მოახლოება (XVI თავი)
XVI თავი პოლიციის შენობასთან ვდგავართ მე და დათო. მოსაცდელში კედელს ვარ მიყუდებული და წყლის ჭიქას ამაოდ ვაწვალებ. -მოვიდა!-მიმანიშნებს ადვოკატზე. საშუალო სიმაღლის კაცია, შაგვრემანი. მარჯვენა ხელში სერი, ტყავის ჩანთა უჭირავს, მარცხენა ხელში კი ორიოდე თაბახის ფურცელი უჭირავს. -გამარჯობა! მე კახაბერ ლიპარტელიანი გახლავართ, ადვოკატი. ხელს მართმევს. დათოს კი მეგობრულად ესალმება. -ნიკა გაბაშვილთან მსურს შეხვედრა!-გავიგონე როგორ აცნობს თავს პოლიციელს. -მშვიდად იყავი ჩემი მეგობარია, თავის საქმე კარგად იცის. თავს ვუქნევ და თითებით თვალების შემშრალებას ვცდილობ. -დათო, სიმართლე მითხარი ბინაში რა მოხდა? თავს დაბლა ხრის, ხელს სახეზე ნერვიულად ისვამს და საუბრის დაწყებას ცდლობს: -შემთხვევით მოხდა, ნიკა ყველაფერს აგიხსნის. კახაბერი სთხოვს და შეგიშვებენ მასთან. -მან დაჭრა ის კაცი? პასუხის გაცემას ვეღარ ასწრებს, ბატონი კახაბერი გამოდის და მეუბნება რომ რამდენიმე წუთით შემიძლია ნიკა მოვინახულო. წინასწარი დაკავების იზოლატორთან თითების მტვრევით მივდივარ. ნიკა გრძელ სკამზე ზის, თავი კედელს აქვს მიყუდებული, თვალები კი დახუჭული. როდესაც ვუახლოვდები ფეხზე დგება, ნელი ნაბიჯით ჩემკენ მოიწევს. იფიქრებთ, ასაკი მოემატაო, ისეთი სახით მიყურებს, ემოციების ამოკითხვა შეუძლებელია. საუბრის წამოწყებას ვცდილობ, თუმცა ვერაფერს ვამბობ. ჩემს ხელს თავისაში იქცევს, ტუჩებს მადებს და არ მშორდება. რამდენიმე ხანი ასე ვდგავართ გაუნძრევლად, ბოლოს ისევ ის იწყებს საუბარს: -თაია... -ჩუ! ვიცი რომ ეს ყველაფერი შეცდომაა. -არ არის შეცდომა, ჩემი გასროლილია ტყვია იარაღიდან.-ხმის კანკალით ამბობს ის. -შენ.. არა, შენ ნიკა... -კი, თაია, კი!-მოთმინება დაკარგული ამბობს ის. -დაწყნარდი!-ძალას ვიკრებ, ჩემს ხელს კი თავისას არ უშვებს.-ის კაცი გადარჩება და ყველაფერი კარგად იქნება, ეს შენც ხომ იცი? სად გაქრა თავდაჯერებული ნიკა? განა გუშინ არ მეუბნებოდი ყველაზე მეტად შენი მჯერაო? ხოდა ახლაც დამიჯერე! -გმადლობ, გმადლობ რომ... -ნიკა სისულელების ლაპარაკი თუ იცოდი არ მეგონა!-ვაწყვეტინებ მე. -დრო ამოიწურა, გთხოვ გამობრძანდით!-მატყობინებს პოლიციელი. მაჯაზე მკოცნის, თავის თითებს, ჩემსას რიგ-რიგობით აყოლებს და სევდიანი, მადლიერი, ამოუცნობი მზერით მიმზერს. *** -ის კაცი გონს მოვიდა!-მატყობინებს დათო. -სერიოზულად? მადლობა უფალს!-შვებით ამოვისუნთქე. -ახლა მთავარია საჩივარი არ შეიტანოს, არა მგონია ასე მოიქცეს, მაგრამ მაინც დაველაპარაკები. -და რატომ არ გგონია რომ ასე არ მოიქცევა? -იმიტომ რომ, იმიტომ... - რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა მის სიყვებს აღარ განაგრძობს. -იმიტომ რომ თვითონ გაუსწორდება? არა!-ცივად ამბობს და მემშვიდობება. *** -რა ამბები ხდება, გადაირევი პირდაპირ რა!-სამზარეულოდან გამოდის დედა. -რა ხდება? -ვიღაც კაცი დაუჭრიათ ლაკოს კორპუსში. მადლობა ღმერთს გადარჩა. ორი ბიჭი მისულა, მეზობელს დაუნახავს. -ხოო?-ფერი მეკარგება სახეზე. -ასეა, ასე! ყველა გადარეული რომ გარეთ დადის!-ბებიაჩემი ექომაგება მეორე ოთახიდან. -იქნებ შემთხვევით მოხდა? -კარგი რა, თაია, რაღაც ქონდათ გასაყოფი, მივიდნენ და დაჭრეს. საწყალი კაცი. -კარგი დედა, კარგი! წავედი, გოგოები უნდა ვნახო! ------ მართალია პატარა თავია, მაგრამ არ დადებას კი ჯობს. და ხო კიდევ შემდეგი თავი მალე გელით... ოი, გადაწყდება შემდეგში ჩვენი ნიკუშას ბედი! თაია ხო ყავს გვერდით... ისე ეს გაუბედავი გოგო, რაღაცაა... ვიცნ კითხულობთ კი ძალიან დიდი მადლობა და ამდენს რომ გალოდინებთ და მაინც ჩემს გვერდით ხართ უამრავი მადლობა თქვენ! არ დაიზაროთ თქვენი აზრი და შეფასებები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ასევე ძალიან დიდი სტიმულია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.