ცხელი სურნელი (სრულად)
ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია რომლის ავტორობაც მახარებს,მაბედნიერებს და ცოტა მეამაყება კიდეც მუზამ ასეთი რომანი რომ დამაწერინა .სულ მეგონა რომ რაღაც დროის შემდეგ გამიქრებოდა წერის პროცესში განცდილი ემოციები,მაგრამ ჩემდაგასაოცრად დღესაც ძალიან მომწონს და მიხარია რომ მოვახერხე და თქვენც შეგაყვარეთ ჩემი ტაისა . ვფიქრობ სრულად უნდა იდოს მათთვის ვისაც გიყვართ ეს ისტორია და გინდებათ ხოლმე მეორედ წაკითხვა კლუბი ქალთან ერთად დატოვა, მისი სახელიც კი არ იცოდა სამაგიეროდ ტუჩების გემო გაიგო იმ წამს . უკვე თავს ვეღარ იკავებდა ,ქალის ვნებიანი სიცილი უფრო უჩქარებდა სისხლს. ჩვეული ჟინი ,კარგად ნაცნობი და მრავალჯერ განცდილი რომელიც არაფრით განსხვავდებოდა წინათ განცდილისგან. ჩაბნელებულ ავტოსადგომს შორს აღმარტული რამდენიმე ლამპიონი მკრთალად ანათებდა. მანქანაზე ააკრა ქალი და მის მოღეღილ მკერდს ტუჩები მიაკრა, ქალის სიცილი და კვნესა ერთმანეთს ერეოდა. ორივენი მთვრალები იყვნენ, ორივეს ერთი რამ სურდა და ბინამდეც კი ვერ მოითმინეს. ლიფტიდან ნახევრად შიშველი გაიყვანა ქალი, კარი გააღო და შემდეგ საბოლოოდ მისცა მოწოლილ სურვილს გათავისუფლების საშუალება. ქალის სახეს დაჰყურებდა და ყოველი ბიძგის შემდეგ თავს აიძულებდა მისი გამოსახულების ცვლილებას შეწინააღმდეგებოდა,მაგრამ ისევ არ გამოუვიდა . თვალები მაგრად დახუჭა , ქალს ხელები ისე მოუჭირა თეძოებზე მისი კვნესის ხმა მთელს სახლშ გავრცელდა,მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. თვალები რომ გაახილა ნაცნობი სახე დაინახა, იმ ქალის რომელზეც ოცნება კლავდა,რომელსაც ვერ ეხებოდა და თან ზუსტად იცოდა რომ ახლა ის არ იყო მის მკლავებში მოქცეული. მოდუნდა, ქალს ნება მისცა თავად ემოქმედა, საწოლზე ხელები გაშალა და ზემოდან მოქცეულ ლამაზმანს ისევ შეხედა. მოჩვენებას ნება მისცა გაემარჯვა, გაეღიმა მერე წამოიწია და ქალის ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა. ვნება ჩაცხრა, ღამეც დასრულდა და ალკოჰოლის მოქმედებაც შეწყდა. გონება ისევ გამოფხიზლდა, ტვინმა ისევ შეძლო ჩართვა . ისე წამოდგა საწოლიდან გვერდით მძინარე ქალისკენ არც კი გაუხედავს, სხეულზე შემოხვეული მისი ხელები მოიშორა და სააბაზანოსკენ დაიძრა. ჯერ გაშეშებული იდგა ცხელი წყლის ქვეშ,მერე დაჭრილი ლომივით იღრიალა და მუჭები კედელს დაუშინა . საკუთარ თავზე გული ერეოდა და ეს აგჟებდა, ასეთს ვერ შეეჩვია ასეთს ვერ უყურებდა საკუთარ თავს . იმის გააზრება ყოველ დილით რომ ვიღაც სხვა ჰყავდა გვერდით,მაშინ როცა სრულიად სხვა ქალი ეჩვენებოდა საკუთარ თავს აძულებდა. სიბრალულის გრძNობა უჩნდებოდა , ამას კი ვერავის ვერასდროს გაუმხელდა. მხოლოდ საკუთარ თავს უტყდებოდა როგორ დაეცა , მხოლოდ საკუთარ თავს და სხვას არავის. სააბაზანოდან ჩვეული მშვიდი, უემოციო გამომეტყველებით გავიდა. ქალს უკვე ეღვიძა, მაცდურად უღიმოდა და თხელ მატერიას ნელ-ნელა იშორებდა სხეულიდან -დილამშვიდობისა , არ დაბრუნდები - წამოიწია და საწოლისკენ ანიშნა -სჯობს წახვიდე -ახლა რომ გკითხო ხომ დამირეკავ-თქო ვიცი მაინც არ დამირეკავ ამიტომ შხაპს მივიღებ და წავალ ,თუ გადაიფიქრებ შემომიერთდდი -მიყვარს ჭკვიანი ქალები, ყავაც შეიძლება მოგიმზადო თუ მოინდომებ -თუ არ შეწუხდები ,უშაქროს დავლევ -სააბაზანოსკენ შიშველი წავიდა, შესვლამდე გაუღიმა და მერე გაუჩინარდა. სამზარეულოში შევიდა, სველ თმაზე ხელი გადაისვა და ყავის მომზადებას შეუდგა. მისაღებში , მინის მაგიდაზე დადგა ფინჯნები და დაელოდა. მალე გოგონაც შეუერთდდა, უკვე მოწესრიგებული იყო, თმაც შეიკრა და დივანზე ჩამოჯდა -ჩემი ჩანთა ხომ არ გახსოვს სად არის? -მგონი მანქანაში იქნება...რომ წახვალ გამოგყვები და მოგცემ -კარგი ...გემრიელია-ყავა რომ გასინჯა მაშინვე აღნიშნა და კაცს ხარბი მზერა შეავლო - მე ნინა მქვია -ნინა სასიამოვნოა-თქო რომ გითხრა გვიანი არ იქნება? -განმეორება არაა საჭირო, წუხელ მშვენივრად ვიგრძენი რაოდენ სასიამოვნო იყო...ახლა უკვე მეჩქარება სამსახურში დავიგვიანებ მაისური გადაიცვა და ისე ჩავიდა ავტოსადგომზე. მანქანიდან ჩანთა ამოიღო და ქალს მიაწოდა. შემდეგ ბინაში დაბრუნდა, გამოიცვალა და სამსახურში წავიდა. უამრავი საქმე ჰქონდა, კაბინეტში იჯდა და დროც სწრაფად გადიოდა. მობილური რომ ამღერდა მაშინვე ფურცლებს შორის ძებნა დაიწყო, ეკრანზე გამოსახული გოგოს ფოტო დაინახა და წამსვე აუჩქარდა გული. სხვა ჩვენება არ ყოფილა, ჩვეული დაყენებული,ბოხი ხმით უპასუხა და სავარძელს მიეყრდნო -გისმენთ -შენი ნახვა მინდა - გოგო ერთ -ერთი რესტორნის წინ იდგა . ჯერ ბედნიერ წყვილს უყურებდა, ბიჭმა რამდენიმე წამის წინ სთხოვა გოგონას ცოლობა. ერთმანეთს ეხვეოდნენ ყველა ტაშს უკრავდა და ისინიც მთელი გრძNობით კოცნიდნენ ერთმანეთს. გოგო მარტო იდგა, მზე ჩადიოდა სიცივე ნელ-ნელა ეპარებოდა ქალაქს ქალი კი ვერაფერს გრძნობდა ტკივილის გარდა - შენთან სახლში მოვალ , ორ საათში - პასუხი არც მოუსმენია, დაზეპირებულივით თქვა და ზარი დაასრულა. ამღვრეუი თვალები ეწვოდა,მაგრამ არ ტიროდა. თავი მაღლა ასწია კბილები ერთმანეთს დააჭირა ,კიდევ ერთხელ შეხედა წყვილს და იქაურობას გაეცალა. მანქანას სწრაფად მართავდა, ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდა. განა დაგვიანება ადარდებდა,მხოლოდ გაქცევა სურდა.იმ ადგილიდან გაქცევა სადაც მისთვის საშინელ კადრებს უყურა. ბრაზი ახრჩობდა, შური , ტკივილი,ბოღმა ყველაფერი ერთად აგიჟებდა. არაფერი გამოუვიდა,დამარცხდა. ყველაფერი იღონა, საკუთარ თავს გადააბიჯა.თავი დაიმცირა ,მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მიიღო ის ვინც მისთვის არ იყო,ვინც უკვე სხვას ეკუთნოდა. არ ფიქრობდა, უბრალოდ თავადაც არ იცოდა რას სჩადიოდა. კორპუსის ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა , შემდეგ ლიფტში შევიდა და შვიდიანს დააჭირა. კართან დიდხანს არ შეყოვნებულა პირდაპირ დააკაკუნა ,მაგრამ მიდაგასაოცრად არავინ დახვდა. ხუთ წუთს რომ აკაკუნებდა და ზარის ღილაკს არ აშორებდა ხელს შემდეგ გაიღო ლიფტის კარი და გამოჩნდა მასპინძელიც -შენ რა ახლა მოხვედი? -სამსახურში ვიყავი და შემაგვიანდა... რა ხდება? -აქ ვისაუბროთ? -თუ გაიწევი გავაღებ კარს -თვალს ვერ აშორებდა, მისი სურნელი წამსვე იგრძNო და გაითიშა კიდეც. კარი გააღო და პირველი სტუმარი შეუშვა. ქალბატონი პირდაპირ მსიაღებისკენ დაიძრა, ისე მიაბიჯებდა თითქოს საკუთარ სახლში იყო. დაჯდა ,ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო და კაცს ახედა -არ დაჯდები? -ნებას მრთავ? -სერიოზულად თუ შეიძლება -გისმენ -გიყვარვარ? -ვგავარ იმ კაცს რომელიც სიტყვებს უბრალოდ ამბობს ? ვერ ვხვდები ახლა რა გინდა , როდესაც გითხარი რომ მიყვარხარ შენ მე მიპასუხე -ცოლად მინდა შემირთო -რამენიმე თვის წინ სხვა გიყვარდა ახლა რა შეიცვალა, იმ ბიჭმა გული გატკინა და გადაწყვიტე ასე იძიო შური? მაპატიე ,მაგრამ არ ვაპირებ შენი ცხოვრების დანგრევაში მთავარი როლი ვითამაშო. ახლა კი წადი ,გთხოვ მე და შენ იქ დავასრულეთ და მნიშნელობა არ აქვს მე რას ვგრძნობ -არა , ისე არ არის როგორც გგონია -აბა როგორ არის,მიხვდი რომ გიყვარვარ და ახლა მთხოვ რომ ცოლად შეგირთო?- თავი ვერ შეიკავა მისკენ დაიძრა და განრსიხებული დაჰყურებდა ზემოდან -უბრალოდ მივხვდი რომ შანსი უნდა მოგცე შენც და საკუთარ თავსაც. მივხვდი რომ შენზე მეტად ვერავინ შემიყვარებს, რომ ის ადამიანი არ იმსახურებს მთელი ცხოვრება მივტიროდე და მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი -ბედნიერი ვერ იქნები, არ გიყვარვარ. არც კი მიცნობ ნორმალურად -შენც არ მიცნობ,მაგრამ გიყვარვარ.თუ არ გიყვარვარ და უბრალოდ ჩემი დაპატრონების სურვილი გკლავს - წამოდგა ,მის წინ დადგა თითმის ერთი სიმაღლის იყვნენ .თვალებში უყურებდა კაცს და იცოდა როგორ მოქმედებდა მასზე -მითხარი ნამდვილად წრფელია შენი გრძნობები ? - ეშმაკი ნამდვილად ქალია და ის შენ ხარ -სწორედ ამიტომ გიყვარვარ -არ ვიცი რატომ ,შეიძლება ძალიან მგავხარ და ამიტომ მიზიდავ ასე ძალიან -მეც სწორედ ამიტომ ვარ აქ . სხვას ვერავის მივცემ უფლებას ჩემს ცხოვრებაში შემოვიდეს მითუმეტეს ამ სტატუსით -რატომ მაინცადამაინც ქმარი, მე შენ სიყვარულში გამოგიტყდი, ცოლობა არ მითხოვია იქნებ არც მინდა ცოლის შერთვა -არ მეგონა შეყვარებულობანას თამაშისთვის თუ გცხელოდა, მაშინ ვიაროთ პაემნებზე, კინოში. გამიკეთე სიურპრიზები,ამავსე საჩუქრებით...როგორც ხდება გოგოს თავს რომ აყავრებენ და ბოლოს მთხოვე ცოლობა -გამაცინე, კარგი იდეაა შოკოლადებსაც მოგიტან ხოლმე და ბუშტებს დაგახვედრებ საძინებელში ან პატარა ლეკვს -ვგიჟდები შენს ცინიზმზე , შეგიძლია მითხრა რას ფიქრობ თუ დიდხანს უნდა ვიყო აქ და გარწმუნებდე რომ ცოლად შემირთო -ვერ დამარწმუნებ, არ ვაპირებ ცოლად შეგირთო ! -არ მესმის ,როგორი ადამიანი ხარ. ქალი რომელზეც აბოდებ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შენს წინ ვარ და თავად გტავაზობ ცოლობას.ახლა გასწორებულში უნდა იყო,გიხაროდეს რომ შენი ვიქნები -თავს არასდროს ვიტყუებ, შენ ჩემი არ ხარ არც იქნები . ან უყვართ ან არა ,შენ მე არ გიყვარვარ -ასე მარტივი ხომ არ არის ვიღაც შეიყვარო -და ვინც ახლა გიყვარს იქ როგორ იყო -არ მინდა ამაზე საუბარი , ცალმხრივად მიყვარდა -გიყვარდა? არ გყვარებია ასე უცებ თუ გადაგიყვარდა -შეიძლება ბოლომდე არ გადამიყვარდა, უბრალოდ აღარ მინდა მასზე ვიფიქრო მინდა დავივიწყო -მე დაგავიწყო კაცი რომელიც გიყვარს? როგორ სიას მომაწვდი რა მოგწონდა მასში და მე შევცვალო? უკაცრავად , მე არ გამოგადგები .ვერ გამომიყენებ ამ „საქმისთვის“ -ე.ი მიშვებ , მშვიდად უყურებ როგორ დაიკავებს შენს ადგილს სხვა? როგორ შევიყვარებ კიდევ ერთ კაცს და მშვიდად გაიაზრებ რომ ის კაცი შენ არ ხარ? -ვფიქრობდი რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენდი,მაგრამ არ გამოდის რაღაც -მე შენი ცოლი გავხდები, სრულფასოვანი ცოლი . მთლიანად საკუთარ თავს გთავაზობ, ერთადერთი რასაც ვითხოვ ისაა რომ თავი შემაყვარო ყველა შემთხვევაში მოგებული შენ იქნები -სიყვარული თამაში არ არის გამარჯვებული და დამარცხებული რომ ჰყავდეს, შენ კი ასე უყურებ ამ ყველაფერს. რა გინდა, პირდაპირ მითხარი ცოლად რომ შეგირთავ შემდეგ რა სიურპრიზს მომიმზადებ. მითხარი და ხვალვე მოვაწეროთ ხელი,ხომ იცი ყველაფერი მაგრად .უბრალოდ მაინტერესებს რამდენად ბოროტი სული გაქვს - ნიკაპქვეშ ამოსდო თითი და თვალებში ჩახედა- მითხარი რა გინდა სინამდვილეში -ვიგრძნო რომ ვიღაცას მეც ვუყვარვარ, ვინმეს ვისაც ჩემი სულის სიმახინჯე არ გააკვირვებს და ვისთან ერთადაც ცხოვრებას შევძლებ. არ მინდა მარტო ყოფნა ... მარტო არ დამტოვო,გთხოვ -ისე უყურებდა ,მისი ამღვრეული თვალები კაცს კლავდა. უბრალოდ ეჭვს ვერ შეიტანდით,მითუმეტეს უგონოდ შეყვარებული კაცი ვერ გაუძლებდა ამ თვალებს, ხმას სასოწარკვეთილ ქალს -ტაისა - თითები თმაში შეუცურა, ლოყაზე მოეფერა .იმ წამს საკუთარი თავი რომ დაენახა მსოფლიოში ყველაზე უმწეო არსებას შეხედავდა მხოლოდ - თუნდაც შენივე დანთებულ ცეცხლში დავიწვა -იმდენად ახლოს იყო ქალთან ,მისი სურვილი კლავდა. გოგო კოცნის მოლოდინში გაირინდა, სასიამოვნო მოლოდინი არ იყო.სახეზე ეტყობოდა ყველაფერი, წამით ვერ დაფარა ემოცა და გაეღიმა ,სულ ოდნავ შეუკრთა ტუჩები როდესაც დახუჭულ თვალებზე მიეკრო მხურვალე ბაგეები - უფრო მარტივი იქნება ვიდრე შენი ცრემლიანი თვალების ცქერა არ ვიცი რა ერქვა ამ მდგომარეობას, უბრალოდ კაცის მკლავებში იყო მოქცეული და თვალები უნათებდა არა სიხარულისგან,არამედ კმაყოფილებისგან. ის მიიღო რაც სურდა ,ამ დროს კი ყველაზე დიდ კმაყოფილებას განიცდიდა. არ ადარდებდა ის აჩქარებული გულსიცემა ყურსქვემოთ რომ ისმოდა, არც წელზე მოხვეული მკლავი და თმებში ახლართული თითები იწვევდნენ მასში ემოციებს. ისევ ის კადრი დაინახა, ხელის თხოვნის სცენა და ბედნიერი წყვილი. ………. ქორწილის თარიღი ორი თვის შემდეგ, აგვისტოს თვის დასასრულს ჩანიშნეს. მართალია გრანდიოზულ ქორწილს არ გეგმავდნენ,მაგრამ კაცმა დრო მაინც გაახანგრძილვა. ორივეს თავისი საქმე ჰქონდა, ერთმანეთისთვის არ ეცალათ. რამდენჯერემე შეხვდნენ, ძირითადად მობილურის საშუალებით მოიკითხავდნენ ერთმანეთს. -ქორწილამდე არ მინდა რომ გახმაურდეს ეს ამბავი, ხომ იცი ჟურნალისტები ყურადღების ცენტრში ვართ და არ მინდა აჟიოტაჟი გამოიწვიოს ჩემმა ქორწილმა -როგორც გინდა , მაგრამ ჩემს მეგობრებს გაგაცნობ -აუცილებლად გავიცნობ მათ , უბრალოდ მადროვე დროს გამოვნახავ .ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ .გამიგე არ მიყვარს წინასწარ რომ იწყებენ ჩემს შეფასებას,მითუმეტეს ყველამ იცის ვინ ვარ და სახელს რომ ეტყვი წინასწარ მნიშვნელობა აღარ ექნება -კარგი , დეტალებზე დავას არ ვაპირებ ასე მარტივად მოაგვარა კიდევ ერთი საქმე, შემდეგ ბარგი ჩაალაგა . საქმე გამოიყენა და ზუსტად ერთი კვირით წავიდა ქვეყნიდან. როდესაც მისი საყვარელი კაცი ქორწინდებოდა პირდაპირი ჩართვით იყო და საქმის გარდა არაფერზე ფიქრობდა. შემდეგ ალკოჰოლით ჩაახშო ფიქრები , ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდა. თავად მოითხოვა ,რომ ყველა რეპორტაჟი თავად მოემზადებინა. ქვეყანაში რომ დაბრუნდა ახალდაქორწინებული წყვილი უკვე თაფლობის თვეში იყო . ჩამოსვლისთანავე ტელევიზიაში წავიდა, საქმეები მოაგვარა და სახლში დაბრუნდა. მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, თავად მიდიოდა მათთან სტუმრად. განქორწინებულები იყვნენ და ორივეს საკუთარი ოჯახი ჰქონდა. მამობილთან და დედობილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამას ვაჟიშვილი ჰყავდა ,18 წლის მაქსი .დედას კი 15 წლის ელეონორი. ორივესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით ელისთან რომელიც ხშირად ეჭორავებოდა,თავის ამბებს უყვებოდა და რჩევებს იღებდა უფროსი დისგან. მარტო ცხოვრება არასდროს უჭირდა, ოჯახური მდგომარეობის გამო დამოუკიდებლობას თავიდანვე შეეჩვია, ბუნებითაც ძლიერი იყო და არასდროს არავინ სჭირდებოდა. პროფესიაც ისეთი აირჩია ,რომ დრო მაქსიმალურად დაეხარჯა,საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ყველაფერი მიუხედავად იმ დიდი შრომისა რასაც საკუთარ საქმეში დებდა არასდროს წუწუნებდა ,შეყვარებული იყო ჟურნალისტიკაზე. ერთაერთ ტელევიზიაში მუშაობდა, მთელი მისი ოჯახი იქ იყო. მათთან ერთად ატარებდა დროს და ყველაზე კარგი ურთიერთობა სწორედ კოლეგებთან ჰქონდა. სააბაზანოდან გამოვიდა, თმა შეიკრა, კაბახალათი მოირგო საცვლებზე და სამზარეულოსკენ დაიძრა. ყავას მიირთმევდა და პლანშეტში სიახლეებს ათვალიერებდა. საკუთარ რეპორტაჟებს უყურებდა და სხვადასხვა ამბებს ეძებდა. ზარის ხმა რომ გაიგო მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა , გაიცინა და სწრაფად დაიძრა კარისკენ.არც შემცდარა -გამარჯობა ტაისა -გამარჯობა იოანე ...შემოდი - გაუღიმა და სახლში შეატარა. კაცმა ხელი წელზე მოხვია და ლოყაზე აკოცა . შემდეგ ქაღალდის შეკვრა მიაწოდა-რა არის? -წითელი ღვინოა, ვიცი გიყვარს -მიყვარს ,მართალია ბართან ,მაღალ სკამზე დაჯდა კაცი და მარმარილოს ზედაპირს იდაყვებით დაეყრდნო. უყურებდა მეორე მხარეს სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს და მისი სხეულის კონტურს თვალს ვერ აშორებდა -ვახშმობას ვაპირებდი და იმედია მსუბუქ კერძებს დაჯერდები. არ მიყვარს მძიმე საკვები -მაცდურად უღიმოდა, თვალებითაც კი ანათებდა და ისე კეკლუცობდა შეუძლებელი იყო რეაქცია არ გქონოდა -სამსახურში როდის ბრუნდები ? -ხვალვე -ისევ რეპორტაჟი გაქვს? -არა ხვალ პირდაპირი ეთერი მაქვს , 10 -ზე გავთავისუფლდები თუ შეძლებ გამაცანი შენი მეგობრები -დავუკავშირდები და შევუთანხმდები ... -ჩემი გოგო თავისუფალი იქნება და გაგაცნობ აუცილებლად ... -ხომ ვიცნობ სალომეს -იცნობ? როდის გაიცანი -მეგობრის დაბადებისდღეზე , თავად მითხრა ვინც იყო -მე კიდე მითხრა მინდა პირადად ვიცნობდე ჩემს სიძესო ...სალომე იქნება ჩემი ხელისმომკიდე -ჩემი ხელისმომკიდე გიგი უნდა ყოფილიყო,მაგრამ დამასწრო ცოლის შერთვა -გიგი ? გიგი ვინ არის?- ზურგით იდგა და ისე ჭრიდა ბოტნეულს უცებ რომ აუკანკალდა ხელები. ხმაზე არაფერი დაეტყო, ისე დაიჭირა თავი თითქოს არ იცნობდა გიგის -ჩემი ბავშვობის მეგობარია ... ახლა ვერ გაგაცნობ , თაფლობის თვეშია ბიჭი .რომ დაბრუნდებიან შემდეგ გაგაცნობ მას და მის მეუღლეს -ანუ წელს სამეგობროს ქორწილების წელი გაქვთ- გახედა და ისევ გაუცინა- და ახლა ვინ იქნება შენი ხელისმომკიდე? - ... ნიკა იქნება.რომელსაც ხვალ გაგაცნობ -კარგიიაა , ცოტა დრო რჩება. მე ძირითადად დაკავებული ვარ და მეჯვარეებს გადავაბარებ საქმეებს ,იმედია ნიკა არ იქნება წინაარმდეგი -არა ,არ იქნება ქალმა მაგიდაზე დაიწყო კერძების დალაგება, ღვინის ბოთლი და ბოკლებიც არ დავიწყნია. მაგიდასთან დასხდნენ, ღვინის ბოთლი იოანემ გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა. სალათების დიდი მოყვარული არ იყო,მაგრამ მაინც გასინჯა ცოტა. ტაისამ რომ გაიცინა მაშინვე შეამჩნია და წარბშეკრულმა ახედა -რატომ იცინი ? -სახეზე გეტყობა რომ ვერ იტან რასაც მიირთმევ ... -გემრიელია , მაგრამ ჩემ გულზე გამავალი გზა კუჭზე არ გადის -ეგ გზა მე ისე გავიარე არც გამია და მნიშვნელობა არ აქვს - გადაიკისკიდა და წითელი ღვინო მოსვა, დანამული ტუჩები ენისწვერით გაილოკა და მერე ისევ სალათს მიუბრუნდა- ცუდია თუ არაჯანსაღად იკვებები. რესტორანში მოგიწევს დანაყრება, ან თავად უნდა მოამზადო. მე სულ ფორმაში უნდა ვიყო . ბალანსი დავიცვა ცილებს,ცხიმებსა და ნახშირწ....ბს შორის . -ეგ ერთადერთი სირთულე ექნება ჩვენს ურთიერთობას .მომზადება არ ვიცი , არაფერი გამომდის -არც მიფიქრია რომ გამოგივიდოდა...სამზარეულოში შენნაირი კაცი წარმოუდგენელია -უფრო სერიოზულ თემა განვიხილოთ სჯობს...მშობლებს ერთი კვირით ადრე ვერ შევატყობინებდი რომ ცოლს ვირთავ . არ იციან ვინ ხარ და ელიან შენს გაცნობას, ვფიქრობ ნათელია რომ მატ არ უნდა იცოდნენ ჩვენი გრძნობების შესახებ -ჩემებისთვის სულერთია, ჩვეულებრივად მოვიქცევით თუმცა არავის ვეტყვი რომ ცალმხრივად გიყვარვარ. არც მე მაქვს სურვილი ვინმემ იცოდეს ეს , სასურველია მხოლოდ ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდეს -მიყვარს როდესაც ერთ ენაზე ვსაუბრობთ ... - ჭიქა მაღლა ასწია და თავადაც დააგემოვნა ღვინო - მშობლების დამოკიდებულება არ ვიცი და ბებოს რომ მოსწონხარ ვიცი - უცებ გაიცინა ,როდესაც გაახსენდა როგორ აქებდა ბებო ტასიას როგორც ჟრნალისტს -ბებია გყავს? -ასეთი მოხუციც არ ვარ -რამდენი წლისაა? -82 წლისაა,მაგრამ 70 წელზე მეტს ვერ მისცემ. რომ ნახავ იცოდე ასე უთხარი -რამდენი წლის გათხოვდა -მგონი 15 თუ 16 არ ვიცი ზუსტად. თუ გაინტერესებს რომ გაიცნობ ჰკითხე და მოგიყვება როგორ გააყოლეს ცოლად თავის საყვარელ ქმარს -ჩემი პროფესიული სულისკვეთებით სარგებლობ, მახსოვს სტუდენტობის დროს პირველი ინტერვიუ მოხუც ცოლ-ქმართან ჩავწერე .რომელთაც 12 შვილი და 30 შვილიშვილი ჰყავათ კიდევ შილთაშვილები და სიგიჟემდ ეუყვარდათ ერთმანეთი . ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი და ქორწინებიდან 60 წელზე მეტი იყო გასული ღვთის წინაშე რომ შეუღლდნენ. მართალია მჯერა რომ მსგავსი ამბები მილიონში ერთ წყვილს შეიძლება შეემთხვეს...პირველი იყო და სულ მემახსოვრება ... -ბებოსთან რომ მიგიყვან შეგიძლია გამოსტყუო საიდუმლო ინფორმაცია, ჩემს დას არასდროს უყვებოდა რა ბავშვის საქმეა სიყავრულიო ამას ეუბენბოდა 20 წლის გოგოს -მარტო ცხოვრობს? -ხო , სოფლიდან ვერ წამოვიყვანეთ -სოფელი გაქვს? -არა ხოხობთან ერთად მოვიდა თბილისში ჩემი დიდი ბაბუა ... უფს,მგონი ქორწილი გადაიფიქრე -კარგი რაა...არ მეგონა თუ თბილისიდან არ იყავი . სად გაქვს სოფელი? -რაჭაში -რაჭველი ხარ ანუ ? რანაირად მესხი ხარ -ჩემი ოჯახის ისტორია გინდა მოგიყვე? -ჟურნალისტი ცოლი გეყოლება, კითხვები სულ მექნება -ჩემი დიდი ბაბუა დასახლდა რაჭაში, ზედსიძედ ...ანუ ბებო იყო რაჭველი . მეტი მეც არ ვიცი და ნუ მკითხავ ტყუილად -მთა არ მიყვარს -არც მიფიქრია რომ მთაში მშვიდად ყოფნას არჩევდია რუჯის მიღებას და სანაპიროზე სეირნობას. მთა ძაან არასვეცკურია -მთაში როგორ უნდა გავერთო...სულ ცოტა დრო მაქვს დასასვენებლად და იმასაც უმუღამოდ ვერ გავატარებ -ხო ,რა თქმა უნდა -და შენ ხშირად ხარ სოფელში? -ნუ გეშინია წამოსვლას არ გაიძულებ -რაც არ მინდა იმას ვერავინ მაიძულებს , თუმცა ამ შემთხვევაში ეგ არაფერ შუაშია -არასოდეს თქვა არასოდეს...მე მომყვები ცოლად , სიტუაციამ გაიძულა -ეგ სხვაა -სხვაა თუ არა მაინც რაღაცამ გაიძულა ე.ი შესაძლებელი ყოფილა . სოფელს რაც შეეხება, ზაფხულში ძირითადად იქ ვარ ბიჭებთან ერთად. ზამთარშიც ავდივარ , ბებო არ მინდა მარტო იყოს . მამა და დედაც მიდიან უფრო ხშირად ვიდრე მე . -ორი დედამთილი მეყოლება , ქალს რომელსაც 5 წლის მერე ოჯახი არ მინახავს ერთად. -მთავარია თავად არ გამოიწვიო ,თორემ დედაჩემი საერთოდ არ მოვა ჩვენთან და არ ჩაერევა ჩვენს ურთიერთობებში. არ მყავს ასეთი უტაქტო დედა რომ ვერ მიხვდეს ცოლ-ქმრის ურთიერთობა რომ არ ეხება -ხო რა თქმა უნდა, ოჯახზე შეყვარებული კაცი ხარ. ალბათ სულ ოცნებობდი რომ დიდი ოჯახი გექნებოდა ბევრი შვილით -არ ვყოფილვარ მეოცნებე ბიჭი , თუმცა ოჯახი და ოჯახური გარემო მნიშვნელოვანია ჩემთვის მგონია რომ ძალას ოჯახი გაძლევს და თუ არავინ გყავს ვისთანაც მიხვალ ,ვისი დანახვაც უბრალოდ გაგახარებს ძალიან ძნელია ცხოვრება ტასიას ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მაგიდა რომ მიალაგა, დივანზე დასხდნენ . ღვინის ბოთლი თან წაიღო, მშვიდად აგემოვნებდა წითელ სითხეს და უკეთ სწავლობდა კაცს. -სად ვიცხოვრებთ? ცუდად ნუ გამიგებ, წინასწარ მინდა ვიცოდე . შენი ბინა მარტოხელა კაცისთვისაა ზედგამოჭრილი და იქ ეჭვი მაქვს ჩემი წიგნებიც კი არ დაეტევა. აქ კი სავარაუდოდ არ გადმოხვალ -მაქვს სახლი და იქ ვიცხოვრებთ -სახლი ასე უბრალოდ გაქვს? აბა ბინაში რატომ ცხოვრობ -მივხვდი რომ უზარმაზარ სახლში მარტოს ყოფნა არ მინდოდა და ბინა უფრო კომფორტული იყო ჩემთვის . შეგიძლია შენს ნებაზე გადააკეთო ყველაფერი , დიდი სახლი არ არის ,მაგრამ არც პატარაა. ეზოც საშუალო ზომის აქვს ... -ქორწილამდე მინდა ვნახო , არ შემიძლია როდესაც გარემოს ვერ ვერგები. სახლში აუცილებლად კომფორტულად უნდა ვიყო -ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია საწოლი იყოს კომფორტული და ჩემი ტანსაცმელი იდოს თავის ადგილას , სააბაზანოში ჩემს ნივთებს თავისი ადგილი ჰქონდეს და რომ დავდებ იქ შენი კრემი არ დამხვდეს -და რომ დაგხვდეს რას გააკეთბ? -გადავაგდებ -როგორი უხეში ხარ ... ღმერთო ჩემო - სახე დამანჭა და ჭიქა ისევ აავსო - გარდერობის ოთახი დამჭირდება ...არის ? -არ არის ,მაგრამ მარტივად მოვაგვარებ მაგას...გვერდით ცარიელი ოთახია და გადავაკეთებინებ ხელოსნებს -ქორწილამე მოვაგვაროთ რა -სხვა თუ არაფერი გაინტერესებს , შესანიშნავად ყოფილა საქმე. ახლა კონტრაქტი უნდა გამომიწოდო და ნამდვილი გარიგება იქნება -რომანტიკოსი ბიჭივით იქცევი და სრული დისონანსია შენს ხასიათთან- გაიცინა, ხალათის ბოლოები იმდენად დაშორდნენ ერთმანეთს რომ გრძელი ფეხები თითქმის ბოლომდე უჩანდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და დივანს მიეყრდნო. თმიდან სარჭი მოიშორა და გრძელი თითები შეიცურა. თითქოს განგებ იქცეოდა ასე, კაცის მოთმინებას ცდიდა, ყოველ წამს ელოდა რომ თავს დაესხმებოდა და შემდეგ იკამათებდნენ . დაასრულებდა ამ მშვიდი ,საყავრელი ქალის როლის თამაშს. მესხიც თითქოს ზუსტად უხვდებოდა ჩანაფიქრს,სვამდა ,უყურებდა, იღიმოდა და თავად ახელებდა ქალს. -შენც დისონანსში ხარ ტასია... -რას გულისხმობ -ზედმეტად შეიჭერი როლში, უკვე აშკარაა რომ შენ არ ხარ ეს კეკლუცი, საყვარელი ქალი - ჭიქა მაგიდაზე დადო ,სავარძლიდან დივნისკენ გადაიხარა და ტასიას ხელზე თიტები მოხვია. უცებ მიიზიდა თავისკენ ,ქალმა მსუბუქად წამოიკივლა და ხელები ინსტიქტურად მოხვია ყელზე. შუბლით შუბლზე მიებჯინა, ცხვირი ცხვირის წვერზე გაუსვა და მისი სურნელი ღრმად შეიგრძნო- შენ უფრო მათრობ თუ ღვინო ? -მე მეკითხები? -აჰაამ- ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადაუსვა ,ძლიერად აწვებოდა მერე ღვინის წვეთი რომ მოაშორა კუთხიდან თავად მიიტანა ტუჩებთან ცერი და გაიცინა სუნთქვაშეკრულ ,თვალებგაფართოეულ ქალს რომ შეხედა . უკან დაიხია ისე რომ ქალის მკლავებმაც ვერ შეაჩერეს .დატოვა იგივე პოზაში მჯდომი ტასია და შემდეგ ერთმანეთისგან დაშორებული მუხლისთავები შეუერთა, ხალათის ბოლოები მუჭში მოიქცია და ბარძაყებზე მიაფარა.ხელი ისე ჩაუცურა ბარძაყებს შორის ტასიამ ინსტიქტურად მოუჭირა ფეხები -იოანე -ჩემს თითებს ტყვეებად იტოვებ? -ღმერთო რა საშინელი კაცი ხარ - უცებ გაიცინა, „თითები გათავისუფლა“ და ახურებულ სახეზე თითები ჩამოისვა -იმასთან ნუ ითამაშებ ვინც შენი ნამდვილი სახე იცის - მოდუნებულ ქალს ნიკაპზე მოუჭირა თითები და მოწყვეტით აკოცა მოკუმულ ტუჩებში - შენი სურვილის წინააღმდეგ ბოლო სიტყვები იყო რაც იმ საღამოს მესხისგან გაიგო. ისე წავიდა თითქოს მისთვის არც არაფერს ნიშნავდა ეს კოცნა, კოცნაც თუ ერქვა. ბინის კარი რომ მიხურა, თავზე ხელი გადაისვა და ახურებული ტუჩები ერთმანეთს გაუსვა,თითქოს ქალის გემოს აღბეჭდავდა. კიბე ჩაირბინა და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა , ისე გააქროლა როგორც მდევრისგან გაქცეულებს სჩვევიათ. მშობლების სახლთან გაჩერდა, საათს კიდევ ერთხელ დახედა და რომ დარწმუნდა არც ისე გვიანი იყო კარისკენ დაიძრა. ყველანი მისაღებში ისხდნენ და გადაცემას უყურებდნენ -იმდენი უბედურება ხდება 90-იანები მახსენდება ,იმედია მშვიდობა იქნება -სად ის დრო სად ეს დრო -ყველაფერი გაძვირდა, გადასახადები, პროდუქტს ცეცხლის ფასი აქვს. განათლების სისტემა თავდაყირაა, წამალს ვერ იყიდი და ნორმალურ ექიმთან ვერ მიხვალ უარესი რაღა იქნება -უკეთესი როდის იყო რო? -იოო მოვიდააა - პატარა ქალბატონმა შენიშნა პირველი ძამიკო და მაშინვე მისკენ გაიქცა. მობილურიც კი გადააგდო ასე გულმოდგინედ რომ ჩაჰკირკიტებდა -როგორ ხარ ხატია? - შუბლზე აკოცა გოგოს და მერე მშობლებს გადახედა -აბა დღეს ვერ მოვალო? -გამოვნახე დრო და შემოგიარეთ ... როგორ ხარ დედა? -კარგად შვილო ,კარგად . მოდი დაჯექი - გაუღიმა ლოყაზე მოეფერა და მერე გაეცალა -რა ხდება როგორ მიდის საქმეები ... შენც შეგეხო დედაშენის დაპრონოზებული გაჭირვება? -ნეტა თუ არ გბეზრდება ჩემი გამასხარავება -როგორ გეკადრება ჩემო ცოლო -ყველაფერი კარგადაა ჩემთან...შენ იყავი ექიმთან დღეს? -აჰაა თურმე რატომ მოსულხარ, გეშინია დაობლების ბიჭო? -მეორედ ეგ არ თქვა - ისევ ქალი აღელდა და ისე მოიღუშა ქმარმა ცაიხუტა -კაი ხო ვხუმრობ...რა მომკლავს ჯერ. ამ ანგელოზივით ქალს მარტო ხო არ დაგტოვებ ,მერე რომ მიისაკუთროს ვინმემ ხო დავიწყებ საფლავშ ტრიალს -შენ და შენი შავი იუმორი რაა... ასე აგიჟებს მთელი დღეები დედას . კარგადაა, მეც გავყევი ექიმთან. ტემპერატურის გამოცაა ,გადაღლილიაო და მოკლედ საშიში არაფერიაოოო აკონტროლეთ წნევა და დალიოს შესაბამისი წამლებიო -ხატოო იმიტო გამომყვა რო დედაშენს ჩემი ექიმი მოსწონს სასიძოდ -რა შუაშია ... ისე გამოგაყოლე ბავშვი აბა მე არ მეცალა და შენ არ გენდობი ,ვაი და რამე მნიშვნელოვანი ყოფილიყო -რას ნიშნავს სასიძოდ მოსწონს... დედა . ვიცნობ იმ ბიჭს და ნუ გააგიჟებს ახლა ეს გოგო -ასე მიცნობ? მივედი ვიჭორავეთ და წამოვედი . ისეთი კარგი ექიმიაა , მეც ვიფიქრე კარდიოგრამას გადავირებ-თქო მარა მერე გაამხსენა რო ცოტა მოშიშვლება დამჭირდებოდა და გამოვვარდი იქედან -ეს გოგო შემიწირავს ... სამსახურიდან რაც წამოვიდა და სახლში დაჯდა სულ გაგიჟდა. -დედა! ვეძებ სამსახურს და ვიპოვნი მალე -შენს ძმასთან რომ იმუშაო რა დაშავდება -არ მინდა , ათასი კანდიდატია რომელსაც მართლა სჭირდება სამსახური და მე რატომ დავიკავო ვიღაცის ადგილი.თანაც ამის ტირანიზმი აქაც მეყოფა , სამსახურში მშვიდი და კეთილი უფროსი მჭირდება. რამე რომ შემეშალოს ხომ ჩამომახრჩობს -არ მოასვენებენ ახლა კაცს...ორივე სინქრონში ალაპარაკდნენ -არც ვაპირებ შენს მიღებას, მე კვალიფიციური კადრები მჭირდება . შენ შენი პროფესია გაქვს და იმუშავე. ისე კი საქმეს უნდა აკეთებდე და არა უფროსებზე ფიქრობდე. ვერ იპოვნი ისეთ ადგილს სადაც ყველა მოგეწონება -არ შემიძლია დაძაბულ გარემოში ყოფნა, ნუ ღელავთ თქვენ მივხედავ საკუთარ თავს. უმუშევრობა არ გაანადგურებს ჩემს ფსიქიკას, დავისვენებ ცოტას -დედი , ივახშმე უკვე თუ პირდაპირ სამსახურიდან მოხვედი? -რა გქონდათ ვახშმად გააჩნია -ოუუუ ჩემი ძმის ვებერთელა კუჭის ხმა მესმიიიიის -ახლავე გავაწყობ ყველაფერს...შენი საყვარელი ხორცის წვნიანი მაქვს ცხარე -ვაიმეე ისეთი ცხარე გამოუვიდა გეფიცები დრაკონი მიმიქარავდა ცეცხლი რო გამომეშვა დიდხანს არ დარჩენილა, ბიჭებმა დაურეკეს და ბინაში წავიდა. მალე დაადგნენ ლუდის ქილებით, ჩიფსებით და სხვადასხვა სახრამუნოთი შეიარაღებულები -რა ხდება? - ხელში რომ მიაჩეჩეს ის ქილები დადგა და ბიჭებს აგდახედა- ფეხები ჩამოიღე მაგიდიდან -არ გახსოვს ? შაკო თამაშობს ბიჭო დღეს .. აუუ შენ რა გჭირს ამ ბოლო დროს? -ცოლს ირთავს და არ გვაჩვენებს მეტი რა უნდა სჭირდეს -აბა ხვალ რატო მახსოვდა...როდის იწყება? -რამდენიმე წუთში...მოდი დაჯექი...რას გავხარ რა არი ამ პერანგით და მოწკეპილი შარვლით უყყურებ რაგბს? -მოეწყვეთ თქვენ და მოვალ ხუთ წუთში... ფეხები მაგიდაზე არა-თქო -კაი რა იყო წინა შემთხვევით გამიტყდა ...ბავშვს აღარ მოგინატლავ იცოდე -ნიკა ატრა*ებ და მოგხვდება -შემაშინა ახლა ამან? -გეყოფა რას ტინგიცებ ამხელა კაცი -კარგ ხასიათზე ვარ გიგიშამ ცოლი მოიყვანა, ამასაც მოჰყავს შენ კიდე შენი ბათურა გყავს -ბათურას ნუ ეძახი ჩემ კაცს ...ბავშვი მესტრესება ძაღლის სახელს ნუ მეძახისო -აუუუ რა კაციიაა გესმიის მესხიიიი ჩვენი ნათლულიიი რა ბიჭიაა? აუუ უნდა ვანხო ამ დღეებში სადმე წავიყვან კაცურ ამბებზე ვებაზრები -არა რაღაც ჭირს... იოანეე გამოდი გამარკვევინე რა დაემართა რატოა ასე აჭრილი ა გაგიჟებული -არაფერი მჭირს რას შემეც* შენ -ჩართეთ რას ჭორაობთ-თავის სავარძელში ჩაეშვა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო -უყურე რაა უყურეე შემოაწყო თავისი ლაფათქები და იმიტო დამიშალა მე...მჩაგრავს -მოკეტეე იწყება - ხელი წამოარტყა და ტელევიზორის ეკრანს მიაჩერდა. ის საღამოც ემოციური გამოდგა. ერთად ყვიროდნენ ყოველ დაძაბულ მომენტში, აღნიშნავდნენ ლელოს და ბოლოს გამარჯვებაც აღნიშნეს. ბოლოს ისევ მარტო დარჩა,საათი ორს უჩვენებდა საძინებელში რომ შევიდა. უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული ძილის წინ ტაისაზე ფიქრი,არც ის ღამე ყოფილა გამონაკლისი. ახლა უკვე ქალის ქცევაზე ფიქრობდა, ვერაფრით ხსნიდა მის გადაწყვეტილებას. დასაკარგი არც არაფერი ჰქონდა ამიტომ მიჰყვებოდა მის სურვილს, მაგრამ აგიჟებდა ის ფაქტი რომ ვერა და ვერ ამოხსნა ქალის ჩანაფიქრი.შინაგანად კი არაფერი ადარდებდა იმ ფაქტის გარდა რომ ტაისას ცოლად შეირთავდა, მაგრამ ტვინი მოსვენებას არ აძლევდა და შინაგანი ხმა კარნახობდა რომ ძალიან რთული იქნებოდა მომავალი ტაისასთან ერთად. ...... უკვე ღამის 11 ხდებოდა, ბიჭები იოანესთან იყვნენ შეკრებილნი და ელოდნენ სარძლოს. თავიდან ჩვეულებრივად იქცეოდნენ ,ლაპარაკობდნენ და გაჰყავდათ დრო .მერე უკვე მესხმაც რომ დახედა საათს და სახე უარესად შეჭმუხნა ერტად აღადავდნენ -ვახუნაა მგონი გვაბოლებს ჩვენი ბიჭი და ბლეფი იყო საცოლის ამბები,არადა შერჩეული მაქ ყველაფერი წლის მეჯვარე რო ვიყო -გვაბოლებს კი არა ახლა ჩვენ ძვლებს დაამსხვრევს ის გოგო თუ არ მოვიდა -ვინაა ასეთი , მეშინია უკვე შენ რო ამას გიბედავს ზატო მაგარი ფსიხია.დაურეკე მაინც ,ან მიწერე იქნებ არ სცალია იქნებრ ამე დაემართა -მოვა ,როგორც სჩანს სამსახურიდან ვერ გათავისუფლდა -ამ დროს სად არის ,ვინა.. ვაფშე სად მუშაობს შე ჩემა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო მაშნვე წამოდგა, შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა არადა ვერ იტანდა მსგავს უპასუხისმგებლობას. კარი სწრაფად გააღო და ტაისას დანახვისას წამით ენა ჩაუვარდა. გოგომ ლოყაზე აკოცა და ზღურბლს გადააბიჯა -დამაგვიანდა, გაუთვალისწინებელი საქმე გამოჩნდა . იმედია აქ არიან ისევ -სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე... ახლა წამოდი - ხელი წელზე მოხვია და მისაღებისკენ გაუძღვა -მიჭერ ,მტკივა -მეც მიჭერს, ბრაზი პირდაპირ ყელში - ღიმილით უთხრა და ლოყაზე აკოცა -როგორც იქნა გავიგე ნანატრი ქალის ნაბიჯების ხმა ამ სახლშიიიი ? გადაცემა ორი საათის წინ არ დასრულდა? ვაიმე არავარ კარგად - ნიკუშას უცნაური შეხვედრა გამოუვიდა -ხოო,ახლა მესმის რატომ აქამდე არ გვითხრა თქვენი სახელი . სასიამოვნოა მე ვახო ვარ -ჩემთვისაც , მაპატიეთ რომ გალოდინეთ უბრალოდ ვერ მოვახერხე დროულად წამოსვლა -არაუშავს გადაიტანენ ... ნიკოლოზ არ დაჯდები?- გაშეშებულ ბიჭს მხარზე დააწვა და დივანზე დააბრუნა. ტაისა იოანეს გვერდით დაჯდა და ბიჭებს გაუღიმა -ალბათ უკვე იცით რომ ქორწილი აგვისტოს ბოლოს იქნება ...გრანდიოზული არ იქნება რადგან იოს არ მოსწონს დიდი ქორწილები და მეც დრო არ მექნება მოსამზადებლად -ჯერ შოკშვი ვარ,ასე მგონია საერთოდ არ ვიცნობ კაცს რომელსაც დაბადებიდან ვიცნობ -ნიკა ისევ ბრაზობს რომ აქამდე არ გაგაცანი ბიჭები -მესმის, უბრალოდ არ შემეძლო აქამდე თქვენი გაცნობა და ასე დაუსწრებლად არ მინდოდა გცონოდათ .იმედია დიდხანს არ იქნები გაბრაზებული მომავალო მეჯვარევ -გამოვფხიზლდები გავიაზრებ რომ ჩემმა კლდე ძმაკაცმა ცნობილი ტელეწამყვანი უნდა შეირთოს ცოლად და მერე გადამივლის ... აბა ქორწილი სად როდის,როგორი იქნებაო რას ამბობდი? -არ გვისაუბრია ჯერ ამაზე -ხო? და ასე უცებ ქორწინება რატომ გადაწყვიტეთ?- ამჯერად ვახო ჩაერთო საუბარში- ასეტი სპონტანური გადაწყვეტილებები არ ახასიათებს იოანეს -რომ გითხრათ ცალ-ცალკე ყოფნა აღარ შეგვეძლო თქო ? -ორივენი დაკავებულები ხართ...როდის ხვდებოდით ერთმანეთს ესეც საინტერესოა ...მაგრამ ხო აშკარად სჯობს დაქორწინდეთ თორემ ისე არც კი ვიცი როდის იკონტაქტებთ -როგორც ვიცი ცოლი და შვილი გყავს ხომ? და თქვენი ვაჟი ბიჭების ნათლულია . -სწორი ინფორმაციააა , მე უცოლო ვარ თავისუფალი ჩიტივით ყველა დანარჩენი უღლის ქვეშაა უკვე -მეეჭვება ღელავდე - გაუცინა ნიკუშას და იოანეს მკლავზე თიტები აასრიალა. იცოდა რომ კარგი დღე არ ელოდა ბიჭების წასვლის შემდეგ,მაგრამ არ ადარდებდა.ელოდა იოანეს გაგიჟებას , სურდა კიდეც მასთან ურთიერთობის არევა და მიაღწევდა კიდეც ამას- იოანეს რომ აეკრძალება სხვა ქალისკენ გახედვა ის კი ნამდვილად იდარდებს და იცოდე არ გაბედო მისი აყოლიება - მხიარულ ნოტაზე იყო, კაცს ქვემდოან უყურებდა მერე ლოყაზე აკოცა და თავი მხარზე დაადო -შანსიი არაა ...სულ რომ ვემუდარო იოანე და ღალატი გამორიცხულია ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო -მშვიდადაა ,მშვიდად .უბრალოდ ხუმრობს თორემ კარგად იცის ღალატს ისევ თავად თუ გამოიწვევს - ზემოდან დახედა კნუტივით მიხუტებულ ქალს და წელზე ისე მოუჭირა ხელი სახეზე გამომეტყველება შეუცვალა. მაშინვე მოხვია თითები კაცის ხელს და ისე უჩქმიტა სისხლისმიმოქცევა შეუჩერა. ცოტა ხანს საუბრობდნენ, მხიარულად კისკისებდა. საუბარი რომ არ გაუჭირდებოდათ ხვდებით ალბათ. შემდეგ ვახოს ცოლმა დაურეკა ,ბავშვი არ იძინებდა მამიკოს გარეშე და მას ნიკაც გაჰყვა. წყვილს დაემშვიდობნენ, სარძლოს აკოცეს წასვლის წინ და შემდეგ აგეცალნენ იქაურობას. კარი როგორც კი მიხურა მაშინვე ზედ ააკრა ტაისა -რას ნიშნავდა შენი ქცევა? -სამსახურში ვიყავი,არ იცი როგორი საქმე მაქვს? შეიძლება საერთოდ ვერ გამოვსულიყავი რა არაადეკვატურია შენი ქცევა ხვდები? -შემომხედე და ისე მითხარი რომ განგებ არ დაიგვიანე,რომ ფეხებზე არ გეკიდა აქ ხალხს რომ ვალოდინებდი -შენი აზრით?- ცინიკურად გაიცინა ხელი ჰკრა და თავი დაიხსნა. ისევ მისაღებში დაბურნდა,იოანეც უკან გაჰყვა- ძალიან ჭედავ იცი? -რაღაც მიზნის გამო ხომ გინდა ჩემი ცოლი გახდე, დამიჯერე ასე მარტივად არ იქნება ყველაფერი და მხოლოდ შენი მოთხოვნები არ შესრულდება. არავის ვაპატიებ ჩემი მეგობრების აბუჩად აგდებას , ეს არაფერი იყო თუ საჭირო იქნებოა საათობით დაგელოდებოდნენ მთავარი შენი დამოკიდებულებაა -სითავხედეს და უზრდელობას მაბრალებ იცი? მე პატარა ტუტუცი გოგო ხომ არ გგონივარ -ზოგჯერ არც კი ვიცი ვინ მგონიხარ ...- კარადიდან ბოთლი გამოიღო და გახსნა-ტაისა , ტაისა ანასტასია ანჯაფარიძე ვინ ხარ და რა გინდა?-მიუახლოვდა სავსე ჭიქა მიაწოდა და თიტები თმაში შეუცურა- მინდა რამე გატკინო და დავმშვიდდე, მაგრამ ვიცი რომ შენც ეს გინდა.ვგრძნობ იცი? -შეუძლებელია- ღვინო მოსვა და ჭიქა იქვე დადო -გაოცებული ხარ? -ჩემს ლოდინში ალკოჰოლის დოზას გადააჭარბე? -ის დროა რომ უნდა გარბოდე- ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა, შემდეგ თმაში ჩამალა სახე და სურნელი შეისუნთქა -მეზიზღები ასე რომ მიყვარხარ -ჩემი წასვლის დროა... ხვალ დილით ადრე უნდა გავიღვიძო -დარჩი -არ მინდა...რატომ იცინი -აუცილებელი არ არის სექ*ი გვქონდეს,დარჩი -როგორ იკავებ თავს -რომ არ გეჩხუბები? -ასე რომ მიყურებ და მაინც არ მეხები ...ისე მიყურებ -გგონია მოგვარდები და ტანსაცმელს შემოგახევ? - ისევ გაიცინა ,ამჯერად ხმამაღლა და კიდე ერთი ჭიქა გამოცალა .ისევ გახედა ქალს წამით, შემდეგ სახე დაუსერიოზულდა - ამას ელოდები? გინდა რომ არაკაცად შემრაცხო? -მე გკითხე ,როგორ იკავებ თავს -შენ რატომ დაინტერესდდი -მიპასუხე და დავრჩები -ნუ მეთამაშები, მთელი ცხოვრებაა უშენოდ მძინავს ეს ღამე არაფერს შეცვლის -მე რომ ვუყურებდი მთელი სხეული მეწვოდა ისე მინდოდა შემხებოდა, ერთხელ მაინც ეკოცნა . ეფლება რომ მქონოდა, ნება რომ მოეცა თავს ვერ შევიკავებდი .შენ კი აქ გყავარ,ასე ახლოს და არაფერს აკეთებ -წადი , წადი აქედან ტაისა - ზურგით იდგა , მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა ამას ანასტასიაც კარგად ხედავდა. მუჭები დასცხო ხის ზედაპირს და ამჯერად იღრიალა, ისე რომ უკან არ გაუხედავს-მოშორდი აქედან! -შენს პერანგს ავიღებ, საცვლებით ძილი არ მიყვარს - გაიცინა , ფეხსაცმლის კაკუნით დატოვა ოთახი და საძინებლისკენ დაიძრა. მესხი ვერ იჯერებდა რომ ტაისა ისევ იქ იყო. ყველაფერი ერთად უტრიალებდა გონებაში,იმის გააზრება რომ იმ ყველაფერს რასაც ქალის მიმართ განიცდიდა ტაისა სულ სხვა მამაკაცის მიმართ გრძნობდა ჭკუიდან შლიდა. ერთ ამოსუნთქვაში გადალახა მანძილი და ოთახში მდგომ ქალს მხრებში წვდა, თავისკენ შეაბრუნა და ჩაწითლებული თვალები მიანათა -რატომ მიწვევ, რა გინდა ... უნდა მოგკლა და მეც უკან მოგყვე? ხომ იცი რომ თუ ჩემი იქნები სხვა ვერავინ შეგეხება, ვერავის შეეხები გესმის? უფლებას არ მოგცემ ჩემთან იყო და ფიქრებით სხვას ეხებოდე -მტკენ იოანე -შენგან განსხვავებით რომ გტკენ არ მსიამოვნებს -იმიტომ რომ ფიზიკურად მტკენ -არანორმალური ხარ...გინდა რომ დაიტანჯო. გინდა რომ მეც დავიტანჯო და ისიამოვნო, ამით გინდა რომ გაერთო .ავადმყოფი ხარ ,მაგრამ არ იცი რომ მე ყველაზე დიდი ავადმყოფი ვარ ... უკაცრავად თქვენი დრო ამოიწურა. სახლიდან წასვლის დროა -როგორ ...მაგდებ? -გაგდება იქნება თუ აივნის კარს გავაღებ გარეთ გაგიყვან და იქ დაგტოვებ. მე გეუბნები რომ უნდა წახვიდე -შენ გინდა რომ დავრჩე -არა მე არა ... აი იმას შენზე რომ აბოდებს ახლა კი მაგ საცოდავ არსებას ღრმად სძინავს -რომ გავაღვიძო? -გაეთრიე ანასტასია შენც და შენი ფიქრებიც შენს საყავრელ კაცზე მომწყდით თავიდან ! -კარგი საყავრელო, როგორც შენ გინდა .იმ კითხვაზე ალბათ ოდესმე მიპასუხებ -მაშინ როდესაც პასუხი აღარ დაგჭირდება -მეოცნებე ყოფილხარ თუ გგონია რომ შენზე ფიქრებით გადავღლი გონებას -ფიქრსაც ვერ შეძლებ ტაისა, ისე გაითიშება შენი გონება რომ ფიქრიც დაგავიწყდება არ ვიცი რომელი შეხვედრა დასრულდა უარესად, მაგრამ ფაქტია რომ ორივე უბედური იყო. ორივესთვის ჯოჯოხეთი იყო ყოველი დღე და შინაგან ტკივილს ვერაფერი უყუჩებდათ. რამდენიმე დღე არ გამოჩენილა ტაისა, მხოლოდ ტელევიზორიდან ესმოდა მისი ხმა და თუ შეეძლო არხს მაშინვე ცვლიდა. ლამის კოშმარად ექცა ქალის სიტყვები, ყოველ ღამით ჩაესმოდა მისი ხმა სხვადასხვა ინტერპრეტაციით.ზოგჯერ ტაისას საყვარელი კაცის სილუეტსაც წარმოიდგენდა,სახეს ვერასდროს ხედავდა მხოლოდ ანასტასიას ვნებით სავსე თვალებს, სიყვარულით დატყვევებულ ტაისას ხედავდა და ესეც საკმარისი იყო შუაღამით ხეტიალისთვის. მაინც ჯიუტად წვებოდა, იძინებდა იმ იმედით რომ მომდევნო ღამე მშვიდი იქნებოდა მერე ისევ შუაღამით იღვიძებდა და დიდხანს დახეტიალებდა. ზარის ხმამ გააღვიძა,თვალები რომ გაახილა რამდენიმე წამი გონს ვერ მოვიდა. შემდეგ კარისკენ დაიძრა და სწრაფად გააღო. ისევ სიზმარში ეგონა თავი კართან აყუდებული ქალი რომ დაინახა. მოკლე საღამოს კაბა ეცვა, ზემოდან მოსაცმელი მოეხურა რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს უფრავდა .თავი კედელზე მიეყრდნო და არეული მზერით უყურებდა ნახევრად შიშველ მესხს -შემომიშვებ? არ გამაგდო გთხოვ - ამღვრეული თვალები მიანათა და ხელები გაშალა . მკლავზე შემოხვია და დაეყრდნო უსიტყვოდ შეიყვანა ბინაში. კარი ხმაურით დახურა და მობანცალე ქალს ხელი მოხვია. მისაღებში დივანზე დასვა , ის კი წამსვე მიწვა . ფეხსაცმელი მოიშორა და კომფორტულად მოკალათდდა. ბალიშს ხელი მოხვია და თვალები მინაბა -მეგონა დამირეკავდი ... შენ კი არ დამირეკე -ასე როგორ დაეცი -მტკივა, ძალიან მტკივა .ვეღარ ვუძლებ , მკლავს ...მიშველე - იოანეს ხელს თითები მოხვია და თავისკენ მისწია. მერე ლოყა ხელისგულზე დაადო და თვალები დახუჭა- მითხარი რომ მარტოს არ დამტოვებ,დაიწვი ცეცხლში ჩემთან ერთად .არ მინდა მარტო ,იყავი ჩემთან ...ხელი არ გამიშვა-ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს და წვრილ თითებს დაატარებდა კაცის ხელზე .მერე პომადით შეღებილი ტუჩები მაჯაზე მიაკრა და გაჩუმდა -ტაისა ... - დაიხარა, არეულ თმაზე ხელი გადაუსვა მაგრამ რეაქცია არ ჰქონია . უკვე გათიშული იყო ანჯაფარიძე . თავი დახარა, დიდხანს დაჰყურებდა მძინარე ქალს,რომელსაც ჩვილი ბავშვივით ტკბილა ეძინა. ალკოჰოლით გაჟღენთილი სხეული და სრულიად არეული სახე წამებში დაუმშვიდდა. უცოდველ არსებას ჰგავდა, ისეთს შეხებას რომ ვერ გაბედავდი. წამში მოხვია მკლავები, ხელში აიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა. საწოლზე დააწვინა,საწოლზე სადაც სხვა ქალებს ეალერსებოდა .იქ სადაც ხშირად წარმოედგინა ტაისას სახე ახლა ზედაც არ შეხედა ისე დატოვა ოთახში მარტო . იოანე მისაღებში იჯდა, სიგარეტის კვამლში გახვეული საძინებელში კი ტაისა იწვა. თვალები სვრცეს გაუსწორა , ისევ კმაყოფილებისგან უნათებდა თვალები. გრძნობებით თამაში ყველაზე დიდი და რთული თამაშია , ტაისა კი პროფესიონალი მოთამაშე. თვალები დახუჭა, ბალიშს ხელები მოხვია და მშვიდად დაიძინა. დილით საძინებლიდან გასულს იოანე არ დახვდა. შხაპი მიიღო , სხეულზე იოანეს პერანგი მოირგო და მისაღებში გავიდა. ისე დადიოდა თითქოს იქაურობის დედოფალი იყო, იცოდა რომ იოანე მივიდოდა და ელოდა. მალევე გაიგო ნაბიჯების ხმა და ოთახში შესულ მესხს გახედა -გამარჯობა ... -არ ვიცოდი ჩემთან დარჩენას თუ აპირებდი, ბარემ ბარგიც წამოგეღო -ძალიან მრცხვენია, იმედია რაიმე სისულელე არ ვთქვი. უბრალოდ ისე მოხდა რომ ...სხვაგან ვერ წავედი -და მე რომ არ ვიყავი ვის უმხელდი გრძნობებს -ნუ იქნები ასეთი დაუნდობელი -დაუნდობელი... მართლა ?- გაიცინა და ყავის ფინჯანს დახედა- ყავა უკვე მიირთვი, გამოფხიზლდი კარგად ხარ ,აშკარაა თრობის გამოცდილება გაქვს -დღეს არ ვმუშაობ შენთან ვიქნები -უკვე გადაწყვიტე? -არ გინდა რომ ერთად გავატაროთ დღე? -შენ რატომ გინდა დღის ჩემთან გატარება, მხოლოდ შებინდებისას გაწუხებს ცალმხრივი სიყვარული ? -გთხოვ ნუ მექცევი ასე -შენ არა ,საკუთარ თავს ვექცევი საშინლად .აქ ყოფნის უფლებას რომ გაძლევ -შენ მე თავიდანვე გითხარი რომ სხვა მიყვარდა, შემეძლო მაშინვე მეთამაშა შენი გრძნობებით,მაგრამ გითხარი და იმედი არ მოგეცი.ახლა როცა მჭირდები ზურგს მაქცევ? -მაშინ არ ითამაშე, განწყობა არ გქონდა. გეგონა იმ ბიჭს ხელში ჩაიგდებდი და საწადელს აისრულებდი. ახლა სხვა სათამაშო აღარ გაქვს და ჩემით თამაში გადაწყვიტე ... რატომ არ ვსაუბრობთ პირდაპირ ჩვენ ხომ არაფრის გვეშინია .განა უარესი რა უნდა გამიკეთო ყოველ დღე ,ყოველ წამს მკლავს იმაზე ფიქრი რომ სხვა გიყვარს სხვის გამო ხარ სასოწარკვეთილი და ახლა ბრაზისგან ვსკდები რომ ვიაზრებ ვირაციც გამო გალეშილი მიგიღე საკუთარ საძინებელში შეგიყვანე და საყავრელი დაქალივით გექცევი . მე არ ვარ დაქალი მე კაცი ვარ რომელიც შენზეა შეყვარებული რა სიამოვნებას იღებ იგივეს რომ განმაცდევინებ რასაც შენ განიცდი... არა მე უარესად ვარ. შენ ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ ვარ -გააკეთე რაც გინდა, ნუ შეიკავებ თავს.ვიცი რომ ვიმსახურებ , უბრალოდ ხელი არ მკრა . მოითმინე გთხოვ ,ჩემ გამო -შენ გამო ... მირჩევნია მითხრა მოკვდიო ვიდრე ვუყურო როგორ მისტირი სხვას.მას ვინც არასდროს ყოფილა შენი,ვისაც ჰკიდიხარ და ვინც არასდროს ...გესმის? არასდროს მოგექცევა ისე როგორც მე -ამიტომ ვარ შენთან ...ვიცი რომ შენსავით ვერავის ვეყვარები.მიუხედავად შენი გაცოფებისა ,შენ სხვა ხარ...იყავი ოპტიმისტი -და წარმოვიდგინო რომ მე და შენ წყვილი გავხდებით? ფარისევლობას ვერ ვიტან -სამაგიეროდ მე გიყვარვარ იმდანად რომ ვიცით,ორივემ ვიცით ბოლოს მაინც გააკეტებ ყველაფერს ჩემს გადასარჩენად. ახლა უბრალოდ შენ მჭირდები ,ხოდა უბრალოდ ჩემთან იყავი - ისევ შემოეხვია სიტყვებთან ერთად მისი ხელები კაცის სხეულს. ტუჩები ყბაზე მიაკრა. თითები თმაში შეუცურა ,ნელ -ნელა აბრუებდა გონებას უთიშავდა და თავის კლანჭებში აქცევდა მესხს. შეპყრობილი იყო მესხი, ხელი წვრილ წელზე შემოხვია ქალს თავისკენ მიიზია და ტუჩებზე წაეტანა. მოულოდნელობისგან შეკრთა ქალი, სადავეები გამოეცალა, ფიქრობდა რომ ყველაფერი მის ხელში იყო ახლა კი გრძნობდა როგორ უხურდა მთელი სხეული. ტუჩებიდან მთელს სხეულში ვრცელდებოდა ემოციების ტალღა, გაურკვეველი და ამოუხსნელი უარყოფითი, სასიამოვნო, შემაწუხებელი და გასაგიჟებელი ყველაფერი ერთად ირეოდა . კაცის ბაგეებს მოქმედებაში ჰყვებოდა , ჟანგის გემო რომ იგრძნო ვერ მიხვდა საიდან ვრცელდებოდა თვალები რომ გაახილა და დაინახა როგორ გაისვა ენისწვერი ქვედა ტუჩზე მესხმა შემდეგ გაიაზრა რომ თავად უკბინა კაცს. მთელი სხეულით თრთოდა და ისე ებღაუჭებოდა იოანეს მაისურს როგორც ხავსს, ხელი რომ გაეშვა დინება უფსკრულში ჩაითრევდა. შემდეგ იგრძნო როგორ მოძრაობდნენ ყელიდან ლავიწებისკენ მესხის თითები, პერანგის საყელოსთან გაჩერდნენ -ჩემი პერანგი არ ჩაიცვა ,მანამ სანამ ტაისა მესხი არ იქნები! -ტაისა მესხი? -და კიდევ დაიმახსოვრე რომ როდესაც მეხები კი არ მაბრუებ აღმაგზნებ მე კი ამ დროს სადავეები ყოველთვის ხელთ მაქვს -მეტყვი როგორი გრძნობაა როდესაც სანატრელ ტუჩებს ეხები? -აზრი არ აქვს, შენ ვერასდროს გამოცდი .გპირდები!- ირონიულაად გაუღიმა,მისი შხამი თავიდან აიცილა და ნატკენ ტუჩზე თითი გადაისვა- სისხლდენისგან დავიცლები ვითომ? -აშკარად კარგად იმოქმედა ... -ქორწილამდე ერთი თვეც არ დარჩა. მთელი დღით თუ ჩემი ხარ ოჯახს გაგაცნობ, მოემზადე ..... 2 თავი სადილზე ელოდნენ იოანეს ოჯახისწევრები. არ იმჩნევდნენ,მაგრამ ყველანი ღელავდნენ. ვერ ხვდებოდნენ როგორი შეიძლება ყოფილიყო იოანეს რჩეული, საერთოდ ვერ რწმუნდებოდნენ რომ ნამდვილად საცოლესთან ერთად მივიდოდა. ხატია საერთოდ არ ღელავდა, ელოდა ძმის გამოჩენას. სამაგიეროდ ქალბატონი მაგდა ვერ მშვიდდებოდა , დაბნეული დადიოდა და ლამის მთელი სამზარეულო გაანადგურა. იოანე სადარბაზოსთან ელოდა ტაისას , მალევე გამოჩნდა . იმდენად ელეგანტური იყო მესხმს ჩაეცინა. მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო -რატომ გაიცინე? -თავის მოწონება არ დაგჭირდება,უბრალოდ ადამიანურად მოიქეცი. ჩემს დას არ უთხრა რომ სიგიჟემდე გიყვარვარ, არ დაიჯერებს -რატომ, არ შეიძლება რომ ვინმეს სიგიჟემდე უყვარდე? - შენ ვერ მოატყუებ! სახლში რომ შევიდნენ თითქოს ყველაფერი უკან დატოვეს, თავი ისე ეჭირათ როგორც ნორმალურ წყვილს. იოანესგან ზედმეტ ემოციებს არავინ ელოდა. ტაისას კი არც ამჯერად გასჭირვებია სწორად მოქცევა -ანასტასია ანჯაფარიძე ?- ერთადერთი რამ რამაც სამივე გააოცა მისი ვინაობა იყო. -დედა,მამა , ხატია გაიცანით ჩემი საცოლე ...ჩემი ტაისა -საინტერესოაა - ხატიამ გაიცინა და პირველი მიესალმა ტასიას- ვიმედოვნებ მთელი ცხოვრება სასიამოვნო იქნება ჩვენი ურთიერთობა ისეთი სასიამოვნო როგორიც ახლაა შენი გაცნობა -იმედია ასე იქნება...მიხარია შენი გაცნობა -არ მითხრა რომ იო ბევრს გიყვებოდა -არა , არ მიყვებოდა თუმცა ისიც საკმარისია რაც ვიცი დანარჩენს თავად გავიგებ -მობრძანდით ... კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში დასხდნენ, ისაუბრეს. უხერხული დაძაბულობა დრო და დრო გაფანტეს. იქვე განაცხადა ტაისამ რომ მისი მშობლები ქორწილამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში იქნებოდნენ მანამდე კი უბრალოდ ვერ მოახერხებდნენ საქმეების გადადებას. ყველაფერი შესაბამისად არატრადიციულად მოხდებოდა. გოგონა ნამდვილად გაკვირვებული დარჩა როდესაც იოანემ ოჯახის საგვარეულო ბეჭედი მოარგო თითზე . უყურებდა მესხის თვალებს და სადღაც შორი კუნჭულიდან სინდისის ქენჯნას გრძნობდა. უნდოდა ეთქვა „მაპატიე“,იმდენად რომ სიტყვას ვერ აჩერებდა,მაგრამ არ უთქვამს. უბრალოდ გაჩუმდა და დაწყებული თამაში განაგრძო . სახლიდან რომ გამოვიდნენ იოანეს მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება. სწრაფად დაიძრა მანქანისკენ და კარი მხოლოდ იმიტომ გაუღო ტაისას რომ იცოდა დედა შორიდან უყურებდა. მანქანა სწრაფად დაძრა და როგორც კი მოშორდა სახლს თითქოს ამოისუნთქა. იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ფიქრობდა ,აქამდე როდესაც რამე იყო დასამალი უბრალოდ არ ამბობდა ახლა კი ატყუებდა ყველას. თვალწინ ისევ გახარებული მშობლების სახე ედგა და ყველაზე მეტად ეს აწუხებდა. -არ იყო საჭირო ამ ბეჭდის გაკეთება... უბრალოდ ნიშნობის ბეჭედი რომ გეყიდა -ეგ ბეჭედი ბებიამ დედაჩემს გაუკეთა, ბებიას მისმა დედამთილმა და ახლა ამ ორს ეგ ბეჭედი ჩემი ცოლის ხელზე რომ არ ენახათ შენი აზრით რა რეაქცია ექნებოდათ. მოხსნაზე კია რ უნდა იფიქრო მის შენარჩუნებას უნდა ეცადო , რა სასაცილოა ღმერთო ჩემო ...საერთოდ აღარ მახსოვდა ეგ ბეჭედი და ახლა შენ ხელზე უნდა ვუყურებდე -ამის გარდა კიდევ ბევრი წინაღობა იქნება, არ ღირს ასეთ დეტალებზე გაგიჟება -შენი მშობლები მარტო ჩამოვლენ თუ ოჯახებთან ერთად-თემის შეცვლა სცადა რომ დამშვიდებულიყო -ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩემს ქორწილს არ გამოტოვებენ. სავარაუდოდ მეტი არ იქნება და ამ ერთს არ დააკლდებიან . ცოტა უცნაური იქნება შენი ოჯახისთვსი ,მაგრამ ცივილიზებული ხალხია და ვფიქრობ არ შეიქმნება პრობლემა -არა ,პრობლემა რა თქმა უნდა არ იქნება. დროა სამზადისი დაიწყო ...დავიწყოთ. მე მაგრად რა როგორ იქნება უბრალოდ ხელს მოვაწერდი ჩემი ნება რომ იყოს ,მაგრამ ვერ მოვიქცევი პატარა ბიჭივით ,რომელიც ოჯახს უჯანყდება და მალულად ქორწინდება -მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები იქნებიან. კაბას შევიკერავ , ვიცი ვისთანაც და ისიც ვიცი როგორი იქნება ასე რომ მაგ მხრივ დროს არ დავკარგავ.რესტორანი შევარჩიოთ და დეკორსაც მე მოვაგვარებ მერე უბრალოდ შენ უნდა გააკონტროლო როგორ იქნება ყველაფერი. მხოლოდ სტუმრების სია გვჭირდება, რომ მოსაწვევები გავუგზავნოთ. ტყუილად ამბობენ რომ დამღლელია საქორწილო სამზადისი -დავმშვიდდი , უკვე აღარ ვღელავ -სახლში არ მინდა...სალომესთან უნდა წავიდე თორემ ყელს გამომჭრის -მაგ სიკეთეს თუ იზამს... -ნუ მებოროტები ხოლმე ,არ გიხდება -და რა მიხდება -რა ვიცი აბა? განწყობას გააჩნია სალომეს კორპუსთან რომ მივიდნენ ბოლოს იოანეც მის ბინაში აღმოჩნდა. გოგომ კარი რომ გააღო მაშინვე კივილი დაიწყო -აააა არ არსებოოოობს შე არანორმალუროოო ქალოოო ახლავე თუ ამოგყავდა ვერ მითხარიი? რას ვგავააარ თავს ჩამოვიხრჩოოობ არ შემომხედოოოს უთხარი - საყვარელი ბანტებიანი ჩუსტები, მოკლე სპორტული შორტი და დიდი ზომის მაისური ეცვა. თმები აჩეჩილი და სახეზე ნიღაბი ,პლიუს კიოდა და ხომ წარმოგიდგენიათ იოანეს რა დაემართა. -დამშვიდდი სალომე..ისუნთქე აიი ნახეე ხელს ვაფარებ თვალებზე და ისე შემოვალთ- გაქცეულ დაქალს მიაძახა და იოანეს თვალებზე ააფარა ხელი- პანიკა აქვს, ხმამაღლა არ გაიცინო- ჩუმად თქვა და მერე თვითონ აკისკისდდა- გიჟია ,ცოტა -ვერ გააფრთხილე ასე თუ უნდა მომზადებულიყო ჩემს დასახვერად? -კარგი რა მე მოგყვები ცოლად ის ხო არა...შემოდი მისაღებში ისხდნენ, მალე გამოვიდა სულ აჭარხლებული იყო და იოანეს უღიმოდა -იმედია ამ კადრს ამოშლი გონებიდან ... გარდა იმისა რომ ტაისა უნდა შეირთო ცოლად უკვე პირველი კაცი ხარ რომელმაც ასეთი მოუწესრიგებელი მნახა და გაითვალისწინე რომ შეიძლება ყელი გამოგჭრა თუ გამიბაზრებ. ვიცი რომ გავჭედე ახლა ძალიან ამიტომ ვივიწყებთ იმ ამბავს ...აბააა ქორწილი როდისაა? ვიწყებთ მზადებას? მე კაბა უკვე შევიძინე და სავარაუდოდ ქორწილამდე კიდევ სამს ვიყიდი . ყავას დალევთ თუ რაიმე ალკოჰოლური შემოგთავაზოთ გვრიტებო? -წყალი, მე წყალს დავლევ იქნებ გამიქრეს გამოსახულება -აუუ კაიი რაა სიძეეე ნუ მეხუმრები ასე . არ გინდა ცოლის დაქალის გადამტერება. მხოლოდ მე ვიცი მისი საიდუმლოებები -ხოო ? რა საინტერესოა ... რას მთავაზობ? -უკაცრავად იცით მეც აქ ვარ და რა დიალოგი გამართეთ? სალომე დატრიალდი სასიძო პირველად გყავს სტუმრად. ვისკი, არაყი... რამე ტკბილი ,რაღაც სალომე -ანერვიულდა ხედავ? აუუ რა ძაან საყვარლები ხართ ერთააად - წყვილს დააკვირდა და წამწამების ფახუნით დაიწყო ფუსფუსი. -ამ საყვარელ გოგოს როგორ დაუმეგობრდი... რა იცის -რომ მიყვარდა, გადამიყვარდა და მიყვარხარ -მეგობარს ატყუებ -შენც ატყუებ -შენ საკუთარი მიზნების გამო ატყუებ, მე შენს გამო -ხშირად შემახსენებ შენი მსხვერპლის სიდიადეს? -სალომეს უთხარი არ შეწუხდეს...დაურღვიე გოგოს იდილია, გელოდა შენ და დავადექი მეც -სიძე უნდა იყო, მიეჩვიოს.შენს მეგობრებთან შეხვედრაზე ეწერები ხოლმე? -რა საყვარელი ხარ, სალომეს არწმუნებ რომ ჩემი დანახვისას გონებას კარგავ? -ნუ მიახლოვდები, არ მიყვარს სხვების თანდასწრებით რომ ეალერსება წყვილი ერთმანეთს -საინტერესო მიზეზია, ისე არ ვაპირებდი კოცნას ტყუილად შეშინდი- ჩუმად უთხრა და სალომეს გახედა - არ იყო საჭირო სალო ...მალე წავალ . უბრალოდ ძალიან მთხოვა ტაისამ -ცოტა ხანს ? აუუ არაა რაა გთხოოვ. სულ დაკავებულები ვართ და კიდევ როდის მესტუმრებით ვინ იცის. -დარჩება, ხომ დარჩებიი ? -რომ არ მიყვარს გოგოებთან ერთად ჭორაობა? -ძააან გთხოოოვ ერთი სელფიიი გადავიღოოოთ ერთად...მე უნდა გავაგებინო ქვეყნიერებას რომ ტასმასო შეყვარებულია- უცებ გადაჯდა დივანზე მათ შორის დასკუპდა და მობილური მოიმარჯვა- გაიღიმეეეთ -სალომეე ჯერ არ გვინდა ...შენს ფოტოს მთელი საქართველო ნახავს -ვნახოთ რამდენ ლაიქს დავაგროვებთ გვრიტუნიებოოო...აუუ რატო ხართ ასე საშინლად ფოტოგენურებიი ცუდებოოო -სალიიი -კარგიი რაა ოფიციალურ განცხადებას ხომ არ გააკეთებ -არ შემიძლია, ხვალვე დაიწყებენ ინფორმაციების შეგროვებას დამადგებიან სამსახურში ათასი კითხვით. იოანესაც შეაწუხებენ -კარგი მხოლოდ იოს გამო - გაიბუტა,მაგრამ მალევე გადაუარა. მიუხედავად იმისა რომ სალომესთან გატარებული დრო ნამდვილად მხიარულად გავიდა, დიდხანს მაინც არ დარჩა. არ შეეძლო ტაისას ცქერა, როგორ ატყუებდა საკუთარ მეგობარსაც და თან სხვა ყველაფერში გულწრფელი იყო.თითქოს ნამდვილი ტაისა იყო,მაგრამ მაინც ნიღბით. ლიფტიდან გამოსულს იატაკზე მჯდომი ხატია რომ დახვდა ნამდვილად გაუკვირდა. ქალბატონი მობილურში იქექებოდა, ძმა რომ დაინახა მშვიდად წამოდგა და კარს მიეყრდნო -უკვე მეგონა რომ საცოლესთან დარჩებოდი ღამით... დროზე გააღე კარი თორემ ჩემმა საჯდომმა იატაკის ფორმა მიიღო . -აქ რას აკეთებ ხატია? -ვძერწავ...რას უნდა ვაკეთებდე საკუთარ ძმასთან -უნდა დამკითხო ? -ყავას გავაკეთებ და შემდეგ...- ჩანთა დააგდო და სამზარეულოსკენ გაიქცა. ყავა გაამზადა, შემდეგ ფეხსაცმელები მოიშორა და დივანზე ლოტუსის ფორმაში დაჯდა . იოანე უკვე მზად იყო დაკითხვისთვის. ჩამოჯდა თავი სავარძელს მიადო და ხელისგულებით მუხლებს დაეყრდნო -ბედნიერი ხარ? -ცოლს ვირთავ, თან ვიაზრებ რომ შარში ვყოფ თავს -ფეხმძიმედაა? -საიდან მოიტანე- სიცილი ვერ შეიკავა იმდენად აფსურდული იყო ეს შეკითხვა, ნეტავ ეს ყოფილიყო მიზეზი. -მადლობა ღმერთს,ძაან გამიტყდებოდა მაგის გამო რომ შეგერთო ეგ გოგო ცოლად. ანუ გიყვარს -ფეხმძმედ რომ იყოს და ცოლი ხდებოდეს ავტომატურად არ მეყვარებოდა? -არა ,მაგრამ აქამდე გაგვაცნობდი შენს მეგობარ ქალს. მე გავიცნობდი , ნიკა გაიცნობდა და მეტყოდა. მათაც ახლახანს გაიგეს ,რატომ მალავდი ანასტასია ანჯაფარიძეს? -არ ეცალა და უხერხულად გრძნობდა თავს. შესაძლოა ქორწილამდე დრო ვერ გამოვნახო და ჩემი ლოდინის რეჟიმში ხომ არ იქნებიანო -ვაიმეე საკალელიიი -რამე პრობლემა გაქვს ჩემს საცოლესთან ხატია? -არა ,მე ხომ იცი უპრობლემო ადამიანი ვარ იმათთან ვისაც არ ვიცნობ . მხოლოდ ის მინდა რომ ჩემი ძმა ბედნიერი იყოს -ბედნიერება რთული ცნებაა, შესაძლოა სწორედ მაშინ იყო ბედნიერი როდესაც თავს უბედურად გრძობ და როდესაც დრო გავა თქვა რომ სწორედ ეს იყო ბედნიერება -და მაინც მთავარი ისაა რომ თავს ცუდად არ გრძნობდე -მე ტაისა მიყვარს -ვიცი... ტაისას რომ ეძახი სხვანაირი ხდები. რატომ არ მითხარი რომ ასე ძალიან გიყვარდა ქალი ,რომელსაც ცოლად ირთავ. -მიბრაზდები? აი თურმე რა ხდება - უცებ წამოდგა და გვერდით მიუჯდა ხატიას- ჩემი პატარა გოგო ნაწყენია ,მე კიდე აქამდე ვერ მივხვდი -არაფერიც... -კი როგორ არა -აბა შენ წარმოიდგინე ახლა რომ ქორწილამდე ორი თვით ადრე გეუბნები რომ ვთხოვდები და მერე გაჩვენებ საქმროს მანამდე კი ერთ სიტყვასაც არ ვამბობ -დავბრიდავ იმას და შენ მაგრად გეჩხუბები -არ გააკეთებ მაგას,მაგრამ არც დააკლებ. ძალიან გაბრაზდები და გული გეტკინება. არ დაგვაფასე,არცერთი არაფრად ჩაგვაგდე ,ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი არ გვითხარი -ხომ იცი რომ მე და მას არ გვექნებოდა ჩვეულებრივი ურთიერთობა,მივხვდი რომ მიყვარს და ცოლად ვირთავ -ასე ძალიან გიყვარს? -ტკივილამდე! -ბედნიერი იყავი რა...კარგად იყავი გთხოვ. მოვკლავ რომ შეეშალოს არ ვიცი მე მაგის ჟურნალისტობა მერე რა რო ჭკვიანი,ლამაზი ,შხვართი და ყველასთვის სასურველი ქალია. გავმულდები თუ დავინახავ რომ არ გაფასებს - უცებ ჩაეხუტა და საყვარლად ატიტინდა. იოანე ღრმად სუნტქავდა. თავზე აკოცა უმცროს დას, ხელები მოხვია და თვალები მაგრად დახუჭა. ტყუილი ახრჩობდა ,ყელზე მარწუხებივით შემოეხვია და სუნთქვა გაუჩერა ... ......... ქორწილის სამზადისი ნამდვილად არ ყოფილა რთული. ყველაფერი ძალიან მატრივად მოგვარდა. უფრო დიდი ენერგია სამეგობრომ ახალდაქორწინებულების დაბრუნების აღსაღნიშნავად გამართულ წვეულებას დაუთმეს. ისე უნდა დავხვდეთ როგორც გიგის შეეფერებაო და ჯერ კიდევ აეროპორტში მოუწყვეს წყვილს სიურპრიზი -გიგჩოოოო ცოცხალი ხაარ ბიჭოოოო -აუუ როგორ მომენატრეეთ ნიკუუშ -რძალო როგორ ხარ? -კარგად ბიჭებო თქვენ? ესენი ერთმანეთს არ მოშორდებიან ხომ? ნიკუუუ მე არ უნდა ჩამეხუტო?- კესო დოლიძე , უსაყვარლესი გოგონა. ძალიან ლამაზი მწვანე თვალებითა და უთბილესი ღიმილით. ბიჭებს განსაკუთრებით უყვარდათ. იოანეს გააცნო პრველად გიგიმ კესო და მესხს მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მანქანაში რომ ჩასხდნენ გიგი ამეტყველდა -აბა რა ცოლი მოჰყავს გამაგებინეთ ვინმემ ... რო წავედი არ იყო ატეხილი და ახლა რა ხდება? -გიგი რას ნიშნავს რა ხდება... შეყვარებულია და ცოლს ირთავს... ხო მალე გაგვაცნობ იო? -დღესვე სავარაუდოდ...თუ დროს გამონახავს მოვა -კაიი შე ჩემა ღამე როოგრ ვერ მოვა ვინაა კლუბში ცეკვავს? -ასე რომ უციმციმებ თვალებს რა შენც დადიოდი ხომ კლუბში და უყურებდი მოცეკვავე გოგონებს დორბლით ტუჩზე -რა გამისწერვდი ცოლო? მე ვიმოქმედე ? როგორ მებუტება ნახეთ ერთი რაა -ტყუილი რძალო ... გიგის შიშელი ქალისთვის შენამდე არ შეუხედავს. მარტო შენ გაგაბრიყვა- ნიკუშა ახარხარდა. საჭესთან რომ არ ყოფილიყო უეჭველი რაღაცას დამართებდა გიგი. -ამოგთხრი ენას მაისურაძე -ძირში ? -აუუ მითხარით ტო ვინაა ეს გოგო... მე პირველმა გაგაცანი ჩემი გოგო და შენ ვაფშე ქორწილშ უნდა მაჩვენო? შენ გამო თაფლობის თვე ერთი კვირით შევამცირე. ამათაც სიტყვა არ თქვეს რა არი ...გოგო ხოა ვაფშე -საღამოს ნახავ...ახლა მიდი სახლში ისე რომ მრთელი იყო და არ კოჭლობდე . ნუ შემაშინებინებ კესოს -კაი ბაზარი არაა... დამიმალე , მე სულელი ვყოფილვარ .გააჩერე ნიკუშა გადავალთ. საღამოს გნახავთ -როგორც კი გააჩერა ნიკამ მაშინვე გადავიდა და კესოს კარი გაუღო. -არ მიაქციო ყურადღება ხო იცი რა ბუტიაა გადაუვლის მალე... საღამოს გნახავთ- კესომ გაუღიმა იოს ,ლოყაზე აკოცა და გადვაიდა. ვახო მთელი ეს დრო ჩუმად იჯდა და სიტყვაც არ უთქვამს. -რა იყო შე ჩემა ეწყინა ხო ხედავ -ჩვენც გვეწყინა და გადავიტანეთ ნიკოლოზ -გადატანილის არაფერი გეტყობა შენ... რას გაატრაკეთ ეე არ იცით რა ტიპია? ვაფშე ბავშვიანი რო არ დაგვადგა არ გიკვირს? -სახლში დამტოვე მეც...ბავშვი მელოდება -რა გჭირთ რა ხასიათზე ხართ...ყველაზე მეტი საქმე მე მაქვს და ცუდად ესენი არიან ბიჭებს რომ დაემშვიდობა ტაისას დაურეკა. მანაც პირობა მისცა რომ აუცილებლად მივიდოდა. დაგვაინებით ,მაგრამ მაინც. საღამომდე სამსახურში გავიდა, საქმეები ჰქონდა და დიდხანს დარჩა. რესტორანში რომ მივიდა უკვე ყველანი იქ იყვნენ. ტაისა რომ დაიგვიანებდა იცოდა და შესაბამისად მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. ტაისა მთელი დღე სახლში იყო, ემზადებოდა საღამოსთვის. ყველაზე რთული დღე იყო მის ცხოვრებაში. იმ საღამოს გადაწყდებოდა მისი მომავალი.თავად ასე ფიქრობდა და მეათასედ აწყობდა გეგმებს. ბოლოს სარკის წინ დატრიალდა, საკუთარი თავით კმაყოფილი გაემართა დანიშნულების ადგილისკენ. შესვლამდე დაურეკა იოს და ისიც შესასვლელეში დახვდა. ღიმილი ვერ შეიკავა იმდენად ლამაზი იყო ტაისა, ხელი წელზე მოხვია და ტუჩის კუთხეში აკოცა -ულამაზესი ხარ -გმადლობ, შენც კარგად გამოიყურები- კოცნისას დარბაზს მოავლო მზერა , შემდეგ გახედა წინ მდგომ მესხს. თვალებით გიგის დაეძებდა მალევე დაინახა ცოლთან ერთად მდგომი ბიჭი , ქალის წელზე ჰქონდა მკლავი მოხვეული და ბიჭებს რაღაცას უყვებოდა. იცინოდა და ჩვეულ როლში იყო. -მიხარია რომ მოხვედი, გიგი მომკლავდა დღეს რომ არ გაეცანი... იმაზე მეტად გაჭედა ვიდრე ვიმედოვნებდი -არაუშავს, ახლა გავიცნობ - სიტყვა ძლივს თქვა ისე რომ გიგისთვის მზერა მოეშორებინა. იმდენად კარგავდა აზროვნების უნარს რომ წამით შეყოვნდა კიდეც პასუხის დაბრუნებამდე. -აიი ჩვენი მომავალი ცოლ-ქმარიც მოვიდაა გიგიშ გაიცანი მომავალი რძალიი-ნიკოლოზმა მაშინვე გააკეთა შესავალი და გიგიმაც წყვილისკენ გამოიხედა. წამსვე მიეყინა მზერა ქალზე . სახე წაეშალა -ტაისა გაიცანი გიგი და კესო დოლიძეები -ღმერთო ჩემო... მე საერთოდ ვერ ვიფიქრებდი თუ გიგი სწორედ ის იქნებოდა... ვიცნობთ მე და გიგი. უკვე წლებია. სამწუხაროდ მის მშვენიერ მეუღლეს არ ვიცნობდი , მიხარია შენი კვლავ ხილვა გიგი . მოგვიანებით გილოცავთ გაბედნიერებას - იოანეს მკლავებიდან თავი დაიხსნა და გიგის ლოყაზე აკოცა. შემეგ კესოს გაუღიმა და ხელი გაუწოდა- ალბათ იცით მაგრამ მაინც ანასტასია ანჯაფარიძე... -საიდან იცნობთ? -ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და მოზარდობისას გავიცანით ერთმანეთი ... შემდეგ ჩემები საერთოდ გადაცხოვრდნენ და ასე დასრულდა ყველაფერი- ტაისა საუბრობდა. ბიჭებსაც მიესალმა . გიგი ჩუმად იდგა და ქალს თვალს არ აშორებდა. შემდეგ დასხდნენ, ყურადღების ცენტრში ტაისა მოექცა. რამდენიმე წუთი გაუძლო მხოლოდ -საპირფარეშოში გავალ,მაკიაჟს შევისწორებ და მალე დავბრუნდები - ჩუმად უთხრა იოანეს და სწრაფად წავიდა. როგორც ვარაუდობდა გიგი მალევე გაჰყვა უკან. ეზოში იდგა მკლავში რომ წვდა დოლიძე -ჩემი ხელით მოგკლავ ანასტასია .... არ ისვნებ , გინდა ჩემი მსხვერპლი გახდე. მაინც არ მანებებ თავს ხომ? არ დაგანებებ იოანეს ცხოვრების არევას არ დაგანებებ გესმის? მაინც ვინ ხარ ასეთი მესხიც რომ გააბრიყვე, როგორ შეაყვარე თავი ,როგორ ?მითხარი რა გაუკეთე. გეფიცები თუ არ მოშორდები განანებ. იოანეს ... -ხელი გამიშვი და დამშიდდი ისე არ არის როგორც გგონია... გეფიცები ისე არ არის როგორც გგონია -აბა როგორ არის..ჩემს უახლოეს ძმაკაცს მიჰყვები ცოლად ფაქტობრივად ყოველ დღე ჩემთან იქნები/. თქვენი მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი კესოზე ახლა რომ არ დავქორწინებულიყავი შენ საერთოდ ჭკუაზე ხარ გოგო? ახლავე გაქრი აქედან თორემ გეფიცები აქვე ყველას თანდასწრებით ვიტყვი ვინც ხარ და შემდეგ იოანე ისე გააკეთებს რომ ს ინატრებ -მომისმინე ხომ შეიძლება ...გიგი გთხოვ მომისმინე . მიყვარს ...გესმის? მიყვარს. მასაც ვუყვარვარ, სიგიჟემდე ვუყვარვარ გეფიცები ვუყვარვარ და რომ გავიცანი არ ვიცოდი საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა თუ შენი ნაცნობი იყო.გემუდარები ნუ მოიქცევი ასე ... -არ აქვს მნიშვნელობა, რომ გაიგებს დაგშორდება. იოანე არ იცხოვრებს იმ ქალთან, რომელსაც თვეების წინ მე ვუყვარდი. არ დაიჯერებს რომ გიყვარს... რა დასაჯერებელია საერთოდ . ჩემ გამო რას არ აკეთებდი და ახლა ასე უცებ შეგიყვარდა? -იცის ... იცის რომ მიყვარდი, მაგრამ იმდენად ვუყვარვარ ყველაფერი დაივიწყდა. შენი აზრით აქამდე რატომ არ გეუბნებოდა- მისმა სიტყვებმა ბიჭი გააქვავა. უცებ უშვა ხელი და უკან დაიხია -რას ნიშნავს იცის, იცის და არაფერი მითხრა? -უკვე ერთად ვიყავით , თავიდან შენს დავიწყებას ვცდილობდი. მას ვუყვარდი და ვიფიქრე რომ შანსი უნდა მიმეცა,მერე უბრალოდ იმდენად ვგავდით არც კი ვიცი შემიყვარდა და ცოლად მივყვები. მერე გავიგე რომ შენი მეგობარი იყო და ვუთხარი. თავიდან გაგიჟდა, მერე უბრალოდ ვერ მიმატოვა. იმ დღეს დავიფიცეთ რომ ამ ამბავს არ გავიხსენებდით ჩვენ შორის რეალურად არაფერი ყოფილა გიგი ... ნუთუ არ მაქვს უფლება ბედნიერი ვიყო ... იოანეს არ აქვს უფლება საყავრელ ქალთან იცხოვროს? -და ასე გაუკვირდა რომ თქვი ვიცნობო? რა გინდა მითხრა რომ იოანე მეთამაშება? აი ასე თქვა დავივიწყოთ გიგი რომ გიყვარდაო და მართლა სკლეროზიანივით დაივიწყა? -რატომ არ გჯერა, არ შეიძლება ვუყვარდე კაცს ისე რომ ჩემთან ყოფნა სურდეს? არ შეიძლება მეც ვუყვარდე ვინმეს? -ვინმეს ვინც იცის როგორი ხარ? -იოანეს იცნობ? წარმოგედგინა რომ ცოლად მე შემირთავდა? ხომ ხედავ რომ მე გავხდები მისი ცოლი... იოანე მესხი ძალდატანებით შეირთავს ცოლს? მიპასუხე -იოანე მესხი მე არ მომატყუებს, ჩემთან არ ითამაშებს -იოანე მესხისთვის ერთადერთი მნიშნელოვანი ადამიანი მე ვარ, ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებს. შენც ხომ ასე ხარ.... კესოსა და ბიჭებს შორის არჩევანის გაკეთება რომ დაგჭირდეს რომელს აირჩევდი ამ შემთხვევაში. ას ეუბრალოდ დაკარგავდი კესოს? -ნუ ადარებ შენს თავს კესოს -რატომ... რატომ მიპასუხე. შენ რომ გიყვარს იმას არ ნიშნავს რომ უფრთო ანგელოზია. მომეცი უფლება მშვიდად ვიცხროვრო... შენს იოანეს მიეცი ნება იყოს ბედნიერი -შენთან? შენ გააბედნიერებ? -დაფიქრდი , გინდა კესომ გაიგოს ჩემ შესახებ? -მემუქრები? განა რა უნდა გაიგოს რა იყო რომ გაიგოს -არ ვიცი ... თუ იოანეს დამაშორებ ნებისმიერი რამე შეიძლება მოვიფიქრო შენი ეჭვიანი საყავრელი კესარია კი ძალიან გაბრაზდება -რა დიდი სიამოვნებით მოგახრჩობდი რომ იცოდე... -მეც, დიდი სიამოვნებით მოგკლავდი რომ შემეძლოს.იოანეს რომ არ უყვარდე , ნუ აიძულებ დაგკარგოთ. უბრალოდ შანსი მიეცი . ნუ იქნები ეგოისტი ... შენ ცოლი გყავს, ჩვენ არაფერი გვქონია და ნუ მოიქცევი ეგოისტურად -იოანემ იცის ? იცის რომ მე გიყვარდი? -ხომ გითხარი უკვე -ამ ღამით არაფერს გავაკეთებ... გეფიცები ყველაფერს ვეტყვი თუ დავინახავ რომ კიდევ რამეს ეცდები ჩემი და კესოს დასაშორებლად, რომ კიდე რამეს ხლართავ - ნახავ რომ თქვენს დასაშორებლად არ ვაკეთებ ამ ყველაფერს... განა იმიტომ გავთხოვდები რომ მერე ცოლს გაეყარო? მაინც ვერ ვიქნებით ერთად . სადაა ლოგიკა . დაფიქრდი უბრალოდ . იოანეს კარგად იცნობ... რომ ვატყუებდე, დარწმუნებული არ იყოს ჩემს გრძნობებში ...თუნდაც მერე გაიგოს რომ ვთამაშობდი ხომ მაშინვე მომკლავს. რატომ და რისთვის გავრისკავ ასე. ასეთი სულელი გგონივარ რომ შენ გამო თავს გავწირავ? -არ მომიახლოვდე, იცოდე თვალს გადევნებ. დაგაშორებთ ხომ იცი ... უფლებას არ მოგცემ შენს თამაშში ჩაითრიო იოანე გიგი წავიდა... მარტო იდგა ეზოს ბნელ ნაწილში, მთელი სხეული უთრთოდა. გიგის ნაკვალევს თითებით ეხებოდა. კანი ისევ ეწვოდა , თითქოს შანთით დაწვეს. იმდენად ეშინოდა ამ საუბრის რომ აღარც კი იცოდა რას ამბობდა, მხოლოდ ერთი იცოდა რომ ბოლოს მაინც იოანეს მსხვერპლი გახდებოდა. გიგისთვის იმდენად უმნიშვნელო იყო არაფერს ავნებდა, იოანეს კი იმდენად უყვარდა ეს ყველაფერი შეურაცხადს გახდიდა. დაფიქრდა და მიხვდა რომ არ იცოდა რეალურად რა სურდა. რატომ იქცეოდა ასე ,რატომ ატყუებდა მესხს, რატომ აიძულებდა გიგის ჩუმად ყოფნას. საერთოდ როგორ მიჰყვებოდა იოანეს ცოლად როდესაც გიგიზე იყო შეყვარებული. ცრემლებმა სახე დაუსველეს, კანი სულ მთლად გაეყინა. ისე სლუკუნებდა გული ტკიოდა. პირზე ხელი აიფარა და აქვითინდა. მეორე ხელი გულზე მიიბჯინა და მოიკეცა. მობილურის ხმა რომ გაიგო გამოფხიზლდა, შეტყობინება მიიღო იოანე წერდა „ხომ კარგად ხარ ? „ სუნთქვა შეუკრა იმ სამმა სიტყვამ, რომელშიც იმაზე დიდი რამ ჩანდა რაც უბრალოდ სიტყვები იყო. პასუხი მაშინვე მისწერა“ხუთ წუთში დავბრუნდები,კარგად ვარ „ ცრემლები შეიმშრალა და შენობისკენ დაიძრა, საპირფარეშოში შევიდა .მაკიაჟი შეისწორა და უკან დაბრუნდა. მაგიდას მიუახლოვდა, იოანეს ზურგს უყურებდა, მერე არც დაფიქრებულა ისე მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა -დავბრუნდი -ჩუმად უთხრა და გაუღიმა -ცოტაც და მოგაკითხავდი- ქვემოდან ამოხედა, სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა ისევ უემოციო ,მაგრამ თვალები ყიდნნენ. ქალის ორივე მტევანი თავის ხელში მოიქცია და აკოცა. საუბრობდა, იცინოდა. ვახოს ცოლი გაიცნო, ბავშვი თან არ ჰყავდათ და ისიც კი შეუთანხმა როდის ესტუმრებოდა წყვილს და გაიცნობდა იოს ნათლულს. გრძნობდა გიგის მზერას და გულს ვერაფერს უხერხებდა,მაგრამ მისკენ არ გაუხედავს. ნაცნობი მელოდია გაიგო და ისევ გაუაზრებლად ჩაკიდა ხელი მესხს -ვიცეკვოთ? -დარწმუნებული ხარ? -სრულებით... იოანეს მიჰყვებოდა, ხელი მკლავზე მოხვია შემდეგ როდესაც მოცეკვავე წყვილებს შეერივნენ ბიჭმა წელზე შეუცურა თითები და სხეული მელოდიას ააყოლა. თვალს არ აშორებდა ტაისას ,ისიც უყურებდა და უბრალოდ მოგონებები იშლებოდა მის წინ -გახსოვს პირველად რომ ვიცეკვეთ? -ცეკვით გაგიცანი, ფეხი რომ არ დამებიჯებინა შენს კაბაზე ალბათ არასდროს შემიყვარდებოდი -ჯანდაბასიც წასულა დოლჩეს კაბა , კარგია რომ კაბის ბოლოს დაადგი ფეხი- თქვა და ხელები ყელზე მოხვია, თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა- ძალიან კარგია ,მართლა -ტაისა -მესხი-უნებურად თქვა და ნიკაპზე აკოცა- გიყვარდე რა გთხოვ -შუბლი ისევ მხარზე მიაბჯინა და ჩამწყდარი ხმით უთხრა.პასუხი არ მიუღია, მხოლოდ გაორმაგებული გულისცემა ესმოდა იმაზე ძლიერი ვიდრე თავად ჰქონდა გიგისთან საუბრისას. მელოდიას აყოლებდა სხეულს და ჰანგებთან ერთად ტკივილი ტრიალებდა მის ირგვლივ. ცეკვის დასასრულს იოანემ ლოყაზე აკოცა ,ხელი ხერხემალს ააყოლა და შემდეგ ის სიტყვები გაიგო რომელიც ყველაზე მეტად გაახარებდა -წავიდეთ სახლში ტაისა? შეხედა და გაუღიმა, ალბათ ყველაზე წრფელი ღიმილით რაც კი ოდესმე კაცისთვის უჩუქნია. თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და თითები მის თითებში ახლართა. ძალიან უბრალოდ დაემშვიდობა მეგობრებს, ალბათ შეჩვეულებიც იყვნენ. არცერთს დაუსვამს ზედმეტი კითხვები. ტაისას ხელი მოხვია და წაიყვანა. ჩუმად იყო, ერთი სიტყვაც არ უთქვამს . საჭესთან დაჯდა და ტაისას ბინისკენ დაიძრა. კორპუსის წინ გააჩერა მანქანა და ქალს გახედა , რომელიც მთელი გზა მისკენ იყურებოდა -მოვედით -რატომ გიყვარვარ იოანე ? რატომ მე და არა სხვა -ალბათ იმიტომ რომ შენ ხარ და არა სხვა -გიხაროდეს, ამაზე დიდ შეცდომას ცხოვრებაში ვეღარ დაუშვებ იოანე -სიყვარული არასდროსაა შეცდომა , როგორიც არ უნდა იყოს ის - ქალისკენ გადაიწია და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია ,შემდეგ ყბაზე აკოცა - სახლში ადი და დაისვენე -არ მინდა ...- თითები ხელზე მოხვია და უკან დახევის საშუალება არ მისცა- არ მინდა სახლში -და რა გინდა ტაისა? -რომ გითხრა შემისრულებ სურვილს? -მითხარი ტაისა ,მითხარი - ქალის გაყინული თითები ტუჩებთან მიიტანა და მხურვალე კოცნის კვალი დაუტოვა . ქალს არ უყურებდა მანამ სანამ მისი ხმა არ გაიგო -ჩემთან დარჩი კიდევ ერთხელ, აკოცა ამჯერად ხელისზურგზე და შემდეგ მანქანიდან გადავიდა. უბრალოდ მასთან დარჩა, თავის ტაისასთან. კითხვებისა და პასუხების გარეშე, უსიტყვოდ მოეხვია და იმ ღამით პირველად უდარაჯა ტაისას ძილს. მაგრამ ტაისას არ ეძინა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ელოდა როდის შეწყვედდა იოანე მოფერებას, ის კი არ გაჩერებულა მის თმაში დაატარებდა თითებს და მონოტორულად უკოცნიდა სახეს მანამ სანამ არ ჩაეძინა. …… ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ყველანი ერთად შეიკრიბა მესხთან. ბიჭები პირველები მივიდნენ , კესო და ვახოს ნატაც იქ იყვნენ. გოგოებმა იფუსფუსეს მისაღებში სუფრა გაშალეს და ახლა უკვე ყველა მთავარ გმირს, ტასიას ელოდა. -რა გჭირს შე ჩემა ისეთი სახით ზიხარ გეგონება არ გიხარია იოანეს ამბავი... ჩვენც არ გვითხრა მარა ასე არ გაგვიჭედავს - ნიკამ როგორც კი მარტო მოიხელთა გიგი მაშინვე შეუტია -არაფერი მჭირს... სამსახურში მქონდა პრობლემა უბრალოდ და იმიტომ ჩავფიქრდი. დავიღალე ერთი რას შემომიჩნდი -შენ და დაღლა? რას მაბოლებ,რაღაცას გვატყუებ გიგი -შემეშვი ცოტა ხანს ... -ეს გოგო ამდენ ხანს სად წავიდა... მის გარეშე ხო არ გავარკვევთ ქორწილის ამბებს - ვახოს ბავშვი ჰყავდა ხელში და ისიც აშკარად გრზნობდა დაძაბულობას. მხოლოდ იოანე იყო მშვიდად , ხან ბავშვს ეთამაშა.ხან გოგონებს მიეხმარა საჭირო ნივთების პოვნაში . -იმედია ქორწილში არ დაიგვიანებს...ეს რა მშვიდადაა ტო. მგონი მოაჯადოვა იმ ჟურნალისტკამ -ნუ ჭორაობთ , რა დღეში ხართ -ვაა უფროსო რძალო გვტუქსავ? რაოო უმცროს რძალს ვიცავოოო- ნიკუშამ წამსვე მოხვია ხელი ნატას და ლოყაზე აკოცა- აუუ ნატუუშ პიცა მინდა და დააცხობ თუ შევუკვეთოთ? -მალე მზად იქნება, ვიცოდი რო მოგინდებოდა შე მსუნაგო -აუუ რამდენი რძალიც არ უნდა მყავდეს შენ ვაფშეე ზეეე რძალი ხარ -აფერისტი -თუ ვაფერისტობდე ბო..მე მოვკვდე იმ წამსვე...თუ გინდა კესოსაც ვეტყვი -რას მეტყვი? -რას და ნატა როა ზე რძალი... შენი გაკეთებული მე ჯერ არაფერი მინახავს და რა ვიცი უნდა იბრძოლო გენაცვალე ეგრე სადაა -ჰმ,ჩემ შოკოლადებს რომ ახრამუნებ მაშინ მე ვარ კარგი რძალი -კარგი ახლაც ხარ ... პროსტა ნატასნაირ პიცას ვერავინ ამზადებს -შენ ჩემი პიცა არ გინახავს... იტალიელ კოლეგას წავართვი რეცეპტი და მოგიმზადებ ოდესმე - უცებ შევიდა ბინაში ტაისა და იქ მყოფებს მიესალმა -უფროს რძალს კონკურენტი გამოუჩნდა...აუ რა პატივში ვაარ ტოო თაფლობის თვეე რომ გავა მერე სამივესთან მონაცვლეობით ჩავსახლდები -ახლა ჩვენ არ გვშორდება... -შე არასწორო ბოლოს ერთი კვირის წინ ვიყავი ... - ვახოს ხელი წამოარტყა და ასე ხორხოცით წავიდა დივნისკენ. ტაისამ დივანზე მჯდომ გიგის ისე შეხედა ეს იოანესაც არ გამორჩენია. მთელი საღამო მშვიდად აკვირდებოდა ყველაფერს , ქალი რომ მოეხვია მაშინვე აკოცა და მაგიდასთან ტავის გევრდით დასვა. ჯერ ივახშმეს, ისე ისაუბრეს. შემდეგ დივანთან გადაინაცვლეს და დეტალურად დაიწყეს ყველაფრის განხილვა. -კაბას არ გვაჩვენებ ? -ხოო რაა მეც ძალიან მაინტერესებს - კესო ისეთი აჟიტირებული იყო, ისე უღიმოდა ანასტასიას აშკარად ძალიან მოსწონდა. - მე და ნატას გვაჩვენე -მეც არ მაჩვენა ასე როომ რიგში ჩადექით ...მგონი პირველს იოს დაენახება და მერე ჩვენ ჩაგვაგდებს შოკში - სალომემ თვალები აატრიალა და მერე გოგოებთან ერთად განაგრძო საქმე ანასტასიას იმ წამს მხოლოდ კესოს დამოკიდებულება ადარდებდა, ისე აღიზიანებდა მისი ბედნიერება ,ზოგადად ასე მარტივად რომ შეეძლო ადამიანის შეყვარება და სრულიად უცხოს ასე კარგად ექცეოდა ეს ფაქტი აოცებდა. არც გიგის მზერა გამორჩენია, თითქმის არაფერი უთქვამს მთელი საღამოს განმავლობაში. როგორც კი გავიდა მაშინვე უკან გაჰყვა -გიგი -რა -ხომ არაფერს იტყვი ... -რა უნდა ვთქვა, იოანემ ხომ ისედაც ყველაფერი იცის -ხო მაგრამ ... გიგი - მისკენ ნაბიჯი გადადგა ბიჭი მაშინვე უკან გაიწია -არ მომიახლოვდე , მარტო დამტოვე აქ შენი სახის საცქერლად არ გამოვსულვარ -არც მინდა რომ ჩემს სახეს უცქირო, მე რაც მინდა უკვე გითხარი . ყელში ამომივიდა ან ნორმალურად მოიქეცი ან საერთოდ ნუ მოხვალ იქ სადაც მე ვიქნები ! -შენ რა გინდა იოანეს რომ ჩამოვშორდე თუ პირიქით ჩემთან ახლოს იყო -არც ერთი და არც მეორე - უცებ მიახალა ,როდესაც დაინახა როგორ უყურებდა შორიდან იოანე მაშინვე სიგარეტს მოუკიდა და ისე გააბოლა თითქოს აივანზე სწორედ ამისთვის იყო გასული. ბოლომდე არც მოუწევია, უცებ ჩააგდო საფერფლეში და ბინაში დაბრუნდა. ბავშვი ნორმალურად ვერ ნახა, მალევე დაეძინა და ისინიც ადრე წავიდნენ. ვინაიდან მთავარ საქმეზე საუბარი დაასრულეს გიგიც გაშპა,საქმე მაქვსო განაცხადა და გავარდა. კესო და გიგიც წავიდნენ, დამშვიდობებისას ანასტასიამაც აკოცა, სხვანაირად არ გამოვიდოდა კესო და იოანეც იქ იყვნენ. -სულ ცოტაც დარჩა...მგონი ყველაფერი შესანიშნავად იქნება -ხო ,რა თქმა უნდა -რა ხდება? რაღაც ძალიან მშვიდი და ჩუმი ხარ დღეს -ბევრი საქმე მქონდა ორმაგად ვიმუშავე ადრე რომ გამოვსულიყავი სახლში და თავი ამტკივდა -გინდა გამაყუჩებელს მოგცემ -არ მინდა, დავიძინებ და გადამივლის -წავიდე? -ხვალ სამსახურში ხარ? -ხო ... მერე ერთი კვირა შვებულება მექნება . მეტს ვერ ვახერხებ -ხვალ სახლს გაჩვენებ -ხომ ვნახე უკვე -შეცვლილს გაჩვენებ -კარგი, გვიან მივიდეთ . ქორწილამდე გადავიდეთ? -მე გადავალ და შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი -მეც ეტაპობრივად უნდა დავიწყო ჩალაგება,თორემ ერთ დღეს ნამდვილად ვერ მოვახერხებ გადმოსვლას -შორს არ მიდიხარ, არაა აუცილებელი ყველაფერი ერთ დღეს წამოიღო -იოანე რა გჭირს? -ისტერიკა გაქვს? -რა შუაშია -აბა რატომ ყვირი -არ მიყურებ, აშკარად სხვა რამეზე ფიქრობ და ორი საათია ზურგით დგახარ ეწევი და ისე მელაპარაკები თითქოს გეზარება სიტყვის თქმა -ამ დროს უნდა მიხვდე რომ მარტო მინდა ყოფნა და წახვიდე -მივდივარ, შენი ატანა აღარ მაქვს ...ნერვები მომიშალე -უკმაყოფილო ვარ,მხოლოდ ნერვების მოშლა ძალიან ცოტაა- შებრუნდა, ფანჯრის რაფას მიეყრდნო და ოთახის ბოლოში მყოფს ირონიულად გაუღიმა. ტაისამ ერთხელ შეუბღვირა და წავიდა, თავადაც არ სურდა დიდხანს დარჩენა და მიზეზიც იპოვა. იოანე მთელი ღამე ფიქრობდა , რაღაც უცნაური შეგრძნება ჰქონდა რომელსაც ვერ ხსნიდა. ან იქნებ რომ ხსნიდა ამიტომ იყო ცუდად. ფაქტია მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. დილას დაიძინა, სამსახურში არც წასულა მთელი დღე სახლში იყო. შუადღეს გიგიმ დაურეკა -შენი ნახვა მინდა და მარტო ხარ? -მარტო ვარ , გელოდები გიგი უკვე კორპუსის წინ მდგომ მანქანაში იჯდა . რამდენიმე წამს დარჩა, ღრმად ამოისუნთქა სახეზე ხელები ჩამოისვა და შემდეგ გადავიდა მანქანიდან. კართან მისვლამდე ათასჯერ დაფიქრდა,მაგრამ ბოლოს მაინც პირვანდელ გადაწყვეტილებას დაუბრუნდა. იოანემ კარი გაუღო და შეატარა. დივანზე ისხდნენ, ერთმანეთის პირისპირ . იოანემ სასმელით აავსო ჭიქები , ერთი გიგის მიაწოდა და შემდეგ დალია. ბიჭმა წამსვე დაცალა ჭიქა, მეორეც დაისხა და ისიც დალია -პრობლემა გაქვს დოლიძე? -მაქვს -ისეთი რომ ასეთი სახით იმოძრაო? -ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ ვხსნი ერთ გარემოებას ... მარტომ ვერ ამოვხსენი -ჩემი დახმარება გჭირდება? -ხო -გისმენ -მეწყინა რომ დამიმალე საცოლეზე , მაგრამ რესტორანში მოსვლამდე გადამიარა. მერე შენი საცოლე ვნახე...მართლა გიყვარს ანასტასია? -მიყვარს -ასე უბრალოდ თუ იმდენად რომ მის გვერდით გინდა მთელი ცხოვრების გატარება, ისე გიყვარს როგორც მე კესო? ვახოს ნატა და -უფრო მეტად ვიდრე თქვენ საერთოდ სიყვარული წარმოგიდგენიათ - სერიოზული იყო მესხი, დოლიძეს კი მისმა სიტყვებმა უფრო აურიეს თავგზა -იმდენად რომ საკუთარ ძმებს ატყუებ? თვალებში ნაცარს აყრი და თან გინდა მთელი ცხოვრება ასე გაატარო? - უცებ მოისროლა ჭიქა და ხმას საგრძნობლად აუწია- მიპასუხე იმდენად გიყვარს რომ ყველაფერზე თვალს ხუჭავ? ქალს ირთავ ცოლად რომელსაც რამდენიმე თვის წინ მე ვუყვარდი და ცდილობდა კესოსთან დავეშორებინე? ვინ გიყვარს ის ალქაჯი? და რა გგონია რომ ასე უცებ გადამიყვარა და შენ შეგიყვარა? ან საერთოდ იცის სიყვარული რა არის? ამოკვიატებული ვყავდი იმდენად რომ არ გამიკვირდება ახლა ამ ყველაფერს ჩემ გამო აკეთებდეს ამის დედას შევ**ი როგორ უთხარი რო ყველაფერს დაივიწყებდი და ძალიან ჩვეულებრივად დაივიწყებდი ყველაფერს... მე ვერ დავივიწყებ, მე ვერ მივიღებ მაგ ქალს რძლად და ჩემს ცოლთან ერთად არ დავსვამ ,კესოსთან ვერ ვადაქალებ და ამ მარაზმს ვერ ვუყურებ შორიდან იოანე ჯერ მშვიდად უყურებდა, მერე სახე გაუქვავდა ,გაიყინა გიგის სიტყვები ისე ესმოდა თითქოს იქ არ იყო და სადღაც შორიდან ესაუბრებოდა. მერე ფეხზე წამოვარდნილ ძმაკაცს ახედა და წამში აესვეტა წინ -გაიმეორე -რა გავიმეორო რა ... როგორ გამაცანი ქალი რომელიც იცოდი ვინც იყო. ამდენი დღეა ვფიქრობ და შენი ცემის მეტი არაფერი მინდება , ერთი მაგრად რო შემოგარტყა და გონს მოგიყვანო -რა გგონია რომ მე ვიცოდი ... ამის დედააც - ხელი მაგიდას დაარტყა და მერე სიცილი დაიწყო- გამაბრიყვა ... გამასულელა.მაინც დამიმალა ნამდვილი სახე. შენ ხარ ...შენ -არ იცოდი ხომ? ასეც ვიცოდი..ვიცოდი რომ ასე არ გამო>ირდებოდი ... თითქმის დამარწმუნა, მე იდიოტმა კინაღამ დავიჯერე და შევეგუე -მოგკლავ დოლიძე, ცოცხლად გაგატყავებ- უცებ წვდა ყელში და შეანჯღრია -გაგიჟდი? -მე გავგიჟდი? ამდენი დღის წინ გაიგე და ახლა მეუბნები? ახლა მოხვედი? იმ წამსვე რატო არ ჩამარტყი რამე რატო არ მიღრიალე ...ამდენ ხანს როგორ გაჩუმდი , რას აპირებდი ჩუმად გეყურებინა როგორ მოვიყვანდი ცოლად , როგორ გამასულელებდა ის ქალი? -გამიგე მე...დამაბნია.ამენ ხანს რომ არ მითხარი ვიფიქრე რომ მართლა იცოდი და იმიტომ არ მეუბნებოდი . მერე ისე ცეკვავდით იქ რომ გიყურებდით ვიფიქრე , ვიფიქრე რომ მართლა გრძნობდა რაღაცას შენს მიმართს და ვაი თუ ბედნიერება წავართვა ჩემ ძმაკაცს-თქო -ბედნიერება, ბედნიერებაა ამის დედაც ... რა გამიკეთა . ეს როგორ - გიგის ხელი კრა და მერე ყველაფერი მიაფშვნა რაც ხელში მოჰყვა. დოლიძე არ შერხეულა უყურებდა როგორ იმსხვრეოდა მის ირგვლივ მთელი ოთახი - შენი საყვარელი იყო კესომდე ... ვინ იყო საერთოდ რა მე რა შენი საყვარელი მიყვარს ? -არა ...არა ჩვენ არაფერი გვქონია საერთოდ. მე არასდროს მიფიქრია სხვანაირად მასზე , საერთოდ არ ვიცი რამ მიმიყვანა იქ . მაგის მშობლები გერმანიაში იყვნენ დედა და მამობილი,ჩემებმა მიმიყვანეს მათთან ისიც იქ იყო და იმ დღეს გავიცანი. არც კი ვიცი რამდენი წელი გავიდა მას მერე ... მერე თბილისში შევხვდით. არც კი ვიცი როგორ და რანაირად ერთ დღეს მითხრა მიყვარხარო მე ეგრევე ვუთხარი რო არაფერი გამოვიდოდა. მაშინ ძაან მეკიდა ყველა ქალი არ იცი მაინც? არ მიცნობ? მერე საერთოდ კესო გამოჩნდა და აუ ვაფშე რა მნიშვნელობა აქ . მოიშორე თავიდან ახლა ნუ გაგიჟდები რამე არ დაუშაო უბრალოდ შეეშვი, ყველაფერი მოგვარდება . მშობლებს ეტყვი რომ ვერ შეეწყვეთ ან რამე რა მნიშვნელობა ააქ -შევეშვა? შევეშვა ასე უბრალოდ? რა მნიშვნელობა აქ ვინ იყო შენთვის და ვინ არის ახლა. მთავარი ისაა რომ მე ასე მარტივად გამასულელა. ამას ხომ დაფასება უნდა, საკადრისად უნდა გადავუხადო ასეთი გონიერი რომ არის -იოანე არ გინდა, მერე უფრო რთული იქნება -მარტივი არაფერია , მაგრამ სიმშვიდე გაქრა იმ დღიდან ტაისა რომ გავიცანი -იოანე ნუ მაშინებ, ასე მშვიდად ნუ ხარ .ასე ნუ იცინი იოანე ... რას აპირებ -ახლა შენ წახვალ, თუ გინდა რომ ამდენხნიანი დუმილი გაპატიო ,ისიც ჩემში რომ ეჭვი შეიტანე .წახვალ და დაივიწყებ ...თუმცა შენთვის არც არაფერს ნიშნავს . არ უნდა გაგირთულდეს ჩემ გამო ტაისას დაიგნორება. ცოტა ხნით საერთოდ ნუ მოხვალ ჩემთან, მე გნახავთ შენ და კესოს. -ახლა რა სახლში უნდა გამოიკეტო? -გაგიჟდი? ახლა იწყება ჩემთვის ცხოვრება საამო და ნეტარი. ამდენ ხანს თურმე ეს მჭირდებოდა, სიმართლე რომ ყველაფერი ნათლად დამენახა -იოანე სისულელეს ნუ ჩაიდენ -ცოლის შერთვა ყოველთვის სისულელეა, რისკი და კაცმა არ იცის რა მოხდება თამაშის ბოლოს. -ქორწილი იქნება? -წინასაქორწილო წვეულებაც , სხვათაშორის შენც უნდა მიეხმარო ნიკოლოზს -იოანე ის ქალი ცოლად როგორ უნდა შეირთო -ცოლად შერთვაა პრობლემა? ის ქალი მიყვარს ,მიყვარს გესმის? - ისევ იღრიალა ,მაგრამ დოლიძეს ამაზე რეაქცია არ ჰქონია -უნდა გადაიყვარო, უნდა დაივიწყო. არ იმსახურებ ...შენ -რატომ არ გადაიყვარე კესო, რატომ არ შეიყვარე ჩემი ტაისა... იცი როგორ უყვარხარ? შეიძლება კესომ ზურგი გაქციოს რომ უღალატო, ასეთი კარგი რომ არ იყო რამე რომ დააშაო ის კიდე შენ გამო მოკვდება ,გესმის რას გეუბნები? -იოანე არ გინდა ...არ გინდა გთხოვ ჩემი ხათრით დაფიქრდი ჩვენ ძმობას გაფიცებ იოანე გონს მოდი -შენი წასვლის დროა, ბევრი საქმე მაქვს. დროში ვიწვი... შენც წვეულება უნდა მოამზადო ისეთი როგორიც შემეფერება -არ წავალ... სანამ -წახვალ , თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ახლა მე გავალ ხო? აქ ცოტა არეულობაა- უცებ გადააბიჯა ნამსხვრევებს,არეულ თმაზე ხელი გადაისვა და საძინებელში შევიდა. დოლიძე გაშეშებული იდგა და კიდევ ვერ იჯერებდა რომ ქორწილი შედგებოდა.რამდენიმე წუთში ოთახიდან გამოსულ , გამოწყობილ მესხს გააყოლა თვალი და გვიან გაიაზრა რომ საერთოდ წავიდა სახლიდან. -იოანეე ,დამელოდე გაჩერდა, შებრუნდა გიგის შეხედა. ბიჭი რომ მიუახლოვდა გაუღიმა მერე ხელი მოხვია და ჩაეხუტა -დამშვიდდი დოლიძე, შენ სუფთა ხარ ამ საქმეში . ახლა დამეხმარე, მოიქეცი ისე როგორც გითხარი . წადი შენს კესოსთან -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ რომ ვერ გადავიყვარებ , ვერც ვაპატიებ და უმისოდ მოვკვდები! მესხი წავიდა, იოან კი იდგა და უყურებდა. დიდხანს არ მოუცვლია ფეხი, შემდეგ დაუჯერა ძმას. საყვარელ ცოლთან დაბრუნდა და ისე მოეხვია როგორც ჩვეოდა ხოლმე. 3 თავი სახლში იყო, ინტერვიუსთვის ამზადებდა მასალას. ჩვეულებრივ ფორმაში, კაბა ხალათით ფინჯანი ყავით ხელში . კარზე ზარის ხმა რომ გაიგო ისე წავიდა არც უფიქრია რომ იოანე იქნებოდა. გაღიმებული კაცი რომ დაინახა თავადაც გაუბრწყინდა სახე -იოანეე -შემომიშვებ? - ღვინის ბოთლი ხელში შეათამაშა და თვალებანთებული მზერა მოავლო ქალს -მობრძანდი , არა საჭირო ყოველ ჯერზე ღვინით მოსვლა.მეც მაქვს სასმელები -და ყველაზე მათრობელა რა მოგეპოვება? - კარი მიხურა. ქალს ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა -სადღაც აქ უნდა იყოს - თითები სახეზე ჩამოუსვა ბოლოს ტუჩებთან შეჩერდა -იოანე ... რა ხდება? - გაიცინა და თითები პერანგის საყელოზე ააყოლა-ასეთ კარგ განწყობაზე რატომ ხარ? -ცოლს ვირთავ, ქალს რომელიც მიყვარს მერე რა რომ მას არ ვუყვარვარ. უნდა რომ შემიყვაროს ხომ ასეა, ხოდა გადავწყვიტე კარგი ბიჭი გავხდე -მე რომ ცუდი ბიჭი მომწონს? -ხოო? ის ბიჭი ცუდია შენ რომ გიყვარს? -არა ,მაგრამ შენ სხვა ხარ -ხო მე სხვა ვარ ... სად მე და სად შენი უცნობი სიყვარული. დავლიოთ? -დავლიოოთ... ბოლოს და ბოლოს თავისუფლების ბოლო წამებს ვითვლი. ტირანი ქმარი ხომ არ იქნები? მე მოკლე კაბები მიყვარს -არავითარი მოკლე...კოჭამდე კაბა, ყელამდე და ამ ხალათების კოლექცია გაქვს?- ისევ დაიჭირა და ყელში აკოცა -ჭიქებს მოვიტან- მაშინვე დაუსხლტა და სამზარეულოსკენ გაიქცა. მალევე დაბრუნდა, პირველივე ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა -გიყურებ და ვფიქრობ ასეთი ლამაზი რომ არ იყო თუ მეყვარებოდი -ალბათ არა... -შენც იმიტომ გიყვარს რომ სიმპათიურია? ცუდი ცხვირი რომ ჰქონდეს, ან სხვანაირი იყოს? -მე ყველაზე მეტად მისი ხასიათი მომეწონა, მასზე სიმპათიური ბიჭები იყვნენ ჩემს ირგვლივ,მაგრამ ... არ მინდა ამაზე საუბარი მერე ისევ გაბრაზდები .ქორწილის წინ ჩხუბი არ ღირს- აფორიაქებდა მესხის მზერა, მისი მშვიდი ტონი და ანთებული თვალები. კიდევ მოსვა ღვინო და ყელში მოწოლილი ბურთი გადააგორა -მირჩევნია ქორწილამდე ვისაუბროთ, ვიდრე შემდეგ ჩემი ცოლი მიყვებოდეს საყვარელ კაცზე -არ მოგიყვები, გპირდები -ასე არაფერი გამოვა, შენ ხომ ჩემთან მის დასავიწყებლად მოხვედი. ასე არ არის? -შენ იცი რატომ შეგიყვარდი? -შენს ლამაზ სხეულში გამომწყვდეულმა სულმა მიმიზიდა , რომ შემომხედე ვიგრძენი შენში იყო რაღაც ჩემეული -გგონია რომ ვგავართ? -ორივე დაუნდობელი ვართ, მიზნისთვის ყველაფერზე წავალთ -შენ ჩემს მოსაპოვებლად არაფერი გაგიკეთებია -არ მინდოდა ,სამაგიეროდ ახლა მინდა - მისკენ დაიხარა თითები ფეხზე აასრიალა და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა - ნუ ცახცახებ -მე ... განგებ არ მინდოდა -დამშვიდდი - გაიცინა და ამჯერად ლოყაზე აკოცა - სუნთქვა აგიჩქარდა, ღელავ? -შენ...შენ ძალიან უცნაურად იქცევი და მაბნევ -შენ მე არ მიცნობ...მხოლოდ გაბრაზების შემდეგ მხედავ ხოლმე . -გიცნობ, შენ ასე არ მოიქცევი ჩემთან -როგორ ასე ?- თითები ყელიდან მკერდისკენ ჩააცოცა და ხალათის ჭრილთან შეჩერდა -კიდევ ვერ ვიჯერებ რომ რამდენიმე დღეში ჩემი ცოლი იქნები -სიხარულს აშკარად ორიგინალურად გამოხატავ -და შენ რას გააკეთებდი ახლა ჩემს ადგილას რომ ის კაცი იყოს... -არ ვიცი, შენს ადგილას მას ვერ წარმოვიდგენ. ძალიან განსხვავდებით- წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო- არ გადარდებს რომ ახლა მასზე ვფიქრობ? საერთოდ რა გინდოდა? მშვიდად ვიჯექი ჩემთვის , ვიფიქრე ღვინოს დავლევდით და იმ ერთ კვირაზე ვილაპარაკებდით -რა უნდა გავაკეთოთ ერთ კვირაში, სიყვარულით დავკავდეთ? -დივანს მიეყრნო , ხელები საზურგეზე გაშალა და ქვემოდან უყურებდა წინ მდგომ ქალს - ისე არ არის ცუდი იდეა ... -ერთი კვირა დიდი დროა...ბოლოს როდის დავისვენე ამდენ ხანს არც კი ვიცი. ამ ხნის განმავლობაში შეგვიძლია ვისაუბროთ და ერთმანეთი გავიცნოთ . რეალურად რომელი კერძი გიყვარს ისიც კი არ ვიცი...რა მნიშნელობა აქვს ,მაგრამ ერთ კვირაში შეიძლება მთელი ცხოვრება მოგიყვე . ახლა იმაზეც ვდარდობ ჩემები რომ ვერ ჩამოვიდნენ...ხვალ საღამოს ჩამოფრინდებიან და სამი დღე დარჩებიან -გინდა ქორწინების პირველი დღეები შენს ოჯახისწევრებთან ერთად გავატაროთ? მაინც როგორ ცალკე დედასთან და მის ოჯახთან ცალკე მამასთან? -არა უბრალოდ ჩემს და ძმასთან.რომელთაც ერთმანეთთან კარგი ურტიერთობა აქვთ...მინდა გაგაცნო ორივე, რადგან ისინი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან . ემი ისეთი კარგია, არც კი ვიცი ასე ძალიან რატომ ვუყვარვარ. ჩემზე გიჯდება იცი? არადა მასთან არასდროს ვთვალთმაქცობ...მგონი ერთმანეთს გაუგებთ- გაიცინა და ჩამოშლილი თმა ისევ შეიკრა-ასე ნუ მიყურებ გთხოვ, მგონია რომ სამიზნე ვარ...ნუ აკეთებ ასე -ვერ ვხვდები რას მთხოვ - თავი გვერდით გადახარა და ტუჩის კუთხე ჩატეხა -იქნებ უკეთ ამიხსნა -იოანეე თავგზას ნუ მირევ...არ მოგცემ უფლებას... ჩემით მანიპულირებას ვერ შეძლებ -დარწუმუნებული ხარ ? - მისკენ დაიძრა , ტაისა იდგა და უყურებდა - შენ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ მე შენი გეგმა არ ჩავშალო -რა გეგმა... -ცოლად რომ შეგირთო და შენი საყვარელი ჩავანაცვლო -ჩემი საყვარელი არ იყო -რა მნიშვნელობა აქვს ვინც იყო -აქვს...მნიშვნელობა ყველაფერს აქვს -ხო რა თქმა უნდა, საყვარელი რომ ყოფილიყო უფრო დიდხანს შეინარჩუნებდი და ასეთი გულნატკენიც არ იქნებოდი -გთხოვ ასე ნუ საუბრობ -როგორც ვამბობდი ყველაფერს გააკეთებ -მე მინდა რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს - იოანეს თვალს ვერ აშორებდა, სხეული დაეჭიმა. ვერ მიხვდა კაცი რას აპირებდა და აღარ იცოდა ყურადღება რაზე გაემახვილებინა მის სიტყვებზე, თითებზე, თვალებზე. ვეღარ გაუძლო მის მზერას თვალები დახუჭა, თითები თმაში შეუცურა მესხმა, სარჭი შორს მოისროლა და ისევ მოაშორა ხელი -მაკოცე - იოანეს ხმამ აიძულა თვალები გაეხილა, უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა- მაკოცე -იოანე- ცდილობდა გამოსავალი ეპოვა , გრძნობდა რომ რაღაც საშნელება ხდებოდა მის თავს. -ტაისა მინდა მაკოცო - ხელები ინსტიქტურად მოხვია და მის ტუჩებს თავისი შეახო. ისევ გაურკვეველი შეგრძნება ,რომელიც თანდათან უფრო მძაფრდებოდა. იგრძნო როგორ მოშორდა ხალათის ნაწილი სხეულიდან. დაბრუშებული ტუჩები გაუთავისუფლდა ,მაგრამ ყელზე მიეწება მესხის მწველი ბაგეები .ის იყო უნდა გამოფხიზლებულიყო ,მხრებზე მოხვეული ხელი მოეშორებინა და უკან დაეხია ,შიშველ წელზე იგრძნო ცხელი ხელისგულის შეხება -იოანე ...არ არის ახლა ამის დრო- ძლივს წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა და გამშრალი ტუჩები ენისწვერით დაისველა -არ მითხრა ქორწილამდე სექ*ის წინააღმდეგი ვარო - ჩაიცინა და ყელზე მსუბუქად უკბინა-სხვა შეგრძნება ჩემი შეხებისას არასდროს გექნება...არც ორ დღეში ცოლის სტატუსი შეცვლის რამეს- ყბაზე მოუჭირა თითები და თვალებში ჩახედა , მერე ისევ დააცხრა ტუჩებზე და ქალთან ერთად დაიძრა საძინებლისკენ -არ შემიძლია...იოანე ახლა არ - მკერდზე მიაბჯინა ხელები და სცადა გახსნილი ხალათი კვლავ შეეკრა,მაგრამ არ გამოუვიდა -არასდროს იქნები მზად - მხარი მოუშიშვლა და ტუჩები მიაწება, ხალათი მოაშორა ერთ მხარეს და მკერდზე გადავიდა მხოლოდ კერტებს უფარავდა ხალათის ნაწილი -იოანე არ გინდა -მე ხომ ამისთვის გირთავ ცოლად, სხვა რა შეგიძლია რომ მომცე -არ შეუხედავს ისე უთხრა.ხელები გაუკავა და თავადაც მოიშორა პერანგი .შიშველ გულ-მკერდზე აიკრა აცახცახებული ქალი და თმებში ჩაავლო ხელი, მსუბუქად მოქაჩა და თავი ააწევინა- შემომხედე - ბრძანებასავით ისმოდა მისი ვნებით სავსე ხმა , ტაისამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია მზერა გაუსწორა და მესხის შექმნილ მორევში ჩაიძირა, ლტოლვა დაუცხრომელი სურვილი და ჟინი ერთ დიდ ვნების მორევს ქმნიდა, რომელსაც მოეცვა კაცის მთელი არსება. ვეღარ იტევდა , ქალსაც თან ითრევდა და ნელ-ნელა უბინდავდა გონებას ისე რომ მოქმედების უნარი დაკარგვოდა- გგონია რომ შევჩერდები? ე.ი ჩვენი ცოლ-ქმრობა მხოლოდ ერთ სახლში ცხოვრებას მოიცავს?- თითებს დაატარებდა ქალის სხეულზე, სახეზე კოცნიდა, ყელზე სველი კოცნების კვალს უტოვებდა და მონაკვეთებში ისევ მის თვალეს უბრუნდებოდა. ტაისა თითქოს გახევეული იდგა, მაგრამ მთელი სხეული ისე უცახცახებდა შეუძლებელი იყო ქანდაკებას შეგედარებინა. სუნთქვაგახშირებულს ბაგეები ერთმანეთისტვის დაეშორებინა, მკერდი წინ წამოსწოდა და იმდენად სწრაფად მოძრაოდა მისი გულ-მკერდი რომ კაცს მისი ყოველი გულისცემის შეგრძნეა შეეძლო. -არა ...არა -თავი აამოძრავა და ხელები ისევ შეატოკა,თითქოს მთლიანად დაუჟებული ჰქონდა და ვერ აკონტროლედა ქმედებას, არ ჰქონდა შედეგი მათ მოძრაობას -მიყვარხარ ტაისა...მინდიხარ ნება მომეცი შენი სხეულით მაინც დავტკბე. მცირედი ძღვენი გაიღე შენი მიზნისთვის - ისევ თვალებში უყურებდა. საწოლის კიდესთან მდგომს ერთადერთი ბიძგი სჭირდებოდა და მალევე მიიღო ,როდესაც ტაისას გაყინული თითები ისევ შემოეხვივნენ შიშველ მხრებზე. დანებდა ქალი, ფარ-ხმალი დაყარა დინებას გაჰყვა და უბრალოდ იმ მცირე სხივების ერთად შეკვრას შეეცადა სიამოვნების წერტილებს რომ ქმნიდა. ზოგჯერ იმდენად ქრებოდნენ ეს წერტილები რომ მთელი სხეული ეყინებოდა სულთან ერთად. ამ დროს ღრმა უფსკრულში სულთან ერთად სხეულიც ეშვებოდა სადაც მარტო იყო, იქ იოანე ვერ აღწევდა. სწორედ იმ დროს როდესაც სრულიად გამეფდა სიშიშვლე, შავმა ფერმა გადაფარა იოანე. თვალები დახუჭა , მაგრამ ისევ ჩაესმა ხმა ,ხმა რომელიც იმ ღამით მარიონეტივით ათამაშებდა ქალს - ტაისა თვალები გაახილე - შეხედა, ვერ გაუძლო მის მზერას და სხეულზე აეკრო,ყელში ჩამალა სახე . კაცმა საპასუხოდ მის თმაში ახლართა თითები აიძულა თვალებში შეეხედა - რა ფერია ჩემი თვალები ტაისა- დაიბნა, სულ მთლად გაეთიშა გონება. იმ წამს რასაც ხედავდა მხოლოდ ცისფერი ,ღია ცისფერი იყო და ისე წამოიძახა სიტყვები არც უფიქრია. შემდეგ ტკივილი იგრძნო ,ყრუ და ისეთი მთელს სხეულს რომ მოედო. ყველა უჯრედი გამოუფხიზლა, ამღვრეული თვალები თავისი ნებით გაუსწორა მესხს ცისფერი ფერი გამქრალიყო . იოანეს მწვანე თვალები ჰქონდა, ჭაობისფერი მუქი მწვანე იმდენად მუქი რომ შავსაც კი ჰგავდა. წამით რაღაც შეიცვალა, ისევ იგივე ემოცია მოდიოდა მესხისგან,მაგრამ უფრო ფრთხილი იყო ან ტაისას ეჩვენებოდა ასე. რამდენჯერმე წასკდა კვნესა ქალის ბაგეებს , ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ ხვევდა ხელებს მესხს და მისკენ იწევდა თითქოს ასე ფარავდა სიშიშვლეს და მისი მკლავებით იფარებოდა- ტაისა ჩემი... ჩემი სურნელი გაქვს- ქალის ყელში თავჩარგულმა ამოთქვა და სხეულის რიტმს კოცნაც დაურთო. თითებით ყველა ნაწილს ეხებოდა , მაგრამ მაინც მისი მზერის დაჭერა სურდა ყოველ წამს. თითქოს ასე ინარჩუნებდა თავისთან ტაისას ,სხვასთან სხვაგან წასვლის უფლებას არ აძლევდა... ბოლოს ისე მოიშორა ქალის მკლავები თითქოს მთელი ცხოვრება ასე დარჩენა არ სურდა. საწოლის მეორე მხარეს დაეშვა და სუნთქვააჩქარებულ ქალს შორიდან შეხედა, როგორ სწრაფად დაიფარა სხეული . ახურებულ სახეზე თითები ჩამოისვა და ღრმა სუნთქვის თანხლებით ჩაეშვა ბალიშებს შორის. თვალები დახუჭა და თითები ამჯერად ტუჩებზე აიფარა . მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები როდესაც ყურთან მიეფრქვა ცხელი სუნთქვა -იოანე -ამ მცირე დროში იცი რამდენჯერ გაიმეორე ჩემი სახელი? -არა ... უნდა ვიცოდე? -არ ვიცი ,ალბათ უნდა იცოდე .უნდა ითვლიდე ერთხელ სხვისი სახელი რომ არ წამოგცდეს- ყბაზე აკოცა და ჩაიცინა როდესაც ქალს სხეული დაეჭიმა-ჩემს თვალებსაც ხშირად უნდა შეხედო . ისე უნდა დაიმახსოვრო რომ სხვა ნებისმიერ ფერს რომ ხედავდე მაინც მწვანედ აღიქვამდე- ყელზე შემოაჭდო თითები. მთლიანად დაფარა ქალის გრძელი ხორბლისფერი ყელი მისმა თხელმა თითებმა .ცერი ქვედა ტუჩს მიაწვდინა , რამდენჯერმე გადაუსვა და მერე აკოცა. ყელიდან თითები არ მოუშორებია. ქალიც რომ აჰყვა უკბინა , ისე რომ სისხლის გემო შეიგრძნო. არ გაჩერებულა, უხეშად კოცნიდა მერე ყელზე შემოხვეული თითები მოუჭირა და თავი უკან გადასწია . ტაისას გაფართოებულ თვალებს, შეშინებულ სახეს უყურებდა და იღიმოდა. მოშორდა , ჩაცმა დაიწყო და მოსალოდნელი კითხვაც გაიგო -მიდიხარ?- გვერდი ეცვალა ანჯაფარიძეს. ლოყა ედო ბალიშზე და ისე უყურებდა მესხს -რა თქმა უნდა მივდივარ, ურჩხული ხომ არ ვარ ისევ შენთან დავრჩე . ახლა მხოლოდ შენ , შენს გულში გიგი და სხეულზე შემორჩენილი ჩემი სურნელი უნდა იყოთ ერთად. ხელს ვერ შეგიშლი , კარგად უნდა შეიგრძნო როგორია როდესაც საკუთარი თავი გეზიზღება. ქალი უცებ წამოჯდა, გაკვირვებული, შეშფოთებული მზერა ჰქონდა სადღაც შიგნით შიშიც თავიდან ჩნდებოდა. შიშველ სხეულზე მოხვეულ ნაჭერს ძლიერად მოუჭირა თითები -იოანე ... შენ , შენ გითხრა .რა თქმა უნდა გითხრა და შენ იმიტომ მოხვედი - საუბარი დაიწყო და თანდათან დაუბრუნდა აზროვნების უნარი.ყველაფერს მიხვდა , ფიქრობდა რომ ამოხსნა კაცის ქცევის მიზეზი .პირზე ხელი აიფარა თვალები ჩაუწითლდა, სითხით აევსო იცინოდა და მესხს უყურებდა , რომელიც მისკენ მიდიოდა, ზემოდან მოექცა ისევ ნახევარი სხეული დაუფარა და საწოლის თავს ააკრა -რომ არ ეთქვა კიდევ ერთხელ შეხვდებოდი და საკუთარი თავი გაგყიდდა. თქვენ სულმდაბალ, არარაობებს არ შეგიძლიათ დიდხანს სახის დაფარვა. ახლა კიდევ ერთი საერთო გაგვიჩნდა, საკუთარი თავი გვეზიზღება. -ხელი გამიშვი...არ შემეხო . შენ არ გიყვარვარ, შენც არ გიყვარვარ. ამ საშინელების წინ არ მეტყოდი რომ გიყვარვარ...არ მეტყოდი შენ მხოლოდ ეს გინდოდა. ახლა წაეთრიე და გაიხარე. მე ისედაც არ მიყვარს საკუთარი თავი უკვე იცი ვინც მიყვარს და შეგიძლია ისიც წარმოიდგინო ვისზე ვფიქრობ და ვისზე ვოცნებობ. გილოცავ, უკვე იცი ვისი დამსახურებაა რომ არ შეგიყვარებ და ცალმხრივი სიყვარული გაგტანჯავს. -რა საბრალო ხარ , როდესაც ცდილობ თავი დაიცვა ჩემგან. მინდება ჩაგეხუტო და გაკოცო -არამზადა ხარ... შენ ნამდვილი ნაძირალა ხარ მომშორდი,აღარასდროს მომიახლოვდე -კარგი რა საყვარელო ტაისა ასე მარტივად ნებდები? - წამოდგა ისევ. საწოლის მეორე მხარეს გადასულ ქალს გახედა. რომელიც ხალათის ჩაცმას უშედეგოდ ცდილობდა, ხელები იმდენად უკანკალებდა არაფერი გამოუვიდა. მიუახლოვდა და თავად ჩააცვა, შეუკრა და ზემოდან დახედა- ასე ნერვიულობაც არ შეიძლება -წადი აქედან...- ფეხზე წამოდგა, იმდენად სწრაფად რომ სხეული ვერ დაიმორჩილა და წონასწორობა დაერღვა. არ შეიმჩნია წინ აღმართულ კაცს სისხლისფერი თვალები მიაპყრ -მივდივარ-თქო ხომ გითხარი ... ქორწილში შევხვდებით. -მოიცადე ... რას ნიშნავს ქორწილში -ვიცი რომ ძალა გამოგაცალე ,მაგრამ ისიც დაგავიწყდა რომ ცოლად მომყვები? -არა , არ მოგყვები -უფს, არადა მთელმა ქვეყანამ გაიგო დიდი ანასტასია ანჯაფარიძის ქორწილის შესახებ და ელიან შენს გამობრწყინებას. როგორ გაუცრუვდებათ იმედები... რა გამოდის რომ ჩემს მეგობართან ახლოსაც ვერ იქნები თუ ჩემი ცოლი არ გახდები? აბა რას აპირებ ? -რას მიპირებ , რა გინდა კიდევ -გზადაგზა მოვიფიქრებთ მე და შენ ერთმანეთს რას ვუპირებთ -დაიხარა და ისე მიუახლოვდა რომ ქალი უკან გახტა ,რაზეც გაეცინა მესხს - ქორწილში შევხვდებით ტაისა მიდიოდა , ნელ-ნელა ეშლებოდა სახიდან კმაყოფილი ღიმილი. ზურგს უკან მსხვრევის და კივილის ხმა ესმოდა, რომელსაც მალე ქვითინიც შეუერტდდა. არ გაჩერებულა, ბინა დატოვა და წავიდა. რამდენიმე საათი დასჭირდა სოციალურ ქსელში წყვილის ფოტოს გავრცელებას, რომელსაც თან სენსაციური ამბავი მიჰყვებოდა. უკვე ყველამ იცოდა ტაისა ანჯაფარიძის მომავალი ქორწილის შესახებ. უშედეგოდ ცდილობდნენ ანასტასიასთან დაკავშირებას კოლეგები . ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი,სავსე მთვარე იწონებდა თავს. ზაფხულის მშვიდი, თბილი ღამე იდგა. იოანე აივანზე იჯდა და ყველაზე ცუდი გზით ცდილობდა მოწოლილი ტკივილის გაქრობას. რამდენიმე ცარიელი ბოთლი იქვე იდგა , ერთი ხელში ეჭირა და გონების გათიშვამდე გაცერებას აშკარად არ გეგმავდა, თუმცა გეგმების დაწყობა იმ წამს ნამდვილად არ შეეძლო. იაზრებდა ყველაფერს რაც დღის განმავლობაში გადახდა თავს და აღარ იცოდა რა უფრო აგიჟებდა, თავისი ქცევა თუ ტაისა. საერთოდ ბედი რომ დასცინოდა და ყველაფერი უკონტროლო იყო მის ირგვლივ. დაეუფლა ქალს რომელსაც აღმერთებს და წამითაც ვერ მიიღო სიამოვნება, მკლავებში ჰყავდა ქალი რომლის სახესაც გამუდმებით ხედავდა და იმაზე ფიქრობდა რომ ის ამ დროს სხვას წარმოიდგენდა. როდესაც დარწმუნდა ამაში შემდეგ იმის ნაცვლად რომ თავიდან მოშორებოდა ქალს ბრაზმა აიტანა და ისეთი რამ გააკეთა რაც საერთოდ არ ჰქონია გეგმაში. მაინც ვერ იმორჩილებდა გულს, რომელიც ქალის ყველა დანაშაულს იმ წამსვე აბათილებდა როგორც კი მის თვალებში ჩამდგარ ცრემლს დაინახავდა. სუნთქვა ეკვროდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, სწორედ ის გული ჩერდებოდა რომელიც მისი აღარ იყო. უნდოდა შებრუნებულიყო დაცემული ,განადგურებული ქალი წამოეყენებინა და მისი თვალებიდან ცრემლები გაექრო,მაგრამ ამას აღარასდროს გააკეთებდა. იოანე მესხი ასეთ დანაშაულს ვერავის აპატიებდა. მობილურის ხმა რომ გაიგო ისე უპასუხა არც კი გაურკვევია ვინ იყო . ხმა რომ გაიგო გაეღიმა -სად ხარ ? -სახლში -ყველამ იცის რომ ქორწინდებით...ბიჭები იყვნენ ჩემთან -შეგიძლია ყველაფერი უთხრა -მე ? მე რა უფლებით . შენ უნდა გადაწყვიტო იმ ეშმაკის მოციქულს შენ ირთავ ცოლად -გიგი ... როგორ ლაპარაკობ ჩემს საცოლეზე? -მართლა სახლში ხარ? -აივანზე ვზივარ ...ასეთი სხვას ხომ არ დავენახები. წადი დაიძინე თაფლობის თვე გაქ შე ჩემა მე რას მელაპარაკები,სად გყავს კესო -ძინავს კესოს -ხოდა მიუწექი გვერდით ჩაეხუტე და დაიძინე .შენ ვაფშე აზრზე არ ხარ რა ბედნიერებაა როცა შეგიძლია საყავრელ ქალს უბრალოდ ჩაეხუტო და იცოდე რომ ამით მას სიამოვნებას მიანიჭებ , დაელოდები როდის მოჩოჩდება შენკენ და თავს მკერდზე დაგადებს. არ იცი ...რომ იცოდე ჩემთან ლაყბობაში არ დაკარგავდი დროს -გინდა მოვალ -ბავშობიდან ასეთი იყავი მე ერთს გეუბნებოდი შენ მეორეს ამბობდი... ვთიშავ და არ დამირეკო! იოანე ისევ მიუბრუნდა თავის ბოთლს ანასტასია კი ისევ ოთახში იყო. ოთახში რომელიც მთლიანად არეული იყო , ხალიჩის კუთხეში მოკუნტული იწვა და ტიროდა. რატომ ტიროდა არ იცოდა, ვერც იაზრებდა ბოლომდე ყველაფერს. უბრალოდ ტკიოდა, სუნთქვა უჭირდა და ტიროდა მანამ სანამ ცრემლიც არ გაუშრა. მხოლოდ გამთენიისას შეძლო ძალის პოვნა, დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ თაიდან ხელი არ შეუტოკებია, შემდეგ ისევ ჩაესმა მესხის ხმა „შენ გულში გიგი და სხეულზე შემორჩენილი ჩემი სურნელი „ იმ წამს საშინელი ხმა აღმოხდა, მერე მთელს სხეულს იწმენდდა, ბოლოს იატაკზე დაეშვა სახე ხელებში ჩარგო და ისე ატირდა. სალომემ დაურეკა , ქორწილის წინა დღეს წინასაქორწილო წვეულებაზე მოსვლა არ დაგავიწყდესო. უცებ ჩამოასხაპუნა მისამართი ,როდის რომელ საათზე უნდა მისულიყო და მერე დაიწყო ამბების მოყოლა.ვინ ურეკავდა ქორწილის ამბებზე, ვის უნდოდა ინტერვიუ, როგორ დაეძებდნენ წყვილს და როგორ შეინახა საიდუმლო წვეულების შესახებ. მერე იწუწუნა მე ამდენს გელაპარაკები და შენ ორ სიტყვას რატო მეუბნები ახლავე შენთან გავჩნდებიო და გათიშა. რამდენიმე წუთში კართან იდგა უზარმაზარი პარკებით ხელში. ცხვირზე მზის სათვალე ჰქონდა დაკოსილი და ზემოდან იყურებოდა -ტასუუ დარწმუნებული ვარ არაფერი გიჭამია და ძალიან ღელავ... მოიცა რა ...რა სახე გაქ რა ხდება.ასეთი გამომშრალი კანით და შავი თვალის უპეებით აპირებ გათხოვებაას? შოკშიიი ვააარ - უცებ დაყარა პარკები და დაიკივლა. მერე ანასტასიამ რომ ააფარა პირზე ხელი აფართხალდა -გთხოვ ნუ შემიყრი სამეზობლოს...აიღე ეს პარკები და შემოდი -არა პროსტა თუ გაპატიოო შენი სახის ასეთ მდგოამრეობამდე მიყვანა. როგორ მშურს შე საზიზღარო შენი კანის შენ კიდე სულ არ უვლი ისე როგორც საჭიროა... ჯანდაბა აქ შტორმი იყო? - მეორე შოკი საძნებლის დანახვისას მიიღო - რა ხდება ანასტასია? ქურდები შემოგივარდნენ? რამე დაგიშავეს? ახლავე იოანეს დავურეკავ ჯანდაბა ანასტასიააა ასე რატომ ხარ? იცოდე ვიტირებ თუ არ მეტყვი რომ კარგად ხარ და არავინ არაფერი დაგიშავაა ტასუნააა -მე ? მე ვინ რა უნდა დამიშაოს სალიკო თუ არა საკუთარმა თავმა და ღმერთმა რომელიც დამცინის. კარგად ვარ, უარსად არ ვყოფილვარ ,მაგრამ კარგად ვარ არ იტირო..ამ ბინამ იმდენი ცრემლი ნახა მალე დაიტბორება -მატყუეებ -დამეხმარები მილაგებაში? -რა დროს მილაგებაა ახლავე მომიყვები რა ხდება შენს თავს -მიყვარს, უარესი რა უნდა ხდებოდეს ა ხო კიდე ვუყვარვარ -ვაიმე მაგაზე ვოცნებობ გოგოო რომ ვუყვარდე ისეთს როგორიც იოანეა და მიყვარდეს ისეთი როგორიც იოანეააა ...აუუუ როგორი საყვარლები ხართ ერთად ვერ არმოიდგენ აი პროსტა შორიდან რომ უყურებდე საკუთარ თავს გეფიცები დაიშოკებოდი. ხოდა ახლა როგორ შეიძლება ასე რომ იყო იფიქრე იმაზე როგორ უყვარხარ შენს მომავალ ქმარს და გააკეთე ყველაფერი რომ შენზე უარესად გაგიჟდეს. გონება დაკარგოს ...ისე გონდაკარგულიც რა საყვარელი იქნება თავისი მწვანე თვალებით -მწვანე თვალები რომ აქვს იცი? -გოგო რომ დავინახე ეგრევე თვალები შემეჩეხა, ხომ სასწაულია მაგრამ რაღაცნაირი მწვანე თვალები აქ აიი ისეთი მწვანე რო ბუნებაში არაა ისეთი აღიარე რომ შენც მაგ თვალებმა დაგატყვევეს. -ხოო ...ზუსტად მწვანე ,მწვანე თვალებმა - თითები არეულ თმაში შეიცურა და მიხვდა რომ მზერა ებინდებოდა. დივანზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა- წყალი მომიტანე გთხოვ -კარგად ხარ? ახლავე ... - წყალი მიაწოდა. მერე თავთან ჩამოუჯდა და პულსი გაუზომა- ბოლოს როდის ჭამე ? გული გიცემს საერთოდ? -გუშინ დილას -ვაიმეე თავს იკლავ? როგორ შეიძლება . ახლავე მოგიმზადებ რამეს ...ამ წამსვე შენ არ გაინძრე იწექი სალომემ სულ ძალით აჭამა.მერე გამაყუჩებელი დალევინა თავისტკივილს რომ გადაევლო და ბოლოს ოთახიც დაულაგა. შემდეგ კი წვეულებაზე წასასვლელად უნდა მომზადებულიყო ამიტომ დატოვა ანასტასია და წავიდა. ანასტასია სახლიდან გასვლას არ აპირებდა ,ბოლო წუთამდე ფიქრობდა რომ ქორწილს ჩაშლიდა,შემდეგ გონება ისევ აერია და მომზადება დაიწყო. ისე გამოცხადდა წვეულებაზე თითქოს ბედნიერებისგან ბრწყინავდა. დალია, იცეკვა, მეგორებთან ,კოლეგებთან ერთად ერთობოდა. უამრავი ფოტო გამოაქვეყნა . კესო და ნატა რომ დაინახა მაშინვე მიხვდა ვისი დამსახურებითაც იყვნენ იქ . -მეორედ უდნა დავქორწინდე გიგიზე ... აშკარად არ იყო ჩემი წვეულება ასეთი კარგი -სალომეს გათხოვებ ორგანიზებისთვის -მეორედაც რომ გიგის მიყვება ე.ი ამ ორ თვეში კარგად იქცეოდა -ნატაა შენი წვეულება როგორი იყო? -ჩემი წვეულება არ ყოფილა საერთოდ...ახლა დავფიქრდები ქორწინებიდან 7 წლისთავზე გავაკეთო -შვიდი? შვიდი წელია ერთად ხართ? -ხოო უკვე აუტანელია... მეორედ უნდა დავქორწინდე -რას ამბობ- კესომ მაშინვე სერიოზულად მიიღ და ლამის გონება დაკარგა ნერვიულობისგან -ვახო შენზე გიჟდება -ვაიმე ეს გოგო მაგიჟებს, ასეთი საყავრლეი როგორ ხარ . ხუმრობს ...ხუმროობს -გული გამისკდა...კარგი რა ნატა . -არა ვახოს გავეყარო დ აკიდე დავქორწინდე? გამორიცხულია... ჩემ ბავშვსაც ვინმე თუ წაიყვანთ ცოტა ხნით კარგი იქნება. თორემ უკვე სახლსი კედელი აღარაა მრთელი, დიდი ხანია არ მიძინია და საერთოდ ქმარი მინდა გვერდით მყავდეს მხოლოდ მე და არა ბავშვით ხელში -სასოწარკვეთილი დიასახლისი -ამ დროს ბიჭები რას აკეთებენ ღმერთმა უწყის... იმედია ნიკამ ბევრი შიშველი გოგო არ მიუყვანა იოანეს -შენ იოანეზე ფიქრობ კესო თუ გიგიზე... -გიგი რა შუაშია -იოანე ყველას ხომ ვერ მიხედავს...ზოგადად ბიჭებიც ერთობიან ამ დროს და კარგად ასრულებენ მეგობრის ბოლო თავისუფალ დღეს -ახლავე უნდა დავურეკო ... მოვკლავ - მაშინვე მობილური აიღო და გაიქცა. ნატა ტაისას უყურებდა ამდენი ხნის განმავლობაში და არც დაუმალავს ემოცია -რატომ უთხარი ეს ,ხომ იცოდი რომ იეჭვიანებდა -არა არ ვიცოდი ,უბრალოდ ვეხუმრე იმედია არ იკამათებენ ხო? იქნებ მართლა რამე ცუდს აკეთებენ იქ ბიჭები მათ შორის ვახოც, რომელიც აშკარად დაღლილია ოჯახური „სითბოთი“ . ხო და კიდევ რა მინდოდა მეთქვა, იოანეს უთხარი რომ ჭკვიანად ვარ და თავადაც კარგად მოიქცეს. არ ვიცი რამდენად კარგად იქცეოდა,მაგრამ ბიჭებთან ერთად რომ იყო და ისე ატარებდა დროს თიტქოს ჩვეულებრივი რიგითი საღამო ჰქონდა კლუბში ეს ფაქტი იყო. ერთადერთი რაც შენიშნა და არ მოეწონა ის იყო რომ რამდენიმე ძაან სვეცკმა ტიპმა აშკარად იცნო. გიგი მთელი სარამო აკვირდებოდა ცვლილებას ელოდა მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. ერთი შეხედვით ნორმალურად გამოიყურებოდა, ნიკას და ავხოსაც კი არ გასჩენიათ კითხვები იმ ღამით. -აბაა სიძევ თქვენც უარს იტყვით ამაღამ გართობაზე ამ ორივით თუუუ ბოლოჯერ გაიგულავებ -მოკვლას მიპირებ თუ რა ბოლოზე მელაპარაკები -ანუ ? -მე რომ ამ ორს არ ვგავარ რით ვერ გაიგე ნიკუშ? -კაიი? -ბოდავს ახლა , მერე გაუგებს ცოლს გემოს და იქნებ ჩვენზე უარესიც დაემართოს - ვახომ კი იხუმრა ,მაგრამ იოანეს გამომეტყველება შეეცვალა ისე მოხვდა მისი სიტყვები გულზე . ჭიქა აიღო და სასმელი მოსვა -მე გავალ ცოტა ხნით და დავბრუნდები -სად მიდიხარ... -ჰაერზე გავალ რაღაც ტავი ამტკივდა... მალე მოვალ რა იყოთ -კესო და ნატა წვეულებაზე მისულან- ვახომ ეს რომ თქვა წამსვე გამოფხიზლდა გიგი -სად წვეულებაზე...ანასტასიასთან? -ხო აბა სად ... კარგია რომ მივიდნენ ჩვენი ცოლები უბრალო ნაცნობებივით ხო არ იქნებიან ტო -იოანე...-მიბრუნდა ,მაგრამ ბატონი იქ აღარ იდგა. გაბრაზდა, მიხვდა რომ მან გააკეთა ყველაფერი . რამდენიმე წუთს ითმინა და ბოლოს გარეთ გავიდა. იოანე როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ წავიდა- კესო რატო გაუშვი იქ -მე ნატას ვუთხარი , არ ვიცოდი კესოც თუ წავიდოდა -და ნატას რა უთხარი -სალომესგან ყველაფერია მოსალოდნელი და იმედია ქორწილამდე საცოლეს არ შემიცდენენ-თქო და ჩემი ჭკვიანი რძალი მიხვდა რაც უნდა გაკეთებინა. რა ჩემი ბრალია თუ კესოც წაჰყვა? გრძნობს გოგო კავშირს ანასტასიასთან ბოლო-ბოლო ორივეს უყვარხარ - ჩაიცინა და სიგარეტი ისევ ტუჩებშორის მოიქცია -საერთოდ არ მეხუმრება, არ მინდა ანასტასიასთან რაიმე საერთო ჰქონდეს კესოს -არ გინდა,მაგრამ ფაქტია რომ საერთოდ ყავხარ მაგ ორს -იოანე ასე რატომ მელაპარაკები,რა გინდა ამ შენი ცინიზმით რომ მითხრა -შენთან ? შენთან არაფერი რა უნდა მინდოდეს . უთხარი კესოს ვინცაა ანასტასია და თავად ჩამოშორდება,მანამდე უბრალოდ ვერ აუხსნი შენს ცოლს რატომ არ უნდა იმეგობროს ჩემს ცოლთან .რატომ არ ეუბნები, თქვენ ხო არაფერი გქონიათ შენ საერთოდ რა შუაში ხარ რისი გეშინია -კესოს უკონტროლო ხასიათი აქვს და კაცმა არ იცის რა რეაქცია ექნება,ახლა ვერ ვეტყვი ყველაფერს.შეიძლება რამე სიგიჟე ჩაიდინოს -კესომ რა უნდა ჩაიდინოს ისეთი ტაისა რომ გამიგიჟოს- გაიცინა და სიგარეტი მოისროლა- მერე უფრო გაბრაზდება, თორემ ჩემთვის სულ ერთია . რაც უფრო ცოტას ეცოდინება უფრო მშვიდად ვიქნები -ბიჭებს არაფერს ეტყვი? -ქორწილის შემდეგ , ახლა რომ ვუთხრა ვახო სადმე გამომკეტავს -რატომ გაუშვი ნატა მაინც ვერ ვხვდები,რა უნდა გაეკეთებინა ანასტასიას იქ ისეთი -ერთაერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა რომ არასდროს მიღალატებს,შენს გარდა ზედაც არავის შეხედავს. უბრალოდ მაინტერესებდა იქ მივიდოდა თუ არა. რადგან ნატამ არ დარეკა, ე.ი იქაა და ერთობა .შესაბამისად ზუსტად ის ხდება რასაც ველოდი, ანასტასია ანჯაფარიძე მოწოდების სიმაღლეზეა და თამაშს აგრძელებს -განგებ მიწვევ თუ რა გინდა, ყოველ წამს უნდა შემახსენო ეს ამბავი თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ -არ ვიცი როგორ ვიცხოვრებთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს ჩემო ძმაო. ახლა მოთმინება გმართებს მხოლოდ, უნდა გამიძლო სხვა გზა არ არის - მხარზე ხელი დაჰკრა და შენობისკენ დაიძრა- არ მოდიხარ? -ამ ღამესაც უნდა გაილეშო? -ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო, ქორწილში ხომ არ დავიგვიანებ. ნეტავ ჩემი სიდედრ-სიმამრი ჩამოფრინდნენ? -ძალიან გინდა გაცნობა? -ხო აბა როგორ... ისე ვღელავ არ დამიწუნონ რომ ფეხები მიკანკალებს- გადაიხარხარა და ბრბოს შეერია. პირველად ხდებოდა როდესაც გიგი იყო სერიოზული, არ იცინოდა , არ ლაპარაკობდა ,იოანე კი სრულიად სხვა ამპლუაში მოექცა. ანასტასიას მშობლები ნამდვილად საქართველოში იყვნენ, იმ ღამით ქალიშვილი არ შეაწუხეს იცოდნენ სადაც იყო და პირდაპირ თავიანთ სახლებში წავიდნენ,რათა ძალები აღედგინათ და ქორწილში ისე გამოცხადებულიყვნენ. როგორი მხიარულიც არ უნდა იყო მეგობრების გარემოცვაში ,ბოლოს მაინც მარტო რჩები საკუთარ თავთან, საიდუმლოებთან და ფიქრებთან ერთად. ბინაში რომ შევიდა პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა, გათენებას ცოტა აკლდა ამიტომ დაძინება არჩია. როგორღაც მოახერხა და გონებას დასვენების საშუალება მისცა. ამ დროს ანასტასია მანეკენის სხეულზე მორგებულ თეთრ კაბას უყურებდა, კაბას რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ თავად უნდა მოერგო. ხელი რომ შეახო ნაჭერს გაიაზრა რომ სწორედ მისი საოცნებო კაბა ჰქონდა ხელთ,კაბა რომლითაც გიგის უნდა გაჰყოლოდა. ახლა კი ამ კაბით შევიდოდა ჯოჯოხეთში, საკუთარ თავს სჯიდა მესხთან ქორწინებით. იცოდა ეს და უკან არ იხევდა. შეიძლება ტკივილის განცდა სურდა, გიგისთან სიახლოვე რომელიც უფრო დააშორებდა მისგან. იოანე ,იოანე მესხი რომელიც მოსვენებას არ მისცემდა და ყოველ შანსს გამოიყენებდა მის გასანადგურებლად. მოკლედ ყველაფერი მზად იყო წამებისთვის. გაშიშვლდა, საწოლისკენ დაიძრა.ყოველი ნაბიჯის გადადგმა უფრო და უფრო უჭირდა. შეჩერდა, არ უნდოდა იმ კადრებში ჩაძირულიყო რომელსაც იმ წამს ხედავა, მაგრამ ისინი ისე ითრევდნენ როგორც ჭაობი. დაწვა,თვალები დახუჭა და გაირინდა. ირგვლივ შემოეხვივნენ მოგონებები, ისევ გრძნობა იოანეს სურნელს, მის სუნთქვას და მზერას .თვალებს ხედავდა , ჭაობისფერს . ეშინოდა მეორე დღის, ეშინოდა ჭაობში ჩაძირვის . გაირინდა, დაელოდა ხსნას უბრალოდ შეჩერდა რომ უფრო ღრმად არ ჩაეთრია მწვანედ შეფერილ სითხეს. .......... ოჯახისწევრების გარემოცვაში იყო პატარძალი, მათთან ყოფნისას ბედნიერება თავისთავად ეხვეოდა გარს , უბრალოდ მშვიდად იყო . უყურებდა და-ძმას , ემილიანას გაბრწყინებულ თვალებს და უხაროდა. -ძალიან ლამაზი ხარ, ულამაზესი. ძალიან მინდა იოანეს გაცნობა, დაიგვიანებს? -არა , მალე მოვლენ . შენ ხარ ულამაზესი იცი? -მართლა? ამ კაბას დიდხანს ვარჩევდი -კაბა არაფერ შუაშია პატარავ, ლამაზი შენ ხარ. თუმცა კაბა როგორც ყოველთვის შესანიშნავად შეგირჩევია - ვის ვატან ჩემს ლამაზ დაიკოს როდის უნდა გავიგო? ფოტოები ვიცი მხოლოდ - მაქსიც მივიდა და ლოყაზე აკოცა -ყველას სიძე აინტერესებს, მე არავის ვახსოვარ -აწუწუნდა ,აწუწუნდა... თვალს საათისკენ აპარებდა, იოანესგან არაფერი ისმოდა. ისიც კი იფიქრა რომ თავად არ მივიდოდა. ყველა გაიგებდა რომ ანასტასია ანჯაფარიძე ქორწილის დღეს მიატოვეს. ყველაფერს ფიქრობდა , მარტო იდგა ოთახში და დამშვიდებას ცდილობდა. მობილურს უყურებდა ,მაგრამ ის ისევ დუმდა. შემდეგ უცებ ამღერდა , გული აუჩქარდა სანამ ეკრანს შეხედა. ნიკოლოზი ურეკავდა -გისმენ -რძალოო მოვდივართ და არ დაიწყო ახლა პატარძლები იგვიანებენ და ეგეთები, მესხს ლოდინი მაგრად არ უყვარს და იცოდე გაიქცევა -მზად ვარ , გელოდებით და უთხარი რომ ...მზად ვარ ყველაფრისთვის -გადავცემ ... მოვქრივართ ნიკოლოზმა მობილური გამორთო და სიძეს გახედა -ვერ გავიგე ამდენ ხანს რას ვუცდით, დედოფალიც კი მზადაა ტო -რაო რა გითხრა? -მზად ვარ ყველაფრისთვისო... -მაშ, წასვლის დროა ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადგა, პიჯაკი გაისწორა და სახლიდან პირველი გავიდა. შეკრებილ სტუმრებს შორის გიგი რომ ვერ დაინახა არ გაჰკვირვებია,მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ბოლოს მივიდოდა. მშვიდად აგრძელებდა გზას ,იღებდა მილოცვებს,იცნობდა საცოლის ნათესავებს და ბოლოს ყველაფერი გაქრა. უბრალოდ გულმა ყველაფერი დაჩრდილა, უყურებდა საყვარელ ქალს და სხვა არაფერი ადარდებდა . ტაისა იყო მის წინ , უმშვენიერესი ტაისა თავისი დიდი თაფლისფერი თვალებით , მომხიბვლელი ღიმილით ულამაზეს კაბაში .თეთრ კაბაში გამოწყობილი ტაისა მისი ცოლი უნდა გამხდარიყო და სხვას არაფერის ჰქონდა აზრი. მხოლოდ მისი სხეულის თრთოლვას ამჩნევდა , მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა . მიუახლოვდა , თვალებში ჩახედა ხელი წელზე მოხვია მის მოშიშვლებულ ზურგს შეახო თითები და შემდეგ წითლად შეღებილ ტუჩებს დაეკონა. ისევ შეეხო ქალის გაყინული თითები სახეზე და ყელზე. მალევე მოშორდა მხოლოდ იმიტომ რომ იქ მყოფი ხალხის არსებობა გაახსენდა. -მზად ხარ ? -შენ? -აიი გიგიც მოსულა , ცოტა შეაგვიანდა - ბიჭი როგორც კი დაინახა მაშინვე გაიცინა და ტაისას გახედა - აი ახლა მოგვილოცავს,თუ გინდა დიდხანს ჩაეხუტე -მე მაწამებ თუ საკუთარ თავს -გაიღიმა, ხელი მოხვია და თავი მხარზე დაადო- გაუღიმე კამერას ,წლების შემდეგ ხომ უნდა გავიხსენოთ ეს დღე -რა თქმა უნდა ,ძირფასო ტაისა გიგი მიუახლოვდათ , კესოც მის გვერდით იყო. როგორც ყოვლთვის სახე უბრწყინავდა , ლამაზი მოკლე კაბა ეცვა და პატარა გოგოს ჰგავდა. ანასტასიას კომპლიმენტი უთხრა და იოანეს ჩაეხუტა. - კესო მანქანაში ჩაჯექი და მეც მოვალ - გიგიმ ქალბატონი როგორც კი გაუშვა მაშინვე მოიშორა ღიმილი და ტაისას გახედა-ვიცი ახლა აქ რატომ ხარ, დარწმუნებული ხარ რომ იოანეს გრძნობებით თამაშს მაინც შეძლებ, მაგრამ იცოდე რომ განანებ თუ -ახლა ცოლს შემიშინებ და გამექცევა, როგორ იქცევი დოლიძე? წავედით ჩვენ. არ მიყვარს გაწელილი ცერემონიები- გიგი გააჩუმა და მანქანისკენ წაიყვანა ანასტასია - შენ არ ინერვიულო გიგი შემწყნარებელია,შეგიძლია ცუდი გოგო იყო სულ - ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა. სიტყვა არ უთქვამს ანასტასიას. მხოლოდ მეჯვარეები საუბრობდნენ და იოანეც ერთვებოდა ხოლმე. იცინოდა , ტაისას თითებს კოცნიდა და უფრო მეტად აგიჟებდა ქალს. ცერემონია რომ დაიწყო არ გვინდა მთელი ტექსტი პირდაპირ კითხვაზე გადავიდეთო , ყველაა გააკვირვა, ტაისას ჩაეცინა მხოლოდ . აი ასე მარტივი კითხვით დასრულდა ყველაფერი ერთი თანხმობა და ხელმოწერა. შემდეგ ცოტა იპოზიორეს, მილოცვები მიიღეს და რესტორნისკენ დაიძრნენ. -მეუღლევ ჩემო ისეთ განწყობაზე ხართ ჯეკპოტი მოიგეთ ვგონებ -შენ ყველა ჯეკპოტს სჯობიხარ- გაუღიმა და ლოყაზე აკოცა- ამ ღამით სად დავრჩებით? -სიურპრიზია -მართლაა? რა საინტერესოა ვგიჟები სიურპრიზებზე -ხოდა მეც გაგანებივრებ არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ლამაზი ქორწილი იყო. სტუმრებისთვის მომხიბვლელი, ნეფე-დედოფლისთვის კი კარგი გასართობი. იცეკვეს, დალიეს, გაერთნენ. არაფერზე უთქვამთ უარი, ყველა დაარწმუნეს რომ სიგიჟემდე შეყვარებული წყვილი იყო მათ წინ. მშობლებიც გაახარეს,სიძეც მეწონათ ემილიანას და მაქსიმეს. სხვა რა იყო საჭირო, არც არაფერი. -დედოფლის და რა ბავშვიააა ეე . გამაცანი გოგო ნრომალურად ეს ბავშვი -ნიკოლოოზ რას ცქმუტავ? წამო მეცეკვე რას ჩამომიჯექი აქ -სალომე ქალი ხარ შენ თუ მანქანა, რით ვერ დაიღალე გოგო. ამ ქუსლიანებით დაიბადე? ან თმა ჩამოგეშალოს ან რა ვიცი რამე ასეთი შეკრული როგორ ხარ . ჯერ დაიდორბლნენ ბიჭები და მომაყრიან მალე მე ნერწყვს -აუუ ვისზე ამბობ ნიკუუუშ? -ამ წამსამებს რომ აფახუნებ ქუთუთოები არ გტკივა? -იდიოტო ... რა არანორმალური ხარ ნუუუ -მეც მომაწებე ერთი -ხელი გაწიე ბიჭო არ მომაძრო,მეტკინება -რომ გაჩერდეთ არა? წავედით ტიკტიკებდით მოვედით ტიკტიკებთ -ისევ წადით მერე რას ჩამომიჯექოთ მეორეთ ხო არ დაქორწინდებით -აკრძალა ვინმემ? -აუ პროსტა რა უმადური დაქალი გყავს რაა .... გავგიჟდი ნუუუ- უცებ სალომეს ტონალობით დაიწყო ლაპარაკი და ტუჩები დაბრიცა -ახლა მოვკლავ... -წამო ვიცეკვოთ, იცოდე ვინმე რო მოვიდეს და მითხრას დამითმეო ეგრევე გაგიშვებ -მაშინ არ მინდაა...თუ მომეწონება კი -როგორ გავიგო ახლა შენ ვინ მოგწონს -განიშნებ -ოოკ - წამოდგა და კურტუმოს ქნევით დაიძრა მოცეკვავეებისკენ. -კიდევ კარგი ჩვეულებრივი წყვილი არ ვართ თორემ ესენი რომ ბავშვს მონათლავენ წარმოიდგინე ის ბავშვი რა არანორმალური იქნებ- სიცილით უყურებდა წყვილს იოანე და თან სასმელს მიირთმევდა. პასუხი რომ ვერ მიიღო მერე გახედა ცოლს , შემდეგ მისი მზერის ობიექტს. რა თქმა უნდა გიგის უყურებდა, რომელიც კესოს ეხვეოდა და ყელში კოცნიდა. ისიც იცინოდა და აშკარად გაჩერებას სთხოვდა. ცეკვავდნენ, გიგი არაჩვეულებრივი მოცეკვავე იყო კესოც ჰყვებოდა და ერთად საოცარ წყვილს ქმნიდნენ. -ასე ნუ მიყურებ, ყველა მათ უყურებს და მეც რომ შევხედო რა დაშავდება -უყურე , მაგ ტკბობის გამო გაქვს ეს ბეჭდი თითზე და დატკბი - მისი ხელი მოიშორა და არათითზე წამოცმულ ბეჭედს დახედა .მერე მოიხსნა და ხელისგულზე დაიდო -ამის ტარებას არ ვაპირებ, შეგიძლია შენც მოიხსნა რომ წავალთ. -რატომ იშორებ ისევ უცოლოს სტატუსი რომ ატარო? ისე ნუ იზამ სხეულის რომელიმე ნაწილი რომ დაკარგო -მისკენ დაიხარა, მკლავზე მოხვია ხელები და ყბაზე აკოცა, მერე ყელში-ან ჩემთან სექს*ე იტყვი უარს ან ყველა სხვა ქალზე ჩემს გარდა. არჩევანი შენზეა -რამდენი ჭიქა დალიე და რა , მეც მინდა წარმოვიდგინო სისულელეები -უკაცრავად? -როცა მომინდება და ვისთანაც მომინდება იმასთან დავწვები, შენ შეგიძლია ფიქრებში მიღალატო თავი დაჩაგრულად რომ არ იგრძნო- თვალი ჩაუკრა და ისევ თავის ჭიქას მიუბრუნდა. -გასაგებია, ამაღამ სასტუმრო ოთახში დაიძინებ. მიყვარს თავისუფლად ძილი და მიხარია რომ საწოლის ნახევრის დათმობა არ მომიხდება -პრობლემა არაა...სექ*ს შემდეგ მაინც არასდროს ვეხვეოდი ქალებს , ადგები და გადახვალ სხვა ოთახში. მე ჩემი საძინებლის საწოლი მომწონს -სახლში რომ მივალთ შემდეგ გავარკვევთ ვინ სად დაიძინებს დაძინებამდე რას გააკეთებს და სად წავა შემდეგ - კბილებშორის გამოსცრა და მათკენ მიმავალ მეჯვარეებს გახედა -ეს გოგო ვიღაცას მაცემინებს და ქორწილებში ჩხუბზე რა აზრის ხარ რძალო? -რა ხდება? -არაფერი არ მინდოდა იმ ბიჭთან ცეკვა ამან კიდე დამტოვა და წავიდა -ვისთან დატოვე- იოანემ გახედა და წარბები შეკრა -ლეუშასთან - ახარხარდა და მერე იოანეს თვალი ჩაუკრა -ლეუშა ანუ ლევან მამრიკიშვილი? ჩვენს ქორწილშია ?- ჯერ სალომეს გადახედა გაბუსხული რომ იჯდა და მერე ქმარს - რა უნდა მაგ არსებას ჩვენს ქორწილში მეუღლევ? -აიი ეს მომწოოონს ქორწინებიდან რამდენიმე საათში გიჭედავს ცოლი. ეეე ძმაკაცებზე დრესკოტს დააწესებ ახლა თუ რა ხდება? -ჩემი მეგობარია -შენგან არ ველოდი სიძე, ასეთი ველური მეგობარი როგორ გყავს. პრიმატია ნამდვილი -ვისზე ამბობ ტო ლეუშაზე? შანსი არაა ეგეთი ნაზი ბიჭი მეორე? არ დადის . თუ იმ პონტში ღადაობ გეი რომ არის ...კაი? ჰომოფობი ხარ სალომე? - ნიკუშამ რომ დაიწყო იოანე სალომეს უყურებდა მერე უცებ მიუბრუნდა ბიჭს მარა სალომემ ისე წამოიკივლა ლამის ჩააკვდა ხელში ტაისას -ღმერთოოო მიშველეე...ტასოოო ცუდად ვარ -სალომე... სალომე შემომხედე გოგო ხუმრობს -ხუმრობ? - უცებ წამოყო თავი და ბიჭს ისევ სერიოზული გამომეტყველება რომ ჰქონდა თვალები დაეხუჭა-ახლა მოვკვდები, შენს ქორწილში ? არაა შანსია რაა ხვალ ხვალ მოვკვდები -გეყოფა, წამომყევი - ხელი ჩაავლო და იქედან წაიყვანა. მერე ახარხარდა ნიკუშა ისე რო სიმრერის ხმაც გადაფარა -ვააახ ცუდად ვარ -ავადმყოფი ხარ -რა ახარხარებს ამას გაგიჟდა? - გიგი დაადგა და წარბები შეკრა- რა ჭირს -სალომეს ვუთხარი ლეუშას ბიჭები ევასება-თქო და გოგო კინაღამ შეწუხდა -ვააიმეეე რა არანორმალური ხარ- გიგიც აყვა სიცილში და ბოლოს სამ ხმაში იცინოდნენ -გეყოფათ , არასერიოზული ხალხი ნუ ხართ . ლეომ რო გაიგოს გაგიჟდება -მომკლავს,იმენა ყელს გამომჭრის.აუ ახლა როგორ დავაჯახო ეგ ორი ერთ სიტუაციაში რო ვუყურო სალომეს წიკებს -გეუბნები მოგკლავს-თქო -მზად ვარ, ხო იცი მე გართობისთვის ყველაფერს გავაკეთებ მარა შენი ცოლი მეჯვარეს კარგავს მგონი იმდენ ხანს დაიგვიანეს -მისი ცოლი მეჯვარეს კარგავს,მე ცოლი დავკარგე. სულ აურია ამ ბოლო დროს - გიგიმ დარბაზს მოავლო მზერა და თავი მოიქექა- შენ ხო არ დაგინახავს ვახუშტა? -ვინ -კესო -ნატასთან ერთად გავიდა სუფთა ჰაერზე ... რა გაცინებდათ -აუ მერე მოგიყვები . ბავშვი სად წაიყვანე ტო -დედაჩემს გავატანე, ეძინებოდა -ეე ასე მალე რატო აძინებთ ბავშვს რა უბედურებაა -ორი წლის ბავშვი რომელზე დავაძუნო აბა გენიოსო -რა ვიცი პირველზე ორზე მარა მერე როდის მიუგორდები გვერდით ცოლს,გაფუჭებული კაცი ეს -მოკლედ რო დაიწყებს ვეღარ გააჩუმებ -აცადე აჟიტირებულია... სალომე და ანასტასია რომ დაბრუნდნენ ბიჭები ისევ ერთად იყვნენ. სალომე ვახომ წაიყვანა საცეკვაოდ, იფიქრა ხასიათს გამოვუკეთებო. მერე ნიკუშამ ტასოს დაავლო ხელი და დარჩნენ მარტო გიგი და იოანე -არ გახედავ კესოს? -ნატასთან ერთადაა -რა გჭირს შენ ამ ბოლო დროს ჩემზე უფრო ზრუნავ ვიდრე კესოზე -ისიც ეჭვიანობს, დავიღალე ცოტა -შენ ჩემი ცხოვრების დალაგებას თუ ელოდები და მერე დაისვენებ ცუდად ყოფილა შენი საქმე ბატონო ჩემო -რამდენს სვამ -კარგი ღვინოა ... რა იყო როგორ მიყურებ შენ ხო არ ხარ პატარძალი -სახლში მიდიხართ თუ სადმე მიგყავს -მიმყავს ხო სანთლის შუქი, ვარდის ფურცლები, მარწყვი და შამპანიური კიდე ბუშტებს გავუშვებ ოთახში- კიდევ რამდენიმე ყლუპი ღვინო დალია და მერე ცოლთან მოცეკვავე ტიპს დააკვირდა- ის სად გაქრა ,მოვკლავ - უცებ დაეჭიმა სხეული რომ გაახსენდა ბიჭის ვინაობა. წამოიწია,მაგრამ ისევ დაბრუნდა -რა ხდება -იმას იცნობ? -ვინ იმას -ჩემს ცოლს ვინც ეცეკვება იმას -ეჭვიანობ? ცეკვავენ უბრალოდ -მე მაგას შენს სიყვარულს რომ ვპატიობ იმას კი არ ნიშნავს ყელზე ჩამოეკიდოს ვიღაც ს*რებს -მაშინ მიდი და თავად ეცეკვე...რა პრობლემაა ვერ ვხვდები -ვერც გაიგებ! წავიდა, მაგრამ არა ანასტასიასთან.აივანზე გავიდა და მოწევა დაიწყო. უკვე ვარსკვლავები იყო ცაზე, გრილი სიო უბერავდა სასიამოვნოდ ედებოდა ახურებულ კანზე. დარბაზში შეიხედა, მინიდან კარგად ჩანდა ყველაფერი. ისიც დაინახა როგორ დაიხარა ბიჭი ანასტასიასკენ ,იმდენად ახლოს იყო გეგონებოდათ კოცნას აპირებსო. მერე რაღაც უთხრა ტასომ და წამსვე მოშორდა. მაგიდისკენ გაიხედა იქ სადაც წესით მესხი უნდა ყოფილიყო ,მერე კი მშობლებისკენ დაიძრა. მამას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. იღიმოდა, სულ სხვანაირი იყო იმ დროს. მაქსიმეს თმები აურია და ბოლოს ძმასთან ერთად დაიწყო ვალსის ცეკვა. თავი მხარზე დაადო და ისე აჰყვა მელოდიას. იმ წამს თითქოს ძალიან სუსტი იყო, ძმის მკლავებში ჰპოვა შვება. დამშვიდდა და ცოტა ხნით შეისვენა. იოანე ყველაფერს უყურებდა და გრძნობდა, ეს ყველაფერი კი საკმარისი იყო მისთვის. მალევე მიუახლოვდა მოცეკვავე წყვილს, ბიჭს ანიშნა და თავად მოხვია ხელები ცოლს. სხეულზე აიკრა და ყელში აკოცა -მშვიდად ყოფნა ასეთი მარტივი ვერ იქნება შენთვის -როდის დაიღლები ამ ბავშვური თამაშით -უკვე მოგბეზრდა? დილას ყველაფრისთვის მზად იყავი -იცი შენ რატომ აგირჩიე? ვიცოდი რომ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მომცემდი, არ მოვდუნდებოდი რაც სიცოცხლეს გამაგრძელებინებდა. როდესაც თავდაცვისთვის ემზადები საკუთარი თავის დაშავებაზე აღარ ფიქრობ -ე.ი ყველაფერი კარგადაა... ორივე ვიღებთ ჩვენსას .რატომ გაიცინე -ნუ გეშინია თავს არაფერს დავუშავებ , არავინ ღირს ამად მითუმეტეს ის იდიოტი -საიდან დაასკვენი რომ მეშინია ... -სუნთქვა შეგეკრა რომ ვთქვი აღარ ვფიქრობ თავის დაშავებაზე-თქო - თითები ლოყაზე ჩამოუსვა და მერე აკოცა- მე ისე არ მიყვარს გიგი როგორც შენ გიყვარვარ,იცი ეს? - თავი მის ყელში ჩამალა და ისე ამოიჩურჩულა-იცი? -რა ის რომ ყველაზე დიდი იდიოტი ვარ ასე არანორმალურად რომ მიყვარხარ? ვიცი , გმადლობ რომ შემახსენე -არაფრის, სულ შეგახსენებ -არაა საჭირო,არ შეწუხდე -როგორ გეკადრება სიმღერა რომ დასრულდა მშობლების მაგიდასთან ერთად მივიდნენ. როგორც აღმოჩნდა ერთმანეთს კარგად გაუგეს. ყველა ერთად საუბრობდა ,რა თქმა უნდა მოცეკვავე წყვილს უყურებდნენ და გეგმებს აწყობდნენ -რა ხდება დედა? -თქვენზე ვსაუბრობდით..მე და ლიაკო ვამბობდით რომ ულამაზესი ბავშვები გეყოლებათ -მართალია ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ,მაგრამ მეც არ ვიტყოდი უარს შვილიშვილზე -რა სამწუხაროა, იმედები უნდა გაგიცრუოთ ქალბატონებო. ბავშვები არ გვეყოლება- ეს რომ თქვა ანასტასიამ მაშინვე ახედა და მკლავზე მოუჭირა თითები -რას ამბობ- ჩუმად ტუჩების მოძრაობით უთხრა და გაოცებულ მშობლებს გადახედა -როგორ არ გეყოლებათ ,რას ნიშნავს -მე და ტაისა ასე შევთანხმდით, თვლის რომ კარგი დედა ვერ იქნება. სულ გადარბენაზე უნდა იყოს, მე კი ტაისას სურვილს პატივს ვცემ ასე რომ ძალიან გთხოვთ ჩვეული კითხვებით ნუ მოგვმართავთ ტაისა გაქვავდა, მეგი ისე უყურებდა ალბათ სიტუაცია რომ არა იქვე მოკლავდა ჩემს შვილს მომავლის გარეშე როგორ ტოვებო. არ იცოდა რა გაეკეთებინა, უბრალოდ აჰყვა თამაშში. როგორც იქნა მოშორდნენ მაგიდას და მარტო დასხდნენ -რას ნიშნავდა ... -არ მითხრა რომ გინდა ქორწინების წლის თავზე მინიმუმ ფეხმძიმედ იყო მაქსიმუმ ბავში გვყავდეს -და იქნებ მინდა, როგორ უთხარი იმათ რომ ჩემ გამო უშვილოდ რჩები. ახლა შენი მშობლები რას იფიქრებენ ჩემზე, გინდა რომ პრობლემა მქონდეს მათთან?საერთოდაც მე მინდა ბავშვები -მე არ მინდა შენგან შვილი, კიდევ კარგი რომ გვკითხეს თორემ რამხელა გაუგებრობაში ვიქნებოდით -როგორ...როგორ არ გინდა.ამას ახლა იმიტომ მეუბნები რომ -არ მინდა ჩემი შვილი დედას ეზიზღებოდეს, მხოლოდ იმიტომ რომ საყვარელი კაცისგან არ ჰყავს და მერე ეს ბავშვი ბიძიას ეძახდეს კაცს რომლისგანაც უნდოდა შვილი დედამისს . კარგად ვერ აგიხსენი ,მოკლედ რომ ვთქვათ არ მინდა შენგან შვილი მყავდეს -შენ ... -არაფერი მითხრა! იოანე ხატიასთან მივიდა და ხელი გაუწოდა.ისიც მაშინვე წამოდგა და ხელი ჩაკიდა. სხვა წყვილებთან ერთად ცეკვავდა და-ძმა. ხატია უყურებდა და ეშმაკურად იღიმოდა -რა ხდება რას ფიქრობ ,რა აზრები გიტრიალებს თავში -შენი ცოლი ულამაზესია ... რომ დავინახე მეც მომინდა გათხოვება ,მაგრამ ყველას მასსავით არ უმართლებს და შენნაირ კაცს ვერ მიყვება -მულივით იქცევი -მიხდება ხომ? გმადლობ შენ ამ გამოწვევისთვის.ასე მგონია რომ ახალ ცხოვრება დავიწყე , მაგრამ მამიდის ამპლუასაც მშვენივრად მოვირგებდი. -არ გინდა -როგორ არ მინდა, შენ ამბობ რომ ბავშვები არ გეყოლებათ იმიტომ რომ შენი ცოლი კარგი დედა ვერ იქნება. იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...რა ჯანდაბა ხდება შენს თავს იოანე -იმდენი ხანია მარტო ხარ რომ უკვე მოჩვენებები გაწუხებს? -არ გაბედო ... -როდის გამაცნობ იმ ბიჭს -რა...შენ -სჯობს შენს ცხოვრებას მიხედო, კარგად დაფიქრდე სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებ და ნუ მისცემ უფლებას ვინმეს გული გატკინოს -შენ ცოლს არ ვგავარ და იქეთ არ ვტკენ კაცებს გულს ... მომიტევე საყვარელი უნდა წავიდე დედა მეძახის რომელსაც სავარაუდოდ ამაღამ ინფარქტი მოუვა იმის გამო რომ მისი ერთადერთი ვაჟი არ აპირბს შვილების ყოლას... ანასტასიას თითქოს ის არ ეყოფოდა განწყობა რომ გაუფუჭდა და საერთოდ შეეცვალა ხასიათი. ქალბატონმა კესარიამ მიკროფონი აიღო,ყველას ყურადღება ითხოვა და მაგიდასთან მჯდომი მეუღლეც გაკვირვებაც გამოიწვია. -ბევრი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე რომ უფრო ორიგინალურს ვერაფერს მოვიფიქრებდი,ამიტომ ვსარგებლებ შემთხვევით ჩემს საყვარელ მეუღლეს სულ მცირე ინფორმაციას მივაწოდებ და შემდეგ ისევ განვაგრძოთ გართობა- იღიმოდა, გიგის უყურებდა. ბიჭი მისკენ დაიძრა აშკარად ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა . ანასტასია ადგილზე გაქვავდა,წყვილს უყურებდა და გულისცემა თანდათან უჩქარდებოდა. ცოტა ხანს სიტყვები აღარ ესმოდა მხოლოდ სამი სიტყვა ესმოდა“გიგი შვილი გვეყოლფება „ შემდეგ ოვაციები ,შეძახილები . ნიკუშას ყვირილი, იოანეს ხმა და კესო რომელსაც გიგი ტუჩებს უკოცნიდა. რამდენიმე წუთში ნიკუშას ხმა ისმოდა“ყველანი ვსვამთ პატარა დოლიძის სადღეგრძელოს. რომ გაიზრდება და უყურებს ამ ქორწილის ჩანაწერს მერე გვეტყვის მადლობას“ ფეხზე იდგა,წყვილთან ახლოს. ალბათ სიტყვა „გილოცავთ“ უკვე წარმოთქმული ჰქონდა. ტუჩები ერთმანთს დააშორა, ღიმილის ფორმა მისცა. საკითარი გულისცემა მანამ ფარავდა ყველა ხმას სანამ გაყინულ თითებზე მხურვალე თითების შეხება არ იგრძნო, ზურგს უკან არსებული სიცარიელე შეივსო და ერთი ხელი მუცელზე შემოეხვია. ტუჩები შიშველ მხარზე , შემდეგ ლოყაზე და ბოლოს ცხელი სუნთქვა რომელიც კანზე ეფრქვეოდა. თავი უკან გადასწია, მხარზე მიაბჯინა ქმარს. ხელი მუცელზე მოხვეულ ხელს დაადო ,თითები მის თითებში ახლართა და თვალები წამით დახუჭა. 4თავი ქორწილი გრძელდებოდა, ცეკვა სიმღერა ,სიცილი ,სადღეგრძელოები და საუბრები ნეფე-დედოფლის ირგვლივ. შემდეგ უბრალოდ ხელი ჩაკიდა იოანემ ტაისას და თანიანთ სახლში წაიყვანა მანქანა რომ გააჩერა და გადავიდა ტაისას კარი გაუღო. გადმოსვლაში დაეხმარა -ღამით უფრო მომწონს ეს სახლი, ეზო უფრო ლამაზი ჩანს -კიდევ ბევრი რამაა საჭირო,თუმცა ლამაზია მაინც -მოიცა -რა ხდება -კარგი რაა ასე უნდა შევიდეთ სახლში? - კართან გააჩერა იოანე და მკლავზე ჩამოეკიდა- აბა თუ მიხვდე და ხელში ამიყვანო -შენ იქ ვარდის ფურცლებსაც ხო არ ელოდები -ნწ, მარტო ხელში აყვანას ვითხოვ. ამიყვანე და გაკოცებ - გაიცინა და უფრო აეკრო სხეულზე. იოანემ ჩაიცინა ხელი ყეფაზე მიადო და ტუჩებზე დააცხრა.მერე უცებ მოსწყდა და ტუჩები გაილოკა -გაკოცე უკვე და ახლა რომ აგიყვანო? -ცუდი კაცი ხარ ...ცუდი -შენ კიდე მთვრალი ქალი - ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრა. მაშინვე აათამაშა ქალმა ფეხები, თავი უკან გადასწია და ხელი გაშალა -მთვრალი არ ვარ...ცილს ნუ მწამებ -როგორც შენ იტყვი -კიბეზე ცოტა ნელა უნდა ახვიდე, თორემ ვიფიქრებ რომ ჩემი გაშშვლება გეჩქარება და სხვა არაფრის გამო შემირთე ცოლად -ახლა შენს ოცნების პირველ ღამეს იხსენებ და გინდა დავამსგავსო? -აჰაამ -პირველი ღამე რომ აღარაა? -თეთრი კაბა მაცვია ,რომელიც უნდა მოვიშორო -მრთელი თუ -არ გაბედო და რამე არ დაუშაო...ეს კაბა სულ უნდა მქონდეს- როგორც კი დასვა კაცმა და ხელი წელზე შეუცურა მაშინვე გააფრთხილა და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო- ეს პერანგი გვჭირდება ? -ასე წარმოგედგინა პირველი ღამე? აუცილებლად უნდა შემომახიო პერანგი? -არ წარმომედგინა,მაგრამ ძნელი ყოფილა გახსნა და უფრო ძნელი მოთმენა მითუმეტეს როდესაც იცი რა დაგხვდება კაბის ბრეტელი ნელა მოაშორა მხარს, ორივე ერთად მისრიალებდნენ მკლავზე მოშიშვლებულ ზურგზე თითები ჩაასრიალა და ელვა გახსნა შემდეგ ხელი მოაშორა ნაჭერს და ისიც წამსვე დავარდა იატაკზე. ტაისამ სწორედ ამ დროს მოაშორა პერანგი და პირველმა აკოცა -მაინც რას აკეთებ ტაისა -ისე ცუდად გკოცნი რომ ვერ ხვდები რას ვაკეთებ? -გინდა ჩემი პირველი ღამის ეფექტი გადაფარო? ნწ არ გამოგივა -მაინც ვცდი ,რა იცი რა ხდება.იქნებ უკეთესადაც შეგიძლია მეც თუ დაგეხმარები - თითები შარვლისკენ ჩაასრიალა და ქამარი გაუხსნა. მერე საწოლისკენ დაიძრა და მომღიმარ მესხს ტუჩები დაუსაქმა- გეყოფა,თორემ წავალ -უკვე ვერსად წახვალ - თითები ლაჯებშორის შეუცურა და კოცნაც უფრო გააღრმავა. მაშინვე წასკდა კვნესა ანჯაფარიძეს. სხეულზე ტკიპასავით აეკრო მესხს და ალკოჰოლისგან გამოწვეული თრობა ვნებით ჩაანაცვლა. თითქოს ისევ პირველად ეხებოდა მესხის თითები, პირველად სწავლობდა მის სხეულს. სრულიად სხვა განცდა ჰქონდა, თითქოს თავად მართავდა სიტუაციას როდესაც მოულოდნელი არაფერი ხდებოდა. თუმცა სრულიად სხვა გრძნობა ჰქონდა, მხოლოდ ვნება ,ჟინი და სურვილი . რაღაც მეტის, ვერ კმაყოფილდებოდა. თითებს დაასრიალებდა მესხის განიერ მხრებზე, წელზე. კოცნიდა ყელში ,კბენდა. კვნესოდა და მთელი სხეულით გამოხატავდა სურვილს. ასე უბრალოდ და ბრალიანად უნდოდა იოანე მესხი . მისი ალერსი ,მისგან წამოსული გრძნობა და მზერა რომელიც ყოველი შეხებისას სიყვარულს უხსნიდა ყველაზე კარგი წამალი აღმოჩნდა, წამალი იმ ტკივილისა რომელსაც ვერასდროს იყუჩებდა. ახლა კი სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, იოანე არ აძლევდა საშუალებას ,არ უშვებდა ...ზემოდან მოექცა კაცს, ხელისგულებით მკერდზე დაეყრდნო და ტუჩებზე დაეკონა. უცებ სიმსუბუქე იგრძნო ჰაერში აღმოჩნდა წამით, ფეხები წელზე შემოხვია მესხს და მასთან ერთად აჰყვა ბიძგებით გამოწვეულ რიტმს ბოლო აკორდამდე. შემდეგ საწოლზე დაეშვნენ, იოანეს სხეულს არ შორდებოდა, ღრმად სუნთქავდა და გამშრალ ტუჩებზე ენისწვერი გააისვა და სახეზე ჩამოყრილი თმმა ყურს უკან გადაიწია. -სულ ვიცოდი რომ შენ საუცხოო საყვარელი იქნებოდი -გაიცინა და ლავიწზე უკბინა მესხს- მე ხო არასდროს ვცდები შეფასებაში -შეფასება და სიტუაციის გამოყენება შეგიძლია საუცხოოდ შენ! -როგორ თქვი? სხეულზე შემორჩენი ჩემი სურნელიო ?- კანზე ცხვირის წვერი გაუსვა და გაიცინა- ახლა მივხვდი რას გულისხმობდი -ახლა ,როგორ არა - თითები თმაში შეუცურა და თავისკენ მისწია , ქვედა ტუჩზე აკოცა - ჩემი გემო აქვს შენს ტუჩებს -ნუ იგონებ ...შენ გაქვს ჩემი გემო პირდაპირი მნიშვნელობით . ეს ოთახი მომწონს, საწოლიც კარგია ბრილია და ცუდი ხმა არ აქვს მოძრაობისას .ასე გაკვირვებული რატომ მიყურებ -უფრო გაოცებული, სულ გაოცებული ვრჩები როდესაც ჩემს გამოყენებას ახერხებ -უკმაყოფილო ხარ ? რაღაც ვერ გატყობ საკუთარი მდგომარეობა გაწუხებდეს - კომფორტულად მოეწყო,თვალები დაეხუჭა და მალე გადაეშვა მორფეოსის სასუფეველში. მალე შებრუნდა და იოანეს ზურგი აქცია. დილით თავის ტკივილმა გამოაფხიზლა, ჩვეულებისამებრ გამთენიისას გაიღვიძა. მუცელზე იწვა, სასმელის ზედმეტი დოზა მთელს სხეულზე მოქმედებდა. წარბები შეჭმუხნა და წინა ღამე გაიხსენა,პირველი გონებაში რაც ამოუტივტივდა ფეხმძიმე კესო იყო . კადრები ისევ ერთმანეთს ენაცვლებოდა. სუნთქვა შეეკრა, წელზე მოხვეული ხელი მოიშორა და საწოლიდან სწრაფად წამოდგა. იატაკზე დაგდებულ თეთრ კაბას გადააბიჯა და სააბაზანოში შეიკეტა. წყლის ქვეშ იდგა და თვალებს არ ახელდა. შემდეგ არათითზე მორგებულ ბეჭედს დახედა და სააბაზანოც დატოვა. სხეულზე პირსახოცი მოიხვია, შემდეგ ხალათი იპოვნა სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გაიპარა. სახლში დააბოტებდა, ყველა ოთახი დაათვალიერა.ბოლოს სამზარეულოში შევიდა თავი ისევ საშინლად სტკიოდა. მაცივარში მინელარული წყალი იპოვნა და სწრაფად დალია. შემდეგ საძინებელში დაბრუნდა და ტანსაცმლის დალაგება დაიწყო. გარდერობში პუფზე იჯდა და ჩემოდნებიდან ფეხსაცმელს იღებდა ისე აწყობდა რომ კაკუნის ხმა საწოლზე გაწოლილ მესხსაც ჩაესმოდა. გვერდი იცვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს თვალები გაახილა , სახეზე ხელი ჩამოისვა და ცარიელ საწოლს შეხედა. მერე სწრაფად წამოდგა და იქეთ წავიდა საიდანაც ხმა ისმოდა, ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული. ტაისას ყურსასმენები მოერგო ხელში მობილური ეჭირა და ვიღაცას ესაუბრებოდა. -ერთი კვირა...მერე დავბრუნდები. გამოდით რა ჩემთან,მე ძალიან მეზარება ახლა ორ ადგილას სიარული. მაქსიკოს დავურეკავ და მოდით კარგი? -ტაისა რატომ მაღვიძებ დილის 7 ზე? -რა გინდ...ვაიმე - უცებ შებრუნდა და მობილურიც შეატრიალა წინ რომ შიშველი მესხი აესვეტა უცებ დაიყვირა და მობილური მოისროლა- ჯანდაბა შენ ... რა უბედურება -რა გეტაკა -ბავშვს ველაპარაკებოდი... იმედია არ დაგინახა...სადაა ტელეფონი.მოშორდი აქედან თორე გავაფრენ ახლა - უხებ აიქნია ხელი და ჩემოდანშ ჩავარდნილ მობილურს დაუწყო ძებნა - აქ ხარ? მითხარი რო არაფერი დაგინახავს...რა გაცინებს შე პატარა ეშმაკო -რატო კიოდი? ვერ შეეჩვიე -გოგო ვიფიქრე ბავშვმა დაინახა ჩემი შიშველი ქმარი_თქო და შენ კიდე დამცინი? -მხოლოდ ნიკაპი და ლავიწი დავინახე მაღლა გქონდა ხელი აწეული ასე რო დამშვიდდი -ყველაფერი უბედურება მე როგორ უნდა დამემართოს..მოკლედ მოხვალ დღეს თუ არა -მოვაალ ... დავურეკავ მაქსიკოს და მოვალთ -გკოცნი. მიყვარხარ -მიიი თუუუუ მობილური როგორც კი გადადო მაშინვე შებრუნდა უკან და საძინებელში შეუვარდა მესხს -შენ ასე დადიხარ სახლში? -შენ 7 ზე უნდა გაიღვიძო სულ? 3 საათი მეძინა მხოლოდ და შენგან განსხვავებით მჭირდება ძილი -მე გკითხე სიშიშვლეზე -რომ ვიარო შენ რა პრობლემა გაქვს -ბალიშიდან მაინს ასწიე თავი რომ მელაპარაკები -ვცდილობ ძილი შევიბრუნო და თუ არ მაცლი იცოდე ხასიათზე მოსასვლელად გამოგიყენებ -როგორ შემაშინე, დღეს ჩემები მოვლენ -მოვიდნენ... -ოჰ შენ რო ნება არ დაგერთო ხო რას ამბობ კარს არ გავუღებდი ... თუ გინდა ბიჭებს დავურეკავ -გიგისთან იქნებიან დღეს კესომ ყურადღების ცენტრი წაგართვა. -ფეხმძიმე ქალს დასვენება არ სჭირდება? იქ უნდა იყვნენ? -მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ახალდაქორწინებული კაცი სახლიდან რო გავიქცე ნიკოლოზს შენ გააჩუმებ? -ძაან მეზარება ყველაფრის ამოლაგება ... გაიწიე მეც დავწვები -საწოლზე ავიდა, მუხლებზე დამდგარი მიდიოდა მერე მხარზე ჰკრა ხელი მესხს ,მაგრამ არ შეტოკებულა ბატონი- გაიწიე-თქო -კიდე ერთხელ გამაღვიძებ ამ დროს და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ- უცებ მოხვია ხელი და საწოლზე დააგდო. ზემოდან მოექცა ხელები გაუკავა და ხალათი გაუხსნა -არც იფიქრო... მე დაძინებას ვაპირებ -აა წუხელ გეღვიძა მე რომ გეფერებოდი? რა საინტერესოა მე რატომ ვერ მივხვდი? -შე ..შენ მაგას როგორ მეუბნები - აფართხალდა გაბრაზებული და მუშტები დაუშინა - რა საზიზღარი კაცი ხარ -კარგი გეყოს ფართხალი, ვიძინებ და მეტი არ მინდა გამაღვიძო - მოშორდა ისევ დაებერტყასაწოლზე, ზურგი აქცია ბალიში მკლავებშორის მოიქცია და თვალები დახუჭა. ბევრი იწრიალა ანასტასიამ,მაგრამ დაძინება ვერ მოახერხა.ასე იყო შეჩვეული და ახლა თავისუფალი დრო რომ ჰქონდ აუბრალოდ არ გამოსდიოდა ნორმალური ადამიანივით გამოძინება. ნერვები მოეშალა მესხს მშვიდად რომ ეძინა და გადაწყვიტა ისევ გაეღვიძებინა. რომ წამოიწია და ზემოდან დახედა ისე ეძინა დაენანა გასაღვიძებლად, ტუჩები დაბრიცა და საწოლიდან წამოდგა. ჩუმად გაეცალა იქაურობას და ამჯერად ეზოში სეირნობა დაიწყო.ქორწილის ფოტოებს ათვალიერებდა, მრავალი ჟურნალი იყო აჭრელებული ტაისას ფოტოებით. მის კაბაზე საუბრობდნენ,იოანეს აქებდნენ. ზოგი კიცხავდა, ლანძღავდა, ათასი კომენტარი იყო. ყველა არც ჩაუკითხავს, უბრალოდ სიტუაციას გაეცნო. ლოტოსის ფორმაში იჯდა სავარძელში და აიპადში იყურებოდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც უახლოვდებოდა ,ყურადღება არ მიუქცევია, სანამ იქვე არ დაჯდა -უჩემოდ ვერ დაიძინე ქმარუკა? -შენ რომ ხარ მაშინ ვერ ვიძინებთ -ღმერთო შენ ისევ შიშველი ხარ? შეიძლება ბავშვები მოვიდნენ რა სიველურეა რა არი -შორტი მაცვია, ცხელა თუ გრძნობ და შენც შიშველი ხარ . მაგ ხალათის ქვეშ მხოლოდ ტანგა გაცვია -არაესტეთიურია ასე ტარზანივით მოძრაობა და შენ არ შეგშვენის ბატონო იოანე. გადარიე ნახევარი საქართველო,ასე წერენ ეს გოგო როგორ მოიყვანა ამ ანგელოზივით ბიჭმაო -რომელზე მოვლენ ბავშვები? - ყურადღება არ მიაქცია ტაისას სიტყვებს - მაქსიკო რომ გაიღვიძებს მოვლენ... -მაქსიმეს თუ სზინავს ემილიანა რამ გააღვიძა ამ დილადრიან ან შენ როგორ დაგირეკა -მე დავურეკე ჯერ ეს ერთი მერე მეორეც მადლობა თქვი რო ვერ დაგინახა თორე ბავშვის ფსიქიკა რომ გაგენადგურებინა მოგკლავდი -15 წლის გოგო ბავშვი თუ იყო არ ვიცოდი -მოიცა რა რომ დაენახე გეკიდა? -არა რა თქმა უნდა,მაგრამ ვერ ვიფიქრებდი თუ ვინმეს ესაუბრებოდი იმ დროს -კარგი ხო...ძაან არ მინდა ახლა ამ სულელურ ამბავზე საუბარი. ხატოსაც დავურეკავ რააა... -ხატო არ დაუძახო თორე ჩათვალე რომ გადაგემტერა.კნინობით სახელებზე ალერგია აქვს. ხატია დაუძახე და არა საჭირო -შენი და რომ არის როგორ ეტყობა...შენ გიყვარვარ ის ვერ მიტანს -გეშლება, ხატიას არავინ სძულს უბრალოდ გრძნობს რომ მტანჯავ -ტყუპებივით ხართ თუ რა ხდება...გტანჯავ? რა საინტერესო აღმოჩენაა. აიი მირეკავს -უცებ წამოიძახა და მობილურს უპასუხა- გისმენ ემი... კი აბა სად ვიქნებით. გოგო ნუ ხარ შენ ტუტუცელა თორე მოგცხებ იცოდე. გელოდებით, გკოცნიიი აუუ მაქსიკოს უთხარი საჭმელები წამოიღოს ძაან მშია ხოო ჩემო სიცოცხლე? კაი ,მიკალქალ - გაუთიშა და უცებ წამოდგა, ხელი ჩაავლო იოანეს და სახლისკენ დაიძრა- მოვლენ მალე, ჩავიცვათ ვუაიმეეე როგორ გიხდება შორტიიი . აუზზე არ გიშვებ ,მორჩა ასე რომ დაგინახონ ხომ მომტაცებენ ერთადერთ კაცს დედამიწაზე რომელსაც ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ - უცებ მიაყარა, თვალები ააფახუნა. უცებ ჰაერში რომ არმოჩნდა კივილი წასკდა მერე აშკარად სვლას აგრძელებდნენ ოღონდ იოანეს მუცელზე იჯდა და კოცნიდა-იო..ნე რა გაგიჟ..დი- კოცნისას ამოთქვა და უკვე საწოლზე დაცემული აფართხალდა- მოვლენ ადამიანო -უნდა გაჩუმებულიყავი, უკვე გვიანია -ხოო ...მართლა გვიანი ყოფილა,მაგრამ ზედმეტად ფხიზელი ვარ პრესექს*ს პერიოდის გადასატანად -სულ მთვრალს ვერ გაგ***ავ -ახლა არა ,არ შემიძლია - მკერდზე მიაბჯინა ხელები და დაუძვრა. ხალათი გაისწორა უცებ შევიდა გარდერობში კარი მიხურა და სწრაფად ჩაიცვა რაც პირველივე მოჰყვა ხელში. მერე მკერდზე მიდო ხელი და ამოისუნთქა- ღმერთო შენ მიშველე... იოანე საძინებელში აღარ დახვდა, ქვემოთ ჩავიდა და ეზოში შემოსული ბავშვებიც დაინახა. მაშინვე მათკენ გაიქცა და ორივეს მოეხვია -ჩემი პატარებიი...რა უცებ მოხვედით. რა მომიტანეთ? -ახალგათხოვილი ქალი რო საჭმელს არ გააკეთებს -რაღაც სხვანაირი მეჩვენები -შენ პატარა ხარ ჯერ მაგის გასაგებად...გამომართვი ესენი მძიმეა. ათასი რამე იყიდა.ისე წამომაგდო საწოლიდან მეც მშია . რა უბედურება ამ დროს სტუმრობა,მიტყდება იმ კაცთან რას იფიქრებს -ნუ სულელობ...მალე წახვალთ და მე როდის გნახავთ კიდე. ის სულ ჩემი ქმარი არ იქნება? -იცი მე სიურპრიზი მააქვს შენთვის -რა სიურპრიზი გაქვს პაწაწო?- თვალებაბრჭყვიალებულ გოგოს გაუცინა და სახლში შეაბიჯა -მამამ გადაწყვიტა თბილისში დავბრუნდეთ , ვინაიდან ახლა ზაფხულია მე ვრჩებიი ისინი წავლენ. მოაგვარებენ ყველაფერს სახლს იქ გაყიდიან აქ იყიდიან ნუ მოკლედ ყველაფერს და მერე დაბრუნდებიან -მართლა? ანუ ჩემთან იქნები? აქამდე რატო არ მითხარი -ქორწილშ ხო არ გეტყოდი... ვაიმე ისე მიხარია შენთან რო ვიქნები - ერთმანეთს ეხვეოდნენ მაქსი იდგა და იცინოდა -დაახრჩო... მომიგუდა და -ნუ ხარ საზიზღარი ,გშურს შენ ჩემი -მე იქაც მშვენივრად ვარ , რა მინდა აქ მოწყენილობაა. სად არის შენი ქმარი? -ჩემი ქმარი ... აი აქ არის.მოდის შენი არ იყოს ძილი უყვარს და ახლახანს გაიღვიძა -გამარჯობა ,როგორ ხართ -ჩვენ კარგად, ჩემი იდეა არ ყოფილა მოსვლა. ტასომ დაიჟინა -ვიცი და არაა პრობლემა, მაგაზე ნუ სწუხარ. კარგიცაა რომ მოხვედით, ტაისა შიმშილით მომკლავდა ახლა რამეს მაინც მოამზადებს -რა საყვარელი ხარ ქმარუკავ...შენ როგორ მოგკლავდი რას ამბობ - ლოყაზე უჩქმიტა გაუცინა და სწრაფად გაიქცა სამზარეულოსკენ- მალე მოვამზადებ ყველაფერს და ვისაუზმოოთ -სამზარეულოს გადაწვავს... -შენი დის შესაძლებლობებს ვერ აფასებ, საკუთარი თავისთვის და თქვენთვის მოინდომებს. -ესეც მართალია...აუ მართლა ძაან მიტყდება აქ რო ვარ. რო წარმოვიდგინე ცოლი შევირთე და მეორე დღეს მისი და -ძმა დამადგა მაგრა ვჭედავ -მაქსიმეე სექს*ე დახამებული ნუ გამოგყავართ რა იყო - სამზარეულოდან აუძახა და გააცუმა ბიჭი. იოანე ჩვეულ ამპლუაში იყო,თვალს ადევნებდა ცოლს, საუბრობდა.არაფერი განსაკუთრებული, აი კარი რომ გაიღო და ხატია გამოჩნდა ნამდვილად გაბრაზდა. ტაისას მიესალმა, ბავშვებსაც და ბოლოს სუფრასთან დაჯდა -აქ რა გინდა -მაქსიკო შემხვდა სავაჭრო ცენტრში მითხრა თქვენთან რომ მოდიოდნენ და ბარემ მეც მოვედი . სახლს თავიდან დავათვალიერებ იქნებ რამე შეცვალეთ -არაფერი შეგვიცვლია -ნუ მიბღვერ -მერე ვილაპარაკებთ მე და შენ - შეუღრინა და შემდეგ გაჩუმდა. ბოლოს შემთხვევით ისარგებლა და ხატია მარტო მოიხელთა -უბრალოდ მოვედი -შენ უბრალოდ არაფერს აკეთებ, გიკრძალავ ჩემს ცხოვრებაში ჩარევას! -აჰ თქვენს საყვარელ მეუღეს ვაწუხებთ? მე ბოდიში რა ჯანდაბა გჭირს გამაგებინე . გუშინ გქონდ აპირველი ღამე ნუ აშკარად არ იყო პირველი, ან საერთოდ არ გქონია, მაგრამ ეგ ცემი საქმე არაა. დღეს სტუმრებს იღებ. ესაა 32 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი? -ნუ მაიძულებ გავჭედო ... ნუ გამაბრაზებ ხატია. ბევრი მოვითმინე უკვე, ცხვირს წაიმტვრევ იცოდე ზედმეტად დაგრძელდა უკვე -კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ აქ რაღაც ამბავი იმალება...ეს ლამაზმანი და შენ საიდუმლოს მალავთ . არ უყვარხარ, რომ უყვარდე ბედნიერი იქნებოდა და გვერდიდან არ მოგშორდებოდა -ხატია გიკრძალავ -არ მიყვარს, მართალი ხარ ხატია. სამაგიეროდ ვიცი რომ ერთად კარგად ვიქნებით და მხოლოდ ჩემთან შეძლებდა ცხოვრებას,სხვა არავინ სჭირდება და იმიტომ. სიყვარული დროთა განმავლობაში მოვა, მე არ ვარ რომანტიკოსი რეალისტი ვარ და დარწმუნებული ვარ რომ შენი ძმა საუცხოო ქმარი იქნება. დავიჯერო ასეთი ცუდი ვარ ყურებამდე შეყვარებული რომ არ ვარ? თვლი რომ საერთო მიზნები, ხასიათი ,ემოციები ,პატივისცემა და დამოკიდებულება არაფერია ? - ტაისა მშვიდად მიუახლოვდა ქმარს, ხელი ჩაკიდა და მულს ისე ესაუბრებოდა- სხვა საიდუმლო არ გვაქვს...ნუ გააბრაზებ იოს ,თორემ ხომ იცი შემდეგ ვულკანს დაემსგავსება და რა იცი ვინ შეიწიროს მისმა გაბრაზებამ -რა პირდაპირი ხარ, შესანიშნავია. აქამდე უნდა გეთქვათ ეს, ვერ ვიტან იდუმალებას. რომანტიკოსი არც მე ვარ. იმედია გაუქრობ ჩემზე წყენას დამეხმარები რძალო...მე ახლა წავალ და იმედია მომდევნო შეხვედრისას ასე დასაჭერად გამზადებული მსხვერპლივით არ შემომხედავ ძამიკო- მონოლოგი დაასრულა, ორივეს აკოცა და წავიდა. -რა საჭირო იყო ეს გამოსვლა, შეგეშინდა რო სიმართლეს გაიგებდა? -არა, უბრალოდ მისი მოტყუება არ მინდოდა. ნაწილი სიმართლის ხომ ვუთხარი ... -რომელი სიმართლის პატივს რომ მცემ თუ კაგრი დამოკიდებულება რომ გაქვს, ა იქნებ ვეწყობით ....ა არა მე რომ სხვასთან ვერ ვიცხოვრებდი.შენ ხო საკუთარ თავში ხარ დარწმუნებული -ახლა ბრაზი ჩემზე უნდა ანთხიო? მხოლოდ იმიტომ რომ შენი და არ დაგემორჩილა? აჰ არა .. მე ვიცი რატომაც ბრაზობ , უარმა გაგაგიჟა ასე ძალიან გინდოდი - მაისურის საყელოზე მოუჭირა თითები და სახესთან მიუახლოვდა-ცუდი შეგრძნებაა როცა გინდა და ვერ იღებ? -უფრო არ , ვიდრე ვერ -ვითომ? - აკოცა, თითები თმებში შეუცურა და სხეულზე აეკრო- რომ გითხრა არ მინდიხარ_თქო რას გააკეთებ , ძალას გამოიყენებ -არ დამჭირდება, თავად ჩამადნები მკლავებში - მოიშორა და ოთახი დატოვა -თავკერძა იდიოტი... თვითონ ჩამადნები ხელებში ,როგორ არა. და-ძმა რომ გააცილა და სახლში დაბრუნდნენ. იოანე ზემოთ ავია პირდაპირ. თვითონ მიალაგა მისაღები და შემდეგ მესხს მოჰკრა თვალი. რომელიც გამოწყობილი სადღაც მიდიოდა -სადმე მიდიხარ? -საქმე მაქვს -დღეს? -რამე გეგმა გქონდა და არ მახსოვს? -არა ,შეგიძლია მიბრძანდე .სულ კარგად ბრძანდებოდე ერთი ფლაკონი სუნამოს დასხმა რა საჭირო იყო ვინმე უნდა გააბრუო? -შეიძლება -გაუღიმა და წავიდა. ანასტასია ჯერ უბრალოდ იდგა,მერე ეზოში გავარდა და უკვე ასულ მანქანას გააყოლა თვალი. -შანსი არაა ქალთან არ წავიდოდა, რა სისულელეა.რას ვფიქრობ საერტოდ. ჯანდაბაში უვლია, არა რა ჯანდაბაში მერე მე რა ვქნა მარტომ? ქვრივობაღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის. არა დღეს რა საქმე გამოუჩნდა ასეთი , უზრელი, განგებ გამიკეთა, ტუტუცი.მოხვალ სახლშ ნახე როგორ უნდა დაკიდება ,მარტო დატოვება და გაქცევა. უნამუსო.. რამდენიმე საათი გაუძლო, დრო გაჰყავდა.ბოლოს მოიწყინა. იოანეც არ ცანდა და სალომეს დაურეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა ქალბატონმა. ისიც ძლივს ისმოდა მისი ხმა აშკარად კლუბსი იყო -როგორ ხარ პატარზალოო სად ხარ სალიოო -მე და ლუკა კლბში ვართ ...აუუ ზაან მაგარი მუსიკაა აი ძააან -მომწერე მისამართი რაა -გამოხვალთ? -ხოოო ...მომწერე უცებ -ახლავეე...გელოდები აიწყო მზადება, ლამაზი გკაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა და წავიდა. კლუბში შესულს სასიამოვნო მელოდია მოესმა და სხეული ააყოლა რიტმს. მერე წყვლი დაინახა. სალომეს ეხვეოდა ბიჭი და კოცნიდა. გაეცინა მათი დანახვისას, ეს გოგო ჭკუას კარგავდა ლუკაზე, მაგრამ ეს აშკარად არ იყო სიყვარული. მათ შეუერთდდა, აშკარად დაურღვია სიმყუდროვე ბიჭს,მაგრამ ძალიან არ აინტერესებდა ეს ამბავი. სალომესთან ერთად ცეკვავდა. მხოლოდ ერთი ჭიქა ვისკი აიღო და ნელ-ნელა აგემოვნებდა. რიტმში დაკარგული გონს რომ მოვიდა ვიღაცის ხელები ეხვეოდა სხეულზე ,წამსვე გამოფხიზლდა უკან შებრუნება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა -რატომ ერთობა კლუბში მეუღლის გარეშე ახლადდაქორწინებული ანასტასია ანჯაფარიძე ,რა ხდება ცნობილი ჟურნალისტის პირად ცხოვრებაში . ნუთუ ისიც მისი რეპორტაჟებივით რთული,ჩახლართული და ცეცხლოვანია -ანასტასიას მეუღლე საქმიანი კაცია, ცოლი დატოვა და საქმეზე წავიდა . ცოლმაც გადაწყვიტა გართობა -საინტერესო ფორმაა გართობის ... ეს კაბა მომწონს - ბეჭზე აკოცა და თითები ფეხზე ააყოლა. ზურგიდან მიეკრო და ისე ააყოლა სხეული მელოდიას. თანდათან აბრუებდა ქალს, ხელებს მის სხეულზე დაასრიალებდა, ცეკკვავდა თავბრუდამხვევ მელოდიაზე ჩაბნელებულ დარბაზში და მონოტორულად უკოცნიდა ყელს -ეს ერთი კვირა როგორ გავუძლო უსაქმურად ყოფნას -მოვიფიქროთ რამე ... -წავიდეთ გთხოვ... აქედან რომ წავალ იქნებ ყველაფერი დამავიწყდეს -წავიდეთ,მაგრამ ფუჭ ილუზიას იქმნი. მე ყველგან მახსოვდი ,მხოლოდ შენ და სხვა ვერავინ მავიწყებდა შენს სახეს -მე ასე არ ვარ, ნუ ამძაფრებ ჩემს მდგომარეობას. -ღმერთმაც ქნას რომ ვამძაფრებდე -ასეა, დამიჯერე გთხოვ -მჯერა -მართლა? -წავიდეთ? -წავიდეთ...მართლა გჯერა ჩემი? - დაიჯერე ?- სახეზე თითები ჩამოუსვა და ჩაიცინა. ზურგი აქცია ,წავიდა. ანასტასია ბრბოში იდგა, ირგვლივ ყველა ცეკვავდა ფერები ერთმანეთს ენაცვლებოდა ის კი ქანდაკებას ჰგავდა, მალე ამოძრავდა უყურებდა წინ მიმავალი კაცის ზურგს და უბრალოდ მიაბიჯებდა. მანქანაში ჩუმად იჯდა, გზას უყურებდა. უსიტყვოდ გადავიდა , სახლში შესვლისთანავე მეორე სართულისკენ დაიძრა. სააბაზანოში შეიკეტა ,მოწესრიგდა და საძინებელში დაბრუნდა. იოანე პერანგის ღილებს იხსნიდა , გიგის ესაუბრებოდა და იცინოდა . -ხვალ მოვალ მეც , უკვე წუწუნებს თუ ჯერ არა . გახსოვს ნატა როგორ იყო? -უცებ ახარხარდა.მერე ჩუმად იყო და უსმენდა მხოლოდ კის და არას ამბობდა. ანასტასიას თვალი გააყოლა, გაიხადა და შუქი ჩააქრო. მხოლოდ სანათის მკრათალი შუქი ანათებდა ოთახს. მობილური ტუმბოზე დადო და დაწვა. ანასტასიამ მაშინვე ზურგი აქცია ბალიში ააფუმფულა და ხელები მოხვია -სანათი ჩააქრე არ მეძინება თუ სიბნელე არ არის -აჰ ანუ დაძინებას აპირებ -დიახ, მე ხო წუხელაც მეძინა როცა შენ მეფერებოდი -გამებუტა ცოლუკა? -ავადმყოფო -უცნაურად არ გეჩვენება ჩემი ერთი სიტყვის გამო ასე ცუდად რომ ხარ? -იქნებ ვთამაშობ და თავიდან გიშორებ -ერთხელ მომიშორე თავიდან ისე რომ ცუდად ყოფნა არ მოგიმიზეზებია და მეეჭვება მიზეზები ეძებო თუ არ გინდა რომ შეგეხო -სამსახურში უნდა დავბრუნდე...მომდევნო 5 დღე ვერ გაგიძლებ გამორიცხულია. მოწყყენილობისგან მოვკვდები.ასე ცხოვრება მე არ შემიძლია. შენ რომ სახლში რჩებოდე კიდევ ხო ,მაგრამ ხვალ საერთოდ ფეხმძიმე კესარიას მონახულებას აპირებ და იქ უნდა იყო ალბატ. მე კიდე არ ვაირებ იქ წამოსვლას არ მაქვს აფერიზმის ნერვები . საერთოდაც არაა ნორმალური სახლში ჩემნაირი ცოლი გყავდეს და ძმაკაცის ფეხმზიმე ცოლთან გარბოდე -გერევა საყავრელო... კესარიაზე რომ ეჭვიანობ გიგიზე ეჭვიანობ მაშინ. მე რა შუაში ავრ -სად იყავი დღეს, რომ გამოეწყვე და წაბრძანდი -ვმუშაობდი -კაბინეტში იჯექი და მუშაობდი როცა მე მოწყენილობისგან ვკვდებოდი? ძალიან კარგი, კიდე დიდხანს არ შემეხები, ხელებს მოგამტვრევ- ისევ გადაბრუნდა და საბანი დაიფარა- მცხელა,რა უბედურებაა. კონდიციონერი ჩართე - ფეხი ჰკრა თხელ საბანს და მოიშორა, -ჩართულია -აუწიე -გაიყინები -ნუ იცინი -რატომ ბრაზობ ნეტავ ვიცოდე -ძალიან კი ხალისობ და გსიამოვნებს. თითქოს ჩემი გაბრაზება და გულისტკენა,დამცირება და გამოყენება შეცვლის იმ ფაქტს რო შენი საუკეთესო მეგობარი მიყვარს -სწორედ აქ ცდები ჩემო ტაისა - ხელი ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა- მე არაფერს ვაკეთებ, ჩემი ცოლი რომ გახდი და ყველაფერი მითხრა გიგიმ იქედან თავად გაეხვიე საკუთარ აალებულ ცეცხლში. გრძნობ უკვე როგორ იწვი, სურნელს გრძნობ თუ ჯერ ვერ -ხელი გამიშვი -ტკბილი ძილი ტაისა- თითები ყბაზე მოუჭირა და ტუჩებში აკოცა .მერე თავად აქცია ზურგი და თვალები დახუჭა. დიდხანს ვერ გაუძლო, ტაისამ როგორც კი იცვალა გვერდი და სუნთქვა დუამშვიდდა მაშინვე წამოდგა . აივანზე გავიდა , აკანკალებულ თითებშორის სიგარეტის ღერი მოიქცია ძლივს მოუკიდა ,სწრაფად მოიქცია ტუჩებშორის და ღრმად შეისუნთქა მხუთავი ჰაერი. ხელით მოაჯირს დაეყრდნო და სახე გრილ სიოს შეუშვირა. ბოლოს მაინც შეიკურთხა, თავი დახარა და მოაჯირს რამდენჯერმე დაარტყა ხელი -წყეულიმც იყავ იოანე, ამ ჯოჯოხეთში მოხვედრისთვის. ვერ გაუძლო,მაინც შებრუნდა . კარს მიყრდნობილი ტაისა რომ დაინახა თვალები აეწვა. სისხლი ისე ჩქარა მოძრაობდა კაპილარებში ,ისეთი სექსუალური იყო მოკლე პენუარში გამოწყობილი სიცივისგან კანი დაუბუსუსდა, თხელი ნაჭერი ძლივს უფარავდა მკერდს.მრგვალი თვალები, გრძელი წამწამები რომლებიც მოძრაობისას საოცრად ეხებოდნენ ერთმანეთს -მხოლოდ ჩემი ქმარი თუ ისურვებდა ამას ქორწილიდან მეორე ღამეს - სხეულს ისე მიარხევდა თითქოს ტალღებსშორის მიიკვლევდა გზას. თითებშორის მოქცეული ღერი გამოართვა და თავად მიიტანა ტუჩებთან- შევურიო შენი ტუჩების გემოს ჩემი? -მეგონა დაძინებას აპირებდი- გვერდი აუარა და სავარძელში დაჯდა. ანასტასიამ რამდენჯერმე გამოუშვა კვამლი ტუჩებშორის, შემდეგ სიგარეტის ღერი მოიშორა და მისკენ დაიძრა -არ დამეძინა , როცა მშვიდად არ ვარ ვერ ვიძინებ . შენ რატომ არ დაგეძინა - გაშლილ ფეხებშორის დადგა, შემდეგ მარჯვენა ფეხზე ჩამოჯდა და მზერა გაუსწორა -ნუ მიწვევ -შენი ხმა მომწონს, ხრინწი უხდება- მუცელზე დააჯდა, მუხლები თეძოებს მიაბჯინა და ხელები ყელზე მოხვია -აი ახლა გიწვევ -ცხვირის წვერი შეახო კანზე და გაიღიმა- მაკოცებ? -ხვალ რაჭაში წავალთ - თითები პანუარის ქვეშ შეუცურა და ზურგზე აასრიალა- გაყინული ხარ -რატომ არ მკოცნი ...გინდა მე გაკოცო? -არა -არა? - თბები - თითებს ხერხემალზე დაატარებდა,მალებს ისე ეხებოდა თითქოს კლავიშები იყო -ვთბები -ლოყა ლოყაზე მიადო ,თითები თმაში შეუცურა და თვალები დახუჭა. ნელ -ნელა მოდუნდა. ცახცახი შეწყვიტა, თავი მხარზე დაადო და გაიტრუნა-შენ მათბობ -ამოილუღლუღა ჩაძინებამდე და ბოლოს ძილს მიეცა. იოანემ პლედი მიაფარა ზურგზე , ხელები შემოხვია და თავი სავარძლის ზურგს მიაყრდნო. არ დაბრუნებულა საძინებელში , მთელი ღამე სავარძელში ეძინათ. იმდენად ახლოს ჰყავდა ვერ შეელია, თავი მასთან ახლოს ედო და მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა. სხეულით გრძნობდა მის გულისცემას, ირგვლივ მხოლოდ მისი სურნელი იყო . მზე რომ ამოვიდა და სხივები სახეზე დაეცა დაბუჟებული სხეული აამოძრავა. ფეხები გაშალა გვერდულად დაჯდა და ისე მიეყრდნო კაცს . სახე მის ყელში ჩამალა მზის სხივებსაც დაემალა, ცხვირის წვერი კანზე გაუხახუნა და დილის სიგრილით შემცივნული უფრო მიეტმასნა მესხს. ცოტა ხანს წასთვლიმა ისევ,მაგრამ მაინც ვერ გამოიძინა. თვალები გაახილა და მძინარე ქმარს ქვემოდან შეხედა. თავი ისე ედო აშკარად არაკომფორტულად იყო. შიშველი ტერფები ცივ მეთლახის იატაკზე ჰქონდა გაშლილი მაინც თბილი იყო და რაღაც ცხელი არომატი ჰქონდა მის სხეულს -იოანე - ჩუმად დაუძახა და ხელი სახეზე ჩამოუსვა- გაიღვიძე -ხო -თავი შეაბრუნა, თვალები გაახილა და ჩაახველა ხმის გასაწმენდად -სავარაუდოდ ისევ 7 საათია ან უფრო ადრეა ,მაგრამ გაიყინები აქ - ჩუმად ელაპარაკებოდა და თვალებს აფახუნებდა- ასე რატო მიყურებ, გაიღვიძე ნამდვილად თუ ისევ ძილ ბურანში ხარ -გავიღვიძე - თავი დახარა , კოცნას აპირებდა მაგრამ გაჩერდა. ხელი მუხლებქვეშ ამოსდო და აიყვანა - მომეხვიე არ დამივარდე -კარი მივხუროთ...ფარდებს ჩამოვაფარებ და მზე აღარ შემოვა - შესასვლელში გააჩერა თავად გადასწია ფარდა და ისევ ხელი მოხვია. მერე საბნის ქვეშ შეძვრა და იოანე როგორც კი დაწვა მაშინვე კნუტივით მიეხუტა. ტერფები მის წვივებს ჩამოუსვა და შეამცივნა თვითონ თბილი იყო იოანეს კი გაყინული ჰქონდა ფეხები- რატომ შე შემოხვედი ...გაყინული ხარ -გავთბები- ნიკაპით თავზე ეხებოდა . ქალი მის მკლავებში იყო ჩამალული -ახლა მე გაგათბობ - პატარა ბავშვივით ამოიტიტინა და ხელები მკერდზე მიადო-ნუ დამცინი -გამათბე ,გამათბე მომიარე და იზრუნე ჩემზე რა იცი რაში გამოგადგები არა? -ვერ გიტან ასე რომ მიმწარებ განწყობას- მაშინვე მოშორდა ,ზურგი აქცია და კიდეში დაწვა. -წამოხვალ რაჭაში თუ მარტო წავიდე -მიბრძანდი და უთხარი ბებოს რატომ არ გახლავს თან ცოლი -მაგრად რო შენთან დაკავშირებით სხვების აზრი რით ვერ გაიგე, მეტს არაფერს გავაკეთებ სხისი თვალის ასახვევად -ხოდა მე საერთოდ არ მადარდებს,მაგრამ რაჭაში მინდა. მაინტერესებს უკეთ ბებოს გაცნობა. ქორწილში არც ყოფილა, როგორ არ ჩამოიყვანე მიკვირს -არ დადის ქორწილებში ბაბუ რაც გარდაიცვალა მას შემდეგ საერთოდ იშვიათად ჩნდება მსგავს ხალხმრავალ ადგილებში. მარტო ან ოჯახთან ყოფნა ურჩევნია -ინტრიგაში მაგდებს ბებია უკვე -ბებია არ დაუძახო -რატო ? -მარტივი მიზეზის გამო , შენი ბებო არ არის -დედაშენი დედას არ ეძახის? -ბოლო რამდენიმე წელია ,მანამდე სახელით მიმართავდა . საერთოდ ვერ იტანს მლიქვნელობას და მართალია უსაყვარლესი ქალია,მაგრამ თავისი წესები აქვს.დაუწერელი კანონები ისეთი რო შეიძლება საერთოდ გაყრა მომთხოვოს -როგორ მაშინებ ყოველთვის...სააბაზანოში პირველი მე შევალ -უცებ წამოვარდა საწოლიდან. ჯერ ლოგინზე გადაირბინა მერე იატაკზე გაკუსკუსდდა და იოანეს წინ გადაუდგა- დამითმე -ჩემს შარდისბუშტს რა ვუთხრა სანამ შენ იბანავებ -პირველ სართულზე ჩადი და ისაუბრე მის შიკრიკს - ოთახში შევიდა და კარი ცხვირწინ მიუხურა. გასაღების გადატრიალების ხმაც კარგად გაიგო იოანემ -ქმარი მაინც არ ვიყო .რა წესია,რა სიქაჯეა -ნუ ყვირი მაქ... მშვიდად მინდა შხაპის მიღება და საკუთარ თავთან დარცენა წყლის ქვეშ -არანორმალური...ხოა ღირსი გავაღო ახლა ეს კარი და გამოვაგდო იქედან- პირსახოცი აიღო კარადიდან და პირველ სართულზე ჩავიდა. მთელი მომზადების, აბარგების პერიოდი ერთმანეთს უბღვერდნენ. თავიანთი ბარგი გაამზადეს და ბოლოს იოანე აჯუჯღუნდა -საუკუნით მიდიხარ? -ხო უნდა გავითვალისწინო ამინდის ცვალებადობა,რომ შემცივდეს,ან რომ დამცხეს,ან რომ დავსველდე მერე? -გარეცხავ და გაშრება -ხელით ცივ წყალში ხო? გმადლობთ არ მხიბლავს -სვეცკ ტასიკოს ჰგონია რომ სოფელი აუცილებლად ტალახთან და მინგრეულ სახლთან ასოცირდება სადაც ხალხს სარეცხი მანქანაც არ აქვთ? -ნერვებს ნუ მიშლი -შენ ნუ მიშლი ნერვებს ამ შენი კუდაბზიკობით...დიდი გზა გვაქვს გასავლელი და თუ დააღირსებ ამ წელში გამოსვლას კარგი იქნება -რა აუტანელი ხარ ...რამე დამავიწყდება და იცოდე შენ ტანსაცმელს ავიღებ -კარგი მე შიშველი ვივლი -რომ არ გაქვს პრობლემა გუშინ გავიგე -მგონი გინდოდა დღესაც ასე დაგხვედროდი,ვერ მითხარი აქამდე? ახლა ამ ჯინსს რა გაიხდის -ფუ უზრდელი - ცხვირი შეჭმუხნა და ჩანთა უცებ შეკრა- აჰა წაიღე -როგორც იქნა,დიდება ღმერთს -ასეთი წუწუნა არ მეგონე -ხო არა? აქამდე ცოლს არ ველოდებოდი ხოლმე. უცებ ავიღებდი ჩანთას და მივდიოდი სადაც მინდოდა -მე ბოდიში -გამახსენე ბებიას რომ ნახავ ფოტო გადაგიღო და აღვბეჭდო შენი განცვიფრებული სახე კამერაზე -იოანე რატო მაშინებ რა გინდა? თუ არ გინდა წამოვიდე მითხარი და დავრჩები მართლა.არ შეიძლება უბრალოდ მითხრა? -სულ ერთია -ხოდა წამოვალ- კარი გააღო და დაჯდა. ღვედი შეიკრა და გაბუსხული ელოდა მესხს. მერე მობილური აიღო და ინტერნეტ სივრცეში ჩაიკარგა. მანქანაში საშუალო ხმაზე ჟღერდა სიმღერები, ყველაფერი პრიალებდა და იოანეც ისე კარგად ატარებდა არც შიში ჰქონდა რამეს შევასკდებითო და არც ძალიან ნელა მიდიოდა. -თუ გინდა მე დავჯდები -არა , ჩემი მანქანის საჭესთან არავინ ჯდება -ეს კაპრიზი შენც გაქვს? მანქანაზე შეყვარებული ტიპია ჩემი ქმარი? -დიახ -სულ არავის ანდობ მანქანას?არც მეგობრებს? -გიგი ცუდი მძღოლია, რომ სვამს სიჩქარე უყვარს და შვიდჯერ დაამტვრია მანქანა შენი აზრით მანქანასთან დავსვამ რო ვკვდებოდე მაინც? ვახო კიდე შეიძლება ,მაგრამ მე როცა მთვრალი ვარ ისიც გალეშილია .დამაკმაყოფილებელი იყო პასუხი თუ -ასე ნუ მელაპარაკები -შენი ჟურნალისტის კარიერა დაივიწყე ...რესპოდენტი არ ვარ მე -ქმარი ხარ რომლის შესახებ ისიც არ ვიცოდი რომ მანქანები უყვარს...რო რამე გაფუჭდეს შეკეთაბასაც შეძლებ? -კარგმა მძღოლმა იცის რა სჭირდება მის მანქანას -ანუ მე ცუდი მძღოლი ვარ? -სხვათაშორის არა,მაგრამ ქალი ხარ და საბურავსაც ვერ გამოცვლი რო რამე -გამოვცვლი,მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში . ფრჩხილების დამტვრევა რომ არ დამენანება და მაშველი არავინ იქნება მაშინ -რა თავდადებაა -გიგი როდის შეემთხვა ეგ შვიდი ავარია -წლები და ადგილები ჩამოგითვალო? მნიშვნელოვანი არაფერი ,მოტეხილობები ჰქონა ხოლმე თვითონ -და სხვას? -არავინ მოუკლავს ნუ ღელავ , შენი საყვარელი კაცი დამნაშავე არ არის. უბრალოდ ადრენალინი უყვარს ძალიან -შენ არ გიყვარს? -როცა ფხიზელი ვარ და გზაც შესაბამისია კი -მე მეშინია ხოლმე სიჩქარის, თუ დარწმუნებული არ ვარ რომ მძღოლმა თავისი საქმე იცის. -ვისთან ერთად მიიღე ადრენალინი ცოლო? -ერთხელ რეპორტაჟი ჩავწერე ცნობილ მრბოლელთან და ის ისე ატარებდა რომ ჩამოვედი ემოციებისგან გავშეშდი, ვლაპარაკობდი და ვკანკალებდი. საოცარი შეგრძნება იყო მართლა... სხვა არ მახსენდება -გახსენდება... -არა არაფერია -კარგი ნუ მეტყვი ,უბრალოდ ნუ მატყუებ -სკოლაში რომ ვსწვალობდი ერთ იდიოტს ვუყვარდი, აი ისეთს თავი ძაან კაი ტიპი რომ ჰგონია ჩემი მოტაცება უნდოდა 15 წლის ვიყავი , ვკიოდი ვწიოდი ჩქარა მიდიოდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა . თავი დავარტყი რომ გამოვფხიზლდი მე არაფერი მჭირდა ის კიდე სულ სისხლიანი იყო. მეგონა მოკვდა და საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ახლა ეს რატო გამახსენდა არ ვიცი -მერე? გეშინოდა მანქანაში ჩაჯდომის -არა, ასე მარტივად არ მემართება ფობიები. უბრალოდ ცოტა ხანს შოკში ვიყავი მერე გადამიარა და მას მერე უვიც მძღოლებს არ ვენდობი -კაცი გიტაცებდა რა უვიცი მძღოლი გოგო -შენ რა გაგიჟებს, მიტაცებდა ხო არ მომიტაცა. თბილისიდანაც არ გასულა, ეგღა მაკლდა ახლა ჩემი ნების წინააღმდეგ გააკეთებდა რამეს. კი იწვა შეხვეული თვეობით საავადმყოფოში მერე ჩემმა შეყვარებულმა დაუმატა კიდე ... აუუ რეებს ვიხსენებ - გაიცინა და გზას გახედა- კიდევ დიდხანს ვერ მივალთ ხო? -15 წლის ბავშვს რატო გყავდა შეყვარებული -გატაცება იყო უბრალოდ, არ მიყვარდა. ისე ძალიან საყვარელი ბიჭი იყო და მშვენიერი კოცნა იცოდა 16 წლის ბავშვისთვის -ცოდვილი ქალი მყავს ცოლად -სერიოზულად? 15 წლის ვიყავი 10 ის ხო არა...თუმცა მაშინაც მყავდა თაყვანისმცემელი. ერთადერთი არ ხარ ასე რომ -ერთადერთი ვარ ,ქმარი მხოლოდ მე ვარ და ერთადერთი კაცი ვინც გყოლია და გეყოლება ასე რომ დაფიქრდი რას ამბობ -ეგ ამბავი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მთელი ცხოვრება წინ მაქვს ვინ იცის რა მოხდება -იოცნებე საყვარელო ტაისა -შენ თუ სამუდამოდ ჩემთან ცხოვრებისთვის გაწირავ თავს მე პრობლემა არ მაქვს -ახლა დარდობ ჩემზე ? რა მზრუნველი ცოლი მყავს -შენზე რომ ვდარდობდი იმიტომ აგირჩიე -რამხელა ბედნიერება მხვდა წილად ალბათ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ -ოდესმე მიხვდები ისევ მობილურს მიუბრუნდა და დიდხანს ჩუმად იჯდა. ბოლოს სიმღერა ვერ დააიგნორა და წაიღიღინა. იგრძნო როგორ გამოხედა მესხმა და უცებ გაჩუმდა -მღერი ? -შენ არ იცი რა ნიჭით დახუნძლული ცოლი გყავს -როგორ არ ვიცი , ნიჭიერი და მოხერხებული. გამღერებ მაინც ძლის წინ -ნახა ჩემი გამოყენების გზა...მე ასე უბრალოდ არ ვმღერი -ერთ კოცნას გამოგიქვითავ -ერთი კოცნა ერთ სიმღერაზე? -არ ვიცოდი ასე თუ გაწუხებდი ალერსით , აქამდე როგორ არ მითხარი -რა საზიზღარიი ხარ -შენს გარდა არავის უთქვამს ... პირველი ხარ -უკანასკნელიც ვიქნები , ეგღა მაკლია ჩემი ქმარი ვინმემ გალანძღოს -ხმალსა და ფარს აიღებ და დამიცავ დარწმუნებული ვარ -ეჭვი არ შეგეპაროს, ჩემ საკუთრებას ვერავინ შეეხება -ეგოიზმსაც ჰქონია დადებითი მხარეები -რა შუაშია -თავს იტყუებ თუ ჩემ მოტყუებას ცდილობ. ჩემთან რაც გაკაშირებს ყველაფერი მაგ ეგოიზმის დამსახურებაა -სისულელეა, უბრალოდ -უბრალოდ ნუ მედავები და გაჩუმდი -ასე უმიზეზოდ გაბრაზება როგორ შეგიძლია... ადამიანურად გელაპარაკები შენ კიდევ უცებ ენთები -შენთან ჭორაობა მღლის -არ მაძლევ საშუალებას დაგიახლოვდე -თუ ტვინში შემომიძვრე -როგორ გიყვარვარ არაფერი იცი ჩემზე -ჩვენი საუბრების განმავლობაში ინფორმაციას მძალავ , თუ გინდა რომ შენზე რამე გავიგო გისმენ -არ შემიძლია უბრალოდ საუბარი იმ თემაზე რომელიც არ აინტერესებთ -მე მხოლოდ სიმართლე მაინტერესებს შენი მოსმენისას უნდა ვიფიქრო რას მატყუებ და რას არა -ისიც არ იცი რომ არ ვიტყუები -უნამუსობასაც საზღვარი არ ჰქონია... შენ რომ მაგას იტყვი -დაივიწყე ყველაფერ რაც გიგისთან დაკავშირებით მითქვამს სხვა ყველაფერი მართალი იყო და საერთოდ -რა საერთოდ გოგო შენ როგორ უნდა გენდო და დაგიჯერო თავიდანვე იცოდი ვინ ვიყავი და მხოლოდ იმიტომ მოხვედი ჩემტან რომ გიგისთან ახლოს ყოფილიყავი, რა არ გააკეთე,როგორ არ გამითიშე ტვინი .ახლა როგორ უნდა დამარწმუნო რომ მართალს ამბობ საერთოდ რომ გელაპარაკები არ გიკვირს?- მანქანა გზიდან გადაიყვანა. და ისე დაუღრიალა ტაისა შეხტა. -შენი ხმა არ გავიგო სოფელში მისვლამდე რამე მნიშვნელოვანი თუ არ გენდომება თორემ გადაგაგდებ გეფიცები! ყელში ამომივიდა უკვე ამდენი თეატრალური დადგმა,მსახიობი ხარ თუ ჟურნალისტი ისიც ვერ გამირკვევია.ორივეს უნდა ათავსებდე ისეთი ნიჭიერი ხარ ჩემო მეუღლევ - ცდები ჩემი შეფასებისას და ამას ოდესმე აუცილებლად მიხვდები -ხო ნამდვილად ვცდები,დარწმუნებული ვარ იმაზე უარესი ხარ ვიდრე მე ვფიქრობ -ბრაზი იმდენად გიბინდავს გონებას რომ ყველაფერს ერთი იარაღით ხვდები, რომ მე ცუდი ვარ და ეს ყველაფერს ხსნის .შენც ყალბი ხდები როდესაც იმას არ აკეთებ რაც რეალურად გსურს. შენ არ ხარ ყალბი,შენ ყოველთვის ისე იქცევი როგორც გსურს და სწორია . ნუ შეიცვლი ცხოვრების წესს ჩემს მიმართ განცდილი ბრაზის გამო -ბრაზის... ბრაზი რა მარტივი სიტყვით ხსნი ყველაფერს -ახლა საუბარს აზრი არ აქვს...გზა განაგრძე გაჩუმდა და სოფელში შესვლამდე არაფერი უთქვამს. თავი სავარძელს მიაყრდნო ,ხედებს აკვირებოდა და ჩუმად ღიღინებდა. 5თავი სახლის წინ იყვნენ, ყველაფერი მოწესრიგებული და მოვლილი იყო იმდენად რომ იქ ყოფნა ნამდვილად არავის გაუძნელდებოდა. წითელი აგურით ნაშენები ორსართულიანი სახლი ეზოს ცენტრში იწონებდა თავს . მანქანიდან რომ გადავიდა ირგვლივ მიმოიხედა და მთების დანახვისას გაეღიმა. -ბებოო ... -კარი როგორც კი გააღო მაშინვე ხმამაღლა დაიძახა ,მაგრამ სახლში აშკარად არავინ იყო -სად იქნება? -მეზობელთან არის ალბათ... ჩანთებს შემოვიტან ჩამოჯექი შენ რა ვიცი დაათვალიერე სახლი თუ გინდა -არ დაუძახებ? ან დაურეკე მობილური ხომ აქვს -ასე გეჩქარება ბებოს გაცნობა -სახელი ...სახელი არ გითქვამს ბებო თუ არ დავუძახე ხო უნდა მივმართო -ნინო დივანზე ჩამოჯდა და ოთახს დააკვირდა. შემდეგ ვერ მოისვენა და სახლის დათვალიერება გადაწყვიტა. დერეფანში იდგა ფანჯრიდან რომ დაინახა მაღალი ჭაღარა ქალი როგორ მოეხვია იოანეს. დიდხანს ეფერებოდა და ხელებს უკოცნიდა. იოანემ ჯერ ვერცხლისფერ თმაზე მიაკრა ტუჩები შემდეგ დანაოჭებულ ლოყაზე და ბოლოს ორივე ხელზე აკოცა ქალს . რას ეუბნებოდა არ ესმოდა,მაგრამ გაეღიმა მათი დანახვისას . აშკარა იყო როგორ უყვარდა იოანეს ქალი. ეზოში გავიდა , ქალმა როგორც კი შენიშნა მაშინვე გაუღიმა -ბებო ამჯერად პირადად გაიცანი ტაისა -სასიამოვნოა შენი გაცნობა ჩემო კარგო - ქალს იმდენად ნაზი ხმა ჰქონდა ,თბილი და ისეთი დახვეწილი საუბრის მანერა რომ ტაისას ნამდვილად შოკი ჰქონდა. იოანეს სიტყვები გაახსენდა და ისიც კი იფიქრა მართლა ხომ არ გადამირებს ფოტოსო. იოც აშკარად მიუხვდა ისე ჩაეცინა -ჩემთვისაც, იოანე მიყვებოდა თქვენზე. -სინამდვილეში უფრო ლამაზი ყოფილხარ, კარგი ჟურნალისტი ხარ მინდა გითხრა. მე კი არც ისე ბევრი შენი კოლეგა მომწონს. -გმადლობთ -ბე მე ბარგს ავიტან ჩემ ოთახში ტაისას შენთან დავტოვებ -ოთახში ყველაფერი მილაგებულია, თეთრეული კარადაშია ხომ იცი -ვიცი ბებო ,მივხედავთ -ჩვენ სახლში შევიდეთ ... კეთილი იყოს შენი მობრძანება ,იმედია სიხარულს შემოიტან ოჯახში იოანეს გაბედნიერებით -ვეცდები -არა ,არ უნდა ეცადო. როცა ცდილობ ეგ უკვე ხელოვნურია სიყვარულს ყველაფერი ბუნებრივო უხდება ,გულით და არა ტვინით.კარგად დაიმახსოვრე ჩემო ლამაზო გოგოვ -იოანე რთული ადამიანია , ალბათ დამეთანხმებით -თქვენობით ნუ მესაუბრები პირველ რიგში ...მეორეც ადამიანი ყველა რთულია . მარტივი რომ გგონია ის უფრო რთულია დამიჯერე. მარტივი ადამიანი უფრო გაგაოცებს ....დილით წამოხვედით ალბათ ხომ? მშივრები იქნებით...ახლავე მოვამზადებ სადილს -დაგეხმარებით -დახმარება არაა საჭირო, ისე გამომყევი თუ გინდა .ყავას მოგიმზადებ სადილის მომზადებამდე დალიე და ენერგია მოიკრიბე.თუ გინდა იოანესთან ადი მაღლა მე და შენ მერეც ვისაუბრებთ...ხომ დარჩებით რამდენიმე დღე -სავარაუდოდ დავრჩებით...იოანეც მალე ჩამოვა.ქვემოთ დავრჩები...მგზავრობას შევეჩვიე და არ ვიღლები ასე მარტივად -ყველაფერს თავისი პლიუსი აქვს. მე ახალგაზრდობაში ძალიან ცუდად ვხდებოდი სოფლიდან თბილისში რომ მივდიოდი ბავშვებთან. მაშინ ტრანსპორტიც არ იყო ასეთი კომფორტული,მაგრამ მაინც . შენ ძალიან შრომატევადი სამსახური გაქვს, პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს დიდი ბოლოს და ბოლოს მთელს ქვეყანას უნდა მიაწოდო ინფორმაცია -იშვიათია ადამიანი რომელიც ასე იტყვის, ძირითადად ამბობენ რომ ჩვენ არაფერი გვიჭირს ვზივართ კომფორტულად და მონიტორებიდან ვკითხულობთ ტექსტს -ხალხი ათას რამეს ამბობს ,შენ ყურს ნუ უგდებ ყველას არ გესწავლება ახლა ეგ ჩემგან...აბა შენ რომელი კერძი გიყვარს? ჩემ ბიჭს ბავშვობიდან თევზი უყვარს -ჩემთან პრეტენზია არ გამოუთქვია კერძებთან დაკავშირებით , ალბათ იმიტომ რომ კარგი მზარეული არ ვარ -არაუშავს,დღეს სტუმარს მშიერს არავინ ტოვებს . მთავარია სტუმარს ცუდად არ დახვდე და გულთბილად მიიღო სუფრაზე კერძს როგორმე დადებ და ხასიათი რომ შეიცვალო მაგას დიდი წვალება უნდა . თუმცა თუ ისწავლი არც მაგით დაშავდება რამე, როცა გეცლება და მოამზადებ სადღაც სხვისი მომზადებული კერძის ნაცვლად შენსას რომ დააგემოვნებ სხვა შეგრძნებაა -ხომ შეიძლება იოანემაც ისწავლოს- ფრთხილად შეაპარა ქალს . მაშინვე შეწყვიტა საქვე და გაიცინა -არა გენაცვალე მაგ არც იფიქრო ...ახლა ახალგაზრდებს საწოლში მორთმეული რომ გიყვართ მაგას ნუ დაელოდები იოანესგან . ისეთი მოუხერხებელია კვერცხი დავუტოვე ტაფაზე დამხალებული და თითები დაიწვა . არ უთხრა ეს თორემ გამიბრაზდება მერე , მაგ რო კოპებს შეკრავს მეცინება და მერე საერთოდ ჯუჯღუნს იწყებს -მეც მეცინება ხოლმე -შენ რა გაცინებს გოგო ..მე მახსენდება ბავშვობაში როგორ ბრაზდებოდა და სულ ის პატარა ბიჭ მიდგება თვალწინ. შენ ხშირად აბრაზებ ? -მე... არა -ხო გეტყობა -ხანდახან...არც ისე ხშირად -მაგასაც არაუშავს, თუ არ გაბრაზდება ე.ი არ აინტერესებხარ მაგნაირი ქმარი რათ გინდა. შენც უნდა გაბრაზდე ხოლმე . კამათი ,ჯანსაღი ოღონდ კარგია ხომ იცი -მეც ასე ვფიქრობ...მაგრამ თუ მისი მოხრჩობა მინდება?- ისე უცებ თქვა სულ დაავიწყდა ვის ელაპარაკებოდა. ქალმა ისევ გამოხედა და წამსვე აიფარა ტუჩებზე ხელი-მე ანუ მე ... -რამდენი ხანია იცნობთ ერთმანეთს თქვენ - მეორე ზაფხულია ვიცნობთ ერთმანეთს... -რა გამოდის რომ საერთოდ არ იცნობთ ერთმანეთს ? ასე მალე რატომ დაქორწინდით ახლა მაინც არაა აკრძალული ქორწინებამდე ურთიერთობა -ნამდვილი ხართ? -შენ არ იცნობ იოანეს ხომ ასეა -გავიცნობ იმაზე უკეთ ვიდრე ახლა ვიცნობ...რომ არ დავქორწინებულიყავით უფრო გართულდებოდა ჩვენი ურთიერთობა -კაგრი ახსნაა ,მაგრამ აქც ისე ჭკვიანურია. იქნებ სხვა უფრო შეყვარებოდა,სხვასთან უკეთ ყოფილიყო რა იცოდი რომ მიჰყვებოდი იქნებ ბედნიერი არც არასდროს იყოთ ...როგორ გაიცანით თუ საიდუმლო არ არის -ერთ-ერთ წვეულებაზე ...ვცეკვავდი როდესაც ნაბიჯი უნდა გადამედგა კაბის ბოლო არ გამომყვა. აღმოჩნდა რომ ჩემს უკან მდგოკმი იოანე იდგა ზედ. გავცხარდი, კაბის ბოლო გაფჭდა და ვიკამათეთ .უფრო სწორად მე გავცეცხლდი ის მშვიდად მიყურებდა და ბოლოს მითხრა ვიცეკვოთო - რომ გაიხსენა ის საღამო ღიმილი ვერ შეიკავა -შემდეგ? -შემდეგ ...ყველაფერი თავისთავად მოხდა. ჩვეულებრივი წყვილი რომ არ ვართ მიხვდებოდი -იოანე კარგად ცეკვავს დარწმუნებული ვარ მოგწონს მასთან ცეკვა - რატომღაც მაშინ შეხედა ქალის მწვანე თვალებს, რომელიც საოცარ სითბოს ასხივებდა -თქვენც ისეთივე გაქვთ თვალები, სულ მწვანეა -იოანეს ჩემნაირი თვალები აქვს -სად ხართ ?-იოანე უცებ გამოჩნდა ოთახში და ტაისას შეხედა -ჩვენ თუ შენ სად ხარ ამდენ ხანს ... -დამირეკეს და ვსაუბრობდი...აბა რა ხდება აქ? რაზე საუბრობთ? -შენზე ვსაუბრობდით ...აღმოვაჩინე რომ თევზი გიყვარს -ბებოს მომზადებული ყველაფერი მიყვარს -ანასტასია მიყვებოდა როგორ გაიცანით ერთმანეთი ... აღმოჩნდა რომ დანახვისთანავე შეგიყვარდა -ეს შენ უთხარი? -არა მას არ უთქვამს , ჩემმა ჭაღარამ მიმახვედრა .არადა არასდროს ყოფილხარ მოხიბლული ჟურნალისტებით და საერთოდ ტელევიზორს არ უყურებდი,არ მეგონა თუ ასე მოგწონდა ანასტასია - ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ? ფაქტია რო უკვე ჩემი ცოლია და რატომ უბრუნდები წარსულს ბებო? -წარსულს რომ ვუბრუნდებოდე მოვუყვებოდი როგორი ბავშვი იყავი -ეგ იციან ჩვეულებრივმა ბებოებმა, შენ ვაფშე არ ხარ ჩვეულებრივი -ძალიანაც ჩვეულებრივი ვარ, თუ გამაბრაზებ მოვუყვები როგორი მსუქანი და ბაჯბაჯა ბავშვი იყავი და საჭმელს რომ არ უშვებდი ხელიდან -ფოტოები არ გაქვთ? ხო მაჩვენებთ? ძალიან გთხოვ ბებო აი ძალიან გთხოვ ვგიჟდები ისე მინდა ვნახო პუტკუჩა იოანე - ისე აჟიტირდა ემოცია ვერ დამალა. ქალს გაეცინა,მაგრამ ანასტასიამ ნათქვამი ბებო გაიაზრა და გაჩუმდა - მაპატიე მე იოანემ მითხრა არ უყვარსო ბებოს რომ ეძახიანო უბრალოდ -ასე გითხრა? -იცით მე მშია და რომელიმე თუ მომიმზადებთ რამეს კარგი იქნება თუ არადა წავალ ლიკოს ვესტუმრები -ლიკო ვინ არის?- უცებ შებრუნდა და ზემოდან დახედა სკამზე მოკალათებულ ქმარს- ჯერ რა მოუსვენრობაა ამზადებს ხომ ხედავ აქაა პური ,ყველი და კიტრი ,პომდორიც თუ გული მკიგდის ჭამე - უცებ მიაყარა თან ჩუმად და იოანემ წარბები რომ აზიდა მერე დაიხია უკან- ნუ თუ ძალიან გშია და ვეღარ უძლებ -წამოდი გავისეირნოთ თორემ აშკარად უჰაერობაა აქ - ხელი ჩაკიდა და წაიყვანა. როგორც კი გარეთ გავიდნენ მაშინვე ჩაავლო მეორე ხელი და კედელს ააკრა-რას აკეთებ -რას ვაკეთებ -რა თამაშს თამაშობ, აქ იმიტომ ჩამოხვედი რომ ბებიას აჩვენო როგორი კარგო გოგო ხარ -ხელი გამიშვი მტკენ, არ გამოვიდეს ან ვინმემ არ დაგვინახოს რას იფიქრებენ -არ გკიდია? - ? საერთოდ არ ის საოცარი ქალირ ას იფიქრებს ...თუმცა შენ რომ დაგინახოს ასე მექცევი დარწმუნებული ვარ შერცხვება -ნამდვილი ეშმაკი ხარ! - უცებ მოშორდა და თავზე გადაისვა ხელი - გიკრძალავ ბებიასთან ზედმეტად საუბარს. მაქსიმალურად შეარჩევ სიტყვებს იცოდე თვალს არ მოგაშორებ მეტი არ მინდა რამე ისეთი უთხრა -რა უნდა ვუთხრა -არ ვიცი , შენგან ყველაფერი მოსალოდნელია. ვერ ვწვდები შენი ტვინის სიღრმეებს -ოთახი მეორე სართულზეა?- მკლავებზე თითები შემოიხვია და გვერდით გადგა -ხო ...კარი ღიაა შეგიძლია მიბრძანდე. -უთხარი რომ ჩამეძინა და ვერ ჩამოვალ. არ მშია - ზურგი რომ აქცია შემდეგ უთხრა და სწრაფად წავიდა კიბისკენ. საძინებელი მარტივად იპოვა. კარი მიხურა და იქვე დაჯდა -მართალს ამბობს ...შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია თქვა და გააკეთო როცა რაღაც მიზანი გაქვს. ყველაფერია მოსალოდნელი -თმებში თითები შეიცურა და თავი დახარა- ღმერთო აღარ შემიძლია. ვერ გავუძლებ,რამე გააკეთე მითხარი როგორ მოვიქცე . იოანე უყურებდა როგორ მიდიოდა ტაისა, მერე კედელს დაარტყა მუშტი და შეიკურთხა. რამდენიმე წუთი იქვე იდგა და ეწეოდა. მერე სახლში დაბრუნდა, ბებო ისევ სამზარეულოში იყო . სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ -ტაისა სად არის? -ანასტასია ბებო -შენ რატომ ეძახი ტაისას ...სულ სხვა სახელია ტაისა -არ ვიცი ასე რომ დავუძახე პირველად მერე შევეჩვიე ... მალე მომზადდება თუ სხვა რამე ვჭამო -კითხვაზე არ მიპასუხე, სად არის შენი ცოლი -ზემოთ ავიდა დაისვენებს ცოტას -უფრო გრძელი გზაც გაუვლია და მერე პირდაპირ ეთერში ყოფილა აქამდე მოსვლამ ასე დაქანცა? -გეწყინა? მაშინ დავუძახებ -როგორ ბავშვობ ,არ გეკადრება -რაზე ილაპარაკეთ შენ და ტაისამ? -მითხრა ვერ ვამზადებო ,ვუთხარი რომ მთავარი სტუმრის დახვედრაა . ასე არ არის? -კიდევ რა გითხრა -ზუსტად თუ გაინტერესებდა დაგედო დიქტოფონი და ჩაგეწერა ხმა -ნუ ჭედავ რა -რა სიტყვაა ეგ ...82 წლის ქალს რომ მეუბნები -აუ ბებო კაი რა -ნუ წუწუნებ ქალივით ... რა გჭირს საერთოდ -დავიღალე, ქალი რა შუაშია მეც ხო ადამიანი ვარ -არ გაქ უფლება ... ახლა მხოლოდ საკუთარი თავი არ გეკუთნის ის ქალიც შენია და მასზეც უნდა იფიქრო, იზრუნო და საერთოდ რომ ჩაისუნთქავ მასაც დააკვრიდე როგორ სუნთქავს . რომ გაიცინებ მასაც უნდა უყურებდე იცინის თუ ტირის. ერთ უღელში ხართ და მარტო ვერსად წახვალ ... აწი ვერაფერს გააკეთებ მარტო ხოდა ისიც შენს მხარეს უნდა იყოს და შენც. ნაბიჯი თუ ვერ აუწყვე მერე დამთავრდება ყველაფერი.მარტო მშვიდად ვერ იქნები ის თუ ცუდად იქნება . იცოდე ეს ლაწირაკო და მორჩი ღრიალს ,გამიცოცხლა აქ ბაბუამისი -ნუ ნერვიულობ რა ...ისედაც გადაიღალე ამდენი ხანია ამზადებ -შენ მე მართლა ბებერი ხო არ გგონივარ...საჭმლის გაკეთება რო აღარ შემეძლება დავიწყობ ხელებს გულზე და დამაყარე მიწა -კაი რა ნინო კაი რაა ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცეებს ...რატო მეჩხუბები რა გინდა -მე რა ვუთხარი და ეს რას მეუბნება...რო იცინი ისიც უნდა კარგად იყოს-თქვა და შენ ჩამომიჯექი აქ საჭმელს ელოდები და შენი ცოლი ცუდად თუა , დილიდან მშიერი იმის მაგივრად ჩაეხუტო , წამალი მიუტანო ან რამე რა ვიცი მე -ასე თუ უნდა გააგრძელო ქალური სოლიდარობის პონტში ჩხუბები მე წავალ და დაგიტოვებ იმას -იმას ვინ არი -ბებია კაი რა -კაი რა კაი რა... ნამეტანი შეგცვალა შენ ამ თბილისმა. რამდენიმე კვირა უნდა დაგიტოვო ჩემთან ცოტა მოხვიდე ჭკუაზე -ბებო -გაჩუმდი ახლა...ამდენი ლაპარაკის თავი სად მაქ სამზარეულოდან მისაღებში გავიდა. დივანზე წამოწვა, ტელევიზორს უყურებდა. უცებ წამოდგა და მეორე სართულისკენ წავიდა. ოთახთან რომ მივიდა გაჩერდა, ნელა დაიძრა საწოლისკენ -გძინავს? -არა - სახეს თმა უფარავდა ტაისას, კედლისკენ იყო შებრუნებული -მალე მზად იქნება სადილი, ჩამოდი -არ მინდა, ჩუმად ვერ გავჩერდები არ შემიძლია ამიტო აქ დავრჩები -შეძლებ როგორმე, მოინდომე და გამოგივა მიხვდები რა უნდა თქვა და რა არა -არ მინდა ! -რა არ გინდა -მე შენს ნებაზე არ ვივლი, იმ ქალთან არ ვითამაშებ და რაღაც სხვას არ ვეტყვი -კარგი წმინდა ანასტასია წამოდი მოვუყვეთ ბებოს რატომ გახდი ჩემი ცოლი.შენი და გიგის ისტორიაც მოვუყვეთ, ბებოს გიგი ძალიან უყვარს კარგად იცნობს და გაიგებს როგორ შეგიყვარდა .წამოდი რას ელოდები -ზემოდან დახედა საწოლზე მჯდომ ქალს და მზერა მისი ჩაწითლებული თვალებიდამ ხელისკენ გაექცა, თითები ისევ მკლავებზე ჰქონდა შემოხვეული -შეგიძლია ყველას მოუყვე, მე არ მრცხვენია ამ გრძნობის . არსებობს,ნეტავ არ არსებობდეს არც შენ გიცნობდე არც იმ იდიოტს .ნეტავ ასე არ დამემცირებინა თავი,ასე არ დავცემულიყავი ასეთ მდგომარეობამდე არ მივსულიყავი ,მაგრამ თქვენ ხართ მსხვერპლი ის იმიტომ რომ მიყვარს და შენ იმიტომ რომ არ გითხარი ვინ მიყვარდა...-იოანე აღარ უსმენდა, თხელი თითების ქვეშ უნდოდა შეეხედა და ჩაავლო კიდეც თითები მაჯებზე . დაწითლებული მკლავები რომ დაინახა საკუთარი ანაბეჭდებით ტაისას მზერას დაუბრუნდა ისევ- გამიშვი ...წავიდეთ და მოვუყვეთ ,მაგრამ არა შენ შენი ვერსია უნდა უთხრა მხოლოდ -რატომ არ მითხარი ასე თუ გტკენდი -გითხარი ,მაგრამ გვიანი იყო .არ შემეხო -არ მეგონა ასე თუ გიჭერდი-ისევ გაუშალა ხელები და თავად შეეხო თითებით გაწითლებულ ადგილს - გაგილურჯდება თუ გადაგივლის -ხელს ნუ მახებ... გითხარი რომ სიმართლე - არაფერი მაინტერესებს ამის გარდა ...გატკინე -დამცინი? ნამდვილად დამცინი ხომ? გგონია მხოლოდ ეს მატკინე და ამაზე მეტად არაფერი მტკივა ? განა არ მოგწონს რომ მტკენ? თუ ჩემი გული რადგან შენი არაა არ აქვს მნიშნელობა მეტკინება თუ არა. მხოლოდ ეს სხეულია შენი და უფრთხილდები? ხო რა თქმა უნდა ჩემს სხეულს შენი სურნელი აქვს ,შენი კვალი .გული სხვამ გამოიყენა და აღარ გადარდებს ,...შენ ეს გიყვარს მხოლოდ ხორცი .მე რომ გიყვარდე ასე არ მომექცეოდი ჩემში მხოლოდ ეშმაკს არ დაინახავდი , ილუზიაში მაინც ნახავდი რაიმე კარგს. ისე არ შეგიყვარდებოდი .... შეუძლებელია იცოდე რომ საშინელია და გიყვარდეს , გიყვარდეს მთელი არსებით -ტაისა ხომ იცი რომ -არა არ ვიცი ,მეგონა ვიცოდი შენთან რომ მოვდიოდი ერთადერთი ის ვიცოდი რომ შენ ნამდვილად გიყვარდი...თუმცა არა მე ხომ შენთან იმიტომ მოვედი რომ გიგისთან ახლოს , მისი ბედნიერების ცქერით ტკბობა შემძლებოდა. მე ხომ სიამოვნება მივიღე იმით რომ ჩემს ქორწილში, დღეს როცა ყველაფერი ჩემს ირგვლივ უნდა დატრიალებულიყო კესომ გამოაცხადა რომ ფეხმძიმედაა.მე ხომ ბედნიერი ვარ როდესაც მას ვუყურებ იქ სადაც შენ ხარ ჩემს გვერდით ... სულით მოღალატე ვარ შენი ხელი მეხვევა და მე გიგის ვუყურებ ეს ხომ მსიამოვნებს არა? ძალიან ჭკვიანურია ხომ ასეა,მე ხომ ურჩხული ვარ მე ხომ ადამიანი არ ვარ. საშინელი ქალი რომელსაც ერთი იდიოტი შეუყვარდა, უკვე ეს სიტყვა მეზიზღება ,მაგრამ შენ ვერ გაიგებ . არ გჯერა რომ მე ასე ძლიერ არ ვარ იმ კაცზე მიჯაჭვული ასე მაზოხისტურად არ მიყვარს რომ შენთან მხოლოდ იმიტომ მოვედი რომ ჩემს ტვინსაც და გულსაც სჯეროდა რომ ერთადერთი იყავი ვინც შეძლებდა ჩემი ფსკერიდან ამოყვანას. ვერ გავითვალისწინე რომ შენი თვალები ჭაობისფერია...ახლა სწორედ ამ ჭაობში ვიძირები იმიტომ რომ შენ მე ხელის ჩაკიდების ნაცვლად ხელს მკრავ .ჭრილობის მოშუშების ნაცვლად ახალ,უფრო ღრმა ჭრილობას მიტოვებ და თან ძველ ნაიარევსაც თავიდან ხსნი ასე მშვიდად და დაუნდობლად. შენ ხომ იოანე ხარ მესხი, კაცი რომელიც ტყუილს არ პატიობს.შენ ხომ ამაყი კაცი ხარ , კარგი მეგობარი და შენთვის დიდი ცოდვაა იმ ქალის სიყვარული ვინც შენი მეგობარი შეაწუხა თავისი სიყვარულით... იქნებ მითხრა კონკრეტულად რა იცი . რა გითხრა, რა გავაკეთე -თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა ? ახლა რას მეტყვი რომ გიგია შენთან დამნაშავე მეტყვი რომ შენ უბრალოდ გიყვარს და სხვა არაფერი? მადანაშაულებ რომ არ მიყვარხარ? ნეტავ მთელი არსებით არ მიყვარდე,ნეტავ მარტო შენი სხეული მინდოდეს და სხვა არაფერი. შენ ვერ წარმოიდგენ რა მარტივი იქნებოდა ჩემთვის არსებობა. ისე გავაგრძელებდი ცხოვრებას როგორც ადრე , გულისრევით ზიზღით მაგრამ მაინც ნებისმიერ ქალში შენს სახეს დავინახავდი და ათასჯერ გახდებოდი ჩემი ისე რომ თითსაც არ შეგახებდი. არ ვიცი რომელი უფრო დიდი საშინელებაა ეს თუ ის რომ მხოლოდ ამის გამო ვიყო შენთან. ხო არ მიყვარხარ მხოლოდ ჟინი მაქვს და ცოლად შეგირთე ყველას გავაგებინე ეს ამბავი , ერთ დრეს ყველა გაიგებს რომ რეალურად ჩემთან ყოფნისას თავი გეზიზღება რომ ჩემთან ყოფნისას ქმართან კი არ ხარ ვიღაცას ღაალატობ, ის ვიღაც კი ჩემი მეგობარია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ . დღე არ გაუტარებია ისე მე რომ არ დამენახა იმ კაცს შენ რომ გიყვარს ჯანდაბა ამის მიუხედავად ჩემი ცოლი ხარ და ვკვდები როცა ვიცი რომ ცუდად ხარ , როცა მივდივარ და გტოვებ ვკვდები . ნაწილებად ვიშლები ახლა შენს ცრემლებს რომ ვხედავ , არადა რა ლამაზი ხარ იცი? პირველად რომ დაგინახე ტიროდი მას მერე ვფიქრობ ოდესმე ბედნიერებისგან ატირებულს თუ გნახავ. ალბათ ვერასდროს შევძლებ ამის ნახვას , მე უბრალოდ აქ ვიქნები და ყოველ ჯერზე ცრემლებს დაგიშრობ ... არ ვიცი იქნებ პირიქით უნდა გაგეცალო როცა სხვის გამო იტირებ ჩემი შეხება უფრო გატკენს , ახლა რომ ჩაგეხუტო და გითხრა რომ ხელს არ გაგიშვებ ,რომ თუ ჩაიძირები მეც თან გამოგყვები და მაინც არ დაგტოვებ შენ დარწმუნებული ხარ რომ ეს შვებას მოგგვრის? მე გითხარი შენს დანთებულ ცეცხლშიც დავიწვები-თქო ასეც იქნება ამღვრეული თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა, მაინც უყურებდა მესხს.კარგად ხედავდა მის მწვანე სფეროებს რომლებიც ნელ-ნელა შავდებოდნენ - და მაინც მე არ ვიცი შენ რა გინდა ჩემგან , რას გრძნობ ჩემი მოახლოებისას - ხელი ქალისკენ გასწია, სახესთან გაჩერდა ,არ შეხებია - ტაისა უკან დახევას აპირებდა ქალის წვრილი ,გაყინული თითები რომ შემოეხვია მაჯაზე. ხელისგულით მისი ცრემლით დანამული კანი შეიგრძნო . სახეზე ტაისას გაყინული თითები შეეხო თვალთან ძალიან ახლოს და ღაწვზე ,თვალის კუთხეში ამღვრეული სივრციდან ეულად გადმოპარული წვეთი გააქრო. შეუძლებელი იყო ამ მდგომარეობის გათამაშება, ყველაფერი გულიდან მოდიოდა. თითოეული ცრემლი იმ ჭრილობებიდან იღვრებოდა ორივეს რომ სტკიოდა. ხელი მოხვია ,მკლავებში მოიქცია და მანამ უკოცნიდა სახეს სანამ ტაისამ ტუჩებშორის საერთო წერტილი არ იპოვა . ეს კოცნა არ იყო მხოლოდ ვნებით სავსე მხურვალე ამბორი, ეს იყო ცრემლებით სავსე ტკივილიანი ამბორი რომლის დასასრულს სხეულზე შემოხვეული სევდის მარწუხები ნამსხვრევებად იქცნენ. გულზე მიადო თავი,მელოდია იყო მისთვის მესხის გულისცემა. იცოდა რომ მხოლოდ მას ეკუთნოდა ეს მელოდია ამ მელოდიას „ტაისა“ ერქვა. მესხს ასე ახლოს არასდროს უგრძვნია ტაისა, იმ წამს თითქოს პირველად მოეხვია,პირველად შეეხო .ტაისა იქ მის მკლავებში შიშველი იდგა ,სრულიად შიშველი სულით .ტაისა, რომელიც შეუყვარდა.ტაისა, რომელიც ოდესღაც დაინახა და რომლის არსებობაც ყოველთვის სჯეროდა. დერეფანში იდგა ქალი ,რომელიც ჩახუტებულ წყვილს უყურებდა და მწვანე თვალები ცრემლებით ევსებოდა. ჩუმად გაეცალა იქაურობას. დანაოჭებული კანიდან ცრემლები შეიმშრალა და სახხლს გაეცალა. მიჰყვებოდა ქუჩებს , რამდენიმე წუთი მიაბიჯებდა შემდეგ სასაფლაოც გამოჩნდა. ბოლოს ქვაზე გამოსახული კაცის წინ გაჩერდა და ცივ ზედაპირს თბილი ხელი შეახო -იოანემ თავისი მეორე ნახევარი იპოვა .... ............. ორი დღე მშვიდად გაატარეს, ბებოსთან ერთად დაათვალიერა გარემო ანასტასიამ. ქალთან საუბრისას საოცრად მშვიდდებოდა და დროც ისე სწრაფად გადიოდა რომ ვერაფერს აღიქვამდა. დილით მამლის ხმამ გააღვიძა და თავზე ბალიში დაიფარა. მხარზე ტუჩები რომ მიეკრო ბალიში ასწია და გამოიჭყიტა -დილამშვიდობისა -დილამშვიდობისა, რომელი საათია? -რვა -მართლა? ამდენ ხანს მეძინა? -მეც გაოცებული ვარ - თითებს ზურგზე დაატარებდა და უღიმოდა -კიდევ მეძინება, მამალს ბალიში რომ ვესროლო გაჩუმდება? -თუ გაარტყამ სამუდამოდ გაჩუმდება და მერე ჩახოხბილი ვჭამოთ -არ მინდა ... -ისევ დახუჭა თვალები და გაიტრუნა. -გაიღვიძე და იმ ტყეში წაგიყვან ბებო რომ გიყვებოდა - უფრო ახლოს მიიწია და ლოყაზე აკოცა,მერე ყბაზე და ნიკაპზე-წავიდეთ? -შორსაა? -გეზარება? -ნწ , დიდი ხანია ტყეში არ ვყოფილვარ .იმედია გზები იცი -შორს წაგიყვან ,იქ სადაც არავინ იქნება -ხოო? მერე იქ რას გავაკეთებთ? -მოვიფიქრებ რამეს -ბევრჯერ ყოფილხარ ტყის სიღრმეში გოგოსთან ერთად?- ზემოდან მოექცა იოანეს და თითები მის მკლავებზე აასრიალა -რომელ სიღრმეში ტყის თუ გოგოს -ტუტუცო ...აქაც ხომ არ გყოლია ვინმე .აქაური გოგო -რომ ეჭვიანობ მახალისებ -კითხვას თავს არიდებ? -წავიდეთ თუ არა -წავიდეთ- ტუჩებში აკოცა და უცებ მოშორდა- ერთ საათში მზად ვიქნები ,გპირდები. შენ კალათა გაამზადე -მე მეუბნები? -კარგი ხო მე მივხედავ ყველაფერს მოწერსიგდნენ, შესაფერისად გამოეწყვნენ და წავიდნენ. ნამდვილად არ უწუწუნია გზაში მიუხედავად იმისა რომ არც ისე მცირე მანძილი იყო გასავლელი. მთელი გზა საუბრობდნენ, ნუ ტაისა საუბრობდა იოანე უსმენდა ზოგჯერ აბრაზებდა და მერე ტაისა სიტყვებს არ იშურებდა . -ის ყვავილები უნდა დავკრიფო...ძალიან ლამაზებია -მე აქვე ჩამოვჯდები -ახლა უნდა მეუბნებოდე მე დაგიკრიფავო -გვირგვინების გაკეთებაც ხო არ გინდა, არ ვიცი თორემ ახლავე დავჯდებოდი და დავიწყებდი ქსოვას -უნდა დაწნა კი არ უნდა მოქსოვო -როგორც არის... -კარგი თავად დავკრეფ- იქვე ჩაიცუცქა და ლამაზი ბუკეტი გააკეთა მერე ერთ-ერთი მცენარით შეკრა და მთელი დარჩენილი გზა ხელიდან არ გაუშვია. უამრავი ფოტო გადაიღო და იოანეც არ დაინდო. -მდინარის ხმაა? -ხო სათავესთან ავალთ მალე ... -ცურვა შეიძლება თუ ძალიან ცივია? -ცივია,მაგრამ ცურვაც შეიძლება -არ მიყვარს ძალიან ცივი წყალი სულ ვიყინები ხოლმე .შენ უნდა ჩახვიდე? -ბავშვობაში სულ აქ დავდიოდით ბიჭები ... ნაპირზე დაჭერობანას ვთამაშობდით -შენ რომ ბუთხუზა იყავი როგორ დარბოდი? -მაინც ნახე ფოტოები? -არა და ნუ მახსენებ. სად გადამალე -ვერ იპოვნი -გრცხვენია თუ რატომ მიმალავ -შენ კი არა ნიკუშას დავუმალე , ერთხელ მთელს სოც ქსელში გამოაჭენა ჩემი ბავშვობის ფოტოები და იმის მერე ვუმალავ. -მე არავის ვაჩვენებ ...აუუ მაჩვენე რა რომ დავბრუნდებით -კარგი ხო -მეც ფუმფულა ვიყავი ოღონდ ღრმა ბავშობაში მერე სულ ასეთი ფორმა მქონდა...როგორც მახსოვს სულ ჟურნალისტობა მინდოდა და ფოტოებიც მაქვს მიკროფონით ხელში .ჩემს გადაცემებს ვაკეთებდი და ბავშვებისგან ვიღებდი ინტერვიუებს -ანუ ბავშვობაშიც არ აძლევდი ხალხს მოსვენებას და ყველაფერი გაინტერესებდა -უამრავი კითხვა მქონდა და როგორღაც ხომ უნდა მიმეღო ინფორმაცია ...ეს წყალი ყინულივითაა -ჩავიდეთ? -არ მინდა გავცივდე ...რას აკეთებ - მაისურის ბოლოებს რომ დასწვდა მესხი მაშინვე ჭყიტა თვალები- აქ არავინაა? -წამომყევი- ამჯერად ტაისას მაისურს დასწვდა და მალევე მოაშორა მერე აკოცა და ქალიც აიყოლია. შორტებიც მოაშორა და უცებ აიტაცა ხელში -იოანეე რას აკეთებ... იოანე იცოდე ღმერთო რა ცივიაა - კივილი დაიწყო და აფართხალდა. ყელზე ჩამოეკიდა მესხს და ფეხებიც შემოხვია-ამიყვანე გავიყინები -შეეჩვიე, მოითმინე და მალე მოგეწონება - თითები სხეულზე ააყოლა და ისევ წაეტანა ქალის ტუჩებს. შემდეგ ყელზე გადავიდა -მგონი უკვე მომწონს- ხელი ჩაკიდა და მდინარის სიღრმისკენ წავიდა- მაინც ცივია. იოანე ჩაყვინთვა და ჩემი შეშინება არ გაბედო -კარგად ვცურავ ,ბავშვი ხომ არ ვარ- ზურგზე იწვა და ისე ცურავდა. ტაისას მაინც ციოდა , თან სიამოვნებდა გრილი წყლის ახურებულ სხეულზე შეხება . მესხის მკლავები რომ შემოეხვია წყალს საერთოდ ვეღარ აღიქვამდა, მხოლოდ მის ტუჩებს და თითებს ასე თავხედად რომ დასრიალებდნენ. მდინარიდან სირბილით ავიდა,სწრაფად ჩაიცვა და სველი თმა სარჭით შეიკრა. იმდენად არეული ჰქონდა რომ იოანე სიცილს ვერ იკავებდა. სახლში დაბრუნებამდე იოანეს ეჭორავებოდა თავის ბავშვობაზე უყვებოდა როცა გაიხსენა როგორ აყირავდა ტორტზე სანთლების ჩაქრობისას და პირდაპირ ზედ ტორტში ჩაეშვა იოანემ სიცილი ვერ შეიკავა -ბოროტოო რა გაცინებს იცი რამდენი ვიტირე? კაბა გამიფუჭდა, ისეთი ფუშფუშა და ლამაზი იყო. თმები სულ კრემით მქონდა დასვრილი და ბავშვები დამცინოდნენ. დეპრესია მქონდა -საყვარელი ტაისა ...დიდი ხანი გქონდა დეპრესია? -სანამ მამიკო არ მოვიდა და თოჯინა არ მომიტანა. თუმცა სიმართლე გითხრა მაშინ ახალი დაშორებულები იყვნენ მამა არ იყო ქვეყანაში და მე უფრო მისი ნახვა მინდოდა ვიდრე საჩუქარი . ფოტო გადამიღეს და გაჩვენებ შენ თუ შენს ფოტოებს იპოვნი -შევთანხმდით -ისევ იცინი -წარმოგიდგენ ტორტში ამოსვრილს და მეცინება -სულ სხვანაირი ვიყავი ბავშობაში ასე რომ ვერ წარმომიდგენ -უფრო ლამაზი? -თოჯინას ვგავდი მინდა გითხრა -თავმდაბალი ცოლი მყავს -ძალიან - გაიცინა და თავი მხარზე ჩამოადო- ცოტა დავიღალე -ხუთ წუთში სახლში ვიქნებით - ხელი მოხვია და ასე განაგრძეს გზა ტაისას ღიმილი მოშორდა სახიდან ეზოში მყოფი სტუმრები რომ დაინახა. თითქოს იქ დასრულდა მისი თავისუფლება, იოანე და ტაისა შეჩერდა ,დაპაუზდა და ერთმანეთს დაშორდნენ. -ჩვენი წყვილიც გამოჩნდა ჰორიზონტზეე...სად ხართ ამდენ ხანს შე ჩემა - ნიკუშა გაექანა და მოეხვია- რძალოო როგორ ხარ? -კარგად ნიკუშ შენ როგორ ხარ? -მე მაგრად...თმა სველი გაქ? სად იყავით ეეე -მდინარის სათავე ... პატარა გერლიანიც აქ არის?- ნატას აკოცა და ბავშვს გაუღიმა -როგორც იქნა ნორმალურად გავიცნობ ამ პატარა კაცს -იმედია არ შეგაწუხებთ...ამ ღამით დავრჩებით სავარაუდოდ და ხვალ წავალთ -არა ,პირიქით იოანეს თქვენი ნახვა ყოველთვის უხარია თქვენ მისი ცხოვრების ნაწილი ხართ შესაბამისად მეც მალე შეგეჩვევით- ბავშვი აიყვანა და ლოყაზე აკოცა- კარგია უკარება რომ არ ხარ .-ნატასთან საუბარში გაერთო თან ბავშვს ეფერებოდა სახლიდან გიგი და კესო რომ გამოვიდნენ. -თქვენც აქ ხართ? ამხელა გზაზე როგორ წამოიყვანე ბიჭო ნორმალური ხარ შენ?- იოანე მაშინვე მათკენ წავიდა და გიგის შეუბღვირა- რძალო როგორ ხარ? -შესანიშნავად...ხომ იცი აქ ამოსვლა მიყვარს -აიჩემა და რა მექნა ? მბრძანებელი ქალბატონი კესარიაა -კესარია კეისარი გახდა. ნატას ფეხმძმობა მომენატრა ამ რამდენიმე დღეში მე რასაც ვაკვირდები ვახუნხულამ უნდა იმუშაოს ბავშვზე და მე ისევ ჩემს ნომერ პერვი რძალს დავუბრუნდე -ნიკოლოს თუ შეიძლება ჯერ პირველი ბავშვი გავზარდო და შემდეგ მაფიქრე მეორეზე, ნებას მომცემ ხომ? -აუ ნატა როგორ მიჭედავ ხოლმე რა იყო რაა -ჩემს ფეხმძიმობას რას ერჩის გამაგებინეთ ერთი -ძაან სწერვა გახდი ჩემს დოლიძიჩს გეფიცები ... -ნიკოლოზ მთავარია მამამ გაუძლოს ,შენ უფლება გაქვს გაეცალო საერთოდაც ფეხმძიმეებს ხალხმრავლობაც არ უყვართ ხოლმე -ნატამ წამსვე მოუჭრა. ტაისა უბრალოდ მიესალმა წყვილს და ბავშვთან ერთად ჩამოჯდა ნინოს გვერდით -ბებო შენ იცნობდი ამ ბიჭს? -სულ პატარა იყო რომ ვნახე...ახლა უკვე დიდი კაცია - ბავშვს ხელზე აკოცა და ისიც აფართხალდა .ხელში სათამაშო ეჭირა და ერთობოდა თავისთვის-თქვენ რომ წახვედით მალევე მოვიდნენ, ვუთხარი მალე მოვლენ-თქო და აღარ დაგირეკეს. იმედია მოგეწონა გასეირნება -კი ძალიან ვისიამოვნე ... ყველაფერი ლამაზია აქ -მე ახლა წავალ სუფრას გავამზადებ , რადგან დაბრუნდით სტუმრებს თქვენ გაბარებთ- ხელი მოუთათუნა მხარზე და წამოდგა -მოგეხმარებით რა ,უარი არ მითხრათ ბოლოს და ბოლოს მეც ხომ ამ სახლის რძალი ვარ -თუ გინდა რომ წამოხვიდე ,წამოდი ისე მეც მოვახერხებ . გადაწყვიტე ჩემთან ყოფნა გირჩევნია თუ მათთან წავიდა, ანასტასიამ კი ბავშვი დედას მისცა და უკან გაჰყვა. სულ რამდენიმე წუთი იყო გასული გოგონები რომ შევიდნენ. დაგეხმარებითო და დაიწყეს საქმიანობა. კესომ ერთი კერძის მომზადება თავის თავზე აიღო -მგზავრობამ არ გადაგღალა? დაისვენე სჯობს ... -ნუ ღელავ ტასო კარგად ვარ, თანაც კერძების მზადება განტვირთვასავითაა ჩემთვის -გააჩენს ბავშვს და ვნახოთ მერე კიდევ თუ ექნება სამზარეულოში ტრიალის ძალა. ისე დაიქანცები გიგის აბზრიალებ -ახლაც გიგი ბზრიალებს, იმედია არ დამიანხავს თორე დაიწყებს დაიღლები, დაისვენე, ბავშვს ნუ გამიწვალებ და ეგეთებს. -გიგის ხო არ დავუძახოთ ისე ..ეგ რო კერძებს ამზადებს ისე უნდა. იხვის კერძს რომ ვაკეთებ ეგ შენმა ქმარმა მასწავლა სხვათაშორის იცოდი? -მართლა? აბა მე რატომ არ მომიმზადა? დაეზარა ხომ? -რა კარგია თქვენს ასაკში ცხოვრება, თქვენი პრობლემები და საქმეები - ნინო მშვიდად უყურებდა გოგონებს, არ შეწინააღმდეგებია ყველა თავის ნებაზე მიუშვა. ტაისას ეუბნებოდა რა როგორ გაეკეთებინა და თავად მაგიდის თავში იჯდა . -წლების მატებასთან ერთად პრობლემებმაც უნდა იმატოს? -არა ჩემო საყვარელო , კანონზომიერება არ არსებობს. შეიძლება ყველაფერი დალაგდეს, შეიძლება აირიოს. საქმე და პრობლემა ხუთი წლის ბავშვსაც აქვს რომელსაც ბაღში სიარული შეიძლება აწუხებდეს და ფიქრობდეს ჩემზე მეტად არავინ იტანჯებაო. მერე სკოლაში შევა და ის ბაღის დრო მოენატრება ასეა ყოველთვის ადამიანები უკმაყოფილოები ვართ იმით რასაც ვიღებთ მხოლოდ დროის გასვლის,დაკარგვის შემდეგ ვხვდებით რა დავტოვეთ წარსულში. ასე რომ უბრალოდ გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი და ყველაფერი კარგად იქნება ტაისა მშვიდად უსმენდა ქალს და ქვაბში გამზადებულ კერძს ურევდა. მერე ფანჯრიდან ეზოში გაიხედა. ბიჭები ერთად ისხდნენ, ბავშვი იოანეს ჰყავდა ხელში. მაღლა სწევდა და ისიც კისკისებდა. მერე კოცნიდა. ნიკუშა რაღაცას ყვებოდა , გიგი ჰამაკში იჯდა და ეწეოდა. ვახო ხეს იყო მიყრდნობილი და ნიკას რაღაცას უხსნიდა. უნდოდა ისევ გიგისკენ გაეხედა,მაგრამ იოანეს უყურებდა ისე უღიმოდა ნათლულს თითქოს სულ სხვა ადამიანი იყო. ბავშვს აცინებდა და მის სიცილს ჰყვებოდა. მერე მხრებზე დაისვა და თითებზე კოცნიდა ისიც თავზე ეხვეოდა, ეშინოდა არ გადმოვარდნილიყო და თან მოსწონა მაღლა ჯდომა. ინსტიქტურად გაეღიმა ტაისასაც და საერთოდ მოსწყდა ქალების საუბარს. -ტასოო ...ტასო -ჰა რამე მითხარი კესო? -სუნელები დევს მაღლა და მომაწოდე მე ვერ მივწვდები -ხო ახლავე ...ესაა ხომ?- მაღლა ასწია ხელი და კოლოფში მოთავსებულ ფერად სანელებლებს დასწვდა. რომ მიაწოდა ხელთათმანის მორგება დაავიწყდა და პირდაპირ ქვაბის ცხელ ტარს მოკიდა ხელი. იმდენად ეტკინა ხმამაღლა დაიყვირა. თვალებიც აეწვა, გოგონები თავს ეხვეოდნენ, ხელი ცივ წყალს შეუშვირა . გრძნობდა თვალებიდან ცრემლები როგორ სდიოდა, პარალელურად იმშრალებდა მაგრამ მაინც სტკიოდა ხელი. მერე გოგონების ხმას იოანეს შეშინებული ბარიტონი გამოეყო -ტაისა რა დაგემართა -იოანეეე - ნატკენი ხელი მაღლა ასწია და ისე მოეხვია კაცს- მტკივა -დამშვიდდი...მალამოს მოიტანს ბებო და გადაგივლის- თავზე აკოცა და ხელი ზურგზე დაუსვა- წამო გავიდეთ გარეთ ეზოში სკამზე დასვა და ნინოს მალამო გამოართვა -პატარა ბავშვივით ნუ ტირი -მეწვის იოანე და ნუ მტუქსავ- სრუტუნით თქვა და მუჭით შეიმშრალა ცრემლები - რა მოუხერხებელი ვარ, დახმარების ნაცვლად ვანერვიულე ქალი. რაც არაა ჩემი საქმე საერთოდ არ უნდა შევეხო ,მოვინდომე მზარეულობა -ჩუმად ბურტყუნებდა და ხელისგულს დაჰყურებდა -ყველას შეიძლება მოსვლოდა, რაღაცაზე ფიქრობდი როგორც ჩანს და გაითიშე...თითებიც გეწვის? -მეწვის -მარლას მოვიტან და შეუხვიე ბებო ... ნუ დარდობ შენ ,მთავარია ტკივილმა გადაგიაროს არ დაგეტყობა- თავზე გადაუსვა ხელი ბებომ და დაამშვიდა -რძალოო ნუ ტირი თორე დამეწვა ეს კაკალი გული ... ასე ძალიან გტკივა? აკოცე ბიჭო გადაუაროს იქნებ -ნიკუშა გამეცალე ... ვერ შევუხვიე . გიგი მოდი შეუხვიე - ბინტი იქვე მდგომს გაუწოდა და გვერდზე გადგა. ტაისამ თვალი გააყოლა მერე საკუთარ ხელს დახედა .გიგიმ რომ მოუჭირა მაჯაზე თითები უცებ შეკრთა და უკან გასწია -არ მინდა...მადლობა, მირჩევნია ასე იყოს -მტვერი გააღიზიანებს ,დაგავიწყდება და რამეს დაადებ . შეხვევა სჯობს და გამეგება მემგონი ხო? -რას ეჩხუბები შე ჩემა ტკივა ვერ ხედავ? კნუტი ან ლეკვი კი არაა როგორც მოგესურვება ისე რო გააკეთო - ნიკუშამ ისევ ვერ მოისვენა და გიგის შეუტია. ტაისა დამშვიდებას შეეცადა.თვალები დახუჭა ღრმად ჩაისუნთქა და ცრემლებიც შეიკავა. ხელი გაუწოდა და დაელოდა როდის შეუხვევდა. მომენტში ისე მოუჭირა წამოიკივლა -მეტკინა გიგი -ასე ? -ასე უკეთესია... მადლობა. ბოდიში შეწუხებისთვის - უცებ წამოდგა და გაეცალა. იოანესკენ არც გაუხედავს, გაბრაზდა მასზე და პირდაპირ მეორე სართულისკენ დაიძრა. არაფერი აინტერესებდა,თვითონაც არ იცოდა რამ გააცეცხლა. საძინებელში შევიდა და საწოლზე დაჯა. მერე ფანჯარასთან მივიდა რომ დაეხურა, მაგრამ იქვე მდგომი ბიჭები რომ დაინახა უკან დაიხია. ხმა კარგად ისმოდა იოანე გიგის ესაუბრებოდა -რა იყო ეს...შეუხიე_თქო იმიტომ გითხარი არ მინდოდა სტკენოდა და შენ რა ჯანდაბას აკეთებ . გსიამოვნებდა რომ ტკენდი თუ რა... ან ვაფშე ვინ მოგცა უფლება ასე ელაპარაკო გინდა გავგიჟდე? -შენ მართლა ხო არ გაგიჟდი.მოჩვენებები დაგეწყო? მაგ ქალს რაც უკავშირდება მე ვაფშე არაფერი მსიამოვნებს. მაპატიე თუ არ დავამშვიდე, რა მექნა მოვფერებოდი? ნიკუშასავით ვერ დავამშვიდებდი . ხელი დაიწვა ვაფშე რა პანიკებს წევ ...ორ საათში აღარც ემახსოვრება რამე თუ სტკიოდა - რა სჭირს, რამდენად მძიმეა მთავარია რო ტკივა და რამდენ ხანს ეტკინება არც მაგას აქვს მნიშვნელობა ახლა ხომ არის ცუდად და შენ გირჩევნია დაფიქრდე როგორ იქცევი. გაიაზრე ბოლოს და ბოლოს რომ ტაისა ჩემი ცოლია და არა ვიღაც ქალი -მეგონა რაღაც საშინელებას გაუკეთებდი შენ კიდე ისე მარტივად დაივიწყე ყველაფერი თითქოს არც არაფერი ყოფილა. ღმერთმაც ქნას სამუდამოდ ერთად იყოთ და ეს შენი მზრუნველობა დიდი სისულელე არ გამოდგეს. მე კი ხელოვნურ დამოკიდებულებას ვერ შევქმნი მხოლოდ იმიტომ რომ შენი ცოლია ... კესომ აიჩემა თორე აქ ამოსვლა ვაფშე არ მინდოდა -შეგიძლია ნებისმიერ დროს წახვიდე იმ წამს მიხვდა ,დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. ამიტომ იყო იოანესთან, მაინცადამაინც მასთან და არა სხვასთან. უბრალოდ იცოდა რომ როცა ეტკინებოდა ამას იოანეც იგრძნობდა და ყველაფერს გააკეთებდა ტკივილის გასაქრობად. საწოლზე ჩამოჯდა და ხელს დახედა. ტკივილი ნელ-ნელა უყუჩდებოდა, მალამო მოქმედებდა. კარი რამდენიმე წუთის შემდეგ გაიღო, იოანე ისე შევიდა თითქოს საერთოდ არ წუხდა მის მდგომარეობაზე. -გტკივა ისევ? -თითქმის გადამიარა -ყველაფერზე ტირი ხოლმე თუ ახლა ყურადღების ცენტრი დაკარგე და შემთხვევა გამოიყენე.შენი სათუთი ხელი დაიწვა... ვითომ შრამი დაგრჩება? - მაჯაზე შემოაჭდო თითები და ხელზე დახედა -ასე ნუ მელაპარაკები ,გთხოვ არ გინდა -მაინც როგორ -როცა მტკივა ვტირივარ, ცრემლებს ვერ დავმალავ როდესაც თავისით მოდიან . არ შემიძლია ,დანაშაულია? მტკიოდა და ვიტირე -ასეთი ემოციური არ ჩანხარ რეპორტაჟების დროს -იქ საკუთარ საქმეს ვასრულებ და ვალდებული ვარ ცივი გონებით ვუყურო ყველაფერს. თითოეულ ტრაგიკულ ინფორმაციაზე ვერ ავტირდები ვერ ვიტყვი რომ საშინელება მოხდა და ჩემს კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე მხოლოდ საზოგადოებას უნდა გავაცნო ... -არ გინდა ახსნა, უბრალოდ ეცადე ასე აღარ მოიქცე. ისე დაიყვირე მეგონა რაღაც საშინელება მოხდა და სანამ ოთახამდე მოვაღწიე მე ჩემი დამემართა .ხომ უნდა გესმოდეს ეს -შენც ნუ მეცხუბები, ასე ნუმიყურებ და წარბებს ნუ კრავ როცა ემოციებს უნდა გამოხატავდე საერთოდაც არ იყო საჭირო გიგის ჩართვა ამ ამბავში. მისგან მე სიყვარული მინდოდა ერთ დროს ახლა არაფერი მჭირდება და ილუზიას ნუ შეიქმნი. ის არასდროს შემომხედავს ისე როგორც შენს ცოლს და რძალს, ვერ მიტანს მე კი არ მინდა მისგან ან საერთოდ ვინმემ რაღაცის გამო გააკეთოს საქმე ჩემთვის -თავგზას მირევ გეფიცები...ვეღარ გავიგე რა გინდა -მისი ნახვა არ მინდა, არც მისი ცოლის . ცოტა ხნით მაინც ,სხვა არაფერი . დრო მომეცი ,რომ შევეგუო. ხომ შეიძლება ისე იურთიერთოთ რომ მე არ ვნახო -მისი ნახვა თუ არ გინდოდა არც უნდა გეთვალთვალა სამზარეულოს ფანჯრიდან და ხელსაც არ დაიწვავდი ფიქრებში გართული! -საიდან დაასკვენი -საკუთარი თვალით დავინახე როგორ იყურებოდი ეზოსკენ და მერე ხელიც დაიწვი .არ გინდა უარყოფა გთხოვ -არ ვუარყოფ, უბრალოდ მის გამო არ დამიწვავს ხელი. არც არავისზე ვფიქრობდი, უბრალოდ დავიწვი ასეთი რთული დასაჯერებელია? ის მოუხერხებელი ხელთათმანი მოვიშორე , იქვე დავდე და შემდეგ უცებ მოვკიდე ხელი ქვაბს -კარგი,იყოს ისე როგორც შენ იტყვი -ასეა ,მაგრამ შენ არ გჯერა.არ შეგიძლია დამიჯერო. უბრალოდ არ შეგიძლია! -ნუ ყვირი -მარტო დამტოვე, მალე გადამივლის და თავად ჩამოვალ -არსად მეჩქარება... გამოიცვალა , მერე ტაისას მიუახლოვდა და მაისური მოაშორა -სველი ხარ ისევ -თავად შევძლებ -როგორც გინდა - მოშორდა ,საწოლს შემოუარა და მეორე მხარეს დაწვა. უყურებდა როგორ წვალობდა ტაისა ჯერ ეღიმებოდა მერე მისკენ დაიძრა თითები მკლავებზე ჩამოუსვა და გააჩერა-დაგეხმარები -ყელში აკოცა ,კაბა შეუკრა და შემდეგ სხეულზე თითები ჩამოაყოლა, კაბის ბოლო გაუსწორა . ტაისა შებრუნდა და მოეხვია-რა ხდება -შენი ჩახუტება მინდა -ტაისა -თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა- რა გინდა ტაისა? -იოანე მომხვიე ეგ ხელი და მადროვე დავმშვიდდე, გადამიაროს ხელის ტკივილმა -ნამდვილად კარგად ხარ? -რა ჯანდაბა გემართება ? ამ ბოლო დროს სულ სხვანაირი გახდი- უცებ მოშორდა და საწოლისკენ წავიდა- არ მინდა, ჩემით დავმშვიდდები. ხომ გამოიცვალე შეგიძლია წახვიდე -ჩემი ჩახუტება თუ გიშველის აქ ვარ - ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა- კოცნაც შემიძლია იცი? -ხოო? არ ვიცოდი -გაინტერესებს?- დაიხარა და ტუჩებზე შეეხო -საინტერესოა -ჩურჩულით თქვა და კოცნაში აჰყვა. ქვემოთ რომ ჩავიდნენ მაგიდა უკვე გაშლილი იყო. ერთად დასხდნენ და მაგიდასთან შეკრებილებს გადახედეს. -ხედავ ბებო? ყველამ ცოლი შეირთო მე დამტოვეს ასე ეულად, დავდივარ მურმანის ეკალიით ხან რომელს ვეჩრები პირად ცხოვრებაში ხან ვის -ჩემთან ჩამოდი ხოლმე ჩემო ბიჭო -ამ ღვეზელებს თუ დამახვედრებთ ყოველდღე ჩამოვალ -ნიკუშას გულთან მიმავალი გზა კუჭზე გადის ,მაგრამ მეც ძალიან მომეწონა .წინა ჯერზე არ გამისინჯავს თორემ უფრო ხშირად წამოვიყვანდი გიგის... რეცეპტს ხომ მომცემთ? -მაპატიე საყვარელო ,მაგრამ პირადი რეცეპტია და საიდუმლოა -მეც ვთხოვე ახალო რძალო დიდი ხნის წინ ,მაგრამ მითხრა მხოლოდ ჩემს რძალს ვეტყვი რეცეპტსო. მერე მაგდა ვიპოვნე ,მაგრამ მეც არ მითხრაო ასე რომ იმედი არ გქონდეს კესარია ტაისა მათ დიალოგს უსმენდა და ჩუმად იცინოდა. ღვეზელები დააგემოვნა და მერე ბებოს ჩასჩურჩულა ყურში- მე ხომ მეტყვი ბებო? -ჩშშ...წასვლის წინ გეტყვი. მანამდე შენი ქმარი გააჩერე თორე სულ მთლად შეჭამს შენ არ იცი ეგ რა ღორმუცელაა გემრიელად მიირთმევდნენ დამშეულები იყვნენ მთელი დღე გზაში გაატარეს. ბავშვი ტიროდა და ვერ გააჩერეს. ბოლოს ვახო რომ წამოდგა იოანესკენ გადაიხარა და ხელები მოხვია -მამა შენ რა გითხარი ///ამდენ ხანს ვერ მითხარი ნათლიასთან თუ გინდოდა? -ჩემი კაცი ჩემთან ... მე ბოდიში ნათლი ამირიეს თავ გზა და ვეღარ მოგაქციე ყურადღება - ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა -იო ბავშვებს ისე კარგად უგებს რომ ვატყობ ჩვენი შვილები თანატოლები იქნებიან - კესომ ღიმილით თქვა და გიგის მკლავზე მოხვია ხელები -კესოს თუ დავუჯერებთ ის დროა წყვილმა დაგვტოვოს თორე ვერ ესწრება ასე მცირე დროში მაგ ამბავი -ნათლიი შენს მეორე ნათლიას ენას მოვაჭრიოო სულ პატარაზე ბევრს კი არა ...შენ ბევრი გინდა ხო? კარგი იყოს ბევრი- ჩუმად ელაპარაკებოდა ბავშვს ისე რომ მხოლოდ ტაისას ესმოდა და სიცილსაც ვერ იკავებდა. -იცი საყვარელო კესარია ჩვენ ჯერ გეგმაში არ გვაქვს ბავშვის ყოლა ასე რომ ოცნების კოშკებს ამ ამბავთან დაკავშირებით ნუ ააგებ. ჩვენ როგორც ზრდაზრულებს შეეფერებათ ჯერ ერთად ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ და შემდეგ ვიფიქროთ ბავშვებზე - ტაისამ ძალიან მშვიდად გასცა პასუხი კესოს და მერე ნატას მიუბრუნდა- ნატას მაგალითს გავითვალისწინებ სავარაუდოდ -მე გაგყავარ თამაშდან? ასეც შეიძლება ბავშვის ჩასახვა?- ჩუმად ყურში ჩასჩურჩულა იოანემ და იქვე აკოცა-აბა შენ იცი - გენანება ? ნწ ნწ ნწ - ისევ ისე ესაუბრებოდა ვერავინ იგებდა, ეგონათ უბრალოდ უღიმოდნენ ერთმანეთს. თანაც გოგონები საუბრობდნენ და მათკენ ჰქონდათ უკვე ყურადღება გადატანილი. ვახშმის შემდეგ ნინო ბებოს არ მისცეს ალაგების საშუალება და თავად მიხედეს ყველაფერს. ტაისა ერთი ხელით საქმიანობდა. კესარია ბიჭებთან გაუშვა და შორიდან უყურებდა სიტუაციას. დაინახა როგორ გაიყვანა ბავშვი იოანემ,ვერ მოისვენა და მალევე გაჰყვა უკან. გერლიანებისთვის გამზადებულ საძინებელში შეიჭყიტა და საწოლზე მიწოლილი იოანე რომ დაინახა ღიმილი ვერ შეიკავა. ზურგით კარისკენ იწვა და ბავშვს ელაპარაკებოდა, საწოლს ხელით აწვებოდა და არწევდა . ბავშვი ხელ ფეხს ჰაერში ამოძრავებდა და ღუღუნებდა. სიტყვებს ამბობდა,მაგრამ გაუგებრად. -მამაშენმა მითხრა ვერ დააძინებო და ვაჩვენოთ რო მარტო თვითონ არ არის მაგარი ბიჭი ... არ გაჭედო ახლა იცოდე , ხო იცი არ მევასებიან მე მტირალა ბავშვები . როგორ მიყურებ ,ნეტა თუ ხვდები რას გეუბნები ...სად მოღოღავ ეე ასე თუ ირბინე როგორ დაიძინებ? - ბავშვი მუხლებზე დადგა და უნდოდა ზურგს უკან გადამძვრალიყო. მაგრამ ზედმეტად დიდი აღმოჩნდა ბარიერი. იოანე ზურგზე დაწვა და მუცელზე დაისვა ბატონი - აზრზე არ ვარ როგორ უნდა დაგაძინო და რა უსმენს მამაშენის დაცინვებს - ხელები დაუკოცნა და მერე ბავშვმა კარისკენ რომ გაიხედა თავადაც შენიშნა ტაისა- აქ რა გინდა შენ? -შეიძლება? -არა ! -ხელი მტკივა და ვერაფერს ვაკეთებ ,თითქმის დავამსხვრიე თეფშები და გიგისთან ჯდომა არ მინდა თუ წავიდე -როგორც გინდა -ხოდა წავალ -მიბრძანდი -რო ვუმღერო დაიძინებს? -შენი დახმარება არ მჭირდება -მე უბრალოდ ვიმღერებ შენ ხელში აიყვანე და დაიძინებს -ამხელა ბავშვი როგორ დავარწიო... -არაა საჭირო უბრალოდ ადექი ჩაეხუტე და იარე... დაღლილია ისედაც და ჩაეძინება.მოდუნდეს მთავარია -რა გამოცდილივით ლაპარაკობ გეტყოდი ბავშვს ხო არ მიმალავ-თქო ,მაგრამ -რა კარგ ხასიათზე ხარ ,მგონი ჩემი ჭრილობა გახარებს ძალიან -მეცხრე ცაზე ვარ -ბავშვი გაოცებული გვიყურებს -ხო აბა? ნატა და ვახო არ ჩხუბობენ -სულ არა? -არ ვიცი მე არ მინახავს - ბავშვი ხელში აიყვანა და სიარული დაიწყო. მართალია თავიდან ისევ ხვანცალებდა,მაგრამ ბოლოს გაჩერდა თავი მხარზე დაადო ნათლიას და ნელ-ნელა თვალებიც მინაბა. ტაისა იავნანას ისე მღეროდა იოანე თვალს აშორებდა , რომ დაენახა ალბათ თავს ვერ შეიკავებდა. ბავშვს ზურგზე უსვამდა ხელს და რამდენიმე წუთში უკვე მშვიდად ეძინა. საწოლზე რომ დააწვინა ტაისა ისევ ღიღინებდა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ძილ-ბურანში იყო. მისი დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა, ბავშვს პედი დააფარა და ტაისა ხელში აიყვანა -რას აკეთებ -ჩშშ...დაიძინე - შუბლზე აკოცა და ხელი უფრო ძლიერ მოხვია. ისე გაიყვანა სახლიდან არავის დაუნახავს. კიბეს აუყვა და მალე მეორე სართულზე აღმოჩნდა. დერეფანში გიგი შეეჩეხა -ცუდადაა? -ძინავს ...თქვენ მანდ იძინებთ? -ხო ნინომ აქ ამოგვიშვა - ჩუმად უთხრა და გვერდი აუარა- ქვემოთ ვიქნები ტაისა საწოლზე დააწვინა. მერე ფეხსაცმელი გახადა და სახეზე ჩამოყრილი თმაც მოაშორა -არ წახვიდე რა ...არ მინდა მარტო- თვალი არ გაუხელია ისე ამოიჩურჩულა და მკლავზე მოხვეული ხელი რომელიც წამით არ მოუშორებია უფრო მოუჭირა -არ გამოიცვლი? -მომაშორე კაბა - ხელები გაიშვირა და ტუჩები საყვარლად დაბრიცა- შუქი მეჭყიტება -ტაისა თუ გღვიძავს რას მაწვალებ? -მძინავს -ღმერთო შენ მიშველე- კაბა ძლივს მოაშორა მაშინვე საბანში შეძვრა და ბალიშებს შორის ჩაიმალა. იოანემ დატოვა და წავიდა. ქვემოთ იყო ბიჭებთან ერთად. კესარია და ნატა საძინებელში იყვნენ. ნინო დასაძინებლად წავიდა. -კარგად შევთვერი ხო იცი -ჭიქები ბოლომდე დაცალე გიგუნა და აბა რა იქნება...აუ ისე მეც შევჟუჟუნდი -კარგი ღვინო იყო -რა ვიცი არ დალიე ორი ჭიქის მეტი და ვიფიქრე დამიწუნა ღვინო-თქო -ისე შენი ღვინო რათ მინდოდა შე ჩემა -რა ვიცი ნიკუშამ მითხრა წამოიღე მაინც იქნებ არ ჰქონდეს ჩვენი სამყოფიო -გიგი ნუ იტყუები ... - ბალიში გაუქანა ახარხარებულ ძმაკაცს და მერე საყავრლად დაიმანჭა- იგონებს,ჩამიდეს არაა ჩემი სიტყვები -რა გეშველებათ -ჩვენ კი არა შენ რა გეშველება შენ - გიგიმ მაშინვე უთხრა და მთვრალი ღიმილი შეაგება. იოანეს ყბები დაეჭიმა გრძნობდა რაღაცას რომ წამოაყრანტალებდა -საშველი რა ჭირს-ვახომ გაიკვირვა და ბიჭებს გადახედა-თქვენ არ მომწონხართ მე ამ ბოლო დროს -მეც არ მოვწონვარ იოს , ავიტან როგორმე ასეთები გადაგვიტანია? ახლა წავალ დავწვები თორემ ხვალ თავის ტკივილი შემაწუხებს.მე ძაან მეზარება და კესოს უთხარით რომ წამოვა მინერალურიც წამოიღოს -მე ვეტყვი წადი მიდი თუ კაცი ხარ...არ წაიქცე სადმე -ნუ ა*რაკებ რა -აბა თუ მაგარი ხარ სწორ ხაზზე გაიარე -არ მივდივარ? -ვაი ისე შენ რა გითხარი ...ვიდეო უნდა გადაგიღო თუ მივაგენი...აუ მეც დავთვერი რა წადი ხო შენი ვიდოების მეტი რა მაქ. კესარიას ვაჩვენებ ერთ დღეს -ნუ მაშანტაჟებ მაისურაძეე თორე მოგცხებ იცოდე -გეყოთ ახლა ბავშვს სძინავს და ნუ გამიღვიძებთ -აუ ვახუნხუულ მაგრად გადაფსიხდი რაა ნატა არაა ასეთი დაძაბული დედა -შენს შვილსაც მოვესწრები და ვნახავ ერთი როგორი მამა იქნები -მანამდე ვიყოთ კარგად ყველანი ...სად მაქ ბავშვების ნერვები. მე მოვიყვან შვილიან ცოლს,გაზრდილი რომ ჰყავს უკვე .გამოცდილიი ქალიაა და უკეთესაად გამათბოობს ,თოოვს თოოვს დამათოოოვს მე მოვიყვან განათხოვს -ნეტა არ ყროყინებდე რაა- ვახომ ხელი ჰკრა და ისიც გაჩუმდა. იოანეს ეცინებოდა ,მაგრამ თან მეორე სართულზე იყო იქ სადაც ტაისა და გიგი მარტო იყვნენ. თითქოს ფეხები უკვე გარბოდა,რამდენჯერმე წარმოიდგინა როგორ ადგა და წავიდა,მაგრამ არა ისევ იჯდა და ბიჭებს უყურებდა. კესოს გამოცენას ელოდა,მაგრამ ქალბატონი არ ჩანდა. როგორც იქნა გამოვიდნენ გოგონები, კესომ ქმარი რომ ვერ დაინახა მაშინვე მოიკითხა -ისე ავიდა თუ იძინებს? -დაიძნებს დავარაუდოდ...ან ძინავს უკვე -მე რატომ არ მნახა ... ჯერ არ მეძინება აუუ გიგი ხვალ რას გიზამ რომ გაიღვიძებ შენ მადროვე რა -ხო ვიძახი გადაფსიხდა ჩვენი კესო...გათხოვებამ ცუდად იმოქმედა მგონი -ნიკუშ გავიგეთ რო მე ვარ შენთვის საუკეთესო რძალი, მაგრამ სხვებს ნუ მიჩაგრავ რა- ნატა გვერდით მიუჯდა და ლოყაზე აკოცა- შენც დათვერი ბიჭო? სირცხვილი შენ -როგორ გეკადრება,მე მხოლოდ ნასვამი ვარ გეთაყვა...ისე ხვალ დილით ადრე წავალთ? -მოგვიანებით წადით რა საჭიროა ადრე გაქცევა. რა საქმე გაქვთ -ხო რა თუ გიდნა ვაფშე დავრჩები აქ...სოფელში გოგოები იქნებიან ჩამოსულები. შევათვალიერებ ერთ ორს -ახლა მეზობლების გადამტერება მაკლია რა -შეგეშინდა ბიჭო? რამდენი ხანია გოგოს გულლისთვის არ გვიჩხუბია -ბოლოს როდის იჩხუბე ნიკუშ ? -აუუ ნაატ ბოლოს ვიჩხუბეთ ვახუნხულას სკოლის შეყვარებულის გამო... მგონი ხო? ეე რა ჭკვიანი ბიჭები ვართ ტო -უკაცრავად ვის გამოო? სკოლაში ვინ გყავდა ბიჭო -შენ ხო არ მყავდი ნეტავ -აა შენ იყავი ამის შეყვარებული? რა საინტერესოა თქვენ ნატა ხომ? -აუ მეღადავები ხო? არანორმალურო --კაი ნატუშ არ გამიბრაზდე... ცოტ ცოტა ვიხუმრე რა იყო -მე წავალ ...ცოლი უჩემოდ ვერ იძინებს - უცებ წამოდგა და დაემშიდობა ყველას. კიბე სწრაფად აირბინა და ოთახთან შეჩერდა. კარი დახურული იყო, ფრთხილად შეაღო და მძნარე ტაისას დანახვისას თითქოს სუნთქვა აღუდგა. ფრთხილად დაიწყო მოძრაობა, გაიხადა. ფანჯარა დახურა და საწოლზე დაწვა. არ ეძინებოდა ამიტომ ტაისას ნაკვთებს სწავლობდა. მშვიდად ეძინა ქალბატონს, ნატკენი ხელი საბანზე ედო მეორე თავქვეშ ამოედო და ისეთი მშვიდი იყო როგორც არასდროს. თითები სახეზე შეახო მერე თმაზე გადავიდა ,მხარზე ჩამოაყოლა თითები მტევანთან ჩამწკრივებულ რამდენიმე ხალს მიეფერა და თვალები დახუჭა. -გამაღვიძე, მზერით დამწვი,მერე თითებით ითარეშე ჩემს სხეულზე და ისე აპირებ დაძინებას რომ ერთხელ არ მაკოცებ? - ტაისას ხმა რომ გაიგო თვალები მაშნვე გაუფართოვდა, ხომ არ მეჩვენებაო ,მაგრამ ქალბატონი ეშმაკურად იღიმოდა და წარბაწეული შესცქეროდა -არ გეძნა შენ? -ვინ დამაცადა რომ მეძინა? -ასეთი ფრთხილი ძილი გაქვს? -როცა მეხებიან კი -ბევრჯერ შეგეხნენ ძილში? -რა ვიცი რამდენჯერ შემეხე , შენ გახსოვს? -ოხ ტაისა ,ტაისაა -აღარ მეძინება უკვე -ისე ჩაგეძინა გამაკვირვე -დავიღალე დღეს ,გიკვირს? -რამდენად დაიღალე -ამ სახლში ზედმეტა ბევრი ადამიანია ასე რომ დავიქანცე - -მეც არ მეძინება -გავიდეთ რა ეზოში ...ყველას ძინავს? -სავარაუდოდ ხო ,დაღლილები იყვნენ ისინიც და მიეძინათ -წამომყვები?- წამოჯდა და ზემოდან დახედა -შენ არა და ამათ კი - მიიწია და ლიფიდან გამოჩენილ მკერდზე აკოცა -ცუდი კაცი ხარ -ვიცი - ტუჩები კბილებით ჩაანაცვლა და თითები კანზე აასრიალა . წამში გაუხსნა შესაკრავი და მხრებზე გადმოუწია -იოანე -გავისეირნებ მე ცოტა ღრმად და შენ მერე გაისეირნე- საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა . ტაისას ისევ ესმდოა სხეულის ენა და მის მითითებებს მიჰყვებოდა. აჰყვა , აკოცა,მოეფერა ტუჩები დაიკბინა კვნესა რომ შეეკავებინა და ხელები მოხვია .ბიძგებს აყოლილ სხეულით ერთადერთი რასაც აღიქვამდა ანთებული, ბრჭყვიალა მწვანე სფეროები იყო რომელიც ყველა ემოციას ერთად იტევდნენ. -მე ჭაობის ნაპირებზე ვსეირნობ ამ სიტყვების გააზრებისას სიამოვნების შეგრძნება გაუმძაფრდა მესხს... ისევ უყურებდა ,ჩუმად და თითებს ისევ ისე დაატარებდა ქალის სხეულზე. ტაისა ცოტა ხანს თვალებმინაბული იწვა მერე გაახილა თავისი თაფლისფერი სფეროები და გაიცინა -გასეირნება მაინც მინდა -ვაიმე რა გასეირნება ტაისა... ნაპირზე კი არა ჩაგაგდებ ახლა იმ ჭაობში -ნწ ვერ ჩამაგდებ...ეგ ჭაობი ჩემია და მხოლოდ მე შემიძლია ნაპირზე ვისეირნო ხედით დავტკბე და თუ მომინდება თავით გადავეშვა მერე ამოვიდე , მერე ისევ გავცურო .მხოლოდ მე და სხვას არავის- თითები ყბაზე შემოავლო წამოიწია და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა- კარგად დაიმახსოვრე ეს -ეგოისტი ,მესაკუთრე ქალი ხარ ტაისა -ვიცი ,სამუდამოდ ასეთი ვიქნები. მაგ ჭაობს სხვა რომ მიუახლოვდეს დავაშორბ იცოდე და ქალაქს გავაშენებ მის ადგილას -არანორმალური ხარ- გაიცინა და სხეულზე აიკრა ქალი-ნამდვილი შეშლილი ხარ -თუ გგონია ვხუმრობ ძალიან ცდები ! -დამშვიდდი, ძალიან ღელავ -ვღელავ? რას ნიშნავს ვღელავ. ყოველთვის თავს არიდებ ამ საუაბრს, სიტყვას ბანზე მიგდებ და თემას მიცვლი -ტაისა ახლა არ გინდა -აბა როდის მინდა..დროს რა მნიშვნელობა აქ -ღალატზე და ღალატის ფორმებზე ნუ ვისაუბრებთ, ახლა ჩხუბის დრო არ არის სავსეა სახლი -მე შენ არ გიღალატებ, ამის თქმა არ მეგონა თუ იყო საჭირო -შენი ღალატი გიგიზეა დამოკიდებული ,თუ მეგობარმა მიღალატა მაშინ არ ვიცი რა იქნება -ასე ფიქრობ? გგონია იმ იდიოტმა რომ მოინდომოს მაშინვე მკლავებში ჩავუვარდები იმ ყველაფრის შემდეგ რაც მის გამო გადავიტანე რაც ჩემთვის უთქვამს და როგორც მომქცევია? ყოჩაღ იოანე, ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას და მაშინ მტკენ როდესაც ყველაზე ნაკლებად ველი. ბრავო ძვირფასო მეუღლევ ...სიტყვებიც ზედმეტია უკვე არ მეგონა იმ საუბრის შემდეგ კიდევ თუ მომიხდებოდა საუბარი, აზრი აღარ აქვს -თავად ეძებ საკამათო თემას, იმას რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით -იმაზე რომ უთავმოყვარეო კ*ხპა არ ვარ? -არასწორად იგებ -შენ ეს თქვი,თუ ჩემი ღალატი გიგიზეა დამოკიდებული ე.ი მე უნამუსო ქალი ვარ რომელსაც ნებისმეირ წამს შეუძლია გადაგიაროს შენც და საკუთარ თავსაც. თუმცა მართალი ხარ მე ხომ მის გამო ბევრჯერ გადავაბიჯე საკუთარ პრინციპებს და ახლა ესეც შეიძლება ჩავიდინო. ისევ ხორცამდე მივედით -შენ დაიწყე ტაისა -შენი გული ჩემია, სულიც და სხეულიც უნდა იყოს! -ისევ დისბალანსია მე შენგან ძალიან ცოტას ვიღებ ასე რომ რაღაც უნდა დათმო -ასე რომ იცვლები,ასეთი რომ ხდები ასე რომ მელაპარაკები მინდა მოგკლა -ნებისმიერ დროს შეგიძლია, მანამდე ხერხებზე იფიქრე . ახლა დაწექი და დაიძინე - ხელი რომ გასწია ტაისამ მაშინვე მოიშორა -არ შემეხო , არ მომიახლოვდე საერთოდ რა მინდა აქ. ახლა შენ გვერდით რომ დავიძინო თავი სამუდამოდ შემზიზღდება-საწოლიდან გადავიდა ხალათი აიღო და მოიცვა. -ფეხი არ გაადგა ტაისა თორემ თავზე პასუხს არ ვაგებ -უარესს რას გამიკეთებ , ხისთავიანი იდიოტი ხარ ხელები მექავება ისე მინდა მოგახრჩო - კარი გააღო და გავიდა. იოანეც მიჰყვებოდა,მაგრამ მერე გაჩერდა დაინახა როგორ გამოდიოდა ოთახიდან ნახევრად მზინარე გიგი . არც გაუაზრებია ისე დაიხია უკან. უყურებდა როგორ გაიარა ბიჭმა დერეფანი და დატოვა სახლი. რამდენიმე წუთში უკან მიჰყვებოდა ტაისა სამზარეულოში შევიდა, დამშვიდება სჭირდებოდა. სამზარეულოში სასმელი იპოვა და ჭიქა გაავსო. პირი უშრებოდა და წამალივით უშველა გრილმა სითხემ. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო იფიქრა იოანე მოდისო და სიტყვაც არ უთქვამს. -იცოდე არ გაბედო და დაბრუნება არ მთხოვო - კარისკენ რომ შებრუნდა იოანეს ნაცვლად გიგის შეეჩეხა .უცებ დაიხია უკან და მაგიდას დაეყრდნო -შენღა მაკლდი ... -ზუსტად იგივეს თქმა მინდოდა...შენი დანახვა მაკლდა სრული აშლილობისთვის -რა მალე განგიცდია მეტამორფოზა-გვერდით დაუდგა წვენის ჭიქა აიღო და სულმოუთქმელად დაცალა - ადრე დნებოდი ჩემი დანახვისას -მაგას რომ მეუბნები არ გეშინია კესარია დაგვადგეს? -კესარია დღეს თუ ხვალ ყველაფერს გაიგებს,ყელში მაქვს უკვე ეს ამბავი -მოუყევი,მოუყევი და მერე ბავშვი კვირაში ორჯერ ან სამჯერ ნახე მე კიდე ვიქნები ჩემს ქმართან მშვიდად -გეტყობა რა მშვიდადაც ხარ , წარმოდგენაც არ მინდა იოანე როგორ დატოვე ალბათ ისე იზამ შემოაკვდები -ძალიან კარგს იზამს ახლა იმ ჭკუაზე ვარ მირჩევნია მოვკვდე და თავიდან მოგიშორო. ქმარს თან წავიყოლებ და იქ მაინც მოვისვენებ შენგან და შენი არსებობისგან -ჩემგან? მე გაწუხებ და არ ვიცი? მშვიდად ვუყურებ როგორ ურევ ცხოვრებას იოანეს. ვუყურებ და ვერ ვცნობ ვერც მას და ვერც საკუთარ თავს. ასე მგონია ორივეს დიდი ჯაჭვი შემოგვეხვია და ვეღარც კი ვსუნთქავთ შენ ვაფშე რისგან გინდა დაისვენო -ასეთი ხისთავიანი როგორ ხარ, ასეთი საერთოდ როგორ ხარ მხოლოდ იმიტო გეზიზღები რომ შენი საყავრელი ცოლის მსგავსად თავს არ ვიფასებდი და რომ მიყვარდი გულწრფელად გითხარი? რომ ვცდილობდი შეგყვარებოდი? რა გავაკეთე ამორალური , შენი მენტალიტეტი კრძალავს ეტყობა ქალისგან პირველ აღიარებას. ისაა უფრო კარგი რომ გიჟდებოდა შენზე და სანამ არ ჩაუვარდი ხელებში ბოლომდე სანამ არ დაგიმონა მანამ ცოლობა არ თხოვე შორს იდგა. ხო შენი გადმოსახედიდან ესაა სიწმინდე ,გუწრფელობა, სიფაქიზე და სინატიფე -ხმას დაუწიე სძინავს ხალხს ..ხო შეიძლება სულ ტყუილად ვბრაზდები,მაგრამ ახლა ნამდვილად ყელში მაქვს შენი და იოანეს ურთიერთობა. ესაა ჩემთვის გასაგიჟებელი „რძალო“ რომ უნდა დაგიძახო -უბრალოდ შეგვეშვი. ასეთი რთულია დაიჯერე რომ შენგან არაფერი მინდა? ერთადერთი რაც მჭირდება იოანეს სიყვარულია და მადროვე შევიგრძნო როგორია , როცა ყველაფრის მიუხედავად უყვარხარ ... სულ ტყუილად ვსაუბრობ ფხიზელი ვერ აზროვნებ როცა საქმე მე მეხება და მთვრალი ხომ საერთოდ. ან შენ რა იცი რას ნიშნავს, როდესაც არასწორი ადამიანი გიყვარს შენ ხომ შენი წმინდანი კესარია გყავს და მე იმიტომ ვეჩხუბე იოანეს რომ შენი დამსახურებით არაადამიანი ვგონივარ -ახლა ჩამოვჯდები და მოვისმენ ახლად შექმნილი ოჯახის დრამას რომელშიც თურმე მე ვარ დამნაშავე... იოანე პატარა ბიჭი არ არის ჩამ გამო რომ მიიღოს გადაწყვეტილებები და თუ რამე ცუდი ხდება შენს თავს ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე -მართალი ხარ , იდიოტი რომ არ ვიყო ჩემნაირ ქალს შენთვის ზედაც არ უნდა შემოეხედა . იმედია ამ ერთ ცოდვას მომიტევებს ღმერთი და საერთოდ გაგაქრობს ჩემი ცხოვრებიდან ბოთლი და ჭიქა აიღო, გიგის ზედაც არ შეხედა ისე დატოვა იქაურობა. არ იცოდა სად უნდა წასულიყო ამიტომ ისევ მეორე სართულს მიაშურა იქ ერთი ცარიელი ოთახი ეგულებოდა .სწრაფად გაიარა დერეფანი თან ჩუმად მიაბიჯებდა და შემდეგ ოთახში შეიკეტა. ხალიჩაზე დაჯდა და კედელს მიეყრდნო. ბოთლი ფეხებშორის დაიდგა და ჭიქა აავსო . სასმელს აგემოვნებდა და დამშვიდებას ცდილობდა. ტაისა რომ წავიდა გიგიც გავიდა ოთახიდან. კედელზე მიყრდნობილი იოანე რომ დაინახა უკან დაიხია -აქ რა გინდა შე ჩემა გული გამისკდა -გისმენდით -გვისმენდი? ასე იდექი და გვისმენდი? -ხო ...კიდევ გიკვირს ჩემგან რამე? -მერე ბედნიერი ხარ? -კმაყოფილი უფრო -იმით რომ ნამდვილად უნდა ჩემი თავიდან მოშორება? -იმით რომ მასში არ შევცდი და თავიდანვე მართალი ვიყავი -იმედია ოდესმე მეც ამიხსნი ყველაფერს თორემ მე არ ვარ კარგად, არც კმაყოფილი საკუთარი ქცევით და ცხოვრებით -ჩემს ცოლს დაუჯერე და უბრალოდ დაგვივიწყე როგორც წყვილი, გახსოვდე მხოლოდ მე და მიხედე საკუთარ ოჯახს -ორივე ერთნაირი არანორმალურები ხართ -შენ ჩვენსას ვერ გაიგებ მეორე სართულზე ავიდა ჯერ საძინებელში შეიხედა იცოდა იქ რომ არ დახვდებოდა,მაგრამ მაინც გადაამოწმა.შემდეგ ტაისას ოთახს მიუახლოვდა კარს მიეყრდნო და დიდხანს უსმენდა სახლში გამეფებულ სიჩუმეში ცოლის სუნთქვას ,მისი ნაბიჯების ხმა ესმოდა, ისიც წარმოიდგინა როგორ იჯდა იმ წამს ყოველ ჩასუნთქვაზე სტკიოდა . ბოლოს ტკივილი სულს რომ უხუთავდა კარი გააღო და ხაიჩაზე მჯდომ ტაისას ხელი მოხვია -აპატიე შენს ქმარს ადამიანური სისუსტე და გაუაზრებლად წარმოთქმული სიტყვები -არა არ ვაპატიებ...ახლა ისევ ვფიქრობ გიგი როგორ ვაცდუნო რომ პირველი შანსის გამოჩენისას გიღალატო -ტაისა არ გინდა გთხოვ შენც ნუ მოიქცევი ჩვეულებრივი მოკვდავივით -და არ ვარ ჩვეულებრივი მოკვდავი? -მე მიყვარხარ ე.ი არ ხარ ჩვეულებრივი მოკვდავი შენ ტაისა ხარ, ჩემი ტაისა - თითები თმაში შეუცურა და სახე დაუკოცნა -დავიღალე ჩხუბით, გულისტკენით და მერე უბრალოდ შერიგებით -უბრალოდ აღარ ვიჩხუბოთ,პირდაპირ შევრიგდეთ -რა მარტივია შემომანათებ შენს მწვანეებს , დაიწყებ ჭაობის ღმერთივით საუბარს და სიღრმისკენ მიგყავარ -შენ ხომ ერთადერთი ხარ ვისაც ამ ჭაობში ნებივრობა შეუძლია -მაშინ როდესად დარწმუნებული არ ვარ რომ იქედან ამოსვლას შევძლებ? როცა მგონია რომ ჭაობი ჩამითრევს და არ მომცემს მისით ტკბობის საშუალებას? თავის მარწუხებში მომაქცევს და მეც სხვებივით გამანადგურებს? -ტაისა შენ დარწმუნებული ხარ რომ ჩემთვის ერთადერთი ხარ და ნუ ამბობ იმას რაც არასდროს გიფიქრია ,გთხოვ -არ ვარ დარწმუნებული, შენ მე სულ რამდენიმე წუთის წინ ერთი წინადადებით მითხარი რასაც ფიქრობ რეალურად -ნუთუ შეცდომის უფლება არ მაქვს -ეს შეცდომა არ ყოფილა იოანე ეს შენი აზრია , ის რასაც ფიქრობ -ასეთი უემოციო რომ ხარ,ასე რომ ქვავდები და შუშისებრი ხდება შენი თვალები -არ გინდა , უბრალოდ დამტოვე ხომ შეიძლება -არ შემიძლია -ხო რა თქმა უნდა შენ თუ არ გსურს მე ხომ უფლება არ მაქვს ,მე ხომ უბრალოდ უნდა დაგემორჩილო რადგან დამნაშავე ვარ და დანაშაულისთვის პასუხი უნდა ვაგო. დარჩი ,კიდევ ხომ არ გინდა რაიმე ,მაგალითად ხალათი რომ მოვიშორო იქნებ ისევ გინდივარ რა პრობლემაა მითხარი მე ხომ უუფლებო ვარ -რატომ არის ასეთი რთული პატიება -და მაინც რატომ არის ასეთი რთული -აქ არ დარჩე,საძინებელში დაბრუნდი -შენს გვერდით არ დავიძინებ ! -მე აქ დავრჩები ან სადმე სხვაგან შეგიძლია მშვიდად იყო -მშვიდად ვიყო ...კარგი მშვიდად ვიქნები შებრუნდა და წავიდა. საძინებელში არ დაბრუნებულა მეორე სართულზე აივანზე დაჯდა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა დიდხანს თვალის დაუხამხამებლად. სავარძლის სახელურს ჩამოსდო თავი და ხეები სხეულზე შემოიხვია. ნაბიჯების ხმა გაიგო, ვიღაც კიბეზე ამოდიოდა. მერე შეჩერდა და მისკენ დაიძრა მალევე მოშორდა. ვერ გამოფხიზლდა მოგვიანებით სითბო იგრძნო, ნაცნობი სიმხურვალე რომელმაც გონება დაუბინდა, შემდეგ ვეღარაფერს გრძნობდა. დილით უბრალოდ დატოვეს სოფელი. იოანემ ბებოს უთხრა რომ საქმე არ იცდიდა და ქალაქში დაბრუნების დრო იყო,ტაისას წინააღმდეგობა არ გაუწევია მასაც სწორედ ეს სურდა. მანქანაში ისე ისხდნენ თითქოს ერთმანეთს არც იცნობდნენ. მესხი ხშირად აპარებდა მისკენ მზერას,მაგრამ ტაისა მხოლოდ გზას უყურებდა. ერთხელაც ვერ დაიჭირა მისი მზერა იოანემ,ვერც ერთხელ იგრძნო ქალის თაფლისფერების ნათება. ტაისას ბებოს სიტყვები გაახსენდა წამოსვლის წინ რომ უთხრა, მაშინ როდესაც დამშვიდობებისას მოეხვია „ გულს უსმინე, ისწავლე მისი ენა . გულის სხვის სხეულში რომ ძგერს და შენი საკუთრებაა“ . ვერ მოახერხა ,თვალები დახუჭა შეეცადა ,მაგრამ თავს ვერ აიძულა ყველაფრის დავიწყება იოანეს სიტყვებმა ისევ გააჩაღეს ცეცხლი ,რომელიც შიგნიდან წვავდა. 6 თავი კვირის დასასრულს კლუბში შეიკრიბნენ ბიჭები. ყველას რთული გრაფიკი ჰქონდა და ერთად ყოფნა ნამდვილად სჭირდებოდათ ქალებისა და მათი ამბების გარეშე. კოქტეილებს მიირთმევდნენ ,მხოლოდ იოანე არ თმობდა ვისკის. სამსახურის ამბებს ყვებოდნენ, მერე პატარა გერლიანის ამბებს ისმენდნენ ვახოსგან -რაც უფრო იზრდება მით უფრო გიჟი დედა ხდება ნატა .ახლა იძახის პირველი გოგო უნდა გამეჩინაო თითქოს გამოვიწერეთ და ჩამოვიდა .ბიჭები რთულები ხართო წარმოგიდგენია? -კესოს დავუსვამ სახლში ერთი ორი დღით და მერე აღარ იტყვის მაგას. გუშინ მთელი საღამო ტიროდა სახლში რო შევედი და ზლუქუნებდა გული გამისკდა. მერე მითხრა ფილმს ვუყურეო მეთქი ვიღაც მოკვდა გმირია რა მოხდა-თქო და ერთად დარჩნენო სიბერემდე და მაგაზე ვტიროდიო .ვერ გავაჩერე მერე ტიროდა და იძახდა ვერ ვჩერდებიო -კიდევ კარგი მე არ ვიყავი მაგ დროს თორემ გავაფრენდი...ისე ძაან ვღადაობ საოცრებებზე რო წიოკობს - ნიკუშა ახარხარდა წამსვე -შენ საერთოდ მოკეტე რა...მოდის ჯდება და ერთობა ჩემი საცოდაობით -ნატა რომ იყო ფეხმძიმე და ერთად ერთობოდით ხომ კარგი იყო ... -ნატა არ ყოფილა ასეთი მრავალფეროვანი მაგას მხოლოდ საჭმელებზე ჰქონდა გართულება კესო ყველაფერს ერთად შვება ტირის,იცინის, შია, მერე აღარ შია,მერე ღებინება ეწყება შეიძლება უცებ აყირავდეს და გონება დაკარგოს...კოცნა მოუნდეს და მერე გაჩერდეს და მითხრას რომ ქათმის ბარკალი მოუნდა შემწვარი ან მოხარშული -ჯერ ორი თვის არაა და შენ კიდე შვიდი თვე გაუძლებ? -სულ ტყუილად წუწუნებს...გადაუვლის მალე ეგ ყველაფერი და ნუ ხედავ ყველგან პრობლემას რა -იოანე მშვიდად უსმენდა ბოლოს ჩაერთო მხოლოდ -შენთვის მარტივია რა გენაღვლება ერთობი ცოლთან ბავშვი არ გყავთ ვახუნხულასავით, არც ფეხმძიმედაა ... არც ჩემსავით გიწევს ყელზე ჩამოკიდებული გოგონების მოშორება და ვინმე ნორმალურის პოვნა. ერთი კვირაა ვიღაც ბავშვი გადამეკიდა ვეუბნები შვილო არ ვარ პედოფილი სულ გაგიჟდა ეს ახალი თაობა რა -ვაიმეე ნიკუშ ვინ გადაგეკიდა რა ბავშვი სად ნახე -ოოჰ გიგი შენ სასაცილო მოგცე და სულ გავიწყდება ყველაფერი...მე რა ვიცი ჩემ თანამშრომელთან იყო და გავიცანი .ყოველდღე აკითხავს იმის მერე ,ბავშვი რო არ იყოს მაგრა გამისწორდებოდა მარა არ შემიძლია -კარგი გოგოა ? -კარგი ბავშვია ..ზღაპრიდან გადმოვარდნილი პრინცი ვგონივარ არა მისიც მესმის როდესაც ასეთი ზღაპრლი არსება დამინახა გონება დაებინდა .არ მინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი რა პონტია ტო მაჭორავებ აქ... უი მართლა იმ კვირაში კიევში მივფრინავ რამდენიმე დღით სავარაუდოდ. იმედია ბევრი საქმე არ მექნება და გავერთობი ცოტას -კიევი გაკლდა მარტო ისე კი ვერ ერთობი...ვისთან ერთად მიდიხარ -მე და ეკუნა -ეკუნა რომელია ის ქერა გოგო შენი კაბინეტის გვერდით რო აქ ოთახი? -გიგის ქერები არასდროს ავიწყდება ...-ვახომ გაიცინა და ბიჭებიც აყვნენ -რამდენჯერაც მივედი იმდენჯერ შემხვდა და დამამახსოვრდა -ეგ არის მაკუნა ის არის ეკუნა...არ იცნობთ თქვენ.რა მნიშვნელობა აქ იტოკში ერთი კვირა უნდა დაგემშვიდობოთ ძმებო საუბარი განაგრძეს ათას თემას მოედნენ. მერე გიგის კესომ დაურეკა -გისმენ კესარია -სვამ? -ცოტას -აუუ ბევრი არ დალიო რაა...ბიჭები მომიკითხე და უთხარი შემოგვიარონ ამ შაბათ-კვირას -კარგი გადავცემ,მაგრამ დაკავებულები არიან ყველანი -გიგუნაა -მოვიდე? -ხო რაა გოგოები წავიდნენ და მარტო ვარ, ვერაფერს ვაკეთებ საქმეც არ მაქვს -წამოგიღო რამე? -ნწ -დარწმუნებული ხარ? -დავფიქრდები და მერე დგაირეკავ თუ რამე გამახსენდება.გკოცნი ბევრს, იცოდე საჭესთან არ დაჯდე თუ ბევრი დალიე მობილური გადადო და ბიჭებს გახედა. -ცოლი მიხმობს -კაი რა ასე მალე? -მარტო ვარ და მოვიწყინეო ...ისეთი ხმა ჰქონდა რო არ მივიდე გავაფრენ. წავედი და შემომიარეთ დრო რო გაგიჩნდებათ კესარია გეპატიჟებათ -სადაა დრო და აწყობილი ცხოვრება ხვალ უნდა ვიძინო მთელი დღე და ვინმე არ მოვიდეს ღმერთი არ გაუწყრეს-ნიკამ მაშინვე განაცხადა და გიგის ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა- გაკოცეეე სიხარულოო -მე მოვალ თუ არ დამეზარა . დაგირეკავ ხვალ და მითხარი რა მოვუტანო -არ უნდა არაფერი იოანე რა გა**რაკე ? -წადი თუ მიდიხარ და ხვალ გავარკვევთ მაგას გიგი წავიდა მალე ვახოც აწრიალდა, ვერ ისვენებდა და საათს უყურებდა -ვახუნხულას სახლში ეჩქარება -ხო იცით ნატა რა ტიპია არ დამირეკავს მარა არ ეძინება სანამ სახლში არ მივალ -ვიძახი ნატა არის ნომერ პირველი-თქო ..წადი მერე რას ჩამომიჯექი -მარტო დაგტოვოთ ტო? -ვახო წადი რა ცოლ-შვილთან -იოანემ გახედა და ერთი ჭიქა წამში დაცალა -რა გჭირს შენ არ იტყვი? -გეტყვით ... მოგვიანებით ახლა არა.ახლა სახლში წადი ნატას ნუ ალოდინებ -კარგი,როგორც გინდა. ნიკუშა ჯერ ჩუმად უყურებდა მერე თითები აათამაშა მაგიდაზე და ბოლოს ჭიქა გამოგლიჯა ხელიდან -რა ჯანდაბა გემართება მესხი რა დღეში ხარ...ვაფშე არ გავხარ ახალდაქორწინებულს -ჩემში რომანტიკოსის ფესვებს ხედავდი თუ რა ხდება -ნუ მატყუებ რა , ხო გიცნობ და ხო ვხედავ რო რაღაც გაწუხებს.რამე ხდება თქვენთან? ტასიკოს ვკითხავდი მაგრამ არ მინახავს ერთი თვეა -მეც არ მინახავს... -კაი ღადაობ? -პირდაპირ ეთერში ვუყურებ ... შაბათ-კვირასაც არ არის სახლში -ღამე ხომ არის -კი ...ხოდა მეც იმ დროს მივალ სახლში რომ იქნება.დავიტანჯე უკვე მოგტყდა კისერი და მიხვალ იმ გოგოსთან თუ მე მივიდე და ვუთხრა ჩემი ძმაკაცი მალე დაანძ*** და უშველე რამე-თქო -თემას ნუ მიცვლი თან ასე უხეშად რა ... მე ნუ გამიკეთებ ამას. მაგარი გოგოა წავიდე?-უცებ შეცვალა გამომეტყველება და კიდევ გახედა გოგოს -წადი მომშორდი...დამტოვე მარტო -არ იცუღლუტო იცოდე თორე ტასოს ვეტყვი -მასხარა ნუ ხარ რა ...წადი თორე აგახიეს ის გოგო -არ გაგიჟდე ...წავედი - მხარზე ხელი დაჰკრა დამშვიდობების ნიშნად და წავიდა. მალე საერთოდ მიეფარა თვალს. იოანე ჯერ სავსე ჭიქიდან მიირთმევდა სასმელს,მერე ის ჭიქაც დაცალა და ბართან გადაინაცვლა. ბარმენს ორმაგი ვისკი სთხოვა და დახლს დაეყრდნო. მაგიდასთან აღარ დაბრუნებულა იქვე განაგრძო დალევა. გვერდით ქალი იჯდა და ჩუმად ადევნედა თვალს, იოანეს ყურადღება არ მიუქცევია ჭიქას დაჰყურებდა და სვამდა. -მიგატოვეს? თუ იჩხუბეთ -არცერთი -მაშ რატომ ხართ მარტო და თან ასეთი მოწყენილი?-კეკლუცი ღიმილი დასთამაშებდა ქალს. სავსე ტუჩები იასამნისფრად შეეღება და გრძელი თითები ჭიქაზე შემოეხვია. -თქვენ რატომ ხართ ასეთ კარგ განწყობაზე რაიმე აღმოჩენა გააკეთეთ? -დაახლოებით...მთავარია ამ აღმოჩენამ იმედები გაამართლოს- თითები ფეხზე დაადო და ბარძაყზე დაეყრდნო .ახლოს მიიწია და ჭიქა მის ჭიქას შეახო . იოანემ ჯერ ქალის თითებს დახედა მერე ჩაიცინა ,ისე როგორც სჩვევია და სასმელი მშვიდად მოსვა -ძიება არ შეწყვიტოთ ბოლოს ვინმეს იპოვნით ისეთს ვინც განწყობას აგიმაღლებთ - ქალის ხელი მოიშორა ,ჭიქა დაცალა და იქაურობას გაეცალა. მანქანას ნელა მართავდა, არსად ეჩქარებოდა. წვიმდა და ქუჩებიც ცარიელდებოდა. ეზოში ტაისას მანქანა რომ დაინახა მხოლოდ მაშინ აჩქარდა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან ,ისე მიდიოდა თითქოს უნდა მიესწრო მისვლა. სახლში შესვლამდე დასველდა,მაგრამ ვერ გრძნობდა. ჯერ მისაღები შეათვალიერა მერე უცებ აუყვა კიბეს ,საძინებლის კარი შეაღო და მძინარე ცოლი რომ დაინახა მაშინვე გაჩერდა. თავი კარის ჩარჩოს მიაყრდნო,ერთხანს ასე უყურებდა მძინარეს შემდეგ უკან გაბრუნდა. ისევ ჩაიარა კიბე ამჯერად ნელა მიაბიჯებდა სახლში რომელზეც უარი იმიტომ თქვა რომ სიცარიელეს ერიდებოდა ახლა კი ისევ სრულიად ჩუმი , მიძინებული იყო ყველა კუთხე. ბინაში ყოფნისას მარტო იყო და ასეთ სიცარიელეს ვერ განიცდიდა ,იქ ყველაფერი ერთი ადამიანისთვის იყო. დივანზე დაჯდა ,ტელევიზორი ჩართო ,გადაახვია და ტაისას რეპორტაჟს უყურა. სრულიად სხვა ადამიანი უყურებდა ეკრანიდან,სერიოზული საქმიანი და მაინც საერთოდ არ ეტყობოდა დაღლა. მიუხედავად იმისა რომ უკვე ერთ თვეზე მეტი იყო ხედავდა როგორი გრაფიკით უწევდა მუშაობა სახლში შესული ლამის აბაზანაში იძინებდა. რამდენჯერმე დივანზე მიეძინა მაშინ როდესაც ესაუბრებოდა და მერე ისევ მძინარე ცოლის ცქერას დასჯერდა. საძინებელში ისე გადაადგილდებოდა ტაისა რომ არ გაეღვიძებინა, გამოიცვალა და მის გვერდით დაწვა. რამდენიმე წამში იცვალა გვერდი ტაისამ და თვალები ოდნავ გაახილა -სად იყავი? -ძილისგან შეცვლილი ჰქონდა ხმა, წამოიწია და თვალები მოფშვნიტა - მოგწერე, არ გინახავს? -ბიჭებთან ერთად ვიყავი ... არ მეგონა ასე ადრე თუ დაბრუნდებოდი -ადრე არა,დროულად მოვედი უბრალოდ შენ დაიგვიანე. რა ხდებოდა ბიჭებთან ? ვისთან იყავი -კლუბში ვიყავით...უბრალოდ შევიკრიბეთ -ხვალ სახლში ვიქნები ,შენ?- ისევ დახუჭა თვალები და თავი მკერდზე დაადო- შენ იქნები სახლში? -ვიქნები - შუბლზე აკოცა და თითებზე მოეფერა -დაიძინე -ნწ არ დავიძინებ -გძინავს ტაისა უკვე -შხაპი მიიღე? რაღაც სხვა სუნი გაქვს სასმელის ,სიგარეტის და ათასი სუნამოს ერთად , არ მომწონს -კიდევ რა არ მოგწონს ტაისა? -მალე გავიაზრებ რომ სხვისი სუნი გაქვს და ხომ შეიძლება დროულად მოშორდე ჩვენს საწოლს- ისევ დაჯდა და ზემოდან დააცქერდა -ახლავე- ხელი მოხვია მხარზე გაიდო და სააბაზანოსკენ წავიდა- მე ძაან მეზარება და მოიშორე ის რაც გაწუხებს -რას აკეთებ გაგიჟდი? ეგღა მაკლია ახლა დავდგე და შენ გაგხეხო ... უარყავი მაინც -პასუხის გაცემას არ ვაპირებ,ხომ გგონია რომ ვიღაცის სურნელი ამდის იმაზე რატომ არ ფიქრობ რომ შენი არ არის და სხვისია -რას ნიშნავს სხვისია...ვინმესთან იყავი? - როგორც კი დადგა მაშინვე დუშს დაავლო ხელი და ცივი წყალი შეასხა- მიპასუხე ! -ნეტავ ოდესმე თუ გამიცნობ- ხელიდან გამოსტაცა დუში და ტუჩებზე დააცხრა - ახლა მცივა და ჩემი გათბობაც მოგიწევს -იოანეე იცოდე - როგორც კი ამოისუნთქა მაშინვე ლაპარაკი დაიწყო მერე თვალები აატრიალა და თვითონ მოაშორა მაისური- შენ მხოლოდ ჩემი სურნელი გიხდება ! დილით გაღვიძებულს საწოლში არ დახვდა ტაისა. ხელი მის ბალიშზე ედო მაგრამ საწოლი ცარიელი იყო. ბალიშში ჩამალა სახე და მერე შორს მოიფრიალა. აღარ ახსოვდა ტაისა რომ სახლში იქნებოდა ,ბალიში პირდაპირ კარში მდგომს მოხვდა -რა ხასიათზე გაიღვიძე რა ხდება -სახლში ხარ? -ხომ გითხარი წუხელ...დღეს ვისვენებ. მოვემზადები და ხვალ სტამბოლში მივფრინავ -ოპერატორი რომ გავხდე რამდენი წელი დამჭირდება მინიმუმ. ყველაზე დიდ დროს ისინი ატარებენ შენთან -მე ჩემი ოპერატორი მყავს ...შაკო -შაკო გამაცანი მერე და გამიგე რამდენი ხანი დამჭირდება -მაპატიე საყავრელი ცოლი გვერდით რომ არ გყავს ,პროფესია მაქვს ასეთი -ხოდა ვიპოვნე მშვენიერი გზა -სამსახურეობრივი რომანები იკრძალება ჩვენთან და მხოლოდ ცქერა თუ გაკმაყოფილებს მიყურე პირდაპირ ეთერში -მაგრად გკიდია მე რა მდგომარეობაშ ვარ ხო? თუმცა შენ ხომ იცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა, უარესია როცა მისი გემო იცი მასთან ყოფნის სიამოვნება განცდილი გაქვს და ახლა ლომკა გაქ -არ ვიცი ,მე მხოლოდ დასვენების დროს უსაქმურობისგან ვხდები ცუდად მგონია რომ სულ ტყუილად ვსუნთქავ და ვარსებობ -სანამ ცოცხალი ვარ ტყუილად არ სუნთქავ ,მაგრამ ჩემთან ახლოს თუ იქნები უკეთესი იქნება -განგებ რომ არ ვაკეთებ ხომ იცი -ვიცი და არაა ახსნა საჭირო ...უბრალოდ აღარ შემიძლია ასე .არაფერი გამოვა ასე -რა გავაკეთო იოანე ,რას ითხოვ მეტს ჩემგან -მეტს? მე შენგან მხოლოდ გადაღლილობისგან განსატვირთი სექ*ი არ მჭირდება და ეს კარგად იცი შენ -არ ვიცი , მე მხოლოდ ეს მჭირდება .სხვა რა გინდა რომ გავაკეთოთ ჩაგეხუტო და შენთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებულმა ვისეირნო? ფილმებს ვუყუროთ, ნათესავებთან ვიაროთ შეკრებებზე და როგორც ყველა ახალდაქორწინებული გავხდეთ სანათესაოს ყურადღების ცენტრში? რა გავაკეთოთ, რა გჭირდება კიდევ .არ ვიცი ახლა რას აკეთებენ თავის გასართობათ ახალ დაქორწინებულები ისეთს რაც ზემოსაწყენი და ზესაყვარლობა არ იქნება -მგონია რომ გავიწყდება ვის ელაპარაკები , თუმცა არა შენ არც კი იცი მე ვინ ვარ და როგორი ვარ ,არც ის რა მინდა -როგორ არ ვიცი,შენ მხოლოდ ის გაგაგიჟებს რომ გიღალატო. მე კი არ გიღალატებ იმიტომ რომ გიგის ბედნიერი ოჯახი აქვს და თავის კესარიას არასდროს გაცვლის ჩემში ... - გარდერობის ოთახში იდგა და იცვლიდა, ირონიულად გაუღიმა ქმარს და ზურგი აქცია. იოანეს სისხლი აუდუღდა, გონება დაებინდა ისე გადალახა მანძილი და ჩაავლო ხელი ვერ აზროვნებდა -რამდენჯერ უნდა მითხრა კიდე ეგ სიტყვები...რამდენჯერ უნდა გამახსენო .ერთხელ მივქარე და იყენებ ხომ? რა გგონია რომ ამით გააბათილე ჩვენი ცოდვები ერთმანეთთან რაც მიგვიქარია? შენი ცოდვები დაივიწყე ხომ? შენ კარგი გოგო ხარ და ახლა მე ვარ დამნაშავე იმიტომ რომ ჭკუა მეკარგება აღარც კი ვიცი რა დედის ტყვ*** ვლაპარაკობ . რამდენიმე თვის წინ გიგის რომ ენიშნებინა რას გააკეთებდი მითხარი..მე გეტყვი გინდა? ვაფშე დაიკიდებდი ყველაფერს და საყვარელი კი არა მისი ნაშა გახდებოდი ისეთი გათიშული მთვრალი რო გაჟ*** .. გინდა გენდობოდე, მჯეროდეს და ყველა შენს სურვილს მივყვებოდე. ნდობა უნდა დაიმსახურო ასე უბრალოდ ვერ დავიჯერებ რომ უცებ ჩემი ერთგული გახდი ,კაცის რომელიც არავინაა შენთვის. ვინ ვარ შენთვის უბრალოდ სექს* გვაქ სიამოვნებას იღებ , როდესაც გინდა. მკლავებს როცა ჩახუტება გჭირდება და კმაყოფილებას იმის გააზრებისას რომ ვიღაც შენზე აბოდებს . ეგოისტი ხდები და გაგიჟებს ის ფაქტი რომ შეიძლება ერთ დღეს ყელში ამომივიდეს კედელთან კარადებს შორის ჰყავდა მიმწყვდეული.ღრიალებდა , კედელს მუშტებს უშენდა და მერე უცებ მოდუნდა აკანკალებული თითები სახეზე შეახო და თავი ააწევინა -შემომხედე და მითხარი ოდესმე ერთი წამით მაინც წარმოგიდგენია ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი? -დავფიქრებულვარ ,მაგრამ ვერ წარმოვიდგინე. მგონი შემეშინდა, რომ შენ ჩემზე მეტად გტკიოდა და მე არ მინდა ამის გააზრება. არ ვიცი ჩემთვის ვინ ხარ ,მაგრამ გიგის კონკურენტი არ ხარ .შენ ჩემი ქმარი ხარ ,კაცი ვისთანაც ვცხოვრობ და ყოველი დღე მაკავშირებს ვის გვერდითაც ვიღვიძებ და ვისთანაც ვიყოფ სარეცელს . გიგის და მე არაფერი გვაკავშირებს ,ოდესმე ხომ უნდა გაიაზრო . შენ უნდა მიხვდე ვინ ხარ ჩემს ცხოვრებაში იოანე, შენ და არა მე -თვალს არ აშორებდა ,არც წინააღმდეგობას უწევდა -მე უნდა მივხვდე, მე უნდა მივხვდე ხო რა თქმა უნდა მე უნდა მივხვდე - მოშორდა თავზე შემოიწყო ხელები და ისე იხევდა უკან - მე უნდა მივხვდე -იოანე მოიცადე -შეგიძლია მშვიდად დაჯდე სახლში და დატკბე სიმყუდროვით. იმ სიჩუმით მე რომ ყოველ დღე ვუსმენ და მერე მითხარი რას უნდა მივხვდე .იქნებ მე ვერ გავიგე -იოანე მოიცადე-მეთქი - უცებ მივიდა და კართან მისული გააჩერა. ხელებზე მოხვია თითები და ხელებზე გადაყვლეფილ კანს დახედა-სისხლი გდის არანორმალურო ,როგორ შეგიძლია ასე დაკარგო კონტროლი რას ჩადიხარ საერთოდ . გინდა გავგიჟდე ხომ? გინდა შევიშალო. მოდი ყველაფერი დავამსხვრიოთ... რომ ყვირი მშვიდდები? მეც მაინტერესებს -უცებ დაუყვირა და იატაკზე დაგდებული ბალიში მოუქნია- ძალიან მაინტერესებს რას განიცდი ავადმყოფო, არანორმალურო დილით საწოლში ვერ დამინახა და ჭკუიდან გადავიდა. შენსავით რომ მიყვარდეს კესარიას კი არა ღმერთი რომ ჩამოსულიყო იმას არ დავუთმობდი .ახლა იმაზე მოგეშალა ნერვები რომ ჩაგეძინა და დილას გაღვიძება ვერ დამასწარი, ასე რატომ მიყურებ გგონია არ ვიცი დილის ხუთზე რომ იღვიძებ. მიყურებ და ელოდები როდის გავიღვიძებ? მერე იმიტომ რომ ეს არ მაჩვენო თვალებს ხუჭავ ...დანაშაულია ზედმეტი სიყვარულის გამოვლინება ჩემნაირ ქალთან, რა იცი როდის გამოვიყენო. იმას ვერ ხვდები რომ მე ყველა ინფორმაციას ვიღებ,ყველაფერს ვამჩნევ და ყველაფერი ვიცი .იცი როგორ ვხვდები? შენი გული გყიდის , ხო ხო გული გყიდის მისი ხმა მესმის ისე ჩქარდება ,სისხლი ისე სწრაფად მოძრაობს შენს ძარღვებში ამ დროს მგონია რომ შეგეხო დამწვავ. შენ რომ იცოდე რა დიდი ბედნიერებაა ამის გააზრება და მერე როგორ მტკივა გული ყოველ დილას შენს დახუჭულ თვალებს რომ ვხედავ იმის ნაცვლად რომ მაკოცო წასვლის წინ... რამდენჯერ მინდოდა ამეღო ბალიში და დამეგუდე იმისთვის რომ ასე იდიოტივით იქცეოდი ნეტავ იცოდე- კიოდა და ხელებს უშენდა- ვგგიჟდები რომ ვფიქრობ შენს ქცევაზე, მაგიჟებს ის ფაქტი რომ ამდენად შეიძლება ვუყვარდე კაცს და მერე მიზეზი ჰქონდეს რომ ასე მომექცეს. ყოველ დილას მინდა მივიდე გიგისთან წამოვაგდო იმ თბილი საწოლიდან და კესარიას თვალწინ მოვკლა საერთოდ რომ არსებობს და ასე რომ ამირია ცხოვრება...იმისთვის რომ ამოვიჩემე და იმისთვის რომ შენს სიყვარულს ბოლომდე ვერ ვიღებ . მისი მოკვლა მინდა გესმის? მინდა გავაქრო მინდა ისიც ისე იტანჯებოდეს როგორც მე ... ძალიან ცუდი ვარ ხომ? გაუმაძრღარი ამდენს აკეთებ და მაინც უკმაყოფილო ვარ ...დიახ ეგოისტიც ვარ, გაუმაძღარიც და დაუკმაყოფილებელიც არ მყოფნის ის რასაც მაძლევ მთლიანად მინდა ჩემ ხელში იყო ... ღმერთო იმდენად სასიამოვნოა, როდესაც ვიაზრებ ყველაფერს რაც შენს გულში და ტვინში ხდება, როდესაც მიახლოვდები,მიყურებ, მისმენ ,მელაპარაკები .აი ამას შენ ვერასდროს გაიგებ . მე რომც შემიყვარდე ისე ვერ შევიყვარებ როგორც შენ გიყვარვარ ეს სიყვარულიი არ არის ...არ არის. ისიც თუ სიყვარულია რასაც მე გიგისთან განვიცდიდი მაშინ ეს რაღაც მეტია ბევრად მეტი ეს სიგიჟეა სიყვარულია ტკივილამდე .ჯანდაბა იოანე მე შენზე ვგიჟდები ყოველდღე ვფიქრობ რა გავაკეთე ასეთი შენი თავი რომ მაჩუქა ღმერთმა და აზრზე არ ვარ .ეტყობა შენ მიქარე რაღაც და ამით დაგსაჯა ხოდა ახლა შეწყვიტე ეს სისულელეები და მაკოცე...მაკოცე ისე როგორც იცი მაშინ როდესაც სუნთქვა გეკვრის სურვილისგან - ბუმბულების ცვენაში იდგნენ ტაისა მკლავში წვდა ისევ და სხეულზე აეკრა. ხელები მოხვია , სახე ახლოს მიუტანა და აიძულა თვალებში ეყურებინა- მაკოცე ,იცოდე არ გაპატიებ ახლა რომ რამე საშინელება მითხრა -ღმერთმა იცოდა რომ შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი ქალი ,შენ და არავინ სხვა ! - სისხლიანი თითები შემოხვია და ტუჩებზე დააცხრა ვნების ზღვა ატყდებოდა თავს ტაისას ის კი მშვიდად ნებივრობდა აზვირთებულ ტალღებში. თვალის გახელისას ჭაობში იძირებოდა და სიმწვანეში ჩაფლული უსულო სითხეს სიცოცხლეს აძლევდა ,აფერადებდა მწვანეებს თაფლისფერი სხივებით... იმ ღამით ტაისას იოანეს მკერდზე ედო თავი, მის გულისცემას უსმენდა ჩაძინებამდე. მეორე დილით ისევ დაასწრო იოანემ გაღვიძება ,მაგრამ მხოლოდ ცქერით არ დაკმაყოფილდა. თითებზე აკოცა ,იმ თითებზე წამის წინ მის მკლავს რომ ეხვეოდნენ ,ხელისგულზე თბილ ტალღებს რომ უგზავნიდა. ტაისას გაღვიძებისას თვალებში უყურებდა და მისი ღვთაებრივი ღიმილით ტკბებოდა. ტაისას სამსახური უხმობდა, გაუშვა ,მაგრამ ამჯერად სრულიად სხვა განცდა ჰქონდა. ძილი განაგრძო, შემდეგ მოწესრიგდა. ბიჭებმა დაურეკეს და პირდაპირ გიგისთან წავიდა. გზად კესოსთვის ტკბილეული იყიდა და ქალიც გაახარა. ნიკუშაც იქ იყო , ნათლული ჰყავა თან წამოყვანილი და განაცხადა რომ ვახუნხულასა და ნატას ბედნიერი შაბათ-კვირა აჩუქა . ბავშვი თავიდან კი კარგად იქცეოდა,მაგრამ მერე ისეთი ტირილი დაიწყო რომ კესარია აშკარად ცუდად გახდა. ისედაც მთელი დღე წუწუნით დადიოდა,იმ დღეს აშკარად წუწუნის დღე ჰქონდა. ბავშვი ნათლიებმა წაიყვანეს , იოანესთან იყვნენ . ტაისამ რომ დაურეკა იმ დროს ცდილობდნენ ბავშვის დაძინებას -რა ხდება მანდ? -არაფერი ვახომ და ნატამ ბავშვი დაგვიტოვეს ... შენთან რა ხდება. დღეს ვერც მივედი ტელევიზორამდე -ამაღამ გამოვფრინდები და ხვალ მანდ ვიქნები. რატო ტირის? აჭამეთ? რამე ხო არ ტკივა იქნებ კიდე კბილი ამოსდის -არა ,არაფერი მაგდაგვარი. ძილის დრო აქვს და არ იძინებს დედიკო უნდა მგონი .გვიშველე რძალოოო -თავი ხელში აიყვანე ნიკოლოზ ,ჩაეხუტე და მოეფერე დამშვიდდეს თორე ეგრე როგორ დაიძინებს -ტაისა -იოანე გააკეთე რამე ცოდოა ნახე როგორ ტირის ახლა მეც ვიტირებ იცოდე და გაყურებინებ -ეს მუქარის ახალი სახეობაა?- ნიკუშამ ჩაილაპარაკა და თვალებამღვრეულ ბავშვს შეხედა-აღარ იტირო რა ნათლი გთხოოვ -ტაისა იმღერე ,როგორც მაშინ და დავაძინებთ -აიყვანე საძინებელში და ვიმღერებ -ის მღერის? -ნიკუშ ბავშვი მომიყვანე და ეგ ლეპტოპი წამოიღე - უცებ აიყვანა ბავშვი,თავზე აკოცა და მოეფერა. მიდიოდა და ელაპარაკებოდა ისიც ნელ ნელა ჩუმდებოდა, სიარული მოეწონა მერე საძინებელში რომ შევიდნენ ტაისამ სიმღერა დაიწყო ნიკუშა ლეპტოპით ჩაეშვა სავარძელში და უყურებდა. ისე იყო დაღლილი ლამის თვითონაც მიიძინა. ბავშვი რომ დააწვინა იოანემ თვალებდახუჭულ ნიკუშას თავშ წამოარტყა- მიგეძინა ბიჭო? -აუუ რა ბოროტი ხარ...მეძინა ჩემთვის... ტასიიკო მეც მიმღერებ? -ყოველი ძილის წინ ? -ჩავიწერ შენ სიმღერას რა საკაიფოდ წამიყვანა ძილში იცი? ვიღაც ნაშაც კი გამეჩითა -ავადმყოფი თუ არ ხარ ახლა იავნანას მერე ნაშა როგორ გაგეჩითა -შენ რაც ცოლი შეირთე იმის მერე წმინდანი გახდი თუ რა ხდება ... ჯადოს აკეთებთ ქალები ხო? მითხარით თავი რო დავიცვა -მე მხოლოდ ჯადოს გაკეთება მასწავლეს ახსნა და თავდაცვა არ ვიცი...ვინმე სხვას მიმართე -ისინი უკვე გამოცდილი მისნები არიან შენ ახალი ხარ -არ შეცდე ჩემო ნიკოლოზ დამიჯერე იოანეს რო ვუყვარვარ ისე გამორიცხულია...წავედი მე დრო აღარ მაქვს. გკოცნით შენ შუბლზე ქმარს იცის სადაც - თვალი ჩაუკრა იოანეს და მერე გათიშა -სად გკოცნის შე ჩემა -არა ბავშვს რო იტოვები რაზე ფიქრობდი? -ქორწინების წლისთავი აქვთ შე ჩემა და ვიფიქრე მარტო იქნებოდნენ. ექსპრომტად ავართვი ბავში და გამოვიქეციმერე მეთქი კესარია მიხედავს-თქო რას ვიფიქრებდი დღეს თუ უხასიათობის დღე ჰქონდა.იტოკში ძაან დავიღალე...მიმაწვინე სადმე და ვიძინებ ეგრევე ბალიშიც არ მინდა ლიჟბი რბილი იყოს -წამოდი წამოდი საძინებელში დაწექი...მე შენ ბავში მგონიხარ და ერთ ბიჭს ვერ მიხედე -არაა ჩემი ჭკუის,ჯერ ცოტა უნდა გაიზარდოს ხუთის რო იქნება აი მერე უკვე ვსიო ორივე ერთ ხმაში იცინოდნენ. თან ჩუმად ბავში რო არ გაეღვიძებინათ. ნიკუშა საძინებელში დატოვა თავად თავის ოთახში დაბრუნდა. ბავშვი თავისთან ჰყავდა , გვერდით მიუწვა და დაიძინა. დილით ბავშვს მშვიდად ეძინა, ნიკუშა ხო საერთოდ არ გაიღვიძებდა თუ არ შეუვარდებოდა ვინმე. იოანემაც გადაწყვიტა ძილის შებრუნება,მაგრამ ბურანიდან ტნაბიჯების ხმამ გამოიყვანა ვიღაც მიიპარებოდა,მერე ნაცნობი სურნელი გავრცელდა ირგვლივ,ბოლოს ლოყაზე ტუჩები მიეწება და ინსტიქტურად გაეღიმა -დილამშვიდობისა -ასე ადრე დაბრუნდი? -ნწ სიზმარში ვარ - უცინოდა და ბავშვს უყურებდა- ვგიჟდები ამ ბავშვზე, მშობლებივით ჭკვიანი და საყვარელია -მალე გადიხარ? -რამდენიმე საათში, გამოვიცვლი გამოვიძინებ და გავალ ...მიმიღებთ? -მოდი -ასე ვერა..გამოვიცვლი და მოვალ - უცებ წავიდა და მალევე დაბრუნდა. ბავშვსა და იოანეს შორის დაწვა. ბიჭუნას აწითლებულ ლოყაზე აკოცა ,იოანე ზურგიდან ჩაეხუტა და მალევე ჩაეძინა. მართალია იოანე ეცადა ილიას შეჩერებას ,მაგრამ არ გმოუვიდა. სულ რაღაც ერთ საათში ბიჭმა გაიღვიძა და წამოჯდომისთანავე მძინარე ტაისას დაესხა თავს. კისკისებდა და ხელებს სახეზე უსვამდა მისთვის მოფერება იყო ,მაგრამ არც ისე ძალიან ჰგავდა ეს მოძრაობები ფერებას. იოანემ რომ აიყვანა მაშინვე აფართხალდა და კივილი დაიწყო -ჩშშ არ გააღვიძო ,წავიდეთ მე და შენ ნიკუშა ნათლია გავაღვიძოთ -არ წაიყვანო ...მოიყვანე აქ გავიღვიძე მე უკვე -დაიძინე ისევ -იოანე მომიყვანე ბავშვი - ხელები გაშალა და მესხიც დაბრუნდა საწოლში- რა მაგარი ვინმე ხარ შენ იცი? ასე თუ იხტუნებ ტაისა ბიცოლა ვეღარ დაგიჭერს იცოდე - ბავშვი ისე დახტოდა ანასტასია სიცილს ვერ იკავებდა -როცა გინდა კი გაქვს ენერგია -ნათლია ეჭვიანობს მგონი, რა ქნას შენსავით საყვარელი არ არის .შენ რომ დაგინახე იმ წამსვე შემიყვარდი იცი? - ლოყებზე ჩქმეტდდა ბიჭს და მერე კოცნიდა- ნეტა დედაშენი როგორ არ გჭამს ,ტკბილოო -აქამდე უბრალოდ კოცნიდი და ახლა რამ გაგაგიჟა -არ მიყვარს ათასი კაცი რომ ესევა ბავშვს და შენც ემატები. ამ დროს კი არ მოსწონს კოცნა აწუხებს და ხასიათი უფუჭდება...ნახე თმები როგორააქ დახვეული .გცხელოდა ხო? მეც მცხელა ხოლმე იოანე ისეთი ცხელია მწვავს -რას ელაპარაკები ბავშვს -ასე არ არის? ღუმელივით ხარ. 25 წელია ასე თბილად არ მიძინია ჩახუტებაც არ გინდა ისე მათბობ აქამდე კიდე სულ ვიყინებოდი -არ მითხრა თბილი პიჟამათი ვიძინებო -ზამთარში კი სხვათაშორის, ახლაც დავიძინებ თუ არ დამცხა -ისეთს არაფერს ჩაგაცმევ ბავშვი რომ მეგონო ისედაც უფროსი ვარ -6 წელი პედოფილად არ გაქცევს, დამშვიდდი- ბავშვის მერე ქმარსაც აკოცა ლოყაზე და საბნის ქვეშ შემძვრალ ბიჭს გაუცინა- ჭიტააა ... დავემალოთ ნათლიას ?- საბანი თავზე გადაიფარა და ბავშვთან ერთად იცინოდა. მერე უცებ მოიშორა და ბავშვთან ერთად დაიძახა - ჭიტაააა -როგორ ერთობა ანასტასია ანჯაფარიძე მეუღლესთან ერთად, ნუთუ ამ სერიოზული ქალის მიღმა ერთი უბრალო ანცი გოგო იმალება- ნიკუშას ხმა რომ გაისმა ორივემ კარისკენ გაიხედა. ბატონი მობილურით იდგა და ხელს უქნევდა წყვილს-ჭიტააააა მესხებსა და გერლიანის ვაჟკაცს -დაიმალეთ თორემ აშკარად გაყურებინებთ როგორ მოვკლავ მოუსვენარ პაპარაცს- მკერდზე საბანი ააკრა ცოლს და საწოლიდან წამოდგა -არ წავშლიი აუუ იოანეეე არ გაფსიხდე ახლააა...არ გინდააა რა ვქენი ასეთი ერთხელ ცოლ-ქმარი მესხებიც ხო უნდა დავაფიქსირო ჩემი კამერით . ტასიკოოო უთხარი რამეეე მეჯვარეს გიკლავენ გოგოოოო - უცებ დატრიალდა და ოთახში შევარდა. ბავშვი იცინოდა და ტაისას ეკვროდა მკერდზე. ხელიც კი ჩაუცურა პენუარის ჭრილში, საბანი ბავშვს ეფარებოდა ტაისას კი არა. ნიკუშამ საბანი რომ ასწია და საწოლში შევარდა ანასტასიამ უკან დაიხია -როგორ მომენატრაა ...მოდი აქ მოდი უნდა გადაგამტვრიო ძვლებში -ველურიი ნუუ სუფთა ფსიხი ... რა უბედურებაა როგორ შეიძლება ამხელა აგრესიის გამოვლენა რძალო მიშველე -ღმერთო მგონი სიზმარში ვარ,ასეთი ჯერ არაფერი მინახავს.რა არ გამიშუქებია რა არ მინახავს ,მაგრამ ამხელა კაცი ასე აფრენდეს? -ნიკოლოზ დროზე გადმოეთრიე მაქედან თორემ -ისე მშვენიერი საწოლია...აქ ერთ ორ ბავშვსაც კი გააკეთებდა კაცი. თან აშკარად უყვარს ტასიკოსაც ბავშვები .როგორი რბილი ლეიბია სად იყიდე ეს საწოლი შე ჩემა ...მეც მინდა ასეთი -არ ვიცი მე რა გინდა, და რა გაკეთდება ამ საწოლზე არც თვალებამნთებული ქმარი მომწონს და არც საწოლში ქმრის ძმაკაცი და თუ შეიძლება დატოვეთ ტერიტორია -ჰმ, როგორ გამიჭედა რა აი ხო ვამბობ ნატაზე კარგი რძალი მე არ მეყოლება არასდროს. მე ვაფშე მივდივარ, გაგებუტეთ ხმა არ გამცეთ. ხვალ დილით წაიყვანენ ბავშვს,მანამდე თქვენ გიტოვებთ .გაკოცებდი ,მაგრამ ისე მიყურებ აშკარად მომკლავ ნიკუშა ნამდვილად წავიდა, იოანემაც ვერ შეაჩერა ისე მოკურცხლა. ბავშვი ტაისას ჰყავა მუხლებზე დასმული და კარისკენ იყურებოდა -რა იყო ეს? იმედია იმ ვიდეოს არ ატვირთავს -ნუ ღელავ... -წამის წინ საწოლში შემომივარდა ნახევრად შიშველი კაცი და ნუ ვღელავ? ეს ჩვეულებრივი მომენტია და მე არ ვიცი? -ნატას სთხოვე და ერთ დღეს მოგიყვება რამდენჯერ შევარდნილან მათ საძინებელში ამ 7 წლის განმავლობაშ -შენც? არ მითხრა რომ მსგავსი არანორმალური ქცევა განგიხორციელებია თორემ გეყრები დღესვე -სერიოზულად ხომ არ იღებ ამ ყველაფერს? -შენ რა გიგის გარდა მართლა არავისზე იეჭვიანებ? თითქმის შიშველი ვარ იცი? -ვიცი რომ ეს არაა ნორმალური ქცევა,მაგრამ ნიკუშა ნამდვილად არ უყურებდა შენს მკერდს და არ იცის რა ფერის პენუარი გაცვია -შევარდნაზე რომ თქვი ანუ მარტო ნიკუშა არ იყო...გიგიც უვარდებოდა ახალდაქორწინებულ წყვილს საძინებელში? -საერთოდაც გიგის წამოწყებული ამბავია. ბავშვს ჭამის დროს აქვს...ქვევით ჩავიყვან,როგორც სჩანს დღეს სახლში დარჩენა მომიხდება - ბიჭი აიყვანა და ოთახიდან გავიდა. ტაისაც მოწესრიგდა,ერთ საათში ქვემოთ იყო და უყურებდა იოანე როგორ ეთამაშებოდა ბავშვს. ხალიჩა ბალიშებით ჰქონდა შემოღობილი . შუაში ისხდნენ,ილია დახოხავდა ხან დარბოდა და სხვადასხვა ხმებს გამოსცემდა. -დავიღალე ... ცოტა ხნით რომ გაჩერდე არა? კაი მაშინ მე დავწვები შენ ირბინე ოღონდ იქეთ არ გადახვიდე ცივია იატაკი გესმის? ხო გესმის...ნეტა ლაპარაკს როდის დაიწყებ -დინჯი ბიჭია და არ ლაპარაკობს ... -მიდიხარ? -ხო...შენ უნდა გყავდეს მთელი დღე? -ასე გამოდის...საქმეებს რო დაიძინებს მერე მივხედავ. ან მულწიკს ჩავურთავ დაჯდება და უყურებს, -მე წავალ და შევეცდები მალე დავბრუნდე - ბავშვს აკოცა მერე ქმარსაც დაემშვიდობა და წავიდა. გათავისუფლება ვერ მოახერხა ,საქმე გამოუჩნდა ამიტომ ილია და იოანე მარტოები იყვნენ მთელი დღე. ნათლია ისე დაიქანცა ბოლოს თვალს ადევნებდა ბავშვს, მთელი სახლი ყირაზე იყო და სრულიად ქაოსი სუფევდა. ტაისა რომ დაბრუნდა იოანე სავარძელში იყო ჩასვენებული ბავშვი კი დარბოდა არა მხოლოდ ხალიჩაზე არამედ მთელს მისაღებ ოთახში -ნუთუ იოანე მესხი ვინმემ დაამარცხა -მითხარი რომ დააძინებ თორემ გეფიცები გავაფრენ -დამშვიდდი მე მივხედავ...გამოვიცვლი და ჩამოვალ .გაუძელი -ნუ დამცინი თორემ მოვიკრებ ძალებს იცოდე -მშვიდად იყავი არავის ვეტყვი ამ პატარა ბავშვმა რომ გამოგაცალა ძალა -არავის ეტყვი რა თქმა უნდა , აბა შენ ვერ მღლი -მაგაზე რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ- თვალი ჩაუკრა და წავიდა. კიდევ ერთი საათი იყო დაძინებამდე ამიტომ დრო უნდა გაეყვანათ. ისე იყო ახალი გარემოთი აჟიტირებული რომ ყველაფრის ნახვა უნდოდა, ტაისაც მშიდად დაასეირნებდა . თან ალაგებდა ყველაფერს იმიტომ რომ მობეზრებული ჰქონდა უკვე ის ოთახი ბატონს. იცინოდა და თვითონაც ერთობოდა ბავშვთან ერთად.იოანე იჯდა და შორიდან უყურებდა ,ერთი სიტყვაც არ უთქვამს არც უცდია ჩარევა. კარზე რომ დააკაკუნეს ტაისამ გააღო და მალე მოეხვია კიდეც კესარია -როგორ ხართ? ნიკუშამ ახლახანს გვითხრა რო თქვენთან დატოვა ბავშვი და გადავწყვიტე დაგეხმარო...დარწმუნებული ვარ ბავშვისთვის ძალა აღარ გექნება. მთელი დღეა შენს ჩართვებს ვუყურებ -შემოდით...კარგად ვართ და ბავშვისთვის ენერგია არაა საჭირო მხოლოდ განწყობა. დაღლილობა მომიხსნა პირიქით -მართლა? ეგ როგორ? ბავშვები ილიას ასაკში ძალიან ცელქები არიან ზოგჯერ განსაკუთრებით ჰიპერაქტიულები ხდებიან ...ეტყობა კიდეც თქვენს სახლს -ყველაფრის დალაგებაა შესაძლებელი,მთავარია ბავშვმა არაფერი დაიშაოს. შენ როგორ ხარ? როგორ მიდის ფეხმძიმობა -კარგად, თუმცა გიგი მაბრაზებს მგონი ძალიან დაიღალა . ბავშვის მუცლით ტარება რომ უწევდეთ კაცებს ალბათ არასდროს გააჩენდნენ -კესარია იქნებ დამშვიდდე? ხომ თქვი წავიდეთო წამოვედი, მთელი დღეა შენს განწყობაზე ვარ დამოკიდებული და იქნებ კიდევ არ იწუწუნო? -მიყვირი? - ისე უცებ შეიცხადა და აუცრემლიანდა თვალები .გიგი ადგილზე გახევდა ვეღარც იოანეს მიესალმა -შენ მე მიყვირე ... ყელში ამოგივიდა უკვე, დაიღალე ხომ? აღიარე მაინც და სულ აღარ გეტყვი არაფერს -ღმერთო მითხარი როგორ გავუძლო, მინიშნება მაინც მომეცი თორემ შევიშლები -ხოო აშკარად ორივეს ნერვოზი გაქვთ...მე და ბავშვი გაგეცლებით . უარყოფითი აურა მოქმედებს პატარებზე ,იოანეე ხომ მიხედავ მეგობრებს? მე და ილიკო დავიძინებთ -გაიცინა და ბავშვთან ერთად გაეცალა იქაურობას. საძინებელში იყო მანამ სანამ ილიკომ არ დაიძინა . მერე საბანი დააფარა პატარა კოკროჭინას ,შუქი ჩააქრო და ოთახი დატოვა. მისაღებიდან ისევ კესოს წუწუნის ხმა ისმოდა. სამზარეულოში შევიდა და ტკბილეული დააწყო სინზე, ნატურალური წვენიც და ისე დაბრუნდა მისაღებში -როგორ უნდა მეპატიებინა საღამოს ვუთხარი თეთრი ყურძენი მინდა-თქო . არ წავიდა და არ მიყიდა -შესწორებას გავაკეთებ საღამოს კი არა დილის 4 საათზე მითხარი თანაც ისე რო მეძინა და სიზმარი მეგონა -თავს იმართლებს ხედავ ? -ხო აშკარად თავს იმართლებს აბა დილის 4 საათზე სიზმარი როგორ ეგონება მაგ დროს ხო ფხიზლად გვაქ გონება -შენც ამას იცავ ხომ? ყველა კაცი ერთნაირი ხართ -მეც მოვედიი...აბა რაო რა ხდება ? რატომ ჰგავს ვითომ ჩემი ქმარი ყველა სხვა კაცს? - მაგიდაზე დააწყო ყველაფერი და კესარიას დახედა ძალიან სერიოზული გამომეტყველებით -იმიტომ რომ გიგის ამართლებს... ისიც არ წავა დილის 4 საათზე ყურძNის მოსატანად იცოდე და მოემზადე წინასწარ-ლაპარაკობდა მაგრამ ლანგარზე დადებულ ვაშლს ისე უყურებდა თითქოს პირველად ხედავდა- წითელიი ვაშლიიიი როგორ მიყვარს...ახლა შევწუხდები. დანა მინდა სასწრაფოდ -ვაიმე ახლა მე შევწუხდები გეფიცები- ტაისამ რომ შეხედა მის რეაქციას ეს გოგო ისეთი საყვარელი მოეჩვენა სულ აღარ ახსოვდა არაფერი ისე დაიხარა და აკოცა- ახლავე მოგიტან ...თუმცა გიგი წასულა უკვე -მომააქ -სულ ტყუილად გგონია რომ ასე შემომირიგებ..გაგებუტე - ტუჩები დაბრიცა და დანის გამოსართმევად გაუწოდა ხელი -მე გაგითლი,თითი არ გაიჭრა .სულ ნუ შემირიგდები , მე ჩემ შვილს მივხედავ -ასე ხომ? ანუ ის გიყვარს და მე არა? -ხო ის მიყვარს და შენ არა ...მერე რა რომ ის იმიტომ მიყვარს შენს მუცელში რომ არის და არა სხვაგან - უცებ მიახალა, არც დაფიქრებულა ალბათ რას ამბობდა. სამაგიეროდ ტაისას გულს მოხვდა მისი სიტყვები. თითქოს გამიზნულად მის გასაგონად ამბობდა გიგი ყველაფერს.მისკენ არც გაუხედავს ისე დაჯდა ,იოანეს მხარზე დაადო თავი მანამც არ დააყოვნა ,ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა -ნახე რა საყვარლები არიან ერთად -თვალების ფახუნით უყურებდა წყვილს და გიგიც აიძულა მათკენ გადაეტანა ყურადღება- ნახე როგორ ეხუტება შენნაირი ტუტუცი კი არ არის მოსვენებას რომ არ მაძლევდი არასდროს -კესარია -რაა იოანემ არ იცის როგორ იქცეოდი? -ეგრე იოანემ ისეთი რამეები იცის ჩემზე რაც შენ არ იცი და ყველაფერი უნდა ვილაპარაკოთ? -რა იცის მაინც? -შენ უნდა სწავლობდე იურიდიულზე და პირდაპირ გამომძიებელი გახდე დაკითხვაზე ვერავინ ვერაფერს გამოგაპარებს ან ბოლოს კითხვების სიმრავლისგან შეტევა მოუვა ბრალდებულს და იქვე მოკვდება -ვურჩიე მე და არ მისმინა, ახლა მიხვდი ხომ სიმართლეს რომ გეუბნებოდი-იოანემ უთხრა და გიგიმაც ამოიხვნეშა -თქვენ რა შუაში ხართ მე არ მინდოდა იურისტობა და საერთოდაც დამნაშავეებს რომ დავდევდე მოგეწონება? არ ინერვიულებ ვინმემ რომ მესროლოს? -ახლა ამაზე ფიქრის დრო აღარ არის , უკვე სხვა ფაკულტეტზე სწავლობ და დამშვიდდი -მომეცი ვაშლი კიდე მინდა -ვთლი -არ მინდა გათლილი კანით მინდა -კანით არ გიყვარს -ახლა მიყვარს -ერთ დღეს შევაჯამოთ რა გიყვარდა და ახლა რა გიყვარს თორემ ტვინი ამერია უკვე -რაც მთავარია შენ მიყვარხარ ისევ და სხვას მოვაგვარებთ -ხოო ? ისე რატომ მიყურებდი ამ დილით თითქოს ჩემი მოკვლა გინდოდა -ამათ ახლა დავხოცავ, რა სიყვარულის ფოიერვერკი მომიწყვეს აქ ...ორი ერთნაირი - ჩუმად თქვა იოანეს ყელში თავჩარგულმა და ხელი მოხვია -ყველა შენნაირი ცივი ვერ იქნება -მე მეუბნები?- უცებ წამოსწია თავი და თან ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი-შენზე ცივი ადამიანი მეორე არ დადის დედამიწაზე -ტაისა დაუბრუნდი შენს ადგილს -არ დავბრუნდები და მეც მინდა ვაშლი...ოღონდ წითელი არა მწვანე მინდა -აი მწვანე ..გაგითალო თუ ისე?- კესარია ჯერ თვალებგაფართოებული უყურებდა წყვილს მერე უცებ აიღო მწვანე ვაშლი და მიაწოდა -არ მინდა გათლილი ასე მიყვარს მე - გამოართვა და აბრაზებულმა ჩაკბიჩა.მერე სველი ტუჩები გაილოკა და დივნის მეორე მხარისკენ ჩაიწია. იოანემ თვალი გააყოლა და მერე წარბები შეკრა -ამათი ჩხუბი ნამდვილი ომი იქნება -ხომ ხედავ ჩხუბი არაა ჩვენი საქმე და რაც არ გამოგვდის -შენ გაჩუმდი...ნუ გამაბრაზებ და არ ვიჩხუბებ- უცებ გააჩუმა და მერე წამოდგა . ერთ ვასლი კიდევ აიღო- წასვლის დროა..ბავშვმაც დაიძინა. ტაისასაც დაძინება უნდა იქნებ ან კიევ რა ვიცი რა უნდა. წავიდეთ -როგორც მიბრძანებთ...იტყვი წავიდეთ წვალთ -თუ გინდა სულ ნუ წამოხვალ და მე წავალ -მართლა? შვებულებას მაძლევ? -დამპალი ხარ აუტანელი, უსუნდისო ,უზრელო თავხედო -ნახვამდიის ... იმედია სახლში მისვლამე არ მომკლავს.დანა ხომ დატოვა? -დატოვა და მგონი მაგ დანით მე მომკლავენ - იოანემ თქვა და ტაისას გახედა. რომელიც ისევ ვაშლს აგემოვნებდა და ფეხს ათამაშებდა,იატაკზე ისეთი ხმა ჰქონდა რომ პირაპირ ტვინში ურტყამდა. მესხი უცებ მიიწია დივნის ბოლოში და ფეხზე ხელი მოუჭირა,მერე ვაშლი მოაშორა და წვენით დასვრილ ტუჩებზე დააცხრა -ნუ იოკავ ტუჩებს და ფეხების თამაშს შეეშვი ... როდესაც ასეთი შარვალი გაცვია -შენ ..შენ სულ გაგიჟდი ხომ? -ხოომ ...ახლა მიხვდი? -ვაშლი მინდა -მე შენ მინდიხარ...ჩემი მინდა უფრო მნიშვნელოვანია და ორივესთვის საჭირო- შარვლის ღილები გაუხსნა და ქვემოთ დაქაჩა. ფეხებზე მიასრიალებდა თითებს და თან ნაჭრისგან ათავისუფლებდა. ზემოდან მოექცა და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა -მითხარი ცივი ხარო ... მე ვარ ცივი? შენ ნამდვილი ლოდი ხარ - საყელიშო წვდა და თავისკენ მიიზიდა- როგორ მითხარი ცივი ხარო - პერანგის ღილები სწრაფად გაუხსნა და ყელიდან ლავიწზე გადავიდა- უსინდისო ხარ -კბილების კვალს ნუ მიტოვებ ტაისა -იცოდეს ყველამ რომ გაწამებ- ზემოდან მოექცა და მაისური მოიშორა- ძალიან ,ძალიან სასტიკად -ხელები თავთან აუწია და მაისურით შეუკრა -ტაისაა ნუ მაგიჟებ -მე ხო ცივი, გულქვა და უემოციო ვარ ხოდა გაგიჟდი - კოცნიდა,თითებს დაატარებდა და არც კი ფიქრობდა ქმრის ბოლომდე გაშიშვლებას -ტაისა არ იცი შარვლის ერთი ღილი და ელვა როგორ გახსნა? -არაა ... აზრზე არ ვარ .გცხელა თუ შარვალი რატომ გინდა რომ გაგხადო? აა გიჭერს და ღილი გავხსნა? -ტაისა იცოდე განანებ -დაგელოდები - ისევ აკოცა და ვერც კი გაიაზრა როგორ აღმოჩნდა იატაკზე. ჯერ წამოიკივლა მერე ზემოდან მოქცეულ მესხს რომ შეხედა თვალები გაუფართოვდა და სულ მთლად გაგიჟდა ხელები რომ ვეღარ აამოძრავა-რა ,...როგორ ხომ შევკარი მე ხო მაგრამ -ისიც კი არ იცი კაცი როგორ უნდა დააბა ...აი ასე უნდა შეკრა ,კარგად დაიმახსოვრე მეტჯერ აღარ აგიხსნი. ახლა შემახსენე სად გაჩერდი მე რომ გავაგრძელო? -იოანეე შენ ...ახლა მოვკვები -მეზიზღება ლაპარაკი - ზემოდან დააწვა და სწრაფი ბიძგით შეერწყა ქალის სხეულს. ოხვრა აღმოხდა ტაისასთან ერთად და შემდეგ მისი რეაქციების შესწავლას შეუდგა. თითები მის შეკრულ თითებში ახლართა და მანაც იმ წამსვე მოუჭირა,ისე რომ ფრჩხილების კვალი დაუტოვა -იო-ოანე -კაცის ტუჩებისკენ იწევდა მაგრამ არ გამოსდიოდა .კუნთები დაეჭიმა საკუთარი გულისცემა ესმოდა მხოლოდ და იოანეს მწვანე სფეროებს ხედავდა . სიამოვნების მწვერვალზე მყოფი წაეტანა კაცის ბაგეებს და სხეულიც მოუდუნდა -მიხვდი თუ კიდევ უნდა გავიმეორო-რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა მესხმა და ჩაცმა დაიწყო -რას მივხვდი როგორ უნდა შეგიკრა ხელები მაისურით? -რთული დღის შემდეგ როდესაც განტვირთვა გჭირდება თამაში არ უნდა წამოიწყო ,რადგან ამ თამაშში ჩემპიონი მე ვარ - თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე დააცხრა -კუნთები მტკივა ...ფეხები მიკანკალებს - მკლავებზე მოეხვია და ამოიკნავლა- რა გამიკეთე -უბრალოდ რომ მითხრა „იოანე ხელში ამიყვანე „ არ შეიძლება? -იოანე ხელში ამიყვანე და საწოლში დამაწვინე -ხელები ყელზე მოხვია და თავი მხარზე დაადო-რას ალოდები -მე შენ ნერვები დამაწყვიტე ,გამაწამე ... არ აპირებდი გახდას ხომ ასეა ხოდა იკუნტრუშე ახლა შენით. მე შხაპს მივიღებ და მერე დავწვები ბავშვთან შეგიძლია შემომიერთდდე შეიძლება ცხელმა წყალმა გუნება გამომიკეთოს და დაგეხმარო კიდეც -კიბესთან იყო უკვე და იქედან ესაუბრებოდა. ტაისა თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა სწრაფად დაიძრა მისკენ ,მაგრამ კიბეზე რომ აირბინა წონასწორობა დაერღვა და უკან გადაქანდა .ცოტაც და დაგორდებოდა მესხს რომ არ ეშველა -იოანეეეეეეეე- პირველი რაც დაიძახა ეს იყო. უკვე მის მკლავებში იყო მოქცეული ,მაგრამ მაინც ეძახდა.თვალები დახუჭული ჰქონდა და ფართხალებდა -ჩშშ შენთან ვარ...რა გემართება ტაისა როგორ მოუხერხებელი ხდები -შენი ბრალია ჩემს გონებაზე მოქმედებ და მერე არ მაცლი ძალების აღდგენას...მეგონა დავეცემოდი და რამეს მოვიტეხდი -მაგრამ არაფერი მოხდა, ვიბანაოთ?...გამებუტე? აღარ მელაპარაკები? ტაისა გაბრაზდა? -მე არ ვიბუტები,პატარა ბავშვი კი არ ვარ თუ მიდიხარ ამიყვანე. ბავშვს არ გაეღვიძოს ისე -ჩუმა;დ გადაადგილება მეხერხება- აკოცა და ისე განაგრძო გზა-მძიმე ხარ -შენ რომ მოგწონს იმ მკერდის და საჯდომის წონაა სულ -კარგი თუ მათი წონაა ავიტან -დამპალო! სააბაზანოში დადგა თუ არა რაც ეცვა ისიც მოიშორა და კაბინაში შევარდა. წყლის ქვეშ გაიტრუნა ,თვალები მინაბა და მესხის გამოჩენას დაელოდა.ამჯერად მალე გავიდნენ, მეზობელ ოთახში ბავშვს ეძინა და ზედმეტი მოძრაობაც არ უცდიათ. მოწესრიგდნენ და საწოლში დაწვნენ ამჯერად ბავშვი შუაში მოიქციეს რადგან აშკარად ვერ ისვენებდა და მალე იატაკს ჩაეხუტებოდა. დილით ადრე მივიდნენ ნატა და ვახო. მძინარე ბავშვი აიყვანა ნატამ და ლოყები დაუკოცნა -ყველაფერი ნიკუშას ბრალია, ილიკოს გარეშე ვერაფრით ვისიამოვნე.თანაც თქვენ თუ შეგაწუხებდათ არ უთქვამს -მაგას როგორ ამბობ ნიკუშას უტოვებდით ბავშვს და მე შევწუხდებოდი? -შენ არა ,მაგრამ ანასტასია -მე კარგი დრო გავატარე ილიკოსთან ერთად და უფრო ხშირად თუ მოგვიყვანთ ბედნიერი ვიქნები -დარწმუნებული ვარ მთელი სახლი თავდაყირა დააყენა -ნატა გთხოვ ამ უბრალო დეტალებზე ყურადღებას ნუ ამახვილებ, იმდენად პირდაპირი ვარ რომ არ დაგიმალავდით ჩემს დამოკიდებულებას -კარგი,მაშ მადლობა ახლა კი წავალთ თორემ ვეღარ ვითმენ ისე მინდა სახლში მისვლა მარტო დარჩნენ, ტაისა სამსახურში წავიდა.იოანეც აღარ დარჩენილა სახლში დიდხანს... იოანესაც უამრავი საქმე დაუგროვდა და მთელი კვირა თითქმის არ უნახავთ ერთმანეთი. ძირითადად მობილურით საუბრობდნენ თავისუფალ დროს. იოანე რამდენიმე დღით ქალაქიდანაც გავიდა და ისე დაემთხვა რომ ტაისას სწორედ მაშინ იყო თავისუფალი. ჯერ უბრალო ელოდა მის დაბრუნებას შემდეგ გასაღები აიღო და წავიდა. სასტუმროში რომ მივიდა შემდეგ გაიაზრა რაც გააკეთა, ბევრი იფიქრა იოანეს რეაქციაზე ,მაგრამ მაინც გადაწყვიტა მისი ნახვა. ნომრის გასაღები აიღო , მისი ცნობა არ გასჭირვებიათ და შესაბამისად გასაღებიც მალევე მისცეს. ნომერში შევიდა და ჩუმად; დაიძრა საწოლისკენ. მესხი აივანზე იჯდა და ეწეოდა მერე მობილური აიღო ,წამსვე იგრძნო ტაისამ ბარძაყზე ვიბრაცია. მობილური ჯიბიდან ამოაცურა და უპასუხა -გისმენ -სამსახურში ხარ ისევ თუ ჩუმად რატო მელაპარაკები -არა არ ვარ -აბა ? -ამდენს იმიტომ ეწევი რომ მოგენატრე? -რა -არ მოგენატრე? კარგი მაშინ წავალ უკან თბილისში - აივანზე იდგა უკვე და თვალებგაფართოებულ მესხს ზემოდან დაჰყურებდა. სიგარეტი ტუჩებშორის ჰქონდა მოქცეული და თითებიც კი არ მოუშორებია ღერისთვის .მერე უცებ წამოვარდა და ტაისა გულში ჩაიკრა,ტუჩები დაუკოცნა,მთელი სახე შეუსწავლა -მითქვამს რომ სიგარეტის გემო უხდება შენს ტუჩებს? თითქოს უფრო მათრობელა ხდებიან - ტაისა უცინოდა და თითებს ტუჩებზე დაატარებდა -აქ ხარ , რატომ ხარ აქ -მოვიწყინე მარტომ ვიფიქრე ჩემს მოწყენასაც მოვუღებ ბოლოს და ქმარს რომ ვენატრები ამ ამბავსაც-თქო ...მგონი ორი კურდღელი მოვკალი ერთად -ერთი გასროლით ? -დიახ -ანუ მოიწყინე უჩემოდ -მოვიწყინე უშენოდ,ორი დღეა არავისთვის მიკოცნია და ტუჩები უცნაურად დამიბუჟდა ვიფიქრე ასე აღარ შეიძლება-თქო -ხო არა? -ასე ნუ იცინი , რა ზედმეტი კმაყოფილება ჩანს შენს ღიმილში.უბრალოდ ჩამოვედი თანაც აქ იმდენი ფოტო გადაგიღია ამ ლამაზ ლამაზ გოგონებთან ვიფიქრე გავაგებინებ ამ უჭკუო ქალებს რომ ამ კაცს პატრონი ჰყავს-თქო -და უბრალოდ რომ თქვა? -რა უბრალოდ ვთქვა -იეჭვიანე? -რა სისულელეა -ამის გამო ჩამოხვედი აქ ?- უცებ მოშორდა და გამომეტყველებაც წაეშალა-იმიტომ რომ იეჭვიანე ? ეგოისტობამ გძლია და ჩამოხვედი? ტაისას უცებ მოენგრა გამომეტყველება, არადა წამის წინ როგორი ბედნიერი იყო იოანეს გახარება რომ შეძლო.იმდენად მოეწონა ეს შეგრძნება რომ გული გამალებით უცემდა. ახლა კი უცებ შეეკრა სუნთქვა,თითქოს საკუთარი თავი გამოიჭირა -მე არ მიეჭვიანია მე უბრალოდ ჩამოვედი -კარგი რადგან დარწმუნდი რომ მარტო ვარ შეგიძლია უკან დაბრუნდე. მოწყენილიც აღარ ხარ მგზავრობისას დრო გავიდა, კოცნაც მიიღე. სხვა უფრო ხანგრძლივი გართობა თუ გინდა არ ვარ წინააღმდეგი გაიხადე და მოვალ მეც . ან აქვე ...-ვეღარ განაგრძო რადგან ტაისას მოქნეული ხელი მოხვდა , ლოყა ისე აწევა სიტყვა აღარ უთქვამს. გაჩუმდა და ისე გახედა გააფთრებულ ქალს -საზიზღარი კაცი ხარ იცი აქ რისთვისაც მოვედი ,მაგრამ არ იჯერებ.ხვდები ,მაგრამ თავს მაინც ყველაზე ცუდ რამეში არწმუნებ რომ თავიდან დაიწყო ისევ მეჩხუბო...გინდა შემიძულო ,მაგრამ ვერ ეღირსები . შენ ჩემი ხარ ,იმდენად ჩემი რომ არც კი ვიეჭვიანებ. მოვიწყინე ? ხო მოვიწყნე კიდეც... მაგრამ უფრო მომენატრე ,ვერ ავიტანე სახლში რომ არ დაბრუნდი ან რომ არ დამხვდი. შემცივდა, იმდენად რომ გავიყინე წუხელ .ყველაზე თბილი პიჟამა მეცვა, ორი პლედი გამოვიღე კარადიდან ,მაგრამ მაინც ვერ გავთბი მერე მივხვდი რომ სხვანაირად მციოდა ,სხეული თბილი მქონდა ვიწვოდი კიდეც მაინც ვკანკალებდი ...ერთხელაც არ გითქვამს რომ მოგენატრე, ვიძინებო ასე მითხარი წუხელ და გამითიშე. შენ ტკბილად გეძინა აქ, მე კიდე იქ ვიყინებოდი უშენოდ -ამღვრეული თვალებით უყურებდა მერე სლუკუნებდა- ვერ გიტანთ ...ვერც შენ და ვერც იმას ახლა უკვე ორივე მანადგურებთ - ცრემლებს იმშრალებდა ,მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა. ხმა არ შეცვლია არც სხეული უთრთოდა უბრალოდ ცრემლები სდიოდა .მერე უცებ გაჩერდა ,გარაზდა და სულ მთლად გადაირია-შენ იცინი? შენ რა გსიამოვნებს ასე რომ ვარ? ისევ მატკინე და მოგწონს? ეს გინდოდა ხომ? -ჩემ ტაისას მართლა მოვენატრე?- მისი სიტყვები თითქოს არც ესმოდა. არ გაუგია „მომენატრეს“ გარდა არაფერი. იღიმოდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები შეუმშრალა- ტაისას მოვენატრე? -არაფერიც, ნერვიულობის ნიადაგზე წამომცდა.აფექტურ მდგოამრეობაში ვიყავი და - უცებ დაიწყო მდგომარეობიდან გამოსვლა. ცრემლებით დანამულ გრძელ წამწამებს ხშირ-ხშირად ახამხამებდა და სველ,თაფლისფერ სფეროებს აქეთ-იქით აცეცებდა .მერე იოანეს ღიმილმა შთანთქა ყველაფერი,მისმა ბრჭყვიალა მწვანეებმა .თითქოს ციდან ვარსკვლავები ცვიოდნენ და ჭაობის ირგვლივ იფანტებოდნენ. ფრთხილად შეეხო ქალის ტუჩებს, ისევ იღიმოდა და კოცნიდა სათითაოდ ორივე ტუჩს ეალერსებოდა.მერე ლოყაზე გადავიდა,ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და ბოლოს ყელამდე მიაღწია ქალის ჩამოშლილი თმა სახეზე ეხებოდა ,ტაისას სურნელი იყო ირგვლივ -ტაისას მოვენატრე...წუხელ მეც არ მეძინა აქ ვიყავი და შენზე ვფიქრობდი ,მე სულ მენატრები გუშინაც ,დღესაც ,ხვალაც .როცა ჩემთან ხარ და როცა არ ხარ იცი ეს შენ ,ძალიან კარგად იცი ტაისა -ცუდია მონატრება -კარგია, როცა გენატრება გრძნობ , მასთან უფრო ახლოს ხარ ფიქრებით -მაშინ მომენატრე ...მართლა მომენატრე იმ ღამით არ სციოდა ტაისას. წვიმდა, ქარიც ქროდა ,მაგრამ ტაისა თბილად იყო. იოანეს ცხელი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, მისი სუნთქვა ისმოდა ოთახში, მესხის გულისცემას გრძნობდა ... 7თავი თბილისში ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. იმ განსხვავებით რომ უკვე ტაისას დედაც ქალაქში იყო და ზოგჯერ მასთან მიდიოდნენ. იოანეს მშობლებთან ვიზიტიც საღამოს გადაიტანეს ,ტაისას მოსწონდა იქაური გარემოც და დედამთილთან საუბარიც. აი იოანეს რომ ემა ჩამოუჯდებოდა და ეჭორავებოდა მაშინ კი ჭკუიდან გადადიოდა , გოგონა ისეთ ამბებს ყვებოდა დაზე რომ მერე მესხის დაცინვას იტანდა მთელი დღეები. ბავშვობის ამბებს რომ იხსენებდნენ ეგ ცალკე ამბავი იყო , დედამ ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. ტაისას ფოტო კოლექციაც აჩვენა მათ შორის ის ფოტოც ტორტში ამოთხვრილი რომ იდგა და კიოდა -ისევ დამცინი ... -არ დაგციინი, მეცინება უბრალოდ. ძალიან საყვარელი ბავშვი ყოფილხარ ,სიფრიფანა და ხუჭუჭა -ხო ხუჭუჭა ვიყავი 4 წლამდე მერე დამისწორდა თმა -რას აიჩემე ეს გასეირნება ტაისა? - გაჩერდა და გასავლელ გზას გახედა -ძლივს მშვიდი საღამოა ამდენი წვიმების შემდეგ და მომინდა გავლა ,თუ გეზარება გააჩერე ტაქსი -მგონი ვარჯიში მჭირდება დარბაზში უნდა ვიარო ნიკოლოზთან ერთად ,აშკარად ვერ ვარ ფორმაში -ძალიან კარგ ფორმაში ხარ და არსად ივლი -ეჭვიანობის შემოტევა გაქვს? ნუ ღელავ არ მომიტაცებენ -არ გაგიშვებ მექალთანე ნიკუშასთან ერთად იქ სადაც უამრავი გოგონაა მკვრივი საჯდომითა და ლამაზი ტანით.ეგრე მეც მინდა ვარჯიში -მოდი ჩამოწერე რა შემიძლია რომ გავაკეთო,ნებართვას რაზე მაძლევ და მეც ისე მოვიქცევი -განწყობას უარესად ნუ გამიფუჭებ ...შენი ბავშვობის ფოტოები არ მაჩვენე -სოფელში რომ ჩავალთ გაჩვენებ -სახლში არ გაქვს დავიჯერო? -არა -თქო რომ გითხარი ე.ი არ მაქვს -კარგი ,სოფელში რომ ჩავალთ მაშინ მაჩვენე ჩუმად მიდიოდნენ, ტაისა ქუჩებს ათვალიერებდა.სახლებს უყურებდა უცებ რომ გაჩერდა და ფანჯრის რაფაზე დასკუპულ გრძელბეწვიან ფისოს შეხედა -ტაისა არ მოდიხარ? -ნახე იქ ჩემი კატუშაა ჩემი ფუმფულა ფისო -ფოტოებზე რომ ფისო იყო ის? -ხოო ჩემი ფისო ზუსტად ასეთი იყო მწვანეთვალება და თეთრი -იმ ფისოზე მეუბნები მამამ რომ 5 წლის ასაკში გაჩუქა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა? -კი არ გავგიჟებულვარ ვიცი რომ აღარაა ცოცხალი,მაგრამ ნახე როგორ ჰგავს -ტაისა ერთი ჯიშის კატები ერთმანეთს გვანან ...წავიდეთ თორემ ისევ წვიმას იწყებს მგონი -წავიდეთ ხო - ისევ კატას უყურებდა და ისე მიაბჯებდა სანამ თვალს არ მოეფარა ფისო. იოანე უყურებდა ,მაგრამ არაფერს ამბობდა. სახლში მიასწრეს წვიმას და დასველებას გადაურჩნენ. მთელი საღამო იჯდა ტაისა და ფოტოებს ათვალიერებდა -ნახე აქ რა საყვარელია...სულ უყვარდა ფოტოების გადაღება . მე რომ მიღებდნენ ისიც მომიცუცქდებოდა და მეფერებოდა. იცი ერთხელ ვერავის დავუტოვე და გერმანიაში მყავდა...მერე სასტუმროს დავეძებდი სადაც კატის შეყვანა შეიძლებოდა-ჯერ იცინოდა და ამბებს იხსენებდა ბავშვობიდან მოყოლებული რაც თავის კატასთან ერთად გამოიარა ბოლოს ტირილი დაიწყოო- მომენატრაა ჩემი ფიცოო -ტაისა ნუ ტირი რაა ...კატის გამო როგორ ტირი -უბრალოდ კატა არ იყო ჩემი კატა იყო,ბავშვობიდან ჩემთან იყო .იცი როგორი ჭკვიანი და საყავრელი იყო? შენ არ გიყვარს კატები? -მიყვარს,მაგრამ ასე ძალიანაც არა .ზოგი ძალიან სწერვაა და იკაწრება -ჩემი კატუშა არ იკაწრებოდა ,ეგ ველურმა კატებმა იციან -ასე თუ გიყვარდა კატები კიდევ რატომ არ იყიდე ისეთივე -ზუსტად ისეთი არ მინდოდა,თანაც ვგლოვობდი ჩემს კატუშას და ვიფიქრე რომ მეორეს ვერ მოვუვლიდი .სულ სადღაც ვიყავი გასული კატუშამ იცოდა საჭმელი სად იყო,ჭკვიანად იქცეოდა და ახალ ფისოს ხომ უნდა გაზრდა -მოდი ჩემთან და აღარ იტირო- ხელი მოხვია და ჩაიხუტა -გული ამიჩუყდა -კალთაში ჩაუჯდა და თავი მის ყელში ჩამალა -შენ გიყვარს ცხოველები? -უფრო ძაღლები ვიდრე კატები , სოფელში გვყავდა ერთი დიდი ფისო სულ შავი იყო და ღია მწვანე თვალები ჰქონა -ჩემს ფისოს შენნაირი თვალები ჰქონდა ,თითქმის -კატა გიგისთან დაგყავდა ხო? -ხო ,რა თქმა უნდა აბა შანსს ხო არ გავუშვებდი თუმცა ცუდი ვეტერინარი რომ იყოს ჩემი ფისო ისე მიყვარდა არ მივიყვანდი ,მაგრამ რატომღაც ვერ იტანდა გიგის -გიგი ბავშვობიდან გიჟდება კატებზე და გამორიცხულია -ასე იყო დიდხანს არ ჩერდებოდა მასთან და არც მოფერების საშუალებას აძლევდა ისეთი აგრესიული ხდებოდა რომ მალე მიწევდა წასვლა სულ. ბოლოს გიგიმ დააძინა, ისე ცუდად იყო რეაქცია აღარ ჰქონდა ისე მიყურებდა თითქოს მემშვიდობებოდა -არ იტირო - თავი ააწევინა და ტუჩებში აკოცა . ამღვრეული თაფლისფერი სფეროები დაუკოცნა და მერე ისევ ჩაეხუტა. ბოლოს ყურადღება გადაატანინა და ის დღეც მშვიდად დაასრულეს. მეორე დღეს სამსახურიდან გვიან დაბრუნდა პირდაპირ საძინებლისკნ დაიძრა . საშინელად დაღლილი იყო და მხოლოდ შხაპის მიღება უნდოდა. დერეფანში ისე მიაბიჯებდა ლამის ვერც შენიშნა როგორ ჩაურბინა წინ პატარა კნუტმა,მერე უცებ გაჩერდა და შორიახლოს მოხტუნავე პატარა ფისოს დააკვირდა. ვეფხვის ბოკვერს უფრო ჰგავდა ძალიან ფუმფულა იყო და ყელზე დიდი ბანტი ჰქონდა გაკეთებული.იოანე რომ გამოვიდა საძინებლიდან სულ მთლად დაებინდა გონება -ფისო იცოდე დაიკარგები და საჩუქარი აღარ იქნები ... ტაისა დაბრუნდი? -ეს კნუტი შენ მოიყვანე? -ხოო რა თუ უარყოფითად მოქმედებს და არ გინდა ახალი კატა გყავდეს ვაჩუქებ ვინმეს . ვიფიქრე სხვანაირს მივუყვან- თქო ყველაზე საყვარელი ეს იყო ... ტაისა უყურებდა და ვერ იჯერებდა რომ ეს კაცი მის გრძნობებზე ასე ღელავდა . ისე სწრაფად უცემდა გული მესხის ხმაც აღარ ესმოდა მერე უბრალოდ მანძილი გადალახა ხელები მოხვია და აკოცა. -უზომოდ ,უსაზღვროდ ბედნიერი ვარ - ფეხებთან მისულ კნუტს დახედა და გაეცინა. ქვემოდან უყურებდა და თავზე თათს ისვამდა. ტაისამ ხელში აიყვანა და მოეფერა- ახლა გავგიჟდები ისეთი საყვარელია , ნახე როგორ მიყურებს რა ფუმფულააა სად იპოვე ასეთი ლამაზი -მგონი კონკურენტი მოვიყვანე სახლში არადა აქამდე ვიცოდი რო ჩემ გარდა არავის მოეფერებოდი -იოანეე გვეხუმრებაა კი არ იცის რო აწი მხოლოდ შენ ჩაგეხუტები და გაკოცებ ... -კნუტს ეფერებოდა და საძინებლისკენ მიდიოდა -ვითომ არაფერი გამიგია...საჭმელი ქვემოთ არის. საწოლი აქაა ბევრი ბანტები მაღიზიანებენ და ეს ვიყიდე თუ გინდა მერე შევცვალე ,მაგრამ საწოლში სულ ნუ დააწვენ პრობლემა არ მაქვს ,მაგრამ შეიძლება გავჭყლიტო -ღამით არ დავაწვენ საწოლში ,შევთანხმდით კნუტი ისევ ოთახში დახტოდა, თამაშობდა ხანაც საწოლზე აბობღდა ავეჯზე დაიწყო ხტუნვა. ტაისა რომ მოწესრიგდა უკვე ყველა კუთხე მოვლილი ჰქონდა და გარდერობში კაბის ბოლოებს ეკიდებოდა თათებით. მაშინვე აიყვანა და ცხვირზე თითი დაჰკა. იოანე იმ წამს შევიდა საძინებელში ვიღაცას წერდა მობიილურით შესაბამისად ტაისამ მაშინვე მასზე გადაიტანა ყურადღება. ფისოსთან ერთად დაიძრა საწოლისკენ,მაგრამ მალევე გაუშვა. იწვა და უყურებდა მობილურში ჩამძვრალ მესხს -რამე მნიშვნელოვანი ხდება? -არაფერი ნიკუშას ვწერ -აღარ გირეკავს? -ისეთ ადგილასაა ხმას ვერ გავიგებ... -რამე მნიშვნელოვანია? -არაფერი იმის გარდა რომ მეგობრებს ვატყუებ -მობილური გადადო და სანათი ჩააქრო - კნუტს მხიედე საწოლში რომ შემოძვრეს საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ -არ შემოძვრება თავის საწოლში დაწვა უკვე ... იოანეე - მისკენ გადაიხარა და ხელები მოხვია - გინდა ბიჭებს სიმართლე უთხრა? -შენ როგორ ფიქრობ -და რას ეტყვი? -სიმართლეს -და რა არის სიმართლე -ისეთი არაფერი რაც მათ აიძულებთ შეგიძულონ- თითები თმაში შეუცურა და აკოცა - შენ კარგად იცი რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც გავნებს -კოცნიდა და თითებს ქალის სხეულზე დაატარებდა - არ გინდა -რა არ მინდა -თამაში ჩემს გრძნობებზე - საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა - კნუტის ფსიქიკაზე ვიმოქმედებ რომ გაკოცო? -იოანე რა დროს ესაა მითხარი რამე არ მინდა რომ მათ შემიძულონ -მე მიყვარხარ და ისინი ვერ შეიძულებენ ადამიანს რომელიც მე მიყვარს -გიგის რომ ვძულვარ? -როგორც კი თქვა მაშინვე მოშორდა მესხი -სიძულვილი არ არის ის რასაც გიგი გრძნობს შენს მიმართ ,შეგიძლია მშვიდად იყო -არ მინდა რომ ჩემსა და მათ შორის არჩევა მოგიხდეს -არ მომიხდება -მაშინ დაელაპარაკე და მოიშორე ეს ტვირთი რომელიც მე აგკიდე მხრებზე -პირდაპირ წმინდანს მაგონებ -იოანე ისევ თავიდან ვიწყებთ? -გეუბნები იმას რასაც ვხედავ რატომ ეძებ უნდობლობას ყველა ჩემს სიტყვაში -ვერ ვიგებ როდის ჭარბობს შენს სიტყვებში ცინიზმი ...რაღაცას აკეთებდი და აღარ მახსოვს რას - ზემოდან დააჯდა და პენუარი მოიშორა- შენ ხომ ვერ იხსენებ? -დავფიქრდები,იქნებ გავიხსენო- ხელები მოხვია და სხეულზე აიკრა წამსვე წაეტანა ტუჩებზე შემდეგ კი მთელი ღამე გამოიყენეს. კნუტს ისე ევლებოდა თავს თითქოს პატარა ბავშვი იყო, გიჟდებოდა იოანესთან ერთად რომ ხედავდა და სიცილს ვერ იკავებდა პატარა მოუსვენარი მესხის მხრებზე რომ მიბობღავდა . შაბათ საღამოს როგორც იქნა დასვენების დღე მიიღო და გამოყენებაც შესაბამისად გადაწყვიტა. საღამოს იოანეს დაასწრო სახლში დაბრუნება და სანთლის შუქით განათებულ ოთახში სექსუალური საცვლებით დახვდა. ოთახის ბნელ კუთხეში იდგა და უყურებდა მესხის გაოცებულ გამომეტყველებას -მგონი ჩემს მსხვერპლად შეწირვას აპირებ -გაიცინა და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო-მზად ვარ -გპირდები რომ უმტკივნეულო იქნება - იღიმოდა და იოანეს მიმართულებით მიდიოდა.ხელები მოხვია და ტუჩები ყელზე მიაწება-ხვალ დილით შემიძლია გამოვიძინო,მთელი ღამე ჩვენია -სანთლები თვალებს მიჭრელებენ -რა ცუდი კაცი ხარ მე ვიწვალე ,თითიც კი დამეწვა შენ კი არ მიფასებ -მაჩვენე რომელი თითი დაიწვი- ხელზე დახედა და მერე თითები დაუკოცნა.ხელისგულზე,მაჯაზე ,მკლავებზე აკოცა -სანთლები მაინც არ მიყვარს -დავიმახსოვრებ -სხვა დროს უბრალოდ შიშველი დამხვდი ... ამათი გახდა ნერვებზე მოქმედებს- კოცნიდა და საწოლისკენ მიაბიჯებდა. ტაისა ჰაერში ასწია და საწოლზე დააწვინა -არადა ძალიან მარტივია- იოანეს თავად მოექცა ზემოდან .საწოლზე დადგა და გახდა დაიწყო.მესხს თვალებში უყურებდა და სხეულს ისე არხევდა კაცს გონებას ურევდა. ვნების მორევში ჩაძირულს მხოლოდ იოანეს ხმა ესმოდა,მის შეხებას გრძნობდა და როდესაც ერთი მთლიანობა უნდა გამხდარიყვნენ კარზე ზარის ხმა გაისმა, იოანეს მობილურიც ამღერდა და აშკარა იყო ვიღაცას სჭირდებოდა მესხი. -უნდა წავიდე -არაა გთხოოვ ...დაგველოდოს ახლა არ წახვიდე- სუნთქვააჩქარებულმა ძლივს თქვა და ისევ აკოცა ქმარს -რაღაც ხდება...გავიგებ და დავბრუნდები.მალე დავბრუნდები- ამოიოხრა უცებ მოშორდა ქალს, შარვალი ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. კარი რომ გააღო და გიგი დაინახა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო . ბიჭი მაშინვე სახლში შევიდა, სახეზე ფერი არ ედო სრულიად განადგურებული იყო -ვახო სახლში არ არის, არც ნიკუშა ისინი ვერაფერს გაიგებენ მივიდოდი და უბრალოდ დავლევდი ან ველაპარაკებოდი ,მაგრამ შენ გარდა ვერავინ მიშველის. ვიცი ის სახლში ჯერ არ მოვა სანამ მოვა მე წავალ ... -გიგი იქნებ შეწყვიტო შესავლები და უბრალოდ მითხრა რა ჯანდაბა ხდება შენს თავს -ჯანდაბა ? ჯანდაბა კი არა ჯოჯოხეთი ტრიალებს ჩემს ირგვლივ...რამე დასალევი არ გაქვს? წითელი ღვინო ხომ უყვარს შენს ალქაჯს -დალევა რას გიშველის ,მითხარი რა ხდება -აქ არის - სასმელი იპოვა და პირდაპირ ბოთლი მიიყუდა. ამოუსუნთქავად სვამდა შემდეგ ბოთლი მაგიდაზე დაახეთქა და თავად დივანზე დაჯდა- ყელში ამომივიდა, ვეღარ გავუძელი , მეგონა ვიხრჩობოდი და ვუთხარი ...ჩემს საყვარელ ცოლს ვუთხარი სიმართლე რადგან მეგონა რომ ვატყუებდი ჩემი შვილის დედას ყველაზე წმინდას რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია -რა უთხარი ... შენზე და ტაისაზე? -ჩემზე ,შენზე და შენს ალქაჯზე ვუთხარი. მეჩხუბებოდა მითხრა შეიცვალე რაც დავქორწინდით მას მერე შეიცვალე. რაც საქართველოში დავბრუნდით ვეღარ გცნობო აღარ გიყვარვარო მეუბნებოდა და ვეღარ გავუძელი მის ცრემლებს. ისე ტიროდა გული ამეწვა და ვუთხარი რომ მიყვარდა ,რომ ყველაფერი იმ ქალის გამოჩენის ბრალი იყო,იმის რომ შენზე ვფიქორბდი ,იმის რომ ვატყუებდი და იმის რომ ის შენი ცოლი გახდა ჩემი რძალი ყველაფერი ერთად მივაყარე ... თავს ევრ ვაკონტროლებდი -გაგიჟდი ხომ? კესარია როგორ დატოვე წარმომიდგენია ახლა რა მდგომარეობაშია ალბათ ეჭვიანობის შეტევა აქვს და შე არანორმალურო აქ რამ მოგიყვანა -ნწ არაფერიც არ აქვს... ეცადა ,მაგრმა ვერ მოახერხა . გატყდა არც ისეთი ეშმაკია როგორც შენი ცოლი, ჩემი უფრო სუსტი აღმოჩნდა მივხვდი რო იცოდა...არ გაუკვირდა ყველაფერი იცოდა ჩემზე და ტაისაზე,იმაზე მეტი ვიდრე შენ იცი.გესმის? იცოდა ,იცოდა და არაფერი თქვა. შენ გაგწირა , იცოდა და მე მომაშორა გესმის? -როგორ კესარიამ იცოდა ტაისაზე? -როგორ უღიმოდა, მე კიდე ვკვდებოდი როცა ვხედავდი როგორი ურთიერთობა ჰქონდა . ის კი ისე ექცეოდა შენს ტაისას თითქოს არაფერი იცოდა,თითქოს მასზე არ ეჭვიანობდა -აი ეს მესმის ... სიყვარული აბრმავებს ხედავთ ბატონო გიგი? - ტაისა თხელი ხალათით იდგა კედლის უკან როდესაც გიგის სიტყვები გაიგო და არც კი დაფიქრებულა ისე შევიდა - რა გამოდის რომ საყვარელი კესარია თვალთმაქცობდა? გავვოცდი , ჩემში არსებულ ეშმაკს კუდი და რქები დასცვივდა - არ ვიცოდი სახლში თუ იყავი თორემ ამ სიამოვნებას არ მოგანიჭებდი - რა სიამოვნებას მანიჭებ აქ მოსვლით სიამოვნება წამართვი ჯერ ეს ერთი და გაღზიანებული ვარ ,მაგრამ იმის გააზრება რომ წმინდანები არ არსებობენ ცოტა არ იყოს და მომწონს -ტაისა მარტო დაგვტოვე და მორჩი სიტუაციით ტკბობას -იმის გამო რომ ეს იდიოტია მე ნუ მეჩხუბები გთხოვ - იოანეს გვერდით დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო - აბა ? აქ რას აკეთებ გაიგე რომ გაგაბრიყვეს და გამოვარდი ეგრევე? -მივდივარ შენი ნერვები არ მაქვს ახლა შეიძლება დაგახრჩო -მოიცადე სად მიდიხარ ასეთ მდგომარეობაში... ტაისა გადი - გიგი გააჩერა და ანასტასიას ხმამაღლა უთხრა -უთხარი სახლში დაბრუნდეს და ასე ვით ნუ მოექცევა ქალს რომელიც მის შვილს ატარებს მუცლით და ახლა კაცმა არ იცის როგორ არის. შენ მაშინაც კი ჩემთან ხარ როდესაც მის გამო მტკივა , მოგბაძოს ერთხელ მაინც . რა საცოდაობაა ორ ეშმაკს შორის სუსტი აარჩიე დოლიძე - ირონიულად გაუცინა და ოთახი მშვიდად დატოვა გიგი ისევ ოთახში იდგა და ტაისას უყურებდა ,მერე იოანეს გახედა - აშკარად ხელი შეგიშალეთ - არ გინდა ირონია და მითხარი რას აპირებ -შენგან განსხვავებით არ ვიცი შევძლებ თუ არა მატყუარასთან ცხოვრებას, ქალთან რომელმაც სპექტაკლი დადგა -ჩემს სიტუაციას ნუ ადარებ, კესარიამ სპექტაკლი შენს გამო გაითამაშა. მხოლოდ იმიტომ რომ სიგიჟემდე უყვარხარ გასაგებია რომ ბრაზობ, საშინელებაა როდესაც იმედები გიცრუვდება -შენ არ იცი რას ნიშნავს როდესაც ანგელოზი ეშმაკად იქცევა... ის სულ ალქაჯი იყო ახლაც ალქაჯია არაფერი შეცვლილა -ყველაფერი ძალიან მარტივადაა თუ გიყვარს დაბრუნდები -ხომ იცი რომ მიყვარს,მაგრამ -მასაც უყვარხარ,რომ არ უყვარდე შენს გამო ასე არ მოიქცეოდა -ასე მარტივია? უბრალოდ დავბრუნდე და მის გვერდით მშვიდად დავიძინო? -არ ვიცი მის გვერდით დაიძინებ,მეზობლად ,საერთოდ არ დაიძინებ თუ საერთოდ არ დაელაპარაკები ,მაგრამ უნდა დაბრუნდე რადგან უყვარხარ . იცი რა? შენს ადგილას ბედნიერი ვიქნებოდი -ბედნიერი რით რომ საყვარელი ქალი ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც მეგონა? სულ გაგიჟდი იოანე? -ბედნიერი ვიქნებოდი ჩემს საყვარელ ქალს ამდენად რომ ვუყვარდე ... სულ მეგონა რომ კესარია ეჭვიანობის გამო დაგთმობდა,თურმე ვცებოდი მასაც შესძლებია შენს გამო დათმობაზე წასვლა -ისეთი რომანტიკოსი გახდი...არადა მე მეგონა არაფერი იყო შენში ემოციურად ამაღლებული.რეალისტი იყავი ყოველთვის და ცივი გონებით მოქმედებდი, არავის პატიობდი ღალატს, ტყუილს და არასდროს მოქმედებდი საკუთარი გრძნობების წინააღმდეგ -შენ კი ყოველთვის მარტივად შეგეძლო მიტევება თუ მოინანიებდა დამნაშავე ახლა რა გემართება -ისინი იმდენად არ მიყვარდა როგორც კესარია , როცა გიყვარს უფრო მეტად გწინს,ბრაზობ და გტკივა არ მეთანხმები? -ასეა ,მაგრამ როცა გიყვარს უფრო მეტ შეცდომას უშვებ .რა გინდა გიგი კესარიას უნდა დაშორდე იმის გამო რომ შენზე შეყვარებული ქალი თმით არ ითრია? რომ ისტერიკა არ მოგიწყო? რომ უყვარხარ და შენ გამო თავისთვის ,მარტომ აიტანა ტკივილი? ის ხო კესოა შენი კესო ... შენი გადასაწყვეტია ,მაგრამ თამაში ფეხმძმე ქალთან არ ღირს. დაფიქრდი თუ მზად ხარ რომ დაშორდე და მისგან შორს იყო მაშინ ნუ წახვალ, აქ დარჩი. პირობას გაძლევ ანასტასია შენს ოთახს არც კი მიუახლოვდება. დარჩი და იყავი რამდენ ხანსაც გინდა -ვერ გავუძლებ,რა თქმა უნდა ვერ გავუძლებ -აბა რა დროს სიამაყეა დოლიძე? ფეხმძიმე ქალი სახლში მარტოა და გელოდება .არც გილაპარაკიათ დარწმუნებული ვარ -რა იყო სალაპარაკო...რომ მელაპარაკა რაღაცას დავუშავებდი -ხოდა წადი და ელაპარაკე ... მის ადგილასაც წარმოიდგინე თავი -შენ ასე ეგუები იმ ქალს? მის ადგილას წარმოიდგენ თავს და უგებ? -იმ ქალს ანასტასია ჰქვია და ჩემი ცოლია გაიგე ბოლოს და ბოლოს - უცებ დაუყვირა და კედელს მუშტი მიარტყა- შეეშვი ანასტასიას და შენს ქალს მიხედე, ქალს რომლის გამოც უამრავი სიგიჟე ჩაიდინე -მივდივარ...მივდივარ მე ხომ ყველაზე კეთილი და საყვარელი ბიჭი ვარ . მე ყველას უნდა ვაპატიო -ტაქსით წადი ან მე წაგიყვან...დამელოდე ზედას ჩავიცვამ -არ მინდა...ხუთ წუთში მივალ -სხვაგან არ წახვიდე იცოდე -არ წავალ...სხვაგან წასასვლელიც არ მაქვს წავიდა, იოანე მანამ არ ასულა ზემოთ სანამ არ დარწმუნდა რომ სახლში იყო დოლიძე. შემდეგ კი საძინებელში დაბრუნდა. ტაისა საწოლზე იწვა და დიდი ინტერესით იყურებდოა პლანშეტში. ხალათი გახსნილი ჰქონდა და ნახევრად შიშველი იყო .იოანე როგორც კი დაინახა მაშინვე წამოჯდა -აბა? გაამგზავრე გულგატეხილი რომეო? -რა ბედნიერი დღე გაქვს პირდაპირ სანატრელი სცენა ნახე ხომ? მოხვედი და ისიამოვნე გიგის უბედურებით ახლა რას ფიქრობ რა გგონია ძალიან მაინტერესებს -თავი ისეთი ეშმაკიც აღარ მგონია როდესაც მივხვდი რომ უფრტო ანგელოზები არ არსებობენ -არადა კესოსი უნდა გესმოდეს, სიყვარულის გამო მოიქცა ასე.თუმცა შენ უფრო დიდი სცენარი დადგი. კესო უბრალოდ გაჩუმდა სხვა არაფერი დაუშავებია -მეგონა მხოლოდ ჩემს მიმართ იყავი მიმტევებელი შენ კი კესარიას უფრო იცავ და უგებ -განწყობა ხომ არ გაგიფუჭე,რატომ ბრაზობ იყავი ისევ მხიარული და კმაყოფილი -რა გავაკეთო თუ შენი ძმაკაცი იდიოტია . გაიბუტა და გამოვარდა ეგ რომ შენს ადგილას ყოფილიყო უკვე გადაყვარებული ვეყოლებოდი .ჩემი სახელიც არ ემახსოვრებოდა -რა უკმაყოფილო ხარ , გიგის რომ ლანძღავ ამით თავს აჯერებ რომ ტყუილად შეგიყვარდა .მე პლიუსებს მიწერ და მას მინუსებს? -თავიდანვე ვიცოდი როგორიც იყო,ახლა უბრალოდ ვუყურებ საკუთარი თვალით და მტკიცებულებას ვიღებ -პლიუს ერთობი იმით რომ მათ პრობლემები აქვთ -შეიძლება ასეცაა, რა გავაკეთო მე და შენ თუ უკეთ ვართმევთ თავს? ის ორი ერთნაირია ბრაზდებიან უაზროდ და არც კი იციან რელური პრობლემა რა არის .ის გოგო სულ ეჭვიანობს ,ტირის და წიკვინებს გიგი კი მასში მხოლოდ ანგელოზს ხედავდა წმინდანი უნდოდა ცოლად და ახლა როცა ქალმა აჩვენა რომ სიყვარულის გამო რაღაც ცუდი ჩაიდინა ეგრევე იფეთქა მე რა ვქნა მითხარი ვიდარდო მათ გამო? მაპატიე,მაგრამ არ შემიძლია და თავსაც ვერ მოგაჩვენებ -საწოლზე დადგა , იოანეს ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა-მე მხოლოდ ის მაწუხებს რომ ხელი შემიშალეს, ღამე ჩამიშალეს და აგანერვიულეს -დასამშვიდებლად არ გამომადგები ასე რომ დაივიწყე შენი გეგმები- ტაისას ხელები მოისორა. შარვალი თავად გამოიცვალა და საწოლში დაწვა -როგორ ვერ ვიტან...მეც მაქვს პრობლემები მაგრამ არ გავრბივარ პატარა ბავშვივით დაქალებთან და არ ვთხოვ დახმარებას.შენ მირბოდი და თხოვდი რჩევას? საკუთარ ცოლთა როგორ ვერ უნდა მოაგვაროს პრობლემა -ესაა მეგობრობა როდესაც გტკივა და მას უზიარებ -ახლა რა შენც უნდა გაათენო იმაზე დარდით შერიგდებიან თუ არა რომეო და ჯულიეტა? შეურიგდება აბა რას იზამს ბოლოს და ბოლოს ხომ უყვარს , მის გამო გიჟს გავდა -არც შენსავით კმაყოფილი ვარ დამატებითი სიამოვნება რომ მინდოდეს -ნუ მიყვირი ფისომ გაიღვიძა ,შეეშინდა ნახე როგორ იყურება - უცებ წამოვარდა და კნუტი აიყვანა-ჩშშ პატარავ იოანემ აურია, არ აღიარებს გაბრაზების ნამდვილ მიზეზს -რას გულისხმობ ხომ ვერ მეტყვი -გეშინია -მაინც რისი მეშინია -გგონია რომ თუ დაშორდებიან ბედნიერი ვიქნები, ჩემი სიხარულის მიზეზად სხვა რამ მიგაჩნია -და არ იქნები ბედნიერი? -რაც ჩემი არ არის აღარ მადარდებს, ხომ უნდოდა კესარია ხოდა ახლა შეირგოს ისეთი როგორიც ჰყავს ... ისე ხო გამიხარდება თუ უბედური იქნება იმიტომ რომ მეც ასე უბრალოდ ამიკვიატა, უმიზეზოდ შემიძულა. სიყვარულის გამო ...სწორედ სიყვარულის გამო იმოქმედა კესარიამაც და მაინტერესებს რას გააკეთებს ამჯერად. დავჯდები და სიტუაციით ვისიამოვნებ .პასუხით კმაყოფილი ხარ? -ისედაც ვიცოდი ,თქმა არ იყო საჭირო -შენ რატომ გინდა შერიგდნენ, გიგი რომ თავისუფალი არ იყოს თუ ნამდვილად მიგაჩნია რომ კესარია პატიებას იმსახურებს. გეშინია თუ მართლა კარგი მეგობარი ხარ -მე არაფრის მეშინია, შესანიშნავად ვიცი რომ გიგისთან არასდროს იქნები . არ მინდა ჩემი მეგობარი ცუდად იყოს , კესარიაზეც ვდარდობ ის ჩემთვის ფეხმძიმე ქალია რომელსაც ჩემი ძმა უყვარს და საერთოდ არ მაინტერესებს რა იცოდა ,რატომ დუმდა . მისი სიტყვები არაფერს შეცვლიდნენ ,შენს დანაშაულს ვერ გააბათილებდნენ -ხო რა თქმა უნდა დანაშაული მხოლოდ მე ჩავიდინე -სჯობს ყველამ ჩვენს წილ დანაშაულზე ვიფიქროთ და სხვებს შევეშვათ ტაისა გაჩუმდა, არ აპირებდა განწყობის გაფუჭებას. სანათი ჩააქრო ,მძინარე კნუტს დახედა და იოანეს მხარეს შებრუნდა.რამდენიმე წუთში ორივეს ეძინა, პრობლემურ წყვილს რომელთაც ჩხუბისთვის უამრავი მიზეზი ჰქონდა. ამ დროს კი ერთმანეთზე შეყვარებულ კესარიას და გიგის თეთრად ათენდებოდათ, ორივე სხვადასხვა ოთახში იყო .პირველად რამდენიმე თვიანი თანაცხოვრებიდან. კესო ოთახში დადიოდა და ცრემლებს მუშტით იმშრალებდა.იცოდა,ელოდა მსგავს შედეგს ,მაგრამ ყოველთვის ეშინოდა აღიარების. მერე კი თავად ბრაზობდა გიგი რომ დუმდა,ახლა მისი აღიარება ახარებდა,მაგრამ რეაქცია გულს ტკენდა. დოლიძეს მეზობელ ოთახში ესმოდა ქალის ნაბიჯების ხმა,იმასაც კი წარმოიგენდა როგორ იწმენდდა ცრემლებს დაწითლებული თვალებიდან ,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ყველაზე მეტად იმედგაცრუებული იყო და სწორედ ეს ანადგურებდა. ოქტომბრის ერთი კვირა ქაოსური აღმოჩნდა ყველასთვის. კესარიასა და გიგის ამბავით დაიწყო , მაგრამ არც იოანე და ტაისა დაინდო. თითქოს მშვიდად იყვნენ, ყოველი კამათი მარტივად სრულდებოდა. ორივე პოულობდა საკუთარ თავში სიმშვიდის ზონას და სიტუაციას არ ამწვავებდა. განსაკუტრებული არც არაფერი ხდებოდა, ტაისა სამსახურში იყო იოანე საქმეებსა და ოჯახურ ამბებს აგვარებდა. ხშირად მიდიოდა მშობლების სახლში,ძირითადად ტაისას დაბრუნებამდე მათთან იყო. ბიჭებთან შეხვედრას ვერ ახერხებდა,მხოლოდ გიგის ესტუმრა და წყვილის მდგომარეობა რომ ნახა ხასიათი გაუფუჭდა. გიგი თითქმის აიგნორებდა კესარიას,თითქოს მხოლოდ ბავშვის გამო იყო მასთან. კესო პირველად არ წუწუნებდა, ჩუმად იყო და მთელი არსებით გამოხატავდა ტკივილს. იოანეს დანახვისას გაწითლდა, თავი დახარა,თვალს ვერ უსწორებდა შემდეგ როცა მიხვდა რომ მესხი არ ბრაზობდა ცოტა დამშვიდდა,თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. ამჯერადაც მშობლებთან მიდიოდა, ხატიასთან ჰქონდა საქმე და ეცქარებოდა,მაგრამ საუაბრი არ დასცალდა. სახლში ახალი მისული იყო ტაისამ რომ დაურეკა და მალევე ისიც ესტუმრა მესხების სახლს. -უნდა დამეხმარო- ტაისა ხატიამ გამოკეტა ოთახში და სწრაფად უთხრა- იოანეს მხოლოდ შენ თუ შეაჩერებ -რა ხდება ასეთი -შეყვარებული მყავს, რომელსაც იოანე ვერ იტანს. ორივეს რთული ხასიათი აქვთ ხომ გესმის -და მე რა შემიძლია -უბრალოდ უთხარი რომ პატარა არ ვარ და თავად ვაგებ პასუხს ჩემს ქცევაზე,თუ შეცდომას ვუშვებ მზად ვარ შედეგებისთვის . ახლა ვიცი რომ ჩემთან ლაპარაკს აპირებს ,ამ საღამოს არ მინდა -ვერ დაგელაპარაკება , მე უნდა წავიყვანო . ვერაფერს დაგპირდები,მაგრამ შევეცდები დაგეხმარო იოანე ნამდვილად წაიყვანა, წვეულებაზე იყვნენ დაპატიჟებულები და უკვე დრო აღარ ჰქონდათ მოსამზადებლად. სახლში შესვლის წამიდან დაიწყეს საუბარი ,როგორც ყოველთვის ტაისა სწორად არჩევდა გზას მიზნამდე -ხატია რაღაც აღელვებული მომეჩვენა,სამსახურში ხომ ყველაფერი რიგზე აქვს -სამსახურში კი ,მაგრამ პირად ცხოვრებაში არა -ეგ რას ნიშნავს? ჩემი მული შეყვარებულია? -შენი მული დიდი ხანია უყვართ და ახლა მგონი თავადაც პეპლები უფრინავს -კარგი სასიძო გვყავს? -ჩემი და სკოლიდან უყვარს, ტიპური ყალთაბანდი იყო ამას დამატებული მამიკოს განებივრებული ბიჭი ,გიჟი რომელსაც ჩემი და ამოკვიატებული ჰყავდა. ხატია ვერ იტანდა ეგეთებს და ომობდნენ, მე ვაზავებდი მეტად თუ ვიცავდი ჩემს დას არ ვიცი,ფაქტია არაფერმა გაჭრა. ახლა კი ეს ჩემი გიჟიც დაფარფატებს -რა რომანტიკულია ,ამდენი ხნის შემდეგ რომ შეუყვარდა იქნებ თავიანვე უყვარა, შენი და ძალიან ჯიუტია -იქნებ არც ახლა უყვარს და უბრალოდ როგორც ქალს მოეწონა ამდენი ყურადღება წელიწადში ათასი ყვავილი, საჩუქარი. ლექსი ,სიმღერა და ათასი უბედურება -უბედურება რატომაა შენ რომ არ გიყვარს ეგ ყველაფერი იმიტომ? საუბრის პარალელურად ემზადებოდნენ. გარდერობის ოთახში იდგა ტაისა საცვლების ამარა და კაბებს ათვალიერებდა. იოანე ჯერ უყურებდა მერე პერანგი გვერდით გადადო და ტაისას ზურგიდან აეკრო -ხატიას საქმეში ნუ ერევი ...წასვლამდე დრო გვაქვს და სჯობს გამოვიყენოთ -დრო? მე მაკიაჟიც არ გამიკეთებია ...იოანეეეე თითები მოაშორე ჩემს საცვალს -ზედას თუ ქვედას -ორივეს -დარწმუნებული ხარ? -რაც უფრო მალე მივალთ მით უფრო მალე დავბრუნდებით და შესაბამისად დიდი დრო გვექნება ერთმანეთისთვის -დარწმუნების სპეციალისტი ხარ იცი? - ყელში კოცნიდა და თითებს არ აჩერებდა-მაგრამ არ გამოგდის, ისევ შენი სურვილის წინააღმდეგ წახვალ?-მოშორდა,ყურის ძირში აკოცა და თავის პერანგს დაუბრუნდა- ეს პერანგი ჩავიცვა თუ ეს ? -შენ მომაშორებ ამ საცვალს თუ ჩემით - მკლავში წვდა და თავისკენ მიიზიდა- დრო ცოტაა როგორც იქნა მოემზადნენ და მივიდნენ რესტორანში. ტაისა ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ აშორებდა მესხი,ისიც იფერებდა და უფრო კეკლუცობდა. იოანეს დიდად არ მოსწონდა ამდენი ცნობილი სახის ხილვა და ყურადღების ცენტრში ყოფნა,მაგრამ პირველი შემთხვევა იყო როდესაც ტაისა მსგავს რამეს სთხოვდა და უარის თქმა არც უფიქრია. ტაისასგან იცოდა რომ მის პირად ცხოვრებაზე არ საუბრობდა,შესაბამისად დარწმუნებული იყო რომ იქ არავინ შეაწუხებდა ზედმეტი კითხვებით. მალევე გამოჩნდა სალომე და თან მოიტანა მხიარულება -ულამაზესებო და უმაგრესებოო როგორ ხართ? -შესანიშნავად გამოიყურები სალომე -გმადლობ ჩემო კარგოოო ,ნამდვილი ჯენლტმენი ხარ- გაიღიმა და შეიფერა კომპლიმენტი რამდენიმე წუთს უბრალოდ საუბრობდნენ, იოანეს არც ისე ხშირად ხედავდა ამიტომ შანსი არ გაუშვა. ჭამპანიურს წრუპავდა და ჭიკჭიკებდა თავისებურად.მორიგ სელფს იღებდა კადრში ლევანი რომ გამოჩნდა,მაშინვე აერია გონება ისე დაიბნა ლამის მობილურიც დაამსხვრია და თავადაც გაიშხლართა -ფოტო გამომიგზავნე ხოო? -შენ ხო ...მე ხო რა თქმა უნდა -როგორ ხართ ? - არც კი მიუქცევია ყურადღება სალომეს დაბნეულობისთვის წყვილს მიესალმა და ანასტასიას კომპლიმენტი უთხრა. შემდეგ კი ისე გაქრა როგორც გამოჩნდა -ეს რა იყო? უხეში,უტაქტო მოვიდა ჩამიხტა ფოტოში და ისიც არ მითხრა რომ ლამაზი ვარ - ტაისას ესაუბრებოდა და თვალებს ატრიალებდა. იოანე გასული იყო და სარგებლობდა თორემ ისე ხმაც არ ამოუღია -ნუ ბრაზობ,ხომ იცი როგორიცაა -ასე მარტივია? მე ის მაგიჟებს, რაც ვუთხარი რომ გეია მას მერე ისეთი გაბრაზებულია მგონია რომ მომკლავს -დამიჯერე მარტივია- შენ გიყვარს მას უყვარხარ და რატომ ართულებთ?შენს ადგილას ახლა მის მკლავებში ვიქნებოდი მოქცეული და ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნებოდი -ვერ გცნობ ანასტასია ,ასე როგორ უნდა მოვიქცე მე მივიდე და ვუთხრა მიყვარხარ-თქო? რომ არ ვუყვარდე და ცდებოდე მერე ხომ უნდა დავიწვა იქვე საერთოდ მას მერე როგორ შევხედო თვალები -არ ვიცოდი შენთვის სიყვარული ამხელა ცოდვა თუ იყო, სირცხვილია? გრცხვენია რომ გიყვარს? -არა ხომ იცი რომ ასე არაა ,მაგრამ -დროს არ უნდა კარგავდე უხერხულობის გამო, ბოლოს და ბოლოს არ გაინტერესებს უყვარხარ თუ არა? ლევანი ისეთი კაცი არ არის რომ გაერთოს შენი გრძნობებით -თვითონ რატომ არ მეუბნება რომ ვუყვარვარ ,ხომ შეუძლია მოვიდეს და მითხრას -მგონი ხელი შეგიშალეთ- იოანე მათთან მივიდა სწორედ ამ დროს და უკან დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. სალომე მაშნვე დაიბნა,მაკიაჟი რომ არა დარწმუნებული ვარ ალისფერი ექნებოდა სახეზე-არ ვიცი ვისგან ელი სიყვარულის ახსნას ,მაგრამ თუ გიყვარს სჯობს იცოდე ის რას გრძნობს შენს მიმართ ვიდრე ელოდო სრულიად უმოქმედოდ -ასე მარტივია? -პასუხს გააჩნია - ორივემ ერთდროულად უთხრა და თან ერთნაირი ტონალობით.ორივეს ახსენდებოდა თავიანთი კრახით დასრულებული სიყვარულის ახსნა . სალომემ არაფერი იცოა ამის სესახებ და უბრალოდ არ გაუმახვილებია ყურადღება. რამდენიმე წუთის შემდეგ მარტინი იყვნენ აივანზე ,იოანე ეწეოდა ტაისა კი ხედს უყურებდა. -ლევანი უყვარს ხომ? -მასაც ხო უყვარს თუ სალომე გულის ტკენისთვის გავიმეტე -ისევე არანორმალურად როგორიც თავადაა ასე რომ ნუ ღელავ სალომე შენს ბეს არ გაიზიარებს -რომელ ბედს შენი ცოლი რომ ვარ? დაე გაიზიაროს ჩემი ბედი თუ ასე შუყვარდება ვინმეს როგორც შენ მე გიყვარვარ- სრულიად მშვიდად უთხრა რასაც ფიქრობდა და სიგარეტი მოაშორა-ამ ბოლო დროს შენს ტუჩებზე სხვა არომატი არ მომწონს - ტუჩის კუთხეში აკოცა და თითები მაჯაზე გამობერილ ძარღვებს გადაუსვა -თვალებში შემომხედე ტაისა - ხმა შეცვლილი ჰქონდა მესხს,მონასმენმა მასზე ზედმეტად იმოქმედა. ქალს ნიკაპქვეშ ამოსდო თითები და თავი ააწევინა - ნამდვილად ასე ფიქრობ? -მგონი შევთანხმდით რომ ყველაფერს „ნამვილად“ ისე ვფიქრობ როგორც გეუბნები, ქორწინების დღიდან აკოცა, ის ვნება რომელიც სახლიდან წამოსვლის შემდეგ თავს დასტრიალებდათ და არ ცხრებოდა უფრო გააღრმავეს. შენობაში შესვლის შემდეგ ტაისამ საცეკვაო მოედნისკენ გადაუხვია, იოანეს ხელი ჩაკიდა და მასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. ხელები მჭიდროდ შემოჰხვია ქალს და მელოდიას ააყოლა სხეული.ტაისა მის ყელს ეხებოდა არ კოცნია მაგრამ სისხლს უცხელებდა,მერე ყურთან აკოცა და იქვე დაიწყო ჩურჩული -აქ რომ არ ვიყოთ მოგაშორებდი ამ ტანზე მომდგარ პერანგს ,იმდენად მაგიჟებს როგორც გამოკვეთს შენს სხეულს რომ დამიჯერე არცერთ ღილს დავინდობდი .შემდეგ შენი შიშველი სხეულიდან ცხელ სურნელს შევიგრძნობდი და გაკოცებდი პირველს ყელში ბოლოს მენჯთან რომ შრამი გაქვს იქ ... თითები მეწვის ალბათ შარვალს რომ მოგაშორებდი მერე შეიცვლებოდა ტემპერატურაც -საუბრობდა გამაგიჟებლად ვნებიანი ხმით, ყურთან ეხებოდა ტუჩები მესხს. ქალის სხეულს უფრო მჭიდროდ ხვევდა დაძარღვულ ხელებს,სუნთქვა ისე აუჩქარდა თავის გაკონტროლება ვერ მოახერხა .თავბრუს ახვევდა ტაისას სურნელი ,მისი კანის სიმხურვალე და ხმა რომელიც გონებას უხშობდა-კანი მეწვის , შენი შეხება მჭირდება ...სახლიდან წამოსვლის შემდეგ გონებაში მხოლოდ ერთი რამ მაქვს 69 და არა მხოლოდ -ისე ამოისუნთქა კვნესას უფრო ჰგავდა,ისეთ ჩუმ კვნესას კაცს რომ გააგჟებდა. -საწვლის დროა- იოანეს ხმამ ღიმილი მოგვარა, ნაბიჯი ძლივს გადადგა,იმაზე მეტად ცახცახებდა ვიდრე ფიქრობდა..როგორც კი მოშორდა იოანე მაშინვე წონასწორობა დაერღვა,თვალებიც კი დაბინდული ჰქონდა. გარეთ გასვლისთანავე სასიამოვნოდ დაუარა გრილმა ჰაერმა ,მაგრამ შინაგან სიმხურვალეს ვერაფერი დააკლო. მესხმა რომ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა კვნესა ვერ შეიკავა. აგიჟებდა ეს კაცი და თავს ვერაფერს უხერხებდა. მოხერხებულად უკოცნიდა ტუჩებს და სუნთქვის შეკვრამდე არ შეუწყვიტავს ენით ცეკვა ბოლოს უკბინა და მოშორდა. სახლში შესვლისთანავე დაიწყო სიტყვების ასრულება. იატაკზე ხმაურით ცვიოდნენ პერანგის ღილები პიჯაკიც იქვე ეგდო მალე ტაისას ფეხსაცმელი შეუერთდდა .კიბეზე მოსასხამი დატოვა და მალე გაშლილი თმიდან სარჭები დასცვივდა. ყველაფერი სიეთ ხმას გამოსცემდა თითქოს იატაკს რაღაც ძალიან მძიმე ხვდებოდა. იოანეს ყელს უკოცნიდა და თითებს მის სხეულზე დაატარებდა.მისი სუნთქვა ყურთან ეფრქვეოდა, თითები კანს უწვავდნენ. საწოლზე სრულიად შიშველი იწვა და იოანეს შეხებისგან გამოწვეულ სიამოვნებას მთელი არსებით შეიგრძნობდა. უყურებდა მის მწვანე სფეროებს მაშინ როდესაც სიამოვნების მწვერვალს აღწევდა და ისევ თავიდან ეშვებოდა ჭაობში .. დილით იოანეს ხმამ გააღვიძა და თვალები ზანტად გაახილა. ძალაგამოცლილი იყო და საერთოდ არ სურდა საწოლს მოშორებოდა.ისევ იოანესკენ მიცოცდა ხელები მოხვია და თავი მკერდზე დაადო -გაიღვიძე სამსახურიდან გირეკავენ ...ტაისაა -დღეს ვისვენებ-ჩუმად თქვა და მხარზე აკოცა -რა გამიკეთე ვერ ვფხიზლდები -დაგეხმარო გამოფხიზლებაში? -15 წლის ბიჭივით რატომ ხარ ამ ასაკში? -ჩემს ასაკს ნუ ახსენებ თორემ ხვალ უფრო გათიშული იქნები - ზემოდან მოექცა და ტუჩებზე დაეკონა... სააბაზანოში იყო, საბოლოოდ გამოფხიზლდა და დღის გეგმების გასაცნობად იოანესთან ჩავიდა. ბატონი მისაღებში იჯდა და პლანშეტში რაღაცას უყურებდა. ტაისა გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა -აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? -მომშორდი ! -რა ხდება ...რა გჭირს- ვერაფერი გაიგო იოანე რომ წამოვარდა და მკლავში წვდა - მტკენ იოანე -ამის გამო არ ღირდა ... ამ ნაბიჭვრის გამო ჩემი გასულელება არ ღირდა. საერთოდ რატომ წამიყვანე იქ თუ არ გინდოდა რომ შევხვედროდი შენს გიორგის -რაზე მელაპარაკები საერთოდ , წუხელ მომხდარს -როგორ შეგიძლია ასეთი იყო...როგორ შეგიძლია რაღაც მიზნის გამო დაწვე ჩემთან. ან მე როგორ ვარ ასეთი გამოს*** ყველაფერს რო ვიჯერებ და რეალურს ვამსგავსებ. რამდენი რამე ავიტანე შენს გამო , მეკიდა მეგონა ბოლოს და ბოლოს რაღაც მაინც გაკავშირებდა ნამდვილად ჩემთან . ახლა უნდა დავჯდე და დავფიქრდე როდის რის გამო წვებოდი ჩემთან,რა მიზნით მირევდი გონებას და რას მალავდი რეალურად -ნუ მეუბნები ამას...გთხოვ . ხო არ მინდოდა გიორგის შეხვედროდი, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც სადმე მხედავს არააეკვატური ხდება. მე კი არ მინდოდა იქ სკანდალის მოწყობა, არ მინდოდა პრობლემა შეგქმნოდა რადგან ზუსტად ვიცოდი რაღაც საშინელებას გააკეთებდა და თავს ვერ შეიკავებდი . მხოლოდ ამის გამო უნდა მომექცე ასე არაადამიანურად -ეშინოდა, ჩემ გამო გეშინოდა თუ საკუთარი თავის გამო. რა უნდა გაეკეთებინა და ეთქვა ასეთი, არ ? თუ საჭირო იქნებოდა შუაზე გავგლეჯდი მაგ ნაბიჭვარს , შენ ცხოველი გგონივარ რომელიც იქვე დაეტაკებოდა და ყველას თვალწინ დადგამდა სპექტაკლს? ბრბოს გაახალისებდა სანახაობით და შენზეც ააჭორავებდა მთელს ქვეყანას?ხო რა თქმა უნდა ეს თუ გგონია კი უნდა გაგესულელებინე...როგორ ყელში ამომივიდა. უკვე აღარ შემიძლია შენი ატანა, დავიღალე ...გული მერევა უკვე რომ გეხები - ხელები გაუშვა და მოშორდა -იოანე არაა ისე როგორც ფიქრობ ,ჯანდაბა რატომ არ გჯერა -უბრალოდ რომ გეთქვა გიორგის ნახვა არ მინდაო ,მარტივად მოგეტყუებია წამოვიდოდით იქედან,მაგრამ შენ ვერასდროს ხვდები რომ ყველა ტყუილი მჟღავნდება ბოლოს.იმასაც გავიგებ რა გაკავშირებს რეალურად იმ ნაბიჭვართან და რატომ ვერ იშორებ თავიდან -ვუყვარვარ, გიჟდება ჩემზე ავადმყოფია და ვერასდროს შეეგუება იმას რომ არ მიყვარს. დარწმუნებული ვარ იქ რომ შეგხვედროდა რამეს დაგიშავებდა რატომ არ გესმის ,რომ მცოდნოდა იქ იქნებოდა საერთოდ არ წავიდოდი,მაგრამ შემთხვევით მოვისმინე -და წამსვე იმოქმედე ...მაინც როგორ უცებ შეგიძლია მოიფიქრო გამოსავალი. სიმართლის თქმა უფრო გიძნელდება ვიდრე ტყუილის მოფიქრება -არ იყო ტყუილი, არაააააა ჯანდაბააა იოანე მესხოო როგორ მეუბნები რომ ჩვენი ღამე ტყუილი იყო . ახლა იმ იდიოტზე ეჭვიანობის გამო ,იმის გამო რომ გგონია რაღაც მაკავშირებს მასთან ყველაფრის თქმის უფლება გაქვს? არა ,არა და არა ნებას არ მოგცემ ყველა ის სიტყვა რაც გითხარი ჩემგან მოდიოდა, ყველაფერი რაც გავაკეთე ყველა შეხება ჭკუას ვკარგავ ასეთი ძნელი დასაჯერებელია? თუ რადგან არ მიყვარხარ არ შეიძლება მინდოდე როგორც კაცი .მშიშარა ხარ შენ იოანე მესხო,მშიშარა და იმიტომ ვერ იჯერებ ... საკუთარ თავში გეპარება ეჭვი და გგონია რომ შენს მიმართ ვერანაირ ემოციას ვერ განვიცდი -რამდენიც გინდა იყვირი და რაც გინდა დაამსხვრიე...შენთან ლაპარაკიც კი არ მინდა -იოანეეეეეე ...როგორ ვერ გიტააააააან რომ იცოდე ასე რომ მექცევი მეზიზღები მინდა მოგკლაა ყელი გამოგჭრა. ასე რომ მექცევი სულ არ გეცოდები? რატომ მეჩხუბები ასე იმ იმ იმბეცილის გამო -შეგეძლო მასთან მისულიყავი და მისი ცოლი იქნებოდი დღეს. იქნებ და ყველაფერი შენს ნებაზე გაგეკეთებინა -ასე რომ იყინები და ქვავდები მინდა ყელი გამოგჭრა-შორიდან კივილს აგრძელებდა ,იოანე კი კიბეზე სვლას არ წყვეტდდა-ასე ხომ? კი ბატონო სულ კარგად ბრძანდებოდე . მე მივდივარ საღამოს დავბრუნდები -გზა ხსნილია სადაც გინდა იქ წაბრძანდი ...არც მე ვაპირებ სახლში ჯდომას ტაისას სიტყვა აღარ უთქვამს , ქურთუკი მოიცვა და სახლიდან წავიდა. დედასთან მივიდა, სახლში არავინ იყო ემას გარდა. -ტასიი როგორ გამიხარდა რომ მოხვედიი...აბა ხვალ იოანესთან ვიქნებიო? -ვიჩხუბეთ - გაბრაზებულმა ამოთქვა და სავარძელში ჩაესვენა-ახლა არ მითხრა რაზეო... იეჭვიანა თუ მე რა ვიცი რა გააკეთა. გიორგი უნდა მოსულიყო გუშინ წვეულებაზე მე არ ვიცოდი და რომ გავიგე წამოვიყვანე... -მერე? -დღეს გაიგო რომ გიორგი იყო იქ და დამაბრალა განგებ წამომიყვანე სახლში შემიტყუე და საერთოდ არ გინდოდიო -გინდოდიო ანუ? -როგორ იცი ხოლმე პატარა ბავშვივით გაოცებები...ნუ იცინი ცუდო ბავშვო შენ -მერე ვერ უთხარი რომ უბრალოდ არ გინდოდა გიორგის ნახვა? -ვუთხარი,მაგრამ არ დამიჯერა და ვიჩხუბეთ. საზიზღარია ,არ ჯერა ჩემი და თუ არ ჯერა საერთოდაც არ ვნახავ ეგდოს მარტო მანამ წუწუნებდა სანამ სალომე არ მივიდა. როგორც არმოჩნდა ემამ დაურეკა და ისიც ადგილზე გაჩნდა. მერე ისხდნენ შოკოლადებისა და ნამცხვრების გარემოცვაში, ყავისა და წვენის ჭიქებით ხელში ჭორაობდნენ მანამ სანამ ერთმანეთის ამბებზე არ გადაერთნენ. -ამ საღამოს ვხვდები ლევანს და ყველაფერს ვეტყვი ,მორჩა დღეს დასრულდება ჩემი წამება -მე კი ხვალ სკოლაში წავალ და ისტორიაში საკონტროლოს დავწერ ვაჩვენებ იმ ქალს რომ კარგი მოსწავლე ვარ -მე დავბრუნდები სახლში და ჩემს საზიზღარ ქმარს შემოვირიგებ...მერე რა რომ დამნაშავე არ ვარ ტყუილად ხომ არ უნდა გამიბრაზდეს -მეც მინდა ისტორიის საკონტროლო იყოს პრობლემა მხოლოდ...სკოლაში მინდა ისეეეეეევ -ნეტა თქვენი ორივეს პრობლემა მომცა ...წავედი მე - ტაისამ ორივეს აკოცა და წასასვლელად გაემზადა -მოიცა მოიცა მეც მოვდივარ ,სალონში უნდა გავიდე 10 წუთში -ბავშვიიი ისტორია გადაიმეორე და მომწერე იცოდე ხვალ როგორ დაწერ -თქვენც მომწერეთ ... განსაკუთრებით შენ რას გეტყვის ლევანიკო მაინტერესებს.ეს რომ შეურიგდება იოს ვიცი ისედაც -არის მოგწეროოო -არ შემირიგდება და მოვკლავ - ჩუმად ჩაილაპარაკა და სახლიდან გავიდა. ისე ნელა მიდიოდა გზაში ათასი აზრი გაუჩნდა. ჯერ ბრაზობდა და ამბობდა თავად შემირიგდესო,მერე მე უნდა შემოვირიგოო და ასე თასჯერ შეიცვალა აზრი. სახლში რომ არ დახვდა მესხი უფრო მოიღუშა. ვინ იცის რამდენი საათი ელოდა ის კი არა და არ ჩანდა. ბოლოს დაწვა და ჩაეძინა კიდეც, მანქანის ხმა რომ გაიგო მაშინვე გამოფხიზლდა. უცებ გადააწვინა კნუტი თავის კალათში და ოთახიდან გავიდა. მესხი უკვე კიბეზე ამოდიოდა ისე მიუახლოვდა და აუარა გვერდი თითქოს არც შეუმჩნევია ტაისა -ამდენ ხანს სად იყავი? -რამე გგნებავს? -მე უბრალოდ -ლაპარაკი არ მინდა თუ საქმე არ გაქვს- გაიხადა და სააბაზანოში შევიდა.იქედანაც მალე გამოვიდა მაისური და სპორტული შარვალი ეცვა. საწოლში თავისი მხარე დაიკავა, ბალიშს მოხვაი ხელები და სანათიც ჩააქრო. ტაისა პირველად უყურებდა მძინარე მესხს , თანაც ზურგი რომ აქცია ვერ აიტანა. ადრე ტავად რომ წვებოდა ასე საერთოდ ვერ ფიქრობდა რას განიცდიდა იოანე, როდესაც უყურებდა. იფიქრა რომ მეორე დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა,მაგრამ იოანე ისევ ისეთი ცივი იყო.საუბრობდა ,მაგრამ ემოციას არ გამოხატავდა. დილას მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა, ტაისა კი სულ მთლად გააგიჟა ამ ამბავმა. თავისუფალი შაბათ-კვირის იმედი ჰქონდა ,მაგრამ პარასკევ საღამოს იოანეს ჩანთას შეხედა და იქ ყველაფერი დასრულდა -სად მიდიხარ? -შაბათ კვირას ქალაქიდან გავალთ ბიჭები,ყველას გვცალია და გადავწყვიტეთ მარტო გავატაროთ ეს დრო -და სად იქნებით? არც კესო და ნატა იქნებიან? არც ილიკო? -არავინ ჩვენ ოთხის გარდა ... შეგიძლია დატკბე სახლში გამეფებული სიმყუდროვით ან გოგოებთან ერთად გაატარო კვირა დღე -უკვე მიდიხარ? -ხო -ასე გვიან რომ მიდიხარ საშიში არ არის? -არც ისე შორს მივდივარ ... ორშაბათს დავბრუნდებით - ზემოდან დახედა ტაისას, ისე უყურებდა ქალბატონი თავისი დიდრონი თაფლისფერი სფეროებით უბრალოდ გვერდი ვერ აუარა. დაიხარა და შუბლზე აკოცა ,მაგრამ ტაისამ არ გაუშვა .ხელები ყელზე მოხვია და ტუჩები დაუკოცნა -ხომ უპასუხებ ჩემს ზარებს ? -რომ მივალ შეგატყობინებ დატოვა ტაისა და წავიდა იქ სადაც მეგობრები ელოდნენ. ნიკოლოზი და ვახო ელოდნენ აღსარებას და უკვე ბრაზიც კი აწვებოდათ,მაგრამ თავს იკავებდნენ. გიგი საკუთარ თავს არ ჰგავდა, კესარიასთან კამათის შემდეგ საერთოდ შეიცვალა თითქოს მხიარული და ცანცარა გიგი ერთიანად გაქრა ყველა პრობლემასთან ერთად. იოანე არასდროს გამოირჩეოდა ზედმეტი მხიარულებით,მაგრამ მისი დაძაბული განწყობა და უხასიატობა ყოველთვის შესამჩნევი იყო ბიჭებისთვის. დამალვას არასდროს ცდილობდა,მაგრამ მიზეზებზე იშვიათად საუბრობდა. სახლში ოთხივე რომ შევიდა უკვე საღამო იყო . მაგიდასთან ისხდნენ, ეწეოდნენ და სვამდნენ. ძირითადად ჩუმად იყვნენ,ნნიკუშაც კი არაფერს ამბობდა. ბოლოს ვახომ დაარღვია დუმილი -ნატას უნახავს გუშინ კესარია ცუდად გამოიყურებოდა თვალები დაწითლებული ჰქონდა და აშკარად ზედმეტი ტირილის გამოო...მიზეზი არ მითხრა,მაგრამ მივხვდი რომ პრობლემა აქვთო და გვეტყვი რა ხდება? -ვიჩხუბეთ... -ფეხმძიმე ქალის ჭირვეულობას თუ ვერ იტან დამამშვიდებლები მაინც უნდა მიიღო -ჭირვეულობა არაფერ შუაშია... უბრალოდ თვალები ამეხილა და მივხვდი რომ ანგელოზები არ არსებობენ . ჩემი სუფთა, წესიერი და უფრთო ანგელოზი კესარიაც არ ყოფილა გამონაკლისი -რა სჭირს ჩვენ არ გვინახავს და შენ მაინც გვითხარი იოანე თორე არ შემიძლია ეს დრამატიზმები და გადაჭარბებები -აჭარბებს ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში ჩემს ეშმაკთან შედარებით მისი ცოლი ნამდვილი ანგელოზია...ფრთიანია თუ უფრთო არ ვიცი მაგრამ ასეა -რა ხდება ყველანი ცოლების წინააღმდეგ ხართ?მეც ხო არ ვეჩხუბო ნატას და შევკრათ ტრიადა -ჩემი ცოლია ყველაფრის თავი და თავიი ...ჩემი ტაისაა არეულობის სათავე -კესარიას დუმილი მხოლოდ მისი დანაშაულია .ახლა იმასაც კი ვფიქრობ რომ ანასტასიას გარეშე კესარიას ნამდვილ სახეს ვერ დავინახავდი -რა ხდება გვეტყვით თუ იბაზრებთ თქვენ ორნი და ჩვენ გიყუროთ მანამ სანამ არ მოგბეზრდებათ -სიმართლის დროა .... მადლობა რომ ამდენ ხანს მოითმინეთ -რა სიმართლის...რა ხდება ასეთი თქვენ ორთან -უბრალოდ მომისმინეთ და სანამ გაგიჟდები ნიკუშ უბრალოდ დაფიქრდით,გთხოოვთ გაითვალისწინოთ ის ფაქტიც რომ ტაისა მიყვარს -რამე ისეთი გვითხარი რაც არ ვიცით -გახსოვთ რომ გითხარით წვეულებაზე ქალი გავიცანი და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩემი ნაწილი ვიპოვნე-თქო ... ეგ ქალი ტაისა იყო. მერე აღარ გვისაუბრია ამაზე,მაგრამ იმდენი მოვახერხე რომ შემიყვარდა,ბოლოს საერთოდ გონება ამირია და გამოვუტყდი კიდეც გრძნობებში. არ დაუმალავს და მითხრა რომ სხვა უყვარდა, რომ არ უნდოდა მეც ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი გავმხდარიყავი ,მოკლედ იმედი არ მქონოდა. ისე მესაუბრა რომ გადავწყვიტე გონებიდან ამომეგდო,ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რომ გულში მყავდა და არა გონებაში. ჩამოვშორდი,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ამ დროს კესარიას და გიგის ამბები ვითარდებოდა ,გიგის ვეხმარებოდით კესოს შებმაში ... მერე ცოლობა სთხოვა და იმ ღამით მეც მთხოვა დაქორწინება ტაისამ. ცოტა ხნის შემდეგ გიგი დაბრუნდა და გავიგე რომ ჩემს საცოლეს სწორედ ის უყვარდა...აი მიზეზი რის გამოც გიგი აღარ ჰგავს გიგის. რის გამოც ვარ ჩვეულებრივზე მეტად უხასიათო -როგორ ... გიგი თუ უყვარს შენ რატომ გამოგყვა.რა სისულელეა ანაასტასია და შენ ერთად საოცარ ქიმიას ქმნით. -მოიცა ..მოიცა ცოლად როგორ შეირთე ან საერთოდ რა ურთიერთობა იყო მათ შორის რა ჯანდაბაა მეღადავებით? გამორიცხულია ანსტასია იმდენად სულმდაბალი იყოს რომ გიგისა და კესარიას შორის ჩადგომა სდომოდა შენი საშუალებით -თავიდან მეც ეგრე მეგონა,მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ ასე არ არის. მიჭირს ამის თქმა,მაგრამ ჩემთან რომ მოვიდა უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი უსუსური ქალი იყო ,რომელსაც ჩემი იმედი ჰქონდა და სჯეროდა რომ მიყვარდა. ახლაც სჯერა და მართალიცაა,მაზოხისტურად მზად ვარ მისთვის ყველაფერი გავაკეთო,რადგან ვიცი რომ რეალლურად არ არის იმდენად ამორალური და ბოროტი როგორიც მისი ქცევიდან ჩანს. ათასჯერ მაინც ვცადე მისი დანაშაული მეპოვნა ,ისეთი რაც სრულიად მიუღებელი იქნებოდა,მაგრამ ამ ამოკვიატების გარდა არაფერია -მე დღემდე ვერ ვხვდები ასე ძალიან როგორ უყვარს, მაგრამ მართალია ანასტასიას არაფერი გაუკეთებია. ფლირტისა და თავის მოწონების გარდა, ცდილობდა პატიოსანი ადამიანური წესებით მოეწონებინა ჩემთვის თავი. მალევე მითხრა რომ ვუყვარდი და ყველაფერს გააკეთებდა რომ შემყვარებოდა,მაგრამ როდესაც კესარია გამოჩნდა შეხვედრაც კი შეწყვიტა.მანამდე თუ ხშირად ცდილობდა გამოჩენილიყო ჩემს სიახლოვეს მერე ჩამომშორდა თითქოს შორიდან გვიყურებდა. რომ ვუთხარი შენნაირი ქალები არ მომწონს მე კესარიას მსგავსი მარტივი, თბილი და კარგი გოგონები მომწონს-თქო ჯერ ისტერიულად იცინოდა მერე წავიდა. ახლა რომ ვიხსენებ, არცერთხელ ყოფილა თვალთმაქცი ჩემი ცოლისგან განსხვავებით რომელმაც თურმე მის შესახებ იცოდა და არაფერს ამბობდა. მაშნ როდესაც ყველა გოგოზე ეჭვიანობდა რელურად იმ ქალზე არაფერი თქვა რომელიც სიყვარულში გამომიტყდა.ალბათ ხვდებოდა რომ ჩემი საყავრელი არასდროს იქნებოდა ანასტასია ანჯაფარიძე და გაჩერდა,მაგას ხომ მარტო ეგ ადარდებდა. იმდენ ხანს გაჩუმდა და ისე რომ ვერაფერი გავიგე. ანასტასია როდესაც იბრძოდა იმისთვის რომ იოანეს ცოლად შეერთო ,მატყუებდა მეც და იოანესაც კესარია ამ დროს ანასტასიას უღიმოდა ,ამ ფარსს უყურებდა და იოანესა და ტაისას წყვილს დღეში ათასჯერ ადიდებდა. ჯანდაბა,მან მაინცადამაინც მათ ქორწილში თქვა ბავშვის შესახებ. საერთოდაც რომ გეკითხათ ჯერ შვილისთვის მზად არი იყო,მაგრამ როგორც კი ანასტასია გამოჩნდა მაშინვე სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია.მგონი ბავშვიც მისი გეგმის ნაწილი იყო და ამის შემდეგ რა ჯანდაბა ვიფიქრო ... ანასტასიას არაადამიანურად ვექცეოდი არაკაცივით ველაპარაკებოდი იმის მიუხედავად რომ უკვე ჩემი რძალი იყო და არც ერთხელ მოქცეულა საეჭვოდ ... ის კი ჩემი კესო ჩემი ყვავილი ნამდვილი თვალთმაქცი აღმოჩნდა და ახლა მე ისიც კი არ ვიცი ნამდვილად ვუყვარვარ თუ არა. არაფერი ვიცი, ნამდვილად ისეთი კეთილი და საყავრელია,ისეთი მიამიტირ ოგორიც მე მეგონა? ისეთი დაუცველი და გულუბრტყვილო? ახლა არაფერი ვიცი იოანემ სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა გიგი ისეთი სასოწარკვეტილი იყო ადამიანის სახე აღარ ჰქონდა,თიტქოს სიტყვებს ტკივილს აყოლებდა და თანდათან უფრო ცუდად ხდებოდა. სახე ტკივილისგან დაეღარა. სახე ხელებში ჩამალა და არაადამიანური ხმა ამოუშვა -მგონია რომ მოვკვდები...აქამდე არ მესმოდა იოანესი.აი ამ წამს მესმის, ხომ ვციი რომ კესარია ისეთი არ არის როგორიც მეგონა. შეიძლება უარესიცაა ,მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. თუნდაც მაზოხისტურად ვეწამო ისიც ვაწვალო...მაინც ვერ მოვშორდები .რომ ვუყურებ ტირის ვკვდები , მინდა მივვარდე და ვუთხრა რომ არ იტიროს.მინდა ვაკოცო და დავამშიდო , ვკვდები რომ ვშორდები -ღმერთო გვიშველე... ეს რა ხდება თქვენს თავს და ჩვენ ახლა ვიგებთ? -მეგონა რაღაც სისულელის გამო იყავით გაბუტულები და თურმე სად ვარ ... გეფიცებით არ ვიცი რა გითხრათ. ჯერ შოკში ვარ და რომ გამოვფხიზლდები მერე ავმეტყველდები -წარმოვიდგინე რომ ნატა იყო კესარიას ადგილას და მე უბრალოდ ვიცი რომ ვუყვარვარ, შესაბამისად ამ გრზნობის გამო გაჩუმდა -ასე მარტივი არ არის ვახო ,არავის გესმით ახლა რას ვგრძნობ? -იმის თქმა რომ კესარია შენგან ბავშვს მხოლოდ იმიტომ ელოდება რომ ტაისა ჩამოგაშოროს სისულელეა,ორივემ კარგად ვიცით რომ ტაისას შენთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს -და ეს კესარიამ იცის? არ გინახავს რა სისულელეებზე გიჟდებოდა ხოლმე? ახლა იქნებ ჰგონია რომ ანასტასიაც თვალთმაქცობს -ცდები გიგი, გთხოვ ნუ იტანჯავ თავს ამ სულელური ფიქრებით. მოუსმინე კესარიას? ჩახედე თვალებში და ისე უსმენდი მის აღსარებას? -შევეცადე,მაგრამ არ გამომივიდა სლუკუნებდა და მარწმუნებდა რომ არ თვალთმაქცობდა,რომ თქვენ ორში სიყვარულს ხედავდა და აღარ ეჭვიანობდა, მხოლოდ იმიტომ არ გითხრა ტაისაზე რომ ფიქრობდ ამას უყვარდი...იოს ტაისას შანსი აქვს ბედნიერი იყოსო ასე მითხრა...ზუსტად ასე -მე მხოლოდ ის ვიცი რომ კესარია კარგი გოგოა, ძალიან კარგი და შენ რომ არ უთხარი დროულად სიმართლე იმაზე რატომ არაფერს ამბობ.მის ადგილას უნდა ბრაზობდე, დუმდი ამდენ ხანს მას რომ არაფერი სცოდნოდა მერე რა რეაქცია ექნებოდა წარმოიდგენ? ახლა მის შემოსარიგებლად ირბენდი და ჩვენც აგვაწიოკებდი ...ატ**კებ შე ჩემა მაგრად ატრ*** მე არავინ მყვარებია,აზრზე არ ვარ შენს ადგილას როგორ მოვიქცეოდი ან იოანეს ადგილას ხო ვაფშე ფიქრიც არ მინდა ,ასე შორიდან შეფასება მარტივია ,მაგრამ ყველა შემთხვევაში ყველა მხრიდან და ყველა გაგებით კესარიას გულწრფელად უყვარხარ ...არ გინდა პირველივე პრობლემისას ხელის ჩაქნევა. გიგის არაფერი უთქვამს,ისევ დალია . თავდახრილი იჯდა და იატაკს დაჰყურებდა. იოანეს ანასტასიამ დაურეკა და მაშინვე გაეცინა -რა გაცინებს ,გაგიჟდა მგონი მიშველეთ ვინმემ - ნიკუშამ თქვა და ხელების ახეზე ჩამოისვა -მირეკავს...ახლა რომ მითხრას მომენატრეო ჩავალ და მოვკლავ მერე თავს მოვიკლავ და რომ დამმარხავთ გვერდით არ მომიწვინოთ ,პირდაპირ ჩემს საფლავში ჩემზე დააწვინეთ -არადა ადრე ბევრს სვამდა ,ახლა ასე უცებ დათვრა?რას შვები არ პასუხობ? -არა! ხმას დავუწევ და გავერთობი -სადისტი ხარ? ნატა რომ მირეკავს და არ ვპასუხობ კვდება -ნატას როგორ ადარებ იმის შემდეგ რაც გითხარი ,თუ ვერ აღიქვამ ჩემს სიტყვებს -რადგან გირეკავს ე.ი აინტერესებს როგორ ხარ შესაბამისად ინერვიულებს კიდეც და ერთია როცა გიყვარდა ერთია როცა გიყვარს -უკვე მეოთხედ გირეკავს და იქნებ უპასუხო ...მე არც კი ვახსენდები. დანაშაულის გრძნობა კლავს, მაგას კიდე როგორი დანაშაულიც ა რუნდა ჰქონდეს რა ცუნდა მაინც აკეთებს -გიგიმ ისე თქვა არც კი შეუხედავს იოანესთვის,სამაგიეროდ ტელეფონს არ აშორებდა თვალს იოანემ ბოლოს ოთახი დატოვა და მობილურს სწრაფად უპასუხა, მერე ამოისუნთქა ტაისას ხმა რომ გაიგონა -მითხარი რომ განგებ არ აიგნორებდი ჩემს ზარებს და რაიმე მნისვნელოვანს აქმეს აკეთებდი -არ მიყვარს ტყუილები -კარგად დაიმახსოვრე ეს მომენტი,მე მეტჯერ აღარ დაგირეკავ! -უთხრა და გაუთიშა. ისეთი ხმა ჰქონდა იოანე მის სახესაც კი წარმოიდგენდა. ოთახში რომ დაბრუნდა იცინოდა , სავარძელში დაჯდა და ფეხები გაშალა,ხელისგულები მუხლებზე დააწყო და თითები აათამაშა -გიჟები არიან...რა აცინებს ვინმემ მითხარით- გიგიმ თვალები აატრიალა და ბიჭებს გახედა -მითხრა განგებ არ მპასუხობიდო? მეთი ვერ მოგატყუებ და მითხრა აღარ დაგირეკავო,გამითიშა -ეჭვიანობს? -ეგოისტობს -რა განსხვავებაა -კესარია როდესაც ეჭვიანობს საყვარელი კაცის დაკარგვა არ უნდა, არც ის რომ ვინმემ აცდუნოს ,იმის ეშინია რომ მიატოვებ და მარტო იქნება თავის გრძნობებთან ერთად. ტაისა კი იმ ბავშვივითაა სათამაშო რომ აქვს რომლითაც კარგად ერთობა და არ უნდა სხვებმაც გამოიყენონ ეს სათამაშო ,სულ უნდა რომ ხელში ჰყავდეს ,არასდროს გაუშვას და თავი მარტოდ არ იგრძნოს..როცა მოუნდება ელაპარაკოს, მასთან ერთად დაიძინოს , ჭამოს იცეკვოს ...მე ჩვეულებრივ დათინიასთან შედარებით მულტიფუნქციური ვარ -ორივე აჭარბებთ და ცდილობთ ყველაზე უხეშად გამოხატოთ თქვენი ცოლების ქცევა. ქალი გირეკავს რამდენჯერმე გადაბმულად აშკარაა რომ აინტერესებს როგორ ხარ ...მატყუარა კაცი რომ არ ხარ მეეჭვება ეგ ანასტასიას მსგავსმა ქალმა არ იცოდეს . ისიც კარგად იცის რომ პატარა ბიჭებივით არ გავერთობით აქ -ახლა ამ ყურადღებას იმიტომ იჩენს რომ ვიჩხუბეთ და ჰგონია ასე მომილბობს გულს -შერიგება თუ უნდა ესეც კარგია ... -მოიცა და რატო იჩხუბეთ? ისევ ჩემი ამბავია დავიჯერო? -შენ ვაფშე არაფერ შუაში ხარ ...არ მინდა მაგ ამბის გახსენება თორე ძლივს დავმშიდდი და ისევ ავიშლები . აინტერესებდათ თქვენ რას გეტყოდით არ მინდა იმათაც შემიძულონო და სრულიად შესაძლებელია ინფორმაციის მიღებაც სურდეს -წინააღმდეგი არ იყო? -არა , უთხარი და მოიშორე ტვირთიო -და ახლა რა გამოდის რო ისევ შენ უყვარხარ ? -არ ვიცი .მე მხოლოდ ის ვიცი რომ წამითაც არ მოქცეულა ზედმეტად თბილად ჩემთან, საერთოდ აღარ ჰგავს იმ ქალს ადრე რომელიც მეუბნებოდა რომ ვუყვარვარ. ისე ბევრჯერ არ უთქვამს ერთხელ მითხრა მხოლოდ და ახლა რომ ვამბობ მეუბნებოდა-თქო ცუდად მხვდება ყურში. -აბა რა ჯანდაბა გინდოდა რომ გიჟდებოდი თუ არ გეკიდებოდა ყელზე, თუ არ გაწუხებდა და არც კესარიასთან ჩაუწყვია ამბები . რას გადაეკიდე იმ ქალს ან იოანეს რაღატო აგიჟებდი -შენ როგორ იქცევი ქალი რომ გეუბნება მიყვარხარო, თან ეს ქალი ანასტასიას თუ ჰგავს -მე პას-თქო ვეტყვი და გავალ თამაშიდან ,მაგრამ ასეც არ გავგიჟდებოდი როგორც შენ -შენ ნიკუშა ხარ და იმიტომ ... მე კიდე დამატებით იმისაც მეშინოდა კესარიას არ გაეგო ,რა გამოს** ვიყავი იმ პერიოდში რომ შემხვდა ანასტასია ერთხელ კესოსთან ერთად ვიყავი რესტორანში ისიც მოვიდა ვიღაც ბიჭთან ერთად და კი მიმტკიცებდა დამთხვევააო ,მაგრამ ისეთი რაღაცეები ვუთხარი მერე ჩემი თავის შემრცხვა . ჯანდაბა რა იდიოტი ვიყავი მე იქ ვგიჟდებოდი და თურმე ყველაფერი იცოდა . როგორ შეეძლო ანასტასიასთვის ქორწილის დღეს გამოეცხადებინა ფეხმძიმედ ვარო...ერთი კვირით ადრე გაიგო ,ახლაც მახსოვს სახლში რომ არ დაბრუნდა დროულად დავურეკე და რაღაც სისულელე მოთხარა, ხმაზე ეტყობოდა რომ მატყუებდა.ყოველ შემთხვევაში ადრე მეგონა რო ვხვდებოდი როდის იტყუებოდა -თავიდან დაიწყო ... -ვისთან ერთად იყო იმ საღამოს ხომ არ იცი -გიორგი ჰქვია იმ ბიჭს ბიზნესმენია ცნობილი -ისე ყველას ეგონა რო მაგ გიორგის გაყვებოდა ბოლოს იმდენი რამე დაიწერა მაგათზე, მართალია ანასტასიას არასდროს მიუცია ინტერვიუ ამ ამბავთან დაკავშირებით,მაგრამ მთელი საქართველო ლაპარაკობდა ანასტასია ანჯაფარიძეს დაბადების დღეზე ცნობილმა ბიზნესმენმა და ყველასთვის სასურველმა სასიძომ მილიონიანი მანქანა აჩუქა რომელთან მისასვლელი გზაც ტაისას ბინიდან ვარდის ფურცლებით იყო მოფენილიოოო -მაგ დროს მე არ ვიცნობდი...სირ* ახლა რა ჰგონია ნეტა რო ქალს ამახევს? იმიტომ წამომიყვანა ,ჯანდაბა როგორ ვერ მოვწვი - მაგიდას დაარტყა მუშტი და მერე წამოვარდა-დამაცადოს მაგას ვაჩვენებ გიორგის,მივიდე ორშაბათს სახლში -მაგ ბიჭის გამო ეჩხუბე? -სასაცილო რა არის ნიკოლოზ? მე რა ვიცი რა წამოუვლის ჩემს არანორმალურ ცოლს ...მოვკლავ რამეს თუ მიმალავს იმ გიორგისთან დაკავშირებით -მოკლავ კი როგორ არა -რას უნდა გიმალავდეს შე ჩემა ის მანქანა შეფუთული დაუბრუნა უკან დაჟე ვარდის ფურცლებიც მეზოვეებს შეაგროვებინა და დიდი პარკებით მიუტანეს თავის ციხესიმაგრეში ბიჭს,მაგაზე მთელი ქალაქი ღადაობდა ,მარა შენ რა იცი ჭურში გეძინა სულ...ნუ დაბორიალებ და დაჯექი რა .სალომე მირეკავს ეე - უცებ აიღო მობილური და უპასუხა- გისმენთ ქალბატ... -მისმენ კი არა იმ შენს ძმაკაცს უთხარი რო ჩემი ხელით მოვკლავ ,ვიპოვი და დავსჯი. რა გაუკეთა ჩემს ტასმასუნაას ასეთი მთელი დღეა უკან დავსდევ და ერთხელ ვერ გავაცინე -დამშვიდდი სალომიკო თორე ისე ლაპარაკობ ყელიდ აგიზიანდება მე კიდე ყური -გადაეცი რაც გითხარი -კარგი ვეტყვი რომ დასჯი -შენ ისიც იკმარე ის ტყუილი რომ გაპატიე და ნუ გამაბრაზებ იცოდე -მადლობის მაგიერია? ხელში ჩაიგდე ეს ანგელოზივით ბიჭი და სულ ჩემი ტყუილის დამსახურებით.რა უმადურები ხართ ეს ქალები -არაფერიც ... -ტასიკოს რა სჭირს? -სახლში მივაკითხავ ახლა და გავიგებ მე რაც სჭირს ,მაგრამ ხო ვიცი მაგ ბატონის ბრალია -კაი მიდი და მომწერე მერეეე- მაინც არ აღიარა ძმაკაცის დანაშაული, ბოლოს ხმა დაიწვრილა და ისე დაემშვიდობა. -რა ხდება -დამშვიდდი არ გაგიჟდე, ახლა უკეთაა არაფერი სერიოზული უბრალოდ- ძალიან სერიოზული სახით დაბრუნდა ოთახში და იოანეს ინფარქტი დამართა -რა დაემართა მითხარი -მოწყენილობის სინდრომი, სალომემ ასე მითხრა მთელი დღეა ცუდადაა და მოვკლავ იოანეს რომ ვნახავოო- უცებ გაიცინა და უკან დაიხია- ჩემზე ხელს ნუ გაისვრი არ გინდა ჩემ თავს გაფიცებ . წეხან კლავდი ქალს და ახლა რამ აგაღელვა აუუუ ვახოო მომაშორე იცოდე არ დამარტყას -არანორმალურო -მე კი არა შენ ხარ არანორმალური, რას გაატრაკე საქმე ქალს უნდა რო დაივიწყოს გიგი შენ კიდე სისულელეებზე ეჩხუბები. ცოლია უკვე შენი და რატო აწვალებ ან იმას ან საკუთარ თავს.გისმენთ გისმენთ და არცერთს არაფერი გთქვამთ ისეთი რაც ქორწილის შემდეგ შენი ტაიასას ანაშაულს მაჩვენებდა. ვიღაცას რო უყვარს რა მისი ბრალია ვერ გავიგე ...მაშინ გიგის რატო არ ეჩხუბე -ვახო გააჩუმე ეგ თორე არ ვიცი რას ვუზამ -სწორს ამბობს და შენც მშვენივრად იცი ეს,უბრალოდ დაჯერება არ გინდა. თქვენს ადგილას ასე არ გავინადგურებდი თავს..ნეტა დაგანახათ რა მდგომარეობაში ხართ.დარწმუნებული ვარ მალე ორივე იპოვნის საკუთარ თავში ხსნას და ყველაფერც გაანალიზებს ისე როგორც არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე .ორივემ დაუშვა შეცდომა, მაგრამ უშეცდომო არავინ ვართ და თუ საყვარელ ქალს ვერ გაუგებ მაშინ რას ნიშნავს იყო მეუღლე ვახოს არ შეწინააღდმეგებია. ჩუმად იყვნენ, მერე ისევ განაგრძეს საუბარი. გვიან წავიდნენ დასაძინებლად. ანასტასია სახლში მარტო იყო კარზე ზარის ხმა რომ გაიგო და მალე ზღურბლზე მდგომ კესარიას უყურებდა. ინსტიქტურად დაუთმო გზა და სახლში შეუშვა. მერე ჩუმად უყურებდა და ელოდა რას ეტყოდა -არ ვიცი გაიგე თუ არა ,მაგრამ ისე ვერ წავიდოდი რომ არ მენახე -იმაზე თუ ამბობ რომ სიმართლე იცი ... გავიგე,სრულიად შემთხვევით და მინდა გითხრა რომ -უბრალოდ მომისმინე , მეჩქარება და არ მინდა დრო წაგართვა .მოკლედ მე ყველაფერი რომ გავიგე ჩვეულებრივად არ მიეჭვიანია, რატომღაც ვიცოდი რომ გიგი იმ ქალს არ გაუჩენდა ფუჭ იმედებს რომელსაც უყვარდა. შენ ანასტასია ანჯაფარიძე ხარ მე კი უბრალოდ კესარია და ფუჭი ისტერიკა რომ მომეწყო არ ვიცოდი მერე რას გააკეთებდა გიგი.უბრალოდ შემეშინდა ,მერე მივხვდი რომ მე ვუყვარდი და შენ აღარც კი ხვდებოდი. ყოველ შემთხვევაშ მე არ ვიცოდი ამის შესახებ. იოანემ რომ მოგიყვანა რესტორანში ფიქრით ტვინი გამისკდა, მაგრამ წამით არ მიფიქრია რომ გიგის გამო იყავი იქ. არ ვიცი რატომ,შეიძლება ვცდები და სულაც არ ხარ ისეთი კარგი როგორიც მე მგონია,მაგრამ მჯერა რომ შენ იოანეს მეორე ნახევარი ხარ .თქვენ ერთმანეთს ავსებთ ახლაც კი უფრო ძლიერი ხართ ვიდრე მე და გიგი. მან პირველივე შეცდომა არ მაპატია,არც კი დამიჯერა ...არ აქვს ამას მნიშვნელობა.მოკლედ მე არ მომიგონებია არცერთი სიტყვა და ემოცია რასაც გამოვხატავდი შენს მიმართ. მართლა მგონაი რომ ძალიან კარგი წყვილი ხართ და ალბათ დიდხანს იქნებით ერთად. ახლა კი წავალ,მელოდებიან -როგორ წახვალ,სად მიდიხარ. უნდა გაეყარო? -არა ,ჯერ არ ვიცი უბრალოდ მისგან შორს ვიქნები ცოტა ხნით .ახლა რომ მიყურებს ვხვდები რომ სუნთქვა უჭირს მე კი ამის ატანა აღარ შემიძლია. მეგობართან მივდივარ და კარგად ვიქნები იმედია ყველაფერს რომ მოვშორდები ცოტა უკეთ გავხდები წავიდა, აღარ მოუსმინა ანასტასიას. მერე სალომე მივიდა და მთელი ეს დრო ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. იოანეს რომ დაურეკა ყველაფრის თქმას აპირებდა,მაგრამ ისე გაბრაზდა გონება დაებინდა. მერე კი მხოლოდ იმიტომ არ ურეკავდა რომ საკუთარ სიტყვებს ვერ უგულებელყოფდა. იოანემ თვალი ვერ მოხუჭა, გვერდი ათასჯერ იცვალა ბოლოს მობილური აიღო და დაურეკა. მესამე ზარზე უპასუხა ქალბატონმა -გისმენთ -აბაროტი ამიღე? -დილაადრიან ამიტომ მირეკავ? -გაგაღვიძე? -ხო ,ძალიან ტკბილად მეძინა მარტოს საწოლში -ისე ცივა მანდაც როგორც აქ? -არა , ცხელა ძალიან -ტაისა თვალებს ნუ ატრიალებ და ტყუილებს ნუ მეუბნები -გიორგის ძინავს ჩემ გვერდით და არ მინდა გავაღვიძო -რატო გინდა გამაგიჟო? -მარტო რომ არ ვიყო იმიტომ...თითქოს ჩემი პრობლემები არ მყოფნიდა ახლა პარადოქსია ,მაგრამ ფეხძმიმე ქალზე ვფიქრობ რომელიც შენმა იდიოტმა ძმაკაცმა მიაგდო აქ და საერთოდაც მე რატო უნდა ვფიქრობდე მაგათზე .ახლა არ მითხრა გიგის შვილი რომაა იმიტომ ნერვიულობო თორემ გეფიცები მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ -ამოისუნთქე და მითხარი რა ხდება -კესარია მოვიდა, მითხრა მგონია რომ კარგი წყვილი ხართ და არ ვიგონებდიო ... კიდევ რარაცეები რაც ისედაც ვიცოდი .მოკლედ ქალაქიდან მივდივარ მეგობართანო ,მარტო ვიქნები და გიგისაც მოვშორდებიო...სულელი ბავშვი მოვშორდებოდი კი არა ამოვაცლიდი სულს...ახლა დედა ტერეზა მგონია თავი და მგონი ცუდად ვარ შენ კიდე ჩემთან არ ხარ...ვერ გიტან ვერც შენ და ვერც იმას არა იმას უფრო ევრ ვიტან დამპალი იდიოტი მარტო თავის თავზე ფიქრობს და ბავში ფეხებზე ჰკიდია , კესარიაზე და სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ -ახლავე წავალ და ვეტყვი გიგის...არაფერი უთქვამს მისთვის -არ უთქვამს? -არა...აქამდე რატომ არ მითხარი -სხვათაშორის დაგირეკე შენ კიდე თავი დაიფასე და არ მიპასუხე იმიტომ რომ არ გჯერა ჩემი ახლა ალბატ იმ იდიოტის საყვარლობასაც დამაბრალებ ...საერთოდ არ დამირეკო გაბრაზებული ვარ - უცებ გაუთიშა . იოანე რომ წამოდგა და ჩაცმა დაიწყო ისევ დაურეკა -გადაგიაა გაბრაზებამ? -ცივა ჩვენს საძინებელშიც -ამ ღამით დათბება მობილური ჯიბეში ჩაიდო და გიგისთან გავიდა. არც დოლიძეს ეძინა ,მაშინვე წამოჯდა როგორც კი კარი გაიღო. იოანე რომ დაინახა ისევ ბალიშზე დადო თავი -კესარიას ბოლოს როდის ელაპარაკე -წამოსვლის წინ და ვუთხარი რო ორშაბათს დავბრუნდებოდი -არაფერი უთქვამს? -არა,პირდაპირ წამოვედი -რატო არასდროს შეგეძლო მოსმენა, ახლაც პატარა ბავშვი ხარ რომ იბუტება და ყურებს იხშობს? -რა ხდება ამ დილაადრიან მაგ ამბავმა მოგიყვანა? -კესარია სადღაც წავიდა...ვეღარ გაგიძლო და გაიქცა. იფიქრე ახლა სად წავიდა ,ვისთან და რამდენი ხნით -გავგიჟდები, როგორ წავიდა ...მიმატოვა? რო აღარ დაბრუნდეს? იცვამდა, მობილურს ეძებდა ბოლოს იპოვა და დაურეკა,მაგრამ არ უპასუხა .მერე იოანემ დარეკა და მალევე უპასუხა გოგომ -დილამშიდობისა კესო...იმედია არ გაგაღვიძე -არა ადრე გამეღვიძა -სად ხარ მეტყვი? -თეონასთან ვარ აგარაკზე ,რა ხდება იოანე? -ხომ კარგად ხარ -კი ,კარგად ვარ.გიგის ხო არ დაემართა რამე -არა ,არაფერი ნუ გეშინია .თავს მიხედე ხო ? -მობილური გათიშა და გიგის მიუბრუნდა-თეონასთანაა აგარაკზე ,კარგადაა შეგიძლია მშვიდად იყო. დაიძინე ახლა გაგიჟდი და გადაირიე-თქო მაგიტომ არ მოვსულვარ უბრალოდ უნდა გაიაზრო რო კესარია ვერ გაუძლებს ასეთ ქცევას ,გინდა თუ არ გინდა დროულად უნდა დააბალანსოთ ურთიერთობა -ახლავე წავალ და წამოვიყვან იქედან -იქნებ ორშაბათამდე მოიცადო,მასაც უნდა მარტო ყოფნა და დასვენება ამაზე არ ფიქრობ? -მე არ მინდა, მორჩა უბრალოდ დავხუჭავ თვალებს და შევეცდები რომ ყველაფერი დავივიწყო ... შხაპს მივიღებ,მინერალურს დავლევ გამოვფხიზლდები და წავალ ჩემს კესარიასთან გეგმას მიჰყვა, მანქანაში რომ ჩაჯდა იოანეც გვერდით მიუჯდა და არ დაანება მარტო წასვლა.ნიკუშა და ვახოც აბარგდნენ, თქვენ მაინც აღარ დაბრუნდებითო .ამიტომ ნაადრევად გაემართნენ დედაქალაქისკენ. კესარიასთან რომ მივიდნენ იოანემ წყვილი მარტო დატოვა. ერთადერთი რაც დაინახა ის იყო როგორ აიტაცა ხელში გიგიმ კესარია და მანქანისკენ დაიძრა. აშკარა იყო რომ კესოს გაყოლა არ სურდა -გიგი ხელი გამიშვი...ასე არ წამოგყვები. არ მინდა რატომ არ გესმის, ასე შენს ნებაზე როცა მოგინდება გადამიარო არც კი მომისმინე ამდენ ხანს გელოდი რომ უბრალოდ მომისმენდი შენ კი უცებ მოგინდა და მაბრუნებ? -ხო აი ასე აგიღებ და დაგაბრუნებ ჩემთან ... ახლა მაინც ხარ ჩემი ცოლი -ახლა ვარ ცოლი? ორი დღის წინ გევედრებოდი რომ მოგესმინა...შენ კი ისე მიყურებდი მინდოდა გავმქრალიყავი -სახლში ვილაპარაკოთ... -არ მინდა იმ სახლში ,საერთოდ აღარ მინდა შენთან - ნუ გინდა ...შენ ჩემი ცოლობაც არ გინდოდა , მაგრამ მოგანდომე .ამდენს ნუ ხვანცალებ ბავშვია მანდ -მადლობა ღმერთს ,ჩვენი შვილიც გაგახსენდა? -კესარია ნუ მელაპარაკები ასე -გამიშვი ხელი, მოვდივარ ,მაგრამ არაფერს ნიშნავს ეს -მიყვარხარ -აღარ ნანობ რომ მე გიყვარვარ? - ამღვრეული თვალებით უყურებდა, ჩამწყდარი ხმით ლაპარაკობდა . გიგიმ ხელი მოხვია და ჩახუტა . იოანე მანქანაშ იჯდა უკვე და ღიმილით უყურებდა წყვილს. კესარია მთელი გზა ჩუმად იყო,გიგი ღელავდა სამაგიეროდ. ტაისას მისწერა „გიგის თბილისში მოჰყავს კესარია,რამდენიმე წუთში სახლში ვიქნები. სალაპარაკო გვაქვს და რომელზე მოხვალ მომწერე თუ შეძლებ“ იცოდა სამსახურში იქნებოდა ამიტომ დარეკვა არც უფიქრია. მობილური ისევ ჯიბეში ჩაიდო და წინ მჯდომ წყვილს გახედა. თბილისში შედიოდნენ უკვე მათი მიმართულებით მანქანა რომ წამოვიდა. გიგიმ ხმამაღლა შიკურთხა და კესარიას მხარეს გადაიხარა. იოანე მათკენ მიმავალ მანქანას უყურებდა ,წამებში გაისმა საშინელი ხმაური, მანქანა დატრიალდა და ყველაფერი ნისლში ჩაიკარგა 8 თავი პირდაპირი ეთერი იწყებოდა შეტყობინება რომ ნახა. პასუხის მიწერა ვერ მოახერხა რადგან უკვე წამები იყო დარჩენილი. მობილური თანამშრომელს მიაწოდა და გარდაისახა. კითხულობდა და მთლიანად იყო მობილიზებული საქმეზე,მაგრამ ისიც შეამჩნია როგორ დაიწყეს ქაოსური მოზრაობა მის წინ ოპერატორებმა და პროდიუსერიც გამოჩნდა. პირველივე რეკლამის დაწყებისას მიუახლოვდნენ თან მისი მობილური ეჭირათ ხელში და აშკარად სიტყვებს არჩევდნენ -რა ხდება? -ანასტასია ... დაგირეკეს და ვუპასუხეთ როგორც ვაკეთებთ ხოლმე. იცი კლინიკიდან დარეკეს იოანე ავარიაში მოყვა ,მდგომარეობა არ ვიცით არაფერი უთქვამთ .სანამ ეთერი დასრულდება ჩვენ გავარკვევთ და შეგატყობინებთ - სიტყვები აღარ ესმოდა,მხოლოდ იოანე და ავარია ჩაესმოდა განმეორებით. უცებ მოიშორა ყველაფერი მობილური აიღო და თანაწამყვანს მარტო დატოვა -მივდივარ მე...ვერ დავრჩები. არ შემიძლია, თუ გინდათ წამომყევით რეპორტაჟი გააკეთეთ რაც გინდათ ის გააკეთეთ გამაგდეთ... მე უნდა წავიდე ახლავე- მიდიოდა და ისე ამბობდა სიტყვებს. სუნთქვა ეკვროდა იმის გააზრებისას რომ შეიძლებოდა იოანე ვეღარ ენახა. მისი ნათქვამი ბოლო სიტყვები ჩაესმა ყურში „ამ ღამით დათბება“ ,თვალები დაებინდა, ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა. ჩქარა ატარებდა მანქანას და წამებს ითვლიდა. მანქანიდან რომ გადავიდა წონასწორობა ვერ დაიცვა, წინ აღმართულ შენობას უყურებდა ნაბიჯის გადადგმაც კი ეშინოდა,მაგრამ ბოლოს თავს მოერია და სწრაფად გაიქცა.მიმღებში როგორც კი დაინახეს მაშინვე გაოცებულებმა დაუთმეს გზა, საინტერესოა მისი ვინაობის გამო იქცეოდნენ ასე თუ იმიტომ რომ წამის წინ ჯერ კიდევ პირდაპირ ეთერში უსმენდნენ ახლა კი მატ წინ იყო სრულიად შეშლილი სახით. -აქ ...აქ იოანეა ჩემი ქმარი...იოანე მესხი -დიახ ახლახანს შემოიყვანეს...უკვე პალატაშია მესამე სართულზე ნომერი 310 .შეგიძლიათ ლიფტით ისარგებლოთ - ხელით ანიშნა გოგონამ და ისიც მაშინვე იქეთ დაიძრა,მაგრამ იმდენი ადამიანი იდგა ლოდინი ვერ შეძლო.მალევე შეათვალიერა კიბეები და საფეხურებს აუყვა. საკუთარი გულისცემა ესმოდა , დერეფანში უამრავი ადამიანი იყო მათ შორის ვახო და ნიკუშაც ,მაგრამ ყურადღება არავისთვის მიუქცევია. პალატის ნომერი როგორც კი დაიანხა მაშინვე კარისკენ წავიდა. ექთანი შესვლის ნებას არ აძლევდა ,მაგრამ საერთოდ არ უცდია უკან დახევა -არ შეიძლება ...პაციენტმა უნდა დაისვენოს ვერ შეგიშვებთ -უნდა ვნახო ... უბრალოდ ვნახავ და გამოვალ -ქალბატონო ანასტასია არ შემიძლ... არც უსმენდა, ქალი გასწია და კარი სწრაფად გააღო. საწოლზე იოანე რომ დაინახა მუხლები მოეკვეთა, კარს მიეყრდნო და ცრემლიანი თვალები შეიმშრალა, ნორმალურად რომ დაენახა გამოსახულება. თვალები დახუჭული ჰქონდა,ტაისას კი ჰაერივით სჭირდებოდა მისი მწვანეების ხილვა. ხელი შეხვეული ჰქონდა, სახეზე ნაკაწრები და ყელზე ფიქსატორი. გონს რომ მოვიდა უკვე საწოლთან იდგა, გაყინულ თითებს სახეზე უსვამდა სითბო რომ იგრძნო დაიხარა და კოცნა დაუწყო. მთელს სახეზე კოცნიდა თითებს მის თითებს უჭერდა -მადლობა ღმერთს ...მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ -ტაისა შენ ხარ ?- თვალები გაახილა და ჩახრინწული ხმით ნაწყვეტ ნაწყვეტ თქვა სიტყვები-რატო ტირი -ასე აღარ შემაშინო...იცოდე მოვკვდები .უფრო სერიოზული რომ ყოფილიყო -ხელი მაქვს მოტეხილი სხვა არაფერია...რამდენიმე საათში გამოვფხიზლდები-თვალები ისევ დახუჭა მაგრამ თითებს ხელზე უჭერდა ტაისას და ჯერ კიდევ ეღვიძა-გიგი როგორაა ,არ მითხრეს ...ხო ცოცხალია ტაისა -გიგი...მე არ ვიცი როგორაა.გიგი ხომ ცოცხალია ... - თითქოს იმ წამს გამოფხიზლდა,გაახსნედა რომ გიგიც იქ იყო იმ მანქანაში და მაინც იოანეს ხელს არ უშვებდა- დაისვენე ... მე აქ ვარ ახლა უნდა გავიდე - ტუჩებში აკოცა და ოთახიდან გავიდა. ახლა სრულ გაურკვევლობაში იყო,ტვინში ქაოსი ჰქონდა.გრძნობებს ვერ აანალიზებდა. თითქოს დედამიწაზე არც იყო. კედელს მიეყრდნო ისევ და დამშვიდებას შეეცადა. თვალები დახუჭა და სახეზე ხელები აიფარა. გრძნობდა რომ უყურებდნენ,მაგრამ არ ადარდებდა. ვიღაცამ ხელი მოხვია და დაჯდომაში დაეხმარა. ნიკა იყო -გიგი და კესო როგორ არიან -კარგად ... გიგის უბრალოდ ტვინის შერყევა აქვს და ნაკაწრები. კესარია გინეკოლოგთანაა კაბინეტში და ველოდებით ჩვენც -ბავშვი ... დაკარგვის საფრთხეა? -ჩვენ რომ მოვედით უკვე გაყვანილი ჰყავდათ. ჯერ არ გამოსულან -იოანეზე რა თქვა ექიმმა...ანალიზები გაუკეთეს? იქნებ შინაგანი სისხლდენა აქვს ან არ ვიცი რამე სხვა -ფეხი აქვს ნაღრძობი, ხელი მოტეხილი და მსუბუქი შერყევა -ასე მშვიდად როგორ მელაპრაკები -უარესადაც ყოფილა ,ვყოფილვართ დამიჯერე არ ღირს ნერვიულობა გიგიც კარგადაა -გიგი ...გიგი აჰ ხო რა თქმა უნდა მოასწარო იოანემ ყველაფრის მოყოლა - თვალები ისევ ეწვოდა. დერეფანში ყველა გამვლელი მას უყურებდა, ფოტოებსაც უღებდნენ ,ჩუმად ჩურჩულებდნენ. -დალიე ...დამშვიდდი თორემ იოანე უარესად გახდება ასე რომ გნახავს- ვახო მიუჯდა გვერდით და ჭიქით წყალი მიაწოდა წამალი ხელისგულზე დაუდო.მაშინ გაიაზრა რომ ხელები უკანკალებდა,სულ გაფითრებული ჰქონდა კანი და ცახცახს ვერ წყვეტდდა - დამამშიდებელია -მადლობა - ჭიქიდან წყალი დაეღვარა და ვახომ ისევ გამოართვა. აბი პირთან რომ მიიტანა ვახომ წყალი დაალევინა-არაა საჭირო მე თვითონ -ახლა უბრალოდ გამაყუჩებელი გაუკეთეს, გამოიძინებს და დამიჯერე ხელმოტეხილი იოანე იქნება სხვა არაფერი შეიცვლება ვერაფერი თქვა, ჯერ გიგის ხმა გაიგეს დერეფანშ მერე ერთ-ერთ პალატიდან გამოვარდა და ექიმებიც უკან მიჰყვნენ. რა თქმა უნდა კესარიას ნახვას ითხოვდა, ბოლოს ექიმის კაბინეტშ შევარდა და კარიც ჩაუკეტა დადევნებულ ექთნებს. -იმედია კესარია კარგადაა...- საერთოდ აღარ ჰქონდა საუბრის ძალა. თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა. ნიკუშა და ვახო გვერდით ისხდნენ ,ისინიც დუმდნენ. ბოლოს როგორც იქნა ექიმი გამოვიდა და გაიგეს რომ ბავშვს საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა კესარიას წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და რამდენიმე კვირიანი მკურნალობის კურსი. ანასტასიამ დამშვიდების შემდეგ იოანეს ექიმი ნახა, დეტალურად გამოჰკითხა ყველაფერი და დამშვიდებული დაბრუნდა ბიჭებთან. გიგის პალატაში იყვნენ, კართან გაჩერდა და მომღიმარ დოლიძეს რომ შეხედა მერე პირდაპირ ქარიშხაპივით შევარდა . არც დაფიქრებულა ისე წვდა ყელში და მთელი ძალით მოუჭირა -შენ გამო თუ არის იოანე ასეთ დღეში გეფიცები ორივე ხელ ფეხს დაგამტვრევ და ისე მოგაქცევ გაღიმების სურვილი რომ დაგეკარგოს. ხომ კარგად გესმის -ანასტასია ... -ხელი არ მახლო...ამასთან დარჩით და იხალისეთ. თქვენ ხო შეჩვეულები ხართ მერვე მეათე თუ მეასე ავარიაა უკვე - ნიკუშაც მოიშორა და ოთახიდან გავიდა. კარი ისე მოიჯახუნა მთელს დერეფანში გავრცელდა ხმა. მერე პალატის წინ იჯდა და ელოდა ექიმი როდის მისცემდა შესვლის უფლებას. -ტასუუ როგორ ხართ? იო როგორაა კესო და ბავშვი ...ანასტასია როგორ ხარ? -სალო ... კარგადაა ყველა. იოანეს ხელი აქვს მოტეხილი. კარგად იქნება- დაქალს ჩაეხუტა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი -უკვე ყველაფერს წერენ...მთელი ინტერნეტი აჭრელებულია თქვენი ფოტოებით. ამბავიც გავიგე მოსვლამდე,მაგრამ მაინც მეშინოდა რამე სერიოზული არ ყოფილიყო. პოლიციელებიც არიან ქვემოთ.მეორე მანქანის მძღოლს კითხავენ ჯერ ... ეთერი დატოვე და წამოხვედი ტაისა -ვიცი და არ მადარდებს...ახლა საერთოდ არაფერი მადარდებს მხოლოდ იოანეს ნახვა მინდა.მცივა , ვიყინები - სალომემ ვერ გაიგო რას გულისხმობდა, ჩაეხუტა და მის გათბობას ცდილობდა. თავზე ეფერებოდა და კოცნიდა.ამშიდებდა,მაგრამ ანასტასიაზე არაფერი მოქმედებდა სანამ ექიმმა არ უთხრა რომ იოანემ გაიღვიძა. ისე უცებ წამოდგა თითქოს ენერგიით დაიმუხტა. პალატაში შესვლისას მესხის მწვანეებს რომ შეეჩეხა ინსტიქტურად დამშვიდდა, გაეღიმა და მერე დაიძრა საწოლისკენ -მეგონა მომეჩვენა...უკვე მოქმედებდა წამალი და ვერ გავიგე რეალური იყავი თუ არა -გტკივა? -არაფერია ... -იცინი ? ავადმყოფო რა გაცინებს ისე გტკიოდა მორფი გაგიკეთეს?სხვა რამეც ხომ არ გჭირს და ხომ არ მიმალავენ - ისე უცებ ანერვიულდა ლამის მთელი სხეული შეუმოწმა-ფეხი ძალიან გტკივა? ხელი? -არააა -ისევ იცინი -მაკოცებ თუ მე მოვიწიო -არ გაინძრე...მე გაკოცებ რამდენსაც გინდა. ტუჩი ხომ არ გეტკინება -შენ მაკოცე და შეიძლება ყველა ნაკაწრი გაქრეს -ასე ძალიან დაარტყი თავი? - თვალები დააწვრილა და ისე აკოცა .ხელები მოხვია და თავი მხარზე დაადო -შევიშლებოდი უშენოდ, ცხელი სურნელის გარეშე ვიყინები -ასე მარტივად ვერ მომიშორებ -დამპირდები? -პირობას ვერ დავდებ, ქორწინების ფიციც მეყოფა -ისევ ისე იღიმოდა, ანასტასიასთვის ამოუცნობი ღიმილით. ვერ იგებდა მიზეზს,მაგრამ მისი ღიმილისას თვალები ბრწყინავდნენ და სხვა არაფერი აინტერესებდა. სავარძელში იჯდა ბიჭები რომ შევიდნენ. ბოლოს გიგიც გამოჩნდა ანასტასიას რომ შეხედა მაშინვე გაეცინა -კესო და ბავშვი როგორ არიან ...ექიმს ვკითხე მაგრამ მაგატი ამბავი ხომ იცი შეიძლება დამიმალეს რამე -კარგად არიან ,მაგრამ მთავარია შენ იყო კარგად თორემ დავაქვრივებ ცოლს და დავაობლებ დაუბადებელ ბავშვს . ქილერი თუ იყო არ ვიცოდი თორემ სხვანაირად დავეკონტაქტებოდი -ვერ გავიგე რას გულისხმობ ...რა ხდება ტაისა? -ხელ-ფეხის დამტვრევით მემუქრება და უთხარი რო მე არაფერ შუაში ვარ -რას შვება? -რა კარგია ასეთ განწყობაზე რომ ხართ ... მე საერთოდ არ ვარ სიცილის ხასიათზე და არც ვიქნები . საერთოდაც პალატაში ამდენი ადამიანის გაჩერება არ შეიძლება -მეგობრები ვართ ჩვენ და გვაგდებ? -მე ცოლი ვარ და შენ შენს ცოლს თუ მიხედავ უკეთესი იქნება -სძინავს ახლა და პალატაში დარჩენის ნებას არ მაძლევენ -ჩვენ რაღას გვერჩი რძალო? -მე მართლა წავალ,თორემ თავი ამტკივდა მგონი მართალი თქვა იმ ექიმმა. ჯერ სიარული არ შეიძლებოდა . დავწვები თორემ კესო რომ გაიღვიძებს სავარაუდოდ გათიშული ვიქნები ...ჩემთან წამოდით ,მარტო ვერ გავძლებ -კაი გავალთ და თუ რამე აქ ვართ -მე როდის გამწერენ იცით? -ორ სამ დღეში ალბათ -რა დროს გაწერაა... უკეთ რომ გახდები შემდეგ წავალთ სახლში მანამდე არც იფიქრო -ვერ ვიტან აქაურობას -არავის უყვარს აქაურობა ,მაგრამ საჭიროა ! -ძალიან ხო არ ნერვიულობ ტაისა? -ხო ძალიან ვღელავ იცი შეიძლებოდა მომკვდარიყავი ,მაგრამ როგორც ჩანს არ გადარდებდა რომ დამტოვებდი და მშვიდად წახვიდოდი .კიდევ კარგი ბრძოლა არ დაგჭირდა თორემ უკან არც მოიხედავდი ისე მომიშორებდი თავიდან და დაისვენებდი ჩემგან - გაბრაზებულიც იყო და გულნატკენიც. თან წარბები ჰქონდა შეკრული და თან თვალები ემღვრეოდა. მერე წამოდგა და კარისკენ დაიძრა -არ წახვიდე , ოთახიდან არ გახვიდე თორემ გამოგყვები -რატომ უნდა დავრჩე, შენ ხომ გაბრაზებულმა დამტოვე და წახვედი. მერე ისევ უაზროდ გაბრაზებულმა ყველაფერი მოუყევი ბიჭებს, სავარაუდოდ ისევ გიგის გამო გამოგყევი ცოლად, ისევ ყველაფერს მის გამო ვაკეთებ და ისევ გიყენებ. ალბათ გიორგიც ჩემი მორიგი მსხვერპლი იყო და იმიტომ მოგატყუე .ახლა ალბათ ისევ დამაიგნორებ და სიტყვასაც არ გაიმეტებ ჩემთვის ...მირჩევნია გარეთ ვიჯდე ,დერეფანში -მე გითხარი რომ მოვიდოდი...ვისაუბრებდით ,მაგრამ ახლა პირდაპირ შერიგებაზე უნდა გაავიდეთ. ნუ გარბიხარ, როდესაც გამოყოლა არ შემიძლია .დაბრუნდი ,მოდი ჩემთან დაწექი და ჩამეხუტე -შენ შემირიგდი? რა დავაშავე -მაშინ შემირიგდი -ვერ ვიტან ასე მშვიდად რომ მატარებ შენს ნებაზე...საშინელი კაცი ხარ როცა ჩემი ემოციებით თამაშობ -თამაშში დედოფალი შენ ხარ -დედოფალი ცუდადაა - საწოლის კუთხეში დაწვა და იოანეს ჩაეხუტა -გაკოცებდი ,მაგრამ ამ ფიქსატორის გამო თავს ვერ ვამოძრავებ -უბრალოდ გაჩუმდი და მადროვე მოვისმინო -ვერ გავიგე ....თუ გავჩუმდი რას მოუსმენ -გულს ...ჩემს გულს და დავრწმუნდები რომ აქ კარგადაა- თავი იოანეს მკერდზე ჰქონდა დადებული და თვალებს არ ახელდა. მალე გაიგო აჩქარებული გულისცემა და ნელ-ნელა დამშვიდდა. საბოლოოდ დაბრუნდა ანასტასია ანჯაფარიძე . პალატა დიდხანს არ დაცარიელებულა, მნახველები ერთმანეთის მიყოლებით შედიოდნენ.ანასტასია მშვიდად იჯდა და უყურებდა იოანეს,ახლა იაზრებდა რა მოხდებოდა მესხს რომ მიეტოვებინა. ხშირად მიდიოდა და კოცნიდა, ისე კი არაფერს ამბობდა. კესარია ინახულა ,გიგიც მის გვერდით საწოლზე იწვა ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. აშკარა იყო კესოც ძალიან შეშინდა, მუცელს არ აშორებდა ხელებს და გიგის არ ელაპარაკებოდა. ანასტასიას ჩვეულებრივად შეხვდა, იოანეც მოიკითხა და გამოჯანმრთელება უსურვა. დიდხანს ცდილობდა ექიმის დარწმუნებას, შემდეგ კლინიკის დირექტორთანაც კი ისაუბრა იოანესთან ღამით დარჩენის უფლება რომ მიეცათ და ბოლოს პალატაში დაბრუნდა. მესხის გვერდით დაწვა და ჩაეხუტა. -ტაისა ანჯაფარიძემ თავისი სახელით ისარგებლა? -ანერვიულებულმა ცოლმა ექიმებს გული მოულბო -იცი ჩემ გამო რომ დატოვე პირდაპირი ეთერი ? გააცდინე მთელი დღე და იტირე ძალიან ბევრი - თითებზე ეფერებოდა და ჩუმად ესაუბრებოდა -ვიცი და სანამ მკითხავ გეტყვი ,რომ არ ვნანობ -შენთვის სამსახურზე მნიშვნელოვანი არაფერია -თურმე ვცდებოდი -დარწმუნებული ხარ? -გუშინ რომ გეკითხა ცუდად რომ გავხდე სამსახურიდან ერთი საათით თუ გამოხვალო გეტყოდი რომ სიკვდილის უფლებას გაძლევდი ,მაგრამ დღეს მივხვდი რომ ოდნავადაც არ მადარდებდა საკუთარი მოვალეობა -გიგის მართლა დაემუქრე? -შენგან განსხვავებით კესარია აშკარად გაბრაზებულია -გიგი არაფერ შუაშია , შენც ხომ გაიგე რომ დამნაშავე მეორე მძღოლი იყო -დავიღალე , მეძინება -მაგას იმიტომ მეუბნები რომ დავიძინო ხომ? -სულ არ გრძნობ დაღლილობას? -არაფერი მტკივა, გამაყუჩებლები მოქმედებს თანაც პატარა ბიჭი ხომ არ ვარ -ტყუილად მელაპარაკები,ხვალ მაინც არ წაგიყვან სახლში -ჩემით წავალ -წავალთ ზეგ და მორჩა! -მანამდე აქ აპირებ ყოფნას? -თუ გაწუხებ მაპატიე,მაგრამ არსად წავალ -ყველაფერს გადაჭარბებულად აღიქვამ,გრძნობ და განიცდი -რას ვაჭარბებ იმას რომ ჯერ სრულიად უმიზეზოდ მეჩხუბე, წახვედი და ახლა როდესაც ჩვენს საწოლში უნდა ვიწვეთ საავადმყოფოში ვართ , ღმერთმა დაგიფარა თორემ სრულიად შესაძლებელი იყო რომ ეს ღამე მორგში გაგეტარებინა. ეს არაა გადაჭარბება,რეალობაა იოანეს მას შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით სიტყვაც არ უთქვამს. ორი ღამე კლინიკაში გაატარეს. მთელი ქალაქი ანასტასია ანჯაფარიძეზე საუბრობდა ,ყველა გაოცებული იყო ამ უემოციო ქალის ქცევით. იხსენებდნენ მის ბიოგრაფიას და ეძებდნენ ჩავარდნას კარიერაში ,მაგრამ არაფერი იყო მსგავსი. ბოლოს ანასტასია ყველასთვის უგონოდ შეყვარებული ქალი იყო , რომელიც საყვარელი მეუღლის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. კლინიკიდან ყველანი ერთად გამოვიდნენ, იოანეს მთელი ოჯახი ელოდა სახლში. მისი თხოვნით კლინიკაში არავინ მიაკითხა ტაისას გარდა. კესარია და გიგიც სახლში მიდიოდნენ. არ იმჩნევდნენ,მაგრამ მაინც აშკარა იყო რომ მათ შორის უსკრული გაჩნდა. ანასტასია კი წამითაც არ უშვებდა ხელს მესხს. ხელჯოხით გადაადგილდებოდა და ყოველი მისი შეცვლილი მიმიკა ტაისას შეშფოთებას იწვევდა. -როგორც იქნა მოხვედით...ხომ კარგად ხარ დედი? -მაგდა გეფიცები კიდე ერთხელ რომელიმემ რომ მკითხოთ ეგ ყველას გაგაგდებთ აქედან...შენ განსაკუთრებით- ტაისას დახედა და კიბისკენ დაიძრა- კარგად ვარ ,ყველანი თქვენს საქმეს დაუბრუნდით . ძილი მჭირდება, წამლები ამომიტანეტ წყალი და მადროვეთ დავიძინო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის,მაგრამ ხომ უნდა გაიგოთ რო არაფერია მნიშვნელოვანი -ხომ გეუბნებოდით თქვენ კი არ მისმენდით- ხატიამ ჩაილაპარაკა და ძმას გაუცინა- მე დავრჩები შეიძლება? უბრალოდ მაგდას ცქერა მსტრესავს -დარჩი , ტაისა მოასულიერო იქნებ - დას თვალი ჩაუკრა და საფეხურზე ააბიჯა. საღამოს სახლში მხოლოდ ხატია და ანასტასია იყვნენ. ორივე საწოლთან იჯდა, ხატია უბრალოდ საუბრობდა -სალომეს უნდა მოსვლა , ემასაც და წინააღმდეგი ხომ არ იქნები.თუ გადაღლილი ხარ ვეტყვი და სხვა დროს მოვლენ -დამიბრუნეთ ჩემი ტაისაა...ეს ქალი ვაფშე სხვა ვიღაცაა ტიპური დედისა და ბებიის ნაზავია რომელიც ჩემი სექსუალური ცოლის სხეულშია გამომწყვდეული -ამას იმ სალათის გამო თუ მეუბნები სულ ნუ შეჭამ -აი ისევ...ხატია ,დაოოო მომაშორე ეს ქალი.მოიყვანე ემა და სალომე რამე გაუკეთეთ -ნერვიულობს, ზრუნავს შენზე და რომ დააცადო არ გინდა? -ხატია თუ გინდა რომ ლაშაზე სიტყვა არ ვთქვა ტაისა მომაშორე -მივდივარ, არაა საჭირო შენი დის დაშანტაჟება -ლანგარი აიღო რომელზეც რამდნეიმე კერძი იდო და უცებ გავიდა ოთახიდან. უკვე მესამე დღე იყო რაც ნორმალურად არ ეძინა, არ უჭამია, სახეზე ფერი აღარ ჰქონდა, თვალის უპეები ჩაშავებული და საერთოდ ძალას ვერ იკრებდა. ქვემოთ ჩავიდა და სააბაზანოში შეიკეტა. დუშის ქვეშ დიდხანს იდგა, მანამ სანამ წერტილს არ მიაგნო, რომლითაც ძლიერ ტაისას დააბრუნებდა. ერთ საათში მისაღებში იჯდა სამი გოგოს გარემოცვაში და უბრალოდ ჭორაობდა. სალომე თავის ლევანიკოზე ყვებოდა და თვალებიდან გულებს ისროდა. ხატია ამაზე ხალისობდა, ანასტასიას მხარზე ემას ედო თავი და ისიც მონოტორულად კოცნიდა პატარა დაიკოს -ე.ი სრულაიდ შესაძლებელია მალე თქვენს ქორწილში ამოვყოთ თავი -არამგონია ,არ ვიცი მთავარია ჩემთან იყოს და არაფერი მინდა . უარს ვიტყვი ჩემს საოცნებო ქორწილზეც -ფუჭი სიტყვებია, ცოლობას რომ გთხოვს დარწმუნებული ვარ მთელი სადაქალო შენი ქორწილის სამზადისში ჩავერთვებით ხატია უცებ მოსწყდა სამეგობროს, ვიღაცას წერდა და იცინოდა. ბოლოს სამივემ მას გახედა და უხერხულმა ღიმილმა გაუპო ბაგე -ჩემს ბიჭს გავახსენდი -აი ეს მომწოონს...არ მოგვიყვები? -სკოლიდან ვუყვარვარ, მე სულ ვეჩხუბებოდი. არ მომწონდა ,მაგრამ ერთ დღესაც რომ არ გამოჩნდა მივხვდი რომ ჟანგბადი არ მყოფნიდა ვიპოვე და ვუთხარი რომ მიყვარს -აი ჩემი მულიც, მინდა ავღნიშნო რომ იოანეს ჰგავს - ტაისამ გაიცინა და გაოცებულ სალომეს ხელი მოხვია- გამოფხიზლდი სალიოო -შოკში ვარ ნუუ -ისიც შოკში იყო, მაგრამ რომ ვაკოცე მერე გამოფხიზლდა- გაიცინა და ტუჩზე იკბინა-იოანე ძლივს დავარწმუნე რომ მეც მიყვარდა. არ ვიცი საერთოდ რა დამოკიდებულება აქვს, იოანეს ვერაფერს გაუგებ -დამიჯერე სიყვარულის წინააღმდეგ არ წავა, უბრალოდ დარწმუნდება რომ შენ ეს გინდა -ასე კარგად იცნობ ჩემს ძმას? -როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, კი -მხოლოდ მე ვარ მარტო , თქვენ და თქვენს ბიჭებს რომ ვუყურებ მეც მინდება შეყვარებული - ემამ თქვა და თვალები დახუჭა -რა დროს შენი სიყვარულია , მიუხედავად იმისა რომ მეტად აღმატებული გრძნობაა და „სიყვარული აგვამაღლებს“ მაინც არაა საჭირო ჩემო პატარავ...ჩემი ანგელოზი, შენი შეყვარებული იცოდე პირველად მე უნდა გამაცნო - ლოყები დაუკოცნა ემას - ჩემი პატარაა -ზუსტად ასე მეფერებოდა ჩემი ძმაც ერთ დროს...თან ფუმფულა ლოყები მქონდა და სულ მჩქმეტდდა. პატარა ვიყავი უფრო რა თქმა უნდა ,მაგრამ ახლა რომ გიყურებთ გამახსენდა. იოანეს ჰგონია რომ არ მახსოვს,მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად მახსოვს -ახლა წარმოვიდგინე იო როგორ ეფერებოდა და ძაან მესაყვარლება - სალომემ გაიცინა და ტაისას გახედა- მალე სიზმრად ვნახავ თქვენს ბავშვს...წარმოიდგინე რა საოცრება იქნება -მეც სულ ვფიქრობდი ჩემი ძმა როგორი იქნებოდა მამის ამპლუაში,მაგრამ არააოო -რა არაო -ამ ამბის განხილვა ჯერ ძალიან ადრეა...საერთოდაც ახლა რომ წარმოვიდგინო იოანე როგორც მამა, შეიძლება ჩემი ალეწილი ქმარი გავაუპატიურო და თუ შეიძლება დაინდეთ თქვენი საყავრელი სიძე და ძმა - სიტუაცია რომ განემუხტა და თემა შეეცვალა შესანიშნავად იხუმრა . იცინოდნენ იოანეს ხმა რომ გაიგეს, წამსვე წამოფრინდა მაგრამ უცებ გაჩერდა და ხატას გახედა-შეგიძლია ახვიდე? -ახლავე ... ხატია რომ შევიდა გაუკვირდა,მერე გაეცინა თუმცა არაფერი უთქვამს. ხატიას არც უსმინა, საწოლიდან წამოდგა ხელჯოხი აიღო და პირველი სართულისკენ დაიძრა. ანასტასია დივანზე იყო დასკუპული გვერდით რომ დაჯდა, ფეხი გაშალა,ჯოხი იქვე დადო და ტაისას ლოყაზე აკოცა -აბა რას ჭორაობთ გოგოები? -აქ რა გინდა... -სად, ჩვენს სახლში? -ასე ნუ იცინი ,გთხოვ- იოანეს თავი დივანზე ჰქონდა მიყრდნობილი ტაისას უყურებდა და თითებს მის წელზე ათამაშებდა. თვალები დაწვრილებული ჰქონდა და ტუჩის კუთხეში ,ლოყაზე პატარა ღრმული გაუჩნდა -ჩვენი წასვლის დროა...გვრიტებოო კარგაად - გოგონები ერთად წამოიშალნენ და მალე გაქრნენ სახლიდან. ანასტასია ისევ ისე იჯდა და იოანეს უყურებდა. მერე წარბები შეკრა და გაბრაზებულმა შეხედა -გამიბრაზდი ხომ? -რაზე -იცი რაზეც...მგონი მეორედაც მოვიტეხდი რამეს თუ მეცოდინებოდა რომ ასე ინერვიულებდი. ახლა ორი იოანე იბრძვის ჩემში ერთი, რომელსაც არ უნდა რომ ცუდად იყო და მეორე ,რომელიც გახარებულია რომ მის გამო ღელავ და მაინც მე არ მინდა ვიყო შენი ცუდად ყოფნის მიზეზი -ჩვენს საწოლში მინდა დავიძინოთ, ხვალ ახალი დღე დაიწყება -ლოყაზე მოეფერა, ტუჩებზე კოცნის კვალი დაუტოვა შემდეგ ხელი ჩაკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა. საკუთარ სახლში გატარებულმა მშვიდმა ღამემ ,მართლაც ყველაფერი შეცვალა.დილა განსხვავებულად დაიწყო, ტაისას არსად ეჩქარებოდა .გარეთ წვიმდა და მინაზე წვეთების დაცემის ხმა მთელს ოთახში ვრცელდებოდა . ტაისამ თვალები რომ გაახილა და იოანე დაინახა მაშინვე გაეღიმა,მისკენ მიჩოჩდა და საყვარელი ცხელი სურნელით აივსო ფილტვები. ისევ დახუჭა თვალები და გულისცემას შერწყმულ წვეთების ხმას დაუგდოყური. შემდეგ იოანემაც გაიღვიძა, სუნთქვა და გულისცემა შეეცვალა. ტუჩები შუბლზე მიაწება ცოლს, ხელი მოხვია და ისევ ისე სწრაფად დაიწყო გულმა მუშაობა. მისაღებში დივანზე ისხდნენ, საუზმობდნენ,მაგრამ უკვე პირველი საათი იყო. კარზე ზარის ხმა რომ გაისმა ტაისამ ხალათი შეიკრა და სწრაფად წავიდა სტუმრის მისაღებად. ზღურბლზე ნინო რომ დაინახა ემოციები ვერ დაფარა. ქალს ჭაღარა თმაზე თავშალი მოეფარებინა, სიცივისგან გაყინული ჰქონდა კანი -ნინო ბებოო -ვერ მოვისვენე და ჩამოვედი... როგორ ხართ ბებო -შემოდით, შემოდით ცივა გარეთ. რატომ არ მითხარით თუ მოდიოდით ,დაგხვდებოდით -დილით ადრიანად გადავწყვიტე წამოსვლა, იოანე სად არის ? -მისაღებშია ...აქეთ წამოდით. ჩანთას მე წამოვიღებ ქალს პალტოს გახდაში დაეხმარა,თავშალიც გამოართვა და იქვე დაკიდა. შემდეგ მისაღებისკენ გაუძღვა და გაღიმებული უყურებდა მათ შეხვედრას -ბებო აქ რა გინდა...რატო არ მითხარიი -მადლობა ღმერთს კარგად ხარ, კი ველაპარაკე მამაშენსაც ,მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე ჩემო ბიჭო- სახეზე მოეფერა და მერე აკოცა. იოანეც პატარა ბავშვივით გაკრეჭილი უკოცნიდა ხელებს -სულ გაყინულხარ...კარგი რა ბებო რატო არ მითხარი თუ ჩამოსვლა გინდოდა. ვინმეს ვთხოვდი და წამოგიყვანდნენ -მთავარია შენ ხარ კარგად და მე ახლა იმ ასაკში ვარ სულ რომ გავიყინო შენ კი არ უნდა გიკვირდეს -ცხელ ჩაის ხომ დალევ...ან იქნებ კაკაოს -ჩაი მირჩევნია -ახლავე მოგიტანთ- უცებ გაცქრიალდა სამზარეულოში და მალევე დაბრუნდა ცხელი ჩაით ხელში. თეფშიც ც დადო მაგიდაზე -მიირთვით, დილას ადრე წამოსულხარ მშიერი იქნები -შენ კი ამბობდი არ მეხერხება მზარეულობაო... -გარეგნულად ნუ აფასებ ბებო...გასინჯე ჯერ -რა გინდა თქვა რომ უგემურია? -მალე ბიჭები მოვლენ ... გამოიცვალე და ბებოს ოთახი აჩვენე თუ მე გავიქცე- გაუცინა და დააიგნორა მისი თვალების ბრიალი -ჩანთას ავიტან და მერე ოთახს ვაჩვენებ -ამ ღამით დავრჩები მხოლოდ, უკან გაბრუნების ძალა აღარ მაქვს ... დედაშენთან მისვლას კიდე თქვენთან ყოფნა მიჯობს. ის რომ დაიწყებს დედა ეს ხო არ გტკივა,ის ხო არ გინდა ,ამას ხომ შეჭამთ? მერე რომ დაიწყებს საჭმელების კეთებას აღარ გაჩერდება. მოყვება ყველას ამბავს და თანაც შენს სანახავდ ჩამოვედი -კარგი ბებო შენ როგორც გინდა, მაგრამ ეგ მაგდამ არ გაიგოს თორე შენც მოგკლავს მეც და ჩემს ტაისასაც -ოთახი პირველ სართულზე არ გაქვთ? მეორეზე ასვლა არ შემიძლია ხომ იცი -კი ბებო გვაქვს პირველზეც საძინებლები ...ტაისა გაამზადებს და დაისვენე ხო? -და ახლა რას ვაკეთებ დასვენება რომ დამჭირდეს.. ანასტასია მოწესრიგდა და მალევე დაბრუნდა ქვემოთ. ბებოს ოთახს ამზადებდა ბიჭები რომ მივიდნენ,ნატა და ილიკოც იყვნენ. რამდენიმე წუთში მესხებიც გამოჩნდნენ.ყველას ბებოს ნახვა სურდა და შესაბამისად დიდხანს საუბრობდნენ. საღამოს მხოლოდ სამნი დარჩნენ სახლში იოანე საძინებელში იყო, ტაისამ ყველაფერი დაალაგა და შემდეგ ბებოსთან დაჯდა. -გავიგე შენი ამბები ,სამსახურში რაც მოხდა -არ მითხრა რომ შენც გაგაკვირვე -მე ის უფრო გამიკვირდებოდა სხვაგვარად რომ მოქცეულიყავი,იმედები გამოცრუვდებოდა...ძალიან შეგეშინდა ჩემო გოგო? -არ ვიცი ,ჯერ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, საერთოდ რას ვაკეთებდი. მერე კი ისე ვიქცეოდი როგორც არასდროს...ძლივს გავიაზრე რომ საგანგაშო არაფეირ იყო ,რომ თავადაც შეძლებდა ყველაფრის გაკეთებას და პატარა ბავშივით მზრუნველობა უარესად აგიჟებდა -ვერასდროს იტანდა ზედმეტ ყურადღებას რომ აქცევდნენ,დარწმუნებული ვარ არ მოეწონებოდა შენი ქცევა -ახლა უკვე ყველლაფერმა ჩაიარა -გიგის და კესარიას ნახვაც მინდოდა,მაგრამ არ მინდა შევაწუხო. ისე მოვიკითხავ ხოლმე -რამდენიმე დღე დარჩი,გთხოვ -ვიცი რომ გიხარია ჩემი აქ ყოფნა ,მაგრამ არ შემიძლია.სახლში მინდა ვიყო -კარგი,არ დაგაძალე. ხატიამ მომწერა თქვენთან დავრჩებიო -ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, ჩემი გოგო დიდი ჯიუტი ვინმეა. გაიცანი მისი ლაშიკო? -იცი ლაშიკოზე? -ვიცნობ კიდეც...სოფელში იყო ხატია რომ მოაკითხა. კი ეცადა ,მაგრამ მაინც ვერ მოიშორა ასე რომ გავიცანი. მას მერე ვიცი რომ ერთად იქნებიან...ჩემი გიჟი გოგო ვირზე შეჯდა და აწვალა ამდენ ხანს ის ოქროს ბიჭი -ხატია ე.ი გიყვება ყველაფერს შენ კი არ გითქვამს როგორ გაყევი ცოლად ივანეს= ქალს ეხვეოდა, ისიც მის ლამაზ თითებს ეფერებოდა თავისი დანაოჭებული ხელებით და თბილი მწვანე თვალბით -არც მე მიყვარდა ივანე ცოლად რომ მომიყვანა...ივანე რთული კაცი იყო, უფრო რთული ვიდრე შენი ქმარია. მკაცრი, უხეში და სიტყვაძუნწი. ჩემზე ბევრად უფროსი იყო . იმ დროს ხომ იცი არც პაემნები იყო და ზოგი ცოლ-ქმარი არც იცნობდა ერთმანეთს -არც თქვენ? როგორ - ტაისა შეკრთა -თვალები ყიდიან სიყვარულს, შენი თვალები ჩუმად არიან .ჯერ კიდევ ინარჩუნებენ დუმილს -როგორ მოხვდით ივანესთან -მომიტაცა , რა თქვა უნდა დამტოვეს. გგონია დამამშვიდა,მითხრა რომ ვუყვარდი და არაფერს დამიშავებდა? მე ვკიოდი,ვტიროდი 16 წლის ვიყავი ,გრძელნაწნავებიანი გოგონა რომელიც უყურებდა მაღალ , ბრგე ვაჟკაცს. მუქი ფერის გრძელი თმა ჰქონდა , შავი ხშირი წარბები და წამწამები, თვალები კი ლურჯი. რომ შემომხედა მეგონა მწვერვალიდან ვუყურებდი ზღვას ..მითხრა შენ ნინო მესხი ხარ ,ჩემი მეორე ნახევარიო და მთელი დღე ისე გავიდა ,რომ სიტყვაც არ უთქვამს. მე კი გაუჩერებლად ვყვიროდი, ყოველთვის ზედმეტად ამაყი ვიყავი.სიტუაციის გააზრების შემდეგ ცრემლიც არ დავნახე. მეგონა საშინელი კაცი იყო და არ მინდოდა გამეხარებინა. ვეჩხუბებოდი, ყველაფერი დავამსხვრიე. ჩემი დედამთილი გაგიჟდა , ივანე იჯდა და მიყურებდა მერე წვერზე ხელი ჩამოისვა ,წამოდგა ჩემკენ დაიძრა. ისე შემეშინდა გონება დავკარგე. წარმოგიდგენია რა საშინლად ვიყავი? მეგონა მძულდა ვერ ვიტანდი და თავს არ ვიცოცხლებდი მის გვერდით. -მერე ? თუ ასეთი უხეში იყო და არაფერს აკეთებდა თავის შესაყავრებლად როგორ მოახერხა თქვენი გულის კარი გაეხსნა -არაფერი გაუკეთებია,საერთოდ არაფერი. სხვა მიყვარდა, ბიჭი რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი .ვიცოდით რომ ერთმანეთი გვიყვარდა,მაგრამ არასდროს გვითქვამს. ერთხელ რომ შევხვდით მითხრა რომ გავიზრდებით შენს ხელს ვითხოვ,ჩემი ცოლი გახდებიო და ხელზე მაკოცა -ღმერთო ჩემო ... -ტაისას თვალები რომ დაებინა,შემდეგ მიხვდა რომ ტიროდა. სახეზე აიფარა ხელები და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა-16 წლის იყავი...სულ ბავშვმა გადაიტანე და მაინც შეგიყვარდა? -არ მიყვარდა , მე ჩემი ბავშვობის სიყვარული მიყვარდა... -როგორ ...არ გიყვარდა? -ვაღმერთებდი ....მას შემდეგ რაც მივხვდი როგორ ვუყვარდი. ერთ დღეს უბრალოდ გონება გამეწმინდა, შევწყვიტე ჭირვეულობა მისი დადანაშაულება ,ურჩხულად გამოყვანა და ყველაფერი,ყველა მისი ქცევა ჩემს წინ თანმიმდევრობით დაეწყო . არმიის ჯარისკაცებივით რომლებიც მარწმუნებდნენ რომ მისი გული ჩემი იყო -ხომ,მაგრამ თქვენ ხომ სხვა გიყვარდათ. მას უყვარდით,მაგრამ ეს მხოლოდ სიხარულს, პატივისცემას თუ გამოიწვევდა. მის გევრდით იქნებოდით,მაგრამ მაინც სხვა გიყვარდა -პირველად რომ დავფეხმძიმდი ჯერ კიდევ მეგონა რომ არ მიყვარდა, ცუდად ვიყავი,თითქოს ღმერთმა დამსაჯა და შვილი მუცელშივე მომიკლა. ოთახში ჩუმად ვტიროდი,რომ ჩამეხუტა მეგონა მთელი ტკივილი თან წაიღო.ისე ჩავეხუტე რომ საკუთარ ხელებს ვეღარ ვგრძნობდი.ტიროდა იცი? მაპატიეო მითხრა ... ვიცოდი არ შეგიყვარდებოდი და მაინც მოგიტაცეო...შენ ჩემგან შვილს ვერასდროს გააჩენ ,შენი სხეული მოიშორებსო ასე მითხრა. მომშორდა, ოთახის ბოლოსკენ წავიდა მერე გიშვებო მითხრა . მასთან მიშვებდა მე კი ნაბიჯის გადადგმაც არ მიფიქრია. მიყვიროდა წადი ჩემთან არ დარჩეო მე კი ზუსტად ისე ვიჯექი და ვუყურებდი როგორც პირველ დღეებში ის უცქერდა ჩემს ისტერიკას -რომ წასულიყავი მაშინ გათხოვილ ქალს ასე მარტივად მიგიღებდა შენი საყვარელი კაცი? იქნებ იმიტომ არ წახვედი რომ იცოდი არაფერი გამოვიდოდა და არჩიე მასთან დარჩენა ვისაც ასე უყვარდი -საქმეც იმაშია რომ ის მელოდა, მთელი ცხოვრება მელოდა. ივანემ ეს კარგად იცოდა, მე ძალიან დიდი ხნის შემდეგ გავიგე რომ იცნობდა ჩემი ბავშვობის სიყვარულს. -მაშ როდის მიხვდი რომ აღმერთებდი, რომ არ გინდოდათ მისგან წასვლა რომ მასთან უბრალოდ სიყვარულზე მეტი გაკავშირებდა -საერთოდ ვერ მივხვდებოდი ალბათ, ერთი ვიცოდი რომ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. ვსწავლობდი, მყავდა შვილი , ფაქტობრივად ხელისგულზე მატარებდა, უბრალოდ თბილ სიტყვებს არ ამბობდა,არც ჩახუტებებით,კოცნებით და ღიმილით მანებივრებდა,მაგრამ მასში იყო რაღაც რაც არავის ჰქონდა. მისი თვალები მხოლოდ ჩემთვის ანათებდნენ , მისი გული სულ მეტყველებდა ერთი სიტყვაც რომ არ ეთქვა, შეკრული წარბებით რომ ემზირა მაინც ვიცოდი რომ ჩემი დანახვისას გული უჩერდებოდა,გავუღიმებდი და ისე ჩქარა უცემდა სულ მეგონა რაღაც დაემართებოდა. მგონი იმდენად ვუყვარდი გულმა ვეღარ გაუძლო -და მაინც არ მეუბნებით როგორ მიხვდით,რომ არასდროს ინანებდით მის გვერდით ყოფნას -ქორწილში ვიყავით, ჩემს სოფელში . ივანე არ იყო იმ წამს ჩემს გვერდით ,ჩემთან ის მოვიდა. იღიმოდა, ანათებდა ,მაგრამ მე ვერაფერი ვიგრძენი . ისე ვუყურებდი როგორც ძველ ნაცნობს რომლის ნახვაც მიხაროდა, ჩემ გულს წამითაც კი არ გადაუხვევია ჩვეული რიტმიდან . ისე წავიდა ივანეს არ დავუნახივართ, შემდეგ გამოჩნდა და მისი ხმა როგორც კი გავიგე გულმა მაშინვე ხმაური დაიწყო...მაშინ უკვე 26 წლის ვიყავი ,არ მითხრა რომ დიდი დრო გავიდა. დარწმუნებული ვარ ჩემი პირველი სიყვარული მანამდე რომ მენახა იგივეს განვიცდიდი -ასე უბრალოდ გააქრეთ პირველი სიყვარული? -არა , მე ის დღემდე მიყვარს . ჩემი პირველი სიყვარულია, ამაღელვებელი ,სულ მემახსოვრება მასთან შეხვედრები ანუ ის წამები, როდესაც ერთად წყაროზე მოვხვდბეოდით ან თამაშზე და შორიდან გავუღიმებდი. არასდროს დამავიწყდება,ის ემოციები,მაგრამ ჩემი გული მთლიანად ივანეს ეკუთნოდა,მე კი მთელი არსება მივეცი -საოცარი ქალი ხარ ნინო ...მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი -მე კიდე მიხარია რომ შენ ხარ ჩემი იოანეს მეორე ნახევარი -არა ,არ ვარ ახლა იოანეა ჩემი მეორე-ნახევარი ... იქნებ ოდესმე მეც შევძლო და გავხდე იოანეს ნახევარი ,რომელიც მის სულში არსებულ სიცარიელეს ბოლომდე შეავსებს -დრო ,მხოლოდ დრო ცვლის შეხედულებებს, მდგომარეობასა და სტატუსებს .ვინ იცის იქნებ ის რაც დღეს უზარმაზარი კლდე გგონია ხვალ პაწაწინა კენჭად იქცეს ხატია მივიდა, იმ ღამით ბებოს გვერდით დაიძინა ისე როგორც ბავშვობაში. ანასტასია გვიან ავიდა საძინებელში , იოანეს ისევ არ ეძინა ,ტაისას ელოდა. -მოვიდა ხატია? -მოვიდა -ბებოსთან დაიძინა ხომ? -ბებოსთან დაიძინა -კარგად ხარ? -კარგად ვარ -ასე რატომ მიღიმი ტაისა? -მოგწონს? - უყურებდა და იღიმოდა. ისეთი ლამაზი იყო იოანე თვალს ვერ აშორებდა. -ტაისა მე შენი ღიმილი მიყვარს -მე შენი სიყვარული მიყვარს ! აკოცა, ისე როგორც არასდროს. უბრალოდ კი არ კოცნიდა , გრძნობას აფრქვევდა იმ გრძნობას რომელიც მხოლოდ იოანეს ეკუთვნოდა,მხოლოდ მის მეორე-ნახევარს და სხვას არავის. ......... დრო მართლაც ყველაფერს ცვლის, გვაჩვენებს რეალობას და მისი გამოყენებით ყველაფრის გარკვევაა შესაძლებელი. რამდენიმე კვირა აღმოჩნდა საჭირო იოანესა და ტაისას ერთმანეთი რომ გაეცნოთ, ასე უბრალოდ ერთად ყოფნით . პირველი კვირა რთული იყო, იოანე შედარებით სუსტად გრძნობდა თავს,შემდეგ ხელჯოხიც მოიშორა და ნაკაწრებიც გაქრა. ანასტასია მაინც თავს ევლებოდა, არა იმდენად გადაჭარბებულად,მაგრამ მაინც იმ დროს ნამდვილად მზრუნველი ცოლი იყო . ტაისასთვის უცხო თორემ ბევრი ქალი მთელი ცხოვრება ასეთი ყურადღებიანი,მზრუნველი და ფუსფუსა ცოლია . ამინდებიც თითქოს ხელს უწყობდა წყვილს,მთელი დღე სახლში იყვნენ სხვებიც არ სტუმრობდნენ იმდენად დიდხანს. ისეთი წვიმები იყო ზოგჯერ მთელი ცა შავი ღრუბლებით იფარებოდა. წყვილი საძინებლიდან უყურებდა ხედს და ხშირად დუმილით ტკბებოდნენ. დილით ძილიც კარგად აისახა ტაისას გარეგნობაზე უფრო უკეთ გამოიყურებოდა, განწყობა ხომ მთლიანად მის ხასიათზე მოქმედებდა და სხვა რა იყო საჭირო მისი თვალების გაბრწყინებისთვის. იოანე კი სრულ ნეტარებაში იყო. ხელმოტეხილი, ფაქტობრივად უმოქმედო ,ზოგჯერ ტკივილისგან შეწუხებული იყო ყველაზე ბედნიერი. განა იმიტომ რომ ტაისა ზრუნავდა მასზე, ეს უბრალოდ კმაყოფილებას განაცდევინებდა ამ მზრუნველობის მიზეზი კი ბედნიერეს ხდიდა. ამ დროის განმავლობაში ტაისას სიახლოვით ტკბებოდა, სრულიად წრფელსა და ნამდვილ ანასტასია ანჯაფარიძეს ხედავდა ემოციურს, საყვარელს, ზოგჯერ მკაცრს, ჯიუტსა და თავხედს. ტაისა მესხი ქალი იყო რომელსაც შეეძლო ბრძოლა მაშინ ,როდესაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. ყვირლზე ყვირილით ეპასუხა და უბრალოდ ერთი უხეში სიტყვის გამო გაბუტულიყო .და მაინც ტაისა მესხი იოანეს გულისცემას უსმენდა, ძილის წინ კოცნიდა და შემდეგ იძინებდა,დილით იღიმოდა თვალს მხოლოდ მას შემდეგ ახელდა რაც ცხელ სურნელს შეიგრძნობდა. ეს იყო დრო როდესაც მათ შორის ხორციელი ვნება არ იყო, მაგრამ მაინც ტაისა იოანეს გვერდით მშვიდი და ბედნიერი იყო. ერთ ღამეს ტაისას მუცელზე ედო თავი და უსმენდა მისი საყვარელი წიგნიდან ფრაზებს. შემდეგ მის ცეკვას უცქერდა, თითქოს ველური ამორძალი იყო ქალღმერთის სხეულში ჩასახლებული . ერთ დღეს მშობლებთან ატარებდნენ , მეორე დღეს მოწყენილობის გასაფანტად ტელევიზორში არხებს არჩევდნენ და ბოლოს რაღაც სულელურ კომედიაზე იცინოდნენ ,იცინოდნენ ცრემლებამდე .შემდეგ ტაისა გაჩერდა ,უყურებდა მანამ სანამ სურვილმა არ სძლია და ტუჩებზე არ დააცხრა მესხს. შემდეგ ორივე იმაზე იცინოდა, რომ სექსი ჩხუბის გარშე ,იოანეს მოტეხილი ხელით სულ სხვანაირი გამოუვიდათ,მაგრამ მაინც არ უჩხუბიათ. მესხი მაინც თავისი მოწოდების სიმაღლეზე იყო, სერიოზული და სიტყვაძუნწი. გიგი და კესარია კი მთელი ეს დრო უცხოებივით იყვნენ.ისე გრძნობდნენ თავს თითქოს ერთმანეთს არც კი იცნობდნენ,მართალია გიგი ყველაფერს აკეთებდა,კესოზე ზრუნავდა და თითქმის არაფერი უთქვამს ტაისასთან დაკავშირებით,მაგრამ მაინც კესო აღარ იყო ისეთი როგორც ადრე. ყველაფერი თანდათან უარესდებოდა და სიყალბეში გადადიოდა. მათ საუბარი არ შეეძლოთ იმდენად ეშინოდათ ჩხუბის რომ დუმილს არ არღვევდნენ ,დაგროვილი ემოციები კი მოსვენებას არ აძლევდნენ. ........ დილით უცნაური სიგრილე იგრძნო ,ფანჯრიდან უცნაური სინათლე შემოდიოდა და თვალები როგორც კი გაახილა მაშინვე წამოიკივლა. საწოლზე იდგა და ხტუნავდა შეშინებული იოანე რომ წამოვარდა -ვაიმეეეე ვაიმეეეე თოოოვს თოოოოვს -ტაისა ...გინდა გული გამისკდეს? -თოოოვს ნახეეე ფიფქებიაა -ხო მერე? -რა მერე თოვლი რომ მიყვარს არ იცი? - ყელზე მოხვია ხელები და აკოცა -მაინც არ დადებს ,ტყუილად თოვს -ბოროტო- ტუჩები დაბრიცა და მკლავზე უჩქმიტა -გამაბოროტა დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ და იქნებ ავინაზღაუროთ ის დღეები როდესაც ერთი ხელით გეფერებოდი? - თავისკენ მიიზიდა და სახე ისე მიუახლოვა ტაისას სულ დაავიწყდა თოვლი -რა გამოდის რომ რასაც ვაკეთებდით არ მოგწონდა? -ახალ წლამდე ჩემი ხარ ხომ? -არა მხოლოდ -ქალაქიდან გავიდეთ , მხოლოდ მე და შენ -მაცდურად ჟღერს,სად წავიდეთ? -სადაც თოვლი იქნება ,ნამდვილი თოვლი და არა მხოლოდ ფიფქები -ხელი გეტკინება ... -არ მეტკინება - ყელს უკოცნიდა და შიშველ ზურგზე ეფერებოდა -როდის წავიდეთ? -როცა გინდა -დღესვე წავიდეთ. ოღონდ მე ხელი მტკივა და ბარგს ვერ ჩავალაგებ -კარგი მე ჩავალაგებ ბარგს და წავიდეთ ასე მარტივად მიემგზავრებოდნენ სამთო კურორტზე, მნიშვნელობაც არ ჰქონდა სად.უბრალოდ იქ სადაც ერთად იქნებოდნენ და ტაისას საყვარელი თოვლიც იქნებოდა. ის იყო სახლიდან უნდა გასულიყვნენ იოანეს მობილური რომ ამღერდა. მანქანა არ დაუძრავს, რამდენიმე სიტყვა მოისმინა „მოვალ“ თქვა და ტაისას გახედა -სახლში დარჩენა მოგვიწევს, დღეს ვერ წავალთ -რამე პრობლემაა? -ბიჭებთან უნდა გავიდე... -ახლავე? -ხო ახლავე, საღამოს მოვალ და გამოვისყიდი გეფიცები -სალომესთან გამიყვან? არ მინდა მარტო სახლში ყოფნა -გეწყინა? -ნელ-ნელა ვეჩვევი შენი მეგობრების ძირითადად გიგის გამო ჩვენი ღამეებისა და დღეების გაქრობას. მალე მე დავიწყებ გიგიზე ეჭვიანობას,თუმცა შენ არც ეჭვიანობდი -მწარედ ვხუმრობთ ტაისა? -სიტყვასაც აღარ ვიტყვი, მე ჩემს მეგობართან წავალ რომელმაც უსიტყვოდ გაიგო ჩემი. კიდე ვერ ვიჯერებ რომ მიხვდა გიგი რომ მიყვარდა -როგორ მომწონს წარსული ფორმა, რაღაც კარგად მხვდება ყურში -აუვარდა ახლა თავში - ცხვირი მაღლა ასწია და ვთომ სერიოზული სახე მიიღო,მაგრამ მაინც გაეცინა -არა როგორ არ ვბრაზდები მიკვირს, ისევ ვერ დავრჩით ერთად -ისედაც ერთად ვართ ტაისა -არა არ ვართ,სულ ვიღაც მოდიოდა ახლა კარგად ხარ და მაინც ვერ მივდივართ -წუწუნებ ტაისა? -სალომესთან მინდა ...გააჩერე -ჩემი ბრაზიანი ტაისაა - მანქანა გააჩერა და მისკენ გადაიხარა, ყელში აკოცა -ნუ ეჭვიანობ ჩემ მეგობრებზე -არ ვეჭვიანობ -ძალიან კარგი ...მაშინ წავედი -ხოდა მეც წავედი - წარბები შეკრა და მანქანიდან გადავიდა. იოანე რომ წავიდა ლამის კივილი დაიწყო. სალომეს კართან იდგა და ისე აკაკუნებდა თითქოს იოანეს ურტყამდა იმ მუშტებს.გოგო გააგიჟა -რა ..რა ხდება მშვიდობაა? ვინმე მოგდევს? ვიღუპებით? -რა ფორმაში ხარ სალომე? -ახლა გავიღვიძე... -ლოყები აგიწითლდა თუ მომეჩვენა? ბინაში მარტო არ ხარ? -მარტო ვარ ,შემოდი გავიყინე -ისე თხლად გაცვია აბა რა იქნება, ეს ხალათი როდის შეიძინე ტკბილო? -ანასტასია ნუ მიყურებ ასეთი თვალებით -რაღაც ცოდვის სურნელი ტრიალებს და დავიჯერო ქორწინებამდე დაკავდით სიყვარულით შენ და ლევანიკო? -ლევანიკოს ნუ ეძახი ,ბრაზდება -უი მართლა? მერე აქამდე ვერ მითხარი? მეც ვერაფერი შევამჩნიე -ანასტასიააა -ბატონო -ბოლო დროს ისე გახალისდი აღარ ინდობ ხალხს ამ შენი ხუმშობებით -ხო დღეს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე ვარ,ქმარს დასასვენებლად მივყავდი და ისევ გადადო სავარაუდოდ გიგის გამო -რა ხდება? -არ ვიცი და არც მაინტერესებს ... ახლა მინდა მითხრა რა ხდება შენს თავს -ერთად ვიყავით ხო... მასთან ვიყავი და თავი ვეღარ შევიკავეთ .ახლაც გული მიმდის რო მახსენდება -მე კი გული მიგრძნობს დიდხანს ვეღარ გაუძლებთ და მინიმუმ ერთად გადაცხოვრდებით...ახლა ვიეჭვიანებ ანუ მე როცა მომინდება ვერ მოვალ რადგან შეიძლება ამ დროს ის იყოს აქ და „საქმით“ იყოთ დაკავებულები -ნუ აჭარბებ რომელი საუკუნეა -საუკუნე რა შუაშია, როდესაც ადამიანთან ასეთი ვნება და სიყვარული ერთდროულად გაკავშირებს ,გაიგებ როგორია მის მკლავებში ყოფნის სიამოვნება ძნელია თავის შეკავება. ჩემთვის ასეა და შენ ამ სიყვარულში დაფერფლილ ქალს სხვა გრძობა გაქვს დავიჯერო? -შენ რო ამტკიცებ იოანე არ მიყვარსო,სულ თავიდან გიგი მიყვარდაო როგორ გრძნობდი მაგ სიამოვნებას -გიგიზე ფიქრებით თავს რომ არ ვიწუხებ ეგ ხომ იცი შენ ... ისიც იცი რომ იოანეს მომხიბვლელობას და სექსუალურობას,მის ქარიზმას სულ ვაღიარებდი.ახლა ნუ მათქმევინებ რა დიდი სიამოვნებაა როდესაც ასეთ კაცს უყვარხარ და მასთან ყოფნა ხომ საერთოდ პანიკური სიამოვნებაა,ხანდახან მეშინია არ გავგიჟდე -მე ვერასდროს ვიგრძნობდი ამას მხოლოდ ვნების გამო, რომ არ მიყვარდეს -სალომე არ გინდა ახლა ამაზე ... წავალ მე ყავას გავიმზადებ შენ მოწესრიგდი და მერე ვიჭორაოთ საღამომდე არ დაურეკავს იოანესთან, სალომესთან იყო მანამ სანამ ლეომ არ გამოჩნდა. შემდეგ იქედან აორთქლდა, სახლში დაბრუნებულს დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. იოანე სახლში ისეთი სახით შევიდა დილანდელი განწყობა ბოლომდე გამქრალი ჰქონდა. აკოცა, დივანზე დაეშვა და თავი უკან გადასწია -კესარია სახლიდან წავიდა,განქორწინებას აპირებენ და გიგიც არ უწევს წინააღმდეგობას-ერთი ამოსუნთქვით თქვა და მზერა ანასტასიას გაუსწორა -უკვე წავიდა თუ წასვლას აპირებს -გუშინ წასულა,გიგი გალეშილა და დღეს ნიკუშა წააწყდა -ასე უცებ გადაუყვარდა თავისი კესარია? ერთმა შეცდომამ გაუქრო გრძნობები? არადა ცოტა ხნის წინ უკვირდა როგორ გადამიყვარეო ,იმდენჯერ შემცდარა ჩემთან -რომ უყვარს იმიტომ გაუშვა,თავად ასე ხსნის მე კი არ მესმის როგორ მისცა წასვლის ნება -ვერც გაიგებ,ისე როგორც ის ვერ გაიგებს ჩვენ ურთიერთობას -და რა გავაკეთო აბა ,ვუყურო როგორ იტანჯება ეს აქ ის გოგო იქეთ ,თავის მშობლებთან და ჩემი ნათლული კიდე ხო საერთოდ გაურკვევლობბაში დაიადება -ჩემი მშობლების ერთად ყოფნას ისევ ასე ცალ-ცალკე მათი ოჯახების ცქერა მირჩევნია,თუმცა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა დიდი ოჯახი რომ ვყოფილიყავით ისე როგორც შენები არიან... -ასე მშვიდად რატომ ხარ -ველოდი ამ განვითარებას და იმიტომ...მე ის მიკვირს შენ რატომ ელი გიგისგან ,მითუმეტეს კესარიასგან მეტს -უყვარდათ ,შენ არ გინახავს მაგათი ურთიერთობა ახლიდან მითუმეტეს გიგი არ გინახავს როგორ იყო -აზრი? თუ მხოლოდ ბედნიერების ჟამს გიყვარს,მაშინ როდესაც შენს ხელშ არ არის და მერე უბრალოდ იმსხვრევა ყველა კავშირი რა აზრი აქვს სიყვარულს -გადაგიყვარებ და ვიცხოვროთ ისე, რა აზრი აქვს სიყვარულს -პარალელებს ნუ ავლებ ძალიან გთხოვ...შენი და მისი სიყვარულის გაგებაც კი განსხვავებულია შეგრძნება და ძალა ხომ საერთოდ. თუმცა ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული ...სულის სიძლიერეზე - მუხლებზე დაუჯდა, აკოცა და ჩაეხუტა -ხვალ სამსახურში უნდა მივიდე...ახლა ვერ წავალ,ხომ გესმის -არ მესმის,მაგრამ გავიგებ - თვალები არ გაუხელია ისე უპასუხა. მშვიდად საუბრობდა,მაგრამ მის გონებაში ქაოსი იყო რომელიც მხოლოდ ერთი ამბავის ირგვლივ ტრიალებდა „განქორწინდებიან“ და მაინც სიხარულს ვერ გრძნობდა. მცირე დოზით მაინც ელოდა,თუმცა კმაყოფილების ნაპერწკალიც არ ჩანდა. სამსახურში არ დაბრუნებულა, სახლში იყო ისე როგორც უბრალო უმუშევარი ცოლი. დადიოდა მეგობრებთან, ოჯახთან, მესხებთან . იგებდა ისეთ ამბებს რასაც მუშაობის დროს ვერ გაარკვევდა.სწავლობდა დედამთილისგან ახალ კერძებს და მხოლოდ მზადების დროს იაზრებდა ,რომ ყველა მათგანი იოანეს უყვარდა,მეტიც ზოგს თავად საერთოდ ვერ იტანდა,მაგრამ ისეთი ენთუზიაზმით ამზადებდა ცუდად რომ გამოსდიოდა დეპრესიის შემოტევა ჰქონდა. იოანე ამ ყველაფერს ხედავდა,მაგრამ არ იმჩნევდა. უყურებდა ტაისას და გული უთბებოდა. ვახშამზე ტაისას კულინარიულ შემოქმედებას აფასებდნენ ,ყველა ჩუმად იყო -არ მოგეწონათ? მე რომ მომეწონა შეფასების უნარი დავკარგე? -ყველაფერი გემრიელია რძალო, ნამდვილად კარგ დროს მოვსულვართ -არ ვიცოდით ასეთ ვახშმებს თუ ამზადებდი ,თორემ საღამოობით ხშირად მოვიდოდით მე და ნატა -ისევ რამე მოხდა?-ჩანგალი დადო და მოღუშულ სამეგობროს გადახედა -კესოს მშობლები ქვეყნიდან მიდიან და ისიც აპირებს წასვლას,გაურკვეველი ვადით მიდის -გიგი გიჟს გავს, ყველა გამოგვაგდო .იოანეც კი მიხვდა ,იმ საღამოს გაიზრა რომ უკვე აღარ აღიზიანებდა სამეგობროს ასეთი ურთიერთობა. არც ის რომ სულ გიგის გამო იყვნენ ცუდად, არც ის რომ ამ წყვილის ირგვლი ტრიალებდა ყველას ცხოვრება. ხვდებოდა რომ ერთი მთლიანობა იყვნენ და ერთმანეთის ტკივილი ტკიოდათ. წარმოიდგინა როგორ იქნებოდა სალომე რომ ყოფილიყო მათ ადგილას და ყველაფერს მიხვდა. აქამდეც იცოდა,მაგრამ მაინც ვერ იკავებდა ბრაზს . ეგოისტურად აგიჟებდა იოანე რომ მათ გამო იყო ცუდად . მისი გამხნევება სწორედ გიგის გამო რომ უხდებდოა ეს ფაქტი აცოფებდა,ახლა კი უბრალოდ მათთან ერთად ნერვიულობდა. ეს რომ გაიაზრა მერე თვალი ვეღარ მოხუჭა, იოანეს უყურებდა და ფიქრობდა . მესხი სამსახურში არ წასულა , სახლიდან აგვარბდა ყველაფერს. კაბინეტში იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა, ტაისა კი ვერ ისვენებდა. ბოლოს ჩაიცვა და ისე გამოეცხადა მესხს -მე გავდივარ ცოტა ხნით, მალე დავბრუნდები ხო სახლში იქნები? -სად მიდიხარ ? ვამთავრებ უკვე საქმეებს და ვივახშმოდ სადმე ...ან გავისეირნოთ -რომ დავბრუნდები შემდეგ,მეჩქარება ახლა- უცებ აკოცა და მანამ წავიდა სანამ იოანე რამეს ეტყოდა. მანქანას კი სწრაფად ატარებდა,მაგრამ ეზოსთან რომ გააჩერა შემდეგ მიხვდა რომ ბოლომდე დარწმუნებული არ იყო. რამდენიმე წუთს სახლს უყურებდა, იმდენად უსიცოცხლო ეჩვენა იქაურობა რომ წამით ისიც კი იფიქრა რომ მისამართი შეეშალა. კარი გამოხსნა და ეზოში შევიდა. აკაკუნებდა,მაგრამ არავინ აღებდა.ისიც კი იფიქრა რომ სახლში არავინ იყო,მაგრამ ღია კარი ღია იყო. დიდხანს არც უფიქრია პირდაპირ მისაღებისკენ დაიძრა. ისეთია რეული იყო ყველაფერი თითქოს მიტოვებულ სახლში იყო რომელსაც დიდი ხანია მცხოვრები აღარ ჰყავდა. მისაღებიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა. ყველაფერი ჩაბნელებული იყო ეკრანზე კი კესარია ჩანდა გიგის დაბადებისდღეს ულოცავდა და სიყვარულს უხსნიდა. დოლიძე ძლივს დაინახა ,დივნის წინ ხალიჩაზე იჯდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო უცებ წამოვარდა -კესო დაბრუნდი ?- ტაისას დანახვისას უკან დაიხია. ანასტასიას წინ წვერგაუპარსავი, თვალებდაწითლებული, გათიშული კაცი იდგა,რომელსაც დოლიძის მხოლოდ სხეული შერჩენოდა. შეკრთა მისი დანახვისას, შეებრალა. გაუგო თითქოს, იდგა და მისი ესმოდა.მხოლოდ იმ წამს,მანამდე კი ვერაფრით გაუგო კაცს რომელმაც საყავრელი ქალი გაუშვა-ანასტასია ანჯაფარიძე...რისთვის მოხვედი .ცოვებმა მიპოვეს და ყელში მიჭერენ, ვერ ავიტანე უმიზეზოდ შეურაცხყოფის მოყენება და ჩხუბი...შენ როგორ მიტანდი . ნახე რა საყვარელია,როგორი თვალები აქვს. ვინ ვარ ასეთი ისიც რომ შევცვალე, რა სასჯელია ჩემი სიყვარული? ვისაც შევუყვარდები ეშმაკად უნდა გადაიქცეს? ასე გამოდის რო შენ უფრო გიყვარდი რაც ტყუილია...მაშინ რა გამოდის რძალო? ორივეს ჩემ გამო რატო აგერიათ ცხოვრება , მე ხო არ მითქვამს შეიცვალეთ-თქო ...შენთვის ისიც არ მითქვამს შემიყვარე-თქო მას ვეუბნებოდი მხოლოდ, შემიყვარა და შეიცვალა? საერთოდ რატო შეგიყვარდი, რატომ მითხარი რომ გიყვარდი სულ არაფერი მოხდებოდა -ბევრი მიფიქრია მაგაზე იცი? ახლახანს მივხვდი რომ უბრალოდ სხვანაირი იყავი,ჩემგან განსხვავებული. იმდენად მარტივი ,რომ ვფიქრობდი ჩემთვის იდელაური იყავი. შენთან კარგად ვიქნებოდი და ამ აზრმა გააკეთა ყველაფერი. სულელი ვიყავი , შენთან ერთ თვესაც ვერ გავძლებდი ,რომ გყვარებოდი მაინც. ან მოგკლავდი ან სამუდამოდ დავშორდებოდით,ისე რომ გზაში შეხვედრისას არც კი შემოგხედავდი. რატომ? იმიტომ რომ მე და შენნაირი ადამიანი ერთად ვერ ვიარსებებდით. სამაგიეროდ შენი მეორე-ნახევარი ზუსტად ისეთია როგორიც შენ, მარტივი. მარტივები უფრო მეტ შეცდომას უშვებთ და მერე ვერ იაზრებთ ,ვერ უძლებთ რადგან თქვენთვის ცხოვრება ვარდისფერია. გტკივა ყვირი, დაეცემი სხვას ელოდები როდის გამოგიწვდის ხელს, გეშინია ამბობ მეშინიაო. ჩვენ, რთულებს ეს არ შეგვიძლია. -იოანემ ჩემი დამსახურებით გიპოვა? იცოდი რომ ჩემი მეგობარი იყო ? მე უნდა მიმადლოდე შენი კაცის პოვნას ?- მაგიდაზე იჯდა და უყურებდა, თითქოს არც იყო დედამიწაზე -არ ვიცოდი, დიდხანს არ ვიცოდი თუ ერთმანეთს საერთოდ იცნობდით. მერე ერთად დაგინახეთ იოანემ შემდეგ მითხრა მიყვარხარო და იმაზე მკაცრი ვიყავი უარი თქმისას ვდირე ოდესმე ვინმესთან. ასე რომ ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ღმერთის დამსახურებაა და შენ არაფერ შუაში ხარ... -მე და კესოც ხო ღმერთმა შეგვახვედრა,რაღატო წამართვა? -ღმერთს ნუ ადანაშაულებ იმაში რაც შენი ბრალია მხოლოდ. ადექი ,ადექი და სარკეში ჩაიხედე რას დაემსგავსე. ან აქაურობა რას გავს, რისთვის იმიტომ რომ წავიდა? დიდი ამბავი გაბრაზდა და წავიდა, ვერ გაპატია. გაინტერესებს ხომ რა ვერ გაპატია...ისაა დამნაშავე და საპატიებელი შენ რა გქონდა ხომ? რომ ადანაშაულებ სწორედ ის! ისე მალე აქციე ზურგი რომ ეჭვი შეეპარა შენს სიყვარულში,ვეღარც დაცულად იგრძნო თავი, აღარც შვილი უნდოდა შენგან საერთოდ ყველაფერი თავზე დაემხო იმ შენი ქცევით, ბავშვური და უაზრო ქცევით.მანამდე ზღაპრის დედოფალს ეგონა რომ მისი რაინდი ზურგს არ აქცევდა, შენ ხომ ყველაფერს აკეთებდი მისთვის. მერე უცებ არაფერი გააკეთე და იმ სულელსაც მეტი რა უნდოდა იფიქრა რომ მორჩა არ გიყვარდა. შენც ყველაფერი გააკეთე ეს რომ დაეჯერებინა. ახლა აქ აგდიხარ საცოდავი ,გაუბედურებული და კიდევ ელი რომ კესო მოვა ...ასე უბრალოდ ადგება და მოვა? როცა უნდა იბრძოლო მაშინ იქცევი საცოდავი ლაჩარივით. იქნები აქ და უყურებ როგორ წავა შენი ცოლი სხვა ქვეყანაში, შენგან შორს გააჩენს ბავშვს და მოწყალებასავით წელიწადში რამდენჯერმე ნახავ საკუთარ შვილს? სხვათაშორის ჩემს ქორწილში დაანონსდა მისი დაბადება და ახლა საერთოდ არ მინდა ის ჩამწარებული ბედნიერება ფუჭი იყოს. არც ის მინდა თქვენ ორის გამო ათასჯერ რომ დამტოვა ქმარმა უაზრო აღმოჩნდეს, იმაზე არაფერს ვამბობ რომ ის აირჩიე და დამამცირე.მადლობა ღმერთს რომ ის აირჩიე ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მის გამო მიშორებდი თავიდან და ისე მექცეოდი მთელი ცხოვრება დანაშაულს უნდა გრძნობდე ჩემი დანახვისას! -რა გგონია რომ არ მივედი, არ დაველაპარაკე.წასვლამდე არ ვისაუბრეთ? არ ვიჩხუბეთ, ყველაფერი არ ვეცადე რომ გადამერწმუნებინა? ამბობს რომ სიყვარული საკმარისი არ არის ,რომ ჩვენ ერთად ვერ ვიცხოვრებთ . შენ კი მოხვედი და ლექციას მიტარებ როგორი საცოდავი ვარ...ვიცი გმადლობთ, რომ მახსენებთ. ერთად ვკარგავ საყავრელ ქალს და შვილს ,როგორ გინდა რომ ვიყო -მერე აჩვენე რომ შეძლებთ, რომ უბრალოდ გამოცდა იყო ეს ყველაფერი და მეროე შანსი სთხოვე...მე რა ვიცი რამე გააკეთე და არ დაკარგო ქალი, რომლის გამოც ყველაფერი გააკეთე ერთ დროს ! -შენ რომ იყო მის ადგილას რას გააკეთებდი ..შენ -არც გაბედო და არ შემადარო...საერთოდ არ აღმოვჩნდებოდი მე მის ადგილას. კაცს რომელსაც ვუყვარვარ ისედაც ვიცი რომ არავისტან წავა, თუ ვეჭვიანობ ისიც იცის და საერთოდ ყველაფრის გამო შეიძლება ვიჩხუბოთ ქალის გარდა. ეს საკუთარი თავის ნდობაა, მას კი უაზროდ შეეშინდა ჩემი ,ანასტასია ანჯაფარიძის ,რომელმაც რეალურად თავი ვერ მოგაწონა,ახლა რომ ვფიქრობ მგონია რომ ჩემი ძალები ბოლომდე არ გამოვიყენე, არმინდოდი ისე ძალიან, თორემ იოანე მესხის ცოლი გავხდი და შენი ხელშ ჩაგდება ამასთან შედარებით ზღვაში წვეთი იქნებოდა ჩემთვის. გული მიგრძნობდა ,რომ არ ღირდი ჩემი ძალების მაქსიმუმი რომ დამეხარჯა...შენს ადგილას იოანე რომ ყოფილიყო ისევ ჩემი ქმარი იქნებოდა და შეიძლება უკვე მყოლოდა ჭაობისთვალება ბავშვი ... ის კი კესარიაა , პატარა საყვარელი გოგონა ,რომელიც შენ გელოდება ,რომელსაც არ შეუძლია სხვანაირად.წადი ,წადი მასთან და არ გაუშვა ,მორჩი გლოვას ბოლოს და ბოლოს -რატომ აკეთებ ამას -ჩემი ქმარი ზედმეტად ნევრიულობს თქვენზე, მე კი ვერ ვიტან როდესაც ჩემს გარდა რამეზე ან ვინმეზე ფიქრობს !- გაიცინა და უკან დაიხია- ხვალინდელი დღეც რომ შენთან საუბრით დაიწყოს გეფიცები გაგაქრობთ შენც და შენს კესარიასაც -ახლა ვხვდები ... იოანე რას ხედავდა შენში მოეხვია, ტაისა გაშეშებული იდგა სულ რამდენიმე წამს. გაოცების გარდა არაფერს გრძნობდა,საერთოდ არაფერს. გაეცინა, გიგი კი ამ სიცილმა გააოცა თუმცა დიდხანს არ უფიქრია გასაღების ძებნა დაიწყო რომ კესოსთან წასულიყო. ტაისა სახლში დაბრუნდა, საკუთარი თავისთვის რომ შეეხედა იტყოდა ეს ქალი მიფრინავს კი არ მიაბიჯებსო. იოანე როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ გაიქცა და ყელზე ჩაემოეკიდა ,რამენჯერმე აკოცა შემდეგ გულზე მიადო თავი,ღიმილი წამითაც არ შორდებოდა -სად იყავი ტაისა? - თავზე გადაუსვა ხელი მესხმა,საფეთქელზე აკოცა და მისი სურნელი შეიგრძნო -გიგისთან -ისე უთხრა არც შეტოკებულა, გულს უსმენდა რომელმაც წამით შეწყვიტა მუშაობა,თითქოს გაიყინა მესხი. ისევ ქალის თმაში ჰქონდა სახე ჩაფლული,ხელები მის სხეულზე მოხვეული -გიგისთან?- ისე წარმოთქვა ბგერები თითქოს პროგრამას ასრულებდა -მგონი შეგვიძლია სადმე წავიდეთ, შენი რომიო ჯულიეტას ურიგდება ამ წუთებში -ასეთი რა უთხარი- ისევ შეცვლილი ჰქონდა ხმა,მაგრამ არ შორდებოდა. გულისცემა აუჩქარდა ,ტაისა იღიმოდა -ჩემი იოანეს ანერვიულების უფლება მხოლოდ მე მაქვს, სხვაზე არავისზე უნდა იფიქროს შერიგდით თორემ ორივეს გაგაქრობთ-თქო -და შეეშინდა? -გარბოდა ე.ი შეეშინდა -მაშინ ნამდვილად შერიგდებიან-იოანეც აჰყვა ,გაიღიმა და ყელში აკოცა. ჩუმად ისხდნენ, მესხის მკლავებში იყო მოქცეული და მის ცხელ სურნელს ისრუტავდა - შენი ჩახუტება მიყვარს -მხოლოდ ჩახუტება? -შენი ჭაობისფერი სფეროებიც მიყვარს -შენ რომ გიყურებ? -ყოველთვის! შენ ხომ მხოლოდ მე მხედავ ე.ი ჭაობის ნაპირზეც მხოლოდ მე ვარ -ტაისა გიგისთან მიხვედი და დაარწმუნე რომ კესარია დაებრუნებინა? -წავიდეთ მთაში...მე და შენ . სასტუმროს ნომერს დავჯავშნი - ფეხები წელზე მოხვია და ტუჩის კუთხეში აკოცა -ტაისაა -ხომ შეიძლება უბრალოდ დაივიწყო ჩემი ახირება გიგისთან დაკავშირებით,გაატარო ისე როგორც შენი ცოლის ბავშვობის შეცდომა. აჟიტირებული ვარ და ნუ გამაბრაზებ თორემ ქარიშხალივით დაგატყები თავს-თითები ყბაზე მოუჭირა თავი ააწევინა და თაფლისფერი სფეროები მიანათა-რას ხედავდი ჩემში მესხო?- თითები არ მოუშორებია ისე ააცხრა ტუჩებზე და მერე დაუსვა კითხვა -ტაისას ... -ტაისა ანასტასია არ არის? -ანასტასია მიყვარს, ტაისა მხოლოდ ჩემია არც ტელევიზისაა, არც მეგობრების,ნათესავების მხოლოდ ჩემია,ჩემი სურნელი აქვს. ტაისა უბრალოდ მოკვდავი არაა , ტაისა ქალ-ღმერთია -იცი შენ ვინ ხარ ტაისასთვის ? იოანეს ტაისას ხმა ათრობდა,მისი მნათობი თვალები. თითქოს გონებაც არეული ჰქონდა , ტაისას შექმნილი მორევი თავისკენ ითრევდა -კაცი რომელიც მისითაა შეპყრობილი ტაისას გაეღიმა, თუმცა ბედნიერებისგან გამოწვეული ღიმილი არ იყო. ისევ აკოცა და გრძნობების ქარიშხალში ჩაიკარგა იოანესთან ერთად... .......... თოვდა,ტაისას დილიდან ფიფქივით დაფარფატებდა. პირველად ელოდა ამდენ სტუმარს ერთად. მართალია ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები,მაგრამ ახლა გრანდიოზული ვახშამისთვის ემზადებოდა. პირველად ესტუმრებოდა ხატია ქმართან ერთად. ხო ერთ მშვენიერ დღეს მაგდამ კივილით დაურეკა იოანეს „ხატია გაიპარა“. იმდენა სწრაფად განვითარდა მოვლენები რომ ვერც გაიაზრეს ისე გაფრინდა ხატია ბუდიდან. ტაისა იოანეს რეაქციებით ხალისობდა, ხედავდა როგორ იკავებდა თავს და ყოველ ჯერზე რაღაც მწარეს ეუბნებოდა მერე ჩუმად კამათობდნენ ,ბოლოს კიცეცხლოვანი დასასრული ჰქონდათ. მოკლედ ახლა ვახშამს ამზადებდა დიდი ოჯახისთვის. იოანე ტერორში ჰყავდა , მაგრამ ბატონი კნუტს ეთამაშებოდა ტელევიზორის წინ მოკალათებული და საერთოდ არ აქცევდა მის ისტერიკას ყურადღებას. ყოველ საათში აკითხავდა წინადადებით“რესტორნიდან მოვიტან მზა საკვებს, ნუ მოწამლავ ამდენ ადამიანს“ ტაისა მკვლელი მზერით პასუხობდა და დუმილს ინარჩუნებდა. ბოლოს კნუტთან ერთად დასკუპდა სკამზე და ისე უყურებდა ცოლს. ტაისამ ვეღარ გაუძლო მის მზერას,უცებ ჩაავლო ხელი საყელოში და თავისკენ მიიზიდა. გული რომ იჯერა კოცნით მერე მოშორდა,ტუჩები გაილოკა და მშვიდად დაუბრუნდა. კერძებს იოანე კი დატოვა გაშეშებული,კნუტიც გაექცა და დაჩა მარტო. ბოლოს დედოფალს ჰგავდა, სახლს რომ სასახლედ აქცევდა და ქმარს მეფედ. სუფრის თავში იოანესთან ერთად იჯდა და გულწრფელი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. სხეულზე მოთარეშე მესხის თავხედი თითები გონებას ურევდნენ,მაგრამ მაინც ცდილობდა თავის შეკავებას.ბოლოს ბარძაყზე მოთამაშე თითები შეიპყრო ,ხელი ჩაკიდა და გარეთ გაიყვანა. აივანზე იდგნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ -მხოლოდ შენ თუ შეძლებდი ამას- იოანემ ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა-ყველაფრის არევას ჩარევის გარეშე და შემდეგ ერთი მარტივი ქმედებით დალაგებას -ყველამ მოვიშორეთ ჩვენი წილი ტვირთი, სხეულზე მოხვეული მარწუხები და საკუთარ თავს დავუბრუნდით -მე რომ არსად წავსულვარ? -აქამდე გიყვარდი,ახლა ჭკუას კარგავ - თითები მაჯაზე გადაუსვა და ტუჩზე იკბინა -ცოლად ეშმაკი მყავს , პირად საკუთრებაში .ვინ ვარ? -იოანე მესხი,ჩემი ყველა-ფერი მესხის მწვანეები ანათებდნენ, მრავალ ფერს ქმნიდნენ ტაისას სულში. მაინც ვინ იყო ტაისა მესხი? ტაისა მესხი, რომელიც სულით ხორცამდე იოანეს ეკუთვნოდა. ტაისა მესხი,რომელიც იოანეს მწვანეებში იძირებოდა. ერთადერთი ვისაც ჭაობში ცურვა შეეძლო,მისთვის სულის მიცემა და მწვანე სივრცის აყვავება. ტაისა მესხი იოანეს მეორე-ნახევარია... .............. დილით ადრე გაიღვიძა, მესხს ისევ ეძინა ამიტომ ზემოდან მოექცა და კოცნა დაუწყო -გაიღვიძეეე ...დღეს შვებულება მეწყება .გავრბივართ ზღვაზეეე -შენ თუ შემიწირავ, ამდენი ენრგია საიდან გაქვს. სამსახურიდან არ გამოდიხარ, წუხელ ლამის საწოლი გავტეხეთ და ამ დროს იღვიძებ- კოცნიდა და იცინოდა-ასეთი ხმით ნუ იცინი თორემ არ გაგიშვებ -უცებ მივალ და მერე წავდიეთ...ბარგი მზადაა, მანქანაში ჩადებ . სახლს მიხედავ და მომაკითხავ -გასაგებია... ზემოდან მოექცა და დილის გამოსაფხიზლებელი „რიტუალი“ სრულყოფილად ჩაატარა. ტაისას ინტერვიუ ჰქონდა,ამჯერად თავად იყო რესპოდენტი და დიდხნიანი მოლაპარაკების შემდეგ წამყვანის წინ იჯდა , სრულიად უცნობ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ვინაიდან მაყურებელი განებივრებული არ იყო ანასტასია ანჯაფარიძის გულწრფელი საუბრით. პირველ რიგში მისი კარიერული გზა განიხილეს, ბავშვობის შესახებაც ჰკითხეს და რამდენიმე ისტორია მოაყოლეს ბოლოს კი მთავარ თემაზე გადავიდნენ -ბევრ ვარსკვლავს არ შეუძლია დამალოს საყვარელი ადამიანი და შემდეგ განხილვის საგანიც ხდებიან . შენ კი ყვითელი პრესის სამიზნე არასდროს გამხდარხარ, როგორ ახერხებდი მეგობარი ბიჭების დამალვას,გაგვიმხილე საიდუმლო -ჩემი ცხოვრება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ტელევიზია, ოჯახი ,მეგობრები და იოანე! -რა გინდა გვითხრა რომ შენი მეუღლის გარდა არავის ხვდებოდი? არავინ გიყვარდა? -სამსახურზე ვიყავი შეყვარებული, დრო არ მქონდა ფუჭი ურთიერთობებისთვის და როდესაც მივხვდი ვინ უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით ,სიცოცხლის ბოლომდე დავქორწინდით კიდეც -შესაშური ცხოვრება გქონია თუ მიხვდი ვინ გიმსახურებდა...და მაინც როგორ მოახერხა მან შენნაირი ქალის მოხიბვლა -მგონი ამჯერად მოკლე პასუხები გამომდის,მაგრამ ასეა -გაიცინა და წამყვანს მიაპყრო მზერა- როდესაც ასე ძალიან უყვარხარ სხვა არაფერი სჭირდება მოსახიბლად... ასე როომ მთავარია გიყვარდეთ გულწრფელად და თქვენი საყვარელი ქალის გულიც საკუთრებაში გექნებათ- ისევ გაიცინა და მაყურებელს გადახედა. -ანასტასია ანჯაფარიძე შეყვარებულია, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილხარ. უბრალოდ ბედნიერი კი არ ხარ ანათებ -ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი ... მგონი მიჭირს საუბარი. აქამდე ყველაფერი მარტივი იყო -იოანეს რა რეაქცია ექნება ამ გადაცემას რომ ნახავს? ბევრი კაცი ეჭვიანობს თავის ლამაზ და წარმატებულ ცოლზე,მითუმეტეს როდესაც თვით ანასტასია ანჯაფარიძეა მისი ცოლი -მგონი ყველამ ვიცით როგორი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გათხოვებას, კომენტარების ნახვამდე მეგონა რომ კომპლიმენტებით ამავსებდნენ და უცებ აღმოვაცინე რომ ქართველი ქალების ნახევარი ჩემ ქმარზე იყო შეყვარებული. შენც ნახე ალბათ და დამერწმუნები რომ ყველა ერთ აზრზე იყო „ რა ბიჭი ჩაიგდო ხელში“ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,მაგრამ მაინც ჩვენ შორის საეჭვიანო მხოლოდ მე მაქვს -რა უცნაური განმარტება იყო. ვინ დაიჯერებს რომ ანასტასია ანჯაფარიძეზე არ ეჭვიანობენ...ისიც ხომ ქართველი კაცია -იოანე სხვებს არ ჰგავს, ტყუილია რომ ამბობენ ყველა კაცი ერთნაირიაო. მხოლოდ ახლა გახდა ერთნაირი ,რადგან იოანე მყავს . ის კი როგორც გითხარი არავის ჰგავს, საკუთარ თავშია დარწმუნებული და არასდროს იეჭვიანებს იმათზე ვისაც ჩემთვის ერთი ფერი აქვს -ერთი ფერი...ისევ მაოცებ ანასტასია -გულწრფელ დიალოგზე შევთანხმდით და შენ მაინც ჭირვეულობ... რა გავაკეთო - გაიცინა და მაყურებელიც აიყოლია.როდესაც გაჩუმდა წამყვანმა ისევ განაგრძო -მაშინ რა ფერი აქვს შენს იოანეს? -ყველა ფერი ერთად და მაინც მხოლოდ ჩემი ფერი აქვს! - გაიღიმა და თითზე მორგებულ ნიშნობის ბეჭედს მოეფერა. -იმდენი კითხვა მქონდა, მაგრამ მგონი საჭირო აღარ არის ... ახლა მხოლოდ ერთს გკითხავ , როგორ აპირებ ზაფხულის გატარებას , როგორც გავიგე პირველი ზაფხულია როდესაც მთელი თვით შვებულებას იღებ -რაც შეეხება ჩემ ზაფხულს, დარწმუნებული ვარ ყველაზე ფერადი იქნება. ისეთი როგორიც არასდროს მქონია. მთავარი გმირი სავარაუდოდ უკვე მელოდება შენობასთან და ვერ ვიტან როდესაც ვალოდინებ, თანაც მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს მისთვის ...როგორ ვატარებ ზაფხულს? კაცთან რომელსაც ვაღმერთებ , რომელიც ჩემი მეორე-ნახევარია და ჩემი შვილის მამა... ტაისა მესხი მაყურებელს ემშვიდობება - წამოდგა და მაყურებელს მოავლო მზერა, უცებ დაერღვა წონასწორობა რადგან ყველა იოანე მესხს უყურებდა. მესხს, რომელმაც მანქანაში ლოდინს შენობაში შესვლა არჩია და რომელიც სალომემ მიიყვანა გადასაღებ მოედანზე. მესხი ,რომელის მწვანე სფეროები სითხეს დაეფარა. ტაისას უყურებდა და ადგილიდან ვერ იძვროდა,მანამ სანამ ანასტასია არ მოეხვია. მანძილი ერთი ამოსუნთქვით დაფარა და ყელზე მოხვია ხელები კაცს . მისი გულისცემა ესმოდა, უსმენდა და იგებდა ყველაფერს რისი თქმაც იოანემ ვერ მოახერხა -ტაისაა - ქალის სახე ხელებში მოიქცია და მის ამღვრეულ სფეროებში ჩაიძირა -მესხი ... ტაისა მესხი - ღიმილით უთხრა და ტუჩები მის ტუჩებს შეახო. -უსაზღვროდ ტაისა მესხებს მალე მთელი ქვეყანა ნახავდა,მაგრამ არცერთს ადარდებდა. ორნი იყვნენ მხოლოდ.ორი სხეული და სამი გულისცემა... ....... ტირილის ხმა ესმოდა ,მაშინვე აიყვანა ჩვილი ხელში და მკერდზე მიიკრა. ცხელ სურნელს ბავშვის სუნი ერეოდა და საოცარ სინთეზს ქმნიდა. პატარა ბიჭს შავი თმა და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა ...ტაისას გაეცინა, ბავსვს აკოცა და კივილი დაიწყო. უცებ გაეღვიძა და ასე სიცილ კივილით დაესხა თავს მძინარე მესხს -ხომ გეუბნებოდი ბიჭია-თქო... შენ კიდევ გოგოოო . გეუბნებოდი ლურჯთვალა იქნება-თქო და შენ მიმტკიცებდი თაფლისფერები ექნებაო .ახლა გაიღვიძე მაკოცე და წადი -ტაისა რა ნახე ასეთი? -მესიზმრა... ბიჭი იყო ლურჯთვალა - გასწორდა, მხრებში გაიმართა.თავი მაღლა ასწია და გამობერილ მუცელს მოეფერა- დეე უთხარი მამიკოს რომ არ ხარ გოგო და მორჩეს ამ ვარდისფერი კაბების ყიდვას -მაა დედიკოს სიზმარს დავუჯერო?- მუცელზე დაადო თავი და აკოცა- ერთი დარტყმა თანხმობაა ბევრი უარყოფა ....გესმის? -თითები მუცელზე აათამაშა და ტაისამ თვალები აატრიალა -უნამუსო,არ მიჯერებ? -მოარტყა ნახე? ერთხელ ... ბიჭი ხარ მა? -შეეშვი მუცელს,მე მაკოცე და წადი-თქო -სად წავიდე- ჯერ მუცელს აკოცა მერე ტაისას და წარბები შეკრა -აღარ მახსოვს რა მინდოდა, დაივიწყე- ისევ ჩააქრო სანათი ,მესხს ჩაეხუტა და თავი გულზე დაადო- ბავშვი გამიღვიძე და როგორც გამოაფხიზლე ისე გააჩერე -მა ტაისას ეძინება, ვიყუჩოთ მესხებმა -დამცინით? მართლა გაჩერდა -ამ სახლში ჭკვიანი ხალხ ვცხოვრობთ ჩემო ტაისა , ვიცით ვინ არის უფროსი -და ვის ემორჩილება უფროსი მესხი -მაინც ვის -ვისი სურნელიც აქვს, ცხელი სურნელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.