შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მატარებელი (მესამე თავი)


6-05-2018, 02:45
ავტორი მერედითი
ნანახია 1 151

გაბრიელი? მემგონი! მიდი ჩქარაა!! მატარებლებს შორის ამოსასვლელი კიბეებისაკენ გავიქეცი. იქნებადა მოესწრო ამოსვლა. თავი გავყავი მატარებლიდან და დავინახე გაბრიელი. მორბოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა და ჩემი ტელეფონი ეჭირა. დავუძახე და დამინახა, დამიძახა:
-დავიჭირე! ქურდი დავიჭირე!
-უკან ვაგონში ადი და გადმოდი! ვერ მოაწრებ ამოსვლას!-დავუძახე ხმამაღლა როგორც კი შემეძლო.ამოხტა მოასწრო და მატარებელიც ბაქანს მოსცილდა.გაბრიელი გადმოდიოდა ვაგონებში და მოდიოდა ჩემსკენ. უცებ შემრცხვა, გულში მაგრამ მაინც დავადანაშაულე.ამ დროს მომიახლოვდა და ტელეფონი გამომიწოდა:
-ეს მემგონი შენია-და თან სულს ითქვამდა.
-დიიდი მადლობა! გადამარჩინე! მაგრამ ვინ? როდის მოასწრო?
-შენი გასვლიდან რამოდენიმე წამში ერთი კაცი შემოვიდა, მათხოვრობდა და როცა დაინახა შენი ტელეფონი დაიტაცა და გაიქცა რაც ძალი და ღონე ჰქონდა. 2წამი დამჭირდა გასაანალიზებლად და გავიქეცი. ბაქნის ბოლოს დავიჭირე, მაგრამ სანამ მოვდიოდი დრო დამავიწყდა და როცა გამახსენდა გამოვიქეცი და შენც დამიძახე.
-წამოდი დაჯექი, დაღლილი ხარ.-ვუთხარი და წავედი წინ.უკან წამომყვა და დაესვენა სავარძლში. უცებ ჩვენი ყავა გამახსენდა და ვუთხარი:
-ყავა გაცივდა...ახალი ვიყიდოთ?
-არაა, იდეალურია! ისე დამცხა კიდევ ცხელს ნამდვილად ვერ დავლევ...-თქვა, ყავა მოსვა და მე შემომხედა და მეც საპასუხოდ მოვსვი და გავხედე. კმაყოფილებით სავსე სახე ჰქონდა, მიზეზი ვერ მივხვდი. შემდეგ მეორედ და მესამედ მოსვა, მალევე კი ამ ყლუპებს მთელი ჭიქა მიაყოლა. მე არ მიჩქარია, ანდა სად მეჩქარებოდა? ქვეყანა დრო მქონდა და თან ჩქარა ჭამას ნელა ჭამა და დაგემოვნება მიყვარს.როცა მეც მოვრჩი შემომხედა და მითხრა:
-მოდი შენზე მომიყევი, მომიყევი ვინ ხარ...-თან ისეთი თვალებით მიყურებდა უარს რომ ვერ ეტყოდი. ამ თვალებმა დამაბნიეს, მაგრამ სხარტად მოვიფიქრე პასუხი:
-ვითომ რატომ? მე რავიცი იქნებ მანიაკს ვესაუბრები? ის უკვე ვიფიქრე ქურდი რომ ხარ, მაგრამ რადგან დამიბრუნე და შენ არ წაგიღია ჩემი დღევანდელი გმირი ხარ! კარგი, ჯანდაბას გეტყვი... ოღონდ შენს მერე!
-კარგი დავიწყებ, მაგრამ შენ რაიცი რომ მანიაკი და ქურდი არ ვარ?-თქვა და წარბი აწია.
-ფილტვი მიგრძნობს არხარ! გული არ მაქვს და ასე რომ ფილტვი მიგრძნობს!-ვთქვი და გულიანად გამეცინა. გაბრიელსაც გაეცინა. თავიდან ვფიქრობდი „ყოჩააღ ევ! ეგრე გააგრძელე ხუმრობები!“, შემდეგ კი გავაცნობიერე, რომ უკბილო ხუმრობა იყო და ნერვები მეშლებოდა. ამასობაში კი გაბრიელმა დაიწყო:
-გაბრიელ ბარბაქაძე, 17 წლის, თბილისი .წყალბურთელი და ფილმების მოყვარული. მიყვარს მოპედი და ველოსიპედი.ყველანაირი მუსიკის მოყვარული. მათემატიკის მცოდნე და ცოტა ზარმაცი, როგორც ყველა...-თქვა და კეფა მოიფხანა-შენ?
-კარგი. ევა ჭელიძე, 16 წლის, თბილისი. მუსიკოსი და მომავალი ჟურნალისტი. წიგნის ჭია. მიყვარს ველოსიპედი. ვუსმენ ყველანაირ მუსიკას. მაქვს ალერგია ფიზიკა-მათემატიკაზე და მეც მარ ცოტა ზარმაცი, მაგრამ შრომისმოყვარე თუ მაქვს მოტივაცია...-ვთქვი და შევხედე, რეაქცია მაინტერესებდა. საპასუხოდ გამომხედა და მითხრა:
-კარგი, ფიზიკა არც მე მიყვარს მაგრამ მათემატიკა?კაი რაა...
-ბოდიში რომ იმედები გაგიცრუე, მაგრამ შენ ჩემს შესახებ გაინტერესებდა და რაც ვარ ის ვარ!-ვთქვი და თითქოს იმის მაგივრად რომ გამეცინა და იუმორში გადამეტანა, რაც მან ქნა გავბრაზდი. მკითხა:
-გაბრაზდი? კარგი რა ხომ მიხვდი რომ ეს ჩემი უკბილო ხუმრობა იყო.
-არ გავბრაზდი, უბრალოდ დავფიქრდი. ეს ყველაფერი ძაალიან უცნაურია.-ვთქვი მე და ამ დროს უამრავმა მისტიკურმა აზრმა გამიელვა თავში.
-რა არის კონკრეტულად უცნაური?-მკითხა და დაიჟინა რომ მეპასუხა.
-არაფერი ისეთი.. მოიცა ერთი მაინტერესებს რომელი ადამიანი უზიარებს ფიქრებსა და ინფორმაციას მის შესახებ პოტენციურ მანიაკს? არავინ? ესეიგი მიღებული ინფორმაცია უნდა დააფასო-ვთქვი და თან ჩემს მორიგ უკბილო ხუმრობას ვაფასებდი 10 ბალიანი შკალით. 25 ქულით შევაფასე და ჩავფიქრდი... როგორ ვენდობი უცნობს ასე მარტივად? ამაზე პირველად არ ვფიქრდებოდი, მაგრამ არც უკანასკნელად. მაგრამ რაღაც მიზიდავდა, ასე რომ მეტი უნდა გამეგო მის შესახებ.ისევ ვეღარ ვკითხავდი, ასე რომ ჩემს მიერ მრავალჯერ გამოყენებულ ხერხს, დაკვირვებას მივმართე. გავხედე, ტელეფონი და ყურსასმენები ჰქონდა ამოღებული და Facebook-ს ათვალიერებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ სოციალურ ქსელზე იყო დამოკიდებული და საკმაოდ და ღმერთს ვთხოვდი რომ ნეტავ „ტუჩებმოპრუწული“ ბიჭი არ ყოფილიყო. უცებ შევიდა შეტყობინებებში გადავიდა და რაც შეიძლებოდა თავი და თვალები გამოვწიე, რადგან მწარე გამოცდილება მაქვს სხვის „მესიჯებში“ ყურებისა. ეს ისტორია ასე ჟღერს...



№1 სტუმარი Ssalome

Kargiaa magram dzalian daigviane da tanac pataraa dzalian ise momwons, normaluria:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent