საუკეთესო ჩემში (თავი1)
დილით,როგორც ყოველთვის ევას ზარმა გამაღვიძა..უნივერსიტეტში მაგვიანდებოდა, 15 წუთში მოვწესრიგდი და სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე,ლიზა ყოველ დილით მანებრივებდა ცხელი კრუასანებით,მაგრამ ისე მაგვიანდებოდა,ყავა მოვსვი და გავვარდი გარეთ..ევა მანქანით მელოდებოდა და ავიღეთ გეზი უნივერსიტეტისკენ..უი ხო მართლა,მე ვარ მელანო გოცირიძე 18 წლის,ვსწავლობ ილიაში,სამართალზე,ვარ შავგვრემანი,მწვანე თვალებით,მაღალი,გამხდარი,მაგრამ დიდად არ მომწონდა ჩემი თავი..ევა ჩემი ბავშვობის მეგობარი,ახლაც ერთად ვაგრძელებთ სწავლას.დედაჩემი ლიზა ტატიშვილი,მამა 2 წლის წინ დავკარგე.. ლექციების შემდეგ,ჩავედით კაფეში, მივედით ლუკასთან და ბექასთან,ესენიც ჩვენი კურსელები და ახლო მეგობრები არიან.. -დღეს რაღაც ფართი იქნება უნისში და ხო წამოხვალთ თქვენც? -ხო იცი არ მიყვარს ასეთ ადგილებში ძრომიალი ბექა!! -მაგრად გავერთობით რა,ევა შენ მაინც უთხარი შენ დაქალს რამე,სულ წიგნებში როა ჩაფლული.. -კაი კაი ვნახოთ,დავიშალეთ ახლა,დედაჩემს უნდა გავყვე საყიდლებზე.. არასდროს არ მყვარებია კლუბები და ამდაგვარი ^ფართები^,მამა რაც დავკარგე დიდი სტრესი გამოვიარე და ყველაფერს ჩამოვშორდი.. ლიზას საყიდლებზე გავყევი,როცა სახლში მოვედით,საშინლად მეძინებოდა,დავეხეთქე ლოგინზე და მალევე ჩამეძინა. ევას ზარმა გამაღვიძა,უკვე 8 საათი ხდებოდა.. -შენ რაიყო გეძინა?არ მაინტერესებს 10 წუთში მოწესრიგდი და მანქანით მოგაკითხავ,ბიჭებიც გველოდებიან.. -აუ ევა არ მინდა წამოსვლა,საშინელ ხასიათზე ვარ და ხოიცი არ მიყვარს მასეთ ადგილებში ყოფნა!!!! -კაი რა გოგო სულ სახლში როგორ უნდა იჯდე,ცოტას გავერთობით გთხოოოოვ მოწესრიგდი უკვე მოვდივარ.. ევა ჩემთვის დაქალი კი არა ყველაფერი იყო,არ მაძლევდა იმის საშუალებას,თავი მარტო მეგრძნო,მაგრამ ზოგჯერ ესეც მჭირდებოდა.. მოვწესრიგდი,ჩავიცვი წითელი კლასიკური კომბინიზონი და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი,თმა ყოველთვის სწორი მქონდა,უბრალოდ გავიშალე ტელეფონი ავიღე და ქვემოთ ჩავედი. როგორც კი მივედით ბექა და ლუკა იქ დაგხვდნენ..მივედი ბართან და კოქტეილი შევუკვეთე.როგორც კი შემოვტრიალდი ერთ ბიჭს შევეჩეხე და მთელი კოქტეილი ზედ გადამესხა. -შენ რაიყო დაბრმავებული ხარ? -უკაცრავად?? შენ შემეჯახე და აქეთ მე მადანაშაულებ? -მე ვიდექი ჩემთვის და რას გადამეღობე? -ბოდიში ხო არ მოგიხადო? -ძალიან ხოარ ტლიკინებ შემთხვევით?შენ არ იცი ვინ ვარ? -კი ვიცი ვინც ხარ,თავში ავარდნილი და გოგოსთან მოქცევის წესებიც არიცი,ახლა გამატარე ისე მომიჭირა მკლავზე ხელი მინდოდა რაღაც ჩამერტყა თავში.. -ვაჩე,რას შვრები ბიჭო წავედით გველოდებიან,უცბად გაისმა ბიჭის ხმა -შენ მოგძებნი,მეორედ ვერ გადამირჩები მომახალა და გაქრა ადგილიდან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.