შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის დღესასწაული -8


8-05-2018, 23:32
ავტორი შადი
ნანახია 1 443

-შემიძლია პატარძალი წავიყვანო?-ოთახში შეკრებილ საზოგადოებას თვალი მოავლო და მზერა მამაჩემზე შეაჩერა.
გარომ ოდნავ გაიღიმა,ცრემლიანი თვალები მოჭუტა და მსუბუქად დაუქნია თავი,რაც თანხმობას ნიშნავდა.ფადიმ მარჯვენა ჩამჭიდა,კარი გამოაღო და ეზოსკენ ავიღეთ გეზი,გული მისკენ მიმიწევდა ,მაგრამ ჩემს სახლთან განშორება იმ წამს მძაფრად ვიგრძენი წამიერად მოვავლე ყველაფერს თვალი,თითქოს სამუდამოდ ისეთ ვიბეჟდავგო გონებაშ,როგორიც მაშინ იყო,ჩემი მაყრიონიც უკან გამომყვა.წესით უბედნიერესი უნდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდეც,რომ არა ერთი დიდი მაგრამ... სიტყვები,რომელიც ისევ ისე ცხადად ჩამესმოდა ყურში,როგორც წარმოთქმის დროს-„იმედს ნუ დასახავ,უბრალოდ მინდა ერთმანეთი დავაფასოთ და პატივი ვცეთ,ჩემი ცოლი ხარ ფაქტობრივად,ღირსეულ მოპყრობას იმსახურებ ჩემგან,განსაკუთრებით კი საზოგადოებაში,ესაა და ეს“-და მე უკვე მიჭირდა იმის გარჩევა თუ რა იყო სინამდვილე და რა ილუზია და ეს გრძნობა ძალიან დიდხანს გამყვა.
თავაზიანად გამომიღო მანქანის უკანა კარი და ორივე მოვკალათდით.ქორწინების სახლამდე ისე ვიარეთ აღარ შემოუხედავს,არც დამლაპარაკებია.მაყრიონი უკან მოგვყვებოდა.შენობაში ჯერ სტუმრები შევიდნენ,იქაურობა საკონცერტო დარბაზს უფრო გავდა ვიდრე საქორწინო სახლს.მაყრიონი ორ მწკივად განლაგებულ სავარძლებში ნაწილდებოდნენ,ხოლო სიძე -პატარძალი საკმაოდ შემაღლებულ პლათფორმაზე ადიოდა,რომ ყველას შეძლებოდა მათი დანახვა,წყვილის წინ კი რეგისტრატორი იკავებდა ადგილს.
დაახლოებით ნახევარი საათი მოგვიწია ლოდინი ,სანამ შენობაში მიგვიწვევდნენ.საოცარი გრძნობაა იყო პატარძალი,თითქოს შენ ხარ ცენტრი,მხოლოდ შენი ბედნიერების გაზიარებისთვისაა ეს ხალხი შეკრებილი.მღელვარებისაგან ხელები მიცახცახებდა,რიგებ შორის ნელა მივაბიჯებდი და თან ვითვლიდი წამებს,რომელიც ლალე ნავედ გახდომასთან მაშორებდა.ედომიაში ყველა ქალის ბრძოლა გადარჩენისთვის სწორედ ამ დღეს,ქორწინების დღეს მთავრდებოდა და რა ირონიული იყო ჩემი ცხოვრება და არჩევანი,რომ მე პირიქით დამემართა,ჩემი ბრძოლა გადარჩენისთვის,არა ფიზიკურად არამედ სულიერად და ემოციურად სწორედ დღეს იწყებოდა.
-ბატონო ფადი იღებთ თუ არა ქორწინების გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით?ხომ არ განიცდით ზეგავლენას და ძალდატანებას ოჯახის ან გარემოცვის მხრიდან?-ჩვენს კუთვნილ ადგილზე მოვკალათდით და რეგისტრატორი პირველ სტანდარტულ კითხვას სვამდა,ფადიმ ოდნავ დახარა თავი და სანახევროდ შემოატრიალა ჩემსკენ,თითქოს უნდოდა შემოეხედა მაგრამ,არ გააკეთა,მერე კი პასუხიც გასცა-არა.
-კეთილი,ხართ მზად იზრუნოთ მეუღლეზე და შვილებზე მატერიალურად და ფინანსურათ?-ნეტა ეს სულელური კითხვები ვინ მოიგონა.
-დიახ.
-ქალბატონო ლალე იღებთ თუ არა ქორწინების გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით?ხომ არ განიცდით ზეგავლენას და ძალდატანებას ოჯახის ან გარემოცვის მხრიდან?
-არა-არ გავნძრეულვარ,ამ პასუხის დროს მე მრცხვენოდა ვინმესთვის შემეხედა,განსაკუთრებით კი ფადისთვის.
-კეთილი,მზად ხართ ემსახუროთ თქვენს მეუღლეს და შვილებს ჯამრთელობისა თუ ავადმყოფობისას,სიმდიდრეში თუ სიღარიბეში?
-დიახ.
-ხომ არ იმყოფება დარბაზში ვინმე ,ვინც თვლის,რომ არსებობს რიგი მიზეზები,რათა არ შედგეს ეს ქორწინება?-ფეხზე წამოდგა და თვალი მოავლო დაახლოებით 150 ადამიანს.დარბზში სამარისებული სიჩუმე იდგა,მადლობა ღმერთს-გავაგრძელოთ მაშინ,როგორ სურს პატარძალს მიიღებს მეუღლის გვარს თუ საკუთარ გვარზე დარჩება?
-შევიცვლი-ეს ხომ წლების უკან გადავწყვიტე.მიუხედავად არჩევნისა,ქალმა უარი თქვას გვარის შეცვლაზე ერთერთი დიდი მინუსია მომავალი ქმრის,მე კი წლების წინ გადავწყვიტე,რომ ან ნავე გავხდებოდი ან არავინ.
-კეთილი,კანონის მონიჭებული ძალაუფლებით დღეიდან ფადი ნავეს და ლალე ნავეს ცოლ-ქმრად ვაცხადებ-ხმამაღლა და გამოკვეთით წარმოთქვა ბოლო ორი სიტყვა,რასაც დარბაზში ბედნიერი და მხიარული შეძახილები მოჰყვა.
-ეს რაც შეეხებოდა კანონს,ახლა კი ჯერია ჩვენი ტრადიციისამებრ დავადასტუროთ ეს ქორწინება-ისევ რიხიანად შემოსძახა რეგისტრატორმა და სცენიდან დაბლა დაეშვა.ძნელია ისეთ ქვეყანაში როგორიც ედომიაა,რამე გააკეთო ტრადიციების გარეშე,თითქმის არ არსებობს ასეთი საქმე თუ ჩვეულება.ყველაფერი გაჟღენთლია წინაპრების გადმონაშთით,ზოგი კარგით ზოგი ცუდით ,ზოგიც კიდე აბსურდულით.თუმცა,მე ყველა მიყვარდა და მომწონდა,რაც ქორწინებას ეხებოდა.
ფეხზე წამოვდექით და სახით დარბაზისკენ შევტრიალდით,თითები ერთმანეთში მქონდა გადახლართული,რომ ჩემი ნერვიული ცახცახი არავის შეემჩნია,ფადი კი მარცხენა ხელით ჯოხს ეყრდნობოდა მარჯვენას კი მალიმალ ისვამდა ნიკაპის ქვეშ.ისიც ნერვიუილობდა.
ჯერ ქალი იწყებს ანუ მე.ფადისკენ შევბრუნდი.მარჯვენა ხელი ფრთხილად დავიდე თავზე,მე მზადყოფნას ვაცხადებდი,რომ მას ჩემს ბატონად,ოჯახის თავად ვაღიარებდი.მერე ხელი ტუჩებზე მივიდე.ამით პირობა დავდე,რომ მე მისი მესაიდუმლე ვიქნებოდი და ქალი რომლის ბაგიდან არასოდეს გამოვიდოდა ქმრის სალანძღავი სიტყვები არც მასთან და არც საჯაროდ.მთელი ეს პროცესია მხოლოდ მას ვუყურებდი,მე მას სიცოცხლეს ვუძღვნიდი უპირობოდ,წრემლები დაუკითხავად ჩამომცვივდა.ბოლოს გულზე დავიდე ხელი,სულ ამევსო თვალები ცრემლით,ვეღარაფერს ვხედავდი დამჭიდროდ დავხუჭე.ეს ნიშნავდა,რომ ჩემი გული მხოლოდ მას ეკუთვნოდა,მხოლოდ მას,სიკვდილამდა ,სამარის კარამდე და ეს ასე იყო ფიცის გარეშე,მოწმეების გარეშე და მე ამ პირობას ყოველდღე ვდებდი,ჩემთვის ჩუმად გულში დღემდე.აღრ მინდოდა თვალების გახელა,ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა და სწორედ ამ დროს ვიგრძენი მისი ცერა თითის შეხება თვალის უპესთან,როგორ მომწმინდა ორივე მხარეს,არ გამიხელია,ისევ ისე ვიდექი.ვიგრძენი,როგორ შეეხო მისი ხელისგულები ჩემს ყურებს,ის პირობას დებდა,რომ მე არასოდეს მოვისმენდი სალანძღავ და დამამცირებელ სიტყვებს მისგან.შემდეგ ცრემლიან თვალებზე დამადო მისი თბილი ხელები,იმის ნიშნად,რომ არასოდეს მოვესწრებოდი მის ღალატს და ბოლოს ჩემს გულს შეეხო,პირობა მომცა,რომ მხოლოდ მე ვეყვარებოდა და არავინ სხვა,თუნდაც ფორმალურად ხალხის დასანახად.თავს ვეღარ ვიკავებდი ,რამოდენიმეჯერ ამოვიხვნეშე და ჩემი დარდი და ტკივილი ამოვაყოლე,ახლა უფრო მეტად არ მინდოდა თვალების გახელა,რადგან ახლა შეეძლო ჩემთვის ხელი ჩაეჭიდა და კუთვნი ადგილას დავბრუნებულიყავით ან ეჩუქებინა ჩემთვის პირველი კოცნა ბაგეზე და ეს იქნებოდა იმის პირობა,რომ ჩემი ერთლი იქნებოდა ჩემი სიკვდილის შემდეგაც,რომ ის არასოდეს აირჩევდა საცოლეს მთვარის დღესასწაულზე.
და მე ვიგრძენი,როგორ შეეხო ჩემს ცრემლებით დანამულ ტუჩებს მისი თბილი ბაგე და გაოგნებულმა გავახილე თვალები,შუბლზე შუბლი მომადო და წამით სამყარო გაირინდა და მხოლოდ ორი წყვილი თვალი არსებობდა,რომელიც ერთმანეთს შესცქეროდა ,ერთი იმედით სავსე და ცრემლიანი,მეორე კი სევდით და ტკივილით სავსე.
-არ მინდა,რომ ასე გიყვარდე-შოკიდან სტუმრების ბედნიერმა შეძახილებმა გამომიყავანა.კუთვნილ ადგილზე ისე დავბრუნდი,რომ ფადისთვის თვალი არ მომიცილებია,მისი სიტყვების ახსნას მის თვალებში ვეძებდი,მაგრამ პასუხის მიღებას თვეები დასჭირდა.
ახლა ორმხრივად კანონით თუ ტრადიციით მყარი საძირველზე ვიდექით,როგორც ოჯახი და ამას მხოლოდ ერთერთის სიკვდილი თუ დაარღვევდა.
საქორწინო სახლიდან დარბაზში გადავინაცვლეთ ,სადაც სუფრა იყო გაშლილი.ეს ყველაზე მოსაწყენი ნაწილია ქორწილის,იმიტომ,რომ დედოფალი და მისი სტუმრების ქალთა ნაწილი ცალკე ოთახში ილხენს,ხოლო სიძე და სტუმარი მამაკაცები ცალკე.პატარძალს არა აქვს უფლება გადავიდეს მამაკაცების სექტორში,სიძეს კი აქვს უფლება,მაგრამ ეს მისი არჩევანია გადავა ქალებთან თუ არა.
ასე,რომ ვიჯექი ჩემთვის ეულად კუთვნილ ტახტზე და ვუყურებდი ჩემს გოგოებს ნისოს და ზოის,როგორ ილხენდნენ და ცეკვავდნენ.არც ჩემი მისვლა შეიძლებოდა მათთან და არც მათი ჩემთან.მხოლოდ ვუღიმოდით და ხელს ვუქნევდით ერთმანეთს.თუმცა მადლობა თანამედროვე ტექნოლოგიას,ტელეფონის საშუალებით ვმესიჯობდით მე და ზოი და ვიგებდი თუ რა ხდებოდა და რაზე საუბრობდა სტუმრები.
-„შენი დედამთილი ჭკუაზე აღარაა ისეთი ბედნიერია,ფეხს არ გადგმევინებს მიწაზე ისე გაქებს ლამისაა მეც დავიჯერო,რომ ასეთი კარგი ხარ“
-„რა ბოროტი ხარ ზოი“
-ბოროტი მე კი არა შენი ქმარია,რატომ არ გამოდის ?“
-„არც მიფიქრია,რომ გამოვა,შევეგუე მაგას“
-„ სულ ტყუილად ,აბა კარისკენ გაიხედე“-მეგონა მეხუმრებოდა მაგრამ მაინც გავიხედე,სიხარული ვეღარ დავმალე და სახე გამებადრა,როცა ჩემსკენ მომავალი ფადი დავინახე.მაგრამ უცებ მოვიწყინე,ეს ყველაფერი ხომ ფორმალობა იყო,მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემა ერთმანეთის იმართ საზოგადოებაში.ყველას გაუხარდა მისი გამოჩენა,ალბათ,რამდენი იფიქრებდა,რომ ჩემს ქმარს თავდავიწყებთ ვუყვარდი.ჩემს გვერდით მოკალათდა,საზურგეს ძლიერად მიეყრდნო ,იდაყვი მუხლზე ჩამოდო და ისევ დაიწყო ნიკაპის წვალება.
-როგორ ფიქრობ ადამიანს ,რას სჭირდება ბედნიერებისთვის?-სახით დარბაზისკენ იყურებოდა და ხალხს აკვირდებოდა,უცნაური კითხვაა.
-სიყვარული-გულწრფელად ვუპასუხე და გვერდულად გავხედე.
-ცდები,ადამიანი თუ თავისუფალი არაა სხვა ყველაფერი უფასურდება მისთვის-ჩემსკენ მოტრიალდა,მეც შევბრუნდი.
-და სიყვარული არ ათავისუფლებს?
-ის არ არსებობს
-გჯერა შენ ამის?
-კი
-მაშინ შემომხედე-თავი დახარა.
-და ხარ ამ სიყვარულით ბედნიერი?არ ხარ,იმიტომ,რომ ვერ გიბრუნებ საპასუხოს,მე ვერ გაგაბედნიერებ.
-ვარ,მიუხედავად ყველაფრისა ვარ და თუ შენ მომცემ უფლებას ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა-მაქსიმალურად ვეცადე მშვიდად მეპასუხა და არ ეგრძნო ჩემ ხმაში სასოწარკვეთილი ქალის მუდარა.
-მადლობა ამ სიტყვებისთვის,ამ გრძნობისთვის,სასიამოვნოა იმის გაგება და მოსმენა,რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხარ თან ამდენად,მაგრამ მაპატიე,მე მხოლოდ იმის,მოცემა შემეძლო,რაც უკვე შენი საკუთრება იყო ისედაც-სიცოცხლე და მე სანაცვლოდ არაფერს გთხოვ მხოლოდ ერთს-ნუ გეყვარები ასე ძლიერად,ვნადგურდები,გამათავისუფლე.
-რა გავაკეთო?-ისევ მომერია ცრემლები,ის კი ნიკაპს აღარ ასვენებდა.
-ამ თვალებს ვერ გავუძლებ
-სხვას ვერაფერს ხედავს
-გადამიყვარე
-არ შემიძლია
-თუ მართლა გიყვარვარ შემიძულე ,ღმერთო რა სისულელეს ვლაპარაკობ-ნერვიულად გაეღიმა და თავი გააქნია.
-არასოდეს
-გამათავისუფლე,გთხოვ ნუ გიყვარვარ
-მაშინ მომკალი
-რაა?-გაოგნებულმა ამომხედა,უცებ გაუმკაცრდა სახე.
-მხოლოდ სიკვდილი თუ დაავიწყებს ჩემს გულს და გონებას შენს თავს,შენი ხელიდან ესეც კი შვება იქნება ჩემთვის.
-არასოდეს თქვა ეს სიტყვები,გესმის?არასოდეს!გულშიც კი აღარ გაივლო-ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო ეს სიტყვები მისი ბაგიდან წამოსული ,რომ ადგილზე გავიყინე-არ მინდა ,რომ ასე გიყვარდე გესმის?უბრალოდ მინდა ისწავლო ცხოვრება ჩემს გარეშე,ჩემი სიყვარულის გარეშე,თუ ოდესმე აღარ ვიყო შენს გვერდით მინდა,რომ ცხოვრება განაგრძო და სხვა აირჩიო.
გამეღიმა,მის სიტყვებზე ძალიან მწარედ გამეღიმა,რამოდენიმე ხანი ჩუმად ვიჯექი და ვცდილობდი ყელში მოწოლილი ემოციების ბურთი,რომელიც მგუდავდა გადამეყლაპა.
-და შენ როგორ ფიქრობ არსებობს ცხოვრება ლალესთვის ფადის გარეშე?-არ ვიცი ამდენ გაბედულებას საიდან ვპოულობდი,მაგრამ ამ წამს მე ჩემი სიყვარულისთვის ვიბრძოდი და აღარაფრის მცხვენოდა.
-არ შემიძლია-ღრმად ამოიოხრა,ხმის ტემპრიც შეეცვალა,დათბა და დამშვიდდა,ისეთი სევდიანი იყო მისი თვალები იმ წამს-რას ითხოვ ჩემგან?
-უფლებას,რომ მიყვარდე ,თუნდაც ისევ ისე,როგორც აქამდე ჩუმად ,შეუმჩნევლად ,ჩემთვის.
-შეუმჩნევლად-ხასგასმით გაიმეორა ჩემი ნათქვამი-და შენ ფიქრობ,რომ მე ამას ვერ ვამჩნევდი ლალე?
-მაშინ რატომ არ ამირჩიე?-ისევ ავტირდი,კიდევ კარგი,რომ სტუმრებსა და ჩვენ შორის საკმაო დინსტანცია იყო და მათ არ ჰქონდათ ჩვენთან მოახლოების უფლება,ალბათ ფიქრობდნენ,რომ ცოლ-ქმარს სასიამოვნო საუბარი გვქონდა-ამდენად მახინჯი ვარ?ასეთი ცუდი ვარ,რომ მხოლოდ სიბრალული გამოვიწვიე შენში და სიკვდილს გადამარჩინე?
-არა ლალე,შენ ძალიან კარგი ხარ,ყველაზე ლამაზი ვისაც კი ვიცნობ.
-მაშინ რატომ ფადი?თუ ხედავდი,როგორ გეძებდი თვალებით,ყოველ დღესასწაულზე,როგორი იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი უკან,როგორ ვათენებდი შენი ფანჯრების ცქერაში რატომ არ შემომხედე ,რატომ არ ამირჩიე?-ვტიროდი მაგრამ არ ვირხეოდი ,არ მინდოდა ვინმეს ყურადრება მიმექცია.
-იმიტომ,რომ არ მინდოდა იმედი მომეცა შენთვის,არავისთვის.მე ასე გადავწყვიტე წლების წინ,მე არავის ავირჩევდი,არავის და მათ შორის შენც.
-რა სამწუხაროა,შენ მაინც მოგიწია ჩემი არჩევა,მაპატიე.
-მე ამ ნაბიჯს არ ვნანობ.
-ვცდილობ,მაგრამ არ მესმის შენი ფადი,ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მერჩივნა.
-არ გაბედო ამის თქმა,ხომ გთხოვე,აღარასოდეს.შენ სიკვდილს ვერასოდეს ვაპატიებდი ჩემს თავს.იმედი მქონდა ეს წლები,რომ ვინმეს თანხმობას ეტყოდი.
-ეს,როგორ იფიქრე?განა შეუძლია ადამიანმა იცოცხლოს ჰაერის გარეშე?
-გთხოვ ლალე-ვხედავდი ჩემი სიტყვები მას სტანჯავდა მაგრამ ვეღარ ვჩერდებოდი.
-არ შეუძლია,ამ დროს ის აუტანელ ტკივილს აგიცდის სულისას და სხეულისას,ზუსტად ასე ვიყავი ის დრო რაც შენ არ ჩანდი.
-არ უნდა დავბრუნებულიყავი,
-მართალია და ეს დღეც არ იქნებოდა.
-შენ არ გესმის ლალე,შენ არ იცი.
-მაშინ ამიხსენი იქნებ გავიგო,გაგიგო.
-ვერა..... არა.....
-გთხოვ წადი შენს სტუმრებთან ,დღეს მეტს ვეღარ გავუძლებ-ცრემლიანი თვალებით შევევედრე,უხმოდ ადგა და წავიდა.
კიდევ ერთხელ ჩამწყდა გულში რაღაც.ნუთუ ასეთია სიყვარული?მტკივნეული,აუტანელი,სევდიანი და მიუღწეველი?და მაინც ,რომ მიყვარს?მიუხედავად ყველაფრისა.ამ საუბარმა უარესად დამაბნია,აზრებს თავს ვერ ვუყრიდი,მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში-რატომ?ყველა ჩემი შეკითხვა ამ სიტყვით იწყებოდა მაგრამ პასუხი ვერ მეპოვნა.
ზოის სმსისთვის აღარ მიპასუხნია,მიუხედავად მისი დაჟნებული თხოვნისა მიმეწერა თუ რაზე ვლაპარაკობდით მე და ფადი.
დაახლოებით 9 საათი იყო,რომ სტუმრები აიშალნენ.ყველაზე მტკივნეული და სევდიანი ოჯახის წევრებთან გამომშვიდობება იყო,მიუხედავად იმისა ,რომ გვერდითა ეზოში გადავდიოდი.
-აბა შენ იცი შვილო,ენა არავის შეუბრუნო,დილით ადრე ადექი ხოლმე,სამზარეულოში იტრიალე დაასვენე დედამთილი,ქმარს სულ გაუთავებულ გატკიცინებული ეცვას...... და დედას რჩევა დარიგებებს დასასრული აღარ ჰქონდა იმ საღამოს.
-დაი,ხომ იცი ყოველთვის შენ გვერდით ვარ,რაც არ უნდა მოხდეს?ხომ მენდობი?-გულში ჩახუტებულს ყურში ჩამჩურჩულა ჯუდომ.
-საუკეთესო ძმა ხარ-ლოყაზე ვაკოცე.
დავკოცნე მშობლები ძმა და რძალი,ძმისშვილები,დავემშვიდობე ნათესავებს და ახალი სახლისკენ ავიღეთ გეზი მანქანით მე კირამ და სელვიმ.მამაკაცები ჯონი და ფადიცალკე წავიდნენ.
-გავიგე ლამაზი ნაწნავების გაკეთება გცოდნია,ხომ გამიკეთებ ხოლმე სკოლაში წასვლის წინ?-სელვი ჩემს გვერდით იყო და ცდილობდა საერთო ენა გამოანახა ჩემთან.
-აუცილებლად ძვირფასო,ხვალიდან შენი პირადი სტილისტი ვიქნები-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე,უზომოდ გაიხარა,თავადაც მომეხვია.
-როგორც ჩანს ბიჭებმა მოგვასწრეს მოსვლა-ეზოში შემოვედით თუ არა ფანჯრებს ახედა კირამ-შენი საძინებელი.....
-ვიცი-გავუღიმე.
-რათქმაუნდა-თბილად დამისვმა ხელი მკლავზე-ძილინებისა,ხვალამდე.
-ხვალამდე-დავემშვიდობე კირას და სელვის და კიბეებს ავუყევი მაღლა.საძინებლის კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე ღრმად ამოვისუნთქე და ჩამოვქაჩე.


პ.ს.ჩემო კარგებო და ძირფასებო,გთხოვთ არ გინდათ სად იყავი აქამდე და ა.შ.უბრალოდ თუ გახსოვთ ისევ წაიკითხეთ,თუ არა თავიდან მოყევით .გაფასებთ და პატივს გცემთ თითოეულ მკითხველს. <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

რადგან გამოჩნდი,დიდი იმედი მაქვს ასე აღარ დაიკარგები.მახსოვს და ძალიან ველოდი კიდეც როდის გააგრძელებდი.ველი ახალ თავს და არ დაგვეკარო

როგორ მაინტერესებს ფადი ასე კატეგორიულად რატომ თხოვს გადაყვარებას.იმედია მალე გავიგებთ
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Yvelafers velodi da aq amis gamochenas araa, eogor gamaxareee, ise kargad maxsovs es istoria, javrad mqonda chayolili fadis saidumlo, tu agar unda gaagrzelo nugar daicyeb gtxov, arada dasanania gansxavebuli istoriaaa, kargad cer da zaliian kiaraaaa, usashvelod agvianebbb, gtxov male dade raaa, vkvdebi interesetit

 


№3  offline მოდერი შადი

La-Na
რადგან გამოჩნდი,დიდი იმედი მაქვს ასე აღარ დაიკარგები.მახსოვს და ძალიან ველოდი კიდეც როდის გააგრძელებდი.ველი ახალ თავს და არ დაგვეკარო

როგორ მაინტერესებს ფადი ასე კატეგორიულად რატომ თხოვს გადაყვარებას.იმედია მალე გავიგებთ

მადლობს ლანა ❤❤❤❤❤❤❤
Qeti qimucadze
Yvelafers velodi da aq amis gamochenas araa, eogor gamaxareee, ise kargad maxsovs es istoria, javrad mqonda chayolili fadis saidumlo, tu agar unda gaagrzelo nugar daicyeb gtxov, arada dasanania gansxavebuli istoriaaa, kargad cer da zaliian kiaraaaa, usashvelod agvianebbb, gtxov male dade raaa, vkvdebi interesetit

მადლობა ქეთი ❤❤❤❤
მახარებთ

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეე შენ რა იცი როგორ გამახარეე. როგორ ველოდიიი. აღარ დაიკარგო რა :(

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ეე რა მაგარიაა ???? კიდევ არ დაიკარგო რაა

 


№6  offline წევრი Firefly

რა მაგარია! ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება. იმედია არ დაიკარები
--------------------
M.T

 


№7  offline მოდერი შადი

Anuki96
ვაიმეე შენ რა იცი როგორ გამახარეე. როგორ ველოდიიი. აღარ დაიკარგო რა :(

მადლობა heart_eyes
სტუმარი ნინა
ეე რა მაგარიაა ???? კიდევ არ დაიკარგო რაა

არა heart_eyes
Firefly
რა მაგარია! ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება. იმედია არ დაიკარები

მადლობა heart_eyes

 


№8  offline წევრი ჟიზელი

ახლა წავიკითხე და მერე თავების დადების პერიოდებს რომ გადავხედე გული შემიქანდა. გელოდებით,ეს იყოს შენი მოტიივაცია

 


№9  offline მოდერი შადი

ჟიზელი
ახლა წავიკითხე და მერე თავების დადების პერიოდებს რომ გადავხედე გული შემიქანდა. გელოდებით,ეს იყოს შენი მოტიივაცია

გულიანად გამაცინე :) მეც გადამიქანდა ,რომვ ვნახე :)

 


№10  offline წევრი ჟიზელი

შადი,ტყუილად გელოდები?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent