სუროგატი დედა.თავი 4
სიღარიბე არ არის ახალი ფენომენი კაცობრიობისთვის,სიღარიბე ყოველთვის არსებობდა,არსებობს და იარსებებს კიდეც.მუშაობს,დღეს და ღამეს შრომაში ასწორებს და მისი მთავარი ოცნებაა დაძლიოს სიღარიბე,მაგრამ ეს ოცნება-ოცნებად რჩება,ხელები კი დაეკოჟრა,გაუუხეშდა და დაუსკდა,არადა ის ხომ ჯერ 31 წლის არის.სახლში საყვარელი მეუღლე ყოველთვოს გაღიმებული ხვდება და პურის ერთი ნატეხიც რომ ჰქონდეთ,ისე გემრიელად მიატანს ხახვს და მარილს,თითქოს მის წინ ჩახოხბილით სავსე თეფში ედოს.ოჯახი ღარიბია,მაგრამ მათ სიყვარული აერთიანებთ.ორივეს ერთი ნატვრა აქვთ,თუნდაც ერთი შვილი გაუჩნდეთ და სიღარიბის არსებობას არც კი აღიარებენ.ავთანდილ გაბუნია და ინგა ციბაძე 10 წელია რაც დაქორწინებულები არიან,მაგრამ მათ შვილი არ გაუჩნდათ.დასავლეთის ერთ-ერთ გაშლილ სოფელში ცხოვრობს ეს სიყვარულით სავსე ოჯახი და მათი ძირითადი შემოსავალი ტყე და საქონელია.ავთანდილს უღელი ხარი ჰყავს,შეშას ეზიდება ზამთრისთვის და ჰყიდის,ასე შოულობს სარჩოს თავისივე შრომით.დიდი მწვანე ეზო და ამ ეზოშო ორ სართულიანი შუშაბანდიანი სახლი ხელის შევლებას საჭიროებს, თორემ ირგვლივ მშვენიერი გარემოა.ინგას ყვავილები უყვარდა და თვალის ჩინივით უვლიდა მის წითელ ინდურ ვარდებს თუ წითელ პიონებს.ფერად გიორგინებს,თეთრ და ყვითელ კამელიებს და ეზოს ერთ ნაწილში ამაყად მდგარ ყვითელ გულა გვირილებს.ღიმილით მისჩერებოდა ავთანდილი ყვავილებს როგორი დიდი სიყვარულით და სინაზით ესაუბრებოდა ინგა და შემდეგ ეტყოდა. -ნეტა გამაგებინა,თუ ესმით რასაც ეჩურჩულები. -აბა არ ესმით?ამათ ხომ სული აქვთ და ცოცხლობენ.არაფერი არ ჯობდა აპრილის თვეში დილით დაცვარული ვარდების შეხედვას.ქარიშხალივით ჩამოუქროლებდა დილიდანვე ჭიშკრიდან ეზოს და თვალს უხაროდა იმ ეზოში შესვლა.ბებიიდან ჰქონდა გაგონილი ,,შვილო ქალის დიასახლისობას თვალი მისი ეზოდან დააფასებსო''.21 წლის იყვნენ რომ დაქორწინდნენ და უკვე წლებს ითვლის მათი წქორწინება,მაგრამ შვილი ესაა მათი ყველაზე დიდი ნატვრა.ფულით ღარიბ ადამიანებს გული და სული აქვთ მდიდარი,ასევე მათ შორის დიდი ვნებაა.გაზაფხულის ულამაზესი თვე აპრილი,ეზო სიმწვანეშია და თეთრი გვირილებიც თავს იწონებს,ატამიც სადაცაა აფეთქდება და ეზოს ერთ მხარეს ატმისფერი ფერი დაჰკრავს,მეორე მხარეს კი ყვთელ გულა გვირილები ამშვენებს.შუადღისად ამინდი შეიცვალა და უსიამოვნო გრძნობა ჰქონდა,გზას გაჰყურებდა და გულში ლოცულობდა.მოილია გარეთ საქმეები და ვახშმის მზადებას შეუდგა ადრიანად,ნელა-ნელა ცა ჩამოშავდა და წვიმამ ჯერ წინწკლებად იწყო დენა,მაგრამ ქარიც ამოვარდა და აირია ჰაერში ყველაფერი.ერთიანად წააწვინა ამაყად მდგარი ყვითელგულა გვირილები,დაუნდობლად დაეტაკა ატამს და ჯერ ყვავილები ჩემოაცალა შემდეგ კი ტოტები დაუმტვრია შეუბრალებლად.შეეშინდა და კარებში იდგა,შვებით ამოისუნთქა,როცა ერთიანად გალუმპული ავთანდილი დალანდა ეზოში შემოსული.ჯერ ხარები დააბინავა და შემდეგ თავად შევიდა სახლში. -შუქი არ გვაქვს?იკითხა ჩაბნელებული რომ იყო სახლი. -ასეთ ამინდში შუქი?ეს ხომ ზედმეტი ფუფუნებაა. -რა ამინდი დაგვიდგა,არადა კიდევ რამდენიმე დღე და ყანის დახვნას მოვილევდი,ათ დღეში მივათესავდი და სიმინდის ამოსვლამდე ისევ შეშას გავამზადებდი.კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო,სწორედ ჩემზეა ნათქვამი.ავთანდილმა სევდიანად შეხედა ფანჯარასთან მჯდარ ინგას და ხელი მოხვია ბეჭებზე.ინგამ ახედა ქმარს,მკრთალად გაუღიმა და მკერდზე მიადო თავი. -დავიღალე,ვდილობ ძლიერი ქალის როლი გავითავისო,მაგრამ ხანდახან სადღაც მრჩება ნიღაბი და სახეს ვერ ვფარავ,მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ დამჭირდა დაცვა შენი ფართე მკერდი დამიცავს. -ვიდრე შემშლიდეს ის აზრი,რომ შენ ახლა ისევ უნდა იტირო,უმჯობესია გაჩერდე.უფალი დიდია და მოწყალე არ დაგვივიწყებს და ჩვენც გადმოგვხედავს.იმედი,იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ.მთელი ცხოვრება რთული გზებით ვიარე,ჩემს გარშემო სულ ქვა და ლოდია და ამიტომ არ ხარობს ჩემს მიერ დათესილი მარცვალი.გვიჭირდა,მაგრამ ყალბი გრძნობები ერთმანეთის მიმართ არასოდეს არ გვქონია,რადგან ჩვენ ჩვენი გულები გავუცვალეთ ერთმანეთს 10 წლის წინ.ბევრჯერ ჩემს კიბოდ გაჩენილიც კი გიწოდე,ბევრჯერ შემოგიყვირე კიდეც,მაგრამ ისე შემომხედავ ხოლმე ჩემს თავს თავად ვწყევლი.მაინც ჩემი ფერია ხარ,ჩემი სიყვარული.ინგას გული აუჩუყდა და ასლუკუნდა,ავთანდილმა თავზე აკოცა და სახლიდან გავიდა. -სად მიდიხარ ამ თავსხმაში რამე მაინც მოიფარე. -საწვიმარს მოვიფარებ,წავალ საქონელს დავხედავ,წრიალებდა ძროხა და შესაძლებელია დღეს პატარაც გვაჩუქოს.საწვიმარი მოიფარა და წვიმაში გავიდა.სახლს შემოუარა გარშემო,ყველაფერს დაკვირვებული თვალით შეხედა და შემდეგ შევიდა საქონლის ბინაში.სულ ცოტა ხანში კი სახლში თვალებ გაფართოებული შევარდა ყვირილით. -რამ გადაგრია ადამიანო,შეიშალე?გაუკვრდა ინგას ავთანდილის ქცევა. -ინგა იქ,იქ,იქ ბავშვია. -რა არის?ფერი ეცვალა ინგას და არც დაფიქრებულა რამე მოეფარა ისე გავარდა წვიმაში.საქონლის ბინაში შესულს,იქ სადაც საქონლის საპირეა ლამაზად მოწნილი კალათი იყო და კალათში მშვიდად ეძინა პატარას,ალბად 4-5 თვის თუ იქნებოდა.გვერდით მოზრდილი ჩანთა ედო,ინგამ ხელი დაავლო ბავშვის კალათს,ავთანდილმა ჩანთას და სახლში შევიდნენ.ბავშვი ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ღიმილით უცქერდა,თან თვალები ცრემლებით აევსო. -რა ვქნათ,არ გავაცხადოთ? -რა თქმა უნდა,ხვალვე გავაცხდაებ.თქვა ავთანდილმა და ჩანთა გახსნა შიგ ბავშვის ტანისამოსი იყო ლამაზად ჩაწყობილი,სატყუარა სოსკა და კონვერტი.ინგამ ხელის კანკალით გახსნა კონვერტი და შიგ წერილი იყო,წერილთან ერთად კი 500 ლარამდე ფული. ,,ჩემო ძვირფასებო,ვიცი რომ შვილზე ნატრობთ და აი აგიხდათ ოცნება.ვიცი რომ ამ პატარას მოუვლით და შვილივით შეიყვარებთ.თქვენს გვარზე შეგიძლიათ გადაიყვანოთ სახელი კი გთხოვთ მარიტა დაარქვით.დაბადების დღე 1996 წლის 20 ნოემბერია.დღეიდან თქვენ ხართ მარიტას მშობლები,სასახელო შვილი აღგეზარდოთ''. -ღმერთო ჩემო,ნუთუ ეს ცხადია?თქვა ავთანდილმა. -ცხადია,ცხადი და შუქი არ არის.რა ვქნათ?ბავშვს სიბნელეში ვერ გავაჩერებთ. -წავალ სანთლებს ვიყიდი და რძეს,აბა რა ვაჭამოთ რომ გაიღვიძებს? -მოდი მაღაზიაში მე წავალ,რადგან გვჭირდება კიდევ სხვა საჭირო აუცილებელი ნივთები და სპეციალურ საჭმელსაც ვიყიდი.იმედია მაღაზია ჯერ კიდევ ღია იქნება. -მე რა ვქნა რომ გაიღვიძოს?შეეშინდა ავთანდილს. -შენ კარებები დაკეტე,პატარაა და არ შეცივდეს.წყალი გააცხელე ჩაბანა დაჭირდება და რომ გაიღვიძებს ხელში აიყვანე,მეც მალე მოვალ.საწვიმარი მოიფარა,ფული აიღო რაც დაჭირდებოდა და სირბილით მივიდა მაღაზიამდე.ინგას ყველა იცნობდა და ყველას გაუხარდა მისი სიხარული,ყველაფრის ყიდვაში გოგოებმა მოეხმარა და ბედნიერი ღიმილით დაბრუნდა,სახლში შევიდა თუ არა კარებში ფეხი თეთრ კონვერტს დაადგა -ეს რა არის,რომ გავედი აქ არ იყო. -უკვე მოხვედი?გაიღვიძა ინგა ნახე რა შავი თვალები აქვს.ინგამ შეხედა ავთანდილს და გული აუფრიალდა ბავშვი ისე ეჭირა ხელში,პატარა კი უცინოდა და მის პატარა ხელებს სახეზე უთათუნებდა.ნაყიდები იქვე დააწყო,სანთლები აანთო და სანთლის შუქზე კონვერტი გახსნა,ისევ წერილი იყო და საჩქაროდ ჩაიკითხა. ,,თქვენი სიხარული მეც გადმომედო,რადგან დარწმუნებით ვიცი რომ მარიტა თქვენთან ბედნიერი იქნება.მადლობა,რომ პატარა პირველი წუთებიდანვე გულში ჩაიკარით,ახლა კი დამშვიდებული წავალ,ვიცი რომ პატარა კარგი ადამიანების ხელშია''. -ღმერთო ვინ არის,გვითვალთვალებდა? -ნუთი ასე ახლოს იყო,გვითვალთვალებდა თუ როგორ მივიღებდით ბავშვის?ინგამ სიყვარულით აიყვანა ხელში პატარა,თბილ წყალში ჩაბანა,გაამშრალა და საჭმელიც კი აჭამა თვალებბრიალას.ავთანდილმა ისევ გავიდა და ღიმილით დაბრუნდა. -ინგა მეორე გოგო გვყავს,მარიტა კარგი ფეხით შემოვიდა ჩვენს ოჯახში.ბედნიერი იყოს შენი ჩვენს სახლში შემოსვლა მამას პრინცესა.მეორე დილით მზემ გამოანათა,წვიმისაგან და ქარისაგან წაქცეული გვირილები წელში მოხრილიყვნენ და წამოდგომას ცდილობდნენ,ისეთი ამაყები იყვნენ რომ არ იმჩნევდნენ წაქცევას და ცოცხლად,მხნედ ეჭირათ თავი. -ბავშვი რომ დაიძინებს,ძირს დაყრილ ვარდებს მიხედე საცოდავად რომ მოხრილან წელში.რომელიც დამტვრეულია მოაჭერი და მშვენიერება შეუნარჩუნე,არ შეიძლება ტკივილში იხრჩობოდეს,ყველა ყვავილი მგრძნობიარეა მაგრამ უფრო ვარდი. ის ისეთი სათუთია როგორც ადამიანის გული,რამდენადაც დიდია მისი სილამაზე,იმდენად მტკივნეულია უდროოდ შემხმარი და ჩამოტეხილი ყლორტები. -დილა ადრიან შეამჩნიე ჩემი ყვავილები რა დღეში არიან? -ჩემი სახლის ორ ყვავილს თუ უნდა გავუფრთხილდე,რა დამიშავა ეზოს ყვავილებმა,ისინი ხომ ჩემს მიდამოს ამშვენებენ.ძინავს მარიტას? -ძინავს კი და მალე გაიღვიძებს,ჭამის დრო აქვს უკვე. -როგორ გავიდა დრო ჩემო ტკბილო,გახსოვს პირველად რომ გითხარი მიყვარხართქო? -მე კი რა გიპასუხე გახსოვს? -მახსოვს,არ დამვიწყებია.მე იმ ქალების რიცხვს მივეკუთნები რომლებსაც მხოლოდ ერთხელ უყვარდებათო.მერე დაქორწინება გთხოვე,შეგრცხვა თვალს ვერ მისწორებდი,მე კი მაინც მოვედი შენთან ოჯახში. -ქორწინება ეს დიდი ტვირთია,მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა,როცა საყვარელი ადამიანის გვერდით ხარ დღეც და ღამეც. -მართალი ხარ,მაგრამ მე ვერ შევძელი შენი გაბედნიერება. -ბედნიერი ვარ,შენთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ.მადლობა ყველაფრისთვის. -ბა,ბა,ბა,ბა,ბაააა.მოესმათ მარიტას ბუტბუტი და ორივემ საწოლისკენ გაიხედა. -გაიღვიძა შავთვალამ.ხელში აიყვანა ავთანდილმა და ინგას შეხედა.-ფუ ყარს,ყარს და თბილი წყალი გვაქვს?ინგას გაეცინა და სიცილით უთხრა. -თბილი წყლის გარეშე უკვე აქ არ შეიძლება ყოფნაო.რივემ ერთად მოუარა ბავშვს და ავთანდილმა სოფლის გამგებელთან წავიდა.ყველაფერი მოუყვა რა და როგორ იყო,ბევრი საბუთების მოგროვების შემდეგ მარიტა შვილად დაიწერეს და გახდა მარიტა გაბუნია. -ჩემი გოგო,ჩემი პრინცესა მხოლოდ შენს სიყვარულში მოვკვდები,მზად ვარ შენს გამო ჩემი სიცოცხლეც კი გავწირო.შენს სახეზე მხოლოდ ღიმილს და სიხარულს უნდა ვხედავდე,გპირდები მეყოფა ჩემი ნებისყოფა ეს გავაკეთო ჩემო ანგელოზო.ტკივილამდე,სულის ტკივილამდე დაგიცავ.შენ ხომ ჩემი ღვითის საჩუქარი ხარ,რომელმაც ჩემში წარმოუდგენელი სიხარული და ბედნიერება შემომიტანა. -ღრუბლებით სავსე ცხოვრება,ერთ წვიმიან დღეს შეიცვალა და ჩვენს სახლშიც შემოანათა მზემ.ჩვენი მზე,ჩვენი მარიტა.თქვა ინგამ და ბავშვი აართვა ხელიდან ავთანდილს.გაიზარდა მარიტა,15 წლის ასაკში მშობლებმა მას სიმართლე უთხრეს.ეწყინა,მაგრამ რას იზამდა ხელი მოხვია ორივეს და წრფელი ღიმილით გაუღიმა. -მართლა მეწყინა,მაგრამ ვიცი რომ სანერვიულო არც არაფერია.გავიცნობდი მხოლოდ იმ მიზნით,რომ გამეგო ეს რატომ გააკეთა,მაგრამ რომ ჩავუღრმავდე ამ თემას ვინ იცის რა პირობებში მომიწევდა ცხოვრება.იქნებ კარგიც კი გააკეთა,რომ აქ მომიყვანა.კარგად ვიცი,რომ ნამდვილ დედებს რომლებსაც თავიანთი შვილები უყვართ ვერანაირ გარემოება და ვერანაირი სიდუხჭირე ვერ დაათმობინებს შვილს,მაგრამ თურმე არსებობენ განსხვავებული დედებიც. -შენ თუ გინდა და სურვილი გაქვს,მოვძებნოთ და გავიგოთ ვინ არის შენი ბიოლოგიური მშობლები. -რატომ?მოგბეზრდათ ჩემი აქ ყოფნა? -რას ამბობ შვილო.შეიცხადა ავთანდილმა -მაშ რატომ მოვძებნო,ვერ ვგრძნობ თავს კარგად თქვენთან ერთად?არავისაც არ ვეძებ.გაუასმაგდათ მარიტას მიმართ სიყვარული და ყველაფერს აკეთბდნენ,რომ თავი ბედნიერად ეგრძნო.სკოლა წარმატებით დაასრულა და გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა,მაგრამ ვერ ამხელდა მის ოცნებებს.ერთ დღეს შემთხვევით მისი ჩანაწერები ნახა ინგამ და ჯერ არ უნდოდა წაკითხვა,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და წაიკითხა.ცრემლი მოერია,საღამოს ტყიდან დაბრუნებულ ქმარს საიდუმლოდ გაანდო შვილის ოცნებები და დანაღვლიანდა,ინგას კი უთხრა. -მომავალი წლისთვის უნდა გავუშვათ სასწავლებლად,რომ მისი ოცნებები აისრულოს.ჩემს გოგოს ექიმობა უნდა,იქნება კდეც,ის საუკეთესო ექიმი იქნება.ზამთარი დადგა,იმ წელს დიდი ზამთარი მოვიდა და ერთ საღამოს მხიარული სახით ახარა ინგას და მარიტას. -სამსახური შემომთავაზეს,ზამთარია,ტყეში ვეღარ ვივლი და ერთი თვით უნდა წავიდე, კარგ ხელფასს მპირდებიან და ამ ზამთარს იქ ვიმუშავებ.წავიდა და ერთი თვის ნაცვლად ორი თვე დააგვიანდა და ორი თვის შემდეგ დაბრუნდა.ოხ,როგორ მონატრებოდა ეს სითბო და გემრიელი ოჯახური ვახშამი. -მარიტა იანვარი დასრულდა შვილო,ოთხი თვე გაქვს წინ მოსამზადებლად გამოცდებისთვის,იმეცადინე და წელს გამოცდაზე გახვალ. -მამა მე............... -არ მინდა არაფლის გაგონება,შენ მთელი ჩვენი სამყარო ხარ ჩემო გოგო,ამიტომ გააკეთე ის რასაც გეუბნები და აისრულე შენი ოცნება.მინდა ექიმი გამოხვიდე,გთხოვ გააკეთე ეს ჩვენს გამო. -მამიკო ძალიან მიყვარხართ,ეს თქვენ ხართ მთელი ჩემი სამყარო,დიდი სამყარო სადაც თქვენ მიჰქმნით ნათელ ფერებს.კარგად გადაგიხადეს? -კი შვილო,არ ვარ უკმაყოფილო. -ხელები რატომ გაქვს დასუსტებული,თან ფერიც არ მომწონს,მამა კარგად ხარ? -გადავიღალე ცოტა და დავწვები,დავისვენებ.მარიტამ დედას მოეხმარა,სახლი მიალაგა და დასაწოლად რო გავიდა ინგას შეშფოთებული ხმა გაიგონა. -ავთო ეს რა არის?სად იტკინე,რატომ გაქვს ამხელა ჭროლობა. -ჩუუუუ,ბავშვი გაიგონებს. -რა ხდება,რა არ უნდა გავიგონო მამა.ცრემლიანი თვალებით შეხედა მარიტამ მის წინ მდგარ გაფითრებულ ავთანდილს და თვალებში შეხედა. -დაწყნარდი,არაფერია ყველაფერი კარგადაა,მე კარგად ვარ მთავარ ხომ ეს არის. -რა გჭირს მამა. -არ მინდოდა გაგეგო,არ მინდოდა გცოდნოდა. -რა,რა არ უნდა გამეგო და რა არ უნდა მცოდნოდა.რატომ გაქვს ეს ჭრილობა,საიდან გაქვს ეს ფული მამა.გთხოვ სიმართლე მითხარი,მინდა ვიცოდე.ინგამ შეხედა და თვალებით თხოვდა სიმართლის თქმას. -დაწყნარდით რა პანიკაში ჩავარდით,ცუდი არაფერი არ ჩამიდენია. -ხოდა სადაცაა გავსკდები მოლოდინით თუ არ იტყვი რა მოხდა და სად იყავი ეს ორი თვე. -ხო კარგი,კარგი.ერთი ახალგაზრდა ბიჭის ღვიძლი გადავუნერგე და სიცოცხლე შევუნარჩუნე,ასე შენი სწავლის ფულიც გადავდე შვილო.მარიტამ პირზე მიიფარა ხელი და ცრემლები ვერ შეაკავა. -მამა,მა ეს ჩემს გამო გააკეთე?რომ რამე მოგსვლოდა? -ანალიზებმა რომ მიმიღო მის დონორად,საშიშიც არაფერი არ იყო. -ჩემი საამაყო დედიკო და მამიკო,როგორ ვამაყობ მე თქვენით.მარიტამ მეცადინეობა დაიწყო და მისი მონდომება ყველასათვის ნათელი გახდა,როცა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ყველასათვის ცნობილი გახდა,რომ მარიტა ექიმი გახდებოდა.სწავლაც დაიწყო და ბედნიერი,ამაყი და მხიარული დაემშვიდობა მშობლებს,შეპირდა რომ ხშირად ინახულებდა მათ. -მარიტა ეს ფული შენია შვილო და შენ უნდა მოიხმარო.ფული მაგიდაზე დაუდო ავთანდილმა. -მამა ბინის ქირა გადახდილი მაქვს სექტემბერი და ოქტომბერი,მე ყველა არ დამჭირდება,ეს თქვენ გქონდეთ შენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ და გამოგადგებათ იქნებ რა დაგჭირდეთ.მე შევეცდები სამსახური ვიშოვო და თავისუფალი საათები ვიმუშავო,არ მინდა მთლად თქვენ დაგაწვეთ მხრებზე. -ვამაყობ შენით ჩემო ჭკვიანო.უთხრა ინგამ და შვილი გულში ჩაიკრა.მარიტამ სწავლა დაიწყო,გაიცნო თანაკურსელები და ერთ-ერთი ბელა ისიც სოფლიდან იყო ერთად იყვნენ ბინაში,არ მოსწონდა მისი ქცევები რადგან დილამდე გასული იყო. -სად დადიხარ დილამდე არ მოგბეზრდა ყოველ დღე გარეთ ყოფნა? -სამსახურს ვეძებ,თავი ხომ უნდა გავიტანო როგორმე. -მერე შუაღამეს სად უნდა იპოვო სამსახური. -ვეძებ ბარებში იქნებ მიმტანად მაინც ვიშოვო რამე,მარიტა როდისმე გყვარებია? -არა,ჯერ არავინ.იყო მარიტას გულწრფელი პასუხი. -და რომ შეგიყვარდეს?სიყვარულს ხომ ვერ დაგეგმავ, ის ყველასგან მოულოდნელად მოდის მოულოდნელ მომენტებში. -არ ვიცი არასოდეს არ დავფიქრებულვარ,მაგრამ მინდა რაღაც განსხვავებული იყოს ეს გრძნობა ჩემთვის.მინდა უთქმელად ვიგრძნოთ ერთმანეთი და უნდა მაბედნიერებდეს მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.მინდა ძალიან,ძალიან სუფთა ვიყოთ ერთმანეთის წინაშე.მისი ქცევებით უნდა მიყვარდეს ზედმეტი სიტყვების გარეშე,არ მიყვარს ეჭვიანობა და არ მინდა ამის საბამი მომცეს,თუმცა არც ვიეჭვიანებ,რადგან მეცოდინება რომ ის ჩემსავით ვერავის ვერ შეხედავს,ვერავის შეიყვარებს.მთელი ჩემი არსებით ვეცდები,რომ ის ჩემი იყოს,მხოლოდ ჩემი. -ვააააუ,კლას.შენ ხარ ადამიანი,რომელიც საყვარელ ადამიანს ყველა შეცდომას აპატიებს. -როცა ხვდები რომ ის შენს წინაშე შეცდა,არ უნდა გაიქცე.ბელა როცა გიყვარს სიყვარულს არ უნდა გაექცე,მოსმენა უნდა შეგეძლოს და თუ მოუსმენ და მის შეცდომას ღრმად ჩახედავ,იქ შესაძლებელია ის დადებითიც ნახო თუ რამ აიძულა იმ შეცდომის გაკეთება.თუ თავისუფლად არ იქნები მასთან ერთად როცა ხარ,ვერაფერს ვერ შეძლებ.ასე კი ის ძლიერი გრძნობა გაქრება და ხელში შეგრჩება სიტყვა ,,ვითომ''.ვითომ სიყვარულს კი დამიჯერე,ნამდვილად უსიყვარულოდ ყოფნა სჯობს.მეორე შანსს კი ყოველთვის ყველა იმსახურებს.ახლა კი დავიძინოთ. -უუუფ რა კარგია ხვალ შაბათია და დილით არ ავდგები ადრე. -მე კი 12-ისთვის ბიბლიოთეკაში მივდივარ და შემდეგ გამოფენაზე. -რა გამოფენაა? -ვიღაც ახალგაზრდა მხატვრის გამოფენაა,ამბობენ უნიჭიერესი არისო და მინდა ვნახო. -ქართველია? -გეორგე გურენი-ასეთი სახელით არის და ვფიქრობ რომ ეს ფსევდომინია მხატვრის. -ან უცხოელია,ან მინიშნებაა სახელის და გვარის.გინდა მე გაგიყვანო? -სად,ბიბლიოთეკაში?და რითინ მოტოციკლეტით?თვალები გაუფართოვდა მარიტას. -ხო,რაიყო არ მითხრა რომ გეშინია. -არა,არავითარ შემთხვევაში,მე ჩემით წავალ. -მე კარგი მძღოლი ვარ მარიტა. -კი როგორ არა,სწორედ შენნაირი კარგი მძღოლებითაა სავსე საავადმყოფო. -გაგიხმეს ენა შენ,როგორ გვყვარებია შენ თავი?გულიანად გაეცინა ბელას. -მაშ არ მიყვარს?განა მეორედ მოვალ ამ ქვეყნად? -ხოდა ვეღარ ნახავ იმ უცხოელის ნახატებს,რა ჰქვიაო? -გეორგე გურენი.რა საინტერესო სახელი და გვარია,ნეტა რას ნიშნავს? -არა მარტო მხატვარი,მომღერალიც ყოფილა. -ვააუუუ,დაითრიე მარიტა ჰა? -დავითრიო რა ღორის ბარკალია?გაეცინა მარიტას და საბანში ჩაძვრა და გადაეშვა სიზმრების ქვეყანაში იქ სადაც ანგელოზები მუდამ ფხიზლად არიან და ძილშიც კი გვმფარველობენ.მარიტა ყოველ დღე სტუმრობდა ლიტერატურულ ბიბლიოთეკას,იქ მეცადინეობდა და შემდეგ განტვირთვისთვის კითხულობდა,დღეს შაბათი იყო და სასიამოვნო იყო დაძაბული კვირის შემდეგ აქ გაეტარებინა დღე,რადგან აქ გრძნობდა სიმშვიდეს როცა ამ უჩვეულოდ საოცარ გარემოში მოხვდებოდა.აქ ხომ უამრავი ისტორიის და თავგადასავლების სუნი ერთმანეთში ირეოდა,აქ სულ სხვა იყო მარიტა ლაღი,მშვიდი და მხიარულიც.იქ სადაც ავიწყდება ყველაფერი და გრძნობს მხოლოდ ნეტარებას და სიამოვნებას.იქ იმ სამყაროში ისაა,როგორც შორი გზიდან ფეხით მომავალი მგზავრი,რომელიც წუთიერად ჩამოსვენებს და მხრებიდან დიდი ტვირთის მოხსნის შემდეგ გრძნობს დიდ შვებას.დრო კი ისე გადის,ვერც კი ამჩნევს მის წინ სკამს როგორ წევს უცნობი მამაკაცი ჯდება და მარიტას დაჯინებით უცქერს.თითქოს სუნი იგრძნო რაღაც უცნაური და განსხვავებული,თავი ასწია და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და გაოცებულმა შეეკითხა. -ვინმე ნაცნობს მიმამსგავსეთ,თუ რატომ მიყურებთ ასე დაჯინებით? -არ გიცნობ,პირველად გხედავ,მაგრამ შევამჩნიე ის ორი გიცქერს ძალიან ცუდად,ამიტომ ისე გავაკეთებ ახლა ვითომ დიდი ხნის ნაცნობები ვართ. -ვერ გავიგე?უკაცრავად,თქვენ კარგად ხართ? -მე ძალიან კარგად ვარ,მაგრამ ის ორი ვერ არიან აშკარად კარგად.არ მიიხედო უკან,მიხვდებიან რომ არ ვიცნობთ ერთმანეთს. -რატომ ვერ არიან კარგად? -იმიტომ,რომ ყველა მამაკაცის სუსტი წერილი ქალის მკერდია.სწორედ ის ორი გააღიზიანა თქვენი პერანგიდან მაცდურად მომღიმარმა თქვენმა სიმდიდრეებმა.მარიტას თვალები გაუფართოვდა უცნობი მამაკაცის სიტყვებზე,მკერდზე დაიხედა და ფერი ეცვალა საჩქაროდ შეიკრა დაუდევრად გახსნილი პერანგის ღილები საიდანაც მართლაც და თავმომწონედ რომ უცქერდნენ უცნობ მამაკაცს მისი თეთრი ფითქინა სიმდიდრეები. -ფრთხილად იყავი პატარავ.უცნობი წამოდგა მარიტას გაუღიმა და ისე გავიდა ბიბლიოთეკდან სახელებიც კი არ გაუცვლიათ ერთმანეთისთვის.ცოტა ხანში თავადაც წამოდგა და ღიმილით დატოვა საყვარელი ადგილი გარეთ გამოსულს ის ორი მართლაც გამოყვა უკან და მარიტას შეეშინდა,ფეხს აუჩქარა რომ მანქანამ გაუჩერა და ღიმილით გადმოვიდა უცნობი მანქანის კარი გაუღო და უბრძანა დამჯდარიყო.გაოცება,გაკვირვება ყველაფერი იკითხებოდა მარიტას სახეზე. -ნუ ხარ გაკვირვებული,ხომ გითხარი ის ორი არ მომწონს ისე გიცქერსთქო. -და გადაწყვიტე გარეთ დამლოდებოდი? -აქ რომ არ დაგხვედროდი,ნურც წარმოიდგენ იმ ორს რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული. -ღმერთო რა ტუტუცი ხალხი არსებობს,მადლობა. -არაფლის,მითხარი სად მიგიყვანო. -იცით?მე გამოფენაზე მივდივარ,მარჯანიშვილზე.უცნობს ჩაეცინა,მაგრამ სერიოზულად უთხრა. -მეც იქით მივდივარ.ვისი გამოფენაა,ვინ არის მხატვარი? -არ ვიცი ვინ არის,ვერ გავიგე უცხოელია თუ ქართველი,მაგრამ ამბობენ ნიჭიერი არისო და მინდა ვნახო. -რა ჰქვია?დამაინტერესე, მეც ვნახავ აუცილებლად. -ვერ გავიგე ფსევდომინია მისი თუ სახელი და გვარი,გეორგე გურენი. -ვინ იცის,იქნებ იქ შენთვისაც ნახო რაიმე მნიშვნელოვანი. -ჩემთვის? მაინც რა? -არ ვიცი,დააკვირდი კარგად ფოტოებს.ამ საუბარში დანიშნულ ადგილზედაც მივიდნენ და მარიტა მართლაც გაოცებული იდგა დარბაზის შუა გულში,რადგან დიდ თეთრ კედელს მისივე ფოტო ამშვენებდა.უამრავი ხალხი უცქრდა ფოტოს,შემდეგ მარიტას და შედარებას ახდენდნენ ფოტოსა და მარიტას შორის.ვერ გაიგო ვინ იყო მხატვარი,ვერ მივიდა იქამდე,მაგრამ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახით დაბრუნდა სახლში.სახლში მისულს სიცარიელე შემოეფეთა და არც გაჰკვირებია,ბელა ხომ ყოველთვის გამთენიის ხანს ბრუნდება სახლში.მთელი დღის გასულს იგრძნო როგორ ძალიან მოშივებოდა,იბანავა და საღამოს ვახშამი გაამზადა მიირთვა და ბელასაც შეუნახა მისი ნაწილი.ბელა არც მეორე დღეს გამოჩნდა,არც მესამე და არც იმ კვირაში.შეეშინდა ის არც სასწავლებელში არ დადიოდა და არც იცოდა თუ სად უნდა მოეძებნა.არ უნდოდა ცუდი ეფიქრა და ყოველი დილა იმედის შუქით იღვიძებდა,მაგრამ ისევ რომ არ ჩანდა საღამოს განადგურებული იჯდა და კარს უცქერდა.მოულოდნელად წამოდგა,თავის საწოლთან მივიდა და აღმოაჩინა რომ მისი ფული და ნივთები ადგილზე აღარ იყო.შეეშინდა,ძალიან შეეშინდა და ააკანკალა,ეს ხომ ძალიან მტკივნეულია როცა გიღალატებენ,მოგატყუებენ და ზურგში დანას ჩაგცემენ.მარიტასთან ვერანაირად თავს ვერ გაიმართლებდა,მან ხომ გასწირა და უსახსროდ დატოვა,ასევე ფიზიკურადაც გაანადგურა მარიტა და სულიერადაც,ფრთები შეაჭრა და უფრთოდ დატოვა.გაოგნებული იჯდა და ერთ წერტილს უცქერდა. -არა,არ უნდა დაეცე მარიტა.შენ ისევ ისეთივე ბუნებრივი უნდა დარჩე,როგორიც აღგზარდეს.შენ ახლა ჰაერიით გჭირდება სიმშვიდე,არ უნდა აიმღვრე და არ გჭირდება ეძებო ნაპირი გადარჩენისთვის მშფოთვარე ზღვიდან.არა,არა და არა არ უნდა ჩაგყლაპოს სამაგიეროს გადახდის ბოროტების ორომტრიალმა,ყველაფერი კარგად იქნება,ყველაფერი კარგად იქნება.ამშვიდებდა თავის თავს და ბოლთას სცემდა სახლში კედლიდან კედლამდე.უეცრად გაუცნობიერებლად პიჯაკს დაავლო ხელი და გარეთ გავიდა,ფეხით დაუყვა ქუჩას და ერთ-ერთ პარკში მყუდრო ადგილი ნახა,იქ დაჯდა და ცრემლებს მისცა გასაქანი.არავინი არ იყო ირგვლივ და ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ერთადერთი არსებაა ამ ქვეყნად. -ასეთ დროს აქ რატომ ხრ პატარავ,შენ რა ტირი?რა გჭირს,რა დაგემართა.მარიტამ მამაკაცის ნაცნობი ხმა გაიგონა და თავი ასწია,მის წინ ნაცნობი სახე დაინახა რომელიც გაოცებული უცქერდა და თავადაც გაოცებულმა შეხედა. -გყავს გვერდით ერთგული ადამიანები? -მყავს,და ეს ძალიან მახარებს ასევე მდიდარი ვარ მე მათი არსებობით. -ფრთხილად იყავი,მეც მეგონა რომ მყავდა,მაგრამ თურმე არ მყოლია.სანდო მეგობარი ყველას ცხოვრებაში ერთადერთი ვალუტაა,რომელიც არასოდეს არ უნდა გაუფასურდეს,ჩემში კი დაკარგა ამ ვალუტამ ფასი. -ოხ,ძალიან გატკინეს? -ძალიან არა,საშინლად.გადამიარა და გული დამინაკუწა,სული ამიტირა და მთელი სხეული მატკინა.ცხოვრებაში ხომ მუდმივი არაფერია.დავიღალე,მხოლოდ ის მინდა ვიღაც ვიგრძნო ჩემს გვერდით,ვინც მართლა დამიჭერს და ვისაც დავეყრდნობი. -მე,შემიძლია მე შეგივსო სიცარიელე და სიმარტოვე? -არ ვიცი ვინ ხარ,მაგრამ დღეს მნახე პირველად ცრემლიანი თვალებით და ეს აღარ განმეორდება.არავინი არ მინდა,აღარავის ვენდობი მე მარტომ მინდა ვიარო ჩემს ჯოჯოხეთში. -რამდენი წლის ხარ,მეტყვი? -სულ მალე 20-ის გავხდები,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ასაკს,როცა ჯოჯოხეთის გზა უკვე გავლილია. -არ გიხდება ტირილი,შენ ლამაზი თვალები გაქვს პატარავ. -არც თვალებს აქვს მნიშვნელობა,როცა გონებით ხარ ბრმა. -როგორც გავიგე შენი საუბრიდან მართლა ძალიან გატკინეს,თუ გინდა მე მზად ვარ მოგისმინო. -არა,არ ვაპირებ ჩემი ტკივილის გამომზეურებას,იქნებ და შენ უარესი ხარ რას ჩამომიჯექი აქ,დამტოვე მარტო ჩემს ტკივილთან.შეუბღვირა მარიტან და უცნობმა გაოცებულმა შეხედა. -ისეთი გრძნობა მაქვს,ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. -იოცნებე,რისთვის უნდა შეგხვდე. -ოცნება არ მინდა როცა ახლოს მყავხარ და შემიძლია შეგეხო.მამაკაცმა უეცრად თმით დაიჭირა და უთხრა. -გეორგე გურენი კარგად დაიმახსოვრე,მოვა დრო და მისი გახდები,თავი მისკენ შემოაბრუნებინა,არ მიაქცია ყურადღება მარიტას გაოცებისგან გაფართოვებულ შავ თვალებს ყურადღება და ტუჩები თავისივე ენით დაისველა,შემდეგ კი ნაზად შეეხო მარიტას ბაგეებს.გააბრუა მამაკაცის სურნელმა და ასევე დაუჯერებლად ტკბილი გემო ჰქონდა მის ბაგეებს,თვალი რომ გაახილა,მხოლოდ მისივე გულის ხმა ესმოდა და სრულიად მარტო იყო.საშინლად შეშურდა საკუთარი თავის,ვერც ლაპარაკობდა,უბრალოდ იჯდა გაუნძრევლად და უსმენდა როგორ ცემდა საკუთარი გული.აღარაფერზე აღარ ფიქრობდა დედამიწის ზურგზე,გარდა იმისა ვინ იყო ეს მამაკაცი,ვინ მოჰპარა პირველი კოცნა და საერთოდ ვინ იყო გეორგე გურენი. მხატვარი--- გეორგე გურენი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.