შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული +18 #7


7-05-2018, 13:32
ავტორი Nanaga
ნანახია 5 604

ცხოვრება საინტერესო მოულოდნელობებისგან შედგება და ზოგჯერ ეს მოულოდნელობები, რომლებსაც წვრილმანს ვეძახით, ჩვენს ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის. ამიტომ არის ეს ხანმოკლე ცხოვრება საინტერესო...
ხანდახან ყველაფერი იმდენად რუტინულად კარგად მიდის, უკვე წარმოუდგენელი ხდება ამ რუტინის დარღვევა, ვერ აცნობიერებ ცუდის მოლოდინის არსებობას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც ერთი პატარა გადახვევა და უკვე ხვდები, რომ შენი ცხოვრების სტილიდან ამოვარდნილი ხარ.

- დემეტრე მისმენ თუ დაფრინავ ისევ ღრუბლებში? - თვალებთან გაუტკაცუნა თითები კესომ და კოპებ შეყრილი დაააკვირდა
- ხო კი გისმენ, რას ამბობდი? - გონს მოეგო დემეტრე და სივრცე უემოციოდ მოათვალიერა
- ოჰ მაგრად მისმენ, რა გჭირს მერამდენედ უნდა შეგეკითხო? ამ ბოლო დროს სულ გამოჩერჩეტებული დადიხარ და არც მისმენ
- არაფერი კესო უბრალოდ გადავიღალე - მხრები აიჩეჩა და საწოლიდან ოდნავ წამოიწია
- დემე რაღაცას მიმალავ, ამას ვგრძნობ და თქვი ერთხელ და სამუდამოდ - ამჯერად კესო წამოიწია და ზემოდან დააჩერდა, დემეტრემ თვალები მობეზრებით აატრიალა. ერთი ხელით ისევ საწოლში დააბრუნა და ზემოდან მოექცა
- კი გიმალავ რაღაცას - ჩაილაპარაკა თვალებმოჭუტულმა - მიყვარხარ და ამას გიმალავ - გაიცინა და ქალის ყელს წაეტანა

ამ ბოლო დროს რაღაც უხალისოდ და უღიმღამოდაა, რომ ჰკითხოთ რა გჭირსო, ვერ აღწერს მდგომარეობას. ხან მთლიანად დაჭიმულია, ჰგონია რომ ზამბარასავით არის და მალე გაწყდება, თანაც რაც ყველაზე ცუდია სეზონური ალერგიის მორიგი მსხვერპლია, ამიტომ ყოველთვის უწევს ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

სააბაზანოდან გამოსვლა ტელეფონის გადაბმულმა ზარმა აიძულა, პირსახოცი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე და საყვარელი მამაკაცის ნომრის დანახვისას მაშინვე ომახიანად უპასუხა

- გისმენ დემე
- რას შვრები კესო სახლში ხარ? - ცოტა ეუცნაურა დემეტრეს ასეთი ოფიციალური ხმა და ტონი
- კი მაგრამ ექიმთან მივდივარ, საღამოსთვის ვიქნები, ხომ კარგად ხარ?
- ექიმთან რა გინდა? კი კარგად ვარ რაღაც საქმე მაქვს შენთან - ხმაში შეშფოთება შეეპარა მამაკაცს
- არაფერი ისეთი, უბრალოდ ალერგია დამეწყო და რაღაც ვერ ვარ კარგად, მოკლედ საღამოს ამოდი სახლში ვარ, წავედი ახლა გკოცნი უნდა მოვემზადო, მიყვარხარ და გელოდები - მხიარულად დაემშვიდობა და გაუთიშა.

ერთადერთი რასაც ვერ იტანს, ეს არის ლოდინი. სწორედ ამიტომ ინანა საკუთარი საქციელი, რომ წინასწარ არ ჩაეწერა ექიმთან და ახლა უწევს რიგში დგომა. გაბრაზებული აკანტურებდა თავს აქეთ იქით და უყურებდა ათასნაირ ადამიანს. ფიქრებიდან წკაპუნმა გამოიყვანა და შვებით ამოისუნთქა, როდესაც კაბინეტთან ჩამოკიდებულ ტაბლოზე მისი ჯეიმს ბონდური ნომერი 007 აინთო.
კაბინეტში შესვლისთანავე მიეგება ასისტენტი და სკამზე მიუთითა.

- გამარჯობა საყვარელო, მოდი დაჯექი და მითხარი რა გაწუხებს - თბილი ხმით მოიკითხა ექიმმა და დააკვირდა
- იცით ესეიგი, რაღაცნაირად ვარ ამ ბოლო დროს. საერთოდ მე ამ სეზონზე ძალიან ალერგიული ვარ და მუდმივად მაქვს სისუსტეები, ახლა დაჭიმულიც მაქვს ორგანიზმი, განსაკუთრებით ქვედა მხარეს ასე მგონია რაღაც მექაჩება, ყოველ წელს იგივე შეგრძნებები მაქვს ხოლმე და ამიტომ ვმკურნალობ, ახლა რაღაც ქალური ამბებიც ამერია და მაინტერესებს რა ხდება - მშვიდად აუხსნა მისი ჩივილის მიზეზები
- წნევები ხომ არ გაქვს?
- არა, უბრალოდ სისუსტე მაქვს ხოლმე თორე წნევა არასდროს არც მაღალი მაქვს და არც დაბალი
- ციკლი დაგერღვა ესეიგი?
- კი რაღაც რაღაცები ამერია
- ორსულად ხომ არ ხარ? - კითხა ექიმმა და მისმა ტვინმაც ამოაგდო ERROR
- ორსულად? არ ვიცი არამგონიაა - საუთარ სიტყვებში ეჭვი შეეპარა და აღუწერელმა გრძნობამ მოიცვა
- მოდი იცი რა ვქნათ? ჩემი კაბინეტიდან ხელმარჯვნივ არის აფთიაქი, წადი ტესტი ჩაიტარე, გამოვრიცხოთ ორსულობა და მერე ანალიზებზე გადავიდეთ, ასე ზერელედ ნამდვილად ვერც მკურნალობას დაგიწერ და ვერც მივხვდები, მერე კი შემოდი დაგელოდები - გაუღიმა ექიმმა, ასისტენტიც მაშინვე ფეხზე წამოდგა და კარებამდე მიაცილა

ორსულად არა სამსულად, ჩაეცინა კესოს საკუთარ ფიქრებზე და თავი გააქნია. რად უნდა ამდენი სისულელე, თვითონ ხომ იცის უკეთ რომ ალერგიის ბრალია და დაუნიშნონ ის წამლები და გაუშვან. აფთიაქში ორსულობის ტესტი იყიდა და საპირფარეშოში შეიყუჟა. სასაცილოა, მაგრამ ინტუიციით იცის გამოყენება. ყველაფერი წესის მიხედვით გააკეთა, იქვე დადო და დააკვირდა. შვებით ამოისუნთქა ერთი მუქი წითელი ხაზის დანახვისას, როდესაც წითელმა სითხემ მთლიანად შეავსო ადგილი. თავი გადააქნია და ხომ ვამბობდის ფიქრით აიღო ტესტი, თუმცა მეორედ როცა დახედა, მაშინვე დაინახა, რომ მეორე ხაზმაც დაიწყო ძალიან მკრთალად გამოჩენა.

- ეს რა ჯანდაბააა? - გაიფიქრა თავისთვის და ტესტი დაიქნია - არა არარსებობს ღმერთო რა სისულელეა - კიდევ ერთხელ დააქნია ტესტი და როცა მეორე ხაზი კი არ გაქრა, არამედ უფრო გამოისახა მაშინ მიხვდა, რაც ხდებოდა და თითქოს სახეში შემოარტყესო
ლასლასით შევიდა ექიმთან და ტესტი გაუწოდა

- ვაი რა კარგი ამბავია საყვარელო გილოცავ, არა რომ მითხარი ზამბარასავით ვარო ეჭვი კი მაშინვე შემეპარა, მოკლედ ახლა რა ქენი იცი? წადი რეგისტრატურაში და იქიდან გადაგამისამართებენ რადიოლოგთან, ნახეთ რომ ორსულობა ღრუში მიმდინარეობს და ყველაფერი რიგზეა, შემდეგ თვითონ გეტყვის რადიოლოგი როდის მოხვიდე, რომ გულის ცემა მოისმინო და მერე უკვე დაგაკვალიანებ, ახლა არაფერი არ გჭირდება, ერთადერთი რადგან დაჭიმულობას გრძნობ წამოწექი და დაისვენე ხოლმე.


რობოტივით აქნევდა თავს და ამჯერად უკვე რადიოლოგს ელოდებოდა. ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია, რომ ყველაფერი რეალურადაა, უნდოდა დემეტრესთვის დაერეკა და პირდაპირ ეჯახებინა სიმართლე მაგრამ თავს იკავებდა. ჯერ კარგად უნდა დაალაგოს სათქმელი და მერე მოიფიქრებს რას იზამს. ექიმი ბუნჩულა და საყვარელი ქალი იყო, მაშინვე ხელით ანიშნა მოდი აქ დაწექიო და მუცელზე სითხეც დაასხა, ყველაფერს აკვირდებოდა დეტალურად, მუცელზე ისე აჭერდა ეგონა გაუსკდებოდა.

- ნუ მოკლედ, აი ეს წერტილია, ხომ ხედავ ჩემო კარგო? - ჰკითხა ექიმმა და მიუთითა, კესომაც მხოლოდ თავი დაუქნია - ნამდვილად ღრუშია, თუ ყველაფერი სწორად გახსოვს გამოდიხარ 4 კვირის და 2 დღის. მოდი 2 ან 3 კვირაში და გულის ცემა მოვისმინოთ კარგი? - კესომ თავი დაუქნია და აღარაფერი გაუგია, ექიმი კი კარნახობდა რაღაცებს და ამბობდა თუმცა არ ესმოდა და ფიქრებით მხოლოდ ამ ამბავთან ტრიალებდა.

სახლში მისვლისთანავე დივანზე დაჯდა და ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა სიცილი დაიწყო. საერთოდ ვერ წარმოიდგენდა ამ ყველაფერს, არც კი უფიქრია რომ ადამიანები შვილებს აჩენენ და ორსულდებიან. ფიქრებიდან ისევ კარის ხმამ გამოიყვანა და დემეტრეს დანახვისას ერთიანად გაუბრწყინდა სახე. ჯერ აცდის მამაკაცს, რომ უთხრას სათქმელი და შემდეგ თვითონ ახარებს ამ სიახლეს. დემეტრე ზედმეტად ოფიციალური მოეჩვენა და წინ დაუჯდა.

- კესო ბევრი დრო არ მაქვს, მინდა რომ მალე მოვამთავრო და მეჩქარება - ჩაილაპარაკა და მის მზერას თვალი აარიდა
- რა ხდება დემეტრე ან სად გეჩქარება ან რას ამბობ? - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა - ისე მეც მაქვს კარგი ამბავი შენთვის
- მოკლედ ჯერ მე ვიტყვი კარგი? - კესოს თავის დაქნევაზე მაშინვე განაგრძო - კესო, ერთმანეთს უნდა დავშორდეთ

დავშორდეთო? ტვინმა მომენტალურად აანთო განგაშის სიგნალი.

- რას ბოდავ დემე? რატომ უნდა დავშორდეთ?- თავი გააქნია და ირონიულად გაიღიმა

- ასეა საჭირო კესო, შენ ძალიან არა უფროსწორედ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ მაგრამ არ შემიძლია გესმის? არ მინდა შენი მოტყუება და ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით - ნერვიულად ლაპარაკობდა დემეტრე და თან ერთ ადგილზე ცქმუტავდა

- დემეტრე იცოდე ეს თუ რამე ხუმრობააა, ახლავე თქვი თორემ მართლა არასდროს არ გაგცემ ხმას - გაბრაზებულმა ამოილაპარაკა კესომ და ჯერ კიდევ ცდილობდა ტვინი მომხდარი ამბების გადახარშვას

- მაპატიე კესო, ვისურვებდი რომ ხუმრობა იყოს მაგრამ, მე და შენ, ეს არ გამოვა რა. კარგად იყავი და მე მართლა მიყვარხარ - ფეხზე წამოდგა, გაშტერებულ კესოს შუბლზე აკოცა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.



№1 სტუმარი ტატო

მალე დადე რა შემდეგი თავი

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ვერვიტან ასეთ ბიჭებს

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ნეტა რა მოხდააა. იმედია მალე გაირკვევა.. მალე დადე ეა

 


№4 სტუმარი სტუმარი თამუნა

აი ამხელა თავის დადებას საერთოდ არ დაგედო ჯობდა

 


№5  offline წევრი anns

au shendegi male dade raaa gtxov

 


№6 სტუმარი Wero

რაღაც, ძალიან ნაჩქარევი თავი იყოო,ყველაფერი ერთად მოხდა ვეღარ გავიგეე კესოზე ვინერვიულო თუ დემეტრეს ?! იმედია მალე დადებ შემდეგ თავს და არგვალოდინებ! ძალიან კარგი ხარ<3 წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი რაა, რა ციცქნა თავი იყო. ის უფრო მედარდებოდა მალე არ ჩამთაავრდეს ეს თავი მეთქი. თან როგორ ადგილზე გაწყვიტე. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, თავები გაზარდე. ძალიან მომწონს ეს ისტორია და იმედია თხოვნას მიიღებ

 


№8  offline წევრი marikuna18

მალე დადე მოუთმენლად ველოდები დაა გაზარდე თავები ცოტა

 


№9 სტუმარი Dogy

ra idiotobaa, amas ra gakitxebt

 


№10  offline მოდერი Nanaga

Dogy
ra idiotobaa, amas ra gakitxebt

უკეთესი შენ შემოგვთავაზე ბატონო ????❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინა

ეცადე მალე დადო

 


№12  offline წევრი anns

აუ როდის დადებ შემდეგს? ❤️

 


№13 სტუმარი ნიტა მანია

ძაან უპასუხისმგებლოდ იქნევი დაიწყებ რომანის წერას და არ ამთავრებ არცერთს

 


№14  offline წევრი anns

როდის დადებ? რამდენი ხანია გელოდები

 


№15  offline წევრი anns

რამდენი ხანია გელოდები დადე რა მალე, ასე თვეში ერთხელ დადებით მკითხველს კარგავ. ცოტა ინტერესიანათ ხო უნდა წავიკითხოთ არა

 


№16 სტუმარი გჰვჯჯყუყვყ

აღარ აპირებ დადებას ?

 


№17  offline მოდერი Nanaga

დღეს დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent