ნატუ-დან ქალბატონ ადვოკატამდე (თავი პირველი)
ჩვენს უბანში,სოლოლაკში,ერთი ბიჭი ცხოვრობდა. სანდრექსა იყო ჟურული. სანდრექსა სხვებისთვის, ჩემთვის - სანი ან სანდრო. ორი წლის,რომ ვიყავი სანდრო უკვე ექვსი წლის იყო,მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი ძმა უბნის “ბირჟასთან” ,რომ ჩამატარებდა ჟურული ყოველთვის ნაზად წამეთამაშებოდა დიდ,წითელ ლოყებზე. ცოტა,რომ წამოვიზარდე,დაახლოებით 15 წლის,რომ გავხდი სადაც მე ვიყავი იქ ჩნდებოდბენ ჟურული და მისი ექვსეულიც. ეს შვიდნი ისეთები იყვნენ,რომ ყველას შურდა! ბიჭები იყვნენ?! ბიჭები კი არა საოცრებები. აი ისეთები რა,ცოტა სხვანაირები. მარტო სოლოლაკი კი არა.მთელი მთაწმინდა,რომ გიჟდებოდა მათზე. ჩვენს უბანში ხმები დადიოდა ჟურულს ჩვენი ნატუკა შეყვარებიაო. არ მჯეროდა. მეცინებოდა. ჟურული და მე? წარმოუდგენელი იყო! - სანი,ვინ არის ის გოგო?- თავით ვანიშნე ლამაზ გოგონაზე,რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჟურულს ეხუტებოდა. - ჩემი შეყვარებულია,ნატუკ! - მასზე ლაპარაკის დროს თვალები აენთო ბიჭს. იმ დღეს მივხვდი,რომ სანი ჩემთვის მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა.მომწონდა ჟურული,მაგრამ სვანი ვიყავი ხისთავიანი! რამეს ხომ არ შევიმჩნევდი?! ცოტა მერე,სანდრო ცუდ წრეში გაერია. სოლოლაკში ჭორი გავარდა სანდრომ “გაჩხერვა” დაიწყო და წამალზე “შეჯდაო” და დამეფიცება იმ წამს მეტკინა პირველად ჩ ე მ ი სანი. - დედა! - თავში შემოირტყა დედაჩემმა ხელი,როცა სანდროს პირველი დაპატიმრების ამბავი გაიგო. - ხომ იცოდი,რომ ასე იქნებოდა ოდესმე?რატომ გიკვირს,ლოლა? - გაღიზიანებულმა მივმართე დედაჩემს და ოთახში ჩავიკერე. აი აქ კი,ჟურული მეორედ და გაუსაძლისად მეტკინა. - ჩვენი სანდრიკა,ტო? - სანდრიკა რომელი, ჟურულა? - გასროკეს,ტო? - კაი რა,ისეთია გამოძვრება,შე*ემა ხო იცი! ალაპარაკდა უბანი. ყველას სანი ეკერა პირზე! ასეთი იყო რა. მთელი უბანი ავს თუ კარგს ყოველთვის მასზე ლაპარაკობდა. კარგი ბიჭი იყო სანი. ძალიან,ძალიან კარგი. მახსოვს ერთხელ,მასთან ვიყავი. გათიშულს ეძინა და უბრალოდ ჩამოვჯექი სავარძელზე,მაგრამ მალევე მომჭრა მიმოფანტულმა ფურცლებმა თავი. მოვა ტაძართან შემოსილი თეთრებით ქალი ამოვარდება უმოწყალო, რიჟრაჟის ქარი თითს დაუმშვენებს სატრფოს ქმნილი ბეჭედი ლალის. “და მე დავხვდები ხელთ მეჭირება ლამაზი ვარდი ჩემს დანახვაზე ქალი,სამწუხაროდ შიშისგან გარბის სახეს უმშვენებს აწ შეჩვეული უზომო დარდი თითქოს ცაც ტირის ჩემთან ერთად ფიფიქებით ბარდნის. მე ვერ ვინძრევი, ეს დრო კი გარბის. მოვა ტაძართან შემოსილი თეთრებით ქალი ამოვარდება უმოწყალო, რიჟრაჟის ქარი თითს დაუმშვენებს სატრფოს ქმნილი ბეჭედი ლალის.” მოვიხიბლე. გავოცდი. არ ვიცოდი,ან არ ველოდი,რომ ჩემს სანის ასე შეეძლო წერა. იმ წამს დავიზეპირე ეს ლექსი. დ ა ვ ი ზ ე პ ი რ ე ! ________________________________________________________ ჩემო საყვარლებო! უ კ ვ ე დავბრუნდი. ამ რამდენიმე დღეში ისე შემიყვარდით,რომ ვერ ავხსნი! იმედი მაქვს მოგეწონებათ! აზრი გამოხატეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.