შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მოწმე (თავი 1)

5-05-2018, 20:11
ავტორი naattii
ნანახია 2 711

დილის ხუთი საათი იქნებოდა დაჩი ტელეფონის ხმამ რომ გააღვიძა. მიჩვეული იყო, ამიტომ წამში გამოფხიზლდა და სამორიგეოს ნომერს რომ შეხედა წამოჯდა.
-გისმენ ნათი
-დაჩი მკვლელობაა, გიძახებენ.
-კარგი, მისამართი როგორც ყოველთვის შეტყობინებით არა?
-კი დაჩი, რა თქმა უნდა.
მაშინვე წამოდგა და კარადის კარი გამოაღო ჩასაცმელად. თავის საქმეზე საოცრად შეყვარებულია, არამგონია არსებობდეს კიდევ ისეთი გამომძიებელი ღამე ზარი საერთოდ რომ არ აწუხებს, მისთვის დამნაშავეების, მკვლელების პოვნა და მათი დამარცხებული სახის ყურება ბედნიერებაა, უყვარს მათ სახეზე გამოჭერისას ჩრდილს რომ ხედავს და ხვდება მეორედ იგივე საშინელებას ვეღარ ჩაიდენენ. არ გეგონოთ მისი ახლობელი დაიღუპა და მთელ კაცობრიობაზე უნდა ჯავრი იყაროს, არა, უბრალოდ ის თავისი საქმის პროფესიონალია. მამის და დედის ხვეწნა არაფრათ ჩააგდო და მაინც თავის საოცნებო პროფესიას დაეუფლა. უკვე 30 წლის ხდება და მხოლოდ რამდენიმე საქმე აქვს ჩაგდებული, ასე ემართება, როცა ახალ საქმეს იღებს შეიძლება კვირაობით არ გამოჩნდეს სახლში, ამიტომ დედის ბუზღუნი რომ არ ესმინა სულ ცალკე გადავიდა და ყველა ამოასუნთქა. აღარავინ უკონტროლებდა მისვლა-მოსვლას და მშვიდადაც მუშაობდა. გასასვლელში მოსაცმელიც აიღო და მანქანის გასაღებს დაწვდა. დაქოქვის შემდეგ ჩახედა მისამართს და გაუკვირდა. ეს ადგილი ქუთაისიდან საკმაოდ დაშორებული იყო, საღორიის ტყის ბოლო ხეებიც ჩაამთავრა ლამის გადაყენებული და პატრულის შემოსაზღვრული ადგილი რომ დაინახა. იქვა გააჩერა და მკაცრი სახით გადავიდა. ქუთაისი პატარა ქალაქია, მოწმობის ამოღება არც დაჭირდა ისე იცვნეს პატრულის თანამშრომლებმა და მაშინვა აუწიეს ბარიერი.
-ბატონო დაჩი ექსპეტიზა სადაცაა მოვა, მაგრამ როგორც გაგვაფრთხილეთ თქვენამდე მაინც არ მივუშვებდით.
-მადლობა გიორგი_თავი დაუკრა და მანქანისკენ წავიდა.ჯერ მანქანას შემოუარა და გარედან დაათვალიერა. მსხვერპლზე შეხედვის დრო რომ მოვიდა ადგილზე გაიყინა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ლოცულობდა ეს სახე შეიცვალოსო. საჭესთან არც მეტი არც ნაკლები მისი უმცროსი ძმა იჯდა, ტყვია პირდაპირ საფეთქელში ქონდა მორტყმული, ხელები გვერძე ქონდა მოქცეული თითქოს გვერდით იყო გადაწეულიო, ამის გაფიქრებაზე გვერდითა სკამსაც გახედა და თვალები გაუფართოვდა. უკვე ათი წელია ამ თანამდებობაზეა, მაგრამ დღემდე ვერ ეჩვევა ასეთ სისასტიკეს, 20 წლამდე ასაკის საოცრად ლამაზ გოგოს პირდაპირ შუბლი ქონდა გახვრეტილი და სისხლი სახეზე ქონდა შემხმარი. ცალი ხელი კარებზე ედო, ალბათ გაქცევა უნდოდაო გაიფიქრა დაჩიმ და ისევ ძმას დაუბრუნდა მისი მზერა. ორი წუთით მდუმარედ უყურებდა, შემდეგ კი მისი ცივი ხმა ლამის მთელი ტყის ტერიტორიაზე გაისმა:
-დემნა გამოიძახეთ.
15 წუთიც არ იქნებოდა გასული შავი პასატი რომ მოვარდა დანაშაულის ადგილზე. ლამის გაჩერებული მანქანიდან გადმოვარდა დემნა და დაჩისკენ წამოვიდა. მანქანას ქორივით ედგა წინ და მიკარების უფლებას არავის აძლევდა. დაჩის მიერ დამხმარის გამოძახება რაღაც საოცარს ნიშნავდა, დიდი ხანი პარტნიორები იყვნენ და დემნამაც იცოდა ეს, ანუ რაღაც სერიოზული მოხდა და მიტო გააგებინეს. არ დაიჯერა საქარე მინას რომ შეხედა და გაკვირვებული გადახედა დაჩის.
-რომ გაიგებენ ჩემი ძმაა საქმეს ჩამომაშორებენ, ამიტომ სანამ ვინმე სი*ს მიუგდებს ჩვენი უფროსი ამ საქმეს შენ უნდა აიღო და მეც საქმეში ვიქნები.
-არც კი შემომეპასუხო_ხელი გამაფრთხილებლად აუქნია დემნას და მანქანაში შეძვრა.
ორივე ფრთხილად დაძვრებოდა წინ და უკან და ირგვლივ გაოცებულ მზერებს აიგნორებდნენ. ყველამ გაიგო ვინც იყო მსხვერპლი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიოცეს დაჩის პროფესიონალიზმით, როცა კაცმა ყველანაირი გრძნობა გათიშა და დემნასთან ერთად ხმამაღლა მსჯელობდა.
-დემნა, სისხლის კვალს დაუკვირდი, ნახე დემეტრე ადგილზე ყავთ მოკლული სკამი სისხლითაა მოსვრილი, მაგრამ ნახე ამ გოგოს შუბლი გაუხვრიტეს და მისი ერთი წვეთი სისხლიც კი არაა მანქანაში, მგონია რომ...
-გგონია საქმე გოგოშია, გარეთ მოკლეს და შენი ძმა უბრალოდ შემოსწრებული მოწმეა?
-არა, ჯერ ერთი მგონია რომ ახლომახლო ტყეში თუ დავათვალიერებთ, რომელიმე ხესთან სისხლის კვალიც იქნება და ბაწარიც რითიც ეს გოგო ეყოლებოდათ მიბმული და მეორე, ხო ჩემი ძმა სავარაუდოდ უბრალოდ მოწმეა და ცუდ დროს ცუდ ადგილზე მოხვდა. სასწრაფოდ ფარნები და ტყეს ვათვალიერებთ_დასჭექა ბოლო ხმაზე და თითონაც ტყისკენ წავიდა ფანარ მომარჯვებული. გზიდან გიორგის მოხედა -გიორგი, აქ არ დამჭირდება, ჩემს აქ საქმის მოლევამდე იქნებ გოგოს ვინაობა დამიდგინო.
-რა თქმა უნდა ბატონო დაჩი_გამომძიებელი ზევიდან არავის უყურებდა, აქაოდა თქვენზე მაღლა ვდგავარ და გიბრძანებთო, თითოეულ თანამშრომელს რიდით და თავაზიანობით გაჟღენთილი ხმით მიმართავდა, ამიტომაც დაიმსახურა სამსახურის პირველივე თვეებში მათი პატივისცემა და ახლა როცა მსხვერპლის ვინაობა იცოდნენ ყველა თვალებში უყურებდა რითი შეეძლოთ დახმარება. გიორგისაც გაუხარდა შანსი მიეცა და მაშინვე უკან მობრუნდა.
დაჩი მართალი აღმოჩნდა, რამდენიმე მეტრის მოშორებით რიჟრაჟის ფონზე მოკრა წითელ ლაქებს ერთ-ერთ ხეზე თვალი. მაშინვე დაიძახა და ყველა შეჩერდა.
-ბიჭებო, თითქმის გათენებულია, ნახევარ საათში სრული სინათლე იქნება, ხეს არავინ ახლოს არ ეკარება, დარწმუნებული ვარ ამ გოგოს მოსაკლავად მათთვის რაღაც მიზეზი იქნებოდა, ამ მიწის გადათხრაც რომ მოგვიწიოს რამე ხელჩასაჭიდი მაინც უნდა ვიპოვოთ.
ყველამ დაიწყო ირგვლივ ხელების მიწაზე ფათური, ერთი ფოთოლიც კი არ დარჩენიათ ამოუტრიალებელი, მაგრამ ვერაფერი ნახეს. ხესთან როგორც დაჩი ვარაუდობდა ბაწრის ნარჩენები, სისხლის დიდი გუბე და გაქექილი ბალახი იყო, ანუ გოგო შველას ითხოვდა და პირ აკრული ფეხებს წინ და უკან ახახუნებდა.
-რაღაც ვიპოვე_დაიძახა დემნამ.-სამაჯურია.
-მეც ვხედავ რომ სამაჯურია დემნა, ექსპერტიზაზე გავუშვათ ახლავე, მაპატიე ნერვები უკვე აღარ ვიცი სად მაქვს_ხელები აწია მობოდიშების ნიშნად დემნას გამოხედვას რომ შეხედა.
მართალია მეგობრები იყვნენ, თანაც უახლოესი, მაგრამ ბავშვობიდან არა. დაჩის ბავშვობის მეგობრები არ ყავდა შემორჩენილი, დემნა სამსახურში გაიცნო. გამომძიებლის მოწმობა რომ მისცეს, ჯერ ახალბედა ხარო და წყვილში დააყენეს დემნასთან. 5 წელი ერთად მუშაობდნენ, ერთმანეთს ყველანაირს იცნობნენ, იმდენი რამ ჰქონდათ ერთად გამოვლილი ასეც უნდა ყოფილიყო.
-ყველაფერს გავარკვევთ დაჩი, აი ნახავ.
-ვიცი დემნა, უბრალოდ დემეტრე, ის.... ისეთი..... ის პატარა იყო._ვეღარ მოითმინა დაჩიმ და თავი ჩახარა, მხოლოდ ორი წამით, შემდეგ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ჩვეული გამომეტყველება აიკრა სახეზე. სანამ დემნა რაიმეს თქმას მოასწრებდა დაჩის ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ გიორგი.
-ვიპოვე ბატონო დაჩი, გოგონა ვიპოვე.
-სახელი გვარი მისამართი?
-დიახ, ორ წამში შეტყობინებათ მოგივათ.
-მადლობა გიორგი.
-რას ბრძანებთ ბატონო დაჩი, თუ რაიმე შემეძლება შემაწუხეთ.
-წავედით დემნა_ტელეფონს დაჰყურებდა ისე ჩაუჯდა ბიჭს მანქანაში.-ჯავახიშვილზე ცხოვრობს, ქალაქის მეორე ბოლოში რა ჯანდაბა უნდოდა_ბურდღუნით გადაიკრა ღვედი და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა.

--------------------------------------------------------------------------

დიდი ხნით ვერ მოვითმინე და აი ესეც პირველი თავი, ერთ-ერთი სერიალის გადამკიდე სულ მინდოდა ერთი ასეთი დეტექტივი მეჩუქებინა ჩემი თავისთვის და შეფასება თქვენთვის მომინდია <3

№1  offline წევრი ეირინ

მომეწონა, კარგი იყო შენი ისტორიები წაკითხული მაქ და იმედია ახალ თავს მალე დადებ heart_eyes წარმატებები kissing_heart

№2  offline მოდერი naattii

ეირინ
მომეწონა, კარგი იყო შენი ისტორიები წაკითხული მაქ და იმედია ახალ თავს მალე დადებ heart_eyes წარმატებები kissing_heart

ყველანაირად ვეცდები დიდი მადლობა <3

№3 სტუმარი სტუმარი თამარი

არ ვიცი შენი ისტორიები წაკითხული მაქვს თუ არა.. ბევრს ვკითხულობ ამ საიტზე. მომეწონა. თან დეტექტივი ჩემი სფეროა :დ პირდაპირი მნიშვნელობით არა.. კრიმინალურ ექსპერტიზაზე ვსწავლობ :დ მიყვარა დეტექტივი უზომოდ. მომეწონა ეს თავი ველოდები შემდეგს აუცილებლად. და კიდევ რომელი საყვარელი სერიალის გადამკიდეს მოგინდა ამის დაწერა იქნებ გამანდო? დამაინტერესა ძალიან^^^ ❤❤❤

№4  offline მოდერი naattii

სტუმარი თამარი

თურწულია შავი ფული და სიყვარული. დიდი მადლობა, თუ მოახერხეთ იმედია სხვებსაც წაიკითხავთ ❤

№5 სტუმარი სტუმარი თამარი

naattii

ერთჯერადი სტუმარი მაქვს წაკუთხული :დდ კომენტარის მერე გადავხედე შენს ისტორიებს და.. სხვებსაც წავიკითხავ აუცილენლად❤

№6  offline მოდერი naattii

ილიანს თუ წაიკითხავთ შეცდომები არ შეიმჩნიოთ არარედაქტირებული მიდევს :D

№7  offline აქტიური მკითხველი terooo

საინტერესოა ნამდვილად... და თან ქუთაისი

№8  offline წევრი triniti

დავიწყე და უკვე ჩამითრია

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent