26 მაისის კვეთა (სრულად)
მაღალი იყო.. მეტრი და ოთხმოცდაათი,ალბათ.. სუსტი და,სულ ოდნავ წელში მოხრილი. მოშვებული ჯინსი,ზოლიანი მაისური და ლურჯი დუტის ქურთუკი ეცვა,თითქმის სულ.. რვა ნომერ კენტს ეწეოდა და,ბავარიას სვამდა.. 26 მაისის კვეთაზე იდგა და,როცა არ უნდა გაგეხედა,ყოველთვის რაღაცას სერიოზულად განიხილავდა რამოდენიმე ბიჭის თანხლებით.. ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი შორიდან და,მიახლოება ვერ გამებედა. იყო მომენტი,გამომხედავდა,გამიღიმებდა წამიერად და,საუბარს განაგრძობდა.. რატომღაც,სულ მიზიდავდა და,ვცდილობდი,იმ ქუჩაზე გამევლო.. ცოტა ხნით მეთვალთვალა და,წავსულიყავი.. ისე ვიცნობდი,შორიდან.. მერე არ ვიცი,როგორ და რანაირად,მაგრამ, ავეწყვეთ.. რაღაცნაირად.. ისეთი ბიჭი იყო,კითხვა რომ მისი სტიქია იყო და მე არც არასდროს მბეზრდებოდა,რომ რამე მერჩია, და მერე,მეთხოვებინა მისთვის.. სულ რამოდენიმე წუთს გრძელდებოდა ჩვენი შეხვედრა.. მიუხედავად იმისა,რომ უკვე საათობით ვსაუბრობდით, პირისპირ ნახვისას,რატომღაც,სულ მორიდებულად ვიყავით. ვერ მეხებოდა და ვერ ვეხებოდი. გადავკოცნიდი და,თუ გაუცნობიერებლად ხელს მომკიდებდა, მთელი დღე აღფრთოვანებული დავდიოდი.. მამჩნევდა.. ის თითქოს თავშეკავებული იყო,მაგრამ,ჩემს ანთებულ თვალებს ყოველთვის ამჩნევდა და სევდიანდებოდა.. მიკვირდა.. მაგრამ,ვერც ვეკითხებოდი... მიუხედავად იმისა,რომ შორიდან მასზე თითქმის ყველაფერი ვიცოდი,მაინც გაათასმაგებული ინტერესით ვისმენდი მისგან ყველაფერს.. მიყვებოდა ყველაფერს: თუ რას,რატომ გრძნობდა. თუ რას,რატომ განიცდიდა.. თუ რას,რატომ აკეთებდა.. მიყვებოდა და ,ვგრძნობდი,თავისუფლდებოდა.. მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი წერილობითი სახის იყო,ვხვდებოდი, როდის იღიმოდა,როდის იცინოდა, როდის ნაღვლიანდებოდა და, თითქოს, ვიზიარებდი ყოველივეს.. გულთან მიმქონდა და,განვიცდიდი ისე,რომ,ცრემლებსაც ვერ ვაკონტროლებდი, ხანდახან.. რთული ადამიანი იყო და,მტკიოდა მისი სირთულე.. 2-3 დღის შემდეგ,როცა წუთით ვნახავდი ხოლმე,ვცდილობდი მთელი სითბო,რასაც მისგან ვგრძნობდი,შემესრუტა.. შემესისხლხორცებინა.. მერე,დავემშვიდობებოდი და,იმ წამიდან,ისევ სოციალურ სამყაროს ვუბრუნდებოდით.. ვაგრძელებდით წიგნების გაცვლა-გამოცვლას,როცა მოულოდნელად, ღამის 5 საათზე ზარი შემოვიდა ჩემს ნომერზე.. მომენტალურად გამოვფხიზლდი,რადგან ზუსტად ვიცოდი, ერთადერთი ადამიანი იყო,ვინც ღამით დამირეკავდა.. ეს პირველი იყო.. ოდნავ შეზარხოშებული იყო.. მიუხედავად იმისა,რომ ზარის ხანგძლივობა მხოლოდ წუთი იყო, ყველაფერი დაიტია.. -მომენატრრე-ო,-რაღაცნაირად ამოთქვა და,დავასრულეთ საუბარი.. ხუთის მერე ვეღარ დავიძინე.. ერთ პოზაში,გაშეშებული ვიწექი და,ფიქრების დალაგებას ვცდილობდი.. პირველი შემთხვევა იყო,როცა გრძნობა სიტყვით გადმოსცა და,მთელი სხეულით ვგრძნობდი ამას.. გული ვერ დავიწყნარე,ვეღარც სუნთქვა დავირეგულირე.. 7 იყო დაწყებული,ტელეფონი რომ ავიღე და,რაც გულში მქონდა,პასუხად მივწერე.. -მეც!-მხოლოდ ერთი სიტყვა და, მიუხედავად იმისა,რომ პასუხი არ მოუწერია, დარწმუნებული ვარ, ლოყები ოდნავ შესამჩევად შეევარდისფერა, თვალები აუბრწყინდა და, გაეღიმა.. ალბათ,თვალებსაც დახუჭავდა და,წარმომიდგენდა,თუ როგორ ვეუბნებოდი ამას,იმიტომ,რომეც ასე გავლიე ის გამთენიის საათები.. ის დღე არ შეგვიმჩნევია.. თითქოს არ ყოფილაო,მაგრამ,ყოველ წამს მაინც ვიხსენებდი მის ნათქვამ ერთადერთ გრძნობას.. ამ ამბიდან,კვირა იყო გასული, ისე ვწერდი,სასხვათაშორისოდ. იარაღიდან სროლა ჩემი ოცნებაათქო, არ გამიმახვილა ყურადღება, ის დღე ჩვეულებრივად ჩავამთავრეთ.. იმის შემდეგ,უკვე საღამო მოსულიყო,არ მოუწერია და, ისე ვნერვიულობდი, რომ აღარც ვმალავდი.. მზად ვიყავი,მისი ახლო მეგობრისთვისაც კი მიმეწერა,ოღონდ დავმშვიდებულიყავი.. ტექსტი უკვე აკრეფილი მქონდა,როცა უკვე მეორედ,ეკრანზე მისი სახელი განათდა და,ერთიანად ამოვისუნთქე. -ათ წუთში ჩვენ ადგილას თუ გამოხვალ,შენთვის სიურპრიზი მაქო. სიტყვა არ მათქმევინა,გამითიშა.. სანამ ვიცმევდი,იმ ორ მნიშვნელოვან სიტყვაზე ვფიქრობდი.. მარტო მე არა,თურმე მასაც შეუმჩნევია,რომ ერთსა და იმავე ადგილას ვნახულობდით ერთმანეთს. ამან იმდენად ამაღელვა,რომ ზუსტად 5 წუთში უკვე ჩვენს ადგილას, 26 მაისის კვეთაზე,სულ პატარა მოხვეულ ადგილას,ოდნავ ჩაბნელებულ კუთხესთან ვიდექი და მის აბრწყინებულ თვალებს ვუყურებდი.. გამიღიმა და,ხელი ჩამკიდა. პირველად.. გამაჟრჟოლა! ისე გავყევი,არც მიფიქრია სხვა არაფერზე,კლდის პირასაც რომ მივეყვანე,არც ამაზე ვიყავი წინააღმდეგი. კლდეზე არა,მაგრამ,მისი უახლოესი მეგობრის სახლს რომ მივუახლოვდით, ჩემკენ შემობრუნდა და,ჩემი ღიმილით გამიღიმა. -იქაა სიურპრიზი-თვალით ორსართულიანი სახლის გვერდით მდგარ ავტოფარეხზე მანიშნა. გამიკვირდა და,სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი,როცა, იქ შესულმა, ქურთუკის ზურგიდან შავ ნაჭერში გახვეული რევოლვერი გამოიღო! ჰო,ნამდვილად, ვერცხლის ფერი რევოლვერი.. გაცისკროვნებული სახით მიყურებდა.. არ გამკიცხოთ, და არც გაგიკვირდეთ,ცეცხლსასროლი იარაღი ჩემი მართლაც რომ გატაცებაიყო და ახლაც,აღფრთოვანებით დავყურებდი ჩემს ხელებში მოქცეულ რკინის მასას.. -ტყვია არ დევს შიგნით,მაგრამ,თუ პირობას მომცემ,რომ ფრთხილად იქნები,ერთს გაგასროლინებ,ოღონდ მანამდე,მაყუჟს დავუგებ-თვალი ჩამიკრა და, წუთის შემდეგ ისევ მომაწოდა.. მთელი ამ დროის მანძილზე ხმის ამოუღებლად ვაკვირდებოდი და, გულის დამშვიდებას ვცდილობდი.. მის ამ საქციელში იმხელა გრძნობა იკითხებოდა,რომ მთლიანად მფარავდა და,ისე გავისროლე ზედიზედ სამჯერ,რომ ვერც კი გავიაზრე.. მან მე სურვილი ამისრულა,ამაზე მეტი რა უნდა ყოფილიყო? ისევ ისე მიყურებდა.. როგორც ჩვეოდა.. ღიმილით და აბრწყინებული თვალებით.. მხრებში ოდნავ მოხრილიყო და,ბეჭით კედელს ეყრდნობოდა.. წამოზრდილ წვერზე მოხდენილად ჩამოისვა გრძელი თითები და, ფრთხილად ჩამომართვა იარაღი.. ჩვენს ადგილამდე უკან ისევ უხმოდ მივედით,და დროებით დამემშვიდობა.. სახლს ვუახლოვდებოდი,შეტყობინება რომ მომივოდა,მთელი ისტორიის თანხლებით.. აღნიშნული იარაღი მამამისის სახსოვარი ყოფილა და,ზუსტად 10 წელია,არავის გაუსროლია.. მის სოფელში,მუხის მრავალწლოვანი ხის ფუღუროში,ერთი ადგილი ყოფილა,სადაც წლების მანძილზე ინახებოდა. ამასისეთი ისტორია დააყოლა,რომ ათასმაგად დავაფასე,იმიტომ,რომ იმ იარაღის ქალაქში ჩამოტანა ძალიან დიდ რისკებთან იყო დაკვშირებული და მან, ეს, ჩემთვის, გააკეთა! მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი ოცნება აესრულებინა. ეს კი ჩემთვის ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავდა.. მერე ჩვეულებრივად მივყვებოდით დინებას.. ჩემი ჩვევისთვის არასდროს მიღალატია, ყოველთვის 26 მაისის კვეთაზე ჩამოვდიოდი,რომ დამენახა, მეყურა მისთვის და, ბედნიერებისგან აღვსილს განმეგრძო გზა. ის ისევ ისე იქცეოდა, გამომხედავდა,გამიღიმებდა და, თვალს ჩამიკრავდა.. რამოდენიმეჯერ მისი მეგობრის გამჭოლი მზერაც შევამჩნიე,შემფასებლურად რომ მაკვირდებოდა.. მათ არ ვიცნობდი,მაგრამ,დაახლოებით ვიცოდი,რასაც წარმოადგენდნენ და, თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. მასაც ბევრი მოეყოლა მის სამეგობროზე და, გაკვეული წარმოდგენა ყველაზე გამაჩნდა. მისდამი გრძნობებს ისიც მიღვივებდა,რომ მისი გვერდში მყოფების კეთილდღეობისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი.. არ ვიცი იმ დღეს რა მოხდა,მაგრამ,მთელი დღე არ შემხმიანებია.. დარეკვას ვერ ვბედავდი,შეტყობინებაზე კი არ მპასუხობდა.. ის დღე როგორღაც სიმშვიდე შევინარჩუნე, მაგრამ როცა დუმილი 1 კვირა გაგრძელდა,უკვე შეურაცხადი ვიყავი.. რატომღაც ჩემი და მისი ურთიერთობა არავისთვის გამიმხელია და ამ ყველაფერსრომ მხოლოდ ჩემში ვიკლავდი,ეს უფრო მიმძიმებდა მდგომარეობას.. იმ კვირაში მივხვდი,თუ რას ნიშნავს ჰაერის უკმარისობა.. თუ როგორია,როცა მთელი სხეულით გენატრება და, რას ნიშნავს ტკივილამდე ნერვიულობა.. ადამიანს აღარ ვგავდი,რას არ ვფიქრობდი და რას არ წარმოვიდგენდი.. გული მისკდებოდა იმის გაფიქრებისას,რომ შეიძლება რამე დამართნოდა.. მაგრამ,ერთი კვირის თავს,უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონში.. სანამ ავიღებდი,მეგონა რომ ის იქნებოდა და,ლამის გულის ამომივარდა.. შევცდი,მაგრამ,ესეც მკმაროდა.. მისი მეგობარი იყო.. ის,ვინც შორიდან ინტერესით მაკვირდებოდა ყოველთვის.. მხოლოდ ის მითხრა,რომ ჩემი პიროვნება კარგად იყო და,მალე შემეხმიანებოდა,რომ არ მენერვიულა და,დავლოდებოდი.. ამოვისუნთქე. თითქოს ერთიანად მოვეშვი. იმ დღეს მისი მიზეზით პირველად ვიტირე.. შვებამ და ბედნიერების განცდამ ამატირა.. ზარიდან მესამე დღეს კი,როგორც იქნა,მომწერა. ჩვენს ადგილას მოდიო და მეც,თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლიდან და, ბნელ კუთხეში მდგარს მთელი ძალით მოვეხვიე.. ეს ის ბედნიერებაიყო,რომელსად მთელი ცზოვრება სანთლით დავეძებდი.. ისე მძლავრად მიკრავდა,რომ სუნთქვა მიჭირდა,მაგრამ, არ მეთმობოდა. კისერში ვგრძნობდი მის სუნთქვას და მთელ ტანში ელექტროდები მივლიდა. საოცრება იყო.. ეს ამოუხსნელი ენერგია იყო და, უსაზღვრო ბედნიერება. რამოდენიმე წუთის შემდეგ,როცა ოდნავ მოვუშვი მკლავებს და მინდოდა,მისი სახისთვის შემეხედა, არ გამიშვა, კიდევ უფრო მძლავრად მიმიკრა და, -ჩამეხუტე რა,გთხოვ,მინდა ბედნიერება კიდევ შევიგრძნო-ო,მოღლილი,თბილი ხმით მითხრა და უფრო ჩავიკარგე მასში. ის დღე უსიტყვოდ გავატარეთ,მხოლოდ მეხუტებოდა და,სახეზე მეფერებოდა. საღამოს,როცა სახლში მივედი და მომწერა,მაშინ გავიგე,თუ სად იყო ეს ერთიკვირა და,რატომ მეჩვენა ასე ერთიანად ძალაგამოცლილი და მოტეხილი. ის,რასაც გაურბოდა,ქარიშხალივით დატყდომია თავს.. მაშინ,როცა ეგონა,რომ მამას ვეღარასდროს ნახავდა,სწორედ მაშინ დაურეკავს და უთქვამს,ჩამოდიო.. ამ ადამიანის წარსული იმდენად ბნელით იყო მოცული,რომ იკავებდა სულ თავს მის შესახებ მოეყოლა. მხოლოდ ის ვიცოდი,რომ ინტერპოლი ეძებდა და სადღაც იყო გადამალული.. არ ვიცი რა,როგორ დააშავა,მაგრამ,ლამაზი წარსული რომ არ ექნებოდა ეს ცხადი იყო. იმ ფაქტმა,რომ ეს არ დამიმალა,უფრო გამიღრმავა მისდამი ნდობა. მას ჩემი სჯეროდა,მენდობოდა,ჩემი სწამდა და ამიტომ იცლებოდა ჩემთან... მთელი ამ დღეების მონატრება მალევე ჩავიცხე,უკვე ყოველდღე ვნახულობდი.. მიუხედავად იმისა,რომ ჩვენს შორის ბარიერები ნელნელა იშლებოდა,მისგან გამუდმებით ვგრძნობდი თავშეკავებას.. ეს ფაქტი,რატომღაც,ძალიან მაწუხებდა და,არ მესმოდა,რატომ ხდებოდა ეს ჩვენს თავს.. მერე მივხვდი.. მივხვდი არა,ფაქტის წინაშე დავდექი.. 26 მაისის კვეთაზე ვიდექი,მის მოპირდაპირდ და,ღიმილით ვაკვირდებოდი.. ის მომენტი იყო,გამომხედა,თვალი ჩამიკრა,გამიღიმა და რომ უნდა შებრუნებულიყო,სახე გაუქვავდა.. დავფრთხი.. მზერა ჩემს უკან შეეყინა და,დაზაფრულმა,მომენტალურად გავიხედე უკან.. ჩემი ძმა მოდიოდა! მერე ყველაფერს კადრებად ვხედავდი. ჩემი ძმა მოვიდა, რაღაც მკითხა, ინსტიქტურად თავი დავუქნიე, გზა გადაჭრა, მას მიუახლოვდა, მიესალმა, გადაეხვია, მის გვერდით მდგომი ბიჭები ყველა მოიკითხა, მათთან ერთად დასხდა! გამოვბრუნდიბდა სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი. ზურგი ისე მეწვოდა, ვგრძნობდი,დაჟინებული მზერა რომ მაცილებდა, მაგრამ, ვერ მივიხედე.. ოთახში ავედი და,საწოლზე დავემხე. ის და ჩემი ძმა.. მეგობრები.. და მიზეზი,თუ რატომ იყო თავშეკავებული! მიუხედავად იმისა,რომ აზრი ვერ გამომქონდა ამ ყველაფრისგან,მაინც წამომივიდა ცრემლები.. ის რომ ამ ჩარჩოში მოქცეულ სტერეოტიპს შეეზღუდა,არ ვაპატიებდი.. მაგრამ, ფაქტიიყო, ვერ მიახლოვდებოდა საკმარისად,იმიტომ,რომ ღობედ აღიქვამდა ჩემს ძმას.. საღამოს მომწერა.. უხასიათოდ მომეჩვენა.. მიზეზი რომ ვკითხე, პასუხი დამიგვიანა, ვიგრძენი,იმ თემას რომ უახლოვდებოდა,ასე რომ მაფრთხობდა.. შენთან დალაპარაკება მინდაო-როგორც იქნა მომწერა,ათი წუთის მერე.. რამოდენიმე წუთში იქ ვიყავი და , ბარდიულზე ჩამომჯდარ სხეულს ვუყურებდი.. თავი ხელებში ჩაერრგო და წელში საგრძნობლად მოხრილიყო. მის სახეს ვერ ვუყურებდი მაგრამ,ვგრძნობდი,ტკივილი რომ ეხატა ნაკვთებზე. -ძალიან შევტოპეთ-ისე,რომ არ ამოუხედავს,ამოილაპარაკა.. -ჩემი ბრალია,მე დაგიახლოვდი..-ხმა საგრძნობლად ჰქონდა გამტყდარი,მხრები სულ ოდნავ უკანკალებდა,თავის შემაგრებას სცდილობდა.. -ჩემ ხელში გაიზარდა,ხომ ხვდები ?-ამომხედა,თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,ნერვიულად მოუკიდა რვანომერ კენტს.. -მე ვასწავლიდი ყველაფერს,ჩემ გვერდით მოდიოდა,სულ.. ეს არაა ჩემთვის ,ანი, ადვილი.. გული შეიძლება გამისკდეს..-თავი ისევ ჩახარა და განაგრძო.. -მეთვითონ ვეუბნებოდი,საზღვრებს არ გადასცდეთქო,მე ანი და ეს მტკივა-თვალებში შემომხედა,გამაკანკალა,უსაზღვრო ტკივილი იღვრებოდა იქიდან.. ხმას ვერ ვიღებდი.. -ის რომ ჩემი უბრალო ნაცნობი იყოს,არც კი დავფიქრდებოდი,მაგრამ,შენი ძმაა,შეიძლება ვერ მიხვდე,მაგრამ,15 წლის იყო პირველად რომ გავიცანი და,მას შემდეგ,გვერდიგვერდ მოვდივართ.. ჯანდაბა-უცებ აიყვირა და მუჭი კედელს დასცხო.. უკვე მთელი სხეულით კანკალობდა,ისე უმძიმდა ესყველაფერი,რომ ვერცკი იმაგრევდა თავს. საკუთარ თავს ვებრძოდი, არ მინდოდა მისით ეთქვა,არ მინდოდა მას სტკენოდა ამდენად. არა! მიყვარდა! ჯანდაბა,უღმერთოდ მიყვარდა.. -ზური-ძლივს ამოვიდგი ენა-მე წავალ და,შენ კარგად იყავი,კარგი?-ძალიან ფრთხილად მივუახლოვდი,მისი გამხდარი სახე აკანკალებულ ხელებში მოვიქციე.. თვალებში გაკვირვება ეხატა,მაგრამ,იქ მადლიერებაც იყო.. მე ხომ ვიცოდი არა?თვითონ რომ ვერ შეძლებდა ამას.. მე ხომ ვიცი,მისთვის ეს ყველაფერი რას ნიშნავს.. ამიტომ კიაფობდა მისი თვალები მადლიერებისგან.. -ანი,ის.. ხოიცი,მე.. ანი..-სათქმელს თავს ვერუყრიდა..თვალებიდან იმხელა ყოყმანი და ტკივილი გადმოეღვარა,მთლიანად შევიძარი. -ანი,მადლობა,ხომ იცი მე..?! -ჩუ-ღიმილით ავაწევინე ჩახრილი თავი და,ძალიან ფრთხილად მივეხუტე,მაქსიმალურად შევისრუტე მისი სითბო და ოდნავ გრილი სუნი.. -ნუ დავიმძიმებთ თავს უფრო,ესეც საკმარისია,რაც იყო..-უკან ერთი ნაბიჯით დავიხიე და... .... .... .... წავედი.. ____ მოგესალმებით .. ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი.. მგონი,ახსნაც ზედმეტია.. ამ ისტორიას ლოგიკური გაგრძელებაც აქვს,მიდევს კიდეც,უბრალოდ შესავალს მოითხოვდა და,ვისაც სიჩუმის ხმა წაგიკითხავთ,მიხვდებით კიდეც ყველაფერს ( სათაური ინგლისურად მიწერია,მაგრამ,აქ რატომღაც ვერ ვწერ) მოკლედ,მე თქვენ მიყვარხართ! ისე კი,ჩვენი პატარპატარა ტკივილები ყცელას გვაქვს,ალბათ დამთანხმწბით.. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.