შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (XV თავი)


28-04-2018, 21:39
ავტორი teddy))
ნანახია 1 716

XVთავი

მობუზული ხის ძირში ვდგევარ, რადგან წვიმის წვეთებისგან დავიცვა თავი და ნიკას ავტომობილით გამოჩენას სულმოუთმენლად ველი.
-კიდევ კარგი დროზე მოხვედი, თორემ შემცივდა!-აკანკალებული ვჯდები მანქანაში.-როგორ ხარ? იმ ბიჭმა თქვა რამე?
-უბანი გავიგეთ, სადაც ამჟამათ ღამურა იმყოფება.-დაძაბული ამბობს ნიკა.
-კარგი ამბავია , მისგან ბევრი რამის გაგება შეგვიძლია.
-კარგია, მაგრამ ძალიან ძნელი. არამგონია ღამურა იმის ჩიტი იყოს ადვილად დაფრქვას ყველაფერი.
-როდის აპირებთ წასვლას?
-დღეს წავალთ მე და დათო.
-შეიძლება მეც რომ წამოვიდე?-მუდარით აღსავსე თვალებს ვაპყრობ მას.
-არა არ შეიძლება!-მპასუხობს და ტუჩთან ახლოს კოცნის ნაკვალევს მიტოვებს.
-რატომ? რა დაშავდება იმით რომ წამოვიდე?
-არ მინდა რაიმე საფრთხე შეგექმნას, თაია ეს უბრალო საქმე არ გეგონოს.
-და შენზე რას მეტყვი? შენ რომ რამე დაგემართოს? დაგავწიყდა რომ დაგჭრეს? და დღესაც რომ ძებნაში არიან?
-ყველაფერი მახსოვს, ყველაფერი და ზუსტად ამიტომაც უნდა მოეღოს ამ ყველაფერს ბოლო! დღეს მე ვიქნები, ხვალე სხვა! მარტო მე და ჩემი ოჯახი არ ვართ, ვისაც ზიანი მიაყენეს!

-მესმის...-თავს სავარძლის საზურგეს ვაყრდნობ და ხელებს სახეზე ვიფარებ. ნიკას დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, ხელი ჩემს თითებთან მოაქვს და სახიდან მაშორებს. მისი შეხების დროს სხეულში ჟრუანტელი მივლის და თვალები სიამოვნებისგან მემღვრევა.
-არ მინდა ასეთს გიყურებდე, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ყველაფერი კარგად იქნება!
-იმის წარმოდგენა რომ ახლა შენს გევრდით ვარ და სავსებით გენდობი, უდიდეს ბედნიერებას მგვრის.
ნიკას ეღიმება და ჩემს თითებთან განაგრძობს თამაშს.
სასიამოვნო სიჩუმეს მობილურის ზარის ხმა არღვევს:
-გისმენ!-პასუხობს ნიკა.
-სად ხარ?-დათოს ხმაა.
-თაიასთან ერთად ვარ ახლა.
-გავარკვიე ღამურასთან ერთად ერთი მაგის კაციცაა, გერმანიიდან ახალი ჩამოსული ყოფილა.
გერმანიის გაგონებაზე უსიამოვნო მოგონებები მეშლება და დაძაბულობა მიპყრობს.
-თაიას მივიყვან და წამოვალ.
-არა წამოდით ორივე ერთად, მაგის დრო არ არის!-ეუბნება და ტელეფონს თიშავს.


***

ერთ-ერთ გარეუბანში მივდივართ, მოსაღამოვდა და მზე ღრუბლებს ეფარება. ფანჯრიდან დათოს ვხედავთ და ავტომობილიდან გადავდივართ.
-ამ სადარბაზოშია, კონკრეტულად რომელ ბინაში ცხოვრობს მეზობელთან გავიკითხავთ.-ამბობს დათოს და ნიკას ანიშნებს რომ გაჰყვეს. ამ კაცის ერთი რაღაც მაკვირვებს, ტონალობას, არასდროს ცვლის. მუდამ ერთ ტემბრში ლაპარაკობს, იშვიათად იცვლის მიმიკებს, მხოლოდ თვალებში ეტყობა ხოლმე თუ რას გრძნობს.
თვალს როცა მიეფარნენ მანქანაში ვჯდები. დასამშვიდებლად მობილურში სიმღერას ვრთავ და ყურსასმენებს ვიკეთებ. გონებაში ვცდილობ წარმოვიდგინო თუ ახლა რა ხდება ღამურას ბინაში და დაძაბულობა უფრო და უფრო მიპყრობს. ვლოცულობ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ნერვიულობის გამო მუცელი მტკივდება და სადარბაზოს ფანჯრებისკენ ვიყურები. თვალიერებას ვრჩები და ავტომობილის უკან გაჩერებულ სასწრაფოსა და პოლიციის მანქანას ვხედავ.
- რა ხდება?-მანქანის კარებს ვაღებ, ყურსასმენებს ვიგლეჯ და ძირს ვაგდებ. სადარბაზოში შევრბივარ, თუმცა პოლიციელი მაჩერებს, მეუბნება რომ დროებით იქ შესვლა აკრძალულია. მას სხვა შეიარაღებული პოლიციელები და ექიმები მიყვებიან. ღმერთო ეს რა ხდება? დაგვიფარე, ღმერთო შენ დაგვიფარე...-ვიმეორებდი ხმამაღლა, მანამ სანამ საკაცეზე დაწოლილი ეგრედწოდებული ღამურა არ დავინახე და მის უკან პოლიციელები, რომლებსაც ბორკილდადებული ნიკა გამოჰყავდათ.
-ნიკა, ნიკა...-მის სახელს ვყვირივარ, მასთან მივდივარ, თუმცა პოლიციელი მიცილებს და დათო გულზე მიხუტებს.-რა ხდება? რა ჩაიდინა? ის, ის...
-დამშვიდდი, დაწყნარდი!-მეუბნება დათო და მანქანისკენ მივყავარ. თვალებში მიბნელდება, ძალა მეცლება, არაფერი მესმის და ვერაფერს ვამჩნევ, გარდა იმისა როგორ მეორდება ჩემს მეხსიერებაში ის კადრები, როდესაც პოლიციელებს ნიკა გამოჰყავდათ.




№1 სტუმარი Shorena kiladze

Uinee es ra iyo axla ha .ra gindida ras erchodi zlivs ertad arian da .au kargi iyo zsluan chemo tkbilo

 


№2  offline წევრი teddy))

Shorena kiladze
Uinee es ra iyo axla ha .ra gindida ras erchodi zlivs ertad arian da .au kargi iyo zsluan chemo tkbilo

მადლობა, შორე! heart_eyes ბოროტი ანი ვარ ;დდდ

 


№3 სტუმარი Mariami

Magari iyo momewona

 


№4  offline წევრი teddy))

Mariami
Magari iyo momewona

გმადლობ❤️

 


№5  offline მოდერი sopiko

აუუ.
კარგი, რა.
მაგრამ მაგარი გოგო ხარ, რომ დადე!
აღარ ხარ საცემი ;დდ
თაია <3

 


№6  offline წევრი teddy))

sopiko
აუუ.
კარგი, რა.
მაგრამ მაგარი გოგო ხარ, რომ დადე!
აღარ ხარ საცემი ;დდ
თაია <3

თაია❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი გიორგი

ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები.გააგრძელეთ წერა

 


№8  offline წევრი teddy))

სტუმარი გიორგი
ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები.გააგრძელეთ წერა

გმადლობ, აუცილებლად! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent