისს გადახედა საწყალი თვალებით.
-ცირა, ნანა, ახლავე გეყოთ. დები ხართ, უცხოები ხომ არა?
-ვხუმრობთ, დეე, - ნანა დედამისს მოეხვია და ლოყაზე აკოცა.
-ოხხ, ნანა, მოხარშულს გიცნობ. რა გინდა?
-ფული გამატანე რაა, ხვალაც ორი ლექცია მაქვს.
-მერე რა გინდოდა ორ-ორ ლექციას რო ირჩევდი ერთ დღეს.
-ხო, ხო, სულ მე ავირჩიე, რას ამბობ. ცირა, შენც ხო საქართველოს უნივერსიტეტში აბარებ?
-იოცნებე. სკოლასა და სახლშიც მეყოფი.
-აბა სად გაქვს გადაწყვეტილი?
-როცა გადავწყვეტ, წერილობით შეტყობინებას გამოგიგზავნი.

ნანამ მაშინვე მობილურს დაავლო ხელი, როცა მარიანა ისევ ცხვირით ჩამძვრალი დაინახა მესენჯერში.
„გააგდე მობილური“
„ახლავე <3“
თუმცა მობილურის დადებას ნამდვილად არ აპირებდა.
„რა ჩაგარტყა?
39 ზომა ფეხსაცმელი დაგატყო?“
„როდის მიშვილე?“
„გუშინწინ :D :D დედაშენს შევუთანხმდი“
„არ გეტყვის უარს ისე ვუშლი ნერვებს“
„მე აქ მიშლი ნერვებს სამ საათში და იმას რაღას უზამ“
სულ მალე ეს მიმოწერა მარიანას დეიზე აღმოჩნდა.
-აუ, მე წავედი, - ლექციის დამთავრებისას თქვა მარიანამ.
-აუუ, კაი რაა, მარტო მტოვებ? - ცხვირი ჩამოუშვა ნანამ.
-ქვიზს არ ვწერთ მაინც და მირჩევნია, რომ ინგლისურისთვის კარგად მოვემზადო.
-მოღალატე, - გაბრაზებულმა შეხედა და გაბუტულმა გაიხედა მეორე მხარეს.
სულ მალე ორივე სიცილით იგუდებოდა ამ საქციელზე.
მარიანამ მაინც დატოვა ნანა. ნათიას იმედზეღა იყო, როცა მანაც უთხრა, რომ მეგობარი ცუდად იყო და უნდა მოენახულებინა.
-ჰო, ჰო, დამტოვეთ ყველამ მარტო, - ჩაიბუზღუნდა ნანამ და ლექციაზე შევიდა.
უხალისოდ იჯდა საათ-ნახევარი და სკამის სახელურს აწვალებდა. საბედნიეროდ, ლექტორმა ნახევარი საათით ადრე გაუშვა სტუდენტები. იმდენად უნდოდა უნივერსიტეტიდან გამოსვლა, რომ წიგნებს გზაში ალაგებდა და თან მირბოდა.
უკვე ეზოდან გადიოდა, როცა ჩანთა შეკრა და ზურგზე მოიკიდა. ვერც კი გაიაზრა რა მოხდა შემდეგ. მსუბუქი დარტყმა იგრძნო და ასფალტზე აღმოჩნდა. მანქანამ, რომელიც პარკინგიდან გამოდიოდა, უკანა მხრიდან მიარტყა.
-სარკეში იყურე, - დაიყვირა ნანამ და წამოდგომა სცადა.
ბიჭმა ძრავა ჩააქრო და სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან. მაშინვე ნანასთან მივიდა და წამოდგომაში მიეშველა.
ნანა დარწმუნებული არ იყო თავად ვერ დაინახა მანქანა, თუ მძღოლმა ვერ შეამჩნია ის, მაგრამ მაინც ჩხუბზე გადავიდა.
-საერთოდ მართვა იცი? სარკეები რისთვის გამოიგონეს?
-ბოდიში, მაგრამ მე უკვე გამოვდიოდი, როცა შენ არსაიდან გადმოხტი.
-შეშლილივით რო არ ატარებდე მანქანას, მასე არ მოხდებოდა. აქეთ რომ მაბრალებ.
-კარგი, კარგი, ბოდიში. რამე ხომ არ დაიზიანე?
-საბედნიეროდ არა, - შეუღრინა ბიჭს. - მაგრამ ჩემი საყვარელი ჩანთა დასვარე.
ბიჭმა კეფა მოიქექა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.
-კარგი, სად ცხოვრობ? გაგიყვან.
-არ მჭირდება, - ცხვირი აიბზუა ნანამ.
-ამით მაინც გამოვისყიდი დანაშაულს. ჩაჯექი.
ნანა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბიჭს გაჰყვა და მის გვერდით მოთავსდა. სასწრაფოდ შეიკრა ღვედი და ბიჭს შეხედა. მხოლოდ ახლაღა დააკვირდა როგორი სიმპატიური იყო. საჭეზე დაწყობილ ხელებს შეხედა და ღვედს მთელი ძალით ჩაეჭიდა.
-მეტყვი მისამართს?
-ჯერ ჭავჭავაძეზე ადი და იქიდან მიგასწავლი.
-რა გქვია?
-ნანა. შენ?
-ივანე, თუმცა ყველა ივას მეძახის. ალასანიაში სწავლობ ხო?
-მაგ უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, შესაბამისად კი.
-ხოო, მეც. პირველკურსელი იქნები.
-და შენ მერამდენეკურსელი ხარ?
-მეორე.
-უჰ, რამხელა სხვაობაა, - გაიღიმა ნანამ. - რომელ ფაკულტეტზე ხარ?
-ბიზნესზე, - ნანამ ამის გაგონებაზე თვალები აატრიალა. - შენ?
-ტრადიციულია, მე ჯანდაცვაზე. მარცხნივ გადაუხვიე.
-როგორც იტყვი. აბა, ნანა, ცოტა მომიყევი შენზე.
-რა მოგიყვე? ყოფილი ბალერინა ვარ.
-ყოფილი?
-ძალიან სუსტი წვივები მაქვს და ვერ შევძლებდი გაგრძელებას. ჰოდა შევეშვი ბალერინობას და ჯანდაცვაზე დავიწყე ფიქრი.
-ახლა საით?
-პირდაპირ იარე და იმ ხელოვნურ უსწორმასწორობასთან გააჩერე.
-როგორც ჩანს, ჩვენი ერთად მგზავრობა ამით ამოიწურა. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
-არა, ნამდვილად მერჩივნა სულ სხვა სიტუაციაში გამეცანი, მაგრამ ჩემთვისაც სასიამოვნოა. იმედი მაქვს, მომავალში პირდაპირ არ ამაკაპოტებ.
-მაგის იმედს მეც ვიტოვებ, - გაიღიმა ივამ და მანქანა გააჩერა. - თქვენი გაჩერებაა.
ნანამ ღვედის გახსნა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-ნუ ეჯაჯგურები, არ გააფუჭო.
-ვერ გამიხსნია და რა ვქნა?
-აქედან ვერ ვხსნი. დამაცადე, მე მოგეხმარები.
ივანემ მანქანას შემოუარა და ნანასკენ დაიხარა.
-ნუ ცმუკავ, მოისვენე, - დაუცაცხანა გოგოს.
ნანა მასთან რამდენიმე სანტიმეტრში მყოფ ბიჭს გამოშტერებული უყურებდა.
-ასე როგორ შეკარი? აჰა, შეგიძლია გადმოხვიდე.
ივანემ ღვედი მოხსნა ნანას და გაუღიმა.
-მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. - სასწრაფოდ გადმოხტა მანქანიდან და უკანმოუხედავად აირბინა კიბეები.
-ასე მალე დაბრუნდი, დეე? - ჰკითხა დედამისმა შესვლისთანავე.
-ხო, ლექტორმა მალე დაამთავრა ახსნა და...
-კაი, ჭამე ახლა და მერე იმეცადინე.
-პატარა კი არ ვარ, - გაეცინა ნანას და საჭმლის დამთავრებისთანავე მარიანას გალანძღვა დაიწყო მობილურით. - შე უსინდისო, არა, როგორ მიმატოვე? გამწირე ხო მარტოობისთვის?
-კაი, დამშვიდდი, რა მოხდა?
-ვიღაც შტერმა კინაღამ შენი მხსნელი მიახატა გაღიმებული საფლავის ქვას და არც კი იყავი იქ დასახმარებლად.
-ჰაა? რას ამბობ?
-რაც გაიგე, უნიდან გამოვდიოდი ვიღაც ბიჭი რო დამეჯახა მანქანით.
-სიმპატიური იყო? - გაეცინა მარიანას.
-კი. ჰოდა სახლამდე მომიყვანა დანაშაულის გამოსასყიდად.
-აუუ, რა მაგარია. ჩვენ უნიში სწავლობს?
-ხოო, მეორეკურსელია, ბიზნესზე სწავლობს. არა რაა, დაქალი გიკვდებოდა და ზუსტად მაშინ მიმატოვე?
-სხვა დროს აღარ ვიზამ, - გაიცინა მარიანამ.
-აბა, ისწავლე ქალბატონო ინგლისური, დიდის ამბით რომ გავარდი?
-მაგის დროა? იმ ბიჭზე მომიყევი ჯერ.
-მეტი რაღა უნდა მოგიყვე?
-რა ჰქვია?
-ივანე. მეტი მართლა არაფერი არ ვიცი და შემეშვი ახლა.
-კაი, მეც წავედი, ვაჟა მწერს და უნდა ვუპასუხო.
-მაგაზე, ქალბატონო, კიდევ დავილაპარაკებთ, - ორი თითი ჯერ თავის თვალებთან მიიტანა, შემდეგ კი მარიანასკენ გაიშვირა.
-აუცილებლად, - გაიცინა მარიანამ და გათიშა.
დღეები ერთმანეთს მიჰყვა. ნანას ყველაფერი გადაავიწყდა უნივერსიტეტის გადამკიდე. მათემატიკაზე ისხდნენ, როცა ნანამ ისევ შეამჩნია როგორ ჰქონდა მარიანას ჩანთაში ცხვირი ჩარგული.
-ამას თუ ისევ მობილური უჭირავს, - ჩაილაპარაკა, მესენჯერში შევიდა და ქალბატონი საიტზე დააფიქსირა.
„რა ჩაგარტყა?
მოუსმინე ლექტორს“
მარიანამ უბრალოდ ამოხედა და გაუღიმა.
-მასე არა? - ბოროტულად გაიცინა ნანამ და მარიანას მერხიდან მანქანის გასაღები ააცალა.
„იცოდე დაგტოვებ მანქანის გარეშე. დაიძინე უნიში.“
შემდეგ გასაღებს ფოტო გადაუღო და მარიანას გაუგზავნა.
„მიესალმე ^_^ ^_^ მძევლად მყავს“
-კაი, ახლა დამიბრუნე, - აუდიტორიიდან გამოსულს აეკიდა მარიანა.
-არც იოცნებო. ხომ გაგაფრთხილე?
-შენ მართლა დედაჩემი გახდი ხოო?
-რა თქმა უნდა. ჰოდა ახლა დასჯილი ხარ.
-ვაი, დედაჩემიც მასე მეუბნება ხოლმე, - გაიცინა და ნანას გასაღები გამოართვა. - წამო, გაგიყვან.
ეზოში გადიოდნენ, როცა ნანამ ივანეს მოჰკრა თვალი. მანქანაში ჯდებოდა.
-მარიანა, - იდაყვი გაჰკრა და ჩურჩული დაიწყო, - აი, ისაა ივანე, კინაღამ სული რომ გამაფრთხობინა.
-ვაიმეე, მასეთისგან ღირს გოგო, - გაიცინა მარიანამ. - დიდი სიამოვნებით დავარტყმევინებდი მაგას მანქანას. უყურე, უყურე, რა ბიჭია. ვითომ ახლა რომ მივიდე, მივუსწრებ? ცოტა მეც გამკრას აბა გვერდი.
-სუ გაგიჟდი ხო შენ? - შუბლში მსუბუქად მიარტყა ხელი ნანამ და გაიცინა. - აბა ვაჟაო?
-უი, ვაჟა, - ყურებამდე გაიკრიჭა მარიანამ. - აი, იქ დგას. წავალ, მივესალმები.
-და მე მარტო მტოვებ?
-აჰა, აიღე გასაღები და მანქანაში დამელოდე.
ნანა მარიანას მანქანასთან მივიდა. გაიგონა, როგორ დაუსიგნალა ერთ-ერთმა მანქანამ. გაიხედა და ივანე დაინახა.
-მანქანა გყავს? - გაუკვირდა ბიჭს.
-არა, მეგობრისაა.
-გასაგებია. ფრთხილად იყავი, კიდევ ვინმეს არ გადაუხტე წინ, - გაიცინა და მანქანა დაძრა.
-დებილი, - ამოილაპარაკა ნანამ და მძღოლის გვერდზე მოთავსდა. - ჰე, ქალო, ჩამეძინა, - გაიღიმა ნანამ.
-წეღან ივანემ დაგისიგნალა?
-შენ წარმოიდგინე. აბაა, ვაჟაზე მოყევი.
-აა, ვაჟა? - მხრები აიჩეჩა. - ძმაკაცია რაა.
-კი, კი, რა თქმა უნდა, მე ამის მჯერა. დროზე გოგო.
-ოუჰ, მოინდომა რაა. ჯერ აღიარე, რომ ივანე მოგეწონა და მერე.
-მარიანა, ღვედი, - დაუცაცხანა გოგოს.
-მაცადე, მერე გავიკეთებ.
-შენ უნდა გქონდეს მართვის მოწმობა და მე არა? - ამოიბუზღუნა ნანამ და სავარძელზე გადაწვა. - შეანელე ქალო, მკლაავ? - შეჰყვირა უცებ და ღვედს ჩაეჭიდა.
-ვაიმეე, - სიცილი დაიწყო მარიანამ. – 60-ით მივდივარ.
-ჰოდა ნუ მიდიხარ. და შეიძლება მართლაც მომწონს ივანე. ზუსტად არ ვიცი. მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი. ისე, რა სახელია ეს ივანე.
-ყვავმა ყვავს უთხრა, შე შავოო, - გაიცინა მარიანამ.
-ვითომ ეს რას ნიშნავდა? - თვალები დაუწვრილდა ნანას.
-არაფერს, - უარესად ახარხარდა მარიანა.
-ჰოდა რა ხდება ვაჟაზე?
-არაფერი, მომწონს და ვცდილობ არ შემეტყოს.
-დამიჯერე, ძალიან ცუდად ცდილობ, - ამჯერად ნანა ახარხარდა.
-გავიცინეთ, გვეყო. შენი ჩასვლის დროა.
-მადლობა. აბა, კარგად.
ხელი დაუქნია და მანქანიდან გადავიდა.
ნანა მეგობრების სიახლეებს ათვალიერებდა ფეისბუქზე, როცა მეგობრების შემოთავაზებაში ივა მხეიძე დაინახა. მაშინვე მიხვდა, რომ ის ივანე იქნებოდა.
-საერთო მეგობარი გვყავს? - გაუკვირდა ნანას.
რამდენიმე ლექტორი იყო და... ნათია. ნანას გაოცებისგან შუბლზე აუვიდა თვალები.
-რაში გაინტერესებს, ნანა? - თავის თავს დაუცაცხანა და ლეპტოპი დახურა.
ცოტა ხნით ოთახში ბოლთას სცემდა.
-ბარემ ჩემს ოთახამდე გამოდი, რა მოგივიდა, - გამოსძახა მეორე ოთახიდან ცირამ.
-იმეცადინე შენ, მე რას მიგდებ ყურს.
-უჟმური, - ჩაიბურტყუნა ცირამ და ფიზიკის წიგნი ოთახის მეორე ბოლოში მოისროლა.
-გვბომბავენ? რა ხმა იყო ეგ. დროზე, ჩემი ტანსაცმელი გამოიტანე და გავიხიზნოთ აქედან.
-წიგნი ვისროლე, - ამოიბურტყუნა ცირამ.
-ფიზიკა იყო? მაშინ გეპატიება.
-გმადლობთ ნება რომ დამრთეთ, თქვენო აღმატებულებავ.
ასეთი საუბრები ტრადიციული იყო მაჩაბლების ოჯახში. არც ერთი აპირებდა სიტყვის შერჩენას და არც მეორე.

-მგონია, რომ ვაჟა მიყენებს, - დაიწყო მარიანამ.
-სადიან მოიტანე? - ნანამ მათთან ახლოს ჩავლილ ივანეს ხელი დაუქნია და დაქალს მიუბრუნდა.
-მაშინ უნივერსიტეტთან რომ დავბრუნდი, - ნანასკენ რაც შეიძლება ახლოს მიიწია და ჩურჩული დაიწყო. - პლანი მივუტანე.
-რა ქენი? - თვალები გაუფართოვდა ნანას.
-ნუ ყვირი, ჩუმად, - ხელზე უჩქმიტა მარიანამ. - მამაჩემმა წაიტრაბახა ერთხელ, ჩვენთან რო იყო სტუმრად. ჰოდა მეც მაგიტო მივუტანე, მაინტერესებდა მაგის გამო მწერდა თუ არა.
-ჰოდა მეტი აღარ მიუტანო.
-ეგეც მაგიტო მივუტანე. მაინტერესებდა რა უნდოდა.
-და ახლა აღარ გწერს?
-კი. ისიც ვუთხარი მეტს ვეღარ მოგიტან-მეთქი.
-მერე? გაკლია გოგო ხო შენ? რაღატო გგონია, რომ გიყენებს?
-რა ვიცი, იქნებ მაინც აქვს იმედი?
-მაგაზე ხმა აღარ ამოიღო. თუ გკითხავს, იმდენად გასაგებად უთხარი, რომ ეჭვი აღარ შეეპაროს და მერე გაიგებ.
-რჩევების ოსტატი ხარ რაა.
-თუ იცი, რომ არ ვარ, რაღას მეკითხები? შენ იცოდი, რომ ნათია ივას იცნობს?
-მართლა? საიდან გაიგე?
-შემთხვევით ამომიგდო გუშინ ფეისბუქზე.
-იქნებ პროსტა დაიმატა?
-რა ვიცი, რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა. - რომ მივიდე და ვკითხო, ეგრევე მიხვდება, რომ მომწონს.
-მოგწონს... - თვალები გაუბრწყინდა მარიანას და სიცილი დაიწყო.
-ნეტა ვიცოდე რა გაცინებს. მე აღიარება მაინც შემიძლია. შენ კიდე უკვე რამდენი ხანია იტანჯები და მაინც არ მიტყდები, რომ ვაჟა მოგწონს.
-არა, ნანა, ახლა მაგის დრო არ არის. ამ გაგანია სწავლის დროს ბიჭზე ფიქრი შეიძლება?
-ეგ შენს თავს უთხარი, - თითი მიუკაკუნა საფეთქელზე და გაიცინა. - ახლა კი გაიმართე და გაიღიმე, ვაჟა მოდის.

ხუმრობა-ხუმრობაში გაილია ნახევარი სემესტრი და შუალედურების ციებ-ცხელება დაიწყო. მარიანასაც და ნანასაც უფრო და უფრო უჭირდათ თავის გაკონტროლება. მარიანა ხვდებოდა, რომ ვაჟას ნამდვილად მოსწონდა ის. ცუდ მდგომარეობაში მხოლოდ ნანა იყო.
-რაღაცას გეტყვი და არ მომკლა, - დაიწყო მარიანამ ჯანდაცვის საფუძვლების შუალედურის წინ.
-რაც არ უნდა იყოს, ცოტა ხნით მოიცლის, - კონსპექტის შუმახერივით გადაშლას მოჰყვა ნანა.
-გაფიცებ, რას ხედავ მაგ სისწრაფით ფურცვლისას?
-წავალ, ჩაის მოვიტან. შავი?
მარიანამ თავი დაუქნია და დაქალს დაელოდა.
-მაინც უნდა გითხრა. ივანეს მანქანა გაუფუჭდა. ჰოდა, თურმე ჩემ გზაზე ყოფილა და მე მოვიყვანე უნივერსიტეტში, აქედანაც მე წავიყვან.
-არა, მეღადავები, - ნანას ტვინმა ვერ დაიჯერა, რომ სიმართლეს იძახდა და გაიცინა.
-მართლა. ჰოდა, იქნებ დღეს უკან დაჯდე მის გვერდით?
-შანსი არაა. ბიჭი მომწონს და ხო იცი როგორი დაბდურით შევდივარ უკან. ლამისაა წავიქცე ხოლმე. არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან პატარა მანქანა გყავს და ვერ ვეტევი.
-ჩემი მანქანა კი არაა პატარა, შენ ხარ დიდი, - გაიცინა მარიანამ. - რა არის აქ საწყენი?
ნანა გამოცდას გაუაზრებლად წერდა. ერთსა და იმავე საკითხს ჩაჰკირკიტებდა და ვერ გაეხსენებინა. თავში მხოლოდ ივა უტრიალებდა. კინაღამ მისი სახელიც კი დააწერა ნაშრომს. საბედნიეროდ, სახელში დაწერილი ი ადვილად გადაკეთდა ნ-დ.
ხუთი წუთი იყო დარჩენილი გამოცდიდან რომ გამოვიდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. როგორც ასეთ დროს დაქალებმა იციან ხოლმე, მარიანაც ამხნევებდა მას და არწმუნებდა, რომ ის ბიჭი ნამდვილად გიჟდებოდა მასზე, როცა, სინამდვილეში საერთოდ არც ახსენდებოდა ბიჭს.
-გინდა გილანძღო, რომ აღარ მოგწონდეს? - ჰკითხა მარიანამ გამოსვლისას.
-არა, იყოს.
მარიანამ ნათიას წაყვანაც გადაწყვიტა. ნანა უკვე მანქანაში იჯდა, როცა ივანე მოუახლოვდა მათ. უკან სავარძელზე ნათიას დანახვისას ორივეს უხერხულობა დაეტყო.
„ჰმ, ნეტავ რა ხდება?“ დაინტერესდა ნანა, მაგრამ ახლა ვერაფერს ვერ იტყოდა.
-ჰო, მართლა, ივამ იცის, რომ ვაჟა მომწონს, - გადაუჩურჩულა მარიანამ ნანას და მანქანა დაძრა.
ივა მარიანას ელაპარაკებოდა მანქანის თაობაზე.
-უი, ეგ არ ვიცი. ჯერ მხოლოდ 5 თვეა, რაც პრავა ავიღე.
-მართვის მოწმობა, მარიანა, - თვალები დაუბრიალა ნანამ.
-აბა, ნანა, ხომ არ ნანობ წინ დაჯდომას? - გაიცინა ივანემ.
-რავი, ჯერ არა. იმედია სადმე არ მიმალეწავს.
-ხვდები, ხომ, აქ რომ ვარ.
-კი, - გაეკრიჭა ნანა.
ნათია ხმას არ იღებდა. ასევე უხმოდ გადავიდა მანქანიდან ნანასთან ერთად. წასვლას აპირებდა, როცა ნანამ გააჩერა.
-ნათია, მოიცადე. ივანეს იცნობ, მაგრამ არ ელაპარაკები? რა ხდება?
-არაფერი განსაკუთრებული, ჯობია თავად გითხრას, - გაბრუნდა და გოგონას ძახილზე აღარ შემოტრიალებულა.
ნანა კიდევ უფრო აირია. სახლში მისვლისთანავე დაურეკა მარიანას.
-დროა შენში FBI-ის აგენტი გააღვიძო. გამირკვიე რა ხდება ივანესა და ნათიას შორის.
-ახლავე, - მოკლედ უპასუხა მარიანამ და საქმეს შეუდგა.
არ გასჭირვებია დაედგინა, რომ ნათია და ივანე 2 წელი შეყვარებულები იყვნენ. მაშინვე გააგებინა ნანას.

-დეე, რა ხდება ახალი სამეზობლოში? - იკითხა ცირამ ვახშმობისას.
-მზია გარდაცვლილა გუშინ.
მზია? ის მზია? ნანას გულში რაღაც ჩასწყდა. ნორმალურად არ იცნობდა იმ ქალს, მაგრამ ყოველთვის თბილად ექცეოდა. მის შვილიშვილსაც ხომ იცნობდა? დაწყებითებში ერთად სწავლობდნენ. სულ გადაავიწყდა ივასა და ნათიას ამბავი, ახლა მხოლოდ ვაკოზე ფიქრობდა. ასეთ ასაკში ჯერ უფროსი ძმა დაკარგა, შემდეგ ბებია.
-უნდა წავიდეთ, უნდა მივუსამძიმროთ, - წამოიძახა და მამამისს შეხედა.
-რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობელია.
-სულ რომ არაფერი, ვაკო ჩემი კლასელი იყო. მზია კი, მზია ძალიან საყვარელი ქალი იყო, ყოველთვის მიკითხავდა და კარგ რაღაცებს მეუბნებოდა.
რაღაცნაირად მადა დაეკარგა და ოთახში შეიკეტა. ვერც მიხვდა რა დაემართა. არც ვაკოსთან ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, სკოლიდან გადასვლის შემდეგ სულ ორჯერ თუ ეყოლებოდა ნანახი. და მაინც, თავიდან ვერ იგდებდა ამ ამბავს. პუანტები ჩაიცვა და გულის გადასაყოლებლად ცალ ფეხზე ტრიალი დაიწყო. თავში ყველაფრის დალაგებას ცდილობდა.
მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა ფეხებმა უმტყუნეს და ხალიჩაზე აღმოჩნდა გართხმული. მხოლოდ ახლაღა მისცა თავს ტირილის უფლება. განა თვითონ ხვდებოდა რა სჭირდა? რაღაც აუხსნელი შეუჩნდა და აღარ მოშორდა.
ვერ იტანდა, ეზიზღებოდა მისასამძიმრებლად სიარული, მაგრამ ახლა რაღაც ექაჩებოდა. დედამისს ყვავილები გამოართვა და პირველმა შეაბიჯა მათ ბინაში. ბოლოს ვაკოსთან მივიდა. იგრძნო როგორ უჭირდა ახლა. მშობლებს დიდი ხანი ეხვეწა და გვიანობამდე გვერდიდან არ მოსცილებია ბიჭს.
-დიდი მადლობა, ნანა, - მოეხვია ბიჭი დამშვიდობებისას.
უნივერსიტეტში გათიშული წავიდა ნანა. ქვიზიც საშინლად დაწერა, მაგრამ ვერაფერს ვერ იაზრებდა.
-გამოფხიზლდი, - თითები დაუტკაცუნა მარიანამ. - ვისთვის ვლაპარაკობ?
-მაპატიე, რაღაც ხასიათზე ვერ ვარ.
-იმ ამბის გამო ხო?
ეგონა მზიას გულისხმობდა, მაგრამ მარიანასთვის მასზე არ მოუყოლია.
-რომელი ამბის?
-იავნე და ნათია რო შეყვარებულები იყვნენ.
-აა, ეგ ამბავი? არაუშავს, იყვნენ და მორჩა, ხომ აღარ არიან?
-და რატო ისხდნენ მაშინ ისე მორიდებით?
-ეტყობა არ სიამოვნებთ ერთმანეთთან ახლოს ყოფნა. შენ გესიამოვნებოდა შენს ყოფილთან ჯდომა?
-არ ვიცი, რომ მეყოლება, აუცილებლად გაგაგებინებ. ნეტა რატო დაშორდნენ? ბიჭის ბრალია თუ გოგოსი?
-მე რას მეკითხები? ნათიას ჰკითხე.
-წამო, რამეს დაგალევინებ, რომ გამოფხიზლდე. ნამდვილად არ გაწყენს.
ერთი კვირა გათიშული დადიოდა ნანა უნივერსიტეტში. იმ დღეს მარიანა არ ყოფილა უნივერსიტეტში. პატარა და მას დაუტოვეს და ვერ მივიდა. ნანა გაბრუებული გამოდიოდა ეზოდან, როცა მის წინ მანქანამ დაამუხრუჭა.
-ახლა შენი ბრალია, - გადმოსძახა მანქანიდან ივამ.
მისმა ხმამ უცებ გამოაფხიზლა. გონს მოიყვანა და ხელახლა დააწყებინა აზროვნება. ძველმა ნანამ ისევ გაიღვიძა და ახალი, ყველასთვის უცნობი ნანა სადღაც სიღრმეში ჩამარხა.
-სანამ დაძრავ, უნდა გაიხედო ვინმეს ხომ არ ეჯახები, - პასუხი დაუბრუნა ნანამ, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ თავად იყო დამნაშავე.
-საწვავი ახალი ჩასხმული მაქვს, ჩაჯექი, გაგიყვან.
-მეტი საქმე არ გაქვს? - გაიცინა გოგომ და ივას მიუჯდა გვერდით.
-რავი, შენ? სად გყავს ერთგული თანამგზავრი?
-არც ისე ერთგულია, როგორც ხედავ. მარტო დამტოვა ორ ლექციაზე. მანქანა გაგიკეთებია.
-ჰოო, ისეთი არაფერი სჭირდა. უბრალოდ სწრაფად სიარულისგან ჩვენმა სწორმა გზებმა რამდენიმე ნაწილი დაუზიანა.
-მერე ვინ გექაჩება სწრაფად იარეო?
ამის თქმა იყო და ივამ გაზს მიაჭირა ფეხი. თითქმის 110-მდე აიყვანა.
-სულ გადაირიე? - ფერი გადაუვიდა ნანას და ღვედს ჩაებღაუჭა. - ასეთ მოძრაობაში როგორი სიჩქარით მიდიხარ. დროზე შეანელე.
ივა აშკარა სიამოვნებას იღებდა მანქანებს შორის გაძრომით. ნანას რეაქციაზე კი სიცილს ვერ იკავებდა.
-კაი, ნანა, რა გჭირს, მეტზე ხომ არ ავსულვარ. არა რაა, უნდა გაჩვენო რა არის ნამდვილი სისწრაფე, - უცებ მოატრიალა მანქანა და სულ სხვა მიმართულებით წავიდა.
-რას აკეთებ?
-იცი ადრენალინი რა სისწრაფით გამოიყოფა ამ დროს? უნდა შეიგრძნო, ერთხელ მაინც.
-არ მინდა, იქნებ მშიშარა ვარ, - ხმა დაუწვრილდა ნანას.
-კაი, ნან, რისი გეშინია, მე აქ არ ვარ? - ხელი ჩაჰკიდა.
ნანა მისმა შეხებამ დაამშვიდა. შეკრთა და სურდა ხელი არ გაეშვა, მაგრამ მალევე დაუბრუნდა ივას ხელი საჭეს.
-სად მივდივართ?
-თბილისის ზღვაზე. ნორმალური გზა მხოლოდ იქაა.
-იმედია არ დამლეწავ. ბოლო ზარის უფლება მაინც არ მაქვს? დავურეკავ ჩემს დას და ვეტყვი, რომ მიყვარს. ეგრევე მიხვდება, რომ რაღაც არაა რიგზე და ვკვდები. იქნებ მომისწროს ჰაა?
ივას ჩაეცინა.
-ხუმარა ხარ.
-შენი აზრით, ვიხუმრე? მართლა უნდა დავრეკო.
მისი მობილურის ამოღება და ივას ხელში აღმოჩენა ერთი იყო. ნანას ის დღე გაახსენდა, მარიანას რომ ააცალა მობილური.
-დამიბრუნე.
-მხოლოდ სანახაობის მერე, - გაიცინა ივამ და სისწრაფეს ნელ-ნელა მოუმატა.
ნანა თავიდან შეშინებული უყურებდა გზას, მაგრამ მალევე გაიაზრა, რომ სწორ გზაზე მიდიოდნენ, რომელზეც სხვა მანქანები არ იყვნენ. შეჯახების რისკი შემცირებული იყო. ნაადრევად გამოიტანა დასკვნა. ივამ მოსაბრუნებელ ადგილას საჭე ბოლომდე შეატრიალა და ერთ ადგილას ბრუნვა დაიწყო. ნანა სავარძელს მიეკრა. მალე გაასწორა და ახლა სხვა მანქანებს დაუწყო გასწრება მთელი სისწრაფით.
-ახლა დავეჯახებით, - დაიწივლა ნანამ, როცა მილიმეტრებში ასცდნენ რომელიღაც მანქანას.
ივანეს გაეცინა და სვლას შეუნელა.
-აბაა?
-გული ამოვარდნაზე მაქვს, - ხელში ჩაარტყა, - ძალიან მაგარი იყო, - გაიღიმა.
-გავიმეოროთ?
-არა, - უცებ დასერიოზულდა, რაზეც ივანეს გაეცინა.
-როგორც იტყვი, პირდაპირ სახლში მიგიყვან. ხომ არ ინერვიულებდნენ?
-გადაირიე? ბავშვი კი არ ვარ.
-ახალგაზრდა გოგო ხარ...
-ვაიი, არ შემომელახვინოთ, ფრთხილად იყავით, ჩემზე მთელი ერთი წლით უფროსო ბიძია ივანე, - გაიცინა ნანამ. - ისე, სახელიც რაღაც ისეთი გაქვს...
-როგორი?
-აი, მოხუცებულს რომ უნდა ერქვას.
-ნელ-ნელა უფრო კარგ იდეად მეჩვენება თბილისის ზღვაზე დაბრუნება.
-კაი, ჩუმად ვარ.
მანქანა პირდაპირ ნანას სადარბაზოსთან გაჩერდა.
-იმედია ღვედს გახსნი, - გაიცინა ივანემ.
-შენი მანქანა არ ვარგოდეს, ვის რას აბრალებ, - არ ჩამორჩა ნანაც. ღვედი მოიხსნა და ივას ხელი გაუშვირა.
-რა? რა გინდა?
-ჩემი მობილური დამიბრუნე.
-უი, სულ დამავიწყდა.
-ხო, როგორ არა. შენ რა ზედ ეჯექი? ვაიმე, ჩემო სამსუნგო, ამხელა წონა რომ დაგაჯდა, როგორ ხარ? - ხელი გადაუსვა.
-რა გინდა თქვა, რომ მსუქანი ვარ.
-მხოლოდ ის ვთქვი, რომ მძიმე ხარ. სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ნანამ სწრაფად აირბინა სახლში.
-წამო, წამო, - მოცინარი დახვდა ცირა, ხელკავი გამოსდო და თავის ოთახში შეიყვანა. - აივანზე ვიდექი, როცა ვიღაც ბიჭის მანქანიდან გადმომავალი დაგინახე. აბა, ვინ არის? გვეშველა? არ აცადე იმ კონიაკს დაძველება ხოომ?
-17 წლის ღლაპი რა კონიაკზე მელაპარაკები?
-კაი რაა, ჩემი დის ქორწილში მაინც რატო მიშლი დალევას.
-უკვე მაშინებ ცირა, რა ქორწილში? მგონი ჯობია დროზე ენახო ექიმს, მე გამოგყვები, იქნებ გვიანი არ იყოს ჯერ და გიშველონ რამე.
-ვინ იყო ის ბიჭი?
-ჩემი უნივერსიტეტელი.
-რომელიც...
-მომწონს.
-ასეც ვიცოდი, - წამოიკივლა ცირამ და გაიბადრა.
-რა ხდება? - გაიგონეს დედამისის ხმა.
-არაფერი დეე, უბრალოდ ცირამ ფიზიკის ამოცანა სწორად ამოხსნა და ჭკუაზე აღარაა, - გასძახა ნანამ. - ჩშშშ, რა გაყვირებს?
-ყველაფერი მომიყევი, - საწოლზე ჩამოსვა, თავად წინ მიუჯდა და გაიცინა.
-ოღონდ მშობლებს არ უთხრა, - შეწინააღმდეგებას აპირებდა და დაამატა, - ისედაც ვალში ხარ ჩემთან. კი არ დამვიწყებია გიორგისთან ერთად რომ იპარებოდი ხოლმე წინა წელს.
-კარგი, კარგი, მოყევი, ჰაა.
ცირას ნელ-ნელა უფრო ებადრებოდა სახე.
-ჰეი, ჩეშირის კატავ, კუნთები მოადუნე.
-არ შემიძლია, თითქოს ზედ მიმეყინაო.
-წავედი მე, ხვალისთვის უნდა ვიმეცადინო. შენ ის არ ხარ, გამოცდებზე რო წუწუნებდა? შეუშვი ფიზიკა თავში, თორემ ჩაიჭრები.
-კაი რაა, ელემენტარული მეც კი ვიცი.
-მაინც რაა? რო რამე, ნიუტონის კანონებს ჩამომიყალიბებ?
-წადი, შენს საგნებს მიხედე. ჩემი გაჭირვება მე დამიტოვე, ნუ მახსენებ.
ნანა წიგნს უყურებდა, მაგრამ თავში არაფერი არ შესდიოდა. სულ ივას შეხება ახსენდებოდა და ეცინებოდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ მხოლოდ დაეკონსპექტებინა და მეორე დღეს გადაეკითხა.
ბოლო წინადადების წერასაც მორჩა და სუფთა ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა. მოპირდაპირე კორპუსთან ვაკოს მოჰკრა თვალი. ხელი აუწია და გაუღიმა. ვაკოც მასთან მივიდა და გადაჰკოცნა.
-როგორ ხარ?
-რავი, ნორმალურად, შენ?
-მეც.
-შენ კიდე უფრო გამაღლდი ხოო? გეფიცები, გუშინწინ უფრო დაბალი დაგტოვე, - გაუღიმა ნანამ. - არადა გახსოვს? დაწყებითებში შენზე მაღალი ვიყავი.
ბევრი ისაუბრეს. ვერც კი მიხვდენენ როგორ შემოაღამდათ. მალე ორივეს ააკანკალა, მაგრამ მაინც არ დაიშალნენ.
ნანამ შეამჩნია, რომ ბიჭს წვერი მოეშვა. უნდა ეკითხა რატომო, როცა პასუხს მიხვდა და თავის თავს ჩხუბი დაუწყო.
-წვერზე რატო მომაშტერდი?
-არ ვიცი, გიხდება, - ხელი ინსტინქტურად წაიღო მისკენ და ზუსტად იმ ადგილას გადაუსვა, სადაც ვაკოს ხელი იყო რამდენიმე წამის წინ. - წვერში არ მყავხარ ნანახი.
-საიდან გეყოლები, 10 წლისას ნამდვილად არ მექნებოდა.
-ვითომ? კარგად გაიხსენე, იქნებ ცდები, - დააცემინა.
-ჯანმრთელობა.
-არა, მაღალი ჯიპიეი კი მერჩივნა, მაგრამ მაგასაც დავჯერდები, იყოს.
-ჯობია წავიდეთ, გაცივდები.
-აუუ, კაია ასე ყოფნა, მომწონს.
-მეც, მაგრამ ფილტვების ანთება უნდა ავირიდოთ. წამოო.
-ოო, კაი, ხოო, - ბუზღუნით წამოდგა ნანა და უხალისოდ გაჰყვა ვაკოს.
ნანა ამჩნევდა, რომ შუაზე იხლიჩებოდა. ივასთან სულ სხვა ადამიანი ხდებოდა, ვაკოსთან კი თითქოს უფრო ბავშვური და სევდიანი იყო.
მეორე დღეს უნივერსიტეტიდან რომ დაბრუნდა, ვაკოს გადააწყდა. მხოლოდ გამარჯობის თქმისას დააცემინა სამჯერ.
-აჰა, შენ გაცივდი, მე კი არა, - გაიცინა ნანამ. - წამლები დალიე?
-კაი რაა, უბრალოდ გავცივდი, წამლები რათ მინდა?
-რამე სერიოზული რომ იყოს? არ შეიძლება მასე.
-რა იყო გოგო, სამედიცინოზე ჩააბარე?
-არა, ჯანდაცვაზე.
-ჰოდა შენ რა იცი წამალი მინდა თუ არა.
-ვაიმეე, ვაკო, ამას სამედიცინო არ სჭირდება.
-კაი რაა, არ მინდა. შენც არ მიიღებდი წამალს, ხომ ზუსტად ვიცი.
-ნორმალურად არ მიცნობ, იქნებ მივიღებდი?
ვაკომ მხრები აიჩეჩა და სახლისკენ დაიძრა.
ბინის კარის შეღება და დაცემინება ერთი იყო.
-გაცივდი ხოო? - მაშინვე მასთან გაჩნდა დედამისი და თერმომეტრი მიაჩეჩა. არა, ასე უცებ როგორ იშოვა?
-დეე, ერთხელ დამაცემინა, არ შეიძლება? - მეორედაც დააცემინა.
-ეს უკვე ორი.
-მითვლი?
-ცუდი ვირუსები დადის. წამო, წვნიანს გაგიკეთებ.
-დეე, - ტუჩი გადმოაგდო ნანამ.
-ნუ მოძრაობ, სიცხე უნდა გაიზომო.
დედამისისთვის რომ დაგეჯერებინათ, დროზე მიუსწრო, თორემ უკვე ხელიდან ეცლებოდა შვილი.
-არა, სად აიკიდე? გეუბნები თბილად ჩაიცვი-მეთქი და ტიტლიკანა დადიხარ.
-დედაა, თბილი ქურთუკი მაცვია, ქუდიც კი მეფარა.
-შარფიც ხო გიყიდე? ასე უნდა გედოს?
-ცირამ წაიღო ეგ.
-არა რაა, სულ რაღაც ვირუსს იკიდებ, - თავი გადააქნია.
ნანასთან მივიდა და რამდენიმე ფენა საბანი გადააფარა. ნანას მოძრაობა აღარ შეეძლო.
-ვაიმე, თავი ჭუპრი მგონია, სამ დღეში პეპელა გამოვა ამ საბნებიდან.
-გუშინ გაცივდი ხოო?
ნანას უცებ რაღაც მოაფიქრდა. ხელი ძლივს წამოყო და მობილურს ეცა.
-ნანა, სასწრაფოდ ჩაყავი ხელი, უფრო ნუ იციებ თავს.
-ახლავე დეე, იქნებ მანამდე ჩაი მომიტანო? ცოტა ბევრი დადგი რა წყალი, დამჭირდება.
-კაი, - დედამისი ბედნიერი გავიდა ოთახიდან.
ნანამ დრო იხელთა და ვაკოს მისწერა, რომ მასთან ასულიყო. მალე დედამისი და ვაკო ერთად შევიდნენ მის ოთახში.
-დეე, ეგ ჩაი დადე. ვაკოც ცუდადაა, მაგან გადმომდო და თვითონ კიდე დედამისს არ უჯერებს და წამლებს არ სვამს.
ვაკომ საწყლად გახედა ნანას, როცა დაინახა როგორ შეხედა ქალმა.
-ვაიმე, ჩაჩოჩდი, ნანა. ვაკო, გვერდით მიუწექი და ეს წამალი დალიე. აჰა, თერმომეტრი, სიცხეც გაიზომე, - დაფაცურდა ქალი.
სულ მალე ორივე საბანში იყო გახვეული და მხოლოდ კისრის გამოძრავება შეეძლო.
-კმაყოფილი ხარ? - ჰკითხა ვაკომ, როცა ქალი ოთახიდან გავიდა.
-კიი, ძალიან. აბა, დედაშენს არ უჯერებ, დედაჩემის კიდე გერიდება. საერთოდაც, მადლობელი უნდა იყო, რომ ძმრიანი წინდები არ ჩაგაცვა.
-მცხელა და ასე ვერ ვისვენებ.
-მეც, მაგრამ უნდა მოითმინო. ისე უცებ გახდები უკეთ, რომ...
-უკვე დედაშენივით იწყებ საუბარს, - ჩაეღიმა ბიჭს.
სანამ ნანას ვირუსი გაუვიდოდა, ცირა ნერვებს უშლიდა. ხან რას მოიფიქრებდა დასაცინად, ხან რას.

-ნანა, როგორ ხარ? გუშინ ვერ გნახე.
-აა, არაფერია, ივა, ვირუსი მქონდა და...
-ხომ იცი არა? თავს უნდა გაუფრთხილდე.
-ვირუსთმმუსვრელი თუ იცი რამე, გამაგებინე.
ნანა აუდიტორიისკენ დაიძრა და მარიანასთან მივიდა.
-ღმერთო ჩემო, - წამოიძახა გოგომ და ნანას დაუწყო ტრიალი. - რა ჩაიდინე?
-სურპრიზი, - გაიღიმა ნანამ.
-არა, არა, მატყუებ ხოო? რა უქენი იმ ლამაზ თმას? რატომ, რატომ დაიმოკლე?
-მომბეზრდა.
-რა თქმა უნდა, მობეზრდა გოგოს. იმისთვის შეიჭერი, რომ ივას შეემჩნია, ხო?
-ხო, - აღიარა გოგომ.
-და ყურადღებაც არ მიუქცევია, არა?
-მასეა, - ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა.
-არა, კიდევ კარგი ძალიან არ შეგიჭრია. როგორ გაიმეტეე, თან ბოლოში ხო უფრო ღია ფერის თმა გქონდა და მელირებას ჰგავდა. ღირს ივანე მაგდენად?
-მარიანაა, - წარბი ასწია.
-ჩუმად ვარ. ზეგ ხო მოდიხარ?
-ვაიმე, ზეგ, - წამოიკივლა ნანამ.
-საჩუქრის ყიდვა დაგავიწყდა ხო?
-მარიანა, როდიდან ზიხარ ჩემ თავში და მე ამის შესახებ წარმოდგენაც არ მაქვს?
-იცოდე, ხელცარიელს სახლში არ შემოგიშვებ, - თბილად გაუღიმა და ნანას გვერდით ადგილი დაიკავა.
დაბადების დღე ძალიან მოეწონა. ბევრი საჩუქარი მიიღო. არასასურველი ხალხიც არ შეხვედრია. გათამამადა და რამდენიმე ჭიქა სასმელი აურია ერთმანეთში. ნამდვილად არ იყო კარგი აზრი.
სტუმრებმა დაშლა დაიწყეს. სათითაოდ აცილებდა ყველას.
-მარიანა, არ გინდა გავიაროთ? - ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ვაჟამ ჰკითხა და პასუხგაუცემლად გავიდა ბინიდან.
მარიანამ ჯინსის ქურთუკი შემოიცვა და ბიჭს ეზოში გაჰყვა. სიგრილე სახეზე დაეტაკა და წამებში გაყინა. ცოტა ხნით ჩუმად იარეს. ამასობაში მარიანა უფრო და უფრო ფხიზლდებოდა.
-ვაჟა, რა გინდოდა? - სიჩუმე დაარღვია მარიანამ, როცა თავისი კორპუსის დანახვა ვეღარ შეძლო უკან.
-შენთან ერთად სეირნობა.
-მხოლოდ ეგ?
-მხოლოდ ეგ? - საკუთარ თავს შეეკითხა ვაჟა და ჩაეცინა. - არა, ნამდვილად არა.
-თუ ისევ მოსაწევის გულისთვის მკერავ, ტყუილად ირჯები. მამაჩემმა შეამჩნია, რომ ერთი შეკვრა აკლდა და სადღაც სხვაგან დამალა.
-არა, არა, ეგ საერთოდ რა შუაშია. შენი აზრით მაგის გულისთვის გავაბი შენთან ურთიერთობა?
-რავი, კი, - უცოდველად აიჩეჩა მხრები მარიანამ.
-რამდენად მთვრალი ხარ?
-ეგ რას ნიშნავს?
-გამოფხიზლებულზე გემახსოვრება რაც ახლა მოხდება? იმავენაირად იფიქრებ სხვა დროსაც?
-ვაჟა, მაშინებ. საკმარისად ფხიზელი ვარ იმისთვის, რომ ჩემი საქციელი დამამახსოვრდეს.
-ჩემთვის ეგეც საკმარისია.
გოგონას ხელი მოჰკიდა და გააჩერა. ცოტა ხნით თვალებში უყურა.
-მარიანა, მე... - დაიწყო ვაჟამ. - უკვე დიდი ხანია ვცდილობ გამოგიტყდე, მაგრამ, დამიჯერე, ეს არ არის მარტივი, - გაიღიმა. - ჩემთვის იმაზე ბევრად მეტს წარმოადგენ, ვიდრე შენ გგონია.
-ვაჟა, რას ამბობ?
-ჩშშშ, - თითი ტუჩებზე მიადო. - გთხოვ, დამამთავრებინე. ჯანდაბა, როგორ გითხრა. - ერთ ადგილას ქანაობას მოჰყვა. - მგონი მიყვარხარ.
სიტყვები მის ბაგეებს თავისით მოსწყდა და ჰაერი გააპო. ახლა მხოლოდ მარიანას რეაქციასღა ელოდა.
მარიანამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ყურები დაუგუბდა. გულმა სწრაფად დაუწყო ცემა. პირი გააღო, მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა. მიხვა, რომ ზედმეტად დიდი ხანი იდგა ჩუმად, რაც ვაჟასთვის ნამდვილად არ იყო სასიამოვნო.
-კაი, მაპატიე, დაივიწყე რაც გითხარი, შენი შეშინება აზრადაც არ მომსვლია. წამოდი, სახლში დავბრუნდეთ.
-არა, ვაჟა, მოიცადე... - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება და ბიჭი შემოატრიალა.
-იცი რა? მოდი, ახლა ნურაფერს ნუ მეტყვი. როცა უკეთ იქნები, მაშინ გამეცი პასუხი.
-რა საჭიროა მოცდა? აქამდეც ძლივს გავქაჩე. ვერც კი წარმოიდგენ, რამდენჯერ წარმოვიდგენდი, როგორ მეუბნებოდი მაგ სიტყვებს და რა რეაქცია მექნებოდა მე. თუმცა ახლა რაც ვიგრძენი მათი მოსმენისას, საუკეთესოა და ვერასდროს დავივიწყებ, - გაიღიმა.
-შეიძლება? - ცალი ხელი სახეზე ჩამოუსვა და შემდეგ ლოყაზე დაადო.
მარიანა გაისუსა და თავი დაუქნია.
ვაჟამ მანძილი შეამცირა მათ სახეებს შორის და ნაზად შეეხო გოგონას ტუჩებს. იგრძნო როგორ გამოეცალა გოგონას ძალა. სასწრაფოდ მოხვია ხელი და თმა სახიდან გადაუყარა.
-მარიანა, კარგად ხარ? - შეეკითხა, როცა გოგონა გონს მოვიდა.
-მაპატიე, ზედმეტად ავღელდი, შეგაშინე?
-საოცრად.
მარიანამ ბოლო ხმაზე ატეხა სიცილი და ვაჟაც აიყოლია.
როგორც დაქალებს სჩვევიათ ხოლმე, მაშინვე საჭორაო თემა გახდა ვაჟას სიყვარულის ახსნა. ნანამ ყველაფერი გამოჰკითხა: რამდენად მთვრალი იყო, ზუსტად რომელ საათზე მოხდა ეს ამბავი, რა ადგილას იყვნენ, რამდენი სანტიმეტრით იყო დაშორებული მათი სახეები, როცა ვაჟამ გააჩერა, რა იგრძნო მარიანამ კოცნისას და სხვა მრავალი.
-ხო აი, ვიდექი და მეტრიანით ვზომავდი მანძილს.
-კაი, ახლა მართლა მეძინება, - ამოიბუზღუნა ნანამ. - შენც მალე დაიძინე.
-არ შემიძლია, იმდენად აღელვებული ვარ, ზუსტად ვიცი, ღამეს გავათენებ.
არც შემცდარა. დროის გასაყვანად მესენჯერი გახსნა. ვაჟაც შემოსული იყო.
„შენც ვერ იძინებ?“ - მალევე მოუვიდა შეტყობინება.
„აჰ, ანუ ვერც შენ :D <3 <3“
დილის 5 საათამდე იმესიჯეს, სანამ მარიანას შემთხვევით არ ჩაეძინა. გამოფხიზლებულს კი მობილური აფეთქებული დახვდა. ვაჟა ცალკე სწერდა რატომ აღარ პასუხობდა, ცალკე ნანა იკლავდა თავს, რომ არ დაეგვიანა ლექციაზე.
მარიანაც სწრაფად წამოიჭრა საწოლიდან და ტანსაცმელი ჰაერში ჩაიცვა. დღეს ხომ სხვებიც უნდა გაეყვანა უნივერსიტეტში?
ნანა ადამიანის ორგანოთა სისტემები, კომუნიკაცია და ტერმინილოგია მედიცინაშის ლექციაზე იჯდა და მარიანას მესიჯს მესიჯზე აყრიდა.
„სად ხარ გოგოოოოო?
დაიწყო ლექცია!!!
მალე მოდი...
ხომ ცოცხალი ხარ? გამეცი ხმა!“
10 წუთში სახეზე ალეწილი მარიანა შემოვიდა აუდიტორიაში და უხმოდ დაიკავა ნანას გვერდით ადგილი.
-რა მოხდა? - ამოსუნთქვაც არ აცადა ნანამ.
-გოგო, ავარიაში მოვყევი.
-ჰაა? რა ქენი?
-შუქნიშანზე გავჩერდი და ვიღაც ჭკვიანმა უკნიდან დამარტყა.
-ვაიმეე, შენს პატარას რამე ხომ არ დაემართა? ხომ კარგადაა?
-გაიკაწრა, იმისი კიდე წინიდან შეიჭეჭყა.
-ასე უმიზეზოდ დაგარტყა?
-ხოო და მეუბნებოდა დაგიტოვებ ნომერს და გაგიკეთებო, მე კიდე უარი ვუთხარი.
-და მასე გაუშვი? შე ბატო... ძაან ეტყობა? შესვენებაზე აუცილებლად მანახე.
ცოტა ხნით გაჩუმდნენ და ლექტორს დაუგდეს ყური. შემდეგ სასწრაფოდ გაიჭრნენ ეზოში.
-გასარეცხია და კარგად არ ეტყობა. აბა სალფეტკი მომეცი და შევხედავ.
-ვაიმე, შეხედე, მთლიანად გაბზარულია, თითს რო გადაუსვამ როგორ ეტყობაა... გეგონება შიგნიდანააო გაბზარული. ასე როგორ დაგეჯახა?
-წარმოდგენა არ მაქვს, - ჰაერში უმწეოდ გაასავსავა ხელები.
-გოგოებო, რა ხდება? - გაიგონეს ივანეს ხმა. ნანა მაშინვე დაიძაბა. დაჟინებით დაუწყო მარიანას მანქანას ყურება.
-არაფერი, მანქანა დამეჯახა და ახლა ვნახულობთ რამე დაუზიანდა თუ არა.
-მოიცა, ვინ დაგეჯახათ? - უცებ დასერიოზულდა. - კარგად ხართ? სადმე აქ მოხდა? იქნებ ვიცნობ.
-არა, არა, ივა, პირველ რიგში, ნანა არც მჯდარა ამ მანქანაში, მეორეც, აქ არ მომხდარა და არაფერი არ სჭირს მანქანას. მხოლოდ ეს ნაწილი ჩამოუვარდა წეღან და ისევ ჩავუსვი.
-მარიანა, რას ამბობ? ნახე როგორ ეტყობა, - შეეკამათა ნანა.
-ის კაცი ასე უბრალოდ წავიდა? გაკეთება არ შემოგთავაზა? - ჩაერია ივა.
-კი, მაგრამ ვუთხარი, რომ არაფერია და წავიდა.
-ვაიმე, მარიანა, რამდენი გაქვს სასწავლი, - ამოიოხრა. - კარგი, მე წავედი, ლექციაზე უნდა შევიდე. თქვენ არ მოდიხართ?
გოგოები ხმაამოუღებლად გაჰყვნენ ივანეს. მარიანამ დერეფანში ვაჟა დალანდა და მაშინვე მასთან გაიქცა. ნანამ თავი უხერხულად იგრძნო.
-რისი ლექცია გაქვს ახლა?
-ფინანსური აღრიცხვა.
-ხოო, ტყუილად გკითხე, მაინც არ ვიცი ეგ საგანი, - გაიღიმა ნანამ.
-ტელეფონი გირეკავს?
ნანა გამოერკვა და მობილურს უპასუხა.
-ჩემო უსაყვარლესო დაიკო... - გაისმა მობილურში ცირას ხმა.
-რა ხდება?
-მომენატრე და შენი მოკითხვა მინდა, რანაირი შეკითხვებია. არ შეიძლება დამ დაგირეკოს?
-მალე თქვი ცირა, ლექციაზე უნდა შევიდე.
-ხო 12-ზე ამთავრებ ლექციას, ხოდა იქნებ დამელოდო? ღია კარის დღეზე მოვდივარ მანდ და მარტო ხო არ გამწირავ?
-ვაიმე, ცირა მაჩაბელო, ხუთი თითივით გიცნობ. ფიზიკის გაცდენა გინდა ხო?
-მეც მიყვარხარ, - გაიცინა ცირამ და გათიშა.
-ეს გოგო ბოლოს მომიღებს, - ამოილაპარაკა ნანამ.
-ფიზიკა არ უყვარს? - ჩაერია ივა. - მესმის მისი, არც მე მეხატებოდა გულზე.
-გაგიჟებით მეც არ ვგიჟდებოდი, მაგრამ ყოველ შესაძლებლობას არ ვიყენებდი, რომ გამეცდინა.
-კაი, თინეიჯერია და რაც თავში წამოუვლის, იმას აკეთებს. იქნებ ვინმე მოსწონს აქ?
-შანსი არაა, შეყვარებული ჰყავს, რომელიც აბიტურიენტია. ნეტა გიორგის ხომ არ უნდა აქ ჩაბარება? - თავის თავს დაუწყო საუბარი.
-მიზეზიც ნაპოვნია, - გაიღიმა ივამ. - თუ გეზარება, შემიძლია მე წაგიყვანოთ სახლში.
-მართლა? - თვალები გაუფართოვდა ნანას.
-კი, ოღონდ ახლა მართლა უნდა გავიქცე ლექციაზე. 12-ზე საკონფერენციოში შეგხვდები, - თვალი ჩაუკრა და კიბეებზე აირბინა.
-რაო, რაო, რაოო? - ინტერესიანი თვალებით ეცა მარიანა და გამოკითხვა დაუწყო.
-რა და, თუ ლექციაზე არ შებრძანდებით შენ და ერთი ქალბატონი, მომავალ ქვიზს ჩააფლავებთო.
-ჰა? მართლა ეგ თქვა? არადა მომწონდა ეგ ბიჭი.
-ვაიმეე, მარიანა, გამოფხიზლდი, მხოლოდ ვაჟასა და შენს პატარაზე კი არ უნდა იფიქრო.
-საყვარლად მოგახრჩობ ერთ დღეს, - გაიღიმა და აუდიტორიაში შევიდა.
საკონფერენციოში ადვილად მიაგნო ცირას. იდგა და ხელს უქნევდა. ყველამ ამ ორს შეხედა.
-ამის გამო მოგკლავ, - კბილებში გამოსცრა ნანამ.
-მეც მომენატრე, დაიკო, - გადაეხვია.
-გიორგი სად არის?
-საიდან მოიტანე? არ დადის სკოლაში, ვერ ვიცლიო.
-ვაიმეე, აბიტურიენტობისას თუ ვერ იცლის, სტუდენტობისას რაღას იზამს.
-კარგი, გავიგეთ, რომ სტუდენტი ხარ, - თვალები აატრიალა ცირამ. - წამო, დავსხდეთ.
მეორე რიგში შევიდა.
-უი, თქვენ გეძებდით. ივა, - ხელი გაუწოდა ცირას.
-ცირა, სასიამოვნოა, შენთვისაც, ეგ ადგილი დამითმე, მაქედან უკეთ ჩანს დარბაზი, - გაუღიმა ივას.
ივანე წამოდგა და ნანას გვერდით დაიკავა ადგილი. ნანამ გოგოს ხელზე უჩქმიტა.
-წესიერად, გოგო.
-ეგ ისაა ხო? - ჩუმად გადაუჩურჩულა.
-მოისმინე, მე ესენი ზეპირად ვიცი. მერე მოგხედავ. ივა, - ახლა ბიჭს მიუბრუნდა. - ბოდიში, უბრალოდ ღელავს, თორემ არაა ისე ცუდი გოგო.
-არაუშავს, გამბედავია, - გაიღიმა. - მომწონს ეგ თვისება. ნეტავ, სხვებსაც ჰქონდეთ.
ნანამ ბოლო სიტყვები რატომღაც თავის თავზე მიიღო და გაწითლდა.
-აქ ყოფნით არ ცდები? - ძლივს ამოილაპარაკა.
-რაა? ვერ გავიგე, - კიდევ უფრო მიუახლოვდა ბიჭი.
-არ ცდები? - ყურში ჩასჩურჩულა ბიჭს და მისი კანის სურნელების შესუნთქვისას გაბრუვდა.
-არა, - ტუჩის კუთხით გაიღმა ბიჭმა და ნანას ხელი გადაჰხვია.
ცირას ეს მანერა არ გამოჰპარვია, დას ანთებული თვალებით შეხედა.
-უსმინე, - ცირას გასაგონად შეიღრინა ნანამ.
მთელი დრო გაბრუებული იჯდა ნანა და არც ერთი სიტყვა არ ესმოდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა სიცივე იგრძნო. ბიჭს ხელი მოეშორებინა. როგორც ჩანს, შეხვედრა დასრულდა.
-ცირა, საით მიდიხარ? მე გაგიყვანთ, - დაუძახა ივანემ.
-უი, მართლაა? - ყურებამდე გაიკრიჭა და ისევ ჩეშირის კატას დაემსგავსა. - უკან მე ვჯდები, დაგასწარი, - ენა გამოუყო ნანას.
-უკან დაჯდომაზე დასწრება აღარ გამიგია, სამი ადგილია უკან, - თვალები აატრიალა ნანამ.
-ვითომ ვერ ხვდები რაა, არადა გამიგია, სტუდენტები ჭკვიანები არიანო, - დას გაუცინა ცირამ.
-კიდევ კარგი უკან ჯდები, თორემ შემომელახები. ღვედის შეკვრა არ დაგავიწყდეს.
-როგორც მეტყვი, დეე.
-ცანცარა, - ჩაილაპარაკა და ივანეს გვერდით მოთავსდა.
-აბა, ცირა, შენზე გავიგე, ფიზიკა არ უყვარსო, - სარკიდან გოგოს გახედა.
-ვაიმეე, ძალიან რთული გამოსაცნობია ხო, ვისგან შეიძლება იცოდე ეგ ამბავი. შენ ჩემ გარდა სალაპარაკო არ გაქვს? - დას შეხედა.
-არა, უბრალოდ ნანასთან ერთად ვიყავი, როცა დარეკე, თორემ მხოლოდ ერთხელ ჰყავხარ ნახსენები.
-შეხედე, როგორ იცავს, - ახლა ივას მიუტრიალდა. - არა, რანაირი დაა ახლა ეს, მხოლოდ ერთხელ მახსენა.
-ცირაა, მოისვენე. წეღან არ ამბობდი, სულ ჩემზე ლაპარაკობო? ჩამოყალიბდი ცოტა.
ივას ეცინებოდა დების საქციელზე.
-რას დაგვცინი? - გადასწვდა ცირა. - ნანა, შენი მეგობარი ცოტა დააწყნარე რაა.
-ცარიელი კუჭი გაქ და იმიტომ ხარ ცუდ ხასიათზე?
-ხო, დილით ისე წამოხვედი, რომ კარაქიანი პურები არ დაგიხვედრებია.
-შაურმა გიყვარს? - ჩაერთო ივაც.
-ვაიმე, ვგიჟდები.
-გეპატიჟები.
-ივა, რას აკეთებ? - გაოცებულმა შეხედა ბიჭს ნანამ.
-შენი დის დამშვიდებას ვცდილობ.
-არა, არა, ისედაც მანქანით მოგყავართ, ფულიც უნდა დახარჯო? თან იაფი ხო არ არის ეს დასაწვავი შაურმა.
-ვაიმეე, ნანა, ადამიანს უნდა, რომ პატივი მცეს, აცადე რაა.
-ცირაა, ნუ ხარ შენც მარიანასნაირი გამომძალველი.
ამასობაში ივამ მანქანა გააჩერა და გადავიდა. ნანაც სასწრაფოდ უკან გადაჰყვა.
-ივანე, გაჩერდი, არ გინდა რაა.
-შაურმა არ გიყვარს შენ?
-არა.
-აბა რა გიყვარს?
-ხაჭაპური. იცოდე, ყიდვა არ გაბედო. ჩავსხდეთ მანქანაში და წავიდეთ.
-კაი რაა, ნანა, ნუ ბავშვობ.
-იცოდე ცირას ფეხით წავიყვან სახლში.
-ახლა კიდევ უფრო ბავშვობ. რაღაც კარგი მინდა, რომ გავაკეთო და უფლებას არ მაძლევ.
-უფულოდაც შეგიძლია კარგი რაღაცების გაკეთება.
-ჯერ ასე დავიწყოთ და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.
-მე არაფერი არ მიყიდო, მაინც არ გამოგართმევ.
-რატომ არ მაცდი, რომ შენზე ვიზრუნო?
-არ მშია. თუ ზრუნვა ასე ძალიან გინდა, შეგიძლია ცირას გარეშე მოაგვარო ეგ პრობლემა.
-კარგი, ახლა მანქანაში ჩავჯდები, თუ ხვალ საღამოს პიცერიაში გამომყვები.
-ფულს გავიყოფთ.
-ვიფიქრებ.
-ჰოდა, მეც ვიფიქრებ.
-ნანა, გთხოვ.
-კარგი, როგორც იტყვი.
-6-ზე გამოგივლი, - ნანას გაუღიმა და კარი გააღო.
ცირას არც ერთი დეტალი არ გამოჰპარვია. გულში ეღიმებოდა.
-მოიცა, არ ჰქონდათ შაურმა? - ვითომ ეწყინა, როცა ხელცარიელები დაბრუნდნენ.
-ნანას დაჟინებული თხოვნით აღარ ვიყიდე.
-წლის და ხარ, მაშიმშილებ.
-ნუ მარცხვენ, ცირა.
-ჰოდა მაშინ აცადე სხვას ჩემზე ზრუნვა.
ასე ჩხუბით მიაღწიეს სახლამდე.
-აბა, მადლობა, ივა, - გაუღიმა ცირამ და მანქანიდან გადავიდა. დისთვის არც დაუცდია, კიბეებზე აირბინა.
-დიდი ბოდიში, რომ მისი გაძლება მოგიწია, და მადლობა, რომ აქამდე მოგვიყვანე.
-გეკადრებაა? - გაიღიმა ივამ. - რაღაც გადასვლას არ ჩქარობ. ღვედი ხომ არ გაიჭედა ისევ?
-არ ვიცი რაზე მელაპარაკები, - სხვა მხარეს გაიხედა ნანამ.
-კარგი, მაშინ მე დავძრავ მანქანას და გავიგებთ ხსნი თუ ვერა.
-კარგი, მომეხმარე, - დანებდა გოგო.
ივამ სიცილით შემოუარა მანქანას და ნანასკენ დაიხარა. ნანას სუნთქვა გაუხშირდა, როცა ასე ახლოს იგრძნო ბიჭის სხეული.
-კაი, ისუნთქე, - გაუღიმა ბიჭმა და ლოყაზე აკოცა. - აჰა, მზადაა.
ნანა დარწმუნებით იტყოდა, რომ ის ადგილი შანთდადებულივით აეწვა. ძლივს წამოიწია, მანქანიდან გადმოსვლისას ფეხი აერია და ივას ჩაუვარდა მკლავებში.
-კიდევ კარგი, აქ ვიდექი, - გაიცინა ბიჭმა. - აბა, ხვალ გნახავ?
-იცი, ახლა გამახსენდა, რომ ხვალ დეკანს ვხვდებით მაგ დროს.
-და ეგ წეღანვე ვერ მითხარი? თუ უბრალოდ ცდილობდი მანქანაში ჩავმჯდარიყავი?
-სხვა დროს იყოს, შენთან ვალში ვარ, - სასწრაფოდ გატრიალდა ნანა და ცირას გავლილ გზას გაჰყვა.
-რჩევა გჭირდება? - მაშინვე ოთახში შეაქანა ცირამ.
-შენგან? ჩემზე პატარა ხარ.
-და ბევრად უფრო გამოცდილი მაგ საკითხში, - გაიცინა. - მე შეყვარებული მაინც მყავს.
ნანამ ცირას წუწუნის შემდეგ ყველაფერი მოყვა და თავში წამორტყმაც დაიმსახურა.
-ბიჭმა პაემანზე დაგპატიჟა და უარი უთხარი? შტერო.
-პაემანი არ იყო, უბრალოდ შენი შაურმის სანაცვლოდ დავთანხმდი.
-ღმერთო ჩემო, რამდენი რაღაც გაქვს სასწავლი, - საცოდავად აასავსავა ხელები. - ახლა ყურადღებით მისმინე...
ცირა ერთი საათი არიგებდა ნანას, რომელიც ინსტინქტურად უქნევდა თავს.
-სამეცადინო მაქვს, გთხოვ, გამიშვი, - აღმოხდა ნანას და ოთახიდან გაიქცა.
ფინალურების დრო მოვიდა. ნანას კი ჯერ კიდევ არ შეესრულებინა პირობა.
-როდის ამთავრებ ფინალურებს? - ჰკითხა ივამ.
-ზეგ მაქვს ბოლო.
-ჰოდა, ზეგ, დამთავრებისთანავე მიმყავხარ პიცერიაში. უარს თუ მეტყვი, ან რამეს მოიმიზეზებ, მოგიტაცებ და მაინც წაგიყვან.
-4-ზე რომ მაქვს ფინალური?
-ორსაათიანია?
-ხო.
-ძალიან კარგი, 6-ზე აქ ვიქნები.
-ნანა, მოდიხარ? - გაიგონა მარიანას ხმა და გამოფხიზლდა.
წინ აღარავინ ედგა. ხომ არ მოეჩვენა? არა, ზუსტად ახსოვს.
-ზეგ ივას უნდა შევხვდე, - აღმოხდა გოგოს და მანქანაში ჩაჯდომისას კივილი დაიწყო.
-ოო, ჰოდა მოიცდის ინგლისურის ფინალური. მე და შენ საყიდლებზე მივდივართ.
ნანას ვერ გაეგო ინგლისურის ფინალურზე უფრო ღელავდა თუ ივას რომ უნდა შეხვედროდა, იმაზე. ორი სავარჯიშოს გაკეთება ვერ მოასწრო, დრო არ ეყო. უნივერსიტეტიდან უხასიათოდ გამოვიდა.
-აბა, თავს როგორ გრძნობ? პირველი კურსი დახურე, - გაიგონა ივანეს ხმა.
-ჯერ ფინალურების პასუხები გამაგებინა და... ინგლისური ვერ მოვასწარი, - აბუზღუნდა.
-წამო, ხასიათზე მოგიყვან.
ნანა უხმოდ ჩაუჯდა მანქანაში და სწრაფადცვალებად ხედს გააყოლა თვალი.
ივამ მართლაც შეძლო მისი გამხიარულება. უამრავ სისულელეს ეუბნებოდა, რომ გოგონა გაეცინებინა. ბოლოს, იმხელა ხმაზე ხარხარებდნენ, კინაღამ შენობიდან გამოყარეს. ვერც კი მიხვდნენ როგორ გავიდა დრო.
-ვაიმე, დაღამდა უკვე, - შეიცხადა ნანამ. - წავიდეთ რაა.
-კარგი, ახლავე მოვალ.
ივამ ფული გადაიხადა და ნანასთან დაბრუნდა. ნანა გაბრაზებული დახვა.
-ეგ რატომ გააკეთე?
-ნანა, რატომ არასდროს არ მაცდი რაიმე კარგის გაკეთებას? ბიჭმა რომ გოგოს გადაუხადოს ფული, არ შეიძლება? გასაგები და სრულიად მისაღებია ჩემთვის, რომ დამოუკიდებელი ადამიანი გინდა იყო, მაგრამ ასეთ რაღაცაზე არ უნდა ჭედავდე.
-ნაყინს თუ მიყიდი, შეგირიგდები, - გაიცინა ნანამ და ჩამოსასხმელი ნაყინისკენ აიღო გეზი.
ნანამ გადაწყვიტა ნაყინით მოესვარა ივა, მაგრამ ეს ძალიან ბავშვურ საქციელად მოეჩვენა და უხმოდ შეჭამა. მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ, როცა ივანემ ნაცნობები შენიშნა. გაირკვა, რომ ერთი გზა ჰქონდათ. ჰოდა, მათთან ერთად ჩასხდნენ მანქანაში.
ნანას წინ დაჯდომა ბიჭმა დაასწრო. ისიც მძღოლის უკან მოთავსდა და ღვედი შეიკრა. ამაზე იმ ბიჭს გაეცინა.
-ვფრთხილობ, ამაში მგონი არაფერია დასაცინი ხომ? - გაბრაზდა ნანა.
-მე კოკა მქვია, მაგრამ ყველა კოკლიკოს მეძახის, - წაუყრუა ბიჭმა.
-მე ნანა მქვია, მაგრამ ყველა ნანას მეძახის.
-ნანიკო არ წავა?
-მასე დამიძახებ და ივას ვთხოვ, რომ მანქანიდან გისროლოს.
-მე ნინი ვარ, კოკას და. ყურადღებას ნუ მიაქცევ.
ნანას ერთი სული ჰქონდა, როდის გადავიდოდა მანქანიდან. ივამ ჯერ და-ძმა დააბინავა და მხოლოდ შემდეგ აიღო გეზი ნანას სახლისკენ.
-ნან, ხომ არ გეწყინა? ბოდიშს კოკლიკოს მაგიერ მე გიხდი.
-არა, ათასი გადარეული დაიარება ამქვეყნად. ყველაზე რომ ნერვები მომეშალოს, ბოღმისგან გავსკდები.
-საყვარლად ხუმრობ, - გაეღიმა ბიჭს. - ცოტათი ცინიკოსია, თორემ, ცირასი არ იყოს, არც ეგაა ცუდი ბიჭი.
-ვითომ? - ცალი წარბი ასწია ნანამ და დაეჭვებით გახედა ივას.
-კი. აი, ჩვენც მოვედით.
-ივა... - ძლივს ამოიღო ხმა ნანამ.
-რა მოხდა?
-არ დამცინო. ღვედს ვერ ვხსნი.
-ნეტავ გამაგებინა რას უშვრები, - მანქანიდან გადავიდა და ნანას გვერდით მიუჯდა. - სხვას კი არ გასჭირვებია გახსნა.
-სხვას ალბათ არც გამოუყენებია, - არ ჩამორჩა ნანაც. - ალბათ მაგიტომაც არ იცი, რომ ღვედები არ გივარგა. თავადაც ხომ არ იკეთებ, არასდროს!
-გეყოფა კბენა. უკვე სერიოზულად მგონია, რომ სპეციალურად უშვრები ასე ღვედს.
-მომიტევე, რა?
-ალბათ გსიამოვნებს შენთან ახლოს რომ ვარ.
გოგონას მიუახლოვდა და ცხვირი ცხვირზე შეახო. ნანას ენა ჩაუვარდა.
-მე... - ლუღლუღი დაიწყო. - სისულელეა... საიდან...
-არ არის და ეს ორივემ კარგად ვიცით.
-გახსნი? გადასვლა მინდა.
ბიჭმა ღვედი მოხსნა და მის ნაცვლად ხელი დაადო მხარზე.
-რა გინდა, ივა? - აკანკალებული ხმით იკითხა ნანამ.
-რომ ეს ტანჯვა დავასრულო.
-რა ტანჯვა? - თავი გამოიშტერა.
-ვიცი, რომ შენი გახშირებული სუნთქვის მიზეზი ვარ.
ნანა შეკრთა. ვერ გაეგო ეს კარგი იყო თუ ცუდი. ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და ხელით კარის სახელურის ძებნას შეუდგა. თითები უკანკალებდა.
-ნუ ჩქარობ, ჯერ არ დაგვისრულებია, - თბილად გაუღიმა ბიჭმა და კიდევ უფრო მიუახლოვდა გოგოს.
-რატომ მტანჯავ? უბრალოდ მითხარი თუ რამე გინდა, თუ არა და, გადამიშვი.
-მაინტერესებს სადამდე გაქაჩავ, - ყურში უთხრა და იქვე აკოცა.
-და მაგით რას გახვალ? ვეღარ ვქაჩავ. დასრულდა შოუ? - ნერვებმა უმტყუნეს და წივილი დაიწყო.
-ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, - გაიღიმა ბიჭმა და ნანას ტუჩებს დაეწაფა. - დღეიდან მეგობრები ვეღარ ვიქნებით, - მალევე მოშორდა და ნანას თვალებში ჩახედა.
-მაგას როგორმე გადავიტან, - ნაჩქარევად წარმოთქვა ნანამ და თავისი ტუჩები ივასას მიაკრო. - ახლა კი წავალ, უკვე გვიანია.
-მშვიდობით ახვალ?
-როგორმე მესამემდე ავაღწევ, - კარი გააღო და გრილ ჰაერს სახე მიუშვირა.
ბინის კარის შეღებისას ცირა, ჩეშირის კატად წოდებული, დახვდა. სასწრაფოდ ხელკავი გამოსდო.
-პირველი კოცნის სუნი მცემს.
-მართლა? მე მხოლოდ ბორშის სუნი რატომ მცემს? დავიჯერო ასე ჰგავს?
-შენ მე რამეს გამომაპარებ? აბა, როგორი იყო? დაწვრილებით მომიყევი.
-ფისო, შემეშვი.
-რა ფისო, რა გიყო ივანემ ამისთანა.
-ჩეშირის კატასავით შენ მეჩითები ხოლმე და კიდევ გიკვირს ფისოს რომ გეძახი? მოფერებითი სახელები არ გიყვარს?
-სანამ წესიერად გთხოვ, დაიწყე. არ მაიძულო ბავშვობა გავიხსენო და თმებით გითრიო.
-შენზე უფროსი რომ ვარ გავიწყდება?
-ადრეც იყავი, მაგრამ მაშინაც არ წარმოადგენდა ეგ პრობლემას, - ხელის გულები ეშმაკურად გაუხახუნა ერთმანეთს. - აბა, რომელი არჩიე?
-მარიანას გარეშე ხმას არ ამოვიღებ.
-აჰა, ადვოკატს მოითხოვთ, ახალგახრდავ? კარგი, კარგი, ეგ მე მომანდეთ.
-ახლა გვიანია, ხვალ შევხვდეთ და მოგიყვებით.
-მე ნუ მასწავლი როდისაა გვიანი და როდის არა. მობილური მათხოვე და მარიანას ნომერი ამიკრიფე.
ნანა დაემორჩილა. სიმართლე ითქვას, ძალიან აინტერესებდა რას იზამდა ცირა.
-იცოდე, ძალიან მკაცრი ბებია ჰყავს და არ გამოუშვებს.
-ეჰ, 17 წელია მიცნობ, - თავი დანანების ნიშნად გააქნია ცირამ. - ვერაფერი ვერ ისწავლე ხოო? ალო, მარიანა, - უცებ მიიღო შეშფოთებული სახე და ხმა აუკანკალდა. - არ დაგირეკავდი სასწრაფო რომ არ იყოს. ... ხოო, ნანას ეხება. უცებ ცუდად გახდა. არ ვიცით რა სჭირს და შეგიძლია მოხვიდე? გაუხარდება შენი დანახვა. ... არა, ხვალ არა, ვიცი, რომ გვიანია, მაგრამ იქნებ სცადო?... სახლში ვართ, ექიმიც აქაა. რაღაც ცუდი სახე აქვს. იჩქარე, გთხოვ.
მობილური ნანას დაუბრუნა, ისევ ჩეშირის კატას დაემსგავსა და ერთგულ მაყურებელს თავი დემონსტრაციულად დაუკრა.
-და იქუხა დარბაზში აპრლოდისმენტებმა, - თეატრალურად დაიწყო საუბარი. - ყველა გაოცებული იყო ახალგაზრდა ქალბატონის ნიჭით. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ პატარა ბავშვები, რომლებსაც მისთვის თაიგული მიჰქონდათ. რამდენიმე სიმპათიური ბიჭიც გამოერია. გოგონას გული უჩუყდება და ერთ-ორ ცრემლსაც აგდებს. ყველას ენა აქვს ჩავარდნილი მისი საოცარი გამოსვლით. ფარდა იწევა და გოგონა სცენას ტოვებს. კულისებში თავისი და ხვდება, რომელიც ეხვევა და ეუბნება, რომ საუკეთესოა, როგორ გაუმართლა, რომ მისი დაა და მისთანები...
-აი ბოლოში ძაან გაუბერე, - გაეცინა ნანას.
-გირჩევნია დრო დაინიშნო. 10 წუთში კარს შემოგლეჯს.
-ამდროს საცობებია.
-მე გითხარი...
10 წუთში მართლაც შემოვარდა თმააწეწილი მარიანა. იატაკზე დაეცა და ხელი გულზე მიიჭირა. ღრმად სუნთავდა.
-ვაი, მგონი ამას უფრო სჭირდება ექიმი, - გაიცინა ცირამ.
აი იქ დატრიალდა, რაც დატრიალდა. მარიანა ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ ცირა მაინც გაეკიცხა.
-ლამის გული გამისკდა, მეგონა მეცლებოდა დაქალი ხელიდან. სახლიდან გადარეულივით დამოვვარდი. მარტო სამჯერ წითელზე გამოვიარე. ჩემ მანქანას ამხელა სიჩქარის აკრეფა თუ შეეძლო არც კი ვიცოდი. ცუდად გავხდი. ადამიანს აღარ ვგავარ. თქვენ კიდე დგახართ აქ და დამცინით. რა საქციელია ეს? ამიხსენი ცირა.
ნანა მიხვდა, რომ ცირა დიდ შარში იყო და სიცილი დაიწყო.
-შენ რაღა გაკრიჭებს, - ნანას შეუბღვირა. - შენ უარესად საცემი მყავხარ. კარგი, ცირა პატარაა ჯერ, ჭკუას შენ უნდა არიგებდე. შენ მაინც შეგეძლო გზაში დაგერეკა და დაგემშვიდებინე.
-ღმერთო, -საწყალობლად აღაპყრო ხელები ნანამ ზემოთ და ჭერს ახედა. - ერთი კიდევ მესმის, მაგრამ ორი? როგორ გამწირე ორი ერთნაირისთვის? აი, რომ ვერ დაადგენ, რომელია უარესი. რა შეგცოდე ამისთანა? პატარაობიდანვე არ ვიქცეოდი ცუდად. მშობლებს ვუჯერებდი, იშვიათად მეც ვაბრაზებდი, ვის არ მოგვდის მასეთები. მოხუცებს ტრანსპორტში ადგილს ვუთმობ, ზოგს ბარგის წამოღებაშიც ვეხმარები. მხოლოდ ეს ორი დავიმსახურე? მეტი არაფერი? ასეთ სასჯელს გამოუსწორებელი დამნაშავეებისთვისაც კი არ გაიმეტებდნენ.
-აე, აქ აღსარების სათქმელად კი არ ხარ, - მიუბრუნდა ცირა. - გეყოფა დრამატულობა.
-ამ დებმა შეწყვიტეთ თეატრალური დადგმები და ამიხსენით აქ რას ვაკეთებ, - გაბრაზდა მარიანა. - უკან ნუ გამაბრუნებთ.
-უი, როგორ დამავიწყდა, - ცირა ისევ ჩეშირის კატას დაემსგავსა. - აბა, დაიწყე, ნანა. ჩვენ ყურადღებით გისმენთ.
-გაკლიათ, - ამოილაპარაკა ბოლოს მარიანამ. - არა, კი ღირდა ამ ისტორიის მოსმენა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში არა. ახლა უნდა ვიწვე და სიზმრებს ვნახულობდე.
-ვაიი, ვაჟა უნდა გენახა ხოო? - მიუტრიალდა ცირა.
-ნუ სულელობ. შენ პატარა ხარ ჯერ.
-ვაიმე, ორივეს მე გაჯობეთ შეყვარებულის პოვნაში და მეძახეთ ახლა პატარა. ვაჟამ რაო, ეწყინა რო არ მიხვედი? არაუშავს, ცოტა უნდა აწვალო ბიჭი, აბა რა. შენ გიორგი უნდა ნახო. მიკვირს საერთოდ როგორ მიძლებს.
-დამიჯერე, მეც, - გაიცინა ნანამ. - მეძინება, გამიშვი ახლა.
-გაგიშვებ, მაგრამ პირობა დადე, რომ რაც მოხდება, ყველაფერს მომიყვები.
-კონსტიტუციაზე დავიფიცო თუ ბიბილიაზე?
-დამეკარგე აქედან.
-ვაიმეე, 17 წლის ბავშვო, რას მიბედავ?
-გავიგეთ, რომ დიდები ხართ. ახლა ორივენი მომწყდით თავიდან.
მარიანა სახლში დაბრუნდა, ნანა საძინებელში.

ზაფხული ისე სწრაფად მიილია, ნანამ გააზრებაც ვერ მოასწრო.
ბედნიერი იყო.
დროს სულ ივასთან ატარებდა.
მთელი თბილისი შემოიარეს.
თბილისი რომ მობეზრდათ, ახლოში მყოფ სოფლებს გადასწვდნენ.
დაიწყო სწავლაც და ნელ-ნელა ერთმანეთს დასცილდნენ. სულ იმას წუწუნებდნენ, მენატრებიო. ამის ატანა მარიანას აღარ ჰქონდა.
-ვაიმე, მოვიტაცებ იცოდე ივას შენთვის და მერე გყავდეს სახლში. აღარ მოგენატრება.
-ვაიი, ვაიი, შენ ვისზე რას ამბობ?
-მაგრამ ჩემი მანქანა ცოტა პატარაა. ეგ კიდე აყლაყუდაა. ვერ შეეტევა. ფეხი ზედმეტი რჩება. ვითომ რამე შეემჩნევა ერთი ფეხით ნაკლები რომ დავუტოვო?
-მარიანა!
-ისევ შენთვის ვამბობ, თორე... რაში მჭირდება მე მაგისი ფეხი.
-აი ძაან გაკლია რაა.
მესამე სემესტრის ფინალურების დროც დადგა.
-ნან, - გამოსძახა ივამ მანქანიდან.
-ხოო.
-დღეს მოგაკითხავ, სურპრიზი მაქვს შენთვის.
-ძვირია რამე? - წარბი ასწია.
-აი, როდემდე უნდა ჭედავდე მასეთებზე? შენი შეყვარებული ვარ და სადმე რომ დაგპატიჟო, არ მოსულა?
-კარგი, დაივიწყე. დაგელოდები.
-მანამდე წაიმეცადინე ცოტა, - თვალი ჩაუკრა და მანქანა დაძრა.

-აბა, რა არის? - აცქმუტდა ნანა, როცა ივა დაინახა. - ხელში რაღაც არაფერი გიჭირავს. მანახე რაა, მანახე.
-წეღან არ ბრაზდებოდი ძვირიაო?
-ოო, მანახე და მერე იყოს გაბრაზება.
ნანამ თვალები დაუფახულა ბიჭს და ხელი გაუწოდა. რაღაც კონვერტი შერჩა ხელში.
-წერილი? სერიოზულად? მეტ დრამატულობას ველოდი შენგან.
-გახსენი, - მშვიდი ხმით უთხრა.
ივა აკვირდებოდა როგორ ეცვლებოდა ნანას სახე, როცა დაინახა რა იდო კონვერტში. გაეღიმა და გოგოს შუბლზე აკოცა.
-ვაიმეე, არაა, მატყუებ ხოო? მართლა ჩემია? ნამდვილია?
-კაი, რას გატყუებ, გეკადრება? მართლა შენია და აბსოლუტურად ნამდვილია.
-ორი ბილეთია. მაშინ ცირას წავიყვან, - გაიცინა ნანამ.
-ხოო, იმიტო დავხარჯე მაგდენი თანხა, რომ შეყვარებულმა სხვა წაიყვანოს.
-დავიჯერო შენ გაინტერესებს ბალეტი?
-შენ თუ გაინტერესებს, ჩათვალე, მეც მაინტერესებს.
-საუკეთესო ხარ, - მიეხუტა და ბალეტის ბილეთები გულში ჩაიკრა.
შენობაში შესვლისთანავე ნანამ მონატრება იგრძნო. თითქოს ჰაერსაც კი სხვა სუნი ჰქონდა აქ. ხარბად ცდილობდა მის ჩასუნთქვას. ნეტავ რამდენ ხანს დარჩებოდა ეს სუნი მის ტანსაცმელს?
დარბაზის კარი შეაღეს და ნანაც წამში გამოფხიზლდა. ყველა მოგონება ერთდოულად დაეტაკა მის ტვინს და უამრავი ემოცია გამოიწვია. წამის მეასედებში ეწერა სახეზე შეშფოთება, ტკივილი, სიხარული, შვება, სილაღე, წამება... ყველა ის გრძნობა, რომელიც ოდესღაც ამ შენობას უკავშირდებოდა. ყველა და ყველაფერი გადაავიწყდა. ახლა მხოლოდ ის და სცენაღა იყვნენ დარჩენილნი. თვალს ვერ სწყვეტდა სანახაობას. გაოცებული იჯდა და გული უფართხალებდა.
წარმოიდგინა, ეს არ უნდა ექნა, მაგრამ თავის თავს ვერ მოერია...
წარმოიდგინა, რომ თავადაც იყო მათ შორის. აი, ის გოგო ზუსტად მასავით მოძრაობს.
უკვე გრძნობს.
გრძნობს, როგორ ღელავს სცენაზე, მაგრამ გრძნობებს უფლებას არ აძლევს, რომ შოუ ჩაუშალოს. დარბაზს გაჰყურებს და სხეულში სითბო ეღვრება ამდენი ადამიანის შემყურეს.
უცებ ენარცხება მიწას, როცა ვიღაც კაცი გავლისას შემთხვევით ფეხს კრავს. სახელურებს აფრინდება, რათა სცენაზე არ აიჭრას და მათ არ შეუერთდეს.
როგორ უნდა ახლა მათთან ერთად იყოს. იცის, კარგად იცის რა გრძნობაა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ. თითქოს სხვა განზომილებაში გადადიხარ. სამყარო პატარავდება, იმდენად, რომ გგონია, გულში ჩაგეტევა. ქრება ყველა და რჩები მხოლოდ შენ, ოცნებით, რომელიც ახდა.
არა, ეს არაა ნანა. ნანა არც ერთი მათგანი არ არის. იმის მაგივრად, რომ სცენაზე იდგეს, უბრალოდ ზის და მათ შეჰყურებს.
თითები ჯერ გაუთეთრდა, ახლა ნელ-ნელა ულურჯდება.
-მოეშვი, - ჩაესმის სასიამოვნო ხმა და გრძნობს, როგორ ჰკიდევს ხელს ივა.
უცებ მშვიდდება. სამყარო ისევ თავის ადგილას ბრუნდება.
ალბათ აუცილებელი იყო ასე რომ მომხდარიყო. ვინ იცის, რა ელის მომავალში.
-მოგენატრა ხომ? - ყურში უჩურჩულებს ივა და იქვე ჰკოცნის.
-ვერც კი წარმოიდგენ, როგორ.
ცეკვის დასრულებისას ნანა ფეხზე წამოიჭრა და ტაში დაუკრა. მერე ივას ჩაჰკიდა ხელი და სცენისკენ აიღო გეზი. აი, რამდენიმე ნაცნობი სახეც შენიშნა.
-ხატი, სოფი, - ხელი დაუქნია გოგოებს და გაუღიმა. ისინიც წამში მასთან გაჩნდნენ.
-ნანა? - გაიოცეს და სათითაოდ ჩაეხუტნენ. - რამდენი ხანია უკვე აღარ გვინახავხარ.
-სასწაულები იყავით გოგოებო, - აღტაცებით საუბრობდა ნანა და ვეღარ ჩერდებოდა.
იქამდე არ მოისვენა, სანამ ყველაფერი არ გამოჰკითხა გოგოებს. ივამ თავი უხერხულად იგრძნო.
-წავალ, მანქანაში დაგელოდები, - ყურში უჩურჩულა და გაეცალა.
ნანა კიდევ ერთი საათი დარჩებოდა იქ, გოგოებს რომ არ ეთქვათ, რომ ეჩქარებოდათ. ძლივს გამოეთხოვა და ივასთან მივიდა. გაბრაზებული იყო.
-ღვედი შეიკარი, - უთხრა ნანამ.
-შენთვის ვინ ვარ?
-ეგ რა შეკითხვაა? ივა, ხომ კარგად ხარ?
-საერთოდ გახსოვდი? მე რომ არ მეთქვა, აღარც გაგახსენდებოდა, რომ შეყვარებული გყავს.
-ივა, მასე ნუ ამბობ.
-მგონი ბალეტი უფრო გიყვარს, ვიდრე მე.
-ივა, მაგის შედარება როგორ შეიძლება? შენ ადამიანი ხარ.
-მართლა? როგორც ჩანს, წეღან სულაც არ ვიყავი.
-ახლა თუ ხვდები მაინც, რა სისულელეზე ვკამათობთ? ეს დღე ნორმალური უნდა ყოფილიყო. იმისთვის წამომიყვანე, რომ გეჩხუბა?
-მეგონა გაგახარებდი. როგორც ჩანს, იმაზე უკეთ გამომივიდა, ვიდრე დაგეგმილი მქონდა.
-როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი? უნდა გესმოდეს როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის ბალეტი. წარმოიდგინე, რომ ბავშვობაში რაღაც ოცნება გქონდა. მის ასრულებას ცდილობდი, როცა გაიგე, რომ შენივე სხეული გეწინააღმდეგება საწადელის მიღწევაში. თავს როგორ იგრძნობდი? - ნანამ თავი ვეღარ შეიკავა და ყვირილი დაიწყო. - გააჩერე მანქანა.
ივას თითქოს არაფერი გაუგონიაო, უფრო მიაჭირა გაზს ფეხი.
-ივანე, გააჩერე ეს დასაწვავი მანქანა! - კიდევ უფრო აუწია ხმას.
მანქანა გზიდან ბოლომდე არ იყო გადასული, რომ ნანამ კარი გააღო და გადავიდა. მაშინვე შეამცივნა. ქურთუკი მანქანაში ჰქონდა, უკან კი არ მიბრუნდებოდა. სადამდეც შეეძლო, სირბილით შეამცირა მანძილი. არ უნდოდა ვინმეს დანასახად ეტირა. ბავშვობაშიც ეყო დაცინვა ბალეტის კურსებზე. რამდენჯერმე ფეხი რომ დაიზიანა და ტირილი დაიწყო, ბიჭებმა დასცინეს. იმის შემდეგ აღარ სურს ვინმეს დაანახოს როგორ სტკივა.
ნაცნობი ქუჩა რომ დაინახა, ცოტათი დამშვიდდა. სკამზე ჩამოჯდა, ნიკაპი მუხლებზე ჩამოდო და ხელები ფეხებზე შემოიხვია. აქეთ-იქით ქანაობა დაიწყო, რომ არ გაყინულიყო. ცარიელ სივრცეს გაჰყურებდა და ჩხუბზე ფიქრობდა.
კუნთები აღარ ემორჩილებოდნენ. კანკალით ატყობინებდნენ, რომ დრო იყო, თბილ ადგილას წასულიყო, თუმცა ნანა მათ ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ბეჭებზე რაღაც თბილი მიედო. ვიღაცამ ქურთუკი მოაფარა. თავის ატრიალება არ სურდა, მაგრამ, როცა გვერდით ვიღაც ჩამოუჯდა, ნორმალურ პოზაში დაჯდა და მისკენ შეტრიალდა. ჟაკეტისამარა ვაკო გვერდით მოსჯდომოდა.
-ასე რატომ ზიხარ? გაიყინები! - ხმა ამოიღო ბიჭმა.
ნანამ ქურთუკი მოიშორა და ვაკოს შემოახურა მხრებზე.
-ისევ გაციებას აპირებ ჩემ გამო? დედაჩემს მეორედ ვეღარ გადაურჩები.
-ნანა, რა მოხდა? - ახლოს მიიწია და გოგოს ჩაეხუტა.
-არაა საინტერესო.
-მაშინ აქ არ იჯდებოდი.
-შეყვარებულს ვეჩხუბე.
-მერე? - გაეღიმა ბიჭს. - მაგის გამო არ უნდა იდარდო. ვის არ უჩხუბია? დამიჯერე, სულ მალე ისევ შერიგდებით, - თავზე აკოცა და მკერდზე მიიხუტა.
-ასე გგონია? - ამოხედა ნანამ.
-ზუსტად ვიცი, - ნანას გაუღიმა და ფეხზე წამოაყენა. - ახლა კი სახლში გაიქეცი, სანამ ისევ რამე არ დაგმართნია.
ნანას არაფრის თავი არ ჰქონდა. მთლიანად ფინალურებზე კონცენტრირდა. მეოთხე სემესტრის დაწყებამდე ივა არც უნახავს და არც ულაპარაკია მასთან.
უნივერსიტეტის ეზოში რომ დაინახა, როგორ აპარკინგებდა მანქანას, ვეღარ მოითმინა, მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-მაპატიე, მაშინ ზედმეტი მომივიდა, - დაიწყო ნანამ.
-ნუ სულელობ, უნდა მივმხვდარიყავი როგორი მნიშვნელოვანია შენთვის ბალეტი. ასეთ სისულელეზე როგორ ვიჩხუბეთ. ქურთუკი დაიბრუნე.
ისე მიილია მეოთხე სემესტრიც, ნანა ვერაფერს მიხვდა. ივასთან ერთად დრო საოცარი სისწრაფით გარბოდა. ფინალურებიც დაუმთავრდა, ცირას კი ეროვნულები დაეწყო.
საგამოცდო უბანთან იდგნენ ის და დედამისი. ცოტა ხნით მარიანა ან ივაც მოდიოდა ხოლმე.
ცირას ბუზღუნი ნანას არ ადარდებდა. სულ მობილურში ჰქონდა თავი ჩარგული და ივას სწერდა.
დაიწყო მეხუთე სემესტრიც. ნანას უფრო მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, ივას - პირიქით. ხშირად ვეღარ ნახულობდა და ნაღვლიანი დადიოდა.
-მარიანა ნანას შემოარტყამს, - დაიწყო მარიანამ. - შემორტყმამდე დარჩენილია 10,9,8...
-მარიანა, გეყოს რაა.
-ვაიმეე, შეყვარებული ვერ ნახე და ცუდ ხასიათზე ხარ?
-აი, შენ რო ვაჟა ვერ გენახა, რას იზამდი?
-შანსი არაა, ახლოში ვცხოვრობ მასთან. რას ქვია ვერ მენახა? დავადგებოდი და კარგს მივალანძღავდი.
-მე არ ვიცი სახლი.
-კაი რაა, გამხიარულდი. ნუ მაფიქრებინებ, რომ ივასთან ყოფნა გირჩევნია ჩემთან ყოფნას. ახლავე მივდივართ გოგოები სადმე. ერთი დღით შეყვარებულებისგან ვისვენებთ.
-მარტო მე და შენ?
-ცირაც წამოვიდეს, ჯანდაბას.
-ორივე ერთად? არა და ვიფიქრე, დავისვენებდი.
-შენ რა დაგასვენებს ჩვენ ხელში, - გაიცინა მარიანამ და ცირას ნომერი აკრიფა.
ნახევარ საათში სახლთან ახლოს მყოფ კაფეში დასხდნენ და ჭორაობა დაიწყეს.
-აუუ, გიორგისთან უნდა წავსულიყავი, რა გინდოდათ? - აბუზღუნდა ცირა.
-გოგო, უფროსების თანდასწრებით თავი შეიკავე, - თვალები დაუბრიალა ნანამ. - მე, როგორც შენს უფროს დას, მევალება, რომ გაკონტროლო და დაგიცვა მოსალოდნელი გულისტკივილისგან.
-კაი რაა, ახლა რუსთაველი არ გამეჩითო. იმაზე მეტად ვის სტკიოდა გული?
-რა იყო, რაც ამდენი წელი გაწამა ვეფხისტყაოსნით, ჯავრი უნდა იყარო?
-კაი, რისთვის შევიკრიბეთ?
-გულის გადასაყოლებლად, გასართობად. აბა, მოყევით ახალი ამბები.
საღამომდე ენა არ გაუჩერებიათ. ერთმანეთს ეჩრებოდნენ საუბარში (როგორც გოგოებს სჩვევიათ) და კინაღამ თმებშიც სწვდნენ ერთმანეთს.
-დავიშალოთ, თორე ვერაა საქმე კარგად, - სასმლის ჭიქას ხელი უშვა მარიანამ.
სამივეს მოჰკიდებოდა სასმელი. ცირა კაი ქართველი მამაკაცივით გადაეხვია ნანას და ლოყები ჩაუკოცნა. მერე ხელი გადაჰხვია და ფეხის თრევით გაჰყვა დას.
-მარიანა, გკოცნი, ამან მგონი ბევრი დალია და წავიყვან. ხომ გახვალ აქედან სახლში?
-კი, ნუ ინერვიულებ.
-ამდენი რამ დაგალევინა, - გაუწყრა ნანა, თუმცა არც თვითონ იყო უკეთ.
-მეც იმდენი დავლიე, რამდენიც შენ.
-ჰოდა, თუ არ შეგიძლია ადამიანო, არც უნდა გააკეთო მასე.
თავის ქუჩაზე გადაუხვია, როცა ვიღაცას შეასკდა.
-ბოდიში, - ხელი შუბლზე მიიდო ნანამ.
-ნანა? დალიე? - მოესმა ბიჭის ხმა.
-სულ ცოტა, რომელი ხარ?
-სულ ცოტა? მაგიტო ვეღარ მცნობ ხო? პრივეტ, ცირა.
-პრივეტ, ვაკო, - გაუღიმა გოგომ და ისევ დას ჩამოეკიდა.
-ხომ არ მოგეხმაროთ?
-კიი, ნანას ძლივს მოვათრევ და იქნებ წამოიყვანო? ფეხი ერევა კაი ხანია, - მიაძახა ცირამ და გზა გააგრძელა.
ნანამ ვერც კი გაიაზრა როგორ აღმოჩნდა ჰაერში. წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხელები კისერზე შემოჰხვია და თვალები მინაბა. გახელა მოუწია, როცა მანქანის ფარებმა შეანათეს.
თვალებს ვერ დაუჯერა. ამ წამს ივანემ ჩაუარა. არც გაუჩერებია, არც მოუკითხავს. თანაც, გვერდით ის ასპიტი ნათია ეჯდა. რას აკეთებდა იქ?
-ვაკო, ჩამომსვი, - ძლივს წარმოთქვა ნანამ.
ხვდებოდა, როგორ ბრაზდებოდა სულ უფრო.
-ეგ კარგი იდეაა? არ წაიქცე.
-ჩამომსვი, - ხმამაღლა მოუვიდა თქმა. ცირაც მათკენ შეტრიალდა.
-რა მოხდა, გოგო, რა გაყვირებს? გასკდა თავი.
-სახლში წადი, შენც, ვაკო, რაღაც საქმე მაქვს.
-ასეთ მდგომარეობაში? - დაეჭვდა ვაკო.
-ვიცი, რომ მზრუნველი ადამიანი ხარ, მაგრამ სერიოზულად გეუბნებით.
ფეხი არც ერთს არ მოუცვლია ადგილიდან. ნანამ მათ ზურგი აქცია და ისევ იმ სკვერს მიაშურა. როგორც ჩანს, ის მისი მარტოობის ადგილი იქნებოდა.
სასწრაფოდ ამოიღო მობილური და ივანეს დაურეკა.
-ივაა, - ცდილობდა ხმა არ გაბზარვოდა და ბედნიერს ესაუბრა.
-ახლა საჭესთან ვარ, ცოტა ხანში გადმორეკე.
-ხმამაღალზე ჩართე და ისე მელაპარაკე, მომენატრე.
-კაი, მეც მომენატრე, ნან!
-ჩართე?
-კი.
-როგორ ხარ?
-რავი, ცოტა დავიღალე, შენ?
-შენთვის არ მიკითხავს, ივა. იმ შენ გვერდით დასკუპებულ ქალბატონს ვკითხე. ნათია, რა გინდა მანდ?
სასმელმა აზროვნების უნარი წაართვა. ყველაფერს ამბობდა, რასაც ფიქრობდა.
-ივანემ დამინახა, რომ მარტო ვიდექი გაჩერებაზე და უშედეგოდ ველოდი ტრანსპორტს. შევეცოდე და სახლში წაყვანა შემთავაზა.
-ნანა, ახლა არ მითხრა, რომ ამაზეც ჭედავ.
-რა თქვი? - გაცოფდა ნანა. - ამაზეც? მოიცა, რა, არაა გასაჭედი?
-რა, ნანა?
-არაა გასაჭედი, რომ ჩემს შეყვარებულს თავის ყოფილთან ერთად ვხედავ მანქანაში? მიპასუხე.
-მოიცა, ის გოგო შენ იყავი, ვიღაც ბიჭს რომ ჰყავდა აყვანილი ხელში?
-მე ვიყავი...
-და ვინაა ის ბიჭი?
ნანა მიხვდა, რომ აქეთ დაუწყებდა გამტყუნებას და ყურმილი დაკიდა. აღარ უპასუხია. იჯდა და მობილურის ზარს უსმენდა.
-იქნებ რაზე გირეკავს? აიღე, - მოესმა ვაკოს ხმა.
-ახლა არა ვაკო, წადი რა...
-და აქ ასეთ მდგომარეობაში დაგტოვო? არ გამოვა.
-არ მინდა საუბარი.
-კარგი, ჩუმად ვისხდეთ, სანამ არ დამშვიდდები, - გვერდით ჩამოუჯდა და ხელი გადაჰხვია.
-შენზე იეჭვიანა, წარმოგიდგენია? - ვეღარ მოითმინა ნანამ.
-რავი, ვეცდები წარმოვიდგინო. შეურაცხყოფას მაყენებ?
-რა? რატო?
-არ მიმიჩნევ საეჭვიანო პიროვნებად? საკმარისად სიმპათიური არ ვარ?
-მოისვენე, ვაკო, - გაეღიმა ნანას. - რა თქმა უნდა, სიმპათიური ხარ, უბრალოდ ხვდები რა კონტექსტითაც ვთქი.
-სიმართლე გითხრა ვერა, - იუარა ბიჭმა.
-ნუ მემასხარავები, - ღიმილი სიცილში გადაეზარდა. - კომპლიმენტებით უნდა შეგამკო, რომ დაწყნარდე?
-უარს არ ვიტყოდი. თუ გინდა, დაველაპარაკები და ავუხსნი, რომ უბრალოდ მეგობარი ხარ.
-ეგ უფრო დააეჭვებს. თანაც, ახლა მას უფრო მეტი აქვს ასახსნელი. ჯობია წავიდე, - ფეხზე წამოდგა.
-ნანა! - გზის მეორე მხრიდან გაიგონა ხმა.
-კარგი, აჯობებს მე წავიდე, - ვაკო წამოდგა და თავისი სადარბაზოსკენ გაემართა.
ნანა ხმის მიმართულებით წავიდა.
-რა გინდა, ივა?
-მობილური გამითიშე და აღარ მპასუხობდი. ვიფიქრე, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი.
-ანუ ინერვიულე? და გამოიქეცი? ის ქალბატონი სადაა?
-სახლში მივიყვანე.
-ხო, როგორ ეკადრება ფეხით სიარული.
-ჩაჯექი მანქანაში, სალაპარაკო გვაქვს.
-ვაკოზე უნდა დაიწყო ჩხუბი?
-მგონი აჯობებს ორივემ ავხსნათ ჩვენი საქციელი.
-მანქანაში?
-კარგი, იყოს მაგ სკვერში, - ორივე სკამზე ჩამოჯდა. - უნივერსიტეტიდან მოვდიოდი...
-ასე გვიან ხომ არ გაქვს ლექცია?
-კინოს კლუბში ვარ გაწევრიანებული. შეკრება გვქონდა. რომ დავიშალეთ, ძმაკაცები წამოვიყვანე. აქეთ ახლოში ცხოვრობენ. უკვე სახლისკენ მივდიოდი, ნათია რომ დავინახე. საწყლად იდგა მარტო, ტრანსპორტიც არ იყო. ჰოდა მისი გაყვანა გადავწყვიტე.
-და როდის აპირებდი, რომ ჩემთვის გეთქვა?
-ეს ასეთი მნიშვნელოვანი ამბავია?
-იმას ვგულისხმობ, რამდენიმე წელი შეყვარებულები რომ იყავით.
-ვიცი, ვიყავით, მაგრამ ახლა აღარ ვართ, რა მნიშვნელობა აქვს?
-ჩემთვის ძალიან დიდი. არ მგონია ვინმესთვის სასიამოვნო იყოს შეყვარებული ყოფილთან რომ ნახოს.
-ერთ უნივერსიტეტში ვართ, ნანა, რას იზამ?
-არ მომწონს ეგ გოგო, თავიდანვე გაფრთხილებ.
-მასე? მაშინ მე ის ბიჭიც არ მომწონს.
-არც კი შეხვედრილხარ.
-და რა ხდებოდა?
-სახლში მოვიოდით, ოდნავ მთვრალები. ძალიან დავიღალე და წამოსვლაში მომეხმარა. სულ ესაა, მორჩი დაკითხვას?
-ნანა, ახლა ისე ნუ გამოგყავს, რომ მხოლოდ შენ გაქვს ეჭვიანობის უფლება.
-უბრალოდ უნდა დაუკვირდე ვისზე ეჭვიანობ.
-და რომ გითხრა ეს სიყვარულისგან მომდის-მეთქი, დამშვიდდები?
-არ ვიცი, ვნახოთ.
-და სადმე რომ წაგიყვანო?
-რა იყო, უნდა მომიტაცო? - გაეცინა ნანას. - მხოლოდ ის მინდა, რომ ნათიას რაც შეგიძლია მოერიდო.
-და შენ მოერიდები იმ ბიჭს?
-საერთოდ სხვა სიტუაცია რომ არის, ხვდები? ის ბიჭი ჩემი მეზობელია და ადრე კლასელებიც ვიყავით. ხშირად მამხნევებდა.
-მეც შემიძლია შენი გამხნევება.
-და როცა ვჩხუბობთ, მაშინაც შენ გამამხნევებ?
-ჰოდა აღარ ვიჩხუბებთ.
-მაინც ვერ ავარიდებ თავს, ტყუილად მთხოვ.
-კარგი, როგორც შენ გინდა, - ბიჭმა ცხვირი ნანას თმაში ჩარგო.
-ახლა მეზობლების საჭორაოც გამხადე, აწიე თავი. გვიყურებენ.
-გვიყურონ, არ მადარდებს. მაგათ გამო ჩემს შეყვარებულს ვეღარ უნდა გავეკარო?
-უბრალოდ აქ არა.
-კაი, ხო არ გკოცნი? უბრალოდ გეხვევი.
-პოპკორნს ამოგიტანთ, რომ უკეთ გვიყუროთ, - ასძახა ნანამ მესამე სართულის აივანზე გადმოყუდებულ მეზობელს და ივას ჩაეხუტა.
-ეს ჩემი გოგოა, - გაეცინა ივას და გოგოს ყელში აკოცა.

თვეები თვეებს მიჰყვა. ის პერიოდი მორჩა, როცა შეყვარებულები ერთმანეთით აღფრთოვანებულები იყვნენ. ნანამ ნელ-ნელა ივას ნაკლოვანებების აღმოჩენა დაიწყო. ერთს ორი მოჰყვა, ორს - ათი, ათს - ასი...

-ცირა, წამო რაა, - აუტყდა თამუნა.
-კაი გოგო, სად უნდა წამოვიდე?
-ოო, სად უნდა წამოხვიდე და... გიორგი დაბრუნდა ბაკურიანიდან და შენი ნახვა უნდოდა. მე დამავალა, რომ როგორმე მასთან მიმეყვანე ამის უთქმელად, მაგრამ დააცდი ვინმეს?
-კარგი, ხოო, მასე ვერ მითხარი? სად უნდა შევხვდეთ? ცივა გარეთ.
-შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, - გაეცინა დაქალს.
-ძალიან ცუდად მიღიმი შენ! რამე იცი და არ მეუბნები?
-უბრალოდ მიხარია, რომ ერთმანეთს ნახავთ. სანამ მეორე სემესტრი დაგწყებია უნიში, დროს ერთად გაატარებთ.
-ეგ კი მართალია, - გაეღიმა ცირას.
ადგილზე მისულმა შეამჩნია, როგორ გაამზადა თამუნამ მობილური გადასაღებად.
-ფოტოები არ გადაგვიღო, - გადაუჩურჩულა ცირამ.
-არა, რატო ფოტოები? ვიდეოს ვიღებ, - გაუცინა თამუნამ და ცირას ჩამოეცალა.
ცირა გიორგის ჩაეხუტა და აღარ მოსცილდა. ისევ გიორგიმ გამოითავისუფლა თავი და ცირას წინ დაიჩოქა. ხელში ბეჭედი ეჭირა.
-გიორგი, გიორგი, რას აკეთებ? - პანიკაში ჩავარდა ცირა. - გიჟი ხარ ხო? - ისტერიული სიცილი აუტყდა და ვეღარ გაჩერდა. - რატო დებილობ?
გიორგი წამოდგა და ცირას გადაეხვია.
-მეღადავები ხოო? - ისევ ვერ წყდანრდებოდა ცირა.
-არ მიყვები, ცირა? - გაეცინა თამუნას.
-არ მომყვები? არ გამომყვები? - გიორგიმ ბეჭედი კოლოფიდან ამოიღო. - მანახე ფეხის თითი, - ბეჭედი არათითზე მოარგო. - ასე, - გაეცინა გიორგის და ცირას ჩაეხუტა.
ბედნიერებისგან შეჰყვირა, როცა ცირა ჯერ კიდევ ისტერიულად იცინოდა.
-და ახლა რა ვქნათ?
-წავედით ბათუმში.
-საად? - თვალები გაუფართოვდა ცირას.
-ბათუმში. ჯვარი დავიწეროთ და მერე უკვე ქორწილი.
-ტანსაცმელი არ მაქვს, ოჯახსაც ხომ უნდა ვუთხრა?
-მე აქ რისთვის ვარ? - წარბები აათამაშა თამუნამ. - ამ ჩანთაში შენი ნივთებია. შენს დას ვეტყვი და ყველაფერი მოგვარდება.
-ანუ ვიპარებით? - გაეცინა ცირას.
-უკვე დამთანხმდი.

-ნანა, მშობლები სახლში არიან? - მორცხვად იკითხა თამუნამ.
-არა, რა ხდება?
-შენ ხო მოგწონს გიორგი სიძედ?
-კი. ცირა სად არის? მითხრა, მალე მოვალო.
-ისტერიკა არ ატეხო ოღონდ... შემომიშვი რაა.
დივანზე მოკალათდნენ. თამუნამ მობილური ამოიღო და ვიდეო ჩართო.
-ვაიმე, - ნანამ პირი გააღო და დახურვა ვეღარ შეძლო.
ტვინში ყველაფერი ამოუტრიალდა. აზროვნების უნარი დაკარგა. თითქოს სამყაროს საერთოდ გამოეთიშა. ახლა თავის სხეულშიც კი აღარ იყო. სადღაც შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს. თავისი უმცროსი და, ცირა გიორგის დასთანხმდა ცოლობაზე? მშობლებს როგორ უნდა უთხრას?
-კაი თამო, მადლობა, - გამშრალ ყელში ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. - ახლა სად არიან?
-ბათუმში დარჩებიან ცოტა ხნით. მეორე სემესტრის დაწყებამდე დაბრუნდებიან.
თამუნა წავიდა და ნანა მარტო დატოვა. მალე მშობლები მოვიდნენ და სავახშმოდ სუფრა გააწყვეს.
-ნანა, ცირას დაუძახე და მოდი, ვივახშმოთ.
ნანა გადაფითრდა. უცებ შეამცივნა.
-დეე, - ყელში ბურთი გაეჩხირა, რომელიც საუბრის საშუალებას არ აძლევდა.
-რა ხდება, ნანა? - დაინტერესდა მამამისიც.
„მხნეობა მოიკრიბე ნანა, შენ ამას შეძლებ!“ - შეუძახა თავის თავს.
-ცირა სახლში არაა.
-აბა სადაა? ნუ მაშინებ, ნანა, - შეშფოთდა დედამისი.
-ცირა დღეს გაიპარა, - ისე წარმოთქვა, ვერც კი გაიაზრა, რომ მისი პირიდან წამოვიდა ეს სიტყვები.
დედამისი სკამზე ჩამოჯდა და ჟურნალის ქნევა დაიწყო. მამამისი გაშრა და ხმას ვეღარ იღებდა.
-რას ამბობ? შენ საიდან იცი?
-კაი, მაა, დამშვიდდი.
-დავმშვიდდე? ცირამ რა გააკეთა? როგორ? უჩვენოდ? გიორგი ჯერ ჩვენთან უნდა მოსულიყო.
-რომ უარი გეთქვათ? - უცებ დის მხარე დაიჭირა ნანამ.
-არ ვეტყოდით.
-ეტყოდით. ზუსტად ვიცი, რომ ეტყოდით. მართლა უყვართ ერთმანეთი, მაა.
-და მაგის გამო არ უნდა მოეცადათ? მერე სწავლა? ცხოვრებას გაიუბედურებს.
-ახლა მეჩხუბებით, მაგრამ უნდა გითხრა. დედა ხო 15 წის იყო, როცა მოიტაცე? ცირა 18-საა უკვე და წელს 19-ის ხდება. მეც ვიცი, რომ ჯერ ადრეა, ძალიან ადრეა, მაგრამ რას ვიზამთ? ახლა ჩხუბით დააშორებ? ალბათ უკვე ჯვარიც დაიწერეს.
-ხალხის სალაპარაკო გაგვიხადეს თავი. ქვეყნის დასაცინი გავხდით.
-რას გაიგებენ? ვითომ შენ დართე ნება. დარწმუნებული ვარ, არც იჩქარებენ. გიორგის ვიცნობ. ვიცი, რომ ძალიან მიზანსწრაფული ადამიანია.
-და მაგის გამო მოიყვანა ასე უცებ ცოლი?
-სწავლას დაამთავრებენ. გთხოვ, დღეს ისედაც დიდი შოკი მივიღე, დამასვენე ცოტა. ჩამოვლენ და თავად დაელაპარაკე.
-როდის ჩამოვლენ?
-ხვდები ხო მობილური რომ აქვს წაღებული და შეგიძლია დაურეკო?

ივასთან ერთად სეირნობდა, როცა ცირამ მისწერა, რომ ორ დღეში ქორწილი ჰქონდათ.
-რა? - ნანა კინაღამ ადგილზე ჩაიკეცა.
-რა მოხდა?
-ზეგ, - ხმა აუკანკალდა, - ცირას ქორწილია.
-სად?
-წარმოდგენა არ მაქვს. სახლში უნდა დავბრუნდეთ.
-კარგი, წამოდი.
-შევამჩნიე როგორ უყურებდი იმ საათს, ვალენტინობა მოდის და...
-თუ საჩუქრის გაკეთება გინდა, ხმა არ უნდა ამოიღო.
-ნუ, ახლა ცოტა არ იყოს და მიჭირს აზროვნება.
-გინდა ამოგყვე?
-არა, ახლა შენი დანახვაღა აკლიათ. ისედაც ჭკუიდან გადავლენ.
-კაი, მერე გამაგებინე ხო რა მოხდება.
-სავარაუდოდ ქორწილში წავალთ, სხვა რა უნდა მოხდეს?

გიორგიმ მშობლიურ რაიონში მოინდომა ქორწილის გადახდა. რესტორნები სულ დაკავებული ყოფილა, მხოლოდ ეს დღეღა იყო თავისუფალი და მათაც აღარ დაიცადეს.
ქორწილი მთლიანად გიორგიმ გადაიხადა. თუმცა ცოტა ხალხი დაპატიჟა. ცირას მხრიდან მხოლოდ თამუნა, ნანა და მშობლები იყვნენ. გიორგის მხრიდანაც მხოლოდ ოჯახი და მეჯვარე.
-ღმერთო, როგორ უყვრთ ერთმანეთი, - მოცეკვავე წყვილს შეხედა ნანამ და გული გაუთბა. - თამო, შენც ხომ არ აპირებ რამეს?
-არა, მე ჯერ არავინ არ მყავს. შენ რას შვრები? ცირამ ივაზე მომიყვა. შევამზადო შენი მშობლები?
-ნუ სულელობ, - გაეცინა ნანას.
მხოლოდ თბილისში დაბრუნებისას დაუფიქრდა ცირას ამბავს. მან უკვე იპოვა ის ადამიანი, რომელთან ერთადაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა. იყო კი ივა გიორგისნაირი?
-ნანა, - ყოყმანით დაუძახა ნათიამ.
-გისმენ.
-ძალიან დიდი ბოდიში, რაღაც მინდა გთხოვო.
-რა ხდება?
-18.50 ლარი შეგიძლია ცოტა ხნით მასესხო? ვალენტინობის საჩუქარი უნდა გავუკეთო ჩემს ბიჭს.
-შეყვარებული გყავს?
-რაღაც მასეთი.
-კარგი, არაა პრობლემა.
ნანას გულზე მოეშვა, როცა გაიგო, რომ ნათიას ვიღაც ბიჭი მოსწონდა. ფულიც ასესხა და მეორე დღეს ივას შეხვდა.
-აბა, ხვალისთვის მზად ხარ? - გაეცინა ნანას.
-რავი, მგონი კი, - მხრები აიჩეჩა ივამ. - ქორწილი როგორი იყო?
-ჩვეულებრივი, მოკრძალებული, სადა, მაგრამ სიყვარულით სავსე.
-შენი მშობლები როგორც იქნა შეეგუვნენ?
-კი, აღარ გიჟდებიან.
ნანა მანქანიდან გადადიოდა, როცა ივას ხელზე საათი შენიშნა.
-ეგ საათი... - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-აჰ, ეს? ახლო მეგობარმა მაჩუქა. იცოდა, რომ ძალიან მომწონდა.
-კარგი, - ძალით გაიღიმა ნანამ და კარი მიხურა.
ოთახში შესვლისთანავე შეუდგა ბალეტის ილეთების გაკეთებას. დაახლოებით ერთი საათი იყო ასე, რომ იმაზე არ ეფიქრა, რაც ისედაც ცხადი იყო. თავს აჯერებდა, რომ ცდებოდა. ის საათი, რომელიც ივას ეკეთა, ზუსტად 18.50 ლარი ღირდა.
-ნათი, აჩუქე მეგობარს საათი? - გადაამოწმა, რომ როგორმე დამშვიდებულიყო.
-კი, ვეღარ მოვითმინე ხვალამდე. ძალიან მოეწონა. ახლა გამომივლის და ალბათ სადმე წავალთ. მადლობა, ნანა!
-არ...აფერს, - ხმა ჩაუწყდა ნანას და მობილური საწოლზე მიაგდო.
ვალენტინობა დღე ალბათ სასიამოვნო უნდა ყოფილიყო. არა ნანასთვის. თავადაც არ იცოდა, რას აკეთებდა. ივას დაუდარაჯდა და უკან მიჰყვა ტაქსით. დაინახა როგორ შეხვდა კაფეში ნათიას. სახლში დაბრუნდა. არ უნდოდა გული სტკენოდა. არ უნდოდა ატირებულიყო. იქამდე იცეკვა, სანამ პუანტები არ გაუფუჭდა.
ახლის საყიდლად გავიდა გარეთ. ივა შემოხვდა.
-გშორდები, - ყველანაირი მორიდების გარეშე უთხრა ბიჭმა. - ბოლო პერიოდში ზედმეტად ეგოისტურად იქცეოდი. ბალეტი მამჯობინე, თვალი დავხუჭე, ვაკოს ეხვეოდი, თვალი დავხუჭე. ცირას ამბის გაგებისას საერთოდ გაცივდი ჩემ მიმართ. მიმაგდე და ყურადღებასაც აღარ მაქცევდი. გუშინაც მხოლოდ ერთი კითხვა მომიგდე იმ საათზე, რომელიც იცი, რომ დიდი ხანია მინდოდა.
-გაჩერდი, - ხმა ამოიღო გოგომ. - გეყოს, გთხოვ. თითოეული შენ მიერ ნათქვამი სიტყვა უბრალოდ საბაბია, მეტი არაფერი. ნამუსი გქონდეს. გუშინწინ ნათიამ ფულის სესხება მთხოვა. ზუსტად იმდენის, რამდენიც ეგ საათი ღირდა. ვალენტინობის საჩუქრისთვის მინდაო. არ დაუკონკრეტებია რას სჩუქნიდა. გუშინ დავურეკე და ვკითხე საათი უკვე აჩუქე-მეთქი? ვერც კი გაიაზრა, ისე გასცა თავი. ყველაფერი ვიცი. დღეს ერთად დაგინახეთ. ასე რომ, ნუ ცდილობ დამნაშავე გამომიყვანო. რამდენი ხანია, რაც ეს გრძელდება? რამდენი ხანია, რაც ჩემ ზურგსუკან ნათიას ხვდები? გენდობოდი ივა. ახლა კი შენი დანახვაც აღარ მინდა.
ჩქარი ნაბიჯით წავიდა მაღაზიისკენ და პუანტები იყიდა. ისევ ოთახში შეიკეტა და თავი მთლიანად ბალეტს მიუძღვნა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა კოჭთან მწველი ტკივილი იგრძნო. ამოიკვნესა, ხალიჩაზე დაემხო და მთელ ხმაზე ატირდა.

გოგონა, რომელიც ყველას გაუტეხელი ეგონა, გატყდა.
გოგონა, რომელიც ძლიერი ჩანდა, ნაწილებად დაიმსხვრა.
გოგონა, რომელიც მუდამ იცინოდა, ატირდა.
გოგონა, რომელიც არასდროს ნებდებოდა, შეეშვა ცდას.
საბოლოოდ მოიშორა სახიდან ყალბი ღიმილი და ამოიოხრა:
-აღარ შემიძლია ასე გაგრძელება.
-მოიცადე, მოიცადე, ნანა, რას ნიშნავს აღარ შეგიძლია? ამ ერთმა პატარა დაბრკოლებამ როგორ უნდა დაგცეს? მეტი აღარ შეგიძლია? დაგავიწყდა სადამდე მოხვედი? და როგორი წვალებით. ამაზე ბევრად უფრო საშინელი რაღაც გაქვს გადატანილი და იმან ვერ შეძლო შენი გატეხვა. ასე ადვილად ნებდები? ვერ მოგართვით. დაგავიწყდა რამდენი შიში დაძლიე? რამდენი ბრძოლა მოიგე საკუთარ თავთან... რამდენ რაღაცას შეეჩეხე ცხოვრებაში. დაფიქრდი და მხოლოდ შემდეგ თქვი ეგ სიტყვები.
-მარიანა, შენი აზრით მარტივია?

როგორც ყველას გვჩვევია, იმ მომენტში ვითიშებით. გვგონია, რომ აღარაფერი იქნება კარგად. გვგონია, ამ ამბავს ვერ გადავიტანთ, ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მხოლოდ რამდენიმე დღეში ვააანალიზებთ, რომ ამასთან შეგუება შეგვიძლია, აზროვნებას ხელახლა ვიწყებთ.

მეექვსე სემესტრი ნანასთვის კატასტროფულად რთული იყო. უნივერსიტეტში ვერანაირად ვერ ასცდებოდა მათ. ივა კი ამთავრებდა, მაგრამ ნათია მასთან ერთად იჯდა ლექციაზე. ეზიზღებოდა ისინი, ან ცდილობდა მათ შეზიზღებას, მაგრამ არ შეეძლო.

მარიანამ მანქანა გააჩერა.
-სად მოვედით?
-ნანა, უნდა მაპატიო რაც ჩავიდინე.
-რა ჩაიდინე? - ცალი წარბი ასწია და მარიანას მიაშტერდა.
-ძალიან მთხოვდა, ლამის მუხლებზე დამიჩოქა და მეც ვეღარ გავძელი.
-ვინ და რა გთხოვა?
-წამოდი, - დაქალს ხელკავი გამოსდო და კაფისკენ აიღო გეზი.
შესვლისას მარცხნივ გაუხვია და წყნარი ადგილი მოძებნა. სწორედ იქ დაინახა ნანამ ივანე.
-ეს რატომ გააკეთე? მასთან შეხვედრა არ მინდა, - ძლივს დაილაპარაკა გოგომ.
-მხოლოდ 10 წუთი. რაღაცას გეტყვის და თუ ვერ გაუძლებ, წამოხვალ.
მარიანამ ნანა ძალით ჩამოსვა ივანეს პირისპირ. შეამჩნია როგორ დაიძაბა ატმოსფერო.
-აბა, ვინმეს ყავა ხომ არ უნდა? - სიტუაციის განსამუხტად დაიწყო. - ან შხამი? არა? ანუ მხოლოდ ჩემთვის შევუკვეთო? - მაგიდას მოშორდა.
-გამარჯობა, - წარმოთქვა ივანემ. ნანამ თავი დახარა და მაგიდის გადასაფარებელს ჩააფრინდა. - ხმას არ მცემ? - გააგრძელა ისევ.
ნანამ მხნეობა მოიკრიბა და ივანეს თვალი გაუსწორა. გადასაფარებლის თითზე დახვევა დაიწყო.
-გისმენ, - ყელი გაუშრა და ძლივს ამოიხავლა.
-ძალიან ვწუხ...
-არა, ნუ წუხხარ, - სწრაფადვე შეაწყვეტინა გოგომ. - გენდობოდი, რაც ჩემი ბრალია და არა შენი. ნათია როგორ არის? - მხოლოდ ტუჩის კუთხე ასწია და ხელოვნურად გაიღიმა.
-მენატრები, - ივამ ხელი ნანასკენ წაიღო.
-მეც, - ხელი ისევ მაგიდის ქვეშ დააბრუნა ნანამ.
-გენატრები?
-არა, მე ჩემი თავი მენატრება, რომელიც შენამდე არსებობდა. ჩემი თავი, რომელიც არ იყო ასეთი გატეხილი. ის მე, რომელიც ნაკლებს ტიროდა და მეტს იცინოდა. ის მე, რომელიც შენ არ გაგინადგურებია, - თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. - უნდა წავიდე.
ადგომისას წაბორძიკდა და კინაღამ იატაკზე აღმოჩნდა. ცრემლები მოიწმინდა, რომ დაენახა სად მიდიოდა. მარიანას მანქანა შენიშნა და გეზი მისკენ აიღო. კარის მიხურვისთანავე დანებდა გრძნობებს და ტირილი დაიწყო.
-დამშვიდდი, - მარიანა მოეხვია და თავზე აკოცა. - კაი, რა გატირებს? შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ? აი, წყალი დალიე და ცოტა სახეზეც შეისხი. უფლებას გაძლევ, ჩემი მანქანის სალონი დაასველო.
ნანას გაეცინა და მარიანას წყლის ბოთლი გამოართვა. ახლა ისე, როგორც არასდროს მოუნდა პუანტები ჩაეცვა და ცეკვა დაეწყო. მხოლოდ ასე თუ ამოიგდებდა თავიდან მომხდარ ინციდენტს.

მთელი ზაფხული თავის ოთახში გაატარა. უკვე ორჯერ იყიდა პუანტები. რამდენჯერმე ფეხი იღრძო, მაგრამ ვერ გაჩერდა. ვერაფრით ვერ ახერხებდა დაწყნარებას. ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი დააკლდა.
ამას ისიც დაემატა, რომ ცირას ტრადიციული ხუმრობები აღარ უხალისებდა გულს. ახლა ხომ გიორგისთან ცხოვრობდა ცირა? მარტო უნივერსიტეტში მარიანას დანახვისას ებადრებოდა სახე.
-მორჩა, ასე ვეღარ გიყურებ, აურას მიფუჭებ, - დაიწყო მარიანამ. - უკვე მეოთხე კურსზე ვართ და იცი რისი დროა?
-რისი?
-სტაჟირებას ვიწყებთ. იცი რა მაგარი იქნება? გულს გადააყოლებ და ყველაფერი დაგავიწყდება.
მგონი მართლაც უშველა. ყველაფერი არ დავიწყებია, მაგრამ იმდენად იღლებოდა, რომ ფიქრის დრო აღარ რჩებოდა. თუ ღამით ვერ იძინებდა, მხოლოდ მაშინ თუ დაიწყებდა ფიქრს ივაზე.
-ვერ ვიძინებ, - ამოილაპარაკა, როცა წყლის დასალევად გავიდა სამზარეულოში.
არც კი იცოდა რატომ თქვა ეს ხმამაღლა.
-რა საკვირველია, ეშმაკს არასდროს სძინავს, - გაიგონა ნაცნობი ხმა.
-ცირაა, - შეჰყვირა და გოგოს ჩაეხუტა. - რა ხდება? რა ამბებია? აქ რა გინდა? გიორგი სად არის?
-გიორგი რაიონშია, ნათესავი გარდაეცვალა. მე ვერ მოვახერხე წასვლა და არ მინდა იმ სახლში მარტო ყოფნა. ხომ იცი, როგორ მეშინია. ჰოდა, აქ მოვედი.
-დაჯექი და ყველაფერი მომიყევი, აბა რა ხდება თქვენთან. დედამთილ-მამამთილი როგორ მოგწონს? ბავშვზე არ ფიქრობთ?
-ჯერ არ გვინდა ბავშვი, ადრეა ცოტა.
-აბა რაღას მიგარბენინებდა?
-შენი აზრით ქორწინება მხოლოდ ბავშვის გამოა მნიშვნელოვანი?
-ხო, აბა? - მხრები აიჩეჩა ნანამ.
-ვაიი, ვაიი, ნანა მაჩაბელო, ნეტა შენს ქორწილს მომასწრო, ვინ იქნება ის უბედური.
-გიორგიზე უბედური ვერ იქნება, შენ ჰყავხარ და...
-უბედურზე გამახსენდა, ივა რას შვრება?
-რავი, ალბათ ნათიასთან ერთად ერთობა სადმე.
-ჰაა?
-ვალენტინობა დღეს ძალიან ორიგინალური საჩუქარი გამიკეთა. ნათიას დაუბრუნდა.
-არასდროს მომწონდა ეგ გოგო, - თვალები დაუწვრილდა ცირას.
-სწავლაზე რას შვრები?
-მეორეკურსეეელ, - გაიკრიჭა ცირა. - ეიზე დავხურე წინა კურსი.
-შენით ვამაყობ, - ხელოვნური ემოციურობით თქვა ნანამ და დას გადაეხვია.
-უი, ვაკო შემხვდა მაღაზიასთან. მომიკითხეო, სულ დამივიწყაო. ბოლოს როდის ნახე?
-ივას გადამკიდე რაღა მახსოვს? ალბათ თებერვალში.
-ოქტომბერია ქალო უკვე.
-ოო, მასე 8 წელი ვერ ვნახულობდი მაგას.
-მაშინ ბავშვი იყავი. ყველა ასე თუ დაკარგე, კარგად იქნება შენი საქმე.
-გავთხოვდით და აქეთ ვარიგებთ უფროს დასო?
-გათხოვებამდე ხო რას ამბობ, სხვანაირად ხდებოდა.
-ერთხელ უნდა გესტუმროთ, არ დავლოცო ოჯახი?
-ხვალ ჩამოვა გიორგი და წამოდი შენც.
-ეგ მაიმუნი ეგ, თვალსადახელშუა წამოიზარდა და და მომტაცა.
-წამო ახლა დავიძინოთ და ხვალ სიძეს განახებ.
-შენი ნებართვის გარეშე ხომ ვერ ვნახავ, რას ამბობ.
-არა, თუ გამაბრაზებ, მართლა აღარ განახებ. ჰო, მართლა, იცოდე ერთ წელიწადში შენც უნდა გყავდეს ნაპოვნი შენი საბედო.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს, - ხელი ჩაიქნია ნანამ და ცირასთან ერთად საძინებელში შევიდა.

-ეეე, ცოლის და, რავა ხარ? ასე უნდა დავიწყება? - გადაეხვია გიორგი.
-დავიწყება? იცოდე არ გამაბრაზო. ჯერ კიდევ ვერ მომინელებია, რომ და მომტაცე.
-არ მომიტაცებია, თავად დამთანხმდა.
-პატარაა ჯერ, პატარა.
-ახლა კაი დროსია.
-აბა, რაზე ჭორაობთ? - შემოვიდა ოთახში ცირა.
-ნანა რაღაც საეჭვოდ საუბრობს შენს ასაკზე. მგონი აპირებს, რომ ისევ სახლში დაგაბრუნოს.
-ცოლსაც რომ ყველაფერს უკაკლავს, - გადახედა ნანამ. - რა იყო, ხომ არ გაშინებს?
-ვაიმე, გიორგი, საძმაკაცოში ვინმე კარგი ბიჭი არ გყავს, რომ ამას გავაცნო და დავისვენო?
-ცირააა, აღარ შეწყვეტ?
-ჩემთვის ხომ არ მინდა? - მხრები აიჩეჩა. - კარგი, ცუდი ბიჭებიც გეყოლება თუ კარგი არ უნდა.
-მასხარები ხართ ცოლ-ქმარი. ცირა, დატრიალდი ახლა და სუფრა გააწყვე. აბა, რა გასწავლა დედამთილმა?
-საჭმლის რესტორანში შეკვეთა, - გაეკრიჭა ცირა და მაცივრიდან სალათები გამოალაგა.
-ამას გასწავლიდი 18 წელი? - დანანებით გადააქნია თავი ნანამ.
-მოხვედი და ამაწიოკე რაა. ლიქიორს დალევ თუ ღვინოს?
-ღვინო რა ჩემი საქმეა, ლიქიორი დაასხი.
რამდენიმე ჭიქის მერე წამოდგა და სახლში წასვლა დააპირა.
-სად მიდიხარ?
-სანამ დაღამებულა, წავალ.
-კიდევაა ამ ბინაში ერთი ოთახი. დაეტიე აქ.
-თქვენი ოთახის გვერდით ხომ არაა? რამე ხმა ხომ არ გამოვა?
-ნანაა, - შეუბღვირა დას ცირამ. - დროზე შედი, თორემ გაგაგდებ.
-გიო, ამას როგორ უძლებ?
-შენ როგორ უძლებდი 18 წელი? - მხრების აჩეჩვით დაუბრუნა კითხვა გიორგიმ და ცირასგან ჩარტყმაც დაიმსახურა. - ვხუმრობ! - ცირას წელზე ხელი შემოჰხვია და თავზე აკოცა.
-მე წავედი, - ფეხაკრეფით შევიდა „თავის ოთახში.“
დილით წყვილთან ერთად ისაუზმა და სახლისკენ აიღო გეზი. კორპუსს უახლოვდებოდა, ვაკოს დედა რომ დაინახა.
-გამარჯობა, - გადაჰკოცნა ქალმა. - როგორ ხარ, ნანა?
-კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით?
-რა ვიცი, შვილო, როგორ ვიქნები, - გაიღიმა ქალმა.
-ვაკო როგორაა? უკვე რამდენი ხანია აღარ მინახავს.
-ნორმალურადაა. ხშირად გახსენებს ხოლმე.
-სახლშია?
-იცი... - შეყოვნდა ქალი. - სასაფლაოზეა ასული.
-დიდი მადლობა, ნახვამდის.
-მშობლები მომიკითხე! - მიაძახა ნანას, რომელიც უკვე საპირისპირო მიმართულებით გარბოდა.
ნანამ სასაფლაოს მოავლო თვალი. ბორცვზე ვაკო შენიშნა. ისეთ ადგილას იდგა, რომ ყველაფრის დანახვა შეეძლო, თუმცა ვერაფერს ხედავდა. თვალები დაბინდული ჰქონდა. მხოლოდ ფიზიკურად იყო ახლა იქ.
გოგონა სასწრაფოდ მიუახლოვდა მას. მხოლოდ მის გვერდით ყოფნისას შეამჩნია რას უყურებდა ბიჭი. ბებიისა და ძმის საფლავებს, გვერდიგვერდ იყო.
-ლაშაც აქ მარხია? - უნებურად აღმოხდა ნანას.
ვაკო მისკენ მიტრიალდა. მხოლოდ ახლაღა შენიშნა ნანა. სახე მთლიანად წაშლილი ჰქონდა. უბრალოდ თავი დაუქნია და ისევ საფლავის ქვისკენ მიტრიალდა.
-მაპატიე, - გააგრძელა გოგონამ. - როგორი დებილი ვიყავი. შენ ამდენი ძვირფასი ადამიანი დაკარგე, მე კი სულელური წვრილმანებით გაბეზრებდი თავს.
-მასე ნუ ამბობ, - გოგოს მოეხვია. - უბრალოდ ყველასთვის სხვადასხვანაირად მოდის უბედურება ცხოვრებაში. ზოგს მაშინვე დაატყდება თავს და მიწასთან გაასწორებს, ზოგი კი ნელ-ნელა განიცდის მას. არავინ იცის რომელია უარესი.
-ლაშა გენატრება?
-ყველაფერზე მეტად. ჯერ კიდევ ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე წელიწადში მასზე დიდი ვიქნები, როდესაც ისაა უფროსი, - თვალები ისევ დაებინდა.
შორს სიცარიელეს გახედა, მაგრამ ვერაფერი ვერ დაინახა.
-უკვე ექვსი წელი გავიდა, - გააგრძელა, როცა ნანას მოშორდა.
ძმის საფლავის წინ ჩაიმუხლა და მის მოცინარ სახეს შეხედა.
-სიგიჟეა, არა? 6 წელი გავიდა და მე ისევ ისე მტკივა, როგორც მაშინ, ამ ამბის გაგებისას. ზოგჯერ მგონია, რომ უფრო მეტადაც კი, თუკი საერთოდ შესაძლებელია ეს. ვერ ვუძლებ, როცა მის მომღიმარ სახეს ვხედავ. თან მიხარია, რომ მისი ხილვა ისევ შვძელი, მაგრამ გულის სიღრმეში განადგურებული ვარ. ვხვდები, რომ ასე მხოლოდ თავს ვიტანჯავ. ეს სახე, ეს ქვა მახსენებს, რომ ის აქ აღარაა და ეს დროებითი არ არის. არც არასდროს დაბრუნდება როგორც არ უნდა ვთხოვო, როგორც არ უნდა დამჭირდეს. ვცდილობ ცხოვრება გავაგრძელო და აქამდე მეგონა, რომ გამომდიოდა. თურმე, მხოლოდ თავს ვიტყუებდი. უბრალოდ ვცდილობ ცხოვრებას გავუძლო. ეს არაა სიცოცხლე. მხოლოდ ტანჯვაა.
-ვაკო, მე... - ხმა ჩაეხლიჩა ნანას და ვერაფერი ვერ თქვა.
ყელში ბურთი აქვს გაჩხერილი. მაშინ დუმდება, როცა ვაკოს აწყლიანებულ თვალებს აწყდება. რამდენი რამ გადაუტანია და მას წარმოდგენაც კი არ ჰქონია ამის შესახებ.
-შენ როგორ უძლებ? - მისკენ მიაბრუნა თავი ბიჭმა.
-რას? - ამოიხავლა ნანამ.
-შენს ტკივილს. დარწმუნებული ვარ, რაიმე უბედურება შენც გაქვს გადატანილი. როგორ გაუძელი? როგორ დარჩი მთელი?
„დავრჩი კი?“ - გაიფიქრა ნანამ და თვალები დაუსევდიანდა.
-წამოდი, - ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და სირბილით გაიყვანა სიჩუმედასადგურებული ადგილიდან.
ოთახში უთქმელად შეიყვანა და საწოლის ქვეშ შეყრილი პუანტები გადმოიღო.
-ადრე ბალერინა ვიყავი. აღმოჩნდა, რომ სუსტი ძვლების გამო, ცეკვა არ შემიძლია. არადა, როცა ესენი მაცვია, თავს სულ სხვაგან ვგრნობ. სამყაროს ვეთიშები და ყველაფერი მავიწყდება. ამ ბოლო დროს, კიდევ უფრო ხშირად ვიცვამ მათ. მინდა გავიქცე აქედან, სამყაროს გავექცე, რომ გული ასე აღარ მტკიოდეს, რომ დავივიწყო ყველაფერი ცუდი, რაც გადამხდა.
-რამდენად ხშირად?
ნანამ ფეხსაცმელი გაიხადა და ვაკოს სანტავიკდაკრული და გადაყავებული ტერფები დაანახა.
-და ეს გშველის?
-ვერც კი წარმოიდგენ, როგორ. ახლავე გასწავლი.
ორივე იატაკზე ჩამოჯდა და გაწელვა დაიწყო. ვაკო უყურებდა გოგონას, რომელიც აღტაცებული საუბრობდა ბალეტზე. მთელ ძალისხმევას აქსოვდა იმაში, რომ ვაკოსთვის ცოდნა გაეზიარებინა. შეიძლება მოეჩვენა, მაგრამ რაღაც სხვანაირადაც იყურებოდა. თვალებში ვარსკვლავები უკრთოდა.
-მუშაობა დაიწყე? - იკითხა ვაკომ, რომელიც საწყლად ცდილობდა გაემეორებინა ის, რაც ნანამ გააკეთა.
-რა თქვი? - გოგონა თითქოს საოცარი ზღაპრიდან ძალით გამოათრიესო, შეცბა.
-მუშაობ?
-მხოლოდ სტაჟიორი ვარ.
-მერე, მოგწონს?
-რა კითხვაა ეგ?
-ჩვეულებრივი. მოგწონს რასაც აკეთებ? გულით გინდა ეს?
-არ ვიცი რას მეკითხები.
-ნანა, კარგად ვხედავ როგორი აღტაცებით საუბრობ ბალეტზე. ის შენი ცხოვრების ნაწილია. მისგან მოშორება არ შეგიძლია.
-თუმცა არც მისი მიყოლა შემიძლია.
-ზუსტად რა გითხრა მაშინ ექიმმა?
-რომ სუსტი წვივების გამო თავს დავიზიანებდი და ცეკვას ვერ შევძლებდი.
-ადექი, ექიმთან მივდივართ.
-ვაკო, რა ჩაიფიქრე?
-გაიგებ.

ექიმის კაბინეტში ნახევარი საათი დაჰყვეს. ვაკო არაფრით არ ეშვებოდა და ცდილობდა ყველაფერი გაეგო. აღმოჩნდა, რომ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნისას ნანას შეეძლო ისევ ეცეკვა.
-თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება? - იმედიანად ჰკითხა ვაკომ ექიმს.
-სამწუხაროდ, საკმარისი დრო არ მაქვს, თუმცა კოლეგის ნომერს მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ.
-უღრმესი მადლობა, - ხელი ჩამოართვა ვაკომ და ნანასთან ერთად დატოვა ექიმის კაბინეტი.
-ვაკო, არ ვიცი რა გითხრა...
-რა უნდა მითხრა? წავიდეთ იმ ექიმთან, არ გიხარია?
-წარმოდგენაც არ მინდა, რა ეღირება.
-მაგაზე არ უნდა ფიქრობდე.
-რატომ? - წარბი ასწია ნანამ.
-21 წლის ხომ ხარ?
-მერე?
-ჩათვალე, რომ 21-ვე წლის დაბადების დღის საჩუქარს ერთიანად გჩუქნი.
-ვაკო, არა...
-უარს არ მივიღებ. რაც არ უნდა მეჩხუბო, ვერაფერს შეცვლი. ზედმეტად ჯიუტი ვარ, - გაიღიმა ვაკომ.
ყველაფერი შეათანხმეს ექიმთან. ნანა ბედნიერი დაბრუნდა სახლში.
-ამოდი, რამით გაგიმასპინძლდები.
-საჭმლით მიბრუნებ ფულს? - გაეღიმა ვაკოს.
-ა, არ გინდა? კარგი, - ვითომ ეწყინა ნანას და ზურგი აქცია.
ორივეს გაეცინა. ცოტაოდენი შეჭამეს. მერე აივანზე გავიდნენ. სკამებზე ჩამოსხდნენ და ფეხები მოაჯირზე ააწყევს. ნანა ვარსკვლავებს უყურებდა.
-არ გაცივდე, - ხმადაბლა უთხრა ვაკომ.
მისი ხმა ნანას სასიამოვნოდ ჩაესმა ყურში. ბიჭისკენ მიიწია და ცხვირი მის ყელში ჩარგო. ძალიან სასიამოვნო სუნი ჰქონდა. ცოტა ხნით გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ კი ცდუნებას ვერ გაუძლო და ტუჩები ნაზად მიადო ყელზე.
-ნუ ცუღლუტობ, - ჩაიცინა ვაკომ. - მასეთებს არ ვართ.
-მაპატიე, - ამოილუღლუღა ნანამ და ბიჭს თავი ჩამოადო მხარზე.
-წავალ, თორემ გვიანია უკვე, - ცოტა ხანში თქვა ვაკომ.
-სიბნელის ხო არ გეშინია? ვინმემ არ მოგიტაცოს.
-მასეთი ხუმრობის გამო დაისჯები.
-მაინც რითი?
ხელი მუცელზე შეუცურა და შეუღიტინა.
-ვაკო, გაჩერდი, - შეკრთა ნანა.
ეს ერთდროულად იმის გამო მოხდა, რომ ღიტინი არ უყვარდა და ვაკოს ხელი რომ იგრძნო მუცელზე.
-სხვა დროს მასე აღარ იხუმრებ, - გაიცინა ვაკომ. - აბა, აუცილებლად გამაგებინე როგორ წავა შენი ვარჯიშები.
ნანამ უხმოდ დაუქნია თავი და ვაკო გააცილა.
ერთი თვე წამითაც კი არ ამოუსუნთქავს. ცდილობდა ყველაფერი შეეთავსებინა ერთმანეთისთვის, თუმცა ძალიან უჭირდა.
-რამე პროგრესი არის? - ჰკითხა ვაკომ.
-უჰ, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა.
-ნანა... - დაიწყო ბიჭმა.
-გისმენ.
-ვფიქრობდი და... ხვალ 4-სკენ გცალია?
-კი, რა ხდება?
-კინოს ბილეთები მაქვს და ვიფიქრე, წამოხვიდოდი.
-რა ფილმია?
-სახელი არ მახსოვს, ახალი ქართული ფილმის პრემიერაა, მეგობარმა მაჩუქა ბილეთები და...
-ა, კარგი, არაა პრობლემა.
-ნახევრისკენ გამოგივლი მაშინ.
-ძალიან კარგი, - თავი დაუქნია ნანამ და სახლს მიაშურა.

-ხომ ცოცხალი ხარ? - საღამოს მიაკითხა მარიანამ.
-რატომ არ უნდა ვიყო?
-უნიში აღარ დადიხარ გენაცვალე და...
-ეს ერთი კვირა ძაან გადავიღალე, არაფრის თავი არ მქონდა.
-როგორც იქნა, მოეშვი?
-მგონი კი, ზუსტად ვერ ვხვდები. რა ხდება უნივერსიტეტში?
-ვაჟა? კი, კარგადაა, მადლობა მოკითხვისთვის.
-კარგი, რა მოხდა აბა, რა გააკეთა ვაჟამ?
-დაბადების დღე გადაიხადა წყნეთის სახლში, ჰოდა...
-ამოღერღეე!
-მასთან დავრჩი და ერთად გვეძინა.
-ანუ?
-გარყვნილო, მასეთებზე ნუ ფიქრობ. უბრალოდ გვეძინა.
-მერე მაგის გამო ამაწიოკე?
-ისე ამბობ, გეგონება ყოველდღე სხვადასხვა ბიჭთან ერთად აღამებდე.
-რა გეშველება, მარიანა?
-მე ჩემს თავს მივხედავ როგორმე, შენ რა გეშველება? ცირა გაგიფრინდა, აი, სადაცაა დაქალიც გაგიფრინდება და შენ კიდევ დადიხარ მარტო.
-მოიცა, გაიმეორე? - შუბლზე აუვიდა თვალები. - ვაჟამ რამე წინადადება ხომ არ შემოგთავაზა?
-ოოო, ყველაფერი თავის დროზე იქნება, ნუ ხარ სულსწრაფი, ნუ, ჩემზე უფრო სულსწრაფი მაინც. ფეხზე რა გჭირს?
-არაფერი, გუშინ ცეკვისას წავიქეცი.
-რამე გამოგდის?
-ძალიან ვცდილობ, თუმცა შეუძლებელია იმ 7 წლის დაბრუნება. მართალია, ყოველთვის ცოტ-ცოტას ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ძალიან მიჭირს. ზოგადად ბალერინები 20 წლის ასაკში ხდებიან. მე უკვე გავცდი მაგ ასაკს და ჩავარდნაც მაქვს. არც კი ვიცი, ღირს ცდად?
-ხომ გინდა ამის გაკეთება?
-კი.
-ჰოდა ღირს, მორჩა ამაზე საუბარი. ბალეტზე გამახსენდა, იდეის ავტორი რას შვრება?
-ხვალ კინოში მივდივართ.
-ვუუ, - თვალები გაუბრწყინდა მარიანას. - უკანა რიგში ხომ არ სხდებით?
-არ ვიცი. და გეყოფა შენ, ყველა ბიჭს ნუ მირიგებ.
-რატო ყველას? ჯერ მხოლოდ ეგ მომწონს.
-ჯერ?
-ხო, რა ვიცი აბა, რა წამოგივლის, იქნებ იმდენი ხანი იცადო, რომ გაგიფრინდეს ვაკუნა.
-საცემი არ ხარ ახლა შენ? რას დებილობ?
-გინდა მოვიტაცოთ? ივანეზე არ გამოგვივიდა და თუ გინდა ვაკოს მოვიტაცებ. პრინციპში ეგეც კაი მაღალია, ცოტა დაბლები ვერ იშოვე? შეიბრალე ჩემი მანქანა... თუმცა შემიძლია ვაჟას ვეთხოვო, უარს არ მეტყვის, - განაგრძო თავის თავთან საუბარი მარიანამ.
-გამოფხიზლდი, - ხელები ცხვირწინ გაუტკაცუნა ნანამ. - შეეშვი ფანტაზიებს. ერთი ის მითხარი, ქვიზი ხომ არ გვქონია რამეში და შემდეგ თავისუფალი ხარ.
-არა, მაგრამ ამ ორშაბათს ვწერთ და ნუ გააცდენ.
-კარგი, - ამოიოხრა ნანამ და ბალიშს ჩაეხუტა.
მთელი დღე უნებურად საათის ცქერაში გაატარა. ელოდებოდა როდის მოვიდოდა ოთხის ნახევარი. ოცი წუთი ხდებოდა, კაკუნი რომ გაიგო.
-უჰ, ძლივს მოხვედი, თორემ ვიფიქრე, რომ გერმანელის პუნქტუალურობა გქონდა.
-ანუ? - კითხვისნიშნის თვალით შეხედა ვაკომ.
-ანუ ზუსტად ნახევარზე მოხვიდოდი.
-გამოდის, გერმანელი არ ვყოფილვარ, - გაიღიმა ვაკომ. - წავიდეთ?
-ჩანთას ავიღებ და... იმედია, საინტერესო ფილმი იქნება.
-სახელი გამახსენდა. ნუ, გამახსენდა რა, ბილეთზე წავიკითხე. „შეცდომისთვის განწირული“ ჰქვია.
-უცნაური სახელია, ვერ მიხვდები რაზე იქნება. თუმცა, რაც მთავარია, საშინელება არ იქნება.
-რა დარწმუნებული ხარ? იქნებ შეცდომა ის არის, რომ მთავარმა პერსონაჟმა რაღაც ნივთი წამოიღო დაწყევლილი სახლიდან? მერე ამ სახლის მოჩვენება დასდევს მთავარ პრსონაჟს და მის მეგობრებს.
-აღარ უნდა უყურო შენ საშინელებებს, - გაიცინა ნანამ.
კონოთეატრში 10 წუთით ადრე მივიდნენ. სასმელი და პოპკორნი აიღეს და ადგილები დაიკავეს. დარბაზი ჩაბნელდა და ფილმიც დაიწყო.
^^მოგესალმებით, მე იოანე ვარ, თუმცა ეს ფილმი ჩემზე არაა. ამბავს მოგითხრობთ ნონა მატაბელზე.^^
ნანას სისხლი გაეყინა. ძალიან არ მოეწონა შესავალი. რატომ ერქვა ისტორიის მომყოლს იოანე? რატომ ჰგავდა მისი სახელი და გვარი ასე იმ გოგოს სახელსა და გვარს?
ეკრანს მიაჩერდა. გოგონას ადრეულ წლებს აჩვენებდნენ. როგორი უზრდელი იყო ნონა, არავის არ ეხმარებოდა, ყველას დასცინოდა.
„ეს მე ვერ ვიქნები.“ - თავი დაიმშვიდა ნანამ.
ისევ ეკრანს შეხედა. ამჯერად 14-ოდე წლის ნონა სადღაც გამალებით მიიჩქაროდა. ქუჩაში ხალხს ეჯახებოდა და ბოდიშსაც არ უხდიდა. რაღაც შენობის კარი შეაღო. საბალეტო სტუდია აღმოჩნდა.
ნანას გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
„ეს დამთხვევაა, უბრალო დამთხვევაა.“ - თავის თავს უმეორებდა, თუმცა ვერ იჯერებდა. ძლიერად ჩაეჭიდა სახელურებს, ეცადა დამშვიდებულიყო.
ნონა ამპარტავნულად უყურებდა სხვებს, ცდილობდა ყველა დაეჩაგრა, თუმცა ცეკვა არ ეხერხებოდა. შეშურდა მასწავლებელმა სხვა რომ შეაქო, თავადაც სცადა იმავე ილეთის გაკეთება და წვივი დაიზიანა.
ნანა შეცბა. უცებ შეამცივნა. ეს ფილმი ნამდვილად მასზე იყო, თუმცა ის საშინელ ადამიანად იყო გამოყვანილი. ხალხს გადახედა. როგორც ჩანს, ხალხს უხაროდა ნონას ტანჯვის ხილვა.
ნონა ცეკვას ვეღარ შეძლებდა. ისე გამოჩნდა, რომ თავისი ცუდი საქციელიs გამო დაისაჯა. ხალხმა მოწონების ნიშნად შეჰყვირა.
ნონა ბალეტს შეეშვა. ამ წარუმატებლობამ კიდევ უფრო გააბოროტა. ყველას რაღაცას უშავებდა. უნივერსიტეტში ჩააბარა. იქ ამბის მომყოლს, იოანეს შეხვდა, რომელსაც შეყვარებული ჰყავდა, ნათია. იმდენი მოახერხა, რომ წყვილი დააშორა. იოანეს ცუდად ექცეოდა, ნათიას ავიწროვებდა. იოანე დააშანტაჟა და შეყვარებულის სტატუსი მიიღო.
ნანამ ისევ გადახედა ხალხს. სახეზე ზიზღი ემჩნეოდათ. ნონას ვერ იტანდნენ. ახლა თავი მარცხნივ შეაბრუნა. ვაკო გაოცებული უყურებდა ნანას და ხმა ვერ ამოეღო. ნანამ თავს ძალა დაატანა და ეკრანს გახედა.
ნონა უკვე მესამე კურსზეა. ნათიას ხელს უშლის, რომელიც ცდილობს, რომ იოანე დაიბრუნოს. ამაზრზენად იქცევა. ვალენტინობის დღე დგება, ნათია უბედურია. იოანე მხნეობას იკრებს და ნონას მაგიერ ნათიასთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს.
ნანას აღარ შეუძლია გაძლება. ცუდადაა, გულის რევის შეგრძნება არ შორდება. ვეღარ უმკლავდება და დარბაზიდან გადის. გაყინულ სვეტს ეყრდნობა და იქვე იკეცება. თვალები უწყლიანდება, როცა გრძნობს როგორ იქცევს ბიჭი თავის ძლიერ მკლავებში და ცივი იატაკიდან აყენებს.
-მათ ვეზიზღები, - სლუკუნით ამბობს ნანა.
-მათ წარმოდგენა არ აქვთ როგორი საოცარი ადამიანი ხარ, დამშვიდდი, ეს ფილმი არაა შენზე. ეს ვიღაცის ნაბოდიალებია, ამაზე არ უნდა ბრაზდებოდე.
-დამამცირა... უკვე რამდენი ხანია აღარ მინახავს, მაგრამ მაინც მოახერხა ჩემი დამცირება. ის არ იკმარა, რომ მიმატოვა, ახლა ფილმიც გადაიღო, რომ ხალხს ჩემზე ეცინა. გამამასხარავა.
-ივანე მხეიძე იყო შენი შეყვარებული? შეხედე, აი აქ აწერია სცენარის ავტორი, - ბროშურაზე მიუთითა.
-ეგაა.
-და ყველაფერი პირიქით მოხდა, ხომ? ვინ არის ნათია?
-მისი სახელი არც კი შეუცვლია, ყოფილია, რომლის გამოც მიმატოვა. ჩემი უსაყვარლესი კურსელია.
-ამის უფლება არ ჰქონდა, შენი ისტორია გამოიყენა, თანაც სრულიად შეცვლილი. სხვების თვალში დაგამცირა. არ შერჩება.
-ვაკო, რას იძახი?
-კიდევ უნდა ელოდო მისგან ასეთ სურპრიზებს? უნდა გაიგოს, რომ მარტო არ ხარ და შენი წყენინება მეტჯერ ვეღარ უნდა გაბედოს.
-მას არ შეხვდები.
-ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია, ნანა.
-არ გინდა, ვაკო, გთხოვ, შეეშვი. ყურადღების მიქცევის ღირსი არაა. ნუ ვაგრძნობინებთ, რომ ამით რაიმე დამიშავა, თორემ აღარასდროს შეწყვეტს.
-და ეს მბავი ასე დავტოვოთ?
-დავტოვოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს სისულელეა, ნონას ხომ არ ვგავარ?
-...
-ვაკო, ნონას ხომ არ ვგავარ-მეთქი?
-რა თქმა უნდა, არა, - გაეცინა ვაკოს და გოგოს მოეხვია. - წამოდი, სახლში წავიდეთ. ეს დღე საერთოდ დავივიწყოთ.
-ყველაფერი? ის ნაწილიც, როცა ჩემი დაცვა გინდოდა?
-კარგი, ეგ შეგიძლია გახსოვდეს, - ლოყაზე აკოცა და ხელგადახვეულმა გააგრძელა გზა სახლისკენ.
მარიანა მანამ არ მოეშვა, სანამ ფილმზე არ გამოჰკითხა. ნანამაც ყველაფერი აღიარა.
-ეგ ივანემ გააკეთა? ის ასპიტი ჩააწვეთებდა.
-კაი, ნუღა მახსნებ. მე და ვაკომ ამის დავიწყება გადავწყვიტეთ.
-უუუ, ვაკო, - წამოენთო მარიანა და ბოროტულად გაიღიმა. - დაგაწყნარა ხომ? ეტყობა ძალიან ღელავს შენზე. შეყვარებულობას ხომ არ უმიზნებს?
-რა შუაშია? ვაკო უბრალოდ ძალიან მაგარი მეგობარია.
-არაფერიც, როგორ გეკადრება? - შეიცხადა მარიანამ. - ძალიან მაგარი მეგობარი მე ვარ. ის კი სულ სხვაა! რამდენი ადამიანი მოიქცეოდა ასე? სერიოზულად მიპასუხე და ყველაფერი გაითვალისწინე. გაითვალისწინე, რომ მხოლოდ 4 წლის ნაცნობები იყავით, ისიც ბავშვობაში. 8 წლის გასვლის შემდეგ გაიცანით რეალურად ერთმანეთი. გადის კიდევ რამდენიმე წელი და ხედავ რას აკეთებს? ეს არაა ჩვეულებრივი მოვლენა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ბავშვობის ოცნება აგეხდინა. აშკარაა, რომ შენზე ზრუნავს. გუშინდელი ამბავიც გაითვალისწინე. ივასთან აპირებდა დალაპარაკებას, შენ გიცავდა. ახლა კიდევ ერთხელ დაფიქრდი რაც წეღან მითხარი და თავად მიხვედი, რომ ცდები. მისთვის ბევრად მეტი ხარ, ვიდრე უბრალოდ მაგარი მეგობარი.
ნანამ მარიანას სიტყვები ვეღარ ამოიგდო თავიდან. ბედად, გზაში ვაკოსაც გადააწყდა. კინაღამ გვერდი აუარა. ბიჭს რომ არ დაეძახა, ვერც კი შეამჩნევდა.
-ნანა, სად გარბიხარ?
-უი, ვაკო, მაპატიე, ვერ დაგინახე.
-ხუთი წუთია გიყვირი და ვერ შემამჩნიე?
-ცოტა არეული ვარ ახლა.
-ისევ გუშინდელზე ხომ არ ფიქრობ?
-ცოტას, ოღონდ არა იმაზე, რაც შენ გგონია.
-დამაინტრიგე. მაინც რაზე ფიქრობ?
-არ მინდა ამაზე საუბარი. თანაც, მეჩქარება, ბალეტის გაკვეთილზე არ უნდა დავაგვიანო.
-შეიძლება მეც დავესწრო?
-როგორც გინდა, - მხრები აიჩეჩა ნანამ.
-წამოგყვები. ხომ უნდა ვიცოდე, რაში ვაბანდებ ფულს. იცოდე, ცნობილი ბალერინა რომ გახდები, არ დაგავიწყდეს ვინ დაგეხმარა ყველაფერში.
-ეგ როგორ დამავიწყდება, საკუთარი თავი, - გაიცინა ნანამ და კიბეებზე აირბინა.
ცოტა ხანში საბალეტო დარბაზის კარი შეაღეს. ვაკო სკამზე იჯდა და გოგონას მისჩერებოდა. ნანა ხვდებოდა, რომ ბიჭი თვალს არ აშორებდა და იბნეოდა.
-გამოსრიალება, ნანა, გამოსრიალება, - ოთახი გაბრაზებული მასწავლებლის ხმამ გაჰკვეთა. - არასწორად აკეთებ. რა გჭირს? აქამდე ყველაფერს მშვენივრად აკეთებდი. დღეს კი არაფერი არ გამოგდის. ნარნარის დროს კინაღამ ფეხი მოიმტვრიე. ეს ხომ უმარტივესია? იმედს მიცრუებ.
-დიდი ბოდიში, შეიძლება ცოტა ხნით შევისვენო?
-მხოლოდ ორი წუთი. ისიც იმის გათვალისწინებით, რომ კუნთებს დაასვენებ.
ნანა ვაკოსთან მივიდა.
-რა ხდება? - იკითხა ბიჭმა.
-არ გინდა წახვიდე? მაბნევ.
-მე? როგორ?
-არ ვიცი, შენ რომ მიყურებ, რატომღაც აზრები მეფანტება.
-თუ ჩემს შემოხედვაზე ასე გემართება, ხალხის წინ როგორ იცეკვებ?
-არა, ეს სულ სხვაა. ხალხის წინ უამრავჯერ გამოვსულვარ, ოდნავადაც კი არ მიღელვია. არა, გატყუებ. დადგმის წინ ყოველთვის ვღელავდი, მაგრამ სცენაზე ყოფნისას ყველაფერი მავიწყდება. მხოლოდ მე და ბალეტიღა ვართ.
-აბა მე მჭირს რამე?
-შეგიძლია გასახდელში დამელოდო? ასე უფრო მშვიდად ვიქნები.
-კარგი, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და სკამიდან წამოდგა.
ნანამ კონცენტრაცია შეძლო. მთელი სხეული ააყოლა მუსიკას.
„ბალეტს გრაცია, ნებისყოფა და მოქნილობა სჭირდება.ბალეტს გრაცია, ნებისყოფა და მოქნილობა სჭირდება.“ - უმეორებდა საუთარ თავს და ინსტინქტურად განაგრძობდა მოძრაობას.
-მშვენიერია, - გაიღიმა მასწავლებელმა. - შეგიძლია დაისვენო. ხვალ ისევ გნახავ.
გადაქანცული წავიდა გასახდელისკენ. ტუტუ უკვე გაეხადა, როცა გაახსენდა, რომ ვაკოც შიგნით იყო.
-ვაკო, არ გინდა გახვიდე?
-რატომ? ახლაც დაიბნევი და ტანსაცმელს არასწორად ჩაიცვამ? თუ გინდა, მოგეხმარები.
-კოლგოტი უნდა გავიხადო, ამას შენი თანდასწრებით არ ვაპირებ.
-თავად მითხარი აქ დამელოდეო.
-გადი, გადი, - ძალით გააგდო მომღიმარი ბიჭი და თავადაც გაეცინა.
თმა დაიშალა, ტანსაცმელიც გამოიცვალა, ყველაფერი ჩანთაში ჩაალაგა და ოთახიდან გავიდა.
-დაამთავრე? ყველაფერი სწორად გაცვია? აბა შემახედე.
-გეყოფა მაიმუნობა.
-სანამ იცვლიდი, შენი მასწავლებლის საუბარი გავიგონე.
-მართლა? რას ამბობდა?
-ნანა ძალიან ბეჯითი გოგოაო. თავიდან რომ მოვისმინე მისი ისტორია, მეგონა, ვერაფერს შეძლებდაო. გამაოცა, საოცარი ნებისყოფის აღმოჩნდა, მცირე დროში დიდი პროგრესი განიცადაო. ბოლოს ისიც კი წამოსცდა, რომ სულ მალე სცენაზე გამოსასვლელად იქნები მზად, ოღონდ თუ ამ ტემპით გააგრძელებ.
-მართლა? არ მატყუებ? - გაიბადრა ნანა და ადგილზე ხტუნვა დაიწყო. - დიდი მადლობა, შენ გარეშე ამას ვერ შევძლებდი.
ბიჭს ჩაეხუტა. აიწია, რომ ლოყაზე ეკოცნა, მაგრამ შემთხვევით ტუჩის კუთხეზე შეახო ბაგეები. დენდარტყმულივით სცადა გაწევა, თუმცა წელზე შემოჭდობილი ბიჭის ხელები იგრძნო.
ვაკომ სახე ნანას მიუახლოვა. გოგონა ლოყებზე ახურდა.
-დავიჯერო მხოლოდ ეს დავიმსახურე? მეტი არაფერი?
-მეტს ვერაფერს დაიმსახურებ, სანამ სიტუაციაში არ გამარკვევ.
-ანუ გინდა გითხრა, რომ მიყვარხარ?
-გიყვარვარ? - ძლივს წარმოთქვა ეს ერთი სიტყვა ნანამ.
-საკითხავი ისაა, შენ თუ გიყვარვარ.
-ჯერ შენ არ გიპასუხია.
-შენს პასუხს დაველოდები.
-და თუ არ გიპასუხებ?
-სანამ არ მიპასუხებ, არსად არ გაგიშვებ.
-ტუალეტში თუ მომინდა გასვლა?
-ჩემი პრობლემა არ არის.
-რას ელი? გინდა მოისმინო, როგორ ძლიერ მომწონხარ? არა, ეს კარგიც იქნება. შემეძლება გითხრა, რამდენს ვფიქრობ შენზე. რომ შენზე ფიქრი არც შემიწყვეტია, რაც ხელახლა შეგხვდი. იმდენად ძლიერ მიყვარხარ, რომ ყელის ჩახლეჩამდე შემიძლია ამის გამეორება. იმდენად მიყვარხარ, რომ ჯერ კიდევ არ მჯერა, ყოველ წამს, წუთს, საათს თუ დღეს ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ შენზე ადრე ივას შევხვდი, რომ ის შემიყვარდა და ამდენი ხანი გალოდინე, ამდენი ხანი ვიტანჯე. სწორად შეურჩია ივამ ფილმს სახელი. მე შეცდომისთვის განწირული ვარ. ეს შეცდომა ივას შეყვარება იყო, მაგრამ აღარ მსურს მისი გამეორება. ასე რომ, კი, სიგიჟემდე მიყვარხარ.
-...
-რამე მიპასუხე, სანამ ჭკუიდან გადავსულვარ.
ვაკომ გოგონას ხელი ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა. შემდეგ მხარზე გადაინაცვლა, ყელში, ყბის ძირში, ლოყაზე, ტუჩებში.
ნანას სულ გადაავიწყდა ტანსაცმლით სავსე ჩანთა. ხელი გაუშვა და ბიჭს შეუცურა თმაში. სანამ მუხლები მოეკვეთებოდა, ბიჭმა ხელში აიტაცა და მუცელზე შეისვა. მანაც ფეხები ძლიერ შემოაჭდო წელზე და კოცნა განაგრძო. ისევ ვაკო მოსცილდა ჟანგბადის შესასუნთქად.
-შენ რა საერთოდ არ სუნთქავ? - იკითხა ბიჭმა.
-მე ბალერინა ვარ, სწორად სუნთქვა უნდა შემეძლოს.
-ნუ მაიძულებ, ბალერონი გავხდე.
-არ გამოგივა, - აკისკისდა ნანა.
-ნუ დამცინი, არ გაპატიებ.
-ვის ადარდებს? - მხრები აიჩეჩა გოგომ და ისევ წაეტანა ბიჭის ტუჩებს.

თვეები გავიდა. ნანა უკვე უნივერსიტეტს ამთავრებდა, როცა მარიანამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დააშტერა.
-გუშინ ვაჟამ ხელი მთხოვა.
-ღმერთო, ყველა როგორ თხოვდებით? ცირამ ხო მაჯობა და მაჯობა, ახლა შენც. მგონი შინაბერა მოვკვდები.
-ვინ მოკვდება შინაბერა და რატომ? - უკნიდან მიეხუტა გოგოს ვაკო და თავზე აკოცა.
-შენი შეყვარებული წუწუნებს.
-გუშინ ვაჟამ მარიანას ხელი სთხოვა.
-და ახლა ნანა წუწუნებს, რომ შინაბერა მოკვდება.
-ცოტა ხანი მაცადე, ნუ ხარ სულსწრაფი, ეგეც მოესწრება, - გაიცინა ვაკომ.
-რა? - გამოშტერდა ნანა.
-კაი, რაზე ფიქრობ? წინასწარ ნუ დაგეგმავ ქორწილს, - გაიცინა ბიჭმა და გოგონა უფრო ძლიერ მიიხუტა.
-ისე, მეც უნდა გითხრათ ახალი ამბავი.
-გისმენთ.
-ერთი კვირაა უკვე სხვა ბალერინებთან ერთად ვმეცადინეობ. ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, რომ უკვე მზად ვარ.
-რა მაგარია, ხომ არ გიჭირს? ადვილად შეეწყვე?
-ყველაფერი იდეალურადაა.
-მე დაგტოვებთ, იქნებ სხვანაირად გინდოდეთ აღნიშვნა, - ჩაიკისკისა მარიანამ და წყვილს გაეცალა.
-წამო, რაღაცას განახებ.
ნანა ვაკოს აედევნდა. უკვე წუწუნს აპირებდა, როცა ბიჭმა გააჩერა.
-აქ რატომ მომიყვანე?
-უბრალოდ გაიხედე.
ბიჭმა ნანა ფუნიკულიორიდან გადაახედა.
-ხედავ? - თითი გაიშვირა. - აი იქ შეგხვდი პირველად, - ყელში აკოცა. - აი იმ შენობაში კი წლების შემდეგ მოხვედი და გამამხნევე. ბოლოში სასაფლაოებს ხედავ? იქაც ამოხვედი და არ მიმატოვე. აი, ის შენი ბალეტის სტუდიაა, სადაც რამდენიმე თვის წინ მეცადინეობდი. იქ პირველად გაკოცე. პირველად ვეღარ მოთოკე გრძნობები და ყველაფერი გამიმხილე. აქ კი, - ვაკომ ახლა გულზე მიიდო თითი, - უკვე სამ წელზე მეტია უკითხავად შემოიჭერი და აღარსად წასულხარ. ნანა მაჩაბელო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჭკუიდან გადაგყავარ.
-ერთი წლის წინ რომ გეკითხა, გიპასუხებდი, რომ ვერ ვიტან რომანტიკას, რომ ეს ძალიან ბანალური სიტყვებია, თუმცა ახლა ისინი ჩემთვის სამყაროს ნიშნავენ.
-გახსოვს, რომ მითხარი, შეცდომისთვის განწირული ვარო? შესაძლოა ასეცაა, თუმცა ეს შეცდომა აუცილებელი აღმოჩნდა.
-კაი, ცოტა გაიწიე, დამცხა, - გაიცინა გოგომ და ბიჭს ხელით უბიძგა.
-ასე ადვილად ვერ მომიშორებ, - უფრო მიეკრო ნანას.
-ძალიან რომ ვცადო?

ოქტომბერში წვეულება ჰქონდათ და დიპლომები აიღეს. ნანას ამ ამბავზე მეტად მომავალი კვირის კონცერტი აბედნიერებდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად დადგებოდა სცენაზე, ისევ იცეკვებდა და ხალხის თვალს ასიამოვნებდა.
მის პირველ კონცერტს არავინ არ გამოტოვებდა. არიერსცენაზე იდგა და დარბაზს გაჰყურებდა, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა. პირველი მოკინკლავე მარიანა და ცირა დალანდა და ჩაეღიმა. მათ გვერდით გიორგი და ვაჟა ისხდნენ. მშობლებიც შენიშნა. ხელი დაუქნიეს და გაუღიმეს. ნანამაც გაიღიმა.
-ფსს, - მოესმა გვერდიდან ხმა.
-ვაკო, - დაიძახა გოგომ და ბიჭისკენ წავიდა.
-ხომ არ ღელავ?
-საიდან მოიტანე? რამე მეტყობა? რატომ უნდა ვღელავდე? მეე? რა სისულელეა? რა არის ასაღელვებელი? პირველად ხომ არ გამოვდივარ? - უცებ მოაყარა ერთმანეთს და გაწითლდა.
-მართალი ხარ, შევცდი, ოდნავადაც კი არ ღელავ, - გაეცინა ვაკოს.
-მასე ნუ მიცინი, კონცენტრაცია მჭირდება გამოსვლისას.
-აა, კარგი, მაშინ გამამხნევებელი კოცნის იდეა განუხორციელებელი დარჩება.
-რა თქვი? - თვალები გაუფართოვდა ნანას. - საერთოდ არ ვღელავ, თან შენ როგორ დამაბნევ? - შესამჩნევად გასწია ტუჩები. ვაკომ სიცილი ატეხა. - ცოტა ჩუმად, თორემ მოვლენ და გაგაბრძანებენ აქედან.
-კარგი, უცებ გაკოცებ და წავალ.
-უცებ? - ეჭვის თვალით შეხედა ნანამ.
ბიჭმა ნაზად გადაუსვა ხელი კოსად შეკრულ თმაზე, რომელსაც ნანა მთელი 10 წუთი იკეთებდა. ეული, დაუმორჩილებელი კულული ყურს უკან გადაუწია, სახე მიუახლოვა და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე.
-პატარა კი არ ვარ, ადამიანურად მაკოცე, - გაუწყრა ნანა.
გოგომ ხელები პერანგის საყელოში ჩაავლო ბიჭს და თავისაკენ დაქაჩა. ტუჩები ძლიერად მიაკრო და მხოლოდ მაშინ მოშორდა, როცა მიხვდა, რომ ბიჭს სუნთქვა აღარ შეეძლო.
-აწითლდი, - ვაკომ ხელი ლოყაზე გადაატარა, შემდეგ კი თმა აიჩეჩა.
-აქედან მომშორდი, თორემ აღარ გასუნთქებ.
-ასე ძალიან გინდა, რომ მაკოცო?
-ვერც კი წარმოიდგენ.
-კაი, წარმატებები. იცი სადაც უნდა მომძებნო.
ვაკო დარბაზში დაბრუნდა და ვაჟას გვერდით დაიკავა ადგილი.
ნანა არაბუნებრივად ანერვიულდა. თითოეული ბალერინა თავის პოზიციაზე დადგა. ნანამ ღრმად ჩაისუნთქა. ყურები დაუგუბდა. გული ჩიტივით აუფართხალდა. დაინახა, როგორ დაიწყო ფარდამ აწევა. დარბაზი და უამრავი მასზე მოჩერებული თვალი დაინახა. მუსიკა ჩაირთო და ყველაფერი გადაავიწყდა.
დარბაზი მისთვის მთლიანად გაქრა. მხოლოდ მარჯვენა კუთხეში მჯდომ რამდენიმე ადამიანს ხედავდა, თითქოს რამფის შუქი დაჰნათოდათ თავზე.
ბალერინებმა სინქრონში დაიწყეს ცეკვა და ნანაც მთელი სხეულით აცეკვდა.
უამრავჯერ წარმოედგინა ეს მომენტი, თუმცა სინამდვილე წარმოსახვას ბევრად აღემატებოდა. უამრავი დადებითი ემოცია ერთდროულად იგრძნო, როცა ცეკვის დასასრულს ხალხი ფეხზე წამოდგა და გამაყრუებელი აპლოდისმენტებით დაემშვიდობა მოცეკვავეებს. რამდენიმე ბალერინას თაიგული მიართვეს.
ნანამ სცენისკენ მომავალი ვაკო შენიშნა, რომელსაც ხელში ყვითელი ვარდები ეჭირა.
-საუკეთესო იყავი, - უჩურჩულა და თაიგული მიაწოდა.
-საიდან იცოდი, რომ ყვითელი ვარდები მიყვარს?
-ცირამ მითხრა.
მოცეკვავეები კულისებში დაბრუნდნენ და გამოიცვალეს. ნანას ყველა გასასვლელში ელოდა. სათითაოდ მოეხვივნენ და მიულოცეს, შეაქეს კიდეც.
როგორც იქნა, ნანამ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ბალერინა გახდა. ჯერ კიდევ ბევრი შრომა დასჭირდებოდა წარმატების მისაღწევად, თუმცა ნელ-ნელა ნაბიჯებს დგამდა წინ. უფრო და უფრო უახლოვდებოდა წარმატების მწვერვალს.
საშინელება იქნებოდა ცეკვა რომ არ გაეგრძელებინა. გულს ვერაფერს ვერ დაუდებდა და ნიჭს ტყუილად გაფლანგავდა. მთელი სხეული სთხოვდა, რომ ეცეკვა.

ნოემბერში ვაჟასა და მარიანას ქორწილი იყო. ზედმეტად დიდხანს იცადეს და ბოლოს ძლივს მოაბეს თავი.
-გეფიცები, შენ გიმიზნებდი, მაგრამ ეტყობა სწორად ვერ გავთვალე, - დაიწყო ოხვრა მარიანამ, როცა თაიგული ნანას მაგიერ მისმა ნათესავმა დაიჭირა. - თანაც იმას ვინ დაასწრებს დაჭერას.
-მიზანზე კი გაქვს სამუშაო, მაგრამ ეგ არაფერი, - გაიღიმა ნანამ.
-მეცეკვე, - ყურში ჩასჩურჩულა ვაკომ და ბიბილოზე კბილები მოუჭირა.
ნანამ ხმადაბლა ამოიკვნესა და ბიჭს საცეკვაო მოედანზე გაჰყვა.
-ბალეტის ილეთებს არ ვართ, - გააფრთხილა ბიჭმა და ნანა სხეულზე აიკრო. - გული ხომ არ დაგწყდა, რომ თაიგული ვერ დაიჭირე?
-სულ ოდნავ.
-დიდი ამბავი, უბრალო თაიგულია. მის გარეშეც მოახერხებ გათხოვებას.
-მართალი ხარ, - გაეცინა ნანას.
-სანამ ძალიან ცნობილი ბალერინა გამხდარხარ და კარიერას წაურთმევია შენი თავი ჩემთვის, რაღაც წინადადება მინდა შემოგთავაზო. თან მარიანას ქორწილზე უკეთეს დროს ვერც შევარჩევდი.
-გისმენ, - ბავშვივით ახედა ნანამ ვაკოს.
-რას იტყვი შემდეგ ქორწილში მარიანას ადგილას შენ რომ იჯდე?



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zaan sayvarloba iyo, visiamovneee

 


№2  offline მოდერი abezara98

აი, რა უნდა გითხრა? smile ჩემი ლაშას მერე ასე თუ შემიყვარდებოდა რომელიმე პერსონაჟი არ მეგონა, მაგრამ ვაკო რაღაც საოცრება გყავს heart_eyes ჩემი ვარსკვლავთ ბიჭუნაა ეგ smile ცირა და მარიანა კი, ჩემი ორი ქაჯი, მითუმეტეს ცირა ჩეშირის კატად წოდებული joy ძალიან, ძალიან კარგი იყო! kissing_heart ველოდები სხვა ისტორიებსაც და წარმატებები heart_eyes

 


№3  offline წევრი Avrora-Gallagher

სასწაული იყო აი არვიცი სიტყვები არ მყოფნის მიმდევნო ისტორიას ველი შენსას სულმოუთქმენლად ❤️❤️✌️

 


№4  offline წევრი goddess

არ ვიცი რა გითხრა შესანიშნავი იყო heart_eyes ჯერ ისე გამიხარდა რომ საიტზე შემოსვლისას სრულად დადებული ისტორია ვნახე და მერე თვითონ შინაარსი,პერსონაჟები მშვენიერი იყო და მოუთმენლად ველი ახალ ისტორიებს heart_eyes

 


№5  offline მოდერი N1penguin

Qeti qimucadze
Zaan sayvarloba iyo, visiamovneee

ძალიან მიხარია ❤️ heart_eyes
abezara98
აი, რა უნდა გითხრა? smile ჩემი ლაშას მერე ასე თუ შემიყვარდებოდა რომელიმე პერსონაჟი არ მეგონა, მაგრამ ვაკო რაღაც საოცრება გყავს heart_eyes ჩემი ვარსკვლავთ ბიჭუნაა ეგ smile ცირა და მარიანა კი, ჩემი ორი ქაჯი, მითუმეტეს ცირა ჩეშირის კატად წოდებული joy ძალიან, ძალიან კარგი იყო! kissing_heart ველოდები სხვა ისტორიებსაც და წარმატებები heart_eyes

მეც ზუსტად მაგას ვფიქრობდი გუშინ laughing ლაშა ხოა სასწაული, მაგრამ აი ვაკო სულ სხვაა blush
Avrora-Gallagher
სასწაული იყო აი არვიცი სიტყვები არ მყოფნის მიმდევნო ისტორიას ველი შენსას სულმოუთქმენლად ❤️❤️✌️

უღრმესი მადლობა ❤️ ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა
goddess
არ ვიცი რა გითხრა შესანიშნავი იყო heart_eyes ჯერ ისე გამიხარდა რომ საიტზე შემოსვლისას სრულად დადებული ისტორია ვნახე და მერე თვითონ შინაარსი,პერსონაჟები მშვენიერი იყო და მოუთმენლად ველი ახალ ისტორიებს heart_eyes

უღრმესი მადლობა ❤️ მიხარია, თუ მოგეწონა და კითხვისას ისიამოვნე kissing_heart kissing_heart

 


№6  offline წევრი elena gavasheli

[i][/i] ოხ როგორ მომეწონა და როგორ ვისიამოვნე არიცი შენ. ქუულ იყო ეს ისტორია ერთ ერთი ჩემი ფავორიტია ყოჩაღ ასე გააგრძელე kissing_heart kissing_heart

 


№7  offline მოდერი N1penguin

elena gavasheli
[i][/i] ოხ როგორ მომეწონა და როგორ ვისიამოვნე არიცი შენ. ქუულ იყო ეს ისტორია ერთ ერთი ჩემი ფავორიტია ყოჩაღ ასე გააგრძელე kissing_heart kissing_heart

უღმესი მადლობა heart_eyes არ მეგონა ასეთი დამღლელი დღის ბოლოს რამე თუ გამაღიმებდა blush

 


№8  offline წევრი ჟიზელი

მთლიანი ვერ ჩავიკითხე ბოლომდე , თუ იცი რატომ?
.....
საშინელი ისტორიააა,უსაშინლესი...
....
კაიი, ვხუმრობ :დდ
მოკლედ, რატომ ვერ ჩავიკითხე და მეც ალასანიაში ვსწავლობ და ლექციებზე უნდა გავვარდე :დ
მოკლედ,ჩემი უნივერსიტეტი და ჩემი სახელი ამ ისტორიაში, დამაინტრიგებელი აღმოჩნდა :დ 7 საათიანი ლექციიდან რომ მოვხოხდები, ჩამავთავრებ აუცილებლად. შენ წარმატებები ^^

 


№9  offline მოდერი N1penguin

ჟიზელი
მთლიანი ვერ ჩავიკითხე ბოლომდე , თუ იცი რატომ?
.....
საშინელი ისტორიააა,უსაშინლესი...
....
კაიი, ვხუმრობ :დდ
მოკლედ, რატომ ვერ ჩავიკითხე და მეც ალასანიაში ვსწავლობ და ლექციებზე უნდა გავვარდე :დ
მოკლედ,ჩემი უნივერსიტეტი და ჩემი სახელი ამ ისტორიაში, დამაინტრიგებელი აღმოჩნდა :დ 7 საათიანი ლექციიდან რომ მოვხოხდები, ჩამავთავრებ აუცილებლად. შენ წარმატებები ^^

თავიდან დავიწყე კითხვა და გული გამისკდა laughing მთლად ასეთ საშინელსაც არ ველოდი-მეთქი laughing მიყვარს ასეთი იღბლიანი დამთხვევები blush blush ახლა დამაინტერესა რა გქვია grinning მადლობა <3 იმედია ისიამოვნებ და ოდნავ მაინც მოგგვრის შვებას 7 საათიანი ლექციის შემდეგ kissing_heart heart_eyes

 


№10  offline წევრი ჟიზელი

N1penguin
ჟიზელი
მთლიანი ვერ ჩავიკითხე ბოლომდე , თუ იცი რატომ?
.....
საშინელი ისტორიააა,უსაშინლესი...
....
კაიი, ვხუმრობ :დდ
მოკლედ, რატომ ვერ ჩავიკითხე და მეც ალასანიაში ვსწავლობ და ლექციებზე უნდა გავვარდე :დ
მოკლედ,ჩემი უნივერსიტეტი და ჩემი სახელი ამ ისტორიაში, დამაინტრიგებელი აღმოჩნდა :დ 7 საათიანი ლექციიდან რომ მოვხოხდები, ჩამავთავრებ აუცილებლად. შენ წარმატებები ^^

თავიდან დავიწყე კითხვა და გული გამისკდა laughing მთლად ასეთ საშინელსაც არ ველოდი-მეთქი laughing მიყვარს ასეთი იღბლიანი დამთხვევები blush blush ახლა დამაინტერესა რა გქვია grinning მადლობა <3 იმედია ისიამოვნებ და ოდნავ მაინც მოგგვრის შვებას 7 საათიანი ლექციის შემდეგ kissing_heart heart_eyes

ცირა ^^

 


№11  offline წევრი Barbare ❤

chakalloba iyo❤️

 


№12  offline მოდერი N1penguin

Barbare ❤
chakalloba iyo❤️

ვაიმე, უღრმესი მადლობაა ❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Liii

Lasha vin aris ? Rom werdnen komentarebshi.. komebshi rom ixseniebdne vigac lashas

 


№14  offline მოდერი N1penguin

სტუმარი Liii
Lasha vin aris ? Rom werdnen komentarebshi.. komebshi rom ixseniebdne vigac lashas

პერსონაჟია ჩემი სხვა ისტორიიდან "ოცთეთრიანის რჩეული" kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent