შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლუ - ანგელოზი (სრულად)


7-05-2018, 21:48
ავტორი Dead girl
ნანახია 3 134

- ლამაზი გოგო იყო ლუ,თავიდანვე,ერთი შეხედვით მოინუსხებოდით - მეთქი,რომ გითხრათ არა,მაგრამ იყო მასში რაღაც განსაკუთრებული - ღიმილით იგონებდა ლუს კანდელაკი და ცდილობდა ფარულად მოეწმინდა ცრემლები
- ყველაზე კეთილი იყო ჩვენი ლუ! - თეო თავს არ იკავებდა და დაუფარავად აყენებდა ცრემლების ზღვას.

სამზარეულოში იჯდნენ ლიზა კანდელაკი,თეო არდოთელი,სანდრო ჟურული და ნიკუშა ყანჩაველი. აი ეს ოთხი იცით როგორები იყვნენ? ერთმანეთის გარეშე,რომ არ შეეძლოთ და უღრმერთოდ უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ დამეფიცება ოთახში იმ წამს ისეთი დაძაბული აურა იყო,რომ მეგობრები კი არა,მოსისხლე მტრები გეგონებოდნენ ერთმანეთის.
შემოსასვლელში შავი კუბო იდგა. თავი გადახდილი ჰქონდა და იქიდან გოგონა იმზირებოდა,რომელსაც სახეზე უკანასკნელად შემხმარი ღიმილი შერჩენოდა.
- ნიკუშ,ერთხელ ლუმ იცი რა მითხრა? უეჭველად რამე უნდა მომივიდეს შენ და ნიკუშა,რომ გამოუტყდეთ ერთმანეთს რას გრძნობთო - თეოს თვალები აუწყლიანდა. აღარ შეეძლო ყანჩაველს. სუნთქვა ეკვროდა,სტკიოდა,უღმერთოდ სტკიოდა გელოვანი.
აი კარი,რომ გაიღო და ოთახში ღრიალით შემოვარდა ლუკა ჩიჩუა მაშინ იყო ყველაზე მწარე,ყველაზე მტკივნეული მომენტი.
- ჩემი ლუ,ტო?
- ლუკა - საცოდავად ამოიხავლა კანდელაკმა,ასეთი ჩიჩუა არასდროს ენახა.
ვერ იჯერებდა,რა ექნა!
ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის გელოვანი.ლუზე,რომ უთხრეს აღარ არისო სიცილი დაიწყო,რომ უთხრეს თავი მოიკლაო კი ხარხარი. არ ეჯერა ლუს,მის ლუს,რომ და მისი მიტოვება შეეძლო.
ჩიჩუა და გელოვანი ორი წლიდან ერთად მოდიოდნენ. არ არსებობდა სიტუაცია ეს ორი ერთად არ ყოფილიყო,არ არსებობდა განსაცდელი,რომელსაც ერთად არ გამკლავებიან და არ არსებობდა ცრემლი,ჩიჩუას რომ არ გაეგო ისეთი.
- ლუ, უშენოდ,რომ მოვკვდები იცი ხო?
- ნუ სულელობ,იდიოტო! - სევდაშეპარულად გადაიკისკისა გოგონამ.
აეტირა ლუკას,
ოთახში ხუთი ადამიანი იყო,ერთიც ანგელოზი.
ხუთივეს ლუ აერთიანებდა.
ხუთივეს სტკიოდა გელოვანი.
ხუთივე გლოვობდა.
ხუთივე ტიროდა,მაგრამ ლუკას მაინც სულ სხვანაირად ედარდებოდა.
ორი კვირა არ იყო გასული დაკრძალვიდან ვერაზე რომ გავრცელდა ჩიჩუა გაგიჟდაო.
ვერ დაიჯერეს კანდელაკმა,ჟურულმა,არდოთელმა და ყანჩაველმა.
ვერ დაიჯერეს.
არ შეეძლოთ.


კუკიაზე იყო ჩიჩუა იმ დღეს,ლუს უყურებდა.
- მომენატრე,კნაჭა!
პირველად იყო ლუ,რომ ხმას არ სცემდა და ეტკინა.
ისევ ეტკინა.
ისევ გელოვანის გამო.

ანგელოზი იყო არდოთელი,იმდენად სუფთა და უმანკო,რომ ის უკვე გათეთრებული შრამებიც კი უხდებოდა ვენებზე.
სტკიოდა ხუთს.
მიწაში კი ერთი ესვენა.
ენატრებოდა ხუთს.
იმ ერთს კი მშვიდად ეძინა.
დემონი იყო ის ხუთი.
ის ერთი იყო მხოლოდ ანგელოზი.


დამნაშავე იყო ხუთივე.
ვერ უშველეს.
ვერ უშველეს.
ვერ შეამჩნიეს.

ანგელოზი იყო ლუ გელოვანი,ანგელოზი!



№1  offline წევრი Lokeba

პატარა, მაგრამ როგორი მრავლისმთქმელი❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატალიკო

ლი რა ვთქვა? არ ვიცი..

 


№3  offline წევრი Dead girl

სტუმარი ნატალიკო
ლი რა ვთქვა? არ ვიცი..

უყვარხარ ლის ნატალიკო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent