შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს რეალობაა? (თავი 4)


10-05-2018, 16:19
ნანახია 1 353

საღამოს კლუბში კარგად გავერთეთ. ისევ ბევრი დავლიეთ.
-ალეეექს.
გაწელილად ვთქვი და ალექსანდრეს ჩამოვეკიდე. ალექსანდრემ გაკვირვებულმა დამხედა და ინსტიქტურად წელზე ხელი შემომხვია, იმის შიშით, რომ სადმე არ ავყირავებულიყავი.
-შენთვის მითქვამს რომ ძალიან მომწონხარ?
ყურში ჩავყვირე. ალექსანდრეს ჩემს წელზე შემოხვეული ხელი დაეძაბა და მაშინვე დარბაზიდან გამათრია:
-მოდი, სუფთა ჰაერი გჭირდება. აშკარად, ვერ ხარ ნორმალურად.-ბუტბუტებდა თავისთვის მე კი უაზროდ კისკისი დავიწყე.
-არააა!! მართლა გეუბნები! ხვალაც მემახსოვრება ეს ყველაფერი. იმდენი არ დამილევია, რომ ჭკუაზე არ ვიყო. სულ ცოტა დავლიე.-ვთქვი და ორი თითით ვანიშნე რა ცოტაც დავლიე.
-იმედია, ეგრეა.-ამოსუნთქვას ამოაყოლა ეს სიტყვები და თავზე მაკოცა. მე კი მარტო ეგ არ მეყო, სასმელმა აშკარად გამბედაობა შემმატა, საყელოში ხელი ჩავავლე და ტუჩებზე დავეწაფე. პირველად გამოვიჩინე ინიციატივა, რამაც ალექსანდრე შოკში ჩააგდო. თუმცა, მალევე მოეგო გონს და მანაც მაკოცა. კოცნაში ღიმილი შეეპარა, რამაც მეც გამაღიმა, შემდეგ კი ხელი ჩამკიდა.
-ახლა ყველაზე ბანალური კითხვის დროა. გახდები ჩემი შეყვარებული?
ეს ყველაზე ბანალური სიტყვები ძალიან კარგად ჟღერდა.
-კი!-ვთქვი და ალექსანდრეს კისერზე შემოვხვიე ხელები.

დილას ალექსანდრეს მესიჯი დამხვდა.
"იმედია, ყველაფერი გახსოვს. მიყვარხარ!????"
გამეღიმა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათლად მახსოვდა.
"მეც მიყვარხარ! ????"
ვუპასუხე და სწრაფად ჩავიცვი.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული, მთელი დღე ჩემ გოგოებთაან ერთად გავატარე, საღამოს კი სასტავი:მე, დემეტრე, ალექსანდრე, სალომე და ირაკლი თეასთან ავედით. მე და ალექსანდრე გვერდი-გვერდ დავჯექით და ჩუმად თითები ერთმანეთში ავხლართეთ. შესაფერის მომენტს ველოდებოდით, რომ ჩვენი ერთად ყოფნის ამბავი ყველასთვის გვეხარებინა. უცებ ალექსანდრე წამოხტა, 'მეტი აღარ შემიძლიაო' მითხრა და ხელში ამიტაცა.
-ეს ულამაზესი გოგო ჩემი შეყვარებულია!-გააზრებულიც კი არ მქონდა, მის მკლავებში რომ აღმოვჩნდი, როცა ეს სიტყვები წარმოთქვა. ყველამ ყიჟინა მორთო. თავიდან დავიმორცხვე, მაგრამ მერე კისკისით ჩავეხუტე ალექსანდრეს.
-რა საზღვარლები ხართ!-თქვა სალომემ.
-შენზე და ირაკლიზე საყვარლები არიან.-ეშმაკური ღიმილით მიმართა თეამ სალომეს. მე, დემეტრემ და ალექსანდრემ პირი დავაღეთ. მართალია, მათ ერთად ყოფნას ისედაც ველოდით, მაგრამ რამდენიმე წამი მაინც გაოცებული ვიყავი.
-ვააა!!! რა მაგარია! ორი წყვილი გვყავს სასტავში.-წამოიძახა დემეტრემ.
-კი, მაგრამ როდის აპირებდით თქმას?!-მივმართე წყვილს.
-ზუსტად ახლა.
ამოიხვნეშა სალომემ და თეას მამისმკვლელი სახით გახედა. თეამ სალომეს ენის გამოუყო და მერე ჩაფიქრებულმა დაამატა:
-ესეიგი, მე და დემეტრე დავრჩით შინაბერები?! წამო, დემე, კაცებში წავიდეთ.
-გადი, გოგო! რა კაცები!-დაიმანჭა დემე.
-ოფფ, კაცები კი არა, მაღაზიაში ვინ ჩავა? რამე დასალევი გვინდა!-თქვა ალექსანდრემ და როცა არავინ გამოთქვა სურვილი დაამატა:
-კაი, მაშინ მოდით ჯეირანი.
ყველას მოეწონა იდეა და.....წავაგე.
-აუუ!!

წავიწუწუნე და მაღაზიაში ზოზინით ჩავედი.

ავტორის P.O.V.
ტასოს მაღაზიაში ჩასვლისთანავე ალექსანდრემ დაიწყო:
-მოკლედ, ყველამ ვიცით, რომ ტასოს დაბ-დღე პარასკევსაა და თან გადახდა არ უნდა... ვერაფრით დავითანხმე... და ამიტომ რამე სიურპრიზი მოვუწყოთ.
-შენ რომ არ გეთქვა ჩვენ არ ვაპირებდით, ჰო იცი!-ღიმილით თქვა თეომ.
-მე მაგარი იდეა მაქვს!-წამოიძახა ირაკლიმ.
-კარგია, ოღონდ ეს ტასოსგან განცალკევებით განვიხილოთ, თავზე არ დაგვადგეს!-თქვა დემეტრემ და ტასოს ამოსვლისას ყველა გაისუსა.

ტასოს P.O.V.
-რატომ ხართ ასე ჩუმად?
-უშენოდ მოვიწყინეთ.-გამეკრიჭა სალომე.
-ჰო, ჰო. ზუსტად.-დავემანჭე და ლუდის ბოთლები ამოვალაგე.
-არა, მაგარია ეს საგაზაფხულო არდადეგები რა!!-ვთქვი და სამზარეულოში ჭიქების გამოსატანად გავედი. ყველამ 'მართალი ხარო' გამომძახა და მართლაც რომ გვარიანად შევირგეთ ეს არდადეგები.
პარასკევს ჩემი დაბადების დღეა! 18-ის ვხდები. ისე, ყველაზე პატარა ვარ სასტავში... დანარჩენები უკვე 18-20 წლისები არიან. რატომღაც გადახდა არ მინდა... მირჩევნია მთელი დღე სახლში გავატარო და ალექსანდრეს ჩავეხუტო.
ჰომმ....ზედმეტად ბებრული შეხედულებაა, მაგრამ ვნახოთ, თუ გადავიფიქრებ...
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა წელზე ალექსანდრეს მკლავები შემომეხვია.
-რას აკეთებ, ამდენ ხანს?
-მმ... რავი, ვფიქრობდი.
-რაზე?-ჩემს კისერში ცხვირი ჩარგო ალექსანდრემ.
-არაფერ მნიშვნელოვანზე.-ვთქვი და ორივემ ჭიქები გავიტანეთ.ბევრი დავლიეთ. ჩემი დაბადების დღე არავის უხსენებია. ცოტა მეუცნაურა, მაგრამ არ შევიმჩნიე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent