შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აჩრდილი (6თავი)


3-05-2018, 21:38
ავტორი Mathew
ნანახია 1 630

არ მომისმენია ნელის ყვირილისთვის რომელიც უკან დაბრუნებას და ჩემი ცრემლების ახსნას მთხოვდა,არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება უბრალოდ ცრემლები შევიმშრალე და ნელა დავუყევი ქუჩას.მიხაროდა,რომ გავბედე და რაღაც მაინც მოვახსენე გიგის.მიხაროდა,რომ ბოლოს მოვიკრიბე გამბედაობა და მას ჩემი სათქმელი მოვახსენე,მაგრამ მაინც მღრღნიდა იმის ინტერესი თუ რატომ გამიკეთა ეს.ნუთუ რამე დანაშაული მიმიძღვის მის წინაშე?!ნუთუ რამე უპატიებელი ჩავიდინე?! არ ვიცი,იქნებ გამოსწორება შემეძლოს,დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს,ისე ვიზამდი,რომ ახლაც კარგი და ძველებური ურითიერთობა გვქონოდა,მაგრამ ეს შეუძლებელია.სამწუხაროდ ოცნება მხოლოდ ოცნებად რჩება.ტელეფონი ამოვიღე და თამუნას დავურეკე.გადიოდა,მაგრამ არ მპასუხობდა,ბოლოს როგორც იქნა აიღო ყურმილი.
-რა ხდება ქეთო?მშვიდობაა?
-ჩემთან გამოდი რა-ჩავიჩურჩულე,მაგრამ ამ ჩურჩულს მაინც გაიგებდა.
-ნუ მაშინებ!
-გამოდი რა,მოგიყვები.
-კარგი-ტელეფონს მითიშავს.
სადარბაზოსთან მივედი,ირგვლივ ყველაფერს თვალი მოვავლე უხალისოდ და კიბეებს ავუყევი.სახლის კარებთან თამუნდა დამხვდა.კიბის ერთ-ერთ საფეხურზე იჯდა და მოუთმენლად აბაკუნებდა ფეხს.ალბათ ნაბიჯების ხმა გაიგო,რადგან წამიერად წამოწია თავი და როცა დამინახა გაბრაზებული მეცა.
-სად იყვი გოგო აქამდე?იცი როგორ ვინერვიულე? ტელეფონი რატომაა გამორთული?-კითხვები მომაყარა და ამოსუნთქვის საშუალება არც მის თავს და არც მე დამიტოვა.
-ნელა მოვდიოდი,ბოდიში.
-ღმერთო ქეთო,რა ხდება?
-გიგის დაველაპარაკე-ჩუმად განვუცხადე და ჩაკეტილი სახლის კარები გავაღე.შიგნით შევაბიჯე და თამოს შემოსვლის შემდეგ კი ისევ ჩავკეტე.
-ვის?იმ გიგის შენი ძმა რომაა?
-ხო თამო,იმ გიგის ჩემი ძმა რომაა
-ღმერთო,ასეთი რა გითხრა მკვდარს რომ გევხარ?
-არაფერი,მხოლოდ მე ვსაუბრობდი,ბოლოს კი ატირებული წამოვედი,ისე რომ არავისთვის მომისმენია.
-შენი აზრით გაპატიებს?
-არ ვიცი თამო,არ ვიცი.უკვე ისიც აღარ ვიცი რა იქნება,ძმა დავკარგე გესმის?ალაბთ ესეც არ უნდა მექნა,სისულელე ჩავიდინე არა?
-არა ქეთო,პირიქით კარგად მოიქეცი.ახლა იფიქროს,რა იცი,შეიძლება ისევ დაგიბრუნდეს.
-იმედია.-ამოვიოხრე და მის მუხლებზე დავდე თავი.
-არ გინდა სადმე გაიდეთ,გულსაც გადააყოლებ.
-არა,უბრალოდ მეძინება.
-კარგი საყვარელო,დაიძინე.მე აქ ვიქნები იცოდე-უხმოდ დავუქნიე თავი და თვალები დავხუჭე.თმაში შემიცურა თითები,ნელა და ნაზად დაიწყო მოფერება.მალე ჩამეძინა და ნახევარი დღე ასე გავატარე.თამო კი ჩემთან იყო,არ დავუტოვებივარ.როცა გავიღვიძე ჩემ ოთახში ვიყავი,პლედი მეფარა,მისაღებიდან კი საუბრის ხმები მოდიოდა.ნელა ავდექი,მოვწერიგდი და მეც იქითკენ გავეშურე.
-მძინარას გაუღვიძია-პირი გაღებული დამრჩა გაოცებისგან,როცა მისაღებში მოსაუბრე თამო,აკი და ერეკლე დავინახე.აკი მოვიდა და მომეხვია,მეც ნელა მოვხვიე ხელები და გადავკოცნე.
-დიდი ხანია აქ ხართ?-ორივეს ვავლებ თვალს.
-მე აკის დავურეკე,მომწყინდა და იმიტომ.ერეკლემ კიდე ნახვა მინდოდაო და მოგაკითხა-გამეცინა და ნელა დავიკავე მის გვერდით თავისუფალი ადგილი.
-დიდიხანია მძინავს?
-დაახლოებით ოთხი საათი.
-აუ,კიდე მეძინება-ისევ ამოვიზმუილე და გვერდით მჯდომს ჩამოვადე მხარზე თავი.შუბლზე მაკოცა და ახლა მან დაიწყო თმაში თამაში.
-არ ქნა,თორემ დამეძინება-თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და დავამთქნარე.
-კარგი,კარგი.-გამიცინა და ხელები მომხვია.საღამაო ძალიან კარგად გავატარე.თამოსთან და აკისთან ერთად ვისაუბრეთ და გავერთეთ,ეს აშკარად მჭირდებოდა.დროც ნელა გადიოდა და ესეც მხიბლავდა,მაგრამ დღე ისე გავიდა,რომ გიგისგან არაფერი გამიგია.ეს საშინლად მტკენდა გულს,მაგრამ თავის მოჩვენებას ვცდილობდი.მეორე დღით არ ვიცი რა მეცა,სოფელში წასვლა და დასვენება გადავწყვიტე.ერეკლეს დავურეკე და ორი დღით გათავისუფლება ვთხოვე,როცა დამთანხმდა ბარგის ჩალაგება დავიწყე და მალე სამარშუტო ტაქსში ვიჯექი.ღია ფანჯრიდან სასიამოვნოდ მეცემოდა ქარი სახეზე და ისედაც აწეწილ თმას უარესად მიწეწდა,მაგრამ ეს ფაქტი სულ არ მადარდებდა.ამწვანებულ გარემოს ვუყურებდი და მსიამოვნებდა ირგვლივ დატრიალებული გაზაფხულის ელფერი.ოდნავ სუსხი,რომ იყო შეპარული ყველგან,მაგრამ მზისგან გათამამებული ხალხი,მაინც ქურთუკის გარეშე დაბოდიალებს იქით-აქით.ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკი,რომელიც ყველა სიმღერას სჯობს და რომლის მოსმენაც დიდი სიამოვნებაა,საერთოდ,თვითონ გაზაფხულია გასაოცარი და სასიამოვნო.ყველაზე განსხვავებული დროა,ყველასგან გამორჩეული.
-*-*-*-
-ქალბატონო ლინდა-მისაღებში შეაბიჯა ერთ-ერთმა შავებით მოსილმა.
-რა ხდება ზურაბ?
-იმ გოგონას შესახებ ახალი ინფრომაცია მოვიპოვეთ.
-ოჰო,გისმენთ.
-რამდენიმე დღით ქალაქგარეთ წავიდა.
-აი ეს მომწონს,ახლა ოდნავ მეტი დრო მექნება მოსაფიქრებლად და ცოტახანი ერეკლესაც დავიმარტოხელებ.კარგი,თავისუფალი ხარ.
-კარგი-კაცმა თავი დაუქნია და ოთახიდან აგვიდა.ქალი კი დატოვა მარტო თავის მზაკვრულ აზრებთან და იდეებთან ერთად.
-*-*-*-
სახლის კარები შევაღე და ირგვლივ ნელა მოვავლე ყველაფერს თვალი.აშკარად აკლდა აქაურობას ადამიანის ხელი.რაც ბებია და ბაბუა გარდაიცვალა ჩვენც იშვიათად ჩამოვდივართ აქ,ამიტომ ყველაფერი მტვერს აქვს დაფარული და შეჭმული,ყვავილებიც გამხმარა მოვლის გარედშე და არა მარტო ყვავილები.შინაური ცხოველები არ გვყავდა,ამიტომ ახლა ეზოში ერთ-ერთის გვამს ვერ აღმოვაჩენ,ეს მაწყნარებს.ფიქრს როცა მოვრჩი ჩაკეტილი სახლი გავაღე.მართლაც ისე იყო როგორც ვფიქრობდი.უფარდო ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები ჩაბნელებულ ოთახს ანათებდა,მტვრის პატარა რგოლები ჰაერში დაფრინავდნენ და მზის შუქზე კარგად შეგეძლო მათი გარჩევა,ირგვლივ კი ყველაფერი მტვერს ჰქონდა შთანთქული.ჩანთა ზევით ავიტანე,გამოვიცავლე და დალაგებას შევუდექი.მალე კარგად გამოვაჩინე დიდი და ლამაზი ოთახი,უამრავი ნახატით და სუვენირებით მორთული.აქაც მქონდა ჩემი საყვარელი ადგილები,ორი მათგანი სახლში იყო.ერთ-ერთი ის ოთახი სადაც დიდი,შავი როიალი იდგა და დღემდე დგას.მიყვარს იმ ოთახში განმარტოვება და რაიმე მელოდიის დაკვრა,განწყობის მიხედვით.მეორე ოთახი კი მე მეკუთნის.ასე ვთქვათ ჩემი სამხატვრო სახელოსნოა,სოფელში როცა ვარ და დასახატად რაიმე იდეა მომივა,აქ შევდივარ და ჩემი ჩანაფიქრი რეალობაში მომყავს.ეზოში კი,ორ ხეს შორის გაკიდული დიდი ჰამაკი მიყვარს,სადაც სიცხის დროს სიგრილეა და არც ხმაურია,ხეზე ფერად-ფერადი ნათურებია ჩამოკიდებული სილამაზისთვის,მაგრამ არის იქ რამოდენომე,რომელიც ღამით ეზოს გასანათებლადაა საჭირო.იქ ჯდომა და კითხვა მიყვარდა ბავშვობაში,როცა აქ ხშირად მოვდიოდით,არც ახლა ვიტყოდი ამაზე უარს.უცებ ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო,მეც მაშინვე დავალე ხელი.
-გისმენთ.
-ქეთო-ერეკლეს ხმამ ტანში ჟრუანტელი გამოიწვია.
-ერეკლე.
-მომენატრე ქეთო.
-უკვე?
-დატყვევებული ქეთო,ჰაერივით მჭირდები.
-კი მაგარმ,აქამდე როგორ ძლებდი უჩემოდ?
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი,მაგრამ ახლა მართლა მჭირდები.
-მაშინ ჩემთან ჩამოდი.
-ეჰ,ნეტავ შემეძლოს.
-რა გიშლის ხელს?
-სამსახურს ვერ ვტოვებ-ნაღვლიანად ამოილაპარაკა.
-მაშინ ასე მესაუბრე ხოლმე და ცოტათი მაინც მოიკალი მონატრება.
-ასე უფრო ძლიერდება,არ მომწონს,როცა შენი ხმა მესმის მაგრამ შენ არ ჩანხარ.
-არც მე,მაგრამ ვუძლებ.
-ანუ შენც მოგენატრე?
-კი ერეკლე,მეც მომენატრე-მთელი ღამე საუბარში გავლიეთ,ბოლოლს ისევ დაღლილობამ შეგვახსენა თავი და ძილს მივეცით.მეორე დილით ენერგიით სავსემ გავიღვიძე,მაგრამ მაინც წამში შემახსენა თავი ტკივილმა,რომელსაც გიგი ერქვა.უკვე ორი დღე გავიდა,მისგან კი მაინც არაფერი ისმის.ალბათ ისევ არ მპატიობს და მიბრაზდება.
თავი გავაქნიე ტკივილის და ფიქეების გასაფანტად,მაგრამ ეს ასე ადვილი არ აღმოჩნდა.სირბილით დავეშვი კიბეებზე და სამზარეულოში შევედი,ჩქარა ვისადილე და სახელოსნოში შევიკეტე.ხელები თავისით ხაზავდნენ რაღაცას,მე კი მხოლოდ მათ ვემორჩილებოდი.ნახატს დავაკვირდი,მასში კი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის ღიმილი ამოვიცანი.ის ადამიანი,რომელიც მიყვარს მაგრამ ეს მტკენს.
მაშინვე მეორე ოთახში გადავინაცვლე და როილას მივუჯექი,ასე ვირთობდი თავს.ნელა ვათამაშებდი თითებს შავ-თეთრ კლავიშებზე და მათთან ერთად ვაყოლებდი ნელ და ნაზ მელოდიას ტანს.ყურს ვუგდებდი ტკბილ მელოდიას,რომელშიც ათასი გრძნობა ერთად იყო ჩაქსოვილი და რაღაც არა-რეალურ
არა-ნორმალურ ჟღერადობას ქმნიდა.
მალე დაკვრაც შევწყვიტე და ეზოში გავედი.მისი მოწესრიგებაც გადავწყვიტე და საქმიანობას შევუდექი,მომწონდა ეს საქმინობა.რატომღაც დალაგება მახარებს,მაგრამ არ ვიცი რა არის ამის მიზეზი.ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი.
სახლში შესული საკუთარი თავის მოწესრიგებას დავიწყე,ყველაფერს როცა მოვრჩი ისევ აწკრიალდა ტელეფონი.
-გისმენ-ღიმილით დავიწყე საუბარი.
-როგორ ხარ ქეტო?
-კარგად ბატონოთერეკლე,თქვენ?
-მაბრაზებ-სიმკაცრე ეტყობოდა ხმაში.
-კარგი რა,მხოლოდ ვიხუმრე.
-აღარ დამიძახო ეგრე,თუ სამსახურში არ ვიქნები.
-მერე,ახლა სამსახურში არ ხარ?-მაინც ვაგრძეკებდი.
-კი,ვარძ
-ხოდა ამიტომ უნდა მოგმართო მასე.
-შენ არ ხარ აქ,ამიტომ ვალდებულიც არ ხარ.
-კარგი ხო,მოვრჩი.
-რას შვები,არ აპირებ ჯერ დაბრუნებას?
-ხვალ ჩამოვალ.
-მართლა?
-ჩემი არ გჯერა აჩრდილო?
-როგორ დავიჯერო იმ გოგონასი,რომელიც მთვარეს ესაუბრება?
-მაგ როგორ გავიგო?ანუ გიჟი ვარ?
-გონიერი ყოფილხარ.
-გავთამამდითო ბატობო ერეკლე?
-ქეთო.
-მაშინ გიჟს ნუ მეძახი!
-კარგი ხო,აუ ქეთო უნდა წავიდე.
-აუ,მესაუბრე კიდევ.
-ვიღაცეები მოვიდნენ...
-კარგი ხო,დამირეკე იცოდე.
-გკოცნი.
-მეც-ტელეფონი გავთივშე და საწოლზე გავწექი.
მეორე დღე საშინლად მოწყენილობაში გავატერე,ამიტომ კვლავ დავავლე ამოულაგებელ ბარგს ხელი და უკან დავბრუნდი.წასვლის მიზეზი გიგი იყო,მაგრამ ამას მაინც ვერაფერი ვუშველე,უკან დაბრუნებულს კი ტკივილი გაორმაგდა.ერთი კვირა სამსახურში უხალისოდ დავდიოდი,ერეკლე და ნათია მეჯუჯღუნებოდნენ.ორივე საშინლად გავაბრაზე და თვითონაც წარბშეკრულები და მოწყენილები დააბოტებდნენ,ცალკე ამაზე მეშლებოდა ნერვები,მაგრამ ჩემ ხასიათს მაიც ვერაფერი ვუშველე.
-ქეთო.
-გისმენ ერეკლე.
-წასვლის დროა.
-ხო,მოვდივარ-ფეხზე ავდექი და ჩემ ნივთებს დავავლე ხელი.ერეკლემ ოფისი დატოვა,მე კი ნათიას დავემშვიდობე და შემდეგ დავიკავე მის მანქანაში ადგილი.ჩუმად გავყურებდი ქუჩას და ხმას არ ვიღებდი,მინდოდა დუმლის დარღვევა,მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს.
-ქეთო,გეყოფა რა ეს საშინელება.
-რა?
-რატომ აღარ იცინი?
-უბრალოდ,ცუდ ხასიათზე ვარ.
-უკვე ერთი კვირაა ასე ხარ.
-მე…ეს ჩემი ძმის გამოა.
-რამე ცუდი?
-მოგიყვები,ოღონდ ახლა არ კარგი?
-კარგი-გამიღიმა,მე კი მანქანის კარები გავაღე და სადარბაზოსკენ ავიღე გეზი.
-ქეთო-შევტრიალდი და მის წინ აღმოვჩნდი.ისევ მეფრქვეოდა მისი სუნთქვა სახეზე და ზუსტად მსგავსად მაბრუებდა.
წამში კი მისი ცხელი ბაგეები ჩემსაზე აღმოჩნდა.
-*-*-*-
-არა,ეს უკვე მეტისმეტია.როგორ გაბედა?სასწრაფოდ უნდა ჩამოვიშორო გზიდან,არ მადარდებს რა ხერხით,უნდა გავაქრო!-ქალი ბოლთას სცემდა ოთახში,მის წინ კი ისევ შავებში გამოწყობილი კაცები იდგნენ და ღრმად სუნთქავდნენ.
წამიერად გაჩერდა ლინდა და იქ მყოფებს მოავლო თვალი,შემდეგ კი წამოიყვირა.
-მოვიფიქრე,ვიცი რასაც ვიზამ.ამის შემდეგ კი ის სულელი გზაზე აღარ გადამეღობება-ერთი გადაიკისკისა და ექომ მისი ხმა უფრო შიშისმომგვრელი გახადა.სულ არ ფიქრობდა ლინდა იმ შედეგზე რომსლიც მის გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა,მას მხოლოდ ერეკლე ადარდებდა.უნდოდა,რომ მხოლოდ ის ყოფილიყო კაცის გვერდით და არა ვინმე სხვა.სულ არ აინტერესებდა სხვისი ტანჯვა,ოღონდაც მისი მიეღო.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

http://net.adjara.com/Movie/main?id=22926

 


№2 სტუმარი Ani gafrindashvili

Gilocav.....
Rac sheexeba temas da kerdzod am Tavs arachveulebrivi iyoo magram erti problemaa Linda Chems satut nervebs etamasheba da es Kargad ar dasruldeba. Auuu udzalianmagresi avtori xagamogoniligidia yvelaferi wakitxuli maqvs da Aucileblad wavikitxav momavalshic mtavaria prezentacia ar gamomches pirveli egzemplari me warmatebebiii miyvarxar imitom rom dzalian magrad gadmoscem am gamogonili adamianebis grdznobebs warmatebebi

 


№3  offline მოდერი Mathew

Ani gafrindashvili
Gilocav.....
Rac sheexeba temas da kerdzod am Tavs arachveulebrivi iyoo magram erti problemaa Linda Chems satut nervebs etamasheba da es Kargad ar dasruldeba. Auuu udzalianmagresi avtori xagamogoniligidia yvelaferi wakitxuli maqvs da Aucileblad wavikitxav momavalshic mtavaria prezentacia ar gamomches pirveli egzemplari me warmatebebiii miyvarxar imitom rom dzalian magrad gadmoscem am gamogonili adamianebis grdznobebs warmatebebi

შენ როგორ გამოგაპარებ ან რამეს? ^^
ძალიან დიდი მადლობა ჩემო გოგო^^
მიხიარია,რომ გაგიცანი და ჩემი ერთგული მკითხველის სტატუს ატარებ და არა მარტო ამ სტატუსს ^^
მადლობა შენ,რომ ასე ერთგულად მომყვები და სულ ჩემთა ხარ და მადლობა მოლოცვისთვისაც კიდე ერთხელ ^^

 


№4 სტუმარი Wero

ძალიან კარგი და ტკბილი ხარ <3 ველოდები შემდეგ თავს!
იმედიაა ლინდას მიუჩენ თავის ადგილს,თორემ ძალიან მიშლის ნერვებს-_-

 


№5  offline წევრი teengirllove

vaimee ,martla kai iyo..raari es dzma ra braziania aseti rom ar urigdeba ,ver gavige mainc ra ewyina is rom mis das vigac uyvarda? ,es linda kidev tavs momakvlevinebs da naxavs mere ..mokled male dade shemdegi

 


№6  offline მოდერი N1penguin

დილით ადრე ვნახე ახალი თავიდ და ვორჭოფობდი, წამეკიტხა თუ გამოცდისთვის მასალა გადამემეორებინა. კიდევ კარგი, გამოცდამდე ეს არ წავიკითხე, თორემ ხომ ვეღარაფერს დავწერდი joy ქეთო და ერეკლე რაღაც უსაყვარლესი და უნაზესი წყვილია. გავგიჟდი და გადავირიე. ნელ-ნელა ვუახლოვდებით გიგის მიზეზსაც ხომ? რამდენიმე თავში წესით ყველაფერს აეხდება ფარდა. ეს არსახსენებელი ლინდა კიდევ რას გადაეკიდა ერეკლეს? არ უყვარხარ, ადამიანო, არააა laughing ნუ მომაქცევ ყურადღებას, როლში შევედი laughing ხო ჯერ არ გაუკეთებია არაფერი, მაგრამ უკვე დამაგლიჯა ნერვები. არ შეიძლება ასე, ამ სტუდენტ ბავშვს სად მაქვს ზედმეტად დასაგლეჯი ნერვები sweat_smile sweat_smile

 


№7  offline მოდერი Mathew

N1penguin
დილით ადრე ვნახე ახალი თავიდ და ვორჭოფობდი, წამეკიტხა თუ გამოცდისთვის მასალა გადამემეორებინა. კიდევ კარგი, გამოცდამდე ეს არ წავიკითხე, თორემ ხომ ვეღარაფერს დავწერდი joy ქეთო და ერეკლე რაღაც უსაყვარლესი და უნაზესი წყვილია. გავგიჟდი და გადავირიე. ნელ-ნელა ვუახლოვდებით გიგის მიზეზსაც ხომ? რამდენიმე თავში წესით ყველაფერს აეხდება ფარდა. ეს არსახსენებელი ლინდა კიდევ რას გადაეკიდა ერეკლეს? არ უყვარხარ, ადამიანო, არააა laughing ნუ მომაქცევ ყურადღებას, როლში შევედი laughing ხო ჯერ არ გაუკეთებია არაფერი, მაგრამ უკვე დამაგლიჯა ნერვები. არ შეიძლება ასე, ამ სტუდენტ ბავშვს სად მაქვს ზედმეტად დასაგლეჯი ნერვები sweat_smile sweat_smile

მაპატიე ჩემო სტუდენტო გოგო ასეთი ღლაპი,რომ გაგლექ ნერვებს ^^ შენ სულ გელი ხოლმე და ის თითოეული სიტყვა მიყვარს რომ მიკომენტარებ ! ^^ იზიარებ ისტორიას და ხვდები რა მოხდება.
ლინდას რაც შეეხება-მალე გავაქრობ,ნაგრამ მანანდე რაღაც კვლას დავატოვებიებ ^^
ერეკლემ და ქეთომ ჩვენც გვიყვარხარო ^^
მადლობა საყვარელო ^^ როლებში რო იჭრები მომწონს ძაან :დდდ

mirandaa31
ოოჰ როგორ ინტრიგნულად დასულდა რა მოიფიქრა ამ ლინდამ ნეტა ასეთი? ნერვებს მიშლის რაა.. ჩემი სიტკოები რა საყვარლები არიან ამათ როგორ უნდა დაუშაო რამე მაგრამ ბოროტი რო იქნები ადამიანი :დ მალე ასწავლე ლინდას ჭკუა :დ ეს გიგიც მალე მივიდეს აზრზე როგორ მინერვიულებს ჩემ გოგოს ???????? უჰ კარგი იყო რაა ველი შემდეგ თავს <3

აბა,აბა ...ამ ლინდას რა ესმის,ერეკლეს ხელში ჩაგდებაუნდა.მალე მოვაშორებ და დატკბი მერე იმ ორით,გიგოს რაც შეეხება დავაჭკვიანებ )))

Wero
ძალიან კარგი და ტკბილი ხარ <3 ველოდები შემდეგ თავს!
იმედიაა ლინდას მიუჩენ თავის ადგილს,თორემ ძალიან მიშლის ნერვებს-_-

ვუჰ,მადლობა ტკბილოო.აღარ მოგიშლის მალე ნერვებს,იქამდე ოდნავ გაუძელი ))) <3

teengirllove
vaimee ,martla kai iyo..raari es dzma ra braziania aseti rom ar urigdeba ,ver gavige mainc ra ewyina is rom mis das vigac uyvarda? ,es linda kidev tavs momakvlevinebs da naxavs mere ..mokled male dade shemdegi

თვითონ თუ იცის რა ეწყინა? შევეცდები მალე დავდო და ყველაფერს ფარდა ავხადო.მადლობაჩემოო გოგო რო კითხილობ და შენ აზრზს მიზიარებ,ჩემი ინტრიგანი ხარ შეენ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent