ცხელი სურნელი
"მთავარია, აგრესიის ვნებად გარდაქმნა შეგეძლოს... და ყოველი ძლიერი კამათი, კიდევ უფრო ძლიერი სექსით დაასრულო- ესაა არა იდეალური, არამედ ნამდვილი და ჯანსაღი ურთიერთობა..." კლუბი ქალთან ერთად დატოვა, მისი სახელიც კი არ იცოდა სამაგიეროდ ტუჩების გემო გაიგო იმ წამს . უკვე თავს ვეღარ იკავებდა ,ქალის ვნებიანი სიცილი უფრო უჩქარებდა სისხლს. ჩვეული ჟინი ,კარგად ნაცნობი და მრავალჯერ განცდილი რომელიც არაფრით განსხვავდებოდა წინათ განცდილისგან. ჩაბნელებულ ავტოსადგომს შორს აღმარტული რამდენიმე ლამპიონი მკრთალად ანათებდა. მანქანაზე ააკრა ქალი და მის მოღეღილ მკერდს ტუჩები მიაკრა, ქალის სიცილი და კვნესა ერთმანეთს ერეოდა. ორივენი მთვრალები იყვნენ, ორივეს ერთი რამ სურდა და ბინამდეც კი ვერ მოითმინეს. ლიფტიდან ნახევრად შიშველი გაიყვანა ქალი, კარი გააღო და შემდეგ საბოლოოდ მისცა მოწოლილ სურვილს გათავისუფლების საშუალება. ქალის სახეს დაჰყურებდა და ყოველი ბიძგის შემდეგ თავს აიძულებდა მისი გამოსახულების ცვლილებას შეწინააღმდეგებოდა,მაგრამ ისევ არ გამოუვიდა . თვალები მაგრად დახუჭა , ქალს ხელები ისე მოუჭირა თეძოებზე მისი კვნესის ხმა მთელს სახლშ გავრცელდა,მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. თვალები რომ გაახილა ნაცნობი სახე დაინახა, იმ ქალის რომელზეც ოცნება კლავდა,რომელსაც ვერ ეხებოდა და თან ზუსტად იცოდა რომ ახლა ის არ იყო მის მკლავებში მოქცეული. მოდუნდა, ქალს ნება მისცა თავად ემოქმედა, საწოლზე ხელები გაშალა და ზემოდან მოქცეულ ლამაზმანს ისევ შეხედა. მოჩვენებას ნება მისცა გაემარჯვა, გაეღიმა მერე წამოიწია და ქალის ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა. ვნება ჩაცხრა, ღამეც დასრულდა და ალკოჰოლის მოქმედებაც შეწყდა. გონება ისევ გამოფხიზლდა, ტვინმა ისევ შეძლო ჩართვა . ისე წამოდგა საწოლიდან გვერდით მძინარე ქალისკენ არც კი გაუხედავს, სხეულზე შემოხვეული მისი ხელები მოიშორა და სააბაზანოსკენ დაიძრა. ჯერ გაშეშებული იდგა ცხელი წყლის ქვეშ,მერე დაჭრილი ლომივით იღრიალა და მუჭები კედელს დაუშინა . საკუთარ თავზე გული ერეოდა და ეს აგჟებდა, ასეთს ვერ შეეჩვია ასეთს ვერ უყურებდა საკუთარ თავს . იმის გააზრება ყოველ დილით რომ ვიღაც სხვა ჰყავდა გვერდით,მაშინ როცა სრულიად სხვა ქალი ეჩვენებოდა საკუთარ თავს აძულებდა. სიბრალულის გრძNობა უჩნდებოდა , ამას კი ვერავის ვერასდროს გაუმხელდა. მხოლოდ საკუთარ თავს უტყდებოდა როგორ დაეცა , მხოლოდ საკუთარ თავს და სხვას არავის. სააბაზანოდან ჩვეული მშვიდი, უემოციო გამომეტყველებით გავიდა. ქალს უკვე ეღვიძა, მაცდურად უღიმოდა და თხელ მატერიას ნელ-ნელა იშორებდა სხეულიდან -დილამშვიდობისა , არ დაბრუნდები - წამოიწია და საწოლისკენ ანიშნა -სჯობს წახვიდე -ახლა რომ გკითხო ხომ დამირეკავ-თქო ვიცი მაინც არ დამირეკავ ამიტომ შხაპს მივიღებ და წავალ ,თუ გადაიფიქრებ შემომიერთდდი -მიყვარს ჭკვიანი ქალები, ყავაც შეიძლება მოგიმზადო თუ მოინდომებ -თუ არ შეწუხდები ,უშაქროს დავლევ -სააბაზანოსკენ შიშველი წავიდა, შესვლამდე გაუღიმა და მერე გაუჩინარდა. სამზარეულოში შევიდა, სველ თმაზე ხელი გადაისვა და ყავის მომზადებას შეუდგა. მისაღებში , მინის მაგიდაზე დადგა ფინჯნები და დაელოდა. მალე გოგონაც შეუერთდდა, უკვე მოწესრიგებული იყო, თმაც შეიკრა და დივანზე ჩამოჯდა -ჩემი ჩანთა ხომ არ გახსოვს სად არის? -მგონი მანქანაში იქნება...რომ წახვალ გამოგყვები და მოგცემ -კარგი ...გემრიელია-ყავა რომ გასინჯა მაშინვე აღნიშნა და კაცს ხარბი მზერა შეავლო - მე ნინა მქვია -ნინა სასიამოვნოა-თქო რომ გითხრა გვიანი არ იქნება? -განმეორება არაა საჭირო, წუხელ მშვენივრად ვიგრძენი რაოდენ სასიამოვნო იყო...ახლა უკვე მეჩქარება სამსახურში დავიგვიანებ მაისური გადაიცვა და ისე ჩავიდა ავტოსადგომზე. მანქანიდან ჩანთა ამოიღო და ქალს მიაწოდა. შემდეგ ბინაში დაბრუნდა, გამოიცვალა და სამსახურში წავიდა. უამრავი საქმე ჰქონდა, კაბინეტში იჯდა და დროც სწრაფად გადიოდა. მობილური რომ ამღერდა მაშინვე ფურცლებს შორის ძებნა დაიწყო, ეკრანზე გამოსახული გოგოს ფოტო დაინახა და წამსვე აუჩქარდა გული. სხვა ჩვენება არ ყოფილა, ჩვეული დაყენებული,ბოხი ხმით უპასუხა და სავარძელს მიეყრდნო -გისმენთ -შენი ნახვა მინდა - გოგო ერთ -ერთი რესტორნის წინ იდგა . ჯერ ბედნიერ წყვილს უყურებდა, ბიჭმა რამდენიმე წამის წინ სთხოვა გოგონას ცოლობა. ერთმანეთს ეხვეოდნენ ყველა ტაშს უკრავდა და ისინიც მთელი გრძNობით კოცნიდნენ ერთმანეთს. გოგო მარტო იდგა, მზე ჩადიოდა სიცივე ნელ-ნელა ეპარებოდა ქალაქს ქალი კი ვერაფერს გრძნობდა ტკივილის გარდა - შენთან სახლში მოვალ , ორ საათში - პასუხი არც მოუსმენია, დაზეპირებულივით თქვა და ზარი დაასრულა. ამღვრეუი თვალები ეწვოდა,მაგრამ არ ტიროდა. თავი მაღლა ასწია კბილები ერთმანეთს დააჭირა ,კიდევ ერთხელ შეხედა წყვილს და იქაურობას გაეცალა. მანქანას სწრაფად მართავდა, ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდა. განა დაგვიანება ადარდებდა,მხოლოდ გაქცევა სურდა.იმ ადგილიდან გაქცევა სადაც მისთვის საშინელ კადრებს უყურა. ბრაზი ახრჩობდა, შური , ტკივილი,ბოღმა ყველაფერი ერთად აგიჟებდა. არაფერი გამოუვიდა,დამარცხდა. ყველაფერი იღონა, საკუთარ თავს გადააბიჯა.თავი დაიმცირა ,მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მიიღო ის ვინც მისთვის არ იყო,ვინც უკვე სხვას ეკუთნოდა. არ ფიქრობდა, უბრალოდ თავადაც არ იცოდა რას სჩადიოდა. კორპუსის ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა , შემდეგ ლიფტში შევიდა და შვიდიანს დააჭირა. კართან დიდხანს არ შეყოვნებულა პირდაპირ დააკაკუნა ,მაგრამ მიდაგასაოცრად არავინ დახვდა. ხუთ წუთს რომ აკაკუნებდა და ზარის ღილაკს არ აშორებდა ხელს შემდეგ გაიღო ლიფტის კარი და გამოჩნდა მასპინძელიც -შენ რა ახლა მოხვედი? -სამსახურში ვიყავი და შემაგვიანდა... რა ხდება? -აქ ვისაუბროთ? -თუ გაიწევი გავაღებ კარს -თვალს ვერ აშორებდა, მისი სურნელი წამსვე იგრძNო და გაითიშა კიდეც. კარი გააღო და პირველი სტუმარი შეუშვა. ქალბატონი პირდაპირ მსიაღებისკენ დაიძრა, ისე მიაბიჯებდა თითქოს საკუთარ სახლში იყო. დაჯდა ,ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო და კაცს ახედა -არ დაჯდები? -ნებას მრთავ? -სერიოზულად თუ შეიძლება -გისმენ -გიყვარვარ? -ვგავარ იმ კაცს რომელიც სიტყვებს უბრალოდ ამბობს ? ვერ ვხვდები ახლა რა გინდა , როდესაც გითხარი რომ მიყვარხარ შენ მე მიპასუხე -ცოლად მინდა შემირთო -რამენიმე თვის წინ სხვა გიყვარდა ახლა რა შეიცვალა, იმ ბიჭმა გული გატკინა და გადაწყვიტე ასე იძიო შური? მაპატიე ,მაგრამ არ ვაპირებ შენი ცხოვრების დანგრევაში მთავარი როლი ვითამაშო. ახლა კი წადი ,გთხოვ მე და შენ იქ დავასრულეთ და მნიშნელობა არ აქვს მე რას ვგრძნობ -არა , ისე არ არის როგორც გგონია -აბა როგორ არის,მიხვდი რომ გიყვარვარ და ახლა მთხოვ რომ ცოლად შეგირთო?- თავი ვერ შეიკავა მისკენ დაიძრა და განრსიხებული დაჰყურებდა ზემოდან -უბრალოდ მივხვდი რომ შანსი უნდა მოგცე შენც და საკუთარ თავსაც. მივხვდი რომ შენზე მეტად ვერავინ შემიყვარებს, რომ ის ადამიანი არ იმსახურებს მთელი ცხოვრება მივტიროდე და მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი -ბედნიერი ვერ იქნები, არ გიყვარვარ. არც კი მიცნობ ნორმალურად -შენც არ მიცნობ,მაგრამ გიყვარვარ.თუ არ გიყვარვარ და უბრალოდ ჩემი დაპატრონების სურვილი გკლავს - წამოდგა ,მის წინ დადგა თითმის ერთი სიმაღლის იყვნენ .თვალებში უყურებდა კაცს და იცოდა როგორ მოქმედებდა მასზე -მითხარი ნამდვილად წრფელია შენი გრძნობები ? - ეშმაკი ნამდვილად ქალია და ის შენ ხარ -სწორედ ამიტომ გიყვარვარ -არ ვიცი რატომ ,შეიძლება ძალიან მგავხარ და ამიტომ მიზიდავ ასე ძალიან -მეც სწორედ ამიტომ ვარ აქ . სხვას ვერავის მივცემ უფლებას ჩემს ცხოვრებაში შემოვიდეს მითუმეტეს ამ სტატუსით -რატომ მაინცადამაინც ქმარი, მე შენ სიყვარულში გამოგიტყდი, ცოლობა არ მითხოვია იქნებ არც მინდა ცოლის შერთვა -არ მეგონა შეყვარებულობანას თამაშისთვის თუ გცხელოდა, მაშინ ვიაროთ პაემნებზე, კინოში. გამიკეთე სიურპრიზები,ამავსე საჩუქრებით...როგორც ხდება გოგოს თავს რომ აყავრებენ და ბოლოს მთხოვე ცოლობა -გამაცინე, კარგი იდეაა შოკოლადებსაც მოგიტან ხოლმე და ბუშტებს დაგახვედრებ საძინებელში ან პატარა ლეკვს -ვგიჟდები შენს ცინიზმზე , შეგიძლია მითხრა რას ფიქრობ თუ დიდხანს უნდა ვიყო აქ და გარწმუნებდე რომ ცოლად შემირთო -ვერ დამარწმუნებ, არ ვაპირებ ცოლად შეგირთო ! -არ მესმის ,როგორი ადამიანი ხარ. ქალი რომელზეც აბოდებ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შენს წინ ვარ და თავად გტავაზობ ცოლობას.ახლა გასწორებულში უნდა იყო,გიხაროდეს რომ შენი ვიქნები -თავს არასდროს ვიტყუებ, შენ ჩემი არ ხარ არც იქნები . ან უყვართ ან არა ,შენ მე არ გიყვარვარ -ასე მარტივი ხომ არ არის ვიღაც შეიყვარო -და ვინც ახლა გიყვარს იქ როგორ იყო -არ მინდა ამაზე საუბარი , ცალმხრივად მიყვარდა -გიყვარდა? არ გყვარებია ასე უცებ თუ გადაგიყვარდა -შეიძლება ბოლომდე არ გადამიყვარდა, უბრალოდ აღარ მინდა მასზე ვიფიქრო მინდა დავივიწყო -მე დაგავიწყო კაცი რომელიც გიყვარს? როგორ სიას მომაწვდი რა მოგწონდა მასში და მე შევცვალო? უკაცრავად , მე არ გამოგადგები .ვერ გამომიყენებ ამ „საქმისთვის“ -ე.ი მიშვებ , მშვიდად უყურებ როგორ დაიკავებს შენს ადგილს სხვა? როგორ შევიყვარებ კიდევ ერთ კაცს და მშვიდად გაიაზრებ რომ ის კაცი შენ არ ხარ? -ვფიქრობდი რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენდი,მაგრამ არ გამოდის რაღაც -მე შენი ცოლი გავხდები, სრულფასოვანი ცოლი . მთლიანად საკუთარ თავს გთავაზობ, ერთადერთი რასაც ვითხოვ ისაა რომ თავი შემაყვარო ყველა შემთხვევაში მოგებული შენ იქნები -სიყვარული თამაში არ არის გამარჯვებული და დამარცხებული რომ ჰყავდეს, შენ კი ასე უყურებ ამ ყველაფერს. რა გინდა, პირდაპირ მითხარი ცოლად რომ შეგირთავ შემდეგ რა სიურპრიზს მომიმზადებ. მითხარი და ხვალვე მოვაწეროთ ხელი,ხომ იცი ყველაფერი მაგრად .უბრალოდ მაინტერესებს რამდენად ბოროტი სული გაქვს - ნიკაპქვეშ ამოსდო თითი და თვალებში ჩახედა- მითხარი რა გინდა სინამდვილეში -ვიგრძნო რომ ვიღაცას მეც ვუყვარვარ, ვინმეს ვისაც ჩემი სულის სიმახინჯე არ გააკვირვებს და ვისთან ერთადაც ცხოვრებას შევძლებ. არ მინდა მარტო ყოფნა ... მარტო არ დამტოვო,გთხოვ -ისე უყურებდა ,მისი ამღვრეული თვალები კაცს კლავდა. უბრალოდ ეჭვს ვერ შეიტანდით,მითუმეტეს უგონოდ შეყვარებული კაცი ვერ გაუძლებდა ამ თვალებს, ხმას სასოწარკვეთილ ქალს -ტაისა - თითები თმაში შეუცურა, ლოყაზე მოეფერა .იმ წამს საკუთარი თავი რომ დაენახა მსოფლიოში ყველაზე უმწეო არსებას შეხედავდა მხოლოდ - თუნდაც შენივე დანთებულ ცეცხლში დავიწვა -იმდენად ახლოს იყო ქალთან ,მისი სურვილი კლავდა. გოგო კოცნის მოლოდინში გაირინდა, სასიამოვნო მოლოდინი არ იყო.სახეზე ეტყობოდა ყველაფერი, წამით ვერ დაფარა ემოცა და გაეღიმა ,სულ ოდნავ შეუკრთა ტუჩები როდესაც დახუჭულ თვალებზე მიეკრო მხურვალე ბაგეები - უფრო მარტივი იქნება ვიდრე შენი ცრემლიანი თვალების ცქერა არ ვიცი რა ერქვა ამ მდგომარეობას, უბრალოდ კაცის მკლავებში იყო მოქცეული და თვალები უნათებდა არა სიხარულისგან,არამედ კმაყოფილებისგან. ის მიიღო რაც სურდა ,ამ დროს კი ყველაზე დიდ კმაყოფილებას განიცდიდა. არ ადარდებდა ის აჩქარებული გულსიცემა ყურსქვემოთ რომ ისმოდა, არც წელზე მოხვეული მკლავი და თმებში ახლართული თითები იწვევდნენ მასში ემოციებს. ისევ ის კადრი დაინახა, ხელის თხოვნის სცენა და ბედნიერი წყვილი. ………. ქორწილის თარიღი ორი თვის შემდეგ, აგვისტოს თვის დასასრულს ჩანიშნეს. მართალია გრანდიოზულ ქორწილს არ გეგმავდნენ,მაგრამ კაცმა დრო მაინც გაახანგრძილვა. ორივეს თავისი საქმე ჰქონდა, ერთმანეთისთვის არ ეცალათ. რამდენჯერემე შეხვდნენ, ძირითადად მობილურის საშუალებით მოიკითხავდნენ ერთმანეთს. -ქორწილამდე არ მინდა რომ გახმაურდეს ეს ამბავი, ხომ იცი ჟურნალისტები ყურადღების ცენტრში ვართ და არ მინდა აჟიოტაჟი გამოიწვიოს ჩემმა ქორწილმა -როგორც გინდა , მაგრამ ჩემს მეგობრებს გაგაცნობ -აუცილებლად გავიცნობ მათ , უბრალოდ მადროვე დროს გამოვნახავ .ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ .გამიგე არ მიყვარს წინასწარ რომ იწყებენ ჩემს შეფასებას,მითუმეტეს ყველამ იცის ვინ ვარ და სახელს რომ ეტყვი წინასწარ მნიშვნელობა აღარ ექნება -კარგი , დეტალებზე დავას არ ვაპირებ ასე მარტივად მოაგვარა კიდევ ერთი საქმე, შემდეგ ბარგი ჩაალაგა . საქმე გამოიყენა და ზუსტად ერთი კვირით წავიდა ქვეყნიდან. როდესაც მისი საყვარელი კაცი ქორწინდებოდა პირდაპირი ჩართვით იყო და საქმის გარდა არაფერზე ფიქრობდა. შემდეგ ალკოჰოლით ჩაახშო ფიქრები , ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდა. თავად მოითხოვა ,რომ ყველა რეპორტაჟი თავად მოემზადებინა. ქვეყანაში რომ დაბრუნდა ახალდაქორწინებული წყვილი უკვე თაფლობის თვეში იყო . ჩამოსვლისთანავე ტელევიზიაში წავიდა, საქმეები მოაგვარა და სახლში დაბრუნდა. მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, თავად მიდიოდა მათთან სტუმრად. განქორწინებულები იყვნენ და ორივეს საკუთარი ოჯახი ჰქონდა. მამობილთან და დედობილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამას ვაჟიშვილი ჰყავდა ,18 წლის მაქსი .დედას კი 15 წლის ელეონორი. ორივესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით ელისთან რომელიც ხშირად ეჭორავებოდა,თავის ამბებს უყვებოდა და რჩევებს იღებდა უფროსი დისგან. მარტო ცხოვრება არასდროს უჭირდა, ოჯახური მდგომარეობის გამო დამოუკიდებლობას თავიდანვე შეეჩვია, ბუნებითაც ძლიერი იყო და არასდროს არავინ სჭირდებოდა. პროფესიაც ისეთი აირჩია ,რომ დრო მაქსიმალურად დაეხარჯა,საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ყველაფერი მიუხედავად იმ დიდი შრომისა რასაც საკუთარ საქმეში დებდა არასდროს წუწუნებდა ,შეყვარებული იყო ჟურნალისტიკაზე. ერთაერთ ტელევიზიაში მუშაობდა, მთელი მისი ოჯახი იქ იყო. მათთან ერთად ატარებდა დროს და ყველაზე კარგი ურთიერთობა სწორედ კოლეგებთან ჰქონდა. სააბაზანოდან გამოვიდა, თმა შეიკრა, კაბახალათი მოირგო საცვლებზე და სამზარეულოსკენ დაიძრა. ყავას მიირთმევდა და პლანშეტში სიახლეებს ათვალიერებდა. საკუთარ რეპორტაჟებს უყურებდა და სხვადასხვა ამბებს ეძებდა. ზარის ხმა რომ გაიგო მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა , გაიცინა და სწრაფად დაიძრა კარისკენ.არც შემცდარა -გამარჯობა ტაისა -გამარჯობა იოანე ...შემოდი - გაუღიმა და სახლში შეატარა. კაცმა ხელი წელზე მოხვია და ლოყაზე აკოცა . შემდეგ ქაღალდის შეკვრა მიაწოდა-რა არის? -წითელი ღვინოა, ვიცი გიყვარს -მიყვარს ,მართალია ბართან ,მაღალ სკამზე დაჯდა კაცი და მარმარილოს ზედაპირს იდაყვებით დაეყრდნო. უყურებდა მეორე მხარეს სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს და მისი სხეულის კონტურს თვალს ვერ აშორებდა -ვახშმობას ვაპირებდი და იმედია მსუბუქ კერძებს დაჯერდები. არ მიყვარს მძიმე საკვები -მაცდურად უღიმოდა, თვალებითაც კი ანათებდა და ისე კეკლუცობდა შეუძლებელი იყო რეაქცია არ გქონოდა -სამსახურში როდის ბრუნდები ? -ხვალვე -ისევ რეპორტაჟი გაქვს? -არა ხვალ პირდაპირი ეთერი მაქვს , 10 -ზე გავთავისუფლდები თუ შეძლებ გამაცანი შენი მეგობრები -დავუკავშირდები და შევუთანხმდები ... -ჩემი გოგო თავისუფალი იქნება და გაგაცნობ აუცილებლად ... -ხომ ვიცნობ სალომეს -იცნობ? როდის გაიცანი -მეგობრის დაბადებისდღეზე , თავად მითხრა ვინც იყო -მე კიდე მითხრა მინდა პირადად ვიცნობდე ჩემს სიძესო ...სალომე იქნება ჩემი ხელისმომკიდე -ჩემი ხელისმომკიდე გიგი უნდა ყოფილიყო,მაგრამ დამასწრო ცოლის შერთვა -გიგი ? გიგი ვინ არის?- ზურგით იდგა და ისე ჭრიდა ბოტნეულს უცებ რომ აუკანკალდა ხელები. ხმაზე არაფერი დაეტყო, ისე დაიჭირა თავი თითქოს არ იცნობდა გიგის -ჩემი ბავშვობის მეგობარია ... ახლა ვერ გაგაცნობ , თაფლობის თვეშია ბიჭი .რომ დაბრუნდებიან შემდეგ გაგაცნობ მას და მის მეუღლეს -ანუ წელს სამეგობროს ქორწილების წელი გაქვთ- გახედა და ისევ გაუცინა- და ახლა ვინ იქნება შენი ხელისმომკიდე? -ხაზარა ... ნიკა იქნება.რომელსაც ხვალ გაგაცნობ -კარგიიაა , ცოტა დრო რჩება. მე ძირითადად დაკავებული ვარ და მეჯვარეებს გადავაბარებ საქმეებს ,იმედია ნიკა არ იქნება წინაარმდეგი -არა ,არ იქნება ქალმა მაგიდაზე დაიწყო კერძების დალაგება, ღვინის ბოთლი და ბოკლებიც არ დავიწყნია. მაგიდასთან დასხდნენ, ღვინის ბოთლი იოანემ გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა. სალათების დიდი მოყვარული არ იყო,მაგრამ მაინც გასინჯა ცოტა. ტაისამ რომ გაიცინა მაშინვე შეამჩნია და წარბშეკრულმა ახედა -რატომ იცინი ? -სახეზე გეტყობა რომ ვერ იტან რასაც მიირთმევ ... -გემრიელია , მაგრამ ჩემ გულზე გამავალი გზა კუჭზე არ გადის -ეგ გზა მე ისე გავიარე არც გამია და მნიშვნელობა არ აქვს - გადაიკისკიდა და წითელი ღვინო მოსვა, დანამული ტუჩები ენისწვერით გაილოკა და მერე ისევ სალათს მიუბრუნდა- ცუდია თუ არაჯანსაღად იკვებები. რესტორანში მოგიწევს დანაყრება, ან თავად უნდა მოამზადო. მე სულ ფორმაში უნდა ვიყო . ბალანსი დავიცვა ცილებს,ცხიმებსა და ნახშირწ....ბს შორის . -ეგ ერთადერთი სირთულე ექნება ჩვენს ურთიერთობას .მომზადება არ ვიცი , არაფერი გამომდის -არც მიფიქრია რომ გამოგივიდოდა...სამზარეულოში შენნაირი კაცი წარმოუდგენელია -უფრო სერიოზულ თემა განვიხილოთ სჯობს...მშობლებს ერთი კვირით ადრე ვერ შევატყობინებდი რომ ცოლს ვირთავ . არ იციან ვინ ხარ და ელიან შენს გაცნობას, ვფიქრობ ნათელია რომ მატ არ უნდა იცოდნენ ჩვენი გრძნობების შესახებ -ჩემებისთვის სულერთია, ჩვეულებრივად მოვიქცევით თუმცა არავის ვეტყვი რომ ცალმხრივად გიყვარვარ. არც მე მაქვს სურვილი ვინმემ იცოდეს ეს , სასურველია მხოლოდ ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდეს -მიყვარს როდესაც ერთ ენაზე ვსაუბრობთ ... - ჭიქა მაღლა ასწია და თავადაც დააგემოვნა ღვინო - მშობლების დამოკიდებულება არ ვიცი და ბებოს რომ მოსწონხარ ვიცი - უცებ გაიცინა ,როდესაც გაახსენდა როგორ აქებდა ბებო ტასიას როგორც ჟრნალისტს -ბებია გყავს? -ასეთი მოხუციც არ ვარ -რამდენი წლისაა? -82 წლისაა,მაგრამ 70 წელზე მეტს ვერ მისცემ. რომ ნახავ იცოდე ასე უთხარი -რამდენი წლის გათხოვდა -მგონი 15 თუ 16 არ ვიცი ზუსტად. თუ გაინტერესებს რომ გაიცნობ ჰკითხე და მოგიყვება როგორ გააყოლეს ცოლად თავის საყვარელ ქმარს -ჩემი პროფესიული სულისკვეთებით სარგებლობ, მახსოვს სტუდენტობის დროს პირველი ინტერვიუ მოხუც ცოლ-ქმართან ჩავწერე .რომელთაც 12 შვილი და 30 შვილიშვილი ჰყავათ კიდევ შილთაშვილები და სიგიჟემდ ეუყვარდათ ერთმანეთი . ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი და ქორწინებიდან 60 წელზე მეტი იყო გასული ღვთის წინაშე რომ შეუღლდნენ. მართალია მჯერა რომ მსგავსი ამბები მილიონში ერთ წყვილს შეიძლება შეემთხვეს...პირველი იყო და სულ მემახსოვრება ... -ბებოსთან რომ მიგიყვან შეგიძლია გამოსტყუო საიდუმლო ინფორმაცია, ჩემს დას არასდროს უყვებოდა რა ბავშვის საქმეა სიყავრულიო ამას ეუბენბოდა 20 წლის გოგოს -მარტო ცხოვრობს? -ხო , სოფლიდან ვერ წამოვიყვანეთ -სოფელი გაქვს? -არა ხოხობთან ერთად მოვიდა თბილისში ჩემი დიდი ბაბუა ... უფს,მგონი ქორწილი გადაიფიქრე -კარგი რაა...არ მეგონა თუ თბილისიდან არ იყავი . სად გაქვს სოფელი? -რაჭაში -რაჭველი ხარ ანუ ? რანაირად მესხი ხარ -ჩემი ოჯახის ისტორია გინდა მოგიყვე? -ჟურნალისტი ცოლი გეყოლება, კითხვები სულ მექნება -ჩემი დიდი ბაბუა დასახლდა რაჭაში, ზედსიძედ ...ანუ ბებო იყო რაჭველი . მეტი მეც არ ვიცი და ნუ მკითხავ ტყუილად -მთა არ მიყვარს -არც მიფიქრია რომ მთაში მშვიდად ყოფნას არჩევდია რუჯის მიღებას და სანაპიროზე სეირნობას. მთა ძაან არასვეცკურია -მთაში როგორ უნდა გავერთო...სულ ცოტა დრო მაქვს დასასვენებლად და იმასაც უმუღამოდ ვერ გავატარებ -ხო ,რა თქმა უნდა -და შენ ხშირად ხარ სოფელში? -ნუ გეშინია წამოსვლას არ გაიძულებ -რაც არ მინდა იმას ვერავინ მაიძულებს , თუმცა ამ შემთხვევაში ეგ არაფერ შუაშია -არასოდეს თქვა არასოდეს...მე მომყვები ცოლად , სიტუაციამ გაიძულა -ეგ სხვაა -სხვაა თუ არა მაინც რაღაცამ გაიძულა ე.ი შესაძლებელი ყოფილა . სოფელს რაც შეეხება, ზაფხულში ძირითადად იქ ვარ ბიჭებთან ერთად. ზამთარშიც ავდივარ , ბებო არ მინდა მარტო იყოს . მამა და დედაც მიდიან უფრო ხშირად ვიდრე მე . -ორი დედამთილი მეყოლება , ქალს რომელსაც 5 წლის მერე ოჯახი არ მინახავს ერთად. -მთავარია თავად არ გამოიწვიო ,თორემ დედაჩემი საერთოდ არ მოვა ჩვენთან და არ ჩაერევა ჩვენს ურთიერთობებში. არ მყავს ასეთი უტაქტო დედა რომ ვერ მიხვდეს ცოლ-ქმრის ურთიერთობა რომ არ ეხება -ხო რა თქმა უნდა, ოჯახზე შეყვარებული კაცი ხარ. ალბათ სულ ოცნებობდი რომ დიდი ოჯახი გექნებოდა ბევრი შვილით -არ ვყოფილვარ მეოცნებე ბიჭი , თუმცა ოჯახი და ოჯახური გარემო მნიშვნელოვანია ჩემთვის მგონია რომ ძალას ოჯახი გაძლევს და თუ არავინ გყავს ვისთანაც მიხვალ ,ვისი დანახვაც უბრალოდ გაგახარებს ძალიან ძნელია ცხოვრება ტასიას ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მაგიდა რომ მიალაგა, დივანზე დასხდნენ . ღვინის ბოთლი თან წაიღო, მშვიდად აგემოვნებდა წითელ სითხეს და უკეთ სწავლობდა კაცს. -სად ვიცხოვრებთ? ცუდად ნუ გამიგებ, წინასწარ მინდა ვიცოდე . შენი ბინა მარტოხელა კაცისთვისაა ზედგამოჭრილი და იქ ეჭვი მაქვს ჩემი წიგნებიც კი არ დაეტევა. აქ კი სავარაუდოდ არ გადმოხვალ -მაქვს სახლი და იქ ვიცხოვრებთ -სახლი ასე უბრალოდ გაქვს? აბა ბინაში რატომ ცხოვრობ -მივხვდი რომ უზარმაზარ სახლში მარტოს ყოფნა არ მინდოდა და ბინა უფრო კომფორტული იყო ჩემთვის . შეგიძლია შენს ნებაზე გადააკეთო ყველაფერი , დიდი სახლი არ არის ,მაგრამ არც პატარაა. ეზოც საშუალო ზომის აქვს ... -ქორწილამდე მინდა ვნახო , არ შემიძლია როდესაც გარემოს ვერ ვერგები. სახლში აუცილებლად კომფორტულად უნდა ვიყო -ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია საწოლი იყოს კომფორტული და ჩემი ტანსაცმელი იდოს თავის ადგილას , სააბაზანოში ჩემს ნივთებს თავისი ადგილი ჰქონდეს და რომ დავდებ იქ შენი კრემი არ დამხვდეს -და რომ დაგხვდეს რას გააკეთბ? -გადავაგდებ -როგორი უხეში ხარ ... ღმერთო ჩემო - სახე დამანჭა და ჭიქა ისევ აავსო - გარდერობის ოთახი დამჭირდება ...არის ? -არ არის ,მაგრამ მარტივად მოვაგვარებ მაგას...გვერდით ცარიელი ოთახია და გადავაკეთებინებ ხელოსნებს -ქორწილამე მოვაგვაროთ რა -სხვა თუ არაფერი გაინტერესებს , შესანიშნავად ყოფილა საქმე. ახლა კონტრაქტი უნდა გამომიწოდო და ნამდვილი გარიგება იქნება -რომანტიკოსი ბიჭივით იქცევი და სრული დისონანსია შენს ხასიათთან- გაიცინა, ხალათის ბოლოები იმდენად დაშორდნენ ერთმანეთს რომ გრძელი ფეხები თითქმის ბოლომდე უჩანდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და დივანს მიეყრდნო. თმიდან სარჭი მოიშორა და გრძელი თითები შეიცურა. თითქოს განგებ იქცეოდა ასე, კაცის მოთმინებას ცდიდა, ყოველ წამს ელოდა რომ თავს დაესხმებოდა და შემდეგ იკამათებდნენ . დაასრულებდა ამ მშვიდი ,საყავრელი ქალის როლის თამაშს. მესხიც თითქოს ზუსტად უხვდებოდა ჩანაფიქრს,სვამდა ,უყურებდა, იღიმოდა და თავად ახელებდა ქალს. -შენც დისონანსში ხარ ტასია... -რას გულისხმობ -ზედმეტად შეიჭერი როლში, უკვე აშკარაა რომ შენ არ ხარ ეს კეკლუცი, საყვარელი ქალი - ჭიქა მაგიდაზე დადო ,სავარძლიდან დივნისკენ გადაიხარა და ტასიას ხელზე თიტები მოხვია. უცებ მიიზიდა თავისკენ ,ქალმა მსუბუქად წამოიკივლა და ხელები ინსტიქტურად მოხვია ყელზე. შუბლით შუბლზე მიებჯინა, ცხვირი ცხვირის წვერზე გაუსვა და მისი სურნელი ღრმად შეიგრძნო- შენ უფრო მათრობ თუ ღვინო ? -მე მეკითხები? -აჰაამ- ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადაუსვა ,ძლიერად აწვებოდა მერე ღვინის წვეთი რომ მოაშორა კუთხიდან თავად მიიტანა ტუჩებთან ცერი და გაიცინა სუნთქვაშეკრულ ,თვალებგაფართოეულ ქალს რომ შეხედა . უკან დაიხია ისე რომ ქალის მკლავებმაც ვერ შეაჩერეს .დატოვა იგივე პოზაში მჯდომი ტასია და შემდეგ ერთმანეთისგან დაშორებული მუხლისთავები შეუერთა, ხალათის ბოლოები მუჭში მოიქცია და ბარძაყებზე მიაფარა.ხელი ისე ჩაუცურა ბარძაყებს შორის ტასიამ ინსტიქტურად მოუჭირა ფეხები -იოანე -ჩემს თითებს ტყვეებად იტოვებ? -ღმერთო რა საშინელი კაცი ხარ - უცებ გაიცინა, „თითები გათავისუფლა“ და ახურებულ სახეზე თითები ჩამოისვა -იმასთან ნუ ითამაშებ ვინც შენი ნამდვილი სახე იცის - მოდუნებულ ქალს ნიკაპზე მოუჭირა თითები და მოწყვეტით აკოცა მოკუმულ ტუჩებში - შენი სურვილის წინააღმდეგ ბოლო სიტყვები იყო რაც იმ საღამოს მესხისგან გაიგო. ისე წავიდა თითქოს მისთვის არც არაფერს ნიშნავდა ეს კოცნა, კოცნაც თუ ერქვა. ბინის კარი რომ მიხურა, თავზე ხელი გადაისვა და ახურებული ტუჩები ერთმანეთს გაუსვა,თითქოს ქალის გემოს აღბეჭდავდა. კიბე ჩაირბინა და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა , ისე გააქროლა როგორც მდევრისგან გაქცეულებს სჩვევიათ. მშობლების სახლთან გაჩერდა, საათს კიდევ ერთხელ დახედა და რომ დარწმუნდა არც ისე გვიანი იყო კარისკენ დაიძრა. ყველანი მისაღებში ისხდნენ და გადაცემას უყურებდნენ -იმდენი უბედურება ხდება 90-იანები მახსენდება ,იმედია მშვიდობა იქნება -სად ის დრო სად ეს დრო -ყველაფერი გაძვირდა, გადასახადები, პროდუქტს ცეცხლის ფასი აქვს. განათლების სისტემა თავდაყირაა, წამალს ვერ იყიდი და ნორმალურ ექიმთან ვერ მიხვალ უარესი რაღა იქნება -უკეთესი როდის იყო რო? -იოო მოვიდააა - პატარა ქალბატონმა შენიშნა პირველი ძამიკო და მაშინვე მისკენ გაიქცა. მობილურიც კი გადააგდო ასე გულმოდგინედ რომ ჩაჰკირკიტებდა -როგორ ხარ ხატია? - შუბლზე აკოცა გოგოს და მერე მშობლებს გადახედა -აბა დღეს ვერ მოვალო? -გამოვნახე დრო და შემოგიარეთ ... როგორ ხარ დედა? -კარგად შვილო ,კარგად . მოდი დაჯექი - გაუღიმა ლოყაზე მოეფერა და მერე გაეცალა -რა ხდება როგორ მიდის საქმეები ... შენც შეგეხო დედაშენის დაპრონოზებული გაჭირვება? -ნეტა თუ არ გბეზრდება ჩემი გამასხარავება -როგორ გეკადრება ჩემო ცოლო -ყველაფერი კარგადაა ჩემთან...შენ იყავი ექიმთან დღეს? -აჰაა თურმე რატომ მოსულხარ, გეშინია დაობლების ბიჭო? -მეორედ ეგ არ თქვა - ისევ ქალი აღელდა და ისე მოიღუშა ქმარმა ცაიხუტა -კაი ხო ვხუმრობ...რა მომკლავს ჯერ. ამ ანგელოზივით ქალს მარტო ხო არ დაგტოვებ ,მერე რომ მიისაკუთროს ვინმემ ხო დავიწყებ საფლავშ ტრიალს -შენ და შენი შავი იუმორი რაა... ასე აგიჟებს მთელი დღეები დედას . კარგადაა, მეც გავყევი ექიმთან. ტემპერატურის გამოცაა ,გადაღლილიაო და მოკლედ საშიში არაფერიაოოო აკონტროლეთ წნევა და დალიოს შესაბამისი წამლებიო -ხატოო იმიტო გამომყვა რო დედაშენს ჩემი ექიმი მოსწონს სასიძოდ -რა შუაშია ... ისე გამოგაყოლე ბავშვი აბა მე არ მეცალა და შენ არ გენდობი ,ვაი და რამე მნიშვნელოვანი ყოფილიყო -რას ნიშნავს სასიძოდ მოსწონს... დედა . ვიცნობ იმ ბიჭს და ნუ გააგიჟებს ახლა ეს გოგო -ასე მიცნობ? მივედი ვიჭორავეთ და წამოვედი . ისეთი კარგი ექიმიაა , მეც ვიფიქრე კარდიოგრამას გადავირებ-თქო მარა მერე გაამხსენა რო ცოტა მოშიშვლება დამჭირდებოდა და გამოვვარდი იქედან -ეს გოგო შემიწირავს ... სამსახურიდან რაც წამოვიდა და სახლში დაჯდა სულ გაგიჟდა. -დედა! ვეძებ სამსახურს და ვიპოვნი მალე -შენს ძმასთან რომ იმუშაო რა დაშავდება -არ მინდა , ათასი კანდიდატია რომელსაც მართლა სჭირდება სამსახური და მე რატომ დავიკავო ვიღაცის ადგილი.თანაც ამის ტირანიზმი აქაც მეყოფა , სამსახურში მშვიდი და კეთილი უფროსი მჭირდება. რამე რომ შემეშალოს ხომ ჩამომახრჩობს -არ მოასვენებენ ახლა კაცს...ორივე სინქრონში ალაპარაკდნენ -არც ვაპირებ შენს მიღებას, მე კვალიფიციური კადრები მჭირდება . შენ შენი პროფესია გაქვს და იმუშავე. ისე კი საქმეს უნდა აკეთებდე და არა უფროსებზე ფიქრობდე. ვერ იპოვნი ისეთ ადგილს სადაც ყველა მოგეწონება -არ შემიძლია დაძაბულ გარემოში ყოფნა, ნუ ღელავთ თქვენ მივხედავ საკუთარ თავს. უმუშევრობა არ გაანადგურებს ჩემს ფსიქიკას, დავისვენებ ცოტას -დედი , ივახშმე უკვე თუ პირდაპირ სამსახურიდან მოხვედი? -რა გქონდათ ვახშმად გააჩნია -ოუუუ ჩემი ძმის ვებერთელა კუჭის ხმა მესმიიიიის -ახლავე გავაწყობ ყველაფერს...შენი საყვარელი ხორცის წვნიანი მაქვს ცხარე -ვაიმეე ისეთი ცხარე გამოუვიდა გეფიცები დრაკონი მიმიქარავდა ცეცხლი რო გამომეშვა დიდხანს არ დარჩენილა, ბიჭებმა დაურეკეს და ბინაში წავიდა. მალე დაადგნენ ლუდის ქილებით, ჩიფსებით და სხვადასხვა სახრამუნოთი შეიარაღებულები -რა ხდება? - ხელში რომ მიაჩეჩეს ის ქილები დადგა და ბიჭებს აგდახედა- ფეხები ჩამოიღე მაგიდიდან -არ გახსოვს ? შაკო თამაშობს ბიჭო დღეს .. აუუ შენ რა გჭირს ამ ბოლო დროს? -ცოლს ირთავს და არ გვაჩვენებს მეტი რა უნდა სჭირდეს -აბა ხვალ რატო მახსოვდა...როდის იწყება? -რამდენიმე წუთში...მოდი დაჯექი...რას გავხარ რა არი ამ პერანგით და მოწკეპილი შარვლით უყყურებ რაგბს? -მოეწყვეთ თქვენ და მოვალ ხუთ წუთში... ფეხები მაგიდაზე არა-თქო -კაი რა იყო წინა შემთხვევით გამიტყდა ...ბავშვს აღარ მოგინატლავ იცოდე -ნიკა ატრა*ებ და მოგხვდება -შემაშინა ახლა ამან? -გეყოფა რას ტინგიცებ ამხელა კაცი -კარგ ხასიათზე ვარ გიგიშამ ცოლი მოიყვანა, ამასაც მოჰყავს შენ კიდე შენი ბათურა გყავს -ბათურას ნუ ეძახი ჩემ კაცს ...ბავშვი მესტრესება ძაღლის სახელს ნუ მეძახისო -აუუუ რა კაციიაა გესმიის მესხიიიი ჩვენი ნათლულიიი რა ბიჭიაა? აუუ უნდა ვანხო ამ დღეებში სადმე წავიყვან კაცურ ამბებზე ვებაზრები -არა რაღაც ჭირს... იოანეე გამოდი გამარკვევინე რა დაემართა რატოა ასე აჭრილი ა გაგიჟებული -არაფერი მჭირს რას შემეც* შენ -ჩართეთ რას ჭორაობთ-თავის სავარძელში ჩაეშვა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო -უყურე რაა უყურეე შემოაწყო თავისი ლაფათქები და იმიტო დამიშალა მე...მჩაგრავს -მოკეტეე იწყება - ხელი წამოარტყა და ტელევიზორის ეკრანს მიაჩერდა. ის საღამოც ემოციური გამოდგა. ერთად ყვიროდნენ ყოველ დაძაბულ მომენტში, აღნიშნავდნენ ლელოს და ბოლოს გამარჯვებაც აღნიშნეს. ბოლოს ისევ მარტო დარჩა,საათი ორს უჩვენებდა საძინებელში რომ შევიდა. უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული ძილის წინ ტაისაზე ფიქრი,არც ის ღამე ყოფილა გამონაკლისი. ახლა უკვე ქალის ქცევაზე ფიქრობდა, ვერაფრით ხსნიდა მის გადაწყვეტილებას. დასაკარგი არც არაფერი ჰქონდა ამიტომ მიჰყვებოდა მის სურვილს, მაგრამ აგიჟებდა ის ფაქტი რომ ვერა და ვერ ამოხსნა ქალის ჩანაფიქრი.შინაგანად კი არაფერი ადარდებდა იმ ფაქტის გარდა რომ ტაისას ცოლად შეირთავდა, მაგრამ ტვინი მოსვენებას არ აძლევდა და შინაგანი ხმა კარნახობდა რომ ძალიან რთული იქნებოდა მომავალი ტაისასთან ერთად. ...... უკვე ღამის 11 ხდებოდა, ბიჭები იოანესთან იყვნენ შეკრებილნი და ელოდნენ სარძლოს. თავიდან ჩვეულებრივად იქცეოდნენ ,ლაპარაკობდნენ და გაჰყავდათ დრო .მერე უკვე მესხმაც რომ დახედა საათს და სახე უარესად შეჭმუხნა ერტად აღადავდნენ -ვახუნაა მგონი გვაბოლებს ჩვენი ბიჭი და ბლეფი იყო საცოლის ამბები,არადა შერჩეული მაქ ყველაფერი წლის მეჯვარე რო ვიყო -გვაბოლებს კი არა ახლა ჩვენ ძვლებს დაამსხვრევს ის გოგო თუ არ მოვიდა -ვინაა ასეთი , მეშინია უკვე შენ რო ამას გიბედავს ზატო მაგარი ფსიხია.დაურეკე მაინც ,ან მიწერე იქნებ არ სცალია იქნებრ ამე დაემართა -მოვა ,როგორც სჩანს სამსახურიდან ვერ გათავისუფლდა -ამ დროს სად არის ,ვინა.. ვაფშე სად მუშაობს შე ჩემა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო მაშნვე წამოდგა, შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა არადა ვერ იტანდა მსგავს უპასუხისმგებლობას. კარი სწრაფად გააღო და ტაისას დანახვისას წამით ენა ჩაუვარდა. გოგომ ლოყაზე აკოცა და ზღურბლს გადააბიჯა -დამაგვიანდა, გაუთვალისწინებელი საქმე გამოჩნდა . იმედია აქ არიან ისევ -სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე... ახლა წამოდი - ხელი წელზე მოხვია და მისაღებისკენ გაუძღვა -მიჭერ ,მტკივა -მეც მიჭერს, ბრაზი პირდაპირ ყელში - ღიმილით უთხრა და ლოყაზე აკოცა -როგორც იქნა გავიგე ნანატრი ქალის ნაბიჯების ხმა ამ სახლშიიიი ? გადაცემა ორი საათის წინ არ დასრულდა? ვაიმე არავარ კარგად - ნიკუშას უცნაური შეხვედრა გამოუვიდა -ხოო,ახლა მესმის რატომ აქამდე არ გვითხრა თქვენი სახელი . სასიამოვნოა მე ვახო ვარ -ჩემთვისაც , მაპატიეთ რომ გალოდინეთ უბრალოდ ვერ მოვახერხე დროულად წამოსვლა -არაუშავს გადაიტანენ ... ნიკოლოზ არ დაჯდები?- გაშეშებულ ბიჭს მხარზე დააწვა და დივანზე დააბრუნა. ტაისა იოანეს გვერდით დაჯდა და ბიჭებს გაუღიმა -ალბათ უკვე იცით რომ ქორწილი აგვისტოს ბოლოს იქნება ...გრანდიოზული არ იქნება რადგან იოს არ მოსწონს დიდი ქორწილები და მეც დრო არ მექნება მოსამზადებლად -ჯერ შოკშვი ვარ,ასე მგონია საერთოდ არ ვიცნობ კაცს რომელსაც დაბადებიდან ვიცნობ -ნიკა ისევ ბრაზობს რომ აქამდე არ გაგაცანი ბიჭები -მესმის, უბრალოდ არ შემეძლო აქამდე თქვენი გაცნობა და ასე დაუსწრებლად არ მინდოდა გცონოდათ .იმედია დიდხანს არ იქნები გაბრაზებული მომავალო მეჯვარევ -გამოვფხიზლდები გავიაზრებ რომ ჩემმა კლდე ძმაკაცმა ცნობილი ტელეწამყვანი უნდა შეირთოს ცოლად და მერე გადამივლის ... აბა ქორწილი სად როდის,როგორი იქნებაო რას ამბობდი? -არ გვისაუბრია ჯერ ამაზე -ხო? და ასე უცებ ქორწინება რატომ გადაწყვიტეთ?- ამჯერად ვახო ჩაერთო საუბარში- ასეტი სპონტანური გადაწყვეტილებები არ ახასიათებს იოანეს -რომ გითხრათ ცალ-ცალკე ყოფნა აღარ შეგვეძლო თქო ? -ორივენი დაკავებულები ხართ...როდის ხვდებოდით ერთმანეთს ესეც საინტერესოა ...მაგრამ ხო აშკარად სჯობს დაქორწინდეთ თორემ ისე არც კი ვიცი როდის იკონტაქტებთ -როგორც ვიცი ცოლი და შვილი გყავს ხომ? და თქვენი ვაჟი ბიჭების ნათლულია . -სწორი ინფორმაციააა , მე უცოლო ვარ თავისუფალი ჩიტივით ყველა დანარჩენი უღლის ქვეშაა უკვე -მეეჭვება ღელავდე - გაუცინა ნიკუშას და იოანეს მკლავზე თიტები აასრიალა. იცოდა რომ კარგი დღე არ ელოდა ბიჭების წასვლის შემდეგ,მაგრამ არ ადარდებდა.ელოდა იოანეს გაგიჟებას , სურდა კიდეც მასთან ურთიერთობის არევა და მიაღწევდა კიდეც ამას- იოანეს რომ აეკრძალება სხვა ქალისკენ გახედვა ის კი ნამდვილად იდარდებს და იცოდე არ გაბედო მისი აყოლიება - მხიარულ ნოტაზე იყო, კაცს ქვემდოან უყურებდა მერე ლოყაზე აკოცა და თავი მხარზე დაადო -შანსიი არაა ...სულ რომ ვემუდარო იოანე და ღალატი გამორიცხულია ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო -მშვიდადაა ,მშვიდად .უბრალოდ ხუმრობს თორემ კარგად იცის ღალატს ისევ თავად თუ გამოიწვევს - ზემოდან დახედა კნუტივით მიხუტებულ ქალს და წელზე ისე მოუჭირა ხელი სახეზე გამომეტყველება შეუცვალა. მაშინვე მოხვია თითები კაცის ხელს და ისე უჩქმიტა სისხლისმიმოქცევა შეუჩერა. ცოტა ხანს საუბრობდნენ, მხიარულად კისკისებდა. საუბარი რომ არ გაუჭირდებოდათ ხვდებით ალბათ. შემდეგ ვახოს ცოლმა დაურეკა ,ბავშვი არ იძინებდა მამიკოს გარეშე და მას ნიკაც გაჰყვა. წყვილს დაემშვიდობნენ, სარძლოს აკოცეს წასვლის წინ და შემდეგ აგეცალნენ იქაურობას. კარი როგორც კი მიხურა მაშინვე ზედ ააკრა ტაისა -რას ნიშნავდა შენი ქცევა? -სამსახურში ვიყავი,არ იცი როგორი საქმე მაქვს? შეიძლება საერთოდ ვერ გამოვსულიყავი რა არაადეკვატურია შენი ქცევა ხვდები? -შემომხედე და ისე მითხარი რომ განგებ არ დაიგვიანე,რომ ფეხებზე არ გეკიდა აქ ხალხს რომ ვალოდინებდი -შენი აზრით?- ცინიკურად გაიცინა ხელი ჰკრა და თავი დაიხსნა. ისევ მისაღებში დაბურნდა,იოანეც უკან გაჰყვა- ძალიან ჭედავ იცი? -რაღაც მიზნის გამო ხომ გინდა ჩემი ცოლი გახდე, დამიჯერე ასე მარტივად არ იქნება ყველაფერი და მხოლოდ შენი მოთხოვნები არ შესრულდება. არავის ვაპატიებ ჩემი მეგობრების აბუჩად აგდებას , ეს არაფერი იყო თუ საჭირო იქნებოა საათობით დაგელოდებოდნენ მთავარი შენი დამოკიდებულებაა -სითავხედეს და უზრდელობას მაბრალებ იცი? მე პატარა ტუტუცი გოგო ხომ არ გგონივარ -ზოგჯერ არც კი ვიცი ვინ მგონიხარ ...- კარადიდან ბოთლი გამოიღო და გახსნა-ტაისა , ტაისა ანასტასია ანჯაფარიძე ვინ ხარ და რა გინდა?-მიუახლოვდა სავსე ჭიქა მიაწოდა და თიტები თმაში შეუცურა- მინდა რამე გატკინო და დავმშვიდდე, მაგრამ ვიცი რომ შენც ეს გინდა.ვგრძნობ იცი? -შეუძლებელია- ღვინო მოსვა და ჭიქა იქვე დადო -გაოცებული ხარ? -ჩემს ლოდინში ალკოჰოლის დოზას გადააჭარბე? -ის დროა რომ უნდა გარბოდე- ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა, შემდეგ თმაში ჩამალა სახე და სურნელი შეისუნთქა -მეზიზღები ასე რომ მიყვარხარ -ჩემი წასვლის დროა... ხვალ დილით ადრე უნდა გავიღვიძო -დარჩი -არ მინდა...რატომ იცინი -აუცილებელი არ არის სექ*ი გვქონდეს,დარჩი -როგორ იკავებ თავს -რომ არ გეჩხუბები? -ასე რომ მიყურებ და მაინც არ მეხები ...ისე მიყურებ -გგონია მოგვარდები და ტანსაცმელს შემოგახევ? - ისევ გაიცინა ,ამჯერად ხმამაღლა და კიდე ერთი ჭიქა გამოცალა .ისევ გახედა ქალს წამით, შემდეგ სახე დაუსერიოზულდა - ამას ელოდები? გინდა რომ არაკაცად შემრაცხო? -მე გკითხე ,როგორ იკავებ თავს -შენ რატომ დაინტერესდდი -მიპასუხე და დავრჩები -ნუ მეთამაშები, მთელი ცხოვრებაა უშენოდ მძინავს ეს ღამე არაფერს შეცვლის -მე რომ ვუყურებდი მთელი სხეული მეწვოდა ისე მინდოდა შემხებოდა, ერთხელ მაინც ეკოცნა . ეფლება რომ მქონოდა, ნება რომ მოეცა თავს ვერ შევიკავებდი .შენ კი აქ გყავარ,ასე ახლოს და არაფერს აკეთებ -წადი , წადი აქედან ტაისა - ზურგით იდგა , მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა ამას ანასტასიაც კარგად ხედავდა. მუჭები დასცხო ხის ზედაპირს და ამჯერად იღრიალა, ისე რომ უკან არ გაუხედავს-მოშორდი აქედან! -შენს პერანგს ავიღებ, საცვლებით ძილი არ მიყვარს - გაიცინა , ფეხსაცმლის კაკუნით დატოვა ოთახი და საძინებლისკენ დაიძრა. მესხი ვერ იჯერებდა რომ ტაისა ისევ იქ იყო. ყველაფერი ერთად უტრიალებდა გონებაში,იმის გააზრება რომ იმ ყველაფერს რასაც ქალის მიმართ განიცდიდა ტაისა სულ სხვა მამაკაცის მიმართ გრძნობდა ჭკუიდან შლიდა. ერთ ამოსუნთქვაში გადალახა მანძილი და ოთახში მდგომ ქალს მხრებში წვდა, თავისკენ შეაბრუნა და ჩაწითლებული თვალები მიანათა -რატომ მიწვევ, რა გინდა ... უნდა მოგკლა და მეც უკან მოგყვე? ხომ იცი რომ თუ ჩემი იქნები სხვა ვერავინ შეგეხება, ვერავის შეეხები გესმის? უფლებას არ მოგცემ ჩემთან იყო და ფიქრებით სხვას ეხებოდე -მტკენ იოანე -შენგან განსხვავებით რომ გტკენ არ მსიამოვნებს -იმიტომ რომ ფიზიკურად მტკენ -არანორმალური ხარ...გინდა რომ დაიტანჯო. გინდა რომ მეც დავიტანჯო და ისიამოვნო, ამით გინდა რომ გაერთო .ავადმყოფი ხარ ,მაგრამ არ იცი რომ მე ყველაზე დიდი ავადმყოფი ვარ ... უკაცრავად თქვენი დრო ამოიწურა. სახლიდან წასვლის დროა -როგორ ...მაგდებ? -გაგდება იქნება თუ აივნის კარს გავაღებ გარეთ გაგიყვან და იქ დაგტოვებ. მე გეუბნები რომ უნდა წახვიდე -შენ გინდა რომ დავრჩე -არა მე არა ... აი იმას შენზე რომ აბოდებს ახლა კი მაგ საცოდავ არსებას ღრმად სძინავს -რომ გავაღვიძო? -გაეთრიე ანასტასია შენც და შენი ფიქრებიც შენს საყავრელ კაცზე მომწყდით თავიდან ! -კარგი საყავრელო, როგორც შენ გინდა .იმ კითხვაზე ალბათ ოდესმე მიპასუხებ -მაშინ როდესაც პასუხი აღარ დაგჭირდება -მეოცნებე ყოფილხარ თუ გგონია რომ შენზე ფიქრებით გადავღლი გონებას -ფიქრსაც ვერ შეძლებ ტაისა, ისე გაითიშება შენი გონება რომ ფიქრიც დაგავიწყდება არ ვიცი რომელი შეხვედრა დასრულდა უარესად, მაგრამ ფაქტია რომ ორივე უბედური იყო. ორივესთვის ჯოჯოხეთი იყო ყოველი დღე და შინაგან ტკივილს ვერაფერი უყუჩებდათ. რამდენიმე დღე არ გამოჩენილა ტაისა, მხოლოდ ტელევიზორიდან ესმოდა მისი ხმა და თუ შეეძლო არხს მაშინვე ცვლიდა. ლამის კოშმარად ექცა ქალის სიტყვები, ყოველ ღამით ჩაესმოდა მისი ხმა სხვადასხვა ინტერპრეტაციით.ზოგჯერ ტაისას საყვარელი კაცის სილუეტსაც წარმოიდგენდა,სახეს ვერასდროს ხედავდა მხოლოდ ანასტასიას ვნებით სავსე თვალებს, სიყვარულით დატყვევებულ ტაისას ხედავდა და ესეც საკმარისი იყო შუაღამით ხეტიალისთვის. მაინც ჯიუტად წვებოდა, იძინებდა იმ იმედით რომ მომდევნო ღამე მშვიდი იქნებოდა მერე ისევ შუაღამით იღვიძებდა და დიდხანს დახეტიალებდა. ზარის ხმამ გააღვიძა,თვალები რომ გაახილა რამდენიმე წამი გონს ვერ მოვიდა. შემდეგ კარისკენ დაიძრა და სწრაფად გააღო. ისევ სიზმარში ეგონა თავი კართან აყუდებული ქალი რომ დაინახა. მოკლე საღამოს კაბა ეცვა, ზემოდან მოსაცმელი მოეხურა რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს უფრავდა .თავი კედელზე მიეყრდნო და არეული მზერით უყურებდა ნახევრად შიშველ მესხს -შემომიშვებ? არ გამაგდო გთხოვ - ამღვრეული თვალები მიანათა და ხელები გაშალა . მკლავზე შემოხვია და დაეყრდნო უსიტყვოდ შეიყვანა ბინაში. კარი ხმაურით დახურა და მობანცალე ქალს ხელი მოხვია. მისაღებში დივანზე დასვა , ის კი წამსვე მიწვა . ფეხსაცმელი მოიშორა და კომფორტულად მოკალათდდა. ბალიშს ხელი მოხვია და თვალები მინაბა -მეგონა დამირეკავდი ... შენ კი არ დამირეკე -ასე როგორ დაეცი -მტკივა, ძალიან მტკივა .ვეღარ ვუძლებ , მკლავს ...მიშველე - იოანეს ხელს თითები მოხვია და თავისკენ მისწია. მერე ლოყა ხელისგულზე დაადო და თვალები დახუჭა- მითხარი რომ მარტოს არ დამტოვებ,დაიწვი ცეცხლში ჩემთან ერთად .არ მინდა მარტო ,იყავი ჩემთან ...ხელი არ გამიშვა-ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს და წვრილ თითებს დაატარებდა კაცის ხელზე .მერე პომადით შეღებილი ტუჩები მაჯაზე მიაკრა და გაჩუმდა -ტაისა ... - დაიხარა, არეულ თმაზე ხელი გადაუსვა მაგრამ რეაქცია არ ჰქონია . უკვე გათიშული იყო ანჯაფარიძე . თავი დახარა, დიდხანს დაჰყურებდა მძინარე ქალს,რომელსაც ჩვილი ბავშვივით ტკბილა ეძინა. ალკოჰოლით გაჟღენთილი სხეული და სრულიად არეული სახე წამებში დაუმშვიდდა. უცოდველ არსებას ჰგავდა, ისეთს შეხებას რომ ვერ გაბედავდი. წამში მოხვია მკლავები, ხელში აიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა. საწოლზე დააწვინა,საწოლზე სადაც სხვა ქალებს ეალერსებოდა .იქ სადაც ხშირად წარმოედგინა ტაისას სახე ახლა ზედაც არ შეხედა ისე დატოვა ოთახში მარტო . იოანე მისაღებში იჯდა, სიგარეტის კვამლში გახვეული საძინებელში კი ტაისა იწვა. თვალები სვრცეს გაუსწორა , ისევ კმაყოფილებისგან უნათებდა თვალები. გრძნობებით თამაში ყველაზე დიდი და რთული თამაშია , ტაისა კი პროფესიონალი მოთამაშე. თვალები დახუჭა, ბალიშს ხელები მოხვია და მშვიდად დაიძინა. დილით საძინებლიდან გასულს იოანე არ დახვდა. შხაპი მიიღო , სხეულზე იოანეს პერანგი მოირგო და მისაღებში გავიდა. ისე დადიოდა თითქოს იქაურობის დედოფალი იყო, იცოდა რომ იოანე მივიდოდა და ელოდა. მალევე გაიგო ნაბიჯების ხმა და ოთახში შესულ მესხს გახედა -გამარჯობა ... -არ ვიცოდი ჩემთან დარჩენას თუ აპირებდი, ბარემ ბარგიც წამოგეღო -ძალიან მრცხვენია, იმედია რაიმე სისულელე არ ვთქვი. უბრალოდ ისე მოხდა რომ ...სხვაგან ვერ წავედი -და მე რომ არ ვიყავი ვის უმხელდი გრძნობებს -ნუ იქნები ასეთი დაუნდობელი -დაუნდობელი... მართლა ?- გაიცინა და ყავის ფინჯანს დახედა- ყავა უკვე მიირთვი, გამოფხიზლდი კარგად ხარ ,აშკარაა თრობის გამოცდილება გაქვს -დღეს არ ვმუშაობ შენთან ვიქნები -უკვე გადაწყვიტე? -არ გინდა რომ ერთად გავატაროთ დღე? -შენ რატომ გინდა დღის ჩემთან გატარება, მხოლოდ შებინდებისას გაწუხებს ცალმხრივი სიყვარული ? -გთხოვ ნუ მექცევი ასე -შენ არა ,საკუთარ თავს ვექცევი საშინლად .აქ ყოფნის უფლებას რომ გაძლევ -შენ მე თავიდანვე გითხარი რომ სხვა მიყვარდა, შემეძლო მაშინვე მეთამაშა შენი გრძნობებით,მაგრამ გითხარი და იმედი არ მოგეცი.ახლა როცა მჭირდები ზურგს მაქცევ? -მაშინ არ ითამაშე, განწყობა არ გქონდა. გეგონა იმ ბიჭს ხელში ჩაიგდებდი და საწადელს აისრულებდი. ახლა სხვა სათამაშო აღარ გაქვს და ჩემით თამაში გადაწყვიტე ... რატომ არ ვსაუბრობთ პირდაპირ ჩვენ ხომ არაფრის გვეშინია .განა უარესი რა უნდა გამიკეთო ყოველ დღე ,ყოველ წამს მკლავს იმაზე ფიქრი რომ სხვა გიყვარს სხვის გამო ხარ სასოწარკვეთილი და ახლა ბრაზისგან ვსკდები რომ ვიაზრებ ვირაციც გამო გალეშილი მიგიღე საკუთარ საძინებელში შეგიყვანე და საყავრელი დაქალივით გექცევი . მე არ ვარ დაქალი მე კაცი ვარ რომელიც შენზეა შეყვარებული რა სიამოვნებას იღებ იგივეს რომ განმაცდევინებ რასაც შენ განიცდი... არა მე უარესად ვარ. შენ ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ ვარ -გააკეთე რაც გინდა, ნუ შეიკავებ თავს.ვიცი რომ ვიმსახურებ , უბრალოდ ხელი არ მკრა . მოითმინე გთხოვ ,ჩემ გამო -შენ გამო ... მირჩევნია მითხრა მოკვდიო ვიდრე ვუყურო როგორ მისტირი სხვას.მას ვინც არასდროს ყოფილა შენი,ვისაც ჰკიდიხარ და ვინც არასდროს ...გესმის? არასდროს მოგექცევა ისე როგორც მე -ამიტომ ვარ შენთან ...ვიცი რომ შენსავით ვერავის ვეყვარები.მიუხედავად შენი გაცოფებისა ,შენ სხვა ხარ...იყავი ოპტიმისტი -და წარმოვიდგინო რომ მე და შენ წყვილი გავხდებით? ფარისევლობას ვერ ვიტან -სამაგიეროდ მე გიყვარვარ იმდანად რომ ვიცით,ორივემ ვიცით ბოლოს მაინც გააკეტებ ყველაფერს ჩემს გადასარჩენად. ახლა უბრალოდ შენ მჭირდები ,ხოდა უბრალოდ ჩემთან იყავი - ისევ შემოეხვია სიტყვებთან ერთად მისი ხელები კაცის სხეულს. ტუჩები ყბაზე მიაკრა. თითები თმაში შეუცურა ,ნელ -ნელა აბრუებდა გონებას უთიშავდა და თავის კლანჭებში აქცევდა მესხს. შეპყრობილი იყო მესხი, ხელი წვრილ წელზე შემოხვია ქალს თავისკენ მიიზია და ტუჩებზე წაეტანა. მოულოდნელობისგან შეკრთა ქალი, სადავეები გამოეცალა, ფიქრობდა რომ ყველაფერი მის ხელში იყო ახლა კი გრძნობდა როგორ უხურდა მთელი სხეული. ტუჩებიდან მთელს სხეულში ვრცელდებოდა ემოციების ტალღა, გაურკვეველი და ამოუხსნელი უარყოფითი, სასიამოვნო, შემაწუხებელი და გასაგიჟებელი ყველაფერი ერთად ირეოდა . კაცის ბაგეებს მოქმედებაში ჰყვებოდა , ჟანგის გემო რომ იგრძნო ვერ მიხვდა საიდან ვრცელდებოდა თვალები რომ გაახილა და დაინახა როგორ გაისვა ენისწვერი ქვედა ტუჩზე მესხმა შემდეგ გაიაზრა რომ თავად უკბინა კაცს. მთელი სხეულით თრთოდა და ისე ებღაუჭებოდა იოანეს მაისურს როგორც ხავსს, ხელი რომ გაეშვა დინება უფსკრულში ჩაითრევდა. შემდეგ იგრძნო როგორ მოძრაობდნენ ყელიდან ლავიწებისკენ მესხის თითები, პერანგის საყელოსთან გაჩერდნენ -ჩემი პერანგი არ ჩაიცვა ,მანამ სანამ ტაისა მესხი არ იქნები! -ტაისა მესხი? -და კიდევ დაიმახსოვრე რომ როდესაც მეხები კი არ მაბრუებ აღმაგზნებ მე კი ამ დროს სადავეები ყოველთვის ხელთ მაქვს -მეტყვი როგორი გრძნობაა როდესაც სანატრელ ტუჩებს ეხები? -აზრი არ აქვს, შენ ვერასდროს გამოცდი .გპირდები!- ირონიულაად გაუღიმა,მისი შხამი თავიდან აიცილა და ნატკენ ტუჩზე თითი გადაისვა- სისხლდენისგან დავიცლები ვითომ? -აშკარად კარგად იმოქმედა განწყობაზე... -ქორწილამდე ერთი თვეც არ დარჩა. მთელი დღით თუ ჩემი ხარ ოჯახს გაგაცნობ, მოემზადე ვფიქრობდი რომ მარტში დავბრუნდებოდი ,მაგრამ სიტყვის შესრულება გადავწყვიტე და შეპირებისამებრ თებერვალში დაგიბრუნდით. როგორც ყოველთვის ლომკა თავისას შვება და ისევ დროზე ადრე მენატრება თქვენი კომენტარები . სავარაუდოდ ყოველდღე დავდებ და მალევე დავასრულებ . წერის დროს ცოტა თუ მიძლებს, საერთოდაც იშვიათად უძლებენ ადამიანები ჩემს გაუთავაბელ წუწუნს ამჯერად ორი ადამიანი "შევიწირე" თავიანთი ნერვული სისტემითურთ მარჩო და ბიბო ასე რო მათაც დიდი წვლილი აქვთ ამ ისტორიის შექმნაში. მარტო სათაურის მოფიქრებაზე ვანადგურებ აქსონებისა და დენდრიტების რამდენიმე მილიონ წყვილს :დ. პ.ს იმედია მოგეწონებათ,დაგაინტერესებთ და სიამოვნებით გამომყვებით დასასრულამდე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.