სუროგატი დედა.თავი 6
ეჭვიანობა ეს ძალიან დიდი და რთული დაავადება,როგორც მამაკაცებში,ასევე ქალებშიდაც.ბევრი ქალი ვერ აცნობიერებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯის სიმძიმეს და ამ ნაბიჯის შედეგებზე გვიან ნანობს,მაგრამ სანამ სინანულამდე მივა სიცოცხლეს უმწარებს სხვას და ამას თითქოს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აკეთებებენ.ოჯახის შექმნის პროცესში მარტო რწმენა და სიყვარული არ არის საკმარისი, ასევე აუცილებელია თავმდაბლობა და მიტევების უნარი,ნატას მძიმე ხასიათის გამო გიორგი არ იმჩნევდა მის გამოხტომებს,მაგრამ მის ჩუმად ის სიცოცხლეს უმწარებდა მარიტას როგორც კი თვალს დაარიდებდა.იმ დილასაც გიორგის წასვლის შემდეგ მარიტას მიაკითხა. -როგორ მოხდა რომ მარტო ხარ? -რა გინდა ნატა,რისთვის მოხვედი. -მოვედი,გაგაფრთხილო რომ... -რომ რა................ -რომ ჩემი ქმრიდან თავი შორს დაიჭირე. -შენ საერთოდ კარგად ხარ?ხომ არ ჯობია რომ ექიმს გაესინჯო? -შენ მე ვერ მიბრძანებ როდის სად წავიდე,გაფრთხილებ და გეტყვი კიდევ,რომ არ დავუშვებ ეს ბავშვი დაიბადოს. -იცი რას გეტყვი?ყველა ჩვენთაგანს სიცოცხლეს უფალი გვჩუქნის და ესეც მასზეა დამოკიდებული თუ მას უნდა შენ ვერაფერს ვერ გახდები,პატარა მაინც დაიბადება.და თუ ასე გააგრძელე,შენ თავად დაანგრევ შენს ოჯახს რომელსაც უკვე ქვემოდან წყალი აქვს შემდგარი. -და შენც ამას არ ელოდები? -არა,არ ველოდები და ნამდვილად არ მინდა არავინის ქორწინების დანგრევა.მე შენს ადგილზე იმ ქალს მოვეფერებოდი,ვინც შვილს გამიჩენდა და ოჯახსაც შემინარჩუნებდა,მაგრამ შენ სად გაქვს ტვინი ამდენი რომ იფიქრო. -ნუ მიწვევ მარიტა შენ მე არ მიცნობ,ჩემი ქმრის გვერდით რომ გნახო არც დავფიქრდები შედეგებზე ისე გაგანადგურებ. -ნატა როცა უყვართ არ ღალატობენ არანაირ შემთხვევაში,ნუ დაეცემი კიდევ უფრო ძირს შენი ქცევებით,ნუ დაიზიანებ ასე ძალიან სულს.არ გაქვს ეჭვიანობის მიზეზი,თავად ეძებ ტკივილს და გინდა რომ გეტკინოს ალბად რომ შენი შხამი უფრო გადმოანთხიო.წადი,წადი და დაფიქრდი შენ უკვე კარგავ საყვარელ მამაკაცს მაგრამ აქ ნუ ეძებ,აქ არ არის.ბედნიერებას ვინც ვერ ინარჩუნებს მისი ბედნიერი წლები თუ დღები წამში ჰაერში გაიბნევა და მხოლოდ წარსულის ფურცლებზე დარჩება დაწერილი.თუ შენ შენი ქმრისთვის ძვირფასი ხარ,არამც და არამც ის არავის გამო არ დაგტოვებს,შენ კი შეაძულებ თავს შენი ეჭვიანობით და ისე იზამ სახლიდანაც გააქცევ.დაიმახსოვრე ცუდ ამინდს ყოველთვის მოყვება კარგი ამინდი,მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასოდეს ვერ იკაიკაცებს.ნატას კარები მიუხურა და იქვე ჩაიკეცა,რადგან ნატას წასვლის შემდეგ იგრძნო თუ როგორ ცახცახებდა.გაჭირვებით მივიდა მდივანთან და ტელეფონი აიღო სადაც შეტყობინება დაწერა და გაგზავნა. -ჯორჯ მოდი,მჭირდები.არ გასულა რამოდენიმე წუთი და სახლში ფერდაკარგული ჯორჯი შემოვიდა,შეხედა მარიტას და მიხვდა ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი. -არ გეკითხები რა გჭირსთქო,რადგან ვხვდები რომ აქ ნატა არის ნამყოფი. -აღარ მოხვიდე,გთხოვ არ მინდა კამათი და არ მინდა ჩხუბი.ვიცი,რომ რაც მე გამოვჩნდი მის შემდეგ გაქვთ დაძაბული სიტუაცია. -მართალია,მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. -ჯორჯ ქორწინება,ეს ხომ უდიდესი სიყვარულის განცდაა. -ეს მხოლდ მაშინ,როცა სიყვარულით ჰქმნი ოჯახს და დარწმუნებული ხარ,რომ ვერავინი ვერ შეგიცვლის გრძნობებს საყვარელი ადამიანის მიმართ.როცა გიყვარს,მარიტა მისი გმირი ხარ,მთლიანად მას ეკუთნი და აღარ გეფიქრება სხვაზე.საზღვარს ვერ ხედავ და ყოველთვის მზად ხარ იყო მის ახლოს,მის გვერდით. -შენც ხომ ეს გააკეთე,როცა დათანხმდი ნატას სურვილს და შვილი გყოლოდათ სუროგატი დედის სახით. -სხვა რომ ყოფილიყო შენს ადგილზე გგონია დავთანხმდებოდი?მე არ მიკითხია შენთვის ვინ ხარ,საიდან ხარ,ვინ არის შენს უკან.მარიტა მე შენ მიყვარხარ და მინდა ვიცოდე,გაქვს შენ სურვილი იყო ჩემს გვერდით? -სურვილი დიდია ჯორჯ მაგრამ შესრულებაა ძნელი.ქორწინება,ოჯახი ხომ გაიგივებულია ,,ერთხელ დაბადებასთან და ერთხელ სიკვდილთან''. -ოჯახი,ჰარმონიული ცხოვრება,ბავშვების ჟივილ-ხივილი,ერთმანეთის ერთგულება და ნდობა,აი ესაა ოჯახი მარიტა და არა ის როცა ქმარმა არ იცის ცოლი სად არის და ცოლმა არ იცის ქმარი სად არის.მარიტა წამოდგა,უნდოდა გაცლოდა და სამზარეულოში შევიდა მაცივარი გამოაღო და ნუტელა გამოიღო,თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ჯორჯს და თითით დაიწყო შოკოლადის ჭამა,რამდენიმე წუთი უცქირა ჯორჯმა მის დასვრილ თითებს,ტუჩებს და ვეღარ მოითმინა ორივე ხელები დაუჭირა და შოკოლადით მოსვრილი ტუჩებზე ენა გადაუსვა,მარიტას გააკანკალა და თვალები დახუჭა მაგრად. -გინდა გამაგიჟო? -არც კი მიფიქრია ................ -გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?ვერ ამოგიგდე მარიტა თავიდან,ყველგან ჩემს წინ დგეხარ,ყველგან შენ ხარ.დღეც და ღამეც შენზე ვფიქრობ და იცი ეს ბოლო დღეები რას ვფიქრობ? -რაა,რააას ფიქრობ. -ძალიან მოგიხდება ორსულობა. -ჯორჯ,ჯორჯ ძალიან გთხოვ შენი ჰორმონების ზეიმი შენს ცოლთან დაახრე,ჩემთან არა. -მხოლოდ შენ აღვიძებ ჩემში ველურ ვნებას და სულ სხვა სამყაროში ვარ შენთან ერთად როცა ვარ.ჯორჯი ცდილობდა მარიტას სახე წაეკითხა,თუ რას ფიქრობდა ის,არადა უკვე სიგიჟემდე მიყავდა იმის ფიქრს რომ დამტკბარიყო იმ ქალის სხეულით,სადაც მისი შვილი მშვიდ გარემოში გაიზრდებოდა.მარიტა?რას გრძნობდა მარიტა გიორგის შეხებისას?ენით გადმოუცემელ სიამოვნებას და არა მარტო სიამოვნებას,გრძნობდა მთლიანად ადამიანს,მის გულწრფელობას და მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.ძალიან უნდოდა თავადაც ეკოცნა,მაგრამ ვერ რისკავდა.უხერხული დუმილი დადგა,მხოლოდ წუთიერად და ისევ გრძნობს რბილ მასას მის ტუჩებზე და ვეღარ გაუძლო,ვეღარ მოთოკა თავი რადგან მასშიდაც გაიღვიძა გრძნობებმა,ვნებამ და თავადაც შემოხვია ხელები ჯორჯს და კოცნაში აყვა.სხვა სამყაროში გადასულს ბუნდოვნად ესმოდა ყურში ჩურჩულით ნათქვამი ლამაზი სიტყვები.ისევ ჯორჯმა მოთოკა ვნებები და გაბადრული სახე დაუკოცნა მარიტას რომელმაც გაახილა თუ არა თვალები შავ თვალებში ჩაიძირა. -მარიტა რა არის სიყვარული? ეს არის გრძნობა რომელიც ყველა და ყვალაფერზე ძლიერია.გრძნობა რომელიც გვაძლიერებს,გრძნობა რომელიც ძალას გვაძლევს გავაგრძელოთ ცხოვრება.ეს გრძნობა ხომ ღმერთმა გამოგვიგზავნა,ამ გრძნობით დაგვაჯილდოვა.მარიტა როცა გიყვარს ყველაზე ძლიერი ხარ.იცი რა იმალება ამ 9 ასოიან სიტყვაში? თითქოს არაფერი, არადა უამრავი რამ. მის უკან დგას ტკივილიც, ცრემლიც და სიხარულიც. -გეთანხმები ტკვილი და ცრემლი კი მოაქვს,მე ჯერ სხვა ვრაფერი ვერ ვნახე ამ ორის გარდა. -გაჩუმდი,გაჩუმდი ბოლომდე მათქმევინე ჩემი სათქმელი.ფილტვები მტკივა უშენობით, როცა ვერ გხედავ მიჭირს სუნთქვა.შენს თვალებს რომ ვერ ვხედავ ის დღე წარუმატებელია ჩემთვის,შენი თვალები ხომ სითბოთი და სიყვარულით არის სავსე,გულით კი მზე დაგაქვს. -ნუ აბუქებ,უბრალოდ მეც შავი თვალები მაქვს და შენც. -შავი თვალები,რომლებიც დაუოკებელი ვნებით არის სავსე როცა მე მხედავს.ისინი ისეთი ცეცხლოვანია არც კი იციან შებრალება,ვერ ხვდები?ისინი თავად მიწვევენ.მინდა გავექცე,მაგრამ თითქოს მოჯადოებული ვარ. -ხო მიმიხვდი,მე მოგაჯადოვე.გაეცინა მარიტას. -პირველად რომ გნახე და ჩუმად დაგხატე ბიბლიოთეკაში მაშინ მომაჯადოვე,მერე სკვერში პირველი კოცნა რომ მოგპარე,მაშინ უფრო გააძლიერე ჯადო და დღეს თავს ვეღარ ვიკავებ ყველა ქალში შენს სახეს ვხედავ,ყველგან შენ ხარ. -ჯორჯ........... -დაიმახსოვრე მე ჯორჯ გურენი ვარ შენთვის, მაგრამ ახლა თქვი რაც გინდა.მარიტამ თვალებში შეხედა და მომთხოვნად უთხრა. -მაკოცე. -რა ვქნა?თვალებგაფართოვებულმა შეხედა მარიტას,თითქოს არ დაუჯერა მის ყურებს რაც გაიგონა,ეგონა მოესმა. -გაჩუმდი და მაკოცე,მაკოცე თუნდაც კიდევ ერთხელ და საბოლოოდ.ჩვენ ორივემ შევსვით უკვე შხამი და მოდი ეს შხამით სავსე თასი ერთად დავცალოთ. -მარიტა დამარცხდი,ვნებამ გაჯობა.თქვა ჯორჯმა ბედნიერი ღიმილით და მარიტას ათრთოლებულ ბაგეებს ვნებით დააკვდა.პირველი სიყვარული,ეს ყველაზე ძლიერი გრძნობაა,გრძნობა რომელმაც შეგვცვალა.პირველ სიყვარულში მრავალი რამაა განსაკუთრებული.მარიტამ იცოდა რომ ეს სიყვარული მარადიული და სამუდამო არ იქნებოდა მისთვის. ძალიან ტკივა როცა ანალიზებს რომ მალულად უწევს კოცნაც და გრძნობების დამალვაც. -იცოდე ვეჭვიანობ ყველაზე და ყველაფერზე.ვეჭვიანობ შენს ღიმილზე,ვფიქრობ სხვას ხომ არ უღიმის ასე საყვარლადთქო.ვეჭვიანობ მარიტა იმიტომ რომ ერთადერთი ქალი ხარ ვინც ასე ღრმად შემოვიდა ჩემში. -მიმიხვდი,მინდა ყველას გავუღიმო,რომ შენ გაგაგიჟო. -არც კი გაბედო,არ გირჩევ იცოდე ჩემს გამოწვევას. -მინდა,მინდა გაგაგიჟო და მინდა ძალიან ბევრი მოგონება წავიღო წასვლისას ჩვენი ურთიერთობის ნეტარი წუთების. -არ წაიღებ,შენ არსად არ წახვალ.ჩვენ ერთად გავიართ ყველა ნეტარ წუთს,კიდევ ბევრი წლები. -არა,არა ეს შეუძლებელია.არ მოგცემ ნებას ასე ღრმად შემოიჭრა ჩემში,არ მინდა მეტკინოს,რადგან მიყვარხარ. -რააა?რა თქვი?მარიტა რა თქვი,გაიმეორე. -დაივიწყე,არაფერი არ მითქვამს. -არა,არ დავივიწყებ,ნუ ხარ შებოჭილი მიეცი გრძნობებს გზა,მომენდე უშიშრად. -ჯორჯ მეშინია,მართლა მეშინია.ჯორჯმა გულში ჩაიკრა მარიტა და მაგრად შემოხვია ხელები,ყურში კი უჩურჩულა. -მოდი მივუშვათ ვნებები მის ნებაზე.მასზე აკრულ მარიტას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდნენ.ისე სწრაფად მიჰქროდა მანქანით რომ თავბრუ დაახვია სიჩქარემ,ტვინი მთლიანად შეიცვლა.თვალები დახუჭა და თითქმის ჩაეძინა.დიდი დრო გავიდა ადგილზე მისვლამდე,თითქმის საუკუნე.მანქანა მიჰქროდა და უკან დიდი თეთრი სავსე მთვარე მოჰყვებიდა ლამაზი და სათნო ღიმილით.მიდიოდა,წინ გზას უცქერდა და მარიტაზე ფიქრობდა,ძლიერი ქალია,მაგრამ სუსტიც,ვნებით სავსე მგრძნობიარე და ტემპერამენტიანი.ფიქრობდა და ეს მხოლოდ ფიქრები იყო მასში,მაგრამ მარიტა თავად იყო ამოუცნობი,იდუმალი,სასურველი და მიმზიდველი ქალი.ორ სართულიანი სახლის წინ გააჩერა მანქანა და ჩაძინებული მარიტა სახლში ხელით შეიყვანა თავის საძინებელში.მოეფერა,თმები გადაუწია სახიდან და ფრთხილად გახადა შარვალი,ასევე სვიტერიც და თავისი მაისური ჩააცვა.დილით გაეღვიძა მარიტას და საწოლში მარტო იყო,ადგა და ფეხშიშველმა გავიდა,ფეხაკრებით მიდიოდა რომ ხმაურმა სამზარეულოში გაიყვანა. -ჯორჯ სად ვართ?ჯორჯმა შემობრუნდა და შეხედა მარიტას ფეხშიშველს,თმა აბურძგნულს და სიმხურვალე იგრძნო ჯერ ხერხემლის არეში და მერე ნელა ნელა მოედო ცეცხლი მთელ ორგანიზმს.ვერ შეიკავა თავი,ვერ მოთოკა გრძნობები,ვერ შეძლო ვნებების დაოკება.ასეთი რამ არასოდეს არ დამართნია,დილაა მაგრამ წითელი ღვინო დაისხა და სულმოუთქმელად დალია.მარიტას გაუკვირდა და შეეკითხა. -ჯორჯ რატომ სვამ დილიდან,რა გჭირს?მივიდა და ხელი ჩამოუსვა,კიდევ უფრო აღეგზნო მარიტას შეხებაზე,არ იმჩნევდა მღელვარებას,მაგრამ ვეღარ მოითმინა და მარიტას გიჟურად დაუწყო კოცნა.შემდეგ მოეშვა,მარიტა ხელში აიყვანა და ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე,ოთახში ნელი და წყნარი მუსიკა ჩართო,მიუახლოვდა წელზე შემოხვია ხელი და მისივე სხეულზე აიკრა,თმები აუკეცა ხელით და მისი სურნელი შეისუნთქა.დაიბნა მარიტა,სიამოვნებდა ჯორჯის სხეულზე ყოფნა,მისი სავსე მკერდი მამაკაცის მკერდს ეხებოდა,გრძნობდა ჯორჯის ხელებს მის ტანზე,შემდეგ გულში ჩაიკრა,თავი ააწევინა და ტუჩებში აკოცა.მარიტაც აყვა და უკვე ერთმანეთს გაშმაგებული კოცნიდნენ.საწოლზე დააწვინა და ოსტატურად შემოაცალა სხეულიდან ის რაც კი ხელს უშლიდა.იმდენად არის სექსუალური ჟინით შეპყრობილი,რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდათ მოფერებაზე მეტი. -თეთრი ვერფხვი ხარ,ჩემი ვეფხვი,მხოლოდ ჩემი.უთხრა ჩურჩულით და მარიტას თეთრ მკერდს მოეფერა.თავს იკავებდა,მაგრამ ჩუმი კვნესა მაინც ვნებიანად მოხვდა ყურს და კოცნით აიყვანა სიამოვნების მწვერვალზე.ველურად ვნებიანი, მგძნობიარე და გაბედული,არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა გრძნობების გაკონტროლება.ტკივილისაგან ატირდა,მაგრამ კოცნით ამოუშრო ცრემლიანი თვალები.ნაზი და მხურვალე იყო ჯორჯის მოფერება,თავადაც ეფერებოდა და ნეტარებისგან ცახცახებდა როცა ყელი და კისრის არეში მხურვალე სუნთქვას გრძნობს და ყელზე ნაზად ევხება.არ იცის ნეტარებისგან დაღლილს რა დროს ჩაეძინა და დილით გაღვიძებულმა მასზე შემოხვეულ ძლიერ ხელებს ნაზად გადაუსვა ხელი და უფრო ძლიერად რომ შემოეხვია ხელები,მიხვდა არ ეძინა და თავი მიაბრუნა დილის ღიმილით გაუღიმა. -დილა მშვიდობისა ჯორჯ შენ და ჩვენს პირველ ახალ დილას. -დილა მშვიდობისა ჩვენს ახალ დილას,ახალ ცხოვრებას პრობლემებით სავსეს,მაგრამ მაინც მშვენიერს.ასეთი სასიამოვნო შეგრძნებით,ვიტყვი რომ არასოდეს არ გამღვიძებია.თქვა ჯორჯმა ძილისაგან დაბოხებული ხმით. -ეს წუთები ჩემთვისაც სასიამონოა,თუ არ ჩამწარდა. -ნუ ფიქრობ ცუდზე,მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. -ვერ იქნები ჯორჯ ყოველთვის ჩემს გვერდით. -ვიცი,სამსახური მაქვს მაგრამ მე ვაკონტროლებ ყოველთვის ყველაფერს. -ჯორჯ არ წავიდეთ? -არა,არ მინდა წასვლა. -მერე ნატა რომ მოვიდეს? -ახლავე მოვალ,მოვაგვარებ.თვალი ჩაუკრა და წამოდგა.სულ მალე გაღიმებული დაბრუნდა და უთხრა.-ყველაფერი მოვაგვარე,შენი ტელეფონი სად არის. -გათიშულია,მკვდარი არის. -კარგია,იყოს გათიშული წასვლამდე.დაიმახსოვრე,თუ რამე ისეთს შეატყობ მირეკავ,თუ ზარს მომცემ მივხვდები რომ გიჭირს და რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საქმე მქონდეს,ვტოვებ და მოვდივარ შენთან.შენ დღეიდან მე მეკუთნი,მარტო მე.მართალია ეს სიამოვნება რომ შევიგრძნო წინ დიდი წინააღმდეგობები არის გადასალახი და ამის გამო ლოდინია საჭირო. -ჯორჯ სოფელში მინდა წავიდე. -გინდა წაგიყვანო? -არა,მარტო წავალ. -კარგი თუ გინდა ხვალ აქედან რომ წავალთ,პირდაპირ წადი. -არაფერი არ მაქვს თან,სახლში მომიწევს მისვლა. -ეგ მიოგვარებადია და ჯობია წახვიდე, მე კი სათბურებში წავალ და იქ ვიქმნები დაღამებამდე. -ჯორჯ მომიყევი შენზე. -ჯორჯ გურენი ჩემი ფსევდომინია,რადგან ხშირად მიწევს ქვეყნიდან გასვლა,ამიტომ ჯორჯ გურენი ასე მიცნობს ყველა.ჩემი დიდი სურვილია მომღერლად შევდგე,სამსახიობოზე ვაბარებდი და სიმღერა დამჭირდა,საბერძნეთში წავედი ქართველ პედაგოგთან და სამი ბერძნული სიმღერა მოვამზადე,პედაგოგმა რომ მომისმინა მკითხა რამდენი ხანია რაც ვმღერი და მე ვუთხარი ცხოვრებაში არ მიმღერიათქო,არ დამიჯერა,გამოცდაზე აკაპელაში ვიმღერე,მას მერე იმდენად მომეწონა სიმღერა,რომ დღეს 5 საათს ვმღერი.ჯული მაისონმაც მომისმინა,ასევე სხვა ცნობილმა მომღერლებმა და მითხრეს,რომ აუცილებლად მოვახდენ სცენაზე ფურორს,მაგრამ ამ ყველაფერს სურვილი,დიდი შრომა და მონდომება სჭირდება.ხშირად ვმღერი კონკურსებზე და შესაძლებელია საბერძნეთში ახალ ხმაშიც მივიღო მონაწილეობა.მინდა საქართველოს სახელით რაღაც გავაკეთო,თუმცა ჩემი ოცნებაა,ფილმში ვითამაშო.სხვა რა გითხრა პაპა გარდამეცვალა და ორ თვე ნახევარში ზუსტად იმავე ადგილზე,იგივენაირად ავტო კატასტროფაში ძმა დამეღუპა,შალვა ერქვა რომელსაც დარჩა 4 თვის მოყვანილი მეუღლე და მყავს 8 წლის ძმიშვილი ასევე შალვა რომელიც არ იცნობს მამას.ძმის გარდაცვალების შემდეგ 4 წელიწადში მამაც გარდამეცვალა.დიდი ფსიქოლოგიური დეპრესია გადავიტანე,აღარაფერი მინდოდა მაგრამ მაინც დავდექი ფეხზე.გავიცანი ალექსანდრე,სოფი,მელანო,გივიკო და ამათი სიახლოვით ნელა ნელა დავძლიე რთული ეტაპი.მამა რომ გარდაიცვალა,ხატვა დავიწყე და ასე დაიწყო ჩემი კარიერაც.შემეძლო საათობით დავმჯდარიყავი და მეხატა,თავზედავ ბევრჯერ დამთენებია ხატვაში.მაქვს ნათამაშები რამოდენიმე სპექტაკში მსახიობი ვარ,მხატვარი ვარ და მომღერალიც ვარ.მინდა გავყვე ამ გზას და კარიერაც ავიწყო,თუმცა ჩემი საქმეც მაქვს. -რძალი?ასე ცოტა ხანი იცოცხლა საყვარელ ადამიანთან ერთად,გაუჭირდებოდა შეგუება ცხოვრებასთან. -რძალი ძალიან კარგი მყავს,30 წლის არის.ვენაცვალე ჩემი და არის,ჩემი სული და გული ძმის-შვილს მიზრდის,ჩემი თეაკო.ახლა იტალიაში წავიდა,უკვე ერთი თვეა.ძირითადად საბერძნეთში ვცხოვრობ სალონიკში და ვცდილობ თავი დავიმკვიდრო,არ არის მარტივი.მქონდა რამოდენიმე გამოფენა,რომელთა მოწყობაში ბერძნები მეხმარებოდნენ.ეს კი დიდ სტიმულს მაძლევდა. -ჯორჯ რა სტილში ხატავ,ხატავ ტილოზეც? -ჩემი სტილია პიპერრეალიზმი,თუმცა აბტრაქციასაც ვხატავ,გარდა ამისა ფოთლებზეც ვხატავ ზეთით,ძირითადად ჭადრის ფოთლებზე.ეს ახალი სტილია,ძალიან რთული და შტომატევადი. -ჯორჯ მეძინება. -მმმმმ,მე კი მომშივდა და თუ არ ადგები შენ დაგადემოვნებ,ასევე ყველაზე მგძნობიარე წერტილებს შევეხები და ისევ აკვნესდები.კისრის უკანა მხარეს კოცნიდა ასევე ნაზად კბენდა და კიდევ მეტად უნდოდა სიახლოვე.ულამაზესი კიდევ ერთი დღე და ღამე დაიწერა მათი მოგონებების წიგნში და დატოვეს სახლი.ჯორჯმა მართლა აურია ნატას კვალი,მარიტამ ყველაფერი იყიდა რაც კი ჭირდებოდა სოფელში,ფულიც მისცა და თავად მიიყვანა მარშუტკასთან. -დაგირეკავ და ყურადღებით იყავი ტელეფონთან. -ჯორჯ ნატას......... -ნატასთან მე მოვაგვარებ,შენ არ ინერვიულო. -შეხვედრამდე. -შეხვედრამდე და მომენატრები.მარიტამ გაუცინა და წავიდა,ჯერ ბილეთი აიღო და შემდეგ მარშუტკაში თავისი ადგილი დაიკავა,წიგნი ამოიღო და კითხვა დაიწყო.ჯორჯი ჯერ ოფისში წავიდა,შემდეგ კი სათბურში და დღის ბოლომდე იქ იყო,აღარ გამოიცვალა და სამუშაო ფორმით მივიდა სახლში სადაც გაბრაზებული ნატა დახვდა. -სად იყავი წუხელ. -ვმუშაობდი. -ოფისში არ იყავი,სად მუშაობდი გიორგი. -სათბურში ვმუშაობდი ნატა. -მარიტაც იქ გყავდა? -ვინ?ისე გაიკვირვა ჯორჯმა კითხვა თითქოს მართლა არ ენახოს მარიტა ეს ორი ღამე. -შენ სულ დაგაბრმავა ეჭვიანობამ ნატა. -მართლა გეუბნები ,მარიტა სახლში არ იყო წუხელ,იქნებ გადაიფიქრა და წავიდა?ბედნიერების სხივმა გაკიაფდა ნატას თვალებში და გიორგის შეხედა სიამაყით,გიორგიმ კი ტელეფონი ამიღო და ალექსანდრეს დაურეკა. -შენ ნახე და უთხარი რამე?იცოდე შენ თუ მიხვედი მასთან და რამე გაქვს ნათქვამი,ნატა მიფრთხილდი. -ალექს შენ ხარ? -არა,ალექსანდრე მაკედონელი ვარ შენს წასაყვანად გამომგზავნეს.უთხრა ალექსმა და გიორგის ძალიან უნდოდა გაცინება,მაგრამ მის წინ ნატა იდგა. -ნუ იღრინები,მარიტა სად არის. -მარიტა გულმოსული იყო და სოფელში წავიდა. -დარწმუნებული ხარ? -კი,უკვე ველაპარაკე და ეს არდადაგები იქ დარჩება. -ააა,ჩემთვის არ უნდა ეთქვა? -არ ვიცი შენზე იყო გულმოსული თუ სხვაზე,მაგრამ რომ დაბრუნდება გავიგებ. -იქნებ რამე ჭირდება,რამე უნდა. -არაფერი არ ჭირდება და დაწყნარდი,ნერვები მოთოკე. -კარგი ხო,აღრენილი ხარ და არ ღირს შენთან ლაპარაკი,თუ რამე გაიგო გამაგებინე.მარიტას ღიმილი მოჰგვარა ნაცნობი ადგილების ხილვამ და ცრემლიც კი მოერია,მოითენთა და ფიქრებში გადავარდა იმ ძველ ისტორიაში დაიწყო ქექვა რაც მის სოფელს უკავშირდება,სოფელი ვარციხე,ხომ ძველი და დიდი ისტორიის მქონე სოფელია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.