მთვარის დღესასწაული - 6
ალბათ ეს ის მომენტი უნდა ყოფილიყო,როდესაც უნდა შემძულებოდა ყველა და ყველაფერი,თუმცა მხოლოდ საკუთარი თავის სიბრალულის მეტს იმ წამს ვერაფერს განვიცდიდი.ვიჯექი გაქვავებული,განადგურებული ,ატირებული და იმედის მომცემი სიტყვების ნაცვლად მხოლოდ ხელჯოხის მსუბუქი კაკუნი ჩამესმოდა,რომელიც ნელნელა შორეული ხდებოდა.მე მას არ ვუყვარდი,არც მოვწონდი,არც კი ვუნდოდი.ამაზე მეტი ტანჯვა რა უნდა ყოფილიყო ქალისთვის,რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა?რამოდენიმე წუთი ასე უმოძრაოდ ვიჯექი ფიქრებში ჩამარხული,მერე მსუბუქად შევარხიე თავი,თითქოს შემოვულაწუნე ჩემს თავს,სწრაფი მოძრაობით მოვიწმინდე ცრემლები,ფეხზე წამოვდექი,მხრებში გავიშალე და ხბადაბლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ჩავილაპარაკე: -არ ხარ განწირული,იბრძოლე,შენ მისი კანონიერი ცოლი ხარ-ვეცადე მშვიდი და ბედნიერი სახე მიმეღო და მტკიცე ნაბიჯებით მისაღებში გავედი. -კარგად ხარ დედი?-ესთერის ცნობისმოყვარე მზერა ათას კითხვას მისვამდა,როგორც ჩანს უკან მარტო ფადის დაბრუნება ცუდად ენიშნა ნიშნობაზე შეკრებილ საზოგადოებას. -კი კარგად ვარ,საპირფარეშოში ვიყავი-რაც შეიძლება ლაღი და ბედნიერი სახე მივიღე და მზერა ფადიზე გადავიტანე,საოცრად გაურკვეველი გამომეტყველება ჰქონდა,აშკარად დააბნია ჩემმა რეაქციამ. არ მინდოდა ვინმეს რამე ეეჭვა,ან თავად ფადის ვენახე დაცემული.ჩემს კუთვნილ ადგილას დავჯექი და მჭიდროდ ავეკარი დივნის კიდეს,რომ მეტად გამეზარდა დისტანცია ჩემსა და ჩემს საქმროს შორის. -ძალიან ბედნიერი ვარ-კირა სახეგაბადრული მისი ქმრის მკლავს მოჭიდებოდა და თვალს არ მაცილებდა-როგორ მიხარია,რომ ჩემი რძალი გახდები,აწი თითებზე ავითვლი ამ ორ კვირას. ვგრძნობდი ეს ქალი გულწრფელი და უბრალო იყო,ზოგადად ნავეების მთელი ოჯახი ასეთი იყო,უშუალო,თბილი და ყურადღებიანი.მთელი ოჯახი ფადის გარდა თვალებში შემომციცინებდნენ,თუ რამე დაგეგმეს ყველაფერში ჩემს სურვილს და გემოვნებას ითვალისწინებდნენ. -ფადი შენ რას იტყვი შვილო,რომელი რიცხვი გირჩევნია 18 თუ 20 აპრილი?-მხარზე მსუბუქად შეახო ხელი ჯონიმ. -როგორც ლალეს სურს,რასაც გადაწყვეტს ის და ყველა,თანახმა ვიქნები-საოცრად ცივი და მკაცრი იყო მისი ხმის ტონი.ზედმეტად დაძაბული იყო,კბილებს იმდენად ძლიერ უჭერდა ერთმანეთს,რომ ყვიმალებზე გამოკვეთილად ეტყობოდა ყბების სტუქტურა.შიგადაშიგ საუბრისას შემომხედავდა,იმდენაც ცივი იყო მისი მზერა,რომ სულს მიყინავდა.თავში აურზაური მქონდა,ათასი კითხვა მიჩნდებოდა მაგრამ პასუხი არცერთზე არ გამაჩნდა. -„რატომ აკეთებს ამას?რატომ დათანხმდა?ნუთუ მართლა ვებრალები?სად იყო დაკარგული?რა დაემართა ფეხზე?რატომაა გარიყული?რატომ იქცევა მონოტორულად?რას მალავს მისი მშობლები?“ ჯონი და კირა აშკარად ,რაღაცას მალავდნენ,ფადის ყოველი მკაცრი და პირდაპირი სიტყვების შემდეგ ყოველთვის ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალებას და გაშიფვრას. -იმედია კმაყოფილი ბრძანდებით ორივე მხარე,ჩემი მშობლებიც და თქვენც ბატონო გარო მეუღლითურთ-კბილებში გამოცრა ფადიმ,მრისხანე თვალები შემომანათა და ფეხზე წამოდგა-თუ კი ჩემი მოვალეობა დღეს პირნათლად შევასრულე თქვენი და სახელწიფოს წინაშე ,იმედი მაქვს მომიტევებთ ჩემს უდროო წასვლას-ყავარჯენს ხელი დაავლო და კარისკენ აიღო გეზი ისე,რომ არც ჩვენს პასუხს დალოდებია და არც მისი ოჯახის წევრებს. -როგორც ინებებთ-დაბნეულმა უპასუხა ჯუდომ და მხრების აჩეჩვით ,კითხვით სავსე თვალებით მე გამომხედა. ყველა ფეხზე წამოვდექით,აშკარა იყო ფადის სიტყვას საკმაოდ წონა ჰქონდა ოჯახში. -დროებით ჩემო გოგო-კირამ თბილად ჩამიკრა გულში და ორივე ლოყაზე მაკოცა,ჩემი მხრიდან არც მე დამიკლია სითბოს და ყურადღების გამოვლენა ,არც კირას ,არც ჯონის და არც პატარა პრინცესა სელვის მიმართ.ამ ჩვენს გამომშვიდობებას უემოციოდ ადევნება თვალს ფადი. დედამ, როგორც წესი ტკბილეულით დატვირთული კალათა მიაწოდა ჩემს სადედამთილოს ,თან წასაღებად,ზედ კი მუჭში მოქცეული ბრინჯი მოაბნია.ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა,რომ სურის ოჯახი ნავეს ოჯახს უხვ და ტკბილ ცხოვრებას უსურვებდა. ქალების გამომშვიდობების შემდეგ ჯერი მამაკაცების გამომშვიდობებისა დადგა.როგორც ედომიაშია მიღებული შუბლებით ერთმანეთს შეეხნენ ოდნავ თავდახრილებმა და მარჯვენა მომუშუტი ხელი კი ერთმანეთს მიადეს.ამ ჟესტსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს.ყველა მამაკაცი არ ესალმება ასე ერთმანეთს,მხოლოდ სისხლით ნათესავები და მოყვრები და ეს ერთიანობის სიმბოლოა.დღეიდან კი ამ ორი ოჯახის მამაკაცებიც ერთნი არიან.როცა ჯერი ჩემი და ფადის დამშვიდობებაზე მიდგა ინიციატივას მისგან დაველოდე,ეს ყველაზე გადამწყვეტი მომენტი იყო ამ საღამოს და იცით რატომ?ნიშნობის შემდეგ არსებობს ორი დამშვიდობების რიტუალი დანიშნულებს შორის.პირველი-მამაკაცი ქალის წინ ცალი ფეხით იმუხლება,ერთი ხელი გულთან მიაქვს,მეორე ხელით ქალის მარჯვენას ჩაეჭიდება და ხელისგულზე კოცნის-ეს იმის სიმბოლოა,რომ მისი მომავალი ცოლი უყვარს.ხოლო მეორე დამშვიდობება ასეთია-მხოლოდ იმუხლება და ხელს მკერზე იდებს და თავს ხრის-ეს კი იმას ნიშნავს,რომ მამაკაცს ქალი არ უყვარს,ის მხოლოდ მოვალეობას იხდის ქვეყნის და ოჯახის წინაშე,და ეს ქალი მისთვის მხოლოდ გამრავლების საშუალებაა. ასე,რომ ამ დამშვიდობების პროცესი ყველაზე საინტერესო და დაძაბულია ,როგორც წყვილისთვის ასევე მისი ოჯახის წევრებისათვის.ახლა კი სწორედ ეს მომენტი იდგა ჩემს ცხოვრებაში.სუნქვა შემეკრა,გულის ფანცქალით შევქცეროდი ფადის და მის მოძრაობებს,თუმცა თუ ჩვენს საუბარს გავითვალისწინებდი ორანჟერიაში ხელზე კოცნის იმედი არ უნდა მქონოდა,ამის გაფიქრებისთანავე შინაგანად რაღაც ჩამწყდა,თითქოს ჩემი შინაგანი სამყარო,რომელიც ამ დღემდე ასე რუდუნებით მოვაკოწიწე ერთბაშად დაიმსხვრა,და მაინც თვალს არ ვაცილებდი ფადის,არც მე და არც სხვები,რაღაც წამები ისე მომაშტერდა თითქოს ჩემს სულში უნდოდა ჩამძვრალიყო,რაღაცის დანახვას ან წაკითხვას ცდილობდა,ან შეიძლება საკუთარ თავში,სული გამეყინა მღელვარებისაგან,ჩემდა უნებურად თვალები ამიცრემლიანდა მაგრამ მას ვუყურებდი,ვიგრძნები,დავინახე,ჩემმა ცრემლებმა შეაცბუნა,ნიკაპის ქვემოდან ხელის მტევნის ზურგი ჰორიზონტალურად გაისვა,როგორც სჩვეოდა ხოლმე,ცალ ფეხზე ჩაიმუხლა და ერთი ხელი გულზე მიიდო,აღარ შემეძლო ამ რეალობისთვის ამდენი ცქერა,თვალები მჭიდროდ დავხუჭე,არ მინდოდა ჩემი იმედგაცრუება სხვას დაენახა,ან მე დამენახა ჩემი ოჯახის გულისტკივილი,სიმწრით მაგრამ შევკარი მუშტები და სწორებ ამ ფროს ვიგრძენი ფადის თბილი თითების შეხება ჩემს გაყინულ ხელებზე,მსუბუქად მისკენ მიმიზიდა,თვალები მაშინვე გავახილე,მე მიყურებდა ,დაჟინებით ,ჯიუტად.თითები გამაშლევინა და ხელისგულზე მაკოცა.ეს სასწაული იყო ჩემთვის,იმდენად ვიყავი მოულოდნელობის და სიხარულის აგონიაში,რომ საერთოდ არ მესმოდა ის ბედნიერი შეძახილები,რასაც გაღიმებული ჩემი და ფადის ოჯახის წევრები წარმოთქვამდნენ.ხან მას ეხვეოდნენ ხან მე. და იმ საღამოს კიდევ ერთელ დავრწმუნდი,რომ ფადის ბევრი კარგი თვისება ჰქონდა,მაგრამ უმთავრესი მისი ადამიანობა იყო.მან მე დამაფასა,ჩემ ღირსებას პატივი სცა.ორივემ ვიცოდით,რომ ეს არ იყო სიყვარული მისგან,მაგრამ მან ჩემი და მისი ოჯახის თვალწინ არ დამამცირა,თავი უსარგებლოდ და უღირსად არ მაგრძნობინა.ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის რისი მოცემაც მაშინ შეეძლო ფადის. -ლალე ბედნიერი ხარ?-უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი ჯუდომ ,რომ შემოაღო კარი,ჩემს ნებართვას არც დალოდებია ჩვეულებისამებრ,საწოლის კიდეს მიეყრდნო ხელები გადაიჭდო და გამომცდელად შემომხედა.ჩემი ძმისთვის გადაშლილი წიგნი ვარ. -კი ჯუდო-გაღიმებულმა ვუპასუხე და მის წინ ჩამოვჯექი. -ნუ მატყუებ ლალე,ვხედავ ყველაფერს. -რას ხედავ? -შენ გიყვარს ,მას არა-ისე თქვა ბოლო ორი სიტყვა ,რომ მთელი დარდი ჩააქსოვა მასში. -არაუშავს-მშვიდად ვუპასუხე და მის გამოწვდით ხელს ჩავეჭიდე. -ამ საღამოს გაკვირდებოდით დაიკო,შენ ის მართლა გიყვარს,ახლა მივხვდი სიმართლეს,შენ მას ელოდებოდი ეს წლები არა?მაგიტომ ამბობდი უარს ყველა შემოთავაზებაზე,ხომ ასეა? -ასეა-დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ჩავხარე თავი. -და რომ არ დამდგარიყო ეს დღე?რას აპირებდი ლალე?ხვდები რა მოხდებოდა?შეგნებულად იკლავდი თავს-ჯუდოს ხმას სიბრაზე დაეტყო,თუმცა ცდილობდა თავი მოეთოკა. -მე ის მიყვარს-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე,ცრემლები მახრჩობდა. -დიდი ხანია? -იმ დღიდან,რაც ამ სახლში გადმოვედით და დავინახე. -არ ხარ შენ ნორმალური-გამწარებულმა ხელი ჰაერში აიქნია,მერე ჩემკენ დაიხარა,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავი ამაწევინა,მე ატირებულმა და დამორცხვებულმა თვალები დაბლა დავხარე,არ მინდოდა ის ტკივილიც დაენახა ,რომელიც მტანჯავდა. -არ ვარ,რა ვქნა ,მიყვარს,აი ასე,უანგაროდ,უსაზღვროდ.ან ის იქნებოდა ან არავინ,მაპატიე ჯუდო,გთხოვ ძამიკო მაპატიე,გთხოვ ცოტათი გამიგე-აზლუქუნებული ვტიროდი მის ხელებში მომწყვდეული. -ძნელია შენი გაგება ლალე-გულში ჩამიკრა,მე უარესად ავტირდი-ნუ ტირი,ის მალე შენი ქმარი გახდება,თუ ჭკვიანად და გონივრულად მოიქცევი,მისი გულის მოგებასაც შეძლებ,ჩემი ლალე ვის არ შეუყვარდება-ორივე ლოყაზე ხმაურით მაკოცა-მიყვარხარ და ყოველთვის შენ გვერდით მიგულე,მაგრამ უნდა გიტრა მაინც,ჯერ ერთ მეწყინა,რომ არ გამიმხილე და მეორე იმიტომ მეწყინა,რომ ჩვენ გვიმეტებდი. -არა ჯუდო,თქვენ კი არა ჩემს თავს ვიმეტებდი-მის მკერდზე მიყრდნობილი ცრემლებს მუშტებით ვიმშრალებდი. -როგორც იყო თუ არის...კარგი დავივიწყოთ,მე შენს გვერდით ვარ იცოდე-კიდევ ერთხელ მაკოცა თავზე და კარებისკენ წავიდა. -გთხოვ დედას და მამას არ უთხრა-ყელის მოღერებით შევევედრე. -კარგი ,სამარე ვარ-ტუჩეზე ორი თითი გადაისვა ბოლოში სიმბოლურად ჩაკეტა და „გასაღები“ შორს მოისროლა. ის ღამე ფაქტიურად არ მძინებია.ან და რა დამაძინებდა ემოციებით დახუნძლულს.მიუხედავად ყველაფრისა მაინც იმედიანად ვიყავი,წინ გაურკვეველი მაგრამ საინტერესო ცხოვრება მელოდა,რომელიც ან გამაბედნიერებდა ან სამუდამოდ დამმარხავდა ჩემს სიყვარულთან ერთად ცოცხლად. -ადექი ახლა ძილი გამიგია?-ქარბორბალასავით შემოვარდა ოთახში ზოი,არადა მე საბრალოდ მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა,თვალების ფშვნეტით მივაჩერდი. -ქმარმა გამოგადო ზოი?ამ დილა ადრიან აქ რამ მოგიყვანა? -დილაო,დილა კი არა უკვე 12 საათია-ტელეფონი ცხვირზე ამაფარა და ჩემ საბანს დაწვდა,რომ გადაეძრო-შენ რანაირი გოგო ხარ?მთელი 18 წელია უგონოდ ხარ შეყვარებულ ამ ვაჟბატონ ფადიზე,ოი საოცრებავ ცოლადაც მიყვები ეს კი აქ წამოკოტრიალებულა,შენ ადგილზე მე მთელი ღამე და დილა ოთახში ნერვიულობისაგან და სიხარულისაგან წინ და უკან ვივლიდი, სანამ უსულოდ არ დავეცემოდი-მუცელგამობზეკილი დაბორიალებდა ოთახში. -შენ კი იზამდი მაგას,შენ ხო ზოი ხარ,ქარიშხალი და გრიგალი,პირველივე დღესასწაულზე,რომ დაახვია ბიჭებს თავბრუ.-ავდექი და ხალათი მოვიხურე. -რას აკეთებ?გაიძვრე ეგ ხალათი-მაშინვე გამაძრო -რა ხდება ზოი?-გაოცებულმა მხრები ავიჩეჩე. -კირა გელოდება მისაღებში. -კირა?და რატომ რა ხდება? -დღეს ოქროს და ბავშვის საწოლის საყიდლად მიყავხარ. -ბავშვის საწოლი?-გამეცინა-კი მაგრამ ჯერ არც კი გავთხოვილვარ. -მერე რა?წესი ასეა,გათხოვდები და გეყოლება. -არამგონია. -რატომ?ბერწი ხარ? -არა , მხოლოდ არასასურველი-გაბრაზებულმა მივაძახე და სააბაზანოს კარი ხმაურით გავიხურე. -მაგას ვაჩვენებ არასასურველს,ქვემოთ გელოდებით,მალე მორჩი-მომაძახა,კარის ხმაზე მივხვდი,რომ გავიდა,თუმცა მალევე შემოაღო კარი-სულ დამავიწყდა ლალე,ხვალ ნისო ჩამოდის ,მგონი ნაინში გადმოდის სამუშაოდ. -მაგარია-აბაზანიდან გავძახე,ნისო ჩემი სკოლელი და ჩემი და ზოის ბავშვობის მეგობარია,რომელიც სხვა ქალაქში გადაიყვანა საცხოვრებლად მშობლემა,როგორც ჩანს უკან ბრუნდება.ის ჩემზე უმცროსია სამი წლით.ტელეფონით ხშირად ვეხმიანები ხოლმე,თუმცა ნახვით რაც წავიდა მას შემდეგ არ მინახავს,ქალებ ასე ადვილად საქალაქთაშორისო მგზავრობა არ შეუძლიათ მამაკაცის თანხლების გარეშე,ასე,რომ ვერა და ვერ მოვახერხეთ ერთმანეთის ნახვა.ეს კარგი სიახლე იყო,ახლა სამივე მეგობარი ერთ ქალაქში ვიქნებოდით და უფრო ადვილად შევძლებთ ერთად ყოფნას. მოვემზადე და მისაღებში ჩავედი. -ჩემი ლამაზი გოგო,ჩემი ფერია-საოცარ სითბოს ასხივებდა ჩემი სადედამთილო,საოცრად თბილი და უშუალო იყო-მამაკაცები არ წამოვიყვანე გენაცვალე,წავიდეთ მხოლოდ ქალები და ის ვიყიდოთ,რაც შენ მოგეწონება. ასე გავატარეთ მთელი დღე სხვაასხვა მაღაზიაში მე,კირამ,დედაჩემმა,მალიკამ და ზოიმ.ბოლოს არაქათგამოცლილები დავბრუნდით სახლში შენაძენებით.მხოლოდ საწოლი არ წამოგვიღია,როგორც კირამ თქვა,ფადი სამსახურის მერე გაივლიდა და თავად წაიღებდა სახლში მანქანით. ეს უკანასკნელი მაქსიმალურად ცდილობდა მაქსიმალურად შეემცირებინა ჩემთან ურთიერთობა,ამას ვხედავდი და მეც დისტანციას ვიკავებდი.მიუხედავად,იმისა,რომ იცოდა ჩემი ტელეფონის ნომერი,ნიშნობის მერე ორი დღე ისე გავიდა არც დაურეკია არც მოუწერია,რათქმაუნდა არც მე.არ მინდოდა მისი გაღიზიანება. ჩემს ძმისშვილებ სასკოლედ ვამზადებდი,რომ ჩემმა ტელეფონმა დარეკა-ნისო. -ჩამოხვედი ნის?-გახარებულმა ჩავსძახე -უკვე ნაინში ვარ ჩემო კარგო-აჟიტირებული იყო . -რა მაგარია,როდის გნახავ,როდის მოხვალ ჩემთან? -ამ საღამოს გეპატიჟებით ზოის და შენ მეუღეებითურთ ჩემთან,მისამართი ზოის ვუთხარი უკვე 6 საათზე გელით,ერთი სული მაქვს როდის მოხვალთ. -რა კარგია ნის,საღამოს გნახავ,მანამდე კი ბევრი კოცნა ჩემგან.-სიხარულისაგან ვფრინავდი,ჩემი ნისო აქ იყო,საღამოს ვნახავდი,მაგრამ უცებ გამახსენდა და სახეზე მიმეყინა ბედნეირება,არ გინდა ახლა ჯერ ერთი დაურეკო ფადის და მეორე,თხოვო საღამოს გამოგყვეს შენ მეგობართან.ერთი ფიქრი გადავწყვიტე დამერეკა ნისოსთვის და რამე მიზეზი მომეყვანა და არ წავსულიყავი,მაგრამროგორ მექნა ეს წლების უნახავი მეგობრისთვის.სხვა გზა არ იყო ,უნდა დამერეკა.ჩემს ოთახში ავედი,ნახევარი საათი ჩემი თავის დაწყნარებას მოვუნდი,შემდეგ ტელეფონს ხელი მოვკიდე,ღრმად ჩავისუნთქე და ზარი გავუშვი.პასუხის მოლოდი საუკუნედ იქცა. -გისმენთ-მეორე ბოლოდან გაისმა ასე ძვირფასი ადამიანის მკაცრი ხმა. -ლალე ვარ-გაუბედავად ვთქვი -ვიცი,გისმენ-ღმერთო ასე ხომ მოვკვდები. -როგორ ხარ?-ხმა მიკანკალებდა. -კარგად,თავად?-ისევ ისეთი ცივი და მკაცრი იყო. -კარგად,ფადი თხოვნა მაქვს შენთან. -რა თხოვნა? -ჩემი მეგობარი ჩამოვიდა სხვა ქალაქიდან ნაინში,წლებია არ მინახავს,დღეს საღამოს თავისთან დამპატიჟა შენთან ერთად,შეგიძლია წამოხვიდე?თუ არა,არაუშავს დავრეკავ და უარს ვეტყვი,სხვა დროს ვნახავ. -რამდენი ხანია არ გინახავს?-პაუზის შემდეგ მკითხა. -4 წელია -კარგი-მშვიდი ხმა ჰქონდა-ექვსის ნახევარზე მზად იყავი,ჩემი მანქანით მოვალ. -წამოხვალ?-ყურებს არ ვუჯერებდი-მართლა წამოხვალ? -თუ კიდევ შემეკითხები აღარ-ეს ხომ ფადი იყო,სერიოზული და მშვიდი. -მადლობა-გახარებულმა ვუპასუხე და მაშინვე ზოის გადავურეკე.მასაც გულწრფელას უხაროდა ჩემი პატარა ბედნიერება. მე არჩევანში არ შემცდარვარ,ფადი სწორედ ის იყო ვინც მე მინდოდა,ვინც მე მჭირდებოდა,არც ის შემცდარა ჩემში უბრალოდ ჯერ არ იცოდა.მან კიდევ ერთელ დამაფასა და ანგარიში გაუწია ჩემს გრძნობებს და სურვილებს.რა უნდა მდომებოდა ამაზე მეტი ადამიანისგან,რომელსაც არ ვუყვარდი? დედამ ტორტი გამომიცხო ნისოსთვის მისართმევად,მალიკა კი მთელი დღე თავს დამტრიალებდა ხან რას მაზომებდა მისი გარდერობიდან და ხან რას.ბოლოს არჩევანი შავ ქვედაბოლოზე და ნაზ ყვითელ კოფთაზე შევაჩერეთ.წამდაუწუმ საათს ვუყურებდი,როდის მოვიდოდა მისი მოსვლის დრო და აი კარზე ზარის ხმაც გაისმა.ის არაჩვეულებრივი იყო,დახვეწილი და ელეგანტური.მოხდენილად გამოიყურებოდა ლურჯ შარვალსა და თეთრს პერანგში,რომელიც იდაყვებამდე აკეცილი ჰქონდა.თმა როგორც ყოველთვის საგულდაგულოდ დავარცხნილი. -მოდი შვილო,როგორ ხარ-დედაჩემი მაშინვე მოეხვია სასიძოს,მამა და ჯუდო არ იყვნენ სახლში. -როგორ ბრძანდებით ქალბატონო ესთერ?-საოცრად თავაზიანი იყო-გამარჯობა მალიკა-ჩემს რძალსაც გამოხედა და ხელი ჩამოართვა. მე მორცხვად ვიდექი კიბის მოაჯრთან და ველოდი ჩემს რიგს. -გამარჯობა-ხმადაბლა თქვა და ისე მოულოდნელად მაკოცა ლოყაზე გააზრებაც კი ვერ მოვასწარი,ალმური ამეკიდა სახეზე,ნერვიულობისაგან პასუხი ვერ დავუბრუნე,ოდნავ გაეღიმა,ხელი ჩამჭიდა ასე დაბნეულს და გაოცებულს-გვაპატიეთ,არ გვინდა დავაგვიანოდ-უთხრა დედას და მალიკას და კარისკენ წავიდა,თან გამიყოლა.იმდენაც არაბუნებრივი იყო მისი ქმედებები,რომ მონოტორულად მივყვებოდი და ჯერ კიდევ მომხდარის გააზრებას ვცდილობდი მანქანის კარი,რომ გამიღო და სავარძელზე მიმითითა .დავიძარით. -მესმის შენი,იმედს ნუ დასახავ,უბრალოდ მინდა ერთმანეთი დავაფასოთ და პატივი ვცეთ,ჩემი ცოლი ხარ ფაქტიურად,ღირსეულ მოპყრობას იმსახურებ ჩემგან,განსაკუთრებით საზოგადოებაში,მხოლოდ ესაა და ეს-თქვა მტკიცე და შეუვალი ტონით,იმდენად მკაცრად,რომ ვეპასუხების ყველანაირი სურვილი ჩამიკლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.