ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 8 )
-რამდენიმე კვირის წინ შემომიშვეს აქ და რო გელაპარაკებოდი თითების შეხება ვიგრძენი, მაგრამ ვერაფრით დავამტკიცე, ექიმმა ემოციის ფონიაო- დაიწყო რატიმ და რაფას აეყუდა -არ მახსოვს- წავილუღლუღე მე და მივხვდი როგორ ავნერვიულდი როცა ვაკომ კარი მიხურა და ჩვენ ორნი მარტო დაგვტოვა -ანუ არ გესმოდა ჩემი ლაპარაკი? ამბობენ ესმით ხოლმეო -არ მახსოვს რატი -რა გჭირს შენ, წეღან კარგ ხასიათზე იყავი -დაეჭვდა და საწოლისკენ წამოვიდა -მტკივა ყველაფერი , ისეთი არაფერი - ვცადე გამეღიმა -დაიცა დავუძახებ ექიმს -არ მინდა-მეთქი, რატი -ეხლავე დავურეკავ და მოვა დაიცა -აი იქ დგას- თავით ვანიშნე ჩემს სიმპატიურ ექიმზე, რომელიც მინიდან ჩანდა -ეგ როჟა არ მევასება -რატო, მშვენიერი ბიჭია -ექიმია თუ ვინ არის, პაციენტებს უნდა ეპრანჭებოდეს? -და რა მოხდა მერე, ხშირად კი არ დადიან ჩემნაირი ლამაზი გოგოები აქ- ცანცარის ხასიათზე დავდექი როცა შევამჩნიე რო ეჭვიანობდა -ნუ ხო რავი, კაი ბიჭია კი- მხრები აიჩეჩა და ისევ რაფისკენ წავიდა -რას დადიხარ აქეთ-იქით დამეხვა თავბრუ -ვუსაყვედურე მოსიარულე ტვილდიანს -სამი თვეა არ გინახივარ და როგორმე ამიტანე ეხლა -კაი მაინც მალე გავა ეს ათი წუთი და როგორმე აგიტან- მხრები ავიჩეჩე და რო დავინახე კარისკენ წავიდა, მივაძახე- სად მიდიხარ -ეგრე თუ არ გინდა ჩემი დანახვა, ეხლავე გავალ, რატო უნდა ითვალო წუთები - თქვა ნაწყენი ხმით ისე რო არ გაჩერებულა და კარის სახელურს ხელი რო მოავლო დავუძახე -რატი -გისმენ - შემობრუნდა ჩემკენ -დარჩი -წეღან მაგდებდი და ეხლა რატო დავრჩე -მომენატრე- ამოვილუღლუღე და ვეცადე ნერვიულობის ფონი ღიმილით გადამეფარა ცოტა ხანი ჩუმად იდგა კართან და ჩემკენ წამოვიდა -ჩვენც იცი როგორ გვენატრებოდი? -ჩვენ?- არ მესიამოვნა მრავლობითი ფორმა და შევიშმუშნე -ხო, ბავშვებს რა -აა ჰო -ხო მაგრამ მე ყველაზე მეტად მომენატრე- შეასწორა ნათქვამი და ვცადე ღიმილი არ გამპარვოდა -შენ და ლიზა რას შვებით- გადავუგდე თემა და თავს ძალა დავატანე რო რატიზე აღარ მეფიქრა -არ შევრიგებულვართ იმის მერე -რის მერე- გამიკვირდა - დაიცა თქვენ რა, დაშორდით? -არ გახსოვს? -არა რატი, არ მახსოვს, არაფერი არ მახსოვს, ამერიკიდან როგორ ჩამოვედი ეგეც არ მახსოვს, რატი ამნეზია მაქვს, ცუდად ვარ. შენ იცი რო შეიძლება ვეღარ გავიარო? იცი რო შეიძლება საერთოდ ვიღაცის მოსავლელი გავხდე? -ავქვითინდი და ხელები სახეზე ავიფარე. ვიგრძენი როგორ მომეხვია უზარმაზარი მკლავები და თავზე მაკოცა -რატო სულელობ ანიტა?- დაიწყო თბილი ხმით და უფრო მაგრამ ჩამიკრა გულში. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ვიმედოვნებდი რომ იმ წუთას ჩემი გახშირებული გულისცემა არ ესმოდა- ვინ გითხრა ის სისულელე რო შეიძლება ვეღარ გაიარო? ან სულ რომ ეგრე იყოს, ხო იცი რო მთელი ცხოვრება არ მომბეზრდება შენი მოვლა? -ფეხები მტკივა რატი, ისე ამტკივდა რო ვეღარ ვგრძნობ- ავზლუქუნდი და უფრო მაგრად მივეხუტე გულზე -გინდა ექიმს დავუძახო? -არა ესე იყავი- ბავშვივით ავბუზღუნდი და ვიგრძენი როგორ ჩაეცინა -კარგი არ იტირო, თუ გინდა მთელი ღამე დავრჩები და შენ არ მიგატოვებ -არ შეიძლება აქ დარჩენა, არ დაგტოვებენ - ამოვიზლუქუნე და ავხედე -მე, რატი ტვილდიანს, არ დამტოვებენ?- გაეცინა და თვალებზე მაკოცა- მაგასაც ვნახავთ რამდენიმე წუთში ჩემი ექიმი შემოვიდა და რატის გასვლა სთხოვა -დრო ამოიწურა, ხვალ გადავიყვანთ პალატაში და შეგიძლიათ იმდენ ხანს დარჩეთ რამდენიც მოგესურვებათ -უკაცრავად თქვენი სახელი?- მიმართა რატიმ და წამოდგა -ბექა -ბექა, მე აქედან გამსვლელი დღეს არ ვარ, უბრალოდ ეშინია და მარტო ვერ დავტოვებ. რამე რო დასჭირდეს იმ ღილაკს ვერ მიწვდება და საჭიროა ერთი კაცი მაინც იყოს აქ -კი ბატონო დავრჩები - მხრები აიჩეჩა და ტვილდიანის განრისხებული მზერა დაიმსახურა -თუ თქვენი დარჩენა მიზანშეწონილია, ესე იგი ჩემი აქ ყოფნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს- დაუბრუნდა რატი თავის ადგილს -მე ექიმი ვარ -მე ბავშვობის მეგობარი და დარწმუნებული ვარ ანიტასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს -ბექა ექიმო- ჩავერთვე ლაპარაკში-თუ შეიძლება რომ დარჩეს დღეს? მეშინია -რისი გეშინია, პატარა ქალბატონო? -ვეღარასდროს რო ვეღარ გავიარო? -თქვენ ეხლაც შეგიძლიათ სიარული, უბრალოდ სახსრები კიდე გტკივათ -ფეხებს რომ ვერ ვგრძნობ? -ტყუილად ტეხ პანიკას, ეგ ტკივილის ბრალია. გახსოვს თავიდან როგორ წააქციე ის აპარატურა? -კი, ფეხი ვკარი -მერე შეძლებდი ფეხის გამოძრავებას, მითუმეტეს იმ სიძლიერით რო ამხელა რაღაც გადაგეყირავებინა? დამშვიდდი, ეხლა გამაყუჩებელს გაგიკეთებ, ჩვეულ რიტმში გააგრძელებ ცხოვრებას - გამიღიმა და თმები ამიჩეჩა- რაც შეეხება თქვენს აქ დარჩენას - მიუბრუნდა ტვილდიანს- ამ შემთხვევაშიც დავუშებ გამონაკლისს, უბრალოდ თუ რამე მოხდება ეგრევე დამიძახეთ, მორიგე ვიქნები და ზოგჯერ შემოგივლით- ვენაში რაღაც სითხე შეუშვა და რეანიმაციიდან გავიდა -ხო გეუბნებოდი ტყუილად ნერვიულობ-მეთქი - გამიღიმა რატიმ - მიდი ეხლა დაიძინე -რო არ მეძინება? -კარგი, დაიცადე 10 წუთი და ჩაგეძინება, წამალი მალე იმოქმედებს- მშვიდად მითხრა და გარშემო მიმოიხედა- მგონი დღეს გათენება მომიწევს, ფიზიკურად ადგილი არ არის რო დავჯდე მაინც- გამიცინა და რაფისკენ წავიდა -რა მოხდა შენსა და ლიზას შორის? -მაგას სხვა დროს მოგიყვები კარგი? -მე რო ეხლა მაინტერესებს? -შუა ლაპარაკის დროს მაინც ჩაგეძინება და მერე თავიდან მომიწევს მოყოლა -მოკლედ მომიყევი - არ ვთმობდი პოზიციებს -ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან შეეშალა -ვისთან? რა მოხდა? -მართლა არაფერი არ გახსოვს? საერთოდ არაფერი? ისიც არ გახსოვს როგორ გელაპარაკათ ბოლოს ? რამოხდა სამზარეულოში? -... -ანიტა -... როცა გავიღვიძე მუცელზე მძიმე ხელი ვიგრძენი. თვალები გავახილე და დავინახე როგორ ეძინა რატის ჩემ გვერდით. ცოტა ხანი ვაკვირდებოდი მისი სახის ნაკვთებს და ბოლოს ხელის დაბუჟება რო ვიგრძენი შევაღვიძე -მმმ -აუ რატი -ჰო -ადექი რა მძიმე ხარ -რა გინდა კარგად ვწევარ -რატი გთხოოოვ -15 წუთიც და ავდგები- ამოიბურდღუნა და ძილი გააგრძელა გადიოდა დღეები და ჩემი ბავშვები რო არა ამას ვერ გადავიტანდი. რაც პალატაში გადამიყვანეს, იმის მერე მითუმეტეს გვერდიდან აღარ მშორდებოდნენ. დადგა ის დღეც როცა ბატონმა ირაკლი ექიმმა სახლში წასვლა მაუწყა. აღარანაირი დისკომფორტი აღარ მქონდა და შესაბამისად შემეძლო სიხარულისგან კედლებზეც მევლო. წასვლის წინ ბექა ექიმი დავინახე მოსაცდელში, ვიღაცას ელაპარაკებოდა. ჩემებს ბოდიში მოვუხადე და მასთან მივედი -ნახვამდის ბექა -ნახვამდის ანიტა -ნუ ღელავთ, შეთავაზება ძალაშია -იქნებ ტელეფონის ნომერი დაგეტოვებინათ -კი ბატონო 501 2 ბოლო ხუთი ციფრი თქვენ თვითონ გამოიცანით -ეგრე ძალიან ბევრი კომბინაცია გამოდის, ასე რომ ალბათ სიბერეში მოგაგნებ - ირონიულად გამიცინა -ნუ მთლად მასეც ვერ ვიტყოდი. გამოცანას გეტყვით და შესაბამისად გაგიმარტივდებათ უფრო. -აბა გისმენ -წელიწადის დრო. ფრინველი. გადაკეთებული ლექსი. -ვერ გავიგე -სწორედ მაგაშა მთელი არსი, რო ეგ უნდა გაიგოთ. - თვალი ჩავუკარი- მშვიდობით- მოვტრიალდი და შენობიდან გრაციოზულად გავაბიჯე -მშვიდობით- დამემშვიდობა მრავალმნიშნელოვნად და ფიქრებში წავიდა -უჰჰ როგორ მომენატრა აქაურობა- შევედი თუ არა იქვე დავეგდე სავარძელზე და ღრმად ამოვისუნთქე- აუ ნაყინი მინდა -ეხლავე თქვენო უდიდებულესობავ- აცანცარდა ცოტნე და სამზრეულოში წავიდა -როგორ ხარ, ანიტა? - კიბეზე ჩამოვიდა ლიზა -კარგად ლიზი შენ? აუ ისე შენთან სალაპარაკო მაქვს მერე-თვალი ჩავუკარი და ბავშების დაძაბულ მზერას წავაწყდი- რა იყოთ ვინმე მოკვდა? -კი მაგრამმ- დაიწყო ანკამ -არავითარი მაგრამ ვაშაყმაძე- კატეგორიულად ავუწიე თითი და მეორე ხელი ნაყინს დავუხვედრე- გმადლობ გეთაყვა -რა კარგ ხასიათზე ხარ, შენ რა იყო- შენიშნა საბამ და გვერდით დამიჯდა -ვაა საბუუ რა მაგარ ფორმაში ხარ ეე- მუხლზე დავურტყი ხელი და გავეკრიჭე -ამას რა სჭირს- გაუკვირდა მგელაძეს და რატის გახედა -რავი მგონი იქ გაუკეთეს რაღაც და გვიმალავს -გაეცინა ტვილდიანს და სიგარეტს გაუკიდა -აუუ სახლში ნუ ეწევი - ავწუწუნდი და საწყალი მზერით შევხედე რატის, რომელმაც ეგრევე ჩააქრო სიგარეტი -ხალხო, ყავა გინდათ? - წამოიძახა ნიამ -აუ კი რა - შეეხვეწა რეზი -ჰოდა გაიკეთე და ბარემ ჩემთვისაც გააკეთე რა- ყელი გამოიწია თხოვნის ნიშნად და ტუჩები დაბრუცა -ვაიმე კენჭაძე შენ ვინც არ გიცნობს- გაბრაზდა ჯანჯღავა და ბალიში ესროლა -კარგით რა იყოთ მე გავაკეთებ უფ- წამოდგა ანკა - კიდე ვის გინდათ? -აუ ანკა მე რა - გავხედე და ენა გამოვუყავი -მეეც- ხელი აწია ნუცამ -იქნებ თავი ამოგეყო ტელეფონიდან და მოგვაქციო ყურადღება? - დავუღრინე კაპანაძეს და რეზის მსგავსად მეც ბალიში გავუქანე თავში -აი ძმაო ჰედშოთი მესმის - დაუსტვინა ვაკომ და ტაში დამიკრა- საღოლ ანიტ -გოგოო მოგაძრობ მაგ ხელს - დაიყვირა ნუცამ - შეხედე რა ბათინკები დადეს დღეს რა მაგარ ფასად- გადმომიგდო ტელეფონი -ეს მოგწონს? - დავიჭყანე და მობილური უკან გადავუგდე- უკეთესებიც არსებობს -აი ყავაც მოვიდა- შემოვიდა ანკა პოდნოსით ხელში და ჭიქა გამომიწოდა -ფუ ცხელია-დავიჭყანე ეგრევე -გოგოო აცადე გაცივდეს- გაეცინა ნიას და თვითონაც გამოართვა ყავის ჭიქა- აუ ძაან ჯიგარი ხარ სპასიბა -აუ უშქარო რატოა - დავიწუწუნე ისევ მე -სულ უშაქროს სვამდი - გაუკვირდა ვაშაყმაძეს -ოო შაქრიანი მინდოდა- ავბუზღუნდი პატარა ბავშვივით -შენ რა იყო ორსულად ხარ? -გაეცინა ნიას, რა ყველაფერზე წუწუნებ -ისე იმ ღამით რატი რო დარჩა, რამე ხო არ მიგიქარავთ - ახრარხარდა ნუცა და რო მიხვდა უადგილო ხუმრობა იყო, ეგრევე გაჩუმდა. მისაღებში სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ჩემი ტელეფონის ხმამ დაარღვია. -აუ ცოტნე მომაწოდე რა- გავხედე ციბაძეს რომელსაც ეძინა- მეც არ ვთქვი ესე ჩუმად რატოა-თქო? რეზი გადმომიგდე რა -უცხო ნომერია- შენიშნა ჯანჯღავამ და მობილური მესროლა -გისმენთ -გაზაფხულის საღამოა მშვიდი სამი ოთხი ხუთი ექვსი შვიდი?- მეცნო ბექა ექიმის ხმა -როგორც ჩანს არ გაგჭირვებიათ- გამიკვირდა და თან მეწყინა ესე მარტივად რო გამოიცნო -თუ მოვინდომე, ყველაფერს მარტივად ვახერხებ . როდის შევხვდეთ? -როცა თქვენ გინდათ -თქვენობით ლაპარაკი როდის უნდა მოიშალო? -როცა შევხვდებით -კარგით მაშინ საღამოს შვიდ საათზე გელოდებით ბორჯომის პარკთან კაფეში -დროებით ბექა ექიმო - გავთიშე და იქურობას თვალი მოვავლე -ბექა იყო?- მომვარდა ნია -ხო, დაპირებულ შეხვედრაზე მივდივარ შვიდზე -რას იცვამ? - დაინტერესდა ნუცა -რა მნიშვნელობა აქვს? - დავინტერესდი და რატის დაჟინებული მზერა დავაიგნორე -გამაგიჟებს ეს გოგო- შეიცხადა კაპანაძემ - ბორჯომის ყველაზე სიმპატიური ტიპი, თან წარმატებული ექიმი, გეპატიჟება პაემანზე და შენთვის არ აქვს მნიშნელობა, რას ჩაიცვამ? -არანაირი- მხრები ავიჩეჩე და კიბისკენ წავედი- მოსაწესრიგებელი ვარ და გნახავთ წასვლამდე. აბაზანიდან გამოვედი და კარადა გამოვაღე. მწვანე შარვალი, თეთრი ზედა, მწვანე ჩანთა და თეთრი კეტები გამოვალაგე და თმების გაშრობა დავიწყე. კარზე კაკუნი გაისმა -მობრძანდით- დავუძახე და სავარცხელი მოვიმარჯვე -შეიძლება? - თავი შემოყო ტვილდიანმა -კი მოდი- ფეხზე ავდექი და პირსახოცი უფრო მჭიდროდ შემოვიჭირე -სად მიდიხარ? -ხო იცი სადაც? -ტერიტორიულად მაინტერესებს -ბორჯომის პარკთან რაღაც კაფეა და იქ -გინდა წასვლა? -პირობა პირობაა -პირობის გამო მიდიხარ თუ შენ გინდა წასვლა -რა მნიშვნელობა აქვს? -ძალიან დიდი -მე მინდა წასვლა -მოგწონს ის სი*ი? -რატო არ უნდა მომწონდეს? -აი ამიტო- გააზრება ვერ მოვასწარი როგორ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი და როგორ დამეწაფა ტუჩებზე მოწყურებულივით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.