ბედნიერების ჰორმონი.. (სრულად)
როცა ზედმეტად გახარებს ყველაფერი რაც შენს თავს ხდება.. როცა საოცარი კომფორტის შეგრძნება გაქვს შინაგანად.. შინაგანად კარგად ხარ.. თითქოს დაფრინავ.. თითქოს ყველაფერი შენი კომფორტის ფერია, შენი ბედნიერების ფერია.. ენდორფინები ბევრი ბევრი.. ბედნიერების ჰორმონი ... -შესაძლებელია ადამიანთან ყოფნისას გამოიყოს ენდორფინები? -ჩემმი აზრით ეს აუცილებელიც კია. ყველაზე მეტი ჰორმონი ადამიანთან ყოფნისას უნდა გამოიყოს. ყველაზე ბედნიერი განა ადამიანთან არ უნდა იყო? განა იმ ყველაფერ სილამაზესთან ერთად, რაც სამყაროშია და სამყაროში ხდება ადამიანის გარეშე ბედნიერება უწოდო? მთვარეს , რომელიც ანათებს შესაძლებელია ადამიანის გარეშე ბედნიერება მოგიტანოს? მზეს , რომელიც დილით გაფხიზლებს და სიცოცხლის ხალისს გაძლევს, საყვარელ მუსიკას ანდაც საყვარელ საქმიანობას?. და მაინც ენდორფინები მთავარია ადამიანთან გამოიყოს. ... არის დღეები დღეები, რომლებიც უბრალოდ არ დგებიან უბრალოდ არ იწყებიან დღეები, რომლებიც უბრალო არაა დღეები , რომლებიც შემთხვევით არ დგება.. შემთხვევით არაფერი ხდება იქ სადღაც , გასაოცარ და იდუმალებით მოცულ ადგილას იწერება იწერება და ჩვენტან იგზავნება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.. რაც არ უნდა შემთხვევითობას აბრალო ყველაფერი ისე არ ხდება ყველაფერი ოდესღაც დაიწერა რომელირაც პერიოდში მთავარია ჩვენამდე მოვიდეს ჩვენში დაიდოს ბინა და უბრალო შემთხვევითობას არ ვაბრალოთ უბრალოდ გვჯეროდეს , რომ ეს ჩვენთვისაა ჩვენთვის ხდება ის ბედნიერი მომენტები ბედნიერი და ვითომ უბრალო დღეები.. უბრალო დღეებსაც კი შეუძლიათ ბედნიერების ჰორმონები გადმოგვცენ.. ენდორფინები... ენდორფინები... ბევრი ძალიან ბევრი... ^^ ... ჩვენ ორნი ვიქნებოდით სულ ყველაზე მეტნი...! ^^ ... მაშინ, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციაზე შესვლის ზარი დაირეკა და ყველა სტუდენტი წყეული მე8 კორპუსის 422-ე აუდიტორიაში ელექტრომომარაგების ლექციაზე მირბოდა , გარეთ წვიმა თავს იქცევდა. თამამად მოდიოდა ჩვენსკენ წვიმის დიდი წვეთები და დედამიწას ფარავდა. ცაზე შეკრული შავი ღრუბლების კამარა საოცრად ჰგავდა ჩემს შიანაგან მდგომარეობას. გარეთ ბოდიალის ამინდი იყო. სული რომ ცოტახანს გაგენიავებინა თითქოს თავისნაირ ამინდში. წვიმა? წვიმა ხომ ჩემი სუსტი წერტილი იყო. წვიმაში ბოდიალზე ხომ საერთოდ ვაფრენდი. რა მელექციებოდა? მთელი 45 წუთი მესმინა „გელა“ ლექტორის ვოლტ-ამპერებზე „ბაზარი“? არაა.! ამისთვის ზედმეტად გამორჩეული ვიყავი. რა ვოლტი? რა ამპერი? ჯგუფელებს ხელი დავუქნიე . ბევრი მკლავზე ქაჩვა და „აუ უშენოდ არ მინდა ლექციაზე“ დავაიგნორე და ეზოს გასასვლელისკენ გავემართე. როგორც კი ირგვლივ ყველა ლექციაზე შესული დავიგულე თქეშა წვიმაში ხელები გავშალე და ჩემი იისფერ ყვავილებიანი კაბით ბრუნვა დავიწყე სახით ცისკენ და დახუჭული თვალებით. გამეტებით მაწვიმდა და ჩემს ფრიალა კაბას წვიმა ტანზე მაკრობდა. გულს აგრილებდნენ ცივი წვეთები. ერთი შეხედვით ალბათ გაწუწულ ქათამს მოგაგონებდით, თუმცა მე სულ არ მადარდება ახლა არც მდებარეობა და არც გარშემო მყოფი არსებები თუ ნაგებობები . მე და წვიმა ვიყავით. მე და წვიმა.. ამ დროს იყო ჩემში მხოლოდ მოზღვავებული რაოდენობით ენდორფინები. ამ საოცარ შინაგანი ბედნიერების გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი წვიმისას. ამ სიცანცარის ჟამს კი ჩემში ბედნიერების ყველა ჰორმონი იღვიძებდა. არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს ვიდექი ასე უნივერსიტეტის შუა ეზოში, არც ის ვიცი როგორ ან რანაირად გაჩნდა იქ სწრაფად მომავალი მანქანა, როგორ მოუახლოვდა ჩემს თითქმის გაფითრებულ სხეულს და მალე არემარე ჩემმა ერთმა კივილმა და მანქანის საბურავების ხმამ გაკვეთა. წამის მეასედებში თვალებში სიბნელე ჩამოწვა და მოგუდულად აღწევდა ჩემში ადამიანების ხმა. უფროსწორად ადამიანის , რომელიც გამოფხიზლებას და კარგად ყოფნას მთხოვდა. შემდეგ ეს ხმაც გაქრა. მხოლოდ შინაგანი ბრძოლის ენერგიას ვგრძნობდი. თითქოს შინაგანი რაღაც ძალა გადარჩენას მთხოვდა. ქრებოდა , ნელ-ნელა ქრებოდა ყველა შეგრძნება. თითქოს ვირიყებოდი მე ქვეყნიერებიდან. ... შუადღის სამი საათი იყო გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა რეანომობილმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმედ , რომ დაამუხრუჭა. პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო და ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. 20 წლის გოგონა საკაცეზე დააწვინეს და საოპერაციოსკენ სასწრაფო წესით გააქანეს. დერეფნიდან დაწყებული ყველა მობილიზებას აკეთებდა. ექთნები საოპერაციოსკენ გაემართნენ , ექიმებმაც ხელებს დეზინფექცია ჩაუტარეს , სამედიცინო ხელთათმანები ჩაიცვეს და ახალგაზრდა ენის გადასარჩენად გაემართნენ. ენი უკვე მოემზადებინათ ექთნებს საოპერაციოდ. ყველა საჭირო ნივთი საოპერაციო მაგიდაზე იდო. ორი ახალგაზრდა ექიმი გოგონას მიუახლოვდა. ამ დროს კი 28 წლის ექიმს სახეზე ფერები გადაუვიდა, სისხლი ტვინში მიაწვა და თითქოს შიგნით რაღაც ჩასწყვიტეს. დაბნეული ჯაბა შეჰყურებდა თავის ერთადერთ დას, რომელიც სიცოცხლეს ებრძვოდა. ის ვარდისფერი დაბუშტული ტუჩები სულ გალურჯებოდა და მისი დალალებსაც თითქოს სიცოცხლის ფერები დაკარგვოდათ. რამდენიმე წუთით გაშტერდა. ვერ იჯერებდა, რომ ეს მის თავს ხდებოდა. აზრზე ვერ მოვიდა სანამ მეორე ექიმმა ოთარმა არ შეანჯღრია. -ჯაბა! ჯაბა რა გჭირს? რა მოხდა ჯაბა იცნობ? -ოთარ.. ოთარ.. -შიშისგან თავს ვერ უყრიდა სათქმელს ექიმი -კარგად ხარ ჯაბა? -ოთარ იცი ..ის .. ენი ჩემი დაა -რა??? ჯაბა დამშვიდდი, ახლა სიმშვიდე გჭირდება . დრო არ იცდის ენის მდგომარეობა ძალიან მძიმეა -ვიცი ვიცი ოთარ.. დავიწყოთ -ძლივს წარმოთქვა ჯაბამ და ეცადა საკუთარი თავის მობილიზებას. -ჯაბა ახლა ცივი გონება გჭირდება. ის სიკვდილს ებრძვის. სისხლი გვჭირდება ხომ არ იცი რომელი ჯგუფი აქვს? -კი კი ვიცი. პირველი დადებითი აქვს ჩემს გოგონას. -ახლავე სისხლის ბანკიდან მოიტანეთ პირველი ჯგუფის დადებითი სისხლი. -ოთარმა ექთანს სისხლის მოტანა დაავალა ჯაბასთან ერტად კი ოპერაციის დაწყება სცადა. დრო და დრო აღელვებულ ჯაბას ექთანი ოფლს სწმენდდა შუბლიდან და მეგობრულად ამხნევებდა. აღმოჩნდა, რომ სისხლის ბანკში საკმარისი რაოდენობის სისხლი არ იყო. საჭირო იყო ვინმეს გადაესხა. -ჯაბა სისხლის ბანკში საკმარისი სისხლი არაა შემთხვევით შენც იგივე ხომ არ გაქვს? -არა არაა ოთარ. გავგიჟდები. დრო არ იცდის. -ახლა უფრო ანერვიულდა ჯაბა. ცხოვრებაში პირველად უწევდა ენის სიცოცხლისთვის ბრძოლა. ის საუკეეთესო ექიმი იყო საქართველოში და არასდროს არცერთი მისი გაკეთებული ოპერაცია ცუდად არ დამთავრებულა. ბრწყინვალედ ესმოდა თავისი საქმის. თუმცა თითქოს ახლა დასუსტდაო. თავისი სისხლი და ხორცი, რომ ეგულებოდა საოპერაციო მაგიდაზე გული ვერ უსვენებდა და შიშისგან შინაგანად აკანკალებდა. ოთარს უფლება მისცა ენისთვის მიეხედა. თვითონ მსუბუქად ერეოდა რადგან არ გამოსდიოდა ცივი გონებით მოქმედება. სისხლის არ ქონამ კინააღამ გააგიჟა. ამ დროს კარებში ვიღაც უცხო შემომავრდა ყვირილით. მაღალი შავგვრემანი ბიჭი. ისიც დაახლოებით ჯაბას ტოლი იქნებოდა. -მე.. მე მაქვს პირველი ჯგუფის დადებითი სისხლი.. -თქვენ ვინ ხართ ? - გაუკვირდა ჯაბას ბიჭის აღელვება -იცით მეე.. მე დავეჯახე მას და მინდა მას დავეხმარო. მინდა გადაარჩინოთ ის . ა არის საჭირო რომ გავაკეთო მითხარით. - აკანკალებული და შეშინებული ხმით უთხრა ბიჭმა ჯაბას. ჯაბას ყელზე ძარღვები დაებერა და ბრაზისგან მუშტები შეკრა. -შენს სისხლის გადავუსხავთ ენის , მაგრამ იცოდე თუ ჩემი დის გადარჩენა ვერ მოხერხდა სამუდამოდ ციხეში ამოგალპობ! -დაემუქრა ჯაბა, ბრაზისგან და სიმწარისგან ბინდი გადაჰკვროდა თვალებზე. ოთარმა მხარზე ხელი დაადო და დაამშვიდა. -მე.. მე არ მინდოდა. რასაც მეტყვით ყველაფერს გავაკეთებ ექიმო. -წაიყვანეთ და სისხლი აუღეთ. -ჯაბამ დაავალა ექთნებს და ისიც მალე გაიყვანეს საოპერაციოდან. რამდენიმე საათი მიმდინარეობდა ოპერაცია. ენის გულის ცემა შესუსტებულიყო. ორი ახალგაზრდა ექიმი კი მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდა. როგორც კი უცნობმა ენის სისხლი გადაუსხა ის პოლიციელებმა საპატრულოში გადაიყვანეს დასაკითხად. უცნობი 28 წლის შოთა არსაკიძე გახლდათ. თბილისში დაბადებულ-გაზრდილი და ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური შიდა სამუშაოების განყოფილების უფროსი იყო. ზუსტად იმ დროს, როდესაც მისი მანქანა მაღალი სიჩქარით შეიჭრა უნივერსიტეტის ეზოში , ერთ-ერთ ლაბორატორიაში ძაბვის ამაღლების და სტუდენტის დაუდევრობით სახიფათო იყო სხვა აუდიტორიებში სინათლის ანთება. უნივერსიტეტმა კი სხვა ტექნიკური განყოფილებიდან გამოიძახა კადრები, რადგან შოთა ენის სიცოცხლის გადარჩენას ელოდა. რას არ გაიღებდა ოღონდ ის გადარჩენილიყო, თუნდაც სამსახური დაეკარგა , ყველაფერი დაეკარგა რაც გააჩნდა ოღონდ ახალგზარდა და საყვარელი გოგოს დაღუპვის მიზეზი არ ყოფილიყო. საპატრულო განყოფილებაში დაკითხვის ოთახში იჯდა და ჩვენებას აძლევდა. ამ დროს კი საავადმყოფოდან დაუკავშირდნენ გამომძიებელს, გოგონა კარგად იყო და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ამიტომ შოთაც გამოუშვეს განყოფილებიდან და სასწრაფოდ საავადმყოფოსკენ გაემართა ენის სანახავად. -ჯაბა აღარ ინერვიულო ყველაფერმა კარგად ჩაირა . ახლა მთავარია ენიმ გაიღვიძოს. ექთნები მიხედავენ ჯობია შენც დაისვენო სანამ ის გაიღვიძებს. -მადლობა ოთარ, შენ რომ არა არ ვიცი რას გავაკეთებდი, ალბათ ვერ შევძლებდი მის გადარჩენას. -ჯაბა თავის კოლეგას და მეგობარს გადაეხვია და შვებით ამოისნუთქა. ახლა ენის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. -რასამობ ჯაბა შენ საუკეთესო ექიმი ხარ და მითუმეტეს შენი დის გადარჩენას შეძლებდი. -ხომ იცი ოთარ , როცა საქმე ახლობელს ეხება მაინც რთულია ცივი გონებით იმოქმედო. -ვიცი და ისიც ვიცი, რომ შენ საუკეთესო ხარ ჯაბა! -შენ კიდევ საუკეთესო მეგობარი და კოლეგა ოთარ! ახლა კი დაგტოვებ ჩემი გოგონას ნახვა მინდა. -კარგი მიდი ჯაბა. - ჯაბას გაახსენდა შოთას შეშინებული სახე და განყოფილებაში გადარეკა. ის ნამდვილად არაფერში იყო დამნაშავე და ეს უბრალოდ შემთხვევა იყო. ჯაბამ თავი მოიწესრიგა და დის პალატისკენ გაემართა. მასთან მივიდა და მის გაფითრებულ სახეს შეჰყურებდა. თვალის უპეები ჩასცვენოდა, მისი თითებისკენ წაიღო ხელი და თითქოს გამხდარს მაგრად მოუჭირა. ისე თითქოს აღარ მისცემდა უფლებას კიდევ რამე მოსვლოდა და მისი სიცოცხლისთვის კვლავ ებრძოლა. -ჩემო დაიკო როგორ მანერვიულე. შენ ,რომ რამე მოგსვლოდა საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი. ჩემი ლამაზი გოგო როგორი გაფითრებული გაიღვიძებ და ისევ მოგიყვან ფერზე. ყველგან ჩემით გატარებ . ცივ ნიავს არ მოგაკარებ დაიკო. -მის მძინარე სხეულს ელაპარაკებოდა და თითებზე კოცნიდა. ამ დროს კი გულ-ამოვარდნილი შოთაც პალატაში ქოშინით შემოვიდა. -ექიმო..ექიმო როგორ არის ის? -ენის ბორძიკით იკითხა მან -კარგადაა ნუ ღელავ. -ღმერთს მადლობა. მე.. მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ეს უბრალო შემთხვევა იყო. -თქვენი სახელი? -შოთა ექიმო -შოთა ვიცი, რომ შემთხვევით მოხდა ყველაფერი და მინდა მადლობა გადაგიხადო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცუდი ადამიანია , რომელიც ჩემს დას მიაგდებდა და ყურადღებას არ მიაქცევდა. შენ კი აქ მოიყვანე , არ მიატოვე და ყველაფერი გააკეთე მისთვის. გაფასებ ამისთვის. -რასამობ ექიმო რის მადლობა. ძალიან შეგნებული ადამიანი ხართ გოგონას გაუმართლა თქვენნაირი ძმა, რომ ყავს. -ჯაბა . ჯაბა დამიძახე მას კი ენი ჰქვია. -ჯაბამ მეგობრულად დაადო მხარზე ხელი შოთას და პალატიდან გავიდა. შოთას კი უნდოდა ენი ენახა. ენი რომლის სახელიც ძალიან უცხოდ და ლამაზად მოხვდა ყურში. მას მიუახლოვდა და გული საგულეში ვერ უჩერდებოდა. მისი გაფითრებული სხეული ისეთი ლამაზი იყო. ვერასდროს აპატიებდა თავს ეს სილამაზე შეეწირა მის ქმედებას. ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ გადარჩა. თუმცა მაინც ნერვიულობდა. ერთი სული ქონდა როდის გაიღვიძებდა ენი და მის ხმას როდის გაიგებდა. ასე დარწმუნდებოდა, რომ ის ნამდვილად კარგად იყო და არაფერი ემუქრებოდა. როცა ენის სახეს მიშტერებოდა , ენიც ფხიზლდებოდა უკვე და თითქოს ამ წამს გული შეეკუმშა შოთას. ენიმ წამწამეები ააფახულა და უცნობ მამაკაცს ინტერესით დაუწყო თვალიერება. -სად ვარ?.. .რა მოოხდა?.. რა დამემართა? -ძლივს ამოიბურტყუნა მან -საავადმყოფოში ხარ, მანქანა დაგეჯახა. -შეეცადა მშვიდი ყოფილიყო შოთა -თქვენ ვინ ხართ? ექიმი ხართ? -ინტერესიანი თვალები მიაპყრო ენიმ -არაა მე.. მე -ხმა გაუწყდა შოთას -თქვენ დამეჯახეთ? -თვალი თვალში გაუყარა ენიმ პასუხის მოლოდინში -კი მე დაგეჯახე , მაგრამ შემთხვევით მოხდა მერწმუნე არ მინდოდა.. -რა თქმა უნდა შემთხვევით მოხდა.. -ჩუმად ამოიფრუტუნა ენიმ და თვალები მილულა დაღლილმა . ამ დროს ჯაბაც შემობრუნდა პალატაში -ჩემმა დაიკომაც გაიღვიძა. ენი გაიცანი ეს შოთაა მან მოგიყვანა აქ და მისი წყალობით გადავრჩით იცი? -მართლა? -ენიმ თვალები ააფახულა და ბავშვური გამომეტყველებით იკითხა. -კი მან სისხლი გადაგისხა ენი. -დას გაუღიმა , მის საწოლზე ჩამოჯდა და ხელზე აკოცა. -მადლობა გადარჩენისთვის. -ოდნავ გაუღიმა გოგონამ შოთას. -რას ამობ, ახლა ჩემს გამო ხარ ამ მდგომარეობაში. -არაუშავს არაფერია ძალით ხომ არ გინდოდა? -ახლა უფრო ფართოდ გაუღიმა გოგონამ და შოთასაც ბაგეები გაეპო ღიმილისგან. -მიხარია , რომ კარგად ხარ. -გულწრფელად მიმართა გოგონას ღიმილით მონუსხულმა შოთამ. ენიმ კი თავი დაუკრა. -კიდევ რამე ხომ არაა საჭირო ექიმო? -ახლა ჯაბასკენ გადაინაცვლა შოთამ. -ხომ გითხარი ჯაბა დამიძახეთქო შოთა. არა აღარაფერია საჭირო მის ჯანმრთელობას საფრთზე აღარ ემუქრება, შეგიძლია წახვიდე დაისვენო შენც საკმაო რაოდენობის სისხლი გადაუსხი ჩემს დას. -ბედნიერი ღიმილით მიმართა ჯაბამ და თითქოს მის თვალებში ის სხივი დაინახა , რომელიც ენიმ გააჩინა. -კარგი მაშ წავალ , თუ რამეა დამირეკეთ! -კარგი მადლობა შოთა! -შოთა კარებისკენ წავიდა და ოდნავ ღიმილ შეპარულმა შეხედა ენის და თვალებით გამოემშვიდობა. ჯაბა კი დას მიუბრუნდა ისევ -თავს როგორ გრძნობ ჩემი ერთადერთი დაიკო? -ნაცემივით! და მგელივით მშიერივით! არა ვით რა შუაშია.. -ძლივს გაიცინა ენიმ და დის სიტყვებზე ჯაბასაც სიცილი აუტყდა. -ასეთიც კი არ იცვლები მოკლედ. -ძაან განერვიულე ხო? დედას ხო არაფერი უთხარი? -არა არაფერი მითქვამს არ მინდოდა ენერვიულა, თანაც მისი მდგომარეობა ხომ იცი. -ხოო კარგად მოიქეცი, რომ არ უთხარი მე ხო იცი მაინც 9 სიცოცხლე მაქ. -კმაყოფილმა ამოილაპარაკა ენიმ -ჩემი გიჟი გოგო ვინ არისო. -გაუცინა ენის და ლოყაზე აკოცა -შენ გიჟ გოგოს როდის გაწერთ ექიმო? -რამდენიმე დღე მოგიწევს აქ ყოფნა. ბოლომდე უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა. -ჩემი ექიმი ბიჭი. -ბედნიერად და სიამაყით აღსავსემ გაუღიმა ძმას ენიმ. ... ცხოვრება, ხომ უამრავი სიურპრიზებით და მოულოდნელობებითაა სავსე. არასდროს იცი რა მოხდება. რა გადაგხდება თავს. ნებისმიერ წამს. ნებისმიერ წუთს მზად უნდა იყო შემთხვევით დაწყებული ურთიერთობებისთვის. ზოგიც ხომ ამ მოულოდნელობებით პოულობს ცხოვრების მიზეზს. გაუაზრებლად იჩენს ცხოვრების ძალას, მოტივს და ამ ახლართულ გზებზე ამაყად და თამამად მიაბიჯებს. ადამიანმა იცის , რომ მას უკან დიდი საყრდენი აქვს. დიდი კედელი ეგულება უკან , რომელიც ძალიან მყარად დგას და ნებისმიერი გადახრის და წაბორძიკების შემთხვევაში დამჭერად აღმოჩნდება. შემკავებლად ჩვენი არასწორი და ცდომი ნაბიჯებისა. ... -არველაძეებს სახლი , რომ გაუყიდიათ გაიგე? -გაკვირვებით კითხა ჯაბამ ენის. -მეზობლები კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ როგორც კი ბრახაბრუხის ხმა გავიგე დავრწმუნდი , რომ მართლა გადავიდნენ. როგორც ჩანს უკვე ახალი მეზობლები გვყავს. -ხოო. თქვეს , რომ ბანკში ქონდათ ჩადებული და ვეღარ გადაიხადეს. -არც გამიკვირდება სიძის გაკეთებული , რომ იყოს. ძალიან აუტანელი ვიღააცა , ადრეც ჩაუგდია ვალებში გია ძია. არადა რა კარგი ადამიანია გია ძია ძალიან მიყვარს. -ხო მეც ძალიან მიყვარს გია ძია. იმედია კარგი მეზობლები გვყავს და არ შეაწუხებენ ჩემს დაიკოს. -როგორც იქნა ხვალ უნივერსიტეტში მივდივარ მეღირსა. ამ საწოლს მოვშორდები. -კმაყოფილმა ამოილაპარაკა ენის და აბრდღვიალენული თვალები მიანათა თავის ძმა ექიმს -ხოო? რაო ჩემი ელექტრიკი ვინ არისო? -გაეკრიჭა ჯაბა და პერანგის ღილები შეიკრა. -აუ ნუ ხარ საზიზღარი რა! ჯერესერთი ელექტრო ინჟინერი და არა ელექტრიკი! -შეუსწორა გაბრუსხულმა ენიმ -ვაიმე ჩავყლაპავ ეხლა ამ ლაწირაკს. -გვერდით მიუწვა ჯაბა და ლოყები დაუკოცნა დაიკოს. -გადი რაა აფერისტი ხარ ვიღაც , ვერ გიტან! შეშლილი ექიმი! -ჩაიბურტყუნა მის მკლავებში ენიმ და წარბები შეკრა, რაზეც ჯაბამ გადაიხარხარა. -როდის უნდა გაიზარდო? -ვიღაცას სამსახურში აგვიანდება მგონი! -მოკლედ წავედი მე და თავს გაუფრთხილდი შენ. თუ რამეა დამირეკე ეგრევე. იმედია ახალი მეზობლები არ შეგაწუხებენ. -კაი შენც ჭკვიანად იყავი, იმედია არ მოგაწყენენ პაციენტები. -მაინც მოულბა ძმას . -ეგენი რას მომაწყენენ. -მძიმედ ამოიოხრა ჯაბამ და სახლიდან გავიდა. ... ცოტახანს ვინებივრე საწოლში და შემდეგ ჩემს გოგოებს დავურეკე, რომ ამოსულიყვნენ და ცოტა გავემხიარულებინე. სალი და ნიტა ჩემს კორპუსში ცხოვრობდნენ. ერთი ჩემს მაღლა ერთი ჩემს დაბლა. რომ იტყვიან სამივე „ტრუსიკის“ დაქალები ვიყავით. ერთად გაზრდილები და განუყრელი მეგობრები. -სალიი გაიღვიძეე შენი დატრამვული დაქალი გელოდება სახლში მოწყენილი. -აი პროსტა ენი რას გიზავ იცი? შენ ხო მოგკლავ წამებით, მერე იმ შენ ექიმ ძმას დაგაკლავ ზედ, არც შენ რომ გაძინებს და მერე შენ , რომ არ გვაძინებ მე და ნიტას! -ღმერთო რა ავია ეს გოგო! მიდი მალე ჰაა ნიტასაც დაურეკე მე აღარ დამარეკინე. -ჯანდაბას ახვლედიანო! 15 წუთში მანდ ვართ! -ძლივს ამოიბლუყუნა სალიმ და ყურმილი დაკიდა. უცბად აბაზანაში შევირბინე და წყალი გადავივლე. ოპერაციების და საავადმყოფოში გატარებული საშინელი დღეების მერე სასტიკად მქონდა მომატებული მადა ასე რომ, დავრეკე და სუში შევუკვეთე. გოგოებიც ამოვიდნენ და სუშიც მალე მოიტანეს. -რაო გაგვიმძაფრდა მადაო? -გადაიკისკისა ნიტამ -საავადმყოფოს საჭმელების მერე კიდე კარგად ვარ ნიტა! -ენნ ვინ არს ახალი მეზობელი არ იცი? -ინტერესიანი თვალებით გადმომხედა სალიმ. -აუ აზრზე არ ვარ გოგო, მარა ტვინი რო გაბურღა უკვე ვიცი! აი დღესაც თუ გვიანობამდე ამუშავა რაღაცეები უკვე მართლა გავუვარდები! -ქალები იძახდნენ ახალგაზრდა ბიჭიაო. -ეშმაკურად ამითამაშა წარბები ნიტამ -უიმე ნიტა რა წარბებს მითამაშებ? ვიღაცა გიჟი იქნება ხო ვიცი. -რა იცი იქნებ ბედი გაგეხსნას გოგო. -აუ რას ამისისინდით ვერ გავიგე? -იმას აღარ მოუკითხავხარ? შენს გადამრჩენელეს? -არა სალი რატო უნდა მოვეკითხე? გასაკეთებელი გააკეთა მან. -აი ეგეთი ბიჭი მართლა იშვიათია რა -მართალი ხარ ნიტა. ისე ნერვიულობდა ნეტა გენახათ. - ისე სიმპატიური იყო? -სხვათაშორისოდ იკითხა სალიმ -აუ კი გოგო. ძალიან სიმპატიური იყო მართლა, თან სადღაც ჩემი ძმის ტოლი. შავგვრემანი და შავთვალება. -ოჰოო შავი თვალები ხო შენი სუსტი წერტილია ენ -კმაყოფილმა ჩაიღიმა ნიტამ -ხოო, თან ისეთი თვალები ქონდა უეჭველი , რომ ჩაიკარგებოდი მასში! -ვიღაცასო მოეწონაო გადამრჩენელიო? -უიმე რა გეშველებათ რა! დიდად არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს ყოველ შემთხვევაში. -მმ ცუდია , რომ არ შეგეხმიანა. -აბა ზღაპრებივით და ფილმებივით სხვა დასასრულს ელოდი სალ? -გულწრფელად გამეცინა და გამიკვირდა. -ოო რა ფილმები უბრალო შემთხვევითობის არ გჯერა? -მჯერა სალ , როგორ არ მჯერა, მაგრამ ეს „ის“ შემთხვევა არ იყო , როგორც ჩანს. -ამით გავამართლე ყველაფერი და სუშის ჭამას შევუდექი. -აი საალ ნიტუშ ხო იცით ამაზე მეტად არაფერი მიყვარს რა დროს შემთხვევითობაა? -კი ვიცით ძალიან კარგად, მაგრამ ერთხელ შენს პირადზეც რო იფიქრო არა? -ოჰ დავინიშნეთო და რამე სალიტუშ? -გულწრფელად დავცინე დაქალს -ხო შენ ეგრე იღლაბუცე. -აჰაამ. -ვუპასუხე და სუშის ნაჭერიც გავიქანე ყბებში. ... -რა მაგარი ბინა დაგითრევია ძმა, საღოლ შენ. -ხოო იაფად წავაწყდი გიუშ, ბანკი ყიდდა და ხელის გასაშვებიც არ იყო. -ძალიან კარგად მოიქეცი. კიდევ აპირებ რამის გაკეთებას? -არაა, ცუდი რემონტი არაა ისედაც მარტო აბაზანას გავაკეთებ. თან მარტო საღამოს მცალია და იმედია ვინმე არ მომეჭრება. -ჩაეცინა შოთას და მაცივრიდან ლუდი გამოიღო. -ანუ გადმოხვალ მარტო? -ფაქტობრივად გადმოვედი უკვე. ჩემს ნივთებს წამოვიღებ მერე , რომ გავალთ. -ძალიან კარგი. იმ გოგოზე რას მეტყვი არ შეხმიანებიხარ? -არა რავი არ შევხმიანებივარ. რა უნდა ვუთხრა? მომეწონეთქო? -აუ კაი ტო ატ*რაკებ. რომ მოიკითხო რა დაშავდება ვითომ? -რავიცი აბა ენდომება იმ ადამიანის ხმის გაგება , ვინც ლამის მოკლა? -და შენც ცადე, შენი რა მიდის? -რავი ვცდი კაი ჯანდაბას. მისი სახე არ ამომდის თვალებიდან. -რაო შოთუნ გადაგრია პატარა გოგომო? - გულწრფელად გაეცინა მეგობარზე გიორგის. -ისეთი საოცარია, რომ იცოდე. გრძელი ლამაზი თმა აქვს და სახის ულამაზესი ნაკვთები. სიკვდილთან მებრძოლიც კი ისეთი ლამაზი იყო, რომ დავინახე რა დამემართა ვერ აგიღწერ. რომ ვფიქრობ სულ იმას წარმოვიდგენ რა საოცარი სურნელი შეიძლება ქონდეს მის თმას და მის კანს. -ოჰაა საქმე სერიოზულადაა ხომ იცი. ხოდა რაღას უცდი ადექი და დაურეკე! -კარგი კარგი ვურეკავ! -გაეცინა შოთასაც და ხელში ტელეფონი მოიმარჯვა. ... სუშის ჭამას, რომ მოვრჩით ჩვენთვის ყავა გავაკეთე და გოგოები ფილმს ჩავუჯექით. უცბად ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და ფილმი დავაპაუზეთ. დავხედე და უცხო ნომერი იყო. -გისმენთ! -გამარჯობა ენის ვესაუბრები? -დიახ ენი ვარ, თქვენ რომელი ხართ? -მე. მე შოთა ვარ , თუ გახსოვარ რა თქმა უნდა -შოთა.. აა შოთა ხო გამახსენდა -თავიდან თავი მოვიკატუნესავით , რადგან საშინლად დავიბენი, მის ზარს ნამდვილად არ ველოდი. -ალბათ რა დაგავიწყებს ხომ? -გაეცინა შოთას და მეც გავიცინე -თავი ნამდვილად დავამახსოვრეთ ერთმანეთს. -თითქოს გამეხარდა მისი ზარი და მისმა ხმამაც გამამხიარულა. -როგორ ხარ ენი? ჯანმრთელობის ამბები როგორაა ? კიდევ რამე პრობლემა ხომ არაა? -არა შოთა არაფერი. შენი და ჩემი ექიმი ძმის წყალობით ყველაფერი კარგადაა. -ძალიან კარგი მიხარია თუ კარგად ხარ. -მადლობა ყურადღებისთვის შოთა. -რასამობ ეგ რა სათქმელია. ვალდებულიც კი ვარ. -მხიარული ტონი ქონდა მას. -არ იღელვო ჩემი ძმა ცივ ნიავს არ მაკარებს. -მეც მხიარული ტონი შევინარჩუნე. -დარწმუნებული ვარ ჯაბა ძალიან კარგი ძმაა. -კი მართალია. -სიამაყით განვუცხადე შოთას -ენნ -მორიდებით მომმართა შოთამ , რამაც ძალიან დამაბნია -გისმენ შოთა. -ხვალ საღამოს ფინჯან ყავაზე, რომ დაგპატიჟო წინააღმდეგი ხომ არ იქნები? -ისე დამაბნია მისმა შემოთავაზებამ , გოგონებს გადავხედე მიშველეთთქო თვალებით ვანიშნე. ისინიც რა თქმა უნდა მიხვდნენ და ამიტყდნენ დათანხმდიო. მეც სხვა რა გზა მქონდა, თანაც მეც ხომ მინდოდა იგივე. -ენ აქ ხარ? -ჩემი დუმილის შემდეგ ისევ მომმართა შოთამ. -კი კი აქ ვარ შოთა. -აბა რას იტყვი? -არა არ ვარ წინააღმდეგი. -კარგი მაშ ხვალ შეგეხმიანები კარგი? -კარგი შოთა -მაშ დროებით ენ -დროებით შოთა! -გავუთიშე თუ არა გოგოები იმწამსვე მომახტნენ. -ვა ვაა შოთა ბიჭი ნახე! ხო გეუბნებოდი შემთხვევით არაფერი არ ხდებათქო! -გამარჯვებული სახით შემომხედა სალიმ. -ოო სალიი რა ხარ რაა, უბრალოდ ყავაზე დამპატიჟა. -ხო ხოო უბრალოდ. -თვალები აატრიალა ორივემ და ფილმის ყურება განვაგრძეთ. კვირა დღით ვტკბებოდით ბოლო ბოლო. ... საღამოს რატომღაც სახლში მოვინდომე ყოფნა. არ მინდოდა გარეთ გასვლა, გოგოებს საქმე ქონდათ და გავიდნენ. მე კი დავრჩი ჩემს ლეპტოპთან ერთად და წერა დავიწყე. ჩემი საყვარელი საქმიანობა, რომელიც არასდროს მბეზრდებოდა. ისე ჩამომაღამდა წერაში ვერც გავიგე. საათს, რომ დავხედე უკვე პირველი დაწყებულიყო. დრო იყო ლეპტოპი დამეხურა და ძილისთვის მიმეცა თავი. ლეპტოპი გვერდით გადავდე და პენუარი გადავიცვი. მაისის გრილი ამინდები იდგა გასაკვირვებლად. როგორც კი ძილის მორევში გადავიდა ჩემი სხეული და გონება, მაინც და მაინც მაშინ ატყდა გვერდით ბინაში ბურღის თუ რაღაც ჯანდაბის ხმა! ძლივს ჩაძინებული დაფეთებული წამოვხტი და თავი, რომ ვერ შევიკავე გავიშხლართე იატაკზე. -ოხ ახალო მეზობელო! ახლა გიჩვენებ სეირს!. ხმამაღლა ვილანძღებოდი და ხალათს დავეძებდი. სულ არ მადარდებდა, რომ ღამის ფორმით ვიყავით. ხალათი ძლიერად შევიკარი გამწარებულმა და ახალ „მეზობელს“ გავუვარდი. იქამდე ვაბრახუნე მის კარზე სანამ იმ რაღაცა ჯანდაბის ხმა არ გაქრა და კარის გასაღებად არ გამოემართა. კარის გაღება ბოლომდე არც ვაცალე და სალანძღავი სიტყვებიც არ დავინანე. სირაზისგან სახე ერთიანად აწითლებული მქონდა. -დღეს და ღამეს ვერ არჩევთ თქვენ? ხალხს, რომ მოსვე.. -სიტყვები გამიწყდა , როცა კარში მდგომი შოთა დავინახე და იმ წამს ვინანე მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. -შოთთ.. შოთთაა? -ენი? -შენ ხარ ახალი მეზობელი? -გვერდით შენ ცხოვრობ? -კი მე აქ ვცხოვრობ. შენ საიდან აქ? -დაბნეული მზერა ვესროლე და არც ვიცოდი რაებს ველაპარაკებოდი. -ეს ბინა ვიყიდე. გაგაღვიძე ხომ? -შოთაც დაბნეული იყურებოდა -რაღა დაგიმალო და კი! -მაშ დანაშაულს გამოვისყიდი და შინ შემოგიპატიჟებ. თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხარ. -მე .. მე იცი -სულ ცოტა ხნით. ბოლობოლო პირველი სტუმარი ხარ. -გამეკრიჭა შოთა საყვარლად და მეც უარი ვეღარ ვუთხარი. -კარგი კარგი. რა გაეწყობა. -ფარხმალი დავყარე და შიგნით შევედი. -აქეთ მობრძანდი. -სამზარეულოსკენ მიმითითა და მეც ერთი თვალის შევლებით მოვათვალიერე იქაურობა. -დალაგებულხარ უკვე. -კი ყველაფერი მოვაწესრიგე უკვე ახლა მხოლოდ აბაზანას ვაკეთებ , ამიტომაც გაგაღვიძე. -ახლა რატომ აკეთებ? -ის ფაქტი ისევ მაბრაზებდა, რომ შუა ღამეს მოინდომა ამხელა ხმაურის გამოწვევა -მთელი დღეებია უნივერსიტეტში ვმუშაობ და ვეღარ მოვიცალე. იმ ამბის მერე ძლივს მოვაწესრიგეთ აუდიტორიებში გაყვანილობა. -აჰა გასაგებია -ანუ მაპატიებ გაღვიძებას? -ბავშვური თვალები მომაპყრო შოთამ, რაზეც გამეღიმა -კარგი გაპატიებ და ამის მერე გავითვალისწინებ, რომ უფრო გვიან დავიძინო. -არა გპირდები აღარ შეგაწუხებ. უბრალოდ მე მიყვარს ხოლმე, როცა სახლში თავად ვაკეთებ ყველაფერ, მაგრამ ხვალ მუშას გამოვიძახებ და გავაკეთებინებ ყველაფერს. ისედაც საკმარიისად დაგაზარალე ახლა შენი ძილის დამფრთხობი არ მინდა ვიყო. -უიმე კარგი რა შენ ისევ იმაზე ფიქრობ? -რა დამავიწყებს, ისე შემეშინდა. -ანუ ხვალინდელი საღამო დღეს გადმოვიტანეთ? -გადმოვიტანეთ რატომ? ხვალაც შეგვიძლია სადმე მყუდრო კაფეში გასვლა. -შოთამ გამომცდელად გამომხედა და თითქოს გამაწითლა. არ ვიცი რა მჭირდა , მაგრამ მის სიტყვებზე უკვე ვწითლდებოდი. -კარგი გავიდეთ. -მშვიდად ამოვიფრუტუნე. შოთამ ყავა დამიდო წინ და ჩემს პირდაპირ მოკალათდა მაგიდასთან. -აქ მარტომ უნდა იცხოვრო? -კი. დიდი ხანია მარტო გადმოსვლა მინდოდა. -ხო ძალიან კარგია მარტო ცხოვრება. -თან, როცა ასეთი მეზობელი გყავს. -თვალი თვალში გამიყარა და უხერხულად ჩავიღიმე. -კი ისეთი , რომ ხმაურზე გივარდება და გლანძღავს. -მაგრამ საფუძვლიანად. -ორივეს გაგვეცინა. როგორც იქნა ყავის სმასაც მოვრჩი და გასასვლელად წამოვდექი. -კარგი გავალ მე შოთა. შენც საქმეები გაქვს. -კარგი ენ. გაგაცილებ. -კარებამდე მიმაცილა გასვლამდე საყვარლად გამიღიმა. -შეგეხმიანები ხვალ ენ დროებით. -კარგი ხვალამდე. -გამეხარდა, რომ ჩემი მეზობელი ხარ. -ისევ ისე გამომწვევად მიღიმოდა. -მეც. -დაბნეულად გავუღიმე და სასწრაფოდ მის კარს მოვშორდი, თორემ ძალიან დიდხანს ვიდგებოდი კიდევ ასე და მის ღიმილს ვუყურებდი. მის მომნუსხველ ღიმილს. ჩემს საძინებელში შევედი და ხალათი გვერდით მივაგდე. უნებურად გამეღიმა. მართლა გულწრფელად გამეხარდა, რომ ის ჩემთან ახლოს იყო. ასე უნებურად მიხაროდა. გაურკვეველი ემოციები დათარეშობდნენ ჩემში და როგორც იქნა ჩამეძინა. ... არის ხოლმე მომენტები, როცა იმ შემთხვევითობას ხვდები.. იმ დღეებს და იმ შემთხვევებს ხვდები რომლებიც იცი, რომ ასე უბრალოდ არ ჩაივლის.. არაფრის დიდებით არ მოგშორდება და შენი ნაწილი გახდება საუკეთესო ნაწილი... დღეები, რომლებიც იცი, რომ შენთვის სულ სხვანაირი დატვირთვით იქნება.. ... იდგა ორი ადამიანი სარკის წინ და თავიანთ ანარეკლს უყურებდნენ. ორივეს თითქოს შინაგანად ნერვიულობა წვავდა. ხან ენი ისწორებდა თავის მოხდენილ კაბას , ხან შოთა ფიქრობდა თეთრი ზედა უფრო უხდებოდა თუ შავი. როგორც იქნა მოეშვა ამ თინეიჯერი ბიჭის „წიკებს“ შოთა და არჩევანი შავ , სადა ზედასა და მუქი ფერის ჯინსზე გააკეთა. მუქი ფერისვე კედები ამოიცვა და გუჩის სუნამო შეიპკურა. სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და ენის სახლის კარებისკენ გაემართა. ენიმ მუხლამდე სიგრძის შავი კაბა ჩაიცვა, მოკლე მკლავით ძალიან სადა. ასევე ძალიან მსუბუქიი მაკიაჟი გაიკეთა. თავისი წელამდე თმაც გაიშალა და შოთას ზარს დაელოდა. -სად მიიპრანჭებაო ჩემი დაიკოვო? -დაკვირვებით აათვალიერა ჯაბამ ენი. -ჯაბ იცი.. -რაო რა დაბნეული ვართო? -გაეცინა დის საქციელზე ჯაბას -მოკლედ ჩვენმა ახალმა მეზობელმა დამპატიჟა რა. -რაო ახალმა მეზობელმაო? და ვინ არის ჩვენი ახალი მეზობელი? -სახე დაუსერიოზულდა მას -ვინ არის და შოთა. -წამსვე გაეღიმა ჯაბას და მიხვდა რაშიც იყო საქმე. -აა შოთა? კარგი ბიჭია შოთა სხვათაშორის. -ოო ნუ მიყურებ ეგრე არაფერი არ ხდება -მაგრამ მოხდება.! -გაეკრიჭა და ენა გამოუყო დას -ნუ ხარ კრეტინი რაა! - შენ კიდე ისტერიკებში ნუ ვარდები რაა! ძალიან ლამაზი ხარ , იმ ბიჭს დაადნობ! -მაინც გააღიმა დაიკო და ხელით დაატრიალა. ლოყაზეც აკოცა და ამ დროს კარზე ზარის ხმაც იყო. -კაი წადი ენი და არ დაიგვიანო ძაან კარგი? -კარგი ჯაბ მიყვარხარ! -მეც ისტერიკებიანო! ენიმ ფრთხილად გამოხსნა სახლის კარი და შოთას დანახვაზე ისევ გადაუარა ფერებმა სახეზე. -სალამი შოთა. -გამარჯობა ენ, ძალიან ლამაზად გამოიყურები. -არც შოთას ადგა ნაკლები დღე. გამოპრანჭული ენის დანახვისას გული შეუქანდა. გრძნობდა ეს გოგო თავ-ბრუს ახვევდა უკვე და უარესის მოლოდინში უნდა ყოფილიყო. -მადლობა შოთა, შენც კარგად გამოიყურები. -მკრთალად გაუღიმა გოგონამ და კარებიდან გავიდა. ორივენი დარეტიანებულები იყვნენ. ლიფტში ისე შევიდნენ და ისე გავიდნენ სადარბაზოდან ხმა არ ამოუღიათ. შოთამ მანქანის კარები გაუღო და ენიც მორიდებულად ჩაჯდა. შოთამაც საჭესთან დაიკავა ადგილი და ღიმილით გადახედა. -კაი ახლა შოთა ამ ათას თვალს ნუ შეიმჩნევ. -გაეცინა ენის შოთას სახეზე -ალბათ უკვე ყველაფერი იციან ჩემზე ხომ? -უჰ „რენტგენზე“ გაგატარებდნენ უკვე. -სიცილი აუტყდა ორივეს. -არაუშავს მთავარია ჩვენ ამით დისკომფორტი არ შეგვექმნას. -რა თქმა უნდა. კიდევ კარგი მე და ჩემი ძმა არ ვართ მაგ აზროვნების. -ნამდვილად კარგია ეგ. -აბა სად მივდივართ? -ინტერესიანი თვალები მიაპყრო ენიმ -სად და ჩემს საყვარელ კაფეში წაგიყვან. იმ დღეს , რომ ვიხსენებ ვფიქრობ შენ მოგიხდება ის ადგილი. -რატო ვითომ? -მივალთ და ნახავ მოითმინე. -გაუღიმა შოთამ და გოგონაც დანებდა. 15 წუთში დანიშნულების ადგილას იყვნენ. შოთას, შავი ბეემვეს მარკის მანქანა კაფე „ენდორფინთან“ გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა და ენისაც კარი გაუღო. გოგონამ შეხედა კაფეს ზემოთ მიმაგრებულ ბანერს და სახელის ამოკითხვისას სახეზე ღიმილმა გადაურბინა. -ენდორფინი? -ასევე ღიმილიანი სახით კითხა ენიმ -აჰაამ. -რა იცოდი? -მივხვდი.. -კმაყოფილმა ჩაიღიმა შოთამ და ენისაც ბედნიერმა ღიმილმა გაუპო ბაგეები. -ძალიან დაკვირვებული ყოფილხარ! -გაოცება ვერ დამალა ენიმ. -ამას კომპლიმენტად მივიღებ. წამო შევიდეთ. -შოთამ მსუბუქად მოხვია ხელი და გაკვირვებული ენი შიგნით შეიყვანა. კაფე პატარა და ძალიან მყუდრო იყო. კედლები რაღაც საოცრად იყო მოხატული. იისფერი და მუქი ლურჯი განათება ერთმანეთში იკვეთებოდნენ და რაღაც საოცარ ფერთა გამას ქმნდიდნენ. იქვე კუთხეში მდგარ მაგიდასთან მოთავსდნენ და მათ ყურადღებას, წყნარი მეტად სასიამოვნო მუსიკა იქცევდა. მართლაც ენდორფინი იყო. ახლა ორივეში იმდენი ენდორფინები იჭრებოდნენ. ორივეს გულს უამებდნენ ენდორფინების მოზღვავებები, თუმცა შინაგანად აფორიაქებდნენ. და მაინც მათთვის უცხო იყო ის რაც ახლა ხდებოდა. ამ ადგილის მიერ გამოყოფილ ენდორფინებს, ერთმანეთის გამო გამოყოფილი ენდორფინები ერთვოდა. ერთმანეთში იხლარტებოდა და ორი ადამიანის გონებას თუ გულს ერთმანეთს აჯახებდა. ასეთი რაოდენობის ენდორფინებს პირველად გრძნობდა ენი. გულმა ვეღარ მოუთმინა და კითხვით მიმართა შოთას. -შენც გრძნობ ამ ყველაფერს? შენთანაც იგვე ხდება? -შოთა რა თქმა უნდა მიუხვდა სათქმელს. ბედნიერად გაუღიმა და მისი ხელი თავისაში მოიქცია. -კი ენ ვგრძნობ და იგივე ხდება. ზუსტად ისე გამოიყოფა ჩემში ენდორფინები , როგორც შენში. მეც ისეთივე ნარკომანი ვარ ენდორფინების , როგორიც შენ. -შოთას სიტყვებმა გულში ადგილი გაუღრმავა ენის. ის ადგილი რომელიც შოთას უნდა დაეკავებინა. -იცი იმ დღესაც.. -ვიცი, ვიცი რომ წვიმა ყველაზე მეტად გიყვარს. სხვაგავარად არ იქნებოდა მაშინ შენი ყვავილებიანი კაბა სულ სველი. -უფრო და უფრო უფართოვდებოდა ბაგეები ღიმილისგან ენის და შიგნით რაღაც მწველი ესხმეოდა. უნებურად მის სამყაროში ვარდებოდა. -იმ დროს ალბათ იმდენ ენდორფინს გრძნობდი, მე კიდევ ხელი შეგიშალე. -ასეთი როგორ ხარ შოთა? -როგორი? -გაიკვირვა მისი კითხვა შოთამ -აი ასეთი, სხვანაირი. განსხვავებული.. -აზრებს თავს ვერ უყრიდა ენი -შენც ხომ მასეთი ხარ ენ, ზუსტად მასეთი.. -ხო ორივე ნარკომანები ვართ ენდორფინების.. -გაუღიმა ენიმ და ვეღარ უძლებდა ხელის წვას. ის ხომ მის ხელში იყო მოთავსებული. გათავისუბლება სცადა. -აბა ნარკომანო რას მიირთმევთ, ყავა? -შოთაც მიხვდა ენის მოუსვენრობას და ხელი შეუშვა. ენიმ თითქოს ამოისუნთქაო და შეუგრილდა ხელი. -ნურას უკაცრავად, ნახე როგორი ამინდია! ჩაის ამინდია! -როგორც იტყვით პატარა ქალბატონო! -ხელით მიმტანი იხმო შოთამ, ორი კენკრის ჩაი და ბელგიური ვაფლი შეუკვეთა. მიმტანმა შეკვეთა მალე მოიტანა. ერთხანს ორივე ჩუმად იყო. ენი ხან დაცვარულ მინებში უყურებდა საწვიმრად გამზადებულ ცას , ხან კი შოთას თვალებს აკვირდებოდა , ღამის იდუმალებით მოცულს. ამ საოცარ განათებაზე მისი თვალები საოცრად ბრჭყვიალებდა. მის თვალებში ბინას იდებდა ენი. აგიჟებდა მისი ღამისფერი თვალები. ხო ღამისფერი. ასე უნებურად დაარქვა გულში მას ღამისფერი თვალები. ღამეს აგონებდა, ღამეს ასე იდუმალს, ასე მიმზიდველს და ასე გასაოცარს. ენიმ ხო გიჟდებოდა ღამეზე. მისი ნაწარმოებების საუკეთესო აზრები ხომ მხოლოდ ღამით იბადებოდნენ. ახლა მის თვალებში იბადებოდნენ აზრები და ლეპტოპი, რომ ჰქონოდა თან აუცილებლად დაწერდა, აუცილებლად! იჯდებოდა და დილამდე ასე წერაში გაატარებდა მასთან ერთად. კენკრის ჩაის დალევდა და წვიმის წკაპუნს მოუსმენდა. შიგადაშიგ დააკვირდებოდა, როგორ მიიკვლევდნენ წვიმის წვეთები მინაზე გზას, გასათავისუფლებელ გზას. ახლა დაფრინავდა , ენი დაფრინავდა საოცარ შეგრძნებებში. თავი ვეღარ შეიკავა, პირზე ღამის ფერი თვალები მოადგა დაეს ცოტახნიანი დუმილიც დაარღვია. -ღამისფერი თვალები გაქვს შოთა! -ისე თამამად განუცხადა, არც კი მორიდებია. რაღაც შინაგანი ძალა მატებდა თავდაჯერებულობას და შოთასთან ეს ძალა უფრო მეტად განსხვავებულს ხდიდა. -რადგან შავია? -გაეღიმა შოთას -არა შავი არა ხომ ვთქვი ღამისფერია! -ისევ თამამად გაიმეორა -და დამნაშავეა? -ისე შეხედა თითქოს რაღაცაში გამოიჭირაო შოთამ ენი. -დამნაშავე რაში? -გული ისე აუჩქარდა ვერც კი მიხვდა, პასუხის მოლოდინში კი გულმა ძალიან ბევრი დარტყმა გამოტოვა! -იმაში, რომ ამ ღამისფერებში ჩაიძირე, რომ აქვე დარჩენა გსურს და დიდი ალბათობით თავიდან ვერასდროს ვერ ამოიგდებ. -ძალიან დარწმუნებულმა მიუგო ეს სიტყვები და პასუხის მოლოდინში გაინაბა. ის ღამისფერები დამაბნეველად მიაპყრო და ასმაგად დააბნია! -მე ღამეში ვარ ჩაძირული შოთა, და ზუსტად ამიტომაც დავინახე შენს თვალებში ღამე. -ენი უჩვეულოდ გახსნილი იყო. გახსინი და მოჯადოებული. ხო უფრო მოჯადოებული. ასე არავისთან ყოფილა. ასე არასდროს აჩქროლებია გული მამაკაცის თვალებზე. შოთამ კი უბრალოდ ასე მოკლე ხანში მისი ჭკუიდან გადაყვანა მოახერხა გააზრებულად თუ გაუაზრებლად. ყველაფერი ისე მოხდა ენიმ ვერც გაიაზრა! -რა არის შენთვის ღამე? -ღამე? ღამე ჩემთვის ყველაფერია.. ჩემი ნაწილია, ყველაზე საოცრებაა რაც ჩემს ცხოვრებაში მიანხავს. ღამე იმდენ რამეს მაძლევს ვერ აგიღწერ და ეს იმდენი რამე იმდენ ენდორფინს, რომ შეუძლებელია ღამე არ მიყვარდეს. -რაც უფრო მეტს გისმენ უფრო მეტ საერთოს ვპოულობ შენში! იქნებ ჩემთვისაც შენი თვალები ღამისფერია? და დღესაც იქნებ ჩემთვის, ჩემი საყვარელი ღამის ენდორფინი ხარ? -ენდორფინი? -ხო ენდორფინი! -დამაჯერებლად წარმოთქვა შოთამ და ისე გაუშტერა თვალი ენის სანამ თავი არ დახარა და თვალები გვერდით გაატრიალა მან. -ანუ შენც ფიქრობ, რომ ენდორფინები მთავარია ადამიანთან გამოიყოს, რომ ბუნებაში რაც კი საოცარი და სასიამოვნოა , ადამიანთან განცდილმა ბედნიერების ჰორმონეებმა შეავსონ? -თითქოს გული მიეწურაო გოგონას. რატომღაც თვალები აემღვრა. ტირილი მოუნდა რატომღაც. უნდოდა ეს ბოლო ღამე ყოფილიყო მისთვის და მისგან ყველა უარყოფითი გამოსულიყო, რომ შოთასთან ყოფნით გამოყოფილი ენდორფინები მასში გამჯდარიყო ერთიანად და მთელი ორგანიზმი მოეცვა. რომ აღარ ყოფილყო მასში გზა, გარდა ენდორინებისა. -რა თქმა უნდა ენ. ადამიანის გარეშე ენდორფინები თითქმის ცარიელია. ახლა ხომ მას მთელი არსებით ვგრძნობთ? მე ღამე მაბედნიერებს და მჩუქნის ბედნიერების ჰორმონს, ამ ყველაფერს კი შენ მთლიანად ავსებ. შენთან გამოყოფილი ენდორფინები ერთ დიდ იდეალურობას ქმნის. და ეს მე უბრალოდ აღმაფრთოვანებს. -უყურებდა ენი, უყურებდა.. უყურებდა.. უყურებდა და ვერაფერს ამბობდა. მიხვდა რომ იქ გამოიკეტა საიდანაც თავს ვერ დააღწევდა. ერთი ღამე წარმოგიდგენიათ? ერთმა ღამემ შეძლო მათ შორის იმხელა უფსკრული გაქრობა, რომ ისინი უკვე თითქმის ერთი მთლიანი ხდებოდნენ. ერთმანეთის სხეულებში გამოიკეტნენო და თითქოს თავისუფლებაც აღარ სურთო. დიდხანს უყურა, იფიქრა და შიში ვერ დამალა.. -მეშინია მე იდეალურობის.. იდეალური ხომ არაფერია ქვეყნად.. -მართალია,იდეალური არაფერია ამ ქვეყნად. იდეალურობას ჩვენი ენდორფინები ქმნის თორემ, ჩვენ იცი როგორ ბევრი ვართ? -ორივეს გაეცინა -ბევრი? -ჰო ბევრი.. იცი რამდენი ხარ? -ანუ შენთვის ბევრი ვარ?.. -ბევრი ხარ და მაინც არ მყოფნი ენ.. -ეგ როგორ? -როგორ და ასე. ჩვენ ორნი ვიქნებოდით, სულ ყველაზე მეტნი! -ჰო! ჩვენ ორნი ვიქნებოდით სულ ყველაზე მეტნი! -იგივე სიტყვები გაიმეორა ენიმ და ანთებული თვალები მიანათა. ცოტახანს ისხდნენ ასე. ერთმანეთის ღამისფერ თვალებს უყურებდნენ. ვერ ძღებოდნენ ღამისფერების აღქმით. მათ დიალოგს ეს სიჩუმე აგრძელებდა. მუსიკა დასწრებულივით დაერთვოდა და ირგვლივ თითქოს განგებ დატოვესო მარტო ორი ადამიანი, არავინ სჩანდა. იყვნენ ასე ერთმანეთს მიშტერებულნი. მოზღვავებული ენდორფინებით უკვე თავიანთ კაფეში, თავიანთ „ენდორფინში“. ამასობაში ჩაიც მიილია და თითქმის სამი საათიც გავიდა. დრო იყო წამოსულიყვნენ. გარეთ გამოსულებს არცერთს არ უნდოდა მანქანის სავარძლებისთვის მიეკითხათ. არცერთს ემეტებოდა ეს ღამე, ისე რომ ცოტა არ გაესეირნათ ამ თითქოს და სპეციალურად გასაიდუმლოებულ ღამეს. ღამე საიდუმლოვდებოდა და ორ ადამიანს ინახავდა, ორი ადამიანის გრძნობებს და შეგრძნებებს. შოთამ ხელი მოკიდა და კითხვით მიმართა. -არ მემეტება -რა? -არ მემეტება ეს ღამე, რომ არ გავისეირნოთ ისე.. -ენის გაეღიმა -არც მე! -ხელი მჭიდროდ ჩაკიდა და იქვე ქუჩის ბოლოსკენ დაიძრა. მიუყვებოდნენ ქუჩას უჩუმრად და შიგადაშიგ უღიმოდნენ ერთმანეთს. ასევე უჩუმრად ამოისერნეს უკან და მანქანას მიაშურეს. უკვე დაუგვიანდებოდა ენის და არ უნდა ძმისთვის მიცემული დაპირება გაეტეხა. მანქანით სახლის გზას გაუყვნენ და მალე უკვე სადარბაზოსთან იყვნენ. მათ და გასაკვირვებლად არც იმ ეზოში არ იყო კაციშვილის ჭაჭანება. ფეხით აუყვნენ კიბეებს და ენის კართან შედგნენ. -მადლობა დღევანდელი დღისთვის ენ! -მეც მადლობა შოთ. გმადლობ ყველაფრისთვის. -კარგად შეინახე, ეს ენდორფინები შეინახე იცოდე. -თითქოს გააფრთხილაო შეშინებულმა. ამ წამიდან იცოდა შოთამ რომ მის თავს არავის დაუთმობდა, რომ ენი სამუდამოდ მისი ენდორფინი იქნებოდა! -არა მე ენდორფინებს არ შევინახავ! -მკაცრად განუცხადა ენიმ და შოთას თითქოს ღიმილი გაუკრთაო სახიდან. -ენდორფინებს კი არა შენ შეგინახავ ჩემში შოთ! -შოთას გაეღიმა და წამსვე გულში ჩაიკრა გოგონა. ორივეს სხეული ისე შეერწყა ერთმანეთს, ვინ იცის რამდენ ანს იდგნენ ასე. თითოეული უჯრედი საზრდოობდა ერთმანეთით. ვეღარ მოითმინა , ვერ გაუძლო ცდუნებას შოთამ. -ენ .. -ისევ ანთებული თვალებით მიმართა, როგორც კი მის სხეულს ოდნავ მოშორდა. -შოთ.. -იგივე გაიმეორა მანაც -ახლა.. ახლა ერთი რაღაც, რომ არ გავაკეთო ვიცი ამ დღეს გავაუბრალოებ და ალბათ ჭკუიდან შევიშლები! -მისი სიტყვები ბოლომდე ვერც კი გაიაზრა ენიმ , წამებში მის მარწყვისფერ ტუჩებს შეეხნენ შოთას ღვინისფერი ტუჩები და პირველი კოცნაც მოპარეს. მისი რბილი ტუჩები ნაკვალევს ტოვებდნენ ენის ტუჩებზე და ორივე გრძნობდა, ორივეს გული მთლიანად ერთმანეთით იყო შეპყრობილი. როგორც კი მის ტუჩებს მოსწყდა, სახლის კარი შეუღო ენის და შესვლისკენ უბიძგა. ენიც რობოტიივით შევიდა შიგნით და ასეთივე მდგომარეობაში მიხურა კარი. თავისი საძინებლისკენ გადაინაცვლა და ეს ზედმეტი ნაჭრები მოიშორა ტანიდან. ახლა მთელ სხეულზე ისე იყო ახურებული გიჟდებოდა. საწოლზე წამოწვა , ემბრიონის ფორმაში და ვერაფერს აღიქვამდა. მხოლოდ შოთასა და მის პირველ კოცნაზე ფიქრობდა. ცოტახანში ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა. „ტკბილად იძინე ჩემო ყველაზე დიდო ენდორფინო“ -მანაც არ დააყოვნა და იმწამსვე მიწერა- „შენც ტკკბილად იძინე ქურდო“ –„ქურდმა ყველაზე საოცარი რამ მოპარა, ყველაზე საოცარ გოგოს“ -ყურებამდე ღიმილით გაუბრწყინდა სახე და ვეღარაფერი მიწერა. ამდენი ემოციით დატვირთულს ძილმაც მიაკითხა. ალბათ თავის სიცოცხლეში ყველაზე ბედნიერად და ტკბილად ეძინა ორივეს. ... რა თქმა უნდა , ასეთი დღეები უბრალოდ არ დგება.. ორივე ხვდება თავის წილ ბედნიერბას.. ვერ იტყვი არა გოგო იყო უარესად ან არა ბიჭიო.. ორივე ერთნაირად იყო.. ორივე საკუთარ ენდორფინზე იყო გაგიჟებული.. ორივეს თავისი წილი ბედნიერება ერთნაირად აგიჟებდა.. ... ვინ იცის კიდევ რამდენი დღე და კვირა იყვნენ ასე ერთმანეთით გაბრუებულები. რამდენი ტკბილი დღე გაატარეს ერთად. რამდენი ქუჩა მოიარეს ფეხით და რამდენ ნაწვიმარ დღეს მიაშველეს ფეხი. ვინ იცის კიდევ რამდენი დაბრკოლება შეხვდათ წინ. რამდენჯერ მონატრებიათ შუა ღამით ერთმანეთი და აივნისთვის მიუშურებიათ რომ დილამდე ერთმანეთთან საუბარში გათენებულიყო. ერთ მთლიანობას საოცრად ქმნიდნენ. სუფთა და წრფელი გრძნობებით. ისე გადაეყარნენ ერთმანეთს ღმერთმანი სამუდამოდ გადაიკვეთა მათი გზები. ერთმანეთის მეტი სხვა ბედნიერება არ ეგულებოდათ არსად. საოცარია არა? ერთი დღე.. მხოლოდ ერთი დღე გახდა მათ ცხოვრებაში გადამწყვეტი! ... -ჩემო ენდორფინო როგორ მომენატრე იცი!? -კისერზე შემოეხვია ენი , ორი კვირის უნახავ შოთას . -ჩემი პატარა ქალბატონი მე როგორ მომენატრა ნეტავ იცოდე. -მონატრებულ სხეულს იკრავდ აგულში შოთა და მისი თმის ურნელს ხარბად უშვებდა ფილტვებში. -აღარ წახვიდე რა! არ გეცოდები ასე უშენოდ? -მუდარას გავდა მისი სიტყვები -არაა უშენოდ გპირდები აღარსად წავალ! -ხოდა ნახე, წვიმას იწყებს გასეირნების დროა! -რა თქმა უნდა გასეირნების დროა , თანაც სიურპრიზი მაქვს შენთვის! -მართლა? -ბავშვივით შეეკითხა შოთას. -კი წამოდი. -კარგი. -მანქანაში ჩაჯდნენ და საყვარელი კაფისაკენ გასწიეს, თუმცა ახლა საოცრად მოუნდა წვიმაში ყოფნა ქალბატონს. -შოთაა მანქანა გააჩერე რაა გთხოვ! -აქ? კაფეში არ გინდა? -არა რა გთხოვ აქ მინდა, აი ახლა ამ წამს, მხოლოდ შენთან ერთად, მინდა ტროტუარზე დავდგე და ჩემს საყვარელ მუსიკაზე ვიცეკვო! -ანთებული თვალები მიაპყრო შოთას და მანაც მანქანა გააჩერა. მისი საყვარელი მუსიკა ჩაურთო და მანქანიდან გადასულ ენის ცოტა ხანს უყურა. დრო იყო მისი სიურპრიზი გაემხილა. ჯიბეში ბეჭდის ყუთი მოათავსა და მანქანიდან გადავიდა. ბედნიერებისგან მოკისკისე ენის მიუახლოვდა . ის ისე გართული იყო ცეკვით ვერც მიხვდა როგორ მიუახლოვდა შოთა. სხეულზე აიკრო ზურგით თავისი პატარა ქალბატონო. -პატარა ქალბატონო, ჩემო პატარა ქალბატონოო -შემოიბრუნა და სველ ტუჩებზე წაეტანა. -ჩემი ენდორფინი ხარ შენ შოთ. -სიურპირიზის დროა ენ. -სიურპრიზის? -თვალები აენთო ისევ მას -ხომ იცი შენ როგორ ბევრი ხარ ენ -ხო შოოთ, ჩვენ ორნი ვიქნებოდით სულ ყველაზე მეტნი! -თითქოს ხვდებოდაო და მის თვალებს ცრემლები წამოსცვივდა. და ვინ იცის , როგორ გამეტებით აწვიმდა ორივეს. -სულ სულ ყველაზე მეტნი! -როგორ მიყვარხარ მე შენ მარგიანო! -და მე როგორ უღმერთოდ მიყვარხარ ახვლედიანების ქალო! ჩემო პატარა ქალბატონო, ჩემო ენდორფინო ცოლად გამომყევი. - იმ წამს ძალიან ბევრი დარტყმა გამოტოვა ენის გულმა. გული ვეღარ გაუცერდა საგულეში. ძალები მოიკრიბა და მტელი სხეულით აეკრო შოთას ზედ. -ჩემო ენდორფინო!!! თანახმა ვარ, თანახმა ვარ , ... -ყვიროდა ბედნიერი გოგონა მის გულთან, შემდეგ მოშორდა. ისევ იმ დღესავითხელები გაშალა, სახე ცას მიაპყრო მტელი ძალით იტრიალა , ღამეს და ცას გაააგებინა მისი ბედნიერების ამბავი. -მე შენ უღმერთოდ მიყვარხარ შოთა მარგიანო! ჩემო სიყვარულებო, როგორ იქნა დაგიბრუნდით და ვიმედოვნებ იმედები არ გაგიცრუეთ და ცუდი დაბრუნება არ იყო ეს. მიყვარხართ და მიხარიხართ , ვინც მამხნევებთ და სულ ჩემს გვერდით ხართ <3 ისიამოვნეთ, თქვენი ნუციკო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.