თათა
ზაფხულში ყოველთვის საინტერესო ისტორიები ხდება , თუმცა თათასთვის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ზაფხულიუცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდა. ზაფხულში გვიან ღამდება, თათა გვიანობამდე ეზოშია მეგობრებთან ერთად , ერთობიან და დროის საკითხი არ აწუხებთ. ხოდა ასეთი ჩვეულებრივი დღე იყო, საღამოს მეგობრებთან ერთად ეზოში იჯდა , ლაპარაკობდნენ და ერთობოდნენ, ძველ ისტორიებს იხსენებდნენ, ამ დროს ვიღაც ბიჭი გამოჩნდა , დაბნეული ჩანდა, თათასთან მივიდა . -სიყვარულო როგორ ხარ?! -ჰკითხა ბიჭმა და მოეხვია. -რა სიყვარულო! ვინ ხარ?-თათა გაოცებული უყურებდა ბიჭს , ბიჭი კი თითქოს თვალების მოძრაობით ანიშნებდა რაღაცას. -რა? -აბა, ხომ მივდივართ დღეს კინოში?-აგრძელებდა ბიჭი , მის გვერდით კიდევ ვიღაც გოგო იდგა. -სახლშიც ხომ არ ავიდეთ?! ვინ ხართქო!-გაუმეორა თათამ. -ძლივს, წავიდა- ამოიხვნეშა ბიჭმა. -რახდება! -აა, არაფერი ,ერთი გოგო გადამეკიდა და იძულებული გავხდი მომეტყუებინა , რომ შეყვარებული მყავს. -და ამიტომ იქცეოდი ასე? -ხო. -მეც არ გამიკვირდა?! კინაღამ სილა გაგაწანი. ბიჭს ჩაეცინა. -რა გქვია?-ჰკითხა თათას. -თათა , და რაღა მაინცდამაინც მე გადამეკიდე! -ლამაზი სახელია, მე გიო მქვია, ახლახანს გადმოვედი ამ უბანში საცხოვრებლად , უცებ ვინც მომხვდა თვალში იმასთან მივედი. -ოღონდ ის გოგო მოგეშორებინა არა?! -ხო! აბა აღარ მანებებდა თავს. -საწყალი, იმედები გაუცრუე . -საწყალი მე უფრო ვარ, ვინმე ნორმალურს ხომ ვერ შევხვდები რა. -ნორმალურს-გაიმეორა თათამ და ჩაიცინა. -რა არის სასაცილო? -არაფერი, დაივიწყე. -წავედი, მადლობა რომ სილა არ გამაწანი. -არაფერს-უთხრა თათამ და ცინიკურად გაუღიმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.