შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება


3-05-2018, 12:17
ავტორი ana_aneta
ნანახია 5 478

-ბელზ ტელეფონი გირეკავს. ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში მან.
- რა გინდა. თვალები არ გამიხელია ისე ვუპასუხე. საწოლში გავსწორდი და ზანტად გავიზმორე.
-მობილური ქვემოთ დაგრჩა და მოგიტანე. ტელეფონი მომაწოდა და თვითონ იქვე შემიცადა.
-რა ხდება. ისე ვუპასუხე, ნინა ან ლიკა მეგონა.
-ანი. ჩემი ძმის ხმა რომ გავიგე, წამსვე გამოვფხიზლდი- როგორ ხარ?
-კარგად შენ. ჩემი წამოსვლის შემდეგ თათასთან ურთიერთობა აერია. სახლში დაბრუნებაც მთხოვა, მაგრამ მე უკვე სხვა გეგმით ვიყავი.
-მამა გავხდი. აშკარად ეტირებოდა.
-მართლა, რა მაგარია, გოგოა თუ ბიჭი.
-გოგოა, ანამარია დავარქვით.
-როგორ გამახარე. რომელ საამშობიაროში ხართ. ახლავე მოვალ. თათა როგორაა?
-კარგად არ არის. ნაადრევად იმშობიარა და დასუსტებულია. მკურნალობა დასჭირდებაოოო. მიუხედავად ყველაფრის მისი ცუდად ყოფნა არ გამხარებია პირიქით ძალიან შემეცოდა. -დედა სოფელშია და საღამოს ჩამოვა და მოდი რა მანამდე. ტელეფონი დავკიდე და მზერა აბელზე გადავიტანე, რომელიც ყურადღებით მისმენდა და ელოდა რას ვეტყოდი.
-ჩემ ძმას გოგო შეეძინა. გაეღიმა.-ჰოდა საავადმყოფოში უნდა წავიდე.
-კაი ჩაიცვი მეც წამოვალ.
-არ შეწუხდე მარტოც წავალ, არაა პრობლემა.
-არავითარ შემთხვევაში სირცხვილია, თან პატარები მიყვარს.
ორივე სწრაფად გავემზადეთ და ერთ საათში უკვე კლინიკაში ვიყავით. თათასთან არ შევსულვარ მისი მშობლები იყვნენ იქ. ბავშვის ნახვა მინდოდა და იქაც არ შემიშვეს, მაგრამ აბელმა ახლობელი გამონახა და ცოტა ხანში ორივე პატარას საწოლთან ვიდექით. ნაზად ვეფერებოდი, სულ ციცქნა და უსუსრ არსებას, ისეთი საყვარელი იყო. აბელი კიდევ ისე იღიმოდა გეგონება მას ეყოლა შვილი.
-თათა როგორაა. უკან დაბრუნებულმა ვკითხე ჩემს ძმას.
-უცნაურად იქცევა, ბავშვს არ იჭერს ხელში, ექიმმა თქვა მშობიარობის შემდგომი დეპრესიააო შეიძლება ექვსი თვე მაინც დასჭირდეს გამოსაკეთებლადო. კიდევ კარგი დედაა სახლში და ის მიხედავს ხოლმე ბავშვს.
-ალბათ დედამისიც მოვა ხოლმე.
-აუუ დედამისის ნერვები არ მაქვს რაა.
-ვიცი. დედა ისევ გაბრაზებულია ჩემზე?
-არა ანა, პირიქით მემგონი გაუხარდა კიდეც, მარა რა დაუშავე ამ ქალს არ ვიცი.
-არც მე.
-ყოველთვის ისეთი კარგი იყავი. თავზე ხელი დამისვა.
-მამობა როგორია?თემა გადავიტანე.
-ჯერ არ ვიცი, ხელშიც ვერ ამყავს ისეთი პატარაა. მაგრამ ძალიან მიხარია. მართლა განსაკუთრებული შეგრძნება ყოფილა. კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ. ჩემ ძმას აბელი გავაცანი. აშკარად მოეწონათ ერთმანეთი. არ მინნდოდა დედაჩემს გადავყროდი, ამიტომ საავდმყოფო მალა დავტოვეთ. თათა მეცოდებოდა, მაგრამ ბავშვი იყო კარგად და ალბათ მასაც ეშველება, ან ესეც მისი მორიგი გამოხტომაა..
-არ მოიწყინო რა ბელზ. მთავარია ყველანი ჯანმრთელად არიან და იმ წუნკალას გამოხტომასაც გადააგორებენ. - უი მართლა იცი ჩემი მეგობარი რომაა ვატო. ცოლი მოყავს და შვიდ აგვისტოს ქორწილი აქვს.
-ცოლად ვინ მოყავს? ეგ ხო დაშორდა იმ გოგოს.
-არ ვიცი აშკარად შერიგდნენ. ჰოდა ზეგ გამოსამშვიდობებლი საღამო გვაქ/
-ღმერთო. რა იდიოტები ხართ, ეგ ქორწილის წინა საღამოს არ კეთდება ხოლმე.
-ჩვენ ორი გვაქ ნიშნობის მეორე დღეს და ქორწილის წინა დღეს.
-აუუ უეჭველი შენ მოფიქრებული იქნება.
-არა სხვათაშორის გიგიმ მოიფიქრა.
-რაა? აუუ თუ მჯეროდეს, მე კიდე ისეთი წესიერი მგონია და ეს თურმე. სიცილი აუტყდა.
-მე ის მიკვვირს ლიკასთან ამდენ ხანს რო გაქაჩა უსექსოდ.
-რეებს ლაპარაკობ ჩემ დაქალებზე იდიოტო.
-კაი რა გჭირს შენ კიდე. დავიჯერო შენ არ გკითხეს როგორი ვიყავი. ვიგრძენი ლოყები როგორ ამიწითლდა, მან კი გადაიკისკისა.
-დამპალო. მთელი ძალით ვუჩმიტე მოშიშვლებულ კუნთზე.
-ააა მეტკინა. გთხოვ მითხარი, რა უთხარი რა, ვიცი რო გოგოები ეგეთებზე ლაპარაკობთ ხოლმე.
-არაფერი, ვუთხარი რომ არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი.
-აუუ რანაირი ხარ რააა.
-ლუკამ დამირეკა გუშინ.
-რაოო?
-კვირას ნანა და რეზი მოდიანო და თქვეც მოდით, მარტო არ დამტოვოთო.
-კარგი წავიდეთ.
-კიდევ ნანს მეგობარი და მაგისი შვილიცო.
-ღმერთოოოოოოოოო. რა დავაშავე? იმხელაზე დაიყვირა შემეშინდა.
-რა გაღეიალებს?
-ნანას უნდა რო თავისი დაქალის შვილი შემომტენოს.
-მმმ, მერე მოგეყვანა ცოლად, მე რომ მომახტი.
-ანაა.
-რააა.
-გაპრანჭვას რომ დამიწყებს და იეჭვიანებ მერე ნახავ.
-არაფერიც. რა მაქვს საეჭვიანო, იმდენი სიმატიური ბიჭი დადის, მე იმათ გავეპრანჭები... უცებ დაატორმუზა და გაააფთრებული სახით მომაშტერდა. გადაირიე? შუა ქუჩაში ხარ ხომ არ დაგავიწყდა.
-არავითარი ბიჭები. არანაირი და მორჩა.
-ააააააააა ესეიგი შენ გაქვს უფლება ქალებში იარო და ყველას ეპრანჭო და ყველგან სექსი გქონდეს და მეთუ ვინმეს....
-არავისთან არ ვწევარ და არსად არ დავდივარ და არც შენ გაქვს უფლება, მე არ მოგცემ ნებას.. აღარ მინდოდა კამათის გაგძელება. სინამდვილეში არც არავისთან გაპრანჭვას არ ვაპირებდი, მაგრამ თავი მაინც დავიცავი, სულ ეს იყოო...
-კარგი გვეყოს. არ არსებულ სისულელეზე ვკამათობთ ხო ხედავ რაა. ნელ-ნელა მოეშვა და სახლთანაც მივედი. ის საღამო ორივემ ჩვენ ჩვენ ოთახში გავატარეთ. მეორე დღესაც არ დვლაპრაკებივართ ერთმანეთს. ორივე სამსაურში ცალ-ცალკე წავედით. რატომ მებუტებოდა ვერ ვიგებდი, მაგრამ თუ ასე უნდოდა.... მხოლოდ ბიჭების საღამოზე რომ მიდოდა, მაშინ დამელაპრაკა. შოკოლადიც მიყიდა, მას ეგონა მე ვიყავი ნაწყენი.
მთელი საღამო სახელოსნოში გავატარე, ვხატავდი, რაც აქ გადმოვედი, მართლა ძალიან მშვიდად წამივიდა ცხოვრება, ხატვისთვისაც მეტი დრო მრჩებოდა და ზოგადად ყველაფრისთვის, აბელმა შემოდგომაზე ბაღს გაგიკეთებო დამპირდა. ყვავილები ყოველთვის მიყვარდა, ჯერ ეზოში ვერ მოვახერხე, მაგრამ სახლის პარაღი ორივემ ერთად მოვაყვეთ, პატარა დივანი, მაგიდა, ბევრი ყვავილები და თეთრი საანათები დავკიდეთ, აი ვერანდას კი უფრო ლამაზად ვუპირებდი მოწყობას. სახელოსნოდან მისაღებში გავედი, გარეთ წვიმა წამოსულიყო, მეკი არაფერი გამიგია. უკვე ღამის პირველი საათი იყო, ჯერ არ მეძინებოდა, ამიტომ ყავა მოვიდუღე, ნამცხვარი მოვიჭერი და ფილმს ჩავუჯექი. ერთი საათიც არ იყო გასული რომ კარზე კაკუნი გავიგე. ცოტა შემეშინდა. აბელი რომ ყოფილიყო პირდაპირ გააღებდა. კარი ნახევრად გამოვაღე და გარეთ გავიჭყიტე. აბელი იყო. კედელზე მიყრდნობილი და ჭერს უცინოდა.
-აბელ? კარგად ხარ.
-ცოტათი დავთვერი. გაიცინა ბიჭმა. -ხო მომივლი. ჩემი სიტყვები გაიმეორა.
-ბევრი დალიე.
-კი თან ძალიან. მისი ხელი მხარზე გადავიდე და სახლში შემოვიყვანე, მეორეზე ძლივს ავედით. საწოლზე დაემხო და მეც თან გამიყოლა. მის ზემოდან მოვექეცი, მაგრამ სწრაფად წამოვხტი.
-სულ დასველებულხარ რაა ეს. ოდნავ წამოვწიე და ტანზე მიკრული მაისურის გახდა დავიწყე.
-ვგიჟდები ქალი რომ მხდის ტანსაცმელს. ბოტასები თვითონ გაიხადა. შარვლის გახდას კი ნამდვილად არ ვაპირებდი. აბაზანიდან პირსახოცი მოვიტანე და ჯერ წესლსზემოთ შევამშრალე, მერე თმაზე გადავედი. თვითონ გატრუნული იწვა.
-იცი დღეს ვიღაც გოგოს ჩემთან სექსი უნდოდა და მე უარი ვუთხარი.
-რატომ გაუშვი შანსი.. ეს კი ვუთხარი მაგრამ გულის სიღრმეში გამიხარდა რომ არ გაყვა.
- არ მინდოდა შენთან მინდოდა.
-აბელ ნასვამი ხარ და ნუ სულელობ რაღაცეებს რა.
-არ ვსულელობ. აქ დაიძინე რა გთხოვ, მე არ შეგაწუხებ.
-კარგი, მაცალე. გული ხომ არ გერევა? უარის ნიშნად თავი გამიქნია.
-მართლა მოდი, მთვრალი რომ ვარ არ მიყვარს მარტო ყოფნა. პიჟამა ჩავიცვი და ოთახში დავბრუნდი. საბნის ქვეშ შევძვერი. ჩვენს შორის ბალიში ჩავდე, აბელმა წამსმე მიითვისა ბალიში და გულში ჩაიკრა. მიბნედილი თვალებით მიყურებდა. -ისეთი საყვარელი ხარ. კიდევ რაღაცეებს ბურტყნებდა, მაგრამ ვერ ვიგებდი.
დილით რომ გამეღვიძა აბელს ჩემზე მოყმასნილს ეძინა. თავი ჩემს მკერდზე ედო და მთელი ძალით ვყავდი ჩაბღაუჭებული. ფეხზე ვერ წამოვდექი.
-რომელი საათია?
-მგონი დილის ხუთი საათია. ნამძინარევი ხმით ვუპასუხე მე.
-აუუ რა რბილი აირ ბაგები გქონია.
-იდიოტო. ფეხი ამოვცხე. გაიწიე უნდა ავდგე. გასწორდა და გადატრიალდა. მეც თან გამიყოლა. ახლა მას ვეწექი მუცელზე. -აბელ. ვცადე თავი გამენთავისუფლრბინა.
-უბრალოდ მოდუნდი, რა გჭირს.მსიამოვნებს ასე რომ ხარ. ისეთი კარგი სუნი გაქვს. პირდაპირ ჩემს ყურთან ჩურჩულებდა. ტანში გამცრა. არა ამას არ უნდა ავყოლოდი, ლოყაზე ნაზად მაკოცა და უკეთესად მოითავსა ჩემი სხეული თავის მკლავებში. სხვა გზა არ მქონდა თავს ვერ ვიძვრენდი, მოვდუნდი და მალევე ჩამეძინა.
აბელს წვნიანი გავუკეთე და სამსახურში წავედი. არ მინდოდა შევხვედროდი. რაღაც უხერხულობის განცდა დამიტოვა წინა ღამემ. გოგოები უკვე მისულები დამხვდენენ.
ნინა: რას შვრები ან? მოვიდა შენი ქმარი გალეწილი? სამივეს გაგვეცინა.
ანა: ჰო. ფეხზე ძლივს იდგა ისე იყო. თან დასველებულა.
ლიკა: გიგიმ საერთოდ არ მიპასუხა ტელეფონზე. ვიცოდი რაც გააკეთა, მაგრამ ლიკას ვერაფერს ვერ ვეტყოდი.
ნინა: მე ნიკამ კი დამირეკა, მაგრამ რაღაცეებს სულელობდა.
ანი: კაი აღარ გვინდა მაგათზე. იმ ქალის კაფეში როდის მივდივართ ასაზომად?
ლიკა: რავი დავურეკეთ და ჯერ მძინავსო ასე მითხრა დაა..
ანა: რა წესია, ისე ყველაფერი ხო გვაქვს მზაად?ორივემ თავი დამიქნია. -აუუ იმედია არ დაგვიწყებს კიდევ რაღაცეებს, ესე არ მინდა, ისე მინდა.
ლიკა: შვებულების მერე კიდე სასტუმროს პროექტი გვაქვს. ახალგაზრდა ბიზნესმენი აშენებს კახეთში. ჰოდა ჩვენ მოგვცეს.
ნინა:აუუ და კიდე, ბუღალტერიის თინამ მითხრა ხელფასს მოგიმატებენ სექტემბრიდანო. სამ საათამდე ასე ვიჯექით და ვლაპარაკობდით, მერე ობიექტზე წავედით ყველაფერი მოვაგვარეთ. ჩვენმა კლიენტმას არ მოგვიშალა ნერვები. საღამოს კი კაფეში წასვლა გადავწყვიტე. მე რადგან უკვე გათხოვილი მეთქმოდა, ქმრისთვის უნდა შემეთანხმებინა, ფორმარულად მაინც.
-აბელ, მე და გოგოები flower ში მივდივართ.
-გამოგიარო?
-არა არ მინდა მარტო მოვალ.
-კარგი როგორც გინდა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ეწყინა..
მთელი საღამოს მასზე ვიყავი გადართული, იქ ვიჯექი, მაგრამ აბელზე ვფიქრობდი, რატომ იქცევა ასე რა უნდა? ადრე წამოვედი. სახლამდე ფეხით ვიარე. კარი შევაღე, ის პარმაღზე იჯდა და ეწეოდა. ნელა ავაბიჯე საფეხურებზე. სახლში ვაპირებდი შესვლა, მაგრამ მან დამიძახა.
-ან.
-რა ხდება აბელ?
-არ მინდა რომ გუშინდელის გამო უხერხულობა გვქონდეს.
-არც გვაქვს. მოვიტყუე.
-ერთად დაძინება არაფერს ცვლის.
-შენ ყველაფერსზე ამას ამბობ. ეს ვუთხარი და დავტოვე. ოთახში შევედი, კარზე მომიკაკუნა. -აბელ შემეშვი. მაიც შემოაღო კარი და პირდაპირ საწოლზე გაიშხლართა. -რას აკეთებ?
-ლაპარაკი მინდა.
-მე კიდევ ძილი მინდა.
-თავს მარიდებ. მაინც მოგვიწევს ლაპარაკი.
-მაინცდამაინც ახლა გვიწევს? გამოწერილია? გაეცინა.
-ან მისმინე, ყველაფერი ისე არაა როგორც შენ გგონია.
-ვიცი რომ არა. რაც იქნება იქნება, შენ შენსას მიიღებ მე კი მშვიდად წავალ ჩემს გზაზე, ამიტომ ზედმეტი ემოციები, გვერდით მოწოლები და მოსიყვარულებები საჭირო არაა, შენ მე არ გჭირდი, დავშორდებით და მერე როგორც თქვი ვინმე შეიყვარებ და ბუდეს შექმნი. ისევე ცივად უნდა დავასრულოთ ყველაფერი როგორც დავიწყეთ. მეგობრული ცხოვრების წინააღმდეგი არ ვარ..
-უბრალოდ შენ გრძნობებს შევეხე? შენ კი ჩემსას. არაფერი მითქვამს. ტანსაცმელი ავიღე და სააბაზანოში შევიკეტე. წყალი მოვიშვი დადაველოდე როდის გავიდოდა ოთახიდან. არ მიყვირია, მაგრამ საკმაოდ ანერვიულებული ვიყავი. დიდხანს ვიდექი წყლის ქვეშ, თითქოს ყველაფერი ჩამოვირეცხე და უკან ოთახში დავბრუნდი. საწოლში შევძვერი და ძილში გადავეშვი.
ერთად ვსაუზმობდით, მაგრამ ხმას არ ვცემდით ერთმანეთს, ისევ იგივე დაიწყო, მაგრამ მე მინდოდა ასე. უფრო სწორად ასე არაა, უფრო სხვა ფორმებიში, მაგრამ აშკარად ნაწყენი იყოჩემზე, სახლში გვიან მოდიოდა და თუ სახლში იყო თავს მარიდებდა. როცა ერთად მოგვიწევდა ყოფნა, ვხედავდი, როგორ მაკვირდებოდა, როგორ მიყურებდა. გაღიზიანებული ჩანდა...
ჩემებთან ყოველდღე დავდიოდი თითქმის, პატარა ისეთი საყვარელი იყო, დედაჩემს მის მოვლაში ვეხმარებოდი, თატა ისეთი გასაცოდავებული იყო. იმედი მაქვს ამ ყველაპრის მერე მაინც შეიცვლებოდა და გააკონტროლებდა ტავის არაადეკვატურ საქციელებს. იმ საღამოსაც მათთან ვიყავი ლუკამ რომ დამირეკა.
-ან რას შვერები? ანერვიულებული ხმა ჰქონდა.
-ჩემებთან ვარ რა ხდება?
-აბელი ავარიაში მოყვა. ძალიან ავღელვდი, მაგრამ არ შემიმჩნევია დედაჩემის ნერვები არ მქონდა.
-რამე სერიოზულია.
-არაა სანერვიულო არაფერია. ამოვისუნთქე. -ჩემს კლინიკაში და შენ გკითხულობს იქნებ მოხვიდე.
-კარგი მისამართი მომწერე და მოვალ. ჩემებს გამოვემშვიდობე და საავადმყოფოსკენ წავედი. დიდი ხანი დამჭირდა ბოლოს მაინც მივაგენი. კიბეები სწრაფად ავირბინე. პალატასთან ახალგაზრდა გატყლარჭული გოგო დამხვდა.
-გოგონა აქ შესვლა არ შეიძლება. კევის ღლაჭუნით მითხრა გოგომ.
-ჩემი ქმარია აქ და უნდა შევიდე.
-ვერ შეგიშვებ. უკვე ვფეთქდებოდი ლუკა რომ გამოჩნდა. გოგოს ნიშნისმოგებით გადავხედე და ჩემს მაზლს უკან გავყევი.
-როგორ ხარ? არაფერი უპასუხია თვალები მილულა. რა სჭირს?
-ხელი აქვს მოტეხილი, და თავი აქვს დარტყმული, ცოტა ხანს უნდა იწვეს, რამოდენიმე დღე. სერიოზული არაფერი, პროსტა თავს გაცოდებს რომ მოეფერო.
-ნუ სულელობ რაღაცას. მის საწოლზე ჩამოვჯექი და თავზე ხელი დავისვი. რას დაეჯახე?
-ხეს.
-რაა? ნასვამი იყავი?სიცილი წამსკდა.
-არაა. უბრალოდ წამიერად გავითიშე არაფერი არ მახსოვს.
-ძალიან გტკივა?
-აუუ კი. ძლივს ამოიკვნესა.
-იტყუება. ლუკა ჩაერთო. გამაყუჩებელი აქვს გაკეთებული. -შენ წადი თუ გინდა, ეს მალე დაიძინებს.
-არაა რა, აქ დარჩი. ჩავიწევი და მომიწექი გვერძე.
-შენ მემგონი თავი ძალიან მიარტყი. ლუკამ პალატა დატოვა. აბელი ძლივს წამოიწია ბალიშიდან და საღი ხელი გამომიწოდა. -რა? ვერ მივხვდი.
-მომეხუტე რა. ისეთი სახით მიყურებდა უარი არ ვუთხარი. ფრთხილად მივეხუტე რამე რომ არ სტკენოდა. სეხეზე მივეფერე ნაზად, რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე. ბალიში გავუსწორე და ისიც ადგილს დაუბრუნდა .. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით.
-მისმინე, ყოველთვის როცა ცუდად ხარ რატომ მთხოვ რომ შენს მიმართ სითბო გამოვხატო. გამიცინა.
-არ ვიცი შენს მიმართ მგრძნობიარე ვარ.ძალიან. ხელზე ნაზად მაკოცა რამდენჯერმე. მეტი აღარ გვილაპარაკია, არეულ თმებს ვუსწორებდი, მასაც მალევე მიეძინა.


ესეც ახალი |თავი. ველოდები თქვენ შეფასებებს. და კიდევ ახალი თავი მინდა რომ ცოტა მეტად რომანტიული იყოს და ცოტა მეტი დრო მჭირდება, მაგრამ გპირდებით ძალიან არ დავაგვიაებ. <3



№1  offline წევრი black angel555

Ra sayverlebi arian....dzalian kaia:)

 


№2 სტუმარი ლია

საყვარელი თავია მომეწონა.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

მომეწონა ძალიან და ველოდები შემდეგს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან მაგარია მომეწონა ძალიაან..ოღონდ ძალიან ნუ დაიგვიანებ რა ესეც დაგიგვიანდა დაა..

 


№5  offline წევრი anns

როდის დადებ შემდეგს?

 


№6  offline წევრი annabelle

დედაა,ამ კაცზე რატომ ვგიჟდები? ❤️ ძაან საყვარლობაა ❤️ ვგიჟდები ამ ისტორიაზე

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდიდადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent