შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭების სასტავი (თავი მერვე)


6-05-2018, 22:29
ავტორი Mariami 1408
ნანახია 3 123

მეორე დილით უნივერსიტეტში წასასვლელად სწრაფად გავემზადე. ნუცი სახლში დავტოვე არ ქონდა ეხლა ლექციებზე დასწრების თავი..
სახლიდან ფურცლებით ხელში გამოვედი და უნივერსიტეტის გზას გავუყევი როდესაც იქვე სანდრო შემეჩეხა
-ჩემი იდუმალი უცნობი-თქვა სანდრომ და გაიცინა
-როგორ ხარ?-ვკითხე მეც სიცილით და ერთად გზას გავუყევით
-კარგად შენ?
-რავი მეც არამიშავს
-დღე უფრო ლამაზი ყოფილხარ-თქვა ღიმილით. ცოტა დავიბენი და გავწითლდი
-ღამე მახინჯი ვარ?-ვთქვი სიცილით
-არა, უბრალოდ ღამე კარგად ვერ დაგაკვირდი დღე კი ბევრად ლამაზი ყოფილხარ
-მადლობა კომპლიმენტისთვის-ვთქვი და უნივერსიტეტის კარი შევაღე
-პირველი ვისი ლექცია გაქვს?
-ლუარასი-ვთქვი და დავიჭყანე
-კაი რა მაგარი ქალია-თქვა სანდრომ და გაიცინა-მე მაგრად მევასება
-ნუ ხო აქვს კარგი მხარეებიც
-მეც მაგის ლექცია მაქვს პირველი-თქვა და აუდიტორიაში შემომყვა, ადგილი კი ჩემს გვერდით დაიკავა.
ლექცია დაიწყო
-მოვა ეხლა ქორი და დაგვესხმევა თავს-გადმომიჩურჩულა სანდრომ
-ნუ დაცინი-გადავუჩურჩულე მეც
-კაი რა, შეხედე ეხა მოვა და იტყვის "ვაიმე დედა", ეგ ხო მაგის საფირმო გამოთქმაა-მითხრა სიცილით სანდრომ რაზეც თავი ვეღარ შევიკავე და მეც გადავიკისკისე.
-მოუსმინე თორე ეგ ქორი ეხა შენ დაგაცხრება-ვთქვი მეც სიცილით და ლექციის მოსმენა განვაგრძე.
ვიღაცის მწველი მზერა არ მასვენებდა, მომივიხედე გარშემო თუმცა ვერავინ დავინახე. ბოლოს იქვე მჯდარი დემეტრე შევნიშნე რომელსაც თვალებში ცეცხლის ალი ქონდა აგიზგიზებული და ძარღვებ დაჭიმული მიყურებდა.
დავაიგნორე, თითქოს არც არსებობდეს ისე გავაგრძელე ლექციის მოსმენა, თუმცა მისი მწველი მზერა არ მომშორებია.
ლექციის დასასრულს სანდროს დავემშვიდობე და კაფეტერიაში ჩავედი, ცივი ყავა შევუკვეთე და იქვე მაგიდასთან დავჯექი. ფანჯრიდან ყურება დავიწყე, ზოგდად მიყვარს სხვადასხვა პეიზაჟის ყურება, ბევრი ხეებით ან თუნდაც ბევრი გვირილებით. ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც წინ დემეტრე დამიჯდა.
როგორც კი შევხედე მაშინვე უკან დავიწიე რადგან თვალებში ეტყობოდა როგორი გაბრაზებულიც იყო.
-დემეტრე...-ვთქვი და გავწითლდი, გუშინდელი გამახსენდა
-რა მოხდა ანი? რატომ გაწითლდი? წეღან იმ ს*რთან რომ ჭუკჭუკებდი არ შეგრცხვენია და ეხლა რა დაგემართა-თქვა და ხელი მომუჭა
-დემეტრე...-გავიმეორე ისევ
-უკვე ათასჯერ გითხარი და ათასმეერთედ გიმეორებ, ჩემს გარდა ვერავინ შეძლებს შენთან დაახლოებას გასაგებია?
-არ არის გასაგები, რატომ უნდა ვიარო შენს ნებაზე-გავთამამდი უცბად
-იმიტომ რომ მე ასე მინდა და ვსიო-თქვა და ფეხზე ადგა-ხო მართლა დღეს 6 საათზე იმ კაფეში გელოდები რომელშიც პირველად შევხვდით
-პაემანს მინიშნავ?-გავიკვირვე დემეტრესგან
-იყოს პაემანი-თქვა დემეტრემ და გაბრაზებულ სახეზე ოდნავ ღიმილმა გადაურბინა. ვეღარ მოვითმინე და მეც გამეღიმა. უკვე წასვლას აპირებდა როდესაც ჩემს სახეზე ეს ცვლილება შენიშნა
-ისე საღამომდე ცოტახნით ხომ არ გაგვესეირნა-მომიბრუნდა უცბად. ცოტა შევყოყმანდი თუმცა შემოთავაზებას დავთანხმდი.
უნივერსიტეტის ეზოს გამოვცდით, და იქვე გავუყევით გზას
-გუშინდელზე მინდა გელაპარაკო-დაარღვია სიჩუმე დემეტრემ. კოცნის გახსენებისას წამოვწითლდი, ხასხასა ვაშლს დავემსგავსე-ოღონდ მასე ნუ გაწითლდები-თქვა დემეტრემ და გაიცინა
-გისმენ-ვთქვი და შევეცადე ჩემი სახიდან ოდნავ გამექრო სიწითლე.
-უცნაური ურთიერთობა გვაქვს, ანუ იმას ვგულისხმობ რომ ზედმეტად დაულაგებელია
-და დალაგებული ურთიერთობა როგორ ავაწყოთ?-წამოვჭერი კითხვა ეხლა მე
-მოდი ამ საღამოს შევთანხმდეთ ყველაფერზე-თქვა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია-იმედია ყველაფერი გამოგვივა
-იმედია-ვთქვი და თმა გადავიწიე
-კარგი ეხლა უნდა წავიდე, საღამოს შეგხვდები-თქვა იქვე მდგარ თავის ახალთახალ მანქანაში ჩაჯდა და ზედმეტად სწრაფად წავიდა.
მთელი გზა დემეტრეზე ფიქრი არ მასვენებდა,მისი ხელის სიმხურვალე ჯერ კიდევ მქონდა შერჩენილი.
კარი შევაღე თუ არა იქვე მდგარი მამაჩემი დავინახე, სიხარულისგან ისე შევახტი კინაღამ წავაქციე საწყალი კაცი. შემდეგ ნუცისთან მდგარი დედიკო დავინახე და იმას მივახტი
-მომენატრეთ ხალხო-დავიწყე კივილი
-ჩვენც მოგვენატრე ქაჯო-თქვა მამამ და გაიცინა
-მოგისწრიათ ნუცისთან შეხვედრა-ვთქვი და ნუცის გავხედე
-ხო და საუბარიც მოვასწარით-თქვა დედიკომ და სამზარეულოში გავიდა. ნუცის თვალებით ვანიშნე ზემოთ ავიდეთქო
-დეიდა-გასძახა ნუციმ დედაჩემს-ჩვენ ზემოთ ვართ-თქვა და სწრაფი ნააბიჯებით ჩემს ოთახში ავარდა
-რა ხდება?-დაიწყო მაშინვე ლაპარაკი
-მოკლედ დემეტრემ პაემანზე დამპატიჟა-ვთქვი და ქურთუკი გავიხადე. ნუცი ჯერ ჩუმად იდგა შემდეგ კი
-არ არსებობსსსსსს-დაიწყო კივილი და მაშინვე პირზე მიიდო ხელი თავისი ემოციის დასამალად
-დედი რა ხდება? რატო კივის ნუცი-ამომძახა დედამ
-არაფერი დე ჩემი ახალი კაბა ნახა და
-კაი საყვარელო
დედაჩემის ხმა შეწყდა თუარა ამოვისუნთქე
-რა გაკივლებს გოგო-მივუბრუნდი გაბრაზებული ნუცის.
-აუ რა მაგარია-თქვა და კარადა გადმოანგრია
-რას აკეთებ?-მივუბრუნდი კითხვით
-საღამოსთვის ტანსაცმელს გირჩევ-თქვა და ფიქრიანად დააკვირდა შავ კაბას-აი ეს ჩაიცვი და მანახე, კიდევ ეს და კიდევ ეს, ბარემ ესეც რა, და კიდე ეს-მომაყარა ერთიანად კაბები თან სიმღერა ჩართო sia-deja vu. ფილმებში როგორც არის ხოლმე ზუსტად იმ წესით მოვიზომე.
15 კაბა მომაზომა ჩემმა გადარეულმა დაქალმა და თხუთმეტივე დაიწუნა, ზოგი რა მოკლეა ზოგი რამ სიგრძეაო, ზოგი არ გიხდებაო,ზოგი რაღაცნაირ სახეს გიჩენსო,ზოგი ლამაზ ფეხებს გიფარავსო და ა.შ
ბოლოს როგორც იქნა იპოვა მისთვის სასურველი კაბა.
შავი, წელში მოჭერილი, ლამაზი ყვავილებით ნაქარგი რომელიც არც ძალიან გრძელია და არც ძალიან მოკლე. თმა მაღლა ამიწია და მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთა
-ულამაზესი ხარ-მითხრა თავისი ნამუშევრით კმაყოფილმა.
-მომისმინე შეიძლება დამაგვიანდეს გაიგე? თუ მიკითხა დედაჩემმა რამე მოიფიქრე რა ან გვანცასთან არის ან რამე რა ვიცი-ვთქვი და თავი სარკეში შევათვალიერე.
-კაი წამო ეხა, გაგაპარო სახლიდან-თქვა და ხელი ჩამკიდა. ფეხაკრეფით ჩავედით კიბეებზე და კართანაც მივედით
-ესე იგი როგორ გალამაზებულა ეს ნუცი, ისე მოგვენატრა ყველას-დაქოთქოთებდა დედაჩემი-თან რა გემოვნებიანი გოგოა შემოევლოს დეიდა
-აი ჭკვიანი ქალი-თქვა ნუციმ და გაიცინა
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და ყურადღებით იყავი-დავარიგე ნუცი და გარეთ გავედი. დემეტრე იყო თავისი ახლთახალი მერსედესით,ჩემი დანახვისას პირი გააღო შემდეგ კი სიამოვნებისგან გაიღიმა.
მანქანის წინა კარი გამიღო და ჩამაჯინა, თვითონაც ჩემს გვერდით დაჯდა
-ულამაზესად გამოიყურები-მითხრა და გაიღიმა
-სად მივდივართ?-ვიკითხე დაინტერესებულმა რადგან იმ კაფეს უკვე გავცდით სადაც უნდა დავმსხდარიყავით.
-მაქვს გეგმები-თქვა და სიჩქარეს უმატა. ჯერ სწორ გზაზე მიდიოდა შემდეგ კი სხვა მხარეს გადაუხვია.
სასაფლაოზე მივედით, ცოტა შევშინდი თუმცა არაფერი შევიმჩნიე. მანქანა ახალგაზრდა ბიჭის საფლავთან გააჩერა ჯერ მე შემომხედა და საუბარი დაიწყო
-მისმინე ვიცი პირველი პაემნისთვის კარგ ადგილას არ მოვედით, მაგრამ ეს აუცილებელი იყო,ამიტომ ნუ შეგეშინდება კარგი?-თქვა და გამიღიმა
-კარგი-ვთქვი მეც და გავიღიმე. მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო, მეც მის გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი შევაგებე. ახალგაზრდა ბიჭის საფლავთან დადგა რომელსაც ეწერა
ალექსანდრე სიჭინავა, ყველასთვის საამაყო ადამიანი.
-ამ საფლავზე ბევრი ადამიანი არ მყავს მონაყვანი, გამოგიტყდები და შენ პირველი ხარ ვინც აქ მოვიყვანე ამაზე ალექსანდრეც დამემოწმება. ყოველთვის ჩემი დარდისა და ვარამის დროს აქ მოვდივარ, აი ამ ადგილას ამ სასაფლაოზე და მინდა ეს იცოდე-თქვა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია-აქ მხოლოდ მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები მომყავს რომლებსაც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უჭირავთ. ალექსანდრე, ჩემო ძმობილო, ჩემო ამხანაგო, ჩემო ყველაფერო, მინდა ანი გაგაცნო ის შესანიშნავი ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დაიკავა. დარწმუნებული ვარ შენ ზემოდან გვიყურებ და ბედნიერი ხარ ჩემს გამო-თქვა დემეტრემ და ჩემი მეორე ხელიც მისაში მოიქცია-ბედნიერი ხარ ჩვენს გამო-თქვა და გაიცინა. გამეცინა მეც, დემეტრემ ახლოს მიმიზიდა და გულში ჩამიკრა, ვერ შევიკავე და ცრემლები გადმოვუშვი ალექსანდრეს გამო, რომელიც ასე უყვარს დემეტრეს.
დემეტრემ მანქანაში ჩამსვა და თვითონაც გვერძე მომიჯდა
-ეხლ ძალიან ლამაზი ადგილი უნდა განახო-თქვა და მანქანა დაძრა
-კარგი, გენდობი-ვთქვი და გავიცინე.
დაახლოებით 30 წუთი ვიყავით გზაში. დემეტრემ სადღაც გააჩერა, ულამაზეს ადგილას. გადმომიყვანა და თვალები ამიკრა
-ეს აუცილებელია?-ვკითხე სიცილით
-აუცილებელია-გაიცინა მანაც-უბრალოდ მენდე
-კარგი, გენდობი-ვთქვი და თვალები დავხუჭე. ხელები ჩამკიდა და წინ გამიძღვა
-ფრთხილად აქ ქვა არის-თქვა და ფეხი გადამადგმევინა-კიდევ ცოტაც, ფრთხილად აქ ხე არის და აი მოვედით-თქვა და სახვევი მომხსნა. თვალები გავახილე და ჩემს წინ აუღწერელი სილამაზე გადაიშალა. გვირილებით მოფენილი მინდორი, ხეებით გარშემორტყმული, იქვე ჩამდგარი პატარა სახლი და ამ სახლის წინ მდგარი მაგიდა, უზარმაზარი გვირილების თაიგულით
-ულამაზესია-ვთქვი თვალებ გაბრწყინებულმა
-მოგწონს?
-ძალიან-ვთქვი და მაგიდისკენ წავედი. დემეტრემ ჯერ მე დამსვა შემდეგ კი თავისი ადგილი დაიკავა
-ზოგადად ასეთი რომანტიული არ ვარ მაგრამ შევეცადე რამე ლამაზი მომეფიქრებინა-თქვა და ღვინო დამისხა
-ლამაზი არა ულამაზესია-გვირილებზე ხომ საერთოდ მეფანატება-ვთქვი და წითელი ღვინო მოვსვი-ულამაზესი ადგილია
-ულამაზესი შენ ხარ-თქვა დემეტრემ და გამიღიმა. დავიმორხვე ლოყები გამიწითლა
-ანი გაწითლდი-თქვა სიცილით დემეტრემ
-ნუ დამცინი
-კაი ხო ჩუმად ვარ-თქვა და ღვინო მოსვა. აი ასე ვიჯექით, მზის სხივებზე მოფარფატე გვირილებით გარშემორტყმული და ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში. თვალებში რომლებშიც სიყვარულის გარდა ვერაფერს დაინახავდი.
მე და დემეტრემ მზის ჩასვლასაც ვუყურეთ და მის მხარზე ტკბილადაც ჩამეძინა. ვიგრძენი როგორ ამიყვანა ხელში და ისიც ვიგრძენი როგორ დამაწვინა, დაახლიებით ხუთი წუთის შემდეგ დემეტრეს თბილი სხეულიც შემეხო. ამაზე ტკბილად არასდრის არავისთან მძინებია...
პს. იმედია მოგეწონებათ heart_eyes



№1 სტუმარი Muslimi

au raa mokled ver vxdebi raa prosta

 


№2  offline წევრი mariam m.k

Exa ra azri aq magram getyvi rom mtlad boloshic nu chakvexeb xolme intrigas intriga yvela tavshi unda chandes ok

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent