შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს რეალობაა? (თავი 1)


5-05-2018, 19:18
ნანახია 1 421

მანქანაში ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. მიუხედავად სიბნელისა, ღამის სხვადასხვა ელფერით ვტკბებოდი და სილუეტებს თვალს ვაყოლებდი.
ძალიან ვიწროდ ვიჯექით. ათასნაირი საჭმელი და ტანსაცმელი მიგვქონდა სოფელში. 6-ნი ვიჯექით მანქანაში. საჭესთან დეიდის ქმარი-სოსო იჯდა, რომელსაც ბიძას ვერ ვეძახი, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვიზეც ამ სიტყვას მიჩვეული ვიყავი დედას ძმა-ალეკო იყო.სწორედ ბიძაჩემის დაბადების დღე ახლოვდებოდა და მის საფლავზე ასასვლელად მივდიოდით. 28 წლისამ დაგვტოვა და ახლაც, მისი გარდაცვალებიდან მეოთხე დაბადების დღეზე მოსალოდნელი სევდითა და ნოსტალგიით დადუმებულნი მივდიოდით ქალაქიდან. არცერთს არ ამოგვიღია ხმა. ჩემი დეიდაშვილი(ლექსო) დეიდაჩემს ეჯდა კალთაში. მართალია 12 წლის იყო, მაგრამ მუდამ დედასთან ყოფნა უყვარდა. თან, ვიწროდ ვიყავით, და სხვა გზა მაინც არ იყო. ცოტა ხნით მე შევეცვალე ლექსოს და დედაჩემს ჩავუსკუპდი კალთაში. თავი ფანჯარას მივადე და ისე მოვიხარე, რომ არაფრისთვის მიმერტყა. სოსოს უკან ვიჯექი და უაზროდ ვიყურებოდი, ხან სიბნელეს ვუშტერებდი თვალს, ხან კი ჩვენკენ მომავალი მანქანების სინათლეს.
ღრმა ფიქრებში ვიყავი ჩაძირული, როცა ერთ-ერთმა, საპირისპირო მხარეს მომავალმა ჯიპმა მის წინ მყოფ მანქანას სიგნალით გადაასწრო. ღერძულა ხაზი დიდი სიჩქარით გადმოკვეთა და დამაბრმავებელი სინათლე მოგვანათა. სოსომ რული მარჯვნივ გადაკრა. ყველამ თვალი მოვარიდეთ საშინელ ნათებას და გაისმა მუხრუჭების და შემდეგ შეჯახების გამაყრუებელი ხმა. ჩვენმა მანქანა გადაყირავდა და გზიდან ნახევრად გადავიდა. კივილი მომესმა. შეიძლება, ეს ჩემი ხმა იყო...
თვალები ღია მქონდა, მაგრამ ყველაფერი ბურუსით მოცული იყო.
"ოხ, ეს საშინელი სინათლეები!"
ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და საავადმყოფოში გავახილე.შემეშინდა. არა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, სად ვიყავი, ან რა დამემართა. არამედ, იმიტომ, რომ ჩემები გამახსენდნენ. პანიკაში ჩავვარდი და სწრაფად წამოვჯექი. პარალელურად წამოდგა დეიდაჩემიც და ჩემთან გაჩნდა.
-დაწექი, სიხარულო! არ შეიძლება მკვეთრად მოძრაობა.
დეიდაჩემიც ექიმი იყო. მართალია, ახლა ხალათი არ ეცვა, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ თბილისში ვიყავით. რადგან თბილისიდან ახალი გასულები ვიყავით და ახლომახლო სხვა საავადმყოფო არსად მეგულებოდა, ამიტომ სასწრაფო დახმარება უკან გამოგვაბრუნებდა.
-სხვები სად არიან?
-თამუნას ტვინის შერყევა აქვს, სოსომ ხელი მოიტეხა. დანარჩენებს მხოლოდ ნაკაწრები...
-კარგი, დედა(თამუნა) უნდა ვნახო.
ვთქვი და საავადმყოფოს საბანი გადავიხადე, რომ წამოვმდგარიყავი. დეიდამ ხმა გამოსცა, რომ შევეჩერებინე, მაგრამ საბანი უკვე გადახდილი მქონდა. თუმცა, პრობლემა სხვა რამეში იყო.
ჩემს წვრილ ფეხებს თვალებგაფართოებული დავაშტერდი.
ვერ ვამოძრავებდი. ვერ ვგრძნობდი. არ ჰგავდა ჩემს ნაწილს.
დეიდაჩემი მძიმედ დაეშვა სკამზე. მე კი ისე დაჟინებით ვუყურებდი საკუთარ ფეხებს, თითქოს ასე გრძნობას დავიბრუნებდი. მინდოდა ხელით შევხებოდი, მაგრამ შემეშინდა.... იმის, რომ უბრალოდ ხორცის ნაგლეჯს დავადებდი ხელს და ამის შეგრძნება თავზარს დამცემდა. ამის გაფიქრებაზე თვალები ამიცრემლიანდა და რამდენიმე ცრემლი ფეხებზეც დამეწვეთა. დეიდაჩემი წამოდგა და ცახცახით ჩამეხუტა. მეც გვერდულად მივეყრდენი და ავბღავლდი.როცა, გული მოვიოხე და სავარაუდოდ ცრემლების მარაგიც ამომეწურა, ღრმად ამოვიხვნეშე, ლოყებზე ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე და კიდევ ერთხელ გამოვუშვი ფილტვებიდან ჰაერი.
-დედამ იცის?
-კი.
ხმა ვეღარ ამოვიღე. ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ ვიცოდი, დედაჩემი განადგურებული იქნებოდა. მისთვის ცოტა დრო უნდა მიმეცა, თუმცა, ახლა განმარტოვება მხოლოდ მას არ ჭირდებოდა. კვლავ ამოვიხვნეშე და დეიდას ვთხოვე ყველასთვის ეთქვა, რომ ნორმალურად ვიყავი.
ცოტა ხანში დედაც ჩემს პალატაში შემოვიდა და უსიტყვოდ მომიწვა გვერდით. კბილს კბილზე ვაჭერდი, ისე ვუსმენდი ექიმს, თუმცა მისი ლაპარაკიდან აზრი დიდად ვერ გამოვიტანე. მე და დედამ მთელი ღამე ერთმანეთზე ჩახუტებულებმა გავატარეთ. მძიმე დრო დაგვიდგა. ეს ყველამ იცოდა და არცერთ ჩვენგანს სურდა, პირველი გატყდომა. თუ ერთი დაეცემოდა, მაშინ მას ყველა მიჰყვებოდა. ამიტომ ყველა ჩვენგანი ცდილობდა, ძლიერები ყოფილიყვნენ...
ექიმებს ჩემი მდგომარეობის გამოსწორება არც უცდიათ. ყველაფრის იმედი გადაეწურათ, თუ ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდებოდა, არ ვიცი. თუმცა, ვფიქრობ, ეს ფულს ეხებოდა.

მშვენიერია! ახლა დაიწყება უაზრო მესიჯები, ზარები... ფეისბუქი ჩემთვის განკუთვილი საწყალი პოსტებით აჭრელდება და ლაიქების ამგროვებლები ჩემი ფოტოებით გაილაშქრებენ.
მეორე დღეს უამრავი საჩუქრით გაივსო ჩემი პალატა. ისეთებისგან იყო ეს საჩუქრები, რომლებიც მთელი ცხოვრება არ გამიხსენებდნენ, რომ არა...
მაგრამ ასეა. იმისთვის, რომ საქმეში ჩაერთონ, თავი გამოყონ და გულკეთილი არსებები გამოჩნდენ, სწორედ ასეთი შემთხვევებია საუკეთესო. ზუსტად ვიცოდი, ვინ იყო კეთილი გულით მოსული და ვინ-ინტერესის გამო. შეხვედრითაც ყველას შესაბამისად ვხვდებოდი, მაგრამ დღევანდელმა სტუმარმა შოკი მომგვარა.

ალექსანდრე და თორნიკე. ალექსანდრე არის ის ბიჭი, რომელიც მიყვარს. თორნიკე კი-მისი უცროსი ძმაა. ერთმანეთს სკოლაში ყოველდღე რამდენჯერმე ვხედავდით, მაგრამ ახლოს არ ვიცნობდით. როგორც ჩანს, სკოლაში ამბები მალე გავრცელდა. რადგან, ამ ორამდე, კიდევ ბევრმა სკოლელმა მომინახულა. თორნიკემ უხმოდ დადო ტკბილეულით სავსე კალათა მაგიდაზე, გაოცებულს, ერთი წამით შემომხედა, მოსალმების ნიშნად თავი დამიქნია და უსიტყვოდ გავიდა.
ნებისმიერს ველოდი, ამ ძმების გარდა...ალექსანდრეს თაიგული ეკავა.
არ მეგონა, ჩემს სიცოცხლეში ამ სცენას თუ ვნახავდი. ეს რეალობაა? თუ სიზმარი?
-გამარჯობა.
ლაპარაკი მან დაიწყო.
-გამარჯობა.
დაბნეულმა ვუპასუხე და თვალი მოვარიდე.
"რატომ ახლა? მე ხომ სრულიად უუნარო გავხდი? ის არც კი მიცნობს....მხოლოდ დერეფანში თუ მოვკრავთ ხოლმე ერთმანეთს თვალს. მე ის კარგა ხანია მიყვარს, მაგრამ მისთვის პირისპირ ერთი სიტყვაც არ მითქვამს."
ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც თავისი სახელი მითხრა:
-ალექსანდრე.
-ტასო.
მეც თითქმის ჩურჩულით ვუთხარი და ალექსანდრემ სკამი ჩემს საწოლთან მოაჩოჩა.
-აქ რატომ ხარ?
ძლივს მოვახერხე ამ კითხვის დასმა. თან გვერდით გავიხედე და ალექსანდრეს ჩამოგორებული ცრემლი არ დავანახე. მან მძიმედ ამოისუნთქა.
-ტასო.
ჩემი სახელის გაგონებაზე ალექსანდრეს შევხედე და ჩემმა მარტოსულმა ცრემლმა მისი გამომეტყველება კიდევ უფრო შეცვალა.
-რა აზრი აქვს, შენს აქ ყოფნას? რა აზრი აქვს, ჩემს ყურებას? ჰომ იცი, რაც დამემართა? ჰომ იცი, არა?-დავიწყე და თან უგრძნობ ფეხზე ხელი შეუმჩნევლად მოვიჭირე.-ეს რაღაც მე აღარ მეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ოპერაციას არ გავიკეთებ.
-მე აქ უაზრო სიბრალულის გამო არ მოვსულვარ. ახლა ყველაზე მეტად გვერდში მდგომი გჭირდება. ვიცი, რომ გინდა, ყველას ძლიერად მოაჩვენო თავი, მაგრამ შენი თვალები საპირისპიროს ამბობენ.
-მადლობა იმისთვის, რომ ეს შეამჩნიე. მაგრამ თუ თანამდგომი გამომიჩნდება, ეს ჩემთვის უარესი იქნება. მაინც, გმადლობ.
საბოლოო ჯამში მის ერთგვარ შემოთავაზებაზე უარის თქმა გამომივიდა. ალექსანდრემ ხელზე ხელი დამადო.
-ყვავილებში ჩემი ნომერია.
ოდნავი ღიმილით თვალი ჩამიკრა და პალატაში ყველაფრით გაოგნებული დამტოვა.

დღეები უაზროდ იწელებოდა. ვაგროვებდით თანხას ჩემი ოპერაციისთვის. ბევრი ძვირფასი ნივთი გავყიდეთ, და ვაღიარებ, ხალხიც კარგად მოგვეხმარა.
ალექსანდრეს მოსვლიდან 3 დღის შემდეგ, კი, გადავწყვიტე, მიმეწერა.
"ჰეი"
"ჰეი"
"ტასო ვარ..."
"ჰო ვიცი, შენი ნომერი მიწერია."
"საიდან გაიგე?"
"საერთო მეგობრებისგან ????"
"აა კაი"
"როგორ ხარ?"
"ნორმალურად"
"შეიძლება, კიდევ მოვიდე?"
"რად გინდა? მაინც ყველგან ჩემზეა ლაპარაკი..."
"ჰო, მაგრამ, პირადად ნახვა მირჩევნია. შენ არა?"
"კი"
"კარგი, მაშინ ხვალ გნახავ"
"კარგი"

ცოტა ხანში ახალ თემაზე ჩამოაგდო საუბარი და ისე გამოვიდა, რომ მესიჯობას შევყვევით და ღამის 2 სთ-მდე გავაგრძელეთ.
ერთმანეთი ასე თუ ისე გავიცანით და ადვილადაც ვუგებდით ერთმანეთს. მეორე დღეს დიდი შემართებით ვემზადებოდი ალექსანდრეს სანახავად. როგორც შემეძლო, მოვწესრიგდი და მისი ნახვის მოლოდინში, ჩემ გარშემო საბნებისა და ბალიშების უაზროდ სწორებას შევუდექი.
ალექსანდრე ისევ ყვავილებით მოვიდა, მაგრამ, ამჯერად თაიგული პირდაპირ მე გამომიწოდა.
-მადლობა.
ოდნავ წამოწითლებულმა გავუღიმე.
-არაფრის.
ღიმილითვე მიპასუხა.
-იცი... რაღაც უნდა გკითხო!
-გისმენ.
-რატომ ახლა? ჰომ ხედავ, რა მდგომარეობაში ვარ? დავიჯერო, ნამდვილად გინდა ჩემთან მეგობრობა და ამას სიბრალულის გამო არ აკეთებ?
-პირველ რიგში, მეგონა ადრე თუ გვიან გაგიცნობდი, მაგრამ მერე შენმა ამბავმა გამააზრებინა, რომ დროს ტყუილად ვწელავდი. მეორე, მხოლოდ მეგობრობა რომ მდომოდა, აქამდეც გაგიცნობდი. მესამე, სიბრალულის გამო ამის გაკეთება შენს შეურაცხყოფას ნიშნავს, ამიტომ ეგ თავიდან ამოიგდე! ახლა ყველაფერი გასაგებია?
ღიმილით დაამთავრა ლაპარაკი. მეც ყურებამდე გაღიმებულმა დავუქნიე თავი და გადავწყვიტე, მეთქვა:
-კარგი ამბავი მაქვს!
-აბა, გისმენ.
-ოპერაციისთვის ფული შეგროვდა. შემდეგ კვირას თურქეთში გადამიყვანენ და თუ ყველაფერი კარგად შესრულდება, ისევ შევძლებ ფეხზე დგომას!!
-ძალიან მაგარია!
ალექსანდრემაც ფართო ღიმილით თქვა და ჩამეხუტა. ცოტა გაგვიგრძელდა, ჩახუტების პროცესი, ამიტომ უხერხულობამ დაისადგურა.
-კი, კი. მესმის რომ უხერხულია ეს სიტუაცია.ვაღიარებ, მხდალივით მოვიქეცი, რომ მხოლოდ ახლა გავბედე, შენი გაცნობა. მე და შენ დერეფანში ერთმანეთს სულ ვხედავდით და რაღაც ნამიოკებს გირტყამდი...მინდოდა, შეგემჩნიე...კარგი, ახლა მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, არ მინდა, რომ ჩვენ შორის უხერხულობა იყოს. ახლა უნდა წავიდე. წარმატებები.
გაოცებულმა თავის დაქნევა ძლივს მოვახერხე, მაგრამ როცა პალატის კარი გაიკეტა კისკისით გადავწექი საწოლზე.
ალბათ, ამას ქვია ბედნიერება...



meocnebe avadmyopi
ძალიან კარგია
მომწონს ახალი ისტორიის დასაწყისი
მაგრამ
მანამ სანამ
შეგაქებდე
მითხარი რატომ
ეს და რატო არა ჩემი მეორე ალექსანდრე და ნიკა
ჰაააა??????????????????????

:D :D ჯერ ის ამიხსენი რას გულისხმობ
სახელი ნიკა რომ არ გამოვიყენე თუ წინა ისტორია რომ ისე დავამთავრე თუ რა? :D

 


meocnebe avadmyopi
მწვანეთვალებაა
meocnebe avadmyopi
ძალიან კარგია
მომწონს ახალი ისტორიის დასაწყისი
მაგრამ
მანამ სანამ
შეგაქებდე
მითხარი რატომ
ეს და რატო არა ჩემი მეორე ალექსანდრე და ნიკა
ჰაააა??????????????????????

:D :D ჯერ ის ამიხსენი რას გულისხმობ
სახელი ნიკა რომ არ გამოვიყენე თუ წინა ისტორია რომ ისე დავამთავრე თუ რა? :D


იმას რომ ის რატო არ დაასრულე

რატომ და არ მინდოდა ყველა მოთხრობა ქორწილით დამესრულებინა, ზოგან მარტო შეყვარებულობამდე მივიყვან და დანარჩენი წარმოიდგინეთ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent