შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა იასამნისფერი თმებით თავი 1 (საცდელი)


4-05-2018, 22:13
ავტორი მელი
ნანახია 1 428

გამარჯობა მე ემე ვარ. ერთი ველური და საშინლად ჯიუტი გოგო, ეგოისტი და თავის თავზე შეყვარებული. თითქმის ყველა ცუდი თვისების მატარებელი. საშინლად მომწონს ჩემი სახელი და ამაყი ვარ, რომ ერთადერთი ვარ საქართველოში. აი ხომ ხედავთ.ყველაზე მაგარი ადამიანები ვისაც ვაღიარებ და ვგიჟდები დედაჩემი და ჩემი ბავშვობის მეგობარი ოთოა.დედაჩემი რომელმაც მარტომ გამზარდა და ჩემს გამო ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა გადაიტანა და მაინც ამაყად მივაბიჯებთ ერთად. ჰო ამითი იმის თქმა მინდა დედა ერთადერთია ვის აზრზსაც ვითვალისწინებ და პატივეს ვცემ. ჰოდა ასე დედის დიდი თხოვნით ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე. არა ეს სფერო ყოველთვის მაინტერრსებდა, მაგრამ ასე ჩაღრმავებას არ ვაპირებდი, მაგრამ დედას ვუთხარი, რომ მხოლოდ მის გამო ვცდიდი და თუ 2 წლის მერეც ისევ უინტერესოდ და არა საჩემოდ მივიჩნევდი ამ პროფესიას გზა ხსნილი იქნებოდა და ავირჩევდი იმას რაც მინდოდა. და რა მინდოდა? თეატრალურში ჩაბარება. აი ეს იყო ჩემი სამომავლო გეგმა. ჰო ახლა ჩემს მეგობარ ოთოზე.ის ერთადერთი და ყველაზე საყვარელია. ჩემი უმაგრესი ბიჭი რომელიც გეია და ასე ვთქვათ დებივით ვართ :დ. დედამაც იცის მისი ორიენტაცია, მაგრამ ამის გამო არ გამოიცხადებია "პრესონა ნონ გრატად".ჰოდა რას ვამბობდი ჰო ოთო, ოთო ოჯახს უმალავს თავის ორიენტაციას. ანუ ორი სახით ცხოვრობს. ოთოს მშობლებს გონიათ, რომ ერთად ვართ და არ ვიმჩნევთ. არა მართლა შეიტანს ადამიანი ეჭვს, როცა ოთოს ორიენტაცია არ იცის. ერთამანეთთან ვრჩებით, ერთად გვძინავს, უკანალზე ვჩქმეტთ, კალთაშიც ვუზივარ ხოლმე და ამ ყველაფერს, რომ ხედავენ დასკვნაც არ აყოვნებს.მაგრამ ოთო იმდენად გამოხატული გეია, რომ ვერც კი აღვიქვამ მამაკაცად. ის ჩემზე 2 წლით დიდია. 1.95 სიმაღლის,საოცარი სხეულით, რომელიც მემკვიდრეობით გადმოეცა, რადგან ოთოს მამა გივი და ბაბუა დემეტრე საოცარ ფორმაში არიან მიუხედავად ასაკისა. სახე ძალიან დახვეწილი აქვს პატარა ცხვირი შავი თვალები და ლამაზი წამოსკუპული ტუჩები. ოთოს ცხვირს სულ შევნატრი და ვემუქრები სულ რომ წავაცლი იმ ცხვირს. (ჩემი ცხვირი საშინლად არ მომწონს, მაგრამ ფული არ მაქვს ოპერაციის და დავდივარ ასე, თუმცა ოთო მეუბნება, რომ ჩემი ცხვირი ძალიან მიხდება და თუ ოპერაციას გავიკეთებ ჩემ შარმს დავკარგავ) მეც ვუჯერებ რაღაც დოზით, რადგან მაინც ბიჭია და ძალიან კარგი გემოვნება აქვს. ის ჩემი სტილისტიცაა, წარბები, თმები მაკიაჟი მისი საქმეა)))) ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს მესამე კურსზე და ერთ-ერთი ნიჭიერი სტუდენტია. გარდა ამისა მისი ჰობია ფოტოგრაფია და როცა დრო გვაქვს ერთად დავბოდიალებთ და ვიღებთ ფოტოებს. მე რა ის იღებს და მე ვამხნევებ. ჰოდა ამ ფოტოგრაფიამ რა ამბებში ჩაგვყარა გიამბობთ.ერთ შაბათ დღეს გამომიარა სახლში ოთომ თავისი აპარატით. მე ისევ საწოლში ვიწექი, დამახტა თავზე გადამხადა საბანი და თავისი ცივი ხელები მომადო. სულ ეკალმა დამაყარა. ჰოდა ამ დროს მეუბნება შენ ეგ სხეული დღითიდღე გილამაზდება, ჰოდა დიდი შეცდომა იქნება ჩემგან თუ ფოტოზე არ აღვბეჭდავ ამ სილამაზეს. მეუბნება ღიმილით და დუნდულაზე მკოცნის. საშინლად არ მიყვარს, რომ მაღვიძებენ საშინელი ბოროტი ვხდები ჰოდა მეც ძალიან გაბოროტებულმა იმით, რომ შაბათ დილით იდილია დამირღვიეს ოთოს ვეუბნები.
- ოთ, მოდი ხომ არ გვეცადა?
- რა ?
- რა, რა ბიჭო ნახე როგორი ლამაზი მკერდი მაქვს არ გინდა მოეფერო, თან გამოცდილებას შეიძენ ვეუბნები მე.
- ემე, ხომ იცი რომ არ შემიძლია. მეუბნება სერიოზული სახით.
-შეგიძლია როგორ არა ვეუბნები ჯიუტად და სიცილს ძვლივს ვიკავებ.
- ემე გთხოვ
- ეჰ ოთო, ვეუბნები მე ვუჯდები კალთაში, გეხუმრე იდიოტო, რამ დაგძაბა.რას დამადექი ამ დილაუთენია და გამაღვიძე, მადლობა მითხარი რომ არ გავიხადე ბოლომდე.
- რეაქცია მაინც არ მექნებოდა, მეუბნება სიცილით.
- ხო ვიცი შე არასწორო ვეუბნები მე.
ავდექი, მე სანამ აბაზანაში ვნებივრობდი ოთომ საუზმე მომიმზადა და თავისი ხელით მაჭამა. უნდა რომ ფოტოსესიაზე დავთანმხდე და ყველაფერს მისრულებს, ფორთოხლის ფრეშიც დამიწურა და მეუბნება წავალთ ხო?
-ჰო ჰო, შენ ტანსაცმელები შემარჩევინე. ვეუბნები მე.
-არა ტანსაცმელი არ გინდა შიშველი ფოტოები უნდა გადავიღო.
-ოჰო,
-რა ოჰო გთხოვ ემე.
-და მაშინ ერთ თხოვნას შემისრულებ.
-რაც გინდა მთხოვე
- შენებს ეტყვი სიმართლეს.
-კარგი დამთანხმდა პირდაპირ.
-მეღადავები ხო? ვეუბნები მე
-არა რა გეღადავები გპირდები. მოვიდა შუბლზე მაკოცა და მეუბნება წავედით.
ჩავიცვი კედები, ჯინსი და თეთრი ტოპი. იქვე ვხედავ ოთოს ჩანთა გაუმზადებია, სადაც ხილი და ბოსტნეულია და მსგავსი ჯანმრთელი საკვები. იცის ჩემი რეჟიმი, რომ არ ვჭამ ცომეულობას და ხორცს. დავიძარით ჩემი მოტობაიკით.
- ეე, ემ უმაგრესი გოგო ხარ რომ დამთანხმდი. იცი ეს თუ გამოვიდა ყველა ჩემ ნამუშევარს მოვუყრი თავს და გამოფენას მოვაწყობ.
- ეე რა მაგარია ოთ. მე მაგარ ადგილს გაგიჩითავ და ზოგადად დაგეხმარები ორგანიზებაში.
- ჯერ ჩემო იასამნისფერთმიანო გიჟო ფოტოები უნდა გადამაღებინო.
- შენს განკარგულებაში ვარ. ვეუბნები სიხარულით და მივქრივართ.
სახლის გზაზე დაბრუნებისას დავინახეთ მანქანა გაჩერებული, აშკარად მივხვდით, რომ დახმარება ჭირდებოდა, ამიტომ გავაჩერე ბაიკი. ვხედავთ რაღაც ნაწილები ყრია და მამაკაცის ფეხები ჩანს მხოლოდ.
- ჰეი რა სექსუალური ფეხებია. მეუბნება ოთო.
- აბა, აბა, მგონი შენი ბედია ვეუბნები სიცილით.
- რამით ხომ არ დაგეხმაროთ ეკითხება ოთო უცნობს, მაგრამ თავი რომ გამოყო აწ უკვე ნაცნობს. ჩემი საძაგელი სტატისტიკის ლექტორს,რომელიც სისხლს მიშრობს უკვე 1 თვეა თავისი ახირებულობებით. ეგ რომ მცოდნოდა ნამდვილად არ გავაჩერებდი, მაგრამ რა გინდა ახლა რომ გააკეთო.
- გამარჯობა ვეუბნები მე.
- ემე თქვენ?
- რამით ვერ დაგეხმარებით? ვეუბნები უხალისოდ.
- არა, არა თითქმის მოვრჩი საბურავი დაეშვა და ამის შეცვლას ნამდვილად მოვახერხებ. თუმცა ასეთი საქციელისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს მეგობარს მიმითითა ოთოზე, რომელიც მიშტერებოდა ჩემს ლექტორს.
- თუ გინდა მადლობის ნიშნად რამე დავლიოთ ჩვენ სამმა. ამბობს ოთო მოულოდნელად.
- ჰო რატომაც არა. უპასუხა გიორგიმ. ოთოს თვალებს ვუქაჩავ და ვწყევლი გულში, რომ ამ ამბავში გამრია. მაგრამ ვაი რომ უცბად შემეცვალა განწყობა რადგან სავარძელზე თვალი მოვკარი ტესტებს, არც კი გამოვრიცხავ რომ შუალედურის ტესტებია ეგ თუ დავითრიე ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს ვამბობ გულში.
- მშვენიერი იდეაა ვეუბნები მე.
- აი ასე 10 წუთში მოვრჩები და დავიძრათ მაშინ ერთად. მპასუხობს გიორგი.
- კარგი შემოჰკრა ტაში ოთომ.
სანამ ოთო ჩემი ქარიზმატული ლექტორით არის მოხიბლული მე ჩემი გეგმის სისრულეში მოყვანას ვცდილობ. ვიღებ მობილურს და ვიწყებ ვითომ სელფის გადაღებას. მერე გიორგის ვეუბნები.
- შეიძლება თქვენი მანქანის კარები გამოვაღო და რამდენიმე სელფი გადავიღო?
ცოტა გაკვირვებულმა მიპასუხა კიო. მეც დრო ვიხელთე და ვითომ სელფი და სინამდვილეში ტესტებს გადავუღე ფოტოები. ძალიან მაგარი ხარისხი არ იყო, მაგრამ მაგას დავეძებდი. სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ. ვხტივარ ვიგრიხები ათასნაირად, ოთოს მოვახტი ზურგზე და ვეუბნები შენ ჩემი გენია ხარ. ოთო გაკვირვებულია და ვერ მიმხვდარა თუ ახლა საიდან დაუბერა ჩემთან ქარმა
მოკლედ ჩამოვედით ჩაის სახლში ჩაი დავლიეთ. ვერ ვიტან მარა ჰა ასე მოითხოვდა სიტუაცია.

პირველად დავწერე. თუ ფიქრობთ, რომ ღირს გაგრძელება დამიწერეთ კომეტარში. მადლობა წინასწარ ყველას ვინც წაიკითხავთ.



№1 სტუმარი სტუმარი მოცინარი

დასახვეწია, მაგრამ პირველი ისტორიისთვის ძალიან კარგია <3
არა დასანანია ოთოს ორიენტაცია :დდ
ემე მაგარი გოგოა <3
თავები გაზარდე რა

 


№2  offline წევრი მელი

გავითვალისწინებ. დიდი მადლობა შეფასებისთვის )))))))))????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent