შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს რეალობაა? (თავი 3)


7-05-2018, 22:31
ნანახია 1 299

ცალ ყურში ყურსასმენი გავირჭე და ფანჯრიდან მანამდე ვიყურებოდი, სანამ ხედი არ შეიცვალა.
-ეს ჩემი სახლის გზა არაა!
-მართლა? დედას გაფიცებ!
თვალები გადავატრიალე:
-საით?
-მაღაზიაში გავიაროთ. დემეტრესთან ავდივართ ყველა. შენებს თეამ დაურეკა.
-მაგიტომ მომიჯექი კლუბში?
-ჰო.
-მერე აქამდე ვერ მითხარი?
-მისმენდი?
ხმა აღარ ამოვიღე და გაბუსული დაველოდე სანამ ალექსანდრე სასმელს და სიგარეტს ყიდულობდა.
ჰო, აღმოვაჩინე, რომ ალექსანდრე ეწევა. მართალია, მე არ ვეწევი, მაგრამ თუ აუტანელი სუნი არ აქვს სიგარეტს, მაშინ უარს არ ვამბობ მწეველთან ახლოს ყოფნაზე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც ძალიან დიდი ხიბლი ვუპოვე...
სიგარეტზე ვლაპარაკობ და არა ალექსანდრეზე! ალბათ...
დემეტრესთან ავედით მე, ალექსანდრე, სალომე, თეა და ირაკლი.
სალომე და ირაკლი ერთმანეთს ხან ეკინკლავებკდნენ, ხან კი თვალებს უჟუჟუნებდნენ. თეა კი, მაგ მხრივ უკვე დაკავებული იყო. ბევრი ვილაპარაკეთ და კარგად გავერთეთ. ვიხსენებდით ათასგვარ სიგიჟეს და მოულოდნელად თემა ჩემს ყოფილ დაქალამდე მივიდა.
ნინა, ეს იყო გოგო რომელიც ყველას ანგელოზი გვეგონა...მაგრამ გავიდა დრო, და ისე გაირყვნა, რომ, არასრულწლოვანმა, დაორსულებაც მოახერხა....იმდენს ეკიდებოდა კისერზე, რომ ახლა, ისიც არ იცის, მამა ვინაა....
-ჰომმ...მეგობრების არჩევა კარგად გცოდნია.
სარკაზმით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და დემეტრესთან და სალომესგან წყვილი ბალიში მოხვდა. აქაოდა, ჩვენ რას გვიწუნებო. ბევრი ვიცინეთ და ღამის 3-მდე გართობა არ შეგვუწყვეტია. მერე კი ყველას ერთმანეთზე დაგვეძინა.
დილას თავის ტკივილით გავიღვიძე. ყველას ერთ ოთახში ჩაგვძინებია. საოცარი სანახავები ვიყავით: დემეტრეს მაგიდის ქვეშ ეძინა, ბოთლჩახუტებულს; სალომე ირაკლის აწვა; მე კი მუცელზე ვიწექი, ფეხები თეაზე მდებია, თავი კი რბილად მედო. პირზე ხელი მოვისვი და ოდნავ წამოვიწიე. ძირს დავიხედე თუ არა, კინაღამ გულის შეტევა დამემართა. ალექსანდრეს ზურგი ბალიშად გამომიყენებია. სწრაფად წამოვჯექი, რამაც თეა გააღვიძა და ააწუწუნა. ეს, დარწმუნებული ვარ, ყველას გააღვიძებდა, ამიტომ პირზე ხელი ავაფარე და სამზარეულოში გავიყვანე. ჯერ ნაბეღლავი დავლიეთ, თავის ტკივილი რომ მიყუჩდა, გადავწყვიტეთ, სხვებიც აგვეგდო. ქვაბის თავსახურები მოვიმარჯვეთ და ჯერ შუა ოთახში ჩუმად დავდექით, მერე კი მოვრთეთ ერთი ამბავი. ყველა გიჟივით წამოვარდა. დემეტრემ მაგიდას აარტყა თავი, ალექსანდრე რომ წამოვარდა, მაიკა ისე მოეღრიცა რა აღარ უჩანდა, ვერ ვიტყვი. სალომემ კი ისეთი წამოიკივლა, ალბათ საწყალი ირაკლი დააყრუა.
-ნორმალურები ხაართ?!-სალომემ და ალექსანდრემ ერთხმად შემოგვიტიეს. ირაკლი ყურს, ხოლო დემეტრე ჯერ კიდევ თავს იქექავდა, მე და თეა კი სიცილით იატაკზე ვხოხავდით.
-მე მაინც არ შეგეცოდეთ?-ამოიკნავლა სალომემ.
-შენ, გენაცვალე, ისე იყავი ირაკლიზე მიწებებული მამაზეციერი ვერ მოგხსნიდა.-ვთქვი და აჭარხლებულ წყვილს სიცილი დავაყარეთ.
-მოიცა, ქალბატონო, შენ ვიზე რას ამბობ?-სიცილით გამოძვრა დემე მაგიდის ქვემოდან და ტელეფონი ამოაძრო.
-ო, არა.
რადგან ტელეფონს ეხებოდა, ესეიგი ძალიან ცუდად იყო ჩემი საქმე.
ვიდეო. სადაც მთვრალი ვარ და ალექსანდრეს ვეკონწიალები. ისიც კარგად გამომთვრალია და აივანზე ერთად ვცეკვავთ. უმუსიკოდ.
-ეს რა არის?-ნერვიულად ვიკითხე, არადა, გამოვტყდები, ძალიან საყვარელი ვიდეო იყო. მაგისთვის მოვიხელთებ დემეს განმარტოებით. ირაკლიმ დემეტრეს ტელეფონი გამოსტაცა და სხვა ფოტოებსაც გადაავლო თვალი. ბევრი სასაცილო ფოტო და ვიდეო ვიპოვეთ და მაგაზეც ბევრი ვიცინეთ.

შუადღეს გოგოები იქვე კაფეში გავედით, ბევრი ვიჭორავეთ და როგორც იქნა, დავიშალეთ. სახლისკენ მივდიოდი, როცა ვიღაცამ მხარზე ხელი გადამხვია. გაოცებულმა ავხედე მაღალ ბიჭს და ირაკლი აღმოჩნდა.
-აბა, როგორ არის ჩემი გოგო?
-მშვენივრად.
-დღეს რა გეგმები გაქვს?
-რა, და, მივალ სახლში, შევჭამ, ვიმეცადინებ, დავისვენებ, მერე გოგოებს დავურეკავ და ღამე კლუბში გავალთ.
-ეგ ბოლო რაღაც არ მევასა.
-კარგი, რა! ბიჭებიც წამოდით.
-სალომე წამოიყვანე და ბაზარი არაა.-თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.-მე, დემე და ალექსაც იქ გავჩნდებით.
-ჰომმმ....
-ასე არ გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა?
როდესაც ეს უკნიდან მომესმა, დაუფიქრებლად დავიწყე:
-არა, რა სისულ....მოიცა, შენ აქ რა გინდა?
ალექსანდრეს შუა წინადადებაში გავხედე. მან მხრები აიჩეჩა და მეორე მხრიდან ამომიდგა. ჯერ ერთს ავხედე, მერე მეორეს. ალექსანდრემ ირაკლის გადახვეულ ხელს თავისი ხელი დაამატა და სიმძიმისგან ლამის ძირს გავიშოტე. ამაზე კი ორივემ სიცილი დაიწყო.
-აბა, ახლა ორივე გამეცალეთ, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ!-ვუწივლე მოცინარ ბიჭებს და ძლივს მოვიშორე მათი მძიმე ტორები.



№1 სტუმარი mariami

Auuu martla magaria <3<3ris gareshe vyofilvar amden xans ogond gazarde ra tavebi shexval mugamshi da maincdamainc mashin mtavrdeba:((waatebebi da male dade momdevno tavi moutmeneli vaar:))))

 


mariami
Auuu martla magaria <3<3ris gareshe vyofilvar amden xans ogond gazarde ra tavebi shexval mugamshi da maincdamainc mashin mtavrdeba:((waatebebi da male dade momdevno tavi moutmeneli vaar:))))

მადლობაა ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში ვარ ამიტომ იმედია დროთა განმავლობაში ყველაფერს გამოვასწორებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent