შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- შენ ჩაგიფიქრე ჩიჩუა! (სრულად)

8-05-2018, 21:01
ავტორი Dead girl
ნანახია 4 145

-ლუ,ჩემო ლუ,ნახე ვარკსკვლავი ჩამოვარდა,სურვილი ჩაიფიქრე,ლუ - გაუთავებლად იმეორებდა თვალებანთებული გიუშკი.
ერთი ხელი ლუსთვის ჩაეკიდა,მეორეთი კი ბალახს ჩაბღაუჭებოდა.
გოგონამ თვალები დახუჭა,ტუჩები ბავშვურად დაბუშტა და სურვილიც ჩაიფიქრა.
- ჩიჩუა,შენ ჩაგიფიქრე იცოდე! - იღიმოდა დევდარიანი და ანათებდა მთელ მდელოს.იღიმოდა დევდარიანი,უფრო სწორედ ჩიჩუას უღიმოდა ყველაზე წრფელად.

ჩიჩუა და დევდარიანი ისეთები იყვნენ,აი უერთმანეთოდ,რომ არ შეეძლოთ.
ყველამ იცოდა როგორ უყვარდა ამ ორს ერთმანეთი და ლუსთან ზედმეტად მიკარებასაც ვერ ბედავდნენ.
ყველამ იცოდა გიოსი,რომ იყო ლუ.
ლუსი კიდევ გიო და მორჩა.

მთაწმინდელები იყვნენ ორივე.

სამ წლამდე ხელი არ გაუშვიათ ერთმანეთისთვის.არავინ უნდოდათ ერთმანეთის გარდა,მაგრამ მალე ყანჩაველი,ქარცხია და დოლიძე შემოემატა მათ სამეგობრო წრეს.

სადაც ლუ და ბიჭები იყვნენ იქ იყო მთელი თბილისიც. უყვარდათ სიცოცხლე,უხაროდათ ერთად ყოფნა და ზუსტად იცოდნენ არასდროს დაკარგავდნენ ერთმანეთს.
ჩიჩუას ზუსტად ახსოვს,ოცდაერთი ნოემბერი იყო,რომ გაიგო კუდაკოვი და დევდარიანი ერთად არიანო და იმ წამს გაშეშდა.
არ ელოდა.
ვერასდროს წარმოიდგენდა ლუ თუ ოდესმე სხვისი იქნებოდა.
რომ გეკითხათ რამე თავს დადებდა არ ვეჭვიანობო,მაგრამ შინაგანად?
ოჰ,
შინაგანად ისეთ ქარცეცხლში იყო გახვეული,რომ საკუთარ თავს ვეღარ შველოდა.

- ბიჭებო,გაიცანით! კუდაკოვია ლაშა - შეყვარებულის როლში წარუდგინა ლუმ ბიჭებს ლაშა. მათაც რა უნდა ექნათ?! ხელი მეგობრულად დაჰკრეს ზურგზე.
მხოლოდ გიორგი არ ესწრებოდა გაცნობის ცერემონიას.
“ ლული,გამო რა,გთხოვ”
ორი სხვადასხვა ნომრიდან,რომ მოუვიდა ეს ესემესი დევდარიანს გაშრა.
ვერ აერჩია კუდაკოვთან ჩასულიყო თუ ჩიჩუასთან.
ისიც იცოდა ჩიჩუა,რომ არ აპატიებდა,ანდაც აპატიებდა,მაგრამ რთულად.

- როგორ მომენატრე ლუ!
ბიჭი აშკარად ნასვამი იყო,ეგოისტურად გაუხარდა კუდაკოვი,რომ ხახამშრალი დატოვა გოგომ
- მეც მომენატრე,გიუშკი,მეც! სად დალიე ბიჭო ამდენი?
- ლუ,ცოლი მომყავს რა!

ცოლი.
გიორგი.
ჩიჩუა.
ცოლი.
ცოლი.
ცოლი.
მხოლოდ ეს სიტყვა,ასე უსასრულოდ და უღმერთოდ მტკივნეული.
თავს არწმუნებდა ლაშა მიყვარს მეო და სწორედ იმ წამს,ოცდაათ ნოემბერს იგემა როგორი საშინელი გრძნობა იყო ეჭვიანობა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
დევდარიანი იყო,ხისთავიანი!
ამას როგორ შეიმჩნევდა?!
- ვა,სარძლოს როდის გვაცნობ გიორგი?
აი აქ საქმე დაიძაბა.
ყველაფერი იყო ჩიჩუა ლუსთვის,გიო,გიუშკი,გი,მაგრამ არა - გიორგი!
ბიჭიც არ მოელოდა ასეთ მიმართვას და ჩახუტებულ გოგონას ხელი უშვა.
- ხვალ გაგაცნობთ,ლუნა.
ახლა ლუმაც იცოდა ლუ და ლული კი არა - ლუნა იყო გიორგისთვის.
იეჭვიანა დევდარიანმა,უღმერთოდ იეჭვიანა.
არადა
აქამდე,რომ გეკითხათ
გეტყოდათ გიუშკი ძმა არის ჩემიო.
უყვარდა დევდარიანს ჩიჩუა.
უყვარსა
და
მისი იყო ჩიჩუა,ამის ღრმად სწამდა.
სწორედ მაშინ მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა კუდაკოვის სახით.

სულხან-საბაში იჯდნენ ბიჭები “ბესეტკაში” და ძმაკაცს უყურებდნენ.
ხმას არცერთი იღებდა.
- უყვარს ტო?
- უყვარს,ლუკი,უყვარს,ჩემს ლუს ის უყვარს - თავჩარგული იმეორებდა გიორგი
- ეე,ჩიჩუა ატ*აკებ შენს ძმობას ვფიცავარ რა!

რა ექნა?
ვისთვის ეთხოვა შველა?

ორივე ხისთავიანი იყო.
სვანიც და მეგრელიც!
ლუს უყვარდა
გიუშკისაც უყვარდა,
მაგრამ
ლუ ლაშასი იყო
გიუშკი სალისი.

არ ყოფილა ბედნიერი დასასრული,საერთოდ აღარაფერი ყოფილა შემდეგ.

სამი იანვარი იყო ჩიჩუას ქორწილის დღე.
იქ იყო ლუც.
იქ სტკიოდა ლუს.
იქ იმარხებოდა ცოცხლად ლუ.

მორჩა.

ლუ არ გათხოვილა, ეგ კი არა კუდაკოვსაც ჩამოშორდა. აღარავის იკარებდა. დეპრესიაში კი არ იყო დევდარიანი,უბრალოდ არ უნდოდა არავისთან.
მარტო უნდოდა.

ვარსკვლავმაც არ აუსრულა სურვილი.
გაახსენდა ადრე ბავშვურად წარმოთქმული :
- შენ ჩაგიფიქრე,ჩიჩუა!
და ამის
შემდეგ მხოლოდ ტკივილი იყო
ტკივილი და ტირილი,
მაგრამ მხოლოდ უჩუმრად
ყველასთან მალულად.

როგორც ხდება ხოლმე ისე არ ყოფილა.
არცერთს მოუკლავს თავი.
არცერთს უჩვენებია ვინმესთვის ცრემლი.
არცერთს უთხოვია პატიება.

უყვარდა დევდარიანს,საშინლად უყვარდა.
ასევე
უყვარდა ჩიჩუას,
მაგრამ
....

_______________________
ჩემო საყვარლებო!
აზრი გამიზიარეთ ^^
იმედია მოგეწონებათ <3

№1 სტუმარი ჰსჰდჰ

პატარა, საოცარი და თან რაღაცნაირი იყო. მოულოდნელი, ლაკონური და გულდასაწყვეტი. არ ველოდი ასეთ დასასრულს, არც იმას ველოდი, რომ ერთმანეთს ხელებს ჩაჰკიდებდნენ და მდელოზე ირბენდნე, მაგრამ მათი სიყვარულის იმედი მაინც მქონდა.ჯამში კარგი იყო,ძალიან კარგი.(დასასრულს თუარ ჩავთვლით :დ)

Mgoni ragac geshleba joy sataurshi srulad ki ara tavi 1 unda geweros, ver sheveguebi aset dasasruls, gamoaswore rogorc ginda torem ar gapatieb joy

№2  offline წევრი Dead girl

ჰსჰდჰ

???? მიხარია თუ მოგეწონა
ისე,შეიძლება დავწერო მეორე ნაწილიც და იმით მორჩება
დიდად “ჰეფი ენდები” არ მახასიათებს????

№3  offline მოდერი ენემი

აუ რა იყო ეს? ჩიჩუა და დევდარიანი მინდა ერთად. არ ვიცი დააშორე ისინი და ლუ-სთან დატოვე რა

№4  offline წევრი Dead girl

ენემი
აუ რა იყო ეს? ჩიჩუა და დევდარიანი მინდა ერთად. არ ვიცი დააშორე ისინი და ლუ-სთან დატოვე რა

მეორე და ბოლო ნაწილს დავწერ ეს ზუსტად ვიცი,მაგრამ რატომღაც მგონია არ დავტოვებ ლუს და ჩიჩუას ერთად

№5 სტუმარი nia

Dead girl
ენემი
აუ რა იყო ეს? ჩიჩუა და დევდარიანი მინდა ერთად. არ ვიცი დააშორე ისინი და ლუ-სთან დატოვე რა

მეორე და ბოლო ნაწილს დავწერ ეს ზუსტად ვიცი,მაგრამ რატომღაც მგონია არ დავტოვებ ლუს და ჩიჩუას ერთად

თუ მაინც ესე უნდა დაასრულო, მაშინ აზრს ვერ ვხედავ მეორე ნაწილის დაწერის და მერე როგორც მკითხველმა რატომ უნდა წავიკითხო ისევ იგივე თუ უნდა გამოიარონ ვერ ვხვდები...

№6  offline წევრი Dead girl

nia

მაინც ვერ გამიძლო გულმა დავტოვე ეს ორი ერთად^^
ნახავთ მეორე და ბოლო ნაწილში <3 დადების პროცესშია!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent