შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 11


11-05-2018, 18:47
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 4 814

ავტორის შენიშვნა: მინდა დავიწყო იქიდან, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ასე რომ მოგწონთ ეს მოთხრობა <3 მართლა არ ველოდი ამდენი ადამიანი თუ წაიკითხავდა. შემდეგ ბოდიში გადაგიხადოთ იმის გამო, რომ არც ისე ხშირად ვდებ. უბრალოდ მართლა დიდი პრობლემა მაქვს დროსთან დაკავშირებით :( და ყველაზე მთავარი-მოთხრობის სათაური! უკვე ბევრმა აღნიშნა სათაურის შესახებ, ამიტომ გეტყვით რაშია საქმე :დდ მოკლედ, როცა ამ მოთხრობას საიტზე ვდებდი, რაღაც საქმეები მქონდა, მე კი სათაური ჯერ კიდევ არ მქონდა მოფიქრებული. იქიდან ჩემი და მიყვირის-სწრაფად, წასასვლელები ვართო. ხოდა მეც ვიფიქრე, ამას მაინც არავინ წაიკითხავს და სათაურს დიდი მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი და პირველივე რაც მომაფიქრდა ის დავაწერე, ანუ- ,,ვინუჟდენში დაქორწინებულები''. :დდ ასე შერჩა ეს სახელი :დდ რომ მცოდნოდა ასე მოეწონებოდა ხალხს, აუცილებლად ცოტა მეტ დროს დავუთმობდი სათაურზე ფიქრს :დდ ❤️❤️❤️
----------------------------

როგორ გამოიჩინე ამხელა სისუსტე?!
ნუთუ მართლა ასეთი სუსტი ხარ?!
არც ისეთი მტკიცე ყოფილხარ, როგორც გეგონა!
რამდენიმე დღე ვტუქსავდი ასე საკუთარ თავს. ყოველთვის, როცა ალექსის ტუჩები მახსენდებოდა ჩემს ყელში, ტანში ერთიანად მივლიდა ჟრუანტელი, თუმცა არც დანაშაულის გრძნობა მანებებდა თავს.
საკუთარ თავს დავპირდი, რომ ასეთ სისუსტეს აღარასდროს გამოვიჩენდი ბიჭის წინაშე. ალექსი არ მომწონდა! აჰამ, ნამდვილად არ მომწონდა. ნამდვილად არ მომწონდა... ნამდვილად არ მომწონდა?
თავი გავაქნიე. მე მხოლოდ მისი გარეგნობა მიზიდავდა და არაფერი მეტი. ჩემში მცხოვრებ ჩვეულებრივ ადამიანს, ყოველთვის მიიზიდავდა მისი სილამაზე. მაგრამ ეს რაიმე სხვა გრძნობაში არ უნდა ამრეოდა! ამიტომ ამის შემდეგ, ალექსისგან თავს მაქსიმალურად შორს დავიჭერდი.
საკუთარმა თავმა იმედი გამიცრუა, მაგრამ ამას გამოვასწორებდი. აუცილებელად გამოვასწორებდი!
ბატონ გეგას იმ საღამოსვე გავუგზავნე ჩემი ზომები და სტუმრების სია. ძალიან დიდხანს ვყოყმანობდი ჩემი ძველი სამეგობროს დაპატიჟების საკითხზე. საბოლოოდ მაინც ავკრიფე მათი სახელები. კრისტოფერის სახელის წერისას ერთხელ კიდევ შევყოყმანდი, მაგრამ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, სწრაფად ავტვირთე მისი სახელი და სია გავაგზავნე.

სამი კვირა ისე გავიდა, ჩემი ქორწილი არც კი გამხსენებია. მერე ისევ დედამ შემახსენა, მომავალ კვირაში ქორწინდებიო. ხო, მახსოვს-მეთქი, ვუპასუხე უყურადღებოდ.
მეორე დღეს ბატონმა გეგამ დამირეკა და მთხოვა ქორწინების სახლში მივსულიყავი. იქ მისულს, მთელი ცერემონიალის მიმდინარეობა ამიხსნეს. შემდეგ კაბაც მოვიზომე. ულამაზესი შლეიფიანი თეთრი კაბა, იდეალურად მომერგო სხეულზე. აღმოჩნდა, რომ პირადი სტილისტებიც მყოლიან, რომლებსაც დიდი მონდომებით შემისწავლეს და ჩემი საქორწინო მაკიაჟიც ჩამოაყალიბეს.
მე ეს ყველაფერი არ მაინტერესებდა. გარშემო ყველა ჩემს ქორწილზე ლაპარაკობდა, ჩემთვის კი ეს უბრალო ფორმალური პროცესი იყო. თავმობეზრებული დავყვებოდი ორგანიზატორებს უკან და ვისმენდი როდის რა უნდა გამეკეთებინა.
,,-ალბათ ალექსსაც მოუწია ამ ყველაფრის გადატანა''-ბოროტად გამეცინა გულში.
ყველაფერი ულამაზესი და მდიდრული იყო. ალბათ ნებისმიერი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იოცნებებდა ასეთ ქორწილზე. თუმცა ჩემთვის ეს არაფერს წარმოადგენდა.
საღამოს სახლში დაღლილი მივედი. ერთი სული მქონდა როდის ავიდოდი ჩემს ოთახში, მაგრად არ მაცადეს.
-როგორ ჩაიარა?-მკითხა დედამ მოუთმენლად.
-კარგად-ვუპასუხე მოკლედ.
თეას სახის გამომეტყველებაზე მივხვდი, პასუხმა არ დააკმაყოფილა.
-ძალიან ლამაზი კაბა და დარბაზია.-დავამატე იმის იმედით, რომ თავს დავაღწევდი.
-ალექსი ნახე?-მკითხა ინტერესით და ფირუზისფერი თვალები მომანათა.
-არა-ვერ მივხვდი ეს კითხვა რატომ დამისვა- იქ არ ყოფილა.
-კარგი ბიჭია...-შეპარვით მითხრა.
-გემოვნებაზე არ დაობენ.-მხრები ავიჩეჩე. ვცდილობდი გაღიზიანება დამემალა.
-მართლა საერთოდ არ მოგწონს?-მკითხა ფრთხილად.
-არა დედა!-გაუაზრებლად ავუწიე ტონს. იმ წამებში, დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში.
დედას შეშფოთებამ გადაურბინა სახეზე. ხო, რა თქმა უნდა- ალექსს მდიდარი მამიკო ჰყავდა, არაფერი გააბედნიერებდა დედაჩემს ისე, როგორც ამ ბიჭის შეყვარება. ვერ ვიტანდი, მძულდა მისი ასეთი სიყვარული ფულის მიმართ. ის ვერასდროს შეძლებდა უბრალო ცხოვრებით ცხოვრებას. ვერასდროს შეელეოდა ათასობით დოლარიან კაბებს, მოსამსახურეებს და მაღალ საზოგადოებაში ტრიალს.
ფირუზისფერ თვალებს ვუცქერდი და ვხვდებოდი, რომ მძულდა! იმ წამს მძულდა ის თვალებიც და ის ადამიანიც.
არ მინდოდა დედას ამხელა სიძულვილი დაენახა ჩემს თვალებში, ამიტომ სასწრაფოდ შევბრუნდი და კიბეს ავუყევი.

-ანა, გაიღვიძე-კარზე ბრახუნმა გამომაღვიძა-გააღე კარი !
ნელა წამოვიწიე საწოლზე და თვალები მოვისრისე.
-მღვიძავს ხო!-გავძახე კარის მეორე მხარეს მდგომ დედას.
-ანა გაგვიანდება!- მიყვიროდა ის ისტერიკის ზღვარზე მყოფი.
-სად მაგვიანდება? - აზრზე ვერ მოვდიოდი.
-შენს ქორწილში!
საწოლიდან კი არ წამოვდექი, წამოვფრინდი. მაღვიძარა შევამოწმე. უკვე ცხრა საათი იყო.
საკუთარ ყალბ ქორწილში ვაგვიანებდი!
ქარბორბალასავით დავტრიალებდი ოთახში. ვცდილობდი ყველაფერი ერთად გამეკეთებინა. მალე ჩავიცვი ხელში მოხვედრილი პირველივე ტანისამოსი და ოთახიდან ლამის გავვარდი.
კარის გაღებისთანავე შემეჩეხა დედას გადაპრანჭული სახე. თეა ისედაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ახლა ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა. მკვეთრი მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული. ტანზე გრძელი, მუქი მწვანე კაბა ეცვა, რომელზეც ლამაზად ბრჭყვიალებდნენ ძვირადღირებული თვლები. თმა ჯერჯერობით უბრალოდ დაემთავრებინა კეფაზე. ალბათ სალონში აპირებდა მის გაკეთებას, ან პირად სტილისტებს მიანდობდა ამ საქმეს.
-ანა, საკუთარ ქორწილში იგვიანებ! -მითხრა პანიკურად, ისე თითქოს მე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
-ყველაფერს მოვასწრებთ-ვუთხარი დარწმუნებით და მანქანის გასაღები შევათამაშე ხელში.

-სამ თვლაზე შებრუნდი!-მითხრა ვარდისფერთმიანმა სტილისტმა.
-ერთი... ორი... სამი! - ყველამ ერთად დაითვალა.
ნელა შევბრუნდი სარკისკენ და გაკვირვებისგან ბაგეები გავაპე.
ნუთუ ეს ლამაზი, ახალგაზრდა თეთრკაბიანი გოგონა სარკიდან მე ვიყავი?!
გაკვირვებული ვუცქერდი ჩემს გამოსახულებას სარკეში და ცხოვრებაში პირველად ვფიქრობდი, რომ ლამაზი ვიყავი.
ოთახში მყოფები ძალიან გაახალისა ჩემმა რეაქციამ. ჯერ გაეცინათ, შემდეგ კი ყველამ ერთად დასცხო ტაში.
ოდნავ გამეღიმა. მოვბრუნდი და კარისკენ წავედი, როცა წინ დედა გადამეღობა.
-ულამაზესი ხარ!-მითხრა თვალებაწყლიანებულმა.
-გმადლობ.-თვალები უფრო აუწყლიანდა-დედა გთხოვ ახლა არ იტირო! ეს ჩემი ნამდვილი ქორწილი არ არის!-უკვე მერამდენედ ვახსენებდი ამას.
თავი დამიქნია. მე უკან მოვიტოვე და ოთახიდან გავედი.

-მეგონა, რომ აღარ მოხვიდოდი-გადმომიჩურჩულა ალექსმა- და უკვე ვგეგმავდი, როგორ გადამეხადა ღმერთისთვის მადლობა.
-მე კი მეგონა, საკუთარ ქორწილში დახეული ჯინსებით მოხვიდოდი.-არ დავაკელი ირონია.
-ხო ძალიან მიხდება პატარავ?-ქერა თმა უკან გადაიყარა.
ერთი შევათვალიერე. უზომოდ უხდებოდა სმოკინგი. ძალიან სიმპატიური იყო, როგორც ყოველთვის.
-არა, საერთოდ არაა შენი სტილი.-ვთქვი ხმამაღლა.
ჩაეცინა.
-არც შენ გიხდება ეს თეთრი კაბა.-ცალმხრივად გამიღიმა-მაკიაჟიც ზედმეტი მოსვლიათ...
გაჩუმება მოუწია, რადგან ჩვენთან საშუალო ასაკის ქალი და მამაკაცი მოვიდნენ.
-გილოცავთ! საოცარი წყვილი ხართ! ძალიან უხდებით ერთმანეთს!-აქოთქოთდა მაშინვე ქალი.
მამაკაცმა მორიდებულად მოგვილოცა.
-რა ლამაზი პატარძალი ხარ!-მე მომმართა ქალმა-ნამდვილი ქალღმერთი!
ალექსს ნიშნისმოგებით გადავხედე.
-და საქმრო? საოცრად სიმპატიური!
ამჯერად მან გადმომხედა ამაყი ღიმილით.
ორივეს მადლობა გადავუხადეთ.
-შენი ვინები იყვნენ?-ვკითხე ალექსს, როგორც კი წყვილი გაგვეცალა.
-თუ არ ვცდები, მამაჩემის ბიზნესპარტნიორია...-უცებ გაშეშდა და ჩემს ზურგს უკან მიაშტერდა რაღაცას-ესენი შენ დაპატიჟე?-მკითხა ირონიული ღიმილით, თუმცა მის ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა.
მივხვდი ვის უყურებდა. ვიცოდი ვინები იდგნენ ჩემს ზურგს უ პოტენციალშიკან.
არ შევბრუნებულვარ, არც არაფერი მითქვამს.
-შენი პრინცი მოვიდა...!-გადმომიჩურჩულა ალექსმა მოთაფლული ხმით და საკუთარ სიტყვებზე გაიცინა.
ბრაზისგან გავწითლდი.
-მოდი შენ შენს მიმტანს მიხედე რა!-იქით გავიხედე, სადაც მიმტანი გოგო და ლუკა ლაპარაკობდნენ.
ალექსს ღიმილი გაუქრა. წამით მეგონა ეს ჩემმა სიტყვებმა გამოიწვია, მაგრამ ის ჩემს ზურგს უკან იხედებოდა.
-აქეთ მოდიან!-გადმომიჩურჩულა ხმამაღლა-იცოდე ძალიან ბედნიერი წყვილის როლი უნდა ვითამაშოთ!
თავი დავუქნიე და უკან შევბრუნდი.
ემილი, დაჩი და ნია პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდნენ გაბადრული სახეებით. მათ უკან დასჯილი ბავშვივით მობაჯბაჯებდა კრისტოფერი.
სახეზე მაშინვე ყალბი ღიმილი ავიკარი.
-ღმერთო ჩემო! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა!-აღტაცებულმა წამოიძახა ნიამ, როგორც კი მოგვიახლოვდა-ანას ქორწილი საერთოდ შეუძლებელ მოვლენად მიგვაჩნდა ყველას!-ხმამაღლა გაიცინა.
რიგრიგობით მოგვილოცა ყველამ, კრისის გარდა. ის ისევ ჩუმად იდგა და სევდიან მწვანე თვალებს არ მაშორებდა. უცნაურია, მაგრამ მის მიმართ სიბრალულს ვეღარ ვგრძნობდი. ნუთუ ასეთი გულქვა გავხდი?!
-თაფლობის თვის გატარებას სად აპირებთ?-გვკითხა დაჩიმ.
მე და ალექსმა ერთმანეთს გადავხედეთ. მასაც ისეთივე დაბნეული მზერა ჰქონდა, როგორც მე. მხრები აიჩეჩა.
-არ ვიცით-ვთქვით ორივემ ერთად.
თვალები გაოცებისგან გაუფართოვდათ.
-საკუთარი თაფლობის თვე სად უნდა გაატაროთ არ იცით?-ჩაგვეკითხა გაკვირვებული ემილი.
-გვინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო-არ დააყოვნა ალექსის ტყუილმა-დღეს აეროპორტში გავიგებთ სად მივფრინავთ.
ყველას გაკვირვებული სახეები ჰქონდათ. კრისი ინტერესით გვათვალიერებდა ხან მე და ხან ალექსს. წამით მომეჩვენა, რომ ყველაფერს მიხვდა.
-კარგი, ჩვენ წავალთ-თქვა საბოლოოდ ემილიმ და კრისს ლამის ძალით ჩაჰკიდა ხელი-ბედნიერებას გისურვებთ!
მადლობები გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ.
ოთხეულს იქამდე გავაყოლეთ თვალი, სანამ ხალხის მასაში არ გაერივნენ.
-შენი პრინცი რაღაცას მიხვდა!-მითხრა ალექსმა დამცინავი ღიმილით.
-რა? საიდან მოიტანე?-აღვშფოთდი.
-ეტყობოდა, ისე გვიყურებდა.
-ხო, რაღაც მსგავსი მეც შევნიშნე-ამოვიოხრე.
-შენი ბრალია პატარავ, ჩემზე უგონოდ შეყვარებული გოგოს როლს ძალიან ცუდად თამაშობ!-ჰაეროვნად გადმომიჩურჩულა.
-გააად! ოღონდაც ეს დღე გადამატანინა და არაფერი აღარ მინდა!-მზერა ჭერისკენ აღვმართე.
ალექსმა ირონიით ჩაიცინა, მაგრამ აღარაფერი აღარ უთქვამს.

-ანა!-მომესმა ზურგსუკან.
გულწრფელი  ღიმილით გავიღიმე და უკან შევბრუნდი.
-გამარჯობა დენიელ!-ვუთხარი ღიმილით.
ალექსი იქ უკვე აღარ იყო, ცოტა ხნის წინ გაქრა უკვალოდ.
-აი ეს მესმის-თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა-ალბათ უკვე გითხრეს, მაგრამ კიდევ გეტყვი-ნამდვილი საოცრება ხარ!
ოდნავ ავწითლდი, რადგან მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, აშკარა იყო სიმართლეს მეუბნებოდა.
-მადლობა-ამოვიბუტბუტე დარცხვენილმა.
-ნებას მომცემ?-ხელი გამომიწოდა დენიელმა. საცეკვაოდ გამიწვია.
-ცუდად ვცეკვავ...
-არაფერია, მე დაგეხმარები.-გამიღიმა ახალგაზრდა კაცმა.
უარის თქმა ვეღარ გავბედე და ხელი ჩავჭიდე. მაშინვე ნელი საცეკვაო სიმღერა გაისმა დარბაზში. დენიელმა ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორეში კი ჩემი მოიქცია. აქეთ-იქით ნაზად დავიწყეთ ტრიალი.
-შენ და ალექსს როგორ გაქვთ საქმე?-მკითხა მოულოდნელად.
ავხედე.
-ძალიან გამაღიზიანებელია!
-უფრო მეამბოხეა-გაიცინა დენიელმა.
-მეამბოხე?-ჩავეკითხე ინტერესით.
-ხო. ყოველთვის ასეთი იყო. მისთვის შეუძლებელია რამის დაძალება. ბავშვობაში არაერთხელ მოაწყო ,,ამბოხი''. უსამართლობას ვერასდროს ეგუებოდა.
-კი მაგრამ... ჩემზე ხომ ქორწინდება...?
-ხო ეს მეც გამიკვირდა.-ჩაფიქრდა დენიელი-მეგონა რამეს მოიფიქრებდა და ქორწილს ჩაშლიდა, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცამ აზრი შეაცვლევინა... შენ რამე ისეთი ხომ არ უთხარი, რასაც შეეძლო მისთვის აზრი შეეცვლევინებინა?-მკითხა ინტერესით.
ამჯერად მე ჩავფიქრდი და უცებ გამახსენდა... გამახსენდა ალექსის სახის გამომეტყველება, როცა ვუთხარი, რომ მასზე მამაჩემის გამო ვქორწინდებოდი, რომ ამ გზით მისი ხსოვნისთვის უნდა მეცა პატივი. გამახსენდა ჩვენი ადამიანური დიალოგი იმ საღამოს და მისი გამგები ხმა.
-ალექსი ამ ყველაფერს ჩემს გამო აკეთებს-ამოვიჩურჩულე ამ ახალი ფაქტის გააზრებისგან შოკში ჩაგდებულმა. ალბათ ცეკვასაც შევწყვეტდი, რომ არა დენიელის ძლიერი ხელები, რომლებიც მოძრაობას მაიძულებდნენ.
ალექსი არც ისეთი ცუდი ადამიანი იყო, როგორადაც თავს ასაღებდა. ოდნავ ჩამეღიმა.
დენიელს აღარაფერი უკითხავს, თითქოს უსიტყვოდ გამიგო. მუსიკის დასრულებამდე ვბზრიალებდით საცეკვაო მოედანზე და დავადგინე, რომ არც ისე საშინლად ვცეკვავდი, როგორც აქამდე მეგონა.
როცა მუსიკა დამთავრდა, დენიელს გავუღიმე და ის იყო დასაჯდომად წასვლა დავაპირე, რომ ზურგზე უცხო ხელები მიგრძენი.
როგორც ჩანს, კიდევ ერთი ცეკვა მომიწევდა.
შევბრუნდი და ხელში კრისტოფერი შემრჩა.
-კრის?-გაკვირვებული ვიყავი.
-ბოლო ცეკვა?-მკითხა იმედით.
უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ სიტყვა ,,ბოლო''-მ გადამაფიქრებინა. დიახ, ეს მართლა ბოლო იქნებოდა.
თავი დავუქნიე და მისკენ მთელი ტანით შევბრუნდი. ამჯერად მისი მკლავი ვიგრძენი წელზე. მუსიკას ავყევით.
-ის არ გიყვარს.-თქვა მან წყნარად.
-რა?-სახეზე სისხლი მომაწვა.
-ის არ გიყვარს და არც მას უყვარხარ!-გამიმეორა-გიყურებდით. ეს ისეთივე აშკარაა, როგორც შავით თეთრზე დაწერილი. ერთმანეთს თითქმის არ უყურებთ და როცა უყურებთ, მასში სიყვარულის გარდა, ყველაფერი ჩანს!
-კრის...
-მითხარი ანა-არ მაცადა ხმის ამოღება-ამას ვინმე გაძალებს? ამას რატომ აკეთებ? რაში გჭირდება მასზე ქორწინება?-უამრავი კითხვა ჩანდა მის მწვანე თვალებში.
-მე ის მართლა მიყვარს კრისტოფერ.-ვუთხარი წყნარად.
-კრისტოფერ? ახლა კრისტოფერი ვარ არა?-იმედგაცრუება ჩანდა მის ხმაში- შენი კრისი აღარ ვარ არა?
-დღეიდან მე უკვე დაქორწინებული ვარ! ქმარი მყავს! დროა შეეგუო, რომ ყველაფერი დასრულდა. ემილის მიხედე, მას შენ მართლა მოსწონხარ.
-კი მაგრამ... ემილი შენ არ ხარ...-აშკარად ვერ იყო კარგად. მზერა დაბიდვოდა და ისე მიყურებდა, თითქოს ჩემს უკან, სივრცეს გაჰყურებდა-გახსოვს ლაშქრობაზე, ღამით შეშა რომ გაგვითავდა? ყველას ეშინოდა ტყეში შესვლა. შენ კი მაშინვე წამოხტი და თქვი მე მოვიტანო. მუდამ თავგადასავლებს ეძებდი და არაფრის არ გეშინოდა.
-კი მაგრამ, მაშინ ტყეში, შენც წამოხვედი ჩემთან ერთად...-მტკივნეულად გამეღიმა.
-ხო, წამოვედი... მაგრამ მხოლოდ შენს გამო.-აღიარა.
-კრის, ეგ მხოლოდ წარსულია...
-ასე ფიქრობ?-სევდიანად გამიღიმა.
რა თქმა უნდა, ასე არ ვფიქრობდი. ეს მოგონებები, ჩემთვის იმაზე მტკივნეული იყო, ვიდრე მას შეეძლო წარმოედგინა. მაგრამ ყველაფერი ისევ მათ გააფუჭეს. ისევ ისინი იყვნენ დამნაშავეები.
პირი გავაღე, რომ პასუხი გამეცა, მაგრამ ისევ არ დამცალდა.
-შეიძლება ჩემს ცოლს ვეცეკვო?-მომესმა ჰაეროვანი ხმა ზურგს უკან. ალექსის ხმაში არაფერი არ იგრძნობოდა.
კრისმა ჯერ ჩემს მხარს იქით ისროლა გაღიზიანებული მზერა, შემდეგ ისევ მე შემომხედა სევდიანი მზერით.
-რა თქმა უნდა.-უპასუხა ისე, რომ ჩემთვის მწვანე თვალები არ მოუშორებია.
-მაშინ თქვენის ნებართვით...-ალექსმა მომქაჩა, მისკენ შემაბრუნა და ორივე ხელი წელზე მომხვია. ნელა ააყოლა ტანი მუსიკას.
-უკვე გითხარი, რომ ძალიან ლამაზი ხარ?-ჩამჩურჩულა ყურში. მისი პირიდან გამომავალი თბილი სუნთქვა ნაზად მომხვდა ყურზე.
მისი სიტყვები ძალიან მესიამოვნა, თუმცა არ შევიმჩნიე.
-ხო, მთელი დღეა მაგას მიმეორებ.-ვუთხარი სარკასტულად.
-რაო, რა მინდაო შენმა პრინცმა?-არ შეიმჩნია ჩემი რეპლიკა.
-არაფერი, უბრალოდ...
ალექსმა ცალი წარბი ასწია.
-უბრალოდ რა?...
-რა იყო, ხომ არ ეჭვიანობ ქმარო?-გამეცინა.
-ახლა უკვე ქმარი მქვია არა?-სახე მოექუფრა-იცოდე, როცა გოგოებთან ერთად ვიქნები, ეგრე არ მომმართო!-გამაბრთხილა მკაცრად.
-რატომ? გოგონებს სიმპატიური ცოლიანი ბიჭები არ იზიდავთ?-ვკითხე ვითომ მისი უბედურებით ნაწყენმა.
-ანუ სიმპატიური ვარ?-ცინიკურად გაიღიმა.
-ვითომ შენ არ იცი რომ ხარ!-კბილებში გამოვცერი გაღიზიანებულმა.
-მე კი ვიცი, მაგრამ შენი პირიდან სულ სხვანაირი მოსასმენია.
თვალები გადავატრიალე.
-საინტერესოა თაფლობის თვეს სად გავატარებთ...-თემა გადავიტანე.
-დარწმუბებული ვარ, ყველაზე ბანალური ადგილი იქნება-მითხრა ბიჭმა და ცეკვაც დავასრულეთ.

-პარიზი?-ყურებს არ ვუჯერებდი.
-ხო... არ მოგწონს?-მკითხა დამბრთხალმა გეგამ.
უკვე აეროპორტში ვიყავით. ჩვეულებრივი ჯინსები მეცვა. ალექსსაც შავი დახეული ჯინსი ეცვა, ზევიდან კი ტყავის თხელი პიჯაკი მოეცვა. ნახევარ საათში ჩვენი რეისი გადიოდა. ლუკა, დენიელი, გეგა და თეა გვაცილებდნენ. საბედნიეროდ თეას ჩემს ბარგზე ეზრუნა და ახლა უზარმაზარი ჩემოდანი მიმშვენებდა გვერდს.
-არა, რას ამბობთ, ძალიან მაგარია!-უტიფრად ვიცრუე.
-მიხარია, რომ მოგეწონათ-გაიღიმა გეგამ.
-მე არაფერი არ მითქვამს!-უკმაყოფილოდ თქვა ალექსმა. როგორც ჩანს ისიც იმედგაცრუებული იყო ჩვენი მარშუტით.
-დარწმუბებული ვარ გავერთობით-ნაძალადევად გავიღიმე.
სათითაოდ გამოვემშვიდობეთ ყველას და საბაჟოსკენ წავედით ჩვენი უზარმაზარი ბარგებით.
-მართალი იყავი!
-ზოგადად მე ყოველთვის მართალი ვარ, მაგრამ ახლა რომელ კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობ?-ჩამეკითხა სარკასტული ღიმილით.
-პარიზი!-უკმაყოფილოდ ამოვიბლუყუნე.
-ნამყოფი ხარ?-მკითხა ინტერესით.
-ხო, ერთხელ ვიყავით ოჯახი.
ალექსს ერთბაშად გადაურბინა ონავარი ბავშვის ღიმილმა. გულში რაღაცამ მიჩხვლიტა. ბიჭს აშკარად რაღაც ახალი მოაფიქრდა.
-მენდობი?-თავისუფალი ხელი გამომიწოდა.
-არა!-თავი გავაქნიე.
-ჭკვიანი გოგო ხარ!-ხელი ძალით ჩამჭიდა და სალაროსკენ გამაქანა.
-ალექს რას აკეთებ?-ვკითხე შეშინებულმა. ცალი ხელით ძლივს მივათრევდი ჩემს უზარმაზარ ჩემოდანს.
-შანსს გაძლევ, რომ შენი პირველი თაფლობის თვე კარგად გაატარო.-მიპასუხა გაღიმებულმა
ბიჭი სალაროსთან გაჩერდა.
-ორი ბილეთი შვეიცარიის მიმართულებით თუ შეიძლება-თვალისმომჭრელად გაიღიმა.



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

აი ძან მაგარია ველოდები და ძალიან ველოდები შემდეგ თავებს

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

Vaimee arvicic vin wers am saocrebaas magram veli yoveltvis rodis dadeb am motxrobebit shemiyvardi!shesaadzlebelia radgan am motxrobebashi sheni guli chaqsovili dzalian momwons magram iqneb moumato kideee

 


№3 სტუმარი Qeta

პირველივაა აუ მაგარია ძალია მალე დადე ახალი თავი

 


№4 სტუმარი ani

Vaimeeee ra magari iyo martla dzalian momewona shveicaria ki martlac gasakviri agmochnda radgan titqmis yoveli meore parizi londoni da asr wers magram shvicariam titqos ragac didi shemata temas satauric atachveulebrivia amitom ar ifiqro rom aradworad sheurchie me piradad am satauris gamo daviwye kitxva da namdvilad gaamartla yochag warmatebebi

 


№5  offline წევრი naniko mindia

Vauuu cecxli dante kargia kargad wer warmatebebi veli shemdegs ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№6  offline წევრი ubraloooo tipi

ჰაიკო
შეგიძლია მომდევნო თავი ახალი სათაურით დადო და ფრჩხილებში ძველი სათაური მიუწერო, ხალხი რომ მიხვდეს.

ჯერ არ მომიფიქრებია ახალი :დ ვნახოთ ❤️

სტუმარი ლიკა
აი ძან მაგარია ველოდები და ძალიან ველოდები შემდეგ თავებს

მადლობა ❤️

სტუმარი Lika
Vaimee arvicic vin wers am saocrebaas magram veli yoveltvis rodis dadeb am motxrobebit shemiyvardi!shesaadzlebelia radgan am motxrobebashi sheni guli chaqsovili dzalian momwons magram iqneb moumato kideee

ვაიმე უღრმესი მადლობა ❤️ ძალიან გამახარე ❤️❤️❤️❤️❤️

Qeta
პირველივაა აუ მაგარია ძალია მალე დადე ახალი თავი

მადლობა ❤️ შევეცდები ❤️

ani
Vaimeeee ra magari iyo martla dzalian momewona shveicaria ki martlac gasakviri agmochnda radgan titqmis yoveli meore parizi londoni da asr wers magram shvicariam titqos ragac didi shemata temas satauric atachveulebrivia amitom ar ifiqro rom aradworad sheurchie me piradad am satauris gamo daviwye kitxva da namdvilad gaamartla yochag warmatebebi

უღრმესი მადლობა ❤️ შვეიცარია... ყოველთვის საუკეთესოთოდ მიმაჩნდა! ❤️ მიხარია, რომ თქვენც მოგეწონათ ❤️ სათაურზე რა ვიცი... მგონი შერჩება :დდ

naniko mindia
Vauuu cecxli dante kargia kargad wer warmatebebi veli shemdegs ❤️❤️❤️❤️

მადლობა უღრმესი ❤️

 


№7 სტუმარი მოკლედ:

მადლობა გადავიხადე
ბოდიში მოვიხადე და არა ბოდიში გადავიხადე

 


№8 სტუმარი სტუმარი Son

Arginda ra axali satauri ikos rac arisaraakvs didad mnishvneloba

 


№9  offline მოდერი D-roni

იმდენად მომოწონს სიტყვებით ვერც კი გამოვხატავ ემოციებს , მომწონს ისტორია , მომწონს წერის სტილი , მომწონს სათაური , ყველაფერი მომწონს !
კარგი იქნება თუ სათაურს არ შეცვლი , ძალიან უხდება ალქსის და ანას პერსონაჟებს და ვფიქრობ ზუსტად არის შერჩეული ეს სათაური ამ ისტორიისთვის !
არ ვფიქრობ , რომ ანა ცუდად და სუსტად მოიქცა , არც იმას ვფიქრობ რომ ძალიან უნდა შეიკავოს ალექსის მიმართ თავი და გრძნობებიც ასეთი ძალით უნდა მოთოკოს.
ანა კარგი გოგოა და ვფიქრობ ალექსისგან ბევრი ისეთი რამ დაინახა , რამაც უნდა შეუწყოს ხელი , რომ უფრო გახსნილი და თავისუფალი იყოს გრძნობების გამოხატვაში.
ვერ ვხვდები კრისტოფერი როგორ მიხვდა იმას , რომ არ უყვარდა როცა მე აქედანაც კი ვფიქრობ , რომ ეს ორი ერთმანეთზე უკვე შეყვარებულია მაგრამ ვერ იაზრებენ !
უფრო მეტი გრძნობა მინდა , ამ ჩხუბებში შერეული და მომეწონა თავისუფალი და გახსნილი ანა !
არ მიდის ბანალური ეჭვიანობები და ღალატის თემები , რაც ძალიან კარგია !
ერთი სიტყვით ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს , შეეცადე არ დაიგვიანო რა ... ყოველ წამს გამოწმებ !

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიიი ესს რაიყოო რა დროსს შეწყვიტეე ახალ თავსს ველოდებიიიიიმედიაა არ დაავვიანებ

 


№11  offline წევრი Firefly

მაგარია ძაალიან , მთელი დღეა ვამოწმებ და გამიხარდა რომ დამხვდა ახალი თავი. სათაური მომწონს და ნუ შეცვლი რა ????
--------------------
M.T

 


№12  offline წევრი qeti.ii

სათაური არ შეუცვალო,ძალიან მომწონს

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინი

მალე დადე შემდეგს ველოდები

 


№14 სტუმარი სტუმარი Autumn

არ შეუცვალო სათაური, სწორედ ასეთი სათაურების გამო ეტანებიან ხოლმე ისტორიებს ????

ეს თავიც კარგი იყო დანარჩენებივით, ბანალური არა ხარ... ველი შემდეგს

 


№15  offline წევრი teengirllove

dzaan kargi iyo ,male dade ra shemdegi

 


№16  offline წევრი original^.^

მართლა ძალიან მომწონს heart_eyes უფრო და უფრო საინტერესოა და შემდეგს ველოდები ძალიააააან smile relaxed თან შვეიცარია ჩემი ერთ-ერთი საოცნებო ქვეყანაა heart_eyes

 


№17 სტუმარი სტუმარი Son

Shemdegs rodis dadeb?

 


№18 სტუმარი Ki

Amis deda vatire

Au male dade ra gtxoov dzaan mainteresebs

Au male dade ra gtxoov dzaan mainteresebs

Au male dade ra gtxoov dzaan mainteresebs[/quote]

Au male dade ra gtxoov dzaan mainteresebs

Male dade raa

[quote=Ki] male dade ra


Dzaan mainteresebs[/quote]



[/quote]

 


№19 სტუმარი სტუმარი Son

Dges dadeb?

 


№20 სტუმარი სტუმარი Xxx

Aiii kargii raa dgesac arapireb dadebaaas?

 


№21 სტუმარი Marta

მოგესალმებით. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი მსგავსი ისტორია ამ საიტზე წამიკითხავს ,ძალიან მომწონს ეს ისტორია. მომწონს ორივე პერსონაჟი. წაკითხვითაც ძალიან კარგად იკითხება და რაც ყველაზე კარგია,მუხტი მოდის დადებითი და ცდილობ ეს ემოცია რეალში გადმოიტანო. ჩემზე ეს ძალიან მოქმედებს და მადლობა. მაგრამ ყველაზე ცუდი არის მოლოდინი და ეს პოზიტივი გადადის მოლოდინის რეჟიმზე და ნელ ნელა კვდება ქრება. ძალიან გთხოვ მალე დადე გაგრძელება.????????????

 


№22 სტუმარი Ordinary girl

Au dges xo dadeb

 


№23 სტუმარი სტუმარი ვიღაც

მუღამი მეკარგება :///???????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent